ინტესტინალური ადსორბენტი, სპაზმის საწინააღმდეგო (A: საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი) ეს მედიკამენტი განკუთვნილია მოზრდილებისთვის საჭმლის მონელების გართულების, განსაკუთრებით ნაწლავების შებერილობის სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პაპავერინი (papaverine) + activated charcoal
- ფორმა და შეფუთვა
- 70მგ+14მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №42
- მწარმოებელი
- Laboratoires ÉLERTÉ, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ნახშირის პრეპარატები
- ATC კოდი
- A07BA51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042370
- რეგისტრირებულია
- 13 ნოემბერი 2024, მოქმედებს 13 ნოემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ჯორჯიან რემედი ლიმიტედი“
- GMP
- -
აქტიკარბინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ინტესტინალური ადსორბენტი, სპაზმის საწინააღმდეგო (A: საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი)
ეს მედიკამენტი განკუთვნილია მოზრდილებისთვის საჭმლის მონელების გართულების, განსაკუთრებით ნაწლავების შებერილობის სამკურნალოდ.
რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ აქტიკარბინის ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ აქტიკარბინის ტაბლეტები თუ გაქვთ ალერგია მის ინგრედიენტებზე.
ზოგადად, ეს მედიკამენტი არ მიიღება ორსულობის დროს, თუ ექიმი არ დანიშნავს მას.
ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი და დოზირება
მხოლოდ მოზრდილებისთვის
1 ან 2 ტაბლეტი ყოველი (დღეში 3-ჯერ) საკვების მიღების წინ უნდა გადაყლაპოთ მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
მიღების გზები და მეთოდები: მიიღება პერორალურად
თუ მიიღეთ აქტიკარბინის გარსით დაფარულ ტაბლეტის საჭირო დოზაზე მეტი, ვიდრე უნდა მიგეღოთ:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ძალიან მაღალი დოზების შემთხვევაში, პაპავერინმა, მედიკამენტის ერთ-ერთმა აქტიურმა ნივთიერებამ, შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია, გაორებული მხედველობა, ძლიერი ოფლიანობა, სახის სიწითლე, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა და სინუსური ტაქიკარდია.
სიფრთხილის ზომები
მუცლის შებერილობის ან გაზების დაგროვების შემთხვევაში, მოერიდეთ მშრალ პარკოსნებს (ოსპი, ლობიო, ბარდა და ა.შ.) და ზოგიერთ მწვანე ბოსტნეულს (კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ჭარხალი და ა.შ.)
თანამდევი ფაღარათის შემთხვევაში აუცილებელია:
რეჰიდრაცია დიდი რაოდენობით მარილიანი ან ტკბილი სასმელებით, რათა თავიდან აიცილოთ სითხის კარგვა ფაღარათის გამო (საშუალოდ მოზრდილმა უნდა მიიღოს 2 ლიტრი წყალი)
საკვების მიღება ფაღარათის დროს:
ზოგიერთი საკვები უნდა ამოიღოთ რაციონიდან, განსაკუთრებით უმი ბოსტნეული, ხილი, მწვანე ბოსტნეული, ცხარე და სანელებლებიანი კერძები ან სასმელი
უმჯობესია გრილზე შემწვარი ხორცი და ბრინჯი
ეჭვის შემთხვევაში რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
სხვა მედიკამენტების მიღება ან გამოყენება
აღნიშნულმა მედიკამენტმა შესაძლოა შეამციროს სხვა მედიკამენტების აბსორბაცია. სხვა მედიკამენტების მიღება უნდა მოხდეს გარკვეული დროის შემდეგ (2 სთ-ზე მეტი ხნის შემდეგ, თუ ეს შესაძლებელია).
სხვადასხვა მედიკამენტებს შორის საშიში ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ რაიმე სახის მედიკამენტს მიმდინარე პერიოდში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული, აღნიშნული მედიკამენტი არ მიიღება ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის პროცესში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. მხოლოდ ექიმს შეუძლია თქვენი მდგომარეობის შეფასება.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების დროს ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ. ზოგადად, ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო მექანიზმების მართვა
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის დროს პაპავერინმა შესაძლოა განაპირობოს ძილიანობა.
როგორ უნდ მიიღოთ აქტიკარბინის ტაბლეტები
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, აქტიკარბინის ტაბლეტებმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვითარდება ისინი, შესაძლოა გამოიწვიოს ფეკალიების მუქად შეფერვა.
ინფორმაცია გვერდითი ეფექტების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცეტს. ეს ეხება ყველა სხვა გამოვლენილ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ისნტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით მისამართზე: www.ansm.sante.fr. გვერდითი ეფექტების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას მედიკამენტის უსაფრთხოებაზე.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისგან შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ აქტიკარბინის ტაბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ ჩაყაროთ მედიკამენტი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.
დამატებითი ინფორმაცია
აქტიური ნივთიერებები: გააქტივებული მცენარეული წარმოშობის ნახშირი: 70 მგ, პაპავერინის ჰიდროქლორიდი: 14 მგ თითოეულ ტაბლეტში.
სხვა ინგრედიენტები: ალგინის მჟვა, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, თხევადი გლუკოზა, პოლიეთილენ გლიკოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული შელაკი, ტალკი, საქაროზა, გუმიარაბიკი, ტიტანის ოქსიდი, კარნაუბას ცვილი.
მედიკამენტი იწარმოება გარსით დაფარული ტაბლეტების სახით. 42 ან 84 ტაბლეტიანი კოლოფები.
მფლობელი / ოპერატორი / მწარმოებელი: Laboratories ÉLERTÉ
181-183 ანდრე კარმანის ქუჩა 93300 ობერვიერი, საფრანგეთი
ტელ: +33 (0) 1 48 34 75 03
ინსტრუქცია დამტკიცდა 2013 წლის 20 სექტემბერს.
დაწვრილებითი ინფორმაცია პრეპარატის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე Ansme (საფრანგეთი)
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
აქტიკარბინი გარსით დაფარული ტაბლეტი
გააქტივებული მცენარეული ნახშირი და პაპავერინი
(ჰიდროქლორიდი)
მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
დამატებითი კითხვების ან რაიმე ეჭვის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
მიმართეთ ფარმაცევტს, თუ მეტი ინფორმაცია ან რჩევა გესაჭიროებათ.
თუ სიმპტომები გაგიუარესდათ ან გახანგრძლივდა, მიმართეთ ექიმს.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ნახსენები წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რა არის აქტიკარბინის ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება ის?
ინტესტინალური ადსორბენტი, სპაზმის საწინააღმდეგო (A: საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი)
ეს მედიკამენტი განკუთვნილია მოზრდილებისთვის საჭმლის მონელების გართულების, განსაკუთრებით ნაწლავების შებერილობის სამკურნალოდ.
რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ აქტიკარბინის ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ აქტიკარბინის ტაბლეტები თუ გაქვთ ალერგია მის ინგრედიენტებზე.
ზოგადად, ეს მედიკამენტი არ მიიღება ორსულობის დროს, თუ ექიმი არ დანიშნავს მას.
ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
მუცლის შებერილობის ან გაზების დაგროვების შემთხვევაში, მოერიდეთ მშრალ პარკოსნებს (ოსპი, ლობიო, ბარდა და ა.შ.) და ზოგიერთ მწვანე ბოსტნეულს (კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ჭარხალი და ა.შ.)
თანამდევი ფაღარათის შემთხვევაში აუცილებელია:
რეჰიდრაცია დიდი რაოდენობით მარილიანი ან ტკბილი სასმელებით, რათა თავიდან აიცილოთ სითხის კარგვა ფაღარათის გამო (საშუალოდ მოზრდილმა უნდა მიიღოს 2 ლიტრი წყალი)
საკვების მიღება ფაღარათის დროს:
ზოგიერთი საკვები უნდა ამოიღოთ რაციონიდან, განსაკუთრებით უმი ბოსტნეული, ხილი, მწვანე ბოსტნეული, ცხარე და სანელებლებიანი კერძები ან სასმელი
უმჯობესია გრილზე შემწვარი ხორცი და ბრინჯი
ეჭვის შემთხვევაში რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
სხვა მედიკამენტების მიღება ან გამოყენება
აღნიშნულმა მედიკამენტმა შესაძლოა შეამციროს სხვა მედიკამენტების აბსორბაცია. სხვა მედიკამენტების მიღება უნდა მოხდეს გარკვეული დროის შემდეგ (2 სთ-ზე მეტი ხნის შემდეგ, თუ ეს შესაძლებელია).
სხვადასხვა მედიკამენტებს შორის საშიში ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ რაიმე სახის მედიკამენტს მიმდინარე პერიოდში.
ორსულობა
თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული, აღნიშნული მედიკამენტი არ მიიღება ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის პროცესში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. მხოლოდ ექიმს შეუძლია თქვენი მდგომარეობის შეფასება.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების დროს ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ. ზოგადად, ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო მექანიზმების მართვა
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის დროს პაპავერინმა შესაძლოა განაპირობოს ძილიანობა.
როგორ უნდ მიიღოთ აქტიკარბინის ტაბლეტები
დოზირება: მხოლოდ მოზრდილებისთვის
1 ან 2 ტაბლეტი ყოველი (დღეში 3-ჯერ) საკვების მიღების წინ უნდა გადაყლაპოთ მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
მიღების გზები და მეთოდები: მიიღება პერორალურად
თუ მიიღეთ აქტიკარბინის გარსით დაფარულ ტაბლეტის საჭირო დოზაზე მეტი, ვიდრე უნდა მიგეღოთ:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ძალიან მაღალი დოზების შემთხვევაში, პაპავერინმა, მედიკამენტის ერთ-ერთმა აქტიურმა ნივთიერებამ, შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია, გაორებული მხედველობა, ძლიერი ოფლიანობა, სახის სიწითლე, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა და სინუსური ტაქიკარდია.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, აქტიკარბინის ტაბლეტებმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვითარდება ისინი, შესაძლოა გამოიწვიოს ფეკალიების მუქად შეფერვა.
ინფორმაცია გვერდითი ეფექტების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცეტს. ეს ეხება ყველა სხვა გამოვლენილ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ისნტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით მისამართზე: www.ansm.sante.fr. გვერდითი ეფექტების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას მედიკამენტის უსაფრთხოებაზე.
როგორ შევინახოთ აქტიკარბინი ტაბლეტები
შეინახეთ ბავშვებისგან შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ აქტიკარბინის ტაბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ ჩაყაროთ მედიკამენტი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.
დამატებითი ინფორმაცია
აქტიური ნივთიერებები: გააქტივებული მცენარეული წარმოშობის ნახშირი: 70 მგ, პაპავერინის ჰიდროქლორიდი: 14 მგ თითოეულ ტაბლეტში.
სხვა ინგრედიენტები: ალგინის მჟვა, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, თხევადი გლუკოზა, პოლიეთილენ გლიკოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული შელაკი, ტალკი, საქაროზა, გუმიარაბიკი, ტიტანის ოქსიდი, კარნაუბას ცვილი.
მედიკამენტი იწარმოება გარსით დაფარული ტაბლეტების სახით. 42 ან 84 ტაბლეტიანი კოლოფები.
მფლობელი / ოპერატორი / მწარმოებელი: Laboratories ÉLERTÉ
181-183 ანდრე კარმანის ქუჩა 93300 ობერვიერი, საფრანგეთი
ტელ: +33 (0) 1 48 34 75 03
ინსტრუქცია დამტკიცდა 2013 წლის 20 სექტემბერს.
დაწვრილებითი ინფორმაცია პრეპარატის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე Ansme (საფრანგეთი)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


