აციდოსტოპი
Acidostop
იგი სწრაფი და გრძელვადიანი (12 საათამდე) შემამსუბუქებელი ეფექტის გამო გამოიყენება გულძმარვის, საჭმლის მონელების დარღვევის და ჭარბი მჟავიანობისგან გამოწვეული ჩივილების საწინააღმდეგოდ ზრდასრულებსა და 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფამოტიდინი (famotidine) + ჰიდროქსიდი (hydroxide) + კარბონატი (carbonate)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ+800მგ+165მგ საღეჭი ტაბლეტი №12 (2X6)
- მწარმოებელი
- Ilko Ilac San. ve Tic.A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, H2 - რეცეპტორების ანტაგონისტები
- ATC კოდი
- A02BA53
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042102
- რეგისტრირებულია
- 26 სექტემბერი 2024, მოქმედებს 26 სექტემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Ilko Ilac San. ve Tic.A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- საქართველოში INPHA LLP-ის წარმომადგენლობითი ოფისი
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აციდოსტოპი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
იგი სწრაფი და გრძელვადიანი (12 საათამდე) შემამსუბუქებელი ეფექტის გამო გამოიყენება გულძმარვის, საჭმლის მონელების დარღვევის და ჭარბი მჟავიანობისგან გამოწვეული ჩივილების საწინააღმდეგოდ ზრდასრულებსა და 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
მიღების წესი და დოზირება
ზრდასრულები და 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
სიმპტომების გამოვლენისას კარგად დაღეჭეთ ერთი ტაბლეტი. არ უნდა აღემატებოდეს 2 ტაბლეტს დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირამდე შემოიფარგლება (იხ. ნაწილი 4.4).
მიღების წესი:
პერორალური გამოყენების, ტაბლეტები კარგად უნდა დაიღეჭოს.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ:
თირკმლის უკმარისობა:
ეს მედიკამენტი უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (იხ. ნაწილი 4.3).
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებმა ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს (იხ. ნაწილი 4.4).
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია:
აციდოსტოპის უსაფრთხოება და ეფექტურობა 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი.
გერიატრიული პოპულაცია:
დოზის კორექცია არ არის საჭირო.
უკუჩვენებები
მათში, ვისაც აქვს ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6.1).
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა H2 რეცეპტორების სხვა ანტაგონისტების მიმართ, რადგან ამ ჯგუფის პრეპარატებით გამოვლენილია ჯვარედინი მგრძნობელობა.
თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
სიფრთხილის ზომები
თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა აციდოსტოპის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შრატში მაგნიუმის და კალციუმის მონიტორინგი.
აციდოსტოპი უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.3).
იმის გამო, რომ ზოგიერთ სერიოზულ ფონურ მდგომარეობას შეიძლება მარტივი საჭმლის მონელების დარღვევის მსგავსი სიმპტომები ჰქონდეს, რეკომენდებულია პაციენტებმა მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ ამ სიმპტომებს თან ახლავს წონის უნებლიე კლება, ყლაპვის გაძნელება, მუცლის მუდმივი დისკომფორტი, გულძმარვის პირველად წარმოჩენა ან თუ ეს სიმპტომები ახლახანს შეიცვალა.
უკვე არსებული ცნობილი ჰიპერკალციემიის, ჰიპერმაგნიემიის, ჰიპოფოსფატემიის, ჰიპერკალკურიის, თირკმლის კალკულოზის ან ნეფროკალცინოზის ანამნეზის მქონე პაციენტებმა ამ მედიკამენტის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით კალციუმის სხვა პროდუქტებთან და/ან D ვიტამინის პროდუქტებთან ერთდროული მკურნალობის დროს, არსებობს ჰიპერკალციემიის რისკი თირკმელების ფუნქციის შემდგომი დარღვევით.
ახალი სიმპტომების განვითარების ან დისფაგიის (ყლაპვის გაძნელება), ოდინოფაგიის (ტკივილი ყლაპვისას), ძლიერი ღებინების, მელენას (შავი განავალი), დახრჩობის ან გულმკერდის ტკივილის აღნიშვნის შემთხვევაში პაციენტებმა უნდა შეწყვიტონ გამოყენება და მიმართონ ექიმს.
სიფთხილის ზომები გამოყენებისას:
2 კვირიანი უწყვეტი მკურნალობის შემდეგ სიმპტომების გაგრძელების ან გაუარესების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ეტიოლოგიური გამოკვლევა და ხელახლა შეფასდეს მკურნალობის ჩატარება.
აციდოსტოპი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ანტაციდები ურთიერთქმედებენ მრავალ სხვა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც პერორალურად მიიღება. დაფიქსირებულია ერთდროულად გამოყენებული ასეთი მედიკამენტების შეწოვის დაქვეითება.
სიფრთხილის მიზნით ანტაციდების მიღება სხვა მედიკამენტებისგან განცალკევებითაა რეკომენდებული, კერძოდ:
ანტიბიოტიკები (კლინდამიცინი, ციკლინები, ქინოლონები და ფტორქინოლონები, პენიცილამინები, ეთამბუტოლი, იზონიაზიდი), ბეტა-ბლოკატორული საშუალებები, ბისფოსფონატები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ინტეგრაზას ინჰიბიტორები (დოლუტეგრავირი, ელვიტეგრავირი), ფენოთიაზინის ნეიროლეპტიკები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, სალიცილატები, ქლოროქინი, დიფლუნისალი, დიგოქსინი, ესტრამუსტინი, ფექსოფენადინი, ფტორი, ინდომეტაცინი, რკინა, ლედიპასვირ ფოსფორი, პროგუანილი, როზუვასტატინი, სტრონციუმი, თუთია, ნატრიუმის და კალციუმის პოლისტიროლის სულფონატის ფისები, სულპირიდი, ტერიფლუნომიდი.
ზოგადად, აციდოსტოპის დოზებს შორის გააკეთეთ 2 საათზე მეტი ინტერვალი.
მისი H2 ანტაგონისტური ეფექტის გამო, ფამოტიდინმა შეიძლება შეამციროს შემდეგი ნაერთების შეწოვა:
ატაზანავირი
რილპივირინი
ციანოკობალამინი
ტიროზინ კინაზას ინჰიბიტორების უმეტესობა (ვანდეტანიბის, იმატინიბის გამოკლებით)
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ფოსფატის შემკვრელის სახით ფამოტიდინთან ერთდროული გამოყენებისას არსებობს კალციუმის კარბონატის ეფექტურობის დაკარგვის რისკი.
ფამოტიდინისა და ანტაციდების შემთხვევაში საერთო ურთიერთქმედება
ფამოტიდინმა და ანტაციდებმა შეიძლება შეამცირონ შემდეგი ნაერთების შეწოვა:
აზოლის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი),
ლევოთიროქსინი
ვინაიდან ლევოთიროქსინის შემცველი პრეპარატების შეწოვა დარღვეულია აციდოსტოპთან ერთდროული მიღებისას, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს კალციუმის კარბონატს და მაგნიუმს, ეს ორი მედიკამენტი უნდა იქნას მიღებული მინიმუმ 2 საათის ინტერვალით.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ზოგადი რეკომენდაციები
ორსულობის კატეგორია: C
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები /კონტრაცეფცია:
მკურნალობის დროს რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტული მეთოდები, რომლებიც სამედიცინოდ ეფექტურადაა მიჩნეული.ს
ორსულობა
ორსულობის დროს ფამოტიდინის გამოყენება არ არის რეკომენდებული და ამიტომ უნდა დაინიშნოს მხოლოდ აშკარა საჭიროების შემთხვევაში. ორსულობის დროს ფამოტიდინის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეფასდეს სამედიცინო პროდუქტის პოტენციური სარგებელი ამ შესაძლო რისკებთან მიმართებით.
ამჟამად ამ თემასთან დაკავშირების სხვა ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ორსული ქალებისგან მიღებული მონაცემების დიდი რაოდენობა (ექსპოზიციის 1000-ზე მეტი შედეგი) არ მიუთითებს არც მალფორმაციულ და არც ფეტო/ნეონატალურ ტოქსიკურობაზე.
კალციუმის კარბონატი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი :
ცხოველებთან დაკავშირებით მხოლოდ შეზღუდული მონაცემებია ხელმისაწვდომი. ორსულ ქალებში, რეკომენდებული დოზირებისას არ გამოვლენილა მალფორმაციული ან ფეტოტოქსიkური ეფექტები, მაგრამ ორსულობასთან დაკავშირებული ხელმისაწვდომი მონაცემები რაიმე რისკის გამოსარიცხად ძალიან შეზღუდულია.
გასათვალისწინებელია მათი არსებობა:
მაგნიუმის მარილები დიარეის რისკით,
კალციუმის მარილები, რომლებიც მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ შეიძლება ექვემდებარებოდეს ჰიპერკალციემიის რისკს სხვადასხვა ორგანოების კალცინოზით, განსაკუთრებით ნეფროკალცინოზით.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია ორსულობაზე და/ან ემბრიონულ განვითარებაზე და/ან მშობიარობაზე და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე ზემოქმედების დასადგენად (იხ. ნაწილი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია. ორსულობის დროს ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე ექიმმა უნდა გაითვალისწინოს მედიკამენტის რისკი/სარგებლის თანაფარდობა.
აციდოსტოპის გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული.
ლაქტაცია
ფამოტიდინი აღმოჩენილია მკურნალობის ქვეშ მყოფი დედის ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში/ჩვილებში. არ არის საკმარისი ინფორმაცია ფამოტიდინის ზემოქმედების შესახებ ახალშობილებში/ჩვილებში.
ძუძუთი კვების შეწყვეტის ან აციდოსტოპით თერაპიის შეწყვეტის/შეკავების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების და დედისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.
რეპროდუქციულობა/ფერტილობა
ფამოტიდინმა არ იქონია გავლენა ცხოველების ფერტილობაზე (იხ ნაწილი 5.3).
კლინიკური კვლევები მაგნიუმის ჰიდროქსიდის და კალციუმის კარბონატის გავლენის შესახებ ნაყოფიერებაზე არ არსებობს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მოსალოდნელია, რომ აციდოსტოპი არ იმოქმედებს ან უმნიშვნელოდ იმოქმედებს თქვენს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, თუ აღინიშნება თავბრუსხვევა, არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ფამოტიდინს, აღინიშნა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ძილიანობა და თავის ტკივილი. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასეთი სიმპტომები, რეკომენდებულია არ მართონ ავტომობილი ან იმუშაონ მექანიზმებთან და არ ჩაერთონ ისეთ საქმიანობაში, რომელიც საჭიროებს ყურადღებას (იხ. ნაწილი 4.8. გვერდითი მოვლენები).
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 < 1/10), არახშირი (≥1/1000 < 1/100), იშვიათი (≥1/10000-მდე < 1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
იმუნური სისტემის დარღვევები
უცნობი: ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი
არახშირი : ნერვიულობა, პარესთეზია, თავბრუსხვევა
უცნობი: ძილიანობა
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ
არახშირი: მუცლის დისკომფორტი და ტკივილი, მუცლის შებერილობა, გულისრევა, დიარეა, მეტეორიზმი, დისპეფსია, პირის სიმშრალე, ერუქცია, წყურვილი, ღებინება, დისგეუზია, ოროფარინგეალური დისკომფორტი და ტკივილი.
უცნობი: ზედა მუცლის ტკივილი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
უცნობი: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება
ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მდგომარეობა
უცნობი: ასთენია, დაღლილობა
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოხსენებული იქნა იზოლირებულად ფამოტიდინის უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას, არ შეიძლება იყოს გამორიცხული.
მოხსენებული გვერდითი მოვლენები:
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები:
ძალიან იშვიათი: აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია
იმუნური სისტემის დაავადებები
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი)
მეტაბოლიზმი და კვებითი დარღვევები
არახშირი: მადის დაკარგვა, ანორექსია
ფსიქიატრიული დარღვევები
ძალიან იშვიათი: დეპრესია, შფოთვითი დარღვევები, გაღიზიანება, დისორიენტაცია, დაბნეულობა, შექცევადი მენტალური დარღვევები, მათ შორის ჰალუცინაციები, ინსომნია, ლიბიდოს დაქვეითება
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
იშვიათი: დისგეუზია
ძალიან იშვიათი: ძილიანობა, ეპილეფსიური კრუნჩხვები, კონვულზია, გენერალიზებული მატონიზირებელი- კლონური კრუნჩხვები (განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით), პარესთეზია
დარღვევები გულის მხრივ
ძალიან იშვიათი: AV ბლოკადა ი.ვ. H2 რეცეპტორის ანტაგონისტების შეყვანის შედეგად
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ინტერსტიციული პნევმონია, ხანდახან ფატალური.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ
ხშირი: ყაბზობა, დიარეა
არახშირი: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი ან შებერილობა, მეტეორიზმი, დისგეუზია
ჰეპატობილიარული დარღვევები
იშვიათი: ინტრაჰეპატური ქოლესტაზი (ხილული ნიშანი: სიყვითლე)
ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების პათოლოგიები (ტრანსამინაზები, გამა GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი)
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
არახშირი: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება
ძალიან იშვიათი: ალოპეცია, კანის მწვავე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ზოგჯერ ფატალური ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ართრალგია, კუნთოვანი კრუნჩხვები.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და მკერდის მხრივ
იშვიათი: გინეკომასტია*
ძალიან იშვიათი: იმპოტენცია

არახშირი: დაღლილობა
ძალიან იშვიათი: გულმკერდის შებოჭილობა
- მიუხედავად იმისა, რომ გინეკომასტიის შემთხვევები იშვიათად არის მოხსენებული, კონტროლირებადი კლინიკური კვლევების სიხშირე ვიდრე პლაცებოსთან შედარებით არ იყო უფრო მაღალი.
შემდეგი გვერდითი მოვლენები ძირითადად მიეკუთვნება კალციუმის და მაგნიუმის მარილების შემცველ ანტაციდებს: განავლის სიხშირის და კონსისტენციის ცვლილება, შებერილობა და გადავსების შეგრძნება.
ჭარბი დოზა
პაციენტებმა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფამოტიდინის 800 მგ/დღე დოზა მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების განვითარების გარეშე აიტანეს. ჭარბი დოზირების სპეციფიკური სიმპტომები არ გამოვლენილა ნივთიერებების ამ კონკრეტული კომბინაციით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება
ფამოტიდინი: 10 მგ
კალციუმის კარბონატი: 800 მგ
მაგნიუმის ჰიდროქსიდი: 165 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხის რძისგან მიღებული): 67 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
შენახვის პირობები
36 თვე
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
შეინახეთ ოთახის 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეფუთვის ბუნება და შემცველობა
წარმოდგენილია კოლოფში, PVC/PE/PVDC-ალუმინის ბლისტერული შეფუთვით 2, 6 ან 12 საღეჭი ტაბლეტი.
შესაძლოა ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს გაყიდვაში.
ადამიანების სამკურნალო საშუალებების ნარჩენი მასალების განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების საკონტროლო რეგულაციების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების საკონტროლო რეგულაციების “ შესაბამისად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფამოტიდინი / ანტაციდური კომბინაციები
ATC კოდი: A02BA53
ფამოტიდინი არის ეფექტური კონკურენტუნარიანი H2 რეცეპტორების ანტაგონისტი, რომლის ეფექტი განსაკუთრებით კონცენტრირებულია H2 რეცეპტორებზე. ფამოტიდინი ამცირებს მჟავისა და პეპსინის გამომუშავებას, აგრეთვე ბაზალური, ღამის და სტიმულირებული კუჭის სეკრეციის მოცულობას. მაგნიუმის ჰიდროქსიდს და კალციუმის კარბონატს გააჩნია ანტაციდური თვისებები ნეიტრალიზაციის მექანიზმით. პერორალური მიღებისას ფამოტიდინის ეფექტი სწრაფია. ფამოტიდინის ეფექტი გახანგრძლივებულია რეკომენდებული დოზებით და ეფექტურია სისხლში შედარებით დაბალი კონცენტრაციის დროს. ეფექტის ხანგრძლივობა, მისი კონცენტრაცია პლაზმაში და მისი გამოყოფა შარდში დამოკიდებულია დოზაზე. პერორალური მიღების შემდეგ, მისი ანტისეკრეტორული ეფექტი ვლინდება 1 საათის განმავლობაში და მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 1-დან 3 საათამდე, დოზის მიხედვით.
აციდოსტოპი აერთიანებს ანტაციდების სწრაფ მოქმედებას ფამოტიდინის გახანგრძლივებულ მოქმედებასთან, მჟავას ნეიტრალიზაციის უნარი თითო ტაბლეტზე ფასდება 21 მექვ.
23 პაციენტზე ჩატარებულმა კუჭისა და საყლაპავის pH-ის გაზომვის კვლევამ აჩვენა, რომ ფამოტიდინისა და ანტაციდის კომბინაციის მიღება 60 მლ წყალთან ერთად ცხიმით გაჯერებული საღამოს კვებიდან ერთი საათის შემდეგ იწვევს საყლაპავის pH-ის მყისიერ ზრდას. კუჭის pH-ის მატება, რომელიც აღემატება პლაცებოს და მხოლოდ ანტაციდებს, რჩება 12 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი
ფამოტიდინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები მნიშვნელოვნად არ იცვლება მაგნიუმის ჰიდროქსიდთან ერთად 165 მგ და კალციუმის კარბონატთან ერთად მიღებისას 800 მგ.
ფამოტიდინი
შეწოვა:
ფამოტიდინი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. პერორალური დოზის საშუალო ბიოშეღწევადობაა 40-45%. დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე.. პირველი გავლის მეტაბოლიზმი მინიმალურია.
განაწილება:
მაქსიმალური პლაზმური დონე მიიღწევა პერორალური მიღების შემდეგ 1-3 საათის განმავლობაში. განმეორებითი დოზები არ იწვევს პრეპარატის დაგროვებას. ცილებთან შეკავშირება პლაზმაში შეადგენს 15-20%.
ბიოტრანსფორმაცია:
დაახლოებით 30-35% მეტაბოლიზდება ღვიძლში მის არააქტიურ მეტაბოლიტ სულფოქსიდამდე.
გამოყოფა:
პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი ერთჯერადი პერორალური დოზის ან მრავალჯერადი განმეორებითი დოზის შემდეგ (5 დღის განმავლობაში) არის დაახლოებით 3 საათი. პერორალური მიღების შემდეგ, ფამოტიდინის საშუალო შარდის გამოყოფა შეადგენს აბსორბირებული დოზის 65-70%-ს, 25-30% უცვლელი ნაერთების სახით. თირკმლის კლირენსი არის 250-დან 450 მლ/წთ-მდე, რაც მიუთითებს მილაკოვანი ექსკრეციის გარკვეულ რაოდენობაზე. მცირე რაოდენობა შეიძლება გამოიყოფოდეს სულფოქსიდის სახით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია.
წრფივობა / არაწრფივობა :
ფამოტიდინის ფარმაკოკინეტიკა წრფივია.
მახასიათებლები პაციენტებში
ფამოტიდინის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში გახანგრძლივდა 11.7 საათამდე პაციენტებში 30 მლ/წთ ან ნაკლები კრეატინინის კლირენსით. პაციენტებში მაქსიმალური 10 მლ/წთ კრეატინინის კლირენსით, პლაზმური ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 13 საათს, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს 20 საათამდე. ანურიის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია დაახლოებით 24 საათამდე. პაციენტებში 30 მლ/წთ ან ნაკლები კრეატინინის კლირენსით ინტრავენური ინექციის მხოლოდ 21.2% გამოიყოფა შარდით.
პლაზმური კონცენტრაციები და ფამოტიდინის შარდით გამოყოფა ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში შეესაბამება ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებს. ამ შემთხვევაში ღვიძლის დისფუნქცია არ მოქმედებს ფამოტიდინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ხანდაზმულ პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ აჩვენებდნენ ასაკთან დაკავშირებულ, კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს; თუმცა დოზის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ასაკთან დაკავშირებული თირკმლის დისფუნქცია.
კალციუმის კარბონატი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი.
შეწოვა:
შეიწოვება კალციუმის დაახლოებით 10% და მაგნიუმის 15-20%.
ბიოტრანსფორმაცია:
კალციუმის კარბონატი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი კუჭის მჟავით გარდაიქმნება ხსნად ქლორიდის მარილებად. ხსნადი ქლორიდები, რომლებიც არ შეიწოვება, ისევ უხსნად მარილებად გარდაიქმნება.
გამოყოფა:
უხსნადი მარილები განავალის სახით გამოიყოფა. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პირებში მცირე რაოდენობით კალციუმი და მაგნიუმი სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით.
წრფივობა / არაწრფივობა:
წრფივობა/არაწრფივობის შესახებ მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
აციდოსტოპი 10 მგ /800 მგ /165 მგ საღეჭი ტაბლეტი
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება
ფამოტიდინი: 10 მგ
კალციუმის კარბონატი: 800 მგ
მაგნიუმის ჰიდროქსიდი: 165 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხის რძისგან მიღებული): 67 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
ფარმაცევტული ფორმა
საღეჭი ტაბლეტი.
ვარდისფერი, მრგვალი, ბრტყელი, გამყოფი ხაზის არ მქონე, ორფენიანი საღეჭი ტაბლეტი.
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენებები
იგი სწრაფი და გრძელვადიანი (12 საათამდე) შემამსუბუქებელი ეფექტის გამო გამოიყენება გულძმარვის, საჭმლის მონელების დარღვევის და ჭარბი მჟავიანობისგან გამოწვეული ჩივილების საწინააღმდეგოდ ზრდასრულებსა და 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება/გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა:
ზრდასრულები და 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
სიმპტომების გამოვლენისას კარგად დაღეჭეთ ერთი ტაბლეტი. არ უნდა აღემატებოდეს 2 ტაბლეტს დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირამდე შემოიფარგლება (იხ. ნაწილი 4.4).
მიღების წესი:
პერორალური გამოყენების, ტაბლეტები კარგად უნდა დაიღეჭოს.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ:
თირკმლის უკმარისობა:
ეს მედიკამენტი უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (იხ. ნაწილი 4.3).
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებმა ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს (იხ. ნაწილი 4.4).
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია:
აციდოსტოპის უსაფრთხოება და ეფექტურობა 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი.
გერიატრიული პოპულაცია:
დოზის კორექცია არ არის საჭირო.
უკუჩვენებები
მათში, ვისაც აქვს ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6.1).
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა H2 რეცეპტორების სხვა ანტაგონისტების მიმართ, რადგან ამ ჯგუფის პრეპარატებით გამოვლენილია ჯვარედინი მგრძნობელობა.
თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა აციდოსტოპის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შრატში მაგნიუმის და კალციუმის მონიტორინგი.
აციდოსტოპი უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.3).
იმის გამო, რომ ზოგიერთ სერიოზულ ფონურ მდგომარეობას შეიძლება მარტივი საჭმლის მონელების დარღვევის მსგავსი სიმპტომები ჰქონდეს, რეკომენდებულია პაციენტებმა მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ ამ სიმპტომებს თან ახლავს წონის უნებლიე კლება, ყლაპვის გაძნელება, მუცლის მუდმივი დისკომფორტი, გულძმარვის პირველად წარმოჩენა ან თუ ეს სიმპტომები ახლახანს შეიცვალა.
უკვე არსებული ცნობილი ჰიპერკალციემიის, ჰიპერმაგნიემიის, ჰიპოფოსფატემიის, ჰიპერკალკურიის, თირკმლის კალკულოზის ან ნეფროკალცინოზის ანამნეზის მქონე პაციენტებმა ამ მედიკამენტის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით კალციუმის სხვა პროდუქტებთან და/ან D ვიტამინის პროდუქტებთან ერთდროული მკურნალობის დროს, არსებობს ჰიპერკალციემიის რისკი თირკმელების ფუნქციის შემდგომი დარღვევით.
ახალი სიმპტომების განვითარების ან დისფაგიის (ყლაპვის გაძნელება), ოდინოფაგიის (ტკივილი ყლაპვისას), ძლიერი ღებინების, მელენას (შავი განავალი), დახრჩობის ან გულმკერდის ტკივილის აღნიშვნის შემთხვევაში პაციენტებმა უნდა შეწყვიტონ გამოყენება და მიმართონ ექიმს.
სიფთხილის ზომები გამოყენებისას:
2 კვირიანი უწყვეტი მკურნალობის შემდეგ სიმპტომების გაგრძელების ან გაუარესების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ეტიოლოგიური გამოკვლევა და ხელახლა შეფასდეს მკურნალობის ჩატარება.
აციდოსტოპი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ანტაციდები ურთიერთქმედებენ მრავალ სხვა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც პერორალურად მიიღება. დაფიქსირებულია ერთდროულად გამოყენებული ასეთი მედიკამენტების შეწოვის დაქვეითება.
სიფრთხილის მიზნით ანტაციდების მიღება სხვა მედიკამენტებისგან განცალკევებითაა რეკომენდებული, კერძოდ:
ანტიბიოტიკები (კლინდამიცინი, ციკლინები, ქინოლონები და ფტორქინოლონები, პენიცილამინები, ეთამბუტოლი, იზონიაზიდი), ბეტა-ბლოკატორული საშუალებები, ბისფოსფონატები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ინტეგრაზას ინჰიბიტორები (დოლუტეგრავირი, ელვიტეგრავირი), ფენოთიაზინის ნეიროლეპტიკები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, სალიცილატები, ქლოროქინი, დიფლუნისალი, დიგოქსინი, ესტრამუსტინი, ფექსოფენადინი, ფტორი, ინდომეტაცინი, რკინა, ლედიპასვირ ფოსფორი, პროგუანილი, როზუვასტატინი, სტრონციუმი, თუთია, ნატრიუმის და კალციუმის პოლისტიროლის სულფონატის ფისები, სულპირიდი, ტერიფლუნომიდი.
ზოგადად, აციდოსტოპის დოზებს შორის გააკეთეთ 2 საათზე მეტი ინტერვალი.
მისი H2 ანტაგონისტური ეფექტის გამო, ფამოტიდინმა შეიძლება შეამციროს შემდეგი ნაერთების შეწოვა:
ატაზანავირი
რილპივირინი
ციანოკობალამინი
ტიროზინ კინაზას ინჰიბიტორების უმეტესობა (ვანდეტანიბის, იმატინიბის გამოკლებით)
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ფოსფატის შემკვრელის სახით ფამოტიდინთან ერთდროული გამოყენებისას არსებობს კალციუმის კარბონატის ეფექტურობის დაკარგვის რისკი.
ფამოტიდინისა და ანტაციდების შემთხვევაში საერთო ურთიერთქმედება
ფამოტიდინმა და ანტაციდებმა შეიძლება შეამცირონ შემდეგი ნაერთების შეწოვა:
აზოლის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი),
ლევოთიროქსინი
ვინაიდან ლევოთიროქსინის შემცველი პრეპარატების შეწოვა დარღვეულია აციდოსტოპთან ერთდროული მიღებისას, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს კალციუმის კარბონატს და მაგნიუმს, ეს ორი მედიკამენტი უნდა იქნას მიღებული მინიმუმ 2 საათის ინტერვალით.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
- 6 ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაციები
ორსულობის კატეგორია: C
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები /კონტრაცეფცია:
მკურნალობის დროს რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტული მეთოდები, რომლებიც სამედიცინოდ ეფექტურადაა მიჩნეული.ს
ორსულობა
ორსულობის დროს ფამოტიდინის გამოყენება არ არის რეკომენდებული და ამიტომ უნდა დაინიშნოს მხოლოდ აშკარა საჭიროების შემთხვევაში. ორსულობის დროს ფამოტიდინის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეფასდეს სამედიცინო პროდუქტის პოტენციური სარგებელი ამ შესაძლო რისკებთან მიმართებით.
ამჟამად ამ თემასთან დაკავშირების სხვა ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ორსული ქალებისგან მიღებული მონაცემების დიდი რაოდენობა (ექსპოზიციის 1000-ზე მეტი შედეგი) არ მიუთითებს არც მალფორმაციულ და არც ფეტო/ნეონატალურ ტოქსიკურობაზე.
კალციუმის კარბონატი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი :
ცხოველებთან დაკავშირებით მხოლოდ შეზღუდული მონაცემებია ხელმისაწვდომი. ორსულ ქალებში, რეკომენდებული დოზირებისას არ გამოვლენილა მალფორმაციული ან ფეტოტოქსიkური ეფექტები, მაგრამ ორსულობასთან დაკავშირებული ხელმისაწვდომი მონაცემები რაიმე რისკის გამოსარიცხად ძალიან შეზღუდულია.
გასათვალისწინებელია მათი არსებობა:
მაგნიუმის მარილები დიარეის რისკით,
კალციუმის მარილები, რომლებიც მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ შეიძლება ექვემდებარებოდეს ჰიპერკალციემიის რისკს სხვადასხვა ორგანოების კალცინოზით, განსაკუთრებით ნეფროკალცინოზით.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია ორსულობაზე და/ან ემბრიონულ განვითარებაზე და/ან მშობიარობაზე და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე ზემოქმედების დასადგენად (იხ. ნაწილი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია. ორსულობის დროს ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე ექიმმა უნდა გაითვალისწინოს მედიკამენტის რისკი/სარგებლის თანაფარდობა.
აციდოსტოპის გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული.
ლაქტაცია
ფამოტიდინი აღმოჩენილია მკურნალობის ქვეშ მყოფი დედის ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში/ჩვილებში. არ არის საკმარისი ინფორმაცია ფამოტიდინის ზემოქმედების შესახებ ახალშობილებში/ჩვილებში.
ძუძუთი კვების შეწყვეტის ან აციდოსტოპით თერაპიის შეწყვეტის/შეკავების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების და დედისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.
რეპროდუქციულობა/ფერტილობა
ფამოტიდინმა არ იქონია გავლენა ცხოველების ფერტილობაზე (იხ ნაწილი 5.3).
კლინიკური კვლევები მაგნიუმის ჰიდროქსიდის და კალციუმის კარბონატის გავლენის შესახებ ნაყოფიერებაზე არ არსებობს.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მოსალოდნელია, რომ აციდოსტოპი არ იმოქმედებს ან უმნიშვნელოდ იმოქმედებს თქვენს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, თუ აღინიშნება თავბრუსხვევა, არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ფამოტიდინს, აღინიშნა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ძილიანობა და თავის ტკივილი. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასეთი სიმპტომები, რეკომენდებულია არ მართონ ავტომობილი ან იმუშაონ მექანიზმებთან და არ ჩაერთონ ისეთ საქმიანობაში, რომელიც საჭიროებს ყურადღებას (იხ. ნაწილი 4.8. გვერდითი მოვლენები).
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 < 1/10), არახშირი (≥1/1000 < 1/100), იშვიათი (≥1/10000-მდე < 1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
იმუნური სისტემის დარღვევები
უცნობი: ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი
არახშირი : ნერვიულობა, პარესთეზია, თავბრუსხვევა
უცნობი: ძილიანობა
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ
არახშირი: მუცლის დისკომფორტი და ტკივილი, მუცლის შებერილობა, გულისრევა, დიარეა, მეტეორიზმი, დისპეფსია, პირის სიმშრალე, ერუქცია, წყურვილი, ღებინება, დისგეუზია, ოროფარინგეალური დისკომფორტი და ტკივილი.
უცნობი: ზედა მუცლის ტკივილი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
უცნობი: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება
ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მდგომარეობა
უცნობი: ასთენია, დაღლილობა
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოხსენებული იქნა იზოლირებულად ფამოტიდინის უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას, არ შეიძლება იყოს გამორიცხული.
მოხსენებული გვერდითი მოვლენები:
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები:
ძალიან იშვიათი: აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია
იმუნური სისტემის დაავადებები
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი)
მეტაბოლიზმი და კვებითი დარღვევები
არახშირი: მადის დაკარგვა, ანორექსია
ფსიქიატრიული დარღვევები
ძალიან იშვიათი: დეპრესია, შფოთვითი დარღვევები, გაღიზიანება, დისორიენტაცია, დაბნეულობა, შექცევადი მენტალური დარღვევები, მათ შორის ჰალუცინაციები, ინსომნია, ლიბიდოს დაქვეითება
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
იშვიათი: დისგეუზია
ძალიან იშვიათი: ძილიანობა, ეპილეფსიური კრუნჩხვები, კონვულზია, გენერალიზებული მატონიზირებელი- კლონური კრუნჩხვები (განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით), პარესთეზია
დარღვევები გულის მხრივ
ძალიან იშვიათი: AV ბლოკადა ი.ვ. H2 რეცეპტორის ანტაგონისტების შეყვანის შედეგად
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ინტერსტიციული პნევმონია, ხანდახან ფატალური.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ
ხშირი: ყაბზობა, დიარეა
არახშირი: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი ან შებერილობა, მეტეორიზმი, დისგეუზია
ჰეპატობილიარული დარღვევები
იშვიათი: ინტრაჰეპატური ქოლესტაზი (ხილული ნიშანი: სიყვითლე)
ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების პათოლოგიები (ტრანსამინაზები, გამა GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი)
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
არახშირი: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება
ძალიან იშვიათი: ალოპეცია, კანის მწვავე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ზოგჯერ ფატალური ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ართრალგია, კუნთოვანი კრუნჩხვები.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და მკერდის მხრივ
იშვიათი: გინეკომასტია*
ძალიან იშვიათი: იმპოტენცია
ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მდგომარეობა
არახშირი: დაღლილობა
ძალიან იშვიათი: გულმკერდის შებოჭილობა
- მიუხედავად იმისა, რომ გინეკომასტიის შემთხვევები იშვიათად არის მოხსენებული, კონტროლირებადი კლინიკური კვლევების სიხშირე ვიდრე პლაცებოსთან შედარებით არ იყო უფრო მაღალი.
შემდეგი გვერდითი მოვლენები ძირითადად მიეკუთვნება კალციუმის და მაგნიუმის მარილების შემცველ ანტაციდებს: განავლის სიხშირის და კონსისტენციის ცვლილება, შებერილობა და გადავსების შეგრძნება.
ჭარბი დოზირება და მკურნალობა
პაციენტებმა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფამოტიდინის 800 მგ/დღე დოზა მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების განვითარების გარეშე აიტანეს. ჭარბი დოზირების სპეციფიკური სიმპტომები არ გამოვლენილა ნივთიერებების ამ კონკრეტული კომბინაციით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფამოტიდინი / ანტაციდური კომბინაციები
ATC კოდი: A02BA53
ფამოტიდინი არის ეფექტური კონკურენტუნარიანი H2 რეცეპტორების ანტაგონისტი, რომლის ეფექტი განსაკუთრებით კონცენტრირებულია H2 რეცეპტორებზე. ფამოტიდინი ამცირებს მჟავისა და პეპსინის გამომუშავებას, აგრეთვე ბაზალური, ღამის და სტიმულირებული კუჭის სეკრეციის მოცულობას. მაგნიუმის ჰიდროქსიდს და კალციუმის კარბონატს გააჩნია ანტაციდური თვისებები ნეიტრალიზაციის მექანიზმით. პერორალური მიღებისას ფამოტიდინის ეფექტი სწრაფია. ფამოტიდინის ეფექტი გახანგრძლივებულია რეკომენდებული დოზებით და ეფექტურია სისხლში შედარებით დაბალი კონცენტრაციის დროს. ეფექტის ხანგრძლივობა, მისი კონცენტრაცია პლაზმაში და მისი გამოყოფა შარდში დამოკიდებულია დოზაზე. პერორალური მიღების შემდეგ, მისი ანტისეკრეტორული ეფექტი ვლინდება 1 საათის განმავლობაში და მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 1-დან 3 საათამდე, დოზის მიხედვით.
აციდოსტოპი აერთიანებს ანტაციდების სწრაფ მოქმედებას ფამოტიდინის გახანგრძლივებულ მოქმედებასთან, მჟავას ნეიტრალიზაციის უნარი თითო ტაბლეტზე ფასდება 21 მექვ.
23 პაციენტზე ჩატარებულმა კუჭისა და საყლაპავის pH-ის გაზომვის კვლევამ აჩვენა, რომ ფამოტიდინისა და ანტაციდის კომბინაციის მიღება 60 მლ წყალთან ერთად ცხიმით გაჯერებული საღამოს კვებიდან ერთი საათის შემდეგ იწვევს საყლაპავის pH-ის მყისიერ ზრდას. კუჭის pH-ის მატება, რომელიც აღემატება პლაცებოს და მხოლოდ ანტაციდებს, რჩება 12 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი
ფამოტიდინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები მნიშვნელოვნად არ იცვლება მაგნიუმის ჰიდროქსიდთან ერთად 165 მგ და კალციუმის კარბონატთან ერთად მიღებისას 800 მგ.
ფამოტიდინი
შეწოვა:
ფამოტიდინი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. პერორალური დოზის საშუალო ბიოშეღწევადობაა 40-45%. დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე.. პირველი გავლის მეტაბოლიზმი მინიმალურია.
განაწილება:
მაქსიმალური პლაზმური დონე მიიღწევა პერორალური მიღების შემდეგ 1-3 საათის განმავლობაში. განმეორებითი დოზები არ იწვევს პრეპარატის დაგროვებას. ცილებთან შეკავშირება პლაზმაში შეადგენს 15-20%.
ბიოტრანსფორმაცია:
დაახლოებით 30-35% მეტაბოლიზდება ღვიძლში მის არააქტიურ მეტაბოლიტ სულფოქსიდამდე.
გამოყოფა:
პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი ერთჯერადი პერორალური დოზის ან მრავალჯერადი განმეორებითი დოზის შემდეგ (5 დღის განმავლობაში) არის დაახლოებით 3 საათი. პერორალური მიღების შემდეგ, ფამოტიდინის საშუალო შარდის გამოყოფა შეადგენს აბსორბირებული დოზის 65-70%-ს, 25-30% უცვლელი ნაერთების სახით. თირკმლის კლირენსი არის 250-დან 450 მლ/წთ-მდე, რაც მიუთითებს მილაკოვანი ექსკრეციის გარკვეულ რაოდენობაზე. მცირე რაოდენობა შეიძლება გამოიყოფოდეს სულფოქსიდის სახით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია.
წრფივობა / არაწრფივობა :
ფამოტიდინის ფარმაკოკინეტიკა წრფივია.
მახასიათებლები პაციენტებში
ფამოტიდინის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში გახანგრძლივდა 11.7 საათამდე პაციენტებში 30 მლ/წთ ან ნაკლები კრეატინინის კლირენსით. პაციენტებში მაქსიმალური 10 მლ/წთ კრეატინინის კლირენსით, პლაზმური ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 13 საათს, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს 20 საათამდე. ანურიის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია დაახლოებით 24 საათამდე. პაციენტებში 30 მლ/წთ ან ნაკლები კრეატინინის კლირენსით ინტრავენური ინექციის მხოლოდ 21.2% გამოიყოფა შარდით.
პლაზმური კონცენტრაციები და ფამოტიდინის შარდით გამოყოფა ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში შეესაბამება ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებს. ამ შემთხვევაში ღვიძლის დისფუნქცია არ მოქმედებს ფამოტიდინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ხანდაზმულ პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ აჩვენებდნენ ასაკთან დაკავშირებულ, კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს; თუმცა დოზის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ასაკთან დაკავშირებული თირკმლის დისფუნქცია.
კალციუმის კარბონატი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი.
შეწოვა:
შეიწოვება კალციუმის დაახლოებით 10% და მაგნიუმის 15-20%.
ბიოტრანსფორმაცია:
კალციუმის კარბონატი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი კუჭის მჟავით გარდაიქმნება ხსნად ქლორიდის მარილებად. ხსნადი ქლორიდები, რომლებიც არ შეიწოვება, ისევ უხსნად მარილებად გარდაიქმნება.
გამოყოფა:
უხსნადი მარილები განავალის სახით გამოიყოფა. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პირებში მცირე რაოდენობით კალციუმი და მაგნიუმი სწრაფად გამოიყოფა თირკმელებით.
წრფივობა / არაწრფივობა:
წრფივობა/არაწრფივობის შესახებ მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ფამოტიდინის პრეკლინიკური მონაცემები არ ავლენს განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანებისთვის უსაფრთხოების, ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კარცენოგენული პოტენციალის და რეპროდუქციული ტოქსიკურობის კონვენციური კვლევების საფუძველზე.
მაგნიუმის ჰიდროქსიდისა და კალციუმის კარბონატის შესახებ მხოლოდ შეზღუდული ტოქსიკოლოგიური მონაცემებია ხელმისაწვდომი. ეს მონაცემები არ მიუთითებს რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეზე ადამიანებისთვის გამოყენების ნორმალურ პირობებში. ოსიფიკაციის დარღვევები აღწერილია ცხოველებში, რომელთაც მკურნალობდნენ კალციუმის კარბონატის მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი პერიოდით.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
მიკროკრისტალური ცელულოზა PH 101
ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხის რძისგან მიღებული)
FD&C Red No: 40 ალუმინის ლიექი
მაგნიუმის სტეარატი
სუკრალოზა
პოლიაკრილატის დისპერსია (30%)
ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა
დექსტროზას მონოჰიდრატი
მარწყვის არომატი
შეუთავსებლობები
არ არსებობს ცნობილი შეუთავსებლობები
ვარგისიანობის ვადა
36 თვე
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
შეინახეთ ოთახის 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეფუთვის ბუნება და შემცველობა
წარმოდგენილია კოლოფში, PVC/PE/PVDC-ალუმინის ბლისტერული შეფუთვით 2, 6 ან 12 საღეჭი ტაბლეტი.
შესაძლოა ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს გაყიდვაში.
ადამიანების სამკურნალო საშუალებების ნარჩენი მასალების განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების საკონტროლო რეგულაციების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების საკონტროლო რეგულაციების “ შესაბამისად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
İlko İlaç San. ve Tic A.Ş.
Veysel Karani Mah., Çolakoğlu Sok.,
No: 10, 34885 Sancaktepe/Istanbul-Turkey
ტელ: +90 216 564 80 00
ფაქსი: +90 216 564 80 99
სავაჭრო ნებართვის ნომერი
2017/766
პირველი სავაჭრო ნებართვის/ნებართვის განახლების თარიღი
პირველი სავაჭრო ნებართვის თარიღი: 29.09.2017
სავაჭრო ნებართვის განახლების თარიღი:
SPC-ის განახლების თარიღი
- 10.2021
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.