პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

აქტილიზე

Actilyse®

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

პრეპარატ აქტილიზე®-ს მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ალტეპლაზა. აქტილიზე® მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტითრომბოზული საშუალებები; ფერმენტები. ეს პრეპარატები შლიან სისხლძარღვებში წარმოქმნილ თრომბებს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ალტეპლასი (alteplase)
ფორმა და შეფუთვა
50მგ ლიოფილიზატი ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 50მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) მინის ფლაკონი №1 + კანულა №1
მწარმოებელი
Boehringer Ingelheim Pharma Gmbh & Co. KG, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, ენზიმები
ATC კოდი
B01AD02
რეგისტრაციის ნომერი
რ-041778
რეგისტრირებულია
6 აგვისტო 2024, მოქმედებს 6 აგვისტო 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PharmaLex GmbH (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „სოლუტივო“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააქტილიზე და სხვა წამალი ერთად

აქტილიზე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატ აქტილიზე®-ს მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ალტეპლაზა. აქტილიზე® მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტითრომბოზული საშუალებები; ფერმენტები. ეს პრეპარატები შლიან სისხლძარღვებში წარმოქმნილ თრომბებს.

გამოყენების ჩვენებები

მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის თრომბოლიზური თერაპია 18 წლის და უფროსი ასაკის ზრდასრულ პაციენტებში:

90-წუთიანი (დაჩქარებული) დოზირების რეჟიმი: პაციენტებისთვის, რომლებშიც მკურნალობა შეიძლება დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან 6 საათის განმავლობაში;

3-საათიანი დოზირების რეჟიმი: პაციენტებისთვის, რომლებშიც მკურნალობა შეიძლება დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან 6-დან 12 საათამდე შუალედში.

დადასტურებულია, რომ მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პრეპარატი აქტილიზე® ამცირებს სიკვდილიანობას დაავადების დაწყებიდან პირველი 30 დღის განმავლობაში.

არასტაბილური ჰემოდინამიკით მიმდინარე ფილტვის არტერიის მწვავე მასიური თრომბოემბოლიის თრომბოლიზური თერაპია 18 წლის და უფროსი ასაკის ზრდასრულ პაციენტებში:

აღნიშნული დიაგნოზი, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა დადასტურდეს ობიექტურად, მაგალითად, ფილტვის არტერიის ანგიოგრაფიით ან არაინვაზიური მეთოდებით, მაგალითად, ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფიით. კლინიკური კვლევები სიკვდილიანობასა და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის მკურნალობის შორეულ შედეგებთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.

მწვავე იშემიური ინსულტის თრომბოლიზური თერაპია ზრდასრულებში და 16 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში:

მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, ინსულტის სიმპტომების გამოვლენიდან 4.5 საათის განმავლობაში და ვიზუალიზაციის შესაბამისი მეთოდებით (მაგალითად, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიით (კტ) ან სისხლდენის გამოვლენის მიმართ მგრძნობიარე სხვა დიაგნოსტიკური მეთოდით (მაგალითად, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (მრტ))) ქალასშიდა სისხლჩაქცევის გამორიცხვის შემდეგ. მკურნალობის ეფექტი დამოკიდებულია მისი დაწყების დროზე, ანუ უფრო ადრეული მკურნალობა ზრდის ხელსაყრელი შედეგის ალბათობას.

პრეპარატ აქტილიზე®-ს მოქმედების მექანიზმი

პრეპარატ აქტილიზე®-ს მოქმედი ნივთიერება - ალტეპლაზა წარმოადგენს პლაზმინოგენის ქსოვილოვან ადამიანის რეკომბინანტულ აქტივატორს, გლიკოპროტეინს, რომელიც პირდაპირ აქტიურებს პლაზმინოგენის პლაზმინად გარდაქმნას. ვენაში შეყვანის შემდეგ ალტეპლაზა რჩება შედარებით არააქტიური ცირკულაციის სისტემაში. იგი აქტიურდება ფიბრინთან დაკავშირებით, რაც იწვევს პლაზმინოგენის პლაზმინად გარდაქმნას და ფიბრინის თრომბის დაშლას იწვევს.

თუ გაუმჯობესება არ აღინიშნება ან თავს უფესოდ გრძნობთ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

ექიმი შეგირჩევთ თქვენთვის საჭირო დოზას.

პრეპარატი აქტილიზე® უნდა იქნას გამოყენებული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად.

შეყვანის გზა და (ან) მეთოდი

ვენაში. პრეპარატ აქტილიზე®-ს მოამზადებს და შეგიყვანთ მკურნალი ექიმი ან სამედიცინო მუშაკი. პრეპარატის დამოუკიდებლად შეყვანა შეუძლებელია.

თერაპიის ხანგრძლივობა

თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოყენების ჩვენებაზე, თუმცა ჩვეულებრივ პრეპარატის მთელ საჭირო დოზას შეაყვანენ 1–3 საათის განმავლობაში.

თუ დაგინიშნეს პრეპარატ აქტილიზე®-ს იმაზე მეტი დოზა, ვიდრე საჭირო იყო

მაქსიმალური რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში იზრდება ქალასშიდა სისხლჩაქცევების რისკი.

ფიბრინზე პრეპარატის ზემოქმედების ფარდობითი სპეციფიკურობის მიუხედავად, დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფიბრინოგენისა და სისხლის შედედების სხვა ფაქტორების დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება.

შემთხვევათა უმრავლესობაში საკმარისია პრეპარატ აქტილიზე®-ს შეყვანის შეწყვეტა და ამ ფაქტორების ფიზიოლოგიურ აღდგენამდე ლოდინი. თუმცა, სერიოზული სისხლდენის განვითარებისას, რეკომენდებულია ახლადგაყინული პლაზმის ან ახალი სისხლის ინფუზიები, აუცილებლობისას შეიძლება სინთეზური ანტიფიბრინოლიზური საშუალებების დანიშვნა.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ალტეპლაზაზე, გენტამიცინზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (რომლებიც ჩამოთვლილია საინფორმაციო ფურცლის მე-6 განყოფილებაში);

თუ გაქვთ სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი:

ფართომასშტაბიანი სისხლდენა ამჟამად ან წინა 6 თვის განმავლობაში;

ჰემორაგიული დიათეზი;

ერთდროული ეფექტური მკურნალობა პერორალური ანტიკოაგულანტებით, მაგალითად, ვარფარინით (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (INR) > 1.3);

ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები ანამნეზში (მათ შორის, ახალწარმონაქმნები, ანევრიზმა, ქირურგიული ჩარევა თავის ან ზურგის ტვინზე);

ქალასშიდა (მათ შორის სუბარაქნოიდული) სისხლჩაქცევა ამჟამად ან ანამნეზში, ეჭვი ჰემორაგიული ინსულტის არსებობაზე;

მძიმე არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია;

ფართომასშტაბიანი ქირურგიული ჩარევა ან მნიშვნელოვანი ტრავმა წინა 14 დღის განმავლობაში, ბოლოდროინდელი ქალა-ტვინის ტრავმა;

ხანგრძლივი (> 10 წთ) ან ტრავმული (> 2 წთ) გულ-ფილტვის რეანიმაცია, მშობიარობა წინა 10 დღის განმავლობაში, ბოლოდროინდელი პუნქცია სისხლძარღვზე, რომლის კომპრესია შეუძლებელია (მაგალითად, ლავიწქვეშა ან საუღლე ვენა);

ღვიძლის მძიმე დაავადებები, მათ შორის ღვიძლის უკმარისობა, ციროზი, პორტული ჰიპერტენზია (მათ შორის საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაფართოება) და აქტიური ჰეპატიტი;

ბაქტერიული ენდოკარდიტი, პერიკარდიტი;

მწვავე პანკრეატიტი;

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის დადასტურებული წყლულოვანი დაავადება ბოლო 3 თვის განმავლობაში;

არტერიული ანევრიზმები, არტერიების/ვენების განვითარების დეფექტები;

ახალწარმონაქმნი სისხლდენის განვითარების მომატებული რისკით.

პრეპარატის მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის და ფილტვის არტერიის მწვავე მასიური თრომბოემბოლიის სამკურნალოდ გამოყენებისას, ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, არსებობს შემდეგი უკუჩვენებები:

ანამნეზში ჰემორაგიული ინსულტი ან უცნობი ეტიოლოგიის ინსულტი;

იშემიური ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა წინა 6 თვის განმავლობაში, მიმდინარე მწვავე იშემიური ინსულტის გარდა 4.5 საათის განმავლობაში.

პრეპარატის მწვავე იშემიური ინსულტის სამკურნალოდ გამოყენებისას, ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, არსებობს შემდეგი უკუჩვენებები:

ქალასშიდა სისხლჩაქცევის ნიშნები თავის ტვინის კტ-ს მონაცემებით და ქალასშიდა სისხლჩაქცევის კლინიკური სიმპტომები ნორმალური კტ-ს დროს;

იშემიური ინსულტის სიმპტომების დაწყება ინფუზიის დაწყებამდე 4.5 საათზე მეტი ხნით ადრე ან სიმპტომების გამოვლენის ზუსტი დროის შესახებ მონაცემების არარსებობა;

მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება მწვავე იშემიური ინსულტის დროს ან სიმპტომების სუსტი გამოხატულება ინფუზიის დაწყების მომენტისთვის;

მძიმედ მიმდინარე ინსულტი კლინიკური მონაცემების საფუძველზე (მაგალითად, თუ NIHSS (National Institutes of Health Stroke Scale) მაჩვენებელი > 25) და/ან ვიზუალიზაციის შესაბამისი მეთოდების (კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის) შედეგებით;

კრუნჩხვები ინსულტის დასაწყისში;

მონაცემები გადატანილი ინსულტის ან თავის სერიოზული ტრავმის შესახებ წინა 3 თვის განმავლობაში;

ანამნეზში ნებისმიერი ეტიოლოგიის ინსულტის არსებობა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში;

ჰეპარინის გამოყენება ინსულტის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში, თუ მოცემულ მომენტში მომატებულია აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (აჩთდ/APTT);

თრომბოციტების რაოდენობა 100 000/მკლ-ზე ნაკლები;

სისტოლური არტერიული წნევა 185 მმ ვწყ. სვ.-ზე მაღალი, ან დიასტოლური არტერიული წნევა 110 მმ ვწყ. სვ.-ზე მაღალი, ან ინტენსიური თერაპიის (პრეპარატების ვ/ვ შეყვანა) გამოყენების აუცილებლობა არტერიული წნევის ამ ზღვრებამდე დასაწევად;

გლუკოზის კონცენტრაცია სისხლში < 2.8 მმოლ/ლ ან > 22.2 mმოლ/ლ;

16 წლამდე ასაკის ბავშვები.

თუ მიგაჩნიათ, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა თქვენ გეხებათ, აცნობეთ მკურნალ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან, აფთიაქის თანამშრომელთან ან მედდასთან. აუცილებლად გააფრთხილეთ მკურნალი ექიმი, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ:

თუ გამოგივლინდათ რაიმე ალერგიული რეაქცია, გარდა უეცარი და სიცოცხლისთვის საშიში რეაქციისა (მძიმე ჰიპერმგრძნობელობა), მოქმედ ნივთიერებაზე (ალტეპლაზა) ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 განყოფილებაში);

თუ გაქვთ ან ახლახან გქონდათ ნებისმიერი სხვა დაავადება ან მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლდენის რისკი მომატებულია, მაგალითად:

მცირე ტრავმა;

ბიოფსია (ქსოვილის ნიმუშის აღების პროცედურა);

მაგისტრალური სისხლძარღვების პუნქცია;

კუნთშიდა ინექციები;

გულის გარე მასაჟი.

თუ თქვენი ასაკი 80 წელზე მეტია, მიუხედავად იმისა, მიიღებთ თუ არა პრეპარატ აქტილიზე®-ს, გამოსავალი თქვენთვის შესაძლოა უფრო უარესი იყოს, ვიდრე ახალგაზრდა ასაკის პაციენტებისთვის. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში, 80 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში პრეპარატ აქტილიზე®-ს სარგებელი-რისკის შეფარდება დადებითია, და ხანდაზმული ასაკი თავისთავად არ წარმოადგენს დაბრკოლებას აქტილიზე®-ს დანიშვნისათვის;

თუ ხართ 16 წლის ან უფროსი ასაკის მოზარდი, მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობისთვის თქვენთვის ინდივიდუალურად და გულდასმით შეფასდება პრეპარატის გამოყენების სარგებელი და მისი გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი.

თქვენი ექიმი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენებისას, თუ:

გაქვთ ან ახლახან გქონდათ ნებისმიერი სხვა დაავადება ან მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლდენის რისკი მომატებულია, მაგალითად, მცირე ტრავმა; ბიოფსია, მაგისტრალური სისხლძარღვების პუნქცია; კუნთშიდა ინექციები; გულის გარე მასაჟი;

გაქვთ დაავადებები (რომლებიც არ არის მოხსენიებული განყოფილებაში „უკუჩვენებები“), რომელთა დროსაც მომატებულია სისხლდენის რისკი;

ერთდროულად იყენებთ პერორალურ ანტიკოაგულანტებს.

მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის თრომბოლიზური თერაპია და არასტაბილური ჰემოდინამიკით მიმდინარე ფილტვის არტერიის მწვავე მასიური თრომბოემბოლიის თრომბოლიზური თერაპია:

გაქვთ სისტოლური არტერიული წნევა > 160 მმ ვწყ. სვ.;

ხართ ხანდაზმული ასაკის, რის დროსაც შესაძლოა იზრდებოდეს ქალასშიდა სისხლჩაქცევის რისკი.

მწვავე იშემიური ინსულტის თრომბოლიზური თერაპია:

გაქვთ მდგომარეობები, რომლებიც ხასიათდება სისხლდენის მაღალი რისკით;

აღგენიშნებათ მკურნალობის დაწყების დაგვიანება;

მანამდე გიტარდებოდათ მკურნალობა აცეტილსალიცილის მჟავით ან სხვა ანტიაგრეგაციული საშუალებებით;

ხართ ხანდაზმული ასაკის (80 წელზე უფროსი).

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში („მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის თრომბოლიზური თერაპია“ და „არასტაბილური ჰემოდინამიკით მიმდინარე ფილტვის არტერიის მწვავე მასიური თრომბოემბოლიის თრომბოლიზური თერაპია“ ჩვენებების დროს), ვინაიდან სამკურნალო პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა აღნიშნული ჩვენებების დროს დადგენილი არ არის. საკმარისი რაოდენობის მონაცემები არ მოიპოვება.

პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება 0-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში („მწვავე იშემიური ინსულტის თრომბოლიზური თერაპია“ ჩვენების დროს).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა დაიწყოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმს აცნობოთ, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით:

სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე ან ცვლიან თრომბოციტების ფუნქციას;

აგფ ინჰიბიტორებს;

გლიკოპროტეინული IIb/IIIa რეცეპტორების ანტაგონისტებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან, რაც შეიძლება მალე. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენების შესახებ რისკისა და მოსალოდნელი სარგებლის შეფასების შემდეგ.

ორსულობა

პრეპარატ აქტილიზე®-ს ორსულობის პერიოდში გამოყენების გამოცდილება ძალიან შეზღუდულია.

ძუძუთი კვება

ქალის რძეში ალტეპლაზას შეღწევის საკითხი შესწავლილი არ არის. ამასთან დაკავშირებით, პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ფერტილობა

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მიუღებელია. სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია გადაუდებელი მდგომარეობების თერაპიისთვის.

  • პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული შესაბამისობით. ეჭვის გაჩენისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.

მკურნალობა პრეპარატ აქტილიზე®-თი უნდა დაიწყოს სიმპტომების გამოვლენის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად.

არსებობს სამი სხვადასხვა დაავადება, რომელთა დროსაც ნიშნავენ ამ პრეპარატს:

მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის თრომბოლიზური თერაპია

დოზა, რომელსაც დაგინიშნავენ, დამოკიდებულია თქვენი სხეულის მასაზე. პრეპარატ აქტილიზე®-ს მაქსიმალური დოზა შეადგენს 100 მგ-ს; თუ თქვენ იწონით 65 კგ-ზე ნაკლებს, დაგინიშნავენ უფრო დაბალ დოზას.

პრეპარატის შეყვანა შეიძლება ორი სხვადასხვა გზით:

ა) შეყვანა 90 წუთის განმავლობაში – პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობას იღებენ სიმპტომების გამოვლენიდან არაუმეტეს 6 საათის შემდეგ. პრეპარატის შეყვანის პრინციპი:

ჯერ პრეპარატ აქტილიზე®-ს დოზის ნაწილს შეაყვანენ ვენაში;

შემდეგ ახორციელებენ დოზის დარჩენილი ნაწილის ინფუზიას შემდგომი 90 წუთის განმავლობაში.

ბ) შეყვანა 3 საათის განმავლობაში – პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობას იღებენ სიმპტომების გამოვლენიდან 6-დან 12 საათამდე დროის შუალედში. პრეპარატის შეყვანის პრინციპი:

ჯერ პრეპარატ აქტილიზე®-ს დოზის ნაწილს შეაყვანენ ვენაში ნაკადურად;

შემდეგ ახორციელებენ დოზის დარჩენილი ნაწილის ინფუზიას შემდგომი 3 საათის განმავლობაში.

პრეპარატ აქტილიზე®-ს პარალელურად ექიმი დაგინიშნავთ სხვა სამკურნალო პრეპარატს სისხლის შედედების შესაჩერებლად. მას შეგიყვანენ გულმკერდში ტკივილის დაწყებიდან რაც შეიძლება სწრაფად.

არასტაბილური ჰემოდინამიკით მიმდინარე ფილტვის არტერიის მწვავე მასიური თრომბოემბოლიის თრომბოლიზური თერაპია

სამკურნალო პრეპარატს ჩვეულებრივ შეაყვანენ შემდეგნაირად:

ჯერ პრეპარატის დოზის ნაწილს შეაყვანენ ვენაში ნაკადურად;

შემდეგ ახორციელებენ დოზის დარჩენილი ნაწილის ინფუზიას შემდგომი 2 საათის განმავლობაში.

პრეპარატ აქტილიზე®-თი თერაპიის კურსის დასრულების შემდეგ ექიმი დაგინიშნავთ (ან განაახლებს მანამდე გაუქმებულ) ჰეპარინით თერაპიას (სისხლის „გასათხელებელი“ სამკურნალო პრეპარატი).

მწვავე იშემიური ინსულტის თრომბოლიზური თერაპია

პრეპარატ აქტილიზე®-ს შეყვანა აუცილებელია პირველი სიმპტომების გამოვლენიდან არაუგვიანეს 4.5 საათისა. რაც უფრო ადრე დაიწყება თქვენთვის პრეპარატ აქტილიზე®-ს შეყვანა, მით მეტ სარგებელს მიიღებთ მკურნალობისგან და მით ნაკლები იქნება არასასურველი გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა. დოზა, რომელსაც დაგინიშნავენ, დამოკიდებულია თქვენი სხეულის მასაზე. ამ პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 90 მგ-ს; თუ იწონით 100 კგ-ზე ნაკლებს, დაგინიშნავენ უფრო დაბალ დოზას. პრეპარატ აქტილიზე®-ს შეაყვანენ შემდეგნაირად:

შემდეგ ახორციელებენ დოზის დარჩენილი ნაწილის ინფუზიას შემდგომი 60 წუთის განმავლობაში.

ინსულტის გამო პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ აცეტილსალიცილის მჟავა. აუცილებლობის შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გაგიკეთოთ ჰეპარინის ინექცია.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, პრეპარატ აქტილიზე®-საც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვითარდება.

აცნობეთ ექიმს ან მედდას ქვემოთ აღწერილი ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შესახებ, ვინაიდან ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი მკურნალობა.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გამოგივლინდებათ შემდეგი სერიოზული არასასურველი რეაქციების ნებისმიერი ნიშანი:

ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

მკვეთრი თავის ტკივილი, სიარულის, მიმიკის უეცარი დარღვევა, მეტყველების ან მხედველობის დარღვევა და სხვა ნევროლოგიური დარღვევები, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდეს ქალასშიდა სისხლჩაქცევების ნიშნები (როგორიცაა შიდატვინისმიერი სისხლჩაქცევა, ცერებრული ჰემატომა, ჰემორაგიული ინსულტი, ინსულტის ჰემორაგიული ტრანსფორმაცია, ქალასშიდა ჰემატომა, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა);

ხშირი ზედაპირული სუნთქვა, გულისცემის უეცარი აჩქარება, არტერიული წნევის დაქვეითება, ცნობიერების აბნევა, ცნობიერების დაკარგვა ან გულის წასვლა, სუსტი პულსი, ცივი ოფლი, კანის სიფითრე, ცივი ხელები ან ფეხები, შარდვის შემცირება ან არარსებობა, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდეს კარდიოგენული შოკის ნიშნები (მარცხენა პარკუჭის უკმარისობის უკიდურესი ხარისხი, რომელიც ხასიათდება მიოკარდიუმის კუმშვადობის მკვეთრი დაქვეითებით);

სისუსტე, თავბრუსხვევა, კანის სიფითრე, ოფლიანობა, ხმაური ყურებში, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ცნობიერების აბნევა, ზოგჯერ – გულის წასვლა, სისხლიანი პირღებინება, მელენა (შავი კუპრისებრი განავალი), განავალი სისხლის მინარევით, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდეს კუჭ-ნაწლავისმიერი სისხლდენის ნიშნები (კუჭიდან სისხლდენა, კუჭის წყლულიდან სისხლდენა, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, პირის ღრუდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა).

არახშირად (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

რეპერფუზიული არითმიები (არითმიები, რომლებიც ვითარდება მიოკარდიუმის სისხლის მიმოქცევის აღდგენისას: ექსტრასისტოლია, წინაგულების ფიბრილაცია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა I ხარისხიდან სრულ ბლოკადამდე, წინაგულების ფიბრილაცია/თრთოლვა, ბრადიკარდია, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი არითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ელექტრომექანიკური დისოციაცია).

იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 1 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

შფოთვის, შიშის შეგრძნება, სიცხის შეგრძნება, სისუსტე, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, რინიტის სიმპტომები, ყლაპვის გაძნელება, ხმის ჩახლეჩა (აფონიამდეც კი), თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, პარესთეზიები, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის, წელის, გულის არეში, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდეს ანაფილაქტოიდური რეაქციების ნიშნები, რომლებიც ჩვეულებრივ სუსტად არის გამოხატული, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში სიცოცხლისთვის საშიშია;

სხეულის ცალკეული უბნების გადიდება, მკვრივი, ზოგჯერ მტკივნეულიც კი შეშუპებები, კანის ფერის ცვლილების არარსებობა, სუნთქვის დარღვევა ხორხის სანათურის გადაკეტვის შედეგად, ხმის ჩახლეჩა და ხველა, არტერიული წნევის ცვლილებები, ტაქიკარდია, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდეს ანგიონევროზული შეშუპების (კვინკეს შეშუპება) ნიშნები;

სისუსტე, სიფითრე, ცივი ოფლი, ხშირი პულსი, არტერიული წნევის ვარდნა, ტკივილი მუცლის არეში, გულის წასვლის ან შოკის მდგომარეობა, რომლებიც შეიძლება იყოს რეტროპერიტონეული (რეტროპერიტონეალური ჰემატომა) სისხლდენის ნიშნები.

სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენებისას:

ძალიან ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

რეციდიული იშემია/ მკერდუკანა ან გულის არეში ტკივილის, მოჭერის, დისკომფორტის შეტევები რამდენიმე წამიდან 10-15 წუთამდე ხანგრძლივობით, უფრო ხშირად დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან (სტენოკარდია, რეციდიული იშემია);

არტერიული წნევის დაქვეითება საწყისი/ჩვეულებრივი მაჩვენებლებიდან 20%-ზე მეტით ან აბსოლუტურ ციფრებში — 90 მმ ვწყ. სვ.-ზე დაბლა სისტოლური წნევის ან 60 მმ ვწყ. სვ.-ზე დაბლა საშუალო არტერიული წნევის დროს (არტერიული ჰიპოტენზია);

სინდრომი, რომელიც გამოწვეულია მიოკარდიუმის ფუნქციის დეკომპენსირებული დარღვევით (გულის უკმარისობა);

მდგომარეობა, რომლის დროსაც სითხის შემცველობა ფილტვის რტიკულურ შემაერთებელ ქსოვილში აჭარბებს ნორმალურ დონეს. ხასიათდება ფილტვებში ექსტრავასკულური სითხის დაგროვებით (ფილტვების შეშუპება);

სისხლდენები (როგორიცაა ჰემატომა).

ეფექტური გულისცემის უეცარი და სრული შეწყვეტა ბიოელექტრული აქტივობის არსებობით ან არარსებობით (გულის გაჩერება);

განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტი;

სისხლდენა ხახის არედან;

სისხლჩაქცევები (ეკქიმოზები);

უროგენიტალური სისხლდენები (როგორიცაა ჰემატურია, სისხლდენები შარდგამომყოფი გზებიდან);

სისხლდენები პუნქციის ადგილას;

სისხლდენები ინექციის ადგილას (მაგალითად, ჰემატომა კათეტერის ჩადგმის ადგილას, სისხლდენა კათეტერის ჩადგმის ადგილას).

ქოშინი, გულისცემა, დაღლილობა, რომლებიც შეიძლება იყოს მიტრალური ნაკლოვანების ნიშნები (მიტრალური სარქვლის კარედების არასრული დახურვა, რაც იწვევს სისხლის უკუდინებას მარცხენა პარკუჭიდან მარცხენა წინაგულში სისტოლის დროს);

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;

სხვა სისტემური ემბოლიები/თავის ტვინის სისხლძარღვების ემბოლია;

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი;

ყურიდან სისხლდენა;

ცხვირიდან სისხლდენა;

ფილტვიდან სისხლდენა (მაგალითად, სისხლიანი ხველა, ჰემოთორაქსი, სისხლდენა სასუნთქი გზებიდან);

არტერიული წნევის დაქვეითება.

გამონაყარი;

ჭინჭრის ციება;

წვრილი ბრონქებისა და ბრონქიოლების სანათურის შევიწროება (ბრონქოსპაზმი);

არტერიული წნევის დაქვეითება;

ცივი, ფერმკრთალი, ნოტიო კანი, „თეთრი ლაქის“ სიმპტომი – კანის კაპილარების შევსების შენელება მათზე ზეწოლის შემდეგ (2 წამზე მეტი), ტაქიკარდია, თავდაპირველად აგზნება, შემდეგ დამუხრუჭება, სისტოლური არტერიული წნევის შემცირება 100 მმ ვწყ.სვ.-ზე ნაკლებად, პულსური წნევის შემცირება 20 მმ ვწყ.სვ.-ზე ნაკლებად, დიურეზის შემცირება (ოლიგო- ან ანურია), რომლებიც შეიძლება იყოს შოკის ნიშნები;

ნებისმიერი სხვა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;

პერიკარდიული სისხლდენა;

ემბოლია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს შესაბამისი შედეგები დაზიანებული შინაგანი ორგანოების მხრიდან;

სისხლჩაქცევები თვალებში;

გულისრევა.

ძალიან იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

ანაფილაქსია (დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია);

ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული მოვლენები (მაგალითად, ეპილეფსიური შეტევა, კრუნჩხვები, აფაზია, მეტყველების დარღვევა, დელირიუმი, მწვავე ცერებრული სინდრომი, აგზნება, ცნობიერების აბნევა, დეპრესია, ფსიქოზი), ხშირად ერთდროულ იშემიურ ან ჰემორაგიულ ცერებროვასკულურ მოვლენებთან ერთად.

უცნობია (შეუძლებელია სიხშირის შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე):

სისხლდენები პარენქიმულ ორგანოებში (როგორიცაა ღვიძლისმიერი სისხლდენები);

პირღებინება;

სხეულის ტემპერატურის მომატება;

ცხიმოვანი ემბოლია (ქოლესტერინის კრისტალებით ემბოლია), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შესაბამისი შედეგები დაზიანებული შინაგანი ორგანოების მხრიდან;

ტრანსფუზიების საჭიროება.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი საინფორმაციო ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ პირდაპირ (იხილეთ ინფორმაცია ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ გვეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, შენობა 1

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

ტელ.: + 7 800 550 99 03

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: https://roszdravnadzor.gov.ru/

ბელარუსის რესპუბლიკა

უნიტარული საწარმო „ექსპერტიზებისა და გამოცდების ცენტრი ჯანდაცვაში“

220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა

ტელეფონი: + 375 17 242 00 29

ფაქსი: + 375 17 242 00 29

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: https://www.rceth.by

ყაზახეთის რესპუბლიკა

010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქ., 13 (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტ 2“)

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო სამეურნეო მართვის უფლებით „წამლისმიერი საშუალებებისა და სამედიცინო ნაკეთობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

ტელ.: + 7 7172 235 135

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: http://www.ndda.kz

სომხეთის რესპუბლიკა

სომხეთი, ერევანი 0051, კომიტასის გამზ. 49/5

დახურული აქციონერული საზოგადოება „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ტელ.: + 374 60 83 00 73, + 374 10 23 08 96, + 374 10 23 16 82

ვებ-გვერდი: https://www.pharm.am/index.php/am/

  • პრეპარატ აქტილიზე®-ს შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ეტიკეტებზე წარწერის „Годен до“ (ვარგისია ფარგლებში) შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება აღნიშნული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. მომზადებული ხსნარი შეიძლება ინახებოდეს მაცივარში 24 საათის განმავლობაში, ხოლო არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე – 8 საათამდე (მუყაოს კოლოფზე და ლიოფილოზატის ფლაკონის ეტიკეტზე). არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე (გამხსნელის ფლაკონის ეტიკეტზე).

არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან კანალიზაციაში. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

მაქსიმალური რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში იზრდება ქალასშიდა სისხლდენების რისკი. ფიბრინზე პრეპარატის მოქმედების ფარდობითი სპეციფიკურობის მიუხედავად, დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიბრინოგენისა და სისხლის შეედედების სხვა ფაქტორების დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება.

მკურნალობა

შემთხვევათა უმრავლესობაში საკმარისია პრეპარატ აქტილიზეს შეყვანის შეწყვეტა და ამ ფაქტორების ფიზიოლოგიურ აღდგენამდე ლოდინი. თუმცა, თუ ვითარდება სერიოზული სისხლდენა, რეკომენდებულია ახლადგაყინული პლაზმის ან ახალი სისხლის ინფუზიები, აუცილებლობისას შეიძლება დაინიშნოს სინთეზური ანტიფიბრინოლიზური საშუალებები.

შემადგენლობა

პრეპარატი აქტილიზე® შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ალტეპლაზა.

თითოეული ფლაკონი შეიცავს 50 მილიგრამ ალტეპლაზას.

აღდგენილი ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 1.0 მილიგრამ ალტეპლაზას.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): L-არგინინი, ფოსფორმჟავა 85% (pH-ის კორექციისთვის), პოლისორბატ-80.

გამხსნელი: საინექციო წყალი.

პრეპარატ აქტილიზე®-ს გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ლიოფილიზატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.

პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ან ღია ყვითელი ფერის ლიოფილიზებულ მასას.

გამხსნელი: უფერო გამჭვირვალე სითხე.

1 ფლაკონი უფერო მინის ტიპი 1, რომელიც შეიცავს 50 მგ ლიოფილიზატს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, დაცული რეზინის საცობით (ბრომბუტილკაუჩუკის ელასტომერის საცობი), შემოხვეული ალუმინის თავსახურით და მწვანე ფერის დამცავი პლასტმასის სახურავით „Flip off“, და 1 ფლაკონი გამხსნელით 50 მლ უფერო მინის ტიპი 1, დაცული ქლორბუტილის საცობით, შემოხვეული ალუმინის თავსახურით და ლურჯი ფერის დამცავი პლასტმასის სახურავით „Flip off“, ასარევი კანულით ან ასარევი კანულის გარეშე, საინფორმაციო ფურცელთან და სამკურნალო პრეპარატის საერთო დახასიათებასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

ლიოფილიზატი: 3 წელი.

გამხსნელი: 3 წელი.

კომპლექტის ვარგისიანობის ვადა განისაზღვრება ერთ-ერთი კომპონენტის უმცირესი ვარგისიანობის ვადის მიხედვით.

  • 4. შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

მომზადებული ხსნარი

მომზადებული ხსნარი შეიძლება ინახებოდეს მაცივარში 24 საათის განმავლობაში, ხოლო არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე – 8 საათამდე (მუყაოს კოლოფზე და ლიოფილიზატიანი ფლაკონის ეტიკეტზე).

არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე (გამხსნელიანი ფლაკონის ეტიკეტზე).

  • 5. პირველადი შეფუთვის ხასიათი და შემცველობა

1 ფლაკონი უფერო მინის ტიპის 1, რომელიც შეიცავს 50 მგ ლიოფილიზატს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, დაცობილი რეზინის საცობით (ბრომბუტილკაუჩუკის ელასტომერის საცობი), რომელიც შემოკრულია ალუმინის თავსახურით მწვანე ფერის დამცავი პლასტმასის სახურავით „Flip off“ და 1 ფლაკონი გამხსნელით 50 მლ უფერო მინის ტიპის 1, დაცობილი ქლორბუტილის საცობით, რომელიც შემოკრულია ალუმინის თავსახურით ლურჯი ფერის დამცავი პლასტმასის სახურავით „Flip off“, შესარევი კანულით ან შესარევი კანულის გარეშე, ჩანართ ფურცელთან და სამკურნალო პრეპარატის საერთო დახასიათებასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

  • 6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის ან პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას და პრეპარატთან სხვა მანიპულაციები

საინფუზიო ხსნარის მომზადება

პრეპარატ აქტილიზეს ფლაკონში მოთავსებული ლიოფილიზატი იხსნება ასეპტიკურ პირობებში საინექციო წყლით (კომპლექტში) ისე, რომ ალტეპლაზას საბოლოო კონცენტრაცია შეადგენდეს 1 მგ/მლ-ს (ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად).

აქტილიზეს ფლაკონი

50 მგ

საინექციო წყლის მოცულობა, რომელიც ემატება ლიოფილიზატს

50 მლ

საბოლოო კონცენტრაცია

1 მგ/მლ ალტეპლაზა

ამგვარად, ალტეპლაზას საბოლოო 1 მგ/მლ კონცენტრაციის მისაღებად, პრეპარატ აქტილიზეს ფლაკონში, რომელიც შეიცავს ლიოფილიზატს, დამატებულ უნდა იქნას თანდართული გამხსნელის მთელი მოცულობა. ამისთვის სამკურნალო პრეპარატის კომპლექტში შეიძლება შედიოდეს შესარევი კანულა.

აქტილიზეს განზავების ინსტრუქციები

1

ხსნარს ამზადებენ უშუალოდ გამოყენების წინ.

2

ხსნიან დამცავ პლასტმასის სახურავს ორი ფლაკონიდან: გამხსნელიდან და ლიოფილიზატიდან, ცერა თითის აკვრით.

3

წმენდენ თითოეული ფლაკონის საცობს სპირტიანი ხელსახოცით.

4

გამხსნელის აღება:

შპრიცისა და ნემსის გამოყენებისას: იღებენ შპრიცით საინექციო წყალს გამხსნელიანი ფლაკონიდან, შეჰყავთ ლიოფილიზატიან ფლაკონში. შემდეგ გადადიან მე-10 პუნქტზე.

შესარევი კანულის გამოყენებისას (კომპლექტში კანულის მქონე პრეპარატისთვის): იღებენ შესარევ კანულას მისი შეფუთვიდან. არ ახდენენ შესარევი კანულის დეზინფექციას ან სტერილიზაციას; იგი სტერილიზებულია. ხსნიან ერთ თავსახურს.

5

დგამენ სტერილიზებული წყლის ფლაკონს პირდაპირ მყარ ზედაპირზე. მკაცრად ვერტიკალური მიმართულებით ჩხვლეტენ ცენტრში რეზინის საცობს შესარევი კანულით ფრთხილი, მაგრამ ძლიერი დაწოლით, დატრიალების გარეშე (საინექციო წყალი).

  • 40613625530Вода для инъекций

Вода для инъекций

6

სტერილიზებული წყლის ფლაკონსა და შესარევ კანულას იჭერენ უძრავად ერთი ხელით ორი გვერდითა ფირფიტით.

ხსნიან დარჩენილ თავსახურს შესარევი კანულის ზედა ნაწილიდან.

7

სტერილიზებული წყლის ფლაკონსა და შესარევ კანულას იჭერენ უძრავად ერთი ხელით ორი გვერდითა ფირფიტით.

იჭერენ ლიოფილიზატიან ფლაკონს ვერტიკალურად შესარევი კანულის თავზე და ათავსებენ შესარევი კანულის ბოლოს მკაცრად საცობის ცენტრში.

უშვებენ ლიოფილიზატიან ფლაკონს შესარევ კანულაზე, მკაცრად ვერტიკალური მიმართულებით ჩხვლეტენ რეზინის საცობს, ფრთხილად, მაგრამ ძლიერად და დატრიალების გარეშე (აქტილიზე ლიოფილიზატი).

127551460141Вода для инъекций

Вода для инъекций

  • 15488603361АКТИЛИЗЕ (лиофилизат)

АКТИЛИЗЕ (лиофилизат)

8

ატრიალებენ ორივე ფლაკონს და აძლევენ წყალს საშუალებას სრულად ჩაედინოს ლიოფილიზატში.

  • 228601543685АКТИЛИЗЕ (лиофилизат)

АКТИЛИЗЕ (лиофилизат)

74930450215Вода для инъекций

Вода для инъекций

9

აცილებენ წყლის ცარიელ ფლაკონს შესარევ კანულასთან ერთად. მათი გადაგდება შეიძლება.

10

ფრთხილად ურევენ მიღებულ ნარევს სრულ გახსნამდე. თავიდან უნდა იქნას აცილებული ძლიერი შენჯღრევა (შესაძლებელია ქაფის წარმოქმნა).

ბუშტუკების გამოჩენისას აცდიან ხსნარს დადგომას რამდენიმე წუთის განმავლობაში მათ გაქრობამდე.

11

განზავების შემდეგ მიღებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე უფერო ან ღია ყვითელი. გამოყენების წინ აუცილებელია ვიზუალურად შემოწმდეს ხსნარის ფერი და მასში ნაწილაკების არსებობა.

12

იღებენ საჭირო რაოდენობას მხოლოდ შპრიცის გამოყენებით.

შესარევი კანულის გამოყენებისას (კომპლექტში შესარევი კანულის მქონე პრეპარატისთვის): არ გამოიყენოთ ასაღებად შესარევი კანულის გაჩხვლეტის ადგილი გამოჟონვის თავიდან ასაცილებლად.

13

პრეპარატის მიღებული ხსნარი შეიყვანება ვენაში უშუალოდ მისი განზავების შემდეგ. გამოუყენებელ ხსნარს უტილიზაციას უკეთებენ.

უტილიზაცია

არასრულად გამოყენებული ხსნარი უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტითრომბოზული საშუალებები; ფერმენტები.

ათქ კოდი: B01AD02.

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატ აქტილიზეს აქტიური ნივთიერება - ალტეპლაზა წარმოადგენს ადამიანის ქსოვილოვანი პლაზმინოგენის რეკომბინანტულ აქტივატორს, გლიკოპროტეინს, რომელიც პირდაპირ აქტიურებს პლაზმინოგენის პლაზმინად გარდაქმნას. ვენაში შეყვანის შემდეგ ალტეპლაზა რჩება ფარდობითად არააქტიური ცირკულაციის სისტემაში. იგი აქტიურდება ფიბრინთან დაკავშირებით, რაც იწვევს პლაზმინოგენის პლაზმინად გარდაქმნას და მიჰყავს ფიბრინის თრომბის გახსნამდე.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ფიბრინის მიმართ ფარდობითი სპეციფიკურობის შედეგად ალტეპლაზას 100 მგ დოზით გამოყენებას მიჰყავს ცირკულირებადი ფიბრინოგენის შემცველობის ზომიერ შემცირებამდე (დაახლოებით 60%-მდე 4 საათის შემდეგ), რომელიც 24 საათისთვის, როგორც წესი, იზრდება 80%-ით და მეტით. პლაზმინოგენისა და ალფა-2-ანტიპლაზმინის კონცენტრაციები სისხლში 4 საათის შემდეგ მცირდება, შესაბამისად, საწყისი მნიშვნელობების 20%-მდე და 35%-მდე, და 24 საათის შემდეგ კვლავ იზრდება 80%-მდე და მეტით. ცირკულირებადი ფიბრინოგენის დონის მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი შემცირება აღინიშნა მხოლოდ რამდენიმე პაციენტში.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

პაციენტები მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტით (მმი)

პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში LATE ალტეპლაზას 100 მგ დოზით გამოყენებას 3 საათის განმავლობაში, სიმპტომების გამოვლენიდან 6–12 საათის დროის ინტერვალში, მიჰყავდა 30-დღიანი სიკვდილობის შემცირებამდე პლაცებოს გამოყენებასთან შედარებით. იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მიოკარდიუმის ინფარქტის აშკარა ნიშნები, სიმპტომების გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში დაწყებული თერაპია კვლავ შეიძლება იყოს ეფექტური.

პრეპარატის დაჩქარებული ინფუზია მმი-ის მქონე პაციენტებში

შესწავლილია თრომბოლიზური თერაპიის ოთხი რეჟიმი. პრეპარატ აქტილიზეს 100 მგ დოზით გამოყენება 90 წუთის განმავლობაში ჰეპარინის ვენაში ინფუზიასთან ერთად ხასიათდებოდა დაბალი სიკვდილობით 30 დღის შემდეგ (6,3%) სტრეპტოკინაზით თერაპიასთან შედარებით (1,5 მლნ სე – 60 წთ) ჰეპარინის კანქვეშა ან ვენაში შეყვანით (7,3%) (p=0,001).

3-საათიანი ინფუზია მმი-ის მქონე პაციენტებში

პრეპარატ აქტილიზეს პლაცებოსთან შედარებისას, რომლებიც გამოიყენებოდა სიმპტომების გამოვლენიდან 5 საათის განმავლობაში, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ აქტილიზეს, დადგენილია 30-დღიანი გადარჩენის გაზრდა, გულის მარცხენა პარკუჭის ფუნქციის გაუმჯობესება განდევნის ფრაქციის შეფასებისას კონტრასტული ვენტრიკულოგრაფიის საშუალებით, აღინიშნებოდა ინფარქტის ზომების შემცირება, აღინიშნებოდა სარწმუნოდ ნაკლები კარდიოგენული შოკის, პარკუჭების ფიბრილაციის, პერიკარდიტის ეპიზოდი, პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით.

პაციენტები ფილტვის არტერიის მწვავე მასიური ემბოლიით

ფილტვის არტერიის მწვავე მასიური თრომბოემბოლიისა და ჰემოდინამიკური არასტაბილურობის მქონე პაციენტებში პრეპარატ აქტილიზეთი თრომბოლიზურ თერაპიას მიჰყავს თრომბის ზომის სწრაფ შემცირებამდე და ფილტვის არტერიაში წნევის დაქვეითებამდე. მონაცემები სიკვდილობის შესახებ არ არსებობს.

პაციენტები მწვავე იშემიური ინსულტით

აშშ-ში ჩატარებულ ორ კვლევაში (NINDS A/B), ალტეპლაზას მიმღები პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილში აღნიშნული იყო ხელსაყრელი გამოსავალი (მინიმალური ინვალიდიზაცია ან სრული გამოჯანმრთელება), პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით. ეს შედეგები დადასტურდა კვლევაში ECASS III (იხ. პარაგრაფი ქვემოთ), მას შემდეგ რაც ევროპაში ჩატარებულ ორ კვლევაში და კიდევ ერთ კვლევაში, რომელიც ჩატარდა აშშ-ში, ვერ მოხერხდა პრეპარატის ეფექტურობის შესაბამისი მტკიცებულებების მიღება იმ პირობებში, რომლებიც, არსებითად, არ შეესაბამებოდა ევროკავშირში პრეპარატის შესახებ არსებულ აქტუალურ ინფორმაციას.

კვლევა ECASS III წარმოადგენდა პლაცებო-კონტროლირებად ორმაგ ბრმა კვლევას; იგი ჩატარდა ევროპაში და მოიცავდა მწვავე ინსულტის მქონე პაციენტებს, რომელთა მკურნალობა დაიწყო 3-დან 4,5 საათამდე დროის მონაკვეთში. თერაპიას კვლვაში ECASS III ნიშნავდნენ აქტილიზესთვის ევროპული SmPC-ის შესაბამისად ინსულტის ჩვენებით, გარდა თერაპიის შესაძლებლობების დროის ფანჯრის ზედა ზღვრის მიღმა შემთხვევებისა, ანუ 4,5 საათი. პირველად საბოლოო წერტილად მიჩნეული იყო ინვალიდიზაცია 90 დღის შემდეგ, რომელსაც ყოფდნენ ხელსაყრელად (0-დან 1 ქულამდე რენკინის მოდიფიცირებული სკალით [mRS]) ან არახელსაყრელად (2-დან 6 ქულამდე mRS-ით). სულ რანდომიზებული იყო 821 პაციენტი (418 ‒ ალტეპლაზას ჯგუფში, 403 ‒ პლაცებოს ჯგუფში). ალტეპლაზას ჯგუფში ხელსაყრელი გამოსავალი მიღწეულ იქნა პაციენტების უფრო დიდ რაოდენობაში (52,4%), ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (45,2%; რისკების შეფარდება [OR] 1,34; 95% დი 1,02 – 1,76; P=0,038). ნებისმიერი ქსშ (ქალასშიდა სისხლჩაქცევების)/განმეორებითი ქსშ (გქსშ) გამოვლენის სიხშირე ალტეპლაზას ჯგუფში უფრო მაღალი იყო, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (ნებისმიერი თტს (თავის ტვინშიდა სისხლჩაქცევები): 27,0% და 17,6%, p=0,0012; გთტს ECASS III-ის დეფინიციით: 2,4% და 0,2%, p=0,008). სიკვდილობა ჯგუფებში იყო დაბალი და არსებითად არ განსხვავდებოდა ალტეპლაზას (7,7%) და პლაცებოს (8,4%; P=0,681) ჯგუფებს შორის. ECASS III-ის ქვეჯგუფების კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ სიმპტომების გამოვლენიდან მკურნალობის დაწყებამდე დრო პირდაპირპროპორციულია ფატალური გამოსავლისა და კლინიკურად გამოვლენილი ქალასშიდა სისხლჩაქცევის წარმოქმნის რისკისა. ECASS III-ის შედეგები მოწმობს პრეპარატ აქტილიზეს ფაქტობრივ დადებით კლინიკურ უპირატესობაზე თერაპიის შესაძლებლობების დროის ფანჯარაში ‒ სიმპტომების გამოვლენიდან 3 საათიდან 4,5 საათამდე, მაშინ როდესაც გაერთიანებული მონაცემები აჩვენებს, რომ 4,5 საათის შემდეგ ალტეპლაზას გამოყენების ფაქტობრივი კლინიკური სარგებელი არ აღემატება შესაბამის რისკს.

პრეპარატ აქტილიზეს უსაფრთხოებასა და ეფექტურობას მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობისას ინსულტის გამოვლენიდან მკურნალობის დაწყებამდე 4,5 საათამდე ვადებში აფასებდნენ მოქმედი რეგისტრის (SITS-ISTR: Safe Implementation of Treatments in Stroke – International Stroke Thrombolysis Register) მოთხოვნების შესაბამისად. ამ დაკვირვებით კვლევაში უსაფრთხოების მონაცემებს 21 566 პაციენტისა, რომლებიც მკურნალობას იღებდნენ 0-დან 3 საათამდე პერიოდში, ადარებდნენ 2376 პაციენტის მონაცემებს, რომლებიც მკურნალობას იღებდნენ მწვავე იშემიური ინსულტის სიმპტომების გამოვლენიდან 3-დან 4,5 საათამდე პერიოდში. სიმპტომურად გამოვლენილი ქალასშიდა სისხлჩაქცევების სიხშირე (SITS-MOST-ის დეფინიციის შესაბამისად) 3-დან 4,5 საათამდე ინტერვალში იყო უფრო მაღალი (2,2%), ვიდრე 3 საათამდე დროის ფანჯარაში (1,7%). თერაპიის დაწყების პერიოდების 3 - 4,5 საათისა და 0 - 3,0 საათის შედარებისას, 3-თვიანი სიკვდილობა იყო მსგავსი და შეადგინა შესაბამისად 12,0% და 12,3%; არაკორექტირებული OR-ის მნიშვნელობამ შეადგინა 0,97 (95% დი: 0,84–1,13, p=0,70), ხოლო კორექტირებულის – 1,26 (95% დი: 1,07–1,49, p=0,005). SITS-ის ფარგლებში დაკვირვების მონაცემები ადასტურებს კლინიკური კვლევების შედეგებს იმის შესახებ, რომ ინსულტის სიმპტომების გამოვლენიდან მკურნალობის დაწყებამდე დრო წარმოადგენს ინსულტის გამოსავლის მნიშვნელოვან პროგნოზულ ფაქტორს ალტეპლაზით თერაპიის დროს.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები (80 წელზე უფროსი)

80 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ალტეპლაზასთვის „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის შეფასებისთვის ატარებდნენ 6756 ცალკეული პაციენტის მონაცემების მეტა-ანალიზებს, მათ შორის 80 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ ცხრა რანდომიზებულ კვლევაში, რომლებშიც ალტეპლაზას ადარებდნენ პლაცებოსთან ან ღია კონტროლთან. ინსულტის ხელსაყრელი გამოსავლის ალბათობა (mRS 0–1 90-ე დღეს და 180-ე დღეს), ისევე როგორც თერაპიის სარგებელი, პირდაპირ იყო დამოკიდებული თერაპიის დაწყების დროზე ყველა ასაკობრივ ჯგუფში (p-მნიშვნელობა ურთიერთქმედებისთვის 0,0203), და არ იყო დამოკიდებული პაციენტის ასაკზე.

ალტეპლაზით მკურნალობის ეფექტი 80 წლის ჩათვლით ასაკის პაციენტებში [მკურნალობის დაწყების საშუალო დაგვიანება 4,1 საათი: ალტეპლაზას მიმღები 2512-დან 990 (39%) პაციენტმა, საკონტროლო ჯგუფის 2515-დან 853 (34%) პაციენტთან შედარებით, მიაღწია ინსულტის კარგ გამოსავალს 90-ე დღეს და 180-ე დღეს; OR 1,25, 95% დი 1,10–1,42] იყო ისეთივე, როგორიც 80 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში [მკურნალობის დაწყების საშუალო დაგვიანება 3,7 საათი: ალტეპლაზას მიმღები 879-დან 155 (18%) პაციენტმა, საკონტროლო ჯგუფის 850-დან 112 (13%) პაციენტთან შედარებით, მიაღწია ინსულტის კარგ გამოსავალს; OR 1,56, 95% დი 1,17–2,08].

80 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ალტეპლაზას სიმპტომების გამოვლენიდან 3 საათის განმავლობაში და უფრო ადრე, ინსულტის კარგი გამოსავალი მიღწეულ იქნა 302-დან 55 შემთხვევაში (18,2%) კონტროლის ჯგუფის 264-დან 30 შემთხვევასთან შედარებით (OR 1,86, 95% დი 1,11–3,13), ხოლო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ალტეპლაზას 3 საათიდან 4,5 საათამდე პერიოდში, ინსულტის კარგი გამოსავალი მიღწეულ იქნა 342-დან 58 შემთხვევაში (17,0%) კონტროლის ჯგუფის 364-დან 50 შემთხვევასთან შედარებით (OR 1,36, 95% დი 0,87–2,14).

მე-2 ტიპის პარენქიმული სისხლჩაქცევა 7 დღის განმავლობაში დარეგისტრირდა 3391 პაციენტიდან 231-ში (6,8%), რომლებსაც დაენიშნათ ალტეპლაზა, ხოლო საკონტროლო პაციენტებს შორის იგი წარმოიქმნა მხოლოდ 3365-დან 44 შემთხვევაში (1,3%) (OR 5,55, 95% დი 4,01–7,70).

ფატალური გამოსავლის მქონე მე-2 ტიპის პარენქიმული სისხლჩაქცევა 7 დღის განმავლობაში დარეგისტრირდა ალტეპლაზით თერაპიის ჯგუფის 91 (2,7%) პაციენტში, ხოლო საკონტროლო პაციენტებს შორის იგი წარმოიქმნა 13 (0,4%) შემთხვევაში (OR 7,14, 95% დი 3,98–12,79).

80 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებს შორის, რომლებიც იღებდნენ ალტეპლაზას, ფატალური ქალასშიდა სისხლჩაქცევა 7 დღის განმავლობაში დარეგისტრირდა 879 პაციენტიდან 32-ში (3,6%), ხოლო საკონტროლო ჯგუფში იგი დარეგისტრირდა 850-დან 4 (0,5%) შემთხვევაში (OR 7,95, 95% დი 2,79–22,60).

80 წელზე უფროსი ასაკის პაციენტთა საერთო პოპულაციიდან (8658), რომლებიც მკურნალობას იღებდნენ ინსულტის სიმპტომების გამოვლენიდან 4,5 საათზე ადრე, SITS-ISTR-ის ფარგლებში, შედარების მიზნით შერჩეულ იქნა 2157 პაციენტის მონაცემები, რომლებიც მკურნალობას იღებდნენ 3 საათი - 4,5 საათის პერიოდში და 6501 პაციენტის მონაცემები, რომელთა მკურნალობა დაიწყო ინსულტის სიმპტომების გამოვლენიდან 3 საათზე ადრე.

სამთვიანმა ფუნქციურმა დამოუკიდებლობამ (0-დან 2 ქულამდე mRS სკალით) შეადგინა 36% 37%-თან შედარებით (კორექტირებული OR 0,79, 95% დი 0,68 – 0,92), სიკვდილობამ – 29,0% 29,6%-თან შედარებით (კორექტირებული OR 1,10, 95% დი 0,95 – 1,28), ხოლო გთტს-მა (SITS-MOST რეგისტრის დეფინიციის შესაბამისად) – 2,7% 1,6%-თან შედარებით (კორექტირებული OR 1,62, 95% დი 1,12 – 2,34).

ბავშვები

16–17 წლის ასაკის პაციენტების მონაწილეობით ჩატარებული არარანდომიზებული და არადასავლური დაკვირვებითი კვლევების მონაცემები, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი და იღებდნენ ალტეპლაზით დადასტურებულ მკურნალობას, მიღებულ იქნა SITS-ISTR რეგისტრიდან (Safe Implementation of Treatments in Stroke – International Stroke Thrombolysis Register). 2003 წლიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდში SITS რეგისტრში სულ შეყვანილ იქნა 16–17 წლის ასაკობრივი ჯგუფის 25 ბავშვი ალტეპლაზას დადასტურებული გამოყენებით. ალტეპლაზას დოზის მედიანამ, რომელიც გამოყენებულ იქნა ამ ასაკობრივ ჯგუფში, შეადგინა 0,9 მგ/კგ (დიაპაზონი: 0,83 – 0,99 მგ/კგ). ინსულტის სიმპტომების გამოვლენიდან 4,5 საათის განმავლობაში მკურნალობა დაიწყო 25-დან 23 პაციენტში (19 – 3 საათის შემდეგ; 4 – 3 საათი – 4,5 საათის შემდეგ; 1 – 5 საათი – 5,5 საათის შემდეგ; 1 შემთხვევა აღწერილი არ არის). პაციენტთა სხეულის მასა მერყეობდა 56-დან 90 კგ-მდე. პაციენტთა უმრავლესობამ გადაიტანა საშუალო სიმძიმის ან მძიმე მიმდინარეობის ინსულტი, საწყის დონეზე მედიანა NIHSS სკალით ‒ 9,0 (დიაპაზონი 1 – 30).

mRS სკალით შეფასებები 90-ე დღეს ჩატარდა 25-დან 21 პაციენტში. 90-ე დღეს 21-დან 14 პაციენტში ქულა mRS სკალით შეადგენდა 0-1-ს (სიმპტომების არარსებობა ან უმნიშვნელო ინვალიდიზაცია), 5 პაციენტში იგი შეადგენდა 2-ს (უმნიშვნელო ინვალიდიზაცია). შესაბამისად, mRS სკალის მიხედვით, 21-დან 19 პაციენტში (90%-ზე მეტი) გამოსავალი 90-ე დღეს იყო ხელსაყრელი. დარჩენილ 2 პაციენტში დარეგისტრირდა ან საშუალო სიმძიმის ინვალიდიზაცია (mRS=4; n=1), ან ფატალური გამოსავალი (mRS=6) 7 დღის განმავლობაში (n=1).

ოთხ პაციენტში mRS სკალით შეფასება 90-ე დღეს დარეგისტრირებული არ ყოფილა. აქტუალური ინფორმაციის შესაბამისად, 4-დან 2 პაციენტში მე-7 დღეს ქულა mRS-ით შეადგენდა 2-ს; ხოლო 4-დან 2 პაციენტმა განაცხადა აშკარა საერთო გაუმჯობესების შესახებ მე-7 დღეს.

რეგისტრში ასევე შეტანილ იქნა უსაფრთხოების მონაცემები – არასასურველი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლდენებთან და შეშუპებებთან. 16–17 წლის ასაკობრივი კატეგორიის 25 პაციენტიდან არცერთში არ დარეგისტრირებულა სიმპტომურად გამოვლენილი თავის ტვინშიდა სისხლჩაქცევა (გთტს, PH2 ტიპის თტს). 5 შემთხვევაში ალტეპლაზით მკურნალობის შემდეგ განვითარდა თავის ტვინის შეშუპება. თავის ტვინის შეშუპების მქონე 5 პაციენტიდან 4-ში 90-ე დღეს mRS ქულა შეადგენდა 0-დან 2-მდე, ან აღინიშნებოდა საერთო გაუმჯობესება პრეპარატის შეყვანიდან მე-7 დღეს. ერთ პაციენტში 90-ე დღეს ქულა mRS სკალით შეადგენდა 4-ს, რაც შეესაბამებოდა საშუალო სიმძიმის ინვალიდიზაციას. არცერთი შემთხვევა არ დასრულებულა ფატალური გამოსავლით.

მთლიანობაში, SITS რეესტრიდან ამოღებულ იქნა 25 შეტყობინება 16-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტების შესახებ, რომლებმაც გადაიტანეს მწვავე იშემიური ინსულტი, რომლებსაც მკურნალობდნენ ალტეპლაზით ზრდასრული პაციენტებისთვის არსებული რეკომენდაციების შესაბამისად. პაციენტთა შერჩევის მცირე ზომა არ იძლევა სტატისტიკური ანალიზის ჩატარების საშუალებას, თუმცა, მთლიანობაში, არსებული შედეგები მოწმობს ასეთ პაციენტებში დადებით დინამიკაზე ზრდასრული პაციენტებისთვის გათვლილი დოზების გამოყენებისას. მიღებული მონაცემები არ მოწმობს სიმპტომურად გამოვლენილი თავის ტვინშიდა სისხლჩაქცევის ან შეშუპების მომატებულ რისკზე ზრდასრულ პაციენტებთან შედარებით.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ელიმინაცია

ალტეპლაზა სწრაფად გამოიყოფა სისხლის ნაკადიდან და მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში (პლაზმური კლირენსი შეადგენს 550-680 მლ/წთ-ს). ფიზიოლოგიურ პირობებში სისხლის ნაკადში ალტეპლაზას დიდი ნაწილი დაკავშირებულია ინჰიბიტორთან. სხვა ცილების, მათ შორის ალტეპლაზას ინჰიბიტორების არსებობა, ხელს არ უშლის ალტეპლაზას ღვიძლისმიერ კლირენსს. ალტეპლაზასა და მისი ინჰიბიტორის კომპლექსები ელიმინირდება როგორც თავისუფალი ალტეპლაზა.

ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმიდან () შეადგენს 4-5 წუთს, ეს ნიშნავს, რომ 20 წუთის შემდეგ პლაზმაში რჩება ალტეპლაზას საწყისი კონცენტრაციის 10%-ზე ნაკლები. ნაჩვენებია, რომ ალტეპლაზას დარჩენილი დოზისთვის, რომელიც ნარჩუნდება ღრმად ქსოვილებში, ნახევარგამოყოფის პერიოდი () შეადგენს დაახლოებით 40 წუთს.

  • 3. კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

სუბქრონიკული ტოქსიკურობის კვლევებში ვირთხებსა და მარმოზეტებში მოულოდნელი გვერდითი ეფექტები აღმოჩენილი არ ყოფილა. მუტაგენურობის ტესტებში მუტაგენური პოტენციალის არავითარი ნიშნები აღმოჩენილი არ ყოფილა.

ორსულ ცხოველებში ფარმაკოლოგიურად ეფექტური დოზების ვენაში შეყვანის შემდეგ ტერატოგენული მოქმედება არ აღინიშნებოდა. ბოცვრებში ემბრიოტოქსიკურობა (ემბრიოლეტალობა, ზრდის შეფერხება) გამოწვეული იყო 3 მგ/კგ/დღეში-ზე მეტი დოზით. ვირთხებში პერი-პოსტნატალურ განვითარებაზე ან ფერტილობის პარამეტრებზე არავითარი ეფექტები არ აღინიშნებოდა 10 მგ/კგ/დღეში-მდე დოზების დროს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუცია

ინფორმაცია პაციენტისთვის

აქტილიზე®, 50 მგ, ლიოფილიზატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

მოქმედი ნივთიერება: ალტეპლაზა

პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარებისას მიმართეთ მკურნალ ექიმს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი საინფორმაციო ფურცლის მე-4 განყოფილებაში.

საინფორმაციო ფურცლის შინაარსი:

რას წარმოადგენს პრეპარატი აქტილიზე® და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენებამდე

პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენება

შესაძლო არასასურველი რეაქციები

პრეპარატ აქტილიზე®-ს შენახვა

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს პრეპარატი აქტილიზე® და რისთვის გამოიყენება

პრეპარატ აქტილიზე®-ს მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ალტეპლაზა. აქტილიზე® მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტითრომბოზული საშუალებები; ფერმენტები. ეს პრეპარატები შლიან სისხლძარღვებში წარმოქმნილ თრომბებს.

გამოყენების ჩვენებები

მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის თრომბოლიზური თერაპია 18 წლის და უფროსი ასაკის ზრდასრულ პაციენტებში:

90-წუთიანი (დაჩქარებული) დოზირების რეჟიმი: პაციენტებისთვის, რომლებშიც მკურნალობა შეიძლება დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან 6 საათის განმავლობაში;

3-საათიანი დოზირების რეჟიმი: პაციენტებისთვის, რომლებშიც მკურნალობა შეიძლება დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან 6-დან 12 საათამდე შუალედში.

დადასტურებულია, რომ მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პრეპარატი აქტილიზე® ამცირებს სიკვდილიანობას დაავადების დაწყებიდან პირველი 30 დღის განმავლობაში.

არასტაბილური ჰემოდინამიკით მიმდინარე ფილტვის არტერიის მწვავე მასიური თრომბოემბოლიის თრომბოლიზური თერაპია 18 წლის და უფროსი ასაკის ზრდასრულ პაციენტებში:

აღნიშნული დიაგნოზი, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა დადასტურდეს ობიექტურად, მაგალითად, ფილტვის არტერიის ანგიოგრაფიით ან არაინვაზიური მეთოდებით, მაგალითად, ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფიით. კლინიკური კვლევები სიკვდილიანობასა და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის მკურნალობის შორეულ შედეგებთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.

მწვავე იშემიური ინსულტის თრომბოლიზური თერაპია ზრდასრულებში და 16 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში:

მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, ინსულტის სიმპტომების გამოვლენიდან 4.5 საათის განმავლობაში და ვიზუალიზაციის შესაბამისი მეთოდებით (მაგალითად, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიით (კტ) ან სისხლდენის გამოვლენის მიმართ მგრძნობიარე სხვა დიაგნოსტიკური მეთოდით (მაგალითად, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (მრტ))) ქალასშიდა სისხლჩაქცევის გამორიცხვის შემდეგ. მკურნალობის ეფექტი დამოკიდებულია მისი დაწყების დროზე, ანუ უფრო ადრეული მკურნალობა ზრდის ხელსაყრელი შედეგის ალბათობას.

პრეპარატ აქტილიზე®-ს მოქმედების მექანიზმი

პრეპარატ აქტილიზე®-ს მოქმედი ნივთიერება - ალტეპლაზა წარმოადგენს პლაზმინოგენის ქსოვილოვან ადამიანის რეკომბინანტულ აქტივატორს, გლიკოპროტეინს, რომელიც პირდაპირ აქტიურებს პლაზმინოგენის პლაზმინად გარდაქმნას. ვენაში შეყვანის შემდეგ ალტეპლაზა რჩება შედარებით არააქტიური ცირკულაციის სისტემაში. იგი აქტიურდება ფიბრინთან დაკავშირებით, რაც იწვევს პლაზმინოგენის პლაზმინად გარდაქმნას და ფიბრინის თრომბის დაშლას იწვევს.

თუ გაუმჯობესება არ აღინიშნება ან თავს უფესოდ გრძნობთ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენებამდე

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ პრეპარატი აქტილიზე®:

თუ გაქვთ ალერგია ალტეპლაზაზე, გენტამიცინზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (რომლებიც ჩამოთვლილია საინფორმაციო ფურცლის მე-6 განყოფილებაში);

თუ გაქვთ სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი:

ფართომასშტაბიანი სისხლდენა ამჟამად ან წინა 6 თვის განმავლობაში;

ჰემორაგიული დიათეზი;

ერთდროული ეფექტური მკურნალობა პერორალური ანტიკოაგულანტებით, მაგალითად, ვარფარინით (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (INR) > 1.3);

ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები ანამნეზში (მათ შორის, ახალწარმონაქმნები, ანევრიზმა, ქირურგიული ჩარევა თავის ან ზურგის ტვინზე);

ქალასშიდა (მათ შორის სუბარაქნოიდული) სისხლჩაქცევა ამჟამად ან ანამნეზში, ეჭვი ჰემორაგიული ინსულტის არსებობაზე;

მძიმე არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია;

ფართომასშტაბიანი ქირურგიული ჩარევა ან მნიშვნელოვანი ტრავმა წინა 14 დღის განმავლობაში, ბოლოდროინდელი ქალა-ტვინის ტრავმა;

ხანგრძლივი (> 10 წთ) ან ტრავმული (> 2 წთ) გულ-ფილტვის რეანიმაცია, მშობიარობა წინა 10 დღის განმავლობაში, ბოლოდროინდელი პუნქცია სისხლძარღვზე, რომლის კომპრესია შეუძლებელია (მაგალითად, ლავიწქვეშა ან საუღლე ვენა);

ღვიძლის მძიმე დაავადებები, მათ შორის ღვიძლის უკმარისობა, ციროზი, პორტული ჰიპერტენზია (მათ შორის საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაფართოება) და აქტიური ჰეპატიტი;

ბაქტერიული ენდოკარდიტი, პერიკარდიტი;

მწვავე პანკრეატიტი;

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის დადასტურებული წყლულოვანი დაავადება ბოლო 3 თვის განმავლობაში;

არტერიული ანევრიზმები, არტერიების/ვენების განვითარების დეფექტები;

ახალწარმონაქმნი სისხლდენის განვითარების მომატებული რისკით.

პრეპარატის მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის და ფილტვის არტერიის მწვავე მასიური თრომბოემბოლიის სამკურნალოდ გამოყენებისას, ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, არსებობს შემდეგი უკუჩვენებები:

ანამნეზში ჰემორაგიული ინსულტი ან უცნობი ეტიოლოგიის ინსულტი;

იშემიური ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა წინა 6 თვის განმავლობაში, მიმდინარე მწვავე იშემიური ინსულტის გარდა 4.5 საათის განმავლობაში.

პრეპარატის მწვავე იშემიური ინსულტის სამკურნალოდ გამოყენებისას, ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, არსებობს შემდეგი უკუჩვენებები:

ქალასშიდა სისხლჩაქცევის ნიშნები თავის ტვინის კტ-ს მონაცემებით და ქალასშიდა სისხლჩაქცევის კლინიკური სიმპტომები ნორმალური კტ-ს დროს;

იშემიური ინსულტის სიმპტომების დაწყება ინფუზიის დაწყებამდე 4.5 საათზე მეტი ხნით ადრე ან სიმპტომების გამოვლენის ზუსტი დროის შესახებ მონაცემების არარსებობა;

მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება მწვავე იშემიური ინსულტის დროს ან სიმპტომების სუსტი გამოხატულება ინფუზიის დაწყების მომენტისთვის;

მძიმედ მიმდინარე ინსულტი კლინიკური მონაცემების საფუძველზე (მაგალითად, თუ NIHSS (National Institutes of Health Stroke Scale) მაჩვენებელი > 25) და/ან ვიზუალიზაციის შესაბამისი მეთოდების (კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის) შედეგებით;

კრუნჩხვები ინსულტის დასაწყისში;

მონაცემები გადატანილი ინსულტის ან თავის სერიოზული ტრავმის შესახებ წინა 3 თვის განმავლობაში;

ანამნეზში ნებისმიერი ეტიოლოგიის ინსულტის არსებობა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში;

ჰეპარინის გამოყენება ინსულტის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში, თუ მოცემულ მომენტში მომატებულია აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (აჩთდ/APTT);

თრომბოციტების რაოდენობა 100 000/მკლ-ზე ნაკლები;

სისტოლური არტერიული წნევა 185 მმ ვწყ. სვ.-ზე მაღალი, ან დიასტოლური არტერიული წნევა 110 მმ ვწყ. სვ.-ზე მაღალი, ან ინტენსიური თერაპიის (პრეპარატების ვ/ვ შეყვანა) გამოყენების აუცილებლობა არტერიული წნევის ამ ზღვრებამდე დასაწევად;

გლუკოზის კონცენტრაცია სისხლში < 2.8 მმოლ/ლ ან > 22.2 mმოლ/ლ;

16 წლამდე ასაკის ბავშვები.

თუ მიგაჩნიათ, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა თქვენ გეხებათ, აცნობეთ მკურნალ ექიმს.

სპეციალური მითითებები და უსაფრთხოების ზომები

პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან, აფთიაქის თანამშრომელთან ან მედდასთან. აუცილებლად გააფრთხილეთ მკურნალი ექიმი, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ:

თუ გამოგივლინდათ რაიმე ალერგიული რეაქცია, გარდა უეცარი და სიცოცხლისთვის საშიში რეაქციისა (მძიმე ჰიპერმგრძნობელობა), მოქმედ ნივთიერებაზე (ალტეპლაზა) ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 განყოფილებაში);

თუ გაქვთ ან ახლახან გქონდათ ნებისმიერი სხვა დაავადება ან მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლდენის რისკი მომატებულია, მაგალითად:

მცირე ტრავმა;

ბიოფსია (ქსოვილის ნიმუშის აღების პროცედურა);

მაგისტრალური სისხლძარღვების პუნქცია;

კუნთშიდა ინექციები;

გულის გარე მასაჟი.

თუ თქვენი ასაკი 80 წელზე მეტია, მიუხედავად იმისა, მიიღებთ თუ არა პრეპარატ აქტილიზე®-ს, გამოსავალი თქვენთვის შესაძლოა უფრო უარესი იყოს, ვიდრე ახალგაზრდა ასაკის პაციენტებისთვის. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში, 80 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში პრეპარატ აქტილიზე®-ს სარგებელი-რისკის შეფარდება დადებითია, და ხანდაზმული ასაკი თავისთავად არ წარმოადგენს დაბრკოლებას აქტილიზე®-ს დანიშვნისათვის;

თუ ხართ 16 წლის ან უფროსი ასაკის მოზარდი, მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობისთვის თქვენთვის ინდივიდუალურად და გულდასმით შეფასდება პრეპარატის გამოყენების სარგებელი და მისი გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი.

თქვენი ექიმი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენებისას, თუ:

გაქვთ ან ახლახან გქონდათ ნებისმიერი სხვა დაავადება ან მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლდენის რისკი მომატებულია, მაგალითად, მცირე ტრავმა; ბიოფსია, მაგისტრალური სისხლძარღვების პუნქცია; კუნთშიდა ინექციები; გულის გარე მასაჟი;

გაქვთ დაავადებები (რომლებიც არ არის მოხსენიებული განყოფილებაში „უკუჩვენებები“), რომელთა დროსაც მომატებულია სისხლდენის რისკი;

ერთდროულად იყენებთ პერორალურ ანტიკოაგულანტებს.

მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის თრომბოლიზური თერაპია და არასტაბილური ჰემოდინამიკით მიმდინარე ფილტვის არტერიის მწვავე მასიური თრომბოემბოლიის თრომბოლიზური თერაპია:

გაქვთ სისტოლური არტერიული წნევა > 160 მმ ვწყ. სვ.;

ხართ ხანდაზმული ასაკის, რის დროსაც შესაძლოა იზრდებოდეს ქალასშიდა სისხლჩაქცევის რისკი.

მწვავე იშემიური ინსულტის თრომბოლიზური თერაპია:

გაქვთ მდგომარეობები, რომლებიც ხასიათდება სისხლდენის მაღალი რისკით;

აღგენიშნებათ მკურნალობის დაწყების დაგვიანება;

მანამდე გიტარდებოდათ მკურნალობა აცეტილსალიცილის მჟავით ან სხვა ანტიაგრეგაციული საშუალებებით;

ხართ ხანდაზმული ასაკის (80 წელზე უფროსი).

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში („მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის თრომბოლიზური თერაპია“ და „არასტაბილური ჰემოდინამიკით მიმდინარე ფილტვის არტერიის მწვავე მასიური თრომბოემბოლიის თრომბოლიზური თერაპია“ ჩვენებების დროს), ვინაიდან სამკურნალო პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა აღნიშნული ჩვენებების დროს დადგენილი არ არის. საკმარისი რაოდენობის მონაცემები არ მოიპოვება.

პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება 0-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში („მწვავე იშემიური ინსულტის თრომბოლიზური თერაპია“ ჩვენების დროს).

სხვა პრეპარატები და პრეპარატი აქტილიზე®

აცნობეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა დაიწყოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმს აცნობოთ, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით:

სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე ან ცვლიან თრომბოციტების ფუნქციას;

აგფ ინჰიბიტორებს;

გლიკოპროტეინული IIb/IIIa რეცეპტორების ანტაგონისტებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან, რაც შეიძლება მალე. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენების შესახებ რისკისა და მოსალოდნელი სარგებლის შეფასების შემდეგ.

ორსულობა

პრეპარატ აქტილიზე®-ს ორსულობის პერიოდში გამოყენების გამოცდილება ძალიან შეზღუდულია.

ძუძუთი კვება

ქალის რძეში ალტეპლაზას შეღწევის საკითხი შესწავლილი არ არის. ამასთან დაკავშირებით, პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ფერტილობა

კლინიკური მონაცემები პრეპარატ აქტილიზე®-ს ფერტილობაზე გავლენის შესახებ არ მოიპოვება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მიუღებელია. სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია გადაუდებელი მდგომარეობების თერაპიისთვის.

  • პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული შესაბამისობით. ეჭვის გაჩენისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.

მკურნალობა პრეპარატ აქტილიზე®-თი უნდა დაიწყოს სიმპტომების გამოვლენის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად.

არსებობს სამი სხვადასხვა დაავადება, რომელთა დროსაც ნიშნავენ ამ პრეპარატს:

მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის თრომბოლიზური თერაპია

დოზა, რომელსაც დაგინიშნავენ, დამოკიდებულია თქვენი სხეულის მასაზე. პრეპარატ აქტილიზე®-ს მაქსიმალური დოზა შეადგენს 100 მგ-ს; თუ თქვენ იწონით 65 კგ-ზე ნაკლებს, დაგინიშნავენ უფრო დაბალ დოზას.

პრეპარატის შეყვანა შეიძლება ორი სხვადასხვა გზით:

ა) შეყვანა 90 წუთის განმავლობაში – პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობას იღებენ სიმპტომების გამოვლენიდან არაუმეტეს 6 საათის შემდეგ. პრეპარატის შეყვანის პრინციპი:

ჯერ პრეპარატ აქტილიზე®-ს დოზის ნაწილს შეაყვანენ ვენაში;

შემდეგ ახორციელებენ დოზის დარჩენილი ნაწილის ინფუზიას შემდგომი 90 წუთის განმავლობაში.

ბ) შეყვანა 3 საათის განმავლობაში – პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობას იღებენ სიმპტომების გამოვლენიდან 6-დან 12 საათამდე დროის შუალედში. პრეპარატის შეყვანის პრინციპი:

ჯერ პრეპარატ აქტილიზე®-ს დოზის ნაწილს შეაყვანენ ვენაში ნაკადურად;

შემდეგ ახორციელებენ დოზის დარჩენილი ნაწილის ინფუზიას შემდგომი 3 საათის განმავლობაში.

პრეპარატ აქტილიზე®-ს პარალელურად ექიმი დაგინიშნავთ სხვა სამკურნალო პრეპარატს სისხლის შედედების შესაჩერებლად. მას შეგიყვანენ გულმკერდში ტკივილის დაწყებიდან რაც შეიძლება სწრაფად.

არასტაბილური ჰემოდინამიკით მიმდინარე ფილტვის არტერიის მწვავე მასიური თრომბოემბოლიის თრომბოლიზური თერაპია

დოზა, რომელსაც დაგინიშნავენ, დამოკიდებულია თქვენი სხეულის მასაზე. პრეპარატ აქტილიზე®-ს მაქსიმალური დოზა შეადგენს 100 მგ-ს; თუ თქვენ იწონით 65 კგ-ზე ნაკლებს, დაგინიშნავენ უფრო დაბალ დოზას.

სამკურნალო პრეპარატს ჩვეულებრივ შეაყვანენ შემდეგნაირად:

ჯერ პრეპარატის დოზის ნაწილს შეაყვანენ ვენაში ნაკადურად;

შემდეგ ახორციელებენ დოზის დარჩენილი ნაწილის ინფუზიას შემდგომი 2 საათის განმავლობაში.

პრეპარატ აქტილიზე®-თი თერაპიის კურსის დასრულების შემდეგ ექიმი დაგინიშნავთ (ან განაახლებს მანამდე გაუქმებულ) ჰეპარინით თერაპიას (სისხლის „გასათხელებელი“ სამკურნალო პრეპარატი).

მწვავე იშემიური ინსულტის თრომბოლიზური თერაპია

პრეპარატ აქტილიზე®-ს შეყვანა აუცილებელია პირველი სიმპტომების გამოვლენიდან არაუგვიანეს 4.5 საათისა. რაც უფრო ადრე დაიწყება თქვენთვის პრეპარატ აქტილიზე®-ს შეყვანა, მით მეტ სარგებელს მიიღებთ მკურნალობისგან და მით ნაკლები იქნება არასასურველი გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა. დოზა, რომელსაც დაგინიშნავენ, დამოკიდებულია თქვენი სხეულის მასაზე. ამ პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 90 მგ-ს; თუ იწონით 100 კგ-ზე ნაკლებს, დაგინიშნავენ უფრო დაბალ დოზას. პრეპარატ აქტილიზე®-ს შეაყვანენ შემდეგნაირად:

ჯერ პრეპარატის დოზის ნაწილს შეაყვანენ ვენაში ნაკადურად;

შემდეგ ახორციელებენ დოზის დარჩენილი ნაწილის ინფუზიას შემდგომი 60 წუთის განმავლობაში.

ინსულტის გამო პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ აცეტილსალიცილის მჟავა. აუცილებლობის შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გაგიკეთოთ ჰეპარინის ინექცია.

რეკომენდებული დოზა

ექიმი შეგირჩევთ თქვენთვის საჭირო დოზას.

პრეპარატი აქტილიზე® უნდა იქნას გამოყენებული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად.

შეყვანის გზა და (ან) მეთოდი

ვენაში. პრეპარატ აქტილიზე®-ს მოამზადებს და შეგიყვანთ მკურნალი ექიმი ან სამედიცინო მუშაკი. პრეპარატის დამოუკიდებლად შეყვანა შეუძლებელია.

თერაპიის ხანგრძლივობა

თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოყენების ჩვენებაზე, თუმცა ჩვეულებრივ პრეპარატის მთელ საჭირო დოზას შეაყვანენ 1–3 საათის განმავლობაში.

თუ დაგინიშნეს პრეპარატ აქტილიზე®-ს იმაზე მეტი დოზა, ვიდრე საჭირო იყო

მაქსიმალური რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში იზრდება ქალასშიდა სისხლჩაქცევების რისკი.

ფიბრინზე პრეპარატის ზემოქმედების ფარდობითი სპეციფიკურობის მიუხედავად, დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფიბრინოგენისა და სისხლის შედედების სხვა ფაქტორების დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება.

შემთხვევათა უმრავლესობაში საკმარისია პრეპარატ აქტილიზე®-ს შეყვანის შეწყვეტა და ამ ფაქტორების ფიზიოლოგიურ აღდგენამდე ლოდინი. თუმცა, სერიოზული სისხლდენის განვითარებისას, რეკომენდებულია ახლადგაყინული პლაზმის ან ახალი სისხლის ინფუზიები, აუცილებლობისას შეიძლება სინთეზური ანტიფიბრინოლიზური საშუალებების დანიშვნა.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, პრეპარატ აქტილიზე®-საც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვითარდება.

აცნობეთ ექიმს ან მედდას ქვემოთ აღწერილი ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შესახებ, ვინაიდან ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი მკურნალობა.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გამოგივლინდებათ შემდეგი სერიოზული არასასურველი რეაქციების ნებისმიერი ნიშანი:

ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

მკვეთრი თავის ტკივილი, სიარულის, მიმიკის უეცარი დარღვევა, მეტყველების ან მხედველობის დარღვევა და სხვა ნევროლოგიური დარღვევები, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდეს ქალასშიდა სისხლჩაქცევების ნიშნები (როგორიცაა შიდატვინისმიერი სისხლჩაქცევა, ცერებრული ჰემატომა, ჰემორაგიული ინსულტი, ინსულტის ჰემორაგიული ტრანსფორმაცია, ქალასშიდა ჰემატომა, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა);

ხშირი ზედაპირული სუნთქვა, გულისცემის უეცარი აჩქარება, არტერიული წნევის დაქვეითება, ცნობიერების აბნევა, ცნობიერების დაკარგვა ან გულის წასვლა, სუსტი პულსი, ცივი ოფლი, კანის სიფითრე, ცივი ხელები ან ფეხები, შარდვის შემცირება ან არარსებობა, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდეს კარდიოგენული შოკის ნიშნები (მარცხენა პარკუჭის უკმარისობის უკიდურესი ხარისხი, რომელიც ხასიათდება მიოკარდიუმის კუმშვადობის მკვეთრი დაქვეითებით);

სისუსტე, თავბრუსხვევა, კანის სიფითრე, ოფლიანობა, ხმაური ყურებში, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ცნობიერების აბნევა, ზოგჯერ – გულის წასვლა, სისხლიანი პირღებინება, მელენა (შავი კუპრისებრი განავალი), განავალი სისხლის მინარევით, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდეს კუჭ-ნაწლავისმიერი სისხლდენის ნიშნები (კუჭიდან სისხლდენა, კუჭის წყლულიდან სისხლდენა, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, პირის ღრუდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა).

არახშირად (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

რეპერფუზიული არითმიები (არითმიები, რომლებიც ვითარდება მიოკარდიუმის სისხლის მიმოქცევის აღდგენისას: ექსტრასისტოლია, წინაგულების ფიბრილაცია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა I ხარისხიდან სრულ ბლოკადამდე, წინაგულების ფიბრილაცია/თრთოლვა, ბრადიკარდია, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი არითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ელექტრომექანიკური დისოციაცია).

იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 1 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

შფოთვის, შიშის შეგრძნება, სიცხის შეგრძნება, სისუსტე, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, რინიტის სიმპტომები, ყლაპვის გაძნელება, ხმის ჩახლეჩა (აფონიამდეც კი), თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, პარესთეზიები, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის, წელის, გულის არეში, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდეს ანაფილაქტოიდური რეაქციების ნიშნები, რომლებიც ჩვეულებრივ სუსტად არის გამოხატული, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში სიცოცხლისთვის საშიშია;

სხეულის ცალკეული უბნების გადიდება, მკვრივი, ზოგჯერ მტკივნეულიც კი შეშუპებები, კანის ფერის ცვლილების არარსებობა, სუნთქვის დარღვევა ხორხის სანათურის გადაკეტვის შედეგად, ხმის ჩახლეჩა და ხველა, არტერიული წნევის ცვლილებები, ტაქიკარდია, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდეს ანგიონევროზული შეშუპების (კვინკეს შეშუპება) ნიშნები;

სისუსტე, სიფითრე, ცივი ოფლი, ხშირი პულსი, არტერიული წნევის ვარდნა, ტკივილი მუცლის არეში, გულის წასვლის ან შოკის მდგომარეობა, რომლებიც შეიძლება იყოს რეტროპერიტონეული (რეტროპერიტონეალური ჰემატომა) სისხლდენის ნიშნები.

სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს პრეპარატ აქტილიზე®-ს გამოყენებისას:

ძალიან ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

რეციდიული იშემია/ მკერდუკანა ან გულის არეში ტკივილის, მოჭერის, დისკომფორტის შეტევები რამდენიმე წამიდან 10-15 წუთამდე ხანგრძლივობით, უფრო ხშირად დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან (სტენოკარდია, რეციდიული იშემია);

არტერიული წნევის დაქვეითება საწყისი/ჩვეულებრივი მაჩვენებლებიდან 20%-ზე მეტით ან აბსოლუტურ ციფრებში — 90 მმ ვწყ. სვ.-ზე დაბლა სისტოლური წნევის ან 60 მმ ვწყ. სვ.-ზე დაბლა საშუალო არტერიული წნევის დროს (არტერიული ჰიპოტენზია);

სინდრომი, რომელიც გამოწვეულია მიოკარდიუმის ფუნქციის დეკომპენსირებული დარღვევით (გულის უკმარისობა);

მდგომარეობა, რომლის დროსაც სითხის შემცველობა ფილტვის რტიკულურ შემაერთებელ ქსოვილში აჭარბებს ნორმალურ დონეს. ხასიათდება ფილტვებში ექსტრავასკულური სითხის დაგროვებით (ფილტვების შეშუპება);

სისხლდენები (როგორიცაა ჰემატომა).

ხშირად (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

ეფექტური გულისცემის უეცარი და სრული შეწყვეტა ბიოელექტრული აქტივობის არსებობით ან არარსებობით (გულის გაჩერება);

განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტი;

სისხლდენა ხახის არედან;

სისხლჩაქცევები (ეკქიმოზები);

უროგენიტალური სისხლდენები (როგორიცაა ჰემატურია, სისხლდენები შარდგამომყოფი გზებიდან);

სისხლდენები პუნქციის ადგილას;

სისხლდენები ინექციის ადგილას (მაგალითად, ჰემატომა კათეტერის ჩადგმის ადგილას, სისხლდენა კათეტერის ჩადგმის ადგილას).

არახშირად (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

ქოშინი, გულისცემა, დაღლილობა, რომლებიც შეიძლება იყოს მიტრალური ნაკლოვანების ნიშნები (მიტრალური სარქვლის კარედების არასრული დახურვა, რაც იწვევს სისხლის უკუდინებას მარცხენა პარკუჭიდან მარცხენა წინაგულში სისტოლის დროს);

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;

სხვა სისტემური ემბოლიები/თავის ტვინის სისხლძარღვების ემბოლია;

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი;

ყურიდან სისხლდენა;

ცხვირიდან სისხლდენა;

ფილტვიდან სისხლდენა (მაგალითად, სისხლიანი ხველა, ჰემოთორაქსი, სისხლდენა სასუნთქი გზებიდან);

არტერიული წნევის დაქვეითება.

იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 1 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

გამონაყარი;

ჭინჭრის ციება;

წვრილი ბრონქებისა და ბრონქიოლების სანათურის შევიწროება (ბრონქოსპაზმი);

არტერიული წნევის დაქვეითება;

ცივი, ფერმკრთალი, ნოტიო კანი, „თეთრი ლაქის“ სიმპტომი – კანის კაპილარების შევსების შენელება მათზე ზეწოლის შემდეგ (2 წამზე მეტი), ტაქიკარდია, თავდაპირველად აგზნება, შემდეგ დამუხრუჭება, სისტოლური არტერიული წნევის შემცირება 100 მმ ვწყ.სვ.-ზე ნაკლებად, პულსური წნევის შემცირება 20 მმ ვწყ.სვ.-ზე ნაკლებად, დიურეზის შემცირება (ოლიგო- ან ანურია), რომლებიც შეიძლება იყოს შოკის ნიშნები;

ნებისმიერი სხვა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;

პერიკარდიული სისხლდენა;

ემბოლია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს შესაბამისი შედეგები დაზიანებული შინაგანი ორგანოების მხრიდან;

სისხლჩაქცევები თვალებში;

გულისრევა.

ძალიან იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):

ანაფილაქსია (დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია);

ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული მოვლენები (მაგალითად, ეპილეფსიური შეტევა, კრუნჩხვები, აფაზია, მეტყველების დარღვევა, დელირიუმი, მწვავე ცერებრული სინდრომი, აგზნება, ცნობიერების აბნევა, დეპრესია, ფსიქოზი), ხშირად ერთდროულ იშემიურ ან ჰემორაგიულ ცერებროვასკულურ მოვლენებთან ერთად.

უცნობია (შეუძლებელია სიხშირის შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე):

სისხლდენები პარენქიმულ ორგანოებში (როგორიცაა ღვიძლისმიერი სისხლდენები);

პირღებინება;

სხეულის ტემპერატურის მომატება;

ცხიმოვანი ემბოლია (ქოლესტერინის კრისტალებით ემბოლია), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შესაბამისი შედეგები დაზიანებული შინაგანი ორგანოების მხრიდან;

ტრანსფუზიების საჭიროება.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი საინფორმაციო ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ პირდაპირ (იხილეთ ინფორმაცია ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ გვეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, შენობა 1

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

ტელ.: + 7 800 550 99 03

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: https://roszdravnadzor.gov.ru/

ბელარუსის რესპუბლიკა

უნიტარული საწარმო „ექსპერტიზებისა და გამოცდების ცენტრი ჯანდაცვაში“

220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა

ტელეფონი: + 375 17 242 00 29

ფაქსი: + 375 17 242 00 29

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: https://www.rceth.by

ყაზახეთის რესპუბლიკა

010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქ., 13 (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტ 2“)

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო სამეურნეო მართვის უფლებით „წამლისმიერი საშუალებებისა და სამედიცინო ნაკეთობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

ტელ.: + 7 7172 235 135

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: http://www.ndda.kz

სომხეთის რესპუბლიკა

სომხეთი, ერევანი 0051, კომიტასის გამზ. 49/5

დახურული აქციონერული საზოგადოება „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ტელ.: + 374 60 83 00 73, + 374 10 23 08 96, + 374 10 23 16 82

ვებ-გვერდი: https://www.pharm.am/index.php/am/

  • პრეპარატ აქტილიზე®-ს შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ეტიკეტებზე წარწერის „Годен до“ (ვარგისია ფარგლებში) შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება აღნიშნული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. მომზადებული ხსნარი შეიძლება ინახებოდეს მაცივარში 24 საათის განმავლობაში, ხოლო არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე – 8 საათამდე (მუყაოს კოლოფზე და ლიოფილოზატის ფლაკონის ეტიკეტზე). არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე (გამხსნელის ფლაკონის ეტიკეტზე).

არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან კანალიზაციაში. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი აქტილიზე® შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ალტეპლაზა.

თითოეული ფლაკონი შეიცავს 50 მილიგრამ ალტეპლაზას.

აღდგენილი ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 1.0 მილიგრამ ალტეპლაზას.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): L-არგინინი, ფოსფორმჟავა 85% (pH-ის კორექციისთვის), პოლისორბატ-80.

გამხსნელი: საინექციო წყალი.

პრეპარატ აქტილიზე®-ს გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ლიოფილიზატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.

პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ან ღია ყვითელი ფერის ლიოფილიზებულ მასას.

გამხსნელი: უფერო გამჭვირვალე სითხე.

1 ფლაკონი უფერო მინის ტიპი 1, რომელიც შეიცავს 50 მგ ლიოფილიზატს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, დაცული რეზინის საცობით (ბრომბუტილკაუჩუკის ელასტომერის საცობი), შემოხვეული ალუმინის თავსახურით და მწვანე ფერის დამცავი პლასტმასის სახურავით „Flip off“, და 1 ფლაკონი გამხსნელით 50 მლ უფერო მინის ტიპი 1, დაცული ქლორბუტილის საცობით, შემოხვეული ალუმინის თავსახურით და ლურჯი ფერის დამცავი პლასტმასის სახურავით „Flip off“, ასარევი კანულით ან ასარევი კანულის გარეშე, საინფორმაციო ფურცელთან და სამკურნალო პრეპარატის საერთო დახასიათებასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი

ბერინგერ ინგელჰაიმ ინტერნეშნლ გმბჰ (Boehringer Ingelheim International GmbH)

ბინგერ შტრასე 173, 55216, ინგელჰაიმი-რაინზე, გერმანია

ტელ.: + 49 6132 77 0

ფაქსი: + 49 6132 72 0

მწარმოებელი

ბერინგერ ინგელჰაიმ ფარმა გმბჰ და კო.კგ (Boehringer Ingelheim Pharma GmbH & Co. KG)

ბირკენდორფერ შტრასე 65, 88397 ბიბერახი-რისზე, გერმანია

რეგიონალური წარმომადგენლობების საკონტაქტო ინფორმაცია (ინფორმაციისთვის და პრეტენზიებისათვის):

რუსეთის ფედერაცია:

შპს „ბერინგერ ინგელჰაიმი“,

125171, ქ. მოსკოვი, ლენინგრადის გზატკეცილი, 16ა, შენ. 3

ტელ.: + 7 495 544 50 44

ფაქსი: + 7 495 544 56 20

ელ-ფოსტა: [email protected]

ბელარუსის რესპუბლიკა:

შეზღუდული პასუხისმგებლობის პარტნიორობის „EUROMARSH CORPORATION LP“ (დიდი ბრიტანეთი) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში,

220123, ქ. მინსკი, ვ. ხორუჟაიას ქ., 22-1402

ტელ/ფაქსი: + 375 17 242 16 40

ელ-ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა:

„ბერინგერ ინგელჰაიმ ფარმა გესელშაფტ მ.ბ.ჰ.“-ს ფილიალი, 050008, ქ. ალმათი, აბაის გამზ., 52, ბც „Innova Tower“, მე-7 სართული

ტელ: + 7 727 250 00 77

ფაქსი: + 7 727 244 51 77

ელ-ფოსტა: [email protected]

სომხეთის რესპუბლიკა:

შპს „ტონუს-ლეს“, 0037, ქ. ერევანი, ვარშავიანის ქ., 2/1

ტელ: + 374 60 48 00 76

ელ-ფოსტა: [email protected]

საინფორმაციო ფურცელი გადახედილია:

07/2024

სხვა საინფორმაციო წყაროები:

პრეპარატის შესახებ დეტალური მონაცემები განთავსებულია კავშირის ვებ-გვერდზე: http://eec.eaeunion.org/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა