პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ბლოკარტ B-12

BLOKART B-12

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადარგენტინა
რისთვის გამოიყენება

ბლოკარტ B-12G წარმოადგენს დიკლოფენაკის (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (ასაპ) ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით), ბეტამეთაზონის (გლუკოკორტიკოსტეროიდი ანთების საწინააღმდეგო აქტივობით) და ჰიდროქსოკობალამინის ((ვიტამინი B12) ნერვული უჯრედების მეტაბოლიზმის პროცესში მონაწილე კოფერმენტი, …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(75მგ + 2მგ + 10მგ)/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
მწარმოებელი
LABORATORIOS BAGO S.A, არგენტინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
ATC კოდი
M01AB55
რეგისტრაციის ნომერი
რ-044350
რეგისტრირებულია
18 ნოემბერი 2025, მოქმედებს 18 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბლოკარტ B-12 და სხვა წამალი ერთად

ბლოკარტ B-12 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბლოკარტ B-12G წარმოადგენს დიკლოფენაკის (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (ასაპ) ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით), ბეტამეთაზონის (გლუკოკორტიკოსტეროიდი ანთების საწინააღმდეგო აქტივობით) და ჰიდროქსოკობალამინის ((ვიტამინი B12) ნერვული უჯრედების მეტაბოლიზმის პროცესში მონაწილე კოფერმენტი, რომელსაც გააჩნია ანტინევრიტული მოქმედება და რომელიც ხელს უწყობს დიკლოფენაკის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გამოვლენას) კომბინაციას.

ბლოკარტ B-12Gგამოიყენება ძლიერი ანთებითი და მტკივნეული, განსაკუთრებით ნევრიტული კომპონენტით მიმდინარე პროცესების სამკურნალოდ, კერძოდ:

სახსრებისა და არასახსროვანი რევმატული დაავადებები;

ფიბრომიალგია;

მიალგია (კუნთოვანი ტკივილი), ზურგის ტკივილი, იშიაზი (ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში, მენჯ-ბარძაყის არეში), ცერვიკალგია ან ცერვიკობრაქიალგია (კისრის ტკივილი ან კისრისა და მკლავის არეში ტკივილი);

პოლირადიკულონეიროპათია (ნევრალგია, რადიკულარული ტკივილი; აღნიშნული ტკივილი წარმოიქმნება ანთების ან ნერვის დაზიანების გამო)

ტრავმა;

დაჭიმულობა.

რისი ცოდნაა საჭირო ბლოკარტ B-12-ის გამოყენებამდე

მნიშვნელოვანია პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება დროის მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდში. არ გამოიყენოთ პრეპარატი მეტი დროის განმავლობაში, ვიდრე საჭიროა ტკივილის სიმპტომების სამკურნალოდ.

ნუ მიიღებთ ბლოკარტ B-12-ს, თუ:

აღგენიშნებათ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დიკლოფენაკის, ბეტამეთაზონის, ჰიდროქსოკობალამინის (ვიტამინი B12), კობალტის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

გაქვთ ალერგია ან წარსულში აღგენიშნებოდათ ალერგიული რეაქციები ასპირინზე ან სხვა მსგავსი ტიპის ანალგეზიურ (ტკივილგამაყუჩებელი) ან ანთების საწინააღმდეგო მოქმდების პრეპარატებზე. ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვის გაძნელებით, ჭინჭრის ციებით, მწვავე რინიტით (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) ან ტუჩების და თვალების არეში შეშუპებით. აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენ შესაძლებელია იყოთ ალერგიული.

გაქვთ კუჭის წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან წარსულში გქონდათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით გამოწვეული წყლულის წარმოქმნის ან სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული შემთხვევა.

გაქვთ კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი აქტიურ ფაზაში.

გაქვთ თირკმლის ან/და ღვიძლის მწვავე უკმარისობა.

გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა ან ღებულობთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (ანტიკოაგულანტები ან ანტიაგრეგანტული საშუალებები).

გაქვთ ან წარსულში აღგენიშნებოდათ გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება (მაგალითად - სტენოკარდია, გულის შეტევა, გულის სისხლძარღვების დახშობა), სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (პერიფერიული არტერიების დაავადება), ცერებრო-ვასკულარული დაავადება (ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა) ან/და გადატანილი გაქვთ ან ექვემდებარებით გულის სისხლძარღვების შუნტირებას.

ხართ ორსული (განსაკუთრებით, ორსულობის მესამე ტრიმესტრი).

ხართ მეძუძური დედა (იხ. პუნქტი “ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი”).

გაქვთ სისტემური ინფექცია (ბაქტერიული, ვირუსული, სისტემური მიკოზური, აქტიური ტუბერკულოზი) და ჯერ არ მიგიღიათ შესაბამისი მკურნალობა.

აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა, თუ:

გაქვთ ან წარსულში აღგენიშნებოდათ საყლაპავი მილის, კუჭის ან ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან/და პერფორაცია, რაც გამოიხატებოდა მუცლის არეში მწვავე ან მდგრადი ტკივილით ან/და განავლის შავი შეფერვით ან შესაძლოა იყო მსგავსი გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი ამ სიმპტომთაგან. გართულებების გამოვლენის რისკი მეტად მაღალია ასაკოვან ან დასუსტებულ პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ მკურნალობის დაწყება მინიმალური ეფექტური დოზით კუჭის დამცავ საშუალებებთან ერთად კომბინაციაში.

გაქვთ ან წარსულში გქონდათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (მაგალითად, როგორიცაა - გულის უკმარისობა, არითმია, სტენოკარდია, ინსულტი) ან გაქვთ შესაბამისი რისკ-ფაქტორები (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, სისხლის მომარაგების დარღვევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, მოიხმართ თამბაქოს). პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ვინაიდან დოკლოფენაკის შემცველი პრეპარატის გამოყენება ასოცირებულია გულის შეტევის (ინფარქტი) ან თავის ტვინში სისხლის მომარაგების დარღვევის (ინსულტი) განვითარებასთან, განსაკუთრებით პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება ან მკურნალობის გახანგრძლივება. პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება, განსაკუთრებით პაციენტებში გულის უკმარისობით ან/და მაღალი არტერიული წნევით. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ტკივილი გულმკრედის არეში, სუნთქვის გაძნელება, საუბრის ან მოძრაობის გაძნელება.

გაქვთ თირკმლის უკმარისობა.

აღგენიშნებათ ასთმა, სეზონური ალერგიული რინიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება/პოლიპები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან სასუნთქი სისტემის სხვა ქრონიკული დაავადებები.

იღებთ ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს (ასპირინის ჩათვლით), ორალურ ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტულ საშუალებებს, სხვა პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლია გაზარდოს სისხლდენის რისკი, როგორიცაა, მაგალითად, კორტიკოსტეროიდები ან ანტიდეპრესანტები (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები).

გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, სისხლდენა ან სისხლის დაავადებები ღვიძლის პორფირიის ჩათვლით (მეტაბოლური დაავადება, ძირითადად მემკვიდრეობითი ხასიათის).

გაქვთ ან წარსულში გადაიტანეთ ტუბერკულოზი.

გაქვთ დიაბეტი.

აღგენიშნებათ ოსტეოპოროზი.

აღგენიშნებათ ჰიპოთირეოიდიზმი.

გაქვთ მიასტენია გრავისი.

გაქვთ მაღალი არტერიული წნევა.

გაქვთ არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ეროზიული ეზოფაგიტი, დივერტიკულიტი ან გადატანილი გაქვთ ნაწლავის რეზექცია.

გაქვთ ან წარსულში აღგენიშნებოდათ მწვავე ფსიქოზური დაავადებები (როგორც თქვენ, ასევე თქვენს ახლო ნათესავებს). ეს მოიცავს დეპრესიას, მანიაკალურ-დეპრესიულ აშლილობას ან ფსიქოზს.

გაქვთ თვალის ანთებითი დაავადება (თვალის მარტივი ჰერპესი) ან გლაუკომა.

თუ გაწუხებთ მხედველობის დაბინდვა ან სხვა ხედვითი დარღვევები. აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია - თვალის დაავადება, რომელიც იწვევს დაბინდულ ან დამახინჯებულ ხედვას, ჩვეულებრივ ერთი თვალის მხარეს.

გაქვთ პოდაგრა (სახსრებში შარდმჟავას კრისტალების დაგროვებით გამოწვეული დაავადება, სახსრების ტკივილით და ანთებით მიმდინარე).

გაქვთ ერითრემია (ძვლის ტვინის დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში ერითროციტების ჭარბი რაოდენობით).

გაქვთ ლებერის დაავადება (მხედველობის ნერვის ატროფია).

თუ მკურნალობის პირველ დღეებში განვითარდება კანის ძლიერი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ბუშტუკები ან კანის აქერცვლა, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.

შეატყობინეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა.

მიღების წესი და დოზირება

ბლოკარტ B-12 მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

საშუალო რეკომენდებული დოზებია:

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ:

1-2 ფლაკონი დღეში, კუნთში ღრმა ინექციის სახით.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ექიმის გადაწყვეტილებით და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. ინექციები კეთდება არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობა შემდგომში გაგრძელდეს პერორალურად.

გამოყენება ბავშვებში

ბლოკარტ B-12 არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი:

ინექციის ადგილას დისკომფორტის ან ადგილობრივი არასასურველი რეაქციების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ინექციის შეყვანის წესების მკაცრად დაცვა, კერძოდ:

ფრთხილად გაასუფთავეთ ინექციის ადგილი;

შეინარჩუნეთ სისუფთავე პროდუქტის მოხმარების მთელ პერიოდში;

შეიყვანეთ ინექცია რაც შეიძლება ღრმად.

ინექცია შეიყვანეთ ნელა.

ნაზად დაზილეთ ინექციის უბანი, რათა სითხე კარგად განაწილდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ბლოკარტ B-12 მიიღეთ ჭარბი რაოდენობით:

დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების ცენტრს.

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ ბლოკარტ B-12-ის მიღება:

გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით დღის განმავლობაში დოზის გაორმაგება დაუშვებელია.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების, კობალტის ან სხვა ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

ანამნეზში აცეტილსალიცილის მჟავით ან სხვა ანთების საწინააღმდეგო მოქმდების პრეპარატებით გამოწვეული მწვავე ბრონქული ასთმის შეტევა, ჭინჭრის ციება, რინიტი.

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, მწვავე გასტროდუოდენალური სისხლდენა, პერფორაცია.

გასტროდუოდენალური სისხლდენა ან პერფორაცია ანამნეზში (ორი ან მეტი დადასტურებული შემთხვევა), რაც დაკავშირებული იყო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებასთან.

კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი აქტიურ ფაზაში.

ღვიძლის ან/და თირკმლის მწვავე უკმარისობა.

სისხლის შედედების დარღვევები (ჰემოსტაზის დარღვევა, პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტურ პრეპარატებს).

გულის შეგუბებითი უკმარისობა (II-IV კლასი NYHA კლასიფიკაციის მიხედვით) გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადება ან/და ინსულტი.

ორსულობის მე-III ტრიმესტრი.

ძუძუთი კვების პერიოდი (იხ. პუნქტი “ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი).

სისტემური ინფექციები (ბაქტერიული, ვირუსული, სისტემური მიკოზები, ტუბერკულოზი აქტიურ ფაზაში) შესაბამისი მკურნალობის ჩატარებამდე.

სიფრთხილის ზომები

დიკლოფენაკი

ზოგადი სიფრთხილე

დიკლოფენაკის გვერდითი მოვლენების რისკის შემცირება შესაძლებელია მინიმალური ეფექტური დოზით გამოყენებისას მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

არ არის რეკომენდებული დიკლოფენაკის გამოყენება სხვა მსგავსი მოქმედი ნივთიერების შემცველ პრეპარატებთან ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორების ჩათვლით, ვინაიდან მონაცემები იმის შესახებ, რომ მათი ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სინერგიული ეფექტი და არ გაიზრდება დამატებითი გვერდითი რეაქციების წარმოქმნის რისკი, არ არსებობს.

აუცილებელია სიფრთხილე პრეპარატის გამოყენებისას ხანდაზმულ პაციენტებში, მათი სამედიცინო მდგომარეობის გამო, განსაკუთრებულად დასუსტებულ პაციენტებში ან მათ, ვისაც აქვთ წონის დეფიციტი და პრეპარატს იღებენ მხოლოდ მინიმალური ეფექტური დოზით.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად დიკლოფენაკს მისი ფარმაკოლოგიური თვისებების გამო შეუძლია მოახდინოს ინფექციის ნიშნების და სიმპტომების მასკირება.

გასტროინტესტინური ეფექტები, რაც ასოცირებულია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან:

დიკლოფენაკის ჩათვლით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას არსებობს შეტყობინებები გასტროინტესტინალური სისხლდენის, წყლულის და პერფორაციის (ზოგჯერ ლეტალური შედეგით) შესახებ, რომელიც ვლინდებოდა მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე შესაბამისი სიმპტომატიკით ან უსიმპტომოდ პაციენტებში მანამდე არსებული სერიოზული გასტროინტესტინური ანამნეზით ან ანამნეზის გარეშე. გართულებების რისკი უფრო მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში.

როგორც ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, დიკლოფენაკის დანიშვნისას პაციენტებში გასტროინტესტინალური სიმპტომატიკით ან სისხლდენით და პერფორაციით ანამნეზში, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე. რეკომენდებულია ამ პაციენტებზე მკაცრი სამედიცინო დაკვირვება. გასტროინტესტინური სისხლდენის რისკი იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის მატებისას პაციენტებში წყლულოვანი დაავადებით, განსაკუთრებით სისხლდენით და პერფორაციით გართულებების არსებობისას ანამნეზში. ხანდაზმულ პაციენტებში იზრდება გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით პერფორაციის და სისხლდენის, განვითარების რისკი, რაც შესაძლოა დასრულდეს ფატალური შედეგით. ასეთ პაციენტებში მკურნალობის დაწყება აუცილებელია მხოლოდ მინიმალური ეფექტური დოზით. შესაძლებელია განხილულ იქნას კომბინირებული თერაპიის დანიშვნა დამცავი საშუალებების გამოყენებით (მაგალითად, პროტონული პომპის ინჰიბიტორების ან მიზოპროსტოლის გამოყენება); ასეთი კომბინირებული თერაპიის აუცილებლობა შესაძლოა საჭირო იყოს ასევე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს (იხ. „ურთიერთქმედებები”).

ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებმა, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკის პაციენტებმა, აუცილებელია მკურნალობის დროს საწყის ეტაპზე შეატყობინონ ექიმს ნებისმიერი უჩვეული აბდომინალური სიმპტომების შესახებ (განსაკუთრებით სისხლდენის ნიშნების შესახებ).

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა თანმხლები პრეპარატებით, რომლებიც ზრდის კუჭის წყლულის და სისხლდენის განვითარების რისკს, მაგალითად, სისტემური კორტიკოსტეროიდები, პერორალური ანტიკოაგულანტები – კუმარინის წარმოებულები, ანტითრიომბოციტური პრეპარატები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, და ანტიდეპრესანტები – სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე (იხ. „ურთიერთქმედებები”).

თუ პაციენტს, რომელიც იღებს დიკლოფენაკს, განუვითარდა წყლული ან სისხლდენა, დიკლოფენაკით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში კრონის დაავადებით, ვინაიდან აღნიშნული ჯგუფის პრეპარატების მიღებისას მათი მდგომარეობა შესაძლოა გამწვავდეს.

კარდიოვასკულარული და ცერებროვასკულარული ეფექტები

აუცილებელია სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ჰიპერტონული დაავადების ან/და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის მქონე (I კლასი NYHA კლასიფიკაციის მიხედვით) პაციენტებში, ვინაიდან არსებობს მონაცემები ორგანიზმში სითხის შეკავების შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას.

კლინიკური კვლევები და არსებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს თრომბოზული გართულებების რისკის მატებაზე (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის), რაც დაკავშირებული იყო დიკლოფენაკის გამოყენებასთან, განსაკუთრებით მაღალი დოზებით მიღებისას (150 მგ დღეში), ხანგრძლივად.

გულის შეგუბებითი უკმარისობის (I კლასი NYHA კლასიფიკაციის მიხედვით) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორების (მაგალითად, ჰიპერტონული დაავდება, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება) მქონე პაციენტებში დიკლოფენაკი ინიშნება მხოლოდ სიფრთხილით და დღიური დოზით ≤100 მგ 4 კვირის განმავლობაში ან მეტი ხანგრძლივობით მკურნალობის დროს. ვინაიდან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ რისკი იზრდება პრეპარატის დოზის და ექსპოზიციის ზრდასთან ერთად, მკურნალობისას საჭიროა ყველაზე დაბალი ეფექტური დღიური დოზის გამოყენება თერაპიის მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. აუცილებელია სიმპტომური თერაპიის საჭიროების და მკურნალობის შედეგების პერიოდული კონტროლი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა გრძელდება 4 კვირაზე მეტ ხანს.

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს სერიოზული არტერიული თრომბოზის ნიშნების განვითარების შემთხვევაში (მაგალითად, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, სისუსტე, მეტყველების დარღვევა).

ჰემატოლოგიური ეფექტები

დიკლოფენაკის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. დიკლოფენაკით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით ხანგრძლივად მკურნალობის დროს რეკომენდებულია სისხლის სურათის კონტროლი. შესაძლებელია თრომბოციტების აგრეგაციის დროებითი დათრგუნვა. ჰემოსტაზის დარღვევის მქონე პაციენტებში აუცილებელია მკაცრი სამედიცინო დაკვირვება.

კანის მძიმე დაზიანებების რისკი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას არსებობს ძალიან იშვიათი შეტყობინებები კანის მხრივ მძიმე დაზიანებების შესახებ, ექსფოლიატიური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით - 1 შემთხვევა 10 000 პაციენტზე. განვითარების რისკი მეტია თერაპიის დასაწყისში. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსების დაზიანების და ჰიპერმგრძნობელობის სხვა სიმპრომების გამოვლენისთანავე პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

თუ მკურნალობის პირველ დღეებში განვითარდება კანის ძლიერი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ბუშტუკები ან კანის აქერცვლა, საჭიროა პაციენტმა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება.

ანაფილაქტოიდური რეაქციები

დიკლოფენაკის, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას, იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციების, მათ შორის - ანაფილაქსიური და ანაფილაქტოუდური რეაქციების, გამოვლენა. აღნიშნული რეაქციების გამოვლენა შესაძლებელია პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების წინასწარი ზემოქმედების გარეშე.

დიკლოფენაკის მიღება არ არის რეკომენდებული ასპირინზე ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე არსებული ალერგიის დროს.

სასუნთქი სისტემის მხრივ რეაქციები (ბრონქული ასთმა ანამნეზში)

ვინაიდან ასპირინ-სენსიტიურ პაციენტებში სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას აღინიშნება ჯვარედინი რეაქციები, მათ შორის ბრონქოსპაზმი, დიკლოფენაკი ასეთ პაციენტებში არ გამოიყენება, ხოლო პაციენტებში ბრონქული ასთმით ანამნეზში დიკლოფენაკი გამოიყენება მხოლოდ სიფრთხილით.

ასევე, პაციენტებში სეზონური ალერგიული რინიტით, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებით (პოლიპები), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციებით (განსაკუთრებით ალერგიული რინიტისმაგვარი სიმპტომებით), სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე ალერგიული რეაქციების გამოვლენა, როგორიცაა ბრონქული ასთმის გამწვავება (ე.წ. ანალგეტიკების აუტანლობა/ანალგეტიკური ბრონქული ასთმა), კვინკეს შეშუპება ან ჭინჭრის ციება, უფრო ხშირია, ვიდრე სხვა პაციენტებში, ამიტომ ასეთ პაციენტებში დიკლოფენაკი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ეს ეხება ასევე სხვა ნივთიერებებისადმი ალერგიულ პაციენტებს, მაგალითად კანზე გამონაყარით, ქავილით ან ჭინჭრის ციებით.

ეფექტები ღვიძლზე

შეიძლება აღინიშნოს ცვლილებები ღვიძლის ერთ ან მეტ ტესტში. ამგვარი ლაბორატორიული დარღვევები შეიძლება პროგრესირდეს, დარჩეს უცვლელი ან ჰქონდეს დროებითი ხასიათი.

როგორც ყველა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის შემთხვევაში, თუ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები კვლავ სახეზეა ან აღინიშნება მათი გაუარესება, ან თუ ვითარდება ღვიძლის დაავადებასთან დაკავშირებული კლინიკური ნიშნები და/ან სიმპტომები (მაგ.: გულისრევა, პირღებინება, დაღლილობა, ქავილი, სიყვითლე, გამონაყარი, ეოზინოფილია), სიფრთხილის მიზნით აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ჰეპატიტის განვითარება პროდრომალური სიმპტომების არსებობის გარეშე.

დიკლოფენაკით ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აუცილებელია მკაცრი სამედიცინო დაკვირვება, ვინაიდან პრეპარატის მიღების შედეგად მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.

ეფექტები თირკმელზე

არსებობს მონაცემები ორგანიზმში სითხის შეკავების და შეშუპებების შესახებ დიკლოფენაკის გამოყენებისას. არასასურველი მოვლენების მაღალი რისკის ქვეშ არიან პაციენტები, რომლებსაც ადრე ჰქონდათ თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, გულის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, არტერიული ჰიპერტენზია, მკურნალობენ დიურეტიკებით, ხანდაზმულები, ასევე პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ორგანიზმში სითხის ნაკლებობა (მაგალითად, ქირურგიული ჩარევების დროს ან მათ შემდეგ). ასეთ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება იწვევს პროსტაგლანდინის სინთეზის დაქვეითებას, თირკმლის პლაზმური ნაკადის შემცირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, რაც საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

ასეთი პაციენტების დიკლოფენაკით მკუნალობისას რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც წესი, ხდება თირკმლის ფუნქციის აღდგენა მკურნალობამდე არსებული მაჩვენებლების დაბრუნებით.

პორფირია

დიკლოფენაკის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ღვიძლის პორფირიის მქონე პაციენტებში, ვინაიდან, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაშიც, არსებობს ღვიძლის პორფირიის კრიზისის გამოწვევის შესაძლებლობა, სავარაუდოდ პორფირინის პრეკურსორის სინთეტაზას, დელტა-ამინოლევულინის მჟავას ინდუქციის გამო.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, როგორიცაა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა და პერფორაცია, რაც შესაძლოა დასრულდეს ფატალური შედეგით. დიკლოფენაკის გამოყენებისას ხდება ორგანიზმში სითხის და ნატრიუმის შეკავება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან გვერდითი მოვლენების განვითარების პროვოცირება და შეამციროს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტურობა. ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია მკურნალობა მხოლოდ მინიმალური ეფექტური დოზით.

ბეტამეთაზონი

ზოგადი სიფრთხილე

ვინაიდან გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღებით შესაძლო გართულებები დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე, პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია რისკის და სარგებელის შეფასება პრეპარატის დოზასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან მიმართებაში ინდივიდუალურად.

ინფექციების განვითარება, ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიული მოქმედება

კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შესაძლოა გააძლიეროს არსებული სისტემური მიკოზი და ამიტომ, აუცილებლობის არსებობის გარეშე, ასეთი ინფექციების დროს კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ არის რეკომენდებული.

კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა მოახდინონ ინფექციის ნიშნების მასკირება და მათი გამოყენებისას შესაძლოა შეამციროს ორგანიზმის მდგრადობა ახალი ინფექციებისადმი ან მოახდინოს ლატენტური ინფექციების რეაქტივაცია. კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ინფექციების ლოკალიზება შესაძლოა იყოს უშედეგო, რაც თავის მხრივ გაართულებს არსებულ კლინიკურ მდგომარეობას.

ბლოკარტ B-12-ის გამოყენება პაციენტებში აქტიური ტუბერკულოზით არ არის რეკომენდებული.

ენდოკრინული და მეტაბოლური ეფექტები

კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შესაძლოა სისხლში გლუკოზის დონის გაზრდა, რაც შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში იწვევს ინსულინის და სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექციის საჭიროებას. შესაბამისად, პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით კორტიკოსტეროიდები ინიშნება სიფრთხილით.

კორტიკოსტეროიდების საშუალო და მაღალმა დოზებმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება და ორგანიზმში სითხის და მარილის შეკავება, ასევე ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფა. კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლოა საჭირო იყოს კალიუმის შემცველი პრეპარატების დამატებითი მიღება და დიეტური მარილის მიღების შეზღუდვა.

ყველა კორტიკოსტეროიდი, სხვა მოქმედებებთან ერთად, აძლიერებს კალციუმის გამოყოფას და ძვლის რეზორბციას, რამაც ნებისმიერ ასაკში შესაძლოა გამოიწვიოს ოსტეოპოროზის განვითარება ან გააღრმაოს არსებული პროცესი.

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დაწყებამდე, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ოსტეოპოროზის მაღალი რისკის მქონე პაციენტების (განსაკუთრებით პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალების) მიმართ.

ფსიქიური ეფექტები

კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შესაძლოა ფსიქიური აშლილობების გამოვლენა, რომლებმაც შესაძლოა გააღრმავოს ემოციური არასტაბილურობა, მძიმე განწყობა და აფექტური აშლილობები, დეპრესია, ეიფორია, აგზნებადობა ან ადრე არსებული ფსიქოზური მიდრეკილებები.

პაციენტები ან მათი მომვლელი პირები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას შესაძლებელია ფსიქიკის მხრივ პოტენციურად საშიში გვერდითი მოვლენების განვითარება. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან რამოდენიმე დღეში ან კვირაში. პრეპარატის მაღალი დოზების ან ხანგრძლივად გამოყენებისას ფსიქოზური რეაქციების რისკი შესაძლოა იყოს მეტი, თუმცა დოზის სიდიდე არ იძლევა ამ რეაქციების გამოვლენის, მათი ტიპის, სიმძიმის ან ხანგრძლივობის განსაზღვრის საშუალებას. რეაქციების უმეტესობა მცირდება კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, თუმცა შესაძლოა საჭირო იყოს სპეციალური მკურნალობა.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო კორტიკოსტეროიდების დანიშვნისას ისეთ პაციენტებში, რომლებსაც თავად ან მათ ახლო ნათესავებს ანამნეზში აღენიშნებოდათ მძიმე აფექტური აშლილობები (მაგალითად, დეპრესია, მანიაკალურ-დეპრესიული დაავადება და კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული ფსიქოზები).

ოფთალმოლოგიური ეფექტები

კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპიის შედეგად შესაძლოა განვითარდეს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა (განსაკუთრებით ბავშვებში), გლაუკომა თვალის ნერვის შესაძლო დაზიანებით, ასევე გაიზარდოს თვალის ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული მეორადი ინფექციის განვითარების რისკი. ბლოკარტ B-12-ითD ხანგრძლივი მკურნალობა რეკომენდებული არ არის, თუმცა, თუ მკურნალობა გრძელდება 6 კვირაზე მეტ ხანს, აუცილებელია ოფტალმოლოგიური გამოკვლევების ჩატარება და თვალშიდა წნევის კონტროლი.

კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით ინიშნება თვალის ჰერპესით დაავადებულ პაციენტებში, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში არსებობს რქოვანას პერფორაციის რისკი.

სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს მხედველობის დარღვევა. თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის სიმახვილის დაქვეითება ან მხედველობის სხვა ტიპის დარღვევები, აუცილებელია მისი გამოკვლევა ოფტალმოლოგის მიერ.

თუ პაციენტს აწუხებს მხედველობის დაბინდვა ან სხვა ხედვითი დარღვევები. აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია - თვალის დაავადება, რომელიც იწვევს დაბინდულ ან დამახინჯებულ ხედვას, ჩვეულებრივ ერთი თვალის მხარეს.

სხვა გაფრთხილებები

ჰიპოთირეოზის ან ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში აღინიშნება კორტიკოსტეროიდების ეფექტის გაძლიერება. რეკომენდებულია სიფრთხილე კორტიკოსტეროიდების დანიშვნისას პაციენტებში ჰიპოთირეოზით ან ციროზით.

პრეპარატი ასევე სიფრთხილით ინიშნება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, პერფორაციის საშიშროების, დივერტიკულიტის, ნაწლავური ანასტომოზის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ეროზიული ეზოფაგიტის, თირკმლის უკმარისობის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, ჰიპერტონული დაავადების და მიასტენია გრავისის დროს.

გამოყენება სპორტში

საჭიროა პაციენტების ინფორმირება, რომ პრეპარატი შეიცავს გლუკოკორტიკოსტეროიდებს, ვინაიდან მოსალოდნელია დოპინგ-კონტროლის დროს დადებითი შედეგების მიღება.

ლაბორატორიული ტესტები

კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შესაძლოა რეაქციების დათრგუნვა კანის ტესტებზე.

კორტიკოსტეროიდები ასევე გავლენას ახდენენ ბაქტერიული ინფექციის ნიტროლურჯის ტეტრაზოლის აღდგენის ტესტზე, რაც იწვევს ტესტის ცრუუარყოფით შედეგს.

ჰიდროქსოკობალამინი ან ვიტამინი В12

ციანოკობალამინით საწყისი თერაპიის დროს (პირველი 48 სთ-ის განმავლობაში) გულის მხრივ დაფიქსირებული იყო ჰიპოკალიემია და მეორადად, პოტენციურად მძიმე არითმიები.

ასევე, აღწერილია ჯვარედინი რეაქცია ციანოკობალამინსა და ჰიდროქსოკობალამინს შორის და არსებობს შეტყობინებები ჰიდროქსოკობალამინ-ტრანსკობალამინ II-ის მიმართ ანტისხეულების წარმოქმნის შესახებ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ჰიდროქსოკობალამინით.

ჰიდროქსიკობალამინის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს პოდაგრა პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ამ დაავადების მიმართ.

ვიტამინ B12-ის თერაპიული ეფექტი შესაძლოა იყოს დაქვეითებული ისეთი მდგომარეობების გამო, როგორიცაა ურემია და რკინის ან ფოლის მჟავას დეფიციტი ორგამიზმში, ასევე ძვლის ტვინის სუპრესორების შეყვანის გამო (მაგალითად, ქლორამფენიკოლის).

ვიტამინ B12-ის გამოყენებამ შესაძლოა მოახდინოს ერითრემიის ნიშნების მასკირება.

მსგავსი მექანიზმით მას შეუძლია ტოქსიკური ამბლიოპიის ან მხედველობის ნერვის თანდაყოლილი ატროფიის ნიშნების გამწვავება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

ზოგი პრეპარატი ურთიერთქმედებს ბლოკარტ B-12-თან. ასეთ შემთხვევებში ექიმი გადაწყვეტს, თუ საჭიროა პრეპარატის დოზის შეცვლა ან რომელიმე პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ბლოკარტ B-12-ის მიღებამდე მნიშვნელოვანია შეატყობინოთ ექიმს, თუ იღებთ ან ახლახანს მიგიღიათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი:

დიკლოფენაკის ჯგუფის სხვა პრეპარატები, მაგალითად – ასპირინი, იბუპროფენი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა მეთილპრედნიზოლონი ან დექსამეტაზონი, რაც გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების, სიმსივნეების ან ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს.

ორალური ანტიკოაგულანტები ან ანტიაგრეგანტული საშუალებები (გამოიყენება სისხლის შედედების პროფილაქტიკისთვის). ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს თქვენი სისხლის შედედების უნარის კონტროლი ბლოკარტ B-12-ით მკურნალობის დაწყებისას ან დასრულებისას.

სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ზოგიერთი ტიპის დეპრესიის ან შფოთვის სამკურნალო საშუალებები).

ლითიუმის პრეპარატები (ბიპოლარული დარღვევის ან სხვა მენტალური დარღვევების სამკურნალო საშუალებები).

გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ამიოდარონი, დიგოქსინი ან ვერაპამილი; ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლში დიგოქსინის დონის კონტროლი.

მეთოტრექსატი (რევმატოიდული ართრიტის და ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალო პრეპარატი).

ციკლოსპორინის, ტაკროლიმუსის, აზათიოპრინის, ციკლოფოსფამიდის, მერკაპტოპურინის შემცველი სამკურნალო საშუალებები (გამოიყენება ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის დროს), 5-ფტორურაცილი (გამოიყენება ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ), კოლხიცინი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ).

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (ინსულინი ან ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები); ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი.

შარდმდენი საშუალებები (დიურეტიკები).

ანტიკონვულსანტები, როგორიცაა ფენობარბიტალი ან ფენოტოინი (გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ). თუ ღებულობთ ფენიტოინს, შესაძლოა ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს სისხლში ფენიტოინის დონის კონტროლი.

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ბეტა-ბლოკერები. ჰიდრალაზინი ან ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფაქტორის (აგფ) ინჰიბიტორები.

ტრიმეტოპრიმის შემცველი ანტიბიოტიკები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება საშარდე სისტემის ინფექციების ან სხვა ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის).

ქლორამფენიკოლი, ქინოლონები, ცეფტრიაქსონი, ნეომიცინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალებები), ამფოტერიცინი B, ვორიკონაზოლი (სოკოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალება), იზონიაზიდი, პარაამინოსალიცილის მჟავა, ამინოსალიცილატები (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებები) ან პენიცილამინი.

მიზოპროსტოლის შემცველი პრეპარატები (კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალებები).

ქოლესტირამინის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებისთვის).

პენტაზოცინი (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება).

ორალური კონტრაცეპტივები.

ანტიქოლისტერაზული საშუალებები, როგორიცაა რივასტიგმინი, გალანტამინი, დონეპეზილი, ნეოსტიგმინი.

ბლოკარტ B-12-ის ურთიერთქმედება საკვებთან ან ალკოჰოლთან:

ბლოკარტ B-12-ით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს პრეპარატის ტოქსიკურობა.

ხანდაზმული პაციენტები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (ასაპ) გამოწვეული კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების განვითარების ალბათობა ხანდაზმულ პაციენტებში მეტია, ვიდრე ზრდასრულებში. აღნიშნული ჯგუფის პრეპარატებს შეუძლია გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება, რაც იწვევს არტერიული წნევის მატებას. ბლოკარტ B-12-ის გამოყენებისას ხანდაზმულ პაციენტებში საჭიროა სიფრთხილე. მკურნალობა რეკომენდებულია პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ფერტილობა

დიკლოფენაკის მსგავსი პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა გაართულოს დაორსულების პროცესი, ამიტომ, თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას, ბლოკარტ B-12-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ფერტილობის პრობლემების არსებობისას საჭიროა განხილულ იქნას პრეპარატით მკურნალობის პროცესის შეწყვეტა.

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ასევე, თუ კვებავთ ძუძუთი ბავშვს, პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ვინაიდან პრეპარატის გამოყენება ასოცირებულია ნაყოფის თანდაყოლილ ანომალიებთან/ორსულობის შეწყვეტასთან, პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია, თუ დედისათვის პრეპარატისაგან მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად არ აჭარბებს ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური.

ბლოკარტ B-12-ის მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

ძუძუთი კვების პერიოდი

არ მიიღოთ ბლოკარტ B-12, თუ კვებავთ ძუძუთი ბავშვს. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პრეპარატის მიღება თქვენთვის აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბლოკარტ B-12-ის გამოყენებისას ზოგ პაციენტში მოსალოდნელია ძილიანობა, თავბრუსხვევა ან დაღლილობა. აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა თავის არიდება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვისაგან.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში ბლოკარტ B-12-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართედ ექიმს:

სერიოზული ალერგიული რეაქციები, როგორიცაა – სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, ტუჩების, ენის, ხორხის ან ზოგადად სხეულის შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა, გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება ან გონების დაბინდვა. შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს. აღნიშნული რეაქციები ვლინდება იშვიათად (1 პაციენტში 1000-დან).

კანის მძიმე რეაქციები გამონაყარით; ლორწოვანი გარსების დაზიანებები პირში, ყელში, ცხვირში, თვალებში ან სასქესო ორგანოებზე; ბუშტუკები; კანის აქერცვლა ან სისხლდენა, სხვა ორგანოების დაზიანების ნიშნებით ან მათ გარეშე. Dდაუყოვნებლივ შეწყვიტეთ Blokart B-12-ის მიღება და მიმართეთ ექიმს. ეს რეაქციები ძალიან იშვიათია (შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1 ადამიანს).

კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, რაც მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე (მაგალითად, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, კანის ქავილი და სიყვითლე, თვალების სკლერის ყვითლად შეფერვა, გამონაყარი კანზე); აღნიშნული მოვლენების შესახებ შეატყობინეთ ექიმს, ვინაიდან შესაძლოა საჭირო იყოს სიფრთხილე და პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. აღნიშნული რეაქციები ვლინდება იშვიათად (1 პაციენტში 1000-დან).

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ხშირად ვლინდება დიკლოფენაკის გამოყენებისას:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია ან გულძმარვა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება), გამონაყარი კანზე.

გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნება კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, ძირითადად ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ:

ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგია), არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, კუშინგის სინდრომი (მთვარისებრი სახე, ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება ზურგის არეში), შაქრიანი დიაბეტის ფარული სიმპტომები და ინსულინის ან ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მიღების საჭიროების ზრდა, შეშუპება (ორგანიზმში სითხის შეკავების გამო), სისხლში ელექტროლიტების დისბალანსი (ნატრიუმის შეკავება, კალიუმის გამოდევნა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი), ეიფორია, განწყობის ცვლილებები, დეპრესია, პიროვნული თვისებების ცვლილებები, უძილობა, კრუნჩხვები, ქალაშიდა წნევის მომატება თვალის ნერვის შეშუპებით (როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის შემდგომ), თავის ტკივილი, უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება), ეგზოფტალმი (თვალის ერთი ან ორივე კაკლის წინ წამოწევა), მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადება შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება), ძლიერი მეტეორიზმი, წყლულოვანი ეზოფაგიტი (საყლაპავი მილის შიდა გარსის ანთება), სლოკინი, ალერგიული დერმატიტი, შეშუპება, კანის გათხელება და მგრძნობელობის მომატება, კანზე პეტექიები და ეკქიმოზები (წითელი წერტილოვანი გამონაყარი კანზე), ერითემა (კანის სიწითლე), მომატებული ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია (ტკივილი კუნთებში), კუნთოვანი მასის შემცირება, ოსტეოპოროზი (ძვლებში კალციუმის ნაკლებობა), ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობები, ბარძაყის და მხრის ძვლების ასეპტიური ნეკროზი, ლულოვანი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები, მყესების გახლეჩვა, ზრდის შეფერხება პედიატრიული ასაკის პაციენტებში, ჭრილობის შეხორცების შეფერხება.

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ხშირად აღინიშნება ვიტამინ B12-ის გამოყენებისას:

ძალიან ხშირად: თავის ტკივილი და მაღალი არტერიული წნევა. დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა; გულისრევა, შარდის წითლად შეფერვა.

ხშირად: ლიმფოციტების (სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ინფექციებისგან) რაოდენობის შემცირება; შესაძლო ერითრემიის ნიშნების მასკირება. ალერგიული რეაქციები ანაფილაქსიის ჩათვლით, ანგიოედემა/კვინკეს შეშუპება (კანის ლორწოვანი გარსის და ქსოვილების სწრაფი შეშუპება), ჭინჭრის ციება, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი კანზე (უპირატესად აკნეს მსგავსი), კანის სიწითლე, ფოტოსენსიტიურობა (მზის სხივებზე კანის მომატებული მგრძნობელობა). აგზნებადობა, თავბრუსხვევა; თავის ტკივილი შესაძლოა იყოს ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა. თვალების გაღიზიანება, სიწითლე, შეშუპება. სისხლში კალიუმის რაოდენობის შემცირება (დაკავშირებული იყო ჰიდროქსოკობალამინის პარენტერალური გზით მიღებასთან პაციენტებში მეგალობლასტური ანემიით).

სისხლის მოწოლის შეგრძნება, პერიფერიული შეშუპება და პერიფერიული ვასკულარული თრომბოზი შესაძლოა განვითარდეს ჰიდროქსოკობალამინის ინფუზიური თერაპიის დროს.

ხშირად: ინექციის ადგილობრივი რეაქციები; მტკივნეულობა ინექციის ადგილას, იშვიათად ინფუზიის დროს.

ჭარბი დოზა

არ არსებობს ჭარბი დოზირების ტიპიური კლინიკური ნიშნები.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს: ღებინება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, დიარეა, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, კრუნჩხვები. ძლიერი მოწამვლის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის ქსოვილის დაზიანება.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში თერაპიული ღინისძიებები შემდეგია: ისეთი გართულებები, როგორიცაა ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, გასტროინტესტინური დარღვევები და რესპირატორული უკმარისობა, საჭიროებს სამედიცინო დაკვირვებას და სიმპტომურ მკურნალობას. სპეციფიკური თერაპიული ღონისძიებები, როგორიცაა ფორსირებული დიურეზი, დიალიზი ან ჰემოპერფუზია, როგორც წესი არის უშედეგო, ვინაიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები მჭირდოდ არის შეკავშირებული პლაზმის ცილებთან და ექვემდებარება ძლიერ მეტაბოლიზმს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: ბეტამეთაზონი, ნატრიუმის დიკლოფენაკი და ჰიდროქსოკობალამინი (ვიტამინი B12).

თითო ამპულა შეიცავს: ბეტამეთაზონს (ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის საზით) - 2 მგ; ნატრიუმის დიკლოფენაკს - 75 მგ; ჰიდროქსოკობალამინს (ჰიდროქსოკობალამინის სულფატის სახით) - 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ბისულფიტი/მეტაბისულფიტი, საინექციო წყალი 3 მლ-მდე.

შევუთვა

თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 3 ან 6 ამპულა.

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals Ltd.,

საქართველო

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში. არ შეინახოთ მაცივარში.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა:

2 წელი (24 თვე) ვარგისობის ვადა აქვს მინიჭებული პროდუქტს – ბლოკარტ B-12, ინექცია.

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით.

ნუ გამოიყენებთ ბლოკარტ B-12-ს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბლოკარტ B-12 წარმოადგნეს დიკლოფენაკის, ბეტამეთაზონის და ვიტამინ B12-ის კომბინაციას.

დიკლოფენაკი: დიკლოფენაკის ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტები ნაწილობრივ განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. იგი ფენილაცეტილის მჟავას წარმოებული, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია. Mმისი ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმი ნაწილობრივ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან და ანთებითი პროცესის დროს პროსტაგლანდინების გამოთავისუფლების შეფერხებასთან არის დაკავშირებული. შედეგად, დიკლოფენაკი თრგუნავს დღეისათვის ცნობილ ორივე ციკლოოქსიგენაზას იზოფერმენტს (COX-1 და COX-2). ცნობილია, რომ დიკლოფენაკი თრგუნავს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიტების, მათ შორის ლეიკოტრიენებისა და 5-ჰიდროქსიეიკოზატეტრაენის მჟავას (5-HETE). გარდა ამისა, მას შეუძლია ლეიკოციტების, მათ შორის პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტების მიგრაციის დათრგუნვა ანთების კერისკენ და ADP-სა და კოლაგენ-ინდუცირებული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება. დიკლოფენაკი აფერხებს პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტებიდან იზოსომური ფერმენტების გამოთავისუფლებას და თრგუნავს სუპეროქსიდის წარმოებასა და ლეიკოციტების ქემოტაქსისს.

მისი ანალგეზიური მოქმედება დაკავშირებულია ნოციცეპტიურ გზაზე მედიატორების შემცირებასთან, რითაც ხდება პერიფერიული იმპულსების გენერაციის ბლოკირება. გარდა ამისა, ადგილი აქვს ცენტრალურ, არაოპიოიდურ მოქმედებას ჰიპოთალამუსის დონეზე. გააჩნია სიცხის დამწევი მოქმედება, რაც ასოცირებულია პროსტაგლანდინის აქტივობის დაქვეითებასთან ჰიპოთალამუსის დონეზე, თერმორეგულაციის ცენტრში, რითაც ხდება სიცხის შემცირება.

რევმატიული დაავადებების დროს დიკლოფენაკის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები ხელს უწყობს ისეთი კლინიკური რეაქციების შემსუბუქებას, როგორიცაა ტკივილი მოსვენების დროს, ტკივილი მოძრაობისას, დილის შებოჭვა და სახსრების შეშუპება (აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას).

პოსტტრავმული ანტებითი მდგომარეობების დროს დიკლოფენაკი ხსნის და ამცირებს ანთებით და ტრავმულ შეშუპებას.

დიკლოფენაკს გააჩნია გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ზომიერი და მძიმე ხარისხის არარევმატიული ტკივილის დროს.

ბეტამეთაზონი: ბეტამეთაზონი წარმოადგენს გლუკოკორტიკოიდს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ბეტამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია სხვადასხვა მექანიზმებით: ანთებითი უჯრედების დაგროვების შენელებით (მაკროფაგები, ლეიკოციტები და სხვა) ანთების და ფაგოციტოზის ინჰიბირების ადგილას, ლიზოსომური ფერმენტების სინთეზით და გამოთავისუფლებით, ან ანთების სხვადასხვა ქიმიური მედიატორების გამოთავისუფლებით, როგორიცაა ვაზოაქტიური და ქემოტაქსიური ფაქტორები. მეტაბოლური ეფექტი და ნატრიუმის შეკავების უნარი ბეტამეთაზონს უფრო ნაკლებად აქვს გამოხატული, ვიდრე ჰიდროკორტიზონს.

ჰიდროქსოკობალამინი ან ვიტამინი B12:

ჰიდროქსოკობალამინი ან ვიტამინი B12 კოფერმენტის სახით მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესში, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის და ცილების სინთეზის ჩათვლით. აუცილებელია ზრდისთვის, უჯრედების ნორმალური რეპლიკაციისთვის, ზოგიერთი ამინო მჟავების, მიელინის სინთეზის და ნერვულის სისტემის ინტეგრირებისთვის, ასევე, ნორმალური ერითროპოეზის უზრუნველსაყოფად.

კლინიკურ ექსპერიმენტებში ჰიდროქსოკობალამინის მაღალი (ფარმაკოლოგიური) დოზების გამოყენებით გამოვლინდა მნიშვნელოვანი ანტინევრიტული ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკა

დიკლოფენაკი: დიკლოფენაკის ყველაზე მაღალი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა კუნთებში შეყვანიდან დაახლოებით 20 წუთში. კუნთებში შეყვანის შემდეგ პლაზმა-დროის კონცენტრაციის მრუდქვეშ ფართობი ორჯერ მეტია, ვიდრე პერორალური გზით იდენტური დოზის მიღებისას.

დიკლოფენაკის პლაზმის ცილებთან შეკავშირება 99.7%-ია, ძირითადად უკავშირდება ალბუმინებს (99.4%). განაწილების მოცულობა შეადგენს 0.12-0.17 ლ/კგ-ს.

უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციის მიღწევიდან დიკლოფენაკის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში 2-4 საათში მიიღწევა. სინოვიალური სითხიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-6 საათს. უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციის მიღწევიდან ორი საათის შემდეგ აქტიური სუბსტანციის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში, რაც გრძელდება მიღებიდან 12 საათის განმავლობაში.

ლაქტაციის პერიოდში დიკლოფენაკის მცირედი კონცენტრაციები აღმოჩენილი იყო დედის რძეში (100 ნგ/მგ). ჩვილის მიერ მიღებული დიკლოფენაკის რაოდენობა იყო 0.03 მგ/კგ/დღეში დოზის ეკვივალენტური.

დიკლოფენაკის ბიოტრანსფორმაცია ნაწილობრივ ხდება თავისუფალი მოლეკულის გლუკურონირების ხარჯზე, მაგრამ ძირითადად ერთჯერადი და მრავალჯერადი ჰიდროქსილირების და მეთოქსილირების ხარჯზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება რამოდენიმე ფენოლური მეტაბოლიტი (3’-ჰიდროქსი-, 4’-ჰიდროქსი-, 5-ჰიდროქსი-, 4’5-დიჰიდროქსი- და 3’-ჰიდროქსი-4’მეთოქსიდიკლოფენაკი), რომელთა უმრავლესობა გარდაიქმნება გლუკურონიდის კონიუგატებში. ამ ფენოლური მეტაბოლიტებიდან ორი მეტაბოლიტი ბიოლოგიურად აქტიურია, თუმცა გაცილებით ნაკლებად აქტიური, ვიდრე დიკლოფენაკი.

პლაზმიდან დიკლოფენაკის საერთო სისტემური კლირენსი არის 263±56 მლ/წთ. ნახევარგამოყოფის პერიოდია 1-2 საათი. ოთხ მეტაბოლიტს, მათ შორის ორ აქტიურს, გააჩნია პლაზმის ნახევრად დაშლის მოკლე პერიოდი – 1-3 საათი. ერთ მეტაბოლიტს, 3’-ჰიდროქსი-4’მეთოქსიდიკლოფენაკს, გააჩნია პლაზმის ნახევრად დაშლის უფრო ხანგრძლივი პერიოდი, თუმცა ეს მეტაბოლიტი პრაქტიკულად არ არის აქტიური.

შეყვანილი დიკლოფენაკის დაახლოვებით 60% გამოიყოფა შარდით გლუკურონიდის კონიუგატების თავისუფალი მოლეკულის სახით და მეტაბოლიტების სახით, რომელთა უმრავლესობა ასევე გარდაიქმნება გლუკურონიდის კონიუგატებად. 1%-ზე ნალკები გამოიყოფა შეუცვლელი სახით. დანარჩენი ნაწილი მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით ფეკალურ მასებთან ერთად.

დილოფენაკის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მუდმივია განმეორებითი მიღებისას ჯანმრთელ პაციენტებში, ხოლო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება მოხდეს პრეპარატის და/ან მისი მეტაბოლიტების მომატება (რასაც კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს). ღვიძლის ფუნქციის ცვლილებების მქონე პაციენტებში (ქრონიკული ჰეპატიტის, ციროზი პორტალური დეკომპენსაციის გარეშე) პრეპარატის კინეტიკა და მეტაბოლიზმი ისეთივეა, როგორც ჯანმრთელ პაციენტებში.

ბეტამეთაზონი: ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის კუნთში შეყვანის შემდეგ პლაზმური კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს დაახლოებით 60 წუთში. პრეპარატის მოქმედება ვლინდება პლაზმური კონცენტრაციის მიღწევისას პარენტერალურად შეყვანიდან 1-3 საათში. გლუკოკორტიკოიდები უკავშირდება პლაზმის ცილებს სხვადასხვა ხარისხით. ბეტამეთაზონი მჭიდროდ უკავშირდება გლობულინს და ალბუმინს და მხოლოდ 5-10% რჩება თავისუფალი და, შესაბამისად, ბიოლოგიურად აქტიური სახით. ვინაიდან პრეპარატის მხოლოდ თავისუფალი ფრაქცია არის ფარმაკოლოგიურად აქტიური, პაციენტები ალბუმინის დაბალი დონით მეტად განიცდიან გლუკოკორტიკოიდების ზეგავლენას ნორმალური შემცველობის მქონე პაციენტებთან შედარებით. Gალუკოკორტიკოიდები გადის პლაცენტარულ ბარიერს და, ასევე, ჩნდება დედის რძეში.

ფარმაკოლოგიურად აქტიური გლუკოკორტიკოიდები განიცდის მეტაბოლიზმს ბევრ სხვადასხვა ქსოვილში, თუმცა ძირითადად ღვიძლში ბიოლოგიურად არააქტიური კომპონენეტების წარმოქმნით. არააქტიური მეტაბოლიტების გამოყოფა ხორციელდება თირკმელების საშუალებით გლუკურონის მჟავასთან ან სულფატთან დაკავშირებული სახით და ასევე თავისუფალი სახით. შეუცვლელი პრეპარატის მცირე რაოდენობა ასევე გამოიყოფა შარდით. ნაღვლით და ფეკალური მასებით გამოყოფა უმნიშვნელოა. ინექციის ადგილას ბეტამეთაზონის ეთერები განიცდის ჰიდროლიზს ქსოვილოვან დონეზე. პლაზმიდან ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოვებით 5 საათს და ბიოლოგიური ნახევრად გამოყოფის პერიოდი მერყეობს 36 სთ-დან 54 სთ-მდე ინტერვალში.

ჰიდროქსოკობალამინი ან ვიტამინი B12: კუნთში ინექციის შემდეგ ჰიდროქსოკობალამინი სრულად აბსორბირდება და აღწევს პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას შეყვანიდან დაახლოებით 1 საათში. სისხლის პლაზმაში ჰიდროქსოკობალამინი უკავშირდება სპეციფიკურ ცილებს – ტრანსკობალამინებს (განსაზღვრულია მათი სამი სახეობა – ტრანსკობალამინი I, II, III). ტრანსკობალამინთან დაკავშირებული ჰიდროქსოკობალამინი სწრაფად განიდევნება პლაზმიდან და ძირითადად გროვდება ღვიძლის პარენქიმულ უჯრედებში. ჰიდროქსოკობალამინი ასევე აღწევს პლაცენტაში და დედის რძეში. ძირითადად გამოიყოფა ნაღველით. ჰიდროქსოკობალამინის ორი მესამედი, რაც გამოიყოფა ნაღველით, შემდეგ კვლავ შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან და ამგვარად განიცდის ენტეროჰეპატურ რეცირკულაციას. ჰიდროქსოკობალამინის დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა ფეკალური მასებით და ამ რაოდენობას ემატება ნაწლავის ეპითელიური უჯრედების დაშლის და ნაწლავის ბაქტერიების მიერ სინთეზის შედეგად წარმოქმნილი რაოდენობა. ნორმალურ მდგომარეობაში ჰიდროქსოკობალამინის გამოყოფა შარდით მცირეა. ჰიდროქსოკობალამინის დოზის ეტაპობრივად გაზრდისას მატულობს გლომერული ფილტრაციის დონე.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ერთჯერადი დოზის კინეტიკის შესწავლისას ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმის პირობებში არ გამოვლენილა შეუცვლელი აქტიური ნივთიერების დაგროვება. ჰიდროქსოკობალამინის მეტაბოლიტების პლაზმური წონასწორული კონცენტრაცია პაციენტებშიKკრეატინინის კლირენსით <10 მლ/წთ არის დაახლოებით 4-ჯერ მეტი, ვიდრე ჯანმრთელ პაციენტებში. მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა ნაღველით.

ღვიძლის მწვავე უკმარისობა ან ჰიპერთირეოიდიზმი

ბეტამეთაზონის მეტაბოლიზმი გახანგრძლივებულია და ამგვარად მისი ეფექტი მეტად არის გამოხატული.

ჰიპოალბუმინემია ან ჰიპერბილირუბინემია

ჰიპოალბუმინემიის ან ჰიპერბილირუბინემიის შედეგად შესაძლოა სისხლში თავისუფალი ბეტამეთაზონის კონცენტრაციის გაზრდა.

სხვა

ვიტამინ B12-ის ეფექტურობა შესაძლოა შეამციროს ისეთმა პათოლოგიურმა მდგომარეობებმა როგორიცაა – ურემია, ინფექციური დაავადებები, ორგანიზმში რკინის ან ფოლის მჟავას დეფიციტი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ინფორმაცია პაციენტებისთვის

ბლოკარტ B-12

ბეტამეთაზონი

დიკლოფენაკი

ვიტამინი B12

ინექცია

დამზადებულია არგენტინაში

გაიცემა მხოლოდ რეცეპტით

  • 34366211506preparatis miRebamde yuradRebiT gaecaniT instruqcias.

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსი იყოს.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გაუარესების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსი იყოს.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გაუარესების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:

რა არის ბლოკარტ B-12 და რისთვის გამოიყენება

რისი ცოდნაა საჭირო ბლოკარტ B-12-ის გამოყენებამდე

ბლოკარტ B-12-ის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ბლოკარტ B-12-ის შენახვის პირობები

შეფუთვა, შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის ბლოკარტ B-12 და რისთვის გამოიყენება

ბლოკარტ B-12G წარმოადგენს დიკლოფენაკის (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (ასაპ) ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით), ბეტამეთაზონის (გლუკოკორტიკოსტეროიდი ანთების საწინააღმდეგო აქტივობით) და ჰიდროქსოკობალამინის ((ვიტამინი B12) ნერვული უჯრედების მეტაბოლიზმის პროცესში მონაწილე კოფერმენტი, რომელსაც გააჩნია ანტინევრიტული მოქმედება და რომელიც ხელს უწყობს დიკლოფენაკის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გამოვლენას) კომბინაციას.

ბლოკარტ B-12Gგამოიყენება ძლიერი ანთებითი და მტკივნეული, განსაკუთრებით ნევრიტული კომპონენტით მიმდინარე პროცესების სამკურნალოდ, კერძოდ:

სახსრებისა და არასახსროვანი რევმატული დაავადებები;

ფიბრომიალგია;

მიალგია (კუნთოვანი ტკივილი), ზურგის ტკივილი, იშიაზი (ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში, მენჯ-ბარძაყის არეში), ცერვიკალგია ან ცერვიკობრაქიალგია (კისრის ტკივილი ან კისრისა და მკლავის არეში ტკივილი);

პოლირადიკულონეიროპათია (ნევრალგია, რადიკულარული ტკივილი; აღნიშნული ტკივილი წარმოიქმნება ანთების ან ნერვის დაზიანების გამო)

ტრავმა;

დაჭიმულობა.

რისი ცოდნაა საჭირო ბლოკარტ B-12-ის გამოყენებამდე

მნიშვნელოვანია პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება დროის მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდში. არ გამოიყენოთ პრეპარატი მეტი დროის განმავლობაში, ვიდრე საჭიროა ტკივილის სიმპტომების სამკურნალოდ.

ნუ მიიღებთ ბლოკარტ B-12-ს, თუ:

აღგენიშნებათ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დიკლოფენაკის, ბეტამეთაზონის, ჰიდროქსოკობალამინის (ვიტამინი B12), კობალტის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

გაქვთ ალერგია ან წარსულში აღგენიშნებოდათ ალერგიული რეაქციები ასპირინზე ან სხვა მსგავსი ტიპის ანალგეზიურ (ტკივილგამაყუჩებელი) ან ანთების საწინააღმდეგო მოქმდების პრეპარატებზე. ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვის გაძნელებით, ჭინჭრის ციებით, მწვავე რინიტით (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) ან ტუჩების და თვალების არეში შეშუპებით. აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენ შესაძლებელია იყოთ ალერგიული.

გაქვთ კუჭის წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან წარსულში გქონდათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით გამოწვეული წყლულის წარმოქმნის ან სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული შემთხვევა.

გაქვთ კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი აქტიურ ფაზაში.

გაქვთ თირკმლის ან/და ღვიძლის მწვავე უკმარისობა.

გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა ან ღებულობთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (ანტიკოაგულანტები ან ანტიაგრეგანტული საშუალებები).

გაქვთ ან წარსულში აღგენიშნებოდათ გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება (მაგალითად - სტენოკარდია, გულის შეტევა, გულის სისხლძარღვების დახშობა), სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (პერიფერიული არტერიების დაავადება), ცერებრო-ვასკულარული დაავადება (ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა) ან/და გადატანილი გაქვთ ან ექვემდებარებით გულის სისხლძარღვების შუნტირებას.

ხართ ორსული (განსაკუთრებით, ორსულობის მესამე ტრიმესტრი).

ხართ მეძუძური დედა (იხ. პუნქტი “ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი”).

გაქვთ სისტემური ინფექცია (ბაქტერიული, ვირუსული, სისტემური მიკოზური, აქტიური ტუბერკულოზი) და ჯერ არ მიგიღიათ შესაბამისი მკურნალობა.

აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა, თუ:

გაქვთ ან წარსულში აღგენიშნებოდათ საყლაპავი მილის, კუჭის ან ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან/და პერფორაცია, რაც გამოიხატებოდა მუცლის არეში მწვავე ან მდგრადი ტკივილით ან/და განავლის შავი შეფერვით ან შესაძლოა იყო მსგავსი გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი ამ სიმპტომთაგან. გართულებების გამოვლენის რისკი მეტად მაღალია ასაკოვან ან დასუსტებულ პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ მკურნალობის დაწყება მინიმალური ეფექტური დოზით კუჭის დამცავ საშუალებებთან ერთად კომბინაციაში.

გაქვთ ან წარსულში გქონდათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (მაგალითად, როგორიცაა - გულის უკმარისობა, არითმია, სტენოკარდია, ინსულტი) ან გაქვთ შესაბამისი რისკ-ფაქტორები (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, სისხლის მომარაგების დარღვევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, მოიხმართ თამბაქოს). პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ვინაიდან დოკლოფენაკის შემცველი პრეპარატის გამოყენება ასოცირებულია გულის შეტევის (ინფარქტი) ან თავის ტვინში სისხლის მომარაგების დარღვევის (ინსულტი) განვითარებასთან, განსაკუთრებით პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება ან მკურნალობის გახანგრძლივება. პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება, განსაკუთრებით პაციენტებში გულის უკმარისობით ან/და მაღალი არტერიული წნევით. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ტკივილი გულმკრედის არეში, სუნთქვის გაძნელება, საუბრის ან მოძრაობის გაძნელება.

გაქვთ თირკმლის უკმარისობა.

აღგენიშნებათ ასთმა, სეზონური ალერგიული რინიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება/პოლიპები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან სასუნთქი სისტემის სხვა ქრონიკული დაავადებები.

იღებთ ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს (ასპირინის ჩათვლით), ორალურ ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტულ საშუალებებს, სხვა პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლია გაზარდოს სისხლდენის რისკი, როგორიცაა, მაგალითად, კორტიკოსტეროიდები ან ანტიდეპრესანტები (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები).

გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, სისხლდენა ან სისხლის დაავადებები ღვიძლის პორფირიის ჩათვლით (მეტაბოლური დაავადება, ძირითადად მემკვიდრეობითი ხასიათის).

გაქვთ ან წარსულში გადაიტანეთ ტუბერკულოზი.

გაქვთ დიაბეტი.

აღგენიშნებათ ოსტეოპოროზი.

აღგენიშნებათ ჰიპოთირეოიდიზმი.

გაქვთ მიასტენია გრავისი.

გაქვთ მაღალი არტერიული წნევა.

გაქვთ არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ეროზიული ეზოფაგიტი, დივერტიკულიტი ან გადატანილი გაქვთ ნაწლავის რეზექცია.

გაქვთ ან წარსულში აღგენიშნებოდათ მწვავე ფსიქოზური დაავადებები (როგორც თქვენ, ასევე თქვენს ახლო ნათესავებს). ეს მოიცავს დეპრესიას, მანიაკალურ-დეპრესიულ აშლილობას ან ფსიქოზს.

გაქვთ თვალის ანთებითი დაავადება (თვალის მარტივი ჰერპესი) ან გლაუკომა.

თუ გაწუხებთ მხედველობის დაბინდვა ან სხვა ხედვითი დარღვევები. აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია - თვალის დაავადება, რომელიც იწვევს დაბინდულ ან დამახინჯებულ ხედვას, ჩვეულებრივ ერთი თვალის მხარეს.

გაქვთ პოდაგრა (სახსრებში შარდმჟავას კრისტალების დაგროვებით გამოწვეული დაავადება, სახსრების ტკივილით და ანთებით მიმდინარე).

გაქვთ ერითრემია (ძვლის ტვინის დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში ერითროციტების ჭარბი რაოდენობით).

გაქვთ ლებერის დაავადება (მხედველობის ნერვის ატროფია).

თუ მკურნალობის პირველ დღეებში განვითარდება კანის ძლიერი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ბუშტუკები ან კანის აქერცვლა, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.

შეატყობინეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

ზოგი პრეპარატი ურთიერთქმედებს ბლოკარტ B-12-თან. ასეთ შემთხვევებში ექიმი გადაწყვეტს, თუ საჭიროა პრეპარატის დოზის შეცვლა ან რომელიმე პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ბლოკარტ B-12-ის მიღებამდე მნიშვნელოვანია შეატყობინოთ ექიმს, თუ იღებთ ან ახლახანს მიგიღიათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი:

დიკლოფენაკის ჯგუფის სხვა პრეპარატები, მაგალითად – ასპირინი, იბუპროფენი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა მეთილპრედნიზოლონი ან დექსამეტაზონი, რაც გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების, სიმსივნეების ან ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს.

ორალური ანტიკოაგულანტები ან ანტიაგრეგანტული საშუალებები (გამოიყენება სისხლის შედედების პროფილაქტიკისთვის). ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს თქვენი სისხლის შედედების უნარის კონტროლი ბლოკარტ B-12-ით მკურნალობის დაწყებისას ან დასრულებისას.

სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ზოგიერთი ტიპის დეპრესიის ან შფოთვის სამკურნალო საშუალებები).

ლითიუმის პრეპარატები (ბიპოლარული დარღვევის ან სხვა მენტალური დარღვევების სამკურნალო საშუალებები).

გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ამიოდარონი, დიგოქსინი ან ვერაპამილი; ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლში დიგოქსინის დონის კონტროლი.

მეთოტრექსატი (რევმატოიდული ართრიტის და ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალო პრეპარატი).

ციკლოსპორინის, ტაკროლიმუსის, აზათიოპრინის, ციკლოფოსფამიდის, მერკაპტოპურინის შემცველი სამკურნალო საშუალებები (გამოიყენება ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის დროს), 5-ფტორურაცილი (გამოიყენება ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ), კოლხიცინი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ).

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (ინსულინი ან ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები); ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი.

შარდმდენი საშუალებები (დიურეტიკები).

ანტიკონვულსანტები, როგორიცაა ფენობარბიტალი ან ფენოტოინი (გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ). თუ ღებულობთ ფენიტოინს, შესაძლოა ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს სისხლში ფენიტოინის დონის კონტროლი.

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ბეტა-ბლოკერები. ჰიდრალაზინი ან ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფაქტორის (აგფ) ინჰიბიტორები.

ტრიმეტოპრიმის შემცველი ანტიბიოტიკები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება საშარდე სისტემის ინფექციების ან სხვა ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის).

ქლორამფენიკოლი, ქინოლონები, ცეფტრიაქსონი, ნეომიცინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალებები), ამფოტერიცინი B, ვორიკონაზოლი (სოკოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალება), იზონიაზიდი, პარაამინოსალიცილის მჟავა, ამინოსალიცილატები (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებები) ან პენიცილამინი.

მიზოპროსტოლის შემცველი პრეპარატები (კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალებები).

ქოლესტირამინის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებისთვის).

პენტაზოცინი (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება).

ორალური კონტრაცეპტივები.

ანტიქოლისტერაზული საშუალებები, როგორიცაა რივასტიგმინი, გალანტამინი, დონეპეზილი, ნეოსტიგმინი.

ბლოკარტ B-12-ის ურთიერთქმედება საკვებთან ან ალკოჰოლთან:

ბლოკარტ B-12-ით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს პრეპარატის ტოქსიკურობა.

ხანდაზმული პაციენტები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (ასაპ) გამოწვეული კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების განვითარების ალბათობა ხანდაზმულ პაციენტებში მეტია, ვიდრე ზრდასრულებში. აღნიშნული ჯგუფის პრეპარატებს შეუძლია გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება, რაც იწვევს არტერიული წნევის მატებას. ბლოკარტ B-12-ის გამოყენებისას ხანდაზმულ პაციენტებში საჭიროა სიფრთხილე. მკურნალობა რეკომენდებულია პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზით.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ფერტილობა

დიკლოფენაკის მსგავსი პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა გაართულოს დაორსულების პროცესი, ამიტომ, თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას, ბლოკარტ B-12-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ფერტილობის პრობლემების არსებობისას საჭიროა განხილულ იქნას პრეპარატით მკურნალობის პროცესის შეწყვეტა.

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ასევე, თუ კვებავთ ძუძუთი ბავშვს, პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ვინაიდან პრეპარატის გამოყენება ასოცირებულია ნაყოფის თანდაყოლილ ანომალიებთან/ორსულობის შეწყვეტასთან, პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია, თუ დედისათვის პრეპარატისაგან მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად არ აჭარბებს ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური.

ბლოკარტ B-12-ის მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

ძუძუთი კვების პერიოდი

არ მიიღოთ ბლოკარტ B-12, თუ კვებავთ ძუძუთი ბავშვს. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პრეპარატის მიღება თქვენთვის აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი:

ბლოკარტ B-12-ის გამოყენებისას ზოგ პაციენტში მოსალოდნელია ძილიანობა, თავბრუსხვევა ან დაღლილობა. აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა თავის არიდება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვისაგან.

ბლოკარტ B-12-ის გამოყენების წესი

ბლოკარტ B-12 მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

საშუალო რეკომენდებული დოზებია:

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ:

1-2 ფლაკონი დღეში, კუნთში ღრმა ინექციის სახით.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ექიმის გადაწყვეტილებით და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. ინექციები კეთდება არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობა შემდგომში გაგრძელდეს პერორალურად.

გამოყენება ბავშვებში

ბლოკარტ B-12 არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი:

ინექციის ადგილას დისკომფორტის ან ადგილობრივი არასასურველი რეაქციების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ინექციის შეყვანის წესების მკაცრად დაცვა, კერძოდ:

ფრთხილად გაასუფთავეთ ინექციის ადგილი;

შეინარჩუნეთ სისუფთავე პროდუქტის მოხმარების მთელ პერიოდში;

შეიყვანეთ ინექცია რაც შეიძლება ღრმად.

ინექცია შეიყვანეთ ნელა.

ნაზად დაზილეთ ინექციის უბანი, რათა სითხე კარგად განაწილდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ბლოკარტ B-12 მიიღეთ ჭარბი რაოდენობით:

დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების ცენტრს.

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ ბლოკარტ B-12-ის მიღება:

გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით დღის განმავლობაში დოზის გაორმაგება დაუშვებელია.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში ბლოკარტ B-12-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.

თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართედ ექიმს:

სერიოზული ალერგიული რეაქციები, როგორიცაა – სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, ტუჩების, ენის, ხორხის ან ზოგადად სხეულის შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა, გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება ან გონების დაბინდვა. შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს. აღნიშნული რეაქციები ვლინდება იშვიათად (1 პაციენტში 1000-დან).

კანის მძიმე რეაქციები გამონაყარით; ლორწოვანი გარსების დაზიანებები პირში, ყელში, ცხვირში, თვალებში ან სასქესო ორგანოებზე; ბუშტუკები; კანის აქერცვლა ან სისხლდენა, სხვა ორგანოების დაზიანების ნიშნებით ან მათ გარეშე. Dდაუყოვნებლივ შეწყვიტეთ Blokart B-12-ის მიღება და მიმართეთ ექიმს. ეს რეაქციები ძალიან იშვიათია (შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1 ადამიანს).

კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, რაც მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე (მაგალითად, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, კანის ქავილი და სიყვითლე, თვალების სკლერის ყვითლად შეფერვა, გამონაყარი კანზე); აღნიშნული მოვლენების შესახებ შეატყობინეთ ექიმს, ვინაიდან შესაძლოა საჭირო იყოს სიფრთხილე და პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. აღნიშნული რეაქციები ვლინდება იშვიათად (1 პაციენტში 1000-დან).

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ხშირად ვლინდება დიკლოფენაკის გამოყენებისას:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია ან გულძმარვა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება), გამონაყარი კანზე.

გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნება კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, ძირითადად ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ:

ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგია), არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, კუშინგის სინდრომი (მთვარისებრი სახე, ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება ზურგის არეში), შაქრიანი დიაბეტის ფარული სიმპტომები და ინსულინის ან ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მიღების საჭიროების ზრდა, შეშუპება (ორგანიზმში სითხის შეკავების გამო), სისხლში ელექტროლიტების დისბალანსი (ნატრიუმის შეკავება, კალიუმის გამოდევნა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი), ეიფორია, განწყობის ცვლილებები, დეპრესია, პიროვნული თვისებების ცვლილებები, უძილობა, კრუნჩხვები, ქალაშიდა წნევის მომატება თვალის ნერვის შეშუპებით (როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის შემდგომ), თავის ტკივილი, უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება), ეგზოფტალმი (თვალის ერთი ან ორივე კაკლის წინ წამოწევა), მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადება შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება), ძლიერი მეტეორიზმი, წყლულოვანი ეზოფაგიტი (საყლაპავი მილის შიდა გარსის ანთება), სლოკინი, ალერგიული დერმატიტი, შეშუპება, კანის გათხელება და მგრძნობელობის მომატება, კანზე პეტექიები და ეკქიმოზები (წითელი წერტილოვანი გამონაყარი კანზე), ერითემა (კანის სიწითლე), მომატებული ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია (ტკივილი კუნთებში), კუნთოვანი მასის შემცირება, ოსტეოპოროზი (ძვლებში კალციუმის ნაკლებობა), ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობები, ბარძაყის და მხრის ძვლების ასეპტიური ნეკროზი, ლულოვანი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები, მყესების გახლეჩვა, ზრდის შეფერხება პედიატრიული ასაკის პაციენტებში, ჭრილობის შეხორცების შეფერხება.

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ხშირად აღინიშნება ვიტამინ B12-ის გამოყენებისას:

ძალიან ხშირად: თავის ტკივილი და მაღალი არტერიული წნევა. დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა; გულისრევა, შარდის წითლად შეფერვა.

ხშირად: ლიმფოციტების (სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ინფექციებისგან) რაოდენობის შემცირება; შესაძლო ერითრემიის ნიშნების მასკირება. ალერგიული რეაქციები ანაფილაქსიის ჩათვლით, ანგიოედემა/კვინკეს შეშუპება (კანის ლორწოვანი გარსის და ქსოვილების სწრაფი შეშუპება), ჭინჭრის ციება, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი კანზე (უპირატესად აკნეს მსგავსი), კანის სიწითლე, ფოტოსენსიტიურობა (მზის სხივებზე კანის მომატებული მგრძნობელობა). აგზნებადობა, თავბრუსხვევა; თავის ტკივილი შესაძლოა იყოს ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენა. თვალების გაღიზიანება, სიწითლე, შეშუპება. სისხლში კალიუმის რაოდენობის შემცირება (დაკავშირებული იყო ჰიდროქსოკობალამინის პარენტერალური გზით მიღებასთან პაციენტებში მეგალობლასტური ანემიით).

სისხლის მოწოლის შეგრძნება, პერიფერიული შეშუპება და პერიფერიული ვასკულარული თრომბოზი შესაძლოა განვითარდეს ჰიდროქსოკობალამინის ინფუზიური თერაპიის დროს.

ხშირად: ინექციის ადგილობრივი რეაქციები; მტკივნეულობა ინექციის ადგილას, იშვიათად ინფუზიის დროს.

ბლოკარტ B-12-ის შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში. არ შეინახოთ მაცივარში.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა:

2 წელი (24 თვე) ვარგისობის ვადა აქვს მინიჭებული პროდუქტს – ბლოკარტ B-12, ინექცია.

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით.

ნუ გამოიყენებთ ბლოკარტ B-12-ს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შემადგენლობა, შეფუთვა, და სხვა ინფორმაცია

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: ბეტამეთაზონი, ნატრიუმის დიკლოფენაკი და ჰიდროქსოკობალამინი (ვიტამინი B12).

თითო ამპულა შეიცავს: ბეტამეთაზონს (ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის საზით) - 2 მგ; ნატრიუმის დიკლოფენაკს - 75 მგ; ჰიდროქსოკობალამინს (ჰიდროქსოკობალამინის სულფატის სახით) - 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ბისულფიტი/მეტაბისულფიტი, საინექციო წყალი 3 მლ-მდე.

შევუთვა

თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 3 ან 6 ამპულა.

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals Ltd.,

საქართველო

მწარმოებელი

Laboratorios Bago S.A.

არგენტინა

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა