პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ბრექსინი

Brexin

ურეცეპტოდ20მგინსტრუქცია ქართულადიტალია
მოქმედი ნივთიერება
პიროქსიკამი (piroxicam)
ფორმა და შეფუთვა
20მგ ტაბლეტი №20
მწარმოებელი
Fine Foods & Pharmaceuticals N.T.M. S.p.A., იტალია; Chiesi Farmaceutici S.p.A., იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები
ATC კოდი
M01AC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044180
რეგისტრირებულია
22 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 22 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ამაქსა ჯი ეი ეი“
ურთიერთქმედების შემოწმებაბრექსინი და სხვა წამალი ერთად

ბრექსინი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ეს წამალი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ დოზირებაში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმი რეგულარულად ჩაგიტარებთ შემოწმებებს, რათა დარწმუნდეს, რომ იღებთ ბრექსინის სწორ დოზას.

ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატის მინიმალურ დოზას, რომელიც საუკეთესოდ გააკონტროლებს თქვენს სიმპტომებს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეცვალოთ დოზა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

ზრდასრულები და ხანდაზმული პაციენტები

სამკურნალო პრეპარატის რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში.

მაქსიმალური დღიური დოზაა 20 მილიგრამი პიროქსიკამი დღეში ერთხელ.

თუ თქვენ 70 წელზე მეტი ასაკის ხართ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დღიური დოზა და შეამციროს მკურნალობის ხანგრძლივობა.

ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ბრექსინი სხვა პრეპარატთან ერთად, რათა დაიცვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტი პოტენციური გვერდითი ეფექტებისგან.

არ გაზარდოთ დოზა!

თუ ფიქრობთ, რომ წამალი არ არის ეფექტური, მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ ბრექსინის ჭარბი დოზა

სიმპტომები: დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირი სიმპტომებია თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა.

თუ შემთხვევით მიიღეთ ბრექსინის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ბრექსინის მიღება

მიიღეთ გახსენებისთანავე. თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოვდება, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა სწორ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

მიღების ინსტრუქცია

ბრექსინი მიიღეთ დღეში ერთხელ. ბრექსინი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად ან კვების დასრულების შემდეგ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

ტაბლეტის გასაყოფად, ჯერ გადააბრუნეთ ის გამყოფი ხაზით ზევით. მოათავსეთ ტაბლეტი მყარ ზედაპირზე. მსუბუქი ზეწოლით ტაბლეტი ორ ნაწილად გაიყოფა.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული პიროქსიკამის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

თუ ამჟამად გაქვთ ან წარსულში გქონდათ კუჭ-ნაწლავის წყლული, ნაწლავიდან სისხლდენა ან ნაწლავის პერფორაცია.

თუ ამჟამად გაქვთ ან ანამნეზში გქონიათ კუჭის ან ნაწლავების ანთებასთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის დაავადება, რომელიც იწვევს სისხლდენას, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, კუჭ-ნაწლავის სიმსივნე, ანთება ან მსხვილი ნაწლავის კედელზე არსებული ჯიბის ინფექცია პროტრუზიის მსგავსი(„დივერტიკულიტი“).

თუ იღებთ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, მათ შორის სელექციურ ცოგ-2 ინჰიბიტორებს და აცეტილსალიცილის მჟავას, ნივთიერებას, რომელიც გვხვდება ბევრ მედიკამენტში, რომელიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და სიცხის დასაწევად; გახსოვდეთ, რომ ბევრი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის შეძენა შესაძლებელია ექიმის რეცეპტის გარეშე.

თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს თრომბის განვითარების თავიდან ასაცილებლად, მაგალითად, ვარფარინს.

თუ ადრე გქონიათ ალერგიული რეაქცია პიროქსიკამზე, სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე ან სხვა ნებისმიერ მედიკამენტზე, განსაკუთრებით კანის მძიმე რეაქციები (მიუხედავად სიმძიმისა), როგორიცაა კანის ძლიერი სიწითლე, კანის აქერცვლა (ექსფოლიატიური დერმატიტი), ბუშტუკები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება წითელი ბუშტუკებით, ნეკროზით, სისხლდენით ან ნაწიბურების წარმოქმნით) და დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ბუშტუკების წარმოქმნა, კანის ზედა ფენის აქერცვლა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

თუ ადრე გქონიათ ასთმა, სურდო, ცხვირის პოლიპი, ხორხის შეშუპება ან გამონაყარი, რომელიც გამოწვეულია აცეტილსალიცილის მჟავით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინაამღდეგო საშუალებებით;

თუ ხართ ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე.

თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში.

ეს მედიკამენტი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.

თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება.

თუ გაქვთ ზომიერი და მძიმე გულის უკმარისობა.

თუ გაქვთ ძალიან მაღალი არტერიული წნევა.

თუ სისხლის ანალიზის შედეგები აჩვენებს სერიოზულ დარღვევებს.

თუ მიდრეკილი ხართ სისხლდენისადმი (სისხლმდენი დიათეზი).

თუ რომელიმე ეს მდგომარეობა თქვენ გეხებათ, არ მიიღოთ ბრექსინი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

ბრექსინის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ბრექსინის მიღების პერიოდში

ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მსგავსად, ბრექსინმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ტკივილი, სისხლდენა, წყლული, კუჭისა და ნაწლავების პერფორაცია. დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პიროქსიკამის მიღება და აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ კუჭის ტკივილი, კუჭში ან ნაწლავებში სისხლდენის რაიმე ნიშანი, როგორიცაა კუპრისებრი ან სისხლიანი განავალი ან სისხლიანი ღებინება.

დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ბრექსინის მიღება და აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე ალერგიული რეაქცია, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, მსტვენავი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება. თუ განვითარდება გამონაყარი ან კანის სიმპტომები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ბრექსინის მიღება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აცნობეთ მას, რომ იღებთ ამ პრეპარატს.

თუ თქვენ 70 წელზე მეტი ასაკის ხართ, ექიმმა შეიძლება მოისურვოს მკურნალობის ხანგრძლივობის მინიმუმამდე შემცირება და უფრო ხშირად ჩაგიტაროთ გამოკვლევა, სანამ ბრექსინს იღებთ.

თუ თქვენ 70 წელზე მეტი ასაკის ხართ ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები, დეპრესიის სამკურნალოდ განკუთვნილი გარკვეული მედიკამენტები, ე.წ. სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs/სუსი), ან აცეტილსალიცილის მჟავა თრომბოციტების აგრეგაციის თავიდან ასაცილებლად, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ბრექსინი სხვა მედიკამენტთან ერთად თქვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დასაცავად.

თუ თქვენ 80 წელზე მეტი ასაკის ხართ, ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ.

თუ გაქვთ ან ადრე გქონიათ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა ან ალერგია, ან თუ არ ხართ დარწმუნებული, შეგიძლიათ თუ არა ბრექსინის მიღება, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.

ისეთმა მედიკამენტმა, როგორიცაა ბრექსინი, შეიძლება მცირედ გაზარდოს გულის შეტევის ან „ცერებროვასკულური შემთხვევის“ (ინსულტის) რისკი, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის დროს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.

თუ გაქვთ გულის პრობლემები ან ინსულტი ანამნეზში, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ მდგომარეობების განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებოდეთ (მაგალითად, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი), განიხილეთ თქვენი მკურნალობა ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ბრექსინი, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. ეს ეფექტი უნდა იქნას გასათვალისწინებელი სისხლის ნიმუშების აღებისას ან მსგავსი ეფექტის მქონე პროდუქტის მიღებისას.

სიფრთხილეა საჭირო, თუ გაქვთ ჰიპერტენზიის და/ან გულის შეგუბებითი უკმარისობა ანამნეზში, რადგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას აღინიშნა წყლის შეკავება და შეშუპება.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ გაქვთ ან ადრე გქონიათ გულის ან სისხლის მიმოქცევის პრობლემები, მაღალი არტერიული წნევა, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, თირკმელების არასაკმარისი სისხლით მომარაგება, სისხლის ანალიზის შედეგების ცვლილებები ან თუ იღებთ დიურეტიკებს.

სიფრთხილეა საჭირო, თუ დეჰიდრაციის რისკის ქვეშ ხართ.

პიროქსიკამის გამოყენებისას აღწერილია სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში კანის გამონაყარის შემთხვევები (როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომლებიც, როგორც წესი, ვლინდება სხეულზე წითელი სამიზნის ფორმის ან წრიული ლაქების სახით, ხშირად ბუშტუკოვანი ცენტრით.

თუ გაქვთ ასთმა, ბრექსინსა და არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმს შორის ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმები, შოკი და სხვა ალერგიული რეაქციები.

ვინაიდან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის დროს დაფიქსირდა მხედველობის დარღვევა, ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეკომენდებულია პერიოდული ოფთალმოლოგიური გამოკვლევები.

როგორც მსგავსი მოქმედების სხვა ნივთიერებების შემთხვევაში, ზოგიერთ პაციენტს ხანგრძლივი მკურნალობის დროს აღენიშნებოდა სისხლში შარდოვანას აზოტის ზომიერი მატება; თერაპიის შეწყვეტის შემდეგ მაჩვენებლები დაუბრუნდა ნორმას.

თუ დიაბეტი გაქვთ, ხშირად უნდა ჩაიტაროთ სისხლის ანალიზები.

ძალიან იშვიათად დაფიქსირდა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან დაკავშირებული მძიმე ალერგიული რეაქციები (განსაკუთრებით კანის მძიმე რეაქციები). (იხ. „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).

თუ გეგმავთ დაორსულებას, გაქვთ დაორსულების პრობლემები ან ამჟამად იტარებთ ფერტილობის კვლევებს, მიმართეთ ექიმს, რადგან არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა (NSAIDs/აასს) შეიძლება გაართულონ დაორსულება.

ბავშვები და მოზარდები

პიროქსიკამის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ბრექსინი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები. მედიკამენტებმა ზოგჯერ შეიძლება ხელი შეუშალონ ერთმანეთს. ექიმმა შეიძლება შეზღუდოს ბრექსინის ან სხვა მედიკამენტების გამოყენება, ან შეიძლება დაგჭირდეთ სხვა მედიკამენტის მიღება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს:

თუ იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს ტკივილის შესამსუბუქებლად;

თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მაგალითად, ალერგია და ჰორმონალური დისბალანსი;

თუ თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად იღებთ ანტიკოაგულანტებს, როგორიცაა ვარფარინი;

თუ იღებთ გარკვეულ ანტიდეპრესანტებს, რომლებსაც სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs/სუსი) ეწოდებათ;

თუ იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას თრომბოციტების აგრეგაციის თავიდან ასაცილებლად;

თუ იღებთ დიურეტიკებს, აგფ ინჰიბიტორებს და ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებს, დიგოქსინს ან დიგიტოქსინს; ესენი არიან მაღალი არტერიული წნევის და გულის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები;

თუ იღებთ ლითიუმს დეპრესიის სამკურნალოდ;

თუ იღებთ ქინოლონის ანტიბიოტიკებს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

თუ ორგანოების ტრანსპლანტაციის, კანის სერიოზული დაავადებების, პოლიართრიტის (რევმატოიდული ართრიტი), ნეფროზული სინდრომის შემდეგ იღებთ ციკლოსპორინს ან ტაკროლიმუსს;

თუ იღებთ ციმეტიდინს კუჭის მჟავას წარმოქმნის შესამცირებლად;

თუ იყენებთ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან გეხებათ თქვენ, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

ბრექსინის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

ბრექსინით მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ბრექსინი, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში თირკმლის და გულის პრობლემები, გამოიწვიოს თქვენ და თქვენი არ დაბადებული ბავშვის სისხლდენა, გამოიწვიოს დაგეგმილზე გვიანი მშობიარობა ან ხანგრძლივი მშობიარობა.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გეგმავთ დორსულებას, გაქვთ პრობლემები დაორსულებასთან დაკავშირებით ან ამჟამად იტარებთ ფერტილობის კვლევებს, რადგან არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა(NSAIDs/აასს), მათ შორის ბრექსინმა, შეიძლება გაართულოს დაორსულება.

არ მიიღოთ ბრექსინი ლაქტაციის პერიოდში.

პროდუქტის გავლენა მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

თავბრუსხვევის ან უჩვეულო დაღლილობის შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

გარდა ამისა, სიფრთხილეა საჭირო, თუ პიროქსიკამით მკურნალობის დროს შეამჩნევთ თვალების ირგვლივ შეშუპებას, მხედველობის დაბინდვას ან თვალის გაღიზიანებას: თუ ეს სიმპტომები გამოვლინდა, საჭიროა ოფთალმოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.

ბრექსინი შეიცავს ლაქტოზას (რძის ბუნებრივი შაქარი)

თუ ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ბრექსინი შეიცავს ნატრიუმს

ბრექსინის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) და ის პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ბრექსინი უკეთესად გადაიტანება, ვიდრე ჩვეულებრივი პიროქსიკამი კუჭ-ნაწლავის ტრქტში, რადგან აქტიური ინგრედიენტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უფრო ნაკლებ დროს ატარებს, კონტაქტური გაღიზიანების რისკი მცირდება.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ბრექსინის მიღება და მიმართეთ ექიმს:

თუ თქვენ გაგიჩდებათ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე: პიროქსიკამის გამოყენებასთან დაკავშირებით აღინიშნა პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კანის გამონაყარი (მაგალითად, DRESS სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი [კანის მძიმე მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სიწითლით, ბუშტუკების გაჩენით, ქსოვილების კვდომით, სისხლდენით ან ნაწიბურების გაჩენით], ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი [მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კანის ზედა ფენის ბუშტუკების გაჩენით და აქერცვლით], და ექსფოლიატიური დერმატიტი [კანის ფართოდ გავრცელებული ანთებითი მდგომარეობა აქერცვლით]) (იხილეთ მე-2 ნაწილი).

ამ რეაქციების სიხშირე უცნობია.

თუ შეამჩნევთ ალერგიული რეაქციის სხვა სიმპტომებს, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან მსტვენავ სუნთქვას;

თუ გამოვლინდა კანისა და თვალების გაყვითლება;

თუ აღმოაჩენთ კუჭში ან ნაწლავებში სისხლდენის რაიმე ნიშანს, როგორიცაა კუპრისებრი ან სისხლიანი განავალი ან სისხლიანი ღებინება.

ქვემოთ სიაში მოცემულია ბრექსინთან დაკავშირებული პოტენციური გვერდითი მოვლენები:

გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შეიძლება 100-ში 1-დან - 10 ადამიანს განუვითარდეს)

ჩივილები და ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, დიარეა, ეპიგასტრიკული ტკივილი, მეტეორიზმის მომატება, საჭმლის მონელების დარღვევა, გულისრევა, ღებინება.

თავბრუსხვევა, ვერტიგო, ხმაური ყურებში

თავის ტკივილი, ძილიანობა

ქავილი, კანზე გამონაყარი

შეშუპება (განსაკუთრებით კოჭის შეშუპება)

მადის დაკარგვა, სისხლში შაქრის დონის მომატება

წონის მომატება

ანემია, სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეული რაოდენობის გაზრდა ან შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ცვლილებები ლაბორატორიული კვლევების შედეგებში (როგორც წესი, დაკავშირებულია ღვიძლის ფუნქციასთან).

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შეიძლება 1000-ში 1-დან - 10 ადამიანს განუვითარდეს)

სისხლში შაქრის დონის შემცირება

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება

მხედველობის დაბინდვა

გულის პალპიტაცია

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება 10000-ში 1-დან -10 ადამიანს განუვითარდეს)

თირკმლის უკმარისობის სინდრომი (ნეფროზული სინდრომი), მწვავე ნეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა, ტკივილი თირკმლის არეში ან მუცლის არეში, ხშირი შარდვა.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები ( შეიძლება განუვითარდეს 10000 -დან 1 ადამიანს)

კანის მძიმე რეაქცია გამონაყარით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), სიცოცხლისთვის საშიში დაავადება(ლაიელის სინდრომი) , რომელიც ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსის დაშლით.

უცნობი გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია)

გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის წყლული, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, კუჭის კედლის პერფორაცია, სისხლიანი განავალი, სისხლიანი ღებინება, პანკრეასის ანთება, პირის სიმშრალე

ჰეპატიტი, სიყვითლე

სმენის დაქვეითება

მწვავე ანთებითი ბუშტუკოვანი დაავადება (მულტიფორმული ერითემა)

რეაქცია მედიკამენტზე (კანის სიწითლე და შეშუპება მრგვალი ან ოვალური ლაქების სახით), ბუშტუკების წარმოქმნა (ჭინჭრის ციება), ქავილი.

სისხლძარღვების შეშუპება, ფოტომგრძნობელობა, ფრჩხილების დაზიანება, თმის ცვენა და კანის ბუშტუკოვანი დაზიანებები, კანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები.

სერიოზული ალერგიული ან იმუნური რეაქცია (ანაფილაქსია, შრატისმიერი დაავადება)

სისუსტე

უძილობა, დეპრესია, ნერვიულობა, ჰალუცინაციები, განწყობის ცვლილებები, უჩვეულო სიზმრები, დაბნეულობა

თვალის გაღიზიანება, თვალების შეშუპება

არაინფექციური მენინგიტი

მგრძნობელობის დარღვევა

სისხლძარღვების ანთება, მაღალი არტერიული წნევა

სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან სისხლდენა, ბრონქოსპაზმი

სითხის შეკავება

წონის კლება

ცვლილებები ლაბორატორიული ტესტების შედეგებში (მაგალითად, სისხლდენის მაჩვენებელი)

ზოგიერთი სახის ანემია

ცხელება, სახსრების ტკივილი და შეშუპება

თირკმლების ანთება (გლომერულონეფრიტი)

კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების (მაგ., გულის შეტევა ან ინსულტი) ოდნავ მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით მაღალი დოზის შემთხვევაში და ხანგრძლივი მკურნალობის დროს.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას დაფიქსირდა შეშუპება, მაღალი არტერიული წნევა და გულის უკმარისობა. ამ მიზეზით, გულის უკმარისობის გამოწვევის რისკი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ხანდაზმული პაციენტების და გულის დაავადების რისკის მქონე პაციენტების მკურნალობისას.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ დანართში.

ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილი ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.

უნგრეთი

საზოგადოების ეროვნული ცენტრი

ჯანმრთელობა და ფარმაცია

საფოსტო ინდექსი 450

H-1372 ბუდაპეშტი

ვებგვერდი: www.ogyel.gov.hu

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა: http://mellekhatas.ogyei.gov.hu

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ასევე შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

შემადგენლობა

  • რა სახის მედიკამენტია ბრექსინი და რა დაავადებების დროს შეიძლება მისი გამოყენება?

ბრექსინი არის ეგრეთ წოდებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სახსრების დეგენერაციული დაავადების (ოსტეოართრიტი, ართროზი), რევმატოიდული ართრიტის და ხერხემლის რევმატიზმის (მაანკილოზებელი სპონდილიტი) ზოგიერთი სიმპტომის შესამსუბუქებლად, როგორიცაა შეშუპება, რიგიდობა და სახსრების ტკივილი. ბრექსინი არ კურნავს ართრიტს და დაგეხმარებათ მხოლოდ მისი მიღების შემთხვევაში.

ბრექსინის დანიშვნამდე, ექიმი შეაფასებს თქვენთვის პრეპარატის სარგებელს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკთან შედარებით. შესაძლოა, ექიმმა ჩაგიტაროთ შემოწმებები და გითხრათ, თუ რამდენად ხშირად დაგჭირდებათ შემოწმება ბრექსინის მიღების პერიოდში.

ექიმი ბრექსინს დაგინიშნავთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (NSAIDs/აასს) მკურნალობისას სიმპტომები არ გაუმჯობესდა.

შენახვის პირობები

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის დანართი-ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ბრექსინი 20 მგ

ტაბლეტები

პიროქსიკამ-ბეტადექსი

ამ მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს დანართი-ფურცელი. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას გავს.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ დანართ-ფურცელში. იხ. პუნქტი 4.

რა არის მოცემული ამ დანართ-ფურცელში:

რა სახის მედიკამენტია ბრექსინი და რა დაავადებების დროს შეიძლება მისი გამოყენება?

რა უნდა იცოდეთ ბრექსინის მიღებამდე

როგორ მივიღოთ ბრექსინი?

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ შევინახოთ ბრექსინი?

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

  • რა სახის მედიკამენტია ბრექსინი და რა დაავადებების დროს შეიძლება მისი გამოყენება?

ბრექსინი არის ეგრეთ წოდებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სახსრების დეგენერაციული დაავადების (ოსტეოართრიტი, ართროზი), რევმატოიდული ართრიტის და ხერხემლის რევმატიზმის (მაანკილოზებელი სპონდილიტი) ზოგიერთი სიმპტომის შესამსუბუქებლად, როგორიცაა შეშუპება, რიგიდობა და სახსრების ტკივილი. ბრექსინი არ კურნავს ართრიტს და დაგეხმარებათ მხოლოდ მისი მიღების შემთხვევაში.

ბრექსინის დანიშვნამდე, ექიმი შეაფასებს თქვენთვის პრეპარატის სარგებელს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკთან შედარებით. შესაძლოა, ექიმმა ჩაგიტაროთ შემოწმებები და გითხრათ, თუ რამდენად ხშირად დაგჭირდებათ შემოწმება ბრექსინის მიღების პერიოდში.

ექიმი ბრექსინს დაგინიშნავთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (NSAIDs/აასს) მკურნალობისას სიმპტომები არ გაუმჯობესდა.

  • რა უნდა იცოდეთ ბრექსინის მიღებამდე

არ მიიღოთ ბრექსინი

თუ ხართ ალერგიული პიროქსიკამის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

თუ ამჟამად გაქვთ ან წარსულში გქონდათ კუჭ-ნაწლავის წყლული, ნაწლავიდან სისხლდენა ან ნაწლავის პერფორაცია.

თუ ამჟამად გაქვთ ან ანამნეზში გქონიათ კუჭის ან ნაწლავების ანთებასთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის დაავადება, რომელიც იწვევს სისხლდენას, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, კუჭ-ნაწლავის სიმსივნე, ანთება ან მსხვილი ნაწლავის კედელზე არსებული ჯიბის ინფექცია პროტრუზიის მსგავსი(„დივერტიკულიტი“).

თუ იღებთ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, მათ შორის სელექციურ ცოგ-2 ინჰიბიტორებს და აცეტილსალიცილის მჟავას, ნივთიერებას, რომელიც გვხვდება ბევრ მედიკამენტში, რომელიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და სიცხის დასაწევად; გახსოვდეთ, რომ ბევრი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის შეძენა შესაძლებელია ექიმის რეცეპტის გარეშე.

თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს თრომბის განვითარების თავიდან ასაცილებლად, მაგალითად, ვარფარინს.

თუ ადრე გქონიათ ალერგიული რეაქცია პიროქსიკამზე, სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე ან სხვა ნებისმიერ მედიკამენტზე, განსაკუთრებით კანის მძიმე რეაქციები (მიუხედავად სიმძიმისა), როგორიცაა კანის ძლიერი სიწითლე, კანის აქერცვლა (ექსფოლიატიური დერმატიტი), ბუშტუკები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება წითელი ბუშტუკებით, ნეკროზით, სისხლდენით ან ნაწიბურების წარმოქმნით) და დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ბუშტუკების წარმოქმნა, კანის ზედა ფენის აქერცვლა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

თუ ადრე გქონიათ ასთმა, სურდო, ცხვირის პოლიპი, ხორხის შეშუპება ან გამონაყარი, რომელიც გამოწვეულია აცეტილსალიცილის მჟავით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინაამღდეგო საშუალებებით;

თუ ხართ ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე.

თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში.

ეს მედიკამენტი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.

თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება.

თუ გაქვთ ზომიერი და მძიმე გულის უკმარისობა.

თუ გაქვთ ძალიან მაღალი არტერიული წნევა.

თუ სისხლის ანალიზის შედეგები აჩვენებს სერიოზულ დარღვევებს.

თუ მიდრეკილი ხართ სისხლდენისადმი (სისხლმდენი დიათეზი).

თუ რომელიმე ეს მდგომარეობა თქვენ გეხებათ, არ მიიღოთ ბრექსინი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ბრექსინის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ბრექსინის მიღების პერიოდში

ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მსგავსად, ბრექსინმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ტკივილი, სისხლდენა, წყლული, კუჭისა და ნაწლავების პერფორაცია. დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პიროქსიკამის მიღება და აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ კუჭის ტკივილი, კუჭში ან ნაწლავებში სისხლდენის რაიმე ნიშანი, როგორიცაა კუპრისებრი ან სისხლიანი განავალი ან სისხლიანი ღებინება.

დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ბრექსინის მიღება და აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე ალერგიული რეაქცია, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, მსტვენავი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება. თუ განვითარდება გამონაყარი ან კანის სიმპტომები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ბრექსინის მიღება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აცნობეთ მას, რომ იღებთ ამ პრეპარატს.

თუ თქვენ 70 წელზე მეტი ასაკის ხართ, ექიმმა შეიძლება მოისურვოს მკურნალობის ხანგრძლივობის მინიმუმამდე შემცირება და უფრო ხშირად ჩაგიტაროთ გამოკვლევა, სანამ ბრექსინს იღებთ.

თუ თქვენ 70 წელზე მეტი ასაკის ხართ ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები, დეპრესიის სამკურნალოდ განკუთვნილი გარკვეული მედიკამენტები, ე.წ. სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs/სუსი), ან აცეტილსალიცილის მჟავა თრომბოციტების აგრეგაციის თავიდან ასაცილებლად, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ბრექსინი სხვა მედიკამენტთან ერთად თქვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დასაცავად.

თუ თქვენ 80 წელზე მეტი ასაკის ხართ, ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ.

თუ გაქვთ ან ადრე გქონიათ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა ან ალერგია, ან თუ არ ხართ დარწმუნებული, შეგიძლიათ თუ არა ბრექსინის მიღება, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.

ისეთმა მედიკამენტმა, როგორიცაა ბრექსინი, შეიძლება მცირედ გაზარდოს გულის შეტევის ან „ცერებროვასკულური შემთხვევის“ (ინსულტის) რისკი, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის დროს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.

თუ გაქვთ გულის პრობლემები ან ინსულტი ანამნეზში, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ მდგომარეობების განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებოდეთ (მაგალითად, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი), განიხილეთ თქვენი მკურნალობა ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ბრექსინი, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. ეს ეფექტი უნდა იქნას გასათვალისწინებელი სისხლის ნიმუშების აღებისას ან მსგავსი ეფექტის მქონე პროდუქტის მიღებისას.

სიფრთხილეა საჭირო, თუ გაქვთ ჰიპერტენზიის და/ან გულის შეგუბებითი უკმარისობა ანამნეზში, რადგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას აღინიშნა წყლის შეკავება და შეშუპება.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ გაქვთ ან ადრე გქონიათ გულის ან სისხლის მიმოქცევის პრობლემები, მაღალი არტერიული წნევა, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, თირკმელების არასაკმარისი სისხლით მომარაგება, სისხლის ანალიზის შედეგების ცვლილებები ან თუ იღებთ დიურეტიკებს.

სიფრთხილეა საჭირო, თუ დეჰიდრაციის რისკის ქვეშ ხართ.

პიროქსიკამის გამოყენებისას აღწერილია სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში კანის გამონაყარის შემთხვევები (როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომლებიც, როგორც წესი, ვლინდება სხეულზე წითელი სამიზნის ფორმის ან წრიული ლაქების სახით, ხშირად ბუშტუკოვანი ცენტრით.

თუ გაქვთ ასთმა, ბრექსინსა და არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმს შორის ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმები, შოკი და სხვა ალერგიული რეაქციები.

ვინაიდან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის დროს დაფიქსირდა მხედველობის დარღვევა, ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეკომენდებულია პერიოდული ოფთალმოლოგიური გამოკვლევები.

როგორც მსგავსი მოქმედების სხვა ნივთიერებების შემთხვევაში, ზოგიერთ პაციენტს ხანგრძლივი მკურნალობის დროს აღენიშნებოდა სისხლში შარდოვანას აზოტის ზომიერი მატება; თერაპიის შეწყვეტის შემდეგ მაჩვენებლები დაუბრუნდა ნორმას.

თუ დიაბეტი გაქვთ, ხშირად უნდა ჩაიტაროთ სისხლის ანალიზები.

ძალიან იშვიათად დაფიქსირდა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან დაკავშირებული მძიმე ალერგიული რეაქციები (განსაკუთრებით კანის მძიმე რეაქციები). (იხ. „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).

თუ გეგმავთ დაორსულებას, გაქვთ დაორსულების პრობლემები ან ამჟამად იტარებთ ფერტილობის კვლევებს, მიმართეთ ექიმს, რადგან არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა (NSAIDs/აასს) შეიძლება გაართულონ დაორსულება.

ბავშვები და მოზარდები

პიროქსიკამის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ბრექსინი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

სხვა მედიკამენტები და ბრექსინი

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები. მედიკამენტებმა ზოგჯერ შეიძლება ხელი შეუშალონ ერთმანეთს. ექიმმა შეიძლება შეზღუდოს ბრექსინის ან სხვა მედიკამენტების გამოყენება, ან შეიძლება დაგჭირდეთ სხვა მედიკამენტის მიღება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს:

თუ იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს ტკივილის შესამსუბუქებლად;

თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მაგალითად, ალერგია და ჰორმონალური დისბალანსი;

თუ თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად იღებთ ანტიკოაგულანტებს, როგორიცაა ვარფარინი;

თუ იღებთ გარკვეულ ანტიდეპრესანტებს, რომლებსაც სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs/სუსი) ეწოდებათ;

თუ იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას თრომბოციტების აგრეგაციის თავიდან ასაცილებლად;

თუ იღებთ დიურეტიკებს, აგფ ინჰიბიტორებს და ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებს, დიგოქსინს ან დიგიტოქსინს; ესენი არიან მაღალი არტერიული წნევის და გულის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები;

თუ იღებთ ლითიუმს დეპრესიის სამკურნალოდ;

თუ იღებთ ქინოლონის ანტიბიოტიკებს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

თუ ორგანოების ტრანსპლანტაციის, კანის სერიოზული დაავადებების, პოლიართრიტის (რევმატოიდული ართრიტი), ნეფროზული სინდრომის შემდეგ იღებთ ციკლოსპორინს ან ტაკროლიმუსს;

თუ იღებთ ციმეტიდინს კუჭის მჟავას წარმოქმნის შესამცირებლად;

თუ იყენებთ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან გეხებათ თქვენ, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

ბრექსინის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

ბრექსინით მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ბრექსინი, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში თირკმლის და გულის პრობლემები, გამოიწვიოს თქვენ და თქვენი არ დაბადებული ბავშვის სისხლდენა, გამოიწვიოს დაგეგმილზე გვიანი მშობიარობა ან ხანგრძლივი მშობიარობა.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გეგმავთ დორსულებას, გაქვთ პრობლემები დაორსულებასთან დაკავშირებით ან ამჟამად იტარებთ ფერტილობის კვლევებს, რადგან არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა(NSAIDs/აასს), მათ შორის ბრექსინმა, შეიძლება გაართულოს დაორსულება.

არ მიიღოთ ბრექსინი ლაქტაციის პერიოდში.

პროდუქტის გავლენა მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

თავბრუსხვევის ან უჩვეულო დაღლილობის შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

გარდა ამისა, სიფრთხილეა საჭირო, თუ პიროქსიკამით მკურნალობის დროს შეამჩნევთ თვალების ირგვლივ შეშუპებას, მხედველობის დაბინდვას ან თვალის გაღიზიანებას: თუ ეს სიმპტომები გამოვლინდა, საჭიროა ოფთალმოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.

ბრექსინი შეიცავს ლაქტოზას (რძის ბუნებრივი შაქარი)

თუ ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ბრექსინი შეიცავს ნატრიუმს

ბრექსინის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) და ის პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

  • როგორ მივიღოთ ბრექსინი

ეს წამალი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ დოზირებაში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმი რეგულარულად ჩაგიტარებთ შემოწმებებს, რათა დარწმუნდეს, რომ იღებთ ბრექსინის სწორ დოზას.

ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატის მინიმალურ დოზას, რომელიც საუკეთესოდ გააკონტროლებს თქვენს სიმპტომებს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეცვალოთ დოზა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

ზრდასრულები და ხანდაზმული პაციენტები

სამკურნალო პრეპარატის რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში.

მაქსიმალური დღიური დოზაა 20 მილიგრამი პიროქსიკამი დღეში ერთხელ.

თუ თქვენ 70 წელზე მეტი ასაკის ხართ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დღიური დოზა და შეამციროს მკურნალობის ხანგრძლივობა.

ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ბრექსინი სხვა პრეპარატთან ერთად, რათა დაიცვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტი პოტენციური გვერდითი ეფექტებისგან.

არ გაზარდოთ დოზა!

თუ ფიქრობთ, რომ წამალი არ არის ეფექტური, მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ ბრექსინის ჭარბი დოზა

სიმპტომები: დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირი სიმპტომებია თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა.

თუ შემთხვევით მიიღეთ ბრექსინის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ბრექსინის მიღება

მიიღეთ გახსენებისთანავე. თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოვდება, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა სწორ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

მიღების ინსტრუქცია

ბრექსინი მიიღეთ დღეში ერთხელ. ბრექსინი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად ან კვების დასრულების შემდეგ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

ტაბლეტის გასაყოფად, ჯერ გადააბრუნეთ ის გამყოფი ხაზით ზევით. მოათავსეთ ტაბლეტი მყარ ზედაპირზე. მსუბუქი ზეწოლით ტაბლეტი ორ ნაწილად გაიყოფა.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ბრექსინი უკეთესად გადაიტანება, ვიდრე ჩვეულებრივი პიროქსიკამი კუჭ-ნაწლავის ტრქტში, რადგან აქტიური ინგრედიენტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უფრო ნაკლებ დროს ატარებს, კონტაქტური გაღიზიანების რისკი მცირდება.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ბრექსინის მიღება და მიმართეთ ექიმს:

თუ თქვენ გაგიჩდებათ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე: პიროქსიკამის გამოყენებასთან დაკავშირებით აღინიშნა პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კანის გამონაყარი (მაგალითად, DRESS სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი [კანის მძიმე მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სიწითლით, ბუშტუკების გაჩენით, ქსოვილების კვდომით, სისხლდენით ან ნაწიბურების გაჩენით], ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი [მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კანის ზედა ფენის ბუშტუკების გაჩენით და აქერცვლით], და ექსფოლიატიური დერმატიტი [კანის ფართოდ გავრცელებული ანთებითი მდგომარეობა აქერცვლით]) (იხილეთ მე-2 ნაწილი).

ამ რეაქციების სიხშირე უცნობია.

თუ შეამჩნევთ ალერგიული რეაქციის სხვა სიმპტომებს, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან მსტვენავ სუნთქვას;

თუ გამოვლინდა კანისა და თვალების გაყვითლება;

თუ აღმოაჩენთ კუჭში ან ნაწლავებში სისხლდენის რაიმე ნიშანს, როგორიცაა კუპრისებრი ან სისხლიანი განავალი ან სისხლიანი ღებინება.

ქვემოთ სიაში მოცემულია ბრექსინთან დაკავშირებული პოტენციური გვერდითი მოვლენები:

გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შეიძლება 100-ში 1-დან - 10 ადამიანს განუვითარდეს)

ჩივილები და ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, დიარეა, ეპიგასტრიკული ტკივილი, მეტეორიზმის მომატება, საჭმლის მონელების დარღვევა, გულისრევა, ღებინება.

თავბრუსხვევა, ვერტიგო, ხმაური ყურებში

თავის ტკივილი, ძილიანობა

ქავილი, კანზე გამონაყარი

შეშუპება (განსაკუთრებით კოჭის შეშუპება)

მადის დაკარგვა, სისხლში შაქრის დონის მომატება

წონის მომატება

ანემია, სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეული რაოდენობის გაზრდა ან შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ცვლილებები ლაბორატორიული კვლევების შედეგებში (როგორც წესი, დაკავშირებულია ღვიძლის ფუნქციასთან).

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შეიძლება 1000-ში 1-დან - 10 ადამიანს განუვითარდეს)

სისხლში შაქრის დონის შემცირება

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება

მხედველობის დაბინდვა

გულის პალპიტაცია

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება 10000-ში 1-დან -10 ადამიანს განუვითარდეს)

თირკმლის უკმარისობის სინდრომი (ნეფროზული სინდრომი), მწვავე ნეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა, ტკივილი თირკმლის არეში ან მუცლის არეში, ხშირი შარდვა.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები ( შეიძლება განუვითარდეს 10000 -დან 1 ადამიანს)

კანის მძიმე რეაქცია გამონაყარით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), სიცოცხლისთვის საშიში დაავადება(ლაიელის სინდრომი) , რომელიც ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსის დაშლით.

უცნობი გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია)

გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის წყლული, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, კუჭის კედლის პერფორაცია, სისხლიანი განავალი, სისხლიანი ღებინება, პანკრეასის ანთება, პირის სიმშრალე

ჰეპატიტი, სიყვითლე

სმენის დაქვეითება

მწვავე ანთებითი ბუშტუკოვანი დაავადება (მულტიფორმული ერითემა)

რეაქცია მედიკამენტზე (კანის სიწითლე და შეშუპება მრგვალი ან ოვალური ლაქების სახით), ბუშტუკების წარმოქმნა (ჭინჭრის ციება), ქავილი.

სისხლძარღვების შეშუპება, ფოტომგრძნობელობა, ფრჩხილების დაზიანება, თმის ცვენა და კანის ბუშტუკოვანი დაზიანებები, კანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები.

სერიოზული ალერგიული ან იმუნური რეაქცია (ანაფილაქსია, შრატისმიერი დაავადება)

სისუსტე

უძილობა, დეპრესია, ნერვიულობა, ჰალუცინაციები, განწყობის ცვლილებები, უჩვეულო სიზმრები, დაბნეულობა

თვალის გაღიზიანება, თვალების შეშუპება

არაინფექციური მენინგიტი

მგრძნობელობის დარღვევა

სისხლძარღვების ანთება, მაღალი არტერიული წნევა

სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან სისხლდენა, ბრონქოსპაზმი

სითხის შეკავება

წონის კლება

ცვლილებები ლაბორატორიული ტესტების შედეგებში (მაგალითად, სისხლდენის მაჩვენებელი)

ზოგიერთი სახის ანემია

ცხელება, სახსრების ტკივილი და შეშუპება

თირკმლების ანთება (გლომერულონეფრიტი)

კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების (მაგ., გულის შეტევა ან ინსულტი) ოდნავ მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით მაღალი დოზის შემთხვევაში და ხანგრძლივი მკურნალობის დროს.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას დაფიქსირდა შეშუპება, მაღალი არტერიული წნევა და გულის უკმარისობა. ამ მიზეზით, გულის უკმარისობის გამოწვევის რისკი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ხანდაზმული პაციენტების და გულის დაავადების რისკის მქონე პაციენტების მკურნალობისას.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ დანართში.

ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილი ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.

უნგრეთი

საზოგადოების ეროვნული ცენტრი

ჯანმრთელობა და ფარმაცია

საფოსტო ინდექსი 450

H-1372 ბუდაპეშტი

ვებგვერდი: www.ogyel.gov.hu

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა: http://mellekhatas.ogyei.gov.hu

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ასევე შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

  • როგორ შევინახოთ ბრექსინი?

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ („ვარგისიანობის ვადა:“), რომელიც მითითებულია კოლოფზე. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი წამალი. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ბრექსინი?

ბრექსინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პიროქსიკამ-ბეტადექსს.

პროდუქტის აქტიური ნივთიერება: 191.2 მგ პიროქსიკამ-ბეტადექსი თითო ტაბლეტში, რაც 20 მგ პიროქსიკამის ექვივალენტურია.

სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A, კოლოიდური ჰიდრატირებული სილიციუმის დიოქსიდი, პრეგელატინიზებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

როოგორ გამოიყურება ბრექსინი და შეფუთვის შემადგენლობა?

ღია ყვითელი, ექვსკუთხედის ფორმის ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოზნექილი, ხოლო მეორე მხარეს ბრტყელი ზედაპირით და გამყოფი ხაზით; კოლოფში მოთავსებულია 6, 10, 20 და 30 ტაბლეტი.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

შპს ჩიესი ფარმაცეუტიკალს, გონზაგაგასსე 16/16, A-1010, ვენა, ავსტრია

მწარმოებელი

Fine Foods & Pharmaceuticals N.T.M. S.p.A

გრიგნანოს ქ. 43, 24041 ბრემბატე, იტალია

და

Chiesi Farmaceutici SpA, წ. ლეონარდოს ქ. 96, 43122 პარმა, იტალია

ბრექსინი 20 მგ. ტაბლეტები

OGYI-T-8393/01 6x PVC/PVDC//AL/PVDC ბლისტერში

OGYI-T-8393/04 10 x PVC/PVDC//AL/PVDC ბლისტერში

OGYI-T-8393/02 20 x PVC/PVDC//AL/PVDC ბლისტერში

OGYI-T-8393/03 30 x PVC/PVDC//AL/PVDC ბლისტერში

დანართი-ფურცლის ბოლო გადახედვის თარიღი: ივნისი 2024 წელი.

Chiesi Pharmaceuticals GmbH

A-1010,ვენა. გონზაგაგასე16/16

ჩიესი ტელ. +43/1/407 39 19-0

/BT1HX93-PIN/ /5002297-01/ /0108014570/01/

8 ივლისი 2025 წელი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა