აუგმენტინი BID
AUGMENTIN BID
აუგმენტინი, ფართო სპექტრის (ბაქტერიების და მიკრობების ბევრი სახეობის მიმართ ეფექტური)ანტიბიოტიკია. აუგმენტინ ბიდი 1000 მგ -აპკით შემოგარსული ტაბლეტი, 10, 14 და 20 ცალიანი ბლისტერის შეფუთვით არის წარმოდგენილი, აპკით შემოგარსული ტაბლეტები თეთრი და ან მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმისაა, რომლის ერთ ზედაპირზე აღინიშნება …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- clavulanic acid + ამოქსიცილინი (amoxycillin)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ (875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
- ATC კოდი
- J01CR02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0385
- რეგისტრირებულია
- 8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
აუგმენტინი BID — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აუგმენტინი, ფართო სპექტრის (ბაქტერიების და მიკრობების ბევრი სახეობის მიმართ ეფექტური)ანტიბიოტიკია.
აუგმენტინ ბიდი 1000 მგ -აპკით შემოგარსული ტაბლეტი, 10, 14 და 20 ცალიანი ბლისტერის შეფუთვით არის წარმოდგენილი, აპკით შემოგარსული ტაბლეტები თეთრი და ან მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმისაა, რომლის ერთ ზედაპირზე აღინიშნება ,,AUGMENTIN BID 1000’’ გრავირება, მეორე ზედაპირზე ჭრილიანი ზედაპირი. აუგმენტინის კლავულანის მჟავის აქტივობის ექვივალენტური რაოდენობით კალიუმის კლავულანატის წარმოება ხდება ძროხის რძისგან მიღებული ნედლეულის გამოყენებით.
აუგმენტინით მკურნალობის ჩვენებას წარმოადგენს- აუგმენტინის მიმართ მგრძნობელობის მქონე ქვემოთ ჩამოთვლილი ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები, რომელთა დროს აუგმენტინით მკურნალობა რეკომენდირებულია ხანმოკლე დროით:
რეციდივული ჩირქოვანი ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ჩირქოვანი ანთება, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ფილტვების ანთების მსგავსი ქვემო სასუნტქი გზების ინფექციები
საშარდზე გზების ანთებითი დაავადებები, ურეთრის, შარდის ბუშტის ანთება, თირკმლების ბაქტერიული ინფექციები, სასქესო ორგანოების და საშარდზე გზების ინფექციები
ფურუნკული, აბსცესი, ცელულიტი და ან ჭრილობის ინფექციები, კანის და კანქვეშა რბილი ქსოვილების ინფექციები
კბილის აბსცესები, ღრძილების ინფექციები
სისხლსა და ქსოვილებში არსებულ ბაქტერიებსა და ან ტოქსინებთან დაკავშირებული აბორტი, ლოგინობის ხანის ცხელება, მუცლის ღრუში, სისხლსა და ან ქსოვილებში ბაქტერიული ინფექციები, ტოქსიკური აგენტების არსებობა.
- აუგმენტინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
აუგმენტინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ;
ბეტა-ლაქტამის ანტიბიოტიკების (პენიცილინის და ცეფალოსპორინების მსგავსი) მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ
წარსულში, აუგმენტინით და ან პენიცილინით მკურნალობასთან დაკავშირებული სიყვითლე/ღვიძლის უკმარისობა გადაიტანეთ
ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული ნაწლავის ანთება (კოლიტი) გამოვლინდება, აუგმენტინით მკურნალობა მაშინვე უნდა შეწყვიტოთ. ბავშვი ექიმის მიერ უნდა გაისინჯოს და შეფასდეს, შემდეგ შესაბამისი მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული. ასეთი მდგომარეობის დროს, ბავშვს ნაწლავთა პერისტალტიკის საწინააღმდეგო (ანტი-პერისტალტიკური) წამლები არ მისცეთ.
აუგმენტინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ
თუ, წარსულში პენიცილინის, ცეფალოსპორინების და სხვა ალერგენების მიმართ მომატებული მგრძნობელობის ანამნეზი გაქვთ, აუცილებლად თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, ინფექციურ მონონუკლეოზთან (ინფექციური დაავადება)დაკავშირებული ეჭვი გაქვთ, (აუგმენტინის გამოყენების შემდეგ გამოვლენილი წითელას მსგავსი გამონაყარი შეიძლება ინფექციურ მონონუკლეოზთან იყოს დაკავშირებული).
აუგმენტინი, მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის განმავლობაში გამოიყენეთ. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება აუგმენტინის მიმართ რეზისტენტული ორგანიზმების ჭარბი გამრავლება გამოიწვიოს(მაგ.სოკო).
აუგმენტინით მკურნალობის ქვეშ მყოფ ზოგიერთ ავადმყოფთან სისხლდენა და შედედების დროის გახანგრძლივება შეიძლება გამოვლინდეს. თუ, სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამალს ღებულობთ, აუგმენტინის გამოყენებისას საჭიროა შესაბამისი დაკვირვება.
თუ, ღვიძლის უკმარისობა გაქვთ
იშვიათად, დაფიქსირებულია ძლიერი, ზოგადად შექცევადი სანაღვლე გზების გამომყოფი ფუნქციის დარღვევა და მასთან დაკავშირებული სიყვითლე. მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგაც აღნიშნული დარღვევის სიმპტომები და ნიშნები შეიძლება კიდევ გამოვლინდეს.
თუ, თირკმლების უკმარისობა გაქვთ, წამლის მიღებული დოზა თირკმლების უკამრისობის ხარისხის შესაბამისი უნდა იყოს.
ავადმყოფებში, რომელთაც შარდის გამოყოფა შემცირებული აქვთ, შეიძლება გამოვლინდეს კრისტალურია (ნალექის დაგროვება). აღნიშნული მდგომარეობის შემცირების მიზნით საჭიროა სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.
აუგმენტინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
აუგმენტინის ზემოქმედებით კუჭსა და ნაწლავებზე გამოვლენილი უარყოფითი ეფექტების შემცირების მიზნით , მისი მიღება რეკომენდირებულია საკვების მიღების დაწყებისას.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ზრდასრულები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის:
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები: აუგმენტინი 625 მგ ტაბ. დღეში 2-ჯერ.
მძიმე ინფექციები: 1 გრ 2-ჯერ დღეში.
კბილის ინფექციების დროს:
ზრდასრულები და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები:
625 მგ 2-ჯერ დღეში. 5 დღე.
მკურნალობის ხანგრძლივობა, მკურნალობის შედეგის განხილვის გარეშე 14 დღეს არ უნდა ღემატებოდეს
შეყვანის გზა და მეთოდი:
ტაბლეტები, დაღეჭვის გარეშე, მთლიანი სახით უნდა გადაიყლაპოს. თუ, საჭირო იქნება, გადაყლაპვის პროცესის გაადვილების მიზნით შესაძლებელია ტაბლეტის ორად დაყოფა, ორივე ნახევარი, ერთმანეთის მიყოლებით, ლოდინის გარეშე და დაღეჭვის გარეშე გადაყლაპეთ.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დისკომფორტის შემცირების მიზნით, ტაბლეტი საკვების მიღების დაწყებისას მიიღეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: აუგმენტინის ტაბლეტირებული ფორმა 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებთან გამოიყენება. ამ ჯგუფის ბავშვებისთვის არსებობს აუგმენტინის სუსპენზიის ფორმაც.
ხანდაზმულებში გამოყენება: მონაცემები არ არსებობს.
უკუჩვენებები
ამ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, რომელიმე პენიცილინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში. აუგმენტინი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც ანამნეზში აქვს ჰიპერმგრძნობელობა (მაგ. ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ (მაგ. ცეფალოსპორინი, კარბაპენემი ან მონობაქტამი).
უკუნაჩვენებია ასევე პაციენტებში სიყვითლის/ღვიძლის უკმარისობით ანამნეზში, რაც ასოცირდება ამოქსიცილინის / კლავულანის მჟავას გამოყენებასთან (იხ. ნაწილი 4.8).
სიფრთხილის ზომები
თირკმლების და ღვიძლის უკმარისობა: თუ, თირკმლების და ან ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, დოზის რეგულირებისას სიფრთხილეა საჭირო, აუცილებლობისას დოზა უნდა შემცირდეს.
სისხლის დიალიზი(სისხლის გაწმენდის პროცედურა): თუ, სისხლის დიალიზის მკურნალობას გადიხართ, დოზის რეგულირებისას სიფრთხილეა საჭირო.
თუ,ფიქრობთ, რომ აუგმენტინის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, აუგმენტინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
შეიძლება გამოვლინდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ჩივილები და წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა. ამ დროს საჭმლის მომნელებელი სისტემის და წყალ-მარილოვანი ცვლის კონტროლი მკურნალობის საშუალებით შესაძლებელია. აუგმენტინით მკურნალობის ქვეშ მყოფ ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს თირკმლების უკმარისობის გამომწვევი კრისტალურია. საჭიროა სითხის დიდი რაოდენობით მიღება. ამ დროს, სისხლის მიმოქცევაში არსებული აუგმენტინი დიალიზის საშუალებით შეიძლება გაიწმინდოს, გამოიყოს.
თუ, აუგმენტინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
თუ, აუგმენტინის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, აუგმენტინის ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ მიიღეთ. თუ, დავიწყებული დოზა მომდევნო დოზის მიღების დროსთან ახლო პერიოდში გაგახსენდებათ, დავიწყებული დოზის აღგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც აუგმენტინით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
აუგემენტინი, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღეთ. თუ, თავს ცუდად იგრძნობთ, აუგმენტინის მიღება მაინც არ უნდა შეწყდეს.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, აუგმენტინის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, აუგმენტინის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრობენეციდი
პრობენეციდთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის თირკმლის მილაკოვანი სეკრეციას. მიუხედავად იმისა, რომ პრობენეციდის გამოყენებამ აუგმენტინთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის დონის მატება და სისხლში მისი არსებობის გახანგრძლივება, ეს არ ეხება კლავულანის მჟავას.
ალოპურინოლი
ამოქსიცილინით თერაპიის დროს ალოპურინოლის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კანის ალერგიული რეაქციების შესაძლებლობა. არ არსებობს მონაცემები ალოპურინოლისა და აუგმენტინის ერთობლივი გამოყენების შესახებ.
ორალური კონტრაცეპტივები
სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, აუგმენტინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაწლავის ფლორაზე. ეს იწვევს ესტროგენის რეაბსორბციის შემცირებას და ამცირებს კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას.
ორალური ანტიკოაგულანტები
ორალური ანტიკოაგულანტები და პენიცილინის ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაციის გარეშე. მეორეს მხრივ, საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) მნიშვნელობების გაზრდის იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა ლიტერატურაში ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იყენებდნენ აცენოკუმაროლს ან ვარფარინს და იტარებდნენ ამოქსიცილინის კურსს. თუ ეს ერთდროული გამოყენება აუცილებელია, პროთრომბინის დრო ან INR მნიშვნელობა უნდა შემოწმდეს ინტენსიურად აუგმენტინის გამოყენებისას ან შეწყვეტის დროს. გარდა ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია (იხ. ნაწილი 4.4. და 4.8).
მეტოტრექსატი
პენიცილინებს შეუძლიათ შეამცირონ მეთოტრექსატის გამოყოფა, რაც გამოიწვევს ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდას.
მიკოფენოლატი მოფეტილი
მიკოფენოლის მჟავას აქტიური მეტაბოლიტის (MPA) კონცენტრაციის დაახლოებით 50%-ით შემცირება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მიკოფენოლატ მოფეტილს ორალური ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას მიღების დაწყების შემდეგ. დოზის დაწყებამდე დონის ცვლილება შეიძლება ზუსტად არ ასახავდეს ცვლილებებს საერთო MPA-ს ექსპოზიციაში. ამიტომ, მიკოფენოლატის მოფეტილის დოზის შეცვლა ჩვეულებრივ არ არის საჭირო ტრანსპლანტაციის დისფუნქციის კლინიკური მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში. თუმცა, მჭიდრო კლინიკური მონიტორინგი უნდა ჩატარდეს კომბინაციის დროს და ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ დაუყოვნებლივ.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
პედიატრიული პოპულაცია
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე ორუსლობისას, განსაკუთრებით კი პირველი 3 თვის განმავლობაში აუგმენტინი არ გამოიყენოთ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
აუგმენტინის შემადგენელი ორივე მოქმედი ნივთიერება დედის რძეში გადადის, შესაბამისად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში შეიძლება გამოვლინდეს დიარეა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექცია, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ძუძუთი კვების შეჩერება. თქვენმა ექიმმა, ძუძუთი კვების პერიოდში ამოქსაცილინი/კლავულანის მჟავათი მკურნალობის საკითხის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
აუგმენტინმა, შეიძლება ალერგიული რექციები, გაბრუება, ჰალუცინაციების მსგავსი არასასურველი ეფექტების გამოვლენა გამოიწვიოს. თუ, აღნიშნული გვერდითი ეფექტები თქვენთან გამოვლინდება, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ მანამ, სანამ მდგოამრეობა არ გაუმჯობესდება.
აუგმენტინის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის ერთი დოზა <1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ რეალობაში ნატრიუმს არ შეიცავს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, აუგმენტინთან ერთად ალოპურინოლს (პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება)ღებულობთ, კანის ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობა შეიძლება მოიმატოს.
თუ, პრობენეციდს ღებულობთ (პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება), ექიმმა შეიძლება აუგმენტინის დოზის რეგულირება გადაწყვიტოს.
თუ, აუგმენტინთან ერთად შედედების საწინააღმდეგო წამლებს (ვარფარინის მსგავსი) ღებულობთ, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზების დამატებით გაკეთება.
აუგმენტინმა, შეიძლება მეტოტრექსატის (სიმსივნის და ან რევმატიული დაავადებების სამკურნალო წამალი) მოქმედების ეფექტზე ზემოქმედება მოახდინოს.
აუგმენტინმა, შეიძლება მიკოფენოლატის მოფეტინის (ორგანოთა გადანერგვის დროს გამოყენებული წამალი)მოქმედების ეფექტზე ზემოქმედება მოახდინოს.
აუგმენტინის და ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების ერთად გამოყენებამ, შეიძლება ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი შეამციროს.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:
სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და ან ხახის შეშუპება, ყლაპვის და ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება)
კანზე განვითარებული გამონაყარი, ქავილი და ან ურტიკარია, სახის, ტუჩების, ენის და ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა და ან სუნთქვასთან დაკავშირებული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია).
წამლის მიღებიდან 7-12 დღის შემდეგ გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი, განსაკუთღებით იღლიის ქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება, რაც შეიძლება იყოს ალერგიული მდგომარეობა (შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი).
კანქვეშ პატარა წერტილოვანი, წითელი, მრგვალი ლაქების გაჩენა, გამონაყარი და ან კანზე დალურჯებები, რაც შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციით გამოვლენილი სისხლძარღვთა დაავადება (მომატებული მგრძნობელობის ვასკულიტი).
ტუჩის, თვალის, პირის და ცხვირის ღრუს, სასქესო ორგანოების მომცველი ბუშტუკოვანი და სისხლმდენი გამონაყარით გამოვლენილი დაავადება (სტივენს ჯონსონის სინდრომი).
კანზე დასაწყისში მტკივნეული სიწითლით დაწყებული, შემდეგ კი დიდი ბუშტუკოვანი გამონაყარით გავრცელებული და კანის ღრმა შრეების აცლის, აშრევების გამომწვევი კანის გავრცელებული რეაქცია. ამ დაავადებას თან ახლავს ცხელება, შემცივნება, გულყრები, კუნთების ტკივილი და ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი)
ჩირქის შემცველი, პატარა ბუშტუკოვანი, გავრცელებული გამონაყარი (ბულოზური დერმატიტი).
კანქვეშა შეშუპება და ბუშტუკები, წითელი ბალთისებრი გამონაყარი (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემოზი)
იშვიათი გვერდითი ეფექტები:
განსაკუთრებით ფეხის გულებსა და ხელის გულებზე გამოვლენილი ქავილი, წითელი-ლურჯი ლაქები, კანზე ურტიკარიის მსგავსი შესივება, პირის ღრუს, თვალის და გენიტალურ მიდამოებში მომატებული მგრძნობელობა, ცხელება და ძლიერი დაღლილობის მსგავსი სიმპტომებით გამოვლენილი ალერგიული მდგომარეობა (მულტიფორმული ერითემა).
შექცევადი ლეიკოპენია (ნეიტროპენიის ჩათვლით) და თრომბოციტოპენია (სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირება)
ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ აუგმენტინის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:
დაავადება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ცხელებით, ძლიერი შემცივნებით, გულყრით, ყელის ტკივილით და ან პირის ღრუში წყლულის მსგავსი ინფექციების ხშირი გამოვლენით (შექცევადი აგრანულოციტოზი)
სისუსტით, თავის ტკივილით, ვარჯიშის დროს სუნთქვის შეკვრით, თავბრუსხვევით, კანის და თვალების სიფერმკრთალით, სიყვითლის მსგავსი ნიშნებით გამოვლენილი ანემია (ჰემოლიზური ანემია)
წამლის გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლიანი, ლორწოვანი დიარეა
ენის ფერის შეცვლა შავ ფერად
თირკმლების დაავადება (ინტერსტიციალური ნეფრიტი)
შარდში კრისტალების გაჩენა (კრისტალურია)
გულისრევით, ღებინებით, მადის დაკარგვით, ზოგადი დაღლილობის შეგრძნებით, ცხელებით, ქავილით, კანსა და თვალებზე სიყვითლით და შარდის ფერის გამუქებით გამოვლენილი ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი)
კანის და/ და ან თვალების სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე)
ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ. სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ:
ძალინ იშვიათი გვერდითი ეფექტები:
კბილის ფერის ცვლილება
ძირითადად, ჯაგრისით გამოწმენდის დროს გადადის. პირის ღრუს ხშირი ჰიგიენით კბილის ფერის ცვლილებას შეიძლება ხელი შეუშალოთ.
მომატებული მოძრაობები
კრუნჩხვები, გულყრა და ან დაჭიმულობა
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფეტები:
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
საჭმლის მონელების გაძნელება
კანზე გამოანყარი
ქავილი
ურტიკარია
ღვიძლში წარმოებული ზოგიერთი ნივთიერების(ფერმენტების) მომატება (აღნიშნული გვერდითი ეფექტი სისხლის ანალიზით შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა, მნიშვნელობა უცნობია)
გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
ლორწოვანსა და კანზე მოქმედი სოკოვანი ინფექცია (მუკოკუტანეული კანდიდოზი)
დიარეა (ბავშვებში)
გულისრევა
ღებინება
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
დიარეა (ზრდასრულებში)
ზემოთ ჩამოთვლილი აუგმენტინის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- აუგმენტინის შენახვა
აუგმენტინი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ აუგმენტინი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. გლაქსოსმიტკლაინ ილაჩლარ ვე თიჯ
- ლევენთ პლაზა. ბუიუქდერეს ქ. N:173, ბლოკი:ბ. 34394.
- ლევენთი/სტამბული
წარმოების ადგილი: ს.ს. სანოფი ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ
ბუიუქქარიშტირან. 39780. ლულებურგაზი-ქირქლარელი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 16.01.2021-ში დამოწმებულია.
2021, gsk ჯგუფის კომპანიები
800390
160x280
77
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
ჭარბი დოზა
აშკარად გამოხატულია კუჭ-ნაწლავის სიმპტომები და სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა ამოქსიცილინის კრისტალურია, რომელიც იწვევს თირკმლის უკმარისობას (იხ. ნაწილი 4.4). კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან მაღალი დოზების მიღებისას. ცნობილია, რომ ამოქსიცილინი კონცენტრირდება შარდის ბუშტის კათეტერებში, ძირითადად მაღალი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. რეგულარულად უნდა მოხდეს კლირენსის შემოწმება (იხ. ნაწილი 4.4).
ინტოქსიკაციის მკურნალობა
კუჭ-ნაწლავის სიმპტომების მკურნალობა შესაძლებელია სიმპტომატურად, წყლის/ელექტროლიტური ბალანსის გათვალისწინებით. აუგმენტინი შეიძლება ამოღებულ იქნეს სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
ამოქსიცილინი (INN) 875 მგ (1004,43 მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი)
კლავულანის მჟავა (INN) 125 მგ (148.91 მგ კალიუმის კლავულანატი*)
- მიღებულია ძროხის რძისგან.
დამხმარე ნივთიერება
ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი 29.00 მგ
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
შენახვის პირობები
24 თვე
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე და მშრალ ადგილას.
- 5. გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
10, 14 და 20 ტაბლეტი მოთავსებულია ცივად ფორმირებულ ალუმინის ბლისტერებში.
- 6. ადამიანური გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის დებულების“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის დებულების“ შესაბამისად.
- ლიცენზიის მფლობელი
GlaxoSmithKline İlaçları San. ve Tic. A.S.
გლაქსოსმისკლაინ ფამაცევტული საწარმო
ბუიუკდერე კად № 173 1. ლევენტ პლაზა
B ბლოკი 34394 1. ლევენტი/სტამბოლი
ტელეფონი: 0212 339 44 00
ფაქსი: 0212 339 45 00
- ლიცენზიის ნომერი
199/49
- პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი
პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 28.03.2002
ლიცენზიის განახლების თარიღი: 23.03.2007
- სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის განახლების თარიღი
- 09.2023
თარგმანი სწორია:
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული; პენიცილინის კომბინაციები, ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორების ჩათვლით
ათქ კოდი: J01CR02
მოქმედების მექანიზმი
ამოქსიცილინი არის ნახევრად სინთეზური პენიცილინი (ბეტა-ლაქტამის ანტიბიოტიკი), რომელიც თრგუნავს ერთ ან მეტ ფერმენტს (ხშირად უწოდებენ პენიცილინის შემაკავშირებელ ცილებს, PBPs) ბაქტერიული პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზურ გზაზე, რომელიც არის ბაქტერიული უჯრედის კედლის განუყოფელი სტრუქტურული კომპონენტი. პეპტიდოგლიკანის სინთეზის დათრგუნვა იწვევს უჯრედის კედლის შესუსტებას, რასაც ხშირად მოჰყვება უჯრედის ლიზისი და სიკვდილი. იმის გამო, რომ ამოქსიცილინი მგრძნობიარეა ბეტა-ლაქტამაზების მიერ დეგრადაციისადმი, რომლებიც წარმოიქნებიან რეზისტენტული ბაქტერიების მიერ, მხოლოდ ამოქსიცილინის აქტივობის სპექტრი ცალკე არ მოიცავს ორგანიზმებს, რომლებიც წარმოქმნიან ამ ფერმენტებს. კლავულანის მჟავა არის ბეტა-ლაქტამი, რომელიც სტრუქტურულად პენიცილინების მონათესავეა. ის ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას ბეტა-ლაქტამაზას ზოგიერთი ფერმენტის ინჰიბირებისას. მხოლოდ კლავულანის მჟავა ცალკე არ ავლენს კლინიკურად სასარგებლო ანტიბაქტერიულ ეფექტს.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა
მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე (MIC) (T>MIC) ზემოთ დრო ითვლება ამოქსიცილინის ეფექტურობის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად.
რეზისტენტულობის მექანიზმები
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას წინააღმდეგობის ორი ძირითადი მექანიზმია:
ინაქტივაცია ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზებით, რომლებიც თავისთავად არ ინჰიბირებულია კლავულანის მჟავით, B, C და D კლასების ჩათვლით.
PBP-ების ცვლილება, რომელიც ამცირებს ანტიბაქტერიული აგენტის აფინურობას სამიზნეზე.
ბაქტერიულმა არაგამტარიანობამ ან რეფლუქსის ტუმბოს მექანიზმებმა შეიძლება გამოიწვიონ ან ხელი შეუწყონ ბაქტერიების რეზისტენტულობას, განსაკუთრებით გრამუარყოფით ბაქტერიებში.
წყვეტის წერტილები
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას MIC-წყვეტის წერტილები შეესაბამება ევროპული კომიტეტის ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების (EUCAST) წყვეტის წერტილებს.
ორგანიზმი
მგრძნობელობის ათვლის წერტილები (მგ/მლ)
მგრძნობიარე
რეზისტენტული
Haemophilus influenzae
< 0.0011
>21
Moraxella catarrhalis
< 11
>11
Staphylococcus spp.
იხილეთ სქოლიოები 2a,3a,3b,4
იხილეთ სქოლიოები 2a,3a,3b,4
Enterococcus spp.7
< 41,5
>81,5
სტრეპტოკოკის ჯგუფი A, B, C, G2b,8 (მენინგიტის გარდა სხვა ჩვენებები)
იხილეთ სქოლიო 2 b
იხილეთ სქოლიო 2 b
Streptococcus pneumoniae8
< 0.51,6
>11,6
ენტერობაქტერიები საშარდე გზების გაურთულებელ ინფექციებში
< 321
>321
გრამუარყოფითი ანაერობები
< 41
>81
გრამდადებითი ანაერობები (Clostridioides difficile-ს გარდა)
< 41
>81
ათვლის წერტილები, რომლებიც არ ასოცირდება სახეობებთან
< 21
>81
Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკები 8
იხილეთ სქოლიოები 2a,9
იხილეთ სქოლიოები 2a,9
Pasteurella multocida
< 11
>11
Burkholderia pseudomallei
< 0.0011
>81
1 მგრძნობელობის ტესტირების მიზნით, კლავულანის მჟავას კონცენტრაცია დაფიქსირდა 2 მგ/ლ.
2a ცხრილის ათვლის მნიშვნელობები ეფუძნება ბენზილპენიცილინის ათვლის წერტილებს. მგრძნობელობის დასკვნა კეთდება ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.
2b სტრეპტოკოკური A, B, C და G ჯგუფების მგრძნობელობა პენიცილინის მიმართ ემყარება მგრძნობელობას ბენზილპენიცილინის მიმართ (მენინგიტის გარდა სხვა ჩვენებებში), გარდა ფენოქსიმეთილპენიცილინისა და იზოქსაზოლეპენიცილინისა სტრეპტოკოკური ჯგუფისთვის.
3a სტაფილოკოკების უმეტესობა გამოიმუშავებს პენიცილინაზას, ზოგი კი რეზისტენტულია მეთიცილინის მიმართ. ორივე მექანიზმი მათ რეზისტენტულს ხდის ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინის და ტიკარცილინის მიმართ. ტესტში ბენზილპენიცილინისა და ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკები შეიძლება მოხსენებული იყოს, როგორც მგრძნობიარე ყველა პენიცილინის მიმართ. სტაფილოკოკები, რომლებიც რეზისტენტულია ბენზილპენიცილინის მიმართ, მაგრამ მგრძნობიარეა ცეფოქსიტინის მიმართ, მგრძნობიარეა ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორების კომბინაციების, ზოქსაზოლილპენიცილინების (ოქსაცილინი, კლოქსაცილინი, დიკლოქსაცილინი და ფლუკლოქსაცილინი) და ნაფცილინის მიმართ. პერორალური საშუალებების მიმართ სიფრთხილე უნდა იქნას მიღებული ინფექციის ადგილზე ადექვატური ექსპოზიციის უზრუნველსაყოფად. სტაფილოკოკები, რომლებიც რეზისტენტულია ცეფოქსიტინის მიმართ, რეზისტენტულია ყველა პენიცილინის მიმართ.
3b კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკების უმეტესობა გამოიმუშავებს პენიცილინაზას და ზოგიერთი რეზისტენტულია მეთიცილინის მიმართ. ორივე მექანიზმი მათ რეზისტენტულს ხდის ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინის და ტიკარცილინის მიმართ. ამჟამად, არცერთ მეთოდს არ შეუძლია საიმედოდ გამოავლინოს პენიცილინაზას წარმოება კოაგულაზა-უარყოფით სტაფილოკოკებში, მაგრამ მეთიცილინის მიმართ რეზისტენტობა შეიძლება გამოვლინდეს ცეფოქსიტინით, როგორც ზემოთ აღინიშნა.
4 ამპიცილინისადმი მგრძნობიარე S. saprophyticus არის mecA-უარყოფითი და მგრძნობიარეა ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორით ან მის გარეშე).
5 მგრძნობელობა ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორით ან მის გარეშე) შეიძლება დადგინდეს ამპიცილინის საფუძველზე. ამპიცილინის მიმართ რეზისტენტობა იშვიათია E. faecalis-ში (დადასტურებულია MIC-ით), მაგრამ ხშირია E. faecium-ში.
6 ბეტა-ლაქტამური რეზისტენტობის მექანიზმების გამოსარიცხად უნდა იქნას გამოყენებული ოქსაცილინის 1 მკგ დისკის სკრინინგის ტესტი ან ბენზილპენიცილინის MIC ტესტი. როდესაც ეკრანი უარყოფითია (ოქსაცილინის ინჰიბიციის ზონა 20 მმ ან ბენზილპენიცილინის MIC 0.06 მგ/ლ), ყველა ბეტა-ლაქტამური აგენტი, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომია კლინიკური ათვლის წერტილები, შეიძლება გამოცხადდეს მგრძნობიარედ შემდგომი ტესტირების გარეშე.
7 ამინოპენიცილინის ათვლის წერტილი ენტეროკოკებში ეფუძნება ინტრავენურ შეყვანას. პერორალური მიღება მოქმედებს მხოლოდ საშარდე გზების ინფექციების დროს.
8 ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორის დამატება არ იძლევა დამატებით კლინიკურ სარგებელს.
9 ბენზილპენიცილინი (MIC ან დისკის დიფუზია) შეიძლება გამოყენებულ იქნას ბეტა-ლაქტამური რეზისტენტობის სკრინინგისთვის ვირიდანის ჯგუფის სტრეპტოკოკებში. იზოლატები, რომლებიც კატეგორიზებულია ეკრანის უარყოფითად, შეიძლება მოხსენებული იყოს, როგორც მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ, რომლებისთვისაც ჩამოთვლილია კლინიკური ათვლის წერტილები. სკრინინგის დადებითად კლასიფიცირებული იზოლატები უნდა შემოწმდეს მგრძნობელობაზე თითოეული აგენტის მიმართ. ბენზილპენიცილინის სკრინინგ-უარყოფითი იზოლატებისთვის (MIC 0.25 მგ/ლ), მგრძნობელობა შეიძლება დადგინდეს ბენზილპენიცილინის ან ამპიცილინის საფუძველზე. ბენზილპენიცილინის სკრინინგ-დადებითი იზოლატებისთვის (MIC>0.25 მგ/ლ), მგრძნობელობის დასკვნა ეფუძნება ამპიცილინს.
რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და ადგილობრივი რეზისტენტულობის ცოდნა სასურველია, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოიძიოთ სპეციალისტის რჩევა, როდესაც ადგილობრივი რეზისტენტობის გავრცელება ისეთია, რომ აქტიური ნივთიერების სარგებლობა საეჭვოა, სულ მცირე, ზოგიერთი ტიპის ინფექციების დროს.
ზოგადად მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Enterococcus faecalis
Gardnerella vaginalis
Staphylococcus aureus (მგრძნობიარე მეთიცილინის მიმართ)£
კოაგულაზა უარყოფითი სტაფილოკოკები (მგრძნობიარე მეთიცილინის მიმართ)
Streptococcus agalactiae
Streptococcus pneumoniae1
Streptococcus pyogenes და სხვა ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები
Streptococcus viridans ჯგუფი
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Capnocytophaga spp.
Eikenella corrodens
Haemophilus influenzae2
Moraxella catarrhalis
Pasteurella multocida
ანაერობული მიკროორგანიზმები
Bacteroides fragilis
Fusobacterium nucleatum
Prevotella spp.
სახეობები, სადაც შეძენილი რეზისტენტულობა შეიძლება იყოს პრობლემა
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Enterococcus faecium $
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Escherichia coli
Klebsiella oxytoca
Klebsiella pneumoniae
Proteus mirabilis
Proteus vulgaris
ორგანიზმები, რომლებიც არსებითად რეზისტენტულია
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Acinetobacter spp.
Citrobacter freundii
Enterobacter spp.
Legionella pneumophila
Morganella morganii
Providencia spp.
Pseudomonas spp.
Serratia სახეობა
Stenotrophomonas maltophilia
სხვა მიკროორგანიზმები
Chlamydophila pneumoniae
Chlamydophila psittaci
Coxiella burnetii
Mycoplasma pneumoniae
$ ზომიერი ბუნებრივი მგრძნობელობა შეძენილი რეზისტენტულობის მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში
£ ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიმართ.
1 Streptococcus pneumoniae, რომელიც რეზისტენტულია პენიცილინის მიმართ, არ უნდა ჩატარდეს მკურნალობა ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის ამ ფორმით (იხ. ნაწილი 4.2 და 4.4).
2 ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, შემცირებული მგრძნობელობის მქონე შტამები დაფიქსირდა 10%-ზე მაღალი სიხშირით.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
აუგმენტინის ორივე კომპონენტი, ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა, მთლიანად იშლება წყალხსნარში ფიზიოლოგიურ pH-ზე. ორივე კომპონენტი სწრაფად და კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. პერორალური მიღების შემდეგ ამოქსიცილინს და კლავულანის მჟავას აქვთ დაახლოებით 70% ბიოშეღწევადობა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპონენტის პლაზმური პროფილები მსგავსია, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის დრო (Tmax) არის დაახლოებით ერთი საათი თითოეულ შემთხვევაში.
კვლევის ფარმაკოკინეტიკური შედეგები, რომელშიც აუგმენტინის 875/125 მგ ტაბლეტები მიღებული იყო დღეში ორჯერ უზმოზე ჯანმრთელ მოხალისეებში, მოცემულია ქვემოთ.
საშუალო (±SD) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები
შეყვანილი ეფექტური დოზა Cmax Tmax* AUC(0-24სთ) T 1/2 ნივთიერება(ები)
დოზა
Cmax
Tmax*
AUC (0-24 სთ)
T 1/2
(მგ)
(მკგ/მლ)
(სთ)
(მკგ.სთ/მლ)
(სთ)
ამოქსიცილინი
AMK/KA 875მგ/125მგ
875
11,64
±2,78
1,50
(1,0-2,5)
53,52
±12,31
1,19
±0,21
კლავულანის მჟავა
AMK/KA 875მგ/125მგ
125
2,18
±0,99
1,25
(1,0-2,0)
- 16
±3,04
- 96
±0.12
AMK: ამოქსიცილინი, KA: კლავულანის მჟავა
- მედიანა (საშუალო)
ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას შრატში მიღწეული ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას კონცენტრაციები მსგავსია ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავას ექვივალენტური დოზების პერორალური მიღებისას.
განაწილება
პლაზმისმიერი მთლიანი კლავულანის მჟავას დაახლოებით 25% და პლაზმისმიერი მთლიანი ამოქსიცილინის 18% უკავშირდება ცილას. განაწილების აშკარა მოცულობა არის დაახლოებით 0,3-0,4 ლ/კგ ამოქსიცილინის და 0,2/ლ/კგ კლავულანის მჟავისთვის.
ინტრავენური შეყვანის შემდეგ როგორც ამოქსიცილინი ასევე კლავულანის მჟავა აღმოჩენილია ნაღვლის ბუშტში, მუცლის ქსოვილებში, კანში, ცხიმში, კუნთოვან ქსოვილებში, ნაღველში სინოვიალურ და პერიტონეალურ სითხეებში და ანთებებში. ამოქსიცილინის განაწილება ცერებროსპინალურ სითხეში არასაკმარისია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება წამლისგან მიღებული მასალების ქსოვილებში მნიშვნელოვანი შეკავების შესახებ. პენიცილინების უმეტესობის მსგავსად, ამოქსიცილინი შეიძლება გამოვლინდეს დედის რძეში. კლავულანის მჟავის გარკვეული რაოდენობა ასევე შეიძლება გამოვლინდეს დედის რძეში (იხ. ნაწილი 4.6).
ნაჩვენებია, რომ ორივე ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა კვეთენ პლაცენტურ ბარიერს (იხ. ნაწილი 4.6).
ბიოტრანსფორმაცია
ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდში არააქტიური პენიცილის მჟავის სახით, საწყისი დოზის დაახლოებით 10-25%. კლავულანის მჟავა ინტენსიურად მეტაბოლიზდება ადამიანებში და გამოიყოფა შარდით და განავლით და ჰაერში ნახშირორჟანგის სახით.
ელიმინაცია
ამოქსიცილინის პირველადი ელიმინაციის გზა არის თირკმელები, ხოლო კლავულანის მჟავა გამოიყოფა როგორც თირკმელებით, ასევე თირკმელების გარეშეც. ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ საათს და საშუალო საერთო კლირენსი არის დაახლოებით 25 ლ/სთ ჯანმრთელ სუბიექტებში. აუგმენტინის 250 მგ/125 მგ ან 500 მგ/125 მგ ერთჯერადი ტაბლეტის მიღებიდან პირველი 6 საათის განმავლობაში ამოქსიცილინის დაახლოებით 60-70% და კლავულანის მჟავას დაახლოებით 40-65% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ამოქსიცილინის შარდის გამოყოფა შეადგენს 50 და 85%-ს შორის, ხოლო კლავულანის მჟავას 27 და 60%-ს შორის 24 საათის განმავლობაში. კლავულანის მჟავაში პრეპარატის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყოფა მიღებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში.
პრობენეციდის ერთდროული გამოყენება ანელებს ამოქსიცილინის გამოყოფას, მაგრამ არ აყოვნებს კლავულანის მჟავას თირკმელებით გამოყოფას (იხ. ნაწილი 4.5).
წრფივობა/არაწრფივობა
ამოქსიცილინს აქვს ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა თერაპიული დოზის დიაპაზონში.
პაციენტების დამახასიათებელი ნიშნები
თირკმლის უკმარისობა
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მთლიანი შრატის კლირენსი მცირდება თირკმელების ფუნქციის დაქვეითების პირდაპირ პროპორციულად. წამლის კლირენსის დაქვეითება უფრო გამოხატულია ამოქსიცილინის შემთხვევაში კლავულანის მჟავასთან შედარებით, რადგან ამოქსიცილინის დიდი ნაწილი გამოიყოფა თირკმელებით. ამიტომ, თირკმლის უკმარისობის დროს, შერჩეულმა დოზებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მოხდეს კლავულანის მჟავას ადექვატური დონის შენარჩუნება და ამავდროულად ამოქსიცილინის ჭარბი დაგროვების თავიდან აცილება (იხ. ნაწილი 4.2).
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა უნდა განისაზღვროს ფრთხილად და უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი რეგულარული ინტერვალებით.
ასაკი
ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იგივეა 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და უფროს ბავშვებში და მოზრდილებში. ახალშობილებში (მათ შორის ნაადრევ ახალშობილებში) გამოყენების ინტერვალი სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორჯერ მიღებას თირკმლის ელიმინაციის გზის მოუმწიფებლობის გამო. ვინაიდან ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევისას და შესაძლოა სასარგებლო იყოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
სქესი
ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებში ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას პერორალური მიღების შემდეგ, სქესის მნიშვნელოვანი გავლენა ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავას ფარმაკოკინეტიკაზე არ დაფიქსირებულა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია gsk
აუგმენტინ-ბიდი 1000 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად.
მოქმედი ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი 875 მგ ამოქსაცილინს და 125 მგ კლავულანის მჟავას (წარმოებისას გამოყენებულია ძროხის რძისგან მიღებული ნედლეული) შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო კოლოიდური სილიციუმი,ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა. აპკის საფარი მასალა:ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა (5 cps), ჰიპრომელოზა (15 cps), მაკროგოლ 4000, მაკროგოლ 6000, დიმეტიკონს შეიცავს .
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება აუგმენტინი?
აუგმენტინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება აუგმენტინი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
აუგმენტინის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება აუგმენტინი ?
აუგმენტინი, ფართო სპექტრის (ბაქტერიების და მიკრობების ბევრი სახეობის მიმართ ეფექტური)ანტიბიოტიკია.
აუგმენტინ ბიდი 1000 მგ -აპკით შემოგარსული ტაბლეტი, 10, 14 და 20 ცალიანი ბლისტერის შეფუთვით არის წარმოდგენილი, აპკით შემოგარსული ტაბლეტები თეთრი და ან მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმისაა, რომლის ერთ ზედაპირზე აღინიშნება ,,AUGMENTIN BID 1000’’ გრავირება, მეორე ზედაპირზე ჭრილიანი ზედაპირი. აუგმენტინის კლავულანის მჟავის აქტივობის ექვივალენტური რაოდენობით კალიუმის კლავულანატის წარმოება ხდება ძროხის რძისგან მიღებული ნედლეულის გამოყენებით.
აუგმენტინით მკურნალობის ჩვენებას წარმოადგენს- აუგმენტინის მიმართ მგრძნობელობის მქონე ქვემოთ ჩამოთვლილი ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები, რომელთა დროს აუგმენტინით მკურნალობა რეკომენდირებულია ხანმოკლე დროით:
რეციდივული ჩირქოვანი ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ჩირქოვანი ანთება, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ფილტვების ანთების მსგავსი ქვემო სასუნტქი გზების ინფექციები
საშარდზე გზების ანთებითი დაავადებები, ურეთრის, შარდის ბუშტის ანთება, თირკმლების ბაქტერიული ინფექციები, სასქესო ორგანოების და საშარდზე გზების ინფექციები
ფურუნკული, აბსცესი, ცელულიტი და ან ჭრილობის ინფექციები, კანის და კანქვეშა რბილი ქსოვილების ინფექციები
კბილის აბსცესები, ღრძილების ინფექციები
სისხლსა და ქსოვილებში არსებულ ბაქტერიებსა და ან ტოქსინებთან დაკავშირებული აბორტი, ლოგინობის ხანის ცხელება, მუცლის ღრუში, სისხლსა და ან ქსოვილებში ბაქტერიული ინფექციები, ტოქსიკური აგენტების არსებობა.
- აუგმენტინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
აუგმენტინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ;
ბეტა-ლაქტამის ანტიბიოტიკების (პენიცილინის და ცეფალოსპორინების მსგავსი) მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ
წარსულში, აუგმენტინით და ან პენიცილინით მკურნალობასთან დაკავშირებული სიყვითლე/ღვიძლის უკმარისობა გადაიტანეთ
ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული ნაწლავის ანთება (კოლიტი) გამოვლინდება, აუგმენტინით მკურნალობა მაშინვე უნდა შეწყვიტოთ. ბავშვი ექიმის მიერ უნდა გაისინჯოს და შეფასდეს, შემდეგ შესაბამისი მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული. ასეთი მდგომარეობის დროს, ბავშვს ნაწლავთა პერისტალტიკის საწინააღმდეგო (ანტი-პერისტალტიკური) წამლები არ მისცეთ.
აუგმენტინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ
თუ, წარსულში პენიცილინის, ცეფალოსპორინების და სხვა ალერგენების მიმართ მომატებული მგრძნობელობის ანამნეზი გაქვთ, აუცილებლად თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, ინფექციურ მონონუკლეოზთან (ინფექციური დაავადება)დაკავშირებული ეჭვი გაქვთ, (აუგმენტინის გამოყენების შემდეგ გამოვლენილი წითელას მსგავსი გამონაყარი შეიძლება ინფექციურ მონონუკლეოზთან იყოს დაკავშირებული).
აუგმენტინი, მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის განმავლობაში გამოიყენეთ. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება აუგმენტინის მიმართ რეზისტენტული ორგანიზმების ჭარბი გამრავლება გამოიწვიოს(მაგ.სოკო).
აუგმენტინით მკურნალობის ქვეშ მყოფ ზოგიერთ ავადმყოფთან სისხლდენა და შედედების დროის გახანგრძლივება შეიძლება გამოვლინდეს. თუ, სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამალს ღებულობთ, აუგმენტინის გამოყენებისას საჭიროა შესაბამისი დაკვირვება.
თუ, ღვიძლის უკმარისობა გაქვთ
იშვიათად, დაფიქსირებულია ძლიერი, ზოგადად შექცევადი სანაღვლე გზების გამომყოფი ფუნქციის დარღვევა და მასთან დაკავშირებული სიყვითლე. მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგაც აღნიშნული დარღვევის სიმპტომები და ნიშნები შეიძლება კიდევ გამოვლინდეს.
თუ, თირკმლების უკმარისობა გაქვთ, წამლის მიღებული დოზა თირკმლების უკამრისობის ხარისხის შესაბამისი უნდა იყოს.
ავადმყოფებში, რომელთაც შარდის გამოყოფა შემცირებული აქვთ, შეიძლება გამოვლინდეს კრისტალურია (ნალექის დაგროვება). აღნიშნული მდგომარეობის შემცირების მიზნით საჭიროა სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.
აუგმენტინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
აუგმენტინის ზემოქმედებით კუჭსა და ნაწლავებზე გამოვლენილი უარყოფითი ეფექტების შემცირების მიზნით , მისი მიღება რეკომენდირებულია საკვების მიღების დაწყებისას.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე ორუსლობისას, განსაკუთრებით კი პირველი 3 თვის განმავლობაში აუგმენტინი არ გამოიყენოთ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
აუგმენტინის შემადგენელი ორივე მოქმედი ნივთიერება დედის რძეში გადადის, შესაბამისად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში შეიძლება გამოვლინდეს დიარეა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექცია, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ძუძუთი კვების შეჩერება. თქვენმა ექიმმა, ძუძუთი კვების პერიოდში ამოქსაცილინი/კლავულანის მჟავათი მკურნალობის საკითხის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
აუგმენტინმა, შეიძლება ალერგიული რექციები, გაბრუება, ჰალუცინაციების მსგავსი არასასურველი ეფექტების გამოვლენა გამოიწვიოს. თუ, აღნიშნული გვერდითი ეფექტები თქვენთან გამოვლინდება, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ მანამ, სანამ მდგოამრეობა არ გაუმჯობესდება.
აუგმენტინის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის ერთი დოზა <1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ რეალობაში ნატრიუმს არ შეიცავს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, აუგმენტინთან ერთად ალოპურინოლს (პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება)ღებულობთ, კანის ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობა შეიძლება მოიმატოს.
თუ, პრობენეციდს ღებულობთ (პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება), ექიმმა შეიძლება აუგმენტინის დოზის რეგულირება გადაწყვიტოს.
თუ, აუგმენტინთან ერთად შედედების საწინააღმდეგო წამლებს (ვარფარინის მსგავსი) ღებულობთ, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზების დამატებით გაკეთება.
აუგმენტინმა, შეიძლება მეტოტრექსატის (სიმსივნის და ან რევმატიული დაავადებების სამკურნალო წამალი) მოქმედების ეფექტზე ზემოქმედება მოახდინოს.
აუგმენტინმა, შეიძლება მიკოფენოლატის მოფეტინის (ორგანოთა გადანერგვის დროს გამოყენებული წამალი)მოქმედების ეფექტზე ზემოქმედება მოახდინოს.
აუგმენტინის და ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების ერთად გამოყენებამ, შეიძლება ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი შეამციროს.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება აუგმენტინი ?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ზრდასრულები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის:
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები: აუგმენტინი 625 მგ ტაბ. დღეში 2-ჯერ.
მძიმე ინფექციები: 1 გრ 2-ჯერ დღეში.
კბილის ინფექციების დროს:
ზრდასრულები და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები:
625 მგ 2-ჯერ დღეში. 5 დღე.
მკურნალობის ხანგრძლივობა, მკურნალობის შედეგის განხილვის გარეშე 14 დღეს არ უნდა ღემატებოდეს
შეყვანის გზა და მეთოდი:
ტაბლეტები, დაღეჭვის გარეშე, მთლიანი სახით უნდა გადაიყლაპოს. თუ, საჭირო იქნება, გადაყლაპვის პროცესის გაადვილების მიზნით შესაძლებელია ტაბლეტის ორად დაყოფა, ორივე ნახევარი, ერთმანეთის მიყოლებით, ლოდინის გარეშე და დაღეჭვის გარეშე გადაყლაპეთ.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დისკომფორტის შემცირების მიზნით, ტაბლეტი საკვების მიღების დაწყებისას მიიღეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: აუგმენტინის ტაბლეტირებული ფორმა 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებთან გამოიყენება. ამ ჯგუფის ბავშვებისთვის არსებობს აუგმენტინის სუსპენზიის ფორმაც.
ხანდაზმულებში გამოყენება: მონაცემები არ არსებობს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების და ღვიძლის უკმარისობა: თუ, თირკმლების და ან ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, დოზის რეგულირებისას სიფრთხილეა საჭირო, აუცილებლობისას დოზა უნდა შემცირდეს.
სისხლის დიალიზი(სისხლის გაწმენდის პროცედურა): თუ, სისხლის დიალიზის მკურნალობას გადიხართ, დოზის რეგულირებისას სიფრთხილეა საჭირო.
თუ,ფიქრობთ, რომ აუგმენტინის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, აუგმენტინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
შეიძლება გამოვლინდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ჩივილები და წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა. ამ დროს საჭმლის მომნელებელი სისტემის და წყალ-მარილოვანი ცვლის კონტროლი მკურნალობის საშუალებით შესაძლებელია. აუგმენტინით მკურნალობის ქვეშ მყოფ ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს თირკმლების უკმარისობის გამომწვევი კრისტალურია. საჭიროა სითხის დიდი რაოდენობით მიღება. ამ დროს, სისხლის მიმოქცევაში არსებული აუგმენტინი დიალიზის საშუალებით შეიძლება გაიწმინდოს, გამოიყოს.
თუ, აუგმენტინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
თუ, აუგმენტინის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, აუგმენტინის ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ მიიღეთ. თუ, დავიწყებული დოზა მომდევნო დოზის მიღების დროსთან ახლო პერიოდში გაგახსენდებათ, დავიწყებული დოზის აღგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც აუგმენტინით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
აუგემენტინი, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღეთ. თუ, თავს ცუდად იგრძნობთ, აუგმენტინის მიღება მაინც არ უნდა შეწყდეს.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, აუგმენტინის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, აუგმენტინის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:
სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და ან ხახის შეშუპება, ყლაპვის და ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება)
კანზე განვითარებული გამონაყარი, ქავილი და ან ურტიკარია, სახის, ტუჩების, ენის და ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა და ან სუნთქვასთან დაკავშირებული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია).
წამლის მიღებიდან 7-12 დღის შემდეგ გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი, განსაკუთღებით იღლიის ქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება, რაც შეიძლება იყოს ალერგიული მდგომარეობა (შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი).
კანქვეშ პატარა წერტილოვანი, წითელი, მრგვალი ლაქების გაჩენა, გამონაყარი და ან კანზე დალურჯებები, რაც შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციით გამოვლენილი სისხლძარღვთა დაავადება (მომატებული მგრძნობელობის ვასკულიტი).
ტუჩის, თვალის, პირის და ცხვირის ღრუს, სასქესო ორგანოების მომცველი ბუშტუკოვანი და სისხლმდენი გამონაყარით გამოვლენილი დაავადება (სტივენს ჯონსონის სინდრომი).
კანზე დასაწყისში მტკივნეული სიწითლით დაწყებული, შემდეგ კი დიდი ბუშტუკოვანი გამონაყარით გავრცელებული და კანის ღრმა შრეების აცლის, აშრევების გამომწვევი კანის გავრცელებული რეაქცია. ამ დაავადებას თან ახლავს ცხელება, შემცივნება, გულყრები, კუნთების ტკივილი და ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი)
ჩირქის შემცველი, პატარა ბუშტუკოვანი, გავრცელებული გამონაყარი (ბულოზური დერმატიტი).
კანქვეშა შეშუპება და ბუშტუკები, წითელი ბალთისებრი გამონაყარი (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემოზი)
იშვიათი გვერდითი ეფექტები:
განსაკუთრებით ფეხის გულებსა და ხელის გულებზე გამოვლენილი ქავილი, წითელი-ლურჯი ლაქები, კანზე ურტიკარიის მსგავსი შესივება, პირის ღრუს, თვალის და გენიტალურ მიდამოებში მომატებული მგრძნობელობა, ცხელება და ძლიერი დაღლილობის მსგავსი სიმპტომებით გამოვლენილი ალერგიული მდგომარეობა (მულტიფორმული ერითემა).
შექცევადი ლეიკოპენია (ნეიტროპენიის ჩათვლით) და თრომბოციტოპენია (სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირება)
ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ აუგმენტინის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:
დაავადება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ცხელებით, ძლიერი შემცივნებით, გულყრით, ყელის ტკივილით და ან პირის ღრუში წყლულის მსგავსი ინფექციების ხშირი გამოვლენით (შექცევადი აგრანულოციტოზი)
სისუსტით, თავის ტკივილით, ვარჯიშის დროს სუნთქვის შეკვრით, თავბრუსხვევით, კანის და თვალების სიფერმკრთალით, სიყვითლის მსგავსი ნიშნებით გამოვლენილი ანემია (ჰემოლიზური ანემია)
წამლის გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლიანი, ლორწოვანი დიარეა
ენის ფერის შეცვლა შავ ფერად
თირკმლების დაავადება (ინტერსტიციალური ნეფრიტი)
შარდში კრისტალების გაჩენა (კრისტალურია)
გულისრევით, ღებინებით, მადის დაკარგვით, ზოგადი დაღლილობის შეგრძნებით, ცხელებით, ქავილით, კანსა და თვალებზე სიყვითლით და შარდის ფერის გამუქებით გამოვლენილი ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი)
კანის და/ და ან თვალების სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე)
ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ. სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ:
ძალინ იშვიათი გვერდითი ეფექტები:
კბილის ფერის ცვლილება
ძირითადად, ჯაგრისით გამოწმენდის დროს გადადის. პირის ღრუს ხშირი ჰიგიენით კბილის ფერის ცვლილებას შეიძლება ხელი შეუშალოთ.
მომატებული მოძრაობები
კრუნჩხვები, გულყრა და ან დაჭიმულობა
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფეტები:
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
საჭმლის მონელების გაძნელება
კანზე გამოანყარი
ქავილი
ურტიკარია
ღვიძლში წარმოებული ზოგიერთი ნივთიერების(ფერმენტების) მომატება (აღნიშნული გვერდითი ეფექტი სისხლის ანალიზით შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა, მნიშვნელობა უცნობია)
გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
ლორწოვანსა და კანზე მოქმედი სოკოვანი ინფექცია (მუკოკუტანეული კანდიდოზი)
დიარეა (ბავშვებში)
გულისრევა
ღებინება
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
დიარეა (ზრდასრულებში)
ზემოთ ჩამოთვლილი აუგმენტინის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- აუგმენტინის შენახვა
აუგმენტინი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ აუგმენტინი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. გლაქსოსმიტკლაინ ილაჩლარ ვე თიჯ
- ლევენთ პლაზა. ბუიუქდერეს ქ. N:173, ბლოკი:ბ. 34394.
- ლევენთი/სტამბული
წარმოების ადგილი: ს.ს. სანოფი ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ
ბუიუქქარიშტირან. 39780. ლულებურგაზი-ქირქლარელი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 16.01.2021-ში დამოწმებულია.
2021, gsk ჯგუფის კომპანიები
800390
160x280
77
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.









