პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაქცინები

გარდასილი

GARDASIL

რეცეპტით0,5მლინსტრუქცია ქართულადნიდერლანდი
მოქმედი ნივთიერება
_ (L1 protein Human Papillomavirus Quadrivalent (Types 6,11,16, and 18) vaccine, recombinant)
ფორმა და შეფუთვა
0,5მლ (1 დოზა) კვადრივალენტური რეკომბინანტური ვაქცინა (ტიპი 6,11,16,18) ი.მ. საინექციო სუსპენზიის სახით მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Merck Sharp & Dohme B.V. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Baxter Pharmaceutical Solutions LLC(აშშ)), ნიდერლანდი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაქცინები, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები
ATC კოდი
J07BM01
რეგისტრაციის ნომერი
რ-037086
რეგისტრირებულია
29 დეკემბერი 2022, მოქმედებს 29 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Merck Sharp & Dohme Corp. (აშშ)
განმცხადებელი
Merck Sharp & Dohme IDEA GmbH (შვეიცარია)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაგარდასილი და სხვა წამალი ერთად

გარდასილი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

მათ შორის, პაციენტები 9-დან 13წლამდე,

გარდასილი შესაძლოა გამოყენებულ იქნას 2-დოზიანი სქემის მიხედვით (0,5 მლ - 0, 6 თვეზე).

თუ ვაქცინის მეორე დოზა 6 თვეზე უფრო ადრეა მიღებული პირველი დოზის შემდეგ, აუცილებელია მე-3 დოზის გამოყენება.

ალტერნატიულად, გარდასილი შესაძლოა გამოყენებულ იქნას 3-დოზიანი სქემის მიხედვით (0.5 მლ - 0, 2, 6 თვეზე). მეორე დოზა შეყავთ პირველი დოზიდან სულ მცირე ერთი თვის შემდეგ, ხოლო მესამე დოზა მეორე დოზის შეყვანიდან სულ მცირე 3 თვის შემდეგ. სამივე დოზა ერთი წლის განმავლობაში უნდა იყოს შეყვანილი.

14 წლისა და მეტი ასაკის პაციენტები

გარდასილი გამოყენებულ უნდა იქნას 3-დოზიანი სქემის მიხედვით (0.5 მლ - 0, 2, 6 თვეზე).

მეორე დოზა შეყავთ პირველი დოზის შეყვანიდან სულ მცირე ერთი თვის შემდეგ, ხოლო მესამე დოზა შეყავთ მეორე დოზის შეყვანიდან სულ მცირე 3 თვის შემდეგ. სამივე დოზა ერთი წლის განმავლობაში უნდა იყოს შეყვანილი.

გარდასილის გამოყენება უნდა მოხდეს ოფიციალური რეკომენდაციების მიხედვით

პედიატრიული პაციენტები

გარდასილის უსაფრთხოება და ეფექტურობა 9 წელზე მცირე ასაკის ბავშვებში არაა შესწავლილი. არ არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემები (იხ. განყოფილება „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

რეკომენდებულია, რომ პირებმა, ვინც მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, დაასრულონ პრეპარატ გარდასილით ვაქცინაციის სრული კურსი (იხ. განყოფილება „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).

ვაქცინის დამატებითი შეყვანის აუცილებლობის შესახებ პირველადი ვაქცინაციის შემდეგ არაა დადგენილი.

გამოყენების მეთოდები. ვაქცინა შეიყვანება ინტრამუსკულარულად. უმჯობესია მისი შეყვანა მხრის დელტისებრ კუნთში ან ბარძაყის ზემო ნაწილის წინა ლატერალურ არეში.

გარდასილის შეყვანა ინტრავენურად არ შეიძლება. კანქვეშა და კანშიდა შეყვანა არაა შესწავლილი. შეყვანის ასეთი მეთოდები არაა რეკომენდებული.

წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენება. ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა შენჯღრევა. მოარგეთ ნემსი საათის ისრის მიმართლებით ჩახრახნვის გზით, სანამ არ დაფიქსირდება შპრიცზე. მთლიანი დოზა შეიყვანება სტანდარტული პროტოკოლის მიხედვით.

გამოყენების წინ საჭიროა პარენტერული პრეპარატების ვიზუალური შემოწმება მექანიკური მინარევების არსებობაზე და ფერის ცვლილებაზე. მექანიკური მინარევების არსებობისას ან ვაქცინის ფერის ცვლილებისას ის უნდა გადააგდოთ. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან შეფუთვის უტილიზება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

უკუჩვენებები

მოქმედი ნივთიერებების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მომატებული მგრძნობელობის სიმპტომების განვითარებისას იმ პირებში, რომლებიც ვაქცინა გარდასილის ერთ დოზას იღებდნენ, ვაქცინა გარდასილის მომდევნო დოზის შეყვანა უკუნაჩვენებია.

თუ პაციენტს მწვავე, მძიმე, ცხელებით მიმდინარე დაავადება აღენიშნება, ვაქცინა გარდასილის შეყვანა უნდა გადაიდოს. ამასთან, მსუბუქი ინფექციის არსებობა, მაგალითად ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი ინფექცია ან სხეულის ტემპერატურის მცირედ მომატება ვაქცინაციის უკუჩვენებად არ ითვლება.

სიფრთხილის ზომები

ვაქცინაციის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია ადამიანის პაპილომა ვირუსის წინა ზემოქმედების რისკი და ვაქცინაციისაგან მიღებული პოტენციური სარგებლობა შედარდეს.

როგორც ნებისმიერი საინექციო ვაქცინის შეყვანისას, ყოველთვის მზად უნდა გვქონდეს შესაბამისი სამკურნალო საშუალებები იმ შემთხვევისათვის, თუკი ვაქცინის შეყვანის საპასუხოდ იშვიათი ანაფილაქსიური რეაქცია განვითარდება.

გულის წასვლა (ცნობიერების დაკარგვა), ზოგჯერ დაცემით, შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი ვაქცინაციის წინ, მისი ჩატარების დროს ან მის შემდეგ, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდა ასაკის ზრდასრულ პირებში, ნემსის შეყვანაზე ფსიქოგენური რეაქციით. ამას შეიძლება თან ახლდეს ზოგიერთი ნევროლოგიური ნიშნები, ისეთი, როგორიცაა მაგალითად, შექცევადი მხედველობის დარღვევა, პარესთეზია და /ან ტონურ-კლონური მოძრაობები ახლავს. ამიტომ ვაქცინირებულთა მდგომარეობას ვაქცინა გარდასილის შეყვანის შემდეგ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია ჩატარდეს ისეთ ადგილზე, სადაც გულის წასვლის შემთხვევაში ტრავმის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი.

როგორც ნებისმიერი სხვა ვაქცინით, გარდასილით ვაქცინაციაც ვერ უზრუნველყოფს ყველა ვაქცინირებულის დაცვას. გარდასილი იცავს მხოლოდ ადამიანის პაპილომა ვირუსის 6, 11, 16 და 18 ტიპებით გამოწვეული დაავადებებისაგან, ასევე, გარკვეული ხარისხით იმ დაავადებებისგანაც, რომლებიც ადამიანის პაპილომა ვირუსის განსაზღვრული ტიპებითაა გამოწვეული. (იხ. განყოფილება `ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები”). ამიტომ, საჭიროა სქესობრივი გზით გადამდები დაავადების საწინააღმდეგოდ სიფრთხილის შესაბამისი ზომების მიღება.

ვაქცინა გარდასილი განკუთვნილია მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებისათვის და გავლენას არ ახდენს ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული აქტიური ინფექციების მიმდინარეობაზე ან კლინიკური დაავადების განვითარებაზე. ვაქცინაგარდასილის მხრივ თერაპიული ეფექტის დემონსტრირება აღნიშნული არ ყოფილა. ამიტომ ვაქცინა არ გამოიყენება საშვილოსნოს ყელის კიბოს, საშვილოსნოს ყელის, ვულვისა და საშოს მაღალი ხარისხის დისპლაზიური დაავადებებისან გენიტალური კონდილომების სამკურნალოდ. იგი განკუთვნილი არაა, ასევე, ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული სხვა განვითარებადი დაზიანებების პროგრესირების პროფილაქტიკისათვის.

გარდასილი არ ეწინააღმდეგება ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინური ტიპით გამოწვეული დაზიანებების განვითარებას იმ პირებში, რომლებიც ვაქცინაციის მომენტში ადამიანის პაპილომა ვირუსის ამ ტიპით იყვნენ დაინფიცირებული.

ზრდასრულ ქალებში ვაქცინა გარდასილის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში ადამიანის პაპილომა ვირუსის ტიპების გავრცელების ვარიაბელობა. ვაქცინაცია არ ცვლის საშვილოსნოს ყელის რუტინული სკრინინგული კვლევის ჩატარებას. რამდენადაც 100%-ით ეფექტური ვაქცინები არ არსებობს, გარდასილიც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პაპილომა ვირუსის ყველა ტიპის საწინააღმდეგო დაცვას, არც ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული უკვე არსებული ინფექციების საწინააღმდეგო დაცვას, საშვილოსნოს ყელის რუტინული სკრინინგული გასინჯვა უაღრესად მნიშვნელოვანია და ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ჩატარდეს.

ხდებოდა 7-12 წლის ასაკის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაინფიცირებულ პირებში ვაქცინის უსაფრთხოებისა და იმუნოგენობის შეფასება.

იმუნური სისტემის რეაქტიულობის დარღვევის მქონე პირებში იმუნოდეპრესანტების მიღების, გენეტიკური დეფექტისა და სხვა მიზეზთა შედეგად შესაძლოა ვაქცინაზე საპასუხო რეაქცია არ აღინიშნოს.

ვაქცინა გარდასილი სიფრთხილით შეჰყავთ თრომბოციტოპენიის ან სისხლის შედედების ნებისმიერი დარღვევის მქონე პირებში, რადგან ასეთ პაციენტებში ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ შესაძლოა სისხლდენა განვითარდეს.

დაცვის ხანგრძლივობის განსაზღვისათვის ჩატარდა შემდგომი დაკვირვების გრძელვადიანი კვლევები (იხ. განყოფილება `ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები”).

არ არსებობს ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინებით ვაქცინა გარდასილის ურთიერთჩანაცვლების უსაფრთხოების, იმუნოგენობისა და ეფექტურობის დამამტკიცებელი მონაცემები.

არ არსებობს მონაცემები უსაფრთხოების, იმუნოგენობასა ან ეფექტურობასთან დაკავშირებით, რომელიც დაამტკიცებდა ცლილებების ურთიერთჩანაცვლებას პრეპარატ გარდასილის და ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო იმ ვაქცინების გამოყენებისას, რომლებიც მიმართული არ არის ადამიანის პაპილომა ვირუსის იგივე ტიპების წინააღმდეგ,. მნიშვნელოვანია ვაქციანაციის მთელი რეჟიმის დროს ერთი და იგივე ვაქცინის გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ყველა კლინიკურ კვლევაში ის პირები გამოირიცხებოდნენ, რომლებიც იმუნოგლობულინს ან სისხლის პროდუქტს ვაქცინის პირველი დოზის მიღებამდე 6 თვის განმავლობაში იღებდნენ.

სხვა ვაქცინებთან ერთად მიღება

ვაქცინა გარდასილის ერთდროულ შეყვანას (საინექციო ვაქცინებისათვის სხეულის სხვადასხვა უბანში) B ჰეპატიტის საწინააღმდეგო (რეკომბინანტურ) ვაქცინასთან ერთად ადამიანის პაპილომა ვირუსის ტიპების მიმართ იმუნურ პასუხზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. სეროპროტექციის მაჩვენებლები (იმ პაციენტთა წილი, რომლებშიც B ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების სეროპროტექციულმა დონემ > 10 მსე/მლ მიაღწია) ვაქცინის გავლენით არ იცვლებოდა (96,5% ერთდროული ვაქცინაციის დროს და 97,5% მხოლოდ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით ვაქცინაციის დროს). B ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების საშუალოგეომეტრიული ტიტრები უფრო დაბალი იყო ერთდროული შეყვანისას, ამასთან მოცემული დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის.

გარდასილის შეყვანა შესაძლებელია დიფთერიისა (d) ტეტანუსის (T) საწინააღმდეგო კომბინირებულ განმეორებით ვაქცინასთან ერთად ყივანახველას [აცელულური] (ap) და/ან პოლიომიელიტის [ინაქტივირებული] (IPV) კომპონენტისთანხლებით (dTap, dT-IPV, dTap-IPV), რაც ნებისმიერი ვაქცინის ნებისმიერი კომპონენტის საწინააღმდეგოდ საპასუხო ანტისხეულების გამომუშავებაზე არსებით გავლენას არ ახდენს. ამის მიუხედავად, აღინიშნებოდა ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების საშუალოგეომეტრიული ტიტრების დაქვეითების ტენდენცია იმ ჯგუფში, რომელიც ერთდროულად რამოდენიმე ვაქცინას იღებდა. ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის. აღნიშნული მონაცემები მიღებულია ვაქცინა dTap-IPV ვაქცინისა და გარდასილის პირველი დოზის ერთდროული მიღების კლინიკური კვლევისას.

ვაქცინა გარდასილისა და ზემოაღნიშნული ვაქცინების გარდა სხვა ვაქცინებთან ერთდროული მიღება შესწავლილი არ არის.

ჰორმონულ კონტრაცეპტივებთან ერთდროული მიღება

კლინიკური კვლევების დროს 16-26 წლის ასაკის ქალთა 57,5% და 24-45 წლის ასაკის ქალთა 31,2%, რომლებსაც გარდასილი შეუყვანეს, ვაქცინაციის პერიოდში ჰორმონული კონტრაცეპტივებით სარგებლობდნენ. ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება ვაქცინა გარდასილის საწინააღმდეგო იმუნურ პასუხზე გავლენას არ ახდენდა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულებში ვაქცინის გამოყენების შესასწავლად სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა. 3819 ქალის მონაწილეობით მიმდინარე კლინიკური კვლევებისას (ვაქცინა n=1894, პლაცებო n=1925) ვლინდებოდა ორსულობის,სულ მცირე, ერთი შემთხვევა. არ არსებობდა მნიშვნელოვანი განსხვავება თანდაყოლილი ანომალიების ტიპებში ან არაკეთილსასურველი გამოსავლის მქონე ორსულობის ხვედრით წილში კვლევაში მონაწილე იმ პირთა შორის, რომლებიც, ერთი მხრივ, გარდასილს და, მეორე მხრივ, პლაცებოს იღებდნენ. ორსულ ქალთა ეს მონაცემები (1000-ზე მეტი გამოსავალი, რომელზეც პრეპარატმა გავლენა მოახდინა) მიუთითებდა თანდაყოლილი პათოლოგიის, ნაყოფისა და ახალშობილის მიმართ ტოქსიკურობის არარსებობას.

ორსულობის პერიოდში ვაქცინა გარდასილის გამოყენების შესახებ არსებული მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოების პრობლემაზეარ მიუთითებდა. ამის მიუხედავად, ეს მონაცემები არასაკმარისია იმისათვის, რომ დაუშვან ორსულობის პერიოდში ვაქცინა გარდასილის გამოყენების რეკომენდაცია. ვაქცინაციის გადადება ხდება ორსულობის დასრულებამდე.

ძუძუთი კვება

იმ მეძუძური დედების კლინიკურ კვლევებში, რომლებიც გარდასილს ან პლაცებოს იღებდნენ, ვაქცინაციის პერიოდში მყოფ დედებში ან ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე ურთიერთშესაბამისი იყო ვაქცინირებულთა ჯგუფებისა და პლაცებოს ჯგუფების მიხედვით. ამას გარდა, ვაქცინის იმუნოგენობა თანაბარი იყო მეძუძურ დედებსა და იმ დედებში, რომლებიც ვაქცინაციის პერიოდში ბავშვს ძუძუთი არ კვებავდნენ.

ამიტომ ვაქცინა გარდასილის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების პერიოდში.

შვილოსნობის უნარი

რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევათა შედეგების მიხედვით, რომლებიც ცხოველებში ჩატარდა, პირდაპირი ან არაპირდაპირი არაკეთილსასურველი გავლენა გამოვლენილი არ ყოფილა. არ არსებობდა მამრ ვირთხებში რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა.

გამოყენება პედიატრიაში

9 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ვაქცინა გარდასილის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.

აივ ინფიცირებული პაციენტები

ჩატარდა აკადემიური კვლევა, რომლის მიხედვითაც დარეგისტრირდა ვაქცინა გარდასილის უსაფრთხოება და იმუნოგენობა 7-12 წლის ასაკის აივ-ინფექციით დაინფიცირებულ 126 პირში (რომელთაგან 96 პირი გარდასილს იღებდა).სეროკონვერსია ოთხივე ანტიგენის მიხედვით 96%-ზე მეტ პაციენტში განვითარდა. საშუალო გეომეტრიული ტიტრები რამდენადმე დაბალი იყო სხვა კვლევების იმავე ასაკის აივ-არაინფიცირებულ მონაწილეებთან შედარებით. დაქვეითებული პასუხის კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის. უსაფრთხოების პროფილი არ განსხვავდებოდა სხვა კვლევებში მონაწილეაივ-არაინფიცირებულთა ანალოგიური მაჩვენებლისაგან. ვაქცინაციაCD4-ის %-ზე ან პლაზმაში აივ-რნმ-ზე გავლენას არ ახდენდა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კვლევები ავტოტრანსპორტის მართვის უნარსა და მექანიზმების მართვაზე გავლენის შესახებ არ ჩატარებულა.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე მიმოხილვა

7 კლინიკურ კვლევაში (6 პლაცებოკონტროლირებადი) მონაწილეებსკვლევაში რეგისტრაციის დღეს, შემდგომ კი _ დაახლოებით 2 და 6 თვის შემდეგ უკეთებდნენ ვაქცინა გარდასილსან პლაცებოს. რამოდენიმე ადამიანმა (0,2%) გვერდითი რეაქციების განვითარების მიზეზით კვლევაში მონაწილეობა შეწყვიტა. პოპულაციაში ყველა საკვლევ (6 კვლევა) და წინასწარ განსაზღვრულ ერთ ქვეჯგუფში (ერთი კვლევა) უსაფრთხოება ფასდებოდა ვაქცინაციის ბარათში დაკვირვების ჩანაწერების მიხედვით, რომლებიც ვაქცინა გარდასილის ან პლაცებოს ყოველი ინექციის შემდეგ 14 დღის განმავლობაში კეთდებოდა. მონაწილეთა შორის, რომელთაც ვაქცინაციის ბარათის მიხედვით აკვირდებოდნენ, 10088 პირი იღებდა გარდასილს (კვლევაში რეგისტრაციის მომენტისათვის 9-45 წლის ასაკის 6995 გოგონა და ქალი, 9-26 წლის ასაკის ბიჭი და მამაკაცი), 7995 პირი კი (5692 გოგონა და ქალი და 2303 ბიჭი და მამაკაცი) პლაცებოს იღებდა.

ყველაზე ხშირად აღნიშნული გვერდითი რეაქციები იყო ინექციის ადგილას განვითარებული გვერდითი რეაქციები (ვაქცინირებულთა 77,1% ვაქცინაციისათვის ექიმთან ნებისმიერი ვიზიტის შემდეგ 5 დღის განმავლობაში). ეს გვერდითი რეაქციები სუსტი ან ზომიერი სიმძიმის იყო.

გვერდითი რეაქციების შეჯამებული მიმოხილვა

კლინიკური კვლევები

1 ცხრილში წარმოდგენილია გვერდითი რეაქციები, რომლებიც ვაქცინის შეყვანას უკავშირდება და რომელთა სიხშირე არანაკლებ, მაგრამ შესაძლოა მეტით, ვიდრე 1%-ით აღემატება პლაცებოს მიმღებ პირებთან შედარებით. გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილიასიხშირისა და ორგანოთა სისტემების კლასების მიხედვით: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, < 1/10); ნაკლებად ხშირად (≥ 1/1000, < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, < /1000), ძალიან იშვიათად (< 1/10000).

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

1 ცხრილში შესულია ასევე, დამატებითი გვერდითი რეაქციები, რომელთა შესახებ მთელ მსოფლიოში ვაქცინა გარდასილის პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს სპონტანურად ცხადდებოდა. ამ მოვლენათა შესახებ შეტყობინება ხდებოდა ადამიანების უცნობი რაოდენობის კეთილი ნების საფუძველზე, ამიტომ მათი სიხშირის სწორი შეფასება ან ვაქცინის ზემოქმედებასთან მიზეზობრივი კავშირის დადგენა შეუძლებელი ხდება. შესაბამისად, ასეთი გვერდითი გამოვლინებების სიხშირე კვალიფიცირდა, როგორც `ცნობილი არ არის~.

ცხრილი 1.

ვაქცინა გარდასილის გამოყენების შემდეგ განვითარებული გვერდითი მოვლენები კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული დაკვირვებების შედეგების მოხედვით.

ორგანოების სისტემის კლასი

სიხშირე

გვერდითი მოვლენები

ინფექციები და ინვაზიები

ცნობილი არ არის

ცელულიტი ინექციის ადგილას*

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ცნობილი არ არის

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა*, ლიმფადენოპათია*

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ცნობილი არ არის

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური/ანაფილაქ-ტოიდური რეაქციები*

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირად

თავის ტკივილი

ცნობილი არ არის

თავბრუსხვევა¹*, გიენ-ბარეს სინდრომი*, სინკოპე, რომელსაც ზოგჯერ ტონურ-კლონური კრუნჩხვები ახლავს*

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ

ხშირად

გულისრევა

ცნობილი არ არის

ღებინება*

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ხშირად

კიდურების ტკივილი

ცნობილი არ არის

ართრალგია*, მიალგია*

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას

ძალიან ხშირად

ინექციის ადგილას: ერითემა, ტკივილი, შეშუპება

ხშირად

მომატებული ტემპერატურა ინექციის ადგილას: ჰემატომა, ქავილი

ნაკლებად ხშირად

პაპულა შეყვანის აგილზე

ცნობილი არ არის

ასთენია*, შემცივნება*, დაღლილობა*, შეუძლოდ ყოფნა*

  • გვერდითი მოვლენები პოსტმარკეტინგულ პერიოდში (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

¹კლინიკური კვლევების ჩატარების დროს ქვეყნდებოდა მონაცემები თავბრუსხვევის, როგორც გვერდითი რეაქციის შესახებ, რომელიც ქალებში ხშირად რეგისტრირდებოდა.მამაკაცთა შორის თავბრუსხვევათა სიხშირე არ აღემატებოდა იმ პირთა ანალოგიურ მონაცემებს, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ.

ამას გარდა, კლინიკურ კვლევებში მომდევნო გვერდითი რეაქციები, რომლებიც ექიმი-მკვლევარის მიერ ფასდებოდა, როგორც ვაქცინასთან ან პლაცებოსთან დაკავშირებული რეაქციები, 1%-ზე ნაკლები სიხშირით აღინიშნებოდა.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუსა და შუასაყარის ორგანოთა მხრივ: ძალიან ხშირად _ ბრონქოსპაზმი.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად _ ჭინჭრის ციება.

ქვეყნდებოდა ცნობები ვაქცინა გარდასილის ჯგუფში ჭინჭრის ციების ცხრა შემთხვევისა (0,06%) და ადიუვანტშემცველი პლაცებოს ჯგუფში 20 შემთხვევის (0,15%) შესახებ.

უსაფრთხოების შემსწავლელ კლინიკურ კვლევებში მონაწილეები აცხადებდნენ ნებისმიერი ახალი დაავადების შესახებ, რომლებიც დაკვირვების პერიოდში ვითარდებოდა. 15 706 პაციენტს შორის, რომლებიც გარდასილს იღებდნენ, და 13 617 პირს შორის, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ, გამოვლინდა არასპეციფიკური ართრიტის/ართროპათიის 39 შემთხვევა _ მათგან 24 შემთხვევა გარდასილის ჯგუფში იყო, 15 შემთხვევა კი _ პლაცებოს ჯგუფში.

კლინიკურ კვლევებში მამრობითი და მდედრობითი სქესის, 11-17 წლის ასაკის 843 ჯანმრთელ მოზარდს შორის ვაქცინა გარდასილის პირველი დოზის მიღების შემდეგ დიფთერიის, ტეტანუსისა და ყივანახველას (არაუჯრედული კომპონენტი) და პოლიომიელიტის (ინაქტივირებული) საწინააღმდეგო კომბინირებულ განმეორებით ვაქცინასთან ერთდროული შეყვანისას გამოქვეყნდა ცნობები ინექციის ადგილას შეშუპების განვითარებისა და თავის ტკივილის გამოვლინების უფრო მეტი შემთხვევების შესახებ. აღწერილი განსხვავება შეადგენდა < 10%-ს, კვლევაში მონაწილეთა დიდი ნაწილისათვის გვერდითი მოვლენები სუსტი ან ზომიერი ხარისხით გამოვლენილი სიმძიმის იყო.

ჭარბი დოზა

მიღებული იყო ცნობები ვაქცინა გარდასილის რეკომენდებულ დოზებზე მეტი დოზების შეყვანის შემთხვევათა შესახებ. საერთოდ, არასასურველი გამოვლინებების პროფილი ჭარბი დოზირების დროს ვაქცინა გარდასილის რეკომენდებული ერთჯერადი დოზების შეყვანის ანალოგიური მონაცემების შესაბამისი იყო.

შემადგენლობა

ერთი დოზა (0,5 მლ) შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: ადამიანის პაპილომა ვირუსის L1 ცილა შემდეგი რაოდენობებით: ტიპი 6 (20 მკგ), ტიპი 11 (40 მკგ), ტიპი 16 (40 მკგ), ტიპი 18 (20 მკგ).

დამხმარე ნივთიერებები: ალუმინი _ ალუმინის ამორფული ჰიდროქსიფოსფატის სულფატის ადიუვანტი 225 მკგ; ნატრიუმის ქლორიდი _ 9,56 მგ, L-ჰისტიდინი _ 0,78 მგ, პოლისორბატ 80 _ 50 მკგ, ნატრიუმის ბორატი _ 35 მკგ, საინექციო წყალი _ 0,5 მლ-მდე.

ვაქცინა კონსერვანტებსა და ანტიბიოტიკებს არ შეიცავს.

აღწერა

თეთრი ფერის გაუმჭვირვალე სუსპენზია.

შენახვის პირობები

ინახება 2⁰C-დან 8⁰C-მდე ტემპერატურაზე.

არ გაყინოთ. სინათლისგან დაცვის მიზნით, შეინახეთ ფლაკონი და /ან წინასწარ შევსებული შპრიცი გარე მუყაოს შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

10 ფლაკონისაგან შემდგარი კომპლექტი განკუთვნილია სანიტარულ-პროფილაქტიკური და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებებისათვის.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

`მერკ შარპ და დოუმ B.V.~ ნიდერლანდები

ვაარდერვეგ 39, 2031 BN ჰაარლემი, ნიდერლანდები /

Waarderweg 39, 2031 BN Haarlem, The Netherlands.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტივირუსული ვაქცინები. კვადრივალენტური რეკომბინანტული ვაქცინა ადამიანის პაპილომა ვირუსის (6, 11, 16, 18 ტიპები) საწინააღმდეგოდ.

ATC კოდი: J07BM01

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ვაქცინა გარდასილი ადიუვანტური, არაინფექციური, რეკომბინანტული, კვადრივალენტური ვაქცინაა, რომელიც ადამიანის პაპილომა ვირუსის 6, 11, 16 და 18 ტიპების ძირითადი კაფსიდური ცილის (L1) ვირუსის მსგავსი მაღალგაწმენდილი ნაწილაკებისგანაა დამზადებული. ვირუსის მსგავსი მაღალგაწმენდილი ნაწილაკები არ შეიცავს ვირუსის დნმ-ს, ამიტომ ისინი უჯრედებს არ აინფიცირებს, არ შესწევს რეპროდუქციის უნარი და დაავადებას არ იწვევს. ადამიანის პაპილომა ვირუსი მხოლოდ ადამიანებს აინფიცირებს, თუმცა, ანალოგიური პაპილომა ვირუსების მქონე ცხოველების კვლევები, ადასტურებს, რომ ვირუსის მსგავსი მაღალგაწმენდილი ნაწილაკებისაგან დამზადებული ვაქცინების ეფექტურობა ჰუმორული იმუნური პასუხის განვითარებითაა განპირობებული.

შეფასებებით, ადამიანის პაპილომა ვირუსი 16 (აპვ16) და ადამიანის პაპილომა ვირუსი 18 (აპვ 18)იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 70%-ს; ადენოკარცინომის შემთხვევათა 80%-ს in situ (AIS); მაღალი ხარისხის ცერვიკალური ეპითელიუმშიდა დისპლაზიის (CIN 2/3) შემთხვევათა 45-70%-ს; დაბალი ხარისხის ცერვიკალური ეპითელიუმშიდა დისპლაზიისშემთხვევათა (CIN 1) 25%-ს; ვულვისა (VIN 2/3) და საშოს (VaIN 2/3)მაღალი ხარისხის ცერვიკალური ეპითელიუმშიდა დისპლაზიის შემთხვევათა დაახლოებით 70%-ს, რომელიც ადამიანის პაპილომა ვირუსთანაა დაკავშირებული. ადამიანის პაპილომა ვირუსი 6 და 11 პასუხისმგებელია გენიტალური კონდილომების შემთხვევათა 90%-სა და დაბალი ხარისხის ცერვიკალური ეპითელიუმშიდა დისპლაზიის (CIN 1) შემთხვევათა 10%-ზე. CIN 3 და AIS ითვლება საშვილოსნოს ყელის დაუყოვნებელი ტიპის ინვაზიური კიბოს პრეკურსორებად.

ტერმინი `კიბოსწინარე გენიტალური დაზიანებები~ ნაწილში `დანიშნულება~ შეესაბამება მაღალი ხარისხის ცერვიკალურ ეპითელიუმშიდა დისპლაზიას (CIN 2/3), ვულვის მაღალ ხარისხის ეპითელიუმშიდა დისპლაზიას (VIN 2/3) და საშოს მაღალი ხარისხის ეპითელიუმშიდა დისპლაზიას (VaIN 2/3).

ტერმინის `ანალური არხის კიბოსწინარე დაზიანება~, რომელიც ნახსენებია პარაგრაფში `დანიშვნა~, შეესაბამება ანალური არხის შიდა ეპითელიუმის მაღალი ხარისხის დისპლაზიას (AIN 2/3).

ვაქცინის გამოყენების ჩვენებები დაფუძნებულია 16-45 წლის ასაკის ქალებსა და 16-26 წლის ასაკის მამაკაცებში გარდასილის ეფექტურობის დემონსტრაციასა და 9-15 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში გარდასილის იმუნოგენობის დემონსტრაციაზე.

დანიშნულება

ვაქცინა გარდასილის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია 9 წლის ასაკიდან:

_ კიბოსწინარე გენიტალური დაზიანებებისა (საშვილოსნოს ყელი, ვულვა და საშო), ანალური არხის კიბოსწინარე დაზიანების, საშვილოსნოს ყელის კიბოს და ანალური არხის კიბოს დროს, რომლებიც ადამიანის პაპილომა ვირუსის განსაზღვრული ონკოგენური ტიპებითაა გამოწვეული.

_ გენიტალური კონდილომების (condiloma acuminata) დროს, რომლებიც ადამიანის პაპილომა ვირუსის განსაზღვრული ტიპებითაა გამოწვეული.

გარდასილის გამოყენება ხდება ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.

მიღების წესები და დოზები

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

გარდასილი

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო კვადრივალენტური რეკომბინანტური ვაქცინის

(6, 11, 16, 18 ტიპების)

სამკურნალწამლო ფორმა: სუსპენზია ინტრამუსკულური შეყვანისათვის.

ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) საწინააღმდეგო კვადრივალენტური ვაქცინა ინტრამუსკულურად შესაყვანი სტერილური სუსპენზიაა, რომელიც აპვ-ის 6, 11, 16 და 18 ტიპის რეკომბინანტური ძირითადი კაფსიდური ცილის (L1) ვირუსის მსგავსი ნაწილაკების მაღალგაწმენდილი ნარევისგანაა დამზადებული. L1 ცილები პროდუცირდება რეკომბინანტული Saccharomyces cerevisiae CANADE 3C-5 (შტამი 1895)-ისაგან დამშლელი ფერმენტაციის გზით, თვითაწყობის გზით კი ვირუსის მსგავს მაღალგაწმენდილ ნაწილაკებს წარმოქმნის. თითოეული ტიპისათვის ვირუსის მსგავსი მაღალგაწმენდილი ნაწილაკები სუფთავდება და ალუმინის შემცველ ადიუვანტზე (ალუმინის სულფატის ამორფული ჰიდროქსიფოსფატი) ადსორბორდება.

შემადგენლობა

ერთი დოზა (0,5 მლ) შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: ადამიანის პაპილომა ვირუსის L1 ცილა შემდეგი რაოდენობებით: ტიპი 6 (20 მკგ), ტიპი 11 (40 მკგ), ტიპი 16 (40 მკგ), ტიპი 18 (20 მკგ).

დამხმარე ნივთიერებები: ალუმინი _ ალუმინის ამორფული ჰიდროქსიფოსფატის სულფატის ადიუვანტი 225 მკგ; ნატრიუმის ქლორიდი _ 9,56 მგ, L-ჰისტიდინი _ 0,78 მგ, პოლისორბატ 80 _ 50 მკგ, ნატრიუმის ბორატი _ 35 მკგ, საინექციო წყალი _ 0,5 მლ-მდე.

ვაქცინა კონსერვანტებსა და ანტიბიოტიკებს არ შეიცავს.

აღწერა

თეთრი ფერის გაუმჭვირვალე სუსპენზია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტივირუსული ვაქცინები. კვადრივალენტური რეკომბინანტული ვაქცინა ადამიანის პაპილომა ვირუსის (6, 11, 16, 18 ტიპები) საწინააღმდეგოდ.

ATC კოდი: J07BM01

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ვაქცინა გარდასილი ადიუვანტური, არაინფექციური, რეკომბინანტული, კვადრივალენტური ვაქცინაა, რომელიც ადამიანის პაპილომა ვირუსის 6, 11, 16 და 18 ტიპების ძირითადი კაფსიდური ცილის (L1) ვირუსის მსგავსი მაღალგაწმენდილი ნაწილაკებისგანაა დამზადებული. ვირუსის მსგავსი მაღალგაწმენდილი ნაწილაკები არ შეიცავს ვირუსის დნმ-ს, ამიტომ ისინი უჯრედებს არ აინფიცირებს, არ შესწევს რეპროდუქციის უნარი და დაავადებას არ იწვევს. ადამიანის პაპილომა ვირუსი მხოლოდ ადამიანებს აინფიცირებს, თუმცა, ანალოგიური პაპილომა ვირუსების მქონე ცხოველების კვლევები, ადასტურებს, რომ ვირუსის მსგავსი მაღალგაწმენდილი ნაწილაკებისაგან დამზადებული ვაქცინების ეფექტურობა ჰუმორული იმუნური პასუხის განვითარებითაა განპირობებული.

შეფასებებით, ადამიანის პაპილომა ვირუსი 16 (აპვ16) და ადამიანის პაპილომა ვირუსი 18 (აპვ 18)იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 70%-ს; ადენოკარცინომის შემთხვევათა 80%-ს in situ (AIS); მაღალი ხარისხის ცერვიკალური ეპითელიუმშიდა დისპლაზიის (CIN 2/3) შემთხვევათა 45-70%-ს; დაბალი ხარისხის ცერვიკალური ეპითელიუმშიდა დისპლაზიისშემთხვევათა (CIN 1) 25%-ს; ვულვისა (VIN 2/3) და საშოს (VaIN 2/3)მაღალი ხარისხის ცერვიკალური ეპითელიუმშიდა დისპლაზიის შემთხვევათა დაახლოებით 70%-ს, რომელიც ადამიანის პაპილომა ვირუსთანაა დაკავშირებული. ადამიანის პაპილომა ვირუსი 6 და 11 პასუხისმგებელია გენიტალური კონდილომების შემთხვევათა 90%-სა და დაბალი ხარისხის ცერვიკალური ეპითელიუმშიდა დისპლაზიის (CIN 1) შემთხვევათა 10%-ზე. CIN 3 და AIS ითვლება საშვილოსნოს ყელის დაუყოვნებელი ტიპის ინვაზიური კიბოს პრეკურსორებად.

ტერმინი `კიბოსწინარე გენიტალური დაზიანებები~ ნაწილში `დანიშნულება~ შეესაბამება მაღალი ხარისხის ცერვიკალურ ეპითელიუმშიდა დისპლაზიას (CIN 2/3), ვულვის მაღალ ხარისხის ეპითელიუმშიდა დისპლაზიას (VIN 2/3) და საშოს მაღალი ხარისხის ეპითელიუმშიდა დისპლაზიას (VaIN 2/3).

ტერმინის `ანალური არხის კიბოსწინარე დაზიანება~, რომელიც ნახსენებია პარაგრაფში `დანიშვნა~, შეესაბამება ანალური არხის შიდა ეპითელიუმის მაღალი ხარისხის დისპლაზიას (AIN 2/3).

ვაქცინის გამოყენების ჩვენებები დაფუძნებულია 16-45 წლის ასაკის ქალებსა და 16-26 წლის ასაკის მამაკაცებში გარდასილის ეფექტურობის დემონსტრაციასა და 9-15 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში გარდასილის იმუნოგენობის დემონსტრაციაზე.

დანიშნულება

ვაქცინა გარდასილის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია 9 წლის ასაკიდან:

_ კიბოსწინარე გენიტალური დაზიანებებისა (საშვილოსნოს ყელი, ვულვა და საშო), ანალური არხის კიბოსწინარე დაზიანების, საშვილოსნოს ყელის კიბოს და ანალური არხის კიბოს დროს, რომლებიც ადამიანის პაპილომა ვირუსის განსაზღვრული ონკოგენური ტიპებითაა გამოწვეული.

_ გენიტალური კონდილომების (condiloma acuminata) დროს, რომლებიც ადამიანის პაპილომა ვირუსის განსაზღვრული ტიპებითაა გამოწვეული.

გარდასილის გამოყენება ხდება ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.

მიღების წესები და დოზები

დოზირება

მათ შორის, პაციენტები 9-დან 13წლამდე,

გარდასილი შესაძლოა გამოყენებულ იქნას 2-დოზიანი სქემის მიხედვით (0,5 მლ - 0, 6 თვეზე).

თუ ვაქცინის მეორე დოზა 6 თვეზე უფრო ადრეა მიღებული პირველი დოზის შემდეგ, აუცილებელია მე-3 დოზის გამოყენება.

ალტერნატიულად, გარდასილი შესაძლოა გამოყენებულ იქნას 3-დოზიანი სქემის მიხედვით (0.5 მლ - 0, 2, 6 თვეზე). მეორე დოზა შეყავთ პირველი დოზიდან სულ მცირე ერთი თვის შემდეგ, ხოლო მესამე დოზა მეორე დოზის შეყვანიდან სულ მცირე 3 თვის შემდეგ. სამივე დოზა ერთი წლის განმავლობაში უნდა იყოს შეყვანილი.

14 წლისა და მეტი ასაკის პაციენტები

გარდასილი გამოყენებულ უნდა იქნას 3-დოზიანი სქემის მიხედვით (0.5 მლ - 0, 2, 6 თვეზე).

მეორე დოზა შეყავთ პირველი დოზის შეყვანიდან სულ მცირე ერთი თვის შემდეგ, ხოლო მესამე დოზა შეყავთ მეორე დოზის შეყვანიდან სულ მცირე 3 თვის შემდეგ. სამივე დოზა ერთი წლის განმავლობაში უნდა იყოს შეყვანილი.

გარდასილის გამოყენება უნდა მოხდეს ოფიციალური რეკომენდაციების მიხედვით

პედიატრიული პაციენტები

გარდასილის უსაფრთხოება და ეფექტურობა 9 წელზე მცირე ასაკის ბავშვებში არაა შესწავლილი. არ არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემები (იხ. განყოფილება „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

რეკომენდებულია, რომ პირებმა, ვინც მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, დაასრულონ პრეპარატ გარდასილით ვაქცინაციის სრული კურსი (იხ. განყოფილება „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).

ვაქცინის დამატებითი შეყვანის აუცილებლობის შესახებ პირველადი ვაქცინაციის შემდეგ არაა დადგენილი.

გამოყენების მეთოდები. ვაქცინა შეიყვანება ინტრამუსკულარულად. უმჯობესია მისი შეყვანა მხრის დელტისებრ კუნთში ან ბარძაყის ზემო ნაწილის წინა ლატერალურ არეში.

გარდასილის შეყვანა ინტრავენურად არ შეიძლება. კანქვეშა და კანშიდა შეყვანა არაა შესწავლილი. შეყვანის ასეთი მეთოდები არაა რეკომენდებული.

წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენება. ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა შენჯღრევა. მოარგეთ ნემსი საათის ისრის მიმართლებით ჩახრახნვის გზით, სანამ არ დაფიქსირდება შპრიცზე. მთლიანი დოზა შეიყვანება სტანდარტული პროტოკოლის მიხედვით.

გამოყენების წინ საჭიროა პარენტერული პრეპარატების ვიზუალური შემოწმება მექანიკური მინარევების არსებობაზე და ფერის ცვლილებაზე. მექანიკური მინარევების არსებობისას ან ვაქცინის ფერის ცვლილებისას ის უნდა გადააგდოთ. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან შეფუთვის უტილიზება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გვერდითი მოქმედებები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე მიმოხილვა

7 კლინიკურ კვლევაში (6 პლაცებოკონტროლირებადი) მონაწილეებსკვლევაში რეგისტრაციის დღეს, შემდგომ კი _ დაახლოებით 2 და 6 თვის შემდეგ უკეთებდნენ ვაქცინა გარდასილსან პლაცებოს. რამოდენიმე ადამიანმა (0,2%) გვერდითი რეაქციების განვითარების მიზეზით კვლევაში მონაწილეობა შეწყვიტა. პოპულაციაში ყველა საკვლევ (6 კვლევა) და წინასწარ განსაზღვრულ ერთ ქვეჯგუფში (ერთი კვლევა) უსაფრთხოება ფასდებოდა ვაქცინაციის ბარათში დაკვირვების ჩანაწერების მიხედვით, რომლებიც ვაქცინა გარდასილის ან პლაცებოს ყოველი ინექციის შემდეგ 14 დღის განმავლობაში კეთდებოდა. მონაწილეთა შორის, რომელთაც ვაქცინაციის ბარათის მიხედვით აკვირდებოდნენ, 10088 პირი იღებდა გარდასილს (კვლევაში რეგისტრაციის მომენტისათვის 9-45 წლის ასაკის 6995 გოგონა და ქალი, 9-26 წლის ასაკის ბიჭი და მამაკაცი), 7995 პირი კი (5692 გოგონა და ქალი და 2303 ბიჭი და მამაკაცი) პლაცებოს იღებდა.

ყველაზე ხშირად აღნიშნული გვერდითი რეაქციები იყო ინექციის ადგილას განვითარებული გვერდითი რეაქციები (ვაქცინირებულთა 77,1% ვაქცინაციისათვის ექიმთან ნებისმიერი ვიზიტის შემდეგ 5 დღის განმავლობაში). ეს გვერდითი რეაქციები სუსტი ან ზომიერი სიმძიმის იყო.

გვერდითი რეაქციების შეჯამებული მიმოხილვა

კლინიკური კვლევები

1 ცხრილში წარმოდგენილია გვერდითი რეაქციები, რომლებიც ვაქცინის შეყვანას უკავშირდება და რომელთა სიხშირე არანაკლებ, მაგრამ შესაძლოა მეტით, ვიდრე 1%-ით აღემატება პლაცებოს მიმღებ პირებთან შედარებით. გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილიასიხშირისა და ორგანოთა სისტემების კლასების მიხედვით: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, < 1/10); ნაკლებად ხშირად (≥ 1/1000, < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, < /1000), ძალიან იშვიათად (< 1/10000).

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

1 ცხრილში შესულია ასევე, დამატებითი გვერდითი რეაქციები, რომელთა შესახებ მთელ მსოფლიოში ვაქცინა გარდასილის პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს სპონტანურად ცხადდებოდა. ამ მოვლენათა შესახებ შეტყობინება ხდებოდა ადამიანების უცნობი რაოდენობის კეთილი ნების საფუძველზე, ამიტომ მათი სიხშირის სწორი შეფასება ან ვაქცინის ზემოქმედებასთან მიზეზობრივი კავშირის დადგენა შეუძლებელი ხდება. შესაბამისად, ასეთი გვერდითი გამოვლინებების სიხშირე კვალიფიცირდა, როგორც `ცნობილი არ არის~.

ცხრილი 1.

ვაქცინა გარდასილის გამოყენების შემდეგ განვითარებული გვერდითი მოვლენები კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული დაკვირვებების შედეგების მოხედვით.

ორგანოების სისტემის კლასი

სიხშირე

გვერდითი მოვლენები

ინფექციები და ინვაზიები

ცნობილი არ არის

ცელულიტი ინექციის ადგილას*

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ცნობილი არ არის

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა*, ლიმფადენოპათია*

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ცნობილი არ არის

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური/ანაფილაქ-ტოიდური რეაქციები*

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირად

თავის ტკივილი

ცნობილი არ არის

თავბრუსხვევა¹*, გიენ-ბარეს სინდრომი*, სინკოპე, რომელსაც ზოგჯერ ტონურ-კლონური კრუნჩხვები ახლავს*

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ

ხშირად

გულისრევა

ცნობილი არ არის

ღებინება*

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ხშირად

კიდურების ტკივილი

ცნობილი არ არის

ართრალგია*, მიალგია*

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას

ძალიან ხშირად

ინექციის ადგილას: ერითემა, ტკივილი, შეშუპება

ხშირად

მომატებული ტემპერატურა ინექციის ადგილას: ჰემატომა, ქავილი

ნაკლებად ხშირად

პაპულა შეყვანის აგილზე

ცნობილი არ არის

ასთენია*, შემცივნება*, დაღლილობა*, შეუძლოდ ყოფნა*

  • გვერდითი მოვლენები პოსტმარკეტინგულ პერიოდში (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

¹კლინიკური კვლევების ჩატარების დროს ქვეყნდებოდა მონაცემები თავბრუსხვევის, როგორც გვერდითი რეაქციის შესახებ, რომელიც ქალებში ხშირად რეგისტრირდებოდა.მამაკაცთა შორის თავბრუსხვევათა სიხშირე არ აღემატებოდა იმ პირთა ანალოგიურ მონაცემებს, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ.

ამას გარდა, კლინიკურ კვლევებში მომდევნო გვერდითი რეაქციები, რომლებიც ექიმი-მკვლევარის მიერ ფასდებოდა, როგორც ვაქცინასთან ან პლაცებოსთან დაკავშირებული რეაქციები, 1%-ზე ნაკლები სიხშირით აღინიშნებოდა.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუსა და შუასაყარის ორგანოთა მხრივ: ძალიან ხშირად _ ბრონქოსპაზმი.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად _ ჭინჭრის ციება.

ქვეყნდებოდა ცნობები ვაქცინა გარდასილის ჯგუფში ჭინჭრის ციების ცხრა შემთხვევისა (0,06%) და ადიუვანტშემცველი პლაცებოს ჯგუფში 20 შემთხვევის (0,15%) შესახებ.

უსაფრთხოების შემსწავლელ კლინიკურ კვლევებში მონაწილეები აცხადებდნენ ნებისმიერი ახალი დაავადების შესახებ, რომლებიც დაკვირვების პერიოდში ვითარდებოდა. 15 706 პაციენტს შორის, რომლებიც გარდასილს იღებდნენ, და 13 617 პირს შორის, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ, გამოვლინდა არასპეციფიკური ართრიტის/ართროპათიის 39 შემთხვევა _ მათგან 24 შემთხვევა გარდასილის ჯგუფში იყო, 15 შემთხვევა კი _ პლაცებოს ჯგუფში.

კლინიკურ კვლევებში მამრობითი და მდედრობითი სქესის, 11-17 წლის ასაკის 843 ჯანმრთელ მოზარდს შორის ვაქცინა გარდასილის პირველი დოზის მიღების შემდეგ დიფთერიის, ტეტანუსისა და ყივანახველას (არაუჯრედული კომპონენტი) და პოლიომიელიტის (ინაქტივირებული) საწინააღმდეგო კომბინირებულ განმეორებით ვაქცინასთან ერთდროული შეყვანისას გამოქვეყნდა ცნობები ინექციის ადგილას შეშუპების განვითარებისა და თავის ტკივილის გამოვლინების უფრო მეტი შემთხვევების შესახებ. აღწერილი განსხვავება შეადგენდა < 10%-ს, კვლევაში მონაწილეთა დიდი ნაწილისათვის გვერდითი მოვლენები სუსტი ან ზომიერი ხარისხით გამოვლენილი სიმძიმის იყო.

უკუჩვენებები

მოქმედი ნივთიერებების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მომატებული მგრძნობელობის სიმპტომების განვითარებისას იმ პირებში, რომლებიც ვაქცინა გარდასილის ერთ დოზას იღებდნენ, ვაქცინა გარდასილის მომდევნო დოზის შეყვანა უკუნაჩვენებია.

თუ პაციენტს მწვავე, მძიმე, ცხელებით მიმდინარე დაავადება აღენიშნება, ვაქცინა გარდასილის შეყვანა უნდა გადაიდოს. ამასთან, მსუბუქი ინფექციის არსებობა, მაგალითად ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი ინფექცია ან სხეულის ტემპერატურის მცირედ მომატება ვაქცინაციის უკუჩვენებად არ ითვლება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ყველა კლინიკურ კვლევაში ის პირები გამოირიცხებოდნენ, რომლებიც იმუნოგლობულინს ან სისხლის პროდუქტს ვაქცინის პირველი დოზის მიღებამდე 6 თვის განმავლობაში იღებდნენ.

სხვა ვაქცინებთან ერთად მიღება

ვაქცინა გარდასილის ერთდროულ შეყვანას (საინექციო ვაქცინებისათვის სხეულის სხვადასხვა უბანში) B ჰეპატიტის საწინააღმდეგო (რეკომბინანტურ) ვაქცინასთან ერთად ადამიანის პაპილომა ვირუსის ტიპების მიმართ იმუნურ პასუხზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. სეროპროტექციის მაჩვენებლები (იმ პაციენტთა წილი, რომლებშიც B ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების სეროპროტექციულმა დონემ > 10 მსე/მლ მიაღწია) ვაქცინის გავლენით არ იცვლებოდა (96,5% ერთდროული ვაქცინაციის დროს და 97,5% მხოლოდ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით ვაქცინაციის დროს). B ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების საშუალოგეომეტრიული ტიტრები უფრო დაბალი იყო ერთდროული შეყვანისას, ამასთან მოცემული დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის.

გარდასილის შეყვანა შესაძლებელია დიფთერიისა (d) ტეტანუსის (T) საწინააღმდეგო კომბინირებულ განმეორებით ვაქცინასთან ერთად ყივანახველას [აცელულური] (ap) და/ან პოლიომიელიტის [ინაქტივირებული] (IPV) კომპონენტისთანხლებით (dTap, dT-IPV, dTap-IPV), რაც ნებისმიერი ვაქცინის ნებისმიერი კომპონენტის საწინააღმდეგოდ საპასუხო ანტისხეულების გამომუშავებაზე არსებით გავლენას არ ახდენს. ამის მიუხედავად, აღინიშნებოდა ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების საშუალოგეომეტრიული ტიტრების დაქვეითების ტენდენცია იმ ჯგუფში, რომელიც ერთდროულად რამოდენიმე ვაქცინას იღებდა. ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის. აღნიშნული მონაცემები მიღებულია ვაქცინა dTap-IPV ვაქცინისა და გარდასილის პირველი დოზის ერთდროული მიღების კლინიკური კვლევისას.

ვაქცინა გარდასილისა და ზემოაღნიშნული ვაქცინების გარდა სხვა ვაქცინებთან ერთდროული მიღება შესწავლილი არ არის.

ჰორმონულ კონტრაცეპტივებთან ერთდროული მიღება

კლინიკური კვლევების დროს 16-26 წლის ასაკის ქალთა 57,5% და 24-45 წლის ასაკის ქალთა 31,2%, რომლებსაც გარდასილი შეუყვანეს, ვაქცინაციის პერიოდში ჰორმონული კონტრაცეპტივებით სარგებლობდნენ. ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება ვაქცინა გარდასილის საწინააღმდეგო იმუნურ პასუხზე გავლენას არ ახდენდა.

სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ვაქცინაციის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია ადამიანის პაპილომა ვირუსის წინა ზემოქმედების რისკი და ვაქცინაციისაგან მიღებული პოტენციური სარგებლობა შედარდეს.

როგორც ნებისმიერი საინექციო ვაქცინის შეყვანისას, ყოველთვის მზად უნდა გვქონდეს შესაბამისი სამკურნალო საშუალებები იმ შემთხვევისათვის, თუკი ვაქცინის შეყვანის საპასუხოდ იშვიათი ანაფილაქსიური რეაქცია განვითარდება.

გულის წასვლა (ცნობიერების დაკარგვა), ზოგჯერ დაცემით, შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი ვაქცინაციის წინ, მისი ჩატარების დროს ან მის შემდეგ, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდა ასაკის ზრდასრულ პირებში, ნემსის შეყვანაზე ფსიქოგენური რეაქციით. ამას შეიძლება თან ახლდეს ზოგიერთი ნევროლოგიური ნიშნები, ისეთი, როგორიცაა მაგალითად, შექცევადი მხედველობის დარღვევა, პარესთეზია და /ან ტონურ-კლონური მოძრაობები ახლავს. ამიტომ ვაქცინირებულთა მდგომარეობას ვაქცინა გარდასილის შეყვანის შემდეგ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია ჩატარდეს ისეთ ადგილზე, სადაც გულის წასვლის შემთხვევაში ტრავმის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი.

როგორც ნებისმიერი სხვა ვაქცინით, გარდასილით ვაქცინაციაც ვერ უზრუნველყოფს ყველა ვაქცინირებულის დაცვას. გარდასილი იცავს მხოლოდ ადამიანის პაპილომა ვირუსის 6, 11, 16 და 18 ტიპებით გამოწვეული დაავადებებისაგან, ასევე, გარკვეული ხარისხით იმ დაავადებებისგანაც, რომლებიც ადამიანის პაპილომა ვირუსის განსაზღვრული ტიპებითაა გამოწვეული. (იხ. განყოფილება `ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები”). ამიტომ, საჭიროა სქესობრივი გზით გადამდები დაავადების საწინააღმდეგოდ სიფრთხილის შესაბამისი ზომების მიღება.

ვაქცინა გარდასილი განკუთვნილია მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებისათვის და გავლენას არ ახდენს ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული აქტიური ინფექციების მიმდინარეობაზე ან კლინიკური დაავადების განვითარებაზე. ვაქცინაგარდასილის მხრივ თერაპიული ეფექტის დემონსტრირება აღნიშნული არ ყოფილა. ამიტომ ვაქცინა არ გამოიყენება საშვილოსნოს ყელის კიბოს, საშვილოსნოს ყელის, ვულვისა და საშოს მაღალი ხარისხის დისპლაზიური დაავადებებისან გენიტალური კონდილომების სამკურნალოდ. იგი განკუთვნილი არაა, ასევე, ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული სხვა განვითარებადი დაზიანებების პროგრესირების პროფილაქტიკისათვის.

გარდასილი არ ეწინააღმდეგება ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინური ტიპით გამოწვეული დაზიანებების განვითარებას იმ პირებში, რომლებიც ვაქცინაციის მომენტში ადამიანის პაპილომა ვირუსის ამ ტიპით იყვნენ დაინფიცირებული.

ზრდასრულ ქალებში ვაქცინა გარდასილის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში ადამიანის პაპილომა ვირუსის ტიპების გავრცელების ვარიაბელობა. ვაქცინაცია არ ცვლის საშვილოსნოს ყელის რუტინული სკრინინგული კვლევის ჩატარებას. რამდენადაც 100%-ით ეფექტური ვაქცინები არ არსებობს, გარდასილიც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პაპილომა ვირუსის ყველა ტიპის საწინააღმდეგო დაცვას, არც ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული უკვე არსებული ინფექციების საწინააღმდეგო დაცვას, საშვილოსნოს ყელის რუტინული სკრინინგული გასინჯვა უაღრესად მნიშვნელოვანია და ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ჩატარდეს.

ხდებოდა 7-12 წლის ასაკის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაინფიცირებულ პირებში ვაქცინის უსაფრთხოებისა და იმუნოგენობის შეფასება.

იმუნური სისტემის რეაქტიულობის დარღვევის მქონე პირებში იმუნოდეპრესანტების მიღების, გენეტიკური დეფექტისა და სხვა მიზეზთა შედეგად შესაძლოა ვაქცინაზე საპასუხო რეაქცია არ აღინიშნოს.

ვაქცინა გარდასილი სიფრთხილით შეჰყავთ თრომბოციტოპენიის ან სისხლის შედედების ნებისმიერი დარღვევის მქონე პირებში, რადგან ასეთ პაციენტებში ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ შესაძლოა სისხლდენა განვითარდეს.

დაცვის ხანგრძლივობის განსაზღვისათვის ჩატარდა შემდგომი დაკვირვების გრძელვადიანი კვლევები (იხ. განყოფილება `ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები”).

არ არსებობს ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინებით ვაქცინა გარდასილის ურთიერთჩანაცვლების უსაფრთხოების, იმუნოგენობისა და ეფექტურობის დამამტკიცებელი მონაცემები.

არ არსებობს მონაცემები უსაფრთხოების, იმუნოგენობასა ან ეფექტურობასთან დაკავშირებით, რომელიც დაამტკიცებდა ცლილებების ურთიერთჩანაცვლებას პრეპარატ გარდასილის და ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო იმ ვაქცინების გამოყენებისას, რომლებიც მიმართული არ არის ადამიანის პაპილომა ვირუსის იგივე ტიპების წინააღმდეგ,. მნიშვნელოვანია ვაქციანაციის მთელი რეჟიმის დროს ერთი და იგივე ვაქცინის გამოყენება.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულებში ვაქცინის გამოყენების შესასწავლად სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა. 3819 ქალის მონაწილეობით მიმდინარე კლინიკური კვლევებისას (ვაქცინა n=1894, პლაცებო n=1925) ვლინდებოდა ორსულობის,სულ მცირე, ერთი შემთხვევა. არ არსებობდა მნიშვნელოვანი განსხვავება თანდაყოლილი ანომალიების ტიპებში ან არაკეთილსასურველი გამოსავლის მქონე ორსულობის ხვედრით წილში კვლევაში მონაწილე იმ პირთა შორის, რომლებიც, ერთი მხრივ, გარდასილს და, მეორე მხრივ, პლაცებოს იღებდნენ. ორსულ ქალთა ეს მონაცემები (1000-ზე მეტი გამოსავალი, რომელზეც პრეპარატმა გავლენა მოახდინა) მიუთითებდა თანდაყოლილი პათოლოგიის, ნაყოფისა და ახალშობილის მიმართ ტოქსიკურობის არარსებობას.

ორსულობის პერიოდში ვაქცინა გარდასილის გამოყენების შესახებ არსებული მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოების პრობლემაზეარ მიუთითებდა. ამის მიუხედავად, ეს მონაცემები არასაკმარისია იმისათვის, რომ დაუშვან ორსულობის პერიოდში ვაქცინა გარდასილის გამოყენების რეკომენდაცია. ვაქცინაციის გადადება ხდება ორსულობის დასრულებამდე.

ძუძუთი კვება

იმ მეძუძური დედების კლინიკურ კვლევებში, რომლებიც გარდასილს ან პლაცებოს იღებდნენ, ვაქცინაციის პერიოდში მყოფ დედებში ან ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე ურთიერთშესაბამისი იყო ვაქცინირებულთა ჯგუფებისა და პლაცებოს ჯგუფების მიხედვით. ამას გარდა, ვაქცინის იმუნოგენობა თანაბარი იყო მეძუძურ დედებსა და იმ დედებში, რომლებიც ვაქცინაციის პერიოდში ბავშვს ძუძუთი არ კვებავდნენ.

ამიტომ ვაქცინა გარდასილის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების პერიოდში.

შვილოსნობის უნარი

რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევათა შედეგების მიხედვით, რომლებიც ცხოველებში ჩატარდა, პირდაპირი ან არაპირდაპირი არაკეთილსასურველი გავლენა გამოვლენილი არ ყოფილა. არ არსებობდა მამრ ვირთხებში რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა.

გამოყენება პედიატრიაში

9 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ვაქცინა გარდასილის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.

აივ ინფიცირებული პაციენტები

ჩატარდა აკადემიური კვლევა, რომლის მიხედვითაც დარეგისტრირდა ვაქცინა გარდასილის უსაფრთხოება და იმუნოგენობა 7-12 წლის ასაკის აივ-ინფექციით დაინფიცირებულ 126 პირში (რომელთაგან 96 პირი გარდასილს იღებდა).სეროკონვერსია ოთხივე ანტიგენის მიხედვით 96%-ზე მეტ პაციენტში განვითარდა. საშუალო გეომეტრიული ტიტრები რამდენადმე დაბალი იყო სხვა კვლევების იმავე ასაკის აივ-არაინფიცირებულ მონაწილეებთან შედარებით. დაქვეითებული პასუხის კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის. უსაფრთხოების პროფილი არ განსხვავდებოდა სხვა კვლევებში მონაწილეაივ-არაინფიცირებულთა ანალოგიური მაჩვენებლისაგან. ვაქცინაციაCD4-ის %-ზე ან პლაზმაში აივ-რნმ-ზე გავლენას არ ახდენდა.

გავლენა ავტომობილის მართვის უნარსა და მექანიზმებთან მუშაობაზე

კვლევები ავტოტრანსპორტის მართვის უნარსა და მექანიზმების მართვაზე გავლენის შესახებ არ ჩატარებულა.

ჭარბი დოზირება

მიღებული იყო ცნობები ვაქცინა გარდასილის რეკომენდებულ დოზებზე მეტი დოზების შეყვანის შემთხვევათა შესახებ. საერთოდ, არასასურველი გამოვლინებების პროფილი ჭარბი დოზირების დროს ვაქცინა გარდასილის რეკომენდებული ერთჯერადი დოზების შეყვანის ანალოგიური მონაცემების შესაბამისი იყო.

გამოშვების ფორმა

ფლაკონი

პირველადი შეფუთვა: 1 დოზა (0,5 მლ) მოთავსებულია საცობით (ფთოროტეკის ან ტეფლონის საფარის მქონე ქლორბუტილის ელასტომერი) დაცულ ფლაკონში (მინის 1 ტიპი), რომელიც პლასტიკისაგან დამზადებული დამცველი (ალუმინის მოპირკეთების მქონე)ხუფითაა დაფარული.

მეორეული შეფუთვა: 1 ან 10 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ერთჯერადი შპრიცი

პირველადი შეფუთვა: 1 დოზა (0,5 მლ) წინასწარ შევსებულ შპრიცში (მინის 1 ტიპი), ნემსისათვის განკუთვნილი დამცველი ჩაჩით (უსაფრთხოებისათვის) (ან მის გარეშე), დგუშით (ბრომბუტილის ელასტომერისაგან დამზადებული, რომელიც დაფარულია სილიცირებული ფთოროტეკის საფარით, ან საფარის არმქონე ქლორბუტილის ელასტომერისაგან დამზადებული) და ჩაჩით (ბრომბუტილი).

1 ერთჯერადი სტერილური, წინასწარ ავსებული შპრიცი კომპლექტში 1 ან 2 სტერილურ ნემსთან ერთად (ან ნემსების გარეშე) მოთავსებულია სახურავით დაფარულ ბლისტერში.

მეორადი შეფუთვა: სახურავით დაბეჭდილ ბლისტერში მოთავსებულია 1 ერთჯერადი სტერილური შპრიცი, ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება 2⁰C-დან 8⁰C-მდე ტემპერატურაზე.

არ გაყინოთ. სინათლისგან დაცვის მიზნით, შეინახეთ ფლაკონი და /ან წინასწარ შევსებული შპრიცი გარე მუყაოს შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

10 ფლაკონისაგან შემდგარი კომპლექტი განკუთვნილია სანიტარულ-პროფილაქტიკური და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებებისათვის.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

`მერკ შარპ და დოუმ B.V.~ ნიდერლანდები

ვაარდერვეგ 39, 2031 BN ჰაარლემი, ნიდერლანდები /

Waarderweg 39, 2031 BN Haarlem, The Netherlands.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

მერკ შარპ და დოუმ იდეა გმბჰ, ტრიბშენშტრასე 60, 6005, ლუცერნი, შვეიცარია.

Merck Sharp & Dohme IDEA GmbH, Tribschenstrasse 60, 6005 Luzern, Switzerland.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა