გარდასილ 9 ვაქცინა ნაჩვენებია 9 წლის ასაკიდან აქტიური იმუნიზაციისთვის HPV-ით გამოწვეული შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ: ვაქცინაში შემავალი HPV ვირუსის ტიპებით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის, ვულვის, საშოსა და ანალური არხის კიბოსწინარე დაზიანებები და კიბო; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (9-valent human papillomavirus types [types 6, 11, 16, 18, 31, 33, 45, 52, 58] (recombinant, adsorbed))
- ფორმა და შეფუთვა
- 0,5მლ (1 დოზა) ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო 9-ვალენტიანი (ტიპი 6,11,16,18,31,33,45,52,58) ადსორბირებული რეკომბინანტური ვაქცინა ი.მ. საინექციო სუსპენზიის სახით წინასწარ შევსებული შპრიცი №1
- მწარმოებელი
- Merck Sharp & Dohme B.V., (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -MSD International GmbH(ირლანდია)), ნიდერლანდი; Merck Sharp & Dohme B.V., (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Merck Sharp & Dohme LLC.(აშშ)), ნიდერლანდი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაქცინები, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები
- ATC კოდი
- J07BM03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042854
- რეგისტრირებულია
- 28 თებერვალი 2025, მოქმედებს 28 თებერვალი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Merck Sharp & Dohme Corp., (აშშ)
- განმცხადებელი
- Merck Sharp & Dohme IDEA GmbH (შვეიცარია)
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
გარდასილი 9 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გარდასილ 9 ვაქცინა ნაჩვენებია 9 წლის ასაკიდან აქტიური იმუნიზაციისთვის HPV-ით გამოწვეული შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ:
ვაქცინაში შემავალი HPV ვირუსის ტიპებით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის, ვულვის, საშოსა და ანალური არხის კიბოსწინარე დაზიანებები და კიბო;
HPV-ის გარკვეული ტიპებით გამოწვეული გენიტალური კონდილომები (Condiloma acuminata).
იმ მონაცემების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის, რომლებიც ადასტურებენ ამ ჩვენებებს, იხილეთ პარაგრაფები "სპეციალური ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას" და "ფარმაკოდინამიკური თვისებები" .
გარდასილი 9 -ს გამოყენება უნდა მოხდეს ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.
მიღების წესი და დოზირება
9-დან 14 წლამდე ასაკის პაციენტები პირველი ინექციის დროს
გარდასილი 9 შეიძლება დაინიშნოს 2-დოზის სქემით (0.6-12 თვე) (იხ. პარაგრაფი„ფარმაკოდინამიკური თვისებები“). ვაქცინის მეორე დოზა უნდა გაკეთდეს პირველი დოზის მიღებიდან 5-13 თვეში. თუ ვაქცინის მეორე დოზა შეყვანილია პირველი დოზის მიღებიდან 5 თვეზე ადრე, ყოველთვის უნდა გაკეთდეს მესამე დოზა.
გარდასილი 9 შეიძლება გამოყენებულ იქნას 3 დოზის სქემის მიხედვით (0, 2 და 6 თვე). მეორე დოზა შეჰყავთ პირველიდან არა უადრეს ერთი თვისა, ხოლო მესამე დოზის შეყვანა ხდება მეორე დოზის მიღებიდან მინიმუმ 3 თვის შემდეგ. სამივე დოზის გამოყენება უნდა მოხდეს 1 წლის განმავლობაში.
15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები პირველი ინექციის დროს
გარდასილი 9 გამოყენება უნდა მოხდეს 3-დოზის სქემის მიხედვით (0, 2 და 6 თვე). მეორე დოზა შეყავთ პირველიდან მინიმუმ ერთი თვის შემდეგ, ხოლო მესამე დოზის შეყვანა ხდება მეორე დოზის მიღებიდან მინიმუმ 3 თვის შემდეგ. სამივე დოზის გამოყენება უნდა მოხდეს 1 წლის განმავლობაში.
გარდასილი 9-ის გამოყენება უნდა მოხდეს ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.
რეკომენდირებულია, რომ პირებმა, რომლებმაც მიიღეს გარდასილ 9 ვაქცინის პირველი დოზა, ჩაიტარონს გარდასილ 9 ვაქცინის კურსი (იხ.“სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
პირველადი ვაქცინაციის შემდეგ გრძელვადიან პერიოდში ვაქცინის დამატებითი შეყვანის საჭიროება დადგენილი არ არის.
ბუსტერული დოზის საჭიროება დადგენილი არ არის.
გარდასილ 9-ისთვის კვლევები HPV ვაქცინების შერეული სქემების გამოყენებით (ურთიერთჩანაცვლება) არ ჩატარებულა .
ადამიანებს, რომლებიც ადრე ვაქცინირებული არიან ოთხვალენტიანი ვაქცინის სამდოზიანი სქემით HPV 6, 11, 16 და 18 ტიპის წინააღმდეგ (გარდასილი), შემდგომში მოხსენიებული, როგორც qHPV, შეუძლიათ მიიღონ გარდასილ 9 ვაქცინის სამი დოზა (იხ. პარაგრაფი "ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები"). ზოგიერთ ქვეყანაში qHPV ვაქცინა ასევე ცნობილი იყო როგორც სილგარდი.
პედიატრიული პოპულაცია (9 წლამდე ასაკის ბავშვები)
9 წლამდე ასაკის ბავშვებში გარდასილ 9-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
მონაცემები არ არის (იხ. პარაგრაფი "ფარმაკოდინამიკური თვისებები").
გამოყენების მეთოდი
ვაქცინის გამოყენება უნდა მოხდეს ინტრამუსკულარული ინექციით. ინექციის სასურველი ადგილია დელტისებური კუნთი ან ბარძაყის ზედა წინა მხარე.
გარდასილი 9 არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრავასკულარულად, კანქვეშ ან ინტრადერმალურად. ვაქცინა არ უნდა იყოს შერეული იმავე შპრიცში სხვა ვაქცინებსა და ხსნარებთან.
ვაქცინასთან მოპყრობის ინსტრუქციებისთვის იხილეთ პარაგრაფი „უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისას და სხვა ინსტრუქციები მოპყრობის შესახებ“.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომელიც მითითებულია პარაგრაფში „ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა“.
ადამიანებისთვის, რომლებსაც გარდასილ 9-ის ან გარდასილ/სილგარდის დოზის მიღების შემდეგ აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობის სიმპტომები, გარდასილ 9-ის შემდგომი დოზები უკუნაჩვენებია.
სპეციალური ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისთვის
მიკვლევადობა
ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის გასაუმჯობესებლად გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის დასახელება და სერიის ნომერი მკაფიოდ უნდა იყოს ჩაწერილი.
ვაქცინაციის გადაწყვეტილების მიღებისას, HPV-ზე წინა ზემოქმედების რისკი უნდა შედარდეს ვაქცინაციის პოტენციურ სარგებელთან.
როგორც ნებისმიერი საინექციო ვაქცინის შემთხვევაში, ვაქცინაზე იშვიათი ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევაში ყოველთვის უნდა გქონდეთ შესაბამისი მედიკამენტები.
შოკი (გონების დაკარგვა), ზოგჯერ დაცემით, შეიძლება განვითარდესნებისმიერი ვაქცინაციის წინ, ვაქცინაციის დროს ან მის შემდეგ, განსაკუთრებით მოზარდებში ნემსის ჩხვლეტაზე ფსიქოგენური რეაქციით. ამას შეიძლება ახლდეს ზოგიერთი ნევროლოგიური ნიშანი, როგორიცაა მხედველობის გარდამავალი დარღვევა, პარესთეზია და/ან ტონურ-კლონური მოძრაობები აღდგენის პერიოდში. ამიტომ ვაქცინირებული ადამიანების მდგომარეობის მონიტორინგი საჭიროა ვაქცინის მიღებიდან დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცედურა ჩატარდეს ისეთ ადგილას, რომელიც საშუალებას იძლევა შოკის შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული ტრავმები.
მწვავე მძიმე ფებრილური დაავადების მქონე ადამიანებში ვაქცინაცია უნდა გადაიდოს. თუმცა, მცირე ინფექციის არსებობა, როგორიცაა ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი ინფექცია ან დაბალი ხარისხის ცხელება, არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება.
ნებისმიერი სხვა ვაქცინის მსგავსად, გარდასილ 9-ით ვაქცინაცია არ უზრუნველყოფს დაცვას ყველა ვაქცინირებულში.
გარდასილი 9 იცავს მხოლოდ ვაქცინაში შემავალი HPV-ის ტიპებით გამოწვეული დაავადებებისგან (იხ. პარაგრაფი "ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები"). ამიტომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების წინააღმდეგ შესაბამისი სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული.
ვაქცინა განკუთვნილია მხოლოდ პროფილაქტიკური მიზნებისთვის და გავლენას არ ახდენს აქტიურ HPV ინფექციებზე ან დადასტურებულ კლინიკურ დაავადებაზე. ვაქცინას არ აქვს თერაპიული ეფექტი და ამიტომ არ არის განკუთვნილი საშვილოსნოს ყელის, ვულვის, საშოს, ანუსის კიბოს, საშვილოსნოს ყელის, ვულვას, საშოს, ანუსის ან გენიტალური კონდილომების მძიმე დისპლაზიური დაავადებების სამკურნალოდ. ის ასევე არ არის გამიზნული HPV-თ გამოწვეული სხვა დადგენილი დაზიანებების პროგრესირების თავიდან ასაცილებლად.
გარდასილი 9 ხელს არ უშლის HPV-ს ვაქცინირებადი ტიპით დაზიანებების განვითარებას იმ პირებში, რომლებიც ვაქცინაციის დროს ინფიცირებულნი იყვნენ HPV-ს ამ ტიპით.
ვაქცინაცია არ ცვლის საშვილოსნოს ყელის რუტინულ სკრინინგ გამოკვლევას. იმის გამო, რომ არც ერთი ვაქცინა არ არის 100%-ით ეფექტური, გარდასილ 9 ასევე არ უზრუნველყოფს დაცვას ყველა ტიპის HPV ან არსებული HPV ინფექციებისგან, საშვილოსნოს ყელის რუტინული სკრინინგული გამოკვლევა ძალზე მნიშვნელოვანია და უნდა ჩატარდეს ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად.
არ არსებობს მონაცემები გარდასილი 9-ს გამოყენების შესახებ დაქვეითებული იმუნური რეაქტიულობის მქონე პირებში. qHPV ვაქცინის უსაფრთხოება და იმუნოგენურობა შეფასებული იყო 7-დან 12 წლამდე ასაკის პირებში, რომლებიც ინფიცირებულნი არიან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“).
იმუნური სისტემის რეაქტიულობის დაქვეითებული პირებში იმუნოსუპრესიული პრეპარატების გამოყენების, გენეტიკური დეფექტის, აივ ინფექციის ან სხვა მიზეზების გამო შეიძლება არ აღინიშნოს ვაქცინაზე პასუხი.
გარდასილის ვაქცინა სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თრომბოციტოპენიის და სისხლის შედედების ნებისმიერი დარღვევის მქონე პირებში, რადგან ასეთ პაციენტებში ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს სისხლდენა.
ამჟამად ტარდება გრძელვადიანი შემდგომი მეთვალყურეობის კვლევები დაცვის ხანგრძლივობის დასადგენად (იხ. პარაგრაფი "ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები").
არ არსებობს უსაფრთხოების, იმუნოგენურობის ან ეფექტურობის მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გარდასილ 9-ს და სხვა ბივალენტურ ან ოთხვალენტიან HPV ვაქცინებით ვაქცინაციის დროს ცვლილებების ურთიერთშემცვლელობას.
ნატრიუმი
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე, ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ყველა კლინიკურმა კვლევამ გამორიცხა პირები, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზის გამოყენებამდე 3 თვის განმავლობაში მიიღეს იმუნოგლობულინი ან სისხლის პროდუქტები.
გამოყენება სხვა ვაქცინებთან ერთად
გარდასილი 9 შეიძლება ერთდროულად გამოიყენონ დიფტერიის (d) და ტეტანუსის (T) ბუსტერულ ვაქცინასთან ერთად უჯრედული ყივანახველას (ap) და/ან პოლიომიელიტის [ინაქტივირებული] (IPV) კომპონენტებთან ერეთად (dTap, dT-IPV, dTap-IPV ვაქცინები) ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე ანტისხეულების რეაქციაზე მნიშვნელოვანი გავლენის გარეშე. ეს მონაცემები მიღებული იქნა dTap-IPV ვაქცინისა და გარდასილი 9-ს პირველი დოზის ერთდროული გამოყენების კლინიკური კვლევის შედეგად (იხ. პარაგრაფი "გვერდითი რეაქციები").
გამოყენება ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან ერთად
კლინიკური კვლევების დროს, 16-26 წლის ქალების 60.2%, რომლებიც იღებდნენ გარდასილ 9-ს, ვაქცინაციის პერიოდში იყენებდნენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს. ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებამ არ იმოქმედა გარდასილ 9 ვაქცინაზე იმუნურ პასუხზე.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში პოსტმარკეტინგული მონაცემები მიუთითებს გარდასილ 9-ს ორსულობის დროს გამოყენებისას განვითარების მანკების და ნაყოფის/ნეონატალური ტოქსიკურობის არარსებობაზე.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე (იხ. პარაგრაფი "პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები"). გარდასილ 9-თან დაკავშირებული ორსულობათა ექვსწლიანი რეესტრი პროსპექტულად აკვირდებოდა 180 ქალს, რომელთაგან იყო 69 ორსულობა ცნობილი შედეგებით. სპონტანური აბორტის და განვითარების სერიოზული თანდაყოლილი მანკების სიხშირე იყო ორსულობისას 4.3% (3/69) და ცოცხლად დაბადებულთა 4.5% -ში (3/67). ეს მაჩვენებლები შეესაბამებოდა სავარაუდო საერთო სიხშირეს. ეს მონაცემები ადასტურებს მსგავს შედეგებს ორსულობის ხუთწლიანი რეესტრიდან, რომელიც მოიცავდა 1640 ორსულობას qHPV ვაქცინის გამოყენებისას ცნობილი შედეგებით.
თუმცა, ეს მონაცემები არასაკმარისად ითვლება ორსულობის დროს გარდასილ 9-ის გამოყენების რეკომენდაციისთვის. ვაქცინაცია უნდა გადაიდოს ორსულობის დასრულებამდე (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“).
ძუძუთი კვება
გარდასილი 9 შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს.
16-დან 26 წლამდე ასაკის ქალებში გარდასილ 9-ის კლინიკურ კვლევებში სულ 92 ქალი კვებავდა ძუძუთი ვაქცინაციის პერიოდში. კვლევებში ვაქცინის იმუნოგენურობა შედარებადი იყო ქალებს შორის, რომლებიც ძუძუთი კვებავდნენ და ქალებს შორის, რომლებიც ბავშვს ძუძუთი არ კვებავდნენ. გარდა ამისა, გვერდითი ეფექტების პროფილი მეძუძურ ქალებში ზოგადი უსაფრთხოების პოპულაციის ქალების მსგავსი იყო. ვაქცინასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა ახალშობილებში, რომლებიც ვაქცინაციის პერიოდში ძუძუთი იკვებებოდნენ.
ფერტილობა
არ არსებობს მონაცემები ადამიანების ფერტილობაზე გარდასილ 9-ს გავლენის შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს ფერტილობაზე მავნე ზემოქმედებაზე (იხ. პარაგრაფი "პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები").
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გარდასილ 9-ს მცირე გავლენა აქვს ან არანაირ გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, ზოგიერთმა ეფექტმა, რომელიც აღწერილია პარაგრაფში „არასასურველი რეაქციები“, შეიძლება დროებით იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ა. უსაფრთხოების პროფილის მოკლე მიმოხილვა
7 კლინიკურ კვლევაში ადამიანებს ჩაუტარდათ გარდასილი 9 ვაქცინაცია კვლევაში ჩარიცხვის დღეს და შემდგომში დაახლოებით 2 და 6 თვის შემდეგ. უსაფრთხოება შეფასდა ვაქცინაციის რუკის (НКВ), გამოყენებით, რომელიც აფიქსირებდა დაკვირვებებს გარდასილ 9 ვაქცინის ყოველი ინექციის შემდეგ 14 დღის განმავლობაში. გარდასილი 9 მიიღო სულ 15776 ადამიანმა (16-დან 26 წლამდე 10495 ადამიანმა და 9-დან 15 წლამდე ასაკის 5281 მოზარდმა რეგისტრაციის დროს). მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა (0.1%) შეწყვიტა პრეპარატის მიღება გვერდითი ეფექტების გამო.
ერთ-ერთ ამ კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 11-დან 15 წლამდე, ასაკის 1053 ჯანმრთელი მოზარდი, როდესაც გარდასილი 9-ს პირველი დოზა ერთდროულად შეყვანილი იყო დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას [აქცელური, კომპონენტის] და პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კომბინირებულ ბუსტერულ ვაქცინასთან ერთად, აღინიშნებოდა ინექციის ~ გვერდითი რეაქციების დიდი რაოდენობა (შეშუპება, ერითემა), თავის ტკივილი და პირექსია. განსხვავებები იყო <10%, და მონაწილეთა უმეტესობაში გვერდითი მოვლენები იყო მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობის (იხილეთ პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
კლინიკურ კვლევაში, რომელიც მოიცავდა 27-დან 45 წლამდე ასაკის 640 ადამიანს და 16-დან 26 წლამდე ასაკის 570 ადამიანს, რომლებმაც მიიღეს გარდასილ 9, გარდასილ 9-ის უსაფრთხოების პროფილი შედარებადი იყო ორ ასაკობრივ ჯგუფში.
გარდასილ 9-ს გამოყენებისას ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები იყო ინექციის ადგილის რეაქციები (ვაქცინის მიმღებთა 84,8%-ში ნებისმიერი ვაქცინაციის ვიზიტზე), თავის ტკივილი (ვაქცინის მიმღებთა 13,2%-ში ექიმთან ვაქცინაციისთვის ვიზიტიდან 15 დღის განმავლობაში). ეს გვერდითი რეაქციები იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის.
ბ. გვერდითი რეაქციების მიმოხილვა ცხრილების სახით
გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით შემდეგი სქემის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10);ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემებით).
კლინიკური კვლევები
ცხრილში 1 წარმოდგენილია გვერდითი რეაქციები, რომლებიც ჩათვლილი იყო ვაქცინაციასთან მინიმუმ შესაძლოდ დაკავშირებულად და გარდასილ 9-ს მიმღებებში, დაფიქსირდა მინიმუმ 1.0% სიხშირით 7 კლინიკურ კვლევაში (PN 001, 002, 003, 005, 006, 007 და 009, N= 15776 ადამიანი) (კლინიკური კვლევების აღწერილობისთვის იხილეთ პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“).
პოსტმარკეტინგული გამოცდილება
ცხრილში 1 ასევე ჩართულია დამატებით არასასურველ რეაქციები, რომლებიც სპონტანურად იყო მოხსენებული გარდასილ 9 ვაქცინის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას მთელ მსოფლიოში. მათი სიხშირე შეფასებულია შესაბამისი კლინიკური კვლევების საფუძველზე.
ცხრილი 1
გვერდითი რეაქციები გარდასილ 9 ვაქცინის გამოყენების შემდეგ კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის მიხედვით
ორგანოთა სისტემის კლასი
სიხშირე
არასასურველი რეაქციები
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ნაკლებად ხშირი
ლიმფადენოპათია *
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი
მომატებული მგრძნობელობა*
უცნობია
ანაფილაქსიური რეაქციები *
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი
თავის ტკივილი
ხშირი
თავბრუსხვევა
ნაკლებად ხშირი
სინკოპე, ზოგჯერ თან ახლავს ტონურ-კლონური კრუნჩხვები *
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ
ხშირი
გულისრევა
ნაკლებად ხშირი
ღებინება *
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ნაკლებად ხშირი
ჭინჭრის ციება *
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის
ნაკლებად ხშირი
ართრალგია*, მიალგია*
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა გამოყენების ადგილას
ძალიან ხშირი
ინექციის ადგილზე: ტკივილი, შეშუპება, ერითემა
ხშირი
პირექსია, დაღლილობა.
ინექციის ადგილზე: ქავილი, სისხლჩაქცევები
ნაკლებად ხშირი
ასთენია *, შემცივნება *, სისუსტე *, პაპულა ინექციის ადგილზე.
- არასასურველი რეაქციები გარდასილ 9 ვაქცინის გამოყენების პოსტმარკეტინგულ პერიოდში. სიხშირე შეფასებულია შესაბამისი კლინიკური კვლევების საფუძველზე. მოვლენებისთვის, რომლებიც არ არის დაფიქსირებული კლინიკურ კვლევებში, სიხშირე მოხსენებულია როგორც „უცნობი“.
qHPV ვაქცინა
ცხრილი 2 აჯამებს სპონტანურად მოხსენებულ გვერდით ეფექტებს qHPV ვაქცინის გამოყენებისას მისი რეგისტრაციის შემდეგ. QHPV ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოსტმარკეტინგული გამოცდილება ასევე დაკავშირებულია გარდასილ 9-სთან, ვინაიდან ვაქცინები შეიცავს HPV L1 პროტეინს და იგივე 4 HPV ტიპს.
იმის გამო, რომ ეს რეაქციები ნებაყოფლობით იყო მოხსენებული უცნობი რაოდენობის ადამიანებისგან, შეუძლებელია მათი სიხშირის სწორად შეფასება ან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ვაქცინის ზემოქმედებასთან.
ცხრილი 2 გვერდითი რეაქციები qHPV ვაქცინის გამოყენების შემდეგ პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის შედეგების მიხედვით
ორგანოთა სისტემის კლასი
სიხშირე
არასასურველი რეაქციები
ინფექციები და ინვაზიები
უცნობი
ცელულიტი ინექციის ადგილზე

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
უცნობი
ანაფილაქტოიდური რეაქციები, ბრონქოსპაზმი
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
უცნობი
მწვავე დისემინირებული ენცეფალიტი, გიიენ-ბარეს სინდრომი
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები:
1 დოზა (0,5 მლ) შეიცავს დაახლოებით:
ადამიანის პაპილომავირუსის1 მე-6 ტიპის L1 ცილა 2,3
30 მკგ
ადამიანის პაპილომავირუსის1 მე-11 ტიპის L1 ცილა 2,3
40 მკგ
ადამიანის პაპილომავირუსის1 მე-16 ტიპის L1 ცილა 2,3
60 მკგ
ადამიანის პაპილომავირუსის1 მე-18 ტიპის L1 ცილა 2,3
40 მკგ
ადამიანის პაპილომავირუსის1 31-ე ტიპის L1 ცილა2,3
20 მკგ
ადამიანის პაპილომავირუსის1 33-ე ტიპის L1 ცილა2,3
20 მკგ
ადამიანის პაპილომავირუსის1 45-ე ტიპის L1 ცილა2,3
20 მკგ
ადამიანის პაპილომავირუსის1 52-ე ტიპის L1 ცილა 2,3
20 მკგ
ადამიანის პაპილომავირუსის1 58-ე ტიპის L1 ცილა2,3
20მკგ
1 ადამიანის პაპილომავირუსი = HPV.
2 L1 ცილა, ვირუსის მსგავსი ნაწილაკების სახით, წარმოიქმნება საფუარის უჯრედებში რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით (Saccharomyces cerevisiae CANADE 3C-5 (შტამი 1895)).
3 ადსორბირებულია ამორფულ ადიუვანტზე, რომელიც შეიცავს ალუმინის ჰიდროქსიფოსფატის სულფატს (0,5 მგ Al).
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი
ჰისტიდინი
პოლისორბატი 80
ბორაქსი
საინექციო წყალი
სამკურნალწამლო ფორმა
საინექციო სუსპენზია.
გამჭვირვალე სითხე თეთრი ნალექით.
შენახვის პირობები
3 წელი.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
გარდასილი 9 საინექციო სუსპენზია:
ინახება 2ºС-დან 8ºС ტემპერატურაზე.
არ გაიყინოთ. ფლაკონი შეინახეთ მუყაოს შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
გარდასილი 9-ს გამოყენება უნდა მოხდეს მაცივრიდან ამოღების შემდეგ რაც შეიძლება მალე.
სტაბილურობის მონაცემები მიუთითებს, რომ ვაქცინის კომპონენტები სტაბილურია 96 საათის განმავლობაში 8°C-დან 40°C-მდე შენახვისას ან 72 საათის განმავლობაში, როდესაც ინახება 0°C-დან 2°C-მდე. ამ პერიოდის შემდეგ გარდასილი 9 უნდა იქნას გამოყენებული ან გადაგდებული. ეს მონაცემები განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალების ორიენტირებისთვის ტემპერატურის დროებითი გადახრის შემთხვევაში.
გარდასილი 9 საინექციო სუსპენზია წინასწარ შევსებულ შპრიცში:

შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა
გარდასილი 9 საინექციო სუსპენზია:
0,5 მლ სუსპენზია ფლაკონში (მინა) საცობით (ჰალობუტილი) და პლასტმასის უსაფრთხო თავსახურით (ალუმინის ხუფისს ქვეშ). 10 ფლაკონი შეფუთვაში.

0,5 მლ სუსპენზია წინასწარ შევსებულ შპრიცში (მინა), დგუშით (დამზადებულია ბრომობუტილ ელასტომერისაგან, რომელიც დაფარულია სილიკონიზებული ფტოროთეკური საფარით) და თავსახურით (სინთეზური იზოპრენი-ბრომობუტილის ნარევი); 1 ან 10 თითო შეფუთვაში ნემსით 10 თითო შეფუთვაში, ნემსის გარეშე.
ბაზარზე შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
სპეციალური სიფრთხილის ზომები განადგურების და მოპყრობის სხვა ინსტრუქციები
გარდასილი 9, საინექციო სუსპენზია.
გარდასილი 9 არის გამჭვირვალე სითხე, შენჯღრევამდე თეთრი ნალექით.
სუსპენზიის მისაღებად, გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. ინტენსიური შერევის შემდეგ პრეპარატი ხდება თეთრი, მღვრიე სითხე.
გამოყენებამდე სუსპენზია ვიზუალურად შეამოწმეთ ნაწილაკებისა და ფერის ცვლილების გამოსავლენად. ვაქცინა გადააგდეთ, თუ აღინიშნება ნაწილაკები და/ან თუ ფერის ცვლილება.
ვაქცინის 0,5 მლ დოზა ერთჯერადი ფლაკონიდან ამოიღეთ სტერილური ნემსისა და შპრიცის გამოყენებით.
შეიყვანეთ დაუყოვნებლივ ინტრამუსკულარულად (IM), სასურველია წინამხრის დელტოიდურ ან ბარძაყის ზედა ანტეროლატერალურ მიდამოში.
ვაქცინა უნდა გამოიყენონ ისეთი სახით, როგორც მოწოდებულია.
ყველა დარჩენილი ვაქცინა და ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად..
გარდასილი 9, საინექციო სუსპენზია წინასწარ შევსებულ შპრიცში.
გარდასილი 9 არის გამჭვირვალე სითხე, შენჯღრევამდე თთრი ნალექით.
სუსპენზიის მისაღებად წინასწარ ავსებული შპრიცი გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. ინტენსიური შერევის შემდეგ პრეპარატი ხდება თეთრი, მღვრიე სითხე.

შეფუთვა შეიცავს 2 სხვადასხვა სიგრძის ნემსს; ინტრამუსკულური (IM) ინექციისთვის შესაბამისი ნემსი უნდა შეირჩეს პაციენტის სიმაღლისა და წონის მიხედვით.
შეფუთვაში, რომლებიც შეიცავს ნემსებს, გათვალისწინებულია სხვადასხვა ზომის ორი ნემსი, თითოეული შპრიცისთვის.
ნემსი ჩამოაცვით საათის ისრის მიმართულებით როტაციით, სანამ მყარად არ იქნება მიმაგრებული შპრიცზე. მთელი დოზა უნდა შეიყვანონ პროტოკოლის მიხედვით.

გამოყენებული უნდა იქნას ვაქცინის სრული რეკომენდებული დოზა
ყველა დარჩენილი ვაქცინა და ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
აფთიაქიდან გაცემის პირობები -
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
«მერკ შარპ და დოუმ ბ.ვ.», ნიდერლანდები
ვაარდერვეგ 39, 2031 ბნ, ჰაარლემი, ნიდერლანდები, / Waarderweg 39, 2031 BN Haarlem, The Netherlands.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვაქცინები. ვაქცინა ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ.
ათქ კოდი: J07BM03
მოქმედების მექანიზმი
გარდასილი 9 არის ადიუვანტური, არაინფექციური, რეკომბინანტული, 9-ვალენტიანი ვაქცინა, რომელიც დამზადებულია HPV L1 ძირითადი კაფსიდური ცილის მაღალ გაწმენდილი ვირუსის მსგავსი ნაწილაკების (VLPs) ნარევიდან იგივე ოთხი HPV ტიპის (6, 11, 16, 18)-დან, როგორც qHPV, და დამატებული აქვს 5 ტიპის HPV (31, 33, 45, 52, 58). მასში გამოიყენება იგივე ამორფული ალუმინის ჰიდროქსიფოსფატის ადიუვანტი, როგორც qHPV ვაქცინაში. HPV არ შეუძლია დააინფიციროს უჯრედები, გამრავლდეს ან გამოიწვიოს დაავადება. ითვლება, რომ L1 HPV ვაქცინების ეფექტურობა განპირობებულია ჰუმორული იმუნური პასუხის განვითარებით. ვაქცინის გენოტიპებს, რომლებიც შედგება HPV 6, 11, 16, 18, 31, 33, 45, 52, 58 ტიპისგან, ეწოდება ვაქცინის HPV ტიპები.
ეპიდემიოლოგიური კვლევების საფუძველზე, მოსალოდნელია, რომ გარდასილი 9 იცავს HPV ტიპებისგან, რომლებიც იწვევენ დაახლოებით შემდეგს: საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%, in situ ადენოკარცინომის 95%-ზე მეტი (AIS), საშვილოსნოს ყელის უაღრესად აგრესიული ინტრაეპითელური ნეოპლაზმის (CIN 2/3) 75-85%, HPV-თან ასოცირებული ვულვის კიბოს 85-90%, HPV-სთან ასოცირებული მაღალი აგრესიულობის ვულვის ინტრაეპითელური ნეოპლაზმის (VIN 2/3) 90-95%, HPV-სთან ასოცირებული ვაგინალური კიბოს 80-85%, უაღრესად აგრესიული ვაგინალური ინტრაეპითელური ნეოპლაზმის (VaIN 2/3) 75-85%, HPV-თან დაკავშირებული ანალური კიბოს 90-95%, ანალური ინტრაეპითელური მაღალ აგრესიული ნეოპლაზიის 85-90% (AIN 2/3), რომელიც დაკავშირებულია HPV-სთან და გენიტალური მეჭეჭების 90%.
გარდასილი 9-ის გამოყენების ჩვენებები ეფუძნებს შემდეგს:
- qHPV ვაქცინის ეფექტურობის დემონსტრირება 6, 11, 16 და 18 ტიპის HPV-სთან დაკავშირებული მუდმივი ინფექციისა და დაავადების პროფილაქტიკისთვის 16-დან 45 წლამდე ასაკის ქალებში და 16-დან 26 წლამდე ასაკის მამაკაცებში.
- გარდასილი 9-ის არანაკლები იმუნოგენურობის დემონსტრირება qHPV ვაქცინასთან შედარებით HPV 6, 11, 16 და 18-ე ტიპის წინააღმდეგ და 9-დან 15 წლამდე გოგონებში და ქალებში და 16-დან 26 წლამდე მამაკაცებში; შეიძლება დავასკვნათ, რომ გარდასილი 9-ის ეფექტურობა მდგრადი ინფექციისა და დაავადების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია HPV -ს 6, 11, 16 ან 18-ტიპთან qHPV ვაქცინის ეფექტურობის მსგავსია.
- ეფექტურობის დემონსტრირება მდგრადი ინფექციისა და დაავადების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია HPV-ს 31, 33, 45, 52 და 58-ე ტიპთან გოგონებში და 16-დან 26 წლამდე ქალებში, და
- გარდასილ 9-ის ვაქცინის არანაკლები იმუნოგენურობის დემონსტრირება HPV ტიპების წინააღმდეგ 9-დან 15 წლამდე ბიჭებში და გოგონებში, 16-დან 26 წლამდე მამაკაცებში და 27-დან 45 წლამდე ასაკის ქალებში, 16-დან 26 წლამდე ასაკის გოგოებთან და ქალებთან შედარებით.
გარდასილი 9 ვაქცინის კლინიკური კვლევები
გარდასილი 9 ვაქცინის ეფექტურობა და/ან იმუნოგენურობა შეფასდა ათ კლინიკურ კვლევაში. კლინიკური კვლევები, რომლებიც აფასებდნენ გარდასილი 9-ის ეფექტურობას პლაცებოსთან შედარებით, მიუღებელი იყო, რადგან HPV საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდირებულია და ბევრ ქვეყანაში ტარდება HPV ინფექციისა და დაავადებისგან დასაცავად.
ამიტომ, საკვანძო კლინიკურმა კვლევამ (პროტოკოლი 001) გარდასილი 9-ის ეფექტურობა შეაფასა შედარების სახით qHPV ვაქცინის გამოყენებით.
HPV 6, 11, 16 და 18 ტიპების წინააღმდეგ ეფექტურობა ძირითადად შეფასდა შუალედური სტრატეგიის გამოყენებით, რომელიც აჩვენებდა გარდასილ 9-ის qHPV ვაქცინის მსგავს იმუნოგენურობას (გეომეტრიული საშუალო ტიტრით [GMT]) (პროტოკოლი 001, GDS01C/პროტოკოლი 009 და GDS07C/პროტოკოლი 020).
001 პროტოკოლის ძირითადმა ვლევამ შეაფასა გარდასილი 9-ის ეფექტურობა HPV 31, 33, 45, 52 და 58-ე ტიპის წინააღმდეგ qHPV ვაქცინასთან შედარებით 16-დან 26 წლამდე ასაკის ქალებში (N=14,204: 7099-მა მიიღო გარდასილი 9; 7105-მა მიიღო qHPV ვაქცინა).
002 პროტოკოლმა შეაფასა გარდასილი 9-ის იმუნოგენურობა 9-დან 15 წლამდე ასაკის გოგონებში და ბიჭებში და 16-დან 26 წლამდე ასაკის ქალებში (N=3066: 1932 გოგონა; 666 ბიჭი და 468 ქალი, რომლებმაც მიიღეს გარდასილი 9).
003 პროტოკოლმა გარდასილი 9-ის იმუნოგენურობა შეაფასა 16-დან 26 წლამდე ასაკის მამაკაცებში და 16-დან 26 წლამდე ასაკის ქალებში (N=2515: 1103 ჰეტეროსექსუალი მამაკაცი [HM]; 313 მამაკაცი, რომლებსაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან [MSM]; და 1099 ქალი, რომელმაც მიიღო გარდასილი 9).
004 პროტოკოლმა შეაფასა გარდასილი 9-ის იმუნოგენურობა 16-დან 45 წლამდე ასაკის ქალებში (N=1210: 27-დან 45 წლამდე ასაკის 640 და 16-დან 26 წლამდე ასაკის 570 ქალი).
005 და 007 პროტოკოლებმა შეაფასეს გარდასილი 9-ის ერთდროული გამოყენება ვაქცინებთან ერთად, რომელთან გეგმიური გამოყენებაც რეკომენდებულია 11-დან 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის (N=2295).
006 პროტოკოლმა შეაფასა გარდასილის გამოყენება 12-დან 26 წლამდე ასაკის 9 გოგონასა და ქალში, რომლებიც ადრე აცრილი იყვნენ qHPV ვაქცინით (N=921; 615-მა მიიღო გარდასილი 9 და 306-მა მიიღო პლაცებო).
GDS01C/009 პროტოკოლმა შეაფასა გარდასილი 9-ის იმუნოგენურობა 9-დან 15 წლამდე გოგონებში (N=600; 300-მა მიიღო გარდასილი 9 და 300-მა მიიღო qHPV ვაქცინა).
GDS07C/020 პროტოკოლმა შეაფასა გარდასილი 9-ის იმუნოგენურობა 16-დან 26 წლამდე ასაკის მამაკაცებში (N=500; 249-მა მიიღო გარდასილი 9 და 251-მა მიიღო qHPV ვაქცინა).
010 პროტოკოლმა შეაფასა გარდასილ 9-ის 2 დოზის იმუნოგენურობა 9-დან 14 წლამდე გოგონებში და ბიჭებში და გარდასილ 9-ის 3 დოზის იმუნოგენურობა 9-დან 14 წლამდე ასაკის გოგონებში და 16-დან 26 წლამდე ასაკის ქალებში (N=1518; 753 გოგონა, 451 და 314 ქალი).
გარდასილი 9-ის ეფექტურობის დამადასტურებელი კვლევები HPV 6, 11, 16, 18 ტიპის წინააღმდეგ
qHPV ვაქცინის ეფექტურობა HPV 6, 11, 16, 18 ტიპის წინააღმდეგ
qHPV ვაქცინის ეფექტურობა და გრძელვადიანი ეფექტურობა HPV 6, 11, 16 და 18 წინააღმდეგ, ენდპოინტების სახით, ნაჩვენებია კლინიკურ კვლევებში PPE პოპულაციაში (ეფექტურობა პროტოკოლის მიხედვით). PPE პოპულაცია შედგებოდა იმ პირებისგან, რომლებმაც მიიღეს სამივე qHPV ვაქცინა, როგორც ძირითადი კვლევის ნაწილი კვლევაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში, საკვლევი პროტოკოლიდან მნიშვნელოვანი გადახრების გარეშე, იყო სერონეგატიური HPV-ს შესაბამისი ტიპებისთვის (ტიპები 6, 11, 16 და 18 ) 1 დოზის მიღებამდე და 16 წელზე უფროსი ასაკის მონაწილეებს შორის საკვანძო კვლევაში შესვლის დროს, უარყოფითი PCR-ით HPV-ს შესაბამისი ტიპებისთვის 1 დოზის მიღებამდე და 3 დოზიდან ერთი თვის განმავლობაში (თვე 7).
16-დან 26 წლამდე ასაკის ქალებში (N=20,541), HPV 16 და 18-ტიპის წინააღმდეგ ეფექტურობა, რაც დაკავშირებული იყო CIN2/3, AIS ან საშვილოსნოს ყელის კიბოსთან, იყო 98.2% (95% CI: 93.5, 99. 8) დაკვირვების შედეგების მიხედვით იყო 4 წლამდე(საშუალო 3.6 წელი); HPV 6, 11, 16 ან 18-თან დაკავშირებული დაავადების წინააღმდეგ ეფექტურობა იყო 96.0% (95% CI: 92.3, 98.2) CIN ან AIS-ისთვის, 100% (95% CI: 67.2, 100) VIN2/3-ისთვის, 100% ( 95% CI: 55.4, 100) VaIN2/3-ისთვის და 99.0% (95% CI: 96.2, 99.9) გენიტალური მეჭეჭებისთვის.
24-45 წლის ქალებში (N=3,817), ეფექტურობა მდგრადი ინფექციის წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია HPV 6, 11, 16 და 18, გენიტალური მეჭეჭების, ვულვის და ვაგინალური დაზიანებების, ნებისმიერი ხარისხის CIN, AIS და საშვილოსნოს ყელის კიბოსთვის იყო 88.7% (95 % CI: 78,1, 94,8).
16-დან 26 წლამდე ასაკის მამაკაცებში (N=4,055), HPV 6, 11, 16 ან 18-თან ასოცირებული დაავადების წინააღმდეგ ეფექტურობა იყო 74.9% (95% CI: 8.8, 95.4) AIN 2/3-ისთვის (დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა 2.15 წელი) 100.0% (95% CI: -52.1, 100) პენისის/პერინეალური/პერიანალური ინტრაეპითელური ნეოპლაზიისთვის (PIN) 1/2/3 და 89.3% (95% CI: 65.3, 97.9) გენიტალური მეჭეჭებისთვის (დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა 4 წელი).
16-23 წლის ქალების გრძელვადიანი გაფართოების რეესტრის კვლევაში (n = 2,121), არ ყოფილა მაღალი ხარისხის აგრესიულობის CIN-ის შემთხვევები დაახლოებით 14 წლამდე. ამ კვლევამ სტატისტიკურად აჩვენა, რომ დაცვა გრძელდება დაახლოებით 12 წლამდე.
გრძელვადიან შემდგომ კლინიკურ კვლევებში არ დაფიქსირებულა მაღალი ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზიის და გენიტალური კონდილომების შემთხვევები:
- 10,7 წლის შემდეგ გოგონებში (n=369) და 10,6 წლის შემდეგ ბიჭებში (n=326), 9-15 წლის ასაკში ვაქცინაციის დროს (შესაბამისად, შემდგომი მონიტორინგი 10,0 წელი და 9,9 წელი);
- 11,5 წლის შემდეგ მამაკაცებში (n = 917), 16-26 წლის ასაკში ვაქცინაციის დროს (დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა 9,5 წელი); და 10,1 წლის შემდეგ ქალებში (n = 685), 24-45 წლის ასაკის ქალებში ვაქცინაციის დროს (დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა 8,7 წელი).
იმუნოგენურობა qHPV ვაქცინიდან გარდასილ 9-ზე გადასვლისას HPV 6, 11, 16, 18 ტიპისთვის
გარდასილი 9-ის შედარება qHPV ვაქცინასთან HPV 6, 11, 16 და 18 ტიპის წინააღმდეგ ჩატარდა 16-დან 26 წლამდე ასაკის ქალებში 001 პროტოკოლში, 9-დან 15 წლამდე გოგონებში GDS01C/ 009 პროტოკოლში და 16 -დან 26 წლამდე მამაკაცებში GDS07C/ 020 პროტოკოლში.
მე-7 თვეში ჩატარდა არანაკლები ეფექტურობის სტატისტიკური ანალიზი, რომელიც ადარებდა cLIA-ს საშუალო გეომეტრიულ ტიტრებს (GMT) HPV 6-ის წინააღმდეგ, HPV 11-ის, HPV 16-ის წინააღმდეგ და HPV 18-ის მიმართ, ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ გარდასილ 9-ს და იმ პირებში, ვინც იღებდა გარდასილს. იმუნური პასუხი, გაზომილი GMT -ით, გარდასილ 9-ის მიღებაზე არ ჩამოუვარდებოდა გარდასილზე იმუნურ პასუხს (ცხრილი 3). კლინიკურ კვლევებში, პაციენტების 98,2-100%, რომლებიც იღებდნენ გარდასილ 9-ს, 9 ტიპის ვაქცინის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე სეროდადებითი გახდა მე-7 თვისთვის ყველა საკვლევ ჯგუფში. 001 პროტოკოლში, GMT მაჩვენებლები HPV-6, -11, -16 და -18-თვის შედარებადი იყო იმ ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ qHPV ან გარდასილ 9 ვაქცინას მინიმუმ 3.5 წლის განმავლობაში.
ცხრილი 3: იმუნური პასუხის შედარება (cLIA-ზე დაფუძნებული) გარდასილ 9 და qHPV ვაქცინას შორის HPV 6, 11, 16 და 18 ტიპის წინააღმდეგ PPI პოპულაციაში (იმუნოგენურობა - პროტოკოლის მიხედვით)* 9-15 წლის გოგონებსა და ქალებში და 16- 26 წლის მამაკაცებში.
პოპულაცია
გარდასილი 9
qHPV ვაქცინა
გარდასილი 9/
qHPV ვაქცინა
N†
(n‡)
SGT мМЕ§/ml
N†
(n‡)
SGT мМЕ§/ml
SGT თანაფარდობა
(95% CI)¶
ანტი HPV 6
9-15 წლის გოგონები
300
(273)
1 679,4
300
(261)
1 565,9
1,07
(0,93, 1,23)
16-26 წლის ქალები
6 792
(3 993)
893,1
6 795
(3 975)
875,2
1,02
(0,99, 1,06)
16-26 წლის მამაკაცები
249
(228)
758,3
(665,9, 863,4)
251
(226)
618,4
(554,0, 690,3)
1,23
(1,04, 1,45)¶
ანტი HPV 11
9-15 წლის გოგონები
300
(273)
1 315,6
300
(261)
1 417,3
0,93
(0,80, 1,08)
16-26 წლის ქალები
6 792
(3 995)
666,3
6 795
(3 982)
830,0
0,80
(0,77, 0,83)
16-26 წლის მამაკაცები
249
(228)
681,7
(608,9, 763,4)
251
(226)
769,1
(683,5, 865,3)
0,89
(0,76, 1,04)¶
ანტი HPV 16
9-15 წლის გოგონები
300
(276)
6 739,5
300
(270)
6 887,4
0,97
(0,85, 1,11)
16-26 წლის ქალები
6 792 (4 032)
3 131,1
6 795 (4 062)
3 156,6
0,99
(0,96, 1,03)
16-26 წლის მამაკაცები
249
(234)
3924,1
(3513,8, 4382,3)
251
(237)
3787,9
(3378,4, 4247,0)
1,04
(0,89, 1,21)¶
ანტი HPV 18
9-15 წლის გოგონები
300
(276)
1 956,6
300
(269)
1 795,6
1,08
(0,91, 1,29)
16-26 წლის ქალები
6 792
(4 539)
804,6
6 795
(4 541)
678,7
1,19
(1,14, 1,23)
16-26 წლის მამაკაცები
249
(234)
884,3
(766,4, 1020,4)
251
(236)
790,9
(683,0, 915,7)
1,12
(0,91, 1,37)¶
- PPI პოპულაცია მოიცავდა მონაწილეებს, რომლებმაც სამივე ვაქცინა მიიღეს წინასწარ განსაზღვრულ დღეებში, არ ჰქონდათ კვლევის პროტოკოლიდან მნიშვნელოვანი გადახრები, აკმაყოფილებდნენ წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს 6- და 7-თვიანი ვიზიტის ინტერვალისთვის და სერონეგატიური იყვნენ HPV-ს შესაბამისი ტიპებისთვის (ტიპები 6, 11 , 16 და 18) 1 დოზის მიღებამდე და 16-26 წლის ქალებში - შესაბამისი HPV ტიპისთვის PCR უარყოფითი დოზის მიღებამდე 1 და 3 დოზის მიღებიდან 1 თვის შემდეგ (თვე 7).
§mMU= მილი-მერკის ერთეული.
¶p- მნიშვნელობა <0,001.
# არანაკლები ეფექტურობის დემონსტრირება მოითხოვდა, რომ GMT თანაფარდობის 95% CI-ის ქვედა ზღვარი 0.67-ზე მეტი იყოს.
CI = სანდოობის ინტერვალი.
GMT = საშუალო გეომეტრიული ტიტრები.
cLIA = ლუმინექსის კონკურენტული იმუნოფერმენტული იმუნოანალიზი.
N= იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც რანდომიზებული იყვნენ შესაბამისი ვაქცინის ჯგუფში ჯგუფში და მიიღეს მინიმუმ ერთი ინექცია.
n= ანალიზში მონაწილე პირთა რაოდენობა.
კვლევები, რომლებიც ადასტურებენ გარდასილ 9 ვაქცინის ეფექტურობას HPV 31, 33, 45, 52 და 58 ტიპის წინააღმდეგ
გარდასილი 9 ვაქცინის ეფექტურობა 16-26 წლის გოგოებსა და ქალებში შეფასებული იყო აქტიურ-კონტროლირებად, ორმაგად ბრმა, რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში (პროტოკოლი 001), რომელშიც მონაწილეობდა 14,204 ქალი (გარდასილი 9 = 7,099; qHPV = 7,105). მე-3 დოზის შემდეგ, მონაწილეები მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ საშუალოდ 43 თვიანი ხანგრძლივობით.
გარდასილი 9 ეფექტური იყო HPV 31, 33, 45, 52 და 58-თან დაკავშირებული მუდმივი ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად (ცხრილი 4). გარდასილ 9-მ ასევე შეამცირა HPV 31, 33, 45, 52 და 58 -თან დაკავშირებული ანომალიების სიხშირე PAP ტესტებში, საშვილოსნოს ყელის და ვულვის პროცედურებში (მაგ., ბიოფსიები) და საშვილოსნოს ყელის მკურნალობის რადიკალურ მეთოდებში (ცხრილი 4).
ცხრილი 4: გარდასილი 9 ვაქცინის ეფექტურობის ანალიზი HPV 31, 33, 45, 52 და 58 ტიპის წინააღმდეგ PPE‡ ში 16-დან 26 წლამდე ასაკის ქალთა პოპულაციაში.
დაავადების ენდპოინტები
გარდასილი 9
N† =7 099
გარდასილი N† =7 105
ეფექტურობა**
%
(95% CI)
n
შემთხვევათა რაოდენობა*
n
შემთხვევათა რაოდენობა*
HPV 31, 33, 45, 52, 58 ტიპებთან ასოცირებული CIN 2/3, AIS, საშვილოსნოს ყელის კიბო, VIN 2/3, VaIN 2/3, ვულვის კიბო და ვაგინალური კიბო α
6 016
1
6 017
38
97,4
(85,0, 99,9)
HPV 31, 33, 45, 52, 58 ტიპებთან ასოცირებული CIN 2/3 ან AIS α
5 949
1
5 943
35
97,1
(83,5, 99,9)
HPV 31, 33, 45, 52, 58 ტიპებთან ასოცირებული CIN 2
5 949
1
5943
32
96,9
(81,5, 99,8)
HPV 31, 33, 45, 52, 58 ტიპებთან ასოცირებული CIN 3
5 949
0
5943
7
100
(39,4, 100)
HPV 31, 33, 45, 52, 58 ტიპებთან ასოცირებული VIN2/3 ა VaIN2/3
6 009
0
6 012
3
100
(-71,5, 100)
HPV 31, 33, 45, 52, 58 ტიპებთან დაკავშირებული ≥6 თვიანი პერსისტიული ინფექცია §
5 941
41
5 955
946
96,0
(94,6, 97,1)
HPV 31, 33, 45, 52, 58 ტიპებთან დაკავშირებული ≥12 თვიანი პერსისტიული ინფექცია¶
5 941
23
5 955
657
96,7
(95,1, 97,9)
HPV 31, 33, 45, 52, 58 ტიპებთან დაკავშირებული დადებითი ASC-US HR-HPV ან გამოხატული პათოლოგიური Pap#
5 883
37
5 882
506
92,9
(90,2, 95,1)
HPV 31, 33, 45, 52, 58 ტიპებთან დაკავშირებული მკურნალობის რადიკალური მეთოდებიÞ
6 013
4
6 014
41
90,2
(75,0, 96,8)
‡ PPE პოპულაცია შედგებოდა მონაწილეებისგან, რომლებმაც კვლევაში მონაწილეობიდან ერთი წლის განმავლობაში მიიღეს სამივე ვაქცინა, საკვლევი პროტოკოლიდან მნიშვნელოვანი გადახრების გარეშე და არ ქონდათ კონტაქტი (PCR უარყოფითი და სერონეგატიური) შესაბამის HPV ტიპ(ებ)თან (ტიპები 31, 33, 45, 52 და 58) 1 დოზამდე და ვინც დარჩა PCR უარყოფითი შესაბამისი HPV ტიპის(ებ)ისთვის მე-3 დოზის შემდეგ პირველი თვის განმავლობაში (თვე 7); მონაცემები 001 პროტოკოლიდან.
N= მონაწილეთა რაოდენობა, რომელიც რანდომიზებული იყო შესაბამისი ვაქცინაციის ჯგუფში, რომლებმაც მიიღეს მინიმუმ ერთი ინექცია.
n= ანალიზში ჩართული მონაწილეთა რაოდენობა.
§ პერსისტიული ინფექცია, რომელიც ნიმუშებში გამოვლინდა 2 ან მეტი შემდგომი ვიზიტის დროს 6 თვის განმავლობაში (±1 თვიანი ვიზიტის ფანჯარა).
¶ პერსისტიული ინფექცია, რომელიც ნიმუშებში გამოვლინდა 3 ან მეტი შემდგომი ვიზიტის დროს 6 თვის განმავლობაში (±1 თვიანი ვიზიტის ფანჯარა).
# პაპანიკოლაუს ტესტი
CI=სანდოობის ინტერვალი
ASC-US= გაურკვეველი მნიშვნელობის ატიპიური ბრტყელი ეპითელური უჯრედები.
HR=მომატებული რისკი.
- ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც განახორცილეს შემდგომი მეთვალყურეობის მინიმუმ 1 ვიზიტი 7 თვის შემდეგ.
- * მონაწილეები, რომლებსაც აკვირდებოდნენ მე-3 დოზის მიღებიდან 67 თვის განმავლობაში (საშუალოდ მე- 3 დოზის მიღებიდან 43 თვე).
α PPE პოპულაციაში საშვილოსნოს ყელის კიბოს, VIN2/3, ვულვის ან ვაგინალური კიბოს არც ერთი შემთხვევა არ არის დიაგნოსტირებული.
† ელექტროქირურგიული მარყუჟით ამოკვეთის ან კონიზაციის ჩათვლით
გარდასილი 9-ის ეფექტურობის დამატებითი შეფასება HPV-ის ტიპების წინააღმდეგ
იმის გამო, რომ გარდასილი 9-ის ეფექტურობის პლაცებოსთან შედარება შეუძლებელია, ჩატარდა შემდეგი ექსპლორაციული ანალიზები
გარდასილი 9-ის ეფექტურობის შეფასება საშვილოსნოს ყელის დაავადების (მაღალი ხარისხის) წინააღმდეგ, რაც გამოწვეულია HPV ვაქცინის ტიპებით PPE პოპულაციაში
გარდასილ 9-ის ეფექტურობა CIN 2 ან უფრო მაღალი ხარისხის მიმართ, რომელიც გამოწვეულია ვაქცინის HPV ტიპებით, qHPV ვაქცინასთან შედარებით, იყო 94.4% (95% CI 78.8, 99.0) 2/5,952 vs 36/5,947 შემთხვევისთვის. გარდასილ 9-ის ეფექტურობა CIN 3-ის მიმართ, რაც გამოწვეულია ვაქცინის HPV ტიპებით, qHPV ვაქცინასთან შედარებით, იყო 100% (95% CI 46.3, 100.0) 0/5,952 vs 8/5,947.
გარდასილი 9-ის გავლენა საშვილოსნოს ყელის ბიოფსიისა და რადიკალური თერაპიის ჩატარების სიხშირეზე HPV-ის ვაქცინის ტიპებთან დაკავშირებით PPE პოპულაციაში
გარდასილ 9-ის ეფექტურობა საშვილოსნოს ყელის ბიოფსიის სიხშირესთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ვაქცინის HPV ტიპებთან qHPV ვაქცინასთან შედარებით, იყო 95.9% (95% CI 92.7, 97.9) 11/6016 vs 262/6018. გარდასილ 9-ის ეფექტურობა საშვილოსნოს ყელის რადიკალურ თერაპიასთან დაკავშირებით (მათ შორის ელექტროქირურგიული მარყუჟით ამოკვეთა ან კონიზაცია), რომელიც დაკავშირებულია ვაქცინის HPV ტიპებთან qHPV ვაქცინასთან შედარებით იყო 90.7% (95% CI 76.3, 97.0) 4/6016 vs 43/6018.
გრძელვადიანი ეფექტურობის კვლევები
გარდასილ 9-ით ვაქცინაციის შემდეგ სუბიექტების ქვეჯგუფს აკვირდებიან 10-დან 14 წლამდე, რათა განისაზღვროს უსაფრთხოება, იმუნოგენურობა და ეფექტურობა კლინიკური დაავადების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ვაქცინაში შემავალ HPV ტიპებთან.
001 და 002 პროტოკოლების გრძელვადიანი კლინიკური კვლევების გაგრძელებამ აჩვენა ეფექტურობა PPE პოპულაციაში. PPE მოსახლეობა შედგებოდა შემდეგი პირებისგან:
- რომლებმაც სამივე ვაქცინაცია მიიღეს კვლევაში ჩართვიდან 1 წლის განმავლობაში, კვლევის პროტოკოლიდან მნიშვნელოვანი გადახრების გარეშე
- რომლებიც სერონეგატიური იყვნენ HPV ვაქცინის შესაბამისი ტიპ(ებ)ისთვის 1 დოზის მიღებამდე და 16-დან 26 წლამდე ასაკის ქალებში PCR უარყოფითი შესაბამისი HPV ვაქცინის ტიპ(ებ)ისთვის 1 დოზის მიღებამდე და 3 დოზის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში (თვე 7).
001 პროტოკოლის რეესტრის კვლევაში 16-26 წლის ქალების (n = 1448) გარდასილ 9-თ ვაქცინაციის დროს, მე-3 დოზის გამოყენებიდან 9,5 წლის განმავლობაში (დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა 6,3 თვე) არ დაფიქსირებულა მაღალი ხარისხის CIN-ის შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია HPV- ვაქცინა ტიპებთან. 9,5 წლის განმავლობაში მე-3 დოზის შემდეგ (მედიანი შემდგომი - 6,3 წელი იყო).
002-პროტოკოლის მიხედვით გაფართოებულ კვლევაში მაღალი ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზიის ან გენიტალური კონდილომების შემთხვევები არ დაფიქსირებულა 3 დოზის მიღებიდან 11.0 წლის განმავლობაში (დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა 10.0 წელი) გოგონებში (n = 872) და 3 დოზის შემდეგ 10.6 წლის განმავლობაში ((დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა 9.9 წელი) ბიჭებში (n = 262), როდესაც გარდასილი 9-თ ვაქცინაცია ხდებოდა 9-დან 15 წლამდე ასაკში. HPV-ის ვაქცინური ტიპებით ავადობის სიხშირე, რომელიც დაკავშირებულია 6-თვიან პერსისტიულ ინფექციებთან გოგონებში და ბიჭებში, რაც დაფიქსირდა კვლევის მიმდინარეობისას, იყო 10000 ადამიანზე 52.4 და 54.6,და ჯდებოდა მსგავსი ასაკის ვაქცინის კოჰორტების მოსალოდნელი სიხშირის ფარგლებში (გარდასილი 9-ისა და qHPV ვაქცინის ეფექტურობის წინა კვლევების საფუძველზე).
იმუნოგენურობა
მინიმალური ანტი HPV ტიტრი დამცავი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად დადგენილი არ არის.
HPV ვაქცინის თითოეული ტიპის იმუნოგენურობის შესაფასებლად გამოყენებული იყო ტიპო-სპეციფიკური იმუნოლოგიური ტესტები ტიპოსპეციფიური სტანდარტებით.
ამ ტესტებმა გაზომეს ანტისხეულები გამანეიტრალებელი ეპიტოპების წინააღმდეგ თითოეული HPV ტიპისთვის. ამ ტესტების შკალები სპეციფიკურია თითოეული HPV ტიპისთვის; შესაბამისად, ტიპებისა და სხვა ტესტებს შორის შედარება არ გამოიყენება.
გარდასილ 9-ზე იმუნური პასუხი მე- 7 თვისთვის
იმუნოგენურობა განისაზღვრა (1) მონაწილეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებიც სეროდადებითი იყვნენ HPV ვაქცინის შესაბამისი ტიპის ანტისხეულებზე და (2) გეომეტრიული საშუალო ტიტრით (GMT).
გარდასილმა 9-მა გამოიწვია მდგრადი ანტი-HPV 6, ანტი-HPV 11, ანტი-HPV 16, ანტი-HPV 18, ანტი-HPV 31, ანტი-HPV 33, ანტი-HPV 45, ანტი-HPV 52 და ანტი-HPV 58-ის პასუხები, რაც მიღებულია მე-7 თვისთვის 001, 002, 004, 005, 007 და GDS01C/ 009 პროტოკოლით. კლინიკურ კვლევებში, მე-7 თვისთვის, ყველა საკვლევ ჯგუფში გარდასილ 9-ის მიმღებთა 99.2%-დან 100%-მდე გახდა სეროდადებითი ვაქცინის ცხრავე ტიპის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე. GMT მაჩვენებლები უფრო მაღალი იყო გოგოებსა და ბიჭებში, ვიდრე 16-დან 26 წლამდე ასაკის ქალებში და უფრო მაღალი იყო ბიჭებში, ვიდრე გოგოებსა და ქალებში. როგორც მოსალოდნელი იყო 27-დან 45 წლამდე ასაკის ქალებისთვის (პროტოკოლი 004), GMT-ის მაჩვენებლები უფრო დაბალი იყო, ვიდრე 16-დან 26 წლამდე ასაკში.
გარდასილი 9-ს იმუნოგენურობის კვლევის გაერთიანებულ მონაცემთა ბაზაში, მე-7 თვისთვის 9-დან 15 წლამდე ასაკის გოგონებს/ბიჭებს შორის ანტი-HPV პასუხები შეადარეს 16-დან 26 წლამდე ასაკის ქალების ანტი-HPV პასუხებს.
იმუნოგენურობის ამ კვლევებზე დაყრდნობით, შეიძლება დავასკვნათ, რომ გარდასილი 9 ეფექტურია 9-დან 15 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებში.
პროტოკოლში 003, მე-7 თვისთვის ანტი-HPV ანტისხეულების GMT 16-დან 26 წლამდე ასაკის ბიჭებსა და მამაკაცებში (GM) შეადარეს 16-დან 26 წლამდე ასაკის გოგონებსა და ქალებში ანტი-HPV ანტისხეულების დონესთან HPV-ს ვაქცინის ტიპებთან მიმართებაში. ასევე მაღალი იმუნოგენურობა დაფიქსირდა 16-დან 26 …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
დასახელება
გარდასილი 9, საინექციო სუსპენზია.
გარდასილი 9, საინექციო სუსპენზია წინასწარ შევსებულ შპრიცში.
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო 9-ვალენტიანი ვაქცინა (რეკომბინანტული, ადსორბირებული).
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები:
1 დოზა (0,5 მლ) შეიცავს დაახლოებით:
ადამიანის პაპილომავირუსის1 მე-6 ტიპის L1 ცილა 2,3
30 მკგ
ადამიანის პაპილომავირუსის1 მე-11 ტიპის L1 ცილა 2,3
40 მკგ
ადამიანის პაპილომავირუსის1 მე-16 ტიპის L1 ცილა 2,3
60 მკგ
ადამიანის პაპილომავირუსის1 მე-18 ტიპის L1 ცილა 2,3
40 მკგ
ადამიანის პაპილომავირუსის1 31-ე ტიპის L1 ცილა2,3
20 მკგ
ადამიანის პაპილომავირუსის1 33-ე ტიპის L1 ცილა2,3
20 მკგ
ადამიანის პაპილომავირუსის1 45-ე ტიპის L1 ცილა2,3
20 მკგ
ადამიანის პაპილომავირუსის1 52-ე ტიპის L1 ცილა 2,3
20 მკგ
ადამიანის პაპილომავირუსის1 58-ე ტიპის L1 ცილა2,3
20მკგ
1 ადამიანის პაპილომავირუსი = HPV.
2 L1 ცილა, ვირუსის მსგავსი ნაწილაკების სახით, წარმოიქმნება საფუარის უჯრედებში რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით (Saccharomyces cerevisiae CANADE 3C-5 (შტამი 1895)).
3 ადსორბირებულია ამორფულ ადიუვანტზე, რომელიც შეიცავს ალუმინის ჰიდროქსიფოსფატის სულფატს (0,5 მგ Al).
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი
ჰისტიდინი
პოლისორბატი 80
ბორაქსი
საინექციო წყალი
სამკურნალწამლო ფორმა
საინექციო სუსპენზია.
გამჭვირვალე სითხე თეთრი ნალექით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვაქცინები. ვაქცინა ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ.

პროტოკოლში 003, მე-7 თვისთვის ანტი-HPV ანტისხეულების GMT 16-დან 26 წლამდე ასაკის ბიჭებსა და მამაკაცებში (GM) შეადარეს 16-დან 26 წლამდე ასაკის გოგონებსა და ქალებში ანტი-HPV ანტისხეულების დონესთან HPV-ს ვაქცინის ტიპებთან მიმართებაში. ასევე მაღალი იმუნოგენურობა დაფიქსირდა 16-დან 26 წლამდე ასაკის МСМ -ებში, თუმცა უფრო დაბალი იყო, ვიდრე ГМ-ში, qHPV ვაქცინის ანალოგიურად. 020/GDS07C პროტოკოლში, 16-დან 26 წლამდე ასაკის ბიჭებსა და მამაკაცებში (ГM) მე-7 თვეში ანტი-HPV ანტისხეულების GMT შედარებადი იყო ანტი-HPV ანტისხეულების GMT -თან 16-დან 26 წლამდე ასაკის მამაკაცებში, რომლებმაც მიიღეს qHPV ვაქცინა HPV 6, 11, 16 და 18 წინააღმდეგ. ეს შედეგები ადასტურებს მამაკაცების პოპულაციაში გარდასილ 9-ის ეფექტურობას.
პროტოკოლში 004, 27-დან 45 წლამდე ასაკის ქალებში მე-7 თვეში ანტი-HPV ანტისხეულების GMT არ ჩამოუვარდებოდა ანტი-HPV ანტისხეულების GMT-ს გოგონებსა და 16-დან 26 წლამდე ასაკის ქალებში HPV 16, 18, 31, 33, 45, 52 და 58-თან მიმართებაში, GMT კოეფიციენტით 0.81-დან 0.76-მდე. post hoc- ანალიზში HPV 6 და 11, GMT თანაფარდობა იყო 0.81 და 0.76. ეს შედეგები ადასტურებს გარდასილი 9-ს ეფექტურობას 27-დან 45 წლამდე ასაკის ქალებში.
გარდასილ 9 ვაქცინაზე იმუნური პასუხის შენარჩუნება
001 და 002 პროტოკოლების მიხედვით კლინიკური კვლევების გრძელვადიანი გაგრძელებისას აღინიშნა ანტისხეულების რეაქციის შენარჩუნება:
- გარდასილ 9-ით ვაქცინაციის დროს 16-დან 26 წლამდე ასაკის ქალებში მინიმუმ 5 წლის განმავლობაში, HPV-ის ტიპის მიხედვით, ქალების 78-დან 100%-მდე იყო სეროპოზიტიური; თუმცა, ეფექტურობა შენარჩუნებული იყო ყველა სუბიექტში სეროპოზიტიურობის სტატუსის მიუხედავად HPV ვაქცინის ნებისმიერი ტიპის კვლევის დასრულებამდე (მე-3 დოზის მიღებიდან 67 თვემდე; მე-3 დოზის მიღებიდან დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 43 თვეს).
- გარდასილ 9-თ ვაქცინაციის დროს 9-დან 15 წლამდე გოგონებში და ბიჭებში მინიმუმ 10 წლის განმავლობაში; HPV ტიპის მიხედვით, სუბიექტების 81-დან 98%-მდე იყო სეროპოზიტიური.
ანამნეზური პასუხის მტკიცებულება (იმუნური მეხსიერება)
ანამნეზური პასუხის მტკიცებულება დაფიქსირდა ვაქცინირებულ ქალებში, რომლებიც ვაქცინაციამდე სეროპოზიტიურები იყვნენ შესაბამის HPV ტიპ(ებ)ზე. გარდა ამისა, ქალებმა (n = 150), რომლებმაც მიიღეს გარდასილი 9-ის 3 დოზა 001 პროტოკოლში და საკონტროლო დოზა 5 წლის განმავლობაში, აჩვენეს სწრაფი და ძლიერი ანამნეზური პასუხი, რომელიც აღემატებოდა ანტი-HPV GMT დონეს, რომელიც დაფიქსირდა მე-3 დოზიდან 1 თვის შემდეგ.
გარდასილი 9-ის გამოყენება ადრე qHPV ვაქცინით ვაქცინირებულ პირებში
006 პროტოკოლში გარდასილი 9-ს იმუნოგენურობა შეფასდა 921 გოგონასა და ქალში (12-დან 26 წლამდე), რომლებიც ადრე ვაქცინირებული იყვნენ qHPV ვაქცინით. სუბიექტებისთვის, რომლებიც გარდასილ 9-ს იღებდნენ qHPV ვაქცინის 3 დოზის მიღების შემდეგ, qHPV ვაქცინაციის დასრულებასა და გარდასილ 9 ვაქცინაციის დაწყებას შორის ინტერვალი სამდოზიანი რეჟიმით იყო მინიმუმ 12 თვე (ინტერვალი მერყეობდა 12-დან 36 თვემდე).
პროტოკოლის თანახმად, პოპულაციაში HPV ვაქცინის ტიპებზე სეროპოზიტიურობა მერყეობდა 98.3-დან 100%-მდე მე-7 თვეში იმ პირებში, რომლებიც იღებდნენ გარდასილ 9-ს. HPV 6, 11, 16, 18 ტიპის GMT-ის მაჩვენებლები უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა კვლევებში, იმ პირებში, რომლებსაც მიღებული არ ქონდათ qHPV ვაქცინა, ხოლო GMT მაჩვენებლები HPV 31, 33, 45, 52 და 58 ტიპებისთვის უფრო დაბალი იყო. ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
იმუნოგენურობა აივ ინფიცირებულ ადამიანებში
აივ ინფიცირებულ ადამიანებში გარდასილ 9-ის კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
კვლევა, რომელიც ადასტურებდა qHPV ვაქცინის უსაფრთხოებასა და იმუნოგენურობას, ჩატარდა 7-დან 12 წლამდე ასაკის 126 აივ ინფიცირებულ პირში, რომელთა საბაზისო CD4% იყო ≥15 და სულ მცირე 3 თვის განმავლობაში მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული თერაპია (HAART) უტარდებოდათ მათ, რომელთა CD4% იყო <25 (მათგან 96-მა მიიღო qHPV ვაქცინა). ოთხივე ანტიგენზე სეროკონვერტაცია მოხდა სუბიექტების 96%-ზე მეტში. GMT-ის მაჩვენებლები ოდნავ დაბალი იყო, ვიდრე სხვა კვლევებში იმავე ასაკის არა-აივ-ინფიცირებულ ადამიანებში. უფრო დაბალი პასუხის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. უსაფრთხოების პროფილი სხვა კვლევებში აივ-ინფიცირებული სუბიექტების მსგავსი იყო. ვაქცინაციას გავლენა არ ჰქონდა პლაზმაში CD4% ან აივ რნმ-ის დონეებზე.
გარდასილ 9-ზე იმუნური პასუხი ორი დოზის გამოყენებისას 9-დან 14 წლამდე ასაკის პირებში
010 პროტოკოლის ფარგლებში გარდასილ 9-თ ვაქცინაციის შემდეგ 9 ტიპის HPV-ზე ანტისხეულების პასუხები იზომებოდა შემდეგ ჯგუფებში: 9-დან 14 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები, რომლებმაც მიიღეს 2 დოზა 6 ან 12 თვის ინტერვალით (+/- 1 თვე);9-დან 14 წლამდე გოგონები, რომლებმაც მიიღეს 3 დოზა (0, 2, 6 თვეში); და 16-დან 26 წლამდე ასაკის ქალები, რომლებმაც მიიღეს 3 დოზა (0, 2, 6 თვეში).
დანიშნული სქემის ბოლო დოზის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ, ყველა ჯგუფის სუბიექტების 97,9%-დან 100%-მდე გახდა სეროპოზიტიური HPV ვაქცინის 9 ტიპის ანტისხეულებზე. HPV ვაქცინის 9 ტიპიდან თითოეულისთვის, GMT ქულები უფრო მაღალი იყო გოგონებში და ბიჭებში, რომლებმაც მიიღეს გარდასილ 9-ს 2 დოზა (0,6 თვეში ან 0,12 თვეში), ვიდრე 16-დან 26 წლამდე ასაკის გოგონებში და ქალებში, რომლებმაც მიიღეს გარდასილ 9-ს 3 დოზა (0,2 თვეში, 6 თვეში). იმუნოგენურობის ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება დავასკვნათ, რომ გარდასილ 9-ს ორი დოზის რეჟიმი ეფექტურია 9-დან 14 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებში.
იმავე კვლევაში, 9-დან 14 წლამდე ასაკის გოგონებში და ბიჭებში, ვაქცინის ბოლო დოზიდან 1 თვის შემდეგ GMT მაჩვენებლები რიცხობრივად დაბალი იყო ვაქცინის ზოგიერთი ტიპისთვის 2 დოზის შემდეგ, ვიდრე 3 დოზის შემდეგ (მაგ., HPV 18, 31, 45 და 52 ტიპისთვის 0.6 თვის შემდეგ და HPV 45 -ე ტიპისთვის 0.12 თვის შემდეგ). ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
გოგონებმა და ბიჭებმა, რომლებმაც 2 დოზა მიიღეს 6 ან 12 თვის ინტერვალით (+/- 1 თვე) ანტისხეულების პასუხები შეინარჩუნეს 36 თვემდე; HPV ტიპის მიხედვით, გოგონებისა და ბიჭების 81%-დან 99%-მდე, რომლებმაც მიიღეს 2 დოზა 6 თვის ინტერვალით და გოგონებისა და ბიჭების 88%-დან 100%-მდე, რომლებმაც 2 დოზა მიიღეს 12 თვის ინტერვალით, სეროპოზიტიური იყო. 36 თვეში, 9-დან 14 წლამდე ასაკის გოგონებისა და ბიჭების მაჩვენებლები, რომლებმაც 2 დოზა მიიღეს 6 თვის ინტერვალით (+/- 1 თვე) არ განსხვავდებოდ 16-დან 26 წლამდე ასაკის ქალების მაჩვენებლისგან, რომლებმაც მიიღეს გარდასილი 9-ს 3 დოზა .
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა ანტისხეულების პასუხების მდგრადობა მინიმუმ 10 წლის განმავლობაში 9-დან 13 წლამდე ასაკის გოგონებში, რომლებმაც მიიღეს qHPV ვაქცინის 2 დოზა.
გარდასილ 9-ის 2 დოზის შემდეგ დაცვის ხანგრძლივობა დადგენილი არ არის.
ორსულობა
გარდასილ 9 ვაქცინის სპეციფიური კვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა.
qHPV ვაქცინა გამოიყენებოდა, როგორც აქტიური კონტროლი გარდასილი 9-ს კლინიკური განვითარების პროგრამის დროს.
გარდასილ 9-ის კლინიკური განვითარების დროს, 2,586 ქალმა (1,347 გარდასილ 9 ჯგუფში და 1,239 qHPV ვაქცინის ჯგუფში) გამოაცხადა მინიმუმ ერთი ორსულობა. ანომალიის ტიპები ან არასახარბიელო შედეგის მქონე ორსულობათა პროცენტული მაჩვენებელი იმ პირებში, რომლებიც იღებდნენ გარდასილ 9 ან qHPV ვაქცინას, შედარებადი და თანმიმდევრული იყო ზოგად პოპულაციასთან (იხ. „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“).
იუვენილური მორეციდივე რესპირატორული პაპილომატოზის (JRP) პროფილაქტიკა რეპროდუქციული ასაკის გოგონებისა და ქალების ვაქცინაციით
JRP გამოწვეულია ზედა სასუნთქი გზების ძირითადად HPV 6 და 11 ტიპით ინფიცირებით, რომლებიც ვერტიკალურად გადაეცემა (დედიდან შვილს) მშობიარობის დროს. შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში ჩატარებულმა ობსერვაციულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წლიდან qHPV ვაქცინის შემოღებამ გამოიწვია პოპულაციურ დონეზე JRP-ის სიხშირის შემცირება.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
არ მიესადაგება.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ვირთხებში განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევამ, რომელიც მოიცავდა ერთჯერადი დოზის ტოქსიკურობისა და ადგილობრივი ტოლერანტობის შეფასებას, არ გამოავლინა ადამიანებისთვის რაიმე განსაკუთრებული საფრთხე.
მდედრობითი სქესის ვირთხებში გარდასილ 9-ს შეყვანას არანაირი გავლენა არ ჰქონდა შეწყვილების ხარისხზე, ფერტილობაზე ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე.
მდედრობითი სქესის ვირთხებში გარდასილ 9-ს შეყვანას არანაირი გავლენა არ ჰქონდა შთამომავლობის განვითარებაზე, ქცევაზე, რეპროდუქციულ ფუნქციაზე ან ფერტილობაზე. HPV-ს 9 ტიპის საწინააღმდეგო ანტისხეულები შთამომავლობას გადაეცემა ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
გამოყენების ჩვენება
გარდასილ 9 ვაქცინა ნაჩვენებია 9 წლის ასაკიდან აქტიური იმუნიზაციისთვის HPV-ით გამოწვეული შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ:
ვაქცინაში შემავალი HPV ვირუსის ტიპებით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის, ვულვის, საშოსა და ანალური არხის კიბოსწინარე დაზიანებები და კიბო;
HPV-ის გარკვეული ტიპებით გამოწვეული გენიტალური კონდილომები (Condiloma acuminata).
იმ მონაცემების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის, რომლებიც ადასტურებენ ამ ჩვენებებს, იხილეთ პარაგრაფები "სპეციალური ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას" და "ფარმაკოდინამიკური თვისებები" .
გარდასილი 9 -ს გამოყენება უნდა მოხდეს ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.
დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი
დოზირების რეჟიმი
9-დან 14 წლამდე ასაკის პაციენტები პირველი ინექციის დროს
გარდასილი 9 შეიძლება დაინიშნოს 2-დოზის სქემით (0.6-12 თვე) (იხ. პარაგრაფი„ფარმაკოდინამიკური თვისებები“). ვაქცინის მეორე დოზა უნდა გაკეთდეს პირველი დოზის მიღებიდან 5-13 თვეში. თუ ვაქცინის მეორე დოზა შეყვანილია პირველი დოზის მიღებიდან 5 თვეზე ადრე, ყოველთვის უნდა გაკეთდეს მესამე დოზა.
გარდასილი 9 შეიძლება გამოყენებულ იქნას 3 დოზის სქემის მიხედვით (0, 2 და 6 თვე). მეორე დოზა შეჰყავთ პირველიდან არა უადრეს ერთი თვისა, ხოლო მესამე დოზის შეყვანა ხდება მეორე დოზის მიღებიდან მინიმუმ 3 თვის შემდეგ. სამივე დოზის გამოყენება უნდა მოხდეს 1 წლის განმავლობაში.
15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები პირველი ინექციის დროს
გარდასილი 9 გამოყენება უნდა მოხდეს 3-დოზის სქემის მიხედვით (0, 2 და 6 თვე). მეორე დოზა შეყავთ პირველიდან მინიმუმ ერთი თვის შემდეგ, ხოლო მესამე დოზის შეყვანა ხდება მეორე დოზის მიღებიდან მინიმუმ 3 თვის შემდეგ. სამივე დოზის გამოყენება უნდა მოხდეს 1 წლის განმავლობაში.
გარდასილი 9-ის გამოყენება უნდა მოხდეს ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.
რეკომენდირებულია, რომ პირებმა, რომლებმაც მიიღეს გარდასილ 9 ვაქცინის პირველი დოზა, ჩაიტარონს გარდასილ 9 ვაქცინის კურსი (იხ.“სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
პირველადი ვაქცინაციის შემდეგ გრძელვადიან პერიოდში ვაქცინის დამატებითი შეყვანის საჭიროება დადგენილი არ არის.
ბუსტერული დოზის საჭიროება დადგენილი არ არის.
გარდასილ 9-ისთვის კვლევები HPV ვაქცინების შერეული სქემების გამოყენებით (ურთიერთჩანაცვლება) არ ჩატარებულა .
ადამიანებს, რომლებიც ადრე ვაქცინირებული არიან ოთხვალენტიანი ვაქცინის სამდოზიანი სქემით HPV 6, 11, 16 და 18 ტიპის წინააღმდეგ (გარდასილი), შემდგომში მოხსენიებული, როგორც qHPV, შეუძლიათ მიიღონ გარდასილ 9 ვაქცინის სამი დოზა (იხ. პარაგრაფი "ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები"). ზოგიერთ ქვეყანაში qHPV ვაქცინა ასევე ცნობილი იყო როგორც სილგარდი.
პედიატრიული პოპულაცია (9 წლამდე ასაკის ბავშვები)
9 წლამდე ასაკის ბავშვებში გარდასილ 9-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
მონაცემები არ არის (იხ. პარაგრაფი "ფარმაკოდინამიკური თვისებები").
გამოყენების მეთოდი
ვაქცინის გამოყენება უნდა მოხდეს ინტრამუსკულარული ინექციით. ინექციის სასურველი ადგილია დელტისებური კუნთი ან ბარძაყის ზედა წინა მხარე.
გარდასილი 9 არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრავასკულარულად, კანქვეშ ან ინტრადერმალურად. ვაქცინა არ უნდა იყოს შერეული იმავე შპრიცში სხვა ვაქცინებსა და ხსნარებთან.
ვაქცინასთან მოპყრობის ინსტრუქციებისთვის იხილეთ პარაგრაფი „უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისას და სხვა ინსტრუქციები მოპყრობის შესახებ“.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომელიც მითითებულია პარაგრაფში „ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა“.
ადამიანებისთვის, რომლებსაც გარდასილ 9-ის ან გარდასილ/სილგარდის დოზის მიღების შემდეგ აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობის სიმპტომები, გარდასილ 9-ის შემდგომი დოზები უკუნაჩვენებია.
სპეციალური ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისთვის
მიკვლევადობა
ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის გასაუმჯობესებლად გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის დასახელება და სერიის ნომერი მკაფიოდ უნდა იყოს ჩაწერილი.
ვაქცინაციის გადაწყვეტილების მიღებისას, HPV-ზე წინა ზემოქმედების რისკი უნდა შედარდეს ვაქცინაციის პოტენციურ სარგებელთან.
როგორც ნებისმიერი საინექციო ვაქცინის შემთხვევაში, ვაქცინაზე იშვიათი ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევაში ყოველთვის უნდა გქონდეთ შესაბამისი მედიკამენტები.
შოკი (გონების დაკარგვა), ზოგჯერ დაცემით, შეიძლება განვითარდესნებისმიერი ვაქცინაციის წინ, ვაქცინაციის დროს ან მის შემდეგ, განსაკუთრებით მოზარდებში ნემსის ჩხვლეტაზე ფსიქოგენური რეაქციით. ამას შეიძლება ახლდეს ზოგიერთი ნევროლოგიური ნიშანი, როგორიცაა მხედველობის გარდამავალი დარღვევა, პარესთეზია და/ან ტონურ-კლონური მოძრაობები აღდგენის პერიოდში. ამიტომ ვაქცინირებული ადამიანების მდგომარეობის მონიტორინგი საჭიროა ვაქცინის მიღებიდან დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცედურა ჩატარდეს ისეთ ადგილას, რომელიც საშუალებას იძლევა შოკის შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული ტრავმები.
მწვავე მძიმე ფებრილური დაავადების მქონე ადამიანებში ვაქცინაცია უნდა გადაიდოს. თუმცა, მცირე ინფექციის არსებობა, როგორიცაა ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი ინფექცია ან დაბალი ხარისხის ცხელება, არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება.
ნებისმიერი სხვა ვაქცინის მსგავსად, გარდასილ 9-ით ვაქცინაცია არ უზრუნველყოფს დაცვას ყველა ვაქცინირებულში.
გარდასილი 9 იცავს მხოლოდ ვაქცინაში შემავალი HPV-ის ტიპებით გამოწვეული დაავადებებისგან (იხ. პარაგრაფი "ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები"). ამიტომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების წინააღმდეგ შესაბამისი სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული.
ვაქცინა განკუთვნილია მხოლოდ პროფილაქტიკური მიზნებისთვის და გავლენას არ ახდენს აქტიურ HPV ინფექციებზე ან დადასტურებულ კლინიკურ დაავადებაზე. ვაქცინას არ აქვს თერაპიული ეფექტი და ამიტომ არ არის განკუთვნილი საშვილოსნოს ყელის, ვულვის, საშოს, ანუსის კიბოს, საშვილოსნოს ყელის, ვულვას, საშოს, ანუსის ან გენიტალური კონდილომების მძიმე დისპლაზიური დაავადებების სამკურნალოდ. ის ასევე არ არის გამიზნული HPV-თ გამოწვეული სხვა დადგენილი დაზიანებების პროგრესირების თავიდან ასაცილებლად.
გარდასილი 9 ხელს არ უშლის HPV-ს ვაქცინირებადი ტიპით დაზიანებების განვითარებას იმ პირებში, რომლებიც ვაქცინაციის დროს ინფიცირებულნი იყვნენ HPV-ს ამ ტიპით.
ვაქცინაცია არ ცვლის საშვილოსნოს ყელის რუტინულ სკრინინგ გამოკვლევას. იმის გამო, რომ არც ერთი ვაქცინა არ არის 100%-ით ეფექტური, გარდასილ 9 ასევე არ უზრუნველყოფს დაცვას ყველა ტიპის HPV ან არსებული HPV ინფექციებისგან, საშვილოსნოს ყელის რუტინული სკრინინგული გამოკვლევა ძალზე მნიშვნელოვანია და უნდა ჩატარდეს ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად.
არ არსებობს მონაცემები გარდასილი 9-ს გამოყენების შესახებ დაქვეითებული იმუნური რეაქტიულობის მქონე პირებში. qHPV ვაქცინის უსაფრთხოება და იმუნოგენურობა შეფასებული იყო 7-დან 12 წლამდე ასაკის პირებში, რომლებიც ინფიცირებულნი არიან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“).
იმუნური სისტემის რეაქტიულობის დაქვეითებული პირებში იმუნოსუპრესიული პრეპარატების გამოყენების, გენეტიკური დეფექტის, აივ ინფექციის ან სხვა მიზეზების გამო შეიძლება არ აღინიშნოს ვაქცინაზე პასუხი.
გარდასილის ვაქცინა სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თრომბოციტოპენიის და სისხლის შედედების ნებისმიერი დარღვევის მქონე პირებში, რადგან ასეთ პაციენტებში ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს სისხლდენა.
ამჟამად ტარდება გრძელვადიანი შემდგომი მეთვალყურეობის კვლევები დაცვის ხანგრძლივობის დასადგენად (იხ. პარაგრაფი "ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები").
არ არსებობს უსაფრთხოების, იმუნოგენურობის ან ეფექტურობის მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გარდასილ 9-ს და სხვა ბივალენტურ ან ოთხვალენტიან HPV ვაქცინებით ვაქცინაციის დროს ცვლილებების ურთიერთშემცვლელობას.
ნატრიუმი
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე, ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ყველა კლინიკურმა კვლევამ გამორიცხა პირები, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზის გამოყენებამდე 3 თვის განმავლობაში მიიღეს იმუნოგლობულინი ან სისხლის პროდუქტები.
გამოყენება სხვა ვაქცინებთან ერთად
გარდასილი 9 შეიძლება ერთდროულად გამოიყენონ დიფტერიის (d) და ტეტანუსის (T) ბუსტერულ ვაქცინასთან ერთად უჯრედული ყივანახველას (ap) და/ან პოლიომიელიტის [ინაქტივირებული] (IPV) კომპონენტებთან ერეთად (dTap, dT-IPV, dTap-IPV ვაქცინები) ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე ანტისხეულების რეაქციაზე მნიშვნელოვანი გავლენის გარეშე. ეს მონაცემები მიღებული იქნა dTap-IPV ვაქცინისა და გარდასილი 9-ს პირველი დოზის ერთდროული გამოყენების კლინიკური კვლევის შედეგად (იხ. პარაგრაფი "გვერდითი რეაქციები").
გამოყენება ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან ერთად
კლინიკური კვლევების დროს, 16-26 წლის ქალების 60.2%, რომლებიც იღებდნენ გარდასილ 9-ს, ვაქცინაციის პერიოდში იყენებდნენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს. ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებამ არ იმოქმედა გარდასილ 9 ვაქცინაზე იმუნურ პასუხზე.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია.
ორსულობა
ორსულ ქალებში პოსტმარკეტინგული მონაცემები მიუთითებს გარდასილ 9-ს ორსულობის დროს გამოყენებისას განვითარების მანკების და ნაყოფის/ნეონატალური ტოქსიკურობის არარსებობაზე.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე (იხ. პარაგრაფი "პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები"). გარდასილ 9-თან დაკავშირებული ორსულობათა ექვსწლიანი რეესტრი პროსპექტულად აკვირდებოდა 180 ქალს, რომელთაგან იყო 69 ორსულობა ცნობილი შედეგებით. სპონტანური აბორტის და განვითარების სერიოზული თანდაყოლილი მანკების სიხშირე იყო ორსულობისას 4.3% (3/69) და ცოცხლად დაბადებულთა 4.5% -ში (3/67). ეს მაჩვენებლები შეესაბამებოდა სავარაუდო საერთო სიხშირეს. ეს მონაცემები ადასტურებს მსგავს შედეგებს ორსულობის ხუთწლიანი რეესტრიდან, რომელიც მოიცავდა 1640 ორსულობას qHPV ვაქცინის გამოყენებისას ცნობილი შედეგებით.
თუმცა, ეს მონაცემები არასაკმარისად ითვლება ორსულობის დროს გარდასილ 9-ის გამოყენების რეკომენდაციისთვის. ვაქცინაცია უნდა გადაიდოს ორსულობის დასრულებამდე (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“).
ძუძუთი კვება
გარდასილი 9 შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს.
16-დან 26 წლამდე ასაკის ქალებში გარდასილ 9-ის კლინიკურ კვლევებში სულ 92 ქალი კვებავდა ძუძუთი ვაქცინაციის პერიოდში. კვლევებში ვაქცინის იმუნოგენურობა შედარებადი იყო ქალებს შორის, რომლებიც ძუძუთი კვებავდნენ და ქალებს შორის, რომლებიც ბავშვს ძუძუთი არ კვებავდნენ. გარდა ამისა, გვერდითი ეფექტების პროფილი მეძუძურ ქალებში ზოგადი უსაფრთხოების პოპულაციის ქალების მსგავსი იყო. ვაქცინასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა ახალშობილებში, რომლებიც ვაქცინაციის პერიოდში ძუძუთი იკვებებოდნენ.
ფერტილობა
არ არსებობს მონაცემები ადამიანების ფერტილობაზე გარდასილ 9-ს გავლენის შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს ფერტილობაზე მავნე ზემოქმედებაზე (იხ. პარაგრაფი "პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები").
გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე
გარდასილ 9-ს მცირე გავლენა აქვს ან არანაირ გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, ზოგიერთმა ეფექტმა, რომელიც აღწერილია პარაგრაფში „არასასურველი რეაქციები“, შეიძლება დროებით იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი რეაქციები
ა. უსაფრთხოების პროფილის მოკლე მიმოხილვა
7 კლინიკურ კვლევაში ადამიანებს ჩაუტარდათ გარდასილი 9 ვაქცინაცია კვლევაში ჩარიცხვის დღეს და შემდგომში დაახლოებით 2 და 6 თვის შემდეგ. უსაფრთხოება შეფასდა ვაქცინაციის რუკის (НКВ), გამოყენებით, რომელიც აფიქსირებდა დაკვირვებებს გარდასილ 9 ვაქცინის ყოველი ინექციის შემდეგ 14 დღის განმავლობაში. გარდასილი 9 მიიღო სულ 15776 ადამიანმა (16-დან 26 წლამდე 10495 ადამიანმა და 9-დან 15 წლამდე ასაკის 5281 მოზარდმა რეგისტრაციის დროს). მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა (0.1%) შეწყვიტა პრეპარატის მიღება გვერდითი ეფექტების გამო.
ერთ-ერთ ამ კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 11-დან 15 წლამდე, ასაკის 1053 ჯანმრთელი მოზარდი, როდესაც გარდასილი 9-ს პირველი დოზა ერთდროულად შეყვანილი იყო დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას [აქცელური, კომპონენტის] და პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კომბინირებულ ბუსტერულ ვაქცინასთან ერთად, აღინიშნებოდა ინექციის ~ გვერდითი რეაქციების დიდი რაოდენობა (შეშუპება, ერითემა), თავის ტკივილი და პირექსია. განსხვავებები იყო <10%, და მონაწილეთა უმეტესობაში გვერდითი მოვლენები იყო მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობის (იხილეთ პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
კლინიკურ კვლევაში, რომელიც მოიცავდა 27-დან 45 წლამდე ასაკის 640 ადამიანს და 16-დან 26 წლამდე ასაკის 570 ადამიანს, რომლებმაც მიიღეს გარდასილ 9, გარდასილ 9-ის უსაფრთხოების პროფილი შედარებადი იყო ორ ასაკობრივ ჯგუფში.
გარდასილ 9-ს გამოყენებისას ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები იყო ინექციის ადგილის რეაქციები (ვაქცინის მიმღებთა 84,8%-ში ნებისმიერი ვაქცინაციის ვიზიტზე), თავის ტკივილი (ვაქცინის მიმღებთა 13,2%-ში ექიმთან ვაქცინაციისთვის ვიზიტიდან 15 დღის განმავლობაში). ეს გვერდითი რეაქციები იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის.
ბ. გვერდითი რეაქციების მიმოხილვა ცხრილების სახით
გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით შემდეგი სქემის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10);ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემებით).
კლინიკური კვლევები
ცხრილში 1 წარმოდგენილია გვერდითი რეაქციები, რომლებიც ჩათვლილი იყო ვაქცინაციასთან მინიმუმ შესაძლოდ დაკავშირებულად და გარდასილ 9-ს მიმღებებში, დაფიქსირდა მინიმუმ 1.0% სიხშირით 7 კლინიკურ კვლევაში (PN 001, 002, 003, 005, 006, 007 და 009, N= 15776 ადამიანი) (კლინიკური კვლევების აღწერილობისთვის იხილეთ პარაგრაფი „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“).
პოსტმარკეტინგული გამოცდილება
ცხრილში 1 ასევე ჩართულია დამატებით არასასურველ რეაქციები, რომლებიც სპონტანურად იყო მოხსენებული გარდასილ 9 ვაქცინის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას მთელ მსოფლიოში. მათი სიხშირე შეფასებულია შესაბამისი კლინიკური კვლევების საფუძველზე.
ცხრილი 1
გვერდითი რეაქციები გარდასილ 9 ვაქცინის გამოყენების შემდეგ კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის მიხედვით
ორგანოთა სისტემის კლასი
სიხშირე
არასასურველი რეაქციები
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ნაკლებად ხშირი
ლიმფადენოპათია *
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი
მომატებული მგრძნობელობა*
უცნობია
ანაფილაქსიური რეაქციები *
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი
თავის ტკივილი
ხშირი
თავბრუსხვევა
ნაკლებად ხშირი
სინკოპე, ზოგჯერ თან ახლავს ტონურ-კლონური კრუნჩხვები *
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ
ხშირი
გულისრევა
ნაკლებად ხშირი
ღებინება *
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ნაკლებად ხშირი
ჭინჭრის ციება *
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის
ნაკლებად ხშირი
ართრალგია*, მიალგია*
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა გამოყენების ადგილას
ძალიან ხშირი
ინექციის ადგილზე: ტკივილი, შეშუპება, ერითემა
ხშირი
პირექსია, დაღლილობა.
ინექციის ადგილზე: ქავილი, სისხლჩაქცევები
ნაკლებად ხშირი
ასთენია *, შემცივნება *, სისუსტე *, პაპულა ინექციის ადგილზე.
- არასასურველი რეაქციები გარდასილ 9 ვაქცინის გამოყენების პოსტმარკეტინგულ პერიოდში. სიხშირე შეფასებულია შესაბამისი კლინიკური კვლევების საფუძველზე. მოვლენებისთვის, რომლებიც არ არის დაფიქსირებული კლინიკურ კვლევებში, სიხშირე მოხსენებულია როგორც „უცნობი“.
qHPV ვაქცინა
ცხრილი 2 აჯამებს სპონტანურად მოხსენებულ გვერდით ეფექტებს qHPV ვაქცინის გამოყენებისას მისი რეგისტრაციის შემდეგ. QHPV ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოსტმარკეტინგული გამოცდილება ასევე დაკავშირებულია გარდასილ 9-სთან, ვინაიდან ვაქცინები შეიცავს HPV L1 პროტეინს და იგივე 4 HPV ტიპს.
იმის გამო, რომ ეს რეაქციები ნებაყოფლობით იყო მოხსენებული უცნობი რაოდენობის ადამიანებისგან, შეუძლებელია მათი სიხშირის სწორად შეფასება ან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ვაქცინის ზემოქმედებასთან.
ცხრილი 2 გვერდითი რეაქციები qHPV ვაქცინის გამოყენების შემდეგ პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის შედეგების მიხედვით
ორგანოთა სისტემის კლასი
სიხშირე
არასასურველი რეაქციები
ინფექციები და ინვაზიები
უცნობი
ცელულიტი ინექციის ადგილზე
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
უცნობი
იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
უცნობი
ანაფილაქტოიდური რეაქციები, ბრონქოსპაზმი
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
უცნობი
მწვავე დისემინირებული ენცეფალიტი, გიიენ-ბარეს სინდრომი
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
შეუთავსებლობა
ვინაიდან თავსებადობის კვლევები არ ჩატარებულა, ვაქცინა არ უნდა იყოს შერეული სხვა მედიკამენტებთან.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
გარდასილი 9 საინექციო სუსპენზია:
ინახება 2ºС-დან 8ºС ტემპერატურაზე.
არ გაიყინოთ. ფლაკონი შეინახეთ მუყაოს შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
გარდასილი 9-ს გამოყენება უნდა მოხდეს მაცივრიდან ამოღების შემდეგ რაც შეიძლება მალე.
სტაბილურობის მონაცემები მიუთითებს, რომ ვაქცინის კომპონენტები სტაბილურია 96 საათის განმავლობაში 8°C-დან 40°C-მდე შენახვისას ან 72 საათის განმავლობაში, როდესაც ინახება 0°C-დან 2°C-მდე. ამ პერიოდის შემდეგ გარდასილი 9 უნდა იქნას გამოყენებული ან გადაგდებული. ეს მონაცემები განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალების ორიენტირებისთვის ტემპერატურის დროებითი გადახრის შემთხვევაში.
გარდასილი 9 საინექციო სუსპენზია წინასწარ შევსებულ შპრიცში:
ინახება 2ºС-დან 8ºС ტემპერატურაზე.
არ გაიყინოთ. ფლაკონი შეინახეთ მუყაოს შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
გარდასილი 9-ს გამოყენება უნდა მოხდეს მაცივრიდან ამოღების შემდეგ რაც შეიძლება მალე.
სტაბილურობის მონაცემები მიუთითებს, რომ ვაქცინის კომპონენტები სტაბილურია 96 საათის განმავლობაში 8°C-დან 40°C-მდე შენახვისას ან 72 საათის განმავლობაში, როდესაც ინახება 0°C-დან 2°C-მდე. ამ პერიოდის შემდეგ გარდასილი 9 უნდა იქნას გამოყენებული ან გადაგდებული. ეს მონაცემები განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალების ორიენტირებისთვის ტემპერატურის დროებითი გადახრის შემთხვევაში.
შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა
გარდასილი 9 საინექციო სუსპენზია:
0,5 მლ სუსპენზია ფლაკონში (მინა) საცობით (ჰალობუტილი) და პლასტმასის უსაფრთხო თავსახურით (ალუმინის ხუფისს ქვეშ). 10 ფლაკონი შეფუთვაში.
გარდასილი 9 საინექციო სუსპენზია წინასწარ შევსებულ შპრიცში:
0,5 მლ სუსპენზია წინასწარ შევსებულ შპრიცში (მინა), დგუშით (დამზადებულია ბრომობუტილ ელასტომერისაგან, რომელიც დაფარულია სილიკონიზებული ფტოროთეკური საფარით) და თავსახურით (სინთეზური იზოპრენი-ბრომობუტილის ნარევი); 1 ან 10 თითო შეფუთვაში ნემსით 10 თითო შეფუთვაში, ნემსის გარეშე.
ბაზარზე შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
სპეციალური სიფრთხილის ზომები განადგურების და მოპყრობის სხვა ინსტრუქციები
გარდასილი 9, საინექციო სუსპენზია.
გარდასილი 9 არის გამჭვირვალე სითხე, შენჯღრევამდე თეთრი ნალექით.
სუსპენზიის მისაღებად, გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. ინტენსიური შერევის შემდეგ პრეპარატი ხდება თეთრი, მღვრიე სითხე.
გამოყენებამდე სუსპენზია ვიზუალურად შეამოწმეთ ნაწილაკებისა და ფერის ცვლილების გამოსავლენად. ვაქცინა გადააგდეთ, თუ აღინიშნება ნაწილაკები და/ან თუ ფერის ცვლილება.
ვაქცინის 0,5 მლ დოზა ერთჯერადი ფლაკონიდან ამოიღეთ სტერილური ნემსისა და შპრიცის გამოყენებით.
შეიყვანეთ დაუყოვნებლივ ინტრამუსკულარულად (IM), სასურველია წინამხრის დელტოიდურ ან ბარძაყის ზედა ანტეროლატერალურ მიდამოში.
ვაქცინა უნდა გამოიყენონ ისეთი სახით, როგორც მოწოდებულია.
ყველა დარჩენილი ვაქცინა და ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად..
გარდასილი 9, საინექციო სუსპენზია წინასწარ შევსებულ შპრიცში.
გარდასილი 9 არის გამჭვირვალე სითხე, შენჯღრევამდე თთრი ნალექით.
სუსპენზიის მისაღებად წინასწარ ავსებული შპრიცი გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. ინტენსიური შერევის შემდეგ პრეპარატი ხდება თეთრი, მღვრიე სითხე.
გამოყენებამდე სუსპენზია ვიზუალურად შეამოწმეთ ნაწილაკებისა და ფერის ცვლილების გამოსავლენად. ვაქცინა გადააგდეთ, თუ აღინიშნება ნაწილაკები და/ან თუ ფერის ცვლილება.
შეფუთვა შეიცავს 2 სხვადასხვა სიგრძის ნემსს; ინტრამუსკულური (IM) ინექციისთვის შესაბამისი ნემსი უნდა შეირჩეს პაციენტის სიმაღლისა და წონის მიხედვით.
შეფუთვაში, რომლებიც შეიცავს ნემსებს, გათვალისწინებულია სხვადასხვა ზომის ორი ნემსი, თითოეული შპრიცისთვის.
ნემსი ჩამოაცვით საათის ისრის მიმართულებით როტაციით, სანამ მყარად არ იქნება მიმაგრებული შპრიცზე. მთელი დოზა უნდა შეიყვანონ პროტოკოლის მიხედვით.
შეიყვანეთ დაუყოვნებლივ ინტრამუსკულარულად (IM), სასურველია წინამხრის დელტოიდურ ან ბარძაყის ზედა ანტეროლატერალურ მიდამოში.
ვაქცინა უნდა გამოიყენონ ისეთი სახით, როგორც მოწოდებულია.
გამოყენებული უნდა იქნას ვაქცინის სრული რეკომენდებული დოზა
ყველა დარჩენილი ვაქცინა და ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
აფთიაქიდან გაცემის პირობები -
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
«მერკ შარპ და დოუმ ბ.ვ.», ნიდერლანდები
ვაარდერვეგ 39, 2031 ბნ, ჰაარლემი, ნიდერლანდები, / Waarderweg 39, 2031 BN Haarlem, The Netherlands.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
მერკ შერპ და დოუმ იდეა გმბჰ, ტრიბშენშტრასსე 60, 6005 ლიუცერნი,შვეიცარია/
Merck Sharp & Dohme IDEA GmbH, Tribschenstrasse 60, 6005 Luzern, Switzerland.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.