გულის წვეთები RFF
Sirds pilieni RFF
გულის წვეთები RFF მცენარეული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით გულის ფუნქციური დარღვევების და ნერვული გადაძაბვის დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- crataegi fructus extractum fluidum + tinctura valerianae + tinctura leonuri + tinctura menthae piperitae
- ფორმა და შეფუთვა
- (0.05მლ+0.15მლ+0.4მლ+0.4მლ)/მლ 90მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი ბოთლი №1
- მწარმოებელი
- AS “Rīgas farmaceitiskā fabrika”, ლატვია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, საძილე და სედაციური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N05CM
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040295
- რეგისტრირებულია
- 21 თებერვალი 2024, მოქმედებს 21 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
გულის წვეთები RFF — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გულის წვეთები RFF მცენარეული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით გულის ფუნქციური დარღვევების და ნერვული გადაძაბვის დროს.
გულის წვეთები RFF შეიცავს 4 მცენარის კომბინაციას ფარმაკოლოგიური მოქმედების განსხვავებული სპექტრით, რითიც მიიღწევა კარგი თერაპიული ეფექტი სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული გულის ფუნქციური დარღვევების და ნერვული გადაძაბვის დროს. პიტნის ნაყენი (Menthae piperitae tincture) ხსნის გლუვი კუნთის სპაზმს სისხლძარღვებში და საჭმლის მონელებელ ტრაქტში. კუნელის ექსტრაქტი (Crataegi fructus extractum fluidum) აუმჯობესებს გულის ფუნქციას, აქვეითებს არტერიულ წნევას და აფართოებს სისხლძარღვებს. ვალერიანის ნაყენის (Valerianae tinctura) დამამშვიდებელი ეფექტი ქმნის სასურველ ფონს ზემოხსენებული კომპონენტების ოპტიმალური თერაპიული მოქმედებისთვის.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იღებს პრეპარტს.
შიგნით მისაღებად.
მოზრდილები
რეკომენდებული ერთჯერადი დოზაა 20-25 წვეთი. მაქსიმალური დღიური დოზა: 3 X ერთჯერადი დოზა.
მოზრდილები 12 წლიდან, ხანში შესული პირები და პაციენტები თირკმელების დაავადებით:
სერთჯერადი დოზა მცირდება 2-5 წვეთამდე. მაქსიმალური დღიური დოზა: 3 X ერთჯერადი დოზა.
თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი ცნობების გამო, პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის ან ეთანოლის მიმართ;
თუ პაციენტს აქვს ნაღველის დინების დარღვევა - სანაღვლე სადინრების ათნება, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
თუ პაციენტს აქვს გასტროეზოფაგალური რეფლუქსი;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
თუ პაციენტი არის ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მოწდილებში 12 წლიდან, ხანში შესულ პირებში და პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების დაზიანება, პრეპარატის ერთჯერადი დოზა უნდა შემცირდეს 2-5 წვეთამდე.
გულის წვეთები RFF-მა შესაძლოა გავლენა იქონიოს პრეპარატებზე, რომლებიც დანიშნულია გულის სხვადასხვა დარღვევების (მაგ. არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით განპირობებული ტაქიკარდია, გულის უკმარისობა ან გულის ქირურგიული ოპერაციები) ჩვენებით.
პრეპარატი შეიცავს 65 % (მოც) ეთანოლს (სპირტი). ერთი დოზა (20-25 წვეთი) შეიცავს 0.22-0.275 გ ეთანოლს (სპირტი), რაც 4.4-5.5 მლ ლუდის ან 2.75-3.68 მლ ღვინის ექვივალენტური რაოდენობაა. საზიანოა ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირთათვის. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის: ღვიძლის დარღვევების ან ეპილეფსიის მქონე პირები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე. პრეპარატის მოქმედება ძლიერდება საგულე გლიკოზიდებთან, საძილე პრეპარატებთან, სედაციურ (ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინები) და საანესთეზიო (მიდაზოლამი) საშუალებებთან კომბინაციაში. ალკოჰოლმა შესაძლოა გააძლიეროს გულის წვეთები RFF-ის მოქმედება.
დისულფირამთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს მხედველობითი და სენსორული დარღვევები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის, ამრიგად ის არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გულის წვეთები RFF შეიცავს ვალერიანის ნაყენს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, ამიტომ, პრეპარატის მიღება არ უნდა მოხდეს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის წინ.
გულის წვეთები RFF- შეიცავს ეთანოლს
პრეპარატი შეიცავს 65 % (მოც) ეთანოლს (სპირტი). ერთი დოზა (20-25 წვეთი) შეიცავს 0.22-0.275 გ ეთანოლს (სპირტი), რაც 4.4-5.5 მლ ლუდის ან 2.75-3.68 მლ ღვინის ექვივალენტური რაოდენობაა. საზიანოა ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირთათვის. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის: ღვიძლის დარღვევების ან ეპილეფსიის მქონე პირები.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
თავის ტკივილი, გულისრევა, კანის სიწითლე, გამონაყარი (ხელებზე), ოფლიანობა, დაღლილობა.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ლატვიის წამლის ეროვნული სააგეტოსთვის – იერსიკას ქ. 15, რიგა, LV-1003. ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.zva.gov.lv" www.zva.gov.lv.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
რეკომენდებული დოზით გამოყენების შემთხვევაში, დოზის გადსაჭარბება არ ხდება.
დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს კანის სიწითლე, გულისცემის სიხშირის ცვლილებები და რიტმის დარღვევები, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, ნაწლავთა მობილობის დაქვეითება, მოუსვენრობა, უძილობა, ცუდი თვითშეგრძნება, თავის ტკივილი, სისხლდენა საშვილოსნოდან.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
დოზის გადაჭარბებისას მკურნალობა სიმპტომურია და მოიცავს შემდეგს: კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირის (20-30 გ) გამოყენება პრეპარატის შეწოვის გასაძლიერებლად.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

შემადგენლობა
გულის წვეთები RFF, წვეთები შიგნით მისაღებად, ხსნარი - შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 0.05 მლ პიტნის ნაყენს 1:20 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 90% მ/მ), 0.15 მლ კუნელის ხილის სითხის ექსტრაქტი 1:1 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ), 0.4 მლ აბზინდას ნაყენს 1:5 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ), 0.4 მლ ვალერიანის ნაყენს 1:5 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ).
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე სიმბოლოების - ‘’EXP’’ შემდეგ (იგულისხმება კონკრეტული თვის ბოლო დღე).
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
რიგის ფარმაცევტული ქარხანა ს.ს
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
გულის წვეთები RFF წვეთები შიგნით მისაღებად, ხსნარი
Menthae piperitae tincture/Crataegi fructus extractum fluidum/Leonuri tincture/Valerianae tinctura
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ამ ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებისამებრ.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს გულის წვეთები RFF და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეს პაციენტმა გულის წვეთები RFF-ის გამოყენებამდე
გულის წვეთები RFF-ის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
გულის წვეთები RFF-ის შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს გულის წვეთები RFF და რისთვის გამოიყენება იგი
გულის წვეთები RFF მცენარეული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით გულის ფუნქციური დარღვევების და ნერვული გადაძაბვის დროს.
გულის წვეთები RFF შეიცავს 4 მცენარის კომბინაციას ფარმაკოლოგიური მოქმედების განსხვავებული სპექტრით, რითიც მიიღწევა კარგი თერაპიული ეფექტი სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული გულის ფუნქციური დარღვევების და ნერვული გადაძაბვის დროს. პიტნის ნაყენი (Menthae piperitae tincture) ხსნის გლუვი კუნთის სპაზმს სისხლძარღვებში და საჭმლის მონელებელ ტრაქტში. კუნელის ექსტრაქტი (Crataegi fructus extractum fluidum) აუმჯობესებს გულის ფუნქციას, აქვეითებს არტერიულ წნევას და აფართოებს სისხლძარღვებს. ვალერიანის ნაყენის (Valerianae tinctura) დამამშვიდებელი ეფექტი ქმნის სასურველ ფონს ზემოხსენებული კომპონენტების ოპტიმალური თერაპიული მოქმედებისთვის.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა გულის წვეთები RFF-ის გამოყენებამდე
გულის წვეთები RFF არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის ან ეთანოლის მიმართ;
თუ პაციენტს აქვს ნაღველის დინების დარღვევა - სანაღვლე სადინრების ათნება, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
თუ პაციენტს აქვს გასტროეზოფაგალური რეფლუქსი;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
თუ პაციენტი არის ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მოწდილებში 12 წლიდან, ხანში შესულ პირებში და პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების დაზიანება, პრეპარატის ერთჯერადი დოზა უნდა შემცირდეს 2-5 წვეთამდე.
გულის წვეთები RFF-მა შესაძლოა გავლენა იქონიოს პრეპარატებზე, რომლებიც დანიშნულია გულის სხვადასხვა დარღვევების (მაგ. არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით განპირობებული ტაქიკარდია, გულის უკმარისობა ან გულის ქირურგიული ოპერაციები) ჩვენებით.
პრეპარატი შეიცავს 65 % (მოც) ეთანოლს (სპირტი). ერთი დოზა (20-25 წვეთი) შეიცავს 0.22-0.275 გ ეთანოლს (სპირტი), რაც 4.4-5.5 მლ ლუდის ან 2.75-3.68 მლ ღვინის ექვივალენტური რაოდენობაა. საზიანოა ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირთათვის. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის: ღვიძლის დარღვევების ან ეპილეფსიის მქონე პირები.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე. პრეპარატის მოქმედება ძლიერდება საგულე გლიკოზიდებთან, საძილე პრეპარატებთან, სედაციურ (ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინები) და საანესთეზიო (მიდაზოლამი) საშუალებებთან კომბინაციაში. ალკოჰოლმა შესაძლოა გააძლიეროს გულის წვეთები RFF-ის მოქმედება.
დისულფირამთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს მხედველობითი და სენსორული დარღვევები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის, ამრიგად ის არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
გულის წვეთები RFF შეიცავს ვალერიანის ნაყენს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, ამიტომ, პრეპარატის მიღება არ უნდა მოხდეს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის წინ.
გულის წვეთები RFF- შეიცავს ეთანოლს
პრეპარატი შეიცავს 65 % (მოც) ეთანოლს (სპირტი). ერთი დოზა (20-25 წვეთი) შეიცავს 0.22-0.275 გ ეთანოლს (სპირტი), რაც 4.4-5.5 მლ ლუდის ან 2.75-3.68 მლ ღვინის ექვივალენტური რაოდენობაა. საზიანოა ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირთათვის. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის: ღვიძლის დარღვევების ან ეპილეფსიის მქონე პირები.
- გულის წვეთები RFF-ის გამოყენების წესი
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იღებს პრეპარტს.
შიგნით მისაღებად.
მოზრდილები
რეკომენდებული ერთჯერადი დოზაა 20-25 წვეთი. მაქსიმალური დღიური დოზა: 3 X ერთჯერადი დოზა.
მოზრდილები 12 წლიდან, ხანში შესული პირები და პაციენტები თირკმელების დაავადებით:
სერთჯერადი დოზა მცირდება 2-5 წვეთამდე. მაქსიმალური დღიური დოზა: 3 X ერთჯერადი დოზა.
თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი ცნობების გამო, პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
რეკომენდებული დოზით გამოყენების შემთხვევაში, დოზის გადსაჭარბება არ ხდება.
დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს კანის სიწითლე, გულისცემის სიხშირის ცვლილებები და რიტმის დარღვევები, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, ნაწლავთა მობილობის დაქვეითება, მოუსვენრობა, უძილობა, ცუდი თვითშეგრძნება, თავის ტკივილი, სისხლდენა საშვილოსნოდან.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
დოზის გადაჭარბებისას მკურნალობა სიმპტომურია და მოიცავს შემდეგს: კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირის (20-30 გ) გამოყენება პრეპარატის შეწოვის გასაძლიერებლად.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
თავის ტკივილი, გულისრევა, კანის სიწითლე, გამონაყარი (ხელებზე), ოფლიანობა, დაღლილობა.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ლატვიის წამლის ეროვნული სააგეტოსთვის – იერსიკას ქ. 15, რიგა, LV-1003. ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.zva.gov.lv" www.zva.gov.lv.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
- გულის წვეთები RFF-ის შენახვის წესი
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე სიმბოლოების - ‘’EXP’’ შემდეგ (იგულისხმება კონკრეტული თვის ბოლო დღე).
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
გულის წვეთები RFF, წვეთები შიგნით მისაღებად, ხსნარი - შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 0.05 მლ პიტნის ნაყენს 1:20 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 90% მ/მ), 0.15 მლ კუნელის ხილის სითხის ექსტრაქტი 1:1 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ), 0.4 მლ აბზინდას ნაყენს 1:5 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ), 0.4 მლ ვალერიანის ნაყენს 1:5 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ).
გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
გამჭვირვალე, მოწითალო მოყავისფრო სითხე დამახასიათებელკი არომატული სურნელით და მწველი, მომწარო გემოთი. მოთავსებულია 40 მლ ან 90 მლ მუქი ფერის შუშის ბოთლებში, საწვეთური თავით და პლასტმასის ხრახნილი სახურავით. ბოთლზე დატანილია ეტიკეტი.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ბოთლი, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შეფუთვის ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
AS “rigas farmacetiska fabrika”Ozulu Street 10, Riga, LV-1005, LatviaTel: 6735550, 67355551Fax: 67355551E-mail: HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]
ას “რიგას ფარმაცეტისკა ფაბრიკა”ოზულის ქ. 10, რიგა, LV-1005, ლატვიატელ: 6735550, 6735551ფაქს: 7355551ელ. ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]
ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: 01/2019
ინფორმაცია მეორად შეფუთვაზე
კოლოფი
- პროდუქტის დასახელება
გულის წვეთები RFF წვეთები შიგნით მისაღებად, ხსნარი
Menthae piperitae tincture/Crataegi fructus extractum fluidum/Leonuri tincture/Valerianae tinctura
- აქტიური ნივთიერება
1 მლ ხსნარი შეიცავს 0.05 მლ პიტნის ნაყენს 1:20 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 90% მ/მ), 0.15 მლ კუნელის ხილის სითხის ექსტრაქტი 1:1 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ), 0.4 მლ აბზინდას ნაყენს 1:5 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ), 0.4 მლ ვალერიანის ნაყენს 1:5 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ).
- დამხმარე ნივთიერებების სია
- ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობაშიგნით მისაღები ხსნარი
შიგნით მისაღებად.
40 მლ
90 მლ
- მიღების წესი და მეთოდი
შიგნით მისაღებად.
გამოყენებამდე დაკვირვებით გაეცანით ინსტრუქციას.
- განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- სხვა განსაკუთრებული მითითება(ები), ასეთის არსებობის შემთხვევაში
- შენახვის ვადა:
EXP:
- შენახვის განსაკუთრებული პირობები:
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
- სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის ან სამედიცინო პროდუქტის ნარჩენების უტილიზაციისთვის, მათი საჭიროების შემთხვევაში
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მისამართი
ას “რიგას ფარმაცეტისკა ფაბრიკა”ოზულის ქ. 10, რიგა, LV-1005, ლატვია
- სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
99-0471
- სერიის ნომერი
სერია:
- გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
- გამოყენების ინსტრუქციები
გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით გულის ფუნქციური დარღვევების (ნეიროცირკულატორული დისტონია) და ნერვული გადაძაბვის დროს.
გამოყენებამდე გაეცანით ინსტურქციას.
- ინფორმაცია ბრაილის შიფტით
გულის წვეთები
- უნიკალური იდენტიფიკატორი - 2D ბარკოდი
არარელევანტური.
- უნიკალური იდენტიფიკატორი - ინფორმაცია, ადამიანის მიერ წაკითხვადი
არარელევანტური.
- პროდუქტის დასახელება
გულის წვეთები RFF წვეთები შიგნით მისაღებად, ხსნარი
Menthae piperitae tincture/Crataegi fructus extractum fluidum/Leonuri tincture/Valerianae tinctura
- აქტიური ნივთიერება
1 მლ ხსნარი შეიცავს 0.05 მლ პიტნის ნაყენს 1:20 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 90% მ/მ), 0.15 მლ კუნელის ხილის სითხის ექსტრაქტი 1:1 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ), 0.4 მლ აბზინდას ნაყენს 1:5 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ), 0.4 მლ ვალერიანის ნაყენს 1:5 (საექტრაქტო განხსნელი: ეთანოლი 70% მ/მ).
- დამხმარე ნივთიერებების სია
- ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა
შიგნით მისაღები ხსნარი
40 მლ
90 მლ
- მიღების წესი და მეთოდი
შიგნით მისაღებად.
გამოყენებამდე დაკვირვებით გაეცანით ინსტრუქციას.
- განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- სხვა განსაკუთრებული მითითება(ები), ასეთის არსებობის შემთხვევაში
- შენახვის ვადა:
EXP:
- შენახვის განსაკუთრებული პირობები:
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
- სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის ან სამედიცინო პროდუქტის ნარჩენების უტილიზაციისთვის, მათი საჭიროების შემთხვევაში
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მისამართი
ას “რიგას ფარმაცეტისკა ფაბრიკა”ოზულის ქ. 10, რიგა, LV-1005, ლატვია
- სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
99-0471
- სერიის ნომერი
სერია:
- გაცემის წესი
- გამოყენების ინსტრუქციები
- ინფორმაცია ბრაილის შიფტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.