მაქსიმალური დოზა (ერთეულები თითო დაზიანებულ უბანზე) მინიმალური დრო მკურნალობებს შორის პირველი მკურნალობა შემდგომი მკურნალობები კუნთების მუდმივი სპაზმი იდაყვში, მაჯასა და ხელში ან კოჭებსა და ტერფში ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებში იდაყვი, მაჯა და ხელი: 3-6 ერთეული/კგ ან 200 ერთეული, იმის მიხედვით, ამ ორი მონაცემიდან …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Clostridium Botulinum Toxin Type A)
- ფორმა და შეფუთვა
- 100 ალერგენის ერთეული ფხვნილი ი.მ. და კანში შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Allergan Pharmaceuticals Ireland Unlimited Company, ირლანდია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, აკრძალულია ფორმა №3 რეცეპტზე გამოწერა და საცალო რეალიზაცია
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- მიორელაქსანტები, პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტები; დერმატოლოგიური სხვა პრეპარატები, დერმატოლოგიური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- M03AX01; D11AX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040031
- რეგისტრირებულია
- 18 იანვარი 2024, მოქმედებს 24 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Abbvie Ltd (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- შპს „აპტოსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბოტოქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მაქსიმალური დოზა
(ერთეულები თითო დაზიანებულ უბანზე)
მინიმალური დრო მკურნალობებს შორის
პირველი მკურნალობა
შემდგომი
მკურნალობები
კუნთების მუდმივი სპაზმი იდაყვში, მაჯასა და ხელში ან კოჭებსა და ტერფში ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებში
იდაყვი, მაჯა და ხელი: 3-6 ერთეული/კგ ან 200 ერთეული, იმის მიხედვით, ამ ორი მონაცემიდან რომელიც უფრო დაბალია;
კოჭი და ტერფი: 4-8 ერთეული/კგ ან 300 ერთეული, იმის მიხედვით, ამ ორი მონაცემიდან რომელიც უფრო დაბალია
ორივე იდაყვის, მაჯის და ხელის და კოჭისა და ტერფის ან ორივე ფეხის მკურნალობისას მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 ერთეულს/კგ-ზე ან 340 ერთეულს, რომელიც უფრო დაბალია
12 კვირა*
ხელის, მკლავის და მხრის კუნთების მუდმივი სპაზმი მოზრდილ პაციენტებში
ზუსტი დოზირება და ინექციის უბნების რაოდენობა ყოველ ხელზე/მკლავზე/
მხარზე შეირჩევა ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით მაქსიმუმ 400 ერთეულამდე
ზუსტი დოზირება და ინექციის უბნების რაოდენობა შეირჩევა ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით მაქსიმუმ 400 ერთეულამდე
12 კვირა
კოჭის და ტერფის კუნთების მუდმივი სპაზმები მოზრდილ პაციენტებში
მრავალჯერადი ინექციები დაზიანებულ კუნთებში. ჯამური დოზა არის 300-400 ერთეული განაწილებული 6-მდე კუნთს შორის
ჯამური დოზა არის 300-400 ერთეული განაწილებული 6-მდე კუნთს შორის
12 კვირა
ქუთუთოების და სახის კუნთების მუდმივი სპაზმები
25 ერთეულამდე თითო თვალში
100 ერთეულამდე
3 თვე
კისრისა და მხრების კუნთების მუდმივი სპაზმები
200 ერთეულამდე
300 ერთეულამდე
10 კვირა
თავის ტკივილი ქრონიკული შაკიკის მქონე მოზრდილებში
155-195 ერთეული
155-195 ერთეული
12 კვირა
ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი შარდის გაჟონვით
100 ერთეული
100 ერთეული
3 თვე
შარდის გაჟონვა, გამოწვეული შარდის ბუშტის პრობლემებით, ასოცირებული ზურგის ტვინის დაზიანებასთან ან გაფანტულ სკლეროზთან მოზრდილ პაციენტებში
200 ერთეული
200 ერთეული
3 თვე
მკურნალობის ორზე მეტი კურსის ეფექტი არ არის შეფასებული.
იღლიების ჭარბი ოფლიანობა
50 ერთეული თითო იღლიაში
50 ერთეული თითო იღლიაში
16 კვირა
ვერტიკალური ნაოჭები წარბებს შორის, წარბების მაქსიმალური შეჭმუხვნისას
20 ერთეული**
50 ერთეულამდე
3 თვე
მკურნალობის ოთხზე მეტი კურსის ეფექტი არ არის შეფასებული.
მარაოს ფორმის ნაოჭები თვალის კუთხესთან, გამოვლენილი მაქსიმალური ღიმილის დროს
24 ერთეული**
24 ერთეული
3 თვე
შუბლის ნაოჭები მაქსიმალურად აწეული წარბების დროს
20 ერთეული***
3 თვე
- ექიმმა ან პრაქტიკოსმა სპეციალისტმა შეიძლება შეარჩიოს დოზა, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობა შეიძლება წარიმართოს 6 თვემდე ინტერვალით.
- * თუ მკურნალობთ მარაოს ფორმის ნაოჭებს თვალის კუთხიდან, რომელიც ვლინდება მაქსიმალური ღიმილის დროს, და ამავდროულად ვერტიკალურ ნაოჭებს წარბებს შორის მაქსიმალურად შეჭმუხვნისას, თქვენ გაგიკეთებენ ჯამურ დოზას 44 ერთეულს.
- ** თუ მკურნალობთ სახის 3 ტიპის ნაოჭს ერთდროულად (მარაოს ფორმის ნაოჭებს თვალის კუთხიდან მაქსიმალური გაღიმებისას, ვერტიკალურ ნაოჭებს წარბებს შორის მაქსიმალური შეჭმუხვნისას და შუბლის ნაოჭებს მაქსიმალურად აწეული წარბების დროს), თქვენ გაგიკეთებენ ჯამურ დოზას 64 ერთეულს.
ინფორმაცია პაციენტებისათვის, რომლებიც მკურნალობენ შარდის გაჟონვას
საშარდე გზების ინფექციის პრევენციის მიზნით, თქვენი ექიმი ან პრაქტიკოსი სპეციალისტი დაახლოებით ინექციის დროისათვის მოგცემენ ანტიბიოტიკებს. ინექცია გაკეთდება ცისტოსკოპიის სახელით ცნობილი პროცედურით. ინსტრუმენტს, სინათლის წყაროს მქონე ბოლოთი, შეიყვანენ თქვენს შარდის ბუშტში შესასვლელიდან, საიდანაც გამოდის შარდი (ეწოდება შარდსაწვეთი). ეს საშუალებას მისცემს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს, დაინახოს შარდის ბუშტი შიგნიდან და ინექცია გააკეთოს შარდის ბუშტის კედელზე. გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს პროცედურის შესახებ დამატებითი დეტალების ასახსნელად.
თუ არ იყენებდით კათეტერს (რბილი, ღრუს მქონე მილი, რომელიც იდგმება შარდსაწვეთში შარდის ბუშტის შარდისგან დაცლის მიზნით) ბოტოქსით მკურნალობამდე, ინექციიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ უნდა მიხვიდეთ ვიზიტზე ექიმთან. თქვენ გთხოვენ მოშარდვას და შემდეგ განსაზღვრავენ შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის მოცულობას. თუ ექიმი შეაფასებს, რომ თქვენს შარდის ბუშტში ძალიან დიდი რაოდენობით რჩება შარდი, თქვენ მოგცემენ მითითებას, გამოიყენოთ კათეტერი შარდის ბუშტის დასაცლელად. ექიმი გადაწყვეტს, თუ როდის უნდა დაბრუნდეთ იგივე ანალიზის ჩასატარებლად.
ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის შემთხვევაში შარდის გაჟონვით
ინექციამდე შეიძლება მოგცენ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება (თქვენი შარდის ბუშტი შეივსება საანესთეზიო ხსნარით და შემდეგ მოხდება დრენაჟი). ასევე შეიძლება მოგცენ სედატიური საშუალება.
თქვენ დაგაკვირდებიან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში ინექციის შემდეგ, სანამ შეძლებთ წასვლას, რათა შეაფასონ, რამდენად შეგიძლიათ სპონტანური მოშარდვა.
უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ შეძლებთ მოშარდვას, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ კათეტერის გამოყენების დაწყება. კლინიკურ კვლევებში, 100 პაციენტიდან, რომლებიც მკურნალობამდე არ იყენებდნენ კათეტერს, დაახლოებით 6 პაციენტს მკურნალობის შემდეგ შეიძლება დასჭირდეს კათეტერი.
ზურგის ტვინის დაზიანებასთან ან გაფანტულ სკლეროზთან ასოცირებული შარდის ბუშტის პრობლემებით გამოწვეული შარდის გაჟონვის შემთხვევა
პროცედურის წინ შეიძლება მოგცენ ადგილობრივი ან ზოგადი საანესთეზიო საშუალება.
თქვენ დაგაკვირდებიან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში ინექციის შემდეგ, სანამ შეძლებთ წასვლას. ინექციის დროს, იმ პროცედურის გამო, რომლითაც კეთდება ინექცია თქვენს შარდის ბუშტში, შეიძლება განვითარდეს თქვენი ორგანიზმის უკონტროლო რეფლექსური რეაქცია (მაგალითად, ძლიერი ოფლიანობა, პულსაციური თავის ტკივილი ან პულსის აჩქარება).
უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს, თუ ვერ შეძლებთ მოშარდვას, ვინაიდან შესაძლებელია დაგჭირდეთ კათეტერის გამოყენების დაწყება. კლინიკურ კვლევებში, პაციენტების დაახლოებით ერთმა მეხუთედმა აღნიშნა ბოტოქსით მკურნალობის შემდეგ შარდის ბუშტის მთლიანად დაცლის უუნარობა. პაციენტების სულ მცირე ერთ მესამედს, რომლებიც მკურნალობამდე არ იყენებდნენ კათეტერს, მკურნალობის შემდეგ შეიძლება დასჭირდეთ კათეტერის გამოყენება.
დრო გაუმჯობესების მისაღწევად და ეფექტის ხანგრძლივობა
ცერებრალური დამბლის მქონე ორი წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში იდაყვის, მაჯისა და ხელის ან კოჭისა და ტერფის კუნთების მუდმივი სპაზმების შემთხვევაში, გაუმჯობესება, როგორც წესი, ვლინდება ინექციიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში.
მოზრდილი პაციენტების ხელის, მკლავის და მხრის კუნთების მუდმივი სპაზმების შემთხვევაში, გაუმჯობესება, როგორც წესი, ვლინდება ინექციიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტი, როგორც წესი, მიიღწევა მკურნალობიდან დაახლოებით 4-6 კვირაში.
მოზრდილი პაციენტების კოჭისა და ტერფის კუნთების მუდმივი სპაზმების შემთხვევაში, ეფექტის შემცირების შემთხვევაში, საჭირო გახდება მკურნალობის განმეორება, თუმცა არა იმაზე მეტი სიხშირით, ვიდრე ყოველ 12 კვირაში ერთხელ.
ქუთუთოებისა და სახის კუნთების მუდმივი სპაზმების შემთხვევაში, გაუმჯობესება, როგორც წესი, ვლინდება ინექციიდან 3 დღის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა 1-2 კვირის შემდეგ.
კისრისა და მხრების კუნთების მუდმივი სპაზმების შემთხვევაში, გაუმჯობესება, როგორც წესი, ვლინდება ინექციიდან 2 კვირის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა მკურნალობიდან დაახლოებით 6 კვირაში.
ჰიპერაქტიური შარდის ბუშტით გამოწვეული შარდის გაჟონვის შემთხვევაში, გაუმჯობესება, როგორც წესი, ვლინდება ინექციიდან 2 კვირის განმავლობაში. ტიპიურად პაციენტები აღნიშნავენ, რომ ეფექტი ინექციიდან დაახლოებით 6-7 თვე გრძელდება.
ზურგის ტვინის დაზიანებასთან ან გაფანტულ სკლეროზთან ასოცირებული შარდის ბუშტის დარღვევებით გამოწვეული შარდის გაჟონვის შემთხვევაში, გაუმჯობესება, როგორც წესი, ვლინდება ინექციიდან 2 კვირის განმავლობაში. ტიპიურად პაციენტები აღნიშნავენ, რომ ეფექტი ინექციიდან დაახლოებით 9-10 თვე გრძელდება.
იღლიების ჭარბი ოფლიანობის შემთხვევაში, გაუმჯობესება, როგორც წესი, ვლინდება ინექციიდან პირველი კვირის განმავლობაში. საშუალოდ ეფექტი ჩვეულებრივ პირველი ინექციიდან 4-7 თვე გრძელდება.
წარბებს შორის ვერტიკალური ნაოჭების შემთხვევაში, რომლებიც ვლინდება მაქსიმალური შეჭმუხვნის დროს, გაუმჯობესება, როგორც წესი, მკურნალობიდან 1 კვირის განმავლობაში ვლინდება, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ინექციიდან 5-6 კვირაში. მკურნალობის ეფექტი ნარჩუნდება ინექციიდან 4 თვემდე.
თვალის კუთხიდან მარაოს-ფორმის ნაოჭების შემთხვევაში, რომლებიც ვლინდება მაქსიმალური გაღიმების დროს, გაუმჯობესება, როგორც წესი, მკურნალობიდან 1 კვირის განმავლობაში ვლინდება. მკურნალობის ეფექტი ნარჩუნდება ინექციიდან საშუალოდ 4 თვე.
შუბლის ნაოჭების შემთხვევაში, რომლებიც ვლინდება მაქსიმალურად აწეული წარბების დროს, გაუმჯობესება, როგორც წესი, მკურნალობიდან 1 კვირის განმავლობაში ვლინდება. მკურნალობის ეფექტი ნარჩუნდება ინექციიდან საშუალოდ 4 თვე.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ბოტოქსი
ბოტოქსის ჭარბი დოზირების ნიშნები შეიძლება არ გამოვლინდეს ინექციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ბოტოქსის გადაყლაპვის ან შემთხვევით ინექციის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოსს სპეციალისტს, რომლის დაკვირვების ქვეშ იქნებით რამდენიმე კვირა.
ბოტოქსის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, თუ გამოვლინდება რომელიმე ქვემოთ აღწერილი სიმპტომი, სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს. ის გადაწყვეტს, უნდა წახვიდეთ თუ არა საავადმყოფოში:
კუნთების სისუსტე, რომელიც შეიძლება იყოს ლოკალური ან მოშორებული ინექციის უბანს;
სუნთქვის, ყლაპვის ან მეტყველების გაძნელება კუნთების დამბლის გამო;
საკვების ან სითხის უნებლიე გადასვლა ფილტვებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია (ფილტვების ინფექცია) კუნთების დამბლის გამო;
ქუთუთოების ფტოზი, მხედველობის გაორება;
გენერალიზებული სისუსტე.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს.
მიღების წესი და დოზირება
ბოტოქსის ინექცია უნდა გაკეთდეს მხოლოდ ექიმის ან პრაქტიკოსი სპეციალისტის მიერ, რომელსაც გააჩნია კონკრეტული უნარები და გამოცდილება პრეპარატის გამოყენების კუთხით.
შეყვანის მეთოდი და გზა
ბოტოქსის ინექცია სრულდება კუნთებში (ინტრამუსკულარულად), შარდის ბუშტის კედელში სპეციალური ინსტრუმენტის (ცისტოსკოპის) გამოყენებით ან კანში (ინტრადერმულად). ინექცია ხდება პირდაპირ ორგანიზმის დაზიანებულ უბანში; თქვენი ექიმი ან პრაქტიკოს სპეციალისტი, როგორც წესი, ბოტოქსის ინექციას გააკეთებს რამდენიმე ადგილას თითოეული დაზიანებული უბნის ფარგლებში.
ზოგადი ინფორმაცია დოზირების შესახებ
ინექციების რაოდენობა თითო კუნთში და დოზა განსხვავდება ჩვენების მიხედვით. შესაბამისად, თქვენი ექიმი ან პრაქტიკოსი სპეციალისტი გადაწყვეტს თუ რამდენი, რა სიხშირით და რომელ კუნთ(ებ)ში გაკეთდება ბოტოქსი. რეკომენდებულია, რომ თქვენმა ექიმმა ან პრაქტიკოსმა სპეციალისტმა გამოიყენოს მინიმალური ეფექტიანი დოზა;
დოზა ხანდაზმული პირებისთვის ისეთივეა, როგორც სხვა მოზრდილებისათვის.
ბოტოქსის დოზირება და მისი ეფექტის ხანგრძლივობა განსხვავდება მდგომარეობის მიხედვით, რომელსაც მკურნალობთ. ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია თითოეული მდგომარეობისთვის.
ბოტოქსის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილია 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში/მოზარდებში ცერებრალურ დამბლასთან ასოცირებული, იდაყვის, მაჯისა და ხელის ან კოჭისა და ტერფის კუნთების მუდმივი სპაზმების სამკურნალოდ.
შეზღუდული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბოტოქსის გამოყენებაზე შემდეგი მდგომარეობების დროს ბავშვებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში. აღნიშნული ჩვენებებისათვის დოზირების რეკომენდაციები ვერ კეთდება.
კუნთების მუდმივი სპაზმი ქუთუთოსა და სახეზე
12 წელი
კუნთების მუდმივი სპაზმი კისერსა და მხარში
12 წელი
იღლიების ჭარბი ოფლიანობა
12 წელი
(შეზღუდული გამოცდილება 12-17 წლის ასაკის მოზარდებში, დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს).
გარდა ამისა, 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ვერტიკალური და/ან მარაოს ფორმის და/ან შუბლის ნაოჭების მკურნალობის დროს ბოტოქსის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
შუბლის ნაოჭების (20 ერთეული) და გლაბელარული ნაოჭების (20 ერთეული) სამკურნალო ჯამური დოზა არის 40 ერთეული.
დოზირება
ბოტოქსის დოზირება და მისი ეფექტის ხანგრძლივობა განსხვავდება იმ მდგომარეობის მიხედვით, რომელზეც იტარებთ მკურნალობას. ქვემოთ წარმოდგენლია თითოეული მდგომარეობის შესაბამისი მონაცემები.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) A ტიპის ბოტულინის ტოქსინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი წარმოდგენილია პუნქტში 6);
თუ სავარაუდო საინექციო უბანზე აღინიშნება ინფექცია;
როდესაც მკურნალობთ შარდის გაჟონვის გამო და გაქვთ საშარდე გზების ინფექცია ან შარდის ბუშტის დაცლის უეცარი უუნარობა (და რეგულარულად არ იყენებთ კათეტერს), ან გაქვთ კენჭები შარდის ბუშტში;
თუ მკურნალობთ შარდის გაჟონვის გამო და არ გსურთ კათეტერის გამოყენების დაწყება, საჭიროების შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები
ბოტოქსის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან პრაქტიკოს სპეციალისტს:
თუ ოდესმე გაწუხებდათ ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები ან საკვები ან სითხე შემთხვევით ხვდებოდა ფილტვებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უნდა უმკურნალოთ კუნთების მუდმივ სპაზმებს კისერსა და მხრებში;
თუ ხართ 65 წელს გადაცილებული და გაქვთ სხვა სერიოზული დაავადებები;
თუ გაწუხებთ კუნთების ნებისმიერი სხვა პრობლემები ან ქრონიკული დაავადებები კუნთების ჩართულობით (როგორიცაა მიასთენია გრავისი ან იტონ ლამბერტის სინდრომი);
გაწუხებთ გარკვეული დაავადებები, რომლებიც აზიანებს თქვენს ნერვულ სისტემას (როგორიცაა ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი ან მოტორული ნეიროპათია);
თუ გაწუხებთ მნიშვნელოვანი სისუსტე ან კუნთების ატროფია, სადაც თქვენი ექიმი ან პრაქტიკოსი სპეციალისტი გეგმავს ინექციას;
თუ გაკეთებული გაქვთ ქირურგიული ოპერაცია, რომელმაც გარკვეულწილად შეცვალა საინექციო კუნთი;
თუ წარსულში გქონდათ ინექციასთან დაკავშირებული პრობლემები (მაგალითად, გულის წასვლა);
თუ გაქვთ კუნთების ან კანის ანთება, სადაც თქვენი ექიმი ან პრაქტიკოსი სპეციალისტი გეგმავს ინექციას;
თუ წარსულში გქონდათ პრობლემები ბოტულინის ტოქსინის წინა ინექციის დროს;
თუ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება (გულის ან სისხლძარღვების დაავადება);
თუ გაწუხებთ ან გაწუხებდათ გულყრები;
თუ გაქვთ თვალის დაავადება, რომელსაც ეწოდება დახურულკუთხოვანი გლაუკომა (მაღალი წნევა თვალში) ან თქვენთვის უთქვამთ, რომ ხართ ამ ტიპის გლაუკომის განვითარების რისკის ქვეშ;
თუ ძალიან მალე უნდა ჩაიტაროთ ოპერაცია;
თუ ღებულობთ სისხლის გამათხელებელ რომელიმე პრეპარატს.
ბოტოქსის გამოყენების შემდეგ
ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი დარღვევის განვითარების შემთხვევაში, თქვენ ან თქვენი მომვლელი უნდა დაუკავშირდეს თქვენს ექიმს და მოითხოვოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
სუნთქვის, ყლაპვის ან ლაპარაკის გაძნელება;
ჭინჭრის ციება, შეშუპება სახის ან ყელის შეშუპების ჩათვლით, ხიხინი, გულის წასვლის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქციის შესაძლო სიმპტომები).
თუ მკურნალობდით ვერტიკალურ და/ან მარაოს ფორმის და/ან შუბლის ნაოჭებს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს, თუ ვერ ამჩნევთ თქვენი ნაოჭების გამოხატულ გაუმჯობესებას მკურნალობის პირველი კურსიდან ერთი თვის შემდეგ.
სიფრთხილის ზოგადი ზომები
ნებისმიერი ინექციის მსგავსად, შესაძლებელია პროცედურამ გამოიწვიოს ინფექცია, ტკივილი, შეშუპება, წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, მომატებული მგრძნობელობა, ტკივილი, სიწითლე და/ან სისხლდენა/სისხლჩაქცევა საინექციო უბანზე.
გვერდითი მოვლენები, სავარაუდოდ დაკავშირებული ტოქსინის გავრცელებასთან ინექციის ადგილისგან მოშორებით, აღინიშნა ბოტულინის ტოქსინის ინექციის დროს (მაგალითად, კუნთების სისუსტე, ყლაპვის გაძნელება ან არასასურველი საკვებისა თუ სითხის მოხვედრა სასუნთქ გზებში). ეს განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს პაციენტებისათვის უკვე არსებული დაავადებით, რაც მათ აღნიშნული სიმპტომების მიმართ მგრძნობიარეს ხდის.
თუ ბოტოქსს ძალიან ხშირად იკეთებთ ან დოზა ძალიან მაღალია, შეიძლება განვითარდეს კუნთების სისუსტე და ტოქსინის გავრცელებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, ან თქვენმა ორგანიზმმა შეიძლება დაიწყოს გარკვეული ანტისხეულების წარმოქმნა, რამაც შეიძლება შეამციროს ბოტოქსის ეფექტი. ამ რისკის შესამცირებლად, მკურნალობის ორ კურსს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს ორ ან სამ თვეზე ნაკლები, ჩვენების მიხედვით.
როდესაც ბოტოქსი გამოიყენება ისეთი მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, მან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე რეაქციები, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე გამოუვლინდათ ყლაპვის გაძნელება ან აღენიშნებათ გამოხატული სისუსტე.
იმ შემთხვევაში, თუ ბოტოქსით მკურნალობის ჩატარებამდე დიდი ხნის განმავლობაში არ გივარჯიშიათ, ინექციის შემდეგ ნებისმიერი აქტივობა თანდათანობით უნდა დაიწყოთ.
არ არის მოსალოდნელი, რომ ეს პრეპარატი გააუმჯობესებს სახსრების მოძრაობის დიაპაზონს, სადაც გარშემო არსებულმა კუნთებმა დაკარგეს დაჭიმვის უნარი.
კოჭის კუნთების სპაზმის მქონე მოზრდილების მკურნალობისას, ბოტოქსის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გამოიწვევს ფუნქციის (მაგალითად, სიარული) ან სიმპტომების (მაგალითად, სპაზმები ან ტკივილი) გაუმჯობესებას ან დაეხმარება პაციენტის მოვლას. გარდა ამისა, იმ პაციენტებისათვის, რომელთა დაცემა უფრო მოსალოდნელია, თქვენი ექიმი ან პრაქტიკოსი სპეციალისტი იმსჯელებს, არის თუ არა ეს მკურნალობა შესაფერისი.
როდესაც ბოტოქსი გამოიყენება ქუთუთოების კუნთების მუდმივი სპაზმების სამკურნალოდ, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს თვალების ნაკლები სიხშირით დახამხამება, რამაც შეიძლება დააზიანოს თვალების ზედაპირი. ამის თავიდან აცილების მიზნით, შეიძლება დაგჭირდეთ თვალის წვეთებით, მალამოებით, რბილი კონტაქტური ლინზებით მკურნალობა ან თუნდაც დამცავი სახვევის გამოყენება თვალების დასაფარად. თქვენი ექიმი ან პრაქტიკოსი სპეციალისტი გაცნობებთ აღნიშნულის საჭიროებას.
ბოტოქსი ხელს არ უშლის თავის ტკივილის განვითარებას პაციენტებში ეპიზოდური შაკიკით, რომელიც აღინიშნება თვეში 15 დღეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში.
იმ შემთხვეევაში, თუ ბოტოქსი გამოიყენება ვერტიკალური და/ან მარაოს ფორმის და/ან შუბლის ნაოჭების სამკურნალოდ, მკურნალობის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ქუთუთოს ფტოზი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან პრაქტიკოს სპეციალისტს, თუ:
ღებულობთ რომელიმე ანტიბიოტიკს (რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ), ან ნებისმიერ პრეპარატს, რომელიც გავლენას ახდენს კუნთების მაკონტროლებელ ნერვებზე (მაგალითად, ანტიქოლინესთერაზულ პრეპარატებს ან კუნთების რელაქსანტებს). ზოგიერთმა ამ პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს ბოტოქსის ეფექტი.
ახლო წარსულში გაიკეთეთ ბოტულინის ტოქსინის (ბოტოქსის აქტიური ნივთიერების) შემცველი პრეპარატის ინექცია, ვინაიდან აღნიშნულმა შეიძლება ძალიან გაზარდოს ბოტოქსის ეფექტი.
ღებულობთ რომელიმე ანტითრომბოციტულ (ასპირინის მსგავს) პრეპარატს და/ან ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებელ საშუალებებს).
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან პრაქტიკოს სპეციალისტს, თუ ღებულობთ ან ახლახანს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ბოტოქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციას. ბოტოქსი არ არის რეკომენდებული მეძუძურ ქალებში.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან პრაქტიკოს სპეციალისტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბოტოქსმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა ან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. ნებისმიერი ამ ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ავტომობილის მართვა ან ნებისმიერ მანქანა-დანადგართან მუშაობა არ შეიძლება. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს.
გვერდითი მოვლენები
იმ შემთხვევაში, თუ ბოტოქსის გამოყენების შემდეგ შენიშნავთ სუნთქვის, ყლაპვის ან მეტყველების გაძნელებას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ჭინჭრის ციება, შეშუპება სახის ან ხორხის შეშუპების ჩათვლით, ქოშინი, გულის წასვლის შეგრძნება და სუნთქვის უკმარისობა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში. ზოგადად, გვერდითი მოვლენები ვლინდება ინექციიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. ისინი, როგორც წესი, ხანმოკლეა, თუმცა შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს და იშვიათ შემთხვევებში, უფრო ხანგრძლივადაც.
როგორც ნებისმიერი საინექციო პროცედურის შემთხვევაში არის მოსალოდნელი, შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი/წვა/ჩხვლეტა, შეშუპება და/ან სისხლჩაქცევები ინექციასთან დაკავშირებით.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგ კატეგორიებად, მათი განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი
შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში
ხშირი
შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანში
არახშირი
შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანში
იშვიათი
შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-მდე ადამიანში
ძალიან იშვიათი
შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-მდე ადამიანში
სიხშირე უცნობია
არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია
ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი მოვლენები, რომლებიც განსხვავდება იმის მიხედვით, თუ სხეულის რა ნაწილში გაკეთდა ბოტოქსის ინექცია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა დამძიმდება ან თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან პრაქტიკოს სპეციალისტს.
ინექციები ბავშვებში იდაყვის, მაჯისა და ხელის კუნთების მუდმივი სპაზმებით
ხშირი
ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, გულისრევა, კუნთების სისუსტე, ტკივილი ინექციის ადგილად
ინექციები ბავშვებში კოჭისა და ტერფის კუნთების მუდმივი სპაზმებით
ხშირი
მყესების დაჭიმვა ან გახევა, კანის ზედაპირული ჭრილობა;
პრობლემები სიარულისას, ტკივილი ინექციის ადგილას;
გამონაყარი.
არახშირი
კუნთების სისუსტე.
აღწერილია სიკვდილის იშვიათი სპონტანური შემთხვევები, ზოგჯერ ასოცირებული ასპირაციულ პნევმონიასთან ბავშვებში მძიმე ცერებრალური დამბლით, ბოტოქსით მკურნალობის შემდეგ.
ინექციები მოზრდილი პაციენტების ხელში, მკლავსა და მხარში
ხშირი
ტკივილი ხელებსა და თითებში;
გულისრევა
კიდურების, ანუ ხელებისა და ფეხების შეშუპება;
დაღლილობა
კუნთების სისუსტე
ინექციები მოზრდილი პაციენტების კოჭსა და ტერფში
ხშირი
გამონაყარი
სახსრების ტკივილი ან ანთება, კუნთების რიგიდობა ან ტკივილი, კუნთების სისუსტე
კიდურების, ანუ ხელებისა და ფეხების შეშუპება
დაცემა
ინექციები ქუთუთოებსა და სახეზე კუნთების სპაზმების გამო
ძალიან ხშირი
ქუთუთოს ფტოზი
ხშირი
სახის შეშუპება
რქოვანას (გამჭვირვალე ზედაპირი, რომელიც ფარავს თვალის წინა მხარეს) ძალიან პატარა დაზიანება, თვალის მთლიანად დახურვის გაძნელება, ცრემლსავსეობა, თვალების სიმშრალე, თვალის გაღიზიანება და მგრძნობელობა სინათლეზე
სისხლჩაქცევა კანის ქვეშ
გაღიზიანებადობა.
არახშირი
თავბრუსხვევა, სახის კუნთების სისუსტე, სახის ერთ მხარეს კუნთების ფტოზი
მხედველობის დარღვევა, დაბინდული მხედველობა, გაორებული მხედველობა, რქოვანას (გამჭვირვალე ზედაპირი, რომელიც თვალის წინა მხარეს ფარავს) ანთება, ქუთუთოების გარეთ ან შიგნით ბრუნვა
გამონაყარი
დაღლილობა
იშვიათი
ქუთუთოების შეშუპება
ძალიან იშვიათი
რქოვანას (გამჭვირვალე ზედაპირი, რომელიც თვალის წინა მხარეს ფარავს) დაზიანება, წყლულისა და პერფორაციის ჩათვლით.
ინექციები კისერსა და მხარში
ძალიან ხშირი
ყლაპვის გაძნელება
ტკივილი
კუნთების სისუსტე
ხშირი
თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი
სისუსტე ან ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, გრიპის ნიშნები
გულისრევა, პირის სიმშრალე
კუნთების სპაზმები, კუნთების რიგიდობა ან ტკივილი, კუნთების დაჭიმულობის მომატება
კანის მგრძნობელობის დაქვეითება
შეშუპება და გაღიზიანება ცხვირის შიგნით (რინიტი), ცხვირის ან ყელის ინფექციის ნიშნები (დახშული ცხვირი ან სურდო, ხველა, ყელის ტკივილი)
არახშირი
სუნთქვის უკმარისობა, ხმის ცვლილება
გაორებული მხედველობა, ქუთუთოს ფტოზი
ცხელება
ინექციები თავსა და კისერში თავის ტკივილის პრევენციისათვის იმ პაციენტებში, რომლებსაც ქრონიკული შაკიკი აწუხებთ
ხშირი
თავის ტკივილის მომატება ან შაკიკი
სახის კუნთების სისუსტე
ქუთუთოს ფტოზი
გამონაყარი, ქავილი
ტკივილი ინექციის ადგილზე
კუნთების სისუსტე, კისრის ტკივილი, კუნთების ტკივილი ან სპაზმი, კუნთის რიგიდობა ან დაჭიმულობა
არახშირი
ყლაპვის გაძნელება
ქუთუთოს შეშუპება
კანის ტკივილი
ყბის ტკივილი
სიხშირე უცნობია
მეფისტოფელის ნიშანი (წარბის გვერდითი აწევა)
ინექციები შარდის ბუშტის კედელში ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის დროს, შარდის გაჟონვით
ძალიან ხშირი
საშარდე ტრაქტის ინფექცია, მტკივნეული შარდვა ინექციის შემდეგ*
ხშირი
შარდის ბუშტის დაცლის შეუძლებლობა (შარდის შეკავება), შარდის ბუშტის არასრული დაცლა, დღის განმავლობაში ხშირი შარდვა
შარდში ბაქტერიები ან სისხლის თეთრი უჯრედები
- აღნიშული გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია საინექციო პროცედურებთან.
ინექციები მოზრდილი პაციენტების შარდის ბუშტის კედელში შარდის გაჟონვის გამო, რაც გამოწვეულია ზურგის ტვინის დაზიანებასთან ან გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებული შარდის ბუშტის პრობლემებით
ძალიან ხშირი
საშარდე ტრაქტის ინფექცია (დაახლოებით პაციენტების ნახევარში)
შარდის ბუშტის დაცლის შეუძლებლობა (შარდის შეკავება; იხილეთ პუნქტი 3)
ხშირი
კუნთების სპაზმი
შარდის ბუშტის კედლის შებერილობა (შარდის ბუშტის დივერტიკული)
შემდეგი გვერდითი მოვლენები აღწერილია მხოლოდ გაფანტული სკლეროზის შემთხვევაში:
ძილის გაძნელება (უძილობა)
დაღლილობა, სიარულის პრობლემები (წონასწორობის დარღვევა)
ყაბზობა
კუნთების სისუსტე, დაცემა
შემდეგი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია საინექციო პროცედურასთან:
სისხლიანი შარდი ინექციის შემდეგ;
სხეულის უკონტროლო რეფლექსური რეაქცია (პროფუზული ოფლიანობა, პულსირებადი თავის ტკივილი ან პულსის სიხშირის ზრდა) ინექციის დროის განმავლობაში (ავტონომიური დისრეფლექსია; იხილეთ პუნქტი 3).
ინექციები პედიატრიული პაციენტების შარდის ბუშტის კედელში შარდის გაჟონვის გამო, რაც გამოწვეულია ხერხემლის ნაპრალის, ზურგის ტვინის დაზიანებასთან ან ტრანსვერსულ მიელიტთან დაკავშირებული შარდის ბუშტის პრობლემებით
ძალიან ხშირი
ბაქტერია შარდში
ხშირი
საშარდე ტრაქტის ინფექცია, სისხლის თეთრი უჯრედები შარდში, სისხლი შარდში ინექციის შემდეგ
ინექციები იღლიების ჭარბი ოფლიანობისთვის
ძალიან ხშირი
ტკივილი ინექციის ადგილზე
ხშირი
თავის ტკივილი, დაბუჟება
ალები
მომატებული ოფლიანობა იღლიის გარდა სხვა ადგილებში, კანის უჩვეულო სუნი, ქავილი, კანქვეშა კვანძები
თმის ცვენა
კიდურების, როგორიცაა ხელები და თითები ტკივილი
ტკივილი, რეაქცია ინექციის ადგილზე, როგორიცაა შეშუპება, სისხლდენა, წვა ან მგრძნობელობის მომატება
არახშირი
კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, სახსრების პრობლემები
სისუსტის შეგრძნება
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება
ინექციები სახის ნაოჭებისთვის მოზრდილებში
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ინექცია შუბლში ვერტიკალური ნაოჭებისთვის
ინექციები მარაოს ფორმის ნაოჭებისთვის თვალის კუთხეებიდან, ვერტიკალურ ნაოჭებთან ერთად ან მათ გარეშე მკურნალობისას, რომლებიც ისახება წარბების შეჭმუხვნისას
ინექციები შუბლის ნაოჭებსა და წარბებს შორის ვერტიკალურ ნაოჭებში, რომლებიც ისახება შეჭმუხვნისას, თვალის კუთხეებიდან მარაოს ფორმის ნაოჭებთან ერთად ან მათ გარეშე
თავის ტკივილი
ხშირი
n/a
ხშირი
ქუთუთოს ფტოზი
ხშირი
n/a
ხშირი1
კუნთების ლოკალიზებული სისუსტე
ხშირი
n/a
n/a
სახის ტკივილი
ხშირი
n/a
n/a
კანის სიწითლე
ხშირი
n/a
n/a
ინექციის ადგილის ჰემატომა*
n/a
ხშირი
ხშირი
ინექციის ადგილის სისხლჩაქცევა*
n/a
n/a
ხშირი
კანის დაჭიმულობა
არახშირი
n/a
ხშირი
ინფექცია
არახშირი
n/a
n/a
შფოთვა
არახშირი
n/a
n/a
დაბუჟება, თავბრუსხვევა
არახშირი
n/a
n/a
ქუთუთოების ანთება, თვალის ტკივილი, მხედველობის დარღვევები
არახშირი
n/a
n/a
შეშუპება (სახის, თვალების გარშემო), კანის მგრძნობელობა სინათლეზე, კანის სიმშრალე, ქავილი
არახშირი
n/a
n/a
თვალის შეშუპება
არახშირი
არახშირი
n/a
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, პირის სიმშრალე
არახშირი
n/a
n/a
კუნთების კრთომა
არახშირი
n/a
n/a
მეფისტოფელის ნიშანი (წარბის გვერდითი აწევა)
არახშირი
n/a
არახშირი
ცხელება, გრიპის გამოვლინებები, სისუსტის შეგრძნება
არახშირი
n/a
n/a
ინექციის ადგილზე სისხლდენა*
n/a
არახშირი
n/a
ინექციის ადგილზე ტკივილი*
n/a
არახშირი
არახშირი
ინექციის ადგილზე ჩხვლეტა ან დაბუჟება
n/a
არახშირი
n/a
წარბის ფტოზი2
n/a
n/a
ხშირი
n/a - აღწერილი არ არის, როგორც შესაძლო გვერდითი მოვლენა
- ამ გვერდითი მოვლენებიდან ზოგიერთი შეიძლება დაკავშირებული იყოს საინექციო პროცედურასთან.
- ქუთუთოს ფტოზამდე საშუალო დრო იყო 9 დღე მკურნალობის შემდეგ.
- ქუთუთოს ფტოზამდე მეორე საშუალო დრო იყო 5 დღე მკურნალობის შემდეგ.
ზოგადი ინფორმაცია სხვა გვერდითი მოვლენების შესახებ
შემდეგ ჩამონათვალში მოცემულია ბოტოქსის დამატებითი გვერდითი მოვლენები, ნებისმიერი დაავადების დროს, მისი რეალიზაციაში გაშვების შემდეგ:
იმუნურ სისტემაზე მოქმედი
უეცარი ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს სერიოზული (სახის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გულის წასვლის შეგრძნება)
დაგვიანებული რეაქცია, რაც შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, კანის რეაქციას, სახსრის ტკივილს (შრატის დაავადება)
ჭინჭრის ციება
მეტაბოლიზმზე მოქმედი
მადის დაკარგვა
ნერვულ სისტემაზე მოქმედი
ნერვის დაზიანება (ბრაქიალური პლექსოპათია)
მეტყველების არევა, მეტყველების პრობლემები
სახის ცალ მხარეს კუნთების სისუსტე ან ფტოზი
კანის მგრძნობელობის დაქვეითება
კუნთების სისუსტე
კუნთებზე მოქმედი ქრონიკული დაავადება (მიასთენია გრავის)
მკლავის და მხრის მოძრაობის გაძნელება
ხელების და ფეხების დაბუჟება, ჩხვლეტა და ტკივილი
ხერხემლიდან დაწყებული ტკივილი/დაბუჟება/ ან სისუსტე
კრუნჩხვები, გულის წასვლა
თვალებზე მოქმედი
თვალის წნევის მომატება
ქუთუთოს ფტოზი
თვალის სრულად დახუჭვის გაძნელება
სტრაბიზმი (სიელმე)
მხედველობის დაბინდვა
მხედველობის დარღვევა
თვალის სიმშრალე
ქუთუთოს შეშუპება
ყურზე მოქმედი
სმენის დაქვეითება
ხმაური ყურებში
თავბრუსხვევა ან „ბრუნვის“ შეგრძნება (ვერტიგო)
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი
გულის პრობლემები გულის შეტევის ჩათვლით
სასუნთქ სისტემაზე მოქმედი
ასპირაციული პნევმონია (ფილტვის ანთება, რომელიც გამოწვეულია შემთხვევით საკვების, სასმელის, ნერწყვის ან ამონაღები მასის შესუნთქვით)
სუნთქვის პრობლემები, სუნთქვის დათრგუნვა და/ან სუნთქვის უკმარისობა
კუჭ-ნაწლავის სისტემაზე მოქმედი
მუცლის ტკივილი
დიარეა, ყაბზობა
პირის სიმშრალე
სუნთქვის გაძნელება
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, პირღებინება.
კანზე მოქმედი
თმის ცვენა, წარბების ცვენა
წარბის ფტოზი
კანის წითელი ბალთისებური გამონაყარის სხვადასხვა ტიპები
ჭარბი ოფლიანობა
ქავილი
გამონაყარი
კუნთებზე მოქმედი
კუნთების ტკივილი, საინექციო კუნთის ინერვაცია / შეკუმშვა
კუნთის ლოკალიზებული კრთომა/უნებლიე შეკუმშვები
სხეულზე მოქმედი
ზოგადი თვითშეგრძნების გაუარესება
ცხელება
გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს. აღნიშნული მოიცავს იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება ასევე პირდაპირ შეგიძლიათ ყვითელი ბარათის სქემით, ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოიძიეთ MHRA ყვითელი ბარათი აპლიკაციაში Google Play ან Apple Pay Store.
გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგებით, შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
ჭარბი დოზა
ბოტოქსის ჭარბი დოზირება პირობითი ტერმინია და დამოკიდებულია დოზაზე, ინექციის ადგილსა და შესაბამისი ქსოვილის თვისებებზე. ბოტოქსის შემთხვევითი ინექციით გამოწვეული სისტემური ტოქსიკურობის შემთხვევები არ აღინიშნა. ჭარბმა დოზებმა შეიძლება წარმოქმნას ლოკალური ან დისტანციური, გენერალიზებული და ღრმა ნეიროკუნთოვანი დამბლა. ბოტოქსის პერორალურად მიღების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ჭარბი დოზირების ნიშნები და სიმპტომები არ ვლინდება ინექციისთანავე. შემთხვევითი ინექციის ან გადაყლაპვის ან ჭარბ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში, უნდა მოხდეს პაციენტზე სამედიცინო დაკვირვება რამდენიმე კვირის განმავლობაში კუნთების სისუსტის პროგრესირების ნიშნებისა და სიმპტომების გამო, რომლებიც შეიძლება იყოს ლოკალური ან მოშორებით საინექციო უბნიდან და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: ფტოზი, დიპლოპია, დისფაგია, დიზართრია, გენერალიზებული სისუსტე ან სუნთქვის უკმარისობა. აღნიშნულ პაციენტებში მიზანშეწონილია შემდგომი სამედიცინო გამოკვლევა და შესაფერისი მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება, რაც შეიძლება ითვალისწინებდეს ჰოსპიტალიზაციას.
პირხახისა და საყლაპავის კუნთების დაზიანების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ასპირაცია, რასაც შეიძლება მოჰყვეს ასპირაციული პნევმონიის განვითარება. სასუნთქი კუნთების დამბლის ან საკმარისად დასუსტების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ინტუბაცია და ხელოვნური ვენტილაცია სუნთქვის აღდგენამდე და შეიძლება მოიცავდეს ტრაქეოსტომიის საჭიროებას და გახანგრძლივებულ მექანიკურ ვენტილაციას, სხვა ზოგად დამხმარე ღონისძიებებთან ერთად.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა A ტიპის ბოტულინის ტოქსინი, მიღებული Clostridium botulinum-დან;
სხვა ნივთიერებებია ადამიანის ალბუმინი და ნატრიუმის ქლორიდი.
ბოტოქსის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა
ბოტოქსი წარმოდგენილია თხელი თეთრი ფხვნილის სახით, რომელიც შეიძლება ძნელი დასანახი იყოს მინის გამჭვირვალე ფლაკონის ფსკერზე. ინექციამდე პროდუქტი უნდა განზავდეს სტერილურ, კონსერვანტებისგან თავისუფალ, ნორმალურ ფიზიოლოგიურ ხსნარში (0.9 ნატრიუმის ქლორიდი საინექციოდ).
ყოველი ფლაკონი შეიცავს A ტიპის ბოტულინის ტოქსინის 50, 100 ან 200 ალერგანის ერთეულს. ყოველი შეფუთვა შეიცავს 1, 2, 3 ან 6 ფლაკონს. ბაზარზე შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება მაცივარში (2°C - 8°C ტემპერატურაზე), ან საყინულეში (-5°C-დან - 20°C-მდე ტემპერატურაზე).
ხსნარის მომზადების შემდეგ, რეკომენდებულია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება; თუმცა, მისი შენახვა შესაძლებელია მაცივარში 24 საათის განმავლობაში (2C° - 8C° ტემპერატურაზე).
თქვენმა ექიმმა ან ჯანდაცვის სპეციალისტმა ბოტოქსი არ უნდა გამოიყენოს ეტიკეტზე „EXP“ ნიშნის შემდეგ მითითებული ვადის ამოწურვის შემდგომ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ათქ კლასი M03A X01 და ათქ კლასი D11AX.
ბოტოქსის აქტიური შემადგენელი ნივთიერება არის Clostridium botulinum-სგან წარმოებული ცილების კომპლექსი. ცილა შედგება A ტიპის ნეიროტოქსინისა და რამდენიმე სხვა ცილისაგან. ფიზიოლოგიურ პირობებში, ნავარაუდებია, რომ კომპლექსი დისოცირდება და გამოყოფს სუფთა ნეიროტოქსინს.
Clostridium botulinum-ის ტოქსინის A ტიპის ნეიროტოქსინის კომპლექსი თრგუნავს პერიფერიული აცეტილქოლინის გამოთავისუფლებას პრესინაფსური ქოლინერგული ნერვების დაბოლოებებზე.
ნეიროტოქსინის კომპლექსის კუნთში ინექცია თრგუნავს ქოლინერგულ ტრანსპორტირებას ნეიროკუნთოვან კავშირზე აცეტილქოლინის გამოთავისუფლების პრევენციით. ნეიროკუნთოვანი კავშირის ნერვული დაბოლოებები აღარ პასუხობენ ნერვის იმპულსებს და ქემოტრანსმიტერების სეკრეცია აღარ ხდება (ქიმიური დენერვაცია). იმპულსის გადაცემის აღდგენა ხდება ახლად წარმოქმნილი ნერვული დაბოლოებებითა და მოტორული დაბოლოების ფირფიტებით. კლინიკური მტკიცებულება ცხადყოფს, რომ ბოტოქსი ამცირებს ტკივილს და ნეიროგენულ ანთებას და ზრდის კანის სითბური ტკივილის ზღურბლს კაპსაიცინით ინდუცირებული, სამწვერა ნერვის სენსიბილიზაციის მოდელში. აღდგენა კუნთში ინექციის შემდეგ, როგორც წესი, აღინიშნება ინექციიდან 12 კვირის განმავლობაში, ვინაიდან წარმოიქნება ახალი ნერვული დაბოლოებები და თავიდან უკავშირდება დაბოლოების ფირფიტებს.
კანში ინექციის შემდეგ, სადაც სამიზნეს წარმოადგენს ეკრინული საოფლე ჯირკვლები, ეფექტი გრძელდებოდა დაახლოებით 4-7 თვე იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 50 ერთეულით თითო იღლიაში.
პირველადი აქსილარული ჰიპერჰიდროზის მქონე 12 წლიდან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ბოტოქსის გამოყენების კლინიკური კვლევების გამოცდილება შეზღუდულია. ერთ, ერთწლიან, არაკონტროლირებად, მრავალჯერადი დოზირების, უსაფრთხოების კვლევა ჩატარდა 12 წლიდან 17 წლამდე ასაკის აშშ-ს პედიატრიულ პაციენტებში (N=144) იღლიების მძიმე პირველადი ჰიპერჰიდროზით. მონაწილეები ძირითადად იყვნენ ქალები (86.1%) და კავკასიური წარმოშობის პირები (82.6%). მონაწილეებს მკურნალობდნენ 50 ერთეული დოზით თითო იღლიაში, 100 ერთეული ჯამური დოზით ყოველ პაციენტზე ყოველი მკურნალობის დროს. თუმცა მოზარდებში დოზირების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა, შესაბამისად დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაკეთება შეუძლებელია. ბოტოქსის ეფექტიანობა და უსაფრთხოება აღნიშნულ ჯგუფში დადგენილი არ არის.
ბოტოქსის თრგუნავს ტკივილის წარმოშობასთან ასოცირებული ნეიროტრანსმიტერების გამოთავისუფლებას. თავის ტკივილის პროფილაქტიკის სავარაუდო მექანიზმი არის ცენტრალური ნერვული სისტემისკენ პერიფერიული სიგნალების დაბლოკვა, რაც აინჰიბირებს ცენტრალურ სენსიტიზაციას, როგორც ეს რეკომენდებულია პრეკლინიკური და კლინიკური ფარმაკოდინამიკური კვლევებით.
მომჭერ კუნთში ინექციის შემდეგ, ბოტოქსი გავლენას ახდენს მომჭერი კუნთის აქტივობის ეფერენტულ გზებზე აცეტილქოლინის გამოთავისუფლების ინჰიბირების გზით. გარდა ამისა, ბოტოქსი აინჰიბირებს აფერენტულ ნეიროტრანსმიტერებს და სენსორულ გზებს.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
ნევროლოგიური დარღვევები
ზედა კიდურების ფოკალური სპასტიურობა პედიატრიულ პაციენტებში
ბოტოქსის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ზედა კიდურების სპასტიურობის მკურნალობისათვის 2 წლის და უფროსი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში შეისწავლეს რანდომიზებულ, მრავალცენტრულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში. კვლევა მოიცავდა 234 პედიატრიულ პაციენტს (77 - 6 ერთეული/კგ ბოტოქსი, 78 - 3 ერთეული/კგ ბოტოქსი და 79 - პლაცებო) ზედა კიდურების სპასტიურობით, გამოწვეული ცერებრალური დამბლით (87%) ან ინსულტით (13%) და საწყისი MAS იდაყვის ან მაჯის ქულით სულ მცირე 2. ჯამური დოზის 3 ერთეული/კგ (მაქსიმუმ 100 ერთეული) ან 6 ერთეული/კგ (მაქსიმუმ 200 ერთეული) ან პლაცებოს ინექცია გაკეთდა კუნთში და განაწილდა იდაყვის ან მაჯისა და თითის კუნთებს შორის. ყველა პაციენტმა გაიარა სტანდარტიზებული ოკუპაციური თერაპია. ინექციისათვის შესაფერისი კუნთის მდებარეობის დადგენის მიზნით საჭირო იყო ელექტრომიოგრაფიული დამიზნება, ნერვის სტიმულაცია ან ულტრაბგერის მეთოდები. პირველად საბოლოო წერტილს წარმოადგენდა კუნთების ძირითადი ჯგუფის (იდაყვი ან მაჯა) MAS ქულის საწყისი მაჩვენებლიდნ ცვლილების საშუალო მაჩვენებელი მე-4 და მე-6 კვირისათვის და მთავარი მეორადი საბოლოო წერტილი იყო ექიმის მიერ საერთო ცვლილების კლინიკური გლობალური შთაბეჭდილების (GCI) საშუალო მაჩვენებელი მე-4 და მე-6 კვირისათვის. მიზნის მიღწევის შკალა (GAS) ექიმის მიერ აქტიური და პასიური მიზნებისათვის შეფასდა, როგორც მეორადი საბოლოო წერტილი მე-8 და მე-12 კვირისათვის. ტკივილი შეფასდა ვიზუალური ტკივილის შკალის (FPS) გამოყენებით პაციენტების უმრავლესობის ნაწილში. პაციენტები იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ 12 კვირის განმავლობაში.
შესაფერის პაციენტებს შეეძლოთ ღია გაფართოებულ კვლევაში ჩართვა, რომელშიც მათ ჩაუტარდათ მკურნალობის ხუთამდე კურსი 10 ერთეული/კგ (მაქსიმუმ 340 ერთეული) დოზებით, ზედა კიდურებთან კომბინაციაში ქვედა კიდურების მკურნალობის პარალელურად.
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით გამოვლინდა პაციენტებში ბოტოქსის 3 და 6 ერთეული/კგ დოზით მკურნალობისას პირველადი საბოლოო წერტილის შემთხვევაში და დროის ყველა მონაკვეთზე 12 კვირის განმავლობაში. MAS ქულის გაუმჯობესება მსგავსი იყო ბოტოქსის ყველა სამკურნალო ჯგუფში. თუმცა არცერთ შემთხვევაში, პლაცებოსთან სხვაობა არ იყო >1 ქულა MAS მაჩვენებლით. იხილეთ შემდეგი ცხრილი. მკურნალობის ეფექტი მკურნალობაზე მორეაგირე პაციენტების ანალიზის დროს მერყეობდა დაახლოებით 10-20%-ის ფარგლებში.
ეფექტიანობის საბოლოო წერტილების პირველადი და მეორადი შედეგები
ბოტოქსი 3 ერთეული/კგ
(N=78)
ბოტოქსი 6 ერთეული/კგ
(N=77)
პლაცებო
(N=79)
საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან კუნთების ძირითად ჯგუფში (იდაყვი ან მაჯა) MAS ქულითა
მე-4 და მე-6 კვირა საშუალოდ
- 1.92*
- 1.87*
- 1.21
საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან თითის მომხრელ კუნთზე MAS ქულითა
მე-4 და მე-6 კვირა საშუალოდ
- 1.46
- 1.41
- 1.02
საშუალო GCI ქულაბ
მე-4 და მე-6 კვირა საშუალოდ
- 88
- 87
- 66
საშუალო GAS ქულაგ
პასიური მიზნები მე-8 კვირისთვის
- 23
- 30
- 06
პასიური მიზნები მე-12 კვირისთვის
- 31
- 71*
- 11
აქტიური მიზნები მე-8 კვირისთვის
- 12
- 11
- 21
აქტიური მიზნები მე-12 კვირისთვის
- 26
- 49
- 52
საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან FPS ქულითდ
N=11
N=11
N=18
მე-4 კვირა
- 4.91
- 3.17
- 3.55
მე-6 კვირა
- 3.12
- 2.53
- 3.27
- სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება პლაცებოსგან (p<0.05).
ა MAS არის 6-ქულიანი შკალა (0 [კუნთის ტონუსის მომატება არ აღინიშნება], 1, 1+, 2, 3 და 4 [კიდურების რიგიდულობა მოხრის ან გაშლის დროს]), რომელიც ზომავს სახსრის გარშემო კიდურის მოძრაობისათვის საჭირო ძალას, რა შემთხვევაშიც ქულის შემცირება წარმოადგენს სპასტიურობის გაუმჯობესებას.
ბ CGI-მ შეაფასა მკურნალობის მიმართ პასუხი პაციენტის მდგომარეობის თვალსაზრისით 9-ქულიანი შკალის გამოყენებით (-4 = ძალიან გამოხატული გაუარესება - +4 = ძალიან გამოხატული გაუმჯობესება).
გ GAS არის 6-ქულიანი შკალა (-3 [უარესი, ვიდრე დასაწყისში], -2 [იგივე, რაც დასაწყისში], -1 [ნაკლები, ვიდრე მოსალოდნელი იყო], 0 [მოსალოდნელი მიზანი], +1 [გარკვეულწილად მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო], +2 [ბევრად მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო]).
დ ტკივილი შეფასდა 4 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში და ტკივილის მაჩვენებელი იყო > 0 საწყის ეტაპზე ვიზუალური ტკივილის შკალის გამოყენებით (FPS: 0 = ტკივილის გარეშე - 10 = ძალიან ძლიერი ტკივილი).
ქვედა კიდურების ფოკალური სპასტიურობა პედიატრიულ პაციენტებში
ბოტოქსის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ქვედა კიდურების სპასტიურობის სამკურნალოდ 2 წლის და უფროსი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში შეისწავლეს რანდომიზებულ, მრავალცენტრულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში. კვლევა მოიცავდა 384 პედიატრიულ პაციენტს (128 - 8 ერთეული/კგ ბოტოქსი, 126 - 4 ერთეული/კგ ბოტოქსი და 128 - პლაცებო) ქვედა კიდურების სპასტიურობით, გამოწვეული ცერებრალური დამბლით და კოჭის მაჩვენებლით სულ მცირე 2. ჯამური დოზის 4 ერთეული/კგ (მაქსიმუმ 150 ერთეული) ან 8 ერთეული/კგ (მაქსიმუმ 300 ერთეული) ან პლაცებოს ინექცია გაკეთდა კუნთში და განაწილდა კანჭის ტყუპ კუნთებს, ქუსლის კუნთსა და დიდი წვივის კუნთებს შორის. ყველა პაციენტმა გაიარა სტანდარტიზებული ფიზიკური თერაპია. ინექციებისათვის კუნთის მდებარეობის სათანადოდ დადგენის მიზნით საჭირო იყო ელექტრომიოგრაფიული დამიზნება, ნერვის სტიმულაცია ან ულტრაბგერის მეთოდები. პირველადი საბოლოო წერტილი იყო MAS კოჭის ქულის საწყისი მაჩვენებლიდან ცვლილების საშუალო მაჩვენებელი მე-4 და მე-6 კვირისათვის და მთავარი მეორადი საბოლოო წერტილი იყო GCI-ს საშუალო მაჩვენებელი მე-4 და მე-6 კვირისათვის. მიზნის მიღწევის შკალა (GAS) ექიმის მიერ შეფასდა აქტიური და პასიური ფუნქციური მიზნებისათვის, როგორც მეორადი საბოლოო წერტილი მე-8 და მე-12 კვირისათვის. სიარული შეფასდა ედინბურგის ვიზუალური სიარულის მანერის (EVG) გამოყენებით მე-8 და მე-12 კვირისათვის პაციენტების ქვეჯგუფში. პაციენტები იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ 12 კვირის განმავლობაში.
შესაფერის პაციენტებს შეეძლოთ ღია გაფართოებულ კვლევაში ჩართვა, რომელშიც მათ ჩაუტარდათ მკურნალობის ხუთამდე კურსი 10 ერთეული/კგ დოზებით (მაქსიმუმ 340 ერთეული), ერთზე მეტი კიდურის მკურნალობის შემთხვევაში.
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით გამოვლინდა პაციენტებში 4 და 8 ერთეული/კგ ბოტოქსით მკურნალობისას პირველადი საბოლოო წერტილისათვის და დროის ყველა მონაკვეთზე 12 კვირის განმავლობაში. MAS ქულის გაუმჯობესება მსგავსი იყო ბოტოქსის ყველა სამკურნალო ჯგუფებში. თუმცა არცერთ შემთხვევაში, პლაცებოსთან სხვაობა არ იყო >1 ქულა MAS შკალით. იხილეთ შემდეგი ცხრილი. მკურნალობის ეფექტი მკურნალობაზე მორეაგირე პაციენტების ანალიზის დროს იყო 15%-ზე ნაკლები დროის ყველა მონაკევთში.
ეფექტიანობის საბოლოო წერტილების პირველადი და მეორადი შედეგები
ბოტოქსი 4 ერთეული/კგ
(N=125)
ბოტოქსი 8 ერთეული/კგ
(N=127)
პლაცებო
(N=129)
საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან ტერფის ძირის მომხრელ კუნთებში MAS-ზეა
მე-4 და მე-6 კვირა საშუალოდ
- 1.01*
- 1.06*
- 0.80
საშუალო GCI ქულაბ
მე-4 და მე-6 კვირა საშუალოდ
- 49
- 65*
- 36
საშუალო GAS ქულაგ
პასიური მიზნები მე-8 კვირისთვის
- 18*
- 19*
- 0.26
პასიური მიზნები მე-12 კვირისთვის
- 27
- 40*
- 00
აქტიური მიზნები მე-8 კვირისთვის
- 0.03*
- 10*
- 0.31
აქტიური მიზნები მე-12 კვირისთვის
- 09
- 37*
- 0.12
საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან EVG ქულაზედ
მე-8 კვირა
- 2.11
- 3.12*
- 0.86
მე-12 კვირა
- 2.07
- 2.57
- 1.68
- სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება პლაცებოსგან (p<0.05).
ა MAS არის 6-ქულიანი შკალა (0 [კუნთის ტონუსის მომატება არ აღინიშნება], 1, 1+, 2, 3 და 4 [კიდურების რიგიდულობა მოხრის ან გაშლის დროს]), რომელიც ზომავს სახსრის გარშემო კიდურის მოძრაობისათვის საჭირო ძალას, რა შემთხვევაშიც ქულის შემცირება წარმოადგენს სპასტიურობის გაუმჯობესებას.
ბ CGI-მ შეაფასა მკურნალობის მიმართ პასუხი პაციენტის მდგომარეობის თვალსაზრისით 9-ქულიანი შკალის გამოყენებით (-4 = ძალიან გამოხატული გაუარესება - +4 = ძალიან გამოხატული გაუმჯობესება).
გ GAS არის 6-ქულიანი შკალა (-3 [უარესი, ვიდრე დასაწყისში], -2 [იგივე, რაც დასაწყისში], -1 [ნაკლები, ვიდრე მოსალოდნელი იყო], 0 [მოსალოდნელი მიზანი], +1 [მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო], +2 [ბევრად მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო]).
დ EVG არის 11-ქულიანი შკალა, რომელიც აფასებს სიარულს ფეხის პოზიციის (5 პუნქტი), მუხლის პოზიციის (2 პუნქტი), ფეხზე რწევის (2 პუნქტი) და მუხლზე რწევის (2 პუნქტი) მიხედვით 3-ქულიანი რიგობითი შკალის გამოყენებით (0 [ნორმალური], 1 [მოხრა 1 ან გაშლა 1], და 2 [მოხრა 2 ან გაშლა 2] თითოეული პუნქტისთვის, შესაბამისად).
ქვედა კიდურების სპასტიურობის მქონე პედიატრიულ პაციენტებში ერთი მე-3 ფაზის კვლევიდან და ღია გაფართოებული კვლევიდან გამოკვლეული ნიმუშებით, მანეიტრალებელი ანტისხეულები განვითარდა 264 პაციენტიდან 2 პაციენტში (0.8%) ბოტოქსის 5-მდე ციკლით მკურნალობისას. ორივე პაციენტში აღინიშნა კლინიკური სარგებელი ბოტოქსის მკურნალობის შემდგომი კურსების დროს.
ფოკალური ზედა კიდურების სპასტიურობა მოზრდილ პაციენტებში
ბოტოქსის ეფექტიანობა და უსაფრთხობა ფოკალური ზედა კიდურების სპასტიურობის მქონე მოზრდილი პაციენტების მკურნალობისას შეფასდა 4 რანდომიზებულ, მულტიცენტრულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში.
პირველ კვლევაში ჩართული იყო 126 მოზრდილი პაციენტი (64 ბოტოქსი და 62 პლაცებო) ზედა კიდურის სპასტიურობით (ეშვორთის შკალის მიხედვით მაჯის მომხრელი კუნთის ტონუსი სულ მცირე 3 და თითის მომხრელი კუნთის ტონუსი სულ მცირე 2), რომლებსაც ინსულტი მინიმუმ 6 თვის წინ ჰქონდათ გადატანილი. ბოტოქსის (200 ერთეულიდან 240 ერთეულამდე ჯამური დოზა) ან პლაცებოს ინექცია გაკეთდა ინტრამუსკულარული გზით თითების ღრმა მომხრელ კუნთში, თითების ზედაპირულ მომხრელ კუნთში, მაჯის სხივისაკენ მომხრელ კუნთში, მაჯის იდაყვისაკენ მომხრელ კუნთში და, საჭიროების შემთხვევაში, ხელის ცერის მომზიდველ კუნთსა და ხელის ცერის გრძელ მომხრელ კუნთში.
პირველი კვლევის შედეგები პირველად საბოლოო წერტილზე და ძირითად მეორად საბოლოო წერტილებზე ნაჩვენებია ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილზე.
ეფექტიანობის საბოლოო წერტილების პირველადი და მეორადი შედეგები მე-6 კვირაზე პირველ კვლევაში
ბოტოქსი 200 ერთეულიდან 240 ერთეულამდე (N=64)
პლაცებო
(N=62)
საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან მაჯის მომხრელი კუნთების ტონუსში ეშვორთის შკალის მიხედვითა
- 1.7*
- 0.5
მკურნალობაზე ექიმის მიერ საშუალო პასუხის გლობალური შეფასებაბ
- 8*
- 6
საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან თითის მომხრელი კუნთების ტონუსში ეშვორთის შკალის მიხედვითა
- 1.3*
- 0.5
საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან ცერის მომხრელი კუნთების ტონუსში ეშვორთის შკალის მიხედვითა
- 1.7*
- 0.5
- სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება პლაცებოსგან (p<0.05).
ა ეშვორთის შკალა არის 5-ქულიანი შკალა (0 [კუნთის ტონუსის მომატება არ აღინიშნება], 1, 2, 3 და 4 [კიდურების რიგიდულობა მოხრის ან გაშლის დროს]), რომელიც ზომავს სახსრის გარშემო კიდურის მოძრაობისათვის საჭირო ძალას, რა შემთხვევაშიც ქულის შემცირება წარმოადგენს სპასტიურობის გაუმჯობესებას.
ბ ექიმის მიერ გლობალური შეფასებით შეფასდა მკურნალობაზე პასუხი იმის მიხედვით, თუ რით იყო დაკავებული პაციენტი ცხოვრებაში შკალის გამოყენებით -4-დან = ძალიან გამოხატული გაუარესება - +4-მდე = ძალიან გამოხატული გაუმჯობესება.
მე-2 კვლევაში ჩართული იყო 124 მოზრდილი პაციენტი ზედა კიდურის სპასტიურობით, რომლებიც ღებულობდნენ 400 ერთეულ ბოტოქსს (240 ერთეული მაჯის, თითის და ცერის მომხრელ კუნთებში და 160 ერთეული - იდაყვის მომხრელ კუნთებში, n=61) ან 240 ერთეული ბოტოქსი (მაჯის, თითის და ცერის მომხრელ კუნთებში და პლაცებო - იდაყვის მომხრელ კუნთებში, n=63). პაციენტებზე დაკვირვება განხორციელდა 12 კვირის განმავლობაში და შემდეგ დაიწყო ღია ფაზა, რომლის განმავლობაშიც მათ შეეძლოთ 400 ერთეული ბოტოქსით დამატებითი მკურნალობის 3-მდე კურსის ჩატარება, მინიმუმ 12-კვირიანი ინტერვალით, გადანაწილებული თითის, ცერის, მაჯის ან იდაყვის მომხრელ კუნთებს, მკლავის პრონატორებს ან მხრის შემაერთებელ კუნთებს / შიდა მაბრუნებელ კუნთებს შორის.
ეფექტიანობის ძირითადი შედეგები იდაყვის მომხრელ კუნთებთან დაკავშირებით ნაჩვენებია ქვემოთ.
ეფექტიანობის შედეგები იდაყვის მომხრელ კუნთებთან დაკავშირებით მე-6 კვირაზე მე-2 კვლევაში
ბოტოქსი 400 ერთეული (160 ერთეული - იდაყვი) (N=61)
ბოტოქსი 240 ერთეული (პლაცებო - იდაყვი) (N=63)
MAS იდაყვის მომხრელი კუნთების პასუხის მაჩვენებელი1
- 9%*
- 8%
საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან იდაყვის მომხრელი კუნთების ტონუსში ეშვორთის შკალის (MAS) მიხედვითბ
- 1.1**
- 0.7
ექიმის მიერ საშუალო CGI ქულაგ
- 5
- 4
მკურნალობაზე ექიმის მიერ პასუხის მაჩვენებლის CGIდ
- 0%
- 4%
საშუალო CGI ქულა პაციენტის მიხედვითგ
- 2
- 3
საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან NRS ტკივილის შკალაზე იდაყვშიე
- 0.9
- 0.6
საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან DAS კიდურის პოზიციავ
- 0.6
- 0.2
- განსხვავება 240 ერთეულიდან = 18.1%; 95% სანდოობის ინტერვალი 1.1-დან 35.0-მდე.
- * ნომინალური p მნიშვნელობა <0.05.
ა პაციენტების თანაფარდობა ეშვორთის მოდიფიცირებული შკალის (MAS) ქულით >1-ხარისხის გაუმჯობესება.
ბ MAS არის 6-ქულიანი შკალა (0 [კუნთის ტონუსის მომატება არ აღინიშნება], 1, 1+, 2, 3 და 4 [კიდურების რიგიდულობა მოხრის ან გაშლის დროს]), რომელიც ზომავს სახსრის გარშემო კიდურის მოძრაობისათვის საჭირო ძალას, რა შემთხვევაშიც ქულის შემცირება წარმოადგენს სპასტიურობის გაუმჯობესებას.
გ საერთო ცვლილების კლინიკური გლობალური შთაბეჭდილების (GCI) ქულა, განსაზღრული ექიმის ან პაციენტის მიერ, აფასებს -4 (ძალიან გამოხატული გაუარესება) +4-მდე (ძალიან გამოხატული გაუმჯობესება) გაუმჯობესებას.
დ პაციენტების თანაფარდობა CGI ქულით >+1.
ე იდაყვში ტკივილის სიმძიმე შეფასდა შკალაზე 0-დან 10-მდე, რა შემთხვევაშიც 0 იყო „არანაირი ტკივილი“ და 10 – „ძალიან ძლიერი ტკივილი“.
ვ ქმედუუნარობის შეფასების შკალა (DAS) შეადგენს 4-ქულიან შკალას 0-დან 3-მდე, რა შემთხვევაშიც 0 ნიშნავს არავითარ ქმედუუნარობას და 3 მიუთითებს მძიმე ქმედუუნარობაზე.
მე-2 კვლევაში ჩართულმა ჯამში 84 პაციენტმა ჩაიტარა ღია მკურნალობა ბოტოქსით მხრის შემაერთებელ კუნთებში / შიდა მაბრუნებელ კუნთებში. MAS-თან დაკავშირებით მხრის კუნთებში მე-6 კვირას მიღწული შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ.
ეფექტიანობის შედეგები მხართან დაკავშირებით ღია მკურნალობის ციკლების მე-6 კვირაზე მე-2 კვლევაში
OL ციკლი 1 (N=72)
OL ციკლი 2 (N=76)
OL ციკლი 3 (N=56)
საშუალო საწყისი მაჩვენებელი მხრის მომხრელი კუნთების ტონუსი MAS-ზე
- 4
- 3
- 2
საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან მხრის მომხრელი კუნთების ტონუსში MAS-ზე
- 0.7
- 0.6
- 0.5
მე-3 კვლევაში ჩართული იყო ინსულტგადატანილი 53 მოზრდილი პაციენტი ზედა კიდურის სპასტიურობით. პაციენტებმა ჩაიტარეს ერთჯერადი ფიქსირებული დოზის, ფიქსირებული კუნთების მკურნალობა 300 ერთეული ბოტოქსით (150 ერთეული იდაყვში; 150 ერთეული მხარში), 500 ერთეული ბოტოქსით (250 ერთეული იდაყვში; 250 ერთეული მხარში) ან პლაცებოთი, დაყოფილი იდაყვის და მხრის განსაზღვრულ კუნთებში ერთ კიდურში.
ეფექტიანობის ძირითადი შედეგები ნაჩვენებია ქვემოთ.
ეფექტიანობის შედეგები იდაყვსა და მხართან დაკავშირებით მე-6 კვირაზე მე-3 კვლევაში
ბოტოქსი 300 ერთეული
(N=18)
ბოტოქსი 500 ერთეული
(N=17)
პლაცებო
(N=18)
საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან იდაყვის მომხრელი კუნთების ტონუსში MAS-ზე
- 1.47
- 1.62*
- 0.74
MAS იდაყვის მომხრელი კუნთების პასუხის მაჩვენებელია
- 2%
- 0%
- 1%
საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან მხრის მომხრელი კუნთების ტონუსში MAS-ზე
- 1.4
- 1.6
- 1.4
საშუალო მხრის სპეციფიკური CGI ქულა ექიმის მიერბ
- 22
- 21
- 04
საშუალო GCI ქულა ექიმის მიერგ
- 31
- 21
- 94
- სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება პლაცებოსგან (p<0.05).
ა პაციენტების თანაფარდობა ეშვორთის მოდიფიცირებული შკალის (MAS) ქულით >1-ხარისხის გაუმჯობესება.
ბ მხრისთვის სპეციფიკური საერთო ცვლილების კლინიკური გლობალური შთაბეჭდილების (GCI) ქულა ექიმის მიერ, აფასებს გლობალურ გაუმჯობესებას მხრის სახსარში -4-დან (ძალიან გამოხატული გაუარესება) +4-მდე (ძალიან გამოხატული გაუმჯობესება).
გ GCI ქულა აფასებს გლობალურ გაუმჯობესებას -4-დან (ძალიან გამოხატული გაუარესება) +4-მდე (ძალიან გამოხატული გაუმჯობესება).
მე-4 კვლევაში ჩართული იყო ინსულტგადატანილი 26 მოზრდილი პაციენტისგან შემდგარი ქვეჯგუფი ზედა კიდურის სპასტიურობით, რომლებმაც ჩაიტარეს მკურნალობის 2 კურსი ბოტოქსით 3 დაზიანებულ მხრის კუნთში (მკერდის დიდი კუნთი დიდი მრგვალი კუნთით ან ზურგის უგანიერესი კუნთით ან მათ გარეშე). ძირითადი შედეგები წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში.
ეფექტიანობის შედეგები მხართან დაკავშირებით მე-10 კვირაზე მე-2 ინექციის შემდგომ ან 24-ე კვირაზე მე-4 კვლევაში
ბოტოქსი
პლაცებო
საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან REPAS-ზეა
(N=20)
(N=20)
მხრის კუნთის ტონუსი
- 0.6
- 0.2
პაციენტებში REPAS > 2 საბაზისო მაჩვენებლით
- 0.7
- 0.2
პაციენტებში REPAS > 3 საბაზისო მაჩვენებლით
- 1.1
- 0.5
საშუალო GAS ქულა ექიმის მიერბ
(N=26)
(N=23)
ძირითადი მიზანი
- 0
- 0.8
მეორადი მიზანი
- 0.2
- 0.9
ა რეზისტენტულიდან პასიური მოძრაობის შკალაზე (REPAS) რაოდენობრივად განისაზღვრება რეზისტენტულიდან პასიური მოძრაობა პასიური მკლავისა და ფეხის მოძრაობისთვის და განისაზღვრება შკალაზე 0-დან (არანაირი მომატება ტონუსში) 4-მდე (კიდურის რიგიდულობა მოხრისას ან გაშლისას), რა შემთხვევაშიც მაღალი ქულა აღნიშნავს უფრო მაღალ რეზისტენტულობას მოძრაობის მიმართ. მხრის გაშლასთან დაკავშირებული REPAS წარმოდგენილია აქ.
ბ მიზნის მიღწევის შკალა (GAS) არის 6-ქულიანი შკალა, რა შემთხვევაშიც ექიმი აფასებს მიზნის მიღწევას, როგორც -3 (უარესი, ვიდრე დასაწყისში), -2 (იგივე, რაც დასაწყისში), -1 (ნაკლები, ვიდრე მოსალოდნელი იყო), 0 (მოსალოდნელი მიზანი), +1 (მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო), +2 (ბევრად მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო).
ზედა კიდურის სპასტიურობის მქონე მოზრდილ პაციენტებში ჩატარებული 4 კვლევის ფარგლებში, ბოტოქსით ნამკურნალები 406 პაციენტიდან 2 პაციენტს (0.49%) განუვითარდა მანეიტრალიზებელი ანტისხეულები. ერთი პაციენტი არ წარმოადგენდა კლინიკურ რეაგირებად პაციენტს, რომელიც ასრულებდა ნებისმიერ სამკურნალო ციკლს. მეორე პაციენტმა განიცადა შეუსაბამო კლინიკური რეაქცია როგორც სეროკონვერსიამდე, ასევე შემდეგ.
ქვედა კიდურების ფოკალური სპასტიურობა მოზრდილ პაციენტებში
ბოტოქსის ეფექტიანობა და უსაფრთხოება შეფასდა რანდომიზებულ, მრავალცენტრულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელიც მოიცავდა 468 ინსულტგადატანილ პაციენტს (233 - ბოტოქსი და 235 - პლაცებო) კოჭის სპასტიურობით (ეშვორთის მოდიფიცირებული შკალის [MAS] მიხედვით კოჭის მაჩვენებელი სულ მცირე 3), რომლებსაც ინსულტი მინიმუმ 3 თვის წინ ჰქონდათ გადატანილი. 300 – 400 ერთეული ბოტოქსის ან პლაცებოს ინექცია გაკეთდა ინტრამუსკულარული გზით კვლევის სავალდებულო კუნთებში, რაც მოიცავდა კანჭის ტყუპ კუნთს, ქუსლის კუნთს და დიდი წვივის უკანა კუნთს, აგრეთვე არასავალდებულო კუნთებში, ცერის გრძელი მომხრელი კუნთების, თითების გრძელი მომხრელი კუნთების, თითების მოკლე მომხრელი კუნთების, ცერის …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ბოტოქსი, 50 ალერგანის ერთეული, ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
ბოტოქსი, 100 ალერგანის ერთეული, ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
ბოტოქსი, 200 ალერგანის ერთეული, ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
A ტიპის ბოტულინის ტოქსინი
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე შეფუთვის ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ ეს შეფუთვის ჩანართი. შეიძლება მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.
ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან პრაქტიკოს სპეციალისტს.
ეს პრეპარატი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. სხვას შეიძლება ზიანი მიაყენოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენი დაავადების მსგავსია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან პრაქტიკოს სპეციალისტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.
წინამდებარე შეფუთვის ჩანართის შინაარსი:
რა არის ბოტოქსი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ბოტოქსის გამოყენებამდე
ბოტოქსის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ბოტოქსის შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის ბოტოქსი და რისთვის გამოიყენება
ბოტოქსი წარმოადგენს კუნთების რელაქსანტს, რომელიც გამოიყენება ორგანიზმში სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ. ის შეიცავს აქტიურ ნივთიერებას A ტიპის ბოტულინის ტოქსინს, რომლის ინექცია ხდება კუნთებში, შარდის ბუშტის კედელში ან ღრმად კანში. ის ნაწილობრივ ბლოკავს ნებისმიერი კუნთისკენ მიმართული ნერვის იმპულსებს და ამცირებს აღნიშნული კუნთების ჭარბ კრთომას. ქრონიკული შაკიკის შემთხვევაში, ითვლება, რომ ბოტოქსი ბლოკავს ტკივილის სიგნალებს, რაც არაპირდაპირ თრგუნავს შაკიკის განვითარებას.
კანში ინექციის დროს, ბოტოქსი მოქმედებს საოფლე ჯირკვლებზე წარმოქმნილი ოფლის რაოდენობის შესამცირებლად.
შარდის ბუშტის კედელში ინექციის დროს, ბოტოქსი მოქმედებს შარდის ბუშტის კუნთზე შარდის ბუშტის კუნთის უკონტროლო კრთომით გამოწვეული შარდის გაჟონვის (შარდის შეუკავებლობის) პრევენციის მიზნით.
- ბოტოქსის ინექცია შესაძლებელია პირდაპირ კუნთებში და შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
კუნთების მუდმივი სპაზმები იდაყვში, მაჯასა და ხელში ორი წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში ცერებრალური დამბლით. ბოტოქსი გამოიყენება რეაბილიტაციური თერაპიის მხარდასაჭერად;
კუნთების მუდმივი სპაზმები კოჭსა და ტერფში ორი წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში ცერებრალური დამბლით, რომლებსაც შეუძლიათ სიარული. ბოტოქსი გამოიყენება რეაბილიტაციური თერაპიის მხარდასაჭერად;
კუნთების მუდმივი სპაზმები მოზრდილი პაციენტების ხელში, მკლავში, მხარში, კოჭსა თუ ტერფში;
კუნთების მუდმივი სპაზმები მოზრდილი პაციენტების ქუთუთოსა და სახეზე;
კუნთების მუდმივი სპაზმები მოზრდილი პაციენტების კისერსა და მხრებში.
- ბოტოქსი გამოიყენება თავის ტკივილის პრევენციისათვის ქრონიკული შაკიკის მქონე მოზრდილ პაციენტებში.
ქრონიკული შაკიკი არის დაავადება, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას. ქრონიკული შაკიკის დიაგნოსტირებისთვის, თავის ტკივილი უნდა აღგენიშნებოდეთ თვეში 15 დღე ან მეტი ხნის განმავლობაში. გარდა ამისა, თვეში 8 ან მეტი დღის განმავლობაში, თქვენს თავის ტკივილს უნდა ჰქონდეს შემდეგი მახასიათებლებიდან სულ მცირე ორი:
აღინიშნება თავის მხოლოდ ერთ მხარეს;
იწვევს პულსაციურ ტკივილს;
იწვევს ზომიერ ან ძლიერ ტკივილს;
მძიმდება რუტინული ფიზიკური აქტივობით;
და უნდა გამოიწვიოს შემდეგიდან სულ მცირე ერთი:
გულისრევა, პირღებინება ან ორივე;
მგრძნობელობა სინათლის და ხმის მიმართ.
ბოტოქსი მნიშვნელოვნად ამცირებს თავი ტკივილის დღეების სიხშირეს და აუმჯობესებს იმ პაციენტების ცხოვრების ხარისხს, რომლებიც ქრონიკული შაკიკით იტანჯებიან. მკურნალობის ორი კურსის შემდეგ, პაციენტების დაახლოებით 47%-ს აღენიშნა თავის ტკივილის დღეების რაოდენობის 50%-ით ან მეტით შემცირება საწყისი მაჩვენებლიდან.
- შარდის ბუშტის კედელში ინექციის დროს, ბოტოქსი მუშაობს შარდის ბუშტის კუნთზე შარდის გაჟონვის (შარდის შეუკავებლობის) შესამცირებლად და აკონტროლებს შემდეგ მდგომარეობებს მოზრდილებში:
ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი შარდის გაჟონვით, შარდის ბუშტის დაცლის უეცარი სურვილით და საპირფარეშოში ჩვეულზე უფრო ხშირი სიარულით;
შარდის გაჟონვა, გამოწვეული ზურგის ტვინის დაზიანებასთან ან გაფანტულ სკლეროზთან ასოცირებული შარდის ბუშტის დარღვევებით.
პაციენტებში, რომელთა ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის მართვა, შარდის გაჟონვის თანხლებით, ვერ ხერხდება ანტიქოლინერგული საშუალებების სახელით ცნობილი პრეპარატებით, ბოტოქსი ამცირებს შარდის გაჟონვას დღეში საშუალოდ 5 ეპიზოდიდან 2 ეპიზოდამდე 12 კვირის შემდეგ. პაციენტების 27%-ს საერთოდ არ აღენიშნებოდა შარდის გაჟონვა.
ზურგის ტვინის დაზიანებასთან ან გაფანტულ სკლეროზთან ასოცირებული შარდის ბუშტის პრობლემების მქონე პაციენტებში, რომელთა შარდის გაჟონვის კონტროლის მიზნით მართვა ვერ ხერხდება ანტიქოლინერგული პრეპარატებით, ბოტოქსი ნაჩვენები იქნა, რომ ამცირებს შარდის გაჟონვას საშუალოდ დაახლოებით 30 ეპიზოდიდან კვირაში 10 ეპიზოდამდე 6 კვირის შემდეგ. პაციენტების 37%-ს საერთოდ არ აღენიშნებოდა შარდის გაჟონვა.
- მოზრდილებში, ბოტოქსის ინექცია შეიძლება გაკეთდეს ღრმად კანში და მოქმედებს საოფლე ჯირკვლებზე იღლიებში ჭარბი ოფლიანობის შესამცირებლად, რაც გავლენას ახდენს ყოველდღიური ცხოვრების აქტივობებზე, როდესაც მკურნალობის სხვა ლოკალური მეთოდები უშედეგოა.
- ბოტოქსი გამოიყენება გარეგანი შესახედაობის დროებით გასაუმჯობესებლად:
ვერტიკალური ნაოჭები წარბებს შორის, რომლებიც ვლინდება მაქსიმალური შეჭმუხვნისას; და/ან
მარაოს ფორმის ნაოჭები თვალის კუთხეში, რომლებიც ვლინდება მაქსიმალური გაღიმებისას; და/ან
შუბლის ნაოჭები, რომლებიც ვლინდება მაქსიმალურად აწეული წარბების დროს,
როდესაც სახის ნაოჭების სიმძიმე მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს მოზრდილ პაციენტებზე.
- რა უნდა იცოდეთ ბოტოქსის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ბოტოქსი
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) A ტიპის ბოტულინის ტოქსინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი წარმოდგენილია პუნქტში 6);
თუ სავარაუდო საინექციო უბანზე აღინიშნება ინფექცია;
როდესაც მკურნალობთ შარდის გაჟონვის გამო და გაქვთ საშარდე გზების ინფექცია ან შარდის ბუშტის დაცლის უეცარი უუნარობა (და რეგულარულად არ იყენებთ კათეტერს), ან გაქვთ კენჭები შარდის ბუშტში;
თუ მკურნალობთ შარდის გაჟონვის გამო და არ გსურთ კათეტერის გამოყენების დაწყება, საჭიროების შემთხვევაში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ბოტოქსის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან პრაქტიკოს სპეციალისტს:
თუ ოდესმე გაწუხებდათ ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები ან საკვები ან სითხე შემთხვევით ხვდებოდა ფილტვებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უნდა უმკურნალოთ კუნთების მუდმივ სპაზმებს კისერსა და მხრებში;
თუ ხართ 65 წელს გადაცილებული და გაქვთ სხვა სერიოზული დაავადებები;
თუ გაწუხებთ კუნთების ნებისმიერი სხვა პრობლემები ან ქრონიკული დაავადებები კუნთების ჩართულობით (როგორიცაა მიასთენია გრავისი ან იტონ ლამბერტის სინდრომი);
გაწუხებთ გარკვეული დაავადებები, რომლებიც აზიანებს თქვენს ნერვულ სისტემას (როგორიცაა ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი ან მოტორული ნეიროპათია);
თუ გაწუხებთ მნიშვნელოვანი სისუსტე ან კუნთების ატროფია, სადაც თქვენი ექიმი ან პრაქტიკოსი სპეციალისტი გეგმავს ინექციას;
თუ გაკეთებული გაქვთ ქირურგიული ოპერაცია, რომელმაც გარკვეულწილად შეცვალა საინექციო კუნთი;
თუ წარსულში გქონდათ ინექციასთან დაკავშირებული პრობლემები (მაგალითად, გულის წასვლა);
თუ გაქვთ კუნთების ან კანის ანთება, სადაც თქვენი ექიმი ან პრაქტიკოსი სპეციალისტი გეგმავს ინექციას;
თუ წარსულში გქონდათ პრობლემები ბოტულინის ტოქსინის წინა ინექციის დროს;
თუ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება (გულის ან სისხლძარღვების დაავადება);
თუ გაწუხებთ ან გაწუხებდათ გულყრები;
თუ გაქვთ თვალის დაავადება, რომელსაც ეწოდება დახურულკუთხოვანი გლაუკომა (მაღალი წნევა თვალში) ან თქვენთვის უთქვამთ, რომ ხართ ამ ტიპის გლაუკომის განვითარების რისკის ქვეშ;
თუ ძალიან მალე უნდა ჩაიტაროთ ოპერაცია;
თუ ღებულობთ სისხლის გამათხელებელ რომელიმე პრეპარატს.
ბოტოქსის გამოყენების შემდეგ
ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი დარღვევის განვითარების შემთხვევაში, თქვენ ან თქვენი მომვლელი უნდა დაუკავშირდეს თქვენს ექიმს და მოითხოვოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
სუნთქვის, ყლაპვის ან ლაპარაკის გაძნელება;
ჭინჭრის ციება, შეშუპება სახის ან ყელის შეშუპების ჩათვლით, ხიხინი, გულის წასვლის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქციის შესაძლო სიმპტომები).
თუ მკურნალობდით ვერტიკალურ და/ან მარაოს ფორმის და/ან შუბლის ნაოჭებს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს, თუ ვერ ამჩნევთ თქვენი ნაოჭების გამოხატულ გაუმჯობესებას მკურნალობის პირველი კურსიდან ერთი თვის შემდეგ.
სიფრთხილის ზოგადი ზომები
ნებისმიერი ინექციის მსგავსად, შესაძლებელია პროცედურამ გამოიწვიოს ინფექცია, ტკივილი, შეშუპება, წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, მომატებული მგრძნობელობა, ტკივილი, სიწითლე და/ან სისხლდენა/სისხლჩაქცევა საინექციო უბანზე.
გვერდითი მოვლენები, სავარაუდოდ დაკავშირებული ტოქსინის გავრცელებასთან ინექციის ადგილისგან მოშორებით, აღინიშნა ბოტულინის ტოქსინის ინექციის დროს (მაგალითად, კუნთების სისუსტე, ყლაპვის გაძნელება ან არასასურველი საკვებისა თუ სითხის მოხვედრა სასუნთქ გზებში). ეს განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს პაციენტებისათვის უკვე არსებული დაავადებით, რაც მათ აღნიშნული სიმპტომების მიმართ მგრძნობიარეს ხდის.
თუ ბოტოქსს ძალიან ხშირად იკეთებთ ან დოზა ძალიან მაღალია, შეიძლება განვითარდეს კუნთების სისუსტე და ტოქსინის გავრცელებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, ან თქვენმა ორგანიზმმა შეიძლება დაიწყოს გარკვეული ანტისხეულების წარმოქმნა, რამაც შეიძლება შეამციროს ბოტოქსის ეფექტი. ამ რისკის შესამცირებლად, მკურნალობის ორ კურსს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს ორ ან სამ თვეზე ნაკლები, ჩვენების მიხედვით.
როდესაც ბოტოქსი გამოიყენება ისეთი მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, მან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე რეაქციები, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე გამოუვლინდათ ყლაპვის გაძნელება ან აღენიშნებათ გამოხატული სისუსტე.
იმ შემთხვევაში, თუ ბოტოქსით მკურნალობის ჩატარებამდე დიდი ხნის განმავლობაში არ გივარჯიშიათ, ინექციის შემდეგ ნებისმიერი აქტივობა თანდათანობით უნდა დაიწყოთ.
არ არის მოსალოდნელი, რომ ეს პრეპარატი გააუმჯობესებს სახსრების მოძრაობის დიაპაზონს, სადაც გარშემო არსებულმა კუნთებმა დაკარგეს დაჭიმვის უნარი.
კოჭის კუნთების სპაზმის მქონე მოზრდილების მკურნალობისას, ბოტოქსის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გამოიწვევს ფუნქციის (მაგალითად, სიარული) ან სიმპტომების (მაგალითად, სპაზმები ან ტკივილი) გაუმჯობესებას ან დაეხმარება პაციენტის მოვლას. გარდა ამისა, იმ პაციენტებისათვის, რომელთა დაცემა უფრო მოსალოდნელია, თქვენი ექიმი ან პრაქტიკოსი სპეციალისტი იმსჯელებს, არის თუ არა ეს მკურნალობა შესაფერისი.
როდესაც ბოტოქსი გამოიყენება ქუთუთოების კუნთების მუდმივი სპაზმების სამკურნალოდ, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს თვალების ნაკლები სიხშირით დახამხამება, რამაც შეიძლება დააზიანოს თვალების ზედაპირი. ამის თავიდან აცილების მიზნით, შეიძლება დაგჭირდეთ თვალის წვეთებით, მალამოებით, რბილი კონტაქტური ლინზებით მკურნალობა ან თუნდაც დამცავი სახვევის გამოყენება თვალების დასაფარად. თქვენი ექიმი ან პრაქტიკოსი სპეციალისტი გაცნობებთ აღნიშნულის საჭიროებას.
ბოტოქსი ხელს არ უშლის თავის ტკივილის განვითარებას პაციენტებში ეპიზოდური შაკიკით, რომელიც აღინიშნება თვეში 15 დღეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში.
იმ შემთხვეევაში, თუ ბოტოქსი გამოიყენება ვერტიკალური და/ან მარაოს ფორმის და/ან შუბლის ნაოჭების სამკურნალოდ, მკურნალობის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ქუთუთოს ფტოზი.
სხვა პრეპარატები და ბოტოქსი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან პრაქტიკოს სპეციალისტს, თუ:
ღებულობთ რომელიმე ანტიბიოტიკს (რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ), ან ნებისმიერ პრეპარატს, რომელიც გავლენას ახდენს კუნთების მაკონტროლებელ ნერვებზე (მაგალითად, ანტიქოლინესთერაზულ პრეპარატებს ან კუნთების რელაქსანტებს). ზოგიერთმა ამ პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს ბოტოქსის ეფექტი.
ახლო წარსულში გაიკეთეთ ბოტულინის ტოქსინის (ბოტოქსის აქტიური ნივთიერების) შემცველი პრეპარატის ინექცია, ვინაიდან აღნიშნულმა შეიძლება ძალიან გაზარდოს ბოტოქსის ეფექტი.
ღებულობთ რომელიმე ანტითრომბოციტულ (ასპირინის მსგავს) პრეპარატს და/ან ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებელ საშუალებებს).
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან პრაქტიკოს სპეციალისტს, თუ ღებულობთ ან ახლახანს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ბოტოქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციას. ბოტოქსი არ არის რეკომენდებული მეძუძურ ქალებში.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან პრაქტიკოს სპეციალისტს.
ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა
ბოტოქსმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა ან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. ნებისმიერი ამ ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ავტომობილის მართვა ან ნებისმიერ მანქანა-დანადგართან მუშაობა არ შეიძლება. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს.
- ბოტოქსის გამოყენების წესი
ბოტოქსის ინექცია უნდა გაკეთდეს მხოლოდ ექიმის ან პრაქტიკოსი სპეციალისტის მიერ, რომელსაც გააჩნია კონკრეტული უნარები და გამოცდილება პრეპარატის გამოყენების კუთხით.
შეყვანის მეთოდი და გზა
ბოტოქსის ინექცია სრულდება კუნთებში (ინტრამუსკულარულად), შარდის ბუშტის კედელში სპეციალური ინსტრუმენტის (ცისტოსკოპის) გამოყენებით ან კანში (ინტრადერმულად). ინექცია ხდება პირდაპირ ორგანიზმის დაზიანებულ უბანში; თქვენი ექიმი ან პრაქტიკოს სპეციალისტი, როგორც წესი, ბოტოქსის ინექციას გააკეთებს რამდენიმე ადგილას თითოეული დაზიანებული უბნის ფარგლებში.
ზოგადი ინფორმაცია დოზირების შესახებ
ინექციების რაოდენობა თითო კუნთში და დოზა განსხვავდება ჩვენების მიხედვით. შესაბამისად, თქვენი ექიმი ან პრაქტიკოსი სპეციალისტი გადაწყვეტს თუ რამდენი, რა სიხშირით და რომელ კუნთ(ებ)ში გაკეთდება ბოტოქსი. რეკომენდებულია, რომ თქვენმა ექიმმა ან პრაქტიკოსმა სპეციალისტმა გამოიყენოს მინიმალური ეფექტიანი დოზა;
დოზა ხანდაზმული პირებისთვის ისეთივეა, როგორც სხვა მოზრდილებისათვის.
ბოტოქსის დოზირება და მისი ეფექტის ხანგრძლივობა განსხვავდება მდგომარეობის მიხედვით, რომელსაც მკურნალობთ. ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია თითოეული მდგომარეობისთვის.
ბოტოქსის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილია 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში/მოზარდებში ცერებრალურ დამბლასთან ასოცირებული, იდაყვის, მაჯისა და ხელის ან კოჭისა და ტერფის კუნთების მუდმივი სპაზმების სამკურნალოდ.
შეზღუდული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბოტოქსის გამოყენებაზე შემდეგი მდგომარეობების დროს ბავშვებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში. აღნიშნული ჩვენებებისათვის დოზირების რეკომენდაციები ვერ კეთდება.
კუნთების მუდმივი სპაზმი ქუთუთოსა და სახეზე
12 წელი
კუნთების მუდმივი სპაზმი კისერსა და მხარში
12 წელი
იღლიების ჭარბი ოფლიანობა
12 წელი
(შეზღუდული გამოცდილება 12-17 წლის ასაკის მოზარდებში, დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს).
გარდა ამისა, 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ვერტიკალური და/ან მარაოს ფორმის და/ან შუბლის ნაოჭების მკურნალობის დროს ბოტოქსის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
შუბლის ნაოჭების (20 ერთეული) და გლაბელარული ნაოჭების (20 ერთეული) სამკურნალო ჯამური დოზა არის 40 ერთეული.
დოზირება
ბოტოქსის დოზირება და მისი ეფექტის ხანგრძლივობა განსხვავდება იმ მდგომარეობის მიხედვით, რომელზეც იტარებთ მკურნალობას. ქვემოთ წარმოდგენლია თითოეული მდგომარეობის შესაბამისი მონაცემები.
ჩვენება
მაქსიმალური დოზა
(ერთეულები თითო დაზიანებულ უბანზე)
მინიმალური დრო მკურნალობებს შორის
პირველი მკურნალობა
შემდგომი
მკურნალობები
კუნთების მუდმივი სპაზმი იდაყვში, მაჯასა და ხელში ან კოჭებსა და ტერფში ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებში
იდაყვი, მაჯა და ხელი: 3-6 ერთეული/კგ ან 200 ერთეული, იმის მიხედვით, ამ ორი მონაცემიდან რომელიც უფრო დაბალია;
კოჭი და ტერფი: 4-8 ერთეული/კგ ან 300 ერთეული, იმის მიხედვით, ამ ორი მონაცემიდან რომელიც უფრო დაბალია
ორივე იდაყვის, მაჯის და ხელის და კოჭისა და ტერფის ან ორივე ფეხის მკურნალობისას მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 ერთეულს/კგ-ზე ან 340 ერთეულს, რომელიც უფრო დაბალია
12 კვირა*
ხელის, მკლავის და მხრის კუნთების მუდმივი სპაზმი მოზრდილ პაციენტებში
ზუსტი დოზირება და ინექციის უბნების რაოდენობა ყოველ ხელზე/მკლავზე/
მხარზე შეირჩევა ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით მაქსიმუმ 400 ერთეულამდე
ზუსტი დოზირება და ინექციის უბნების რაოდენობა შეირჩევა ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით მაქსიმუმ 400 ერთეულამდე
12 კვირა
კოჭის და ტერფის კუნთების მუდმივი სპაზმები მოზრდილ პაციენტებში
მრავალჯერადი ინექციები დაზიანებულ კუნთებში. ჯამური დოზა არის 300-400 ერთეული განაწილებული 6-მდე კუნთს შორის
ჯამური დოზა არის 300-400 ერთეული განაწილებული 6-მდე კუნთს შორის
12 კვირა
ქუთუთოების და სახის კუნთების მუდმივი სპაზმები
25 ერთეულამდე თითო თვალში
100 ერთეულამდე
3 თვე
კისრისა და მხრების კუნთების მუდმივი სპაზმები
200 ერთეულამდე
300 ერთეულამდე
10 კვირა
თავის ტკივილი ქრონიკული შაკიკის მქონე მოზრდილებში
155-195 ერთეული
155-195 ერთეული
12 კვირა
ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი შარდის გაჟონვით
100 ერთეული
100 ერთეული
3 თვე
შარდის გაჟონვა, გამოწვეული შარდის ბუშტის პრობლემებით, ასოცირებული ზურგის ტვინის დაზიანებასთან ან გაფანტულ სკლეროზთან მოზრდილ პაციენტებში
200 ერთეული
200 ერთეული
3 თვე
მკურნალობის ორზე მეტი კურსის ეფექტი არ არის შეფასებული.
იღლიების ჭარბი ოფლიანობა
50 ერთეული თითო იღლიაში
50 ერთეული თითო იღლიაში
16 კვირა
ვერტიკალური ნაოჭები წარბებს შორის, წარბების მაქსიმალური შეჭმუხვნისას
20 ერთეული**
50 ერთეულამდე
3 თვე
მკურნალობის ოთხზე მეტი კურსის ეფექტი არ არის შეფასებული.
მარაოს ფორმის ნაოჭები თვალის კუთხესთან, გამოვლენილი მაქსიმალური ღიმილის დროს
24 ერთეული**
24 ერთეული
3 თვე
შუბლის ნაოჭები მაქსიმალურად აწეული წარბების დროს
20 ერთეული***
3 თვე
- ექიმმა ან პრაქტიკოსმა სპეციალისტმა შეიძლება შეარჩიოს დოზა, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობა შეიძლება წარიმართოს 6 თვემდე ინტერვალით.
- * თუ მკურნალობთ მარაოს ფორმის ნაოჭებს თვალის კუთხიდან, რომელიც ვლინდება მაქსიმალური ღიმილის დროს, და ამავდროულად ვერტიკალურ ნაოჭებს წარბებს შორის მაქსიმალურად შეჭმუხვნისას, თქვენ გაგიკეთებენ ჯამურ დოზას 44 ერთეულს.
- ** თუ მკურნალობთ სახის 3 ტიპის ნაოჭს ერთდროულად (მარაოს ფორმის ნაოჭებს თვალის კუთხიდან მაქსიმალური გაღიმებისას, ვერტიკალურ ნაოჭებს წარბებს შორის მაქსიმალური შეჭმუხვნისას და შუბლის ნაოჭებს მაქსიმალურად აწეული წარბების დროს), თქვენ გაგიკეთებენ ჯამურ დოზას 64 ერთეულს.
ინფორმაცია პაციენტებისათვის, რომლებიც მკურნალობენ შარდის გაჟონვას
საშარდე გზების ინფექციის პრევენციის მიზნით, თქვენი ექიმი ან პრაქტიკოსი სპეციალისტი დაახლოებით ინექციის დროისათვის მოგცემენ ანტიბიოტიკებს. ინექცია გაკეთდება ცისტოსკოპიის სახელით ცნობილი პროცედურით. ინსტრუმენტს, სინათლის წყაროს მქონე ბოლოთი, შეიყვანენ თქვენს შარდის ბუშტში შესასვლელიდან, საიდანაც გამოდის შარდი (ეწოდება შარდსაწვეთი). ეს საშუალებას მისცემს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს, დაინახოს შარდის ბუშტი შიგნიდან და ინექცია გააკეთოს შარდის ბუშტის კედელზე. გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს პროცედურის შესახებ დამატებითი დეტალების ასახსნელად.
თუ არ იყენებდით კათეტერს (რბილი, ღრუს მქონე მილი, რომელიც იდგმება შარდსაწვეთში შარდის ბუშტის შარდისგან დაცლის მიზნით) ბოტოქსით მკურნალობამდე, ინექციიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ უნდა მიხვიდეთ ვიზიტზე ექიმთან. თქვენ გთხოვენ მოშარდვას და შემდეგ განსაზღვრავენ შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის მოცულობას. თუ ექიმი შეაფასებს, რომ თქვენს შარდის ბუშტში ძალიან დიდი რაოდენობით რჩება შარდი, თქვენ მოგცემენ მითითებას, გამოიყენოთ კათეტერი შარდის ბუშტის დასაცლელად. ექიმი გადაწყვეტს, თუ როდის უნდა დაბრუნდეთ იგივე ანალიზის ჩასატარებლად.
ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის შემთხვევაში შარდის გაჟონვით
ინექციამდე შეიძლება მოგცენ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება (თქვენი შარდის ბუშტი შეივსება საანესთეზიო ხსნარით და შემდეგ მოხდება დრენაჟი). ასევე შეიძლება მოგცენ სედატიური საშუალება.
თქვენ დაგაკვირდებიან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში ინექციის შემდეგ, სანამ შეძლებთ წასვლას, რათა შეაფასონ, რამდენად შეგიძლიათ სპონტანური მოშარდვა.
უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ შეძლებთ მოშარდვას, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ კათეტერის გამოყენების დაწყება. კლინიკურ კვლევებში, 100 პაციენტიდან, რომლებიც მკურნალობამდე არ იყენებდნენ კათეტერს, დაახლოებით 6 პაციენტს მკურნალობის შემდეგ შეიძლება დასჭირდეს კათეტერი.
ზურგის ტვინის დაზიანებასთან ან გაფანტულ სკლეროზთან ასოცირებული შარდის ბუშტის პრობლემებით გამოწვეული შარდის გაჟონვის შემთხვევა
პროცედურის წინ შეიძლება მოგცენ ადგილობრივი ან ზოგადი საანესთეზიო საშუალება.
თქვენ დაგაკვირდებიან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში ინექციის შემდეგ, სანამ შეძლებთ წასვლას. ინექციის დროს, იმ პროცედურის გამო, რომლითაც კეთდება ინექცია თქვენს შარდის ბუშტში, შეიძლება განვითარდეს თქვენი ორგანიზმის უკონტროლო რეფლექსური რეაქცია (მაგალითად, ძლიერი ოფლიანობა, პულსაციური თავის ტკივილი ან პულსის აჩქარება).
უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს, თუ ვერ შეძლებთ მოშარდვას, ვინაიდან შესაძლებელია დაგჭირდეთ კათეტერის გამოყენების დაწყება. კლინიკურ კვლევებში, პაციენტების დაახლოებით ერთმა მეხუთედმა აღნიშნა ბოტოქსით მკურნალობის შემდეგ შარდის ბუშტის მთლიანად დაცლის უუნარობა. პაციენტების სულ მცირე ერთ მესამედს, რომლებიც მკურნალობამდე არ იყენებდნენ კათეტერს, მკურნალობის შემდეგ შეიძლება დასჭირდეთ კათეტერის გამოყენება.
დრო გაუმჯობესების მისაღწევად და ეფექტის ხანგრძლივობა
ცერებრალური დამბლის მქონე ორი წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში იდაყვის, მაჯისა და ხელის ან კოჭისა და ტერფის კუნთების მუდმივი სპაზმების შემთხვევაში, გაუმჯობესება, როგორც წესი, ვლინდება ინექციიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში.
მოზრდილი პაციენტების ხელის, მკლავის და მხრის კუნთების მუდმივი სპაზმების შემთხვევაში, გაუმჯობესება, როგორც წესი, ვლინდება ინექციიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტი, როგორც წესი, მიიღწევა მკურნალობიდან დაახლოებით 4-6 კვირაში.
მოზრდილი პაციენტების კოჭისა და ტერფის კუნთების მუდმივი სპაზმების შემთხვევაში, ეფექტის შემცირების შემთხვევაში, საჭირო გახდება მკურნალობის განმეორება, თუმცა არა იმაზე მეტი სიხშირით, ვიდრე ყოველ 12 კვირაში ერთხელ.
ქუთუთოებისა და სახის კუნთების მუდმივი სპაზმების შემთხვევაში, გაუმჯობესება, როგორც წესი, ვლინდება ინექციიდან 3 დღის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა 1-2 კვირის შემდეგ.
კისრისა და მხრების კუნთების მუდმივი სპაზმების შემთხვევაში, გაუმჯობესება, როგორც წესი, ვლინდება ინექციიდან 2 კვირის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა მკურნალობიდან დაახლოებით 6 კვირაში.
ჰიპერაქტიური შარდის ბუშტით გამოწვეული შარდის გაჟონვის შემთხვევაში, გაუმჯობესება, როგორც წესი, ვლინდება ინექციიდან 2 კვირის განმავლობაში. ტიპიურად პაციენტები აღნიშნავენ, რომ ეფექტი ინექციიდან დაახლოებით 6-7 თვე გრძელდება.
ზურგის ტვინის დაზიანებასთან ან გაფანტულ სკლეროზთან ასოცირებული შარდის ბუშტის დარღვევებით გამოწვეული შარდის გაჟონვის შემთხვევაში, გაუმჯობესება, როგორც წესი, ვლინდება ინექციიდან 2 კვირის განმავლობაში. ტიპიურად პაციენტები აღნიშნავენ, რომ ეფექტი ინექციიდან დაახლოებით 9-10 თვე გრძელდება.
იღლიების ჭარბი ოფლიანობის შემთხვევაში, გაუმჯობესება, როგორც წესი, ვლინდება ინექციიდან პირველი კვირის განმავლობაში. საშუალოდ ეფექტი ჩვეულებრივ პირველი ინექციიდან 4-7 თვე გრძელდება.
წარბებს შორის ვერტიკალური ნაოჭების შემთხვევაში, რომლებიც ვლინდება მაქსიმალური შეჭმუხვნის დროს, გაუმჯობესება, როგორც წესი, მკურნალობიდან 1 კვირის განმავლობაში ვლინდება, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ინექციიდან 5-6 კვირაში. მკურნალობის ეფექტი ნარჩუნდება ინექციიდან 4 თვემდე.
თვალის კუთხიდან მარაოს-ფორმის ნაოჭების შემთხვევაში, რომლებიც ვლინდება მაქსიმალური გაღიმების დროს, გაუმჯობესება, როგორც წესი, მკურნალობიდან 1 კვირის განმავლობაში ვლინდება. მკურნალობის ეფექტი ნარჩუნდება ინექციიდან საშუალოდ 4 თვე.
შუბლის ნაოჭების შემთხვევაში, რომლებიც ვლინდება მაქსიმალურად აწეული წარბების დროს, გაუმჯობესება, როგორც წესი, მკურნალობიდან 1 კვირის განმავლობაში ვლინდება. მკურნალობის ეფექტი ნარჩუნდება ინექციიდან საშუალოდ 4 თვე.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ბოტოქსი
ბოტოქსის ჭარბი დოზირების ნიშნები შეიძლება არ გამოვლინდეს ინექციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ბოტოქსის გადაყლაპვის ან შემთხვევით ინექციის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოსს სპეციალისტს, რომლის დაკვირვების ქვეშ იქნებით რამდენიმე კვირა.
ბოტოქსის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, თუ გამოვლინდება რომელიმე ქვემოთ აღწერილი სიმპტომი, სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს. ის გადაწყვეტს, უნდა წახვიდეთ თუ არა საავადმყოფოში:
კუნთების სისუსტე, რომელიც შეიძლება იყოს ლოკალური ან მოშორებული ინექციის უბანს;
სუნთქვის, ყლაპვის ან მეტყველების გაძნელება კუნთების დამბლის გამო;
საკვების ან სითხის უნებლიე გადასვლა ფილტვებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია (ფილტვების ინფექცია) კუნთების დამბლის გამო;
ქუთუთოების ფტოზი, მხედველობის გაორება;
გენერალიზებული სისუსტე.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან პრაქტიკოს სპეციალისტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
იმ შემთხვევაში, თუ ბოტოქსის გამოყენების შემდეგ შენიშნავთ სუნთქვის, ყლაპვის ან მეტყველების გაძნელებას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ჭინჭრის ციება, შეშუპება სახის ან ხორხის შეშუპების ჩათვლით, ქოშინი, გულის წასვლის შეგრძნება და სუნთქვის უკმარისობა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში. ზოგადად, გვერდითი მოვლენები ვლინდება ინექციიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. ისინი, როგორც წესი, ხანმოკლეა, თუმცა შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს და იშვიათ შემთხვევებში, უფრო ხანგრძლივადაც.
როგორც ნებისმიერი საინექციო პროცედურის შემთხვევაში არის მოსალოდნელი, შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი/წვა/ჩხვლეტა, შეშუპება და/ან სისხლჩაქცევები ინექციასთან დაკავშირებით.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგ კატეგორიებად, მათი განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი
შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში
ხშირი
შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანში
არახშირი
შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანში
იშვიათი
შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-მდე ადამიანში
ძალიან იშვიათი
შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-მდე ადამიანში
სიხშირე უცნობია
არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია
ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი მოვლენები, რომლებიც განსხვავდება იმის მიხედვით, თუ სხეულის რა ნაწილში გაკეთდა ბოტოქსის ინექცია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა დამძიმდება ან თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან პრაქტიკოს სპეციალისტს.
ინექციები ბავშვებში იდაყვის, მაჯისა და ხელის კუნთების მუდმივი სპაზმებით
ხშირი
ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, გულისრევა, კუნთების სისუსტე, ტკივილი ინექციის ადგილად
ინექციები ბავშვებში კოჭისა და ტერფის კუნთების მუდმივი სპაზმებით
ხშირი
მყესების დაჭიმვა ან გახევა, კანის ზედაპირული ჭრილობა;
პრობლემები სიარულისას, ტკივილი ინექციის ადგილას;
გამონაყარი.
არახშირი
კუნთების სისუსტე.
აღწერილია სიკვდილის იშვიათი სპონტანური შემთხვევები, ზოგჯერ ასოცირებული ასპირაციულ პნევმონიასთან ბავშვებში მძიმე ცერებრალური დამბლით, ბოტოქსით მკურნალობის შემდეგ.
ინექციები მოზრდილი პაციენტების ხელში, მკლავსა და მხარში
ხშირი
ტკივილი ხელებსა და თითებში;
გულისრევა
კიდურების, ანუ ხელებისა და ფეხების შეშუპება;
დაღლილობა
კუნთების სისუსტე
ინექციები მოზრდილი პაციენტების კოჭსა და ტერფში
ხშირი
გამონაყარი
სახსრების ტკივილი ან ანთება, კუნთების რიგიდობა ან ტკივილი, კუნთების სისუსტე
კიდურების, ანუ ხელებისა და ფეხების შეშუპება
დაცემა
ინექციები ქუთუთოებსა და სახეზე კუნთების სპაზმების გამო
ძალიან ხშირი
ქუთუთოს ფტოზი
ხშირი
სახის შეშუპება
რქოვანას (გამჭვირვალე ზედაპირი, რომელიც ფარავს თვალის წინა მხარეს) ძალიან პატარა დაზიანება, თვალის მთლიანად დახურვის გაძნელება, ცრემლსავსეობა, თვალების სიმშრალე, თვალის გაღიზიანება და მგრძნობელობა სინათლეზე
სისხლჩაქცევა კანის ქვეშ
გაღიზიანებადობა.
არახშირი
თავბრუსხვევა, სახის კუნთების სისუსტე, სახის ერთ მხარეს კუნთების ფტოზი
მხედველობის დარღვევა, დაბინდული მხედველობა, გაორებული მხედველობა, რქოვანას (გამჭვირვალე ზედაპირი, რომელიც თვალის წინა მხარეს ფარავს) ანთება, ქუთუთოების გარეთ ან შიგნით ბრუნვა
გამონაყარი
დაღლილობა
იშვიათი
ქუთუთოების შეშუპება
ძალიან იშვიათი
რქოვანას (გამჭვირვალე ზედაპირი, რომელიც თვალის წინა მხარეს ფარავს) დაზიანება, წყლულისა და პერფორაციის ჩათვლით.
ინექციები კისერსა და მხარში
ძალიან ხშირი
ყლაპვის გაძნელება
ტკივილი
კუნთების სისუსტე
ხშირი
თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი
სისუსტე ან ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, გრიპის ნიშნები
გულისრევა, პირის სიმშრალე
კუნთების სპაზმები, კუნთების რიგიდობა ან ტკივილი, კუნთების დაჭიმულობის მომატება
კანის მგრძნობელობის დაქვეითება
შეშუპება და გაღიზიანება ცხვირის შიგნით (რინიტი), ცხვირის ან ყელის ინფექციის ნიშნები (დახშული ცხვირი ან სურდო, ხველა, ყელის ტკივილი)
არახშირი
სუნთქვის უკმარისობა, ხმის ცვლილება
გაორებული მხედველობა, ქუთუთოს ფტოზი
ცხელება
ინექციები თავსა და კისერში თავის ტკივილის პრევენციისათვის იმ პაციენტებში, რომლებსაც ქრონიკული შაკიკი აწუხებთ
ხშირი
თავის ტკივილის მომატება ან შაკიკი
სახის კუნთების სისუსტე
ქუთუთოს ფტოზი
გამონაყარი, ქავილი
ტკივილი ინექციის ადგილზე
კუნთების სისუსტე, კისრის ტკივილი, კუნთების ტკივილი ან სპაზმი, კუნთის რიგიდობა ან დაჭიმულობა
არახშირი
ყლაპვის გაძნელება
ქუთუთოს შეშუპება
კანის ტკივილი
ყბის ტკივილი
სიხშირე უცნობია
მეფისტოფელის ნიშანი (წარბის გვერდითი აწევა)
ინექციები შარდის ბუშტის კედელში ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის დროს, შარდის გაჟონვით
ძალიან ხშირი
საშარდე ტრაქტის ინფექცია, მტკივნეული შარდვა ინექციის შემდეგ*
ხშირი
შარდის ბუშტის დაცლის შეუძლებლობა (შარდის შეკავება), შარდის ბუშტის არასრული დაცლა, დღის განმავლობაში ხშირი შარდვა
შარდში ბაქტერიები ან სისხლის თეთრი უჯრედები
- აღნიშული გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია საინექციო პროცედურებთან.
ინექციები მოზრდილი პაციენტების შარდის ბუშტის კედელში შარდის გაჟონვის გამო, რაც გამოწვეულია ზურგის ტვინის დაზიანებასთან ან გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებული შარდის ბუშტის პრობლემებით
ძალიან ხშირი
საშარდე ტრაქტის ინფექცია (დაახლოებით პაციენტების ნახევარში)
შარდის ბუშტის დაცლის შეუძლებლობა (შარდის შეკავება; იხილეთ პუნქტი 3)
ხშირი
კუნთების სპაზმი
შარდის ბუშტის კედლის შებერილობა (შარდის ბუშტის დივერტიკული)
შემდეგი გვერდითი მოვლენები აღწერილია მხოლოდ გაფანტული სკლეროზის შემთხვევაში:
ძილის გაძნელება (უძილობა)
დაღლილობა, სიარულის პრობლემები (წონასწორობის დარღვევა)
ყაბზობა
კუნთების სისუსტე, დაცემა
შემდეგი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია საინექციო პროცედურასთან:
სისხლიანი შარდი ინექციის შემდეგ;
სხეულის უკონტროლო რეფლექსური რეაქცია (პროფუზული ოფლიანობა, პულსირებადი თავის ტკივილი ან პულსის სიხშირის ზრდა) ინექციის დროის განმავლობაში (ავტონომიური დისრეფლექსია; იხილეთ პუნქტი 3).
ინექციები პედიატრიული პაციენტების შარდის ბუშტის კედელში შარდის გაჟონვის გამო, რაც გამოწვეულია ხერხემლის ნაპრალის, ზურგის ტვინის დაზიანებასთან ან ტრანსვერსულ მიელიტთან დაკავშირებული შარდის ბუშტის პრობლემებით
ძალიან ხშირი
ბაქტერია შარდში
ხშირი
საშარდე ტრაქტის ინფექცია, სისხლის თეთრი უჯრედები შარდში, სისხლი შარდში ინექციის შემდეგ
ინექციები იღლიების ჭარბი ოფლიანობისთვის
ძალიან ხშირი
ტკივილი ინექციის ადგილზე
ხშირი
თავის ტკივილი, დაბუჟება
ალები
მომატებული ოფლიანობა იღლიის გარდა სხვა ადგილებში, კანის უჩვეულო სუნი, ქავილი, კანქვეშა კვანძები
თმის ცვენა
კიდურების, როგორიცაა ხელები და თითები ტკივილი
ტკივილი, რეაქცია ინექციის ადგილზე, როგორიცაა შეშუპება, სისხლდენა, წვა ან მგრძნობელობის მომატება
არახშირი
კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, სახსრების პრობლემები
სისუსტის შეგრძნება
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება
ინექციები სახის ნაოჭებისთვის მოზრდილებში
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ინექცია შუბლში ვერტიკალური ნაოჭებისთვის
ინექციები მარაოს ფორმის ნაოჭებისთვის თვალის კუთხეებიდან, ვერტიკალურ ნაოჭებთან ერთად ან მათ გარეშე მკურნალობისას, რომლებიც ისახება წარბების შეჭმუხვნისას
ინექციები შუბლის ნაოჭებსა და წარბებს შორის ვერტიკალურ ნაოჭებში, რომლებიც ისახება შეჭმუხვნისას, თვალის კუთხეებიდან მარაოს ფორმის ნაოჭებთან ერთად ან მათ გარეშე
თავის ტკივილი
ხშირი
n/a
ხშირი
ქუთუთოს ფტოზი
ხშირი
n/a
ხშირი1
კუნთების ლოკალიზებული სისუსტე
ხშირი
n/a
n/a
სახის ტკივილი
ხშირი
n/a
n/a
კანის სიწითლე
ხშირი
n/a
n/a
ინექციის ადგილის ჰემატომა*
n/a
ხშირი
ხშირი
ინექციის ადგილის სისხლჩაქცევა*
n/a
n/a
ხშირი
კანის დაჭიმულობა
არახშირი
n/a
ხშირი
ინფექცია
არახშირი
n/a
n/a
შფოთვა
არახშირი
n/a
n/a
დაბუჟება, თავბრუსხვევა
არახშირი
n/a
n/a
ქუთუთოების ანთება, თვალის ტკივილი, მხედველობის დარღვევები
არახშირი
n/a
n/a
შეშუპება (სახის, თვალების გარშემო), კანის მგრძნობელობა სინათლეზე, კანის სიმშრალე, ქავილი
არახშირი
n/a
n/a
თვალის შეშუპება
არახშირი
არახშირი
n/a
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, პირის სიმშრალე
არახშირი
n/a
n/a
კუნთების კრთომა
არახშირი
n/a
n/a
მეფისტოფელის ნიშანი (წარბის გვერდითი აწევა)
არახშირი
n/a
არახშირი
ცხელება, გრიპის გამოვლინებები, სისუსტის შეგრძნება
არახშირი
n/a
n/a
ინექციის ადგილზე სისხლდენა*
n/a
არახშირი
n/a
ინექციის ადგილზე ტკივილი*
n/a
არახშირი
არახშირი
ინექციის ადგილზე ჩხვლეტა ან დაბუჟება
n/a
არახშირი
n/a
წარბის ფტოზი2
n/a
n/a
ხშირი
n/a - აღწერილი არ არის, როგორც შესაძლო გვერდითი მოვლენა
- ამ გვერდითი მოვლენებიდან ზოგიერთი შეიძლება დაკავშირებული იყოს საინექციო პროცედურასთან.
- ქუთუთოს ფტოზამდე საშუალო დრო იყო 9 დღე მკურნალობის შემდეგ.
- ქუთუთოს ფტოზამდე მეორე საშუალო დრო იყო 5 დღე მკურნალობის შემდეგ.
ზოგადი ინფორმაცია სხვა გვერდითი მოვლენების შესახებ
შემდეგ ჩამონათვალში მოცემულია ბოტოქსის დამატებითი გვერდითი მოვლენები, ნებისმიერი დაავადების დროს, მისი რეალიზაციაში გაშვების შემდეგ:
იმუნურ სისტემაზე მოქმედი
უეცარი ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს სერიოზული (სახის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გულის წასვლის შეგრძნება)
დაგვიანებული რეაქცია, რაც შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, კანის რეაქციას, სახსრის ტკივილს (შრატის დაავადება)
ჭინჭრის ციება
მეტაბოლიზმზე მოქმედი
მადის დაკარგვა
ნერვულ სისტემაზე მოქმედი
ნერვის დაზიანება (ბრაქიალური პლექსოპათია)
მეტყველების არევა, მეტყველების პრობლემები
სახის ცალ მხარეს კუნთების სისუსტე ან ფტოზი
კანის მგრძნობელობის დაქვეითება
კუნთების სისუსტე
კუნთებზე მოქმედი ქრონიკული დაავადება (მიასთენია გრავის)
მკლავის და მხრის მოძრაობის გაძნელება
ხელების და ფეხების დაბუჟება, ჩხვლეტა და ტკივილი
ხერხემლიდან დაწყებული ტკივილი/დაბუჟება/ ან სისუსტე
კრუნჩხვები, გულის წასვლა
თვალებზე მოქმედი
თვალის წნევის მომატება
ქუთუთოს ფტოზი
თვალის სრულად დახუჭვის გაძნელება
სტრაბიზმი (სიელმე)
მხედველობის დაბინდვა
მხედველობის დარღვევა
თვალის სიმშრალე
ქუთუთოს შეშუპება
ყურზე მოქმედი
სმენის დაქვეითება
ხმაური ყურებში
თავბრუსხვევა ან „ბრუნვის“ შეგრძნება (ვერტიგო)
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი
გულის პრობლემები გულის შეტევის ჩათვლით
სასუნთქ სისტემაზე მოქმედი
ასპირაციული პნევმონია (ფილტვის ანთება, რომელიც გამოწვეულია შემთხვევით საკვების, სასმელის, ნერწყვის ან ამონაღები მასის შესუნთქვით)
სუნთქვის პრობლემები, სუნთქვის დათრგუნვა და/ან სუნთქვის უკმარისობა
კუჭ-ნაწლავის სისტემაზე მოქმედი
მუცლის ტკივილი
დიარეა, ყაბზობა
პირის სიმშრალე
სუნთქვის გაძნელება
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, პირღებინება.
კანზე მოქმედი
თმის ცვენა, წარბების ცვენა
წარბის ფტოზი
კანის წითელი ბალთისებური გამონაყარის სხვადასხვა ტიპები
ჭარბი ოფლიანობა
ქავილი
გამონაყარი
კუნთებზე მოქმედი
კუნთების ტკივილი, საინექციო კუნთის ინერვაცია / შეკუმშვა
კუნთის ლოკალიზებული კრთომა/უნებლიე შეკუმშვები
სხეულზე მოქმედი
ზოგადი თვითშეგრძნების გაუარესება
ცხელება
გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს. აღნიშნული მოიცავს იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება ასევე პირდაპირ შეგიძლიათ ყვითელი ბარათის სქემით, ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოიძიეთ MHRA ყვითელი ბარათი აპლიკაციაში Google Play ან Apple Pay Store.
გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგებით, შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
ბოტოქსის შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება მაცივარში (2°C - 8°C ტემპერატურაზე), ან საყინულეში (-5°C-დან - 20°C-მდე ტემპერატურაზე).
ხსნარის მომზადების შემდეგ, რეკომენდებულია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება; თუმცა, მისი შენახვა შესაძლებელია მაცივარში 24 საათის განმავლობაში (2C° - 8C° ტემპერატურაზე).
თქვენმა ექიმმა ან ჯანდაცვის სპეციალისტმა ბოტოქსი არ უნდა გამოიყენოს ეტიკეტზე „EXP“ ნიშნის შემდეგ მითითებული ვადის ამოწურვის შემდგომ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბოტოქსი
აქტიური ნივთიერებაა A ტიპის ბოტულინის ტოქსინი, მიღებული Clostridium botulinum-დან;
სხვა ნივთიერებებია ადამიანის ალბუმინი და ნატრიუმის ქლორიდი.
ბოტოქსის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა
ბოტოქსი წარმოდგენილია თხელი თეთრი ფხვნილის სახით, რომელიც შეიძლება ძნელი დასანახი იყოს მინის გამჭვირვალე ფლაკონის ფსკერზე. ინექციამდე პროდუქტი უნდა განზავდეს სტერილურ, კონსერვანტებისგან თავისუფალ, ნორმალურ ფიზიოლოგიურ ხსნარში (0.9 ნატრიუმის ქლორიდი საინექციოდ).
ყოველი ფლაკონი შეიცავს A ტიპის ბოტულინის ტოქსინის 50, 100 ან 200 ალერგანის ერთეულს. ყოველი შეფუთვა შეიცავს 1, 2, 3 ან 6 ფლაკონს. ბაზარზე შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს „AbbVie“
მეიდენჰედი
SL6 4UB
გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი:
შეუზღუდავი პასუხისმგებლობის საზოგადოება Allergan Pharmaceuticals Ireland
ვესტპორტი,
კასტლბარის გზატკეცილი,
მაიო, F28 AW83,
ირლანდია
წინამდებარე შეფუთვის ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი: 2023 წლის ივნისი
- ------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:
ბოტოქსის დანიშვნასთან დაკავშირებით სრული ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ პროდუქტის ზოგადი დახასიათება
ყველა ჩვენებისთვის:
ფიქსირდება შეყვანის ადგილიდან მოშორებით ტოქსინის გავრცელებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, რაც ზოგჯერ იწვევს სიკვდილს, ზოგ შემთხვევაში დაკავშირებულია დისფაგიასთან, პნევმონიასა და/ან მნიშვნელოვან სისუსტესთან. სიმპტომები ბოტულინის ტოქსინის მოქმედების მექანიზმის შესაბამისია და ვლინდება ინექციიდან რამდენიმე საათიდან რამდენიმე კვირამდე პერიოდში. სიმპტომების რისკი სავარაუდოდ უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ არსებული პათოლოგიები და თანმხლები დაავადებები, რომლებიც ხელს უწყობს სიმპტომების განვითარებას, ბავშვებისა და მოზრდილების ჩათვლით, რომლებიც მკურნალობენ სპასტიურობის გამო მაღალი დოზებით.
იმ პაციენტებში, რომლებიც თერაპიული დოზებით მკურნალობენ, შეიძლება ასევე გამოვლინდეს კუნთების ძლიერი სისუსტე.
ინექციის პროცედურასთან ასოცირებული პნევმოთორაქსი აღწერილია ბოტოქსის შეყვანისას გულ-მკერდის მიდამოს ახლოს. აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა ფილტვებთან ახლოს, განსაკუთრებით ფილტვის წვერის ახლოს ან სხვა მგრძნობიარე ანატომიურ სტრუქტურებში ინექციის დროს.
მძიმე გვერდითი მოვლენები, ფატალური შედეგების ჩათვლით, ფიქსირდება იმ პაციენტებში, რომლებსაც მიღებული აქვთ ბოტოქსის არამიზნობრივი ინექციები პირდაპირ სანერწყვე ჯირკვლებში, ორო-ლინგვო-ფარინგეალურ უბანში, საყლაპავსა და კუჭში. ზოგ პაციენტს ჰქონდა უკვე არსებული დისფაგია ან გამოხატული სისუსტე.
აღინიშნა გარდაცვალების იშვიათი სპონტანური შემთხვევები, ზოგჯერ ასოცირებული ასპირაციულ პნევმონიასთან მძიმე ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებში ბოტულინის ტოქსინით მკურნალობის შემდეგ, მათ შორის არამიზნობრივი გამოყენების შემდეგ (მაგალითად, კისრის არე). განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა არის აუცილებელი პედიატრიული პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც აქვთ გამოხატული ნევროლოგიური სისუსტე, დისფაგია ან აქვთ ასპირაციული პნევმონიის ან ფილტვების დაავადების ახალი ანამნეზი. ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის მქონე პაციენტებში მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ასეთი პაციენტისათვის აღემატება რისკებს. ბოტოქსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის იხილეთ პროდუქტის ზოგადი დახასიათება.
სამკურნალო პროდუქტის აღდგენა:
კარგი კლინიკური პრაქტიკის მიხედვით, ფლაკონის აღდგენა და შპრიცის მომზადება უნდა მოხდეს პლასტიკური მასალით ამოფენილი ქაღალდის ხელსახოცებით, ნებისმიერი გაჟონვის პრევენციისთვის.
ბოტოქსის აღდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ სტერილური, კონსერვანტების გარეშე წარმოდგენილი ფიზიოლოგიური ხსნარით (0.9% ნატრიუმის ქლორიდი საინექციოდ). ამოიღეთ გამხსნელის შესაბამისი რაოდენობა (იხილეთ ქვემოთ აღდგენის ცხრილი ან მითითებები) შპრიცში.
ბოტოქსის 50, 100 და 200 ალერგანის ერთეულის ფლაკონების ზომის აღდგენის ცხრილი ყველა ჩვენებისთვის, შარდის ბუშტის დარღვევების გარდა:
50 ერთეულის შემცველი ფლაკონი
100 ერთეულის შემცველი ფლაკონი
200 ერთეულის შემცველი ფლაკონი
შედეგად მიღებული დოზა (ერთეული 0.1 მლ-ზე)
გამხსნელის რაოდენობა (სტერილური, კონსერვანტებისგან თავისუფალი, ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარი (0.9% ნატრიუმის ქლორიდი საინექციოდ) დამატებული 50 ერთეულის შემცველ ფლაკონში
გამხსნელის რაოდენობა (სტერილური, კონსერვანტებისგან თავისუფალი, ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარი (0.9% ნატრიუმის ქლორიდი საინექციოდ) დამატებული 100 ერთეულის შემცველ ფლაკონში
გამხსნელის რაოდენობა (სტერილური, კონსერვანტებისგან თავისუფალი, ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარი (0.9% ნატრიუმის ქლორიდი საინექციოდ) დამატებული 200 ერთეულის შემცველ ფლაკონში
20 ერთეული
- 25 მლ
- 5 მლ
1 მლ
10 ერთეული
- 5 მლ
1 მლ
2 მლ
5 ერთეული
1 მლ
2 მლ
4 მლ
4 ერთეული
- 25 მლ
- 5 მლ
5 მლ
- 5 ერთეული
2 მლ
4 მლ
8 მლ
- 25 ერთეული
4 მლ
8 მლ
N/A
გამომდინარე იქიდან, რომ ბოტოქსი დენატურაციას განიცდის ბუშტუკების წარმოქმნით ან მსგავსი ინტენსიური შენჯღრევით, გამხსნელი ნელა შეიყვანეთ ფლაკონში. მოახდინეთ ფლაკონის უტილიზაცია იმ შემთხვევაში, თუ ვაკუუმი ფლაკონში გამხსნელის ჩასხმის საშუალებას არ იძლევა. აღდგენილი ბოტოქსი არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ ყვითელი ფერის, მყარი ნაწილაკებისგან თავისუფალი ხსნარი. აღდგენილი ხსნარი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს სიწმინდესა და მყარი ნაწილაკების არსებობაზე. ფლაკონში აღდგენის შემდეგ, ბოტოქსის შენახვა შესაძლებელია მაცივარში (2°C - 8°C ტემპერატურაზე) 24 საათის განმავლობაში მის გამოყენებამდე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ გამოყენება არ მოხდება, გამოყენებამდე შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C - 8°C ტემპერატურაზე.
განზავების ინსტრუქცია შარდის შეუკავებლობის მკურნალობის დროს, რაც განპირობებულია ჰიპერაქტიური შარდის ბუშტით:
რეკომენდებულია 100 ერთეულის ან ორი 50 ერთეულის შემცველი ფლაკონების გამოყენება აღდგენისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ 200 ერთეულის შემცველი ფლაკონის გამოყენება, მოახდინეთ ბოტოქსის 200 ერთეულის შემცველი ფლაკონის აღდგენა 8 მლ სტერილურ, კონსერვანტებისგან თავისუფალ, ფიზიოლოგიურ ხსნარში (0.9% ნატრიუმის ქლორიდი საინექციოდ) და ნაზად შეურიეთ. ფლაკონიდან 4 მლ გადაიტანეთ 10 მლ შპრიცში. აღდგენა დაასრულეთ 6 მლ სტერილური, კონსერვანტებისგან თავიუფალი, ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარის (0.9% ნატრიუმის ქლორიდი საინექციოდ) 10 მლ შპრიცში გადატანით და ნაზად შეურიეთ. ამის შედეგად, 10 მლ შპრიცში საერთო ჯამში აღდგენილი იქნება ბოტოქსის 100 ერთეული. გამოიყენეთ შპრიცში აღდგენისთანავე. ნებისმიერი გამოუყენებელი ფიზიოლოგიური ხსნარი გაანადგურეთ.
ან მოახდინეთ ბოტოქსის 100 ერთეულის შემცველი ფლაკონის აღდგენა 10 მლ სტერილურ, კონსერვანტებისგან თავისუფალ, ნორმალურ ფიზიოლოგიურ ხსნარში (0.9% ნატრიუმის ქლორიდი საინექციოდ) და შეურიეთ ნაზად. გადაიტანეთ 10 მლ ფლაკონიდან 10 მლ შპრიცში. ამის შედეგად, 10 მლ-იან შპრიცში იქნება აღდგენილი ბოტოქსის 100 ერთეული. გამოიყენეთ შპრიცში აღდგენისთანავე. ნებისმიერი გამოუყენებელი ფიზიოლოგიური ხსნარი გაანადგურეთ.
ან მოახდინეთ ბოტოქსის ორი 50 ერთეულის შემცველი ფლაკონის აღდგენა, თითო 5 მლ სტერილურ, კონსერვანტებისგან თავისუფალ, ნორმალურ ფიზიოლოგიურ ხსნარში (0.9 ნატრიუმის ქლორიდი საინექციოდ) და ყოველი ფლაკონი ნაზად შეურიეთ. ყოველი ფლაკონიდან 5 მლ გადაიტანეთ 10 მლ-იან შპრიცში. ამის შედეგად 10 მლ შპრიცში წარმოდგენილი იქნება აღდგენილი ბოტოქსის 100 ერთეული. გამოიყენეთ შპრიცში განზავებისთანავე. ნებისმიერი გამოუყენებელი ფიზიოლოგიური ხსნარი გაანადგურეთ.
აღნიშნული პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის და ნებისმიერი გამოუყენებელი აღდგენილი პროდუქტი უნდა განადგურდეს.
აღდგენის ინსტრუქციები შარდის შეუკავებლობისას, რომელიც გამოწვეულია მომჭერი კუნთის ნეოროგენური ჰიპერაქტივობით:
რეკომენდებულია, რომ 200 ერთეული ან ორი 100 ერთეულის შემცველი ფლაკონი გამოყენებული იქნას მოსახერხებელი აღდგენისთვის.
მოახდინეთ ბოტოქსის 200 ერთეულის შემცველი ფლაკონის აღდგენა 6 მლ სტერილურ, კონსერვანტებისგან თავისუფალ, ნორმალურ ფიზიოლოგიურ ხსნარში (0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციოდ) და შეურიეთ ნაზად. ფლაკონიდან ამოიღეთ 2 მლ სამ 10 მლ-იან შპრიცში. დაასრულეთ აღდგენა 8 მლ სტერილურ, კონსერვანტებისგან თავისუფალ, ნორმალურ ფიზიოლოგიურ ხსნარში (0.9% ნატრიუმის ქლორიდი საინექციოდ) თითოეულ 10 მლ-იან შპრიცში და მსუბუქად შეურიეთ. ამის შედეგად სამი 10 მლ-იანი შპრიცი შეიცავს აღდგენილი ბოტოქსის 200 ერთეულს. გამოიყენეთ შპრიცში აღდგენისთანავე. ნებისმიერი გამოუყენებელი ფიზიოლოგიური ხსნარი გაანადგურეთ.
ან მოახდინეთ ბოტოქსის ორი 100 ერთეულის შემცველი ფლაკონის აღდგენა, თითო 6 მლ სტერილურ, კონსერვანტებისგან თავისუფალ, ნორმალურ ფიზიოლოგიურ ხსნარში (0.9% ნატრიუმის ქლორიდი საინექციოდ) და ნაზად შეურიეთ. ყოველი ფლაკონიდან 4 მლ გადაიტანეთ ორიდან ყოველ 10 მლ-იან შპრიცში. ყოველი ფლაკონიდან დარჩენილი 2 მლ გადაიტანეთ მესამე 10 მლ-იან შპრიცში. აღდგენა დაასრულეთ 6 მლ სტერილური, კონსერვანტებისგან თავისუფალი, ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარის (0.9% ნატრიუმის ქლორიდი საინექციოდ) დამატებით თითო 10 მლ-იან შპრიცში და ნაზად შეურიეთ. ამის შედეგად სამ 10 მლ-იან შპრიცში საერთო ჯამში წარმოდგენილი იქნება 200 ერთეული აღდგენილი ბოტოქსი. გამოიყენეთ შპრიცში განზავებისთანავე. ნებისმიერი გამოუყენებელი ფიზიოლოგიური ხსნარი გაანადგურეთ.
იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ 50 ერთეულის შემცველი ფლაკონების გამოყენება, მოახდინეთ ბოტოქსის ოთხი 50 ერთეულის შემცველი ფლაკონის აღდგენა, თითო 3 მლ სტერილურ, კონსერვანტებისგან თავისუფალ, ნორმალურ ფიზიოლოგიურ ხსნარში (0.9% ნატრიუმის ქლორიდი საინექციოდ) და ნაზად შეურიეთ. პირველი ფლაკონიდან 3 მლ და მეორე ფლაკონიდან 1 მლ გადაიტანეთ ერთ 10 მლ-იან შპრიცში. მესამე ფლაკონიდან 3 მლ და მეოთხე ფლაკონიდან 1 მლ გადაიტანეთ მეორე 10 მლ-იან შპრიცში. მეორე და მეოთხე ფლაკონებიდან დარჩენილი 2 მლ გადაიტანეთ მესამე 10 მლ-იან შპრიცში. აღდგენა დაასრულეთ 6 მლ სტერილური, კონსერვანტებისგან თავისუფალი, ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარის (0.9% ნატრიუმის ქლორიდი საინექციოდ) დამატებით სამივე 10 მლ-იან შპრიცში და ნაზად შეურიეთ. შედეგად სამ 10 მლ-იან შპრიცში საერთო ჯამში წარმოდგენილი იქნება 200 ერთეული აღდგენილი ბოტოქსი. გამოიყენეთ შპრიცში აღდგენისთანავე. ნებისმიერი გამოუყენებელი ფიზიოლოგიური ხსნარი გაანადგურეთ.
პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის, გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
ფლაკონების, შპრიცების და გამოყენებული მასალების უსაფრთხოდ გაუვნებელყოფის პროცედურები
უსაფრთხოდ გაუვნებელყოფის მიზნით, გამოუყენებელი ფლაკონების აღდგენა უნდა მოხდეს მცირე რაოდენობით წყლით და შემდეგ უნდა გაკეთდეს ავტოკლავში სტერილიზაცია. საჭიროა ნებისმიერი გამოყენებული ფლაკონის, შპრიცის, შხეფების და ა.შ. ავტოკლავში სტერილიზაცია ან ნარჩენი ბოტოქსის ინაქტივირება განზავებული ჰიპოქლორიტის ხსნარის (0.5%) გამოყენებით 5 წუთის განმავლობაში.
პროდუქტის იდენტიფიკაცია
იმ ფაქტში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად „Allergan“-ის მიერ წარმოებული ორიგინალი ბოტოქსი მიიღეთ, შეამოწმეთ დამცავი ჰოლოგრამის ლუქი, რომელიც შეიცავს „Allergan“-ის ნახევრად გამჭვირვალე, ვერცხლისფერ ლოგოს ბოტოქსის მუყაოს კოლოფის ზედა და ქვედა კიდეებზე და ჰოლოგრაფიულ გარსს ფლაკონის მარკირებაზე. აღნიშნული გარსის სანახავად, შეამოწმეთ ფლაკონი მაგიდის ნათურის ან ფლუორესცენტული სინათლის წყაროს ქვეშ. ფლაკონის თითებით წინ და უკან გადატრიალებით, შეხედეთ ცისარტყელის ფერების ჰორიზონტალურ ხაზებს მარკირებაზე და დარწმუნდით, რომ სახელი „Allergan“ ჩნდება ცისარტყელას ხაზებს შორის.
პროდუქტი არ გამოიყენოთ და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ AbbVie-ს ადგილობრივ ოფისს იმ შემთხვევაში, თუ:
ცისარტყელას ფერების ჰორიზონტალური ხაზები ან სიტყვა „Allergan“ წარმოდგენილი არ არის ფლაკონის მარკირებაზე;
დამცავი პლომბი დარღვეულია და არაა წარმოდგენილი მუყაოს კოლოფის ორივე ბოლოზე;
ლუქზე „Allergan“-ის ნახევრად გამჭვირვალე ვერცხლისფერი ლოგო მკვეთრად არ ჩანს ან აქვს შავი წრე, შუაში გამავალი დიაგონალური ხაზით (ანუ ამკრძალავი ნიშანი).
დამატებით, „Allergan“-მა წებოვანი სტიკერები განათავსა ბოტოქსის ფლაკონის ეტიკეტზე, რომელზეც მითითებულია თქვენ მიერ მიღებული პროდუქტის პარტიის ნომერი და ვარგისობის ვადა. შესაძლებელია ამ სტიკერების აძრობა და თქვენი პაციენტის ისტორიაზე მოთავსება, მონიტორინგის მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ ბოტოქსის ფლაკონის ეტიკეტიდან სტიკერის აძრობის შემდეგ, გამოჩნდება სიტყვა „USED” (გამოყენებული), რათა დამატებით დარწმუნდეთ, რომ თქვენ იყენებთ „Allergan“-ის მიერ წარმოებული ბოტოქსის ავთენტურ პროდუქტს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , აკრძალულია ფორმა №3 რეცეპტზე გამოწერა და საცალო რეალიზაცია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


