მოზრდილები ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების პროფილაქტიკა. ბავშვები ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების პროფილაქტიკა 6 თვის და მეტი ასაკის ბავშვებში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Lyophilized Bacterial Lysate)
- ფორმა და შეფუთვა
- 7მგ კაფსულა 12 წლის ასაკიდან ბავშვებისა და მოზრდილთათვის №10 (1X10)
- მწარმოებელი
- Lek Pharmaceuticals d.d. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Novartis Pharmaceutical Manufacturing LLC(სლოვენია)), სლოვენია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნომასტიმულირებელი საშუალებები, იმუნომასტიმულირებელი სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- L03AX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036009
- რეგისტრირებულია
- 29 ივლისი 2022, მოქმედებს 29 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Lek Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „ჯიჰელსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბრონქო-მუნალი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მოზრდილები
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების პროფილაქტიკა.
ბავშვები
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების პროფილაქტიკა 6 თვის და მეტი ასაკის ბავშვებში.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის მიიღება ბრონქო-მუნალის 1 კაფსულა დღეში, 10-დღიან კურსებით, 3 თანმიმდევრული თვის განმავლობაში. შეძლებისდაგვარად მიღება იწყება ყოველი თვის ერთსა და იმავე დღეს, კურსებს შორის 20 დღიანი ინტერვალის დაცვით.
6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის მიიღება ბრონქო-მუნალი „პ“ დღეში 1 კაფსულა, 10-დღიანი კურსებით, 3 თამიმდევრული თვის განმავლობაში. თუ შესაძლებელია, მიღება იწყება ყოველი თვის ერთსა და იმავე დღეს, კურსებს შორის 20 დღიანი ინტერვალის დაცვით. მცირეწლოვან ბავშვებში, რომლებსაც არ შეუძლიათ კაფსულის გადაყლაპვა (მაგ., 5 წლამდე ასაკის ბავშვები), რეკომენდებულია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის გახსნა და შერევა მცირე რაოდენობით სითხეში (ჩაი, რძე ან წვენი). ხსნარი უნდა იქნას დალეული მთლიანად მომზადებიდან რამოდენიმე წუთში და მიღებამდე ყოველთვის უნდა იქნას მორეული.
გამოყენების სპეციალური ჯგუფები
ხანდაზმულები, ადამიანები ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევით: მონაცემები არ არსებობს.
პერორალურად მიღებისათვის. მიიღება დილით უზმოზე.
დოზის შემთხვევით გამოტოვებისას სამკურნალო საშუალება უნდა იქნას მიღებული მომდევნო დილას.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
რეკომენდებულია 4 -კვირიანი ინტერვალის დაცვა ცოცხალი პერორალური ვაქცინების მიღებასა და მოცემულ სამკურნალო საშუალებას შორის.
სამკურნალონ საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ალერგიული რეაქციების განვითარებისას ან აუტანლობის გამოვლენისას მისი მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
არ არსებობს კლინიკური გამოცდილება პირველადი და მეორადი იმუნოდეფიციტის მდგომარეობების, აუტოიმუნური, რევმატიული ან ატოპიური დაავადებების მქონე პაციენტებში, ამიტომ, ამ სამკურნალო საშუალების მიღება ამ კატეგორიის ადამიანებისთვის რეკომენდებული არ არის.
არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები, რომ ბრონქო-მუნალის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს პნევმონიის განვითარებას. ამიტომ, მისი გამოყენება პნევმონიის პროფილაქტიკისთვის არ არის რეკომენდებული.
ბავშვები
ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის იმუნური სისტემის უმწიფარობისა და ამ ასაკის ბავშვებში კლინიკური გამოკვლევის მონაცემების შეზღუდულობის გამო.
ხანდაზმულები
სამკურნალო საშუალების კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა მიიღო ხანდაზმული ადამიანების დიდმა რაოდენობამ, სადაც გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გამოვლენილა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანები:
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანებში მონაცემები შეზღუდულია. ტოქსიკურობის პრეკლინიკურ კვლევებში ვითაგვებზე და ძაღლებზე თირკმელებზე ტოქსიკური ზემოქმედების ნიშნები არ გამოვლინდა. შესაბამისად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ტოქსიკურობის პრეკლინიკურ კვლევებში ვითაგვებზე და ძაღლებზე ღვიძლზე ტოქსიკური ზემოქმედების ნიშნები არ გამოვლინდა. შესაბამისად, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
გავლენა ლაბორატორიულ კვლევებზე და მათ მაჩვენებლებზე:
მონაცემები არ არსებობს.
ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ბრონქო-მუნალი და ბრონქო-მუნალი პ-ს კაფსულები შეიცავენ მონონატრიუმის გლუტამატს. ნატრიუმის რაოდენობა ერთ დოზაზე 1 მმოლ (23 მგ)-ზე ნაკლებია, ანუ პრეპარატი არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ამ დრომდე წამლებს შორის ურთიერთქმედებები გამოვლენილი არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მონაცემები ორსული ქალების მიერ სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ცხოველებზე კვლევებმა არ გამოავლინა რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან დაკავშირებული პირდაპირი ან არაპირდაპირი არასასურველი ზემოქმედებები. სიფრთხლის ზომის სახით, სასურველია ორსულობის დროს ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებისგან თავის არიდება.
ძუძუთი კვება
ამ დრომდე სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა, ინფორმაცია ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებასთან დაკავშირებით მოწოდებული არ ყოფილა. სიფრთხლის ზომის სახით, სასურველია ძუძუთი კვების პერიოდში ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებისგან თავის არიდება.
ფერტილობა
მონაცემები არ არსებობს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სამკურნალო საშუალება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, ან მისი გავლენა ძალიან უმნიშვნელოა.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი ( ≥1/10)
ხშირი (≥ 1/100 და <1/10)
არა-ხშირი (≥ 1/1000 და <1/100)
იშვიათი (≥ 1/10000 და <1/1000)
ძალიან იშვიათი (≥ 1/10 000 და <1/10 000)
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე).
ქვემოთ ჩამოთვლილია არასასურველი რეაქციები სამკურნალო საშუალების მიმართ ყველა კლინიკური კვლევიდან.
კლინიკური კვლევებში დაფისქსირებული არასასურველი რეაქციები დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: დიარეა, მუცლის ტკივილი. სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები
ხშირი: ხველა. დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ხშირი: გამონაყარი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არა-ხშირი: ჰიპერმგრძნობიარობელობის რეაქციები1
1მოიცავს შემდეგ უპირატეს ტერმინებს: ერითემატოზული გამონაყარი, გენერალიზებული გამონაყარი, ერითემა, შეშუპება, ქუთუთოების შეშუპება, სახის შეშუპება, პერიფერული შეშუპებები, პასტოზურობა, სახის პასტოზურობა, ქავილი, გენერალიზებული ქავილი, ქოშინი.
პოსტ- მარკეტინგული სპონტანური ინფორმაცია დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: ანგიონევროზული შეშუპება. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
სიხშირე უცნობია: ღებინება, გულისრევა. დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
სიხშირე უცნობია: ჭინჭრის ციება. ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე
სიხშირე უცნობია: ცხელება, დაღლილობა. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: თავის ტკივილი.
სასუნთქი სისტემის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივი მუდმივი გვერდითი რეაქციების შემთხვევაში, რეკომენდებულია სამკურნალო საშუალების მოხსნა.
ჭარბი დოზა
ბაქტერიული ლიზატის ბუნება და ცხოველებზე მისი ტოქსიკურობის კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ დოზის გადაჭარბების შედეგები ნაკლებად სავარაუდოა. სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბებამ არ გამოავლინა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. დადგენილია, რომ თაგვებისათვის ლეტალური დოზა აღემატება 2000 მგ/კგ-ს, ხოლო ვირთაგვებისთვის - 1400 მგ/კგ-ს. სამკურნალო საშუალების მიღებისას პერორალურად 2000 მგ/კგ დღეში დოზით 6 თვის განმავლობაში ვირთაგვებში, და 100 მგ/კგ დღეში დოზით 3 თვის განმავლობაში ძაღლებში ტოქსიკური ზემოქმედების ნიშნები არ გამოვლენილა.
შემადგენლობა
ყოველი კაფსულა ბრონქო-მუნალი შეიცავს 7 მგ ლიოფილიზებულ ბაქტერიულ ლიზატს.
ყოველი კაფსულა ბრონქო-მუნალი პ შეიცავს 3.5 მგ ლიოფილიზებულ ბაქტერიულ ლიზატს.
ბრონქო-მუნალი და ბრონქო-მუნალი პ შეიცავენ ლიოფილიზებულ ბაქტერიულ ლიზატს: Haemophilus influenzae, Streptococcus pneumoniae, Klebsiela pneumoniae spp. Pneumoniae u ozaenae, Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes u sanguinis, Moraxella (Branhamella) catarrhalis).
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია 6.1 პუნქტში.
შენახვის პირობები
5 წელი. არ შეიძლება გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
- 4 შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ნესტისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
- 5 შეფუთვა
ბლისტერებში შეფუთული 10 ან 30 კაფსულა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 7. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ლეკ დ. დ., ვეროვშკოვას 57, 1526 ლუბლიანა, სლოვენია - „სანდოზ“ ჯგუფის კომპანია. მწარმოებელი
ლეკ დ. დ., ვეროვშკოვას 57, 1526 ლუბლიანა, სლოვენია, თანამშრომლობით „OM ფარმასთან“, ჟენევა, შვეიცარია.
- გაცემის რეჟიმი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ტექსტის გადახედვა
2021 წლის აპრილი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა იმუნოსტიმულატორები.
ათქ კოდი: L03AX.
- 1 ფარმაკოდინამიკა
სამკურნალო საშუალება ასტიმულირებს ორგანიზმის სასუნთქი გზების ინფექციებისაგან დაცვის ბუნებრივ მექანიზმებს. ეს ამცირებს ინფექციების სიხშირეს, ხანგრძლივობას და სიმძიმეს, ასევე ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენებას.
სამკურნალო საშუალება აძლიერებს როგორც უჯრედულ, ასევე ჰუმორულ, ადგილობრივ იმუნურ პასუხს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში და სხვა იმუნოკომპეტენტურ ორგანოებში. ის ასევე ასტიმულირებს ორგანიზმის არასპეციფიკურ იმუნურ პასუხს. პრეკლინიკურ და კლინიკურ კვლევებში დემონსტირებული იქნა სამკურნალო საშუალების რიგი ზემოქმედებები სასუნთქი სისტემის დამცავ მექანიზმებზე:
- ხდება ალვეოლარული მაკროფაგების სტიმულირება, რომლებიც გამოყოფენ ციტოკინებს, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ინფექციებისგან;
- იზრდება СD4 T-ლიმფოციტების რაოდენობა;
- იზრდება პერიფერიული მონონუკლეარების აქტივობა, რომლებიც ასრულებენ დამცავ როლს;
- იზრდება IgA კლასის დამცავი ანტისხეულების რაოდენობა, როგორც სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე;
- სტიმულირდება დამცავი ადჰეზიური მოლეკულების გამომუშავება;
- მცირდება IgE კლასის ანტისხეულების რაოდენობა სისხლში, რასაც შეუძლია დათრგუნოს მომატებული მგრძნობელობის მექანიზმები, რომლებიც თან ახლავს არა მხოლოდ ინფექციურ პროცესს.
- 2 ფარმაკოკინეტიკა
სამკურნალო საშუალების შეწოვა მისი პერორალურა მიღების შმდეგ საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ბაქტერიული ლიზატი გროვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის პეიერის ფოლაქებში.
პეიერის ფოლაქების უჯრედები ააბსორბირებს ანტიგენს და წარუდგენს მას სუბეპითელურ ლიმფურ უჯრედებს, რითაც იწვევს ჰუმორულ იმუნურ პასუხს, რისი შედეგიც არის ლორწოვან გარსში IgA კლასის ანტისხეულების გამომუშავების გაზრდა; ეს უკანასკნელები გადიან ლორწოვანი გარსის მემბრანაში და თრგუნავენ მიკროორგანიზმების შეღწევას. პეიერის ფოლაქების გავლით ანტიგენი ასევე ასტიმულირებს ლიმფურ უჯრედებს, რომლებიც შემდეგ მიგრირებენ რეგიონალური ლიმფური კვანძების გავლით გულმკერდშიდა სადინარში და შემდგომ სისხლძარღვოვან კალაპოტში, საიდანაც ისინი ხვდებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი გზების და სხვა ლორწოვანი გარსებში, სადაც ისინი ასრულებენ დამცავ ფუნქციებს. ამ გზით ბრონქო-მუნალის მიმღებ ადამიანებში იზრდება ანტიბაქტერიული და ანტივირუსული დაცვა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
გამოყენების ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების მოკლე დახასიათება
სამკურნალო საშუალების დასახელება
ბრონქო-მუნალი® 7 მგ კაფსულები
ბრონქო-მუნალი® პ 3,5 მგ კაფსულები
ლიოფილიზებული ბაქტერიული ლიზატი
- თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ყოველი კაფსულა ბრონქო-მუნალი შეიცავს 7 მგ ლიოფილიზებულ ბაქტერიულ ლიზატს.
ყოველი კაფსულა ბრონქო-მუნალი პ შეიცავს 3.5 მგ ლიოფილიზებულ ბაქტერიულ ლიზატს.
ბრონქო-მუნალი და ბრონქო-მუნალი პ შეიცავენ ლიოფილიზებულ ბაქტერიულ ლიზატს: Haemophilus influenzae, Streptococcus pneumoniae, Klebsiela pneumoniae spp. Pneumoniae u ozaenae, Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes u sanguinis, Moraxella (Branhamella) catarrhalis).
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია 6.1 პუნქტში.
- გამოშვების ფორმა
კაფსულები.
ბრონქო-მუნალი: ცისფერი გაუმჭვირვალე კორპუსი ცისფერი გაუმჭვირვალე თავსახურით და ღია ბეჟი ფხვნილის შიგთავსით.
ბრონქო-მუნალი პ: თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსი ცისფერი გაუმჭვირვალე თავსახურით და ღია ბეჟი ფხვნილის შიგთავსით.
- კლინიკური თავისებურებები
- 1. გამოყენების ჩვენებები
მოზრდილები
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების პროფილაქტიკა.
ბავშვები
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების პროფილაქტიკა 6 თვის და მეტი ასაკის ბავშვებში.
- 2. დოზირება და გამოყენების მეთოდი
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის მიიღება ბრონქო-მუნალის 1 კაფსულა დღეში, 10-დღიან კურსებით, 3 თანმიმდევრული თვის განმავლობაში. შეძლებისდაგვარად მიღება იწყება ყოველი თვის ერთსა და იმავე დღეს, კურსებს შორის 20 დღიანი ინტერვალის დაცვით.
6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის მიიღება ბრონქო-მუნალი „პ“ დღეში 1 კაფსულა, 10-დღიანი კურსებით, 3 თამიმდევრული თვის განმავლობაში. თუ შესაძლებელია, მიღება იწყება ყოველი თვის ერთსა და იმავე დღეს, კურსებს შორის 20 დღიანი ინტერვალის დაცვით. მცირეწლოვან ბავშვებში, რომლებსაც არ შეუძლიათ კაფსულის გადაყლაპვა (მაგ., 5 წლამდე ასაკის ბავშვები), რეკომენდებულია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის გახსნა და შერევა მცირე რაოდენობით სითხეში (ჩაი, რძე ან წვენი). ხსნარი უნდა იქნას დალეული მთლიანად მომზადებიდან რამოდენიმე წუთში და მიღებამდე ყოველთვის უნდა იქნას მორეული.
გამოყენების სპეციალური ჯგუფები
ხანდაზმულები, ადამიანები ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევით: მონაცემები არ არსებობს.
პერორალურად მიღებისათვის. მიიღება დილით უზმოზე.
დოზის შემთხვევით გამოტოვებისას სამკურნალო საშუალება უნდა იქნას მიღებული მომდევნო დილას.
- 3. უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
- 4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
რეკომენდებულია 4 -კვირიანი ინტერვალის დაცვა ცოცხალი პერორალური ვაქცინების მიღებასა და მოცემულ სამკურნალო საშუალებას შორის.
სამკურნალონ საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ალერგიული რეაქციების განვითარებისას ან აუტანლობის გამოვლენისას მისი მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
არ არსებობს კლინიკური გამოცდილება პირველადი და მეორადი იმუნოდეფიციტის მდგომარეობების, აუტოიმუნური, რევმატიული ან ატოპიური დაავადებების მქონე პაციენტებში, ამიტომ, ამ სამკურნალო საშუალების მიღება ამ კატეგორიის ადამიანებისთვის რეკომენდებული არ არის.
არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები, რომ ბრონქო-მუნალის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს პნევმონიის განვითარებას. ამიტომ, მისი გამოყენება პნევმონიის პროფილაქტიკისთვის არ არის რეკომენდებული.
ბავშვები
ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის იმუნური სისტემის უმწიფარობისა და ამ ასაკის ბავშვებში კლინიკური გამოკვლევის მონაცემების შეზღუდულობის გამო.
ხანდაზმულები
სამკურნალო საშუალების კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა მიიღო ხანდაზმული ადამიანების დიდმა რაოდენობამ, სადაც გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გამოვლენილა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანები:
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანებში მონაცემები შეზღუდულია. ტოქსიკურობის პრეკლინიკურ კვლევებში ვითაგვებზე და ძაღლებზე თირკმელებზე ტოქსიკური ზემოქმედების ნიშნები არ გამოვლინდა. შესაბამისად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ტოქსიკურობის პრეკლინიკურ კვლევებში ვითაგვებზე და ძაღლებზე ღვიძლზე ტოქსიკური ზემოქმედების ნიშნები არ გამოვლინდა. შესაბამისად, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
გავლენა ლაბორატორიულ კვლევებზე და მათ მაჩვენებლებზე:
მონაცემები არ არსებობს.
ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ბრონქო-მუნალი და ბრონქო-მუნალი პ-ს კაფსულები შეიცავენ მონონატრიუმის გლუტამატს. ნატრიუმის რაოდენობა ერთ დოზაზე 1 მმოლ (23 მგ)-ზე ნაკლებია, ანუ პრეპარატი არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ამ დრომდე წამლებს შორის ურთიერთქმედებები გამოვლენილი არ არის.
- 6. ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
მონაცემები ორსული ქალების მიერ სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ცხოველებზე კვლევებმა არ გამოავლინა რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან დაკავშირებული პირდაპირი ან არაპირდაპირი არასასურველი ზემოქმედებები. სიფრთხლის ზომის სახით, სასურველია ორსულობის დროს ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებისგან თავის არიდება.
ძუძუთი კვება
ამ დრომდე სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა, ინფორმაცია ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებასთან დაკავშირებით მოწოდებული არ ყოფილა. სიფრთხლის ზომის სახით, სასურველია ძუძუთი კვების პერიოდში ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებისგან თავის არიდება.
ფერტილობა
მონაცემები არ არსებობს.
- 7 გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სამკურნალო საშუალება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, ან მისი გავლენა ძალიან უმნიშვნელოა.
- 8 გვერდითი მოქმედება
არასასურველი რეაქციები სიხშირის მიხედვით იყოფა:
ძალიან ხშირი ( ≥1/10)
ხშირი (≥ 1/100 და <1/10)
არა-ხშირი (≥ 1/1000 და <1/100)
იშვიათი (≥ 1/10000 და <1/1000)
ძალიან იშვიათი (≥ 1/10 000 და <1/10 000)
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე).
ქვემოთ ჩამოთვლილია არასასურველი რეაქციები სამკურნალო საშუალების მიმართ ყველა კლინიკური კვლევიდან.
კლინიკური კვლევებში დაფისქსირებული არასასურველი რეაქციები დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: დიარეა, მუცლის ტკივილი. სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები
ხშირი: ხველა. დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ხშირი: გამონაყარი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არა-ხშირი: ჰიპერმგრძნობიარობელობის რეაქციები1
1მოიცავს შემდეგ უპირატეს ტერმინებს: ერითემატოზული გამონაყარი, გენერალიზებული გამონაყარი, ერითემა, შეშუპება, ქუთუთოების შეშუპება, სახის შეშუპება, პერიფერული შეშუპებები, პასტოზურობა, სახის პასტოზურობა, ქავილი, გენერალიზებული ქავილი, ქოშინი.
პოსტ- მარკეტინგული სპონტანური ინფორმაცია დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: ანგიონევროზული შეშუპება. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
სიხშირე უცნობია: ღებინება, გულისრევა. დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
სიხშირე უცნობია: ჭინჭრის ციება. ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე
სიხშირე უცნობია: ცხელება, დაღლილობა. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: თავის ტკივილი.
სასუნთქი სისტემის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივი მუდმივი გვერდითი რეაქციების შემთხვევაში, რეკომენდებულია სამკურნალო საშუალების მოხსნა.
- 9 დოზის გადაჭარბება
ბაქტერიული ლიზატის ბუნება და ცხოველებზე მისი ტოქსიკურობის კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ დოზის გადაჭარბების შედეგები ნაკლებად სავარაუდოა. სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბებამ არ გამოავლინა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. დადგენილია, რომ თაგვებისათვის ლეტალური დოზა აღემატება 2000 მგ/კგ-ს, ხოლო ვირთაგვებისთვის - 1400 მგ/კგ-ს. სამკურნალო საშუალების მიღებისას პერორალურად 2000 მგ/კგ დღეში დოზით 6 თვის განმავლობაში ვირთაგვებში, და 100 მგ/კგ დღეში დოზით 3 თვის განმავლობაში ძაღლებში ტოქსიკური ზემოქმედების ნიშნები არ გამოვლენილა.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა იმუნოსტიმულატორები.
ათქ კოდი: L03AX.
- 1 ფარმაკოდინამიკა
სამკურნალო საშუალება ასტიმულირებს ორგანიზმის სასუნთქი გზების ინფექციებისაგან დაცვის ბუნებრივ მექანიზმებს. ეს ამცირებს ინფექციების სიხშირეს, ხანგრძლივობას და სიმძიმეს, ასევე ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენებას.
სამკურნალო საშუალება აძლიერებს როგორც უჯრედულ, ასევე ჰუმორულ, ადგილობრივ იმუნურ პასუხს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში და სხვა იმუნოკომპეტენტურ ორგანოებში. ის ასევე ასტიმულირებს ორგანიზმის არასპეციფიკურ იმუნურ პასუხს. პრეკლინიკურ და კლინიკურ კვლევებში დემონსტირებული იქნა სამკურნალო საშუალების რიგი ზემოქმედებები სასუნთქი სისტემის დამცავ მექანიზმებზე:
- ხდება ალვეოლარული მაკროფაგების სტიმულირება, რომლებიც გამოყოფენ ციტოკინებს, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ინფექციებისგან;
- იზრდება СD4 T-ლიმფოციტების რაოდენობა;
- იზრდება პერიფერიული მონონუკლეარების აქტივობა, რომლებიც ასრულებენ დამცავ როლს;
- იზრდება IgA კლასის დამცავი ანტისხეულების რაოდენობა, როგორც სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე;
- სტიმულირდება დამცავი ადჰეზიური მოლეკულების გამომუშავება;
- მცირდება IgE კლასის ანტისხეულების რაოდენობა სისხლში, რასაც შეუძლია დათრგუნოს მომატებული მგრძნობელობის მექანიზმები, რომლებიც თან ახლავს არა მხოლოდ ინფექციურ პროცესს.
- 2 ფარმაკოკინეტიკა
სამკურნალო საშუალების შეწოვა მისი პერორალურა მიღების შმდეგ საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ბაქტერიული ლიზატი გროვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის პეიერის ფოლაქებში.
პეიერის ფოლაქების უჯრედები ააბსორბირებს ანტიგენს და წარუდგენს მას სუბეპითელურ ლიმფურ უჯრედებს, რითაც იწვევს ჰუმორულ იმუნურ პასუხს, რისი შედეგიც არის ლორწოვან გარსში IgA კლასის ანტისხეულების გამომუშავების გაზრდა; ეს უკანასკნელები გადიან ლორწოვანი გარსის მემბრანაში და თრგუნავენ მიკროორგანიზმების შეღწევას. პეიერის ფოლაქების გავლით ანტიგენი ასევე ასტიმულირებს ლიმფურ უჯრედებს, რომლებიც შემდეგ მიგრირებენ რეგიონალური ლიმფური კვანძების გავლით გულმკერდშიდა სადინარში და შემდგომ სისხლძარღვოვან კალაპოტში, საიდანაც ისინი ხვდებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი გზების და სხვა ლორწოვანი გარსებში, სადაც ისინი ასრულებენ დამცავ ფუნქციებს. ამ გზით ბრონქო-მუნალის მიმღებ ადამიანებში იზრდება ანტიბაქტერიული და ანტივირუსული დაცვა.
- 3 წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
მწვავე ტოქსიკურობა: მწვავე ტოქსიკურობის შესახებ მონაცემები მიღებული იქნა ბრონქო-მუნალის პერორალურად შეყვანის შემდეგ თაგვებში ორი დღის განმავლობაში, დოზებით 200 მგ/კგ/დღეში, 1000 მგ/კგ/დღეში და 5000 მგ/კგ/დღეში. ასეთი მაღალი დოზებიც კი არ იწვევდა ლეტალურ გამოსავალს და არ იწვევდა ჰემატოლოგიურ დარღვევებს ან ქრომოსომულ აბერაციებს ექსპერიმენტულ ცხოველებში. ამ გზით დადასტურებული იქნა ბრონქო-მუნალის ტოქსიკურობის არარსებობა. ქრონიკული ტოქსიკურობა: ქრონიკული ტოქსიკურობა შესწავლილი იქნა ვირთაგვებში და ძაღლებში. ვირთაგვებმა მიიღეს ბრონქო-მუნალი პერორალურად სამი თვის განმავლობაში დოზებით 385 მგ/კგ/დღეში და 715 მგ/კგ/დღეში. საკონტროლო ჯგუფში სამკურნალო საშუალება გამოყენებული არ ყოფილა. სამი თვის შემდეგ განსხვავებები იმ ცხოიველებს შორის, რომლებიც იღებდნენ ბრონქო-მუნალს და არ იღებდნენ მას, აღმოჩენილი არ ყოფილა. ექსპერიმენტებში ძაღლებზე, რომლებმაც მიიღეს ბრონქო-მუნალი პერორალურად დოზებით 19 მგ/კგ/დღეში და 100 მგ/კგ /დღეში სამი თვის განმავლობაში, ძირითადი ორგანოების ფუნქციების დარღვევები ან ქცევითი დარღვევები ასევე არ გამოვლენილა.
მუტაგენურობა: ბრონქო-მუნალი არ ახდენდა გავლენას Salmonella Typhi murium და Escherichia coli-ს სხვადასხვა შტამებზე მაღალი დოზებითაც კი.
ტერატოგენურობა: ცხოველებზე ექსპერიმენტებში ნაყოფზე ტერატოგენული ეფექტები არ გამოვლენილა.
- ფარმაცევტული თვისებები
- 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
უწყლო პროპილგალატი, მონონატრიუმის გლუტამატი (შეესაბამება უწყლო ნატრიუმის გლუტამატს), მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი.
ჟელატინის კაფსულის შემადგენლობა: ინდიგოტინი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.
- 2. შეუთავსებლობები
აღწერილი არ არის.
- 3. ვარგისობის ვადა
5 წელი. არ შეიძლება გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
- 4 შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ნესტისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
- 5 შეფუთვა
ბლისტერებში შეფუთული 10 ან 30 კაფსულა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 7. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ლეკ დ. დ., ვეროვშკოვას 57, 1526 ლუბლიანა, სლოვენია - „სანდოზ“ ჯგუფის კომპანია. მწარმოებელი
ლეკ დ. დ., ვეროვშკოვას 57, 1526 ლუბლიანა, სლოვენია, თანამშრომლობით „OM ფარმასთან“, ჟენევა, შვეიცარია.
- გაცემის რეჟიმი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ტექსტის გადახედვა
2021 წლის აპრილი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



