გლუკაგენი® ჰიპოკიტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას "გლუკაგონს". გლუკაგენი® ჰიპოკიტი განკუთვნილია დაუყოვნებელი, გადაუდებელი გამოყენებისთვის დიაბეტის მქონე ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებიც იყენებენ ინსულინს. გამოიყენება სისხლში ძალიან დაბალი შაქრის გამო გონების დაკარგვისას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გლუკაგონი (glucagon)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ (1 ს.ე.) ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 1მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №1
- მწარმოებელი
- Novo Nordisk A/S, დანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონები, გლიკოგენოლიზის ჰორმონები
- ATC კოდი
- H04AA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042535
- რეგისტრირებულია
- 17 დეკემბერი 2024, მოქმედებს 2 ნოემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Novo Nordisk A/S (დანია)
- განმცხადებელი
- შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
გლუკაგენი ჰიპოკიტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გლუკაგენი® ჰიპოკიტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას "გლუკაგონს".
გლუკაგენი® ჰიპოკიტი განკუთვნილია დაუყოვნებელი, გადაუდებელი გამოყენებისთვის დიაბეტის მქონე ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებიც იყენებენ ინსულინს. გამოიყენება სისხლში ძალიან დაბალი შაქრის გამო გონების დაკარგვისას.
აღნიშნულ მდგომარეობას ეწოდება "მძიმე ჰიპოგლიკემია". გლუკაგენი® ჰიპოკიტი გამოიყენება, როდესაც შეუძლებელია შაქრის პერორალურად მიღება.
გლუკაგონი არის ბუნებრივი ჰორმონი, რომელსაც აქვს ინსულინის საპირისპირო ეფექტი ადამიანის ორგანიზმში. ის ეხმარება ღვიძლს შეცვალოს "გლიკოგენი" გლუკოზად (შაქარი), რის შემდეგაც სისხლში გამოიყოფა გლუკოზა - ეს ზრდის სისხლში შაქრის დონეს.
სამედიცინო პროფესიონალებისთვის: იხილეთ პუნქტი 7.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ინექციის მომზადება და შეყვანა
- ფლაკონს მოხსენით პლასტმასის თავსახური. ნემსის საფარი მოაცილეთ შპრიცს. არ მოხსნათ შპრიცს პლასტმასის უკუდამჭერი. ნემსი შეიყვანეთ გლუკაგენის® შემცველი ფლაკონის რეზინის დამჭერში (მონიშნული რგოლის ფარგლებში) და შპრიცში არსებული სითხე სრულად შეიყვანეთ ფლაკონში.
- ფლაკონიდან ნემსის ამოუღებლად, ნაზად შეარხიეთ ფლაკონი გლუკაგენის® სრულად გახსნამდე და გამჭვირვალე ხსნარის მიღებამდე.
- დარწმუნდით, რომ დგუში მთლიანად დაბლაა. ისე რომ ნემსი იყოს სითხეში, ნელა ამოიღეთ ხსნარი სრულად შპრიცში. არ ამოიღოთ დგუში შპრიციდან.
მნიშვნელოვანია შპრიციდან ჰაერის ბუშტების გამოშვება:
- ნემსი უნდა იყოს ზევით მიმართული და ამ პოზიციაში თითი დაარტყით შპრიცს
- ოდნავ დააწექით დგუშს შპრიცის ზედა ნაწილში დაგროვილი ჰაერის გამოსაშვებად.
განაგრძეთ დგუშის დაჭერა, სანამ არ მიიღებთ სწორ საინექციო დოზას. ამის გაკეთებისას მცირე რაოდენობით სითხე გამოიდევნება.
ქვემოთ იხილეთ „რამდენი უნდა გამოიყენოთ“
- დოზა ინექციით შეიყვანეთ კანქვეშ ან კუნთში.
- უგონოდ მყოფი ადამიანი გადაატრიალეთ გვერდით, რათა თავიდან აიცილოთ დახრჩობა.
- მიეცით ადამიანს შაქრის მაღალი შემცველობის საკვები, როგორიცაა ტკბილეული, ორცხობილა ან ხილის წვენი, როგორც კი ის გონს მოვა და შეძლებს გადაყლაპვას. შაქრის მაღალი შემცველობის საკვები შეაჩერებს სისხლში შაქრის დონის კვლავ დაწევას.
გლუკაგენი® ჰიპოკიტის გამოყენების შემდეგ თქვენ ან ვინმე სხვამ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის პროვაიდერს. თქვენ უნდა გაარკვიოთ, რატომ გქონდათ სისხლში ძალიან დაბალი შაქარი და როგორ აიცილოთ თავიდან ამ მოვლენის კვლავ განვითარება.
რამდენი უნდა გამოიყენოთ
რეკომენდებული დოზა არის:
- მოზრდილები: გამოიყენება პრეპარატის სრული რაოდენობა (1 მლ) – რაც შპრიცზე აღნიშნულია როგორც „1“.
- 8 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები ან 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, რომლებიც იწონიან 25 კგ-ზე ნაკლებს: გამოიყენება პრეპარატის ნახევარი (0,5 მლ) – რაც შპრიცზე აღნიშნულია, როგორც ‘0,5’.
- 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები ან 8 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები, რომლებიც იწონიან 25 კგ-ზე მეტს: გამოიყენება პრეპარატის სრული რაოდენობა (1 მლ) – რაც შპრიცზე აღნიშნულია, როგორც „1“.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
საჭიროზე მეტი გლუკაგენის® გამოყენების შემთხვევაში
გლუკაგენის® გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება. სპეციფიკური მკურნალობა ჩვეულებრივ არ არის საჭირო.
უკუჩვენებები
- ხართ ალერგიული გლუკაგონის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი პუნქტში 6).
- გაქვთ სიმსივნე თირკმელზედა ჯირკვალში.
თუ გაქვთ რომელიმე ეს მდგომარეობა, არ გამოიყენოთ გლუკაგენი® ჰიპოკიტი.
სიფრთხილის ზომები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- დარწმუნდით, რომ თქვენი ოჯახის წევრებმა, ადამიანებმა, ვისთანაც მუშაობთ ან ახლო მეგობრებმა იციან გლუკაგენი® ჰიპოკიტის შესახებ. უთხარით მათ, რომ თუ გონებას დაკარგავთ, დაუყოვნებლივ გამოიყენონ გლუკაგენი® ჰიპოკიტი.
- აჩვენეთ თქვენი ოჯახის წევრებს და სხვებს, სად ინახავთ ამ კომპლექტს და როგორ გამოიყენება ის. მათ უნდა იმოქმედონ სწრაფად - თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში ხართ, ეს შეიძლება საზიანო იყოს. მნიშვნელოვანია, რომ გამოყენების საჭიროებამდე მათ იცოდნენ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ გლუკაგენი® ჰიპოკიტი.
- შპრიცი არ შეიცავს გლუკაგენს®. ინექციის გაკეთებამდე შპრიცში შემავალი წყალი შერეული უნდა იყოს დატკეპნილ გლუკაგენის® ფხვნილთან ფლაკონში. უთხარით თქვენი ოჯახის წევრებს და სხვებს, რომ დაიცვან ინსტრუქციები, რომლებიც მოცემულია პუნქტში 3 - როგორ გამოიყენება გლუკაგენი® ჰიპოკიტი.
- ნებისმიერი შერეული გლუკაგენი®, რომელიც არ გამოიყენება, უნდა გადააგდოთ.
- გლუკაგენი® ჰიპოკიტის გამოყენების შემდეგ თქვენ ან ვინმე სხვამ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის პროვაიდერს. თქვენ უნდა გაარკვიოთ, რატომ გქონდათ სისხლში ძალიან დაბალი შაქარი და როგორ აიცილოთ თავიდან მისი განმეორება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შემდეგ მედიკამენტებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გლუკაგენი® ჰიპოკიტის მუშაობაზე:
- ინსულინი – გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ
- ინდომეტაცინი – გამოიყენება სახსრების ტკივილისა და რიგიდულობის სამკურნალოდ.
გლუკაგენი® ჰიპოკიტმა შეიძლება გავლენა იქონიოს შემდეგ მედიკამენტებზე
- ვარფარინი – გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად. გლუკაგენმა® შეიძლება გაზარდოს ვარფარინის სისხლის გამათხელებელი ეფექტი.
- ბეტა-ბლოკატორები – გამოიყენება მაღალი წნევის და არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ. გლუკაგენი® ჰიპოკიტმა შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევა და პულსი, რაც მხოლოდ მცირე ხნით გრძელდება.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული), გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს გლუკაგენი® ჰიპოკიტის მიღებამდე.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ გაქვთ სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე, როდესაც ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, შეგიძლიათ გამოიყენოთ გლუკაგენი® ჰიპოკიტი.
თუ ორსულად ხართ, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტომობილის ან რაიმე ხელსაწყოს ან მექანიზმის გამოყენებამდე დაიციდეთ, ვიდრე სისხლში ძალიან დაბალი შაქრის ეფექტი არ გავა.
გლუკაგენი® შეიცავს ნატრიუმს
გლუკაგენი® შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ მაქსიმალურ დოზაზე (2 მლ), ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმს“.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ამ პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტს:
ძალიან იშვიათად: შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანში
- ალერგიული რეაქცია – ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ხიხინს, ოფლიანობას, სწრაფ გულისცემას, გამონაყარს, სახის შეშუპებას და კოლაფსს.
► დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ზემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით ეფექტებს.
სხვა გვერდითი ეფექტები
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში
- ღებინების შეგრძნება (გულისრევა).
არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში
- ღებინება.
იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 ადამიანში
- კუჭის (მუცლის) ტკივილი.
უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით
- ინექციის ადგილის რეაქციები.
► თუ განვითარდა ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტს შეიძლება აღენიშნოს გულისრევა და ღებინება. გლუკაგონის ხანმოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო, ეს სიმპტომები ტრანზიტორული ხასიათისაა.
დამტკიცებულ დიაპაზონზე მნიშვნელოვნად მაღალი დოზების გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს შრატში კალიუმის დონე, რაც საჭიროების შემთხვევაში უნდა გაკონტროლდეს და დაკორექტირდეს.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის გლუკაგონი 1 მგ ჰიდროქლორიდის სახით, რომელიც წარმოებულია საფუარში რეკომბინანტული დნმ-ით.
- სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი, მარილმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექტირებისთვის).
როგორია გლუკაგენის® გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
გლუკაგენი® წარმოდგენილია გლუკაგონის სტერილური თეთრი ფხვნილის სახით ფლაკონში, გამხსნელთან ერთად ერთჯერად შპრიცში. ფხვნილი დატკეპნილია. შერევის შემდეგ ხსნარი შეიცავს გლუკაგონს 1 მგ/მლ.
შენახვის პირობები
- შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
- არ გაყინოთ, პროდუქტის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
- გამოიყენეთ შერევისთანავე – არ შეინახოთ შემდგომი გამოყენებისთვის.
- არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია ეტიკეტზე. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
- არ გამოიყენოთ, თუ შერეული ხსნარი გამოიყურება, როგორც გელი ან თუ ფხვნილი სათანადოდ არ დაიშალა.
- არ გამოიყენოთ, თუ პროდუქტის მიღებისას პლასტმასის თავსახური მოშვებულია ან არ არის – დააბრუნეთ პროდუქტი ადგილობრივ აფთიაქში.
- არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პანკრეასის ჰორმონები, გლიკოგენოლიზური ჰორმონები: H04AA01.
მოქმედების მექანიზმი
გლუკოაგონი არის ჰიპერგლიკემიური საშუალება, რომელიც ახდენს ღვიძლისმიერი გლიკოგენის მობილიზებას, რომელიც სისხლში გამოთავისუფლდება, როგორც გლუკოზა.
გლუკაგონი აინჰიბირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გლუვი კუნთის ტონუსსა და მოტორიკას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
მძიმე ჰიპოგლიკემიის მკურნალობის დროს გამოყენებისას სისხლში გლუკოზაზე მოქმედება ჩვეულებრივ ვლინდება 10 წუთში.
კუჭ-ნაწლავის მოტორიკაზე მაინჰიბირებელი მოქმედების დაწყება აღინიშნება ვენაში ინექცირებიდან 1 წუთში. მოქმედების ხანგძლივობა არის 5-20 წუთის ფარგლებში დოზის მიხედვით. მოქმედების დაწყება აღინიშნება კუნთში ინექცირებიდან 5-15 წუთის შემდეგ, 10-40 წუთის განმავლობაში.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
მეტაბოლიზმი
გლუკაგონი ფერმენტულად იშლება სისხლის პლაზმაში და ორგანოებში, სადაც ის ნაწილდება. გლუკაგონის კლირენსის ძირითადი უბნებია ღვიძლი და თირკმელი, საიდანაც თითოეულ ორგანოში კლირენსი შეადგენს საერთო მეტაბოლური კლირენსის დაახლოებით 30%-ს.
ელიმინაცია
სისხლში გლუკაგონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის ხანმოკლე და შეადგენს დაახლოებით 3-6 წუთს. ადამიანებში გლუკაგონის მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე არის დაახლოებით 10 მლ/კგ/წთ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
გლუკაგენი® ჰიპოკიტი 1 მგ
ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარისთვის
გლუკაგონი
ამ ინექციის გაკეთებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
ამ ფურცელში
- რა არის გლუკაგენი® ჰიპოკიტი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ გლუკაგენი® ჰიპოკიტის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება გლუკაგენი® ჰიპოკიტი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება გლუკაგენი® ჰიპოკიტი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- დამატებითი ინფორმაცია სამედიცინო პროფესიონალებისთვის
- რა არის გლუკაგენი® ჰიპოკიტი და რისთვის გამოიყენება
გლუკაგენი® ჰიპოკიტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას "გლუკაგონს".
გლუკაგენი® ჰიპოკიტი განკუთვნილია დაუყოვნებელი, გადაუდებელი გამოყენებისთვის დიაბეტის მქონე ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებიც იყენებენ ინსულინს. გამოიყენება სისხლში ძალიან დაბალი შაქრის გამო გონების დაკარგვისას.
აღნიშნულ მდგომარეობას ეწოდება "მძიმე ჰიპოგლიკემია". გლუკაგენი® ჰიპოკიტი გამოიყენება, როდესაც შეუძლებელია შაქრის პერორალურად მიღება.
გლუკაგონი არის ბუნებრივი ჰორმონი, რომელსაც აქვს ინსულინის საპირისპირო ეფექტი ადამიანის ორგანიზმში. ის ეხმარება ღვიძლს შეცვალოს "გლიკოგენი" გლუკოზად (შაქარი), რის შემდეგაც სისხლში გამოიყოფა გლუკოზა - ეს ზრდის სისხლში შაქრის დონეს.
სამედიცინო პროფესიონალებისთვის: იხილეთ პუნქტი 7.
- რა უნდა იცოდეთ გლუკაგენი® ჰიპოკიტის გამოყენებამდე
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- დარწმუნდით, რომ თქვენი ოჯახის წევრებმა, ადამიანებმა, ვისთანაც მუშაობთ ან ახლო მეგობრებმა იციან გლუკაგენი® ჰიპოკიტის შესახებ. უთხარით მათ, რომ თუ გონებას დაკარგავთ, დაუყოვნებლივ გამოიყენონ გლუკაგენი® ჰიპოკიტი.
- აჩვენეთ თქვენი ოჯახის წევრებს და სხვებს, სად ინახავთ ამ კომპლექტს და როგორ გამოიყენება ის. მათ უნდა იმოქმედონ სწრაფად - თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში ხართ, ეს შეიძლება საზიანო იყოს. მნიშვნელოვანია, რომ გამოყენების საჭიროებამდე მათ იცოდნენ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ გლუკაგენი® ჰიპოკიტი.
- შპრიცი არ შეიცავს გლუკაგენს®. ინექციის გაკეთებამდე შპრიცში შემავალი წყალი შერეული უნდა იყოს დატკეპნილ გლუკაგენის® ფხვნილთან ფლაკონში. უთხარით თქვენი ოჯახის წევრებს და სხვებს, რომ დაიცვან ინსტრუქციები, რომლებიც მოცემულია პუნქტში 3 - როგორ გამოიყენება გლუკაგენი® ჰიპოკიტი.
- ნებისმიერი შერეული გლუკაგენი®, რომელიც არ გამოიყენება, უნდა გადააგდოთ.
- გლუკაგენი® ჰიპოკიტის გამოყენების შემდეგ თქვენ ან ვინმე სხვამ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის პროვაიდერს. თქვენ უნდა გაარკვიოთ, რატომ გქონდათ სისხლში ძალიან დაბალი შაქარი და როგორ აიცილოთ თავიდან მისი განმეორება.
არ გამოიყენოთ გლუკაგენი® ჰიპოკიტი თუ
- ხართ ალერგიული გლუკაგონის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი პუნქტში 6).
- გაქვთ სიმსივნე თირკმელზედა ჯირკვალში.
თუ გაქვთ რომელიმე ეს მდგომარეობა, არ გამოიყენოთ გლუკაგენი® ჰიპოკიტი.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას გლუკაგენი® ჰიპოკიტის გამოყენებამდე.
გლუკაგენი® არ იმუშავებს სათანადოდ თუ:
- დიდი ხნის განმავლობაში არ გაქვთ მიღებული საკვები
- გაქვთ ადრენალინის დაბალი დონე
- გაქვთ სისხლში შაქრის დაბალი დონე, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით
- გაქვთ სიმსივნე, რომელიც გამოყოფს გლუკაგონს ან ინსულინს.
თუ გაქვთ რომელიმე ეს მდგომარეობა, არ გამოიყენოთ გლუკაგენი® ჰიპოკიტი.
სხვა მედიკამენტები და გლუკაგენი®
შემდეგ მედიკამენტებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გლუკაგენი® ჰიპოკიტის მუშაობაზე:
- ინსულინი – გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ
- ინდომეტაცინი – გამოიყენება სახსრების ტკივილისა და რიგიდულობის სამკურნალოდ.
გლუკაგენი® ჰიპოკიტმა შეიძლება გავლენა იქონიოს შემდეგ მედიკამენტებზე
- ვარფარინი – გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად. გლუკაგენმა® შეიძლება გაზარდოს ვარფარინის სისხლის გამათხელებელი ეფექტი.
- ბეტა-ბლოკატორები – გამოიყენება მაღალი წნევის და არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ. გლუკაგენი® ჰიპოკიტმა შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევა და პულსი, რაც მხოლოდ მცირე ხნით გრძელდება.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული), გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს გლუკაგენი® ჰიპოკიტის მიღებამდე.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ გაქვთ სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე, როდესაც ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, შეგიძლიათ გამოიყენოთ გლუკაგენი® ჰიპოკიტი.
თუ ორსულად ხართ, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ავტომობილის ან რაიმე ხელსაწყოს ან მექანიზმის გამოყენებამდე დაიციდეთ, ვიდრე სისხლში ძალიან დაბალი შაქრის ეფექტი არ გავა.
გლუკაგენი® შეიცავს ნატრიუმს
გლუკაგენი® შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ მაქსიმალურ დოზაზე (2 მლ), ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმს“.
- როგორ გამოიყენება გლუკაგენი® ჰიპოკიტი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ინექციის მომზადება და შეყვანა
- ფლაკონს მოხსენით პლასტმასის თავსახური. ნემსის საფარი მოაცილეთ შპრიცს. არ მოხსნათ შპრიცს პლასტმასის უკუდამჭერი. ნემსი შეიყვანეთ გლუკაგენის® შემცველი ფლაკონის რეზინის დამჭერში (მონიშნული რგოლის ფარგლებში) და შპრიცში არსებული სითხე სრულად შეიყვანეთ ფლაკონში.
- ფლაკონიდან ნემსის ამოუღებლად, ნაზად შეარხიეთ ფლაკონი გლუკაგენის® სრულად გახსნამდე და გამჭვირვალე ხსნარის მიღებამდე.
- დარწმუნდით, რომ დგუში მთლიანად დაბლაა. ისე რომ ნემსი იყოს სითხეში, ნელა ამოიღეთ ხსნარი სრულად შპრიცში. არ ამოიღოთ დგუში შპრიციდან.
მნიშვნელოვანია შპრიციდან ჰაერის ბუშტების გამოშვება:
- ნემსი უნდა იყოს ზევით მიმართული და ამ პოზიციაში თითი დაარტყით შპრიცს
- ოდნავ დააწექით დგუშს შპრიცის ზედა ნაწილში დაგროვილი ჰაერის გამოსაშვებად.
განაგრძეთ დგუშის დაჭერა, სანამ არ მიიღებთ სწორ საინექციო დოზას. ამის გაკეთებისას მცირე რაოდენობით სითხე გამოიდევნება.
ქვემოთ იხილეთ „რამდენი უნდა გამოიყენოთ“
- დოზა ინექციით შეიყვანეთ კანქვეშ ან კუნთში.
- უგონოდ მყოფი ადამიანი გადაატრიალეთ გვერდით, რათა თავიდან აიცილოთ დახრჩობა.
- მიეცით ადამიანს შაქრის მაღალი შემცველობის საკვები, როგორიცაა ტკბილეული, ორცხობილა ან ხილის წვენი, როგორც კი ის გონს მოვა და შეძლებს გადაყლაპვას. შაქრის მაღალი შემცველობის საკვები შეაჩერებს სისხლში შაქრის დონის კვლავ დაწევას.
გლუკაგენი® ჰიპოკიტის გამოყენების შემდეგ თქვენ ან ვინმე სხვამ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის პროვაიდერს. თქვენ უნდა გაარკვიოთ, რატომ გქონდათ სისხლში ძალიან დაბალი შაქარი და როგორ აიცილოთ თავიდან ამ მოვლენის კვლავ განვითარება.
რამდენი უნდა გამოიყენოთ
რეკომენდებული დოზა არის:
- მოზრდილები: გამოიყენება პრეპარატის სრული რაოდენობა (1 მლ) – რაც შპრიცზე აღნიშნულია როგორც „1“.
- 8 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები ან 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, რომლებიც იწონიან 25 კგ-ზე ნაკლებს: გამოიყენება პრეპარატის ნახევარი (0,5 მლ) – რაც შპრიცზე აღნიშნულია, როგორც ‘0,5’.
- 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები ან 8 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები, რომლებიც იწონიან 25 კგ-ზე მეტს: გამოიყენება პრეპარატის სრული რაოდენობა (1 მლ) – რაც შპრიცზე აღნიშნულია, როგორც „1“.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
საჭიროზე მეტი გლუკაგენის® გამოყენების შემთხვევაში
გლუკაგენის® გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება. სპეციფიკური მკურნალობა ჩვეულებრივ არ არის საჭირო.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ამ პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტს:
ძალიან იშვიათად: შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანში
- ალერგიული რეაქცია – ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ხიხინს, ოფლიანობას, სწრაფ გულისცემას, გამონაყარს, სახის შეშუპებას და კოლაფსს.
► დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ზემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით ეფექტებს.
სხვა გვერდითი ეფექტები
ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში
- ღებინების შეგრძნება (გულისრევა).
არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში
- ღებინება.
იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 ადამიანში
- კუჭის (მუცლის) ტკივილი.
უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით
- ინექციის ადგილის რეაქციები.
► თუ განვითარდა ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- როგორ ინახება გლუკაგენი® ჰიპოკიტი
- შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
- არ გაყინოთ, პროდუქტის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
- გამოიყენეთ შერევისთანავე – არ შეინახოთ შემდგომი გამოყენებისთვის.
- არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია ეტიკეტზე. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
- არ გამოიყენოთ, თუ შერეული ხსნარი გამოიყურება, როგორც გელი ან თუ ფხვნილი სათანადოდ არ დაიშალა.
- არ გამოიყენოთ, თუ პროდუქტის მიღებისას პლასტმასის თავსახური მოშვებულია ან არ არის – დააბრუნეთ პროდუქტი ადგილობრივ აფთიაქში.
- არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს გლუკაგენი®
- აქტიური ნივთიერება არის გლუკაგონი 1 მგ ჰიდროქლორიდის სახით, რომელიც წარმოებულია საფუარში რეკომბინანტული დნმ-ით.
- სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი, მარილმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექტირებისთვის).
როგორია გლუკაგენის® გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
გლუკაგენი® წარმოდგენილია გლუკაგონის სტერილური თეთრი ფხვნილის სახით ფლაკონში, გამხსნელთან ერთად ერთჯერად შპრიცში. ფხვნილი დატკეპნილია. შერევის შემდეგ ხსნარი შეიცავს გლუკაგონს 1 მგ/მლ.
მწარმოებელი
Novo Nordisk A/S
ნოვო ალე
DK-2880 ბაგსვერდი, დანია
- დამატებითი ინფორმაცია სამედიცინო პროფესიონალებისთვის
ამ დამატებითი ინფორმაციის წაკითხვამდე სამედიცინო პროფესიონალები უნდა გაეცნონ ზემოთ მოცემულ ყველა პუნქტს.
გლუკაგენი® ხსნარში არასტაბილურობის გამო, პროდუქტის შეყვანა უნდა მოხდეს აღდგენისთანავე და მისი შეყვანა არ შეიძლება ინტრავენური ინფუზიის სახით.
არ სცადოთ გამოყენებული შპრიცის ნემსზე თავსახურის კვლავ დახურვა. მოათავსეთ გამოყენებული შპრიცი ნარინჯისფერ კოლოფში და შესაძლებლობისთანავე მოათავსეთ გამოყენებული ნემსი ბასრი ნივთების კონტეინერში.
მძიმე ჰიპოგლიკემიის მკურნალობა
შეიყვანეთ კანქვეშ ან კუნთში ინექციით. თუ პაციენტი პასუხს არ ავლენს 10 წუთში, უნდა მოხდეს გლუკოზის ინტრავენური შეყვანა. როდესაც პაციენტი ავლენს პასუხს მკურნალობაზე, მას უნდა მიეცეს პერორალური ნახშირწყლები ღვიძლის გლიკოგენის აღსადგენად და ჰიპოგლიკემიის რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
დიაგნოსტიკური პროცედურები
პერორალური ნახშირწყლების მიცემა უნდა მოხდეს პროცედურის დასრულებისას, თუ ეს შეთავსებადია შესაბამის დიაგნოსტიკურ პროცედურასთან. გახსოვდეთ, რომ გლუკაგენს® აქვს ინსულინის საპირისპირო ეფექტი. ენდოსკოპიის ან რენტგენოგრაფიის პროცედურების დროს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ გლუკაგენის® შეყვანისას დიაბეტის მქონე პაციენტებში ან გულის დაავადების მქონე პირებში.
გაითვალისწინეთ, რომ შპრიცი უფრო თხელი ნემსით და უფრო წვრილი გრადუირებით შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის გამოსაყენებლად.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა:
დოზები მერყეობს 0.2-დან 2 მგ-მდე, გამოყენებული დიაგნოსტიკური ტექნიკისა და შეყვანის გზის მიხედვით. კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის, თორმეტგოჯა ნაწლავის და წვრილი ნაწლავის მოდუნებისთვის დიაგნოსტიკური დოზა არის 0,2–0,5 მგ ვენაში ან 1 მგ კუნთში. მსხვილი ნაწლავის მოდუნებისთვის დოზა არის 0,5–0,75 მგ ვენაში ან 1–2 მგ კუნთში. 0,2–0,5 მგ-ს ვენაში ინექციის შემდეგ მოქმედება იწყება ერთი წუთის განმავლობაში და გრძელდება 5-დან 20 წუთამდე. 1-2 მგ კუნთში ინექციის შემდეგ მოქმედება იწყება 5-15 წუთის შემდეგ და გრძელდება დაახლოებით 10-40 წუთი.
დამატებითი გვერდითი ეფექტები სადიაგნოსტიკო პროცედურების დროს გამოყენების შემდეგ
არტერიული წნევის ცვლილებები, სწრაფი გულისცემა, ჰიპოგლიკემია და ჰიპოგლიკემიური კომა.
გლუკაგენი® არის სავაჭრო ნიშანი, რომელიც ეკუთვნის კომპანიას
Novo Nordisk A/S, დანია
© 2023
Novo Nordisk A/S
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



