მომატებული თვალშიდა წნევის დაქვეითება თვალშიდა ჰიპერტენზიის და ღიაკუთხიანი გლაუკომის დროს მონოთერაპიის სახით მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც არ არიან მგრძნობიარენი β-ბლოკატორების მიმართ, ან ზრდასრულ პაციენტებში, რომლებისთვისაც β-ბლოკატორებით თერაპია უკუნაჩვენებია, ან β-ბლოკატორების ან პროსტაგლანდინების ანალოგების …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბრინზოლამიდი (brinzolamide)
- ფორმა და შეფუთვა
- 1% (10მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები, სუსპენზია პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- S01EC04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034516
- რეგისტრირებულია
- 23 თებერვალი 2022, მოქმედებს 23 თებერვალი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბრინორმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მომატებული თვალშიდა წნევის დაქვეითება თვალშიდა ჰიპერტენზიის და ღიაკუთხიანი გლაუკომის დროს მონოთერაპიის სახით მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც არ არიან მგრძნობიარენი β-ბლოკატორების მიმართ, ან ზრდასრულ პაციენტებში, რომლებისთვისაც β-ბლოკატორებით თერაპია უკუნაჩვენებია, ან β-ბლოკატორების ან პროსტაგლანდინების ანალოგების თანმხლები თერაპის სახით.
მიღების წესი და დოზირება
მონოთერაპიის სახით ან თანმხლები თერაპიის სახით გამოყენებისას, ხდება პრეპარატ ბრინორმის ერთი წვეთის ჩაწვეთება დაზიანებული თვალის (ების) კონიუნქტივალურ პარკში დღეში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია თითო წვეთის სამჯერ დღეში დანიშვნა.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევები
ბრინორმის გამოყენება არ არის შესწავლილი პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით. ამიტომ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ასეთ პაციენტებში.
პრეპარატ ბრინორმის გამოყენება არ არის შესწავლილი პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ან ჰიპერქლორემიული აციდოზის მქონე პაციენტებში. ვინაიდან ბრინზოლამიდი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, ბრინორმი უკუნაჩვენებია ასეთ პაციენტებში.
ბავშვები
პრეპარატ ბრინორმის ეფექტურობა და უსაფრთხოება 0-დან 17 წლამდე ასაკის ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის, ამიტომ არ არის რეკომენდებული ბრინორმის გამოყენება ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები წარმოდგენილია ნაწილებში „არასასურველი რეაქციები“ და „ფარმაკოდინამიკა“.
გამოყენების წესი
ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებულია თვალის შიგნითა კუთხეზე მსუბუქად დაჭერა ნასოლაკრიმალური არხის დასახურად ან ქუთუთოების ფრთხილად დახურვა. ამან შეიძლება შეამციროს ოფთალმოლოგიაში ადგილობრივად გამოსაყენებელი პრეპარატების სისტემური აბსორბცია და გამოიწვიოს სისტემური არასასურველი რეაქციების შემცირება.
გამოყენებამდე აუცილებელია ფლაკონის კარგად შენჯღრევა! თავსახურის მოხსნის შემდეგ აუცილებელია დამცავი რგოლის მოხსნა, რომელიც აკონტროლებს პირველ გახსნას.
საწვეთურის წვერის და თვალის წვეთების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ საწვეთურის წვერის კონტაქტს ქუთუთოებთან და თვალის გარშემო მიდამოსთან ან ნებისმიერ სხვა ზედაპირთან. გამოყენების შემდეგ ფლაკონი უნდა იქნას შენახული მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.
ერთი ოფთალმოლოგიური გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალების ბრინორმით შეცვლისას, უნდა შეწყდეს პირველი საშუალების გამოყენება და დაწყებული იქნას ბრინორმის გამოყენება მომდევნო დღეს.
თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივად გამოსაყენებლი ოფთალმოლოგიური პრეპარატი, მაშინ ისინი უნდა იქნას გამოყენებული ცალკე, ამასთან ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს ხუთ წუთს. თვალის მალამოები უნდა იქნას გამოყენებული ბოლოს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, თერაპია უნდა გაგრძელდეს მომდევნო დოზის გამოყენებით, რეჟიმის შესაბამისად. დოზა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წვეთს დაზიანებულ თვალში (ებში) დღეში სამჯერ.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ;
- თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;
- ჰიპერქლორემიული აციდოზი.
სიფრთხილის ზომები
სისტემური ეფექტები
ბრინორმი არის CA-ს სულფონამიდური ინჰიბიტორი და, მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენება ადგილობრივად, შეიწოვება სისტემურად. ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სულფონამიდებისთვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები. სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარების ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების შემთხვევაში, პრეპარატ ბრინორმის მიღება უნდა შეწყდეს.
მიღებული იყო შეტყობინებები მჟავა-ტუტოვანი დარღვევების შესახებ CA-ს პერორალური ინჰიბიტორების გამოყენებისას. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევების განვითარების რისკით, რადგან არსებობს მეტაბოლური აციდოზის განვითარების შესაძლო რისკი. ბრინზოლამიდი არ იყო შესწავლილი დღენაკლულ ჩვილებში (ნაყოფის 36 კვირაზე ნაკლები გესტაციის ასაკი) ან 1 კვირამდე ასაკის ჩვილებში. პაციენტებში მნიშვნელოვანი განუვითარებლობით ან თირკმლის მილაკების ფუნქციის დარღვევით, ბრინზოლამიდი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ რისკი/სარგებლის თანაფარდობის სათანადო ანალიზის შემდეგ მეტაბოლური აციდოზის განვითარების შესაძლო რისკის გამო.
CA-ს პერორალურ ინჰიბიტორებს შეუძლიათ ამოცანების შესრულების უნარის დარღვევა, რომლებიც საჭიროებენ გონებრივ აქტივობას და/ან ფიზიკურ კოორდინაციას. პრეპარატი შეიწოვება სისტემურად და, შესაბამისად, ეს შეიძლება მოხდეს ადგილობრივი გამოყენების დროსაც კი.
თანმხლები თერაპია
არსებობს ადიტიური ეფექტის განვითარების პოტენციალი CA-ს ინჰიბირების ცნობილ სისტემურ ეფექტებთან მიმართებაში პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ CA ინჰიბიტორს და ბრინზოლამიდს. ბრინორმის და პერორალური CA ინჰიბიტორების კომბინირებული გამოყენება არ არის შესწავლილი და არ არის რეკომენდებული.
გლაუკომის დამატებითი თერაპიის დროს ბრინზოლამიდი, პირველ რიგში, შეფასდა თიმოლოლთან ერთად გამოყენებისას. გარდა ამისა, შესწავლილი იყო ბრინზოლამიდის ეფექტი თვალშიდა წნევის შემცირებაზე, პროსტაგლანდინის ანალოგის - ტრავოპროსტის დამატებითი თერაპიის სახით გამოყენებისას. არ არსებობს მონაცემები ბრინორმის ხანგრძლივი გამოყენების შესახებ ტრავოპროსტის თანმხლები თერაპიის სახით.
არსებობს შეზღუდული მონაცემები ბრინზოლამიდის გამოყენების შესახებ პაციენტების მკურნალობისას ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომით ან პიგმენტური გლაუკომით. საჭიროა სიფრთხილის დაცვა ამ პაციენტების მკურნალობისას და რეკომენდებულია თვალშიდა წნევის სათანადო მონიტორინგი. ბრინზოლამიდის გამოყენება არ არის შესწავლილი პაციენტებში ვიწროკუთხიანი გლაუკომით და მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ამ პაციენტებისთვის.
არ არის შესწავლილი ბრინზოლამიდის შესაძლო როლი რქოვანას ენდოთელიუმის ფუნქციაზე პაციენტებში რქოვანას ფუნქციის დარღვევებით (განსაკუთრებით პაციენტებში ენდოთელური უჯრედების დაბალი რაოდენობით). კერძოდ, არ არის შესწავლილი პაციენტები, რომლებიც კონტაქტურ ლინზებს ატარებენ და ბრინზოლამიდის გამოყენებისას რეკომენდებულია ამ პაციენტებზე სათანადო დაკვირვება, ვინაიდან CA ინჰიბიტორებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ რქოვანას ჰიდრატაციაზე, კონტაქტური ლინზების გამოყენებამ კი შეიძლება გაზარდოს რქოვანაზე ზემოქმედების რისკი. რეკომენდებულია რქოვანას ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებზე სათანადო დაკვირვება, მაგალითად პაციენტებზე შაქრიანი დიაბეტით ან რქოვანას დისტროფიით.
მიღებული იყო შეტყობინებები, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კონსერვანტის სახით ოფთალმოლოგიურ პრეპარატებში, იწვევს წერტილოვან კერატოპათიას და/ან ტოქსიკურ წყლულოვან კერატოპათიას. ვინაიდან პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, საჭიროა სათანადო დაკვირვება პრეპარატით ხშირი ან გახანგრძლივებული მკურნალობისას პაციენტებში თვალების სიმშრალით ან პაციენტებში რქოვანას დაზიანებებით. პრეპარატის გამოყენება არ არის შესწავლილი იმ პაციენტებში, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს. ბრინორმი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და როგორც ცნობილია, იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლას. თავიდან უნდა იქნას აცილებული რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტი. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენებამდე მოიხსნან კონტაქტური ლინზები და მოიცადონ სულ მცირე 15 წუთი ხელახლა გაკეთებამდე.
ბრინზოლამიდით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლო საპასუხო ეფექტები არ არის შესწავლილი; მოსალოდნელია, რომ თვალშიდა წნევის შემცირების ეფექტი გაგრძელდება 5-7 დღის განმავლობაში.
ბავშვები
პრეპარატ ბრინორმის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში 0-დან 17 წლამდე ასაკში არ არის დადგენილი, ამიტომ არ არის რეკომენდებული ბრინორმის გამოყენება ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატ ბრინორმის სხვა პრეპარატთან რაიმე სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა.
ბრინზოლამიდის კლინიკური კვლევების დროს, პროსტაგლანდინის ანალოგებთან და თიმოლოლის ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, არ გამოვლენილა არასასურველი ურთიერთქმედების შემთხვევები. ურთიერთქმედება მიოტიკებთან ან ადრენერგულ აგონისტებთან არ არის შეფასებული გლაუკომის დამატებითი თერაპიის დროს.
პრეპარატი არის CA ინჰიბიტორი და მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენება ადგილობრივად, შეიწოვება სისტემურად. მიღებული იყო შეტყობინებები მჟავა-ტუტოვანი დარღვევების შესახებ პერორალური CA ინჰიბიტორების გამოყენებისას. გასათვალისწინებელია ურთიერთქმედების ალბათობა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბრინორმს.
ციტოქრომ P-450 იზოფერმენტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმზე, მოიცავენ CYP3A4 (ძირითადი), CYP2A6, CYP2C8 და CYP2C9. მოსალოდნელია, რომ CYP3A4 ინჰიბიტორები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, რიტონავირი და ტროლეანდომიცინი, მოახდენენ ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმის ინჰიბირებას CYP3A4-ს დახმარებით. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა CYP3A4 ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას. თუმცა, ბრინზოლამიდის დაგროვება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ის გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. ბრინზოლამიდი არ არის ციტოქრომ P-450 იზოფერმენტების ინჰიბიტორი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები ოფთალმოლოგიური ბრინზოლამიდის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში, ან ასეთი მონაცემების რაოდენობა შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიურობა სისტემური გამოყენების შემდეგ.
არ არის რეკომენდებული ბრინორმის დანიშვნა ქალებში ორსულობის პერიოდში, ასევე რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპტულ საშუალებებს.
ლაქტაცია
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ბრინზოლამიდი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძით ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისას. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ბრინზოლამიდის მინიმალური დონის გამოყოფა დედის რძით პერორალური მიღების შემდეგ.
ვერ გამოირიცხება რისკი ახალშობილებისათვის/ჩვილებისათვის. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატ ბრინორმის გამოყენების შეწყვეტის/თავის შეკავების შესახებ უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელის და ქალისთვის თერაპიის სარგებელის თანაფარდობის გათვალისწინებით.
ფერტილობა
ცხოველებზე ბრინზოლამიდით ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა გავლენა ფერტილობაზე.
ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების ბრინზოლამიდის ადამიანის ფერტილობაზე ზემოქმედების შესაფასებლად კვლევა არ ჩატარებულა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბრინორმი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
მხედველობის სიმახვილის დროებითმა დარღვევამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე, ამიტომ, ასეთი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას საჭესთან დაჯდომამდე ან რაიმე მოწყობილობასთან მუშაობის დაწყებამდე.
CA პერორალურმა ინჰიბიტორებმა შეიძლება გააუარესონ ისეთი დავალებების შესრულების უნარი, რომლებიც საჭიროებენ გონებრივ აქტივობას და/ან ფიზიკურ კოორდინაციას.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის მიმოხილვა
კლინიკურ კვლევების მსვლელობაში 2732 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ ბრინზოლამიდს თვალის წვეთების ფორმით მონოთერაპიის რეჟიმში ან 5 მგ/მლ თიმოლოლის მალეატთან კომბინაციაში, მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად გავრცელებული არასასურველი რეაქციები იყო: დისგევზია (6,0%) (მწარე ან უჩვეულო გემო პირში ჩაწვეთების შემდეგ) და მხედველობის სიმახვილის დროებითი დარღვევა (5,4%) ჩაწვეთებისას, რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე ხანგრძლივობით.
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირი (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათი (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000).; სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით). თითოეულ ჯგუფში სიხშირის მიხედვით არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით. ეს არასასურველი რეაქციები გამოვლენილია კლინიკური კვლევების დროს და პოსტმარკეტინგული კონტროლის ანგარიშების ჩარჩოებში.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირად - ნაზოფარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტი; სიხშირე უცნობია - რინიტი.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ქლორიდის დონის მომატება სისხლში.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობა.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: სიხშირე უცნობია - მადის დაქვეითება.
ფსიქიკური დარღვევები: არახშირად - აპათია, დეპრესია, დეპრესიული განწყობა, ლიბიდოს დაქვეითება, ღამის კოშმარები, ნერვოზულობა; იშვიათად - უძილობა.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - მოძრაობითი დარღვევები, ამნეზია, თავბრუსხვევა, პარესთეზია, თავის ტკივილი; იშვიათად - მეხსიერების დაქვეითება, ძილიანობა; სიხშირე უცნობია - ტრემორი, ჰიპესთეზია, აგევზია.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - მხედველობის სიმახვილის დარღვევა, თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში, თვალების ჰიპერემია; არახშირად - რქოვანას ეროზია, კერატიტი, წერტილოვანი კერატიტი, კერატოპათია, დეპოზიტები რქოვანაში, რქოვანას შეფერადება, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტი, რქოვანას ეპითელიუმის დარღვევები, ბლეფარიტი, თვალების ქავილი, კონიუნქტივიტი, თვალის შეშუპება, მეიბომიტი, ფოტობსია, ფოტოფობია, ალერგიული კონიუნქტივიტი, პტერიგიუმი, სკლერის პიგმენტაცია, ასთენოპია, დისკომფორტი თვალებში, უჩვეულო შეგრძნებები თვალში, მშრალი კერატოკონიუნქტივიტი, სუბკონიუნქტივალური ცისტა, კონიუნქტივის ჰიპერემია, ქუთუთოების ქავილი, თვალებიდან გამონადენი, ქუთუთოების კიდეების კანის აქერცვლა, მომატებული ცრემლდენა; იშვიათად - რქოვანას შეშუპება, დიპლოპია, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ფოტოფსია, თვალის ჰიპესთეზია, პერიორბიტალური შეშუპება, მომატებული თვალშიდა წნევა, ეკსკავაციის დიამეტრის შეფარდების ზრდა მხედველობის ნერვის დისკთან; სიხშირე უცნობია - რქოვანას დარღვევები, მხედველობის დარღვევები, თვალის ალერგია, მადაროზი, დარღვევები ქუთუთოების მხრივ, ქუთუთოების ერითემა.
სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ: იშვიათად - შუილი ყურებში; სიხშირე უცნობია - ვერტიგო.
გულის მხრივ: არახშირად - კარდიორესპირატორული დისტრეს-სინდრომი, ბრადიკარდია, პალპიტაცია; იშვიათად - სტენოკარდია, არარეგულარული გულის რითმი; სიხშირე უცნობია - არითმია, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, არტერიული წნევის მომატება, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის შეკუმშვათა სიხშირის ზრდა.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ: არახშირად - ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, ტკივილი პირ-ხახის არეში, ფარინგოლარინგეალური ტკივილი, ყელის გაღიზიანება, ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი, რინორეა, ცემინება; იშვიათად - ბრონქიალური ჰიპერრეაქტიულობა, ზედა სასუნთქი გზების დახშობა, ცხვირის სინუსების გაჭედვა, ცხვირის გაჭედვა, ხველა, სიმშრალე ცხვირში; სიხშირე უცნობია - ასთმა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დისგევზია; არახშირად - ეზოფაგიტი, დიარეა, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, დისკომფორტი მუცლის არეში, დისკომფორტი კუჭის არეში, მეტეორიზმი, გახშირებული კუჭის მოქმედება, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, პირის ღრუს ჰიპესთეზია ან პარესთეზია, პირის სიმშრალე.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმიდან გადახრები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი, მაკულო-პაპულარული გამონაყარი, კანის დაჭიმულობა; იშვიათად - ჭინჭრის ციება, ალოპეცია, გენერალიზებული ქავილი; სიხშირე უცნობია - დერმატიტი, ერითემა.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად - ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმები, მიალგია; სიხშირე უცნობია - ართრალგია, ტკივილი კიდურებში.
თირკმელების და საშარდე გზების მხრივ: არახშირად - ტკივილი თირკმლის მიდამოში; სიხშირე უცნობია - პოლაკიურია.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: არახშირად - ერექტილური დისფუნქცია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: არახშირად - ტკივილი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, დაღლილობა, უჩვეულო შეგრძნებები; იშვიათად - ტკივილი გულმკერდის არეში, შფოთვა, ასთენია, გაღიზიანებადობა; სიხშირე უცნობია - პერიფერიული შეშუპება, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება.
კვლევითი პროცედურებით გამოწვეული ტრავმები, მოწამვლა და გართულებები: არახშირად - უცხო სხეული თვალში.
ზოგიერთი არასასურველი რეაქციების აღწერა
დისგევზია (მწარე ან უჩვეულო გემო პირში ჩაწვეთების შემდეგ) აღმოჩნდა ყველაზე ხშირად აღნიშვნადი სისტემური არასასურველი ეფექტი, რომელიც დაკავშირებულია ბრინზოლამიდის გამოყენებასთან თვალის წვეთების ფორმით, კლინიკური კვლევების მსვლელობაში. ეს, სავარაუდოდ, განპირობებულია თვალის წვეთების მოხვედრით ცხვირ-ხახაში ნასოლაკრიმალური არხით. თუ ჩაწვეთების შემდეგ დააჭერთ თვალის შიდა კუთხეს თითით, რათა დაიხუროს ნასოლაკრიმალური არხი ან ფრთხილად დახუჭავთ ქუთუთოებს, ეს დაგეხმარებათ ამ არასასურველი მოვლენის აღნიშვნის სიხშირის შემცირებაში.
ბრინორმი არის CA-ს სულფონამიდური ინჰიბიტორი და შეიწოვება სისტემურად. CA-ს სისტემური ინჰიბიტორების გამოყენებასთან ჩვეულებრივ დაკავშირებულია არასასურველი მოვლენების აღნიშვნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნერვული სისტემის, სისხლმბადი სისტემის, თირკმელების და მეტაბოლიზმთან დაკავშირებული მოვლენების მხრივ. ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს იმავე ტიპის არასასურველი ეფექტები, როგორც CA ინჰიბიტორების პერორალური მიღებისას.
ბრინზოლამიდის თვალის წვეთების ფორმით გამოყენებისას ტრავოპროსტის თანმხლები თერაპიის სახით, არ ყოფილა დარეგისტრირებული არანაირი მოულოდნელი გვერდითი მოვლენები. კომბინირებული თერაპიის დროს რეგისტრირებული არასასურველი მოვლენები ასევე შეინიშნება თითოეული პრეპარატის მონოთერაპიის რეჟიმში გამოყენებისას.
ბავშვები
მცირე, მოკლევადიანი კლინიკური კვლევების ჩატარებისას, არასასურველი რეაქციები გამოვლინდა პედიატრიული პაციენტების დაახლოებით 12,5%-ში. უმეტეს შემთხვევაში, ეს იყო ადგილობრივი, არასერიოზული ოფთალმოლოგიური რეაქციები, როგორიცაა კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალის გაღიზიანება, თვალიდან გამონადენი და გაძლიერებული ცრემლდენა.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის, ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
არ არის რეგისტრირებული ჭარბი დოზირების შემთხვევები.
მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და დამხმარე. შეიძლება აღინიშნოს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, აციდოზის განვითარება და ნერვული სისტემის მხრივ შესაძლო არასასურველი მოვლენები. რეკომენდებულია შრატში ელექტროლიტების დონის (განსაკუთრებით კალიუმის) და სისხლის pH-ის მონიტორინგი.
შემადგენლობა
სუსპენზიის 1 მლ შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას: ბრინზოლამიდი 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, მანიტი, კარბომერი 974Р, დინატრიუმის ედეტატი, თილოქსაპოლი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S01EC04
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტაბოლი)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.“, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოტიკები, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
კარბოანჰიდრაზა (СА) წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც ორგანიზმის ბევრ ქსოვილშია, თვალის ქსოვილების ჩათვლით. კარბოანჰიდრაზა წარმოადგენს შექცევადი რეაქციის კატალიზატორს, რომელიც მოიცავს ნახშირორჟანგის ჰიდრატაციას და ნახშირმჟავას დეჰიდრატაციას. თვალის ცილიარული სხეულის კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება იწვევს თვალშიდა სითხის სეკრეციის შემცირებას (უპირატესად ბიკარბონატის იონების წარმოქმნის შემცირების ხარჯზე, შემდგომში ნატრიუმის იონების და სითხის ტრანსპორტის შემცირებით). შედეგად ხდება თვალშიდა წნევის დაწევა, რაც წარმოადგენს მხედველობის ნერვის დაზიანებისა და მხედველობის ველის ამოვარდნის მთავარ რისკ-ფაქტორს. ბრინზოლამიდი, კარბოანჰიდრაზა II-ის (СА-II) ინჰიბიტორი, თვალის ქსოვილში ძირითადი იზოფერმენტი, IC50-ით, რომელიც 3,2 ნმ ტოლია in vitro და Ki-თი, რომელიც შეადგენს 0,13 ნმ-ს CA-II-თან მიმართებაში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
შესწავლილია ბრინზოლამიდის მოქმედება თვალშიდა წნევის შემცირებასთან დაკავშირებით, მისი გამოყენებისას თანმხლები თერაპიის სახით პროსტაგლანდინის ანალოგთან - ტრავოპროსტთან. ტრავოპროსტით 4-კვირიანი საწყისი თერაპიის შემდეგ პაციენტები თვალშიდა წნევით ≥19 მმ.ვწყ.სვ., შემთხვევით იყვნენ დაყოფილნი ჯგუფებად, რომლებიც იღებდნენ დამატებით თერაპიას ბრინზოლამიდით ან თიმოლოლით. დარეგისტრირებული იყო საშუალო დღიური თვალშიდა წნევის შემდგომი შემცირება 3,2-3,4 მმ.ვწყ.სვ-ით ბრინზოლამიდის გამოყენებისას და 3,2-4,2 მმ.ვწყ.სვ-ით თიმოლოლის გამოყენებისას. არასერიოზული არასასურველი რეაქციების აღნიშვნის სიხშირე მხედველობის ორგანოების მხრივ, რომლებიც ძირითადად წარმოადგენდნენ ადგილობრივი გაღიზიანების ნიშნებს, იყო უფრო მაღალი პაციენტთა ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ ბრინზოლამიდს/ტრავოპროსტს. არასასურველი რეაქციების სიმძიმის ხარისხი იყო მცირე და არ ახდენდა ზეგავლენას ამ კვლევებში თერაპიის შეწყვეტის საერთო მაჩვენებლებზე.
ჩატარდა ბრინზოლამიდის კლინიკური კვლევები 6 წლამდე ასაკის 32 პედიატრიული პაციენტის მონაწილეობით, რომლებსაც დაუსვეს გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის დიაგნოზი. ზოგიერთ პაციენტს ადრე არ მიუღია არანაირი პრეპარატი თვალშიდა წნევის შესამცირებლად, იმ დროს, როდესაც სხვები უკვე იღებდნენ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც ამცირებდნენ თვალშიდა წნევას. პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებდნენ თვალშიდა წნევის შემამცირებელ სამკურნალო პრეპარატებს, ასეთი პრეპარატები არ მოუხსნიათ ბრინზოლამიდის მონოთერაპიის რეჟიმში გამოყენების დაწყებამდე.
პაციენტებში, რომლებიც მანამდე არ ღებულობდნენ არანაერ პრეპარატებს თვალშიდა წნევის დასაწევად (10 პაციენტი), ბრინზოლამიდის ეფექტურობა ანალოგიური იყო ეფექტურობისა, რომელიც ადრე აღინიშნებოდა მოზრდილ პაციენტებში, ანუ თვალშიდა წნევის საშუალო დონის შემცირებით საკონტროლო მნიშვნელობასთან მიმართებაში, რომელიც ვარირებს 5 მმ.ვ.წყ.სვ-მდე დიაპაზონში. პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ თერაპიას თვალშიდა წნევის დამწევი სამედიცინო პრეპრატებით ადგილობრივი გამოყენებისათვის (22 პაციენტი), თვალშიდა წნევის საშუალო დონე აღმოჩნდა ოდნავ მაღალი საკონტროლო მნიშვნელობასთან მიმართებაში, ჯგუფში, რომელიც იღებდა ბრინზოლამიდს.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას ბრინზოლამიდი ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. CA-II-თან მაღალი აფინურობის გამო, ბრინზოლამიდი სწრაფად და მარტივად ნაწილდება ერითროციტებში და ახასიათებს სისხლიდან ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი (საშუალოდ დაახლოებით 24 კვირა). ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება მეტაბოლიტი N-დეზეთილბრინზოლამიდი, რომელიც ასევე უკავშირდება CA-ს და გროვდება ერითროციტებში. ბრინზოლამიდის თანდასწრებით, ეს მეტაბოლიტი უპირატესად უკავშირდება CA-I-ს. სისხლის პლაზმაში ბრინზოლამიდის და N-დეზეთილბრინზოლამიდის კონცენტრაციები დაბალია და უმეტეს შემთხვევაში რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდის მგრძნობელობის ზღვარზე დაბალია (<7,5 ნგ/მლ).
პლაზმის ცილებთან შეკავშირება არ არის ექსტენსიური (დაახლოებით 60%). ბრინზოლამიდი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით უცვლელი სახით (დაახლოებით 60%). დაახლოებით 20% გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტის სახით. შარდში ძირითადად გვხვდება ბრინზოლამიდი და N-დეზეთილბრინზოლამიდი, ასევე მცირე რაოდენობით (<1%) N-დეზმეტოქსიპროპილი და O-დეზმეთილირებული მეტაბოლიტი.
ჯანმრთელ მოხალისეებში ფარმაკოკინეტიკური კვლევების ჩატარებისას ბრინზოლამიდი ინიშნებოდა პერორალურად 1 მგ კაფსულებში 2-ჯერ დღეში 32 კვირის განმავლობაში; CA-ს სისტემური ინჰიბირების დონის გასაანალიზებლად, ხდებოდა CA-ს აქტივობის გაზომვა ერითროციტებში.
ერითროციტების CA-II-ის ბრინზოლამიდით გაჯერება მიღწეული იქნა 4 კვირის განმავლობაში (კონცენტრაციამ ერითროციტებში შეადგინა დაახლოებით 20 მკმ). N-დეზეთილბრინზოლამიდი გროვდება ერითროციტებში სტაბილური კონცენტრაციის მიღწევამდე, რომელიც იყო 6-30 მკმ დიაპაზონში, 20-28 კვირის განმავლობაში. ერითროციტების CA-II-ის საერთო აქტივობის დათრგუნვა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენდა დაახლოებით 70-75%-ს.
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის ზომიერად გამოხატული დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) ინიშნებოდა პერორალურად 1 მგ ბრინზოლამიდი 2-ჯერ დღეში 54 კვირის განმავლობაში. ბრინზოლამიდის კონცენტრაცია ერითროციტებში თერაპიის მე-4 კვირისთვის იყო 20-40 მკმ ფარგლებში. წონასწორულ მდგომარეობაში ბრინზოლამიდის და მისი მეტაბოლიტის კონცენტრაცია ერითროციტებში იყო 22,0-46,1 მკმ და 17,1-88,6 მკმ ფარგლებში, შესაბამისად.
კრეატინინის კლირენსის დაქვეითებისას, N-დეზეთილბრინზოლამიდის კონცენტრაცია ერითროციტებში იზრდებოდა, CA-ს საერთო აქტივობა კი ერითროციტებში მცირდებოდა, მაგრამ ბრინზოლამიდის კონცენტრაცია ერითროციტებში და CA-II აქტივობა უცვლელი რჩებოდა. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევებით, CA-ს საერთო აქტივობის დათრგუნვის ხარისხი უფრო მაღალი იყო, თუმცა წონასწორულ მდგომარეობაში ის არ აღემატებოდა 90%-ს.
ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენების კვლევისას, ბრინზოლამიდის კონცენტრაცია ერითროციტებში წონასწორულ მდგომარეობაში იყო იგივე, რაც კონცენტრაცია, დადგენილი პერორალური გამოყენებისას, თუმცა, N-დეზეთილბრინზოლამიდის კონცენტრაცია უფრო დაბალი იყო. CA-ს აქტივობა შეადგენდა მისი საწყისი დონის დაახლოებით 40-70%-ს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ბრინორმი
სავაჭრო დასახელება
ბრინორმი, Brinorm
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ბრინზოლამიდი, Brinzolamide
სამკურნალო ფორმა
თვალის წვეთები 1%.
აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის სუსპენზია.
შემადგენლობა
სუსპენზიის 1 მლ შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას: ბრინზოლამიდი 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, მანიტი, კარბომერი 974Р, დინატრიუმის ედეტატი, თილოქსაპოლი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S01EC04
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოტიკები, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
კარბოანჰიდრაზა (СА) წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც ორგანიზმის ბევრ ქსოვილშია, თვალის ქსოვილების ჩათვლით. კარბოანჰიდრაზა წარმოადგენს შექცევადი რეაქციის კატალიზატორს, რომელიც მოიცავს ნახშირორჟანგის ჰიდრატაციას და ნახშირმჟავას დეჰიდრატაციას. თვალის ცილიარული სხეულის კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება იწვევს თვალშიდა სითხის სეკრეციის შემცირებას (უპირატესად ბიკარბონატის იონების წარმოქმნის შემცირების ხარჯზე, შემდგომში ნატრიუმის იონების და სითხის ტრანსპორტის შემცირებით). შედეგად ხდება თვალშიდა წნევის დაწევა, რაც წარმოადგენს მხედველობის ნერვის დაზიანებისა და მხედველობის ველის ამოვარდნის მთავარ რისკ-ფაქტორს. ბრინზოლამიდი, კარბოანჰიდრაზა II-ის (СА-II) ინჰიბიტორი, თვალის ქსოვილში ძირითადი იზოფერმენტი, IC50-ით, რომელიც 3,2 ნმ ტოლია in vitro და Ki-თი, რომელიც შეადგენს 0,13 ნმ-ს CA-II-თან მიმართებაში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
შესწავლილია ბრინზოლამიდის მოქმედება თვალშიდა წნევის შემცირებასთან დაკავშირებით, მისი გამოყენებისას თანმხლები თერაპიის სახით პროსტაგლანდინის ანალოგთან - ტრავოპროსტთან. ტრავოპროსტით 4-კვირიანი საწყისი თერაპიის შემდეგ პაციენტები თვალშიდა წნევით ≥19 მმ.ვწყ.სვ., შემთხვევით იყვნენ დაყოფილნი ჯგუფებად, რომლებიც იღებდნენ დამატებით თერაპიას ბრინზოლამიდით ან თიმოლოლით. დარეგისტრირებული იყო საშუალო დღიური თვალშიდა წნევის შემდგომი შემცირება 3,2-3,4 მმ.ვწყ.სვ-ით ბრინზოლამიდის გამოყენებისას და 3,2-4,2 მმ.ვწყ.სვ-ით თიმოლოლის გამოყენებისას. არასერიოზული არასასურველი რეაქციების აღნიშვნის სიხშირე მხედველობის ორგანოების მხრივ, რომლებიც ძირითადად წარმოადგენდნენ ადგილობრივი გაღიზიანების ნიშნებს, იყო უფრო მაღალი პაციენტთა ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ ბრინზოლამიდს/ტრავოპროსტს. არასასურველი რეაქციების სიმძიმის ხარისხი იყო მცირე და არ ახდენდა ზეგავლენას ამ კვლევებში თერაპიის შეწყვეტის საერთო მაჩვენებლებზე.
ჩატარდა ბრინზოლამიდის კლინიკური კვლევები 6 წლამდე ასაკის 32 პედიატრიული პაციენტის მონაწილეობით, რომლებსაც დაუსვეს გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის დიაგნოზი. ზოგიერთ პაციენტს ადრე არ მიუღია არანაირი პრეპარატი თვალშიდა წნევის შესამცირებლად, იმ დროს, როდესაც სხვები უკვე იღებდნენ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც ამცირებდნენ თვალშიდა წნევას. პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებდნენ თვალშიდა წნევის შემამცირებელ სამკურნალო პრეპარატებს, ასეთი პრეპარატები არ მოუხსნიათ ბრინზოლამიდის მონოთერაპიის რეჟიმში გამოყენების დაწყებამდე.
პაციენტებში, რომლებიც მანამდე არ ღებულობდნენ არანაერ პრეპარატებს თვალშიდა წნევის დასაწევად (10 პაციენტი), ბრინზოლამიდის ეფექტურობა ანალოგიური იყო ეფექტურობისა, რომელიც ადრე აღინიშნებოდა მოზრდილ პაციენტებში, ანუ თვალშიდა წნევის საშუალო დონის შემცირებით საკონტროლო მნიშვნელობასთან მიმართებაში, რომელიც ვარირებს 5 მმ.ვ.წყ.სვ-მდე დიაპაზონში. პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ თერაპიას თვალშიდა წნევის დამწევი სამედიცინო პრეპრატებით ადგილობრივი გამოყენებისათვის (22 პაციენტი), თვალშიდა წნევის საშუალო დონე აღმოჩნდა ოდნავ მაღალი საკონტროლო მნიშვნელობასთან მიმართებაში, ჯგუფში, რომელიც იღებდა ბრინზოლამიდს.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას ბრინზოლამიდი ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. CA-II-თან მაღალი აფინურობის გამო, ბრინზოლამიდი სწრაფად და მარტივად ნაწილდება ერითროციტებში და ახასიათებს სისხლიდან ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი (საშუალოდ დაახლოებით 24 კვირა). ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება მეტაბოლიტი N-დეზეთილბრინზოლამიდი, რომელიც ასევე უკავშირდება CA-ს და გროვდება ერითროციტებში. ბრინზოლამიდის თანდასწრებით, ეს მეტაბოლიტი უპირატესად უკავშირდება CA-I-ს. სისხლის პლაზმაში ბრინზოლამიდის და N-დეზეთილბრინზოლამიდის კონცენტრაციები დაბალია და უმეტეს შემთხვევაში რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდის მგრძნობელობის ზღვარზე დაბალია (<7,5 ნგ/მლ).
პლაზმის ცილებთან შეკავშირება არ არის ექსტენსიური (დაახლოებით 60%). ბრინზოლამიდი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით უცვლელი სახით (დაახლოებით 60%). დაახლოებით 20% გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტის სახით. შარდში ძირითადად გვხვდება ბრინზოლამიდი და N-დეზეთილბრინზოლამიდი, ასევე მცირე რაოდენობით (<1%) N-დეზმეტოქსიპროპილი და O-დეზმეთილირებული მეტაბოლიტი.
ჯანმრთელ მოხალისეებში ფარმაკოკინეტიკური კვლევების ჩატარებისას ბრინზოლამიდი ინიშნებოდა პერორალურად 1 მგ კაფსულებში 2-ჯერ დღეში 32 კვირის განმავლობაში; CA-ს სისტემური ინჰიბირების დონის გასაანალიზებლად, ხდებოდა CA-ს აქტივობის გაზომვა ერითროციტებში.
ერითროციტების CA-II-ის ბრინზოლამიდით გაჯერება მიღწეული იქნა 4 კვირის განმავლობაში (კონცენტრაციამ ერითროციტებში შეადგინა დაახლოებით 20 მკმ). N-დეზეთილბრინზოლამიდი გროვდება ერითროციტებში სტაბილური კონცენტრაციის მიღწევამდე, რომელიც იყო 6-30 მკმ დიაპაზონში, 20-28 კვირის განმავლობაში. ერითროციტების CA-II-ის საერთო აქტივობის დათრგუნვა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენდა დაახლოებით 70-75%-ს.
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის ზომიერად გამოხატული დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) ინიშნებოდა პერორალურად 1 მგ ბრინზოლამიდი 2-ჯერ დღეში 54 კვირის განმავლობაში. ბრინზოლამიდის კონცენტრაცია ერითროციტებში თერაპიის მე-4 კვირისთვის იყო 20-40 მკმ ფარგლებში. წონასწორულ მდგომარეობაში ბრინზოლამიდის და მისი მეტაბოლიტის კონცენტრაცია ერითროციტებში იყო 22,0-46,1 მკმ და 17,1-88,6 მკმ ფარგლებში, შესაბამისად.
კრეატინინის კლირენსის დაქვეითებისას, N-დეზეთილბრინზოლამიდის კონცენტრაცია ერითროციტებში იზრდებოდა, CA-ს საერთო აქტივობა კი ერითროციტებში მცირდებოდა, მაგრამ ბრინზოლამიდის კონცენტრაცია ერითროციტებში და CA-II აქტივობა უცვლელი რჩებოდა. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევებით, CA-ს საერთო აქტივობის დათრგუნვის ხარისხი უფრო მაღალი იყო, თუმცა წონასწორულ მდგომარეობაში ის არ აღემატებოდა 90%-ს.
ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენების კვლევისას, ბრინზოლამიდის კონცენტრაცია ერითროციტებში წონასწორულ მდგომარეობაში იყო იგივე, რაც კონცენტრაცია, დადგენილი პერორალური გამოყენებისას, თუმცა, N-დეზეთილბრინზოლამიდის კონცენტრაცია უფრო დაბალი იყო. CA-ს აქტივობა შეადგენდა მისი საწყისი დონის დაახლოებით 40-70%-ს.
გამოყენების ჩვენებები
მომატებული თვალშიდა წნევის დაქვეითება თვალშიდა ჰიპერტენზიის და ღიაკუთხიანი გლაუკომის დროს მონოთერაპიის სახით მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც არ არიან მგრძნობიარენი β-ბლოკატორების მიმართ, ან ზრდასრულ პაციენტებში, რომლებისთვისაც β-ბლოკატორებით თერაპია უკუნაჩვენებია, ან β-ბლოკატორების ან პროსტაგლანდინების ანალოგების თანმხლები თერაპის სახით.
გამოყენების წესი და დოზირება
დოზირება
მონოთერაპიის სახით ან თანმხლები თერაპიის სახით გამოყენებისას, ხდება პრეპარატ ბრინორმის ერთი წვეთის ჩაწვეთება დაზიანებული თვალის (ების) კონიუნქტივალურ პარკში დღეში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია თითო წვეთის სამჯერ დღეში დანიშვნა.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევები
ბრინორმის გამოყენება არ არის შესწავლილი პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით. ამიტომ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ასეთ პაციენტებში.
პრეპარატ ბრინორმის გამოყენება არ არის შესწავლილი პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ან ჰიპერქლორემიული აციდოზის მქონე პაციენტებში. ვინაიდან ბრინზოლამიდი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, ბრინორმი უკუნაჩვენებია ასეთ პაციენტებში.
ბავშვები
პრეპარატ ბრინორმის ეფექტურობა და უსაფრთხოება 0-დან 17 წლამდე ასაკის ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის, ამიტომ არ არის რეკომენდებული ბრინორმის გამოყენება ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები წარმოდგენილია ნაწილებში „არასასურველი რეაქციები“ და „ფარმაკოდინამიკა“.
გამოყენების წესი
ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებულია თვალის შიგნითა კუთხეზე მსუბუქად დაჭერა ნასოლაკრიმალური არხის დასახურად ან ქუთუთოების ფრთხილად დახურვა. ამან შეიძლება შეამციროს ოფთალმოლოგიაში ადგილობრივად გამოსაყენებელი პრეპარატების სისტემური აბსორბცია და გამოიწვიოს სისტემური არასასურველი რეაქციების შემცირება.
გამოყენებამდე აუცილებელია ფლაკონის კარგად შენჯღრევა! თავსახურის მოხსნის შემდეგ აუცილებელია დამცავი რგოლის მოხსნა, რომელიც აკონტროლებს პირველ გახსნას.
საწვეთურის წვერის და თვალის წვეთების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ საწვეთურის წვერის კონტაქტს ქუთუთოებთან და თვალის გარშემო მიდამოსთან ან ნებისმიერ სხვა ზედაპირთან. გამოყენების შემდეგ ფლაკონი უნდა იქნას შენახული მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.
ერთი ოფთალმოლოგიური გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალების ბრინორმით შეცვლისას, უნდა შეწყდეს პირველი საშუალების გამოყენება და დაწყებული იქნას ბრინორმის გამოყენება მომდევნო დღეს.
თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივად გამოსაყენებლი ოფთალმოლოგიური პრეპარატი, მაშინ ისინი უნდა იქნას გამოყენებული ცალკე, ამასთან ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს ხუთ წუთს. თვალის მალამოები უნდა იქნას გამოყენებული ბოლოს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, თერაპია უნდა გაგრძელდეს მომდევნო დოზის გამოყენებით, რეჟიმის შესაბამისად. დოზა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წვეთს დაზიანებულ თვალში (ებში) დღეში სამჯერ.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ;
- თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;
- ჰიპერქლორემიული აციდოზი.
არასასურველი რეაქციები
უსაფრთხოების პროფილის მიმოხილვა
კლინიკურ კვლევების მსვლელობაში 2732 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ ბრინზოლამიდს თვალის წვეთების ფორმით მონოთერაპიის რეჟიმში ან 5 მგ/მლ თიმოლოლის მალეატთან კომბინაციაში, მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად გავრცელებული არასასურველი რეაქციები იყო: დისგევზია (6,0%) (მწარე ან უჩვეულო გემო პირში ჩაწვეთების შემდეგ) და მხედველობის სიმახვილის დროებითი დარღვევა (5,4%) ჩაწვეთებისას, რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე ხანგრძლივობით.
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირი (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათი (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000).; სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების მიხედვით). თითოეულ ჯგუფში სიხშირის მიხედვით არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით. ეს არასასურველი რეაქციები გამოვლენილია კლინიკური კვლევების დროს და პოსტმარკეტინგული კონტროლის ანგარიშების ჩარჩოებში.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირად - ნაზოფარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტი; სიხშირე უცნობია - რინიტი.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ქლორიდის დონის მომატება სისხლში.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობა.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: სიხშირე უცნობია - მადის დაქვეითება.
ფსიქიკური დარღვევები: არახშირად - აპათია, დეპრესია, დეპრესიული განწყობა, ლიბიდოს დაქვეითება, ღამის კოშმარები, ნერვოზულობა; იშვიათად - უძილობა.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - მოძრაობითი დარღვევები, ამნეზია, თავბრუსხვევა, პარესთეზია, თავის ტკივილი; იშვიათად - მეხსიერების დაქვეითება, ძილიანობა; სიხშირე უცნობია - ტრემორი, ჰიპესთეზია, აგევზია.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - მხედველობის სიმახვილის დარღვევა, თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, უცხო სხეულის შეგრძნება თვალებში, თვალების ჰიპერემია; არახშირად - რქოვანას ეროზია, კერატიტი, წერტილოვანი კერატიტი, კერატოპათია, დეპოზიტები რქოვანაში, რქოვანას შეფერადება, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტი, რქოვანას ეპითელიუმის დარღვევები, ბლეფარიტი, თვალების ქავილი, კონიუნქტივიტი, თვალის შეშუპება, მეიბომიტი, ფოტობსია, ფოტოფობია, ალერგიული კონიუნქტივიტი, პტერიგიუმი, სკლერის პიგმენტაცია, ასთენოპია, დისკომფორტი თვალებში, უჩვეულო შეგრძნებები თვალში, მშრალი კერატოკონიუნქტივიტი, სუბკონიუნქტივალური ცისტა, კონიუნქტივის ჰიპერემია, ქუთუთოების ქავილი, თვალებიდან გამონადენი, ქუთუთოების კიდეების კანის აქერცვლა, მომატებული ცრემლდენა; იშვიათად - რქოვანას შეშუპება, დიპლოპია, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ფოტოფსია, თვალის ჰიპესთეზია, პერიორბიტალური შეშუპება, მომატებული თვალშიდა წნევა, ეკსკავაციის დიამეტრის შეფარდების ზრდა მხედველობის ნერვის დისკთან; სიხშირე უცნობია - რქოვანას დარღვევები, მხედველობის დარღვევები, თვალის ალერგია, მადაროზი, დარღვევები ქუთუთოების მხრივ, ქუთუთოების ერითემა.
სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ: იშვიათად - შუილი ყურებში; სიხშირე უცნობია - ვერტიგო.
გულის მხრივ: არახშირად - კარდიორესპირატორული დისტრეს-სინდრომი, ბრადიკარდია, პალპიტაცია; იშვიათად - სტენოკარდია, არარეგულარული გულის რითმი; სიხშირე უცნობია - არითმია, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, არტერიული წნევის მომატება, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის შეკუმშვათა სიხშირის ზრდა.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ: არახშირად - ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, ტკივილი პირ-ხახის არეში, ფარინგოლარინგეალური ტკივილი, ყელის გაღიზიანება, ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი, რინორეა, ცემინება; იშვიათად - ბრონქიალური ჰიპერრეაქტიულობა, ზედა სასუნთქი გზების დახშობა, ცხვირის სინუსების გაჭედვა, ცხვირის გაჭედვა, ხველა, სიმშრალე ცხვირში; სიხშირე უცნობია - ასთმა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დისგევზია; არახშირად - ეზოფაგიტი, დიარეა, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, დისკომფორტი მუცლის არეში, დისკომფორტი კუჭის არეში, მეტეორიზმი, გახშირებული კუჭის მოქმედება, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, პირის ღრუს ჰიპესთეზია ან პარესთეზია, პირის სიმშრალე.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმიდან გადახრები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი, მაკულო-პაპულარული გამონაყარი, კანის დაჭიმულობა; იშვიათად - ჭინჭრის ციება, ალოპეცია, გენერალიზებული ქავილი; სიხშირე უცნობია - დერმატიტი, ერითემა.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად - ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმები, მიალგია; სიხშირე უცნობია - ართრალგია, ტკივილი კიდურებში.
თირკმელების და საშარდე გზების მხრივ: არახშირად - ტკივილი თირკმლის მიდამოში; სიხშირე უცნობია - პოლაკიურია.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: არახშირად - ერექტილური დისფუნქცია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: არახშირად - ტკივილი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, დაღლილობა, უჩვეულო შეგრძნებები; იშვიათად - ტკივილი გულმკერდის არეში, შფოთვა, ასთენია, გაღიზიანებადობა; სიხშირე უცნობია - პერიფერიული შეშუპება, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება.
კვლევითი პროცედურებით გამოწვეული ტრავმები, მოწამვლა და გართულებები: არახშირად - უცხო სხეული თვალში.
ზოგიერთი არასასურველი რეაქციების აღწერა
დისგევზია (მწარე ან უჩვეულო გემო პირში ჩაწვეთების შემდეგ) აღმოჩნდა ყველაზე ხშირად აღნიშვნადი სისტემური არასასურველი ეფექტი, რომელიც დაკავშირებულია ბრინზოლამიდის გამოყენებასთან თვალის წვეთების ფორმით, კლინიკური კვლევების მსვლელობაში. ეს, სავარაუდოდ, განპირობებულია თვალის წვეთების მოხვედრით ცხვირ-ხახაში ნასოლაკრიმალური არხით. თუ ჩაწვეთების შემდეგ დააჭერთ თვალის შიდა კუთხეს თითით, რათა დაიხუროს ნასოლაკრიმალური არხი ან ფრთხილად დახუჭავთ ქუთუთოებს, ეს დაგეხმარებათ ამ არასასურველი მოვლენის აღნიშვნის სიხშირის შემცირებაში.
ბრინორმი არის CA-ს სულფონამიდური ინჰიბიტორი და შეიწოვება სისტემურად. CA-ს სისტემური ინჰიბიტორების გამოყენებასთან ჩვეულებრივ დაკავშირებულია არასასურველი მოვლენების აღნიშვნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნერვული სისტემის, სისხლმბადი სისტემის, თირკმელების და მეტაბოლიზმთან დაკავშირებული მოვლენების მხრივ. ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს იმავე ტიპის არასასურველი ეფექტები, როგორც CA ინჰიბიტორების პერორალური მიღებისას.
ბრინზოლამიდის თვალის წვეთების ფორმით გამოყენებისას ტრავოპროსტის თანმხლები თერაპიის სახით, არ ყოფილა დარეგისტრირებული არანაირი მოულოდნელი გვერდითი მოვლენები. კომბინირებული თერაპიის დროს რეგისტრირებული არასასურველი მოვლენები ასევე შეინიშნება თითოეული პრეპარატის მონოთერაპიის რეჟიმში გამოყენებისას.
ბავშვები
მცირე, მოკლევადიანი კლინიკური კვლევების ჩატარებისას, არასასურველი რეაქციები გამოვლინდა პედიატრიული პაციენტების დაახლოებით 12,5%-ში. უმეტეს შემთხვევაში, ეს იყო ადგილობრივი, არასერიოზული ოფთალმოლოგიური რეაქციები, როგორიცაა კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალის გაღიზიანება, თვალიდან გამონადენი და გაძლიერებული ცრემლდენა.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის, ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
სისტემური ეფექტები
ბრინორმი არის CA-ს სულფონამიდური ინჰიბიტორი და, მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენება ადგილობრივად, შეიწოვება სისტემურად. ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სულფონამიდებისთვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები. სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარების ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების შემთხვევაში, პრეპარატ ბრინორმის მიღება უნდა შეწყდეს.
მიღებული იყო შეტყობინებები მჟავა-ტუტოვანი დარღვევების შესახებ CA-ს პერორალური ინჰიბიტორების გამოყენებისას. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევების განვითარების რისკით, რადგან არსებობს მეტაბოლური აციდოზის განვითარების შესაძლო რისკი. ბრინზოლამიდი არ იყო შესწავლილი დღენაკლულ ჩვილებში (ნაყოფის 36 კვირაზე ნაკლები გესტაციის ასაკი) ან 1 კვირამდე ასაკის ჩვილებში. პაციენტებში მნიშვნელოვანი განუვითარებლობით ან თირკმლის მილაკების ფუნქციის დარღვევით, ბრინზოლამიდი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ რისკი/სარგებლის თანაფარდობის სათანადო ანალიზის შემდეგ მეტაბოლური აციდოზის განვითარების შესაძლო რისკის გამო.
CA-ს პერორალურ ინჰიბიტორებს შეუძლიათ ამოცანების შესრულების უნარის დარღვევა, რომლებიც საჭიროებენ გონებრივ აქტივობას და/ან ფიზიკურ კოორდინაციას. პრეპარატი შეიწოვება სისტემურად და, შესაბამისად, ეს შეიძლება მოხდეს ადგილობრივი გამოყენების დროსაც კი.
თანმხლები თერაპია
არსებობს ადიტიური ეფექტის განვითარების პოტენციალი CA-ს ინჰიბირების ცნობილ სისტემურ ეფექტებთან მიმართებაში პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ CA ინჰიბიტორს და ბრინზოლამიდს. ბრინორმის და პერორალური CA ინჰიბიტორების კომბინირებული გამოყენება არ არის შესწავლილი და არ არის რეკომენდებული.
გლაუკომის დამატებითი თერაპიის დროს ბრინზოლამიდი, პირველ რიგში, შეფასდა თიმოლოლთან ერთად გამოყენებისას. გარდა ამისა, შესწავლილი იყო ბრინზოლამიდის ეფექტი თვალშიდა წნევის შემცირებაზე, პროსტაგლანდინის ანალოგის - ტრავოპროსტის დამატებითი თერაპიის სახით გამოყენებისას. არ არსებობს მონაცემები ბრინორმის ხანგრძლივი გამოყენების შესახებ ტრავოპროსტის თანმხლები თერაპიის სახით.
არსებობს შეზღუდული მონაცემები ბრინზოლამიდის გამოყენების შესახებ პაციენტების მკურნალობისას ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომით ან პიგმენტური გლაუკომით. საჭიროა სიფრთხილის დაცვა ამ პაციენტების მკურნალობისას და რეკომენდებულია თვალშიდა წნევის სათანადო მონიტორინგი. ბრინზოლამიდის გამოყენება არ არის შესწავლილი პაციენტებში ვიწროკუთხიანი გლაუკომით და მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ამ პაციენტებისთვის.
არ არის შესწავლილი ბრინზოლამიდის შესაძლო როლი რქოვანას ენდოთელიუმის ფუნქციაზე პაციენტებში რქოვანას ფუნქციის დარღვევებით (განსაკუთრებით პაციენტებში ენდოთელური უჯრედების დაბალი რაოდენობით). კერძოდ, არ არის შესწავლილი პაციენტები, რომლებიც კონტაქტურ ლინზებს ატარებენ და ბრინზოლამიდის გამოყენებისას რეკომენდებულია ამ პაციენტებზე სათანადო დაკვირვება, ვინაიდან CA ინჰიბიტორებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ რქოვანას ჰიდრატაციაზე, კონტაქტური ლინზების გამოყენებამ კი შეიძლება გაზარდოს რქოვანაზე ზემოქმედების რისკი. რეკომენდებულია რქოვანას ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებზე სათანადო დაკვირვება, მაგალითად პაციენტებზე შაქრიანი დიაბეტით ან რქოვანას დისტროფიით.
მიღებული იყო შეტყობინებები, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კონსერვანტის სახით ოფთალმოლოგიურ პრეპარატებში, იწვევს წერტილოვან კერატოპათიას და/ან ტოქსიკურ წყლულოვან კერატოპათიას. ვინაიდან პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, საჭიროა სათანადო დაკვირვება პრეპარატით ხშირი ან გახანგრძლივებული მკურნალობისას პაციენტებში თვალების სიმშრალით ან პაციენტებში რქოვანას დაზიანებებით. პრეპარატის გამოყენება არ არის შესწავლილი იმ პაციენტებში, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს. ბრინორმი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და როგორც ცნობილია, იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლას. თავიდან უნდა იქნას აცილებული რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტი. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენებამდე მოიხსნან კონტაქტური ლინზები და მოიცადონ სულ მცირე 15 წუთი ხელახლა გაკეთებამდე.
ბრინზოლამიდით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლო საპასუხო ეფექტები არ არის შესწავლილი; მოსალოდნელია, რომ თვალშიდა წნევის შემცირების ეფექტი გაგრძელდება 5-7 დღის განმავლობაში.
ბავშვები
პრეპარატ ბრინორმის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში 0-დან 17 წლამდე ასაკში არ არის დადგენილი, ამიტომ არ არის რეკომენდებული ბრინორმის გამოყენება ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში.
გავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
ბრინორმი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
მხედველობის სიმახვილის დროებითმა დარღვევამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე, ამიტომ, ასეთი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას საჭესთან დაჯდომამდე ან რაიმე მოწყობილობასთან მუშაობის დაწყებამდე.
CA პერორალურმა ინჰიბიტორებმა შეიძლება გააუარესონ ისეთი დავალებების შესრულების უნარი, რომლებიც საჭიროებენ გონებრივ აქტივობას და/ან ფიზიკურ კოორდინაციას.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობა
არ არსებობს მონაცემები ოფთალმოლოგიური ბრინზოლამიდის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში, ან ასეთი მონაცემების რაოდენობა შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიურობა სისტემური გამოყენების შემდეგ.
არ არის რეკომენდებული ბრინორმის დანიშვნა ქალებში ორსულობის პერიოდში, ასევე რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპტულ საშუალებებს.
ლაქტაცია
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ბრინზოლამიდი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძით ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისას. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ბრინზოლამიდის მინიმალური დონის გამოყოფა დედის რძით პერორალური მიღების შემდეგ.
ვერ გამოირიცხება რისკი ახალშობილებისათვის/ჩვილებისათვის. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატ ბრინორმის გამოყენების შეწყვეტის/თავის შეკავების შესახებ უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელის და ქალისთვის თერაპიის სარგებელის თანაფარდობის გათვალისწინებით.
ფერტილობა
ცხოველებზე ბრინზოლამიდით ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა გავლენა ფერტილობაზე.
ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების ბრინზოლამიდის ადამიანის ფერტილობაზე ზემოქმედების შესაფასებლად კვლევა არ ჩატარებულა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატ ბრინორმის სხვა პრეპარატთან რაიმე სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა.
ბრინზოლამიდის კლინიკური კვლევების დროს, პროსტაგლანდინის ანალოგებთან და თიმოლოლის ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, არ გამოვლენილა არასასურველი ურთიერთქმედების შემთხვევები. ურთიერთქმედება მიოტიკებთან ან ადრენერგულ აგონისტებთან არ არის შეფასებული გლაუკომის დამატებითი თერაპიის დროს.
პრეპარატი არის CA ინჰიბიტორი და მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენება ადგილობრივად, შეიწოვება სისტემურად. მიღებული იყო შეტყობინებები მჟავა-ტუტოვანი დარღვევების შესახებ პერორალური CA ინჰიბიტორების გამოყენებისას. გასათვალისწინებელია ურთიერთქმედების ალბათობა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბრინორმს.
ციტოქრომ P-450 იზოფერმენტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმზე, მოიცავენ CYP3A4 (ძირითადი), CYP2A6, CYP2C8 და CYP2C9. მოსალოდნელია, რომ CYP3A4 ინჰიბიტორები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, რიტონავირი და ტროლეანდომიცინი, მოახდენენ ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმის ინჰიბირებას CYP3A4-ს დახმარებით. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა CYP3A4 ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას. თუმცა, ბრინზოლამიდის დაგროვება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ის გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. ბრინზოლამიდი არ არის ციტოქრომ P-450 იზოფერმენტების ინჰიბიტორი.
ჭარბი დოზირება
არ არის რეგისტრირებული ჭარბი დოზირების შემთხვევები.
მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და დამხმარე. შეიძლება აღინიშნოს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, აციდოზის განვითარება და ნერვული სისტემის მხრივ შესაძლო არასასურველი მოვლენები. რეკომენდებულია შრატში ელექტროლიტების დონის (განსაკუთრებით კალიუმის) და სისხლის pH-ის მონიტორინგი.
გამოშვების ფორმა
თვალის წვეთები, 5 მლ-იანი, პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთური-საცობით ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტაბოლი)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.“, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


