პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

გასტროგარდი

GastroGuard®

ურეცეპტოდ680მგ + 80მგინსტრუქცია ქართულადმაკედონია
რისთვის გამოიყენება

სამკურნალო საშუალება გასტროგარდი ამცირებს კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობას და შედეგად, ამცირებს გულძმარვასა და მეტეორიზმს. გასტროგარდის საღეჭი ტაბლეტები გამოიყენება კუჭის არეში დისკომფორტის შესამსუბუქებლად, რაც გამოწვეულია: - დისპეფსიით, მათ შორის ორსულობის დროს საჭმლის მონელების დარღვევით; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კარბონატი (carbonate) + carbonate heavy
ფორმა და შეფუთვა
680მგ + 80მგ საღეჭი ტაბლეტი №24 (3X8)
მწარმოებელი
ALKALOID AD Skopje, მაკედონია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, ალუმინის, კალციუმის და მაგნიუმის ნაერთების კომბინაციები და კომპლექსები
ATC კოდი
A02AD01
რეგისტრაციის ნომერი
რ-038379
რეგისტრირებულია
20 ივნისი 2023, მოქმედებს 22 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
ALKALOID AD Skopje (მაკედონია)
განმცხადებელი
ნინო იმნაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაგასტროგარდი და სხვა წამალი ერთად

გასტროგარდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სამკურნალო საშუალება გასტროგარდი ამცირებს კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობას და შედეგად, ამცირებს გულძმარვასა და მეტეორიზმს.

გასტროგარდის საღეჭი ტაბლეტები გამოიყენება კუჭის არეში დისკომფორტის შესამსუბუქებლად, რაც გამოწვეულია:

  • დისპეფსიით, მათ შორის ორსულობის დროს საჭმლის მონელების დარღვევით;
  • საკვებისა და სასმელის ბოროტად მოხმარებით;
  • გასტრიტით, წყლულოვანი დაავადებით, რეფლუქს-ეზოფაგიტით;
  • „მწარე“ ბოყინი.

მიღების წესი და დოზირება

გასტროგარდის ტაბლეტები მიიღება შიგნით, დაღეჭვით ან დაწუწვნით.

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ

ერთი ან ორი ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან დაიწუწნოს ძირითადი საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ ან ძილის წინ ან ძლიერი დისკომფორტის შემთხვევაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 11 ტაბლეტს (რაც შეესაბამება 8 გ კალციუმის კარბონატს).

გამოყენება თირკმელების ფუნქციის დარღვევებისას

იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“ და „გამოყენების თავისებურებანი“.

ხანდაზმული ასაკის პირები

დოზირების განსაკუთრებული რეჟიმი საჭირო არ არის, მაგრამ აუცილებელია სიფრთხილის ზომები დაცვა, რომლებიც მითითებულია პუნქტებში „უკუჩვენებები“ და „გამოყენების თავისებურებანი“.

ბავშვები

რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ (იხ. პუნქტი „შემადგენლობა“).

ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია და/ან ჰიპერკალციემიის, მაგალითად, სარკოიდოზის გამომწვევი მდგომარეობები.

ნეფროლითიაზი, კალციუმის ნარჩენების შემცველი კონკრემენტების წარმოქმნის შედეგად.

თირკმლის მძიმე უკმარისობა.

ჰიპოფოსფატემია.

სიფრთხილის ზომები

თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება. არ შეიძლება მითითებული დოზის გადამეტება. თუ სიმპტომები ნარჩუნდება 7 დღეზე მეტ ხანს, აუცილებელია ექიმთან დამატებითი კონსულტაცია.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. თუ ასეთ პაციენტებში საჭრიოა ამ პრეპარატის გამოყენება, რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს კალციუმის, ფოსფატისა და მაგნიუმის დონეები სისხლის პლაზმაში.

თირკმლის უკმარისობისას მაგნიუმის მარილებმა შეიძლება გამოიწვიონ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა.

როგორც სხვა ანტაციდების შემთხვევაში, ამ პრეპარატმა შეიძლება შენიღბოს კუჭის ავთვისებიანი წარმონაქმნის არსებობა.

პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდი ეფექტების განვითარება, როგორიცაა ჰიპერკალციემია, ჰიპერმაგნიემია და რძე-ტუტოვანი სინდრომი, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. პრეპარატი არ გამოიყენება დიდი რაოდენობით რძესთნ და რძის პროდუქტებთან ერთად.

ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ანტაციდებით მკურნალობის დროს მიმდინარე კუჭის წვენის მჟავიანობის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრეპარატების აბსორბციის სიჩქარისა და ხარისხის შემცირება მათი იმავდროული გამოყენებისას.

კალციუმის და მაგნიუმის მარილებმა შეიძლება ასევე შეაფერხონ ფოსფატების, ფტორიდებისა და რკინის შემცველი პრეპარატების შეწოვა.

თიაზიდური დიურეტიკები ამცირებენ შარდთან ერთად კალციუმის გამოყოფას. თიაზიდური დიურეტიკების იმავდროული გამოყენებისას ჰიპერკალციემიის განვითარების მომატებული რისკის გამო, აუცილებელია სისხლის შრატში კალციუმის დონის რეგულარული კონტროლი.

დადგენილია, რომ კალციუმისა და მაგნიუმის შემცველმა ანტაციდურმა საშუალებბემა შეიძლება წარმოქმნან კომპლექსები გარკვეულ ნივთიერებებთან, მაგალითად, ანტიბიოტიკებთან (ტეტრაციკლინები, ქინოლონები) და საგულე გლიკოზიდებთან, მაგალითად, დიგოქსინი, ლევოთიროქსინი და ელტრომბოპაგი, რაც იწვევს მათი აბსორბციის შემცირებას. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ამგვარი სამკურნალო საშუალებების იმავდროული გამოყენებისას.

გასტროგარდის ტაბლეტები მიღებული უნდა იყოს ელტრომბოპაგის მიღებამდე 4 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 4 საათის შემდეგ და ნებისმიერი სხვა სამკურნლო საშუალების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს კალციუმის კარბონატის და მაგნიუმის კარბონატის გამოყენების შემდეგ არ აღინიშნა ნაყოფის განვითარების მანკების განვითარების რისკის მომატება. მაღალი დოზების მიღებისას, ხანგრძლივი გამოყენებისას ან თირკმლის უკმარისობისას სრულად არ გამოირიცხება ჰიპერკალციემია და/ან ჰიპერმაგნიემია. გასტროგარდის ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად, თუმცა მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

გასტროგარდის ტაბლეტების გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების დროს, თუ ის მიიღება სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გასტროგარდი უზრუნველყოფს კალციუმის მნიშვნელოვან რაოდენობას იმ მოცულობაზე დამატებით, რაც ორგანიზმში ხვდება საკვებით. ამიტომ, ორსულმა ქალებმა უნდა შეზღუდონ გასტროგარდის საღეჭი ტაბლეტების გამოყენება მაქსიმალურად რეკომენდებული სადღეღამისო დოზის შესაბამისად (იხ. პუნქტი „გამოყენების წესი და დოზები“) და მოერიდონ რძისა და რძის პროდუქტების ერთობლივ ჭარბ მოხმარებას. ამ სიფრთხილის მიზანია ორგანიზმში კალციუმის ჭარბი მოხვედრის თავიდან აცილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რძე-ტუტოვანი სინდრომის განვითარება.

ავტოტრანსპორტი ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი

არავითარი.

გვერდითი მოვლენები

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ - აგევზია;

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას - კალინოზი და ასთენია;

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ - თავის ტკივილი;

დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ - აზოტემია.

ჭარბი დოზა

კალციუმის კარბონატის და მაგნიუმის კარბონატის მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებამ, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, ჰიპერმაგნიემია, ჰიპერკალციემია და ალკალოზი, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა) და კუნთების სისუსტე. ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზმში სითხის საკმარისი რაოდენობის მოხვედრა. ჭარბი დოზირების მძიმე შემთხვევებში (მაგალითად, რძე-ტუტოვანი სინდრომისას) აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი რეჰიდრატაცია (მაგ. ინფუზიები).

გევრდითი რეაქციები

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები ეფუძნება სპონტანურ ცნობებს, ამიტომ არ გამოიყენება კლასიფიკაცია CIOMS III სიხშირის კატეგორიებით.

იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპებისა და ანაფილაქსიის სახით.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი კუჭის არეში და დიარეა.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევა

პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებამ, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმაგნიემია, ჰიპერკალციემია და ალკალოზი, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები კუჭის მხრივ და კუნთების სისუსტე (იხ. პუნქტი „ჭარბი დოზირება“).

საყრდენ-მამოძრავებელი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

შეიძლება აღინიშნოს კუნთების სისუსტე.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის კარბონატი მძიმე;

1 ტაბლეტი შეიცავს კალციუმის კარბონატს 680 მგ და მაგნიუმის კარბონატს მძიმეს 80 მგ.;

დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, სიმინდის სახამებელი ნახევრად პრეჟელატინიზებული, კოპოვიდონი, ქსილიტი, დაბალგაჯერებული ჰიდროქსიპროპილცელულოზა (LH-11), არომატის დანამატი «Spearmint Flavour SD», არომატის დანამატი «Menthol L flavour spraydried», ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

წამლის ფორმა

საღეჭი ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: კვადრატული, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მომრგვალებული კუთხეებით.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები. ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 8 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტაციდები, კომბინაციები და კომპლექსები ალუმინის, კალციუმის და მაგნიუმის ნაერთებთან. ათქ კოდი A02AD01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

ეს სამკურნალო საშუალება წარმოადგენს ორი ანტაციდური საშუალების კომბინაციას - კალციუმის კარბონატის და მაგნიუმის კარბონატის. კალციუმის კარბონატის და მაგნიუმის კარბონატის მოქმედების მექანიზმი არის ადგილობრივი, რომელიც ეფუძნება კუჭის მჟავას ნეიტრალიზაციას და დამოკიდებული არ არის სისტემურ აბსორბციაზე.

კალციუმის კარბონატი და მაგნიუმის კარბონატი კუჭში რეაქციაში შედიან კუჭის წვენის მჟავასთან, წარმოქმნიამ წყალს და ხსნად მინერალურ მარილებს.

CaCO3 + 2HCl => CaCl2 + H2O + CO2

MgCO3 + 2HCl => MgCl2 + H2O + CO2

კალციუმის კარბონატს გააჩნია სწრაფი, ხანგრძლივი და ძლიერი მანეიტრალიზებელი მოქმედება. ეს ეფექტი ძლიერდება მაგნიუმის კარბონატის დამატების გამო, რომელსაც ასევე გააჩნია მანეიტრალიზებელი მოქმედება.

In vitro, პრეპარატის საერთო ნეიტრალიზების უნარი შეადგენს 15,5 მეკვ. H + (ტიტრირება pH 2,5 საბოლოო წერტილამდე).

ჯანმრთელ მოხაისეებში კუჭის შემცველობის рН-ის დონის მნიშვნელოვანი მომატება рН-ის საწყის დონეზე ზემოთ მიიღწეოდა პრეპარატის მიღების შემდეგ 1-6 წუთში.

ფარმაკოკინეტიკა

კუჭში კალციუმის კარბონატი და მაგნიუმის კარბონატი რეაქციაში შედიან კუჭის წვენის მჟავასთან, წარმოქმნიან რა წყალს და ხსნად მინერალურ მარილებს. კალციუმი და მაგნიუმი აბსორბირდებიან აღნიშნული ხსნადი მარილებიდან. თუმცა, შეწოვის ხარისხი დამოკიდებულია ინდივიდუალურ პაციენტზე და მიღებულ დოზაზე. აბსორბირდება კალციუმის 10%-ზე ნაკლები და მაგნიუმის 15-20%.

ჯანმრთელ პირებში კალციუმის და მაგნიუმის მცირე აბსორბირებული რაოდენობა ჩვეულებრივ ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმელებით. თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, კალციუმის და მაგნიუმის კონცენტრაციები პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს.

სხვადასხვა საჭმლის მომნელებელი წვენების ზემოქმედების გამო, კუჭის გარეთ ხსნადი მარილები გარდაიქმნება ნაწლავურ ტრაქტში უხსნად მარილებად და შემდეგ ორგანიზმიდან გამოიდევნება განავალთან ერთად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

გასტროგარდი

(GastroGuard®)

შემადგენლობა:

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

სამკურნალო საშუალება გასტროგარდი ამცირებს კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობას და შედეგად, ამცირებს გულძმარვასა და მეტეორიზმს.

გასტროგარდის საღეჭი ტაბლეტები გამოიყენება კუჭის არეში დისკომფორტის შესამსუბუქებლად, რაც გამოწვეულია:

  • დისპეფსიით, მათ შორის ორსულობის დროს საჭმლის მონელების დარღვევით;
  • საკვებისა და სასმელის ბოროტად მოხმარებით;
  • გასტრიტით, წყლულოვანი დაავადებით, რეფლუქს-ეზოფაგიტით;
  • „მწარე“ ბოყინი.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ (იხ. პუნქტი „შემადგენლობა“).

ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია და/ან ჰიპერკალციემიის, მაგალითად, სარკოიდოზის გამომწვევი მდგომარეობები.

ნეფროლითიაზი, კალციუმის ნარჩენების შემცველი კონკრემენტების წარმოქმნის შედეგად.

თირკმლის მძიმე უკმარისობა.

ჰიპოფოსფატემია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ანტაციდებით მკურნალობის დროს მიმდინარე კუჭის წვენის მჟავიანობის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრეპარატების აბსორბციის სიჩქარისა და ხარისხის შემცირება მათი იმავდროული გამოყენებისას.

კალციუმის და მაგნიუმის მარილებმა შეიძლება ასევე შეაფერხონ ფოსფატების, ფტორიდებისა და რკინის შემცველი პრეპარატების შეწოვა.

თიაზიდური დიურეტიკები ამცირებენ შარდთან ერთად კალციუმის გამოყოფას. თიაზიდური დიურეტიკების იმავდროული გამოყენებისას ჰიპერკალციემიის განვითარების მომატებული რისკის გამო, აუცილებელია სისხლის შრატში კალციუმის დონის რეგულარული კონტროლი.

დადგენილია, რომ კალციუმისა და მაგნიუმის შემცველმა ანტაციდურმა საშუალებბემა შეიძლება წარმოქმნან კომპლექსები გარკვეულ ნივთიერებებთან, მაგალითად, ანტიბიოტიკებთან (ტეტრაციკლინები, ქინოლონები) და საგულე გლიკოზიდებთან, მაგალითად, დიგოქსინი, ლევოთიროქსინი და ელტრომბოპაგი, რაც იწვევს მათი აბსორბციის შემცირებას. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ამგვარი სამკურნალო საშუალებების იმავდროული გამოყენებისას.

გასტროგარდის ტაბლეტები მიღებული უნდა იყოს ელტრომბოპაგის მიღებამდე 4 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 4 საათის შემდეგ და ნებისმიერი სხვა სამკურნლო საშუალების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.

გამოყენების თავისებურებანი

თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება. არ შეიძლება მითითებული დოზის გადამეტება. თუ სიმპტომები ნარჩუნდება 7 დღეზე მეტ ხანს, აუცილებელია ექიმთან დამატებითი კონსულტაცია.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. თუ ასეთ პაციენტებში საჭრიოა ამ პრეპარატის გამოყენება, რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს კალციუმის, ფოსფატისა და მაგნიუმის დონეები სისხლის პლაზმაში.

თირკმლის უკმარისობისას მაგნიუმის მარილებმა შეიძლება გამოიწვიონ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა.

როგორც სხვა ანტაციდების შემთხვევაში, ამ პრეპარატმა შეიძლება შენიღბოს კუჭის ავთვისებიანი წარმონაქმნის არსებობა.

პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდი ეფექტების განვითარება, როგორიცაა ჰიპერკალციემია, ჰიპერმაგნიემია და რძე-ტუტოვანი სინდრომი, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. პრეპარატი არ გამოიყენება დიდი რაოდენობით რძესთნ და რძის პროდუქტებთან ერთად.

ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკი.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს

ორსულობის დროს კალციუმის კარბონატის და მაგნიუმის კარბონატის გამოყენების შემდეგ არ აღინიშნა ნაყოფის განვითარების მანკების განვითარების რისკის მომატება. მაღალი დოზების მიღებისას, ხანგრძლივი გამოყენებისას ან თირკმლის უკმარისობისას სრულად არ გამოირიცხება ჰიპერკალციემია და/ან ჰიპერმაგნიემია. გასტროგარდის ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად, თუმცა მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

გასტროგარდის ტაბლეტების გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების დროს, თუ ის მიიღება სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გასტროგარდი უზრუნველყოფს კალციუმის მნიშვნელოვან რაოდენობას იმ მოცულობაზე დამატებით, რაც ორგანიზმში ხვდება საკვებით. ამიტომ, ორსულმა ქალებმა უნდა შეზღუდონ გასტროგარდის საღეჭი ტაბლეტების გამოყენება მაქსიმალურად რეკომენდებული სადღეღამისო დოზის შესაბამისად (იხ. პუნქტი „გამოყენების წესი და დოზები“) და მოერიდონ რძისა და რძის პროდუქტების ერთობლივ ჭარბ მოხმარებას. ამ სიფრთხილის მიზანია ორგანიზმში კალციუმის ჭარბი მოხვედრის თავიდან აცილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რძე-ტუტოვანი სინდრომის განვითარება.

ავტოტრანსპორტი ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი

არავითარი.

გამოყენების წესი და დოზები

გასტროგარდის ტაბლეტები მიიღება შიგნით, დაღეჭვით ან დაწუწვნით.

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ

ერთი ან ორი ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან დაიწუწნოს ძირითადი საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ ან ძილის წინ ან ძლიერი დისკომფორტის შემთხვევაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 11 ტაბლეტს (რაც შეესაბამება 8 გ კალციუმის კარბონატს).

გამოყენება თირკმელების ფუნქციის დარღვევებისას

იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“ და „გამოყენების თავისებურებანი“.

ხანდაზმული ასაკის პირები

დოზირების განსაკუთრებული რეჟიმი საჭირო არ არის, მაგრამ აუცილებელია სიფრთხილის ზომები დაცვა, რომლებიც მითითებულია პუნქტებში „უკუჩვენებები“ და „გამოყენების თავისებურებანი“.

ბავშვები

რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.

ჭარბი დოზირება

კალციუმის კარბონატის და მაგნიუმის კარბონატის მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებამ, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, ჰიპერმაგნიემია, ჰიპერკალციემია და ალკალოზი, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა) და კუნთების სისუსტე. ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზმში სითხის საკმარისი რაოდენობის მოხვედრა. ჭარბი დოზირების მძიმე შემთხვევებში (მაგალითად, რძე-ტუტოვანი სინდრომისას) აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი რეჰიდრატაცია (მაგ. ინფუზიები).

გევრდითი რეაქციები

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები ეფუძნება სპონტანურ ცნობებს, ამიტომ არ გამოიყენება კლასიფიკაცია CIOMS III სიხშირის კატეგორიებით.

იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპებისა და ანაფილაქსიის სახით.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი კუჭის არეში და დიარეა.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევა

პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებამ, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმაგნიემია, ჰიპერკალციემია და ალკალოზი, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები კუჭის მხრივ და კუნთების სისუსტე (იხ. პუნქტი „ჭარბი დოზირება“).

საყრდენ-მამოძრავებელი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

შეიძლება აღინიშნოს კუნთების სისუსტე.

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება მხოლოდ რძე-ტუტოვანი სინდრომის დროს (იხ. პუნქტი „ჭარბი დოზირება“):

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ - აგევზია;

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას - კალინოზი და ასთენია;

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ - თავის ტკივილი;

დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ - აზოტემია.

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.

შენახვის პირობები. ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 8 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი. ალკალოიდ ად სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა/Alkaloid AD Skopje, Republic of North Macedonia.

მწარმოებლის ადგილსამყოფელი და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი

ალექსანდრე მაკედონელის ბულვ. 12, 1000 სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა /

Blvd. Aleksandar Makedonski 12 1000 Skopje, Republic of North Macedonia.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა