პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები

ბრომოკრიპტინ-რიხტერი

BROMOCRIPTIN-RICHTER

რეცეპტით2,5მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

ლაქტაციის დათრგუნვა სამედიცინო ჩვენებებით მშობიარობის შემდგომ პერიოდში ფიზიოლოგიური ლაქტაციის პრევენციისთვის ან დათრგუნვისთვის მხოლოდ სამედიცინო ჩვენებებით (მაგალითად, ნაყოფის ინტრანატალური დაღუპვის, ახალშობილის გარდაცვალების, დედის აივ-ინფექციის დაინფიცირებულობის შემთხვევაში). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბრომოკრიპტინ (bromocriptine)
ფორმა და შეფუთვა
2,5მგ ტაბლეტი №30 მინის ფლაკონში
მწარმოებელი
«Gedeon Richter» Plc, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები, პროლაქტინის ინჰიბიტორები
ATC კოდი
G02CB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043762
რეგისტრირებულია
5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Gedeon Richter» Plc (უნგრეთი)
განმცხადებელი
ღ.ს.ს. ქიმიური ქარხანა „გედეონ რიხტერი“-ს საქართველოში წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბრომოკრიპტინ-რიხტერი და სხვა წამალი ერთად

ბრომოკრიპტინ-რიხტერი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლაქტაციის დათრგუნვა სამედიცინო ჩვენებებით

მშობიარობის შემდგომ პერიოდში ფიზიოლოგიური ლაქტაციის პრევენციისთვის ან დათრგუნვისთვის მხოლოდ სამედიცინო ჩვენებებით (მაგალითად, ნაყოფის ინტრანატალური დაღუპვის, ახალშობილის გარდაცვალების, დედის აივ-ინფექციის დაინფიცირებულობის შემთხვევაში).

ბრომოკრიპტინის გამოყენება რეკომენდებული არ არის რუტინულ პრაქტიკაში ლაქტაციის დათრგუნვის ან მშობიარობის შემდგომი ტკივილის სიმპტომების და სარძევე ჯირკვლების მტკივნეული შევსების შესამსუბუქებლად, რომელთა სამკურნალოდ წარმატებით შეიძლება ზემოქმედების არამედიკამენტოზური მეთოდების (მკერდის მდგრადი მდგომარეობის უზრუნველყოფა, ცივი კომპრესები) და/ან გამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება.

ჰიპერპროლაქტინემია

პროლაქტინემიის სამკურნალოდ ჰიპოგონადიზმის დროს

  • მამრობითი სქესის პაციენტებში ჰიპოგონადიზმის დროს (ოლიგოსპერმიის, ლიბიდოს დაკარგვის, იმპოტენციის) და/ან გალაქტორეის დროს;
  • მდედრობითი სქესის პაციენტებში ჰიპოგონადიზმის დროს (ამენორეის,ალებისა და ვაგინის სიმშრალის დროს) მენსტრუალური ციკლის მოშლით, ქალის უნაყოფობის და/ან გალაქტორეის დროს;

პროლაქტინომები

პროლაქტინ-სეკრეტირებადი ჰიპოფიზის მიკრო და მაკრო ადენომების მქონე პაციენტებში. ბრომოკრიპტინ -რიხტერი შეიძლება გამოყენებულ იქნას ოპერაციულ ჩარევამდე სიმსივნის ზომებში შემცირებისა და ქირურგიული ჩარევის შესამსუბუქებლად.

აკრომეგალია

ბრომოკრიპტინი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალების სახით ოპერაციულ ჩარევებთან და/ან სხივურ თერაპიასთან კომპლექსში აკრომეგალიის მქონე პაციენტების მკურნალობის დროს, როდესაც უკუნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა ან არაოპერაბელურია.

პარკინსონის დაავადება

პარკინსნის იდიოპათიური დაავადების მკურნალობაში ბრომოკრიპტინი გამოიყენება ლევოდოპასთან კომბინაციაში (როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე კომბინაციაში სხვა ანტიპარკინსონურ მედიკამენტებთან ერთად)მოძრაობის სირთულეებით და ჩართვა-გამორთვის“ ფენომენის მქონე პაციენტებში. ბრომოკრიპტინის გამოყენება შეიძლება ეფექტური იყოს პაციენტებში, რომლებიც არ პასუხობენ მკურნალობაზე ან გააჩნიათ აუტანლობა ლევოდოპას პრეპარატების მიმართ, ასევე ლევოდოპას ეფექტურობის დაქვეითებისას.

სხვა

წინამენსტრუაციული სინდრომისა და სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნების მკურნალობისას ბრომოკრიპტინის ეფექტურობის მტკიცებულებები არასაკმარისია. შედეგად, ამ პათოლოგიის მქონე პაციენტებში პრეპარატ ბრომოკრიპტინი-რიხტერის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მიღების წესი და დოზირება

მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატობოდეს 30 მგ/დღე-ღამეში.

მოზრდილებში

ბრომოკრიპტინით მკურნალობა გამოიყენება რიგი ძალიან სხვადასხვაგვარი დაავადებების დროს, ამიტომ დოზირების რეკომენდებული რეჟიმები განსხვავდება. ჩვენებათა უმრავლესობისას, საბოლოო დოზის მიუხედავად, მინიმალური გვერდითი ეფექტებისას ოპტიმალური პასუხი ჩვეულებრივ მიიღწევა ბრომოკრიპტინის დოზის თანდათან გაზრდის მეშვეობით.

რეკომენდებულია შემდეგი სქემა:

საწყისი დოზა - ტაბლეტის ნახევარი (1,25 მგ) ძილის წინ, 2-3 დღეში დოზა უნდა გაიზარდოს 2,5 მგ-მდე ძილის წინ. შემდეგ დოზის გაზრდა შეიძლება ნახევარი ტაბლეტით ან მთელი ტაბლეტით (1,25 მგ - 2,5 მგ) 2-3-დღიანი ინტერვალებით, მაქსიმალური დოზის 2,5 მგ მიღწევამდე დღეში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, დოზის შემდგომი გაზრდა ანალოგიურად უნდა მოხდეს.

სამედიცინო ჩვენებით ლაქტაციის პრევენცია

ლაქტაციის შემცირება და შეწყვეტა: 1,25მგ (1/2 ტაბ) მშობიარობის დღეს ჭამის დროს დილით და ღამოს, შემდგომ 2,5 მგ დღეში 2-ჯერ 14 დღის განმავლობაში. ამ ჩვენებით დანიშვნისას ბრომოკრიპტინის დოზის თანდათან გაზრდა საჭირო არ არის. სასურველია მკურნალობა დაიწყოს მშობიარობის შემდგომ ან აბორტის შემდგომ რამდენიმე საათში, მაგრამ არა მანამ სანამ სასიცოცხლო პარამეტრები დასტაბილურდება. მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 დღის შემდეგ შესაძლოა რძის უმნიშვნელო გამოყოფა, რას შესაძლოა დარეგულირდეს მკურნალობის იგივე სქემით 1კვირის განმავლობაში.

ჰიპოგონადიზმი

ქალებში: ბრომოკრიპტინის დოზას ზრდიან თანდათან შემოთავაზებული სქემის მიხედვით 5-10მგ დღე-ღამეში.

უმეტეს პაციენტებში დგება სასურველი ეფექტი 7,5მგ დოზირებისას დღე-ღამეში (გაყოფილი დოზებით).

მკურნალობას აგრძელებენ სარძევე ჯირკვლების სეკრეციის სრულ შეწყვეტამდე, ან ამენორეის დროს კი მენსტრუალური ციკლის სრულ აღდგენამდე.

მამაკაცებში:

ბრომოკრიპტინის დოზას ზრდიან თანდათან შემოთავაზებული სქემის მიხედვით . კლინიკურად შესწავლილია 15მგ დღე-ღამეში დოზირება. მკურნალობას აგრძელებენ ოპტიმალური თერაპიული შედეგის დადგომამდე.

პროლაქტინომები

ბრომოკრიპტინის დოზას ზრდიან თანდათან შემოთავაზებული სქემის მიხედვით. შემდეგ დოზის გაზრდა შეიძლება 2,5 მგ-ით დღეში 2-3-დღიანი ინტერვალით შემდეგი სქემით გამოყენებით: 2,5 მგ - ყოველ 8 საათში, 2,5 მგ - ყოველ 6 საათში, 5 მგ - ყოველ 6 საათში. ადექვატური ეფექტი მიიღწევა 30მგ დღე-ღამეში დოზირებისას.

აკრომეგალია

ბრომოკრიპტინის დოზას ზრდიან თანდათან შემოთავაზებული სქემის მიხედვით. შემდეგ დოზის გაზრდა შეიძლება 2,5 მგ-ით დღეში 2-3-დღიანი ინტერვალით შემდეგი სქემით გამოყენებით: 2,5 მგ - ყოველ 8 საათში, 2,5 მგ - ყოველ 6 საათში, 5 მგ - ყოველ 6 საათში, 10-20მგ დღეში კლინიკური პასუხისა და გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით.

პარკინსონის დაავადება

ბრომოკრიპტინით მკურნალობა უნდა დაიწყოს თანდათან შემდეგი სქემის მიხედვით:

1-ლი კვირა: 1,25 მგ ძილის წინ.

მე-2 კვირა: 2,5 მგ ძილის წინ.

მე-3 კვირა: 2,5 მგ დღეში ორჯერ.

მე-4 კვირა: 2,5 მგ დღეში სამჯერ.

შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სამჯერ დღეში, დოზის 2,5 მგ-ით გაზრდით ყოველ 3-14 დღეში პაციენტის პასუხის მიხედვით. დოზის გაზრდა უნდა გაგრძელდეს ოპტიმალური დოზის მიღწევამდე. ჩვეულებრივ ოპტიმალური მკურნალობა შეადგენს 6-8 ლვირას; წინააღმდეგ შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შესაძლოა გაიზარდოს 2,5მგ-ის კვირაში;

დოზის გაზრდა შესაძლებელია ოპტიმალურამდე, ძირითადად ოპტიმალური დოზაა 10-დან 30 მგ-მდე დღეში მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიირ დროს. თუ პაციენტი უკვე იღებდა ლევოდოპას, შეიძლება თანდათან ლევოდოპას დოზის შემცირება, ხოლო ბრომოკრიპტინის - დოზის გაზრდა, ოპტიმალური ბალანსის მიღწევამდე. ზოგჯერ შესაძლოა ლევოდოპას სრულად მოხსნა.

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებსა და მოზარდებში (7-17წ)

ბრომოკრიპტინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი იქნა მხოლოდ პროლაქტინომისა და აკრომეგალიის ჩვენებით გამოყენებისას 7წ.-ზე უფროსი ასაკის პაციენტებში გამოყენებისას (იხ. ქვეთავები „ფარმაკოდინამიკა“ და „სიფთხილის ზომები“ ).

ბრომოკრიპტინის გამოყენება არ შეიძლება.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი)

იმის მტკიცებულებები, რომ ხანდაზმული პირებისთვის ბრომოკრიპტინი განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს - არ არსებობს.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყოფის სიჩქარე შეიძლება შენელდეს, ხოლო სისხლის პლაზმაში დონეები შეიძლება გაიზარდოს, რაც პრეპარატის დოზის კორექციას მოითხოვს.

გამოყენების წესი

მიიღება შიგნით. ბრომოკრიპტინი-რიხტერის ტაბლეტების მიღება ყოველთვის ჭამის დროს უნდა მოხდეს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, ერგუსის სხვა ალკალოიდების ან თავში „შემადგენლობა“ ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, ჰიპერტონიული აშლილობები ორსულობისას (ეკლამპსიის, პრეეკლამპსიის ან ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზიის ჩათვლით), მშობიარობის შემდგომი ჰიპერტონია და ჰიპერტონია მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

ბრომოკრიპტინის გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის დასათრგუნად ან სიცოცხლისათვის არასაშიში სხვა ჩვენებებით, პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ გულის იშემიური დაავადება ან გულ-სისხლძარღვთა სხვა მძიმე პათოლოგია, ან მძიმე ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები/ისტორია.

ხანგრძლივი მკურნალობისთვის: გულის სარქველების აპარატის პათოლოგიის ნიშნები ექოკარდიოგრაფიის მონაცემებით მკურნალობის დაწყებამდე.

სიფრთხილის ზომები

სიმპატომიმეზურები, მაგალითად, ფენილპროპანოლამინი, იზომეტეპტენი, ზრდიან ტოქსიკურობის რისკს. ბრომოკრიპტინის გამოყენება ერგუსის ალკალოიდებთან ერთად არ შეიძლება.

საერთო ცნობები

თუ ბრომოკრიპტინი ინიშნება ქალებში მდგომარეობებით, რომლებიც არ უკავშირდება ჰიპერპროლაქტინემიას, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მინიმალური ეფექტური დოზირებით, რომელიც აუცილებელია სიმპტომების შესამსუბუქებლად. ამგვარი სიფრთხილე საჭიროა სისხლის პლაზმაში პროლაქტინის შემცველობის შესაძლო დათრგუნვის პრევენციისთვის ნორმაზე დაბალ დონემდე ყვითელი სხეულის ფუნქციის შემდგომი დარღვევით.

იყო შეტყობინებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და კუჭის წყლულიდან სისხლდენების რამდენიმე შემთხვევის შესახებ. პაციენტებისთვის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ნიშნებით ან მსგავსი დაავადებებით ანამნეზში, აუცილებელია მონიტორინგი მკურნალობის დროს.

იყო ერთეული შემთხვევები პლევრაში და პერიკარდიუმის არეში ექსუდატის, განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას.

საჭიროა პაციენტები, რომლებსაც აღენიშნათ პლევროპულმონალური დარღვევები ყურადღებით დაკვირვევა და საჭიროების შემთხვევაში ბრომოკრიპტინით მკურნალობის მოხსნა.

რამდენიმე პაციენტს განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას განუვითარდა რეტროპერიტონეალური ფიბროზი. ადრეულ და შექცევად სტადიაზე რეტროპერიტონეალური ფიბროზის დიაგნოსტიკისთვის შესაბამისი ჩივილების დაკვირვება (ტკივილი ზურგის არეში, ქვედა კიდურების შეშუპება, თირკმლის ფუნქციის მოშლა). დიაგნოსტიკის ან ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ბრომოკრიპტინით მკურნალობის მოხსნა.

მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა განვითარდეს ჰიპოტენზიის რეაქციები, რასაც ახლავს ყურადღების კონცენტრაციის მოდუნებას, საჭიროა სიფრთხილე ავტომობილის მართვისას ან მექანიზმებთან მუსაობისას.

უცაბედი ჩაძინების ეპიზოდები

ვინაიდან, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი რამდენიმე დღე, შეიძლება აღინიშნოს ჰიპოტენზიური რეაქციები, რომლებიც იწვევენ ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას, განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ბრომოკრიპტინის გამოყენებას შეიძლება ახლდეს ძილიანობა და უცაბედი ჩაძინების ეპიზოდები, განსაკუთრებით პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში. დღის აქტივობის დროს უცაბედი ჩაძინების შესახებ, ზოგიერთ შემთხვევაში რაიმე მომასწავებელი ან გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე, შეტყობინებები ძალიან იშვიათი იყო. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ასეთი მოვლენის შესაძლებლობის შესახებ და სატრანსპორტო საშუალებების მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობაზე თავის შეკავების საჭიროების შესახებ ბრომოკრიპტინით მკურნალობის დროს.

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნათ ძილიანობა და/ან უცაბედი ჩაძინების ეპიზოდები, თავი უნდა შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობაზე (იხ. თავი „ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე“). გარდა ამისა, უნდა განიხილოს დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის მიზანშეწონილობა.

სურვილების კონტროლის მოშლა

პაციენტები რეგულარულად უნდა იმყოფებოდნე დაკვირვების ქვეშ სურვილების კონტროლის მოშლის გამო. პაციენტები და პაციენტების მომვლელი პირები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ პაციენტებს, რომლებიც იღებენ დოფამინის ანტაგონისტებს (მათ შორის ბრომოკრიპტინი-რიხტერს), შეიძლება განუვითარდეთ იმპულსური საქციელის კონტროლის მოშლის ქცევითი სიმპტომები, აზარტული თამაშების მიმართ პათოლოგიური დამოკიდებულობის, მომატებული სქესობრივი ლტოლვის, მომატებული სექსუალური აქტივობის, ფულის პათოლოგიური ხარჯვის ან საყიდლებზე დამოკიდებულობის, მუდმივი ჭაის მოთხოვნილების და უკონტროლოდ ბევრი ჭამის ჩათვლით. ასეთი სიმპტომების განვითარებისას განხილული უნდა იქნას პრეპარატის დოზის შემცირების / თანდათან მოხსნის მიზანშეწონილობა.

ქალები მშობიარობის შემდგომ პერიოდში

ქალებში, რომლებიც ბრომოკრიპტინს იღებდნენ მშობიარობის შემდგომ პერიოდში ლაქტაციის დასათრგუნად, სერიოზული არასასურველი მოვლენები, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდის ინფარქტი, კრუნჩხვები, ინსულტი ან ფსიქიკური აშლილობები იშვიათად რეგისტრირდებოდა. ცალკეულ პაციენტებში კრუნჩხვების ან ინსულტის განვითარებას წინ უძღოდა თავის ძლიერი ტკივილი და/ან მხედველობის ტრანზიტორული დარღვევები. საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი, ძირითადად პრეპარატის მიღების პირველ დღეებში. არტერიული ჰიპერტენზიის, მკერდში გულის დაავადებაზე მიმანიშნებელი ტივილის, მძიმე, პროგრესირებადი ან უწყვეტი თავის ტკივილის (მხედველობის დარღვევით ან მის გარეშე) ან ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიკური დაზიანების ნიშნების წარმოქმნისას ბრომოკრიპტინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ თანმხლები თერაპია ან ცოტახნის წინ იღებდნენ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ არტერიული წნევის შეცვლა, მაგალითად, სისხლძარღვების შემავიწროვებელ პრეპარატებს, როგორიცაა სიმპატომიმეზურები ან ერგუსის ალკალოიდები, ერგომეტრინის ან მეთილერგომეტრინის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ბრომოკრიპტინსა და ამ პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების აშკარა მტკიცებულებები არ არსებობს, მშობიარობის შემდგომ პერიოდში მათი ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის.

პროლაქტინ-სეკრეტირებადი ადენომები

ვინაიდან პაციენტებში ჰიპოფიზის მაკროადენომებით შეიძლება აღინიშნოს თანმხლები ჰიპოპიტუიტარიზმი ჰიპოფიზის ქსოვილის კომპრესიის ან დაშლის გამო, საჭიროა ჰიპოფიზის ფუნქციური მდგომარეობის სრული შეფასების ჩატარება და ბრომოკრიპტინის დანიშვნამდე ადეკვატური ჩანაცვლებითი თერაპიის დანიშვნა. პაციენტებში თირკმელზედა ჯირკვლების განმეორებითი უკმარისობით აუცილებელია კორტიკოსტეროიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის დანიშვნა.

უნდა გაკონტროლდეს სიმსივნის ზომის ცვლილებები პაციენტებში ჰიპოფიზის მაკროადენომებით, და სიმსივნის ზრდის ნიშნებისას განხილული უნდა იქნას ქირურგიული ჩარევის მიზანშეწონილობა.

თუ ადენომის მქონე პაციენტს ბრომოკრიპტინის მიღების შემდეგ ორსულობა განუვითარდა, აუცილებელია პაციენტზე მეთვალყურეობა. ორსულობის დროს პროლაქტინ-სეკრეტირებადი ადენომების ზომები შეიძლება გაიზარდოს. ასეთ პაციენტებში ბრომოკრიპტინით მკურნალობა ხშირად იწვევს სიმსივნის ზომების შემცირებას და მხედველობის შევიწროვებული ველის სწრაფად აღდგენას. მძიმე შემთხვევებში, მხედველობის ან სხვა ქალა-ტვინის ნერვების კომპრესიამ შეიძლება საჭირო გახადოს ჰიპოფიზზე გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის ჩატარება. ხედველობის ველის დარღვევა მაკროპროლაქტინომის ცნობილი გართულებაა. ბრომოკრიპტინით ეფექტური მკურნალობა იწვევს სიმსივნის ზომისა და ჰიპერპროლაქტინემიის გამოხატულობის შემცირებას, და ხშირად - მხედველობის მხრივ დარღვევების გაქრობას. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მხედველობის ველების განმეორებითი გაუარესება, პროლაქტინის ნორმალიზებული დონისა და სიმსივნის ზომების შემცირების მიუხედავად, რაც შეიძლება იყოს მხედველობის ნერვების ხლართის გასწორების შედეგი, რომელიც ქაჩავს ქვევით, ნაწილობრივ დაცარიელებულ თურქულ კეხში.

ასეთ შემთხვევებში მხედველობის ველის დეფექტი შეიძლება შემცირდეს ბრომოკრიპტინის დაბალი დოზით მიღების ფონზე, პროლაქტინის მომატებული დონის და სიმსივნის ხელახლა გაზრდის მიუხედავად. ამგვარად, რეკომენდებულია მხედველობის ველების მონიტორინგი პაციენტებში მაკროპროლაქტინომით მხედველობის ველების მეორეული ამოვარდნის ადრე გამოსავლენად თიაქრის წარმოქმნასთან და ბრომოკრიპტინის დოზის ინდივიდუალურად შერჩევასთან დაკავშირებით.

პროლატინ-სეკრეტირებადი ადენომების მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც მკურნალობა ადრე უტარდებოდათ ბრომოკრიპტინით, აღინიშნა ზურგის ტვინის სითხის რინორეა. არსებული მონაცემები ადასტურებს იმას, რომ ეს მოვლენა შეიძლება წარმოიქმნას ინვაზიური ზრდით სიმსივნის ზომებში შემცირების შედეგად.

პარკინსონის დაავადება

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბრომოკრიპტინს, იყო შეტყობინებები პლევრის რღუში და პერიკარდის ღრუში ექსუდატის, ასევე პლევრისა და ფილტვების ფიბროზის და კონსტრიქციული პერიკარდიტის ერთეული შემთხვევების შესახებ. პაციენტები აუხსნელი პლევროპულმონალური აშლილობებით უნდა იყვნენ გამოკვლეულნი და, საჭიროების შემთხვევაში, ბრომოკრიპტინით თერაპია უნდა მოიხსნას.

ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ბრომოკრიპტინს, განსაკუთრებით მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი დროის განმვალობაში, იყო შეტყობინებები რეტროპერიტონეალური ფიბროზის განვითარების შესახებ. რეტროპერიტონეალური ფიბროზის დროული ამოცნობისთვის ადრეულ შექცევად სტადიაში, რეკომენდებულია მისი გამოვლინებების კონტროლი (როგორიცაა ზურგის ტკივილი, ქვედა კიდურების შეშუპება, თირკმელების ფუნქციის დარღვევა) ამ კატეგორიის პაციენტებში.

ბრომოკრიპტინი უნდა მოიხსნას ქვედამუცლის უკანა სივრცის დიაგნოსტირებული ან საეჭვო ფიბროზირებადი ცვილებების დროს.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში (7-დან 17 წლამდე)

ბრომოკრიპტინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი იყო მხოლოდ პროლაქტინომისა და აკრომეგალიისთვის - 7 წლის ასაკიდან პაციენტებში. მონაცემები 7 წელზე უმცროს ბავშვებში ბრომოკრიპტინის გამოყენების შესახებ არაერთგვაროვანია. თუმცა, სხვა კლინიკური მონაცემების თანახმად, არასასურველი მოვლენების შესახებ პოსტრეგისტრაციული შეტყობინებების ჩათვლით, მოზრდილებსა და მოზარდებს ან ბავშვებს შორის განსხვავება პრეპარატის ამტანობაში არ გამოვლენილა. ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ბრომოკრიპტინს, არასასურველი რეაქციების პროფილში განსხვავებების არარსებობის მიუხედავადაც კი, ბავშვებში ჰიპერმგრძნობელობის შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება, ამიტომ ასეთ პაციენტებში უნდა ჩატარდეს დოზის ტიტრირება.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი)

ბრომოკრიპტინის კლინიკური კვლევები მოიცავდა 65 წლის და მეტი ასაკის პაციენტების არასაკმარის რაოდენობას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო პასუხში განსხვავებათა განსაზღვრა ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა პაციენტებს შორის. თუმცა, სხვა კლინიკური მონაცემების თანახმად, არასასურველი მოვლენების შესახებ პოსტრეგისტრაციული შეტყობინებების ჩათვლით, განსხვავება პასუხში ან ამტანობაში ხანდაზმულ პაციენტებსა და 65 წლამდე ასაკის პაციენტებს შორის გამოვლენილი არ არის.

ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბრომოკრიპტინს, არასასურველი მოვლენების ეფექტურობაში ან პროფილში განსხვავებების არარსებობის მიუხედავადაც კი, ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტში ჰიპერმგრძნობელობის შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება. ზოგადად, ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს სიფრთხილით, მინიმალური დოზებით დაწყებით, ვინაიდან ამ პოპულაციაში დიდი სიხშირით აღინიშნება ღვიძლის, თირკმელების ან გულის ფუნქციის დარღვევები, თანმხლები დაავადებები, ან თანმხლები პრეპარატების მიღება.

დამხმარე ნივთიერებები

ბრომოკრიპტინი-რიხტერის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ტოტალური ლაქტაზური უკმარისობა ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ბრომოკრიპტინი ერთდროულად არის CYP3А4 იზოფერმენტის სუბსტრატიც და ინჰიბიტორიც (იხ. თავი „ფარმაკოკინეტიკა“). ამიტომ საჭიროა სიფრთხილის დაცვა ბრომოკრიპტინისა და CYP3А4 იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან და/ან სუბსტრატებთან (აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან, აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან) ერთად დანიშვნისას.

მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან, მაგალითად, ერითრომიცინთან ან ჯოზამიცინთან ერთად გამოყენებისას, იზრდება ბრომოკრიპტინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

აკრომეგალიის მქონე პაციენტებში ოქტრეოტიდისა და ბრომოკრიპტინის ერთად გამოყენებას ახლავს ბრომოკრიპტინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში.

ცენტრალური დოფამინური რეცეპტორების სტიმულირებასთან დაკავშირებული ბრომოკრიპტინის თერაპიული ეფექტი შეიძლება დაქვეითდეს დოფამინური რეცეპტორების ანტაგონისტების, მაგალითად, ნეიროლეფსიურების (ფენოტიაზინების, ბუტირაფენონების და თიოქსანტინების), ასევე მეტოკლოპრამიდისა და დომპერიდონის გამოყენებისას.

ალკოჰოლს შეუძლია ბრომოკრიპტინის ამტანობის დაქვეითება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პაციენტებში, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ ორსულობა, ორსულობის დადასტურებისას ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად ბრომოკრიპტინი უნდა მოიხსნას. სამედიცინო ჩვენებების მიხედვით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს. ორსულობის დადასტურების შემდეგ ბრომოკრიპტინის მოხსნისას ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის სიხშირის გაზრდა არ გამოვლენილა. კლინიკურმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ორსულობის დროს ბრომოკრიპტინის გამოყენება ორსულობის მიმდინარეობასა და დასასრულზე უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს.

ჰიპოფიზის ადენომის მქონე ორსულ პაციენტებში პრეპარატის მოხსნის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა უნდა გაკონტროლდეს მთელი ორსულობის განმავლობაში. პროლაქტინომის ზომების მკვეთრად გაზრდის სიმპტომების გამოვლენის, მაგარლითად, თავის ტკივილის ან მხედველობის ველის დარღვევის შემთხვევაში, ბრომოკრიპტინით მკურნალობა უნდა განახლდეს ან გადაწყდეს საკითხი ქირურგიული ჩარევის შესრულების შესაძლებლობის შესახებ.

ლაქტაციის პერიოდი

ვინაიდან ბრომოკრიპტინი თრგუნავს ლაქტაციას, იგი არ უნდა დაინიშნოს მეძუძურ დედებში.

ფერტილობა

ბრომოკრიპტინით მკურნალობისას რეპროდუქციული ფუნქცია შეიძლება აღდგეს. რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, რომლებიც არ გეგმავენ ორსულობას, რეკომენდებული უნდა იქნას კონტრაცეფციის სანდო მეთოდის გამოყენება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

განსაკუთრებით მკურნალობის პირველ დღეებში შეიძლება აღინიშნოს ჰიპოტენზიური რეაქციები, რომლებიც იწვევენ ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას. შედეგად, სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ბრომოკრიპტინს, რომლებსაც უვითარდებათ ძილიანობა და/ან უცაბედი ჩაძინების ეპიზოდები, თავი უნდა შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და არ დაიწყონ ისეთი საქმიანობა, რომელიც ყურადღების დაქვეითებული კონცენტრაციისას შეიძლება წარმოადგენდეს სერიოზული ტრავმის ან სიკვდილის რისკს (მაგალითად, მექანიზმებთან მუშაობა), სანამ ასეთი ეპიზოდები და ძილიანობა არ გაივლის (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“).

შეფუთვა

30 ტაბლეტი ყავისფერ შუშის ფლაკონში 10 მლ მოცულობით, გარანტირებულად დახურებადი თავსახურით, რომელსაც აქვს გოფრირებული სადები. ერთი ფლაკონი მუყაოს კოლოფში თანდართული გამოყენების ინსტრუქციით.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რაექციები წარმოდგენილია MedDRA ორგანოთა სისტემების კლასიფიცირების შესაბამისად, ასევე წარმოქმნის სიხშირის შესაბამისად. სიხშირის თითოეულ კატეგორიაში თავიდან მიეთითება ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქცია.

ორგანოთა სისტემის კლასი

ხშირი

≥1/100, მაგრამ 1/10

არახშირი

≥1/1000, მაგრამ 1/100

იშვიათი

≥1/10 000, მაგრამ 1/1000

ძალიან იშვიათი

1/10 000

ფსიქიკის დარღვევები

გონების არევა

ფსიქომოტორული აგზნებულობა

ჰალუცინაციები

უძილობა ფსიქიკური აშლილობა

ჰიპერსექსუალობა,

მომატებული სქესობრივი ლტოლვა,

პათოლოგიური დამოკიდებულობა აზარტულ თამაშებზე, კომპულსიური მფლანგველობა ან საყიდლები, უკონტროლო ბევრი ჭამა, კომპულსიური მსუნაგობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

ძილიანობა

თავბრუსხვევა

დისკინეზია

ძილიანობა

პარესთეზიები

ჭარბი ძილიანობა დღისით,

უეცარი ჩაძინება

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის დარღვევები,

არამახვილი მხედველობა

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

შუილი ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

ექსუდატი პერიკარდიუმის არეში, კონსტრუქციული პერიკარდიტი

ტაქიკარდია

ბრადიკარდია

არითმია

გულის სარქველების პათოლოგია (რეგურგიტაციის ჩათვლით) და თანმხლები დაავადებები (პერიკარდიტი და პერიკარდიალური ექსუდატი)

გულის სარქველის ფიბროზი

დარღვევები სისხლძარღვეის მხრივ

არტერიული ჰიპოტენზია

ორთოსტაზული ჰიპოტენზია (რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს გულყრას)

სიცივით გამოწვეული ხელებისა და ფეხების თითების შექცევადი გაფერმკრთალება (გასაკუთრებით პაციენტებსი რეინოს ფენომენით ანამნეზში)

დარღვევები სასუნთქი სისტემის, მკრდის უჯრედის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ

ცხვირის შეგუბება

ექსუდატი პლევრის ღრუში

პლევრის ფიბროზი

ფილტვების ფიბროზი

პლევრიტი

ქოშინი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ღებინება

ყაბზობა

გულისრევა

სიმშრალე პირში

რეტროპერიტონეალური ფიბროზი

სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის წყლულები

მუცლის ტკივილი

დიარეა

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

კანის ალერგიული რეაქციები

თმის ცვენა

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ფეხის კუნთების კრუნჩხვები

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას

მომატებული დაღლილობა

პერიფერიული შეშუპებები

ავთვისებიანი

ნეიროლეფსიური სინდრომის მსგავსი სინდრომი ბრომოკრიპტინის ° უეცარი მოხსნის დროს

° გადახრების დროს სასურველია გატარდეს შესაბამისი ზომები პრეპარატის მიღების განახლება, ან იმ დოზირებაზე დაბრუნება, რომელიც გამოიყენებოდა მდგომარეობის გაუარესებამდე.

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერილობა

მშობიარობის შემდგომ პერიოდში ფიზიოლოგიური ლაქტაციის დათრგუნვის მიზნით ბრომოკრიპტინის გამოყენება ასოცირდებოდა არტერიული ჰიპერტენზიის, მიოკარდის ინფარქტის, კრუნჩხვების, ინსულტის ან ფსიქიკური აშლილობის იშვიათ შემთხვევებთან (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“).

კონტროლის მოშლა მოთხოვნილებებზე

პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ დოფამინის აგონისტებით, ბრომოკრიპტინის ჩათვლით, შეიძლება განუვითარდეთ პათოლოგიური დამოკიდებულობა აზარტულ თამაშებზე, მომატებული სქესობრივი ლტოლვა, ჰიპერსექსუალობა, კომპულსიური მფლანგველობა ან დამოკიდებულობა საყიდლებზე, მუდვივი ჭამის მოთხოვნილება და კომპულსიური მსუნაგობა (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“).

შეტყობინებები სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ

სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სარგებლისა და რისკის შეფარდების უწყვეტი კონტროლის უზრუნველყოფის საშუალებას შესაბამისი სამკურნალო საშუალებისთვის. მედიცინის მუშაკებს სთხოვენ ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინებას ანგარიშგების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

ობიექტური და სუბიექტური სიმპტომები

ბრომოკრიპტინის ჭარბი დოზის ყველა შემთხვევაში პაციენტები გადარჩნენ, შიგნით მიღებული მაქსიმალური ერთჯერადი დოზა დღეისათვის 325 მგ შეადგენს. ჭარბი დოზის სიმპტომები მოიცავს ღებინებას, გულისრევას, თავბრუსხვევას, არტერიული წნევის დაწევას, ორთოსტაზულ ჰიპოტენზიას, ტაქიკარდიას, ძილიანობას, გაშეშებას და ჰალუცინაციებს.

არსებობს ერთეული შეტყობინებები ბავშვების შესახებ, რომლებმაც შემთხვევით მიიღეს ბრომოკრიპტინი. აღნიშნული არასასურველი მოვლენები იყო გულისრევა, ძილიანობა და ცხელება. ჭარბი დოზის სიმპტომები თავისით ლაგდება რამდენიმე საათის განმავლობაში ან სიმპტომური თერაპიის ჩატარების შემდეგ.

მკურნალობა ჭარბი დოზისას

ჭარბი დოზის შემთხვევაში რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის გამოყენება. თუ პრეპარატი შიგნით იყო მიღებული ძალიან ცოტახნის წინ, საჭიროა კუჭის ამორეცხვა.

მწვავე ინტოქსიკაციისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა. გულისრევის ან ჰალუცინაციების სამკურნალოდ შეიძლება ნაჩვენები იყოს მეტოკლოპრამიდი.

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: 2,5 მგ ბრომოკრიპტინი (2,87 მგ ბრომოკრიპტინის მეზილატის ფორმით).

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

აღწერილობა

თითქმის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, ნაზოლით, დაახლოებით 7 მმ დიამეტრის, გამყოფი ხაზით ცალ მხარეს და გრავირებით „2.5“ - მეორე მხარეს. შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ თანაბარ დოზად.

შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში სინათლის ზემოქმედებისგან დასაცავად.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალო სხვა საშუალებები. პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: G02CB01

პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები. დოპამინური რეცეპტორების აგონისტები.

ათქ კოდი: N04BC01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ბრომოკრიპტინი პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორი და დოფამინური რეცეპტორების სტიმულატორია. ბრომოკრიპტინის გამოყენების სფერო ენდოკრინულ და ნევროლოგიურ ჩვენებებზე იყოფა. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განხილული იქნება თითოეულ ჩვენებაზე.

მოქმედების მექანიზმი

ენდოკრინული თვისებები

ბრომოკრიპტინი აინჰიბირებს ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონის - პროლაქტინის სეკრეციას და თან არ ახდენს ზეგავლენას სხვა ჰიპოფიზური ჰორმონების ნორმალურ დონეებზე. თუმცა ბრომოკრიპტინს შეუძლია ზრდის ჰორმონის მომატებული დონის შემცირება აკრომეგალიის მქონე პაციენტებში. ეს ეფექტები უკავშირდება დოფამინური რეცეპტორების სტიმულირებას. მშობიარობის შემდგომ პერიოდში პროლაქტინი აუცილებელია მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის დაწყებისა და შენარჩუნებისთვის. სხვა დროს პროლატინის დონის მომატება იწვევს პათოლოგიურ ლაქტაციას (გალაქტორეას) და/ან ოვულაციისა და მენსტრუალური ციკლის დარღვევას.

ბრომოკრიპტინის, როგორც პროლაქტინის სეკრეციის სპეციფიკური ინჰიბიტორის, გამოყენება შეიძლება ფიზიოლოგიური ლაქტაციის შეწყვეტისა ან დათრგუნვისთვის, ასევე პროლაქტინის სეკრეციით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობების სამკურნალოდ. ამენორეის და/ან ანოვულაციის (გალაქტორეით ან მის გარეშე) დროს ბრომოკრიპტინის გამოყენება შეიძლება მენსტრუალური ციკლისა და ოვულაციის მოსაწესრიგებლად.

ბრომოკრიპტინის გამოყენებისას ლაქტაციის დამთრგუნველი ჩვეულებრივი ზომები, როგორიცაა სითხის მოხმარების შეზღუდვა, საჭირო არ არის. გარდა ამისა, ბრომოკრიპტინი არ არღვევს საშვილოსნოს მშობიარობის შემდგომ ინვოლუციას და არ ზრდის თრომბოემბოლიური მოვლენების განვითარების რისკს.

დემონსტრირებული იქნა ბრომოკრიპტინის უნარი შეამციროს ჰიპოფიზის პროლაქტინ-სეკრეტირებადი ადენომების ზომები (პროლაქტინით).

აკრომეგალიის მქონე პაციენტებში (სისხლის პლაზმაში ზრდის ჰორმონისა და პროლაქტინის დონეების შემცირების გარდა) ბრომოკრიპტინი ახდენდა დადებით ეფექტს კლინიკურ სიმპტომებსა და გლუკოზის ამტანობაზე.

ბრომოკრიპტინი ამცირებს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის კლინიკური სიმპტომატიკის გამოხატულობას მალუთეინიზირებელი ჰორმონის ნორმალური სეკრეციის აღდგენის ხარჯზე.

ნევროლოგიური თვისებები

დოფამინერგიული აქტივობის წყალობით ენდოკრინული დაავადებების სამკურნალოდ რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზებით გამოყენებისას, ბრომოკრიპტინი ეფექტურია პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში. ეს აშლილობა ხასიათდება დოფამინის დეფიციტით ტვინის ნიგროსტრიულ არეში. ბრომოკრიპტინით დოფამინური რეცეპტორების სტიმულირებას შეუძლია ნეიროქიმიური ბალანსის აღდგენა ტვინის ამ არეში.

კლინიკურად, ბრომოკრიპტინი ამცირებს ტრემორის, რიგიდულობის, ბრადიკინეზიისა და პარკინსონიზმის გამოხატულობას დაავადების ყველა სტადიაზე. ჩვეულებრივ თერაპიული ეფექტი წლობით გრძელდება (დღეისათვის კარგი შედეგები ნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს იღებენ 8 წლამდე პერიოდის განმავლობაში). ბრომოკრიპტინის დანიშვნა შეიძლება როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე კომბინაციაში პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან, როგორც ადრეულ სტადიებზე, ასევე გამოხატული დაავადებისას.

ლევოდოპასთან კომბინირებული თერაპია იწვევს პარკინსონის საწინააღმდეგო თვისებების გაძლიერებას და ხშირად შესაძლებელს ხდის ლევოდოპას დოზის შემცირებას. ბრომოკრიპტინი განსაკუთრებულ უპირატესობებს სთავაზობს პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ლევოდოპაზე პასუხის გაუარესება ან გართულებები, როგორიცაა ანომალიური თვითნებური მოძრაობები (ქორეოატეტოიდური დისკინეზია და/ან მტკივნეული დისტონია), მდგომარეობის გაუარესება დოზის მოქმედების ბოლოს და „ჩართვა-გამორთვის“ ფენომენი.

ბრომოკრიპტინი ამცირებს დეპრესიულ სიმპტომატიკას, რომელიც ხშირად აღენიშნებათ პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს. ეს დაკავშირებულია მის ანტიდეპრესიულ თვისებებთან, რაც დასტურდება კონტროლირებადი კვლევებით სხვა დაავადებების მქონე პაციენტების მონაწილეობით, პარკინის დაავადების გარდა, რომლებსაც აღენიშნებოდათ ენდოგენური ან ფსიქოგენური დეპრესია.

პედიატრიული პოპულაცია

ბრომოკრიპტინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი იქნა მხოლოდ პროლაქტინომისა და აკრომეგალიის ჩვენებით გამოყენებისას 7წ. და უფროსი ასაკის პაციენტებში გამოყენებისას (იხ. ქვეთავი 4.2. და 4.4.).

ბავშვები და მოზარდები (7-17წ)

პროლაქტინომისა და აკრომეგალიის მკურნალობა ბრომოკრიპტინით აღწერილია გამოქვეყნებულ კლინიკურ კვლევებსა და რეტროსპექტულ კოჰორტულ კვლევებში. 7წ-მდე ასაკის ჯგუფზე არსებობს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა.

ბრომოკრიპტინი აღწერილია როგორც ეფექტური არაინვაზიური საშუალება ბავშვებში და მოზარდებში პროლაქტინომისა და აკრომეგალიის მკურნალობისთვის. აკრომეგალიის დროს ბრომოკრიპტინით მკურნალობა აიჰიბირებდა ზრდის ჰორმონის გამოთავისუფლებას (კონცენტრაცია ИФР-1).

ჰიპერპროლაქტინემიის დროს ბრომოკრიპტინი ეფექტურად ამცირებს სისხლის შრატში პროლატინის დონეს, რაცხელს უწყობს ნორმალურ ზრდასა და სქესობრივ მომწიფებას. ბრომოკრიპტინის ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა შეადგენს 1,25მგ დან 20მგ-მდე , რეკომენდებულია დოზის სიფრთხილით შერჩევა ბავშვებში. ამ ჩვენებებით უსაფრთხოების მონაცემები ბავშვებში და მოზარდებში თავსებადია, თუმცა მონაცემები 7წ-მდე ბავშვებში არასაკმარისია ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

შიგნით მიღების შემდეგ ბრომოკრიპტინი კარგად და სწრაფად შეიწოვება. ტაბლეტების ან სტანდარტული კაფსულების სახით მიღებისას ჯანმრთელ მოხალისეებში ნახევარაბსორბციის პერიოდმა შეადგინა 0,2-0,5 საათი, ხოლო ბრომოკრიპტინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნებოდა 1-3 საათში. ბრომოკრიპტინის შიგნით მიღებისას 5 მგ დოზით მაქსიმალურმა კონცენტრაციამ სისხლის პლაზმაში 0,465 ნგ/მლ შეადგინა.

განაწილება

პროლაქტინის შემამცირებელი ეფექტი ვითარდება პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის განმავლობაში და მაქსიმუმს აღწევს (ე.ი. სისხლის პლაზმაში პროლაქტინის დონის შემცირება 80%-ზე მეტად) 5-10 საათში, და მაქსიმუმთან მიახლოებული რჩება 8-12 საათის განმავლობაში.

მეტაბოლიზმი

აქტიურ ბიოტრანსფორმირებას ბრომოკრიპტინი ექვემდებარება ღვიძლში „პირველი“ გავლისას, რაც აისახება მეტაბოლიტების რთულ პროფილში და საწყისი ნივთიერების შარდსა და განავალში სრულ არარსებობაში. იგი ადემონსტრირებს მაღალ მსგავსებას CYP3A4-სთან, ხოლო მეტაბოლზიმის ძირითად გზას წარმოადგენს ციკლოპეპტიდური მოლეკულის პროლინური რგოლის ჰიდროქსილირება. შედეგად, მოსალოდნელია, რომ CYP3A4-ს ინჰიბიტორებს და/ან ძლიერ სუბსტრატებს შეუძლიათ ბრომოკრიპტინის გამოყოფის შენელება და მისი კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში. ბრომოკრიპტინი ასევე წარმოადგენს CYP3A4-ს ძლიერ ინჰიბიტორს IC50-ს გათვლილი მნიშვნელობით 1,6 მკმ. თუმცა, პაციენტებში თავისუფალი ბრომოკრიპტინის დაბალი თერაპიული კონცენტრაციების გათვალისწინებით, მოსალოდნელი არ არის მეორე პრეპარატის მეტაბოლიზმის მნიშველოვანი დარღვევა, რომლის კლირენსი განპირობებულია CYP3A4-ით.

გამოყოფა

სისხლის პლაზმიდან საწყისი ნივთიერების გამოყოფა ორფაზიანი ხასიათისაა, ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდით დაახლოებით 15 საათის (8-20 საათის დიაპაზონში) ხანგრძლივობით. საწყისი ნივთიერება და მისი მეტაბოლიტები პრაქტიკულად სრულად გამოიყოფა ღვიძლის გავლით, პრეპარატის მხოლოდ 6% გამოიყოფა თირკმელებით. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების კოეფიციენტი 96% აღწევს.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა ცალკეულ ჯგუფებში

არ არის მითითებები იმაზე, რომ ხანდაზმულობა უშუალო გავლენას ახდენს ბრომოკრიპტინის ფარმაკოკინეტიკურ თვისებებზე და ამტანობაზე. თუმცა ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყოფის სიჩქარე შეიძლება შენელდეს, ხოლო სისხლის პლაზმაში მისი დონე შეიძლება გაიზარდოს, რაც პრეპარატის დოზის კორექციას მოითხოვს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:

ბრომოკრიპტინი-რიხტერი (BROMOCRIPTIN-RICHTER)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად):

ბრომოკრიპტინი / bromocriptine

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები

გამოყენების ჩვენებები

ლაქტაციის დათრგუნვა სამედიცინო ჩვენებებით

მშობიარობის შემდგომ პერიოდში ფიზიოლოგიური ლაქტაციის პრევენციისთვის ან დათრგუნვისთვის მხოლოდ სამედიცინო ჩვენებებით (მაგალითად, ნაყოფის ინტრანატალური დაღუპვის, ახალშობილის გარდაცვალების, დედის აივ-ინფექციის დაინფიცირებულობის შემთხვევაში).

ბრომოკრიპტინის გამოყენება რეკომენდებული არ არის რუტინულ პრაქტიკაში ლაქტაციის დათრგუნვის ან მშობიარობის შემდგომი ტკივილის სიმპტომების და სარძევე ჯირკვლების მტკივნეული შევსების შესამსუბუქებლად, რომელთა სამკურნალოდ წარმატებით შეიძლება ზემოქმედების არამედიკამენტოზური მეთოდების (მკერდის მდგრადი მდგომარეობის უზრუნველყოფა, ცივი კომპრესები) და/ან გამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება.

ჰიპერპროლაქტინემია

პროლაქტინემიის სამკურნალოდ ჰიპოგონადიზმის დროს

  • მამრობითი სქესის პაციენტებში ჰიპოგონადიზმის დროს (ოლიგოსპერმიის, ლიბიდოს დაკარგვის, იმპოტენციის) და/ან გალაქტორეის დროს;
  • მდედრობითი სქესის პაციენტებში ჰიპოგონადიზმის დროს (ამენორეის,ალებისა და ვაგინის სიმშრალის დროს) მენსტრუალური ციკლის მოშლით, ქალის უნაყოფობის და/ან გალაქტორეის დროს;

პროლაქტინომები

პროლაქტინ-სეკრეტირებადი ჰიპოფიზის მიკრო და მაკრო ადენომების მქონე პაციენტებში. ბრომოკრიპტინ -რიხტერი შეიძლება გამოყენებულ იქნას ოპერაციულ ჩარევამდე სიმსივნის ზომებში შემცირებისა და ქირურგიული ჩარევის შესამსუბუქებლად.

აკრომეგალია

ბრომოკრიპტინი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალების სახით ოპერაციულ ჩარევებთან და/ან სხივურ თერაპიასთან კომპლექსში აკრომეგალიის მქონე პაციენტების მკურნალობის დროს, როდესაც უკუნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა ან არაოპერაბელურია.

პარკინსონის დაავადება

პარკინსნის იდიოპათიური დაავადების მკურნალობაში ბრომოკრიპტინი გამოიყენება ლევოდოპასთან კომბინაციაში (როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე კომბინაციაში სხვა ანტიპარკინსონურ მედიკამენტებთან ერთად)მოძრაობის სირთულეებით და ჩართვა-გამორთვის“ ფენომენის მქონე პაციენტებში. ბრომოკრიპტინის გამოყენება შეიძლება ეფექტური იყოს პაციენტებში, რომლებიც არ პასუხობენ მკურნალობაზე ან გააჩნიათ აუტანლობა ლევოდოპას პრეპარატების მიმართ, ასევე ლევოდოპას ეფექტურობის დაქვეითებისას.

სხვა

წინამენსტრუაციული სინდრომისა და სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნების მკურნალობისას ბრომოკრიპტინის ეფექტურობის მტკიცებულებები არასაკმარისია. შედეგად, ამ პათოლოგიის მქონე პაციენტებში პრეპარატ ბრომოკრიპტინი-რიხტერის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, ერგუსის სხვა ალკალოიდების ან თავში „შემადგენლობა“ ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, ჰიპერტონიული აშლილობები ორსულობისას (ეკლამპსიის, პრეეკლამპსიის ან ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზიის ჩათვლით), მშობიარობის შემდგომი ჰიპერტონია და ჰიპერტონია მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

ბრომოკრიპტინის გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის დასათრგუნად ან სიცოცხლისათვის არასაშიში სხვა ჩვენებებით, პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ გულის იშემიური დაავადება ან გულ-სისხლძარღვთა სხვა მძიმე პათოლოგია, ან მძიმე ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები/ისტორია.

ხანგრძლივი მკურნალობისთვის: გულის სარქველების აპარატის პათოლოგიის ნიშნები ექოკარდიოგრაფიის მონაცემებით მკურნალობის დაწყებამდე.

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

პაციენტებში, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ ორსულობა, ორსულობის დადასტურებისას ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად ბრომოკრიპტინი უნდა მოიხსნას. სამედიცინო ჩვენებების მიხედვით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს. ორსულობის დადასტურების შემდეგ ბრომოკრიპტინის მოხსნისას ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის სიხშირის გაზრდა არ გამოვლენილა. კლინიკურმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ორსულობის დროს ბრომოკრიპტინის გამოყენება ორსულობის მიმდინარეობასა და დასასრულზე უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს.

ჰიპოფიზის ადენომის მქონე ორსულ პაციენტებში პრეპარატის მოხსნის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა უნდა გაკონტროლდეს მთელი ორსულობის განმავლობაში. პროლაქტინომის ზომების მკვეთრად გაზრდის სიმპტომების გამოვლენის, მაგარლითად, თავის ტკივილის ან მხედველობის ველის დარღვევის შემთხვევაში, ბრომოკრიპტინით მკურნალობა უნდა განახლდეს ან გადაწყდეს საკითხი ქირურგიული ჩარევის შესრულების შესაძლებლობის შესახებ.

ლაქტაციის პერიოდი

ვინაიდან ბრომოკრიპტინი თრგუნავს ლაქტაციას, იგი არ უნდა დაინიშნოს მეძუძურ დედებში.

ფერტილობა

ბრომოკრიპტინით მკურნალობისას რეპროდუქციული ფუნქცია შეიძლება აღდგეს. რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, რომლებიც არ გეგმავენ ორსულობას, რეკომენდებული უნდა იქნას კონტრაცეფციის სანდო მეთოდის გამოყენება.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატობოდეს 30 მგ/დღე-ღამეში.

მოზრდილებში

ბრომოკრიპტინით მკურნალობა გამოიყენება რიგი ძალიან სხვადასხვაგვარი დაავადებების დროს, ამიტომ დოზირების რეკომენდებული რეჟიმები განსხვავდება. ჩვენებათა უმრავლესობისას, საბოლოო დოზის მიუხედავად, მინიმალური გვერდითი ეფექტებისას ოპტიმალური პასუხი ჩვეულებრივ მიიღწევა ბრომოკრიპტინის დოზის თანდათან გაზრდის მეშვეობით.

რეკომენდებულია შემდეგი სქემა:

საწყისი დოზა - ტაბლეტის ნახევარი (1,25 მგ) ძილის წინ, 2-3 დღეში დოზა უნდა გაიზარდოს 2,5 მგ-მდე ძილის წინ. შემდეგ დოზის გაზრდა შეიძლება ნახევარი ტაბლეტით ან მთელი ტაბლეტით (1,25 მგ - 2,5 მგ) 2-3-დღიანი ინტერვალებით, მაქსიმალური დოზის 2,5 მგ მიღწევამდე დღეში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, დოზის შემდგომი გაზრდა ანალოგიურად უნდა მოხდეს.

სამედიცინო ჩვენებით ლაქტაციის პრევენცია

ლაქტაციის შემცირება და შეწყვეტა: 1,25მგ (1/2 ტაბ) მშობიარობის დღეს ჭამის დროს დილით და ღამოს, შემდგომ 2,5 მგ დღეში 2-ჯერ 14 დღის განმავლობაში. ამ ჩვენებით დანიშვნისას ბრომოკრიპტინის დოზის თანდათან გაზრდა საჭირო არ არის. სასურველია მკურნალობა დაიწყოს მშობიარობის შემდგომ ან აბორტის შემდგომ რამდენიმე საათში, მაგრამ არა მანამ სანამ სასიცოცხლო პარამეტრები დასტაბილურდება. მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 დღის შემდეგ შესაძლოა რძის უმნიშვნელო გამოყოფა, რას შესაძლოა დარეგულირდეს მკურნალობის იგივე სქემით 1კვირის განმავლობაში.

ჰიპოგონადიზმი

ქალებში: ბრომოკრიპტინის დოზას ზრდიან თანდათან შემოთავაზებული სქემის მიხედვით 5-10მგ დღე-ღამეში.

უმეტეს პაციენტებში დგება სასურველი ეფექტი 7,5მგ დოზირებისას დღე-ღამეში (გაყოფილი დოზებით).

მკურნალობას აგრძელებენ სარძევე ჯირკვლების სეკრეციის სრულ შეწყვეტამდე, ან ამენორეის დროს კი მენსტრუალური ციკლის სრულ აღდგენამდე.

მამაკაცებში:

ბრომოკრიპტინის დოზას ზრდიან თანდათან შემოთავაზებული სქემის მიხედვით . კლინიკურად შესწავლილია 15მგ დღე-ღამეში დოზირება. მკურნალობას აგრძელებენ ოპტიმალური თერაპიული შედეგის დადგომამდე.

პროლაქტინომები

ბრომოკრიპტინის დოზას ზრდიან თანდათან შემოთავაზებული სქემის მიხედვით. შემდეგ დოზის გაზრდა შეიძლება 2,5 მგ-ით დღეში 2-3-დღიანი ინტერვალით შემდეგი სქემით გამოყენებით: 2,5 მგ - ყოველ 8 საათში, 2,5 მგ - ყოველ 6 საათში, 5 მგ - ყოველ 6 საათში. ადექვატური ეფექტი მიიღწევა 30მგ დღე-ღამეში დოზირებისას.

აკრომეგალია

ბრომოკრიპტინის დოზას ზრდიან თანდათან შემოთავაზებული სქემის მიხედვით. შემდეგ დოზის გაზრდა შეიძლება 2,5 მგ-ით დღეში 2-3-დღიანი ინტერვალით შემდეგი სქემით გამოყენებით: 2,5 მგ - ყოველ 8 საათში, 2,5 მგ - ყოველ 6 საათში, 5 მგ - ყოველ 6 საათში, 10-20მგ დღეში კლინიკური პასუხისა და გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით.

პარკინსონის დაავადება

ბრომოკრიპტინით მკურნალობა უნდა დაიწყოს თანდათან შემდეგი სქემის მიხედვით:

1-ლი კვირა: 1,25 მგ ძილის წინ.

მე-2 კვირა: 2,5 მგ ძილის წინ.

მე-3 კვირა: 2,5 მგ დღეში ორჯერ.

მე-4 კვირა: 2,5 მგ დღეში სამჯერ.

შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სამჯერ დღეში, დოზის 2,5 მგ-ით გაზრდით ყოველ 3-14 დღეში პაციენტის პასუხის მიხედვით. დოზის გაზრდა უნდა გაგრძელდეს ოპტიმალური დოზის მიღწევამდე. ჩვეულებრივ ოპტიმალური მკურნალობა შეადგენს 6-8 ლვირას; წინააღმდეგ შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შესაძლოა გაიზარდოს 2,5მგ-ის კვირაში;

დოზის გაზრდა შესაძლებელია ოპტიმალურამდე, ძირითადად ოპტიმალური დოზაა 10-დან 30 მგ-მდე დღეში მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიირ დროს. თუ პაციენტი უკვე იღებდა ლევოდოპას, შეიძლება თანდათან ლევოდოპას დოზის შემცირება, ხოლო ბრომოკრიპტინის - დოზის გაზრდა, ოპტიმალური ბალანსის მიღწევამდე. ზოგჯერ შესაძლოა ლევოდოპას სრულად მოხსნა.

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებსა და მოზარდებში (7-17წ)

ბრომოკრიპტინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი იქნა მხოლოდ პროლაქტინომისა და აკრომეგალიის ჩვენებით გამოყენებისას 7წ.-ზე უფროსი ასაკის პაციენტებში გამოყენებისას (იხ. ქვეთავები „ფარმაკოდინამიკა“ და „სიფთხილის ზომები“ ).

ბრომოკრიპტინის გამოყენება არ შეიძლება.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი)

იმის მტკიცებულებები, რომ ხანდაზმული პირებისთვის ბრომოკრიპტინი განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს - არ არსებობს.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყოფის სიჩქარე შეიძლება შენელდეს, ხოლო სისხლის პლაზმაში დონეები შეიძლება გაიზარდოს, რაც პრეპარატის დოზის კორექციას მოითხოვს.

გამოყენების წესი

მიიღება შიგნით. ბრომოკრიპტინი-რიხტერის ტაბლეტების მიღება ყოველთვის ჭამის დროს უნდა მოხდეს.

გვერდითი მოქმედება

არასასურველი რეაქციების სია ცხრილის ფორმით

არასასურველი რაექციები წარმოდგენილია MedDRA ორგანოთა სისტემების კლასიფიცირების შესაბამისად, ასევე წარმოქმნის სიხშირის შესაბამისად. სიხშირის თითოეულ კატეგორიაში თავიდან მიეთითება ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქცია.

ორგანოთა სისტემის კლასი

ხშირი

≥1/100, მაგრამ 1/10

არახშირი

≥1/1000, მაგრამ 1/100

იშვიათი

≥1/10 000, მაგრამ 1/1000

ძალიან იშვიათი

1/10 000

ფსიქიკის დარღვევები

გონების არევა

ფსიქომოტორული აგზნებულობა

ჰალუცინაციები

უძილობა ფსიქიკური აშლილობა

ჰიპერსექსუალობა,

მომატებული სქესობრივი ლტოლვა,

პათოლოგიური დამოკიდებულობა აზარტულ თამაშებზე, კომპულსიური მფლანგველობა ან საყიდლები, უკონტროლო ბევრი ჭამა, კომპულსიური მსუნაგობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

ძილიანობა

თავბრუსხვევა

დისკინეზია

ძილიანობა

პარესთეზიები

ჭარბი ძილიანობა დღისით,

უეცარი ჩაძინება

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის დარღვევები,

არამახვილი მხედველობა

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

შუილი ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

ექსუდატი პერიკარდიუმის არეში, კონსტრუქციული პერიკარდიტი

ტაქიკარდია

ბრადიკარდია

არითმია

გულის სარქველების პათოლოგია (რეგურგიტაციის ჩათვლით) და თანმხლები დაავადებები (პერიკარდიტი და პერიკარდიალური ექსუდატი)

გულის სარქველის ფიბროზი

დარღვევები სისხლძარღვეის მხრივ

არტერიული ჰიპოტენზია

ორთოსტაზული ჰიპოტენზია (რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს გულყრას)

სიცივით გამოწვეული ხელებისა და ფეხების თითების შექცევადი გაფერმკრთალება (გასაკუთრებით პაციენტებსი რეინოს ფენომენით ანამნეზში)

დარღვევები სასუნთქი სისტემის, მკრდის უჯრედის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ

ცხვირის შეგუბება

ექსუდატი პლევრის ღრუში

პლევრის ფიბროზი

ფილტვების ფიბროზი

პლევრიტი

ქოშინი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ღებინება

ყაბზობა

გულისრევა

სიმშრალე პირში

რეტროპერიტონეალური ფიბროზი

სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის წყლულები

მუცლის ტკივილი

დიარეა

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

კანის ალერგიული რეაქციები

თმის ცვენა

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ფეხის კუნთების კრუნჩხვები

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას

მომატებული დაღლილობა

პერიფერიული შეშუპებები

ავთვისებიანი

ნეიროლეფსიური სინდრომის მსგავსი სინდრომი ბრომოკრიპტინის ° უეცარი მოხსნის დროს

° გადახრების დროს სასურველია გატარდეს შესაბამისი ზომები პრეპარატის მიღების განახლება, ან იმ დოზირებაზე დაბრუნება, რომელიც გამოიყენებოდა მდგომარეობის გაუარესებამდე.

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერილობა

მშობიარობის შემდგომ პერიოდში ფიზიოლოგიური ლაქტაციის დათრგუნვის მიზნით ბრომოკრიპტინის გამოყენება ასოცირდებოდა არტერიული ჰიპერტენზიის, მიოკარდის ინფარქტის, კრუნჩხვების, ინსულტის ან ფსიქიკური აშლილობის იშვიათ შემთხვევებთან (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“).

კონტროლის მოშლა მოთხოვნილებებზე

პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ დოფამინის აგონისტებით, ბრომოკრიპტინის ჩათვლით, შეიძლება განუვითარდეთ პათოლოგიური დამოკიდებულობა აზარტულ თამაშებზე, მომატებული სქესობრივი ლტოლვა, ჰიპერსექსუალობა, კომპულსიური მფლანგველობა ან დამოკიდებულობა საყიდლებზე, მუდვივი ჭამის მოთხოვნილება და კომპულსიური მსუნაგობა (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“).

შეტყობინებები სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ

სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სარგებლისა და რისკის შეფარდების უწყვეტი კონტროლის უზრუნველყოფის საშუალებას შესაბამისი სამკურნალო საშუალებისთვის. მედიცინის მუშაკებს სთხოვენ ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინებას ანგარიშგების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

ობიექტური და სუბიექტური სიმპტომები

ბრომოკრიპტინის ჭარბი დოზის ყველა შემთხვევაში პაციენტები გადარჩნენ, შიგნით მიღებული მაქსიმალური ერთჯერადი დოზა დღეისათვის 325 მგ შეადგენს. ჭარბი დოზის სიმპტომები მოიცავს ღებინებას, გულისრევას, თავბრუსხვევას, არტერიული წნევის დაწევას, ორთოსტაზულ ჰიპოტენზიას, ტაქიკარდიას, ძილიანობას, გაშეშებას და ჰალუცინაციებს.

არსებობს ერთეული შეტყობინებები ბავშვების შესახებ, რომლებმაც შემთხვევით მიიღეს ბრომოკრიპტინი. აღნიშნული არასასურველი მოვლენები იყო გულისრევა, ძილიანობა და ცხელება. ჭარბი დოზის სიმპტომები თავისით ლაგდება რამდენიმე საათის განმავლობაში ან სიმპტომური თერაპიის ჩატარების შემდეგ.

მკურნალობა ჭარბი დოზისას

ჭარბი დოზის შემთხვევაში რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის გამოყენება. თუ პრეპარატი შიგნით იყო მიღებული ძალიან ცოტახნის წინ, საჭიროა კუჭის ამორეცხვა.

მწვავე ინტოქსიკაციისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა. გულისრევის ან ჰალუცინაციების სამკურნალოდ შეიძლება ნაჩვენები იყოს მეტოკლოპრამიდი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ბრომოკრიპტინი ერთდროულად არის CYP3А4 იზოფერმენტის სუბსტრატიც და ინჰიბიტორიც (იხ. თავი „ფარმაკოკინეტიკა“). ამიტომ საჭიროა სიფრთხილის დაცვა ბრომოკრიპტინისა და CYP3А4 იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან და/ან სუბსტრატებთან (აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან, აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან) ერთად დანიშვნისას.

მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან, მაგალითად, ერითრომიცინთან ან ჯოზამიცინთან ერთად გამოყენებისას, იზრდება ბრომოკრიპტინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

აკრომეგალიის მქონე პაციენტებში ოქტრეოტიდისა და ბრომოკრიპტინის ერთად გამოყენებას ახლავს ბრომოკრიპტინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში.

ცენტრალური დოფამინური რეცეპტორების სტიმულირებასთან დაკავშირებული ბრომოკრიპტინის თერაპიული ეფექტი შეიძლება დაქვეითდეს დოფამინური რეცეპტორების ანტაგონისტების, მაგალითად, ნეიროლეფსიურების (ფენოტიაზინების, ბუტირაფენონების და თიოქსანტინების), ასევე მეტოკლოპრამიდისა და დომპერიდონის გამოყენებისას.

ალკოჰოლს შეუძლია ბრომოკრიპტინის ამტანობის დაქვეითება.

სიფრთხილის ზომები

სიმპატომიმეზურები, მაგალითად, ფენილპროპანოლამინი, იზომეტეპტენი, ზრდიან ტოქსიკურობის რისკს. ბრომოკრიპტინის გამოყენება ერგუსის ალკალოიდებთან ერთად არ შეიძლება.

საერთო ცნობები

თუ ბრომოკრიპტინი ინიშნება ქალებში მდგომარეობებით, რომლებიც არ უკავშირდება ჰიპერპროლაქტინემიას, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მინიმალური ეფექტური დოზირებით, რომელიც აუცილებელია სიმპტომების შესამსუბუქებლად. ამგვარი სიფრთხილე საჭიროა სისხლის პლაზმაში პროლაქტინის შემცველობის შესაძლო დათრგუნვის პრევენციისთვის ნორმაზე დაბალ დონემდე ყვითელი სხეულის ფუნქციის შემდგომი დარღვევით.

იყო შეტყობინებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და კუჭის წყლულიდან სისხლდენების რამდენიმე შემთხვევის შესახებ. პაციენტებისთვის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ნიშნებით ან მსგავსი დაავადებებით ანამნეზში, აუცილებელია მონიტორინგი მკურნალობის დროს.

იყო ერთეული შემთხვევები პლევრაში და პერიკარდიუმის არეში ექსუდატის, განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას.

საჭიროა პაციენტები, რომლებსაც აღენიშნათ პლევროპულმონალური დარღვევები ყურადღებით დაკვირვევა და საჭიროების შემთხვევაში ბრომოკრიპტინით მკურნალობის მოხსნა.

რამდენიმე პაციენტს განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას განუვითარდა რეტროპერიტონეალური ფიბროზი. ადრეულ და შექცევად სტადიაზე რეტროპერიტონეალური ფიბროზის დიაგნოსტიკისთვის შესაბამისი ჩივილების დაკვირვება (ტკივილი ზურგის არეში, ქვედა კიდურების შეშუპება, თირკმლის ფუნქციის მოშლა). დიაგნოსტიკის ან ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ბრომოკრიპტინით მკურნალობის მოხსნა.

მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა განვითარდეს ჰიპოტენზიის რეაქციები, რასაც ახლავს ყურადღების კონცენტრაციის მოდუნებას, საჭიროა სიფრთხილე ავტომობილის მართვისას ან მექანიზმებთან მუსაობისას.

უცაბედი ჩაძინების ეპიზოდები

ვინაიდან, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი რამდენიმე დღე, შეიძლება აღინიშნოს ჰიპოტენზიური რეაქციები, რომლებიც იწვევენ ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას, განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ბრომოკრიპტინის გამოყენებას შეიძლება ახლდეს ძილიანობა და უცაბედი ჩაძინების ეპიზოდები, განსაკუთრებით პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში. დღის აქტივობის დროს უცაბედი ჩაძინების შესახებ, ზოგიერთ შემთხვევაში რაიმე მომასწავებელი ან გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე, შეტყობინებები ძალიან იშვიათი იყო. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ასეთი მოვლენის შესაძლებლობის შესახებ და სატრანსპორტო საშუალებების მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობაზე თავის შეკავების საჭიროების შესახებ ბრომოკრიპტინით მკურნალობის დროს.

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნათ ძილიანობა და/ან უცაბედი ჩაძინების ეპიზოდები, თავი უნდა შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობაზე (იხ. თავი „ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე“). გარდა ამისა, უნდა განიხილოს დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის მიზანშეწონილობა.

სურვილების კონტროლის მოშლა

პაციენტები რეგულარულად უნდა იმყოფებოდნე დაკვირვების ქვეშ სურვილების კონტროლის მოშლის გამო. პაციენტები და პაციენტების მომვლელი პირები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ პაციენტებს, რომლებიც იღებენ დოფამინის ანტაგონისტებს (მათ შორის ბრომოკრიპტინი-რიხტერს), შეიძლება განუვითარდეთ იმპულსური საქციელის კონტროლის მოშლის ქცევითი სიმპტომები, აზარტული თამაშების მიმართ პათოლოგიური დამოკიდებულობის, მომატებული სქესობრივი ლტოლვის, მომატებული სექსუალური აქტივობის, ფულის პათოლოგიური ხარჯვის ან საყიდლებზე დამოკიდებულობის, მუდმივი ჭაის მოთხოვნილების და უკონტროლოდ ბევრი ჭამის ჩათვლით. ასეთი სიმპტომების განვითარებისას განხილული უნდა იქნას პრეპარატის დოზის შემცირების / თანდათან მოხსნის მიზანშეწონილობა.

ქალები მშობიარობის შემდგომ პერიოდში

ქალებში, რომლებიც ბრომოკრიპტინს იღებდნენ მშობიარობის შემდგომ პერიოდში ლაქტაციის დასათრგუნად, სერიოზული არასასურველი მოვლენები, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდის ინფარქტი, კრუნჩხვები, ინსულტი ან ფსიქიკური აშლილობები იშვიათად რეგისტრირდებოდა. ცალკეულ პაციენტებში კრუნჩხვების ან ინსულტის განვითარებას წინ უძღოდა თავის ძლიერი ტკივილი და/ან მხედველობის ტრანზიტორული დარღვევები. საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი, ძირითადად პრეპარატის მიღების პირველ დღეებში. არტერიული ჰიპერტენზიის, მკერდში გულის დაავადებაზე მიმანიშნებელი ტივილის, მძიმე, პროგრესირებადი ან უწყვეტი თავის ტკივილის (მხედველობის დარღვევით ან მის გარეშე) ან ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიკური დაზიანების ნიშნების წარმოქმნისას ბრომოკრიპტინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ თანმხლები თერაპია ან ცოტახნის წინ იღებდნენ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ არტერიული წნევის შეცვლა, მაგალითად, სისხლძარღვების შემავიწროვებელ პრეპარატებს, როგორიცაა სიმპატომიმეზურები ან ერგუსის ალკალოიდები, ერგომეტრინის ან მეთილერგომეტრინის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ბრომოკრიპტინსა და ამ პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების აშკარა მტკიცებულებები არ არსებობს, მშობიარობის შემდგომ პერიოდში მათი ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის.

პროლაქტინ-სეკრეტირებადი ადენომები

ვინაიდან პაციენტებში ჰიპოფიზის მაკროადენომებით შეიძლება აღინიშნოს თანმხლები ჰიპოპიტუიტარიზმი ჰიპოფიზის ქსოვილის კომპრესიის ან დაშლის გამო, საჭიროა ჰიპოფიზის ფუნქციური მდგომარეობის სრული შეფასების ჩატარება და ბრომოკრიპტინის დანიშვნამდე ადეკვატური ჩანაცვლებითი თერაპიის დანიშვნა. პაციენტებში თირკმელზედა ჯირკვლების განმეორებითი უკმარისობით აუცილებელია კორტიკოსტეროიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის დანიშვნა.

უნდა გაკონტროლდეს სიმსივნის ზომის ცვლილებები პაციენტებში ჰიპოფიზის მაკროადენომებით, და სიმსივნის ზრდის ნიშნებისას განხილული უნდა იქნას ქირურგიული ჩარევის მიზანშეწონილობა.

თუ ადენომის მქონე პაციენტს ბრომოკრიპტინის მიღების შემდეგ ორსულობა განუვითარდა, აუცილებელია პაციენტზე მეთვალყურეობა. ორსულობის დროს პროლაქტინ-სეკრეტირებადი ადენომების ზომები შეიძლება გაიზარდოს. ასეთ პაციენტებში ბრომოკრიპტინით მკურნალობა ხშირად იწვევს სიმსივნის ზომების შემცირებას და მხედველობის შევიწროვებული ველის სწრაფად აღდგენას. მძიმე შემთხვევებში, მხედველობის ან სხვა ქალა-ტვინის ნერვების კომპრესიამ შეიძლება საჭირო გახადოს ჰიპოფიზზე გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის ჩატარება. ხედველობის ველის დარღვევა მაკროპროლაქტინომის ცნობილი გართულებაა. ბრომოკრიპტინით ეფექტური მკურნალობა იწვევს სიმსივნის ზომისა და ჰიპერპროლაქტინემიის გამოხატულობის შემცირებას, და ხშირად - მხედველობის მხრივ დარღვევების გაქრობას. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მხედველობის ველების განმეორებითი გაუარესება, პროლაქტინის ნორმალიზებული დონისა და სიმსივნის ზომების შემცირების მიუხედავად, რაც შეიძლება იყოს მხედველობის ნერვების ხლართის გასწორების შედეგი, რომელიც ქაჩავს ქვევით, ნაწილობრივ დაცარიელებულ თურქულ კეხში.

ასეთ შემთხვევებში მხედველობის ველის დეფექტი შეიძლება შემცირდეს ბრომოკრიპტინის დაბალი დოზით მიღების ფონზე, პროლაქტინის მომატებული დონის და სიმსივნის ხელახლა გაზრდის მიუხედავად. ამგვარად, რეკომენდებულია მხედველობის ველების მონიტორინგი პაციენტებში მაკროპროლაქტინომით მხედველობის ველების მეორეული ამოვარდნის ადრე გამოსავლენად თიაქრის წარმოქმნასთან და ბრომოკრიპტინის დოზის ინდივიდუალურად შერჩევასთან დაკავშირებით.

პროლატინ-სეკრეტირებადი ადენომების მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც მკურნალობა ადრე უტარდებოდათ ბრომოკრიპტინით, აღინიშნა ზურგის ტვინის სითხის რინორეა. არსებული მონაცემები ადასტურებს იმას, რომ ეს მოვლენა შეიძლება წარმოიქმნას ინვაზიური ზრდით სიმსივნის ზომებში შემცირების შედეგად.

პარკინსონის დაავადება

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბრომოკრიპტინს, იყო შეტყობინებები პლევრის რღუში და პერიკარდის ღრუში ექსუდატის, ასევე პლევრისა და ფილტვების ფიბროზის და კონსტრიქციული პერიკარდიტის ერთეული შემთხვევების შესახებ. პაციენტები აუხსნელი პლევროპულმონალური აშლილობებით უნდა იყვნენ გამოკვლეულნი და, საჭიროების შემთხვევაში, ბრომოკრიპტინით თერაპია უნდა მოიხსნას.

ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ბრომოკრიპტინს, განსაკუთრებით მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი დროის განმვალობაში, იყო შეტყობინებები რეტროპერიტონეალური ფიბროზის განვითარების შესახებ. რეტროპერიტონეალური ფიბროზის დროული ამოცნობისთვის ადრეულ შექცევად სტადიაში, რეკომენდებულია მისი გამოვლინებების კონტროლი (როგორიცაა ზურგის ტკივილი, ქვედა კიდურების შეშუპება, თირკმელების ფუნქციის დარღვევა) ამ კატეგორიის პაციენტებში.

ბრომოკრიპტინი უნდა მოიხსნას ქვედამუცლის უკანა სივრცის დიაგნოსტირებული ან საეჭვო ფიბროზირებადი ცვილებების დროს.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში (7-დან 17 წლამდე)

ბრომოკრიპტინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი იყო მხოლოდ პროლაქტინომისა და აკრომეგალიისთვის - 7 წლის ასაკიდან პაციენტებში. მონაცემები 7 წელზე უმცროს ბავშვებში ბრომოკრიპტინის გამოყენების შესახებ არაერთგვაროვანია. თუმცა, სხვა კლინიკური მონაცემების თანახმად, არასასურველი მოვლენების შესახებ პოსტრეგისტრაციული შეტყობინებების ჩათვლით, მოზრდილებსა და მოზარდებს ან ბავშვებს შორის განსხვავება პრეპარატის ამტანობაში არ გამოვლენილა. ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ბრომოკრიპტინს, არასასურველი რეაქციების პროფილში განსხვავებების არარსებობის მიუხედავადაც კი, ბავშვებში ჰიპერმგრძნობელობის შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება, ამიტომ ასეთ პაციენტებში უნდა ჩატარდეს დოზის ტიტრირება.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი)

ბრომოკრიპტინის კლინიკური კვლევები მოიცავდა 65 წლის და მეტი ასაკის პაციენტების არასაკმარის რაოდენობას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო პასუხში განსხვავებათა განსაზღვრა ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა პაციენტებს შორის. თუმცა, სხვა კლინიკური მონაცემების თანახმად, არასასურველი მოვლენების შესახებ პოსტრეგისტრაციული შეტყობინებების ჩათვლით, განსხვავება პასუხში ან ამტანობაში ხანდაზმულ პაციენტებსა და 65 წლამდე ასაკის პაციენტებს შორის გამოვლენილი არ არის.

ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბრომოკრიპტინს, არასასურველი მოვლენების ეფექტურობაში ან პროფილში განსხვავებების არარსებობის მიუხედავადაც კი, ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტში ჰიპერმგრძნობელობის შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება. ზოგადად, ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს სიფრთხილით, მინიმალური დოზებით დაწყებით, ვინაიდან ამ პოპულაციაში დიდი სიხშირით აღინიშნება ღვიძლის, თირკმელების ან გულის ფუნქციის დარღვევები, თანმხლები დაავადებები, ან თანმხლები პრეპარატების მიღება.

დამხმარე ნივთიერებები

ბრომოკრიპტინი-რიხტერის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ტოტალური ლაქტაზური უკმარისობა ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მქანიზმებთან მუშაობის უნარზე

განსაკუთრებით მკურნალობის პირველ დღეებში შეიძლება აღინიშნოს ჰიპოტენზიური რეაქციები, რომლებიც იწვევენ ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას. შედეგად, სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ბრომოკრიპტინს, რომლებსაც უვითარდებათ ძილიანობა და/ან უცაბედი ჩაძინების ეპიზოდები, თავი უნდა შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და არ დაიწყონ ისეთი საქმიანობა, რომელიც ყურადღების დაქვეითებული კონცენტრაციისას შეიძლება წარმოადგენდეს სერიოზული ტრავმის ან სიკვდილის რისკს (მაგალითად, მექანიზმებთან მუშაობა), სანამ ასეთი ეპიზოდები და ძილიანობა არ გაივლის (იხ. თავი „სიფრთხილის ზომები“).

შეფუთვა

30 ტაბლეტი ყავისფერ შუშის ფლაკონში 10 მლ მოცულობით, გარანტირებულად დახურებადი თავსახურით, რომელსაც აქვს გოფრირებული სადები. ერთი ფლაკონი მუყაოს კოლოფში თანდართული გამოყენების ინსტრუქციით.

შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში სინათლის ზემოქმედებისგან დასაცავად.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი:

ღსს „გედეონ რიხტერი“

1103 ბუდაპეშტი, დიომრიოის ქ., 19-21, უნგრეთი

მწარმოებლი

ღსს „გედეონ რიხტერი“

1103 ბუდაპეშტი, დიომრიოის ქ., 19-21, უნგრეთი

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში

მისამართი: საქართველო, 0160, ქ.თბილისი, ს.კანდელაკის ქ. #8

ტელეფონი: +995-322-37-11-00

ელექტრონული მისამართი: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში

მისამართი: ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 734003, ქ.დუშანბე, ისმოილი სომონის რაიონი, რუდაკის გამზირი 127, შპს „რუდაკი პლაზა“, მე-5 სართ., ოფ. 507, 508.

ტელეფონი: +992-44-603-33-36

ელექტრონული მისამართი: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა თურქმენეთში

მისამართი: თურქმენეთი, 744036, ქ.აშხაბადი, ათათურქის ქ., სახლი 82, ბიზნეს-ცენტრი „ბერკარარი“, ე-6

ტელეფონი: +993-12-46-82-11

ელექტრონული მისამართი: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა მონღოლეთში

მისამართი: მონღოლეთი, 17012, ქ.ულან-ბატორი, ხან-უულის რაიონი, მე-11 ქვერაიონი, სტადიონი ორგილი, დიდი მონღოლეთის სახელმწიფოს ქუჩა, სახლი 118, ოფ. 200/1

ტელეფონი: +976-70-11-40-02

ელექტრონული მისამართი: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა