ბელარა
Belara®
ჰორმონალური კონტრაცეფცია. ბელარას დანიშვნამდე, უნდა შეფასდეს ქალის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლიის რისკ ფაქტორები და უნდა შედარდეს ვენური თრომბოემბოლიის რისკი პრეპარატის სხვა კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან ერთად მიღებისას (იხ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ქლორმადინონი (chlormadinone) + ეთინილესტრადიოლი (ethinylestradiol)
- ფორმა და შეფუთვა
- 2მგ+0,03მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №63 (3X21) კალენდარული შეფუთვით
- მწარმოებელი
- Gedeon Richter Plc., უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პროგესტოგენები და ესტროგენები, ფიქსირებული კომბინაციები
- ATC კოდი
- G03AA15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042135
- რეგისტრირებულია
- 1 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 1 ოქტომბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Gedeon Richter Plc. (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- ღსს „გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა საქართველოში“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბელარა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰორმონალური კონტრაცეფცია.
ბელარას დანიშვნამდე, უნდა შეფასდეს ქალის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლიის რისკ ფაქტორები და უნდა შედარდეს ვენური თრომბოემბოლიის რისკი პრეპარატის სხვა კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან ერთად მიღებისას (იხ. პუნქტები "უკუჩვენებები" და " სიფრთხილის ზომები").
მიღების წესი და დოზირება
ერთი ტაბლეტი მიიღება ზედიზედ 21 დღე ყოველდღე ერთსა და იმავე დროს (სასურველია საღამოს), შემდეგ საჭიროა ტაბლეტების მიღებიდან 7 დღიანი შესვენება; ბოლო ტაბლეტის მიღებიდან ორი-ოთხი დღის შემდეგ, მენსტრუაციის მსგავსი „მოხსნის“ სისხლდენა უნდა დაიწყოს. შვიდდღიანი შესვენების დასრულების შემდეგ ბელარას მიღება იწყება შემდეგი შეფუთვიდან, იმისდა მიუხედავად, სისხლდენა შეჩერდა თუ არა.
ტაბლეტი, რომელიც მონიშნულია კვირის შესაბამისი დღით, ამოღებული უნდა იყოს ბლისტერის შეფუთვიდან და გადაიყლაპოს მთლიანად, საჭიროების შემთხვევაში მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ისრით მითითებული მიმართულებით.
პრეპერატ ბელარას მიღების დაწყება
თუ ადრე არ იყო გამოყენებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები (ბოლო მენსტრუალური ციკლის დროს)
პირველი ტაბლეტი მიღებული უნდა იქნას ქალის ბუნებრივი ციკლის პირველ დღეს, ე.ი. მომდევნო მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს. თუ პირველი ტაბლეტი მიიღება მენსტრუაციის პირველ დღეს, პრეპარატის კონტრაცეპტული ეფექტი იწყება მიღების პირველ დღეს და გრძელდება ტაბლეტების მიღების შვიდდღიანი შესვენების დროს.
პირველი ტაბლეტის მიღება ასევე შესაძლებელია მენსტრუაციის 2-5 დღეს, იმისდა მიუხედავად, სისხლდენა შეჩერებულია თუ არა. ამ შემთხვევაში, მიღებიდან პირველი შვიდი დღის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება.
თუ მენსტრუაცია დაიწყო ხუთ დღეზე მეტი ხნის წინ, ბელარას მიღების დაწყება უნდა გადაიდოს შემდეგი მენსტრუაციის დაწყებამდე.
სხვა ჰორმონალური კონტრაცეპტივიდან გადასვლა ბელარას მიღებაზე
სხვა კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივიდან გადასვლა
ქალმა ბელარას მიღება უნდა დაიწყოს ტაბლეტების მიღებიდან შვიდდღიანი შესვენების ან ადრე გამოყენებული კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების შეფუთვიდან პლაცებო ტაბლეტების მიღების შემდეგ.
მხოლოდ პროგესტაგენის შემცველი პრეპარატებიდან გადასვლა ("მინი-პილი")
ბელარას პირველი ტაბლეტი მიიღება მხოლოდ პროგესტაგენის შემცველი ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მეორე დღეს. პირველი შვიდი დღის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდები.
ჰორმონალური კონტრაცეპტივების ან კონტრაცეპტული იმპლანტის საინექციო ფორმებიდან გადასვლა
ბელარას მიღება შეიძლება დაიწყოს იმპლანტის ამოღების დღიდან ან შემდეგი ინექციის გაკეთების დღეს. პირველი შვიდი დღის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდები.
სპონტანური ან სამედიცინო აბორტის შემდეგ პირველ ტრიმესტრში
ბელარას მიღების დაწყება შეიძლება სპონტანური ან სამედიცინო აბორტის შემდეგ დაუყოვნებლივ პირველ ტრიმესტრში. ამ შემთხვევაში საჭირო არ არის დამატებითი კონტრაცეპტული ზომების გამოყენება.
მშობიარობის, სპონტანური ან სამედიცინო აბორტის შემდეგ მეორე ტრიმესტრში
ქალებს, რომლებიც ძუძუთი არ კვებავენ, შეუძლიათ პრეპარატის მიღების დაწყება მშობიარობიდან 21-28 დღის. ამ შემთხვევაში საჭირო არ არის კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება.
თუ პრეპარატის მიღება დაიწყო მშობიარობიდან 28 დღეზე მეტი ხნის შემდეგ, კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდები გამოყენებული უნდა იქნას პირველი შვიდი დღის განმავლობაში.
თუ ქალს უკვე ჰქონდა სქესობრივი კავშირი, უნდა გამოირიცხოს ორსულობა, ან ქალი უნდა დაელოდოს მომდევნო მენსტრუალური ციკლის დაწყებას პრეპარატის მიღებამდე.
ლაქტაცია (იხ. პუნქტი "გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს")
ქალებში, რომლებიც ძუძუთი კვებავენ, არ არის რეკომენდებული ბელარას მიღება.
ბელარას მიღების შეწყვეტის შემდეგ
ბელარას მიღების შეწყვეტის შემდეგ, მიმდინარე ციკლი შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით ერთი კვირით.
ტაბლეტების არარეგულარული მიღება
თუ პაციენტს დაავიწყდა ტაბლეტის მიღება, მაგრამ მიიღო მომდევნო 12 საათის განმავლობაში, საჭირო არ არის დამატებითი კონტრაცეპტული ზომები. პაციენტმა უნდა გააგრძელოს პრეპარატის მიღება ჩვეულებრივად.
თუ პაციენტს დაავიწყდა ტაბლეტის მიღება, მაგრამ მიიღო ის 12 საათის შემდეგ, კონტრაცეპტული დაცვა შეიძლება შემცირდეს. ტაბლეტის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი ორი ძირითადი წესით:
- ტაბლეტების მიღება არასოდეს უნდა შეწყდეს შვიდ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში
- ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზი-საკვერცხეების ღერძის საკმარისად დათრგუნვის მისაღწევად აუცილებელია ტაბლეტების მიღებისას 7-დღიანი შესვენება.
ბოლო (დავიწყებული) ტაბლეტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული, თუნდაც ეს ნიშნავდეს ორი ტაბლეტის ერთდროულად მიღებას. შემდეგი ტაბლეტები მიღებული უნდა იქნას ჩვეულებისამებრ. მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში აუცილებელია დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების გამოყენება, როგორიცაა პრეზერვატივი. თუ ტაბლეტები გამოტოვებულია ციკლის 1 კვირაში და იყო სქესობრივი აქტი ტაბლეტების გამოტოვებამდე შვიდი დღის განმავლობაში (მათ შორის შვიდდღიანი შესვენება ტაბლეტების მიღებისას), უნდა განიხილებოდეს ორსულობის შესაძლებლობა. რაც უფრო მეტი ტაბლეტი იყო გამოტოვებული და რაც უფრო ახლოს იყო ტაბლეტების მიღების ჩვეულებრივ შესვენებასთან, მით უფრო მაღალია ორსულობის ალბათობა.
თუ მიმდინარე შეფუთვაში დარჩა შვიდზე ნაკლები ტაბლეტი, ტაბლეტების მიღების დასრულებისთანავე უნდა დაიწყოს ბელარას მიღება ახალი შეფუთვიდან, ე.ი. არ უნდა იყოს შესვენება ორ შეფუთვას შორის. სავარაუდოა, რომ ნორმალური „მოხსნის“ სისხლდენა არ მოხდება მანამ, სანამ ტაბლეტები არ დასრულდება მეორე შეფუთვიდან; თუმცა, ტაბლეტების ახალი შეფუთვიდან მიღებისას შეიძლება განვითარდეს „მენსტრუაციებსშორისი“ სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი საშოდან. თუ მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დასრულების შემდეგ „მოხსნის“ სისხლდენა არ განვითარდა, უნდა ჩატარდეს ორსულობის ტესტი.
რეკომენდაციები ღებინების ან დიარეის დროს
თუ ტაბლეტის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში აღინიშნა ღებინება ან ძლიერი დიარეა, პრეპარატის შეწოვა შეიძლება არასრული იყოს, შესაბამისად, კონტრაცეფციის სანდოობა ვერ იქნება გარანტირებული. ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოთ პუნქტში „ტაბლეტების არარეგულარული გამოყენება“ (იხ. ზემოთ) მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ბელარას მიღება უნდა გაგრძელდეს.
როგორ უნდა მოხდეს „მოხსნის“ სისხლდენის გადავადება
მენსტრუალური სისხლდენის დაწყების გადადების მიზნით, ქალმა უნდა გააგრძელოს ტაბლეტების მიღება ბელარას შემდეგი შეფუთვიდან შესვენების გარეშე. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ტაბლეტების მიღების გაგრძელება, სანამ ტაბლეტები არ ამოიწურება მეორე შეფუთვიდან. პრეპარატის მეორე შეფუთვიდან მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს საშოდან სისხლიანი გამონადენი ან/და „მენსტრუაციებსშორისი“ სისხლდენა. ტაბლეტების მიღებიდან ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ უნდა განახლდეს ბელარას რეგულარული გამოყენება.
როგორ უნდა შეიცვალოს მენსტრუალური სისხლდენის დაწყების დღე
იმისთვის, რომ სისხლდენის დაწყება გადაიდოს კვირის სხვა დღეს, არსებული რეჟიმით სისხლდენის დაწყების დღისგან განსხვავებულ დღეს, ქალს შეიძლება მიეცეს რჩევა, რომ შეამციროს შემდეგი შვიდდღიანი შესვენება დღეების სასურველი რაოდენობით. რაც უფრო ხანმოკლეა ტაბლეტების მიღებისას შესვენება, მით უფრო მაღალია ტაბლეტების მეორე შეფუთვიდან მიღებისას სისხლდენის არარსებობის რისკი, შეინიშნება სისხლიანი გამონადენი და/ან „მენსტრუაციებსშორისი“ სისხლდენა (ისევე როგორც სისხლდენის გადავადებისას).
უკუჩვენებები
კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები არ უნდა იქნას მიღებული ქვემოთ მითითებული დაავადებების არსებობისას. თუ ბელარას მიღებისას გამოვლინდა ერთ-ერთი შემდეგი მდგომარეობა, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს:
უკონტროლო შაქრიანი დიაბეტი.
უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზია ან არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მატება (მნიშვნელობები მუდმივად აღემატება 140/90 ვცხ.წყ.სვ.-ს).
ვენური თრომბოემბოლიის არსებობა ან რისკი:
ვენური თრომბოემბოლია - ვენური თრომბოემბოლიის არსებობა ამჟამად (ანტიკოაგულანტული თერაპიის დროს) ან ანამნეზში (მაგალითად, ღრმა ვენის თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია).
ცნობილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილება ვენური თრომბოემბოლიის მიმართ, როგორიცაა რეზისტენტობა გააქტიურებული C ცილის მიმართ (მათ შორის ფაქტორი V ლეიდენი), ანტითრომბინ III დეფიციტი, C ცილის ან S ცილის დეფიციტი.
ფართო ქირურგიული ჩარევები გახანგრძლივებული იმობილიზაციით (იხ. პუნქტი "სიფრთხილის ზომები").
ვენური თრომბოემბოლიის მაღალი რისკი მრავალი რისკის ფაქტორის გამო (იხილეთ პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკის არსებობა:
არტერიული თრომბოემბოლია - არტერიული თრომბოემბოლიის არსებობა ამჟამად ან ანამნეზში (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი) ან მისი წინმსწრები მდგომარეობებში (მაგალითად, სტენოკარდია).
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა - ინსულტის არსებობა ამჟამად ან ანამნეზში ან მისი წინმსწრები მდგომარეობებში (მაგალითად, გარდამავალი იშემიური შეტევა).
დადგენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილება არტერიული თრომბოემბოლიის მიმართ, მაგალითად, ჰიპერჰომოცისტეინემია და ანტისხეულები ფოსფოლიპიდების მიმართ (კარდიოლიპინის ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი).
ანამნეზში შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით.
არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების მაღალი რისკი მრავალი რისკ-ფაქტორის არსებობის გამო (იხ. პუნქტი "სიფრთხილის ზომები") ან ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი სერიოზული რისკის ფაქტორის არსებობა:
შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვთა გამოვლინებით;
მძიმე არტერიული ჰიპერტენზია;
მძიმე დისლიპოპროტეინემია.
- ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის დისფუნქცია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.
- გენერალიზებული ქავილი, ქოლესტაზი, განსაკუთრებით წინა ორსულობის ან ესტროგენული თერაპიის დროს.
- დუბინ-ჯონსონის სინდრომი, როტორის სინდრომი, ნაღვლის გამოყოფის დარღვევები.
- მენინგიომა ამჟამად ან ანამნეზში.
- ანამნეზში ან ამჟამად არსებული ღვიძლის სიმსივნეები.
- მწვავე ეპიგასტრიკული ტკივილი, ღვიძლის გადიდება ან ინტრააბდომინალური სისხლდენის სიმპტომები (იხ. პუნქტი "გვერდითი მოვლენები").
- პორფირია, ახალი ან მორეციდივე (სამივე ფორმა, განსაკუთრებით შეძენილი პორფირია).
- ავთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები ანამნეზში ან ამჟამად არსებული მაგალითად, სარძევე ჯირკვლების ან საშვილოსნოს სიმსივნეები.
- ლიპიდური ცვლის მძიმე დარღვევები.
- ანამნეზში ან მიმდინარე პანკრეატიტი, რომელსაც თან ახლავს მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემია.
- შაკიკის ახალი სიმპტომები, ასევე უფრო ხშირი და უჩვეულოდ ძლიერი თავის ტკივილი.
- გრძნობის ორგანოების მხრივ უეცარი დარღვევები, როგორიცაა მხედველობის ან სმენის პრობლემები.
- მოტორული დარღვევები (კერძოდ, პარეზი).
- ეპილეფსიური კრუნჩხვების გაძლიერება.
- მძიმე დეპრესია.
- ოტოსკლეროზი, რომელიც პროგრესირებდა წინა ორსულობის დროს.
- უცნობი ეტიოლოგიის ამენორეა.
- ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია.
- უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან.
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში „შემადგენლობა“.
უკუჩვენება არის ვენური ან არტერიული თრომბოზის განვითარების ერთი სერიოზული ან რამდენიმე რისკფაქტორის არსებობა (იხ. პუნქტი "სიფრთხილის ზომები").
ბელარა უკუნაჩვენებია ომბიტასვირის/პარიტაპრევირის/რიტონავირის და დასაბუვირის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან, ან გლეკაპრევირის/პიბრენტასვირის ან სოფოსბუვირის/ველპატასვირის/ვოქსილაპრევირის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული გამოყენებისთვის (იხ. პუნქტი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
სიფრთხილის ზომები
მოწევა ზრდის სერიოზული გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკს, რომელიც დაკავშირებულია კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები გამოყენებასთან. რისკი იზრდება ასაკთან ერთად და სიგარეტის მოწევის რაოდენობასთან ერთად და ყველაზე მაღალია 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში. 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებმა, რომლებიც ეწევიან, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის სხვა მეთოდები.
კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება დაკავშირებულია სხვადასხვა სერიოზული დაავადების გაზრდილ რისკთან, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, თრომბოემბოლია, ინსულტი ან ღვიძლის სიმსივნე. სხვა რისკ ფაქტორები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, სიმსუქნე და დიაბეტი მნიშვნელოვნად ზრდის გართულებების და სიკვდილიანობის რისკს. თუ არსებობს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება/რისკ ფაქტორი, ბელარას მიღების მიზანშეწონილობა განხილული უნდა იყოს ქალთან. თუ ეს დაავადებები ან რისკ-ფაქტორები პროგრესირებს ან პირველად ვითარდება, პაციენტს უნდა მიეცეს რჩევა, მიმართოს ექიმს. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, გაგრძელდეს თუ შეწყდეს ბელარას გამოყენება.
თრომბოემბოლია და სხვა სისხლძარღვთა გართულებები
ეპიდემიოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ არსებობს კავშირი ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებასა და ვენური ან არტერიული თრომბოემბოლიური გართულებების გაზრდილ რისკს შორის, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია. ეს გართულებები იშვიათად ვითარდება. სხვა სისხლძარღვების თრომბოზი, როგორიცაა ღვიძლის, მეზენტერული, თირკმლის ან ბადურის ვენების და არტერიების, ძალიან იშვიათად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს.
ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი
კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება ზრდის ვენური თრომბოემბოლიის რისკს პაციენტებში, რომლებიც იღებენ მათ, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ ამ პრეპარატებს. ლევონორგესტრელის, ნორგესტიმატის ან ნორეთისტერონის შემცველი პრეპარატები ასოცირდება ვენური თრომბოემბოლიის ყველაზე დაბალ რისკთან. ქლორმადინონის/ეთინილესტრადიოლის შემცველი სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, როგორიცაა ბელარა, რისკი შეიძლება გაიზარდოს 1,25-ჯერ ლევონორგესტრელის შემცველ პრეპარატებთან შედარებით. გადაწყვეტილება პრეპარატის გამოყენების შესახებ, რომელიც არ არის ვენური თრომბოემბოლიის ყველაზე დაბალი რისკის სიაში, მიღებული უნდა იქნას მხოლოდ ქალთან გასაუბრების შემდეგ. დარწმუნდით, რომ მას ესმის ვენური თრომბოემბოლიის რისკი ბელარას მიღებისას, რა გავლენას ახდენს მასზე მისი რისკ-ფაქტორები და რომ ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ყველაზე დიდი რისკი არის პრეპარატის გამოყენების პირველ წელს. გარდა ამისა, არსებობს მონაცემები, რომ რისკი იზრდება, როდესაც კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება განახლდება 4 კვირის ან მეტი შესვენების შემდეგ.
ერთი წლის განმავლობაში ვენური თრომებოემბოლია ვითარდება დაახლოებით 10000 ქალიდან 2-ში, რომლებიც არ არიან ორსულად და არ იღებენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს. თუმცა, ქალის ინდივიდუალური რისკი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს მისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით (იხ. ქვემოთ).
ქალებში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომლებიც იყენებდნენ დაბალი დოზების კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს (<50 მკგ ეთინილესტრადიოლი) აჩვენებს, რომ 10000 ქალიდან წელიწადში 6-12 ქალს უვითარდება ვენური თრომბოემბოლია.
შეფასების მიხედვით, 10,000 ქალიდან, რომლებიც იყენებენ ქლორმადინონის შემცველ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, 6-9 ქალს უვითარდება ვენური თრომბოემბოლია ერთი წლის განმავლობაში (შედარებით, დაახლოებით 6 შემთხვევა ფიქსირდება ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ლევონორგესტრელის შემცველ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს).
ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევების რაოდენობა 10000 ქალზე წელიწადში
1 დიაპაზონის მედიანა 5-7 10000 ქალზე წელიწადში, გამოთვლილი ვენური თრომბოემბოლიის შედარებითი რისკის საფუძველზე ლევონორგესტრელის შემცველი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივისთვის, გამოუყენებლობასთან შედარებით, რაც შეადგენს დაახლოებით 2,3-3,6-ს.
ორივე შემთხვევაში, ვენური თრომბოემბოლიის რაოდენობა წელიწადში ნაკლებია, ვიდრე მოსალოდნელია ორსულობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
ვენური თრომბოემბოლია შეიძლება ფატალური იყოს შემთხვევების 1-2%-ში.
ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენებისას ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ქალებში დამატებითი რისკ-ფაქტორებით, კერძოდ მრავალი რისკის ფაქტორის მქონე ქალებში (იხ. ცხრილი).
ბელარა უკუნაჩვენებია ქალებში, რომლებსაც აქვთ მრავალი რისკ-ფაქტორი, რაც პაციენტს აყენებს ვენური თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“). თუ ქალს აქვს ერთზე მეტი რისკ-ფაქტორი, შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც რისკი იზრდება უფრო მეტად, ვიდრე უბრალოდ ცალკეული ფაქტორების შეჯამებისას: ამ შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ვენური თრომბოემბოლიის განვითარების საერთო რისკი. თუ შეფასებისას სარგებელი-რისკის თანაფარდობა არასახარბიელო აღმოჩნდება, კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენება უნდა შეწყდეს (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).
ცხრილი: ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
რისკის ფაქტორი
შენიშვნა
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30 კგ/მ2-ს)
სხეულის მასის ინდექსის მატებასთან ერთად რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, არის თუ არა სხვა რისკფაქტორები.
გახანგრძლივებული იმობილიზაცია, სერიოზული ოპერაცია, ნებისმიერი ოპერაცია ფეხების ან მენჯის მიდამოში, ნეიროქირურგიული ოპერაცია ან სერიოზული ტრავმა.
შენიშვნა: დროებითი იმობილიზაცია, მათ შორის საჰაერო მგზავრობა 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ასევე შეიძლება იყოს ვენური თრომბოემბოლიის რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით ქალებში დამატებითი რისკ-ფაქტორებით.
ასეთ სიტუაციებში რეკომენდებულია პლასტირის/ტაბლეტის/რგოლის გამოყენების შეწყვეტა (გეგმიური ოპერაციის შემთხვევაში მინიმუმ ოთხი კვირით ადრე) და განახლება მხოლოდ მობილობის სრული აღდგენიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ. არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება კონტრაცეფციის სხვა მეთოდი.
თუ ბელარას გამოყენება წინასწარ არ შეწყვეტილა, განიხილება ანტითრომბოზული თერაპიის შესაძლებლობა.
რთული ოჯახური ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები ახლო ნათესავებში - ძმა, და, მშობელი, განსაკუთრებით შედარებით მცირე ასაკში, ე.ი.50 წლამდე)
თუ არსებობს ეჭვი მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე, ქალი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტთან კონსულტაციისთვის, სანამ მიიღება გადაწყვეტილება კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენებამდე.
ნებისმიერი პათოლოგია, რომელიც დაკავშირებულია ვენურ თრომბოემბოლიასთან
ონკოლოგიური დაავადება, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.
ასაკი
განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ
არ არსებობს კონსენსუსი ვენების ვარიკოზული გაგანიერების და ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტის შესაძლო როლზე ვენური თრომბოზის განვითარებაში ან პროგრესირებაში.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკი ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომი პერიოდის პირველ 6 კვირაში (იხ. პუნქტი „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს“).
ვენური თრომბოემბოლიის სიმპტომები (ღრმა ვენის თრომბოზი და ფილტვის ემბოლია)
ქალებს უნდა აცნობონ, რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიმართონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და აცნობონ ჯანდაცვის პროფესიონალს კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენების შესახებ.
ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ფეხების და/ან ტერფების ცალმხრივი შეშუპება ან ფეხის ვენის გასწვრივ შეშუპება;
- ტკივილი ან მგრძნობელობა ფეხის არეში, რომელიც იგრძნობა მხოლოდ დგომისას ან სიარულის დროს;
- დაზიანებული ფეხის ტემპერატურის მომატება; კანის სიწითლე ან გაუფერულება ფეხზე.
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- უეცარი უმიზეზო ქოშინი ან ხშირი სუნთქვა;
- უეცარი ხველა აშკარა მიზეზის გარეშე, შესაძლოა სისხლით;
- ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში;
- ძლიერი თავბრუსხვევა;
- სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.
ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი სიმპტომი (მაგ., ქოშინი, ხველა) არასპეციფიკურია და შეიძლება შეცდომით იყოს გაგებული, როგორც უფრო გავრცელებული ან ნაკლებად მძიმე პათოლოგია (მაგ., სასუნთქი გზების ინფექციები).
სისხლძარღვების ბლოკირების სხვა ნიშნები შეიძლება იყოს უეცარი ტკივილი, შეშუპება და კიდურის მსუბუქი ციანოზი.
თუ თვალში განვითარდება სისხლძარღვების ბლოკირება, სიმპტომები შეიძლება იყოს მხედველობის დაბინდვიდან (ტკივილის გარეშე) მხედველობის დაქვეითებამდე (მისი პროგრესირებისას). ზოგიერთ შემთხვევაში, მხედველობის დაკარგვა შეიძლება თითქმის დაუყოვნებლივ განვითარდეს.
არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკი
ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგებით, არსებობს კავშირი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებასა და არტერიული თრომბოემბოლიის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის (მაგალითად, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევის, ინსულტის) განვითარების გაზრდილ რისკს შორის. არტერიული თრომბოემბოლიის შემთხვევები შეიძლება ფატალური იყოს.
არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
არტერიული თრომბოემბოლიური გართულებების ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების განვითარების რისკი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები გამოყენებისას იზრდება რისკის ფაქტორების მქონე ქალებში (იხ. ცხრილი). ბელარა უკუნაჩვენებია ქალებში ერთი სერიოზული რისკფაქტორის ან არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების მრავალი რისკ-ფაქტორის მქონე ქალებში, რაც პაციენტს არტერიული თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“). თუ ქალს აქვს ერთზე მეტი რისკფაქტორი, შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც რისკი უფრო მეტად იმატებს, ვიდრე ცალკეული ფაქტორების შეჯამებისას: ამ შემთხვევაში, საერთო რისკი უნდა იქნას გათვალისწინებული. თუ შეფასებისას სარგებელი-რისკის თანაფარდობა არასახარბიელო აღმოჩნდება, კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები არ უნდა დაინიშნოს (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).
ცხრილი: არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
რისკის ფაქტორი
შენიშვნა
ასაკი
განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ
მოწევა
ქალებს, რომლებსაც სურთ კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენება, ურჩევენ შეწყვიტონ მოწევა. 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებს, რომლებმაც არ დაანებეს თავი მოწევას, მკაცრად ურჩევენ აირჩიონ კონტრაცეფციის სხვა მეთოდები.
არტერიული ჰიპერტენზია

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატებითი რისკის ფაქტორების მქონე ქალებისთვის.
დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (არტერიული თრომბოემბოლიის შემთხვევები ახლო ნათესავებში - ძმა, და, მშობელი, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, ანუ 50 წლამდე).
თუ არსებობს ეჭვი მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე, ქალი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტის კონსულტაციაზე, სანამ მიიღება რაიმე გადაწყვეტილება კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენების შესახებ.
შაკიკი
შაკიკის სიხშირის ან სიმძიმის მატება კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენებისას (რაც შეიძლება იყოს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის საწინდარი) შეიძლება იყოს პრეპარატის დაუყოვნებელი შეწყვეტის მიზეზი.
ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლძარღვთა არასასურველ მოვლენებთან.
შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, გულის დაავადება და წინაგულების ფიბრილაცია, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა.
არტერიული თრომბოემბოლიის სიმპტომები
ქალებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მათ უნდა მიმართონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და აცნობონ ჯანდაცვის პროფესიონალს კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენების შესახებ.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- სახის, მკლავის ან ფეხის უეცარი სისუსტე ან დაბუჟება, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს;
- უეცარი სირთულე სიარულის დროს, თავბრუსხვევა, წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა;
- უეცარი დაბნეულობა, მეტყველების ან მეტყველების აღქმის დარღვევა;
- მხედველობის უეცარი დაკარგვა ერთ ან ორივე თვალში;
- უეცარი, ძლიერი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი ცნობილი მიზეზების გარეშე;
- გონების დაკარგვა ან სისუსტე კრუნჩხვით ან მის გარეშე.
სიმპტომების დროებითი ხასიათი მიუთითებს გარდამავალ იშემიურ შეტევაზე.
მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ტკივილი, დისკომფორტი, წნევა, სიმძიმე, შებოჭილობის ან სისავსის შეგრძნება მკერდში, მკლავში ან გულმკერდში;
- დისკომფორტი რომელიც ვრცელდება ზურგის, ქვედა ყბის, ყელის, მკლავის, კუჭის მიდამოში;
- სისავსის, საჭმლის მონელების ან დახრჩობის შეგრძნება;
- ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა;
- უკიდურესი სისუსტე, შფოთი ან ქოშინი;
- ხშირი ან არარეგულარული გულისცემა.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივს, უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ თრომბოზის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიმართონ ექიმს. თუ არსებობს ეჭვი ან დადასტურებულია თრომბოზი, ბელარას მიღება უნდა შეწყდეს.
სიმსივნეები
ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევის მიხედვით, პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება არის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის ფაქტორი ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირებულ ქალებში. თუმცა, ეს საკითხი საკამათოა, რადგან გაურკვეველია, თუ რამდენად მოქმედებს სხვა ფაქტორები მიღებულ შედეგებზე (მაგალითად, სექსუალური პარტნიორების რაოდენობის განსხვავება ან კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების გამოყენება) (ასევე იხილეთ პუნქტი „სამედიცინო გამოკვლევა“).
54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ძუძუს კიბოს განვითარების შედარებითი რისკი ოდნავ მაღალია ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს (RR = 1.24). ეს გაზრდილი რისკი თანდათან მცირდება კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში. თუმცა, ამ კვლევებმა არ დაადასტურა დაავადებისა და პრეპარატის მიღებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა. დაფიქსირებული გაზრდილი რისკი შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ქალებში, რომლებიც იყენებენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, ძუძუს კიბოს დიაგნოზი უფრო ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირდება, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც მათ არ იყენებს, აგრეთვე კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების ბიოლოგიური ეფექტებით ან ორივე ფაქტორის კომბინაციით.
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნის შემთხვევები პერორალური კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ, ხოლო ავთვისებიანი სიმსივნეები დაფიქსირდა კიდევ უფრო იშვიათად. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ სიმსივნეებმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ინტრააბდომინალური სისხლდენა. მუცლის ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, რომელიც თავისთავად არ ქრება, აგრეთვე ჰეპატომეგალიის ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების არსებობისას, გასათვალისწინებელია ღვიძლის სიმსივნის განვითარების შესაძლებლობა და ბელარას მიღება უნდა შეწყდეს.
მენინგიომა
დაფიქსირდა მენინგიომის შემთხვევები (ერთეული და მრავლობითი) ქლორმადინონის აცეტატის გამოყენებისას, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში (რამდენიმე წელი) მიღებისას. აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი მენინგიომის ნიშნებსა და სიმპტომებზე სტანდარტული კლინიკური პრაქტიკის მიხედვით. თუ პაციენტს დაუსვეს მენინგიომის დიაგნოზი, სიფრთხილის მიზნით უნდა შეწყდეს ქლორმადინონის აცეტატის შემცველი ნებისმიერი პრეპარატით თერაპია.
არსებობს მონაცემები, რომ მენინგიომის განვითარების რისკი შეიძლება შემცირდეს ქლორმადინონის აცეტატით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
სხვა მდგომარეობები
დეპრესიული განწყობა და დეპრესია არის ცნობილი არასასურველი რეაქციები ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას (იხ. პუნქტი "გვერდითი მოვლენები"). დეპრესია შეიძლება იყოს სერიოზული და არის ცნობილი რისკფაქტორი სუიციდური ქცევისა და თვითმკვლელობისთვის. ქალებმა უნდა მიმართონ ექიმს, თუ განიცდიან განწყობის ცვალებადობას ან დეპრესიის სიმპტომებს, მათ შორის მკურნალობის დაწყებიდან მალევე.
ბევრი ქალი, რომელიც იღებს პერორალურ კონტრაცეპტივებს, განიცდის არტერიული წნევის უმნიშვნელო მატებას. არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება იშვიათია. ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებასა და კლინიკურად გამოვლენილ ჰიპერტენზიას შორის კავშირი ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული. თუ ბელარას მიღებისას შეინიშნება არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა. როგორც კი ანტიჰიპერტენზიული თერაპიის შემდეგ არტერიული წნევის დონე ნორმალიზდება, ბელარას მიღება შეიძლება გაგრძელდეს.
ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზის სიმპტომები.
ორსულთა ჰერპესის ანამნეზის მქონე ქალებში კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღებისას შესაძლებელია ამ დაავადების რეციდივი.
ქალებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერტრიგლიცერიდემიის ანამნეზი ან ოჯახური ანამნეზი, კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღებისას მატულობს პანკრეატიტის განვითარების რისკი. ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული დისფუნქციის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტა ღვიძლის ფუნქციის პარამეტრების ნორმალიზებამდე. ქოლესტაზური სიყვითლის რეციდივის შემთხვევაში, რომელიც პირველად დიაგნოსტირებულია ორსულობის დროს ან სასქესო ჰორმონების მიღებისას, აუცილებელია კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტა.
კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პერიფერიულ ინსულინრეზისტენტობაზე ან გლუკოზის ტოლერანტობაზე. ამიტომ, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მდგომარეობა და პერორალური კონტრაცეპტივების მიღება უნდა მოხდეს გულდასმით.
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ქლოაზმა ორსულობის დროს. ქლოაზმისადმი მიდრეკილი ქალები პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას უნდა მოერიდონ მზეზე ყოფნას, ასევე ულტრაიისფერ გამოსხივებას.
სიფრთხილის ზომები
მედიკამენტების მიღებამ, რომლებიც შეიცავს ესტროგენს ან ესტროგენ/პროგესტაგენს, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გარკვეულ დაავადებებზე/მდგომარეობებზე. შემდეგ შემთხვევებში აუცილებელია სამედიცინო დაკვირვება:
ეპილეფსია;
გაფანტული სკლეროზი;
ტეტანია;
შაკიკი (ასევე იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“);
ბრონქული ასთმა;
გულის ან თირკმლის უკმარისობა;
ქორეა;
შაქრიანი დიაბეტი (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“);
ღვიძლის დაავადებები (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“);
დისლიპოპროტეინემია (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“);
აუტოიმუნური დაავადებები (მათ შორის სისტემური წითელი მგლურა);
სიმსუქნე;
არტერიული ჰიპერტენზია (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“);
ენდომეტრიოზი;
ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
თრომბოფლებიტი (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“);
სისხლის შედედების დარღვევა (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“);
მასტოპათია;
საშვილოსნოს ფიბრომა;
ორსულთა ჰერპესი;
დეპრესია (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“);
ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი: იხილეთ ნაწილი „გვერდითი მოვლენები“).
სამედიცინო გამოკვლევა
ბელარას მიღების დაწყებამდე ან ხელახლა დანიშვნამდე უნდა მოხდეს ანამნეზის საფუძვლიანი შეკრება (ოჯახური ანამნეზის ჩათვლით) და უნდა გამოირიცხოს ორსულობა. უნდა გაიზომოს არტერიული წნევა და ჩატარდეს ფიზიკური გამოკვლევა, უკუჩვენებების შესახებ ინფორმაციის (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“), განსაკუთრებული მითითებების და სიფრთხილის ზომების (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“) გათვალისწინებით. ეს უნდა განმეორდეს ბელარას გამოყენებისას. ასევე აუცილებელია რეგულარული სამედიცინო გამოკვლევა, რადგან შესაძლებელია, რომ ზოგიერთი უკუჩვენება (მაგალითად, გარდამავალი იშემიური შეტევები) ან რისკ-ფაქტორები (მაგალითად, ვენური ან არტერიული თრომბოზის ოჯახური ანამნეზი) პირველად განვითარდეს ან გამოვლინდეს ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას. სამედიცინო გამოკვლევა უნდა მოიცავდეს არტერიული წნევის გაზომვას, სარძევე ჯირკვლების, მუცლის ღრუს, შიდა და გარე სასქესო ორგანოების გამოკვლევას, საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიურ გამოკვლევას და შესაბამის ლაბორატორიულ გამოკვლევებს.
მნიშვნელოვანია, რომ ქალმა ყურადღება მიაქციოს ვენური და არტერიული თრომბოზის რისკს, მათ შორის ბელარას გამოყენების რისკს სხვა კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან შედარებით, ვენური თრომბოემბოლიის და არტერიული თრომბოემბოლიის სიმპტომებს, ასევე დადგენილ რისკ-ფაქტორებს და თრომბოზის განვითარებაზე ეჭვის შემთხვევაში, მისაღებ ზომებს.
აუცილებელია, ქალმა ყურადღებით წაიკითხოს გამოყენების ინსტრუქცია და დაიცვას მასში წარმოდგენილი რეკომენდაციები. გამოკვლევების სიხშირე და სახეობა უნდა ეფუძნებოდეს შემუშავებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს მათი ადაპტაციით თითოეული კონკრეტული ქალისთვის.
ქალს უნდა ეცნობოს, რომ ორალური კონტრაცეპტივების, მათ შორის ბელარას მიღება, არ იცავს აივ ინფექციისგან (შიდსი) ან სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან.
ეფექტურობის დაქვეითება
ტაბლეტის გამოტოვება (იხ. პუნქტი "ტაბლეტების არარეგულარული მიღება"), ღებინება ან ნაწლავის დარღვევები, მათ შორის დიარეა, გარკვეული თანმხლები მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება (იხ. პუნქტი "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან") ან, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მეტაბოლური დარღვევები იწვევს პრეპარატის კონტრაცეპტული ეფექტურობის დაქვეითებას.
ზემოქმედება მენსტრუალური ციკლის კონტროლზე …
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
„მენსტრუაციებსშორისი“სისხლდენა და/ან კონტრაცეპტივების არაეფექტურობა შეიძლება გამოწვეული იყოს პერორალური კონტრაცეპტივების სხვა პრეპარატებთან (ფერმენტის მაინდუცირებელი პრეპარატები) ურთიერთქმედებით (იხ. პუნქტი "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან").
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მიღებული საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ცნობები ძალზე მნიშვნელოვანია. ეს სარგებელი/რისკის თანაფარდობაზე მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქცია ეროვნული შეტყობინების სისტემის გამოყენებით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პერლის ინდექსი
95%სანდოობის ინტერვალი
ჩვეული გამოყენება
12
0,698
[0,389; 1,183]
იდეალური გამოყენება
5
0,291
[0,115; 0,650]
ფარმაკოკინეტიკა
ქლორმადინონის აცეტატი
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ ქლორმადინონის აცეტატი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. ქლორმადინონის აცეტატის სისტემური ბიოშეღწევადობა მაღალია, რადგან ის არ განიცდის პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ.
განაწილება
ქლორმადინონის აცეტატის 95%-ზე მეტი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. ქლორმადინონის აცეტატი არ უკავშირდება სასქესო ჰორმონების დამაკავშირებელ გლობულინს ან კორტიზოლის დამაკავშირებელ გლობულინს. ქლორმადინონის აცეტატი გროვდება უპირატესად ცხიმოვან ქსოვილში.
ბიოტრანსფორმაცია
აღდენის, დაჟანგვის და გლუკურონიდებთან და სულფატებთან შეკავშირების სხვადასხვა პროცესები იწვევს მრავალი მეტაბოლიტის წარმოქმნას. სისხლის პლაზმაში ძირითადი მეტაბოლიტებია 3α- და 3β-ჰიდროქსი-ქლორმადინონის აცეტატი, რომელთა ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება არამეტაბოლიზებული ქლორმადინონის აცეტატისგან. 3-ჰიდროქსი მეტაბოლიტებს აქვთ ანტიანდროგენული აქტივობა, როგორც თავად ქლორმადინონის აცეტატს. შარდში მეტაბოლიტები ძირითადად წარმოდგენილია კონიუგატების სახით. ფერმენტული გახლეჩის შემდეგ, 2α-ჰიდროქსი-ქლორმადინონის აცეტატი ხდება მთავარი მეტაბოლიტი, ასევე წარმოიქმნება 3-ჰიდროქსი მეტაბოლიტები და დიჰიდროქსი მეტაბოლიტები.
ელიმინაცია
ქლორმადინონის აცეტატის პლაზმური ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 34 საათს (ერთჯერადი დოზის შემდეგ) და დაახლოებით 36-39 საათს (მრავალჯერადი დოზის შემდეგ). პერორალური მიღების შემდეგ, ქლორმადინონის აცეტატი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დაახლოებით თანაბარი რაოდენობით როგორც თირკმელებით, ასევე ნაწლავებით.
ეთინილესტრადიოლი
შეწოვა
ეთინილესტრადიოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ, მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას აღწევს 1,5 საათის შემდეგ. პრესისტემური შეკავშირებისა და ღვიძლში მეტაბოლიზმის გამო, აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მხოლოდ დაახლოებით 40%-ია, რაც აჩვენებს ძლიერ ინდივიდუალურ ცვალებადობას (20-65%).
განაწილება
ლიტერატურაში არსებული ინფორმაცია სისხლის პლაზმაში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის შესახებ მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეთინილესტრადიოლის დაახლოებით 98% უკავშირდება პლაზმის ცილებს, თითქმის მხოლოდ ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია
ბუნებრივი ესტროგენების მსგავსად, ეთინილესტრადიოლი ბიოტრანსფორმირდება არომატული რგოლის ჰიდროქსილირების გზით (შუამავალი არის ციტოქრომ P-450 სისტემა). ძირითადი მეტაბოლიტი არის 2-ჰიდროქსი-ეთინილესტრადიოლი, რომელიც გარდაიქმნება სხვა მეტაბოლიტებად და კონიუგატებად. ეთინილესტრადიოლი განიცდის პრესისტემურ შეკავშირებას როგორც წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსში, ასევე ღვიძლში. შარდში ძირითადად გვხვდება გლუკურონიდები, ნაღველში და სისხლის პლაზმაში კი - სულფატები.
ელიმინაცია
სისხლის პლაზმიდან ეთინილესტრადიოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 12-14 საათს. ეთინილესტრადიოლი გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით 2:3 თანაფარდობით. ეთინილ ესტრადიოლის სულფატი, რომელიც გამოიყოფა ნაღველში ნაწლავის ბაქტერიების მიერ ჰიდროლიზის შემდეგ, ექვემდებარება ენტეროჰეპატურ ცირკულაციას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები უარყოფით გავლენას ახდენენ ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
შეფუთვა
21 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში (პვქ/პვდქ - ალუმინის ფოლგა).
1 ან 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გვერდითი მოვლენები
ბელარას კლინიკური კვლევების დროს დადგინდა, რომ პრეპარატის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები (>20%) იყო „მენსტრუაციებსშორისი“ სისხლდენა, უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენი, თავის ტკივილი და მკერდის მგრძნობელობა. არარეგულარული სისხლდენის ალბათობა მცირდება ბელარას ხანგრძლივი გამოყენებისას.
კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1629 ქალმა, ბელარას მიღების შემდეგ დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები.
არასასურველი გვერდითი რეაქციების სიხშირე / ორგანოთა სისტემების კლასი
(MedDRA)
ძალიან ხშირად ( 1/10)
ხშირად ( 1/100 და < 1/10)
არახშირად ( 1/1 000 და < 1/100)
იშვიათად ( 1/10 000 და < 1/1 000)
ძალიან იშვიათად (< 1/10 000)
სიხშირე უცნობია
(შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით)
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
ვაგინალური კანდიდოზი
ვულვო-გინიტი
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და განუსაზღვრელი ნეოპლაზმები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
სარძევე ჯირკვლების ფიბროადენომა
იმუნური სისტემის დარღვევები
პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, კანის ალერგიული რეაქციების ჩათვლით
მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების გაძლიერება
მეტაბოლური და კვების დარღვევები
სისხლში ლიპიდების ცვლილებები, მათ შორის ჰიპერტრიგლიცერიდემია
მადის მომატება
ფსიქიკური დარღვევები:
დეპრესიული განწყობა, ნერვიულობა, გაღიზიანება,
ლიბიდოს დაქვეითება
ნერვული სისტემის დარღვევები
თავბრუსხვევა, შაკიკი (და/ან შაკიკის მომატება)
მხედველობის დარღვევები
მხედველობის დაქვეითება
კონიუნქტივიტი, კონტაქტური ლინზების აუტანლობა
სმენის და ლაბირინთის დარღვევები
სმენის უეცარი დაქვეითება, ტინიტუსი
სისხლძარღვთა დარღვევები
არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი, ვარიკოზული ვენები, ვენური თრომბოზი,
ვენური თრომბოემბოლია,
არტერიული თრომბოემბოლია*
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
გულისრევა
ღებინება
მუცლის ტკივილი, შებერილობა, დიარეა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
აკნე
პიგმენტაციის დარღვევები, ქლოაზმა, ალოპეცია, კანის სიმშრალე, ჰიპერჰიდროზი, თმის ცვენა
ჭინჭრის ციება, ეგზემა, ერითემა, ქავილი, ფსორიაზის გამწვავება, ჰიპერტრიქოზი
კვანძოვანი ერითემა
ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
სიმძიმის შეგრძნება
ზურგის ტკივილი, კუნთების დარღვევები
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დარღვევები
ვაგინალური გამონადენი, დისმენორეა, ამენორეა
ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
გალაქტორეა, სარძევე ჯირკვლების გადიდება, მენორაგია, პრემენსტრუალური სინდრომი
ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე
დაღლილობა, შეშუპება
მადის გაძლიერება
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
არტერიული წნევის მომატება
- იხ. პუნქტი "შერჩეული არასასურველი ეფექტების აღწერა"
ასევე, შემდეგი გვერდითი მოვლენები დაკავშირებული იყო ეთინილესტრადიოლისა და ქლორმადინონის გამოყენებასთან რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში: ასთენია და ალერგიული რეაქციები, რომლებიც არ არის დაკავშირებული იმუნური სისტემის დარღვევებთან.
შერჩეული არასასურველი ეფექტების აღწერა
შემდეგი გვერდითი მოვლენები ასევე დაფიქსირდა კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან, რომლებიც შეიცავს 0,030 მგ ეთინილესტრადიოლს და 2 მგ ქლორმადინონის აცეტატს:
არტერიული და ვენური თრომბოზის და თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკი, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა, ვენური თრომბოზი და ფილტვის არტერიის ემბოლია, დაფიქსირდა ქალებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, რაც უფრო დეტალურად არის აღწერილი პუნქტში „სიფრთხილის ზომები“.
ზოგიერთი კვლევის მიხედვით, კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება ზრდის სანაღვლე გზების დაავადებების განვითარების რისკს.
იშვიათ შემთხვევებში, პერორალური კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ, დაფიქსირდა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევები და კიდევ უფრო იშვიათად, ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ ინტრააბდომინალურ სისხლდენას (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებების გამწვავება (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი; იხილეთ პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია, როგორიცაა საშვილოსნოს ან ძუძუს კიბო, წარმოდგენილია პუნქტში „სიფრთხილის ზომები“.
ჭარბი დოზა
არ არსებობს ინფორმაცია პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას სერიოზული ტოქსიკური ეფექტების შესახებ. შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება და, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებში, მცირე სისხლიანი გამონადენი საშოდან. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი; ტარდება სიმპტომატური თერაპია. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს წყლისა და ელექტროლიტების ცვლის და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი.
შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები: ქლორმადინონის აცეტატი – 2,00 მგ, ეთინილესტრადიოლი – 0,03 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი-K30, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.
აპკიანი გარსი: წითელი რკინის ოქსიდის საღებავი (E172), პროპილენგლიკოლი, მაკროგოლი-6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა.
აღწერა
ღია ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ბირთვი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
კლინიკურ კვლევებში პაციენტებში, რომლებიც იღებდენ ომბიტასვირის/პარიტაპრევირის/რიტონავირის და დასაბუვირის შემცველ პრეპარატებს, რიბავირინთან ერთად ან მის გარეშე, C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) სამკურნალოდ, ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ეთინილესტრადიოლის შემცველ მედიკამენტებს, როგორიცაა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები, მნიშვნელოვნად უფრო ხშირად აღინიშნა ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) აქტივობის ზრდა ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტად. გარდა ამისა, ALT აქტივობის მომატება დაფიქსირდა ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ეთინილ ესტრადიოლის შემცველ მედიკამენტებს, როგორიცაა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები და იღებდნენ გლეკაპრევირს/პიბრენტასვირს ან სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოქსილაპრევირს. (იხ. პუნქტი "უკუჩვენებები").
ამიტომ, პაციენტები, რომლებიც იღებენ ბელარას, უნდა გადავიდნენ კონტრაცეფციის ალტერნატიულ მეთოდზე (მაგალითად, მხოლოდ პროგესტაგენური კონტრაცეპტივები ან არაჰორმონალური მეთოდები) კომბინირებული პრეპარატის სქემით თერაპიის დაწყებამდე. ბელარას მიღება შეიძლება განახლდეს თერაპიის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ კომბინირებული პრეპარატების რეჟიმის მიხედვით.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატების გავლენა პრეპარატ ბელარაზე
შესაძლოა აღინიშნოს ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც აინდუცირებენ მიკროსომურ ფერმენტებს, რის შედეგადაც შეიძლება გაიზარდოს სასქესო ჰორმონების კლირენსი, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს „მენსტრუაციებსშორის“ სისხლდენას და/ან კონტრაცეპტული ეფექტის არაეფექტურობას.
ტაქტიკა
ფერმენტის ინდუქცია შეიძლება აღინიშნოს გამოყენების რამდენიმე დღის შემდეგ. ფერმენტის მაქსიმალური ინდუქცია ჩვეულებრივ აღინიშნება რამდენიმე კვირაში. პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ ფერმენტის ინდუქცია შეიძლება გაგრძელდეს 4 კვირამდე.
მოკლევადიანი მკურნალობა
ქალებისთვის, რომლებიც იღებენ მკურნალობას მიკროსომური ფერმენტების ინდუქტორებით, რეკომენდებულია, რომ დროებით გამოიყენონ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი ან კონტრაცეფციის სხვა მეთოდი კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად. კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული თანმხლები თერაპიის მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან კიდევ 28 დღის განმავლობაში. თუ ინდუქტორული პრეპარატის გამოყენება გაგრძელდება ბოლო კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის ტაბლეტის ამჟამინდელი შეფუთვიდან მიღების შემდეგ, უნდა დაიწყოს ტაბლეტების მიღება ახალი შეფუთვიდან, შესვენება გამოტოვებული უნდა იყოს.
გრძელვადიანი მკურნალობა
ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ თერაპიას პრეპარატებით, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის ფერმენტულ სისტემას, რეკომენდებულია კონტრაცეფციის სხვა არაჰორმონალური საიმედო მეთოდის გამოიყენება.
შემდეგი ურთიერთქმედება აღწერილია ლიტერატურაში:
ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების კლირენსს (ამცირებენ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას მიკროსომური ფერმენტების ინდუქციის გამო), მაგალითად:
ბარბიტურატები, ბოზენტანი, კარბამაზეპინი, ბარბექსაკლონი, ფენიტოინი, პრიმიდონი, მოდაფინილი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და აივ-ის სამკურნალო პრეპარატი რიტონავირი, ნევირაპინი და ეფავირენცი და შესაძლოა ასევე ფელბამატი, გრიზეოფულვინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი პრეპარატები.
შემდეგმა სამკურნალო საშუალებებმა/აქტიურმა ნივთიერებებმა შეიძლება შეამცირონ ეთინილ ესტრადიოლის შრატში კონცენტრაცია:
ყველა პრეპარატი, რომელიც ზრდის კუჭ-ნაწლავის მოტორიკას (მაგ. მეტოკლოპრამიდი) ან ხელს უშლის შეწოვას (მაგ. გააქტიურებული ნახშირი).
ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ ცვლადი ეფექტი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების კლირენსზე
კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენებისას, აივ პროტეაზას ინჰიბიტორების და არანუკლეოზიდური რევერსიული ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების კომბინაციამ, C ჰეპატიტის ვირუსის პროტეაზას ინჰიბიტორებთან კომბინაციების ჩათვლით, შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ესტროგენების ან პროგესტინების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ამ ცვლილებების ეფექტი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი.
პრეპარატთან შესაძლო ურთიერთქმედების და მასთან დაკავშირებული რეკომენდაციების იდენტიფიცირებისთვის, აუცილებელია აივ ინფექციის/ჰეპატიტის სამკურნალოდ განკუთვნილი თანმხლები მედიკამენტების ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაციის ანალიზი. რაიმე ეჭვის არსებობისას, ქალებმა, რომლებიც იღებენ პროტეაზას ინჰიბიტორებს ან არანუკლეოზიდის უკუ ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორებს, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდი.
შემდეგმა სამკურნალო საშუალებებმა/აქტიურმა ნივთიერებებმა შეიძლება გაზარდონ ეთინილესტრადიოლის შრატში კონცენტრაცია:
აქტიური ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ ეთინილესტრადიოლის სულფაციას ნაწლავის კედელში, მაგალითად, ასკორბინის მჟავა ან პარაცეტამოლი;
ატორვასტატინი (ზრდის ეთინილესტრადიოლის AUC-ს 20%-ით);
აქტიური ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების აქტივობას, როგორიცაა იმიდაზოლის წარმოებული სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, ფლუკონაზოლი), ინდინავირი ან ტროლეანდომიცინი.
ბელარას ზემოქმედება სხვა პრეპარატებზე
მიკროსომური ღვიძლის ფერმენტების აქტივობის დათრგუნვით და, შესაბამისად, სისხლის შრატში ისეთი აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციის გაზრდით, როგორიცაა დიაზეპამი (და სხვა ბენზოდიაზეპინები, რომელთა მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ჰიდროქსილირების გზით), ციკლოსპორინი, თეოფილინი და პრედნიზოლონი.
ღვიძლში გლუკურონიდაციის გამოწვევით და, შესაბამისად, შრატში ისეთი ნივთიერებების კონცენტრაციის შემცირებით, როგორიცაა კლოფიბრატი, პარაცეტამოლი, მორფინი და ლორაზეპამი.
ინსულინის და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების საჭიროება შეიძლება შეიცვალოს, რადგან პრეპარატი გავლენას ახდენს გლუკოზის ტოლერანტობაზე (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
აღწერილი ურთიერთქმედების მახასიათებლები ასევე შეიძლება ეხებოდეს ბოლო დროს გამოყენებულ პრეპარატებს.
ლაბორატორიული კვლევები
ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, მაგალითად, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლები, პლაზმაში გადამტანი ცილების დონეები (მაგალითად, კორტიკოსტეროიდული ჰორმონის შემაკავშირებელი გლობულინი და ლიპიდური და ლიპოპროტეინების ფრაქციები), ასევე ნახშირწყლების მეტაბოლიზმის, კოაგულაციის და ფიბრინოლიზის პარამეტრები. როგორც წესი, ცვლილებები რჩება ნორმალურ ლაბორატორიულ მნიშვნელობებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ბელარა® (BELARA®)
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: ქლორმადინონი / ეთინილესტრადიოლი (chlormadinone / ethinylestradiol)
გამოშვების ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები: ქლორმადინონის აცეტატი – 2,00 მგ, ეთინილესტრადიოლი – 0,03 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი-K30, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.
აპკიანი გარსი: წითელი რკინის ოქსიდის საღებავი (E172), პროპილენგლიკოლი, მაკროგოლი-6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა.
აღწერა
ღია ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ბირთვი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სასქესო ჰორმონები და რეპროდუქციული სისტემის მოდულატორები. პროგესტაგენებისა და ესტროგენების ფიქსირებული კომბინაციები.
ათქ კოდი: G03AA15
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ბელარას უწყვეტი გამოყენება 21 დღის განმავლობაში თრგუნავს ჰიპოფიზის მიერ ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის და მალუთეინიზებელი ჰორმონის სეკრეციას და, შედეგად, თრგუნავს ოვულაციას. შეინიშნება ენდომეტრიუმის პროლიფერაცია და მისი სეკრეტორული ტრანსფორმაცია. იცვლება საშვილოსნოს ყელის ლორწოს კონსისტენცია. ეს ართულებს სპერმის გავლას საშვილოსნოს ყელის არხში და იწვევს მათი მობილობის დარღვევას.
ქლორმადინონის აცეტატის მინიმალური დოზა, რომელიც უზრუნველყოფს ოვულაციის სრულ დათრგუნვას, არის 1,7 მგ. ენდომეტრიუმის სრული ტრანსფორმაციისთვის საჭირო დოზა შეადგენს 25 მგ ციკლში.
ქლორმადინონის აცეტატი არის პროგესტაგენი ანტიანდროგენული თვისებებით. მისი მოქმედების მექანიზმი ემყარება ანდროგენების ჩანაცვლების უნარს კონკრეტულ რეცეპტორებზე.
კლინიკური ეფექტურობა
კლინიკურ კვლევაში, რომელიც მოიცავდა მალუტთეინიზებელი ტაბლეტების შემცველი 0,03 მგ ეთინილ ესტრადიოლს და 2 მგ ქლორმადინონს, 12 ორსულობა დაფიქსირდა 1655 ქალში მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში და 22000-ზე მეტი ციკლის განმავლობაში. 7 შემთხვევაში აღინიშნა კვერცხუჯრედის განაყოფიერებისას შემდეგი ფაქტორების გავლენა: შეცდომები პრეპარატის მიღებისას; თანმხლები დაავადებები, რომელსაც თან ახლავს გულისრევა ან ღებინება; ან ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება, რომლებსაც აქვთ კონტრაცეპტული ეფექტის დაქვეითების ეფექტი.
გამოყენების ტიპი
ორსულობათა რაოდენობა
პერლის ინდექსი
95%სანდოობის ინტერვალი
ჩვეული გამოყენება
12
0,698
[0,389; 1,183]
იდეალური გამოყენება
5
0,291
[0,115; 0,650]
ფარმაკოკინეტიკა
ქლორმადინონის აცეტატი
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ ქლორმადინონის აცეტატი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. ქლორმადინონის აცეტატის სისტემური ბიოშეღწევადობა მაღალია, რადგან ის არ განიცდის პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ.
განაწილება
ქლორმადინონის აცეტატის 95%-ზე მეტი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. ქლორმადინონის აცეტატი არ უკავშირდება სასქესო ჰორმონების დამაკავშირებელ გლობულინს ან კორტიზოლის დამაკავშირებელ გლობულინს. ქლორმადინონის აცეტატი გროვდება უპირატესად ცხიმოვან ქსოვილში.
ბიოტრანსფორმაცია
აღდენის, დაჟანგვის და გლუკურონიდებთან და სულფატებთან შეკავშირების სხვადასხვა პროცესები იწვევს მრავალი მეტაბოლიტის წარმოქმნას. სისხლის პლაზმაში ძირითადი მეტაბოლიტებია 3α- და 3β-ჰიდროქსი-ქლორმადინონის აცეტატი, რომელთა ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება არამეტაბოლიზებული ქლორმადინონის აცეტატისგან. 3-ჰიდროქსი მეტაბოლიტებს აქვთ ანტიანდროგენული აქტივობა, როგორც თავად ქლორმადინონის აცეტატს. შარდში მეტაბოლიტები ძირითადად წარმოდგენილია კონიუგატების სახით. ფერმენტული გახლეჩის შემდეგ, 2α-ჰიდროქსი-ქლორმადინონის აცეტატი ხდება მთავარი მეტაბოლიტი, ასევე წარმოიქმნება 3-ჰიდროქსი მეტაბოლიტები და დიჰიდროქსი მეტაბოლიტები.
ელიმინაცია
ქლორმადინონის აცეტატის პლაზმური ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 34 საათს (ერთჯერადი დოზის შემდეგ) და დაახლოებით 36-39 საათს (მრავალჯერადი დოზის შემდეგ). პერორალური მიღების შემდეგ, ქლორმადინონის აცეტატი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დაახლოებით თანაბარი რაოდენობით როგორც თირკმელებით, ასევე ნაწლავებით.
ეთინილესტრადიოლი
შეწოვა
ეთინილესტრადიოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ, მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას აღწევს 1,5 საათის შემდეგ. პრესისტემური შეკავშირებისა და ღვიძლში მეტაბოლიზმის გამო, აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მხოლოდ დაახლოებით 40%-ია, რაც აჩვენებს ძლიერ ინდივიდუალურ ცვალებადობას (20-65%).
განაწილება
ლიტერატურაში არსებული ინფორმაცია სისხლის პლაზმაში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის შესახებ მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეთინილესტრადიოლის დაახლოებით 98% უკავშირდება პლაზმის ცილებს, თითქმის მხოლოდ ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია
ბუნებრივი ესტროგენების მსგავსად, ეთინილესტრადიოლი ბიოტრანსფორმირდება არომატული რგოლის ჰიდროქსილირების გზით (შუამავალი არის ციტოქრომ P-450 სისტემა). ძირითადი მეტაბოლიტი არის 2-ჰიდროქსი-ეთინილესტრადიოლი, რომელიც გარდაიქმნება სხვა მეტაბოლიტებად და კონიუგატებად. ეთინილესტრადიოლი განიცდის პრესისტემურ შეკავშირებას როგორც წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსში, ასევე ღვიძლში. შარდში ძირითადად გვხვდება გლუკურონიდები, ნაღველში და სისხლის პლაზმაში კი - სულფატები.
ელიმინაცია
სისხლის პლაზმიდან ეთინილესტრადიოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 12-14 საათს. ეთინილესტრადიოლი გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით 2:3 თანაფარდობით. ეთინილ ესტრადიოლის სულფატი, რომელიც გამოიყოფა ნაღველში ნაწლავის ბაქტერიების მიერ ჰიდროლიზის შემდეგ, ექვემდებარება ენტეროჰეპატურ ცირკულაციას.
გამოყენების ჩვენებები
ჰორმონალური კონტრაცეფცია.
ბელარას დანიშვნამდე, უნდა შეფასდეს ქალის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლიის რისკ ფაქტორები და უნდა შედარდეს ვენური თრომბოემბოლიის რისკი პრეპარატის სხვა კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან ერთად მიღებისას (იხ. პუნქტები "უკუჩვენებები" და " სიფრთხილის ზომები").
უკუჩვენებები
კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები არ უნდა იქნას მიღებული ქვემოთ მითითებული დაავადებების არსებობისას. თუ ბელარას მიღებისას გამოვლინდა ერთ-ერთი შემდეგი მდგომარეობა, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს:
უკონტროლო შაქრიანი დიაბეტი.
უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზია ან არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მატება (მნიშვნელობები მუდმივად აღემატება 140/90 ვცხ.წყ.სვ.-ს).
ვენური თრომბოემბოლიის არსებობა ან რისკი:
ვენური თრომბოემბოლია - ვენური თრომბოემბოლიის არსებობა ამჟამად (ანტიკოაგულანტული თერაპიის დროს) ან ანამნეზში (მაგალითად, ღრმა ვენის თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია).
ცნობილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილება ვენური თრომბოემბოლიის მიმართ, როგორიცაა რეზისტენტობა გააქტიურებული C ცილის მიმართ (მათ შორის ფაქტორი V ლეიდენი), ანტითრომბინ III დეფიციტი, C ცილის ან S ცილის დეფიციტი.
ფართო ქირურგიული ჩარევები გახანგრძლივებული იმობილიზაციით (იხ. პუნქტი "სიფრთხილის ზომები").
ვენური თრომბოემბოლიის მაღალი რისკი მრავალი რისკის ფაქტორის გამო (იხილეთ პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკის არსებობა:
არტერიული თრომბოემბოლია - არტერიული თრომბოემბოლიის არსებობა ამჟამად ან ანამნეზში (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი) ან მისი წინმსწრები მდგომარეობებში (მაგალითად, სტენოკარდია).
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა - ინსულტის არსებობა ამჟამად ან ანამნეზში ან მისი წინმსწრები მდგომარეობებში (მაგალითად, გარდამავალი იშემიური შეტევა).
დადგენილი მემკვიდრეობითი ან შეძენილი მიდრეკილება არტერიული თრომბოემბოლიის მიმართ, მაგალითად, ჰიპერჰომოცისტეინემია და ანტისხეულები ფოსფოლიპიდების მიმართ (კარდიოლიპინის ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი).
ანამნეზში შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით.
არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების მაღალი რისკი მრავალი რისკ-ფაქტორის არსებობის გამო (იხ. პუნქტი "სიფრთხილის ზომები") ან ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი სერიოზული რისკის ფაქტორის არსებობა:
შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვთა გამოვლინებით;
მძიმე არტერიული ჰიპერტენზია;
მძიმე დისლიპოპროტეინემია.
- ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის დისფუნქცია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.
- გენერალიზებული ქავილი, ქოლესტაზი, განსაკუთრებით წინა ორსულობის ან ესტროგენული თერაპიის დროს.
- დუბინ-ჯონსონის სინდრომი, როტორის სინდრომი, ნაღვლის გამოყოფის დარღვევები.
- მენინგიომა ამჟამად ან ანამნეზში.
- ანამნეზში ან ამჟამად არსებული ღვიძლის სიმსივნეები.
- მწვავე ეპიგასტრიკული ტკივილი, ღვიძლის გადიდება ან ინტრააბდომინალური სისხლდენის სიმპტომები (იხ. პუნქტი "გვერდითი მოვლენები").
- პორფირია, ახალი ან მორეციდივე (სამივე ფორმა, განსაკუთრებით შეძენილი პორფირია).
- ავთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები ანამნეზში ან ამჟამად არსებული მაგალითად, სარძევე ჯირკვლების ან საშვილოსნოს სიმსივნეები.
- ლიპიდური ცვლის მძიმე დარღვევები.
- ანამნეზში ან მიმდინარე პანკრეატიტი, რომელსაც თან ახლავს მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემია.
- შაკიკის ახალი სიმპტომები, ასევე უფრო ხშირი და უჩვეულოდ ძლიერი თავის ტკივილი.
- გრძნობის ორგანოების მხრივ უეცარი დარღვევები, როგორიცაა მხედველობის ან სმენის პრობლემები.
- მოტორული დარღვევები (კერძოდ, პარეზი).
- ეპილეფსიური კრუნჩხვების გაძლიერება.
- მძიმე დეპრესია.
- ოტოსკლეროზი, რომელიც პროგრესირებდა წინა ორსულობის დროს.
- უცნობი ეტიოლოგიის ამენორეა.
- ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია.
- უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან.
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში „შემადგენლობა“.
უკუჩვენება არის ვენური ან არტერიული თრომბოზის განვითარების ერთი სერიოზული ან რამდენიმე რისკფაქტორის არსებობა (იხ. პუნქტი "სიფრთხილის ზომები").
ბელარა უკუნაჩვენებია ომბიტასვირის/პარიტაპრევირის/რიტონავირის და დასაბუვირის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან, ან გლეკაპრევირის/პიბრენტასვირის ან სოფოსბუვირის/ველპატასვირის/ვოქსილაპრევირის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული გამოყენებისთვის (იხ. პუნქტი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
ორსულობა
ბელარას მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს. პრეპარატის მიღების დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა. თუ ორსულობა დადგა ბელარას გამოყენებისას, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება. დღეისათვის ეპიდემიოლოგიური კვლევების უმრავლესობამ არ აჩვენა, რომ ორსულობის დროს ესტროგენების უნებლიე გამოყენებისას სხვა პროგესტოგენებთან ერთად ბელარაში შემავალი დოზების მსგავსი დოზებით აღინიშნება ტერატოგენული ან ფეტოტოქსიური ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა, 330 ორსულ ქალზე შეგროვებულმა მონაცემებმა არ გამოავლინა ქლორმადინონის აცეტატის რაიმე ემბრიოტოქსიური მოქმედება.
ბელარას მიღების განახლებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ვენური თრომბოემბოლიის განვითარების გაზრდილი რისკი მშობიარობის შემდგომ ადრეულ პერიოდში (იხ. პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“ და „სიფრთხილის ზომები“).
ძუძუთი კვება
ესტროგენებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ლაქტაციაზე, კერძოდ, გამოიწვიონ დედის რძის რაოდენობის შემცირება და შემადგენლობის შეცვლა. კონტრაცეპტული სტეროიდების მცირე რაოდენობა და/ან მათი მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს რძეში და იმოქმედოს ბავშვზე. ამ მიზეზით ბელარა არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
გამოყენების ინსტრუქცია და დოზები
დოზები
ერთი ტაბლეტი მიიღება ზედიზედ 21 დღე ყოველდღე ერთსა და იმავე დროს (სასურველია საღამოს), შემდეგ საჭიროა ტაბლეტების მიღებიდან 7 დღიანი შესვენება; ბოლო ტაბლეტის მიღებიდან ორი-ოთხი დღის შემდეგ, მენსტრუაციის მსგავსი „მოხსნის“ სისხლდენა უნდა დაიწყოს. შვიდდღიანი შესვენების დასრულების შემდეგ ბელარას მიღება იწყება შემდეგი შეფუთვიდან, იმისდა მიუხედავად, სისხლდენა შეჩერდა თუ არა.
ტაბლეტი, რომელიც მონიშნულია კვირის შესაბამისი დღით, ამოღებული უნდა იყოს ბლისტერის შეფუთვიდან და გადაიყლაპოს მთლიანად, საჭიროების შემთხვევაში მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ისრით მითითებული მიმართულებით.
პრეპერატ ბელარას მიღების დაწყება
თუ ადრე არ იყო გამოყენებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები (ბოლო მენსტრუალური ციკლის დროს)
პირველი ტაბლეტი მიღებული უნდა იქნას ქალის ბუნებრივი ციკლის პირველ დღეს, ე.ი. მომდევნო მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს. თუ პირველი ტაბლეტი მიიღება მენსტრუაციის პირველ დღეს, პრეპარატის კონტრაცეპტული ეფექტი იწყება მიღების პირველ დღეს და გრძელდება ტაბლეტების მიღების შვიდდღიანი შესვენების დროს.
პირველი ტაბლეტის მიღება ასევე შესაძლებელია მენსტრუაციის 2-5 დღეს, იმისდა მიუხედავად, სისხლდენა შეჩერებულია თუ არა. ამ შემთხვევაში, მიღებიდან პირველი შვიდი დღის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება.
თუ მენსტრუაცია დაიწყო ხუთ დღეზე მეტი ხნის წინ, ბელარას მიღების დაწყება უნდა გადაიდოს შემდეგი მენსტრუაციის დაწყებამდე.
სხვა ჰორმონალური კონტრაცეპტივიდან გადასვლა ბელარას მიღებაზე
სხვა კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივიდან გადასვლა
ქალმა ბელარას მიღება უნდა დაიწყოს ტაბლეტების მიღებიდან შვიდდღიანი შესვენების ან ადრე გამოყენებული კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების შეფუთვიდან პლაცებო ტაბლეტების მიღების შემდეგ.
მხოლოდ პროგესტაგენის შემცველი პრეპარატებიდან გადასვლა ("მინი-პილი")
ბელარას პირველი ტაბლეტი მიიღება მხოლოდ პროგესტაგენის შემცველი ბოლო ტაბლეტის მიღებიდან მეორე დღეს. პირველი შვიდი დღის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდები.
ჰორმონალური კონტრაცეპტივების ან კონტრაცეპტული იმპლანტის საინექციო ფორმებიდან გადასვლა
ბელარას მიღება შეიძლება დაიწყოს იმპლანტის ამოღების დღიდან ან შემდეგი ინექციის გაკეთების დღეს. პირველი შვიდი დღის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდები.
სპონტანური ან სამედიცინო აბორტის შემდეგ პირველ ტრიმესტრში
ბელარას მიღების დაწყება შეიძლება სპონტანური ან სამედიცინო აბორტის შემდეგ დაუყოვნებლივ პირველ ტრიმესტრში. ამ შემთხვევაში საჭირო არ არის დამატებითი კონტრაცეპტული ზომების გამოყენება.
მშობიარობის, სპონტანური ან სამედიცინო აბორტის შემდეგ მეორე ტრიმესტრში
ქალებს, რომლებიც ძუძუთი არ კვებავენ, შეუძლიათ პრეპარატის მიღების დაწყება მშობიარობიდან 21-28 დღის. ამ შემთხვევაში საჭირო არ არის კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება.
თუ პრეპარატის მიღება დაიწყო მშობიარობიდან 28 დღეზე მეტი ხნის შემდეგ, კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდები გამოყენებული უნდა იქნას პირველი შვიდი დღის განმავლობაში.
თუ ქალს უკვე ჰქონდა სქესობრივი კავშირი, უნდა გამოირიცხოს ორსულობა, ან ქალი უნდა დაელოდოს მომდევნო მენსტრუალური ციკლის დაწყებას პრეპარატის მიღებამდე.
ლაქტაცია (იხ. პუნქტი "გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს")
ქალებში, რომლებიც ძუძუთი კვებავენ, არ არის რეკომენდებული ბელარას მიღება.
ბელარას მიღების შეწყვეტის შემდეგ
ბელარას მიღების შეწყვეტის შემდეგ, მიმდინარე ციკლი შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით ერთი კვირით.
ტაბლეტების არარეგულარული მიღება
თუ პაციენტს დაავიწყდა ტაბლეტის მიღება, მაგრამ მიიღო მომდევნო 12 საათის განმავლობაში, საჭირო არ არის დამატებითი კონტრაცეპტული ზომები. პაციენტმა უნდა გააგრძელოს პრეპარატის მიღება ჩვეულებრივად.
თუ პაციენტს დაავიწყდა ტაბლეტის მიღება, მაგრამ მიიღო ის 12 საათის შემდეგ, კონტრაცეპტული დაცვა შეიძლება შემცირდეს. ტაბლეტის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი ორი ძირითადი წესით:
- ტაბლეტების მიღება არასოდეს უნდა შეწყდეს შვიდ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში
- ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზი-საკვერცხეების ღერძის საკმარისად დათრგუნვის მისაღწევად აუცილებელია ტაბლეტების მიღებისას 7-დღიანი შესვენება.
ბოლო (დავიწყებული) ტაბლეტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული, თუნდაც ეს ნიშნავდეს ორი ტაბლეტის ერთდროულად მიღებას. შემდეგი ტაბლეტები მიღებული უნდა იქნას ჩვეულებისამებრ. მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში აუცილებელია დამატებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების გამოყენება, როგორიცაა პრეზერვატივი. თუ ტაბლეტები გამოტოვებულია ციკლის 1 კვირაში და იყო სქესობრივი აქტი ტაბლეტების გამოტოვებამდე შვიდი დღის განმავლობაში (მათ შორის შვიდდღიანი შესვენება ტაბლეტების მიღებისას), უნდა განიხილებოდეს ორსულობის შესაძლებლობა. რაც უფრო მეტი ტაბლეტი იყო გამოტოვებული და რაც უფრო ახლოს იყო ტაბლეტების მიღების ჩვეულებრივ შესვენებასთან, მით უფრო მაღალია ორსულობის ალბათობა.
თუ მიმდინარე შეფუთვაში დარჩა შვიდზე ნაკლები ტაბლეტი, ტაბლეტების მიღების დასრულებისთანავე უნდა დაიწყოს ბელარას მიღება ახალი შეფუთვიდან, ე.ი. არ უნდა იყოს შესვენება ორ შეფუთვას შორის. სავარაუდოა, რომ ნორმალური „მოხსნის“ სისხლდენა არ მოხდება მანამ, სანამ ტაბლეტები არ დასრულდება მეორე შეფუთვიდან; თუმცა, ტაბლეტების ახალი შეფუთვიდან მიღებისას შეიძლება განვითარდეს „მენსტრუაციებსშორისი“ სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი საშოდან. თუ მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დასრულების შემდეგ „მოხსნის“ სისხლდენა არ განვითარდა, უნდა ჩატარდეს ორსულობის ტესტი.
რეკომენდაციები ღებინების ან დიარეის დროს
თუ ტაბლეტის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში აღინიშნა ღებინება ან ძლიერი დიარეა, პრეპარატის შეწოვა შეიძლება არასრული იყოს, შესაბამისად, კონტრაცეფციის სანდოობა ვერ იქნება გარანტირებული. ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოთ პუნქტში „ტაბლეტების არარეგულარული გამოყენება“ (იხ. ზემოთ) მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ბელარას მიღება უნდა გაგრძელდეს.
როგორ უნდა მოხდეს „მოხსნის“ სისხლდენის გადავადება
მენსტრუალური სისხლდენის დაწყების გადადების მიზნით, ქალმა უნდა გააგრძელოს ტაბლეტების მიღება ბელარას შემდეგი შეფუთვიდან შესვენების გარეშე. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ტაბლეტების მიღების გაგრძელება, სანამ ტაბლეტები არ ამოიწურება მეორე შეფუთვიდან. პრეპარატის მეორე შეფუთვიდან მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს საშოდან სისხლიანი გამონადენი ან/და „მენსტრუაციებსშორისი“ სისხლდენა. ტაბლეტების მიღებიდან ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ უნდა განახლდეს ბელარას რეგულარული გამოყენება.
როგორ უნდა შეიცვალოს მენსტრუალური სისხლდენის დაწყების დღე
იმისთვის, რომ სისხლდენის დაწყება გადაიდოს კვირის სხვა დღეს, არსებული რეჟიმით სისხლდენის დაწყების დღისგან განსხვავებულ დღეს, ქალს შეიძლება მიეცეს რჩევა, რომ შეამციროს შემდეგი შვიდდღიანი შესვენება დღეების სასურველი რაოდენობით. რაც უფრო ხანმოკლეა ტაბლეტების მიღებისას შესვენება, მით უფრო მაღალია ტაბლეტების მეორე შეფუთვიდან მიღებისას სისხლდენის არარსებობის რისკი, შეინიშნება სისხლიანი გამონადენი და/ან „მენსტრუაციებსშორისი“ სისხლდენა (ისევე როგორც სისხლდენის გადავადებისას).
გვერდითი მოვლენები
ბელარას კლინიკური კვლევების დროს დადგინდა, რომ პრეპარატის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები (>20%) იყო „მენსტრუაციებსშორისი“ სისხლდენა, უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენი, თავის ტკივილი და მკერდის მგრძნობელობა. არარეგულარული სისხლდენის ალბათობა მცირდება ბელარას ხანგრძლივი გამოყენებისას.
კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1629 ქალმა, ბელარას მიღების შემდეგ დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები.
არასასურველი გვერდითი რეაქციების სიხშირე / ორგანოთა სისტემების კლასი
(MedDRA)
ძალიან ხშირად ( 1/10)
ხშირად ( 1/100 და < 1/10)
არახშირად ( 1/1 000 და < 1/100)
იშვიათად ( 1/10 000 და < 1/1 000)
ძალიან იშვიათად (< 1/10 000)
სიხშირე უცნობია
(შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით)
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
ვაგინალური კანდიდოზი
ვულვო-გინიტი
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და განუსაზღვრელი ნეოპლაზმები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
სარძევე ჯირკვლების ფიბროადენომა
იმუნური სისტემის დარღვევები
პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, კანის ალერგიული რეაქციების ჩათვლით
მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომების გაძლიერება
მეტაბოლური და კვების დარღვევები
სისხლში ლიპიდების ცვლილებები, მათ შორის ჰიპერტრიგლიცერიდემია
მადის მომატება
ფსიქიკური დარღვევები:
დეპრესიული განწყობა, ნერვიულობა, გაღიზიანება,
ლიბიდოს დაქვეითება
ნერვული სისტემის დარღვევები
თავბრუსხვევა, შაკიკი (და/ან შაკიკის მომატება)
მხედველობის დარღვევები
მხედველობის დაქვეითება
კონიუნქტივიტი, კონტაქტური ლინზების აუტანლობა
სმენის და ლაბირინთის დარღვევები
სმენის უეცარი დაქვეითება, ტინიტუსი
სისხლძარღვთა დარღვევები
არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი, ვარიკოზული ვენები, ვენური თრომბოზი,
ვენური თრომბოემბოლია,
არტერიული თრომბოემბოლია*
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
გულისრევა
ღებინება
მუცლის ტკივილი, შებერილობა, დიარეა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
აკნე
პიგმენტაციის დარღვევები, ქლოაზმა, ალოპეცია, კანის სიმშრალე, ჰიპერჰიდროზი, თმის ცვენა
ჭინჭრის ციება, ეგზემა, ერითემა, ქავილი, ფსორიაზის გამწვავება, ჰიპერტრიქოზი
კვანძოვანი ერითემა
ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
სიმძიმის შეგრძნება
ზურგის ტკივილი, კუნთების დარღვევები
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დარღვევები
ვაგინალური გამონადენი, დისმენორეა, ამენორეა
ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
გალაქტორეა, სარძევე ჯირკვლების გადიდება, მენორაგია, პრემენსტრუალური სინდრომი
ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე
დაღლილობა, შეშუპება
მადის გაძლიერება
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
არტერიული წნევის მომატება
- იხ. პუნქტი "შერჩეული არასასურველი ეფექტების აღწერა"
ასევე, შემდეგი გვერდითი მოვლენები დაკავშირებული იყო ეთინილესტრადიოლისა და ქლორმადინონის გამოყენებასთან რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში: ასთენია და ალერგიული რეაქციები, რომლებიც არ არის დაკავშირებული იმუნური სისტემის დარღვევებთან.
შერჩეული არასასურველი ეფექტების აღწერა
შემდეგი გვერდითი მოვლენები ასევე დაფიქსირდა კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან, რომლებიც შეიცავს 0,030 მგ ეთინილესტრადიოლს და 2 მგ ქლორმადინონის აცეტატს:
არტერიული და ვენური თრომბოზის და თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკი, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა, ვენური თრომბოზი და ფილტვის არტერიის ემბოლია, დაფიქსირდა ქალებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, რაც უფრო დეტალურად არის აღწერილი პუნქტში „სიფრთხილის ზომები“.
ზოგიერთი კვლევის მიხედვით, კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება ზრდის სანაღვლე გზების დაავადებების განვითარების რისკს.
იშვიათ შემთხვევებში, პერორალური კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ, დაფიქსირდა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევები და კიდევ უფრო იშვიათად, ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ ინტრააბდომინალურ სისხლდენას (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებების გამწვავება (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი; იხილეთ პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია, როგორიცაა საშვილოსნოს ან ძუძუს კიბო, წარმოდგენილია პუნქტში „სიფრთხილის ზომები“.
ურთიერთქმედება
„მენსტრუაციებსშორისი“სისხლდენა და/ან კონტრაცეპტივების არაეფექტურობა შეიძლება გამოწვეული იყოს პერორალური კონტრაცეპტივების სხვა პრეპარატებთან (ფერმენტის მაინდუცირებელი პრეპარატები) ურთიერთქმედებით (იხ. პუნქტი "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან").
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მიღებული საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ცნობები ძალზე მნიშვნელოვანია. ეს სარგებელი/რისკის თანაფარდობაზე მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქცია ეროვნული შეტყობინების სისტემის გამოყენებით.
დოზის გადაჭარბება
არ არსებობს ინფორმაცია პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას სერიოზული ტოქსიკური ეფექტების შესახებ. შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება და, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებში, მცირე სისხლიანი გამონადენი საშოდან. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი; ტარდება სიმპტომატური თერაპია. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს წყლისა და ელექტროლიტების ცვლის და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
შენიშვნა: პრეპარატის შესაძლო ურთიერთქმედების დასადგენად უნდა გაანალიზდეს თანმხლები მედიკამენტების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებში მოცემული ინფორმაცია.
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
კლინიკურ კვლევებში პაციენტებში, რომლებიც იღებდენ ომბიტასვირის/პარიტაპრევირის/რიტონავირის და დასაბუვირის შემცველ პრეპარატებს, რიბავირინთან ერთად ან მის გარეშე, C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) სამკურნალოდ, ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ეთინილესტრადიოლის შემცველ მედიკამენტებს, როგორიცაა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები, მნიშვნელოვნად უფრო ხშირად აღინიშნა ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) აქტივობის ზრდა ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტად. გარდა ამისა, ALT აქტივობის მომატება დაფიქსირდა ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ეთინილ ესტრადიოლის შემცველ მედიკამენტებს, როგორიცაა კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები და იღებდნენ გლეკაპრევირს/პიბრენტასვირს ან სოფოსბუვირს/ველპატასვირს/ვოქსილაპრევირს. (იხ. პუნქტი "უკუჩვენებები").
ამიტომ, პაციენტები, რომლებიც იღებენ ბელარას, უნდა გადავიდნენ კონტრაცეფციის ალტერნატიულ მეთოდზე (მაგალითად, მხოლოდ პროგესტაგენური კონტრაცეპტივები ან არაჰორმონალური მეთოდები) კომბინირებული პრეპარატის სქემით თერაპიის დაწყებამდე. ბელარას მიღება შეიძლება განახლდეს თერაპიის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ კომბინირებული პრეპარატების რეჟიმის მიხედვით.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატების გავლენა პრეპარატ ბელარაზე
შესაძლოა აღინიშნოს ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც აინდუცირებენ მიკროსომურ ფერმენტებს, რის შედეგადაც შეიძლება გაიზარდოს სასქესო ჰორმონების კლირენსი, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს „მენსტრუაციებსშორის“ სისხლდენას და/ან კონტრაცეპტული ეფექტის არაეფექტურობას.
ტაქტიკა
ფერმენტის ინდუქცია შეიძლება აღინიშნოს გამოყენების რამდენიმე დღის შემდეგ. ფერმენტის მაქსიმალური ინდუქცია ჩვეულებრივ აღინიშნება რამდენიმე კვირაში. პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ ფერმენტის ინდუქცია შეიძლება გაგრძელდეს 4 კვირამდე.
მოკლევადიანი მკურნალობა
ქალებისთვის, რომლებიც იღებენ მკურნალობას მიკროსომური ფერმენტების ინდუქტორებით, რეკომენდებულია, რომ დროებით გამოიყენონ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი ან კონტრაცეფციის სხვა მეთოდი კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად. კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული თანმხლები თერაპიის მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან კიდევ 28 დღის განმავლობაში. თუ ინდუქტორული პრეპარატის გამოყენება გაგრძელდება ბოლო კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის ტაბლეტის ამჟამინდელი შეფუთვიდან მიღების შემდეგ, უნდა დაიწყოს ტაბლეტების მიღება ახალი შეფუთვიდან, შესვენება გამოტოვებული უნდა იყოს.
გრძელვადიანი მკურნალობა
ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ თერაპიას პრეპარატებით, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის ფერმენტულ სისტემას, რეკომენდებულია კონტრაცეფციის სხვა არაჰორმონალური საიმედო მეთოდის გამოიყენება.
შემდეგი ურთიერთქმედება აღწერილია ლიტერატურაში:
ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების კლირენსს (ამცირებენ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას მიკროსომური ფერმენტების ინდუქციის გამო), მაგალითად:
ბარბიტურატები, ბოზენტანი, კარბამაზეპინი, ბარბექსაკლონი, ფენიტოინი, პრიმიდონი, მოდაფინილი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და აივ-ის სამკურნალო პრეპარატი რიტონავირი, ნევირაპინი და ეფავირენცი და შესაძლოა ასევე ფელბამატი, გრიზეოფულვინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი პრეპარატები.
შემდეგმა სამკურნალო საშუალებებმა/აქტიურმა ნივთიერებებმა შეიძლება შეამცირონ ეთინილ ესტრადიოლის შრატში კონცენტრაცია:
ყველა პრეპარატი, რომელიც ზრდის კუჭ-ნაწლავის მოტორიკას (მაგ. მეტოკლოპრამიდი) ან ხელს უშლის შეწოვას (მაგ. გააქტიურებული ნახშირი).
ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ ცვლადი ეფექტი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების კლირენსზე
კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენებისას, აივ პროტეაზას ინჰიბიტორების და არანუკლეოზიდური რევერსიული ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების კომბინაციამ, C ჰეპატიტის ვირუსის პროტეაზას ინჰიბიტორებთან კომბინაციების ჩათვლით, შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ესტროგენების ან პროგესტინების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ამ ცვლილებების ეფექტი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი.
პრეპარატთან შესაძლო ურთიერთქმედების და მასთან დაკავშირებული რეკომენდაციების იდენტიფიცირებისთვის, აუცილებელია აივ ინფექციის/ჰეპატიტის სამკურნალოდ განკუთვნილი თანმხლები მედიკამენტების ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაციის ანალიზი. რაიმე ეჭვის არსებობისას, ქალებმა, რომლებიც იღებენ პროტეაზას ინჰიბიტორებს ან არანუკლეოზიდის უკუ ტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორებს, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდი.
შემდეგმა სამკურნალო საშუალებებმა/აქტიურმა ნივთიერებებმა შეიძლება გაზარდონ ეთინილესტრადიოლის შრატში კონცენტრაცია:
აქტიური ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ ეთინილესტრადიოლის სულფაციას ნაწლავის კედელში, მაგალითად, ასკორბინის მჟავა ან პარაცეტამოლი;
ატორვასტატინი (ზრდის ეთინილესტრადიოლის AUC-ს 20%-ით);
აქტიური ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების აქტივობას, როგორიცაა იმიდაზოლის წარმოებული სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, ფლუკონაზოლი), ინდინავირი ან ტროლეანდომიცინი.
ბელარას ზემოქმედება სხვა პრეპარატებზე
მიკროსომური ღვიძლის ფერმენტების აქტივობის დათრგუნვით და, შესაბამისად, სისხლის შრატში ისეთი აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციის გაზრდით, როგორიცაა დიაზეპამი (და სხვა ბენზოდიაზეპინები, რომელთა მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ჰიდროქსილირების გზით), ციკლოსპორინი, თეოფილინი და პრედნიზოლონი.
ღვიძლში გლუკურონიდაციის გამოწვევით და, შესაბამისად, შრატში ისეთი ნივთიერებების კონცენტრაციის შემცირებით, როგორიცაა კლოფიბრატი, პარაცეტამოლი, მორფინი და ლორაზეპამი.
ინსულინის და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების საჭიროება შეიძლება შეიცვალოს, რადგან პრეპარატი გავლენას ახდენს გლუკოზის ტოლერანტობაზე (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).
აღწერილი ურთიერთქმედების მახასიათებლები ასევე შეიძლება ეხებოდეს ბოლო დროს გამოყენებულ პრეპარატებს.
ლაბორატორიული კვლევები
ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, მაგალითად, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლები, პლაზმაში გადამტანი ცილების დონეები (მაგალითად, კორტიკოსტეროიდული ჰორმონის შემაკავშირებელი გლობულინი და ლიპიდური და ლიპოპროტეინების ფრაქციები), ასევე ნახშირწყლების მეტაბოლიზმის, კოაგულაციის და ფიბრინოლიზის პარამეტრები. როგორც წესი, ცვლილებები რჩება ნორმალურ ლაბორატორიულ მნიშვნელობებში.
სიფრთხილის ზომები
განსაკუთრებული მითითებები
მოწევა ზრდის სერიოზული გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკს, რომელიც დაკავშირებულია კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები გამოყენებასთან. რისკი იზრდება ასაკთან ერთად და სიგარეტის მოწევის რაოდენობასთან ერთად და ყველაზე მაღალია 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში. 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებმა, რომლებიც ეწევიან, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის სხვა მეთოდები.
კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება დაკავშირებულია სხვადასხვა სერიოზული დაავადების გაზრდილ რისკთან, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, თრომბოემბოლია, ინსულტი ან ღვიძლის სიმსივნე. სხვა რისკ ფაქტორები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, სიმსუქნე და დიაბეტი მნიშვნელოვნად ზრდის გართულებების და სიკვდილიანობის რისკს. თუ არსებობს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება/რისკ ფაქტორი, ბელარას მიღების მიზანშეწონილობა განხილული უნდა იყოს ქალთან. თუ ეს დაავადებები ან რისკ-ფაქტორები პროგრესირებს ან პირველად ვითარდება, პაციენტს უნდა მიეცეს რჩევა, მიმართოს ექიმს. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, გაგრძელდეს თუ შეწყდეს ბელარას გამოყენება.
თრომბოემბოლია და სხვა სისხლძარღვთა გართულებები
ეპიდემიოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ არსებობს კავშირი ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებასა და ვენური ან არტერიული თრომბოემბოლიური გართულებების გაზრდილ რისკს შორის, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია. ეს გართულებები იშვიათად ვითარდება. სხვა სისხლძარღვების თრომბოზი, როგორიცაა ღვიძლის, მეზენტერული, თირკმლის ან ბადურის ვენების და არტერიების, ძალიან იშვიათად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს.
ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი
კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება ზრდის ვენური თრომბოემბოლიის რისკს პაციენტებში, რომლებიც იღებენ მათ, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ ამ პრეპარატებს. ლევონორგესტრელის, ნორგესტიმატის ან ნორეთისტერონის შემცველი პრეპარატები ასოცირდება ვენური თრომბოემბოლიის ყველაზე დაბალ რისკთან. ქლორმადინონის/ეთინილესტრადიოლის შემცველი სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, როგორიცაა ბელარა, რისკი შეიძლება გაიზარდოს 1,25-ჯერ ლევონორგესტრელის შემცველ პრეპარატებთან შედარებით. გადაწყვეტილება პრეპარატის გამოყენების შესახებ, რომელიც არ არის ვენური თრომბოემბოლიის ყველაზე დაბალი რისკის სიაში, მიღებული უნდა იქნას მხოლოდ ქალთან გასაუბრების შემდეგ. დარწმუნდით, რომ მას ესმის ვენური თრომბოემბოლიის რისკი ბელარას მიღებისას, რა გავლენას ახდენს მასზე მისი რისკ-ფაქტორები და რომ ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ყველაზე დიდი რისკი არის პრეპარატის გამოყენების პირველ წელს. გარდა ამისა, არსებობს მონაცემები, რომ რისკი იზრდება, როდესაც კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება განახლდება 4 კვირის ან მეტი შესვენების შემდეგ.
ერთი წლის განმავლობაში ვენური თრომებოემბოლია ვითარდება დაახლოებით 10000 ქალიდან 2-ში, რომლებიც არ არიან ორსულად და არ იღებენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს. თუმცა, ქალის ინდივიდუალური რისკი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს მისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით (იხ. ქვემოთ).
ქალებში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომლებიც იყენებდნენ დაბალი დოზების კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს (<50 მკგ ეთინილესტრადიოლი) აჩვენებს, რომ 10000 ქალიდან წელიწადში 6-12 ქალს უვითარდება ვენური თრომბოემბოლია.
შეფასების მიხედვით, 10,000 ქალიდან, რომლებიც იყენებენ ქლორმადინონის შემცველ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, 6-9 ქალს უვითარდება ვენური თრომბოემბოლია ერთი წლის განმავლობაში (შედარებით, დაახლოებით 6 შემთხვევა ფიქსირდება ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ლევონორგესტრელის შემცველ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს).
ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევების რაოდენობა 10000 ქალზე წელიწადში
1 დიაპაზონის მედიანა 5-7 10000 ქალზე წელიწადში, გამოთვლილი ვენური თრომბოემბოლიის შედარებითი რისკის საფუძველზე ლევონორგესტრელის შემცველი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივისთვის, გამოუყენებლობასთან შედარებით, რაც შეადგენს დაახლოებით 2,3-3,6-ს.
ორივე შემთხვევაში, ვენური თრომბოემბოლიის რაოდენობა წელიწადში ნაკლებია, ვიდრე მოსალოდნელია ორსულობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
ვენური თრომბოემბოლია შეიძლება ფატალური იყოს შემთხვევების 1-2%-ში.
ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენებისას ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ქალებში დამატებითი რისკ-ფაქტორებით, კერძოდ მრავალი რისკის ფაქტორის მქონე ქალებში (იხ. ცხრილი).
ბელარა უკუნაჩვენებია ქალებში, რომლებსაც აქვთ მრავალი რისკ-ფაქტორი, რაც პაციენტს აყენებს ვენური თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“). თუ ქალს აქვს ერთზე მეტი რისკ-ფაქტორი, შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც რისკი იზრდება უფრო მეტად, ვიდრე უბრალოდ ცალკეული ფაქტორების შეჯამებისას: ამ შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ვენური თრომბოემბოლიის განვითარების საერთო რისკი. თუ შეფასებისას სარგებელი-რისკის თანაფარდობა არასახარბიელო აღმოჩნდება, კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენება უნდა შეწყდეს (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).
ცხრილი: ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
რისკის ფაქტორი
შენიშვნა
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30 კგ/მ2-ს)
სხეულის მასის ინდექსის მატებასთან ერთად რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, არის თუ არა სხვა რისკფაქტორები.
გახანგრძლივებული იმობილიზაცია, სერიოზული ოპერაცია, ნებისმიერი ოპერაცია ფეხების ან მენჯის მიდამოში, ნეიროქირურგიული ოპერაცია ან სერიოზული ტრავმა.
შენიშვნა: დროებითი იმობილიზაცია, მათ შორის საჰაერო მგზავრობა 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ასევე შეიძლება იყოს ვენური თრომბოემბოლიის რისკ-ფაქტორი, განსაკუთრებით ქალებში დამატებითი რისკ-ფაქტორებით.
ასეთ სიტუაციებში რეკომენდებულია პლასტირის/ტაბლეტის/რგოლის გამოყენების შეწყვეტა (გეგმიური ოპერაციის შემთხვევაში მინიმუმ ოთხი კვირით ადრე) და განახლება მხოლოდ მობილობის სრული აღდგენიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ. არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება კონტრაცეფციის სხვა მეთოდი.
თუ ბელარას გამოყენება წინასწარ არ შეწყვეტილა, განიხილება ანტითრომბოზული თერაპიის შესაძლებლობა.
რთული ოჯახური ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები ახლო ნათესავებში - ძმა, და, მშობელი, განსაკუთრებით შედარებით მცირე ასაკში, ე.ი.50 წლამდე)
თუ არსებობს ეჭვი მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე, ქალი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტთან კონსულტაციისთვის, სანამ მიიღება გადაწყვეტილება კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენებამდე.
ნებისმიერი პათოლოგია, რომელიც დაკავშირებულია ვენურ თრომბოემბოლიასთან
ონკოლოგიური დაავადება, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.
ასაკი
განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ
არ არსებობს კონსენსუსი ვენების ვარიკოზული გაგანიერების და ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტის შესაძლო როლზე ვენური თრომბოზის განვითარებაში ან პროგრესირებაში.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკი ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომი პერიოდის პირველ 6 კვირაში (იხ. პუნქტი „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს“).
ვენური თრომბოემბოლიის სიმპტომები (ღრმა ვენის თრომბოზი და ფილტვის ემბოლია)
ქალებს უნდა აცნობონ, რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიმართონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და აცნობონ ჯანდაცვის პროფესიონალს კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენების შესახებ.
ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ფეხების და/ან ტერფების ცალმხრივი შეშუპება ან ფეხის ვენის გასწვრივ შეშუპება;
- ტკივილი ან მგრძნობელობა ფეხის არეში, რომელიც იგრძნობა მხოლოდ დგომისას ან სიარულის დროს;
- დაზიანებული ფეხის ტემპერატურის მომატება; კანის სიწითლე ან გაუფერულება ფეხზე.
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- უეცარი უმიზეზო ქოშინი ან ხშირი სუნთქვა;
- უეცარი ხველა აშკარა მიზეზის გარეშე, შესაძლოა სისხლით;
- ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში;
- ძლიერი თავბრუსხვევა;
- სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.
ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი სიმპტომი (მაგ., ქოშინი, ხველა) არასპეციფიკურია და შეიძლება შეცდომით იყოს გაგებული, როგორც უფრო გავრცელებული ან ნაკლებად მძიმე პათოლოგია (მაგ., სასუნთქი გზების ინფექციები).
სისხლძარღვების ბლოკირების სხვა ნიშნები შეიძლება იყოს უეცარი ტკივილი, შეშუპება და კიდურის მსუბუქი ციანოზი.
თუ თვალში განვითარდება სისხლძარღვების ბლოკირება, სიმპტომები შეიძლება იყოს მხედველობის დაბინდვიდან (ტკივილის გარეშე) მხედველობის დაქვეითებამდე (მისი პროგრესირებისას). ზოგიერთ შემთხვევაში, მხედველობის დაკარგვა შეიძლება თითქმის დაუყოვნებლივ განვითარდეს.
არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკი
ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგებით, არსებობს კავშირი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებასა და არტერიული თრომბოემბოლიის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის (მაგალითად, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევის, ინსულტის) განვითარების გაზრდილ რისკს შორის. არტერიული თრომბოემბოლიის შემთხვევები შეიძლება ფატალური იყოს.
არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
არტერიული თრომბოემბოლიური გართულებების ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების განვითარების რისკი კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები გამოყენებისას იზრდება რისკის ფაქტორების მქონე ქალებში (იხ. ცხრილი). ბელარა უკუნაჩვენებია ქალებში ერთი სერიოზული რისკფაქტორის ან არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების მრავალი რისკ-ფაქტორის მქონე ქალებში, რაც პაციენტს არტერიული თრომბოზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“). თუ ქალს აქვს ერთზე მეტი რისკფაქტორი, შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც რისკი უფრო მეტად იმატებს, ვიდრე ცალკეული ფაქტორების შეჯამებისას: ამ შემთხვევაში, საერთო რისკი უნდა იქნას გათვალისწინებული. თუ შეფასებისას სარგებელი-რისკის თანაფარდობა არასახარბიელო აღმოჩნდება, კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები არ უნდა დაინიშნოს (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).
ცხრილი: არტერიული თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ფაქტორები
რისკის ფაქტორი
შენიშვნა
ასაკი
განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ
მოწევა
ქალებს, რომლებსაც სურთ კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენება, ურჩევენ შეწყვიტონ მოწევა. 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებს, რომლებმაც არ დაანებეს თავი მოწევას, მკაცრად ურჩევენ აირჩიონ კონტრაცეფციის სხვა მეთოდები.
არტერიული ჰიპერტენზია
სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30 კგ/მ2-ს)
სხეულის მასის ინდექსის მატებასთან ერთად რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატებითი რისკის ფაქტორების მქონე ქალებისთვის.
დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (არტერიული თრომბოემბოლიის შემთხვევები ახლო ნათესავებში - ძმა, და, მშობელი, განსაკუთრებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში, ანუ 50 წლამდე).
თუ არსებობს ეჭვი მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე, ქალი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტის კონსულტაციაზე, სანამ მიიღება რაიმე გადაწყვეტილება კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენების შესახებ.
შაკიკი
შაკიკის სიხშირის ან სიმძიმის მატება კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენებისას (რაც შეიძლება იყოს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის საწინდარი) შეიძლება იყოს პრეპარატის დაუყოვნებელი შეწყვეტის მიზეზი.
ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლძარღვთა არასასურველ მოვლენებთან.
შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერჰომოცისტეინემია, გულის დაავადება და წინაგულების ფიბრილაცია, დისლიპოპროტეინემია და სისტემური წითელი მგლურა.
არტერიული თრომბოემბოლიის სიმპტომები
ქალებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მათ უნდა მიმართონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და აცნობონ ჯანდაცვის პროფესიონალს კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივის გამოყენების შესახებ.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- სახის, მკლავის ან ფეხის უეცარი სისუსტე ან დაბუჟება, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს;
- უეცარი სირთულე სიარულის დროს, თავბრუსხვევა, წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა;
- უეცარი დაბნეულობა, მეტყველების ან მეტყველების აღქმის დარღვევა;
- მხედველობის უეცარი დაკარგვა ერთ ან ორივე თვალში;
- უეცარი, ძლიერი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი ცნობილი მიზეზების გარეშე;
- გონების დაკარგვა ან სისუსტე კრუნჩხვით ან მის გარეშე.
სიმპტომების დროებითი ხასიათი მიუთითებს გარდამავალ იშემიურ შეტევაზე.
მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ტკივილი, დისკომფორტი, წნევა, სიმძიმე, შებოჭილობის ან სისავსის შეგრძნება მკერდში, მკლავში ან გულმკერდში;
- დისკომფორტი რომელიც ვრცელდება ზურგის, ქვედა ყბის, ყელის, მკლავის, კუჭის მიდამოში;
- სისავსის, საჭმლის მონელების ან დახრჩობის შეგრძნება;
- ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა;
- უკიდურესი სისუსტე, შფოთი ან ქოშინი;
- ხშირი ან არარეგულარული გულისცემა.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივს, უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ თრომბოზის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიმართონ ექიმს. თუ არსებობს ეჭვი ან დადასტურებულია თრომბოზი, ბელარას მიღება უნდა შეწყდეს.
სიმსივნეები
ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევის მიხედვით, პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება არის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის ფაქტორი ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირებულ ქალებში. თუმცა, ეს საკითხი საკამათოა, რადგან გაურკვეველია, თუ რამდენად მოქმედებს სხვა ფაქტორები მიღებულ შედეგებზე (მაგალითად, სექსუალური პარტნიორების რაოდენობის განსხვავება ან კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების გამოყენება) (ასევე იხილეთ პუნქტი „სამედიცინო გამოკვლევა“).
54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ძუძუს კიბოს განვითარების შედარებითი რისკი ოდნავ მაღალია ქალებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს (RR = 1.24). ეს გაზრდილი რისკი თანდათან მცირდება კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში. თუმცა, ამ კვლევებმა არ დაადასტურა დაავადებისა და პრეპარატის მიღებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა. დაფიქსირებული გაზრდილი რისკი შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ქალებში, რომლებიც იყენებენ კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, ძუძუს კიბოს დიაგნოზი უფრო ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირდება, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც მათ არ იყენებს, აგრეთვე კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების ბიოლოგიური ეფექტებით ან ორივე ფაქტორის კომბინაციით.
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნის შემთხვევები პერორალური კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ, ხოლო ავთვისებიანი სიმსივნეები დაფიქსირდა კიდევ უფრო იშვიათად. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ სიმსივნეებმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ინტრააბდომინალური სისხლდენა. მუცლის ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, რომელიც თავისთავად არ ქრება, აგრეთვე ჰეპატომეგალიის ან ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნების არსებობისას, გასათვალისწინებელია ღვიძლის სიმსივნის განვითარების შესაძლებლობა და ბელარას მიღება უნდა შეწყდეს.
მენინგიომა
დაფიქსირდა მენინგიომის შემთხვევები (ერთეული და მრავლობითი) ქლორმადინონის აცეტატის გამოყენებისას, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში (რამდენიმე წელი) მიღებისას. აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი მენინგიომის ნიშნებსა და სიმპტომებზე სტანდარტული კლინიკური პრაქტიკის მიხედვით. თუ პაციენტს დაუსვეს მენინგიომის დიაგნოზი, სიფრთხილის მიზნით უნდა შეწყდეს ქლორმადინონის აცეტატის შემცველი ნებისმიერი პრეპარატით თერაპია.
არსებობს მონაცემები, რომ მენინგიომის განვითარების რისკი შეიძლება შემცირდეს ქლორმადინონის აცეტატით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
სხვა მდგომარეობები
დეპრესიული განწყობა და დეპრესია არის ცნობილი არასასურველი რეაქციები ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას (იხ. პუნქტი "გვერდითი მოვლენები"). დეპრესია შეიძლება იყოს სერიოზული და არის ცნობილი რისკფაქტორი სუიციდური ქცევისა და თვითმკვლელობისთვის. ქალებმა უნდა მიმართონ ექიმს, თუ განიცდიან განწყობის ცვალებადობას ან დეპრესიის სიმპტომებს, მათ შორის მკურნალობის დაწყებიდან მალევე.
ბევრი ქალი, რომელიც იღებს პერორალურ კონტრაცეპტივებს, განიცდის არტერიული წნევის უმნიშვნელო მატებას. არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება იშვიათია. ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებასა და კლინიკურად გამოვლენილ ჰიპერტენზიას შორის კავშირი ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული. თუ ბელარას მიღებისას შეინიშნება არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა. როგორც კი ანტიჰიპერტენზიული თერაპიის შემდეგ არტერიული წნევის დონე ნორმალიზდება, ბელარას მიღება შეიძლება გაგრძელდეს.
ეგზოგენურმა ესტროგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიონევროზის სიმპტომები.
ორსულთა ჰერპესის ანამნეზის მქონე ქალებში კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღებისას შესაძლებელია ამ დაავადების რეციდივი.
ქალებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერტრიგლიცერიდემიის ანამნეზი ან ოჯახური ანამნეზი, კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღებისას მატულობს პანკრეატიტის განვითარების რისკი. ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული დისფუნქციის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტა ღვიძლის ფუნქციის პარამეტრების ნორმალიზებამდე. ქოლესტაზური სიყვითლის რეციდივის შემთხვევაში, რომელიც პირველად დიაგნოსტირებულია ორსულობის დროს ან სასქესო ჰორმონების მიღებისას, აუცილებელია კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტა.
კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პერიფერიულ ინსულინრეზისტენტობაზე ან გლუკოზის ტოლერანტობაზე. ამიტომ, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მდგომარეობა და პერორალური კონტრაცეპტივების მიღება უნდა მოხდეს გულდასმით.
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ქლოაზმა ორსულობის დროს. ქლოაზმისადმი მიდრეკილი ქალები პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას უნდა მოერიდონ მზეზე ყოფნას, ასევე ულტრაიისფერ გამოსხივებას.
სიფრთხილის ზომები
მედიკამენტების მიღებამ, რომლებიც შეიცავს ესტროგენს ან ესტროგენ/პროგესტაგენს, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გარკვეულ დაავადებებზე/მდგომარეობებზე. შემდეგ შემთხვევებში აუცილებელია სამედიცინო დაკვირვება:
ეპილეფსია;
გაფანტული სკლეროზი;
ტეტანია;
შაკიკი (ასევე იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“);
ბრონქული ასთმა;
გულის ან თირკმლის უკმარისობა;
ქორეა;
შაქრიანი დიაბეტი (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“);
ღვიძლის დაავადებები (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“);
დისლიპოპროტეინემია (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“);
აუტოიმუნური დაავადებები (მათ შორის სისტემური წითელი მგლურა);
სიმსუქნე;
არტერიული ჰიპერტენზია (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“);
ენდომეტრიოზი;
ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
თრომბოფლებიტი (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“);
სისხლის შედედების დარღვევა (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“);
მასტოპათია;
საშვილოსნოს ფიბრომა;
ორსულთა ჰერპესი;
დეპრესია (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“);
ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი: იხილეთ ნაწილი „გვერდითი მოვლენები“).
სამედიცინო გამოკვლევა
ბელარას მიღების დაწყებამდე ან ხელახლა დანიშვნამდე უნდა მოხდეს ანამნეზის საფუძვლიანი შეკრება (ოჯახური ანამნეზის ჩათვლით) და უნდა გამოირიცხოს ორსულობა. უნდა გაიზომოს არტერიული წნევა და ჩატარდეს ფიზიკური გამოკვლევა, უკუჩვენებების შესახებ ინფორმაციის (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“), განსაკუთრებული მითითებების და სიფრთხილის ზომების (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“) გათვალისწინებით. ეს უნდა განმეორდეს ბელარას გამოყენებისას. ასევე აუცილებელია რეგულარული სამედიცინო გამოკვლევა, რადგან შესაძლებელია, რომ ზოგიერთი უკუჩვენება (მაგალითად, გარდამავალი იშემიური შეტევები) ან რისკ-ფაქტორები (მაგალითად, ვენური ან არტერიული თრომბოზის ოჯახური ანამნეზი) პირველად განვითარდეს ან გამოვლინდეს ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას. სამედიცინო გამოკვლევა უნდა მოიცავდეს არტერიული წნევის გაზომვას, სარძევე ჯირკვლების, მუცლის ღრუს, შიდა და გარე სასქესო ორგანოების გამოკვლევას, საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიურ გამოკვლევას და შესაბამის ლაბორატორიულ გამოკვლევებს.
მნიშვნელოვანია, რომ ქალმა ყურადღება მიაქციოს ვენური და არტერიული თრომბოზის რისკს, მათ შორის ბელარას გამოყენების რისკს სხვა კომბინირებულ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან შედარებით, ვენური თრომბოემბოლიის და არტერიული თრომბოემბოლიის სიმპტომებს, ასევე დადგენილ რისკ-ფაქტორებს და თრომბოზის განვითარებაზე ეჭვის შემთხვევაში, მისაღებ ზომებს.
აუცილებელია, ქალმა ყურადღებით წაიკითხოს გამოყენების ინსტრუქცია და დაიცვას მასში წარმოდგენილი რეკომენდაციები. გამოკვლევების სიხშირე და სახეობა უნდა ეფუძნებოდეს შემუშავებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს მათი ადაპტაციით თითოეული კონკრეტული ქალისთვის.
ქალს უნდა ეცნობოს, რომ ორალური კონტრაცეპტივების, მათ შორის ბელარას მიღება, არ იცავს აივ ინფექციისგან (შიდსი) ან სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან.
ეფექტურობის დაქვეითება
ტაბლეტის გამოტოვება (იხ. პუნქტი "ტაბლეტების არარეგულარული მიღება"), ღებინება ან ნაწლავის დარღვევები, მათ შორის დიარეა, გარკვეული თანმხლები მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება (იხ. პუნქტი "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან") ან, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მეტაბოლური დარღვევები იწვევს პრეპარატის კონტრაცეპტული ეფექტურობის დაქვეითებას.
ზემოქმედება მენსტრუალური ციკლის კონტროლზე
„მენსტრუაციებსშორისი“ სისხლდენა და სისხლიანი გამონადენი
ყველა პერორალური კონტრაცეპტივის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ვაგინალური სისხლდენა („მენსტრუაციებსშორისი“ სისხლდენა და სისხლიანი გამონადენი), განსაკუთრებით პრეპარატის მიღების პირველი ციკლების დროს. ამიტომ, არარეგულარული ციკლების სამედიცინო შეფასება უნდა ჩატარდეს მხოლოდ სამი ციკლის ადაპტაციის პერიოდის შემდეგ. თუ ბელარის მიღებისას მუდმივად შეინიშნება ან პირველად ვითარდება „მენსტრუაციებსშორისი“ სისხლდენა, თუმცა ციკლი ადრე რეგულარული იყო, უნდა ჩატარდეს გამოკვლევა ორსულობის ან ორგანული დაავადებების გამოსარიცხად. ორსულობის ან ორგანული დაავადების გამორიცხვის შემდეგ, შეიძლება ბელარას მიღების გაგრძელება ან სხვა პრეპარატზე გადასვლა.
მენსტრუაციებს შორის სისხლდენა შეიძლება იყოს კონტრაცეპტივების ეფექტურობის დაქვეითების ნიშანი (იხ. პუნქტი "ტაბლეტების არარეგულარული გამოყენება", "რეკომენდაციები ღებინების შემთხვევაში ..." და პუნქტი "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან").
„მოხსნის“ სისხლდენის არარსებობა
როგორც წესი, პრეპარატის მიღებიდან 21 დღის შემდეგ ვითარდება „მოხსნის“ სისხლდენა. ზოგჯერ, განსაკუთრებით პრეპარატის მიღების პირველ თვეებში, „მოხსნის“ სისხლდენა შეიძლება არ აღინიშნოს. თუმცა, ეს აუცილებლად არ მიუთითებს კონტრაცეპტული ეფექტის შემცირებაზე. თუ გამოყენების ერთი ციკლის შემდეგ სისხლდენა არ არის, რომლის დროსაც პაციენტს არ დაავიწყდა ტაბლეტების მიღება, ტაბლეტების მიღების შესვენების შვიდდღიანი პერიოდი არ გახანგრძლივდა და პაციენტს არ აღენიშნებოდა ღებინება ან დიარეა, მაშინ კვერცხუჯრედის განაყოფიერება ნაკლებად სავარაუდოა და ბელარას მიღება შეიძლება გაგრძელდეს. თუ „მოხსნის“ სისხლდენის პირველ არარსებობამდე ბელარას მიღება ხდება ინსტრუქციის დარღვევით, ან ორი ციკლის მანძილზე არ ვითარდება „მოხსნის“ სისხლდენა, ორსულობა უნდა გამოირიცხოს პრეპარატის მიღების გაგრძელებამდე.
ბელარასთან ერთად არ შეიძლება კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული მედიკამენტების მიღება (იხ. პუნქტი „ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან“).
დამხმარე ნივთიერებები
ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (ლაქტოზას მონოჰიდრატის სახით).
იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე პაციენტებმა, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას სრული აუტანლობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები უარყოფით გავლენას ახდენენ ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
შეფუთვა
21 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში (პვქ/პვდქ - ალუმინის ფოლგა).
1 ან 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სს "გედეონ რიხტერი"
1103 უნგრეთი, ბუდაპეშტი, ქ. დიომროი 19-21
მწარმოებელი
ღსს "გედეონ რიხტერი"
1103 ბუდაპეშტი, ქ. დიომროი 19-21, უნგრეთი
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი საჩივრის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელის წარმომადგენელს:
ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა საქართველოში
მისამართი: საქართველო, 0160 თბილისი, ს.კანდელაკის N8
ტელეფონი: +995-322-37-11-00
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში
მისამართი: ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 7340025 ქ. დუშანბე, ბუხორო, 34, ბლოკი “B”, 87-88
ტელეფონი: +992-37-221-74-43; +992-37-221-81-84
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა მონღოლეთში
მისამართი: მონღოლეთი, ულან-ბატორი, ხან-უულის რაიონი, მე-11 ქვერაიონი, ორგილის სტადიონი (17012),
დიდი მონღოლეთის სახელმწიფოს ქ., 118, ბ. 200/1
ტელეფონი: +976-70-11-40-02
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.