პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ბიტინექსი

Bitinex®

რეცეპტით18მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

ბიტინექსი შეიცავს ატომოქსეტინს და გამოიყენება ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) სამკურნალოდ. იგი გამოიყენება: ექვს წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში; მოზარდებში; მოზრდილებში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ატომოქსეტინი (atomoxetine)
ფორმა და შეფუთვა
18მგ მყარი კაფსულა №28
მწარმოებელი
Pharmathen International S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, ცენტრალური მოქმედების სიმპათომიმეტური საშუალებები
ATC კოდი
N06BA09
რეგისტრაციის ნომერი
რ-044368
რეგისტრირებულია
21 ნოემბერი 2025, მოქმედებს 21 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
ურთიერთქმედების შემოწმებაბიტინექსი და სხვა წამალი ერთად

ბიტინექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბიტინექსი შეიცავს ატომოქსეტინს და გამოიყენება ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) სამკურნალოდ. იგი გამოიყენება:

ექვს წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში;

მოზარდებში;

მოზრდილებში.

ის გამოიყენება მხოლოდ როგორც დაავადების სრული მკურნალობის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც მოიცავს ისეთ მეთოდებსაც, რომლებიც არ გულისხმობს მედიკამენტოზურ მკურნალობას, მაგალითად, როგორიცაა კონსულტაციები და ქცევითი თერაპია.

ის არ გამოიყენება ADHD-ის სამკურნალოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან უცნობია, მოქმედებს თუ არა პრეპარატი ან უსაფრთხოა თუ არა ამ ასაკობრივ კატეგორიაში.

მოზრდილებში, ეს პრეპარატი გამოიყენება ADHD-ის სამკურნალოდ, როდესაც სიმპტომები ძალიან შემაწუხებელია და გავლენას ახდენს თქვენს მუშაობაზე ან სოციალურ ცხოვრებაზე და როდესაც დაავადების სიმპტომები გქონიათ ბავშვობაში.

როგორ მოქმედებს პრეპარატი

ეს პრეპარატი ზრდის ნორადრენალინის რაოდენობას ტვინში. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება და ზრდის ყურადღებას, ამცირებს იმპულსურობას და ჰიპერაქტიურობას, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე პაციენტებში. ეს პრეპარატი ინიშნება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის სიმპტომების კონტროლისთვის. ეს პრეპარატი არ არის სტიმულატორი და შესაბამისად, არ იწვევს დამოკიდებულებას.

სიმპტომების სრულად გაუმჯობესებას შეიძლება წამლის მიღების დაწყებიდან რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) შესახებ

ADHD-ის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს უჭირთ:

ერთ ადგილზე ჯდომა და

კონცენტრირება.

ეს მათი ბრალი არ არის, რომ მათ არ შეუძლიათ ამ ყველაფრის გაკეთება. ბევრ ბავშვსა და მოზარდს უჭირს ამ ყველაფრის გაკეთება. თუმცა, ADHD-ის შემთხვევაში შეიძლება მათ პრობლემები შეექმნათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ADHD-ის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შეიძლება უჭირდეთ სწავლა და საშინაო დავალების შესრულება. მათ უჭირთ კარგად მოქცევა სახლში, სკოლაში ან სხვა ადგილებში. ADHD არ მოქმედებს ბავშვის ან მოზარდის ინტელექტზე.

ADHD-ის მქონე მოზრდილებს უჭირთ ყველა იმ საქმის კეთება, რაც ბავშვებს უჭირთ; თუმცა, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მათ პრობლემები აქვთ:

სამსახურში;

ურთიერთობებში;

თვითშეფასებაში (აქვთ დაბალი თვითშეფასება);

განათლებაში.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. როგორც წესი, პრეპარატი მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ (დილით და გვიან შუადღისას ან საღამოს ადრე).

ბავშვებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი ზრდასრულის დახმარების გარეშე.

თუ ბიტინექსს იღებთ დღეში ერთხელ და გრძნობთ ძილიანობას ან გულისრევას, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ მკურნალობის გრაფიკი და დაგინიშნოთ დღეში ორჯერ მიღება.

გამოიყენება პერორალურად.

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

არ გახსნათ კაფსულები, არ ამოიღოთ კაფსულების შიგთავსი არ და არ მიიღოთ სხვაგვარად.

პრეპარატის ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიღება, დაგეხმარებათ მისი მიღების დამახსოვრებაში.

რა დოზით უნდა მიიღოთ

თუ ხართ ბავშვი ან მოზარდი (6 წლის ან უფროსი ასაკის):

თქვენი ექიმი გეტყვით, რამდენი ბიტინექსი უნდა მიიღოთ და გამოთვლის დოზას თქვენი წონის მიხედვით. როგორც წესი, თქვენი ექიმი უფრო დაბალი დოზის დანიშვნით დაიწყებს, სანამ ბიტინექსის რაოდენობას გაზრდის თქვენი სხეულის წონის მიხედვით.

სხეულის წონა 70 კგ-მდე: საწყისი მთლიანი დღიური დოზაა 0.5 მგ სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე გადაანგარიშებით, მინიმუმ 7 დღის განმავლობაში. თქვენმა ექიმმა შეიძლება შემდეგ გადაწყვიტოს დოზის გაზრდა ჩვეულებრივ შემანარჩუნებელ დოზამდე, დაახლოებით 1.2 მგ დღეში სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე გადაანგარიშებით.

სხეულის წონა 70 კგ-ზე მეტი: საწყისი მთლიანი დღიური დოზაა 40 მგ, მინიმუმ 7 დღის განმავლობაში. თქვენმა ექიმმა შეიძლება შემდეგ გადაწყვიტოს დოზის გაზრდა ჩვეულებრივ შემანარჩუნებელ დოზამდე, 80 მგ დღეში. თქვენი ექიმის მიერ დანიშნული მაქსიმალური დღიური დოზა იქნება 100 მგ.

მოზრდილები

საწყისი მთლიანი დღიური დოზა ბიტინექსით მკურნალობის დაწყებისას არის 40 მგ, მინიმუმ 7 დღის განმავლობაში. თქვენმა ექიმმა შემდეგ შეიძლება გადაწყვიტოს მისი გაზრდა ჩვეულებრივ შემანარჩუნებელ დოზამდე, 80-100 მგ დღეში. თქვენი ექიმის მიერ დანიშნული მაქსიმალური დღიური დოზა იქნება 100 მგ.

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

რას გააკეთებს თქვენი ექიმი თქვენი მკურნალობის დროს

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ რამდენიმე გამოკვლევას

დაწყებამდე - რათა დარწმუნდეს, რომ ბიტინექსი უსაფრთხოა და სასარგებლო იქნება.

დაწყების შემდეგ - ანალიზები დაგენიშნებათ მინიმუმ 6 თვეში ერთხელ, მაგრამ შესაძლოა უფრო ხშირადაც.

გამოკვლევები დაგენიშნებათ ასევე დოზის შეცვლისას. ეს გამოკვლევები მოიცავს:

სიმაღლისა და წონის გაზომვას ბავშვებსა და მოზარდებში;

არტერიული წნევის და გულისცემის გაზომვას;

შემოწმებას, გაქვთ თუ არა რაიმე პრობლემა ან გაუარესდა თუ არა გვერდითი მოვლენები ბიტინექსის მიღების დროს.

ხანგრძლივი მკურნალობა

ბიტინექსის მიღება მუდმივად საჭირო არ არის. თუ ბიტინექსს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იღებთ, თქვენი ექიმი გადახედავს მკურნალობას, რათა გაარკვიოს, კვლავ გჭირდებათ თუ არა პრეპარატის მიღება.

თუ მიიღეთ ბიტინექსი დანიშნულზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას და აცნობოთ რამდენი კაფსულა მიიღეთ. დოზის გადაჭარბების თანმხლები ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სიმპტომებია: სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ტრემორი და პათოლოგიური ქცევა. ძალიან იშვიათად, ასევე აღწერილია სეროტონინის სინდრომი, რომელიც სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობაა. (იხ. მე-2 პარაგრაფი, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები, სეროტონინის სინდრომი).

თუ დაგავიწყდათ ბიტინექსის მიღება

თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე, მაგრამ არ მიიღოთ თქვენს მთლიან დღიურ დოზაზე მეტი 24 საათის განმავლობაში. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ბიტინექსის მიღებას

ბიტინექსის მიღების შეწყვეტისას, როგორც წესი, გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება, მაგრამ ADHD-ის სიმპტომები შეიძლება განმეორდეს. მკურნალობის შეწყვეტამდე ჯერ თქვენს ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია ატომოქსეტინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიიღეთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორის (მაოი) სახელით ცნობილი პრეპარატი, მაგალითად, ფენელზინი. მაოი ზოგჯერ გამოიყენება დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ; ბიტინექსის მიღებამ მაოი-სთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები ან შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. ასევე, ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, მაოი-ის მიღებამდე უნდა დაელოდოთ მინიმუმ 14 დღის გასვლას.

გაქვთ თვალის დაავადება, რომელსაც ეწოდება ვიწროკუთხოვანი გლაუკომა (თვალშიგა წნევის მომატება).

გაქვთ გულის სერიოზული პრობლემები, რაზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს გულისცემის აჩქარებამ და/ან არტერიული წნევის მომატებამ, რადგან ეს შეიძლება იყოს ბიტინექსის ეფექტი.

გაქვთ ტვინის სისხლძარღვებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები - როგორიცაა ინსულტი, სისხლძარღვის ნაწილის შეშუპება და შესუსტება (ანევრიზმა) ან სისხლძარღვების შევიწროება ან დახშობა.

გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა).

არ მიიღოთ ბიტინექსი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტი გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ამ მედიკამენტმა შეიძლება გააუარესოს ეს პრობლემები.

სიფრთხილის ზომები

როგორც მოზრდილებმა, ასევე ბავშვებმა უნდა იცოდნენ შემდეგი გაფრთხილებების და სიფრთხილის ზომების შესახებ. ბიტინექსის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ:

თვითმკვლელობის შესახებ ფიქრები ან თვითმკვლელობის მცდელობა.

გულის პრობლემები (მათ შორის გულის მანკები) ან გულისცემის გახშირება. ბიტინექსმა შეიძლება გაზარდოს გულისცემა (პულსი). უეცარი სიკვდილი დაფიქსირდა გულის მანკების მქონე პაციენტებში.

მაღალი არტერიული წნევა. ბიტინექსმა შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევა.

დაბალი არტერიული წნევა. ბიტინექსმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა დაბალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებში.

არტერიული წნევის ან გულისცემის უეცარი ცვლილებების პრობლემები.

გულ-სისხლძარღვთა დაავადება ან ინსულტი ანამნეზში.

ღვიძლის პრობლემები. შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზა.

ფსიქოზური სიმპტომები, მათ შორის ჰალუცინაციები (არარსებული ხმების გაგონება ან საგნების დანახვა), არარეალური რამის დაჯერება ან ეჭვის შეტანა.

მანია (ამაღლებული განწყობის ან ზედმეტი აღგზნების შეგრძნება, რაც იწვევს უჩვეულო ქცევას) და აგზნებადობა.

აგრესიული გრძნობები.

არამეგობრული და გაბრაზებული (მტრული) გრძნობები.

ბიტინექსით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესიული, მტრული ან ძალადობრივი გრძნობა; ან გაამწვავოს ეს სიმპტომები, თუ ისინი მკურნალობამდე არსებობდა. ასევე, შეიძლება გამოიწვიოს ქცევის ან განწყობის უჩვეულო ცვლილებები (მათ შორის ფიზიკური ძალადობა, მუქარის შემცველი ქცევა და სხვებისთვის ზიანის მიყენების ფიქრები). თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები და/ან მეგობრები შეამჩნევთ რომელიმე ამ რეაქციას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეპილეფსია ანამნეზში ან კრუნჩხვები სხვა მიზეზით. ბიტინექსმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვების სიხშირის მომატება.

ჩვეულებრივისგან განსხვავებული განწყობა (განწყობის ცვალებადობა) ან თავის ძალიან უბედურად გრძნობა.

სხეულის ნებისმიერი ნაწილის კონტროლის გაძნელება, განმეორებითი კანკალი ან ბგერებისა და სიტყვების გამეორების გაძნელება.

მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ. ბიტინექსმა შეიძლება გააუარესოს ეს პრობლემები. თქვენს ექიმს დასჭირდება თქვენზე პრეპარატის მოქმედების მონიტორინგი.

სეროტონინის სინდრომი

სეროტონინის სინდრომი პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ბიტინექსინის სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებისას (იხ. მე-2 პარაგრაფი „სხვა სამკურნალო საშუალებები და ბიტინექსი“). სეროტონინის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგი სიმპტომების კომბინაციას: დაბნეულობა, მოუსვენრობა, კოორდინაციის დარღვევა და რიგიდობა, ჰალუცინაციები, კომა, გულისცემის აჩქარება, სხეულის ტემპერატურის მომატება, არტერიული წნევის სწრაფი ცვლილებები, ოფლიანობა, წამოწითლება, ტრემორი, ჰიპერაქტიური რეფლექსები, გულისრევა, ღებინება და დიარეა. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ სეროტონინის სინდრომი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

ბიტინექსის მიღების დაწყებამდე, თქვენი ექიმის მიერ დასანიშნი კვლევები

ეს კვლევები განკუთვნილია იმის დასადგენად, არის თუ არა ბიტინექსი თქვენთვის შესაფერისი მედიკამენტი.

თქვენი ექიმი გაგიზომავთ:

არტერიულ წნევას და გულისცემას (პულსს) ბიტინექსის მიღებამდე და მიღების დროს;

სიმაღლეს და წონას ბიტინექსის მიღების დროს, თუ ხართ ბავშვი ან მოზარდი.

თქვენი ექიმი გესაუბრებათ შემდეგ საკითხებზე:

თქვენს მიერ მიღებული სხვა მედიკამენტების შესახებ;

ყოფილა თუ არა უეცარი, აუხსნელი სიკვდილი თქვენს ოჯახურ ანამნეზში;

ნებისმიერი სხვა სამედიცინო პრობლემა (მაგალითად, გულის პრობლემები), რომელიც შეიძლება გქონდეთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს.

მნიშვნელოვანია, რომ ექიმს მიაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. ეს დაეხმარება თქვენს ექიმს გადაწყვიტოს, არის თუ არა ბიტინექსი თქვენთვის შესაფერისი მედიკამენტი. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ამ მედიკამენტის მიღებამდე გესაჭიროებათ სხვა სამედიცინო კვლევები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაფსულების შიგთავსის შესახებ

არ გახსნათ ბიტინექსის კაფსულები, რადგან კაფსულის შიგთავსმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. თუ კაფსულის შიგთავსი მოხვდება თვალში, დაუყოვნებლივ ამოიბანეთ წყლით დაზიანებული თვალი და მიმართეთ ექიმს. ხელები და სხეულის ნებისმიერი სხვა ნაწილი, რომელზეც შეიძლება კაფსულის შიგთავსი მოხვედრილიყო, ასევე რაც შეიძლება მალე უნდა დაიბანოთ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები. აღნიშნული მოიცავს ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებსაც. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა ბიტინექსის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად და ზოგიერთ შემთხვევაში თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგიკორექტიროთ დოზას ან გაცილებით ნელა გაგიზარდოთ დოზა.

არ მიიღოთ ბიტინექსი დეპრესიის სამკურნალოდ განკუთვნილ მაოი-ს (მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები) შემცველ მედიკამენტებთან ერთად. იხ. მე-2 პარაგრაფი „არ მიიღოთ ბიტინექსი“.

თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, ბიტინექსმა შეიძლება გავლენა იქონიოს მათ ეფექტურობაზე ან გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, ბიტინექსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან:

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას ან გამოიყენება არტერიული წნევის კონტროლისთვის;

მედიკამენტები, როგორიცაა ანტიდეპრესანტები, მაგალითად, იმიპრამინი, ვენლაფაქსინი, მირტაზაპინი, ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი;

ზოგიერთი ხველისა და გაციების სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ არტერიულ წნევაზე ზემოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პრეპარატებიდან რომელიმეს მიღებამდე, რჩევისთვის მიმართოთ თქვენს ფარმაცევტს;

ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ;

მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია, რომ ზრდის კრუნჩხვების რისკს;

ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც იწვევს ბიტინექსის დაყოვნებას ორგანიზმში ჩვეულებრივზე დიდხანს (მაგალითად, ქინიდინი და ტერბინაფინი);

სალბუტამოლმა (ასთმის სამკურნალო პრეპარატი), პერორალურად მიღებისას ან ინექციის შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის აჩქარების შეგრძნება, მაგრამ ეს არ გააუარესებს თქვენს ასთმას.

ბიტინექსთან ერთად მიღებისას, ქვემოთ მოცემულმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს გულის რიტმის დარღვევის რისკი:

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის რიტმის კონტროლისთვის;

მედიკამენტები, რომლებიც სისხლში ცვლის მარილების კონცენტრაციას;

მალარიის პრევენციისა და მკურნალობისთვის განკუთვნილი მედიკამენტები;

ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგალითად, ერითრომიცინი და მოქსიფლოქსაცინი).

ბიტინექსმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტებზე ან მასზე იქონიოს გავლენა სხვა მედიკამენტებმა. ესენია:

ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ოპიოიდები, როგორიცაა ტრამადოლი და შაკიკის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები, რომლებსაც ეწოდებათ ტრიპტანები. ამ მედიკამენტებს შეიძლება ჰქონდეთ ურთიერთქმედება ბიტინექსთან და შეიძლება გამოიწვიონ სეროტონინის სინდრომი, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა. (იხ. მე-2 პარაგრაფი, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები, სეროტონინის სინდრომი).

თუ არ ხართ დარწმუნებული, შედის თუ არა თქვენს მიერ მიღებული რომელიმე მედიკამენტი ზემოთ ჩამოთვლილ სიაში, ბიტინექსის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

უცნობია, შეუძლია თუ არა ამ მედიკამენტს გავლენა მოახდინოს ნაყოფზე ან მოიყოს დედის რძეში.

ეს მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ თქვენი ექიმი არ გირჩევთ ამის გაკეთებას.

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, თავი უნდა შეიკავოთ ამ მედიკამენტის მიღებისგან ან შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან აპირებთ ბავშვის ძუძუთი კვებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბიტინექსის მიღების შემდეგ შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა, ძილიანობა ან თავბრუსხვევა. სიფრთხილე გმართებთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის დროს, სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს ბიტინექსი თქვენზე. თუ გრძნობთ დაღლილობას, ძილიანობას ან თავბრუსხვევას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთი კაფსულაში, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადამიანს გვერდითი მოვლენები აღენიშნება, უმეტესობას ბიტინექსი ეხმარება. თქვენი ექიმი გაგესაუბრებათ ამ გვერდითი მოვლენების შესახებ.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა აღგენიშნებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

ძალიან სწრაფი გულისცემის შეგრძნება ან ძალიან სწრაფი გულისცემა, გულის რიტმის დარღვევა;

ფიქრი თვითმკვლელობის შესახებ ან მისი განხორციელების სურვილი;

აგრესიის შეგრძნება;

არამეგობრული და გაბრაზებული განწყობა (მტრული განწყობა);

განწყობის ცვალებადობა ან ცვლილებები;

სერიოზული ალერგიული რეაქცია შემდეგი სიმპტომებით:

სახისა და ყელის შეშუპება;

სუნთქვის გაძნელება

ჭინჭრის ციება (კანზე პატარა, ამობურცული ლაქები ქავილით);

კრუნჩხვები;

ფსიქოზური სიმპტომები, მათ შორის ჰალუცინაციები (არარსებული ხმების გაგონება ან საგნების დანახვა), არარეალურის დაჯერება ან ეჭვის შეტანა.

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებს აქვთ ისეთი გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკი, როგორიცაა:

ფიქრი თვითმკვლელობის შესახებ ან მისი განხორციელების სურვილი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს);

განწყობის ცვალებადობა ან ცვლილება (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს).

მოზრდილებს აქვთ ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემცირებული რისკი (შეიძლება აღენიშნებოდეთ 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს), როგორიცაა:

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეთ 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს);

ღვიძლის დაზიანება.

შეწყვიტეთ ბიტინექსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

მუქი შარდი;

კანის ან თვალების ყვითელი შეფერილობა;

მუცლის ტკივილი, რომელიც მწვავდება მასზე დაჭერისას (მგრძნობელობა) მარჯვენა მხარეს, ნეკნების ქვეშ;

აუხსნელი შეუძლოდ ყოფნის (გულისრევის) შეგრძნება;

დაღლილობა;

ქავილი;

ისეთი შეგრძნება, თითქოს გრიპი გეწყებათ.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა, მოიცავს შემდეგს. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ისინი სერიოზული გახდება.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე)

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები

მოზრდილები

თავის ტკივილი;

კუჭის ტკივილი;

მადის დაქვეითება (შიმშილის გრძნობის არქონა);

შეუძლოდ ყოფნა ან შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება;

ძილიანობა;

მომატებული არტერიული წნევა;

გულისცემის (პულსის) აჩქარება.

პაციენტების უმეტესობაში, ეს მოვლენები შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ გაქრეს.

შეუძლოდ ყოფნა;

პირის სიმშრალე;

ჩაძინების, ძილის შენარჩუნებისა და ადრე გაღვიძების პრობლემები;

მომატებული არტერიული წნევა;

გულისცემის (პულსის) აჩქარება.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)

გაღიზიანებადობის ან აჟიტაციის შეგრძნება;

ძილის პრობლემები, მათ შორის ადრე გაღვიძება;

დეპრესია;

სევდის ან უიმედობის განცდა;

შფოთვის შეგრძნება;

ტიკები;

გაფართოებული გუგები (თვალის მუქი ცენტრი);

თავბრუსხვევა;

ყაბზობა;

მადის დაკარგვა;

კუჭის აშლილობა, საჭმლის მონელების დარღვევა;

კანის შეშუპება, გაწითლება ქავილით;

გამონაყარი;

სიზარმაცის შეგრძნება (ლეთარგია);

ტკივილი გულმკერდის არეში;

დაღლილობა;

წონაში დაკლება.

აჟიტაციის შეგრძნება;

სექსისადმი ინტერესის შემცირება;

ძილის დარღვება;

დეპრესია;

სევდის ან უიმედობის განცდა;

შფოთვის შეგრძნება;

თავბრუსხვევა;

უჩვეულო გემო ან გემოს ცვლილება, რომელიც არ ქრება;

ტრემორი;

ხელებში ან ფეხებში ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;

ძილიანობა, თვლემა, დაღლილობის შეგრძნება;

ყაბზობა;

კუჭის ტკივილი;

საჭმლის მონელების დარღვევა;

შებერილობა (მეტეორიზმი);

შეუძლოდ ყოფნა;

ალები ან წამოწითლება;

ძალიან სწრაფი გულისცემის შეგრძნება ან ძალიან სწრაფი გულისცემა;

კანის შეშუპება, გაწითლება ქავილით;

მომატებული ოფლიანობა;

გამონაყარი;

ტუალეტთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა შარდის შეკავება, ხშირი ან წყვეტილი შარდვა, ტკივილი შარდვის დროს;

პროსტატის ჯირკვლის ანთება (პროსტატიტი);

საზარდულის ტკივილი მამაკაცებში;

ერექციის შეუძლებლობა;

ორგაზმის შეფერხება;

ერექციის შენარჩუნების სირთულე;

მენსტრუალური კრუნჩხვებილ

ძალის ან ენერგიის ნაკლებობა;

დაღლილობა;

სიზარმაცის შეგრძნება (ლეთარგია);

შემცივნება;

განცდა, გაღიზიანება, ნერვოზულობა;

წყურვილის შეგრძნება;

წონაში დაკლება.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)

გონების დაკარგვა;

ტრემორი;

შაკიკი;

მხედველობის დაბინდვა;

უჩვეულო შეგრძნებები კანზე, როგორიცაა წვა, შერჭობა, ქავილი ან ჩხვლეტა

კრუნჩხვები (გულყრები);

ძალიან სწრაფი გულისცემის შეგრძნება ან ძალიან სწრაფი გულისცემა (QT ინტერვალის გახანგრძლივება);

ქოშინი;

მომატებული ოფლიანობა;

კანის ქავილი;

ძალის ან ენერგიის ნაკლებობა.

მოუსვენრობა

ტიკები;

გონების დაკარგვა;

შაკიკი;

მხედველობის დაბინდვა;

გულის რიტმის დარღვევა (QT ინტერვალის გახანგრძლივება);

სიცივის შეგრძნება ხელის და ფეხის თითებში;

ტკივილი გულმკერდის არეში;

ქოშინი;

ამობურცული წითელი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება);

კუნთების სპაზმები;

შარდვის სურვილი;

ორგაზმის დარღვევა ან არარსებობა;

არარეგულარული მენსტრუაცია;

ეაკულაციის დარღვევა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)

სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რაც ფეხისა და ხელის თითებში იწვევს დაბუჟებას და სიფერმკრთალეს (რეინოს დაავადება);

გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია;

საზარდულის ტკივილი მამრობითი სქესის წარმომადგენლებში.

გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია.

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

კბილების უნებლიე კრაჭუნი (ბრუქსიზმი).

ზეგავლენა ზრდაზე

ზოგიერთ ბავშვს ბიტინექსის მიღების დაწყებისას აღენიშნება ზრდის შენელება (წონა და სიმაღლე). თუმცა, ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, ბავშვები უბრუნდებიან მათი ასაკობრივი დიაპაზონისთვის შესაფერის წონასა და სიმაღლეს. თქვენი ექიმი დროთა განმავლობაში დააკვირდება თქვენი ბავშვის სიმაღლესა და წონას. თუ თქვენი შვილი არ იზრდება ან არ იმატებს წონაში მოსალოდნელი ნორმის შესაბამისად, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი ბავშვის დოზა ან გადაწყვიტოს ბიტინექსის მიღების დროებით შეწყვეტა.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის, მათზეც რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. Nemzeti Népegészségügyi és Gyógyszerészeti Központ (საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და აფთიაქის ეროვნული ცენტრი), საფოსტო ყუთი 450, H-1372 ბუდაპეშტი,., www.ogyei.gov.hu. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებაა ატომოქსეტინი.

ბიტინექსი 10 მგ მყარი კაფსულები

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 10 მგ ატომოქსეტინს 11.43 მგ ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით.

სხვა ინგრედიენტებია:

კაფსულის შიგთავსი: პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და დიმეტიკონი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487), ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული წყალი.

ბიტინექსი 18 მგ მყარი კაფსულები

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 18 მგ ატომოქსეტინს 20.57 მგ ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487), ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), გასუფთავებული წყალი.

ბიტინექსი 25 მგ მყარი კაფსულები

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 25 მგ ატომოქსეტინს 28.57 მგ ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487), ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგო კარმინი (E132), გასუფთავებული წყალი.

ბიტინექსი 40 მგ მყარი კაფსულები

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 40 მგ ატომოქსეტინს 45.71 მგ ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით.

ბიტინექსი 60 მგ მყარი კაფსულები

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 60 მგ ატომოქსეტინს 68.57 მგ ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487), ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგო კარმინი (E132), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), გასუფთავებული წყალი.

ბიტინექსი 80 მგ მყარი კაფსულები

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 80 მგ ატომოქსეტინს 91.42 მგ ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487), ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგო კარმინი (E132), წითელი რკინის ოქსიდი (E172), გასუფთავებული წყალი.

ბიტინექსი 100 მგ მყარი კაფსულები

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 100 მგ ატომოქსეტინს 114.28 მგ ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487), ტიტანის დიოქსიდი (E171), წითელი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), გასუფთავებული წყალი.

საბეჭდი მელანი (შავი), რომელიც შედგება: შელაკის მინანქრისგან - 45% (20% ეთერიფიცირებული) ეთანოლში, რკინის შავი ოქსიდისგან (E172), პროპილენგლიკოლისგან.

ბიტინექსის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ბიტინექსი 10 მგ მყარი კაფსულები

თეთრი ფხვნილი მყარ ჟელატინის კაფსულაში, ზომა 3 (სიგრძე 15.7±0.4 მმ), გაუმჭვირვალე, თეთრ თქავსახურზე შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „10“ და გაუმჭვირვალე თეთრი ფერის კორპუსზე, შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „mg“.

ბიტინექსი 18 მგ მყარი კაფსულები

თეთრი ფხვნილი მყარ ჟელატინის კაფსულაში, ზომა 3 (სიგრძე 15.7±0.4 მმ), გაუმჭვირვალე, გაჯერებული ყვითელი ფერის თავსახურზე შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „18“ და გაუმჭვირვალე თეთრი ფერის კორპუსზე, შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „mg“.

ბიტინექსი 25 მგ მყარი კაფსულები

თეთრი ფხვნილი მყარ ჟელატინის კაფსულაში, ზომა 3 (სიგრძე 15.7±0.4 მმ), გაუმჭვირვალე, ლურჯი ფერის თავსახურზე შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „25“ და გაუმჭვირვალე თეთრი ფერის კორპუსზე, შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „mg“.

ბიტინექსი 40 მგ მყარი კაფსულები

თეთრი ფხვნილი მყარ ჟელატინის კაფსულაში, ზომა 3 (სიგრძე 15.7±0.4 მმ), გაუმჭვირვალე, ლურჯი ფერის თავსახურზე შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „40“ და გაუმჭვირვალე ლურჯი ფერის კორპუსზე, შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „mg“.

ბიტინექსი 60 მგ მყარი კაფსულები

თეთრი ფხვნილი მყარ ჟელატინის კაფსულაში, ზომა 2 (სიგრძე 17.6±0.4 მმ), გაუმჭვირვალე, ლურჯი ფერის თავსახურზე შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „60“ და გაუმჭვირვალე გაჯერებული ყვითელი ფერის კორპუსზე, შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „mg“.

ბიტინექსი 80 მგ მყარი კაფსულები

თეთრი ფხვნილი მყარ ჟელატინის კაფსულაში, ზომა 2 (სიგრძე 17.6±0.4 მმ), გაუმჭვირვალე, ყავისფერი ფერის თავსახურზე შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „80“ და გაუმჭვირვალე თეთრი ფერის კორპუსზე, შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „mg“.

ბიტინექსი 100 მგ მყარი კაფსულები

თეთრი ფხვნილი მყარ ჟელატინის კაფსულაში, ზომა 1 (სიგრძე 19.1±0.4 მმ), გაუმჭვირვალე, ყავისფერი ფერის თავსახურზე შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „100“ და გაუმჭვირვალე ყავისფერი ფერის კორპუსზე, შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „mg“.

ბიტინექსი მოცემულია ბლისტერებში, მუყაოს კოლოფში.

შეფუთვის ზომები: 7, 14, 28 და 56 მყარი კაფსულა.

შესაძლოა, შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ბიტინექსი 10 მგ, 18მგ, 25მგ, 40მგ, 60მგ, 80მგ, 100მგ მყარი კაფსულები

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ბიტინექსი 10 მგ მყარი კაფსულები

ბიტინექსი 18 მგ მყარი კაფსულები

ბიტინექსი 25 მგ მყარი კაფსულები

ბიტინექსი 40 მგ მყარი კაფსულები

ბიტინექსი 60 მგ მყარი კაფსულები

ბიტინექსი 80 მგ მყარი კაფსულები

ბიტინექსი 100 მგ მყარი კაფსულები

ატომოქსეტინი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე ნიშნები აქვთ, როგორიც თქვენ.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებიმსმიერ ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს ბიტინექსი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ბიტინექსის მიღებამდე

როგორ მიიღება ბიტინექსი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ბიტინექსი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ბიტინექსი და რისთვის გამოიყენება

რისთვის გამოიყენება იგი

ბიტინექსი შეიცავს ატომოქსეტინს და გამოიყენება ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) სამკურნალოდ. იგი გამოიყენება:

ექვს წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში;

მოზარდებში;

მოზრდილებში.

ის გამოიყენება მხოლოდ როგორც დაავადების სრული მკურნალობის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც მოიცავს ისეთ მეთოდებსაც, რომლებიც არ გულისხმობს მედიკამენტოზურ მკურნალობას, მაგალითად, როგორიცაა კონსულტაციები და ქცევითი თერაპია.

ის არ გამოიყენება ADHD-ის სამკურნალოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან უცნობია, მოქმედებს თუ არა პრეპარატი ან უსაფრთხოა თუ არა ამ ასაკობრივ კატეგორიაში.

მოზრდილებში, ეს პრეპარატი გამოიყენება ADHD-ის სამკურნალოდ, როდესაც სიმპტომები ძალიან შემაწუხებელია და გავლენას ახდენს თქვენს მუშაობაზე ან სოციალურ ცხოვრებაზე და როდესაც დაავადების სიმპტომები გქონიათ ბავშვობაში.

როგორ მოქმედებს პრეპარატი

ეს პრეპარატი ზრდის ნორადრენალინის რაოდენობას ტვინში. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება და ზრდის ყურადღებას, ამცირებს იმპულსურობას და ჰიპერაქტიურობას, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე პაციენტებში. ეს პრეპარატი ინიშნება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის სიმპტომების კონტროლისთვის. ეს პრეპარატი არ არის სტიმულატორი და შესაბამისად, არ იწვევს დამოკიდებულებას.

სიმპტომების სრულად გაუმჯობესებას შეიძლება წამლის მიღების დაწყებიდან რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) შესახებ

ADHD-ის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს უჭირთ:

ერთ ადგილზე ჯდომა და

კონცენტრირება.

ეს მათი ბრალი არ არის, რომ მათ არ შეუძლიათ ამ ყველაფრის გაკეთება. ბევრ ბავშვსა და მოზარდს უჭირს ამ ყველაფრის გაკეთება. თუმცა, ADHD-ის შემთხვევაში შეიძლება მათ პრობლემები შეექმნათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ADHD-ის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შეიძლება უჭირდეთ სწავლა და საშინაო დავალების შესრულება. მათ უჭირთ კარგად მოქცევა სახლში, სკოლაში ან სხვა ადგილებში. ADHD არ მოქმედებს ბავშვის ან მოზარდის ინტელექტზე.

ADHD-ის მქონე მოზრდილებს უჭირთ ყველა იმ საქმის კეთება, რაც ბავშვებს უჭირთ; თუმცა, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მათ პრობლემები აქვთ:

სამსახურში;

ურთიერთობებში;

თვითშეფასებაში (აქვთ დაბალი თვითშეფასება);

განათლებაში.

რა უნდა იცოდეთ ბიტინექსის მიღებამდე

არ მიიღოთ ბიტინექსი თუ:

გაქვთ ალერგია ატომოქსეტინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიიღეთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორის (მაოი) სახელით ცნობილი პრეპარატი, მაგალითად, ფენელზინი. მაოი ზოგჯერ გამოიყენება დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ; ბიტინექსის მიღებამ მაოი-სთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები ან შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. ასევე, ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, მაოი-ის მიღებამდე უნდა დაელოდოთ მინიმუმ 14 დღის გასვლას.

გაქვთ თვალის დაავადება, რომელსაც ეწოდება ვიწროკუთხოვანი გლაუკომა (თვალშიგა წნევის მომატება).

გაქვთ გულის სერიოზული პრობლემები, რაზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს გულისცემის აჩქარებამ და/ან არტერიული წნევის მომატებამ, რადგან ეს შეიძლება იყოს ბიტინექსის ეფექტი.

გაქვთ ტვინის სისხლძარღვებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები - როგორიცაა ინსულტი, სისხლძარღვის ნაწილის შეშუპება და შესუსტება (ანევრიზმა) ან სისხლძარღვების შევიწროება ან დახშობა.

გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა).

არ მიიღოთ ბიტინექსი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტი გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ამ მედიკამენტმა შეიძლება გააუარესოს ეს პრობლემები.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

როგორც მოზრდილებმა, ასევე ბავშვებმა უნდა იცოდნენ შემდეგი გაფრთხილებების და სიფრთხილის ზომების შესახებ. ბიტინექსის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ:

თვითმკვლელობის შესახებ ფიქრები ან თვითმკვლელობის მცდელობა.

გულის პრობლემები (მათ შორის გულის მანკები) ან გულისცემის გახშირება. ბიტინექსმა შეიძლება გაზარდოს გულისცემა (პულსი). უეცარი სიკვდილი დაფიქსირდა გულის მანკების მქონე პაციენტებში.

მაღალი არტერიული წნევა. ბიტინექსმა შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევა.

დაბალი არტერიული წნევა. ბიტინექსმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა დაბალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებში.

არტერიული წნევის ან გულისცემის უეცარი ცვლილებების პრობლემები.

გულ-სისხლძარღვთა დაავადება ან ინსულტი ანამნეზში.

ღვიძლის პრობლემები. შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზა.

ფსიქოზური სიმპტომები, მათ შორის ჰალუცინაციები (არარსებული ხმების გაგონება ან საგნების დანახვა), არარეალური რამის დაჯერება ან ეჭვის შეტანა.

მანია (ამაღლებული განწყობის ან ზედმეტი აღგზნების შეგრძნება, რაც იწვევს უჩვეულო ქცევას) და აგზნებადობა.

აგრესიული გრძნობები.

არამეგობრული და გაბრაზებული (მტრული) გრძნობები.

ბიტინექსით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესიული, მტრული ან ძალადობრივი გრძნობა; ან გაამწვავოს ეს სიმპტომები, თუ ისინი მკურნალობამდე არსებობდა. ასევე, შეიძლება გამოიწვიოს ქცევის ან განწყობის უჩვეულო ცვლილებები (მათ შორის ფიზიკური ძალადობა, მუქარის შემცველი ქცევა და სხვებისთვის ზიანის მიყენების ფიქრები). თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები და/ან მეგობრები შეამჩნევთ რომელიმე ამ რეაქციას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეპილეფსია ანამნეზში ან კრუნჩხვები სხვა მიზეზით. ბიტინექსმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვების სიხშირის მომატება.

ჩვეულებრივისგან განსხვავებული განწყობა (განწყობის ცვალებადობა) ან თავის ძალიან უბედურად გრძნობა.

სხეულის ნებისმიერი ნაწილის კონტროლის გაძნელება, განმეორებითი კანკალი ან ბგერებისა და სიტყვების გამეორების გაძნელება.

მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ. ბიტინექსმა შეიძლება გააუარესოს ეს პრობლემები. თქვენს ექიმს დასჭირდება თქვენზე პრეპარატის მოქმედების მონიტორინგი.

სეროტონინის სინდრომი

სეროტონინის სინდრომი პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ბიტინექსინის სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებისას (იხ. მე-2 პარაგრაფი „სხვა სამკურნალო საშუალებები და ბიტინექსი“). სეროტონინის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგი სიმპტომების კომბინაციას: დაბნეულობა, მოუსვენრობა, კოორდინაციის დარღვევა და რიგიდობა, ჰალუცინაციები, კომა, გულისცემის აჩქარება, სხეულის ტემპერატურის მომატება, არტერიული წნევის სწრაფი ცვლილებები, ოფლიანობა, წამოწითლება, ტრემორი, ჰიპერაქტიური რეფლექსები, გულისრევა, ღებინება და დიარეა. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ სეროტონინის სინდრომი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

ბიტინექსის მიღების დაწყებამდე, თქვენი ექიმის მიერ დასანიშნი კვლევები

ეს კვლევები განკუთვნილია იმის დასადგენად, არის თუ არა ბიტინექსი თქვენთვის შესაფერისი მედიკამენტი.

თქვენი ექიმი გაგიზომავთ:

არტერიულ წნევას და გულისცემას (პულსს) ბიტინექსის მიღებამდე და მიღების დროს;

სიმაღლეს და წონას ბიტინექსის მიღების დროს, თუ ხართ ბავშვი ან მოზარდი.

თქვენი ექიმი გესაუბრებათ შემდეგ საკითხებზე:

თქვენს მიერ მიღებული სხვა მედიკამენტების შესახებ;

ყოფილა თუ არა უეცარი, აუხსნელი სიკვდილი თქვენს ოჯახურ ანამნეზში;

ნებისმიერი სხვა სამედიცინო პრობლემა (მაგალითად, გულის პრობლემები), რომელიც შეიძლება გქონდეთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს.

მნიშვნელოვანია, რომ ექიმს მიაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. ეს დაეხმარება თქვენს ექიმს გადაწყვიტოს, არის თუ არა ბიტინექსი თქვენთვის შესაფერისი მედიკამენტი. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ამ მედიკამენტის მიღებამდე გესაჭიროებათ სხვა სამედიცინო კვლევები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაფსულების შიგთავსის შესახებ

არ გახსნათ ბიტინექსის კაფსულები, რადგან კაფსულის შიგთავსმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. თუ კაფსულის შიგთავსი მოხვდება თვალში, დაუყოვნებლივ ამოიბანეთ წყლით დაზიანებული თვალი და მიმართეთ ექიმს. ხელები და სხეულის ნებისმიერი სხვა ნაწილი, რომელზეც შეიძლება კაფსულის შიგთავსი მოხვედრილიყო, ასევე რაც შეიძლება მალე უნდა დაიბანოთ.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ბიტინექსი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები. აღნიშნული მოიცავს ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებსაც. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა ბიტინექსის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად და ზოგიერთ შემთხვევაში თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგიკორექტიროთ დოზას ან გაცილებით ნელა გაგიზარდოთ დოზა.

არ მიიღოთ ბიტინექსი დეპრესიის სამკურნალოდ განკუთვნილ მაოი-ს (მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები) შემცველ მედიკამენტებთან ერთად. იხ. მე-2 პარაგრაფი „არ მიიღოთ ბიტინექსი“.

თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, ბიტინექსმა შეიძლება გავლენა იქონიოს მათ ეფექტურობაზე ან გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, ბიტინექსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან:

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას ან გამოიყენება არტერიული წნევის კონტროლისთვის;

მედიკამენტები, როგორიცაა ანტიდეპრესანტები, მაგალითად, იმიპრამინი, ვენლაფაქსინი, მირტაზაპინი, ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი;

ზოგიერთი ხველისა და გაციების სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ არტერიულ წნევაზე ზემოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პრეპარატებიდან რომელიმეს მიღებამდე, რჩევისთვის მიმართოთ თქვენს ფარმაცევტს;

ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ;

მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია, რომ ზრდის კრუნჩხვების რისკს;

ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც იწვევს ბიტინექსის დაყოვნებას ორგანიზმში ჩვეულებრივზე დიდხანს (მაგალითად, ქინიდინი და ტერბინაფინი);

სალბუტამოლმა (ასთმის სამკურნალო პრეპარატი), პერორალურად მიღებისას ან ინექციის შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის აჩქარების შეგრძნება, მაგრამ ეს არ გააუარესებს თქვენს ასთმას.

ბიტინექსთან ერთად მიღებისას, ქვემოთ მოცემულმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს გულის რიტმის დარღვევის რისკი:

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის რიტმის კონტროლისთვის;

მედიკამენტები, რომლებიც სისხლში ცვლის მარილების კონცენტრაციას;

მალარიის პრევენციისა და მკურნალობისთვის განკუთვნილი მედიკამენტები;

ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგალითად, ერითრომიცინი და მოქსიფლოქსაცინი).

ბიტინექსმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტებზე ან მასზე იქონიოს გავლენა სხვა მედიკამენტებმა. ესენია:

ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ოპიოიდები, როგორიცაა ტრამადოლი და შაკიკის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები, რომლებსაც ეწოდებათ ტრიპტანები. ამ მედიკამენტებს შეიძლება ჰქონდეთ ურთიერთქმედება ბიტინექსთან და შეიძლება გამოიწვიონ სეროტონინის სინდრომი, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა. (იხ. მე-2 პარაგრაფი, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები, სეროტონინის სინდრომი).

თუ არ ხართ დარწმუნებული, შედის თუ არა თქვენს მიერ მიღებული რომელიმე მედიკამენტი ზემოთ ჩამოთვლილ სიაში, ბიტინექსის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

უცნობია, შეუძლია თუ არა ამ მედიკამენტს გავლენა მოახდინოს ნაყოფზე ან მოიყოს დედის რძეში.

ეს მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ თქვენი ექიმი არ გირჩევთ ამის გაკეთებას.

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, თავი უნდა შეიკავოთ ამ მედიკამენტის მიღებისგან ან შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან აპირებთ ბავშვის ძუძუთი კვებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ბიტინექსის მიღების შემდეგ შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა, ძილიანობა ან თავბრუსხვევა. სიფრთხილე გმართებთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის დროს, სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს ბიტინექსი თქვენზე. თუ გრძნობთ დაღლილობას, ძილიანობას ან თავბრუსხვევას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთი კაფსულაში, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

როგორ მიიღება ბიტინექსი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. როგორც წესი, პრეპარატი მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ (დილით და გვიან შუადღისას ან საღამოს ადრე).

ბავშვებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი ზრდასრულის დახმარების გარეშე.

თუ ბიტინექსს იღებთ დღეში ერთხელ და გრძნობთ ძილიანობას ან გულისრევას, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ მკურნალობის გრაფიკი და დაგინიშნოთ დღეში ორჯერ მიღება.

გამოიყენება პერორალურად.

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

არ გახსნათ კაფსულები, არ ამოიღოთ კაფსულების შიგთავსი არ და არ მიიღოთ სხვაგვარად.

პრეპარატის ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიღება, დაგეხმარებათ მისი მიღების დამახსოვრებაში.

რა დოზით უნდა მიიღოთ

თუ ხართ ბავშვი ან მოზარდი (6 წლის ან უფროსი ასაკის):

თქვენი ექიმი გეტყვით, რამდენი ბიტინექსი უნდა მიიღოთ და გამოთვლის დოზას თქვენი წონის მიხედვით. როგორც წესი, თქვენი ექიმი უფრო დაბალი დოზის დანიშვნით დაიწყებს, სანამ ბიტინექსის რაოდენობას გაზრდის თქვენი სხეულის წონის მიხედვით.

სხეულის წონა 70 კგ-მდე: საწყისი მთლიანი დღიური დოზაა 0.5 მგ სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე გადაანგარიშებით, მინიმუმ 7 დღის განმავლობაში. თქვენმა ექიმმა შეიძლება შემდეგ გადაწყვიტოს დოზის გაზრდა ჩვეულებრივ შემანარჩუნებელ დოზამდე, დაახლოებით 1.2 მგ დღეში სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე გადაანგარიშებით.

სხეულის წონა 70 კგ-ზე მეტი: საწყისი მთლიანი დღიური დოზაა 40 მგ, მინიმუმ 7 დღის განმავლობაში. თქვენმა ექიმმა შეიძლება შემდეგ გადაწყვიტოს დოზის გაზრდა ჩვეულებრივ შემანარჩუნებელ დოზამდე, 80 მგ დღეში. თქვენი ექიმის მიერ დანიშნული მაქსიმალური დღიური დოზა იქნება 100 მგ.

მოზრდილები

საწყისი მთლიანი დღიური დოზა ბიტინექსით მკურნალობის დაწყებისას არის 40 მგ, მინიმუმ 7 დღის განმავლობაში. თქვენმა ექიმმა შემდეგ შეიძლება გადაწყვიტოს მისი გაზრდა ჩვეულებრივ შემანარჩუნებელ დოზამდე, 80-100 მგ დღეში. თქვენი ექიმის მიერ დანიშნული მაქსიმალური დღიური დოზა იქნება 100 მგ.

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

რას გააკეთებს თქვენი ექიმი თქვენი მკურნალობის დროს

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ რამდენიმე გამოკვლევას

დაწყებამდე - რათა დარწმუნდეს, რომ ბიტინექსი უსაფრთხოა და სასარგებლო იქნება.

დაწყების შემდეგ - ანალიზები დაგენიშნებათ მინიმუმ 6 თვეში ერთხელ, მაგრამ შესაძლოა უფრო ხშირადაც.

გამოკვლევები დაგენიშნებათ ასევე დოზის შეცვლისას. ეს გამოკვლევები მოიცავს:

სიმაღლისა და წონის გაზომვას ბავშვებსა და მოზარდებში;

არტერიული წნევის და გულისცემის გაზომვას;

შემოწმებას, გაქვთ თუ არა რაიმე პრობლემა ან გაუარესდა თუ არა გვერდითი მოვლენები ბიტინექსის მიღების დროს.

ხანგრძლივი მკურნალობა

ბიტინექსის მიღება მუდმივად საჭირო არ არის. თუ ბიტინექსს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იღებთ, თქვენი ექიმი გადახედავს მკურნალობას, რათა გაარკვიოს, კვლავ გჭირდებათ თუ არა პრეპარატის მიღება.

თუ მიიღეთ ბიტინექსი დანიშნულზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას და აცნობოთ რამდენი კაფსულა მიიღეთ. დოზის გადაჭარბების თანმხლები ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სიმპტომებია: სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ტრემორი და პათოლოგიური ქცევა. ძალიან იშვიათად, ასევე აღწერილია სეროტონინის სინდრომი, რომელიც სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობაა. (იხ. მე-2 პარაგრაფი, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები, სეროტონინის სინდრომი).

თუ დაგავიწყდათ ბიტინექსის მიღება

თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე, მაგრამ არ მიიღოთ თქვენს მთლიან დღიურ დოზაზე მეტი 24 საათის განმავლობაში. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ბიტინექსის მიღებას

ბიტინექსის მიღების შეწყვეტისას, როგორც წესი, გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება, მაგრამ ADHD-ის სიმპტომები შეიძლება განმეორდეს. მკურნალობის შეწყვეტამდე ჯერ თქვენს ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადამიანს გვერდითი მოვლენები აღენიშნება, უმეტესობას ბიტინექსი ეხმარება. თქვენი ექიმი გაგესაუბრებათ ამ გვერდითი მოვლენების შესახებ.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა აღგენიშნებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

ძალიან სწრაფი გულისცემის შეგრძნება ან ძალიან სწრაფი გულისცემა, გულის რიტმის დარღვევა;

ფიქრი თვითმკვლელობის შესახებ ან მისი განხორციელების სურვილი;

აგრესიის შეგრძნება;

არამეგობრული და გაბრაზებული განწყობა (მტრული განწყობა);

განწყობის ცვალებადობა ან ცვლილებები;

სერიოზული ალერგიული რეაქცია შემდეგი სიმპტომებით:

სახისა და ყელის შეშუპება;

სუნთქვის გაძნელება

ჭინჭრის ციება (კანზე პატარა, ამობურცული ლაქები ქავილით);

კრუნჩხვები;

ფსიქოზური სიმპტომები, მათ შორის ჰალუცინაციები (არარსებული ხმების გაგონება ან საგნების დანახვა), არარეალურის დაჯერება ან ეჭვის შეტანა.

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებს აქვთ ისეთი გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკი, როგორიცაა:

ფიქრი თვითმკვლელობის შესახებ ან მისი განხორციელების სურვილი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს);

განწყობის ცვალებადობა ან ცვლილება (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს).

მოზრდილებს აქვთ ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემცირებული რისკი (შეიძლება აღენიშნებოდეთ 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს), როგორიცაა:

კრუნჩხვები;

ფსიქოზური სიმპტომები, მათ შორის ჰალუცინაციები (არარსებული ხმების გაგონება ან საგნების დანახვა), არარეალურის დაჯერება ან ეჭვის შეტანა.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეთ 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს);

ღვიძლის დაზიანება.

შეწყვიტეთ ბიტინექსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

მუქი შარდი;

კანის ან თვალების ყვითელი შეფერილობა;

მუცლის ტკივილი, რომელიც მწვავდება მასზე დაჭერისას (მგრძნობელობა) მარჯვენა მხარეს, ნეკნების ქვეშ;

აუხსნელი შეუძლოდ ყოფნის (გულისრევის) შეგრძნება;

დაღლილობა;

ქავილი;

ისეთი შეგრძნება, თითქოს გრიპი გეწყებათ.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა, მოიცავს შემდეგს. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ისინი სერიოზული გახდება.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე)

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები

მოზრდილები

თავის ტკივილი;

კუჭის ტკივილი;

მადის დაქვეითება (შიმშილის გრძნობის არქონა);

შეუძლოდ ყოფნა ან შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება;

ძილიანობა;

მომატებული არტერიული წნევა;

გულისცემის (პულსის) აჩქარება.

პაციენტების უმეტესობაში, ეს მოვლენები შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ გაქრეს.

შეუძლოდ ყოფნა;

პირის სიმშრალე;

თავის ტკივილი;

მადის დაქვეითება (შიმშილის გრძნობის არქონა);

ჩაძინების, ძილის შენარჩუნებისა და ადრე გაღვიძების პრობლემები;

მომატებული არტერიული წნევა;

გულისცემის (პულსის) აჩქარება.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები

მოზრდილები

გაღიზიანებადობის ან აჟიტაციის შეგრძნება;

ძილის პრობლემები, მათ შორის ადრე გაღვიძება;

დეპრესია;

სევდის ან უიმედობის განცდა;

შფოთვის შეგრძნება;

ტიკები;

გაფართოებული გუგები (თვალის მუქი ცენტრი);

თავბრუსხვევა;

ყაბზობა;

მადის დაკარგვა;

კუჭის აშლილობა, საჭმლის მონელების დარღვევა;

კანის შეშუპება, გაწითლება ქავილით;

გამონაყარი;

სიზარმაცის შეგრძნება (ლეთარგია);

ტკივილი გულმკერდის არეში;

დაღლილობა;

წონაში დაკლება.

აჟიტაციის შეგრძნება;

სექსისადმი ინტერესის შემცირება;

ძილის დარღვება;

დეპრესია;

სევდის ან უიმედობის განცდა;

შფოთვის შეგრძნება;

თავბრუსხვევა;

უჩვეულო გემო ან გემოს ცვლილება, რომელიც არ ქრება;

ტრემორი;

ხელებში ან ფეხებში ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;

ძილიანობა, თვლემა, დაღლილობის შეგრძნება;

ყაბზობა;

კუჭის ტკივილი;

საჭმლის მონელების დარღვევა;

შებერილობა (მეტეორიზმი);

შეუძლოდ ყოფნა;

ალები ან წამოწითლება;

ძალიან სწრაფი გულისცემის შეგრძნება ან ძალიან სწრაფი გულისცემა;

კანის შეშუპება, გაწითლება ქავილით;

მომატებული ოფლიანობა;

გამონაყარი;

ტუალეტთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა შარდის შეკავება, ხშირი ან წყვეტილი შარდვა, ტკივილი შარდვის დროს;

პროსტატის ჯირკვლის ანთება (პროსტატიტი);

საზარდულის ტკივილი მამაკაცებში;

ერექციის შეუძლებლობა;

ორგაზმის შეფერხება;

ერექციის შენარჩუნების სირთულე;

მენსტრუალური კრუნჩხვებილ

ძალის ან ენერგიის ნაკლებობა;

დაღლილობა;

სიზარმაცის შეგრძნება (ლეთარგია);

შემცივნება;

განცდა, გაღიზიანება, ნერვოზულობა;

წყურვილის შეგრძნება;

წონაში დაკლება.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები

მოზრდილები

გონების დაკარგვა;

ტრემორი;

შაკიკი;

მხედველობის დაბინდვა;

უჩვეულო შეგრძნებები კანზე, როგორიცაა წვა, შერჭობა, ქავილი ან ჩხვლეტა

ხელებში ან ფეხებში ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;

კრუნჩხვები (გულყრები);

ძალიან სწრაფი გულისცემის შეგრძნება ან ძალიან სწრაფი გულისცემა (QT ინტერვალის გახანგრძლივება);

ქოშინი;

მომატებული ოფლიანობა;

კანის ქავილი;

ძალის ან ენერგიის ნაკლებობა.

მოუსვენრობა

ტიკები;

გონების დაკარგვა;

შაკიკი;

მხედველობის დაბინდვა;

გულის რიტმის დარღვევა (QT ინტერვალის გახანგრძლივება);

სიცივის შეგრძნება ხელის და ფეხის თითებში;

ტკივილი გულმკერდის არეში;

ქოშინი;

ამობურცული წითელი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება);

კუნთების სპაზმები;

შარდვის სურვილი;

ორგაზმის დარღვევა ან არარსებობა;

არარეგულარული მენსტრუაცია;

ეაკულაციის დარღვევა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე)

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები

მოზრდილები

სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რაც ფეხისა და ხელის თითებში იწვევს დაბუჟებას და სიფერმკრთალეს (რეინოს დაავადება);

ტუალეტთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა შარდის შეკავება, ხშირი ან წყვეტილი შარდვა, ტკივილი შარდვის დროს;

გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია;

საზარდულის ტკივილი მამრობითი სქესის წარმომადგენლებში.

სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რაც ფეხისა და ხელის თითებში იწვევს დაბუჟებას და სიფერმკრთალეს (რეინოს დაავადება);

გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია.

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები

კბილების უნებლიე კრაჭუნი (ბრუქსიზმი).

ზეგავლენა ზრდაზე

ზოგიერთ ბავშვს ბიტინექსის მიღების დაწყებისას აღენიშნება ზრდის შენელება (წონა და სიმაღლე). თუმცა, ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, ბავშვები უბრუნდებიან მათი ასაკობრივი დიაპაზონისთვის შესაფერის წონასა და სიმაღლეს. თქვენი ექიმი დროთა განმავლობაში დააკვირდება თქვენი ბავშვის სიმაღლესა და წონას. თუ თქვენი შვილი არ იზრდება ან არ იმატებს წონაში მოსალოდნელი ნორმის შესაბამისად, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი ბავშვის დოზა ან გადაწყვიტოს ბიტინექსის მიღების დროებით შეწყვეტა.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის, მათზეც რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. Nemzeti Népegészségügyi és Gyógyszerészeti Központ (საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და აფთიაქის ეროვნული ცენტრი), საფოსტო ყუთი 450, H-1372 ბუდაპეშტი,., www.ogyei.gov.hu. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ ინახება ბიტინექსი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ბიტინექსი

მოქმედი ნივთიერებაა ატომოქსეტინი.

ბიტინექსი 10 მგ მყარი კაფსულები

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 10 მგ ატომოქსეტინს 11.43 მგ ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით.

სხვა ინგრედიენტებია:

კაფსულის შიგთავსი: პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და დიმეტიკონი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487), ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული წყალი.

ბიტინექსი 18 მგ მყარი კაფსულები

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 18 მგ ატომოქსეტინს 20.57 მგ ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით.

სხვა ინგრედიენტებია:

კაფსულის შიგთავსი: პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და დიმეტიკონი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487), ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), გასუფთავებული წყალი.

ბიტინექსი 25 მგ მყარი კაფსულები

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 25 მგ ატომოქსეტინს 28.57 მგ ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით.

სხვა ინგრედიენტებია:

კაფსულის შიგთავსი: პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და დიმეტიკონი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487), ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგო კარმინი (E132), გასუფთავებული წყალი.

ბიტინექსი 40 მგ მყარი კაფსულები

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 40 მგ ატომოქსეტინს 45.71 მგ ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით.

სხვა ინგრედიენტებია:

კაფსულის შიგთავსი: პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და დიმეტიკონი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487), ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგო კარმინი (E132), გასუფთავებული წყალი.

ბიტინექსი 60 მგ მყარი კაფსულები

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 60 მგ ატომოქსეტინს 68.57 მგ ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით.

სხვა ინგრედიენტებია:

კაფსულის შიგთავსი: პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და დიმეტიკონი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487), ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგო კარმინი (E132), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), გასუფთავებული წყალი.

ბიტინექსი 80 მგ მყარი კაფსულები

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 80 მგ ატომოქსეტინს 91.42 მგ ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით.

სხვა ინგრედიენტებია:

კაფსულის შიგთავსი: პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და დიმეტიკონი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487), ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგო კარმინი (E132), წითელი რკინის ოქსიდი (E172), გასუფთავებული წყალი.

ბიტინექსი 100 მგ მყარი კაფსულები

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 100 მგ ატომოქსეტინს 114.28 მგ ატომოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით.

სხვა ინგრედიენტებია:

კაფსულის შიგთავსი: პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და დიმეტიკონი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (E487), ტიტანის დიოქსიდი (E171), წითელი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), გასუფთავებული წყალი.

საბეჭდი მელანი (შავი), რომელიც შედგება: შელაკის მინანქრისგან - 45% (20% ეთერიფიცირებული) ეთანოლში, რკინის შავი ოქსიდისგან (E172), პროპილენგლიკოლისგან.

ბიტინექსის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ბიტინექსი 10 მგ მყარი კაფსულები

თეთრი ფხვნილი მყარ ჟელატინის კაფსულაში, ზომა 3 (სიგრძე 15.7±0.4 მმ), გაუმჭვირვალე, თეთრ თქავსახურზე შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „10“ და გაუმჭვირვალე თეთრი ფერის კორპუსზე, შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „mg“.

ბიტინექსი 18 მგ მყარი კაფსულები

თეთრი ფხვნილი მყარ ჟელატინის კაფსულაში, ზომა 3 (სიგრძე 15.7±0.4 მმ), გაუმჭვირვალე, გაჯერებული ყვითელი ფერის თავსახურზე შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „18“ და გაუმჭვირვალე თეთრი ფერის კორპუსზე, შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „mg“.

ბიტინექსი 25 მგ მყარი კაფსულები

თეთრი ფხვნილი მყარ ჟელატინის კაფსულაში, ზომა 3 (სიგრძე 15.7±0.4 მმ), გაუმჭვირვალე, ლურჯი ფერის თავსახურზე შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „25“ და გაუმჭვირვალე თეთრი ფერის კორპუსზე, შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „mg“.

ბიტინექსი 40 მგ მყარი კაფსულები

თეთრი ფხვნილი მყარ ჟელატინის კაფსულაში, ზომა 3 (სიგრძე 15.7±0.4 მმ), გაუმჭვირვალე, ლურჯი ფერის თავსახურზე შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „40“ და გაუმჭვირვალე ლურჯი ფერის კორპუსზე, შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „mg“.

ბიტინექსი 60 მგ მყარი კაფსულები

თეთრი ფხვნილი მყარ ჟელატინის კაფსულაში, ზომა 2 (სიგრძე 17.6±0.4 მმ), გაუმჭვირვალე, ლურჯი ფერის თავსახურზე შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „60“ და გაუმჭვირვალე გაჯერებული ყვითელი ფერის კორპუსზე, შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „mg“.

ბიტინექსი 80 მგ მყარი კაფსულები

თეთრი ფხვნილი მყარ ჟელატინის კაფსულაში, ზომა 2 (სიგრძე 17.6±0.4 მმ), გაუმჭვირვალე, ყავისფერი ფერის თავსახურზე შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „80“ და გაუმჭვირვალე თეთრი ფერის კორპუსზე, შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „mg“.

ბიტინექსი 100 მგ მყარი კაფსულები

თეთრი ფხვნილი მყარ ჟელატინის კაფსულაში, ზომა 1 (სიგრძე 19.1±0.4 მმ), გაუმჭვირვალე, ყავისფერი ფერის თავსახურზე შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „100“ და გაუმჭვირვალე ყავისფერი ფერის კორპუსზე, შავი მელნით ამოტვიფრულია წარწერა „mg“.

ბიტინექსი მოცემულია ბლისტერებში, მუყაოს კოლოფში.

შეფუთვის ზომები: 7, 14, 28 და 56 მყარი კაფსულა.

შესაძლოა, შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

დსს ეგის ფარმაცეუტიკალსი

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

უნგრეთი

მწარმოებელი

Pharmathen International S.A. (ფარმატენ ინტერნეიშენალ სა)

საპეს სამრეწველო პარკი, როდოპის პრეფექტურა, მე-5 კვარტალი, როდოპი, 69300, საბერძნეთი

Pharmathen S.A. (ფარმატენ სა)

6, დერვენაკიონის ქ., 15351, პალინი, ატიკი, საბერძნეთი

ეგისი

ეგის ფარმაცეუტკალს პლს

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ. 118-120, უნგრეთი

ეგის ფარმაცეუტკალს პლს

ეგისი 9900 კიორმენდი, მათიაშ კირაის ქ., 65. უნგრეთი

ეს პრეპარატი ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებებით:

ჩეხეთის რესპუბლიკა

Bitinex

უნგრეთი

Bitinex 10 mg hard capsules Bitinex 18 mg hard capsules Bitinex 25 mg hard capsules Bitinex 40 mg hard capsules Bitinex 60 mg hard capsules Bitinex 80 mg hard capsules Bitinex 100 mg hard capsules

რუმინეთი

Bitinex 10 mg hard capsule Bitinex 18 mg hard capsule Bitinex 25 mg hard capsule Bitinex 40 mg hard capsule Bitinex 60 mg hard capsule Bitinex 80 mg hard capsule Bitinex 100 mg hard capsule

სლოვაკეთი

Bitinex 10 mg tvrdé kapsuly Bitinex 18 mg tvrdé kapsuly Bitinex 25 mg tvrdé kapsuly Bitinex 40 mg tvrdé kapsuly Bitinex 60 mg tvrdé kapsuly Bitinex 80 mg tvrdé kapsuly Bitinex 100 mg tvrdé kapsuly

ბიტინექსი 10 მგ მყარი კაფსულები

OGYI-T-23603/01 7× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/02 7× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/03 14× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/04 14× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/05 28× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/06 28× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/07 56× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/08 56× PA/Al/PVC//Al blister packaging

ბიტინექსი 18 მგ მყარი კაფსულები

OGYI-T-23603/09 7× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/10 7× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/11 14× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/12 14× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/13 28× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/14 28× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/15 56× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/16 56× PA/Al/PVC//Al blister packaging

ბიტინექსი 25 მგ მყარი კაფსულები

OGYI-T-23603/17 7× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/18 7× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/19 14× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/20 14× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/21 28× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/22 28× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/23 56× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/24 56× PA/Al/PVC//Al blister packaging

ბიტინექსი 40 მგ მყარი კაფსულები

OGYI-T-23603/25 7× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/26 7× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/27 14× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/28 14× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/29 28× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/30 28× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/31 56× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/32 56× PA/Al/PVC//Al blister packaging

ბიტინექსი 60 მგ მყარი კაფსულები

OGYI-T-23603/33 7× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/34 7× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/35 14× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/36 14× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/37 28× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/38 28× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/39 56× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/40 56× PA/Al/PVC//Al blister packaging

ბიტინექსი 80 მგ მყარი კაფსულები

OGYI-T-23603/41 7× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/42 7× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/43 14× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/44 14× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/45 28× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/46 28× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/47 56× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/48 56× PA/Al/PVC//Al blister packaging

ბიტინექსი 100 მგ მყარი კაფსულები

OGYI-T-23603/49 7× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/50 7× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/51 14× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/52 14× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/53 28× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/54 28× PA/Al/PVC//Al blister packaging

OGYI-T-23603/55 56× PVC/PE/PCTFE//Al blister packaging

OGYI-T-23603/56 56× PA/Al/PVC//Al blister packaging

ეს ფურცელი-ჩანართი ბოლოს ბოლოს გადაიხედა 2024 წლის ოქტომბერში

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა