ბერიკარდი არის ტრადიციული მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის გასაუმჯობესებლად გულის უკმარისობის საწყის ეტაპზე, გამოვლენილი ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაღლილობა და მოთენთილობა დატვირთვის დროს. ეს ტრადიციული მცენარეული პრეპარატი წლებია გამოიყენება აღნიშნულ სფეროში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Crateagi folium cum flore extract)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მლ პერორალურად მისაღები წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1 საწვეთურიანი თავსახურით
- მწარმოებელი
- MoNo chem-pharm Produkte GmbH, ავსტრია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, კარდიოლოგიური სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- C01EB04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-024010
- რეგისტრირებულია
- 8 დეკემბერი 2017, მოქმედებს 8 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ინტერნაციონალე აპოტეკე“
- GMP
- -
ბერიკარდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბერიკარდი არის ტრადიციული მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის გასაუმჯობესებლად გულის უკმარისობის საწყის ეტაპზე, გამოვლენილი ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაღლილობა და მოთენთილობა დატვირთვის დროს.
ეს ტრადიციული მცენარეული პრეპარატი წლებია გამოიყენება აღნიშნულ სფეროში.
თუ 4 კვირის შემდეგ ვერ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას ან მდგომარეობა გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.
ბერიკარდი გამოიყენება მოზრდილებში.
- რა უნდა გაითვალისწინოთ ბერიკარდის მიღების წინ?
ბერიკარდი არ უნდა მიიღოთ
თუ თქვენ ალერგიული ხართ კუნელის ან 6-ე თავში ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ანოტაციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
რეკომენდირებული დოზა შეადგენს მოზრდილებში 2-3-ჯერ დღეში 15-20 წვეთი.
ბავშვებში და მოზარდებში
რადგან არ არის წარმოდგენილი საკმარისი ინფორმაცია, არ არის რეკომენდირებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში ამ პრეპარატის დანიშვნა.
მიღების წესი
ბერიკარდის წვეთები მიიღება განუზავებლად, შაქარზე ან მცირე რაოდენობის წყალში გაზავებული. მოქმედება უფრო გაძლიერდება, თუ წვეთებს ცოტა ხნით პირში გაიჩერებთ.
ბოთლი შეანჯღრიეთ გამოყენების წინ!
თუ მიიღეთ ბერიკარდი ჭარბი დოზით, ვიდრე რეკომენდირებულია
არ არის ცნობილი ჭარბი დოზირების შემთხვევები.
თუ დაგავიწყდათ ბერიკარდის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ წინა დოზის მიღება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები, რომლებიც ყველა პაციენტში არ ვლინდება.
გამოვლენილია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა და აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია).
სიფრთხილის ზომები
ბერიკარდის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ბავშვები და მოზარდები
რადგან არ არის წარმოდგენილი საკმარისი ინფორმაცია, არ არის რეკომენდირებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში ამ პრეპარატის დანიშვნა.
ბერიკარდის მიღება სხვა პრეპარატთან ერთად
აცნობეთ ექიმს თუ იღებდით, იღებთ ან აპირებთ რაიმე სხვა პრეპარატის მიღებას.
კუნელი ეწინააღმდეგება ბეტა ბლოკატორით და კალციუმის ანტაგონისტებით გამოწვეული გულის დარტყმის სიმძლავრის და გულისცემის შესუსტებას (ბრადიკარდიას), ასევე რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს გულის გლუკოზიდებით მკურნალობისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ხართ მეძუძური დედა, ან ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მირებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რადგან არ არის წარმოდგენილი საკმარისი ინფორმაცია, არ არის რეკომენდირებული ორსულებში ამ მეძუძურ დედებში ამ პრეპარატის დანიშვნა.
კონცენტრაცია და მანქანის მართვა
არ ჩატარებულა კვლევები ამ პრეპარატის კონცენტრაციაზე და მანქანის მართვაზე ზემოქმედების შესახებ.
ბერიკარდი შეიცავს ეთანოლს, პროპილ-4-ჰიდროქსიდის ბენზოატს, მეთილ-4--ჰიდროქსიდის ბენზოატს და საქაროზას.
ბერიკარდი შეიცავს 26,9 Gew.% (32,7 Vol.%) ეთანოლს (ალკოჰოლს), ანუ თითო დოზა შეიცავს 269 მგ-, რაც შეესაბამება 5,4მლ ლუდს ან 2,2მლ ღვინოს თითო დოზაზე. იმ პაციენტების ჯანმრთელობას, რომლებსაც აწუხებთ ალკოჰოლიზმი, ამ პრეპარატის მიღება რისკს უქმნის. ალკოჰოლის შემცველობის გამო არ არის რეკომენდირებული ამ პრეპარატის დანიშვნა ორსულებისთვის, მეძუძური დედებისთვის, ბავშვებისთვის და იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აწუხებთ ღვიძლის დაავადება ან ეპილეფსია.
პროპილ-4-ჰიდროქსიდის ბენზოატმა (E 216) მეთილ-4--ჰიდროქსიდის ბენზოატმა (E 218) შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (შესაძლებელია მოგვიანებით).
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს საქაროზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ თქვენ შაქრის მიმართ აუტანლობა გაწუხებთ, ბერიკარდის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, აგრეთვე ისეთი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, რომელიც არ არის ანოტაციაში მითითებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: კუნელის ფოთლები და ყვავილი - თხევადი ექსტრაქტი
100გ შეიცავს 24გ კუნელის ფოთლების და ყვავილის კვანტიფიცირებულ თხევად ექსტრაქტს (სამკურნალო ნედლეულის-ექსტრაქტის-პროპორცია 1:1 ექსტრაგენტი: ეთანოლი 45 Vol.%)
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი, პროპილ-4-ჰიდროქსიდის ბენზოატი (E 216) მეთილ-4--ჰიდროქსიდის ბენზოატი (E 218), საქაროზა და სუფთა წყალი.
1მლ = 0,99გრ
1მლ შეიცავს 0,27გრ ეთანოლს, ალკოჰოლის შემცველობა: 26,9 Gew. %= 32.7 Vol %
1მლ შეესაბამება დაახლოებით 20 წვეთს.
როგორ გამოიყურება ბერიკარდი და შიგთავსის შინაარსი
ყავისფერი, მუქი სითხე ალკოჰოლის არომატით.
შესაძლო ნალექი, რომელიც ყველა სხვა მცენარეული ექსტრაქტის შემთხვევაში გვხვდება, უნდა შევურიოთ შემცველ ნივთიერებებს და ის არ ახდენს გავლენას პრეპარატის მოქმედებაზე.
შეფუთვაშია 50მლ.
ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი
ფარმაცევტული კომპანია:
შპს სიგმაფარმ არცნაიმითელ SIGMAPHARM Arzneimittel GmbH
ლეიშტრასე 129
1200 ვენა
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250C.
სინათლისგან დასაცავად ბოთლი შეინახეთ თავისივე ყუთში.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე და ბოთლზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე.
პრეპარატი ვარგისია პირველადი გახსნიდან 2 თვე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან. იკითხეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან პრეპარატის უტილიზაციის შესახებ. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
- შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო ვერსია
მოხმარების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარბლებისთვის
ბერიკარდი BERICARD
ორალურად მისაღები წვეთები
აქტიური ნივთიერება: კუნელის ფოთლები და ყვავილი - თხევადი ექსტრაქტი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ანოტაციას, რადგან ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის ისე, როგორც ანოტაციაშია აღწერილი ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ.
- შეინახეთ ანოტაცია, შეიძლება მოგვიანებით კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ.
- დამატებითი ინფორმაციისთვის ან რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, აგრეთვე ისეთი გვერდითი მოვლენების, რომელიც არ არის აღნიშნული ანოტაციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- 4 კვირის შემდეგ თუ ვერ იგრძნობთ უკეთესობას ან თავს უარესად იგრძნობთ, მიმართეთ ექიმს.
მოხმარების ინსტრუქცია მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რა არის ბერიკარდი და რისთვის გამოიყენება ის?
რა უნდა გაითვალისწინოთ ბერიკარდის მიღების წინ?
ბერიკარდის მიღების წესი
რა გვარდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
ბერიკარდის შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის ბერიკარდი და რისთვის გამოიყენება ის?
ბერიკარდი არის ტრადიციული მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის გასაუმჯობესებლად გულის უკმარისობის საწყის ეტაპზე, გამოვლენილი ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაღლილობა და მოთენთილობა დატვირთვის დროს.
ეს ტრადიციული მცენარეული პრეპარატი წლებია გამოიყენება აღნიშნულ სფეროში.
თუ 4 კვირის შემდეგ ვერ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას ან მდგომარეობა გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.
ბერიკარდი გამოიყენება მოზრდილებში.
- რა უნდა გაითვალისწინოთ ბერიკარდის მიღების წინ?
ბერიკარდი არ უნდა მიიღოთ
თუ თქვენ ალერგიული ხართ კუნელის ან 6-ე თავში ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
ბერიკარდის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ბავშვები და მოზარდები
რადგან არ არის წარმოდგენილი საკმარისი ინფორმაცია, არ არის რეკომენდირებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში ამ პრეპარატის დანიშვნა.
ბერიკარდის მიღება სხვა პრეპარატთან ერთად
აცნობეთ ექიმს თუ იღებდით, იღებთ ან აპირებთ რაიმე სხვა პრეპარატის მიღებას.
კუნელი ეწინააღმდეგება ბეტა ბლოკატორით და კალციუმის ანტაგონისტებით გამოწვეული გულის დარტყმის სიმძლავრის და გულისცემის შესუსტებას (ბრადიკარდიას), ასევე რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს გულის გლუკოზიდებით მკურნალობისას.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ხართ მეძუძური დედა, ან ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მირებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რადგან არ არის წარმოდგენილი საკმარისი ინფორმაცია, არ არის რეკომენდირებული ორსულებში ამ მეძუძურ დედებში ამ პრეპარატის დანიშვნა.
კონცენტრაცია და მანქანის მართვა
არ ჩატარებულა კვლევები ამ პრეპარატის კონცენტრაციაზე და მანქანის მართვაზე ზემოქმედების შესახებ.
ბერიკარდი შეიცავს ეთანოლს, პროპილ-4-ჰიდროქსიდის ბენზოატს, მეთილ-4--ჰიდროქსიდის ბენზოატს და საქაროზას.
ბერიკარდი შეიცავს 26,9 Gew.% (32,7 Vol.%) ეთანოლს (ალკოჰოლს), ანუ თითო დოზა შეიცავს 269 მგ-, რაც შეესაბამება 5,4მლ ლუდს ან 2,2მლ ღვინოს თითო დოზაზე. იმ პაციენტების ჯანმრთელობას, რომლებსაც აწუხებთ ალკოჰოლიზმი, ამ პრეპარატის მიღება რისკს უქმნის. ალკოჰოლის შემცველობის გამო არ არის რეკომენდირებული ამ პრეპარატის დანიშვნა ორსულებისთვის, მეძუძური დედებისთვის, ბავშვებისთვის და იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აწუხებთ ღვიძლის დაავადება ან ეპილეფსია.
პროპილ-4-ჰიდროქსიდის ბენზოატმა (E 216) მეთილ-4--ჰიდროქსიდის ბენზოატმა (E 218) შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (შესაძლებელია მოგვიანებით).
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს საქაროზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ თქვენ შაქრის მიმართ აუტანლობა გაწუხებთ, ბერიკარდის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
- ბერიკარდის მიღების წესი
მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ანოტაციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება
რეკომენდირებული დოზა შეადგენს მოზრდილებში 2-3-ჯერ დღეში 15-20 წვეთი.
ბავშვებში და მოზარდებში
რადგან არ არის წარმოდგენილი საკმარისი ინფორმაცია, არ არის რეკომენდირებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში ამ პრეპარატის დანიშვნა.
მიღების წესი
ბერიკარდის წვეთები მიიღება განუზავებლად, შაქარზე ან მცირე რაოდენობის წყალში გაზავებული. მოქმედება უფრო გაძლიერდება, თუ წვეთებს ცოტა ხნით პირში გაიჩერებთ.
ბოთლი შეანჯღრიეთ გამოყენების წინ!
თუ მიიღეთ ბერიკარდი ჭარბი დოზით, ვიდრე რეკომენდირებულია
არ არის ცნობილი ჭარბი დოზირების შემთხვევები.
თუ დაგავიწყდათ ბერიკარდის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ წინა დოზის მიღება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები, რომლებიც ყველა პაციენტში არ ვლინდება.
გამოვლენილია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა და აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია).
გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირის შესახებ მონაცემები არ არის.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, აგრეთვე ისეთი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, რომელიც არ არის ანოტაციაში მითითებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ბერიკარდის შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250C.
სინათლისგან დასაცავად ბოთლი შეინახეთ თავისივე ყუთში.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე და ბოთლზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე.
პრეპარატი ვარგისია პირველადი გახსნიდან 2 თვე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან. იკითხეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან პრეპარატის უტილიზაციის შესახებ. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
- შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ბერიკარდი
მოქმედი ნივთიერება: კუნელის ფოთლები და ყვავილი - თხევადი ექსტრაქტი
100გ შეიცავს 24გ კუნელის ფოთლების და ყვავილის კვანტიფიცირებულ თხევად ექსტრაქტს (სამკურნალო ნედლეულის-ექსტრაქტის-პროპორცია 1:1 ექსტრაგენტი: ეთანოლი 45 Vol.%)
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი, პროპილ-4-ჰიდროქსიდის ბენზოატი (E 216) მეთილ-4--ჰიდროქსიდის ბენზოატი (E 218), საქაროზა და სუფთა წყალი.
1მლ = 0,99გრ
1მლ შეიცავს 0,27გრ ეთანოლს, ალკოჰოლის შემცველობა: 26,9 Gew. %= 32.7 Vol %
1მლ შეესაბამება დაახლოებით 20 წვეთს.
როგორ გამოიყურება ბერიკარდი და შიგთავსის შინაარსი
ყავისფერი, მუქი სითხე ალკოჰოლის არომატით.
შესაძლო ნალექი, რომელიც ყველა სხვა მცენარეული ექსტრაქტის შემთხვევაში გვხვდება, უნდა შევურიოთ შემცველ ნივთიერებებს და ის არ ახდენს გავლენას პრეპარატის მოქმედებაზე.
შეფუთვაშია 50მლ.
ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი
ფარმაცევტული კომპანია:
შპს სიგმაფარმ არცნაიმითელ SIGMAPHARM Arzneimittel GmbH
ლეიშტრასე 129
1200 ვენა
მწარმოებელი
შპს მონო ქიმ-ფარმ პროდუქტი MoNo chem-pharm Produkte GmbH
ლეიშტრასე 129
1200 ვენა
რეგ.# HERB-00142
წინამდებარე ანოტაცია უკანასკნელად ჩასწორდა 2013 წლია იანვარში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


