ბანეოცინი
Baneocin®
ბანეოცინი ნაჩვენებია ნეომიცინზე და (ან) ბაციტრაცინზე მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციებისას. ბაქტერიული ინფექციები კანის შემოსაზღვრული გავრცელების არეალით, როგორიცაა: სისველით მიმდინარე კონტაგიოზური იმპეტიგო, ქვედა კიდურების ინფიცირებული ტროფიკული წყლულები, ინფიცირებული ეგზემა, საფენით გამოწვეული …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნეომიცინი (neomycine) + bacitracin zinc
- ფორმა და შეფუთვა
- (250ს.ე.+ 5000ს.ე.)/გ 10გ გარეგანი გამოყენების ფხვნილი პოლიეთილენის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Lek Pharmaceuticals d.d. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pharmazeutische Fabric Montavit Ges.m.b.H(ავსტრია)), სლოვენია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, სხვა ანტიბიოტიკები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- ATC კოდი
- D06AX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044743
- რეგისტრირებულია
- 5 თებერვალი 2026, მოქმედებს 5 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sandoz GmbH (ავსტრია)
- განმცხადებელი
- შპს ,,ჯიჰელსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბანეოცინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბანეოცინი ნაჩვენებია ნეომიცინზე და (ან) ბაციტრაცინზე მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციებისას.
ბაქტერიული ინფექციები კანის შემოსაზღვრული გავრცელების არეალით, როგორიცაა: სისველით მიმდინარე კონტაგიოზური იმპეტიგო, ქვედა კიდურების ინფიცირებული ტროფიკული წყლულები, ინფიცირებული ეგზემა,
საფენით გამოწვეული ბაქტერიული დერმატიტი, ბაქტერიული გართულებები მარტივი და სალტისებრი ჰერპესის, ჩუტყვავილას დროს.
ახალშობილებში ჭიპის ინფექციების პროფილაქტიკა.
ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგული (დერმატოლოგიური) ჩარევების შემდეგ: ბანეოცინის ფხვნილის გამოყენება შესაძლებელია პოსტოპერაციულ პერიოდში, დამატებითი მკურნალობის სახით (მოკვეთის, კაუტერიზაციის შემდეგ, კანის ნახეთქების, ეპიზიოტომიის, სველი ჭრილობების და ნაკერების სამკურნალოდ).
მიღების წესი და დოზირება
გარეგანი გამოყენებისთვის.
მოზრდილებში და ბავშვებში ფხვნილი თხელი ფენით დაიტანება დაზიანებულ უბნებზე, ჩვეულებრივ 2–4 ჯერ დღეში. თუ საჭიროა, ადებენ სახვევს. დატანის უბანმა არ უნდა გადააჭარბოს სხეულის ზედაპირის ფართობის 1%-ს (დაახლოებით შეესაბამება პაციენტის ხელის გულის ზომას).
მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 7 დღეს.
ღვიძლის/თირკმელის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები: რეკომენდირებული დოზის საგრძნობლად გადაჭარბებული დოზებით გამოყენების შემთხვევაში, აქტიური ნივთიერებების შესაძლო შეწოვის გამო, ყურადღება უნდა მიექცეს ნეფრო- ან (და) ოტოტოქსიურობაზე მიმანიშნებელ სიმპტომებს. რეკომენდირებულია სისხლის და შარდის ანალიზის გაკეთება და ასევე აუდიომეტრიული გამოკვლევების ჩატარება.
ბავშვები: არ არსებობს დოზირების სპეციალური რეკომენდაციები.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი): არ არსებობს დოზირების სპეციალური რეკომენდაციები.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ბაციტრაცინის ან (და) ნეომიცინის, ამინოგლიკოზიდური რიგის სხვა ანტიბიოტიკების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ .
საჭიროა კანის დიდი მონაკვეთების ძლიერი დაზიანების დროს გამოყენებისგან თავის შეკავება, ვინაიდან პრეპარატის შეწოვას შეუძლია გამოიწვიოს ოტოტოქსიკურობა, რომელსაც ახლავს სმენის დაკარგვა.
არ გამოიყენოთ გულის ან თირკმლის უკმარისობით გამოწვეული გამომყოფი ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს და მკურნალობის დაწყებამდე არსებული ვესტიბულური ან (და) კოხლეალური სისტემების დაავადებების დროს იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელია პრეპარატის შეწოვა.
არ გამოიყენოთ გარეთა სასმენ არხში, დაფის აპკის პერფორაციის დროს.
პრეპარატის დატანა თვალებზე არ შეიძლება.
სიფრთხილის ზომები
არ დაუშვათ ბანეოცინის მოხვედრა პირის ღრუში, განსაკუთრებით ბავშვებში.
რეკომენდებული დოზის გადაჭარბებით გამოყენების დროს, პრეპარატის შესაძლო შეწოვის გამო ყურადღება მიაქციეთ ნეფრო– ან (და) ოტოტოქსიურობაზე მიმანიშნებელ სიმპტომებს, განსაკუთრებით (ნეირო)ტროფიკული წყლულების მქონე პაციენტებში.
აღნიშნული რისკი მომატებულია ღვიძლის ან (და) თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. ამასთან დაკავშირებით ასეთ პაციენტებში ბანეოცინით ინტენსიური თერაპიის დაწყებამდე და პროცესში რეკომენდებულია სისხლის და შარდის ანალიზები და ასევე აუდიომეტრიული გამოკვლევების ჩატარება.
ბანეოცინის უკონტროლო შეწოვის შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს ნერვ–კუნთოვანი გამტარობის ბლოკადის პოტენციურ შესაძლებლობას, განსაკუთრებით აციდოზით, მიასთენია გრავის და სხვა ნეიროკუნთოვანი დარღვევებით დაავადებულ პაციენტებში. ასეთი ბლოკადის გამორიცხვა შესაძლებელია კალციუმის ან ნეოსტიგმინის პრეპარატების დახმარებით.
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რეზისტენტული მიკროორგანიზმების, განსაკუთრებით სოკოს გადაჭარბებულ ზრდას. ასეთ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ალერგიული რეაქციების და სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ არსებობს ბანეოცინის შეწოვის რისკი, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გასათვალისწინებელია შემდეგი. როგორც სხვა დანარჩენი ამინოგლიკოზიდები, ნეომიცინი შეიღწევა პლაცენტურ ბარიერში. მაღალი დოზებით ამინოგლიკოზიდების სისტემატური გამოყენების დროს აღენიშნებოდა ნაყოფის სასმენი აპარატის დაზიანება.
ამასთან დაკავშირებით აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის რისკს.
გავლენა ტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
არ არის ცნობილი.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი ((≥1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10 000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე დადგენა შეუძლებელია).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი: ნეომიცინზე ალერგიის არსებობისას შემთხვევების 50%-ში აღინიშნება ჯვარედინი ალერგია სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების მიმართ.
სიხშირე უცნობია: ჯანმრთელ კანზე ზემოქმედებასთან შედარებით ქრონიკული დერმატოზის მქონე პაციენტებში გამოყენების დროს (მაგალითად, მდგრადი დერმატიტით, ან ქრონიკული საშუალო ოტიტით), სენსიბილიზაცია სხვა დანარჩენი პრეპარატების, მათ შორის ნეომიცინის მიმართ, როგორც წესი ძლიერდება. ზოგიერთ შემთხვევებში ალერგიას გამოხატავს პრეპარატის შემახორცებელი ეფექტის მიუღწევლობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: ვესტიბულური ნერვის დაზიანება, ნეირო–კუნთოვანი ბლოკადა.
დარღვევები სმენის და ლაბირინთის მხრივ
სიხშირე უცნობია: ოტოტოქსიურობა.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
იშვიათი: ალერგიები, ძირითადად, კონტაქტური დერმატიტის სახით.
სიხშირე უცნობია: ხანგრძლივ გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების განვითარება, რომელსაც მოყვება კანის გაწითლება, სიმშრალე და აქერცვლა, ქავილი და კანზე გამონაყარი. დაზიანების გავრცელება და შემახორცებელი ეფექტის არ არსებობა შეიძლება იყოს ალერგიის გამოვლინება.
დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ
სიხშირე უცნობია: ნეფროტოქსიკურობა
ინსტრუქციაში ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აქტიური ნივთიერებების შეწოვის შემთხვევაში, ცეფალოსპორინების და ამინოგლიკოზიდური რიგის სხვა ანტიბიოტიკების კომბინირებულ დანიშნვას შეუძლია გაზარდოს ნეფროტოქსიკურობა.
ისეთი დიურეზულების ერთდროულ გამოყენებას, როგორიცაა ეტაკრინის მჟავა და ფუროსემიდი, შეუძლია გაზარდოს ოტო– და ნეფროტოქსიკურობა.
როდესაც ადგილი აქვს პრეპარატის შეწოვას, ნარკოტიკული საშუალებების, საანესთეზიოების ან (და) მიორელაქსანტების გამოყენებას შეუძლია გააძლიეროს ნერვ–კუნთოვანი ბლოკადა.
შეფუთვა
10გ ფხვნილი გარეგანი გამოყენებისთვის, პოლიეთილენის ქილებში, პოლიეთილენის დოზატორით; ერთი ქილა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ჭარბი დოზა
რეკომენდირებული დოზების მნიშვნელოვანი გადაჭარბებით პრეპარატის მიღების დროს, აქტიური ნივთიერებების მოსალოდნელი შეწოვის გამო, ყურადღება უნდა მიექცეს ნეფრო– ან (და) ოტოტოქსიკურობის მიმანიშნებელ სიმპტომებს.
შემადგენლობა
1 გ ფხვნილი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
თუთიის ბაციტრაცინი -250 სე;
ნეომიცინის სულფატი – 5000 სე.
დამხმარე ნივთიერებები: სტერილიზებული ფხვნილის ფუძე (სიმინდის სახამებელი, რომელიც შეიცავს არა უმეტეს 2% მაგნიუმის ოქსიდს)
აღწერილობა: წვრილი, თეთრი ან მოყვითალო ფერის ფხვნილი.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ქილის გახსნის შემდეგ, ვარგისია 8 კვირის განმავლობაში.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა ანტიბიოტიკები გარეგანი გამოყენებისთვის.
ათქ კოდი: D06AX
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ბანეოცინი არის კომბინირებული ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ბანეოცინი შეიცავს ორ ბაქტერიოციდულ ანტიბიოტიკს: ნეომიცინს და ბაციტრაცინს.
ბაციტრაცინი წარმოადგენს პოლიპეპტიდურ ანტიბიოტიკს, რომელიც ახდენს ბაქტერიების უჯრედების გარსის სინთეზის ინჰიბირებას.
ნეომიცინი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკს, რომელიც ახდენს ბაქტერიების ცილების სინთეზის ინჰიბირებას.
ბაციტრაცინი, ძირითადად, აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების, კერძოდ ჰემოლიზური სტრეპტოკოკის, სტაფილოკოკის, Chlostridium spp.-ს, Corynebacterium diphtheriae-ს, Treponema pallidum–ის მიმართ, ასევე რამდენიმე გრამუარყოფითი პათოგენური მიკროორგანიზმის მიმართ, როგორიც არის Neisseria spp., Haemophilus influenzaе. პრეპარატის მოქმედების სპექტრი ასევე შეიცავს აქტინომიცეტებს და ფუზობაქტერიებს. ბაციტრაცინის მიმართ რეზისტენტულობა გხვდება ძალიან იშვიათად.
ნეომიცინი აქტიურია ისეთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, როგორიცაა სტაფილოკოკები, Proteus, Enterobacter aerogenes, Klebsiella pneumonia, Salmonellae, Shigellae, Haemophilus influenzae, Pasteurella, Neisseria meningitidis, Vibrio cholerae, Bordetella pertussis, Bacillus anthracis, Corynebacterium diphtheriae, Streptococcus faecalis, Listeria monocytogenes, Escherichia coli, Mycobacterium tuberculosis, Borrelia, და Leptospira interrogans (L. Icterohaemorrhagicae). ბაციტრაცინის და ნეომიცინის კომბინირებული გამოყენება უზრუნველყოფს ფართო ანტიმიკრობულ სპექტრს. თუმცა, პრეპარატი არ არის აქტიური Pseudomonas-ს, Nocardia spp.–ს, სოკოების და ვირუსების მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
დანიშნულების მიხედვით გამოყენების დროს, ბანეოცინი მოქმედებს ლოკალურად დატანის ადგილზე. მაგრამ, შეწოვის შემთხვევაში სისხლის შრატიდან ნეომიცინის და ბაციტრაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2–3 საათს. ბანეოცინის ცალკეული აქტიური ნივთიერებების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ფარმაკოკინეტიკური მონაცემები. ბაციტრაცინის შეწოვა კანიდან და ლორწოვნიდან პრაქტიკულად არ ხდება. მიუხედავად ამისა, შეწოვა გასათვალისწინებელია ღია ჭრილობების არსებობის შემთხვევაში. ნეომიცინი უმნიშვნელოდ შეიწოვება დაუზიანებელი კანიდან, მაგრამ ის სწრაფად შეიწოვება კანში, რომელსაც არ აქვს რქოვანი ფენა (წყლულები, ჭრილობები, დამწვრობები და სხვ.) და ასევე დაზიანებული და ანთებითი კანიდან.
ქსოვილის ამტანობა კარგია, ბიოლოგიური პროდუქტებით, სისხლით და ქსოვილოვანი კომპონენტებით ინაქტივაცია არ აღინიშნება. იმ შემთხვევაში თუ პრეპარატი დაიტანება კანის ფართოდ გავრცელებულ დაზიანებულ უბნებზე, აუცილებლად გასათვალისწინებელია პრეპარატის შეწოვა და მისი შედეგები (იხ. <<გვერდითი მოვლენები>>, <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან>>, <<უკუჩვენებები>>, <<უსაფრთხოების ზომები>>).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ბანეოცინი®
სამკურნალო საშუალების დასახელება: ბანეოცინი®
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: ბაციტრაცინი + ნეომიცინი
გამოშვების ფორმა: ფხვნილი გარეგანი გამოყენებისთვის
შემადგენლობა
1 გ ფხვნილი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
თუთიის ბაციტრაცინი -250 სე;
ნეომიცინის სულფატი – 5000 სე.
დამხმარე ნივთიერებები: სტერილიზებული ფხვნილის ფუძე (სიმინდის სახამებელი, რომელიც შეიცავს არა უმეტეს 2% მაგნიუმის ოქსიდს)
აღწერილობა: წვრილი, თეთრი ან მოყვითალო ფერის ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ანტიბიოტიკები გარეგანი გამოყენებისთვის.
ათქ კოდი: D06AX
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ბანეოცინი არის კომბინირებული ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ბანეოცინი შეიცავს ორ ბაქტერიოციდულ ანტიბიოტიკს: ნეომიცინს და ბაციტრაცინს.
ბაციტრაცინი წარმოადგენს პოლიპეპტიდურ ანტიბიოტიკს, რომელიც ახდენს ბაქტერიების უჯრედების გარსის სინთეზის ინჰიბირებას.
ნეომიცინი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკს, რომელიც ახდენს ბაქტერიების ცილების სინთეზის ინჰიბირებას.
ბაციტრაცინი, ძირითადად, აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების, კერძოდ ჰემოლიზური სტრეპტოკოკის, სტაფილოკოკის, Chlostridium spp.-ს, Corynebacterium diphtheriae-ს, Treponema pallidum–ის მიმართ, ასევე რამდენიმე გრამუარყოფითი პათოგენური მიკროორგანიზმის მიმართ, როგორიც არის Neisseria spp., Haemophilus influenzaе. პრეპარატის მოქმედების სპექტრი ასევე შეიცავს აქტინომიცეტებს და ფუზობაქტერიებს. ბაციტრაცინის მიმართ რეზისტენტულობა გხვდება ძალიან იშვიათად.
ნეომიცინი აქტიურია ისეთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, როგორიცაა სტაფილოკოკები, Proteus, Enterobacter aerogenes, Klebsiella pneumonia, Salmonellae, Shigellae, Haemophilus influenzae, Pasteurella, Neisseria meningitidis, Vibrio cholerae, Bordetella pertussis, Bacillus anthracis, Corynebacterium diphtheriae, Streptococcus faecalis, Listeria monocytogenes, Escherichia coli, Mycobacterium tuberculosis, Borrelia, და Leptospira interrogans (L. Icterohaemorrhagicae). ბაციტრაცინის და ნეომიცინის კომბინირებული გამოყენება უზრუნველყოფს ფართო ანტიმიკრობულ სპექტრს. თუმცა, პრეპარატი არ არის აქტიური Pseudomonas-ს, Nocardia spp.–ს, სოკოების და ვირუსების მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
დანიშნულების მიხედვით გამოყენების დროს, ბანეოცინი მოქმედებს ლოკალურად დატანის ადგილზე. მაგრამ, შეწოვის შემთხვევაში სისხლის შრატიდან ნეომიცინის და ბაციტრაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2–3 საათს. ბანეოცინის ცალკეული აქტიური ნივთიერებების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ფარმაკოკინეტიკური მონაცემები. ბაციტრაცინის შეწოვა კანიდან და ლორწოვნიდან პრაქტიკულად არ ხდება. მიუხედავად ამისა, შეწოვა გასათვალისწინებელია ღია ჭრილობების არსებობის შემთხვევაში. ნეომიცინი უმნიშვნელოდ შეიწოვება დაუზიანებელი კანიდან, მაგრამ ის სწრაფად შეიწოვება კანში, რომელსაც არ აქვს რქოვანი ფენა (წყლულები, ჭრილობები, დამწვრობები და სხვ.) და ასევე დაზიანებული და ანთებითი კანიდან.
ქსოვილის ამტანობა კარგია, ბიოლოგიური პროდუქტებით, სისხლით და ქსოვილოვანი კომპონენტებით ინაქტივაცია არ აღინიშნება. იმ შემთხვევაში თუ პრეპარატი დაიტანება კანის ფართოდ გავრცელებულ დაზიანებულ უბნებზე, აუცილებლად გასათვალისწინებელია პრეპარატის შეწოვა და მისი შედეგები (იხ. <<გვერდითი მოვლენები>>, <<ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან>>, <<უკუჩვენებები>>, <<უსაფრთხოების ზომები>>).
გამოყენების ჩვენება
ბანეოცინი ნაჩვენებია ნეომიცინზე და (ან) ბაციტრაცინზე მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციებისას.
ბაქტერიული ინფექციები კანის შემოსაზღვრული გავრცელების არეალით, როგორიცაა: სისველით მიმდინარე კონტაგიოზური იმპეტიგო, ქვედა კიდურების ინფიცირებული ტროფიკული წყლულები, ინფიცირებული ეგზემა,
საფენით გამოწვეული ბაქტერიული დერმატიტი, ბაქტერიული გართულებები მარტივი და სალტისებრი ჰერპესის, ჩუტყვავილას დროს.
ახალშობილებში ჭიპის ინფექციების პროფილაქტიკა.
ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგული (დერმატოლოგიური) ჩარევების შემდეგ: ბანეოცინის ფხვნილის გამოყენება შესაძლებელია პოსტოპერაციულ პერიოდში, დამატებითი მკურნალობის სახით (მოკვეთის, კაუტერიზაციის შემდეგ, კანის ნახეთქების, ეპიზიოტომიის, სველი ჭრილობების და ნაკერების სამკურნალოდ).
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ბაციტრაცინის ან (და) ნეომიცინის, ამინოგლიკოზიდური რიგის სხვა ანტიბიოტიკების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ .
საჭიროა კანის დიდი მონაკვეთების ძლიერი დაზიანების დროს გამოყენებისგან თავის შეკავება, ვინაიდან პრეპარატის შეწოვას შეუძლია გამოიწვიოს ოტოტოქსიკურობა, რომელსაც ახლავს სმენის დაკარგვა.
არ გამოიყენოთ გულის ან თირკმლის უკმარისობით გამოწვეული გამომყოფი ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს და მკურნალობის დაწყებამდე არსებული ვესტიბულური ან (და) კოხლეალური სისტემების დაავადებების დროს იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელია პრეპარატის შეწოვა.
არ გამოიყენოთ გარეთა სასმენ არხში, დაფის აპკის პერფორაციის დროს.
პრეპარატის დატანა თვალებზე არ შეიძლება.
უსაფრთხოების ზომები
არ დაუშვათ ბანეოცინის მოხვედრა პირის ღრუში, განსაკუთრებით ბავშვებში.
რეკომენდებული დოზის გადაჭარბებით გამოყენების დროს, პრეპარატის შესაძლო შეწოვის გამო ყურადღება მიაქციეთ ნეფრო– ან (და) ოტოტოქსიურობაზე მიმანიშნებელ სიმპტომებს, განსაკუთრებით (ნეირო)ტროფიკული წყლულების მქონე პაციენტებში.
აღნიშნული რისკი მომატებულია ღვიძლის ან (და) თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. ამასთან დაკავშირებით ასეთ პაციენტებში ბანეოცინით ინტენსიური თერაპიის დაწყებამდე და პროცესში რეკომენდებულია სისხლის და შარდის ანალიზები და ასევე აუდიომეტრიული გამოკვლევების ჩატარება.
ბანეოცინის უკონტროლო შეწოვის შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს ნერვ–კუნთოვანი გამტარობის ბლოკადის პოტენციურ შესაძლებლობას, განსაკუთრებით აციდოზით, მიასთენია გრავის და სხვა ნეიროკუნთოვანი დარღვევებით დაავადებულ პაციენტებში. ასეთი ბლოკადის გამორიცხვა შესაძლებელია კალციუმის ან ნეოსტიგმინის პრეპარატების დახმარებით.
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რეზისტენტული მიკროორგანიზმების, განსაკუთრებით სოკოს გადაჭარბებულ ზრდას. ასეთ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ალერგიული რეაქციების და სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ არსებობს ბანეოცინის შეწოვის რისკი, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გასათვალისწინებელია შემდეგი. როგორც სხვა დანარჩენი ამინოგლიკოზიდები, ნეომიცინი შეიღწევა პლაცენტურ ბარიერში. მაღალი დოზებით ამინოგლიკოზიდების სისტემატური გამოყენების დროს აღენიშნებოდა ნაყოფის სასმენი აპარატის დაზიანება.
ამასთან დაკავშირებით აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის რისკს.
გავლენა ტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
არ არის ცნობილი.
გამოყენების მეთოდი და დოზები:
გარეგანი გამოყენებისთვის.
მოზრდილებში და ბავშვებში ფხვნილი თხელი ფენით დაიტანება დაზიანებულ უბნებზე, ჩვეულებრივ 2–4 ჯერ დღეში. თუ საჭიროა, ადებენ სახვევს. დატანის უბანმა არ უნდა გადააჭარბოს სხეულის ზედაპირის ფართობის 1%-ს (დაახლოებით შეესაბამება პაციენტის ხელის გულის ზომას).
მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 7 დღეს.
ღვიძლის/თირკმელის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები: რეკომენდირებული დოზის საგრძნობლად გადაჭარბებული დოზებით გამოყენების შემთხვევაში, აქტიური ნივთიერებების შესაძლო შეწოვის გამო, ყურადღება უნდა მიექცეს ნეფრო- ან (და) ოტოტოქსიურობაზე მიმანიშნებელ სიმპტომებს. რეკომენდირებულია სისხლის და შარდის ანალიზის გაკეთება და ასევე აუდიომეტრიული გამოკვლევების ჩატარება.
ბავშვები: არ არსებობს დოზირების სპეციალური რეკომენდაციები.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი): არ არსებობს დოზირების სპეციალური რეკომენდაციები.
ჭარბი დოზირება:
რეკომენდირებული დოზების მნიშვნელოვანი გადაჭარბებით პრეპარატის მიღების დროს, აქტიური ნივთიერებების მოსალოდნელი შეწოვის გამო, ყურადღება უნდა მიექცეს ნეფრო– ან (და) ოტოტოქსიკურობის მიმანიშნებელ სიმპტომებს.
გვერდითი მოქმედება:
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია სიტემების და მათი განვითარების სიხშირის შესაბამისად, შემდეგი სახით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი ((≥1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10 000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე დადგენა შეუძლებელია).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი: ნეომიცინზე ალერგიის არსებობისას შემთხვევების 50%-ში აღინიშნება ჯვარედინი ალერგია სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების მიმართ.
სიხშირე უცნობია: ჯანმრთელ კანზე ზემოქმედებასთან შედარებით ქრონიკული დერმატოზის მქონე პაციენტებში გამოყენების დროს (მაგალითად, მდგრადი დერმატიტით, ან ქრონიკული საშუალო ოტიტით), სენსიბილიზაცია სხვა დანარჩენი პრეპარატების, მათ შორის ნეომიცინის მიმართ, როგორც წესი ძლიერდება. ზოგიერთ შემთხვევებში ალერგიას გამოხატავს პრეპარატის შემახორცებელი ეფექტის მიუღწევლობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: ვესტიბულური ნერვის დაზიანება, ნეირო–კუნთოვანი ბლოკადა.
დარღვევები სმენის და ლაბირინთის მხრივ
სიხშირე უცნობია: ოტოტოქსიურობა.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
იშვიათი: ალერგიები, ძირითადად, კონტაქტური დერმატიტის სახით.
სიხშირე უცნობია: ხანგრძლივ გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების განვითარება, რომელსაც მოყვება კანის გაწითლება, სიმშრალე და აქერცვლა, ქავილი და კანზე გამონაყარი. დაზიანების გავრცელება და შემახორცებელი ეფექტის არ არსებობა შეიძლება იყოს ალერგიის გამოვლინება.
დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ
სიხშირე უცნობია: ნეფროტოქსიკურობა
ინსტრუქციაში ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აქტიური ნივთიერებების შეწოვის შემთხვევაში, ცეფალოსპორინების და ამინოგლიკოზიდური რიგის სხვა ანტიბიოტიკების კომბინირებულ დანიშნვას შეუძლია გაზარდოს ნეფროტოქსიკურობა.
ისეთი დიურეზულების ერთდროულ გამოყენებას, როგორიცაა ეტაკრინის მჟავა და ფუროსემიდი, შეუძლია გაზარდოს ოტო– და ნეფროტოქსიკურობა.
როდესაც ადგილი აქვს პრეპარატის შეწოვას, ნარკოტიკული საშუალებების, საანესთეზიოების ან (და) მიორელაქსანტების გამოყენებას შეუძლია გააძლიეროს ნერვ–კუნთოვანი ბლოკადა.
შეფუთვა
10გ ფხვნილი გარეგანი გამოყენებისთვის, პოლიეთილენის ქილებში, პოლიეთილენის დოზატორით; ერთი ქილა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ქილის გახსნის შემდეგ, ვარგისია 8 კვირის განმავლობაში.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სანდოზ გმბჰ, ბიოქიმიშტრასე 10, A-6250 კუნდლ, ავსტრია.
მწარმოებელი:
ლეკ დ.დ., ვეროვსკოვას ქ. 57, 1526 ლუბლიანა, სლოვენია.
ტექსტის გადახედვის თარიღი
2021 წლის აპრილი
მომხმარებელთა პრეტენზიები იგზავნება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


