პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიორელაქსანტები

ბლოკიუმ ფლექსი

BLOKIUM® FLEX

რეცეპტით50მგ + 4მგინსტრუქცია ქართულადარგენტინა
რისთვის გამოიყენება

ბლოკიუმ ფლექსი გამოიყენება სახსრების და/ან კუნთების ძლიერი ტკივილის დროს, რომელიც დაკავშირებულია კუნთების სპაზმთან (კონტრაქტურასთან). ეს ძალიან ხშირია ხერხემლის სვეტის არეში ტკივილის დროს, თუმცა შესაძლოა განვითარდეს სხეულის სხვა ნაწილებშიც. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
50მგ + 4მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №15 (1X15)
მწარმოებელი
Laboratorios CASASCO S.A.I.C., არგენტინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მიორელაქსანტები, ცენტრალური მოქმედების სხვა მიორელაქსანტები
ATC კოდი
M03BX53
რეგისტრაციის ნომერი
რ-038877
რეგისტრირებულია
17 აგვისტო 2023, მოქმედებს 17 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratorios CASASCO S.A.I.C. (არგენტინა)
განმცხადებელი
შპს „ჰიპოკრატე“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბლოკიუმ ფლექსი და სხვა წამალი ერთად

ბლოკიუმ ფლექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბლოკიუმ ფლექსი გამოიყენება სახსრების და/ან კუნთების ძლიერი ტკივილის დროს, რომელიც დაკავშირებულია კუნთების სპაზმთან (კონტრაქტურასთან). ეს ძალიან ხშირია ხერხემლის სვეტის არეში ტკივილის დროს, თუმცა შესაძლოა განვითარდეს სხეულის სხვა ნაწილებშიც.

ბლოკიუმ ფლექსის გამოყენებამდე

ბლოკიუმ ფლექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ

პაციენტი ალერგიულია დიკლოფენაკის, პრიდინოლის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა ნივთიერებების მიმართ;

თუ პაციენტი ალერგიულია ან წარსულში ჰქონდა ალერგიული რეაქცია აცეტილსალიცილის მჟავის ან მსგავსი ტკივილგამაყუჩებლების მიმართ. რეაქციები შეიძლება მოიცავდეს ასთმას (სუნთქვის გაძნელება), ჭინჭრის ციებას ან მწვავე რინიტს (ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება).

თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის საშუალო ან მძიმე ხასიათის დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის კოაგულაციის ცვლილებები, ან ამის გამო უტარდება მკურნალობა;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სისხლდენა კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან, ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ ჰქონდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პერფორაცია;

თუ პაციენტს აქვს ან წარსულში აღენიშნებოდა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ან სისხლდენის ერთზე მეტი შემთხვევა;

თუ პაციენტს გულის მძიმე უკმარისობა აქვს;

თუ პაციენტი ორსულობის მესამე ტრიმესტრშია;

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით, თუ ექიმის მიერ არ არის სხვა დანიშნულება მოცემული. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შიგნით მისაღები ტაბლეტების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს ორჯერ დღეში. დოზის შეცვლა შეიძლება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

საინექციო ფორმის შემთხვევაში, ჩვეულებრივი დოზა არის 1 ამპულა (75 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკი და 2.2 მგ პრიდინოლი) ერთხელ დღეში. ინექცია უნდა გაკეთდეს კუნთში, ინტრაგლუტეალურად ღრმად, დუნდულა კუნთის ზემო-გარე მეოთხედში.

გამონაკლისის სახით, ინექციები დღეში შეიძლება გაკეთდეს რამდენიმე საათიანი ინტერვალებით. კრიზისული პერიოდის გაკონტროლების შემდეგ წამლის მიღება უნდა გაგრძელდეს პერორალურად. საინექციო და შიგნით მისაღები ფორმის კომბინაციის შემთხვევაში, დიკლოფენაკის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 150 მგ/დღეში.

გამოყენება ბავშვებში

ბლოკიუმ ფლექსის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

ხანდაზმულებში გამოყენება

ხანდაზმული პაციენტები შესაძლოა უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ბლოკიუმ ფლექსის გვერდითი მოვლენების მიმართ. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხანდაზმულმა პაციენტებმა დაუყოვნებლივ აცნობონ მკურნალ ექიმს გვერდითი მოვლენების შესახებ.

მიღების მეთოდი

ტაბლეტის მიღება უმჯობესია ჭამის შემდეგ.

ინექცია უნდა გაკეთდეს დუნდულა კუნთის ზემო-გარე კვადრატში ღრმად.

უკუჩვენებები

ალერგია ანამნეზში პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. კუჭ-ნაწლავის აქტიური წყლული. ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა. ანამნეზში აცეტილსალიცილის მჟავით ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატით გამოწვეული ასთმა, რინიტი ან ჭინჭრის ციება. ორსულობა და ძუძუთი კვება.

სიფრთხილის ზომები

მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ დიკლოფენაკს, დაკავშირებულია გულის შეტევის (“მიოკარდიუმის ინფარქტის”) და ცერებრული მოვლენების ზომიერად მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით, მაღალი დოზების და ხანგრძლივად გამოყენებისას. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება. თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, გადატანილი აქვს ინსულტი ან აქვს ამ პათოლოგიების განვითარების რისკი (მაგ.: მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, ან მწეველია), საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ასევე, ამ ტიპის მედიკამენტები იწვევენ სითხის შეკავებას, განსაკუთრებით, გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტებში.

ბლოკიუმ ფლექსის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება

თუ პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა კუჭის ან ნაწლავების დაავადება, მუცლის ტკივილი ან წვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ;

თუ პაციენტს აღენიშნება ჩამოთვლილი მდგომარეობიდან რომელიმე: ასთმა, გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, ჰიპერტენზია, სისხლის შედედების დარღვევები ან სისხლის სხვა დარღვევები, ღვიძლისმიერი პორფირიის ჩათვლით;

თუ პაციენტი იღებს შარდმდენებს (ზრდის შარდის მოცულობას); თუ პაციენტს ჰქონდა ან აქვს კუჭის ან თორმეტგოჯას წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია, მანიფესტირებული ძლიერი ან ხანგრძლივი მუცლის ტკივილით და/ან შავი განავლით, ან წინასწარი სიმპტომების გარეშე;

რისკი უფრო მაღალია, მაღალი დოზებითა და ხანგრძლივად მკურნალობის შემთხვევაში, პეპტიკური წყლულის ანამნეზის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთ შემთხვევაში მკურნალი ექიმი განიხილავს კუჭის დამცავი პრეპარატის დანიშვნის შესაძლებლობას;

თუ პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა თირკმლის ფუნქციის დაზიანება, უფრო ხშირად შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები;

თუ პაციენტს აღენიშნება სითხის შეკავება, შეშუპება;

თუ პაციენტს ასეპტიკური მენინგიტი აქვს.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს

თუ ერთდროულად იღებს პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე ან ზრდიან წყლულის განვითარების რისკს, როგორიცაა ანტიკოაგულანტები, ან აცეტილსალიცილის მჟავის ტიპის თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები. პაციენტმა ექიმთან ერთად უნდა განიხილოს ასევე ისეთი პრეპარატების მიღების საკითხიც, რომელთაც შეუძლიათ სიხლდენის რისკის გაზრდა, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები. ასევე, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ იღებს პრეპარატებს დეპრესიის ან შფოთვის სამკურნალოდ, ან რაიმე სხვა სახის ფსიქოტროპულ პრეპარატს;

თუ პაციენტი იღებს პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს ან ინსულინს;

თუ პაციენტს აღენიშნება კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი, რადგან ბლოკიუმ ფლექსის ტიპის პრეპარატებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიონ ამ დაავადებებზე;

მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს პრეპარატის უმცირესი დოზის მიღება, რომელიც საკმარისია ტკივილის მოსახსნელად/გასაკონტროლებლად. დაუშვებელია ბლოკიუმ ფლექსის უფრო მეტჯერ გამოყენება, ვიდრე საკმარისია სიმპტომების გასაკონტროლებლად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დიკლოფენაკი

ასპირინი: ასპირინისა და დიკლოფენაკის ერთდროული მიღება იწვევს დიკლოფენაკის მოცილებას მისი შეკავშირების ადგილებიდან, შედეგად პლაზმური კონცენტრაციისა და პლამაში პიკური დონის დაქვეითებას.

ასპირინითა და დიკლოფენაკით კომბინირებული მკურნალობა არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა ურთიერთგამაძლიერებელი ეფექტი მოახდინონ ნეფროპათიის განვითარებაზე და ასევე ასპირინით გამოწვეულ კუჭის გაღიზიანებაზე. ასევე არ არის გამორიცხული ფარმაკოლოგიური ეფექტის შემცირება, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, რადგან შესაძლოა მოხდეს მათი მოცილება ცილებთან შეკავშირების ადგილებიდან და მეტაბოლიზმის გაზრდა.

ანტიკოაგულანტები: თუმცა კვლევებში ვარფარინის ტიპის ანტიკოაგულანტებთან დიკლოფენაკის ურთიერთქმედება არ გამოვლენილა, ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით იმ ურთიერთქმედების გამო, რომლებიც აღწერილია სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში. დიკლოფენაკით თერაპია ცვლის თრომბოციტების ფუნქციას და პროსტაგლანდინების როლს ჰემოსტაზში, ამიტომ პერორალური ანტიკოაგულანტებისა და ასპირინის ერთდროული მიღება საჭიროებს პაციენტის ყურადღებით მეთვლაყურეობას.

დიგოქსინი, მეთოტრექსატი, ციკლოსპორინი: დიკლოფენაკით მკურნალობამ შესაძლებელია გაზარდოს დიგოქსინისა და მეთოტრექსატის პლაზმური კონცენტრაციები და ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკურობა, განსაკუთრებით თუ თირკმლის ფუნქცია უკვე დარღვეულია.

დიგოქსინის შემთხვევაში საჭიროა შრატში მისი დონის კონტროლი.

ლითიუმი: პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დიკლოფენაკითა და ლითიუმით, შეიძლება გაიზარდოს ლითიუმის პლაზმური კონცენტრაცია. ამიტომ საჭიროა ლითიუმის ტოქსიკურობის კონტროლი. დიკლოფენაკმა შესაძლებელია შეამციროს თირკმლის მიერ ლითიუმის გამოყოფა და გაზარდოს მისი პლაზმური დონე, რაც ზრდის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები: ინსულინისა და პერორალური ანტიდიაბეტური აგენტების ეფექტის ცვლილება აღწერილ იქნა დიკლოფენაკთან ერთდროული მიღებისას. ასევე, აღინიშნა ჰიპოგლიკემია და ჰიპერგლიკემია.

ჯანმრთელ პირებში დიკლოფენაკი არ ცვლის არც გლუკოზის მეტაბოლიზმს და არც პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტს. მიუხედავად ამისა, პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ცალკეულ შემთხვევებში, კომბინირებული მკურნალობისას აღწერილ იქნა როგორც ინსულინის, ასევე პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტის გაზრდა ან შემცირება, თუმცა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის დადგენილი.

შარდმდენები: დიკლოფენაკმა შეიძლება დააქვეითოს შარდმდენების აქტივობა. დიკლოფენაკისა და კალიუმის შემნახველი დიურეტიკების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს კალიუმის იონების პლაზმური დონე.

დიკლოფენაკმა, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა, შესაძლებელია შეამციროს პროსტაგლანდინ-დამოკიდებული ნატრიურეზული მოქმედება და დათრგუნონ პლაზმაში რენინის აქტივობის მომატება, რაც იწვევს პლაზმაში კალიუმის დონის ზრდას, განსაკუთრებით, კალიუმის შემნახველი დიურეტიკების მიღებისას.

სხვა მედიკამენტები: პაციენტთა მცირე ჯგუფში აზატიოპრინთან, ოქროს მარილებთან, ქლოროქვინთან, დ-პენიცილამინთან, პრედნიზოლონთან, დოქსიციკლნთან და დიგოქსინთან კომბინირებული მიღებისას მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა მაქსიმალური მაჩვენებლები ან დიკლოფენაკის AUC. აღწერილ იქნა ბარბიტურატების გვერდითი ეფექტები დიკლოფენაკის მიღების შემდეგ.

ცილებთან შეკავშირება: in vitro კვლევებში არ გამოვლენილა დიკლოფენაკის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვადასხვა პრეპარატებთან, მათ შორის სალიცილის მჟავასთან, ტოლბუტამიდთან, პრედნიზოლონთან, ვარფარინთან, ბენზილპენიცილინთან, ამპიცილინთან, ოქსაცილინთან, დოქსიციკლინთან, ცეფალოტინთან, ერითრომიცინთან და სულფამეთოქსაზოლთან.

პრიდინოლი:

ამანტადინი, ქინიდინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან ნეიროლეფსიური საშუალებები: კომბინირებული მკურნალობისას შესაძლებელია გამოვლინდეს ან გაძლიერდეს ანტიქოლინეგრული ეფექტები.

ალკოჰოლი, ფსიქოტროპული საშუალებები: მოსალოდნელია გვერდითი ეფექტების განვითარება.

მედიკამენტების ურთიერთქმედება და ლაბორატორიულ ანალიზები:

ეფექტები სისხლის კოაგულაციაზე: ნებისმიერმა პროსტაგლანდინ სინთეტაზას ინჰიბიტორმა შესაძლებელია გარკვეული ხარისხით იმოქმედოს თორმბოციტების ფუნქციაზე. აქტიური ნივთიერებებიტ გამოწვეული ცვლილებები სისხლის კოაგულაციის ანალიზებში არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი, მაგრამ მიუხედავად ამისა რეკომენდებულია პაციენტი იმყოფებოდეს მკაცრი კონტროლის ქვეშ, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების გამოსავლენად.

დიკლოფენაკი ზრდის თრომბოციტების აგრეგაციის დროს, მაგრამ არ ახდენს გავლენას სისხლდენის დროზე, პროთრომბინის დროზე, პლაზმის ფიბრინოგენზე ან V, VII და XII ფაქტორების დონეზე. აღწერილ იქნა პროთრომბინის დროის და თრომბოპლასტნის პარციალური დროის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯანმრთელ მოხალისეებში. ამ ცვლილებებს შესაძლოა არ აქვთ კლინიკური მნიშვნელობა.

კანცეროგენეზი, მუტაგენეზი და რეპროდუქციული უნარის დაზიანება: ვირთხებში ჩატარებული კანცეროგენეზის ხანგრძლივი კვლევებიდან, სადაც დიკლოფენაკი ინიშნებოდა დოზით 2 მგ-ზე მეტი/კგ/დღეში, არ გამოვლენილა სიმსივნის განვითარების რისკის მნიშვნელოვანი მომატება. ვირთხებში 0,5 მგ/კგ/დღეში დოზებზე გამოვლინდა სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომას განვითარების მცირედ მომატებული რისკი, თუმცა ეს მატება არ არის მნიშვნელოვანი ამ ტიპის სიმსივნისთვის. კანცეროგენეზის 2 წლიანმა კვლევამ, სადაც მამრ თაგვებს აძლევდნენ დიკლოფენაკს დოზით 0,3 მგ-ზე მეტი/კგ/დღეში, ხოლო მდედრებს – 1 მგ/კგ/დღეში, არ გამოავლინა პრეპარატის ონკოგენური პოტენციალი.

დიკლოფენაკმა არ აჩვენა მუტაგენობა in vitro და in vivo ჩატარებულ ცდებში, მათ შორის ქრომოსომულ და ბირთვის ანომალიების კვლევებში; მამრ და მდედრ ვირთხებში 4 მგ/კგ/დღეში დოზაზე დიკლოფენაკმა არ მიახდინა გავლენა შვილოსნობის უნარზე ექსპერიმენტულ ცხოველებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ბლოკიუმ ფლექსის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

იმის გამო, რომ ბლოკიუმ ფლექსის ტიპის მედიკამენტების მიღება დაკავშირებულია თანდაყოლილი ანომალიების/აბორტის განვითარების გაზრდილ რისკთან, მისი მიღება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული, თუ არ არსებობს პრეპარატის მიღების აუცილებლობა. ამ შემთხვევაში, დოზა და ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური. ორსულობის მესამე ტრიმესტრში ბლოკიუმ ფლექსის მიღება უკუნაჩვენებია.

რეპროდუქციული ასაკის პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბლოკიუმ ფლექსის ტიპის პრეპარატის მიღება დაკავშირებულია განაყოფიერების უნარის დაქვეითებასთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბლოკიუმ ფლექსით მკურნალობის პერიოდში პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატს, ბლოკიუმ ფლექსსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

ეს მოიცავს მუცლის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, დიარეას, მუცლის სპაზმებს, მონელების გაძნელებას (დისპეფსია), შებერილობას, მადის დაკარგვას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ვერტიგოს, კანზე გამონაყარს.

არახშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება პაციენტების 1%-ზე ნაკლებში):

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: ბლოკიუმ ფლექსის ტიპის მედიკამენტების ყველაზე ხშირი გვერდით მოვლენები გასტროინტესტინური ეფექტებია: პეპტიკური წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პერფორაცია (ზოგფერ ფატალური), განსაკუთრებით ხანდაზმულებში. ასევე აღინიშნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, გულძმარვა, მუცლის ტკივილი, სისხლიანი განავალი, აფთოზური სტომატიტი, წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების სიმპტომების გაუარესება. უფრო იშვიათად შეიძლება განვითარდეს გასტრიტი.

გულსისხლძარღვთა სისტემა: შეშუპება (სითხის შეკავება), არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა შესაძლოა ასოცირებული იყოს ბლოკიუმ ფლექსის ტიპის მედიკამენტების მიღებასთან.

სასუნთქი სისტემა: სუნთქვის გაძნელება (ასთმა, ხორხის შეშუპება).

ცენტრალური ნერვული სისტემა: ძილიანობა, ორიენტაციის დარღვევა, ინსომნია, გაღიზიანება, გულყრები, დეპრესია, შფოთვა, კოშმარული სიზმრები, ტრემორი, ასეპტიკური მენინგიტი.

გრძნობათა ორგანოები: მხედველობის დარღვევები (მხედველობის დაბინდვა ან გაორება), სმენის პრობლემები, ხმაური ყურებში, გემოს ცვლილებები.

კანი: პაპულოზური გამონაყარი, კანის მძიმე რეაქციები, თმის ცვენა, მზის სხივების მიმართ გაძლიერებული მგრძნობელობა, სისხლნაჟღენთები, ოფლის გამოყოფის შემცირება, სიწითლე.

თირკმლები: თირკმლის ფუნქციის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სახის, ტერფების ან ფეხების შეშუპება, შარდის რაოდენობის უეცარი შემცირება, სისხლიანი შარდი, შარდვის გაძნელება ბლოკიუმ ფლექსის ტიპის მედიკამენტების მიღებისას. იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება განვიტთარდეს ღვიძლის დაავადება, რაც იწვევს კანისა და თვალების გაყვითლებას, ზოგჯერ ცხელებას და შეშუპებას, ან მუცლის ზემო ნაწილის ტკივილს. ამ შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.

სისხლი: სისხლის უჯრედების მნიშვნელოვანი ცვლილების ამსახველი სიმპტომები.

ჰიპერმგრძნობელობა: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი ან გულისწასვლა.

სხვა: კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება, ყელის ტკივილის გახანგრძლივება და ცხელება.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს:

მწვავე ტკივილი კუნთშიდა ინექციის დროს;

დისკომფორტი კუჭის არეში, გულძმარვა ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;

სისხლიანი ღებინება, შავი განავალი ან სისხლიანი შარდი;

კანის პრობლემები გამონაყარის ან ქავილის სახით;

ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;

კანის ან თვალების სიყვითლე;

ყელის ტკივილის გახანგრძლივება ან ცხელება;

სახის, ტერფების ან ქვედა კიდურების ანთება;

თავის ტკივილი;

ტკივილი გულმკერდში ხველის დროს.

ბლოკიუმ ფლექსის დოზის გადაჭარბებისას

ბლოკიუმ ფლექსის ჭარბი დოზის შიგნით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სისხლიანი ღებინება, დიარეა, კუნთების სპაზმი, ფსიქომოტორული აგზნება ან გულყრები.

ბლოკიუმ ფლექსის ინექციის შემთხვევაში დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

რიკარდო გუტიერესის სახელობის პედიატრიული საავადმყოფო: (011) 4962-6666/2247 /0800-444-8694

ჰოსპიტალ Aა. პოსადას: (011) 4654-6648/4658-7777 /0800-333-0160

ტოქსიკოლოგიური დახმარების ცენტრი ლა პლატა: (0221) 451-5555.

"ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა”.

სამკურნალო პროდუქტი არ შეიცავს გლუტენს.

შეფუთვა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: შეფუთვა 15 და 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით

საინექციო ხსნარი: შეფუთვა 3 და 6 ამპულით

უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2020 წლის აპრილი.

შემადგენლობა

გარსით დაფარული ტაბლეტები:

თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

ნატრიუმის დიკლოფენაკი: 50.00 მგ პრიდინოლ მეზილატი: 4.00 მგ დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, რკინის ყვითელი ოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტერეატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა E-15, რკინის წითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი 6000.

საინექციო ხსნარი:

თითოეული ამპულა შეიცავს:

ნატრიუმის დიკლოფენაკი 75,000 მგ, პრიდინოლ მეზილატი 2,200 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის მეტაბილსულფიტი, ნატრიუმის ერთფუძიანი ფოსფატი, მარილმჟავა, საინექციო წყალი.

რა არის ბლოკიუმ ფლექსი?

ბლოკიუმ ფლექსი არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას - ნატრიუმის დიკლოფენაკს და პრიდინოლს. დიკლოფენაკი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს (აასპ), პრიდინოლი კუნთების რელაქსანტია.

შენახვის პირობები

ინახება 30ºC-ის ქვემოთ.

ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

Laboratories CASASCO S.A.I.C.

Boyaca 237 - Ciudad Autonoma de Buenos Aires, Argentina

ლაბორატორიოს კასასკო ს.ა.ი.ც.

ბოიაკა 237 - სიუდად ავტონომა დე ბუენოს აირეს, არგენტინა

ამპულების შემუშავება ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში #5105, მალვინის კუნძულები, არგენტინა, ბუენოს აირესის პროვინცია.

საინექციო ფორმის მეორეული შეფუთვა (კოლოფი და გამოყენების ინსტრუქცია): Laboratories Casasco S.A.I.C. - Av. Boyaca 237/241 - C.A.B.A. (ლაბორატორიოს კასასკო ს.ა.ი.ც. - ბოიაკა 237/241 - C.A.B.A.)

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ბლოკიუმ ფლექსი

BLOKIUM FLEX®

გარსით დაფარული ტაბლეტები

ნატრიუმის დიკლოფენაკი 50 მგ

პრიდინოლ მეზილატი 4 მგ

ბლოკიუმ ფლექსი

BLOKIUM FLEX®

საინექციო ხსნარი

ნატრიუმის დიკლოფენაკი 75 მგ/3 მლ

პრიდინოლ მეზილატი 2,200 მგ/3 მლ

ინფორმაცია პაციენტისათვის

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია-

ლაბორატორიო კასასკო ანაცვლებს ბლოკიუმ ფლექსის საინექციო ფორმას (ბოთლს პლუს ამპულა) ბლოკიუმ ფლექსით - საინექციო ხსნარით, რომელიც წარმოდგენილია მხოლოდ 1 ცალი ამპულით. ასეთი ცვლილება ხელს შეუწყობს პროდუქტის უფრო მარტივად გამოყენებას, თუმცა არ შეცვლილა არც შემადგენლობა, არც თერაპიული მოქმედება და ლაბორატორიო კასასკოს მიერ გარანტირებული ხარისხი.

ეს ინფორმაცია განკუთვნილია პაციენტისათვის ბლოკიუმ ფლექსით მკურნალობის დაწყებამდე და ყოველთვის მედიკამენტის გამოყენებამდე, რადგან შეიძლება განახლდეს პრეპარატის შესახებ ინფორმაცია. მოცემული ინფორმაცია არ ანაცვლებს ექიმთან კონსულტაციას დაავადებისა და მისი მკურნალობის შესახებ.

შემადგენლობა

გარსით დაფარული ტაბლეტები:

თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

ნატრიუმის დიკლოფენაკი: 50.00 მგ პრიდინოლ მეზილატი: 4.00 მგ დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, რკინის ყვითელი ოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტერეატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა E-15, რკინის წითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი 6000.

საინექციო ხსნარი:

თითოეული ამპულა შეიცავს:

ნატრიუმის დიკლოფენაკი 75,000 მგ, პრიდინოლ მეზილატი 2,200 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის მეტაბილსულფიტი, ნატრიუმის ერთფუძიანი ფოსფატი, მარილმჟავა, საინექციო წყალი.

რა არის ბლოკიუმ ფლექსი?

ბლოკიუმ ფლექსი არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას - ნატრიუმის დიკლოფენაკს და პრიდინოლს. დიკლოფენაკი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს (აასპ), პრიდინოლი კუნთების რელაქსანტია.

რისთვის გამოიყენება ბლოკიუმ ფლექსი?

ბლოკიუმ ფლექსი გამოიყენება სახსრების და/ან კუნთების ძლიერი ტკივილის დროს, რომელიც დაკავშირებულია კუნთების სპაზმთან (კონტრაქტურასთან). ეს ძალიან ხშირია ხერხემლის სვეტის არეში ტკივილის დროს, თუმცა შესაძლოა განვითარდეს სხეულის სხვა ნაწილებშიც.

ბლოკიუმ ფლექსის გამოყენებამდე

ბლოკიუმ ფლექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ

პაციენტი ალერგიულია დიკლოფენაკის, პრიდინოლის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა ნივთიერებების მიმართ;

თუ პაციენტი ალერგიულია ან წარსულში ჰქონდა ალერგიული რეაქცია აცეტილსალიცილის მჟავის ან მსგავსი ტკივილგამაყუჩებლების მიმართ. რეაქციები შეიძლება მოიცავდეს ასთმას (სუნთქვის გაძნელება), ჭინჭრის ციებას ან მწვავე რინიტს (ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება).

თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის საშუალო ან მძიმე ხასიათის დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის კოაგულაციის ცვლილებები, ან ამის გამო უტარდება მკურნალობა;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სისხლდენა კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან, ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ ჰქონდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პერფორაცია;

თუ პაციენტს აქვს ან წარსულში აღენიშნებოდა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ან სისხლდენის ერთზე მეტი შემთხვევა;

თუ პაციენტს გულის მძიმე უკმარისობა აქვს;

თუ პაციენტი ორსულობის მესამე ტრიმესტრშია;

სიფრთხილის ზომები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ დიკლოფენაკს, დაკავშირებულია გულის შეტევის (“მიოკარდიუმის ინფარქტის”) და ცერებრული მოვლენების ზომიერად მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით, მაღალი დოზების და ხანგრძლივად გამოყენებისას. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება. თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, გადატანილი აქვს ინსულტი ან აქვს ამ პათოლოგიების განვითარების რისკი (მაგ.: მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, ან მწეველია), საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ასევე, ამ ტიპის მედიკამენტები იწვევენ სითხის შეკავებას, განსაკუთრებით, გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტებში.

ბლოკიუმ ფლექსის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება

თუ პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა კუჭის ან ნაწლავების დაავადება, მუცლის ტკივილი ან წვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ;

თუ პაციენტს აღენიშნება ჩამოთვლილი მდგომარეობიდან რომელიმე: ასთმა, გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, ჰიპერტენზია, სისხლის შედედების დარღვევები ან სისხლის სხვა დარღვევები, ღვიძლისმიერი პორფირიის ჩათვლით;

თუ პაციენტი იღებს შარდმდენებს (ზრდის შარდის მოცულობას); თუ პაციენტს ჰქონდა ან აქვს კუჭის ან თორმეტგოჯას წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია, მანიფესტირებული ძლიერი ან ხანგრძლივი მუცლის ტკივილით და/ან შავი განავლით, ან წინასწარი სიმპტომების გარეშე;

რისკი უფრო მაღალია, მაღალი დოზებითა და ხანგრძლივად მკურნალობის შემთხვევაში, პეპტიკური წყლულის ანამნეზის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთ შემთხვევაში მკურნალი ექიმი განიხილავს კუჭის დამცავი პრეპარატის დანიშვნის შესაძლებლობას;

თუ პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა თირკმლის ფუნქციის დაზიანება, უფრო ხშირად შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები;

თუ პაციენტს აღენიშნება სითხის შეკავება, შეშუპება;

თუ პაციენტს ასეპტიკური მენინგიტი აქვს.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს

თუ ერთდროულად იღებს პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე ან ზრდიან წყლულის განვითარების რისკს, როგორიცაა ანტიკოაგულანტები, ან აცეტილსალიცილის მჟავის ტიპის თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები. პაციენტმა ექიმთან ერთად უნდა განიხილოს ასევე ისეთი პრეპარატების მიღების საკითხიც, რომელთაც შეუძლიათ სიხლდენის რისკის გაზრდა, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები. ასევე, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ იღებს პრეპარატებს დეპრესიის ან შფოთვის სამკურნალოდ, ან რაიმე სხვა სახის ფსიქოტროპულ პრეპარატს;

თუ პაციენტი იღებს პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს ან ინსულინს;

თუ პაციენტს აღენიშნება კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი, რადგან ბლოკიუმ ფლექსის ტიპის პრეპარატებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიონ ამ დაავადებებზე;

მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს პრეპარატის უმცირესი დოზის მიღება, რომელიც საკმარისია ტკივილის მოსახსნელად/გასაკონტროლებლად. დაუშვებელია ბლოკიუმ ფლექსის უფრო მეტჯერ გამოყენება, ვიდრე საკმარისია სიმპტომების გასაკონტროლებლად.

ორსულობა და ლაქტაცია

ბლოკიუმ ფლექსის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

იმის გამო, რომ ბლოკიუმ ფლექსის ტიპის მედიკამენტების მიღება დაკავშირებულია თანდაყოლილი ანომალიების/აბორტის განვითარების გაზრდილ რისკთან, მისი მიღება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული, თუ არ არსებობს პრეპარატის მიღების აუცილებლობა. ამ შემთხვევაში, დოზა და ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური. ორსულობის მესამე ტრიმესტრში ბლოკიუმ ფლექსის მიღება უკუნაჩვენებია.

რეპროდუქციული ასაკის პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბლოკიუმ ფლექსის ტიპის პრეპარატის მიღება დაკავშირებულია განაყოფიერების უნარის დაქვეითებასთან.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ბლოკიუმ ფლექსით მკურნალობის პერიოდში პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.

პრეპარატის გამოყენების წესი

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით, თუ ექიმის მიერ არ არის სხვა დანიშნულება მოცემული. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შიგნით მისაღები ტაბლეტების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს ორჯერ დღეში. დოზის შეცვლა შეიძლება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

საინექციო ფორმის შემთხვევაში, ჩვეულებრივი დოზა არის 1 ამპულა (75 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკი და 2.2 მგ პრიდინოლი) ერთხელ დღეში. ინექცია უნდა გაკეთდეს კუნთში, ინტრაგლუტეალურად ღრმად, დუნდულა კუნთის ზემო-გარე მეოთხედში.

გამონაკლისის სახით, ინექციები დღეში შეიძლება გაკეთდეს რამდენიმე საათიანი ინტერვალებით. კრიზისული პერიოდის გაკონტროლების შემდეგ წამლის მიღება უნდა გაგრძელდეს პერორალურად. საინექციო და შიგნით მისაღები ფორმის კომბინაციის შემთხვევაში, დიკლოფენაკის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 150 მგ/დღეში.

გამოყენება ბავშვებში

ბლოკიუმ ფლექსის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

ხანდაზმულებში გამოყენება

ხანდაზმული პაციენტები შესაძლოა უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ბლოკიუმ ფლექსის გვერდითი მოვლენების მიმართ. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხანდაზმულმა პაციენტებმა დაუყოვნებლივ აცნობონ მკურნალ ექიმს გვერდითი მოვლენების შესახებ.

მიღების მეთოდი

ტაბლეტის მიღება უმჯობესია ჭამის შემდეგ.

ინექცია უნდა გაკეთდეს დუნდულა კუნთის ზემო-გარე კვადრატში ღრმად.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატს, ბლოკიუმ ფლექსსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

ეს მოიცავს მუცლის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, დიარეას, მუცლის სპაზმებს, მონელების გაძნელებას (დისპეფსია), შებერილობას, მადის დაკარგვას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ვერტიგოს, კანზე გამონაყარს.

არახშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება პაციენტების 1%-ზე ნაკლებში):

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: ბლოკიუმ ფლექსის ტიპის მედიკამენტების ყველაზე ხშირი გვერდით მოვლენები გასტროინტესტინური ეფექტებია: პეპტიკური წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პერფორაცია (ზოგფერ ფატალური), განსაკუთრებით ხანდაზმულებში. ასევე აღინიშნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, გულძმარვა, მუცლის ტკივილი, სისხლიანი განავალი, აფთოზური სტომატიტი, წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების სიმპტომების გაუარესება. უფრო იშვიათად შეიძლება განვითარდეს გასტრიტი.

გულსისხლძარღვთა სისტემა: შეშუპება (სითხის შეკავება), არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა შესაძლოა ასოცირებული იყოს ბლოკიუმ ფლექსის ტიპის მედიკამენტების მიღებასთან.

სასუნთქი სისტემა: სუნთქვის გაძნელება (ასთმა, ხორხის შეშუპება).

ცენტრალური ნერვული სისტემა: ძილიანობა, ორიენტაციის დარღვევა, ინსომნია, გაღიზიანება, გულყრები, დეპრესია, შფოთვა, კოშმარული სიზმრები, ტრემორი, ასეპტიკური მენინგიტი.

გრძნობათა ორგანოები: მხედველობის დარღვევები (მხედველობის დაბინდვა ან გაორება), სმენის პრობლემები, ხმაური ყურებში, გემოს ცვლილებები.

კანი: პაპულოზური გამონაყარი, კანის მძიმე რეაქციები, თმის ცვენა, მზის სხივების მიმართ გაძლიერებული მგრძნობელობა, სისხლნაჟღენთები, ოფლის გამოყოფის შემცირება, სიწითლე.

თირკმლები: თირკმლის ფუნქციის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სახის, ტერფების ან ფეხების შეშუპება, შარდის რაოდენობის უეცარი შემცირება, სისხლიანი შარდი, შარდვის გაძნელება ბლოკიუმ ფლექსის ტიპის მედიკამენტების მიღებისას. იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება განვიტთარდეს ღვიძლის დაავადება, რაც იწვევს კანისა და თვალების გაყვითლებას, ზოგჯერ ცხელებას და შეშუპებას, ან მუცლის ზემო ნაწილის ტკივილს. ამ შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.

სისხლი: სისხლის უჯრედების მნიშვნელოვანი ცვლილების ამსახველი სიმპტომები.

ჰიპერმგრძნობელობა: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი ან გულისწასვლა.

სხვა: კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება, ყელის ტკივილის გახანგრძლივება და ცხელება.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს:

მწვავე ტკივილი კუნთშიდა ინექციის დროს;

დისკომფორტი კუჭის არეში, გულძმარვა ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;

სისხლიანი ღებინება, შავი განავალი ან სისხლიანი შარდი;

კანის პრობლემები გამონაყარის ან ქავილის სახით;

ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;

კანის ან თვალების სიყვითლე;

ყელის ტკივილის გახანგრძლივება ან ცხელება;

სახის, ტერფების ან ქვედა კიდურების ანთება;

თავის ტკივილი;

ტკივილი გულმკერდში ხველის დროს.

ბლოკიუმ ფლექსის დოზის გადაჭარბებისას

ბლოკიუმ ფლექსის ჭარბი დოზის შიგნით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სისხლიანი ღებინება, დიარეა, კუნთების სპაზმი, ფსიქომოტორული აგზნება ან გულყრები.

ბლოკიუმ ფლექსის ინექციის შემთხვევაში დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს უახლოეს საავადმყოფოს ან ტოქსიკოლოგიის ცენტრებს:

რიკარდო გუტიერესის სახელობის პედიატრიული საავადმყოფო: (011) 4962-6666/2247 /0800-444-8694

ჰოსპიტალ Aა. პოსადას: (011) 4654-6648/4658-7777 /0800-333-0160

ტოქსიკოლოგიური დახმარების ცენტრი ლა პლატა: (0221) 451-5555.

"ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა”.

სამკურნალო პროდუქტი არ შეიცავს გლუტენს.

შეფუთვა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: შეფუთვა 15 და 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით

საინექციო ხსნარი: შეფუთვა 3 და 6 ამპულით

უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2020 წლის აპრილი.

შენახვის პირობები

ინახება 30ºC-ის ქვემოთ.

ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

Laboratories CASASCO S.A.I.C.

Boyaca 237 - Ciudad Autonoma de Buenos Aires, Argentina

ლაბორატორიოს კასასკო ს.ა.ი.ც.

ბოიაკა 237 - სიუდად ავტონომა დე ბუენოს აირეს, არგენტინა

ამპულების შემუშავება ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში #5105, მალვინის კუნძულები, არგენტინა, ბუენოს აირესის პროვინცია.

საინექციო ფორმის მეორეული შეფუთვა (კოლოფი და გამოყენების ინსტრუქცია): Laboratories Casasco S.A.I.C. - Av. Boyaca 237/241 - C.A.B.A. (ლაბორატორიოს კასასკო ს.ა.ი.ც. - ბოიაკა 237/241 - C.A.B.A.)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა