ბეროდუალი
Berodual®
პრეპარატ ბეროდუალის® აქტიური ინგრედიენტებია: იპრატროპიუმის ბრომიდი (ანტიქოლინერგული საშუალება) და ფენოტეროლი ფენოტეროლის ჰიდრობრომიდის სახით (ბეტა2-ადრენერგული საშუალება), რომლებიც ადუნებენ სასუნთქი გზების კუნთებს და იწვევენ ბრონქების გაფართოებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფენოტეროლი (fenoterole) + იპრატროპიუმი (ipratropium)
- ფორმა და შეფუთვა
- (0,5მგ + 0.25მგ)/მლ 20მლ საინჰალაციო ხსნარი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Istituto de Angeli S.R.L., იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ადრენერგული საშუალებები ანტიქოლინერგულ საშუალებებთან კომბინაციაში, მათ შორის სამმაგი კომბინაცია კორტიკოსტეროიდებთან
- ATC კოდი
- R03AL01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043852
- რეგისტრირებულია
- 14 აგვისტო 2025, მოქმედებს 27 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- PharmaLex GmbH (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „სოლუტივო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბეროდუალი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატ ბეროდუალის® აქტიური ინგრედიენტებია: იპრატროპიუმის ბრომიდი (ანტიქოლინერგული საშუალება) და ფენოტეროლი ფენოტეროლის ჰიდრობრომიდის სახით (ბეტა2-ადრენერგული საშუალება), რომლებიც ადუნებენ სასუნთქი გზების კუნთებს და იწვევენ ბრონქების გაფართოებას.
გამოყენების ჩვენება
პრეპარატი გამოიყენება ქოშინის პროფილაქტიკისა და სიმპტომური მკურნალობისთვის სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს, როგორიცაა:
ბრონქული ასთმა;
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ);
ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი ემფიზემით ან მის გარეშე (ფილტვებიში აერაციის მომატება)
თუ გაუმჯობესება არ აღინიშნება ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით)
ზუსტ დოზას დაგინიშნავთ ექიმი, დაავადების სიმძიმის მიხედვით
დოზა შეიძლება მერყეობდეს 1 მლ-დან (1 მლ = 20 წვეთი) 2.5 მლ-მდე (2.5 მლ = 50 წვეთი).
განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 4 მლ-მდე დოზა (4 მლ = 80 წვეთი).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
დოზირების რეჟიმი მოზრდილებისთვის განკუთვნილი რეჟიმის მსგავსია.
6-12 წლის ბავშვები
შეგიძლიათ თქვენს შვილს პრეპარატი მისცეთ ექიმის მიერ დანიშნული დოზით.
პრეპარატის დოზა შეიძლება მერყეობდეს 0.5 მლ-დან (0.5 მლ = 10 წვეთი) 2 მლ-მდე (2 მლ = 40 წვეთი) დაავადების სიმძიმის და/ან ასთმის შეტევის სიმძიმის მიხედვით.
6 წლამდე ასაკის ბავშვები (რომელთა სხეულის წონა 22 კგ-ზე ნაკლებია):
იმის გამო, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ დანიშნულებისამებრ და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
რეკომენდებული დოზა: 0.1 მლ (2 წვეთი) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე, მაგრამ არაუმეტეს 0.5 მლ-ისა (10 წვეთი).
მიღების გზა და/ან მეთოდი
ნებულაიზერის საშუალებით გამოყენებული ხსნარი უნდა შეისუნთქოთ მუნდშტუკის მეშვეობით, ან თუ მუნდშტუკი არ არის, გამოიყენეთ სახეზე მჭიდროდ მორგებული ნიღაბი.
ფრთხილად იყავით, რომ ხსნარი თვალში არ მოხვდეს!
ექიმის მიერ დანიშნული ბეროდუალის® დოზა განაზავეთ 3-4 მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში (ფიზიოლოგიური ხსნარი) და სრულად გამოიყენეთ ნებულაიზერის მეშვეობით ინჰალაციის დროს.
მნიშვნელოვანია
- პრეპარატის დოზა არ განაზავოთ გამოხდილი წყლით;
- ხსნარი ყოველთვის მოამზადეთ ინჰალაციის წინ;
- დარჩენილი განზავებული ხსნარი გადააგდეთ;
- განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ გამოიყენეთ (არ შეინახოთ და არ მოამზადოთ წინასწარ);
- ბეროდუალით® ინჰალაციების შესასრულებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებულაიზერის ნებისმიერი მოდელი;
- ყოველი ინჰალაციის შემდეგ გამორეცხეთ ინჰალაციის მოწყობილობა.
თერაპიის ხანგრძლივობა
თერაპიის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი და დამოკიდებულია დაავადების მიმდინარე მდგომარეობაზე და გვერდითი მოვლენების სიმძიმეზე. ამიტომ, თქვენ არ უნდა შეცვალოთ ან თუნდაც შეწყვიტოთ თერაპია დამოუკიდებლად.
თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატ ბეროდუალის® მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.
თუ გამოიყენეთ პრეპარატ ბეროდუალის® საჭიროზე მეტი რაოდენობა
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას, რადგან დოზის გაზრდა არ მოგცემთ დამატებით თერაპიულ სარგებელს, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი არასასურველი (გვერდითი) რეაქციების განვითარება, როგორიცაა:
- გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია);
- გულისცემის შეგრძნება;
- კუნთების უნებლიე შეკუმშვა, კანკალი;
- არტერიული წნევის მომატება ან შემცირება;
- სისტოლურ და დიასტოლურ არტერიულ წნევას შორის სხვაობის გაზრდა;
- დისკომფორტის ან ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან (სტენოკარდია);
- გულის არარეგულარული რიტმი;
- ალები (სახეში სისხლის მოზღვავების შეგრძნება);
- მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი);
- სისხლში კალიუმის დონის შემცირება;
- პირის სიმშრალე;
- მხედველობის ფოკუსირების დარღვევა ხილვადობის სხვადასხვა მანძილზე.
იხ. პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი რეაქციები“.
მნიშვნელოვანია
თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა მიიღეთ პრეპარატ ბეროდუალის® საჭიროზე მეტი დოზა (დოზის გადაჭარბება), შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თუ შესაძლებელია, თან იქონიეთ შეფუთვა და გამოყენების ინსტრუქცია, რათა ექიმს აჩვენოთ, თუ რომელი მედიკამენტი მიიღეთ.
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს თქვენი მჟავა-ტუტოვანი ბალანსი და ელექტროლიტური ბალანსი. სამკურნალოდ გამოიყენება სედაციური საშუალებები; მძიმე შემთხვევებში ტარდება ინტენსიური სიმპტომური თერაპია.
ბეროდუალის® დოზის გადაჭარბების სამკურნალო საშუალებები დამოუკიდებლად არ გამოიყენოთ, მხოლოდ ექიმს შეუძლია დანიშნოს სწორი მკურნალობა.
თუ დაგავიწყდათ პერპარატ ბეროდუალის® მიღება
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
შემდეგი ინჰალაცია ჩაატარეთ დანიშნული დოზით ჩვეულ დროს. თუ სისტემატურად დაგავიწყდებათ დანიშნული დოზით ინჰალაციის ჩატარება, არსებობს ქოშინის გაუარესების რისკი.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ბეროდუალის® მიღება
ამ შემთხვევაში, გარკვეულ გარემოებებში, ქოშინი შეიძლება გაუარესდეს. ამიტომ, ბეროდუალით® მკურნალობა არ შეაჩეროთ ან არ შეწყვიტოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
უკუჩვენებები
- ალერგია ფენოტეროლის ან იპრატროპიუმის ბრომიდის, ატროპინის მსგავსი ნივთიერებების ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია ინსტრუქციის მე-6 პარაგრაფში;
- გულის კუნთის დაავადება, რომელსაც თან ახლავს გულის მარცხენა კამერიდან გამომავალი ტრაქტის შევიწროება (ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია);
- გულისცემის აჩქარება არარეგულარული რიტმით (ტაქიარითმია);
- ორსულობა (I ტრიმესტრი).
სპეციალური ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ბეროდუალის® გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
- თუ თქვენ განიცდით სუნთქვის უეცარ, სწრაფად გაუარესებულ გაძნელებას (სუნთქვის უკმარისობის ზრდას). დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის ნიშანი, რომელსაც პარადოქსული ბრონქოსპაზმი (სუნთქვის უკმარისობის უეცარი დაწყება) ეწოდება;
- თუ გაჩნდა ტკივილი გულში ან სხვა სიმპტომები, რომლებიც გულის დაავადების გაუარესებაზე მიუთითებს.
ქოშინი და ტკივილი გულმკერდის არეში შეიძლება მიუთითებდეს სერიოზულ გვერდით რეაქციებზე, რომლებიც მოიცავს როგორც გულს, ასევე ფილტვებს.
აუცილებლად გააფრთხილეთ ექიმი, თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღგენიშნებათ შემდეგი მდგომარეობებიდან რომელიმე (განსაკუთრებით რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას):
ბოლო დროს გადატანილი მძიმე გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);
ცუდად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი;
გულის ან სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები (მაგალითად: გულის სისხლმომარაგების შემცირება (იშემია), გულის რიტმის დარღვევა (არითმია), გულის უკმარისობა (გულის მიერ ორგანიზმის მეტაბოლური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარის დაქვეითება));
თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების სიმსივნე (ფეოქრომოციტომა);
ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა (ჰიპერთირეოზი);
შარდვის დარღვევები (მაგალითად, შარდის ბუშტის ყელის კომპრესიის გამო, რაც გამოწვეულია წინამდებარე ჯირკვლის გადიდებით);
მუკოვისციდოზი (ფილტვების, პანკრეასის და ეგზოკრინული ჯირკვლების მემკვიდრეობითი დაავადება), ამ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციისადმი მიდრეკილება;
არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა);
გლაუკომის გარკვეული ფორმის (დახურულკუთხოვანი გლაუკომა) განვითარებისადმი მიდრეკილება.
პრეპარატი ბეროდუალი® ასეთ პაციენტებს სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თქვენი მდგომარეობის შესახებ, რათა მან დანიშნოს სწორი მკურნალობა.
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს ბეროდუალის® გამოყენების შემდეგ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი რეაქცია:
ალერგიული გამონაყარი (ჭინჭრის ციება);
ენის, ტუჩებისა და სახის მასიური შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება);
კანზე გამონაყარი;
მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი);
პირის ღრუს (პირ-ხახის) შეშუპება;
სუნთქვის გაძნელება, გამოწვეული სასუნთქი გზების შევიწროებით ან ბრონქული კუნთების სპაზმით (ბრონქოსპაზმი).
პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება (ჰიპოკალიემია).
არ დაუშვათ პრეპარატის თვალებში მოხვედრა
ნებულაიზერის მეშვეობით ინჰალაციის დროს, ბეროდუალი® შეიძლება თვალში მოხვდეს და გართულებები გამოიწვიოს. ხსნარის თვალში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ მუნდშტუკი ან მჭიდროდ მორგებული სახის ნიღაბი (იხილეთ მე-3 პარაგრაფი „პრეპარატ ბეროდუალის® გამოყენება“).
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ოფთალმოლოგს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს პრეპარატის თვალში მოხვედრისას აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები (ერთი ან რამდენიმე):
ტკივილი და დისკომფორტი თვალებში, მხედველობის დაბინდვა;
საგნების გარშემო ორეოლების (ნათების) და თვალების წინ ფერადი ლაქების გაჩენა;
რქოვანას შეშუპება;
თვალების სიწითლე, რომელიც გამოწვეულია კონიუნქტივაში სისხლის შეგუბებით;
თვალშიდა წნევის მომატება;
გუგის გაფართოება (მიდრიაზი).
ამ სიმპტომების რომელიმე კომბინაციის განვითარებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს თვალის წვეთების გამოყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ გაქვთ მიდრეკილება ისეთი დაავადების განვითარებისკენ, როგორიცაა დახურულკუთხოვანი გლაუკომა, რაც თვალშიდა წნევის მატებით ვლინდება.
რეგულარული (ხანგრძლივი) გამოყენება
თუ თქვენ გაწუხებთ ბრონქული ასთმა ან ფილტვების მსუბუქი ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), ბეროდუალი® უნდა გამოიყენოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ შეტევების შესაჩერებლად.
თუ რეგულარულად იყენებთ ასთმის სამკურნალო მედიკამენტებს, ასთმის მკურნალობის ყველაზე შესაფერისი მიდგომაა ანთების საწინააღმდეგო თერაპიის (მაგ., ინჰალაციური გლუკოკორტიკოსტეროიდების) დანიშვნა სასუნთქი გზების ანთების კონტროლის მიზნით. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ტესტები იმის დასადგენად, გჭირდებათ თუ არა ასეთი ანთების საწინააღმდეგო თერაპიის დაწყება ან მისი გაძლიერება.
თუ ბეროდუალს® დიდი ხნის განმავლობაში რეგულარულად მაღალი დოზებით იყენებთ, ეს შეიძლება დაავადების კონტროლის გაუარესების ნიშანი იყოს, ამიტომ მკურნალობის რეჟიმის გადასახედად მიმართეთ ექიმს.
ბეროდუალის® გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოპინგ ტესტის დადებითი შედეგები.
ბავშვები და მოზარდები
6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
სიფრთხილის ზომები
- პრეპარატ ბეროდუალის® გამოყენება
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება გააძლიერონ ბეროდუალის® ბრონქოდილატაციური ეფექტი და გაზარდონ გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი:
β-ადრენერგული პრეპარატები (გამოიყენება ბრონქული ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ);
ანტიქოლინერგული პრეპარატები (გამოიყენება ბრონქული ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ);
ქსანტინის წარმოებულები (მაგ., თეოფილინი ბრონქული ასთმის, ასთმური სტატუსის, ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის სამკურნალოდ).
ბეროდუალის® სხვა ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად ხანგრძლივი ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის მონაცემების ნაკლებობის გამო.
შემდეგ პრეპარატებს, ბეროდუალთან® ერთად გამოყენებისას, შეუძლიათ გაზარდონ სისხლში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება (ჰიპოკალიემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს არითმიის (გულის არარეგულარული რიტმის) განვითარების რისკის გაზრდა:
ქსანტინის წარმოებულები (მაგ., თეოფილინი);
გლუკოკორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები);
დიურეზული საშუალებები (შარდმდენი პრეპარატები);
დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ).
ასეთ შემთხვევებში, უნდა მოხედს სისხლში ელექტროლიტების შესაბამისი კონცენტრაციის კონტროლი.
ბეროდუალის® და გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატების (მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები) ან გარკვეული (ტრიციკლური) ანტიდეპრესანტების (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე პრეპარატის ზემოქმედების გაძლიერება.
ზოგადი ანესთეზიისთვის ჰალოგენირებული საანესთეზიო საშუალებების (მაგალითად, ჰალოთანი, ტრიქლორეთილენი ან ენფლურანი) გამოყენებისას იზრდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.
შემდეგ პრეპარატებთან ერთად ბეროდუალის® კომბინირებული გამოყენება ზრდის თერაპიის ეფექტურობას:
კრომოგლიცის მჟავა (გამოიყენება ბრონქული ასთმის, ალერგიული რინიტის, ალერგიული კონიუნქტივიტის სამკურნალოდ);
და/ან გლუკოკორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები).
თუ არ იცით როდის უნდა გამოიყენოთ ეს მედიკამენტები ბეროდუალთან® ერთად, მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან ორსულობას გეგმავთ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.
ამჟამინდელი კლინიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ ფენოტეროლს და იპრატროპიუმის ბრომიდს არ აქვთ ორსულობაზე უარყოფითი გავლენა. თუ ორსულად ხართ (ორსულობის II ან III ტრიმესტრში) ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატი, თუ ექიმმა გირჩიოთ მის მიღება, როდესაც ინფორმირებული იყო ორსულობის ან ძუძუთი კვების შესახებ.
ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატი უკუნაჩვენებია.
გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატ ბეროდუალს შეუძლია გავლენა მოახდინოს საშვილოსნოს კუმშვად აქტივობაზე.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა მკურნალობას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
ბეროდუალის® გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი რეაქციები: თავბრუსხვევა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, კანკალი (ტრემორი), თვალების აკომოდაციის დარღვევა (მხედველობის ფოკუსირების დარღვევა ხილვადობის სხვადასხვა მანძილზე), გუგის დროებითი გაფართოება (მიდრიაზი), მხედველობის დაბინდვა.
თუ აღგენიშნებათ რომელიმე ეს გვერდითი რეაქცია, თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან ან მექანიზმებთან მუშაობისგან, სანამ გვერდითი მოვლენები არ გაქრება.
პრეპარატი ბეროდუალი® შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატს.
ამ ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული ბრონქოსპაზმი.
- პრეპარატ ბეროდუალის® გამოყენება
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი ბეროდუალი® განკუთვნილია მხოლოდ ნებულაიზერის მეშვეობით ინჰალაციისთვის და არ უნდა იქნას მიღებული პერორალურად.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ბეროდუალმა® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს შეამჩნევთ შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციებიდან რომელიმეს:
ბრონქოსპაზმი (პარადოქსული ბრონქოსპაზმი);
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ენის, ტუჩების, სახის, პირ-ხახის მასიური შეშუპება;
წინაგულების ფიბრილაცია და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (არარეგულარული გულისცემა, არითმიის შეტევა);
მიოკარდიუმის იშემია (წვის ან მოჭერის შეგრძნება გულის არეში ან მკერდის ძვლის უკან, ზოგჯერ შეტევის სახით);
ლარინგოსპაზმი (ხორხის სპაზმით გამოწვეული უეცარი დახრჩობა);
ანაფილაქსიური რეაქცია (სიცოცხლისთვის საშიში მძიმე ალერგიული რეაქცია).
თქვენი მდგომარეობის შეფასების შემდეგ, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი მკურნალობის გეგმა, გადაწყვიტოს მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება.
რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
ხშირი - შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში: ხველა
ნაკლებად ხშირი - შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში:
- კიდურებისა და სხეულის კანკალი, რომელიც გამოწვეულია კუნთების უნებლიე შეკუმშვებით (ტრემორი);
- ნერვიულობა;
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია);
- გულისცემის შეგრძნება;
- ყელის ტკივილი და დისკომფორტი ყლაპვის დროს (ფარინგიტი);
- ხმის ხრინწიანობა ან ჩახლეჩა (დისფონია);
- ღებინება;
- გულისრევა;
- პირის სიმშრალე;
- სისტოლური არტერიული წნევის მომატება.
იშვიათი - შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს:
- მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერმგრძნობელობა);
- სისხლში კალიუმის დონის შემცირება (ჰიპოკალიემია);
- აგზნება;
- ფსიქიკური დარღვევები (მენტალური დარღვევები);
- გლაუკომა;
- თვალშიდა წნევის მომატება;
- მხედველობის ფოკუსირების დარღვევა ხილვადობის სხვადასხვა მანძილზე (აკომოდაციის დარღვევები);
- გუგის გაფართოება (მიდრიაზი);
- მხედველობის დაბინდვა;
- ტკივილი თვალებში;
- რქოვანას შეშუპება;
- თვალის კონიუნქტივის სიწითლე (კონიუნქტივის ჰიპერემია);
- ობიექტების გარშემო ორეოლების (ნათების) გაჩენა;
- ყელის გაღიზიანება;
- ხახის შეშუპება;
- ყელის სიმშრალე;
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი);
- ენის ქსოვილების ანთება (გლოსიტი);
- კუჭ-ნაწლავის მოტორიკის დარღვევები;
- დიარეა;
- ყაბზობა;
- პირის ღრუს შეშუპება;
- გულძმარვა
- ჭინჭრის ციება;
- ქავილი;
- ოფლიანობის დარღვევა (ჰიპერჰიდროზი);
- გამონაყარი;
- კანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პეტექიები);
- კუნთების სისუსტე;
- კუნთების სპაზმი;
- კუნთების ტკივილი (მიალგია);
- შარდის შეკავება;
- დიასტოლური არტერიული წნევის მომატება.
ძალიან იშვიათი - შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1-ზე მეტ ადამიანში: სისხლის შრატში გლუკოზის მომატება.
გვერდითი რეაქციები, რომელთა განვითარების სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით): ჰიპერაქტიურობა.
შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც გამოყენების ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ (იხილეთ ქვემოთ). გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
რუსეთის ფედერაცია
109012, მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, კორპუსი 1
ჯანდაცვის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური „როსზრავნადზორი“
ტელეფონი:
+7 (495) 698-45-38, +7 (499) 578-02-30
ფაქსი: +7 (495) 698-15-73
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
www.roszdravnadzor.ru
ყაზახეთის რესპუბლიკა
010000, ქ. ნურ-სულთანი, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა 13 (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტი 2“)
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“ ეკონომიკური მართვის უფლების შესახებ
ტელეფონი: +7 (7172) 78-98-28
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
http://www.ndda.kz
ბელარუსის რესპუბლიკა
220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩეკი შეს., 2ა
ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს რუს „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“
ტელეფონი/ფაქსი: +375-17-242-00-29
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
http://www.rceth.by
სომხეთის რესპუბლიკა
0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ. 49/4
„აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“ АОЗТ
ტელეფონი: (+374 10) 23-16-82; ცხელი ხაზი (+374 10) 20-05-05;
ფაქსი: (+374 10) 23-21-18
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
http://pharm.am
- პრეპარატ ბეროდუალის® შენახვა
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რათა ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.
პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბალონზე ან მუყაოს კოლოფზე წარწერით „ვარგისია:“. ვადის გასვლის თარიღი მითითებული თვის ბოლო დღეა.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, არ გაყინოთ
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი. პრეპარატი გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 6 თვის განმავლობაში!
პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შეამჩნევთ თვალსაჩინო ნიშნებს, რომ პრეპარატი არის გამოსაყენებლად უვარგისი.
პრეპარატი არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციის სისტემაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ ის პრეპარატი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
დოზის გადაჭარბების სიმპტომები, როგორც წესი, ძირითადად ფენოტეროლის მოქმედებასთან ასოცირდება. შეიძლება გამოვლინდეს β-ადრენორეცეპტორების ჭარბ სტიმულაციასთან დაკავშირებული სიმპტომები. ყველაზე სავარაუდო სიმპტომებია ტაქიკარდია, გულისცემის გახშირება, კანკალი, არტერიული წნევის მომატება, არტერიული წნევის დაქვეითება, სისტოლურ და დიასტოლურ არტერიულ წნევას შორის სხვაობის მომატება, სტენოკარდია, არითმია და ალები. ასევე დაფიქსირდა მეტაბოლური აციდოზი და ჰიპოკალიემია
პრეპარატის თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრისა და ადგილობრივი გამოყენების გზის გათვალისწინებით, იპრატროპიუმის ბრომიდის დოზის გადაჭარბების სიმპტომები (როგორიცაა პირის სიმშრალე, თვალის აკომოდაციის დარღვევა), როგორც წესი, მსუბუქი და გარდამავალია.
მკურნალობა
აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
გასათვალისწინებელია სისხლის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მონიტორინგის მონაცემები.
ნაჩვენებია სედაციური საშუალებები, დამამშვიდებლები და მძიმე შემთხვევებში ინტენსიური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტის სახით შესაძლებელია β-ბლოკერების, სასურველია β1-სელექციური ბლოკერების გამოყენება. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ β-ბლოკერების ზემოქმედებით ბრონქული ობსტრუქციის შესაძლო გაძლიერება და ბრონქული ასთმით ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით (ფქოდ) დაავადებული პაციენტებისთვის დოზა ფრთხილად შეარჩიოთ მძიმე ბრონქოსპაზმის განვითარების რისკის გამო, რამაც შეიძლება ლეტალური გამოსავალი გამოიწვიოს.
შემადგენლობა
პრეპარატი ბეროდუალი® შეიცავს
აქტიური ინგრედიენტებია იპრატროპიუმის ბრომიდი და ფენოტეროლი (ფენოტეროლის ჰიდრობრომიდის სახით).
საინჰალაციო ხსნარის 1 მლ შეიცავს 0.261 მგ იპრატროპიუმის ბრომიდს (მონოჰიდრატის სახით), უწყლო იპრატროპიუმის ბრომიდზე გაანგარიშებით - 0.25 მგ და 0.5 მგ ფენოტეროლს (ჰიდრობრომის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, კონცენტრირებული ქლორწყალბადმჟავა, გამოხდილი წყალი.
ბეროდუალის® აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ინჰალაციისთვის განკუთვნილი ხსნარი.
გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო სითხე, შეწონილი ნაწილაკებისგან თავისუფალი. სუნი თითქმის შეუმჩნეველია.
20 მლ ქარვისფერ შუშის ფლაკონში პოლიეთილენის საწვეთურით და ხრახნიანი პოლიპროპილენის თავსახურით პირველი გახსნის კონტროლით. ფლაკონი შეფუთვაში ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
3 წელი.
პრეპარატი გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 6 თვის განმავლობაში!
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, არ გაყინოთ.
პირველადი შეფუთვის ბუნება და შემადგენლობა
20 მლ ქარვისფერ შუშის ფლაკონში პოლიეთილენის საწვეთურით და ხრახნიანი პოლიპროპილენის თავსახურით პირველი გახსნის კონტროლით. ფლაკონი შეფუთვაში ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან სამკურნალო საშუალების გამოყენებისა და სხვა მანიპულაციების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული ბრონქოდილატაციური საშუალება (სელექციური ბეტა2-ადრენომიმეტური + M-ქოლინობლოკერი)
ათქ კოდი: R03AL01
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები
პრეპარატი ბეროდუალი® შეიცავს ბრონქოდილატაციური აქტივობის მქონე ორ კომპონენტს: იპრატროპიუმის ბრომიდს, M-ქოლინობლოკერს და ფენოტეროლს, β2-ადრენერგულ აგონისტს. იპრატროპიუმის ბრომიდის ინჰალაციის შემდეგ ბრონქოდილატაცია ძირითადად განპირობებულია ადგილობრივი და არა სისტემური ანტიქოლინერგული მოქმედებით.
იპრატროპიუმის ბრომიდი არის მეოთხეული ამონიუმის წარმოებული ანტიქოლინერგული (პარასიმპათოლიზური) თვისებებით. პრეპარატი თრგუნავს ცდომილი ნერვის მიერ გამოწვეულ რეფლექსებს, რითაც ებრძვის აცეტილქოლინის, ცდომილი ნერვის დაბოლოებებიდან გამოთავისუფლებული მედიატორის ეფექტს. ანტიქოლინერგული საშუალებები ხელს უშლიან უჯრედშიდა Ca2+ კონცენტრაციის ზრდას, რაც ხდება აცეტილქოლინის ბრონქების გლუვ კუნთებზე განლაგებულ მუსკარინულ რეცეპტორთან ურთიერთქმედების გამო. Ca2+-ის გამოთავისუფლება ხორციელდება მეორადი მედიატორების სისტემის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ITP-ს (ინოზიტოლ ტრიფოსფატი) და DAG-ს (დიაცილგლიცეროლი).
ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებთან (ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა) დაკავშირებული ბრონქოსპაზმის მქონე პაციენტებში ფილტვების ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (ფორსირებული ამოსუნთქვითი მოცულობის (FEV1) 1 წამში და პიკური ამოსუნთქვის სიჩქარის 15%-ით ან მეტით გაზრდა) აღინიშნა 15 წუთის განმავლობაში, მაქსიმალური ეფექტი მიღწეული იქნა 1-2 საათის შემდეგ და პაციენტების უმეტესობაში მიღებიდან 6 საათამდე გაგრძელდა.
იპრატროპიუმის ბრომიდი უარყოფით გავლენას არ ახდენს სასუნთქ გზებში ლორწოს სეკრეციაზე, მუკოცილიურ კლირენსსა და აირთა ცვლაზე.
თერაპიული დოზებით ფენოტეროლი შერჩევით ასტიმულირებს β2-ადრენერგულ რეცეპტორებს. β2-ადრენერგული რეცეპტორების სტიმულაცია ადენილატციკლაზას ააქტიურებს Gs ცილის სტიმულაციის გზით. β1-ადრენერგული რეცეპტორების სტიმულაცია ხდება მაღალი დოზების გამოყენებისას.
ფენოტეროლი ადუნებს ბრონქებისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთებს და ეწინააღმდეგება ჰისტამინის, მეტაქოლინის, ცივი ჰაერისა და ალერგენების ზემოქმედებით გამოწვეული ბრონქოსპასტიკური რეაქციების განვითარებას (დაუყოვნებელი ტიპის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები). მიღებისთანავე, ფენოტეროლი ბლოკავს ანთებითი და ბრონქო-ობსტრუქციული მედიატორების გამოთავისუფლებას პოხიერი უჯრედებიდან. გარდა ამისა, ფენოტეროლის 0.6 მგ დოზით გამოყენებისას აღინიშნა მუკოცილიარული კლირენსის ზრდა.
პრეპარატის β-ადრენერგული ეფექტი გულის აქტივობაზე, როგორიცაა გულის შეკუმშვების სიხშირისა და სიძლიერის მომატება, განპირობებულია ფენოტეროლის სისხლძარღვოვანი ეფექტით, გულის β2-ადრენერგული რეცეპტორების სტიმულაციით და თერაპიულზე მეტი დოზების გამოყენებისას, β1-ადრენერგული რეცეპტორების სტიმულაციით. როგორც სხვა β-ადრენერგული პრეპარატების შემთხვევაში, მაღალი დოზების გამოყენებისას დაფიქსირდა QTc ინტერვალის გახანგრძლივება. როდესაც ფენოტეროლი გამოიყენებოდა დოზირებული ინჰალატორების (MDI) საშუალებით, ეს ეფექტი არათანმიმდევრული იყო და ვითარდებოდა რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენებისას. თუმცა, ფენოტეროლის ნებულაიზერების (საინჰალაციო ხსნარი სტანდარტული დოზის ფლაკონებში) მეშვეობით მიღების შემდეგ, სისტემური ექსპოზიცია შეიძლება უფრო მაღალი იყოს, ვიდრე პრეპარატის რეკომენდებული დოზებით MDI-ის მეშვეობით მიღებისას. ამ დაკვირვებების კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის. β-ადრენერგული აგონისტების ყველაზე ხშირად დაფიქსირებული ეფექტი ტრემორია. ბრონქების გლუვ კუნთებზე ზემოქმედებისგან განსხვავებით, შეიძლება განვითარდეს ტოლერანტობა β-ადრენერგული რეცეპტორების აგონისტების სისტემური ეფექტების მიმართ. ამ გამოვლინების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია. ტრემორი ბეტა-ადრენერგული აგონისტების გამოყენებისას ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციაა. როდესაც ეს ორი აქტიური ნივთიერება ერთად გამოიყენება, ბრონქოდილატაციური ეფექტი მიიღწევა სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ სამიზნეზე მოქმედებით. აღნიშნული ნივთიერებები ერთმანეთს ავსებენ, რაც იწვევს ბრონქების კუნთებზე სპაზმოლიზური ეფექტის გაძლიერებას და თერაპიული მოქმედების უფრო ფართო სპექტრს ბრონქ-ფილტვის დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს სასუნთქი გზების შევიწროება. ურთიერთდამატებითი მოქმედება ისეთია, რომ სასურველი ეფექტის მისაღწევად საჭიროა β-ადრენერგული კომპონენტის უფრო დაბალი დოზა, რაც საშუალებას იძლევა ეფექტური დოზა ინდივიდუალურად შეირჩეს ბეროდუალის® გვერდითი რეაქციების პრაქტიკულად არარსებობის პირობებში. მწვავე ბრონქოკონსტრიქციის დროს, ბეროდუალის® ეფექტი სწრაფად ვითარდება, რაც ბრონქოსპაზმის მწვავე შეტევების დროს მისი გამოყენების საშუალებას იძლევა.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
იპრატროპიუმის ბრომიდისა და ფენოტეროლის კომბინაციის თერაპიული ეფექტი სასუნთქ გზებში მათი ადგილობრივი მოქმედების შედეგია. ბრონქოდილატაციის განვითარება აქტიური ნივთიერებების ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების პირდაპირპროპორციული არ არის.
ინჰალაციის შემდეგ, პრეპარატის შეყვანილი დოზის 10-39% ჩვეულებრივ ხვდება ფილტვებში (დამოკიდებულია დოზის ფორმასა და ინჰალაციის მეთოდზე). დოზის დარჩენილი ნაწილი შეიწოვება მუნდშტუკზე, პირის ღრუსა და პირ-ხახაში დოზის ნაწილი, რომელიც პირ-ხახაში ილექება, გადაიყლაპება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხვდება.
პრეპარატის დოზის ის ნაწილი, რომელიც ფილტვებში ხვდება, სწრაფად აღწევს სისტემურ ცირკულაციაში (რამდენიმე წუთში).
არ არსებობს მტკიცებულება, რომ კომბინირებული პროდუქტის ფარმაკოკინეტიკა განსხვავდება თითოეული ცალკეული კომპონენტის ფარმაკოკინეტიკისგან.
ფენოტეროლი
აბსორბცია
დოზის გადაყლაპული ნაწილი მეტაბოლიზდება სულფატურ კონიუგატებად. პერორალური მიღების შემდეგ აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაბალია (დაახლოებით 1.5%).
ინტრავენური შეყვანის შემდეგ, 24-საათიანი შარდის ანალიზში თავისუფალი და კონიუგირებული ფენოტეროლი შეადგენენ შეყვანილი დოზის შესაბამისად 15%-ს და 27%-ს. ფენოტეროლის ინჰალაციური დოზის საერთო სისტემური ბიოშეღწევადობა შეფასებულია 7%-ით.
განაწილება
ფენოტეროლის განაწილების აღმწერი კინეტიკური პარამეტრები გამოითვალა ინტრავენური შეყვანის შემდეგ პლაზმაში დაფიქსირებული კონცენტრაციებიდან. ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პლაზმაში კონცენტრაცია-დროის პროფილების აღწერა შესაძლებელია 3-კომპონენტიანი ფარმაკოკინეტიკური მოდელით, რომლის თანახმადაც ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათს შეადგენს. ამ 3-კომპარტმენტიან მოდელში, სტაბილურ მდგომარეობაში ფენოტეროლის განაწილების აშკარა მოცულობა (Vdss) დაახლოებით 1 89 ლ-ია (≈ 2,7 ლ/კგ).
ფენოტეროლის დაახლოებით 40% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფენოტეროლი და მისი მეტაბოლიტები არ აღწევენ ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
ელიმინაცია
ფენოტეროლის საერთო კლირენსი შეადგენს 1.8 ლ/წთ-ს, თირკმლის კლირენსი - 0.27 ლ/წთ-ს. ინტრავენური შეყვანის შემდეგ რადიოაქტიური ნივთიერებისა და ყველა მეტაბოლიტის ჩათვლით, რადიოაქტიური ნივთიერების საერთო თირკმლისმიერი ექსკრეცია (2 დღის განმავლობაში) 65% იყო. იზოტოპით მონიშნული დოზის საერთო რაოდენობა, რომელიც ინტრავენური შეყვანის შემდეგ ნაწლავებიდან გამოიყოფა იყო 14.8% , ხოლო პერორალური მიღების შემდეგ - 40.2% 48 საათის განმავლობაში. პერორალური მიღების შემდეგ თირკმელებით გამოყოფილი რადიოაქტიური დოზის საერთო რაოდენობა დაახლოებით 39%-ს შეადგენდა.
იპრატროპიუმის ბრომიდი
აბსორბცია
საწყისი ნაერთის სრული თირკმლისმიერი ექსკრეცია (24 საათის განმავლობაში) ინტრავენური დოზის დაახლოებით 46%-ს, პერორალური დოზის 1%-ზე ნაკლებს და ინჰალაციური დოზის დაახლოებით 3-13%-ს შეადგენს. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, პერორალურად და ინჰალაციით მიღებული იპრატროპიუმის ბრომიდის საერთო სისტემური ბიოშეღწევადობა შესაბამისად 2% და 7-28%-ია. ამგვარად, სისტემურ ზემოქმედებაზე იპრატროპიუმის ბრომიდის გადაყლაპული ნაწილის გავლენა უმნიშვნელოა.
განაწილება
იპრატროპიუმის ბრომიდის განაწილების აღმწერი კინეტიკური პარამეტრები გამოითვალა მისი პლაზმაში არსებული კონცენტრაციების საფუძველზე ინტრავენური შეყვანის შემდეგ. აღინიშნება პლაზმაში კონცენტრაციის სწრაფი ორფაზიანი კლება. სტაბილურ მდგომარეობაში განაწილების აშკარა მოცულობა (Vdss) დაახლოებით 176 ლ-ია (≈ 2.4 ლ/კგ). პრეპარატი პლაზმის ცილებს მინიმალური ხარისხით (20%-ზე ნაკლები) უკავშირდება. პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იპრატროპიუმის ბრომიდი, მეოთხეული ამონიუმის წარმოებული, არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
ელიმინაცია
ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1.6 საათს შეადგენს.
იპრატროპიუმის ბრომიდის საერთო კლირენსი შეადგენს 2.3 ლ/წთ-ს, ხოლო თირკმლის კლირენსი - 0.9 ლ/წთ-ს. ინტრავენური შეყვანის შემდეგ, დოზის დაახლოებით 60% მეტაბოლიზდება დაჟანგვით, ძირითადად ღვიძლში.
იზოტოპით მონიშნული დოზის (მათ შორის საწყისი ნაერთისა და ყველა მეტაბოლიტის) თირკმლისმიერი ექსკრეციის საერთო მაჩვენებელი (6 დღის განმავლობაში) ინტრავენური მიღების შემდეგ იყო 72.1%, პერორალური მიღების შემდეგ - 9.3% და ინჰალაციის შემდეგ - 3.2%. ნაწლავებიდან იზოტოპით მონიშნული დოზის საერთო რაოდენობა, რომელიც ინტრავენური შეყვანის შემდეგ გამოიყოფა, იყო 6.3%, პერორალური მიღების შემდეგ - 88.5% და ინჰალაციის შემდეგ - 69.4%. იზოტოპით მონიშნული დოზის საერთო რაოდენობა, რომელიც ინტრავენური შეყვანის შემდეგ ნაწლავებიდან გამოიყოფა, იყო 6.3%, პერორალური მიღების შემდეგ - 88.5% და ინჰალაციის შემდეგ - 69.4%. ამგვარად, იზოტოპით მონიშნული დოზის გამოყოფა ინტრავენური შეყვანის შემდეგ ძირითადად თირკმელების მეშვეობით ხდება. საწყისი ნაერთის და მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი 3.6 საათს შეადგენს. შარდში გამოყოფილი ძირითადი მეტაბოლიტები სუსტად უკავშირდება მუსკარინულ რეცეპტორებს და არააქტიურად ითვლება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია - ინფორმაცია პაციენტისთვის
ბეროდუალი®, 0.25 მგ + 0.5 მგ/მლ, საინჰალაციო ხსნარი
აქტიური ინგრედიენტები: იპრატროპიუმის ბრომიდი + ფენოტეროლი
გთხოვთ, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე სრულად წაიკითხოთ ეს გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექიმს.
პრეპარატი სპეციალურად თქვენთვის ან თქვენი შვილისთვის არის დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვა ადამიანებს. მას შეუძლია მათ ზიანი მიაყენოს, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
თუ თქვენ ან თქვენს შვილს შეამჩნევთ რაიმე გვერდით რეაქციას, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც ინსტრუქციის მე-4 პარაგრაფში ჩამოთვლილი არ არის.
გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი
- რა არის პრეპარატი ბეროდუალი® და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ბეროდუალის® გამოყენებამდე
- პრეპარატ ბეროდუალის® გამოყენება
- შესაძლო გვერდითი რეაქციები
- პრეპარატ ბეროდუალის® შენახვა
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის პრეპარატი ბეროდუალი® და რისთვის გამოიყენება
პრეპარატ ბეროდუალის® აქტიური ინგრედიენტებია: იპრატროპიუმის ბრომიდი (ანტიქოლინერგული საშუალება) და ფენოტეროლი ფენოტეროლის ჰიდრობრომიდის სახით (ბეტა2-ადრენერგული საშუალება), რომლებიც ადუნებენ სასუნთქი გზების კუნთებს და იწვევენ ბრონქების გაფართოებას.
გამოყენების ჩვენება
პრეპარატი გამოიყენება ქოშინის პროფილაქტიკისა და სიმპტომური მკურნალობისთვის სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს, როგორიცაა:
ბრონქული ასთმა;
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ);
ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი ემფიზემით ან მის გარეშე (ფილტვებიში აერაციის მომატება)
თუ გაუმჯობესება არ აღინიშნება ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ბეროდუალის® გამოყენებამდე?
უკუჩვენება
არ გამოიყენოთ პრეპარატი ბეროდუალი®, თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ:
- ალერგია ფენოტეროლის ან იპრატროპიუმის ბრომიდის, ატროპინის მსგავსი ნივთიერებების ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია ინსტრუქციის მე-6 პარაგრაფში;
- გულის კუნთის დაავადება, რომელსაც თან ახლავს გულის მარცხენა კამერიდან გამომავალი ტრაქტის შევიწროება (ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია);
- გულისცემის აჩქარება არარეგულარული რიტმით (ტაქიარითმია);
- ორსულობა (I ტრიმესტრი).
სპეციალური ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ბეროდუალის® გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
- თუ თქვენ განიცდით სუნთქვის უეცარ, სწრაფად გაუარესებულ გაძნელებას (სუნთქვის უკმარისობის ზრდას). დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის ნიშანი, რომელსაც პარადოქსული ბრონქოსპაზმი (სუნთქვის უკმარისობის უეცარი დაწყება) ეწოდება;
- თუ გაჩნდა ტკივილი გულში ან სხვა სიმპტომები, რომლებიც გულის დაავადების გაუარესებაზე მიუთითებს.
ქოშინი და ტკივილი გულმკერდის არეში შეიძლება მიუთითებდეს სერიოზულ გვერდით რეაქციებზე, რომლებიც მოიცავს როგორც გულს, ასევე ფილტვებს.
აუცილებლად გააფრთხილეთ ექიმი, თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღგენიშნებათ შემდეგი მდგომარეობებიდან რომელიმე (განსაკუთრებით რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას):
ბოლო დროს გადატანილი მძიმე გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);
ცუდად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი;
გულის ან სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები (მაგალითად: გულის სისხლმომარაგების შემცირება (იშემია), გულის რიტმის დარღვევა (არითმია), გულის უკმარისობა (გულის მიერ ორგანიზმის მეტაბოლური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარის დაქვეითება));
თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების სიმსივნე (ფეოქრომოციტომა);
ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა (ჰიპერთირეოზი);
შარდვის დარღვევები (მაგალითად, შარდის ბუშტის ყელის კომპრესიის გამო, რაც გამოწვეულია წინამდებარე ჯირკვლის გადიდებით);
მუკოვისციდოზი (ფილტვების, პანკრეასის და ეგზოკრინული ჯირკვლების მემკვიდრეობითი დაავადება), ამ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციისადმი მიდრეკილება;
არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა);
გლაუკომის გარკვეული ფორმის (დახურულკუთხოვანი გლაუკომა) განვითარებისადმი მიდრეკილება.
პრეპარატი ბეროდუალი® ასეთ პაციენტებს სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თქვენი მდგომარეობის შესახებ, რათა მან დანიშნოს სწორი მკურნალობა.
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს ბეროდუალის® გამოყენების შემდეგ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი რეაქცია:
ალერგიული გამონაყარი (ჭინჭრის ციება);
ენის, ტუჩებისა და სახის მასიური შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება);
კანზე გამონაყარი;
მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი);
პირის ღრუს (პირ-ხახის) შეშუპება;
სუნთქვის გაძნელება, გამოწვეული სასუნთქი გზების შევიწროებით ან ბრონქული კუნთების სპაზმით (ბრონქოსპაზმი).
პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება (ჰიპოკალიემია).
არ დაუშვათ პრეპარატის თვალებში მოხვედრა
ნებულაიზერის მეშვეობით ინჰალაციის დროს, ბეროდუალი® შეიძლება თვალში მოხვდეს და გართულებები გამოიწვიოს. ხსნარის თვალში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ მუნდშტუკი ან მჭიდროდ მორგებული სახის ნიღაბი (იხილეთ მე-3 პარაგრაფი „პრეპარატ ბეროდუალის® გამოყენება“).
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ოფთალმოლოგს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს პრეპარატის თვალში მოხვედრისას აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები (ერთი ან რამდენიმე):
ტკივილი და დისკომფორტი თვალებში, მხედველობის დაბინდვა;
საგნების გარშემო ორეოლების (ნათების) და თვალების წინ ფერადი ლაქების გაჩენა;
რქოვანას შეშუპება;
თვალების სიწითლე, რომელიც გამოწვეულია კონიუნქტივაში სისხლის შეგუბებით;
თვალშიდა წნევის მომატება;
გუგის გაფართოება (მიდრიაზი).
ამ სიმპტომების რომელიმე კომბინაციის განვითარებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს თვალის წვეთების გამოყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ გაქვთ მიდრეკილება ისეთი დაავადების განვითარებისკენ, როგორიცაა დახურულკუთხოვანი გლაუკომა, რაც თვალშიდა წნევის მატებით ვლინდება.
რეგულარული (ხანგრძლივი) გამოყენება
თუ თქვენ გაწუხებთ ბრონქული ასთმა ან ფილტვების მსუბუქი ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), ბეროდუალი® უნდა გამოიყენოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ შეტევების შესაჩერებლად.
თუ რეგულარულად იყენებთ ასთმის სამკურნალო მედიკამენტებს, ასთმის მკურნალობის ყველაზე შესაფერისი მიდგომაა ანთების საწინააღმდეგო თერაპიის (მაგ., ინჰალაციური გლუკოკორტიკოსტეროიდების) დანიშვნა სასუნთქი გზების ანთების კონტროლის მიზნით. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ტესტები იმის დასადგენად, გჭირდებათ თუ არა ასეთი ანთების საწინააღმდეგო თერაპიის დაწყება ან მისი გაძლიერება.
თუ ბეროდუალს® დიდი ხნის განმავლობაში რეგულარულად მაღალი დოზებით იყენებთ, ეს შეიძლება დაავადების კონტროლის გაუარესების ნიშანი იყოს, ამიტომ მკურნალობის რეჟიმის გადასახედად მიმართეთ ექიმს.
ბეროდუალის® გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოპინგ ტესტის დადებითი შედეგები.
ბავშვები და მოზარდები
6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
სხვა პრეპარატები და ბეროდუალი®
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება გააძლიერონ ბეროდუალის® ბრონქოდილატაციური ეფექტი და გაზარდონ გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი:
β-ადრენერგული პრეპარატები (გამოიყენება ბრონქული ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ);
ანტიქოლინერგული პრეპარატები (გამოიყენება ბრონქული ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ);
ქსანტინის წარმოებულები (მაგ., თეოფილინი ბრონქული ასთმის, ასთმური სტატუსის, ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის სამკურნალოდ).
ბეროდუალის® სხვა ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად ხანგრძლივი ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის მონაცემების ნაკლებობის გამო.
შემდეგ პრეპარატებს, ბეროდუალთან® ერთად გამოყენებისას, შეუძლიათ გაზარდონ სისხლში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება (ჰიპოკალიემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს არითმიის (გულის არარეგულარული რიტმის) განვითარების რისკის გაზრდა:
ქსანტინის წარმოებულები (მაგ., თეოფილინი);
გლუკოკორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები);
დიურეზული საშუალებები (შარდმდენი პრეპარატები);
დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ).
ასეთ შემთხვევებში, უნდა მოხედს სისხლში ელექტროლიტების შესაბამისი კონცენტრაციის კონტროლი.
ბეროდუალის® და გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატების (მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები) ან გარკვეული (ტრიციკლური) ანტიდეპრესანტების (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე პრეპარატის ზემოქმედების გაძლიერება.
ზოგადი ანესთეზიისთვის ჰალოგენირებული საანესთეზიო საშუალებების (მაგალითად, ჰალოთანი, ტრიქლორეთილენი ან ენფლურანი) გამოყენებისას იზრდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.
შემდეგ პრეპარატებთან ერთად ბეროდუალის® კომბინირებული გამოყენება ზრდის თერაპიის ეფექტურობას:
კრომოგლიცის მჟავა (გამოიყენება ბრონქული ასთმის, ალერგიული რინიტის, ალერგიული კონიუნქტივიტის სამკურნალოდ);
და/ან გლუკოკორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები).
თუ არ იცით როდის უნდა გამოიყენოთ ეს მედიკამენტები ბეროდუალთან® ერთად, მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან ორსულობას გეგმავთ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.
ამჟამინდელი კლინიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ ფენოტეროლს და იპრატროპიუმის ბრომიდს არ აქვთ ორსულობაზე უარყოფითი გავლენა. თუ ორსულად ხართ (ორსულობის II ან III ტრიმესტრში) ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატი, თუ ექიმმა გირჩიოთ მის მიღება, როდესაც ინფორმირებული იყო ორსულობის ან ძუძუთი კვების შესახებ.
ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატი უკუნაჩვენებია.
გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატ ბეროდუალს შეუძლია გავლენა მოახდინოს საშვილოსნოს კუმშვად აქტივობაზე.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა მკურნალობას.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
ბეროდუალის® გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი რეაქციები: თავბრუსხვევა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, კანკალი (ტრემორი), თვალების აკომოდაციის დარღვევა (მხედველობის ფოკუსირების დარღვევა ხილვადობის სხვადასხვა მანძილზე), გუგის დროებითი გაფართოება (მიდრიაზი), მხედველობის დაბინდვა.
თუ აღგენიშნებათ რომელიმე ეს გვერდითი რეაქცია, თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან ან მექანიზმებთან მუშაობისგან, სანამ გვერდითი მოვლენები არ გაქრება.
პრეპარატი ბეროდუალი® შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატს.
ამ ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული ბრონქოსპაზმი.
- პრეპარატ ბეროდუალის® გამოყენება
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი ბეროდუალი® განკუთვნილია მხოლოდ ნებულაიზერის მეშვეობით ინჰალაციისთვის და არ უნდა იქნას მიღებული პერორალურად.
რეკომენდებული დოზა
მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით)
ზუსტ დოზას დაგინიშნავთ ექიმი, დაავადების სიმძიმის მიხედვით
დოზა შეიძლება მერყეობდეს 1 მლ-დან (1 მლ = 20 წვეთი) 2.5 მლ-მდე (2.5 მლ = 50 წვეთი).
განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 4 მლ-მდე დოზა (4 მლ = 80 წვეთი).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
დოზირების რეჟიმი მოზრდილებისთვის განკუთვნილი რეჟიმის მსგავსია.
6-12 წლის ბავშვები
შეგიძლიათ თქვენს შვილს პრეპარატი მისცეთ ექიმის მიერ დანიშნული დოზით.
პრეპარატის დოზა შეიძლება მერყეობდეს 0.5 მლ-დან (0.5 მლ = 10 წვეთი) 2 მლ-მდე (2 მლ = 40 წვეთი) დაავადების სიმძიმის და/ან ასთმის შეტევის სიმძიმის მიხედვით.
6 წლამდე ასაკის ბავშვები (რომელთა სხეულის წონა 22 კგ-ზე ნაკლებია):
იმის გამო, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ დანიშნულებისამებრ და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
რეკომენდებული დოზა: 0.1 მლ (2 წვეთი) სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე, მაგრამ არაუმეტეს 0.5 მლ-ისა (10 წვეთი).
მიღების გზა და/ან მეთოდი
ნებულაიზერის საშუალებით გამოყენებული ხსნარი უნდა შეისუნთქოთ მუნდშტუკის მეშვეობით, ან თუ მუნდშტუკი არ არის, გამოიყენეთ სახეზე მჭიდროდ მორგებული ნიღაბი.
ფრთხილად იყავით, რომ ხსნარი თვალში არ მოხვდეს!
ექიმის მიერ დანიშნული ბეროდუალის® დოზა განაზავეთ 3-4 მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში (ფიზიოლოგიური ხსნარი) და სრულად გამოიყენეთ ნებულაიზერის მეშვეობით ინჰალაციის დროს.
მნიშვნელოვანია
- პრეპარატის დოზა არ განაზავოთ გამოხდილი წყლით;
- ხსნარი ყოველთვის მოამზადეთ ინჰალაციის წინ;
- დარჩენილი განზავებული ხსნარი გადააგდეთ;
- განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ გამოიყენეთ (არ შეინახოთ და არ მოამზადოთ წინასწარ);
- ბეროდუალით® ინჰალაციების შესასრულებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებულაიზერის ნებისმიერი მოდელი;
- ყოველი ინჰალაციის შემდეგ გამორეცხეთ ინჰალაციის მოწყობილობა.
თერაპიის ხანგრძლივობა
თერაპიის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი და დამოკიდებულია დაავადების მიმდინარე მდგომარეობაზე და გვერდითი მოვლენების სიმძიმეზე. ამიტომ, თქვენ არ უნდა შეცვალოთ ან თუნდაც შეწყვიტოთ თერაპია დამოუკიდებლად.
თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატ ბეროდუალის® მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.
თუ გამოიყენეთ პრეპარატ ბეროდუალის® საჭიროზე მეტი რაოდენობა
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას, რადგან დოზის გაზრდა არ მოგცემთ დამატებით თერაპიულ სარგებელს, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი არასასურველი (გვერდითი) რეაქციების განვითარება, როგორიცაა:
- გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია);
- გულისცემის შეგრძნება;
- კუნთების უნებლიე შეკუმშვა, კანკალი;
- არტერიული წნევის მომატება ან შემცირება;
- სისტოლურ და დიასტოლურ არტერიულ წნევას შორის სხვაობის გაზრდა;
- დისკომფორტის ან ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან (სტენოკარდია);
- გულის არარეგულარული რიტმი;
- ალები (სახეში სისხლის მოზღვავების შეგრძნება);
- მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი);
- სისხლში კალიუმის დონის შემცირება;
- პირის სიმშრალე;
- მხედველობის ფოკუსირების დარღვევა ხილვადობის სხვადასხვა მანძილზე.
იხ. პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი რეაქციები“.
მნიშვნელოვანია
თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა მიიღეთ პრეპარატ ბეროდუალის® საჭიროზე მეტი დოზა (დოზის გადაჭარბება), შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თუ შესაძლებელია, თან იქონიეთ შეფუთვა და გამოყენების ინსტრუქცია, რათა ექიმს აჩვენოთ, თუ რომელი მედიკამენტი მიიღეთ.
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს თქვენი მჟავა-ტუტოვანი ბალანსი და ელექტროლიტური ბალანსი. სამკურნალოდ გამოიყენება სედაციური საშუალებები; მძიმე შემთხვევებში ტარდება ინტენსიური სიმპტომური თერაპია.
ბეროდუალის® დოზის გადაჭარბების სამკურნალო საშუალებები დამოუკიდებლად არ გამოიყენოთ, მხოლოდ ექიმს შეუძლია დანიშნოს სწორი მკურნალობა.
თუ დაგავიწყდათ პერპარატ ბეროდუალის® მიღება
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
შემდეგი ინჰალაცია ჩაატარეთ დანიშნული დოზით ჩვეულ დროს. თუ სისტემატურად დაგავიწყდებათ დანიშნული დოზით ინჰალაციის ჩატარება, არსებობს ქოშინის გაუარესების რისკი.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ბეროდუალის® მიღება
ამ შემთხვევაში, გარკვეულ გარემოებებში, ქოშინი შეიძლება გაუარესდეს. ამიტომ, ბეროდუალით® მკურნალობა არ შეაჩეროთ ან არ შეწყვიტოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
- შესაძლო გვერდითი რეაქციები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ბეროდუალმა® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს შეამჩნევთ შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციებიდან რომელიმეს:
ბრონქოსპაზმი (პარადოქსული ბრონქოსპაზმი);
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ენის, ტუჩების, სახის, პირ-ხახის მასიური შეშუპება;
წინაგულების ფიბრილაცია და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (არარეგულარული გულისცემა, არითმიის შეტევა);
მიოკარდიუმის იშემია (წვის ან მოჭერის შეგრძნება გულის არეში ან მკერდის ძვლის უკან, ზოგჯერ შეტევის სახით);
ლარინგოსპაზმი (ხორხის სპაზმით გამოწვეული უეცარი დახრჩობა);
ანაფილაქსიური რეაქცია (სიცოცხლისთვის საშიში მძიმე ალერგიული რეაქცია).
თქვენი მდგომარეობის შეფასების შემდეგ, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი მკურნალობის გეგმა, გადაწყვიტოს მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება.
რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
ხშირი - შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში: ხველა
ნაკლებად ხშირი - შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში:
- კიდურებისა და სხეულის კანკალი, რომელიც გამოწვეულია კუნთების უნებლიე შეკუმშვებით (ტრემორი);
- ნერვიულობა;
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია);
- გულისცემის შეგრძნება;
- ყელის ტკივილი და დისკომფორტი ყლაპვის დროს (ფარინგიტი);
- ხმის ხრინწიანობა ან ჩახლეჩა (დისფონია);
- ღებინება;
- გულისრევა;
- პირის სიმშრალე;
- სისტოლური არტერიული წნევის მომატება.
იშვიათი - შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს:
- მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერმგრძნობელობა);
- სისხლში კალიუმის დონის შემცირება (ჰიპოკალიემია);
- აგზნება;
- ფსიქიკური დარღვევები (მენტალური დარღვევები);
- გლაუკომა;
- თვალშიდა წნევის მომატება;
- მხედველობის ფოკუსირების დარღვევა ხილვადობის სხვადასხვა მანძილზე (აკომოდაციის დარღვევები);
- გუგის გაფართოება (მიდრიაზი);
- მხედველობის დაბინდვა;
- ტკივილი თვალებში;
- რქოვანას შეშუპება;
- თვალის კონიუნქტივის სიწითლე (კონიუნქტივის ჰიპერემია);
- ობიექტების გარშემო ორეოლების (ნათების) გაჩენა;
- ყელის გაღიზიანება;
- ხახის შეშუპება;
- ყელის სიმშრალე;
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი);
- ენის ქსოვილების ანთება (გლოსიტი);
- კუჭ-ნაწლავის მოტორიკის დარღვევები;
- დიარეა;
- ყაბზობა;
- პირის ღრუს შეშუპება;
- გულძმარვა
- ჭინჭრის ციება;
- ქავილი;
- ოფლიანობის დარღვევა (ჰიპერჰიდროზი);
- გამონაყარი;
- კანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პეტექიები);
- კუნთების სისუსტე;
- კუნთების სპაზმი;
- კუნთების ტკივილი (მიალგია);
- შარდის შეკავება;
- დიასტოლური არტერიული წნევის მომატება.
ძალიან იშვიათი - შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1-ზე მეტ ადამიანში: სისხლის შრატში გლუკოზის მომატება.
გვერდითი რეაქციები, რომელთა განვითარების სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით): ჰიპერაქტიურობა.
შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც გამოყენების ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ (იხილეთ ქვემოთ). გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
რუსეთის ფედერაცია
109012, მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, კორპუსი 1
ჯანდაცვის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური „როსზრავნადზორი“
ტელეფონი:
+7 (495) 698-45-38, +7 (499) 578-02-30
ფაქსი: +7 (495) 698-15-73
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
www.roszdravnadzor.ru
ყაზახეთის რესპუბლიკა
010000, ქ. ნურ-სულთანი, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა 13 (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტი 2“)
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“ ეკონომიკური მართვის უფლების შესახებ
ტელეფონი: +7 (7172) 78-98-28
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
http://www.ndda.kz
ბელარუსის რესპუბლიკა
220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩეკი შეს., 2ა
ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს რუს „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“
ტელეფონი/ფაქსი: +375-17-242-00-29
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
http://www.rceth.by
სომხეთის რესპუბლიკა
0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ. 49/4
„აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“ АОЗТ
ტელეფონი: (+374 10) 23-16-82; ცხელი ხაზი (+374 10) 20-05-05;
ფაქსი: (+374 10) 23-21-18
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
http://pharm.am
- პრეპარატ ბეროდუალის® შენახვა
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რათა ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.
პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბალონზე ან მუყაოს კოლოფზე წარწერით „ვარგისია:“. ვადის გასვლის თარიღი მითითებული თვის ბოლო დღეა.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, არ გაყინოთ
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი. პრეპარატი გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 6 თვის განმავლობაში!
პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შეამჩნევთ თვალსაჩინო ნიშნებს, რომ პრეპარატი არის გამოსაყენებლად უვარგისი.
პრეპარატი არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციის სისტემაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ ის პრეპარატი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი ბეროდუალი® შეიცავს
აქტიური ინგრედიენტებია იპრატროპიუმის ბრომიდი და ფენოტეროლი (ფენოტეროლის ჰიდრობრომიდის სახით).
საინჰალაციო ხსნარის 1 მლ შეიცავს 0.261 მგ იპრატროპიუმის ბრომიდს (მონოჰიდრატის სახით), უწყლო იპრატროპიუმის ბრომიდზე გაანგარიშებით - 0.25 მგ და 0.5 მგ ფენოტეროლს (ჰიდრობრომის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, კონცენტრირებული ქლორწყალბადმჟავა, გამოხდილი წყალი.
ბეროდუალის® აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ინჰალაციისთვის განკუთვნილი ხსნარი.
გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო სითხე, შეწონილი ნაწილაკებისგან თავისუფალი. სუნი თითქმის შეუმჩნეველია.
20 მლ ქარვისფერ შუშის ფლაკონში პოლიეთილენის საწვეთურით და ხრახნიანი პოლიპროპილენის თავსახურით პირველი გახსნის კონტროლით. ფლაკონი შეფუთვაში ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
ბოერინგერ ინგელჰაიმ ინტერნეშენალ გმბჰ
ბინგერ შტრასე 173, 55216 ინგელჰაიმი რაინზე , გერმანია
ტელ: +49 - 6132 - 77 0
ფაქსი: +49 - 6132 - 72 0
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი:
დე ანჯელის ინსტიტუტი ს.რ.ლ
50066 რეგელო, პრული, 103/C, ფლორენცია, იტალია
პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, ასევე ჩივილების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
რუსეთის ფედერაცია
შპს „ბოერინგერ ინგელჰაიმი“
125171, მოსკოვი, ლენინგრადსკოე შოსე, 16ა, კორპუსი 3
ტელ: +7 (495) 544 50 44 / ფაქსი: +7 (495) 544 56 20
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
ყაზახეთის რესპუბლიკა
„Boehringer Ingelheim Pharma Gesellschaft m.b.H.“-ის ფილიალი
050008, ქ. ალმატი, აბაის გამზ., 52, BC «Innova Tower», მე-7 სართული
ტელ:.: +7-727-250-00-77 / ფაქსი: +7-727-244-51-77
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
ბელორუსის რესპუბლიკა
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „EUROMARSH CORPORATION LP“ (დიდი ბრიტანეთი) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში
220123, ქ. მინსკი, ვ. ხორუჟეის ქუჩა 22-1402
ტელ:+375 17 242 16 33 / ფაქსი: +375 17 242 16 40
ელ. ფოსტა: [email protected]
სომხეთის რესპუბლიკა
შპს "ტონუს-ლეს"
0037, ქ. ერევანი, ვარშავიანის ქ., 2/1
ტელ: +374 60 48 00 76
ელ. ფოსტა: [email protected]
გამოყენების ინსტრუქციის გადახედვის თარიღი
- 08.2022
ინფორმაციის სხვა წყაროები
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კავშირის ვებგვერდზე: http://eec.eaeunion.org
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


