აუგმენტინი
Augmentin
აუგმენტინი გამოყენებულ უნდა იქნეს ანტიბიოტიკების გამოყენების ადგილობრივი ოფიციალური გაიდლაინებისა და მგრძნობელობის შესახებ ადგილობრივი მონაცემების შესაბამისად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კლავულანატი (clavulanate) + ამოქსიცილინი (amoxycillin)
- ფორმა და შეფუთვა
- ფხვნილი 228მგ/5მლ 70მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად მინის ბოთლი №1
- მწარმოებელი
- GLAXO WELLCOME PRODUCTION, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
- ATC კოდი
- J01CR02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043538
- რეგისტრირებულია
- 8 ივლისი 2025, მოქმედებს 8 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GlaxoSmithKline Export Ltd (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აუგმენტინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აუგმენტინი გამოყენებულ უნდა იქნეს ანტიბიოტიკების გამოყენების ადგილობრივი ოფიციალური გაიდლაინებისა და მგრძნობელობის შესახებ ადგილობრივი მონაცემების შესაბამისად.
აუგმენტინის სუსპენზია (228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ) ორჯერ დღეში პერორალურად მისაღებად ნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი ბაქტერიული ინფექციების ხანმოკლე მკურნალობისათვის, როცა ეჭვია, რომ მათი გამომწვევი მიზეზი ამოქსიცილინის მიმართ რეზისტენტული ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამებია. სხვა შემთხვევაში განხილული უნდა იქნეს მხოლოდ ამოქსიცილინის გამოყენება.
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის ყელ-ყურ-ცხვირის), როგორიცაა: მორეციდივე ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, წილოვანი პნევმონია და ბრონქოპნევმონია.
საშარდე გზების ინფექციები, როგორიცაა: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, როგორიცაა: ცელულიტი, ცხოველის ნაკბენები.
სტომატოლოგიური ინფექციები, როგორიცაა: კბილის მძიმე აბსცესი გავრცელებადი ცელულიტით.
აუგმენტინისადმი მგრძნობელობა შეიცვლება გეოგრაფიულად და დროის მიხედვით (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ფარმაკოლოგიური თვისებები, ფარმაკოდინამიკა). თუ ხელმისაწვდომია, განხილულ უნდა იქნეს ადგილობრივი მგრძნობელობის მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში აღებულ უნდა იქნეს მიკრობიოლოგიური ნიმუშები და გაკეთდეს მგრძნობელობის ანალიზი.
შერეული ინფექციების, რომლებიც გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმების კომბინაციით აუგმენტინის მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელ ორგანიზმებთან, მკურნალობა შეიძლება აუმგენტინის 228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ სუსპენზიით. ეს ინფექციები არ საჭიროებენ ბეტა-ლაქტამაზას მიმართ რეზისტენტული სხვა ანტიბიოტიკის დამატებას.
მიღების წესი და დოზირება
დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, წონასა და თირკმლის ფუნქციაზე და ინფექციის სიმძიმეზე.
დოზირება ყველგან მოცემულია ამოქსიცილინი/კლავულანატის შემცველობის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დოზირება განსაზღვრულია ინდივიდუალური კომპონენტის მიხედვით.
კუჭ-ნაწლავის შესაძლო აუტანლობის შესამცირებლად ინიშნება ჭამის დაწყებისას. აუგმენტინის აბსორბცია ოპტიმალურია, როცა მისი მიღება ხდება კვების დასაწყისში. მკურნალობამ არ უნდა გადააჭარბოს 14 დღეს განხილვის გარეშე.
თერაპია შეიძლება დაიწყოს პარენტერალურად და გაგრძელდეს შიგნით მისაღები პრეპარატით.
სუსპენზიისთვის აუგმენტინის ბოთლის სახით მოწოდებულ შეფუთვას შეიძლება თან ახლდეს პლასტმასის დოზატორი ხელსაწყო. სუსპენზიის მოსამზადებლად იხ. გამოყენება და მოხმარება.
ჩვეულებრივი რეკომენდებული დღიური დოზაა:
დაბალი დოზა: 25/3.6 – 45/6.4 მგ/კგ/დღეში გაყოფილი ორ დოზად, მსუბუქიდან საშუალომდე სიმძიმის ინფექციების დროს (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა.: მორეციდივე ტონზილიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები და კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები);
მაღალი დოზა: 45/6.4 – 70/10 მგ/კგ/დღეში გაყოფილი ორ დოზად, უფრო სერიოზული ინფექციების დროს (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგ.: შუა ყურის ანთება და სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგ.: ბრონქოპნევმონია და საშარდე გზების ინფექციები).
არ არის კლინიკური მონაცემები ხელმისაწვდომი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 45/6.4 მგ/კგ/დღეში მეტ დოზაზე გამოყენების შესახებ.
არ არის კლინიკური მონაცემები აუგმენტინი 228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ სუსპენზიის დოზირების რეკომენდაციების შესახებ 2 თვემდე ასაკის ბავშვებში.
ცხრილში მოცემულია ბავშვებში დოზირების რეკომენდაციები.
2 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები
აუგმენტინი 228 მგ/5 მლ სუსპენზია
სხეულის წონა (კგ)
უფრო დაბალი დოზის ინტერვალისათვის
(მლ ყოველ 12 საათში)
უფრო მაღალი დოზის ინტერვალისათვის
(მლ ყოველ 12 საათში)
12-16
17-26
5
10
10
15
აუგმენტინი 457 მგ/5 მლ სუსპენზია
სხეულის წონა (კგ)
უფრო დაბალი დოზის ინტერვალისათვის
(მლ ყოველ 12 საათში)
უფრო მაღალი დოზის ინტერვალისთვის
(მლ ყოველ 12 საათში)
12-16
17-26
27-35
36-დან <40
- 5
5
- 5
10
5
- 5
10
- 5
2 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები
Aუგმენტინი 457 მგ/5 მლ სუსპენზია
სხეულის წონა
(კგ)
უფრო დაბალი დოზა 25/3.6 მგ/კგ/დღეში
(მლ ყოველ 12 საათში)
უფრო მაღალი დოზა
45/6.4 მგ/კგ/დღეში
(მლ ყოველ 12 საათში)
2
- 3
- 6
3
- 5
- 8
4
- 6
- 1
5
- 8
- 4
6
- 9
- 7
7
- 1
- 0
8
- 3
- 3
9
- 4
- 5
10
- 6
- 8
11
- 7
- 1
12
- 9
- 4
13
- 0
- 7
14
- 2
- 9
15
- 3
- 2
თირკმლის დაზიანება
დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე მეტია.
აუგმენტინის 228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ სუსპენზია არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია.
ღვიძლის დაზიანება
ინიშნება სიფრთხილით; ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს რეგულარული ინტერვალებით. მონაცემები არასაკმარისია, რათა მოხდეს დოზირების რეკომენდაციის გაცემა.
უკუჩვენებები
აუგმენტინი უკუნაჩვენებია
პაციენტებში, რომელთაც აქვთ ბეტა-ლაქტამების, მაგ.: პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზი;
პაციენტებში, რომელთაც აქვთ აუგმენტინთან ასოცირებული სიყვითლის/ღვიძლის დისფუნქციის ანამნეზი.
სიფრთხილის ზომები
აუგმენტინით თერაპიის დაწყებამდე საჭიროა ანამნეზის გულდასმით შეკრება ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების შესახებ პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ალერგენების მიმართ.
მძიმე და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქტოიდური და მძიმე კანისმიერი გვერდითი რეაქციები) აღინიშნა პაციენტებში პენიცილინით თერაპიის დროს. ეს რეაქციები უფრო მეტად მოსალოდნელია განვითარდეს პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზის მქონე პირებში (იხ. უკუჩვენებები). ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ასევე შეიძლება პროგრესირდეს კუნისის სინდრომამდე - მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ამ რეაქციების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მკერდის არეში ტკივილს, რომელიც ვითარდება აუგმენტინის მიმართ ალერგიულ რეაქციასთან ერთად (იხ. გვერდითი რეაქციები). წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი აღწერილ იქნა ძირითადად ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ აუგმენტინს (იხ. გვერდითი რეაქციები). წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი ალერგიული რეაქციაა, რომლის წამყვანი სიმპტომია გახანგრძლივებული ღებინება (სამკურნალო პროდუქტის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ), კანის ალერგიული ან რესპირატორული სიმპტომების გარეშე. შემდგომი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს, მოდუნებას, ფაღარათს, ჰიპოტენზიას ან ნეიტროფილურ ლეიკოციტოზს. მძიმე შემთხვევებში წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი შეიძლება პროგრესირდეს შოკამდე. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში აუგმენტინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი ალტერნატიული თერაპია.
მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები მოითხოვს დაუყოვნებლივ გადაუდებელ მკურნალობას ადრენალინით. შეიძლება ასევე საჭირო გახდეს ჟანგბადი, ინტრავენური (ი.ვ.) სტეროიდები და სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა (შენარჩუნება) (მათ შორის ინტუბაცია).
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (ჰლჰ)/მაკროფაგების აქტივაციის სინდრომი (მას) აღწერილ იქნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინის კლავულანატს (იხ. გვერდითი რეაქციები). ჰლჰ/მას არის იმუნიტეტის პათოლოგიური აქტივაციის სინდრომი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. ჰლჰ/მას-ის კლინიკური ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ცხელებას, გამონაყარს, ნევროლოგიურ სიმპტომებს, ჰეპატოსპლენომეგალიას, ლიმფადენოპათიას, ციტოპენიას, შრატში ფერიტინის მაღალ დონეს, ჰიპერტრიგლიცერიდემიას და ღვიძლის ფუნქციისა და კოაგულაციის ნორმიდან გადახრას.
პაციენტები, რომლებსაც განუვითარდათ ეს ნიშნები და სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეფასდნენ და განხილულ უნდა იქნეს ჰლჰ/მას-ის დიაგნოზი. აუგმენტინით თერაპია უნდა შეწყდეს, თუ არ დადგინდება ჰლჰ/მას-ის ალტერნატიული ეტიოლოგია.
აუგმენტინი არ უნდა დაინიშნოს, თუ ეჭვია ინფექციურ მონონუკლეოზზე, რადგან აღინიშნა ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული წითელას მსგავსი გამონაყარის განვითარება ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ.
გახანგრძლივებულმა გამოყენებამ ხანდახან შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების გამრავლება.
ფსევდომემბრანოზული კოლიტი აღინიშნა ანტიბიოტიკების მიღების დროს და სიმძიმის მიხედვით შეიძლება ცვალებადობდეს მსუბუქიდან სიცოცხლისათვის სახიფათომდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს ეს დიაგნოზი იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფაღარათი ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ. გახანგრძლივებული ან სერიოზული ფაღარათის დროს, ან თუ პაციენტს აღენიშნება მუცლის კოლიკა, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროა პაციენტის შემდგომი გამოკვლევა.
პროთრომბინის დროის გახანგრძლივება (გაზრდილი INR) იშვიათად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აუგმენტინს და პერორალურ ანტიკოაგულანტებს. ანტიკოაგულანტების ერთდროულად დანიშვნისას საჭიროა სათანადო მონიტორინგი. პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია შეიძლება საჭირო იყოს ანტიკოაგულაციის საჭირო დონის შესანარჩუნებლად.
ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ აუგმენტინს. ამ ცვლილებების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, ამიტომ აუგმენტინი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
ქოლესტაზური სიყვითლე, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე, მაგრამ ძირითადად შექცევადი, იშვიათად აღინიშნა. ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 6 კვირამდე.
თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში აუგმენტინი 228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ სუსპენზია არ არის რეკომენდებული.
შემცირებული დიურეზის მქონე პაციენტებში ძალიან იშვიათად აღინიშნა კრისტალურია, უპირატესად პარენტერალური თერაპიის დროს. ამოქსიცილინის მაღალი დოზების მიღებისას რეკომენდებულია სითხის ადექვატური რაოდენობით მიღების და ადექვატური დიურეზის შენარჩუნება, რათა შემცირდეს ამოქსიცილინის კრისტალურიის განვითარების ალბათობა (იხ. დოზის გადაჭარბება).
აუგმენტინის 228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ სუსპენზიები შეიცავენ ასპარტამს, რაც წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს და ამიტომ, სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებში.
ურთიერთქმედებები
არ არის რეკომენდებული პრობენეციდის ერთდროული გამოყენება. პრობენეციდი აქვეითებს ამოქსიცილინის თირკმლის მილაკოვან სეკრეციას. აუგმენტინთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამოქსიცილინის, მაგრამ არა კლავულანის მჟავის, დონის გაზრდა და გახანგრძლივება სისხლში.
ალოპურინოლის კომბინირებულმა მიღებამ ამოქსიცილინის თერაპიის დროს შეიძლება გაზარდოს კანის ალერგიული რეაქციების რისკი. არ არის მონაცემები აუგმენტინისა და ალოპურინოლის ერთდროული გამოყენების შესახებ.
როგორც წესი, სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, აუგმენტინმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნაწლავის ფლორაზე, რაც იწვევს ესტროგენის დაბალ რეაბსორბციას და კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების დაქვეითებულ ეფექტურობას.
ლიტერატურაში აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მომატების იშვიათი შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ აცენოკუმაროლით ან ვარფარინით მკურნალობაზე და დაენიშნათ ამოქსიცილინის მკურნალობის კურსი. თუ აუცილებელია ერთდროული დანიშვნა, აუგმენტინის დამატების ან მოხსნის დროს საჭიროა პროთრომბინის დროის ან საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მონიტორინგი.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მიკოფენოლატის მოფეტილს, მიკოფენოლის მჟავის აქტიური მეტაბოლიტის სისხლში კონცენტრაცია შემდეგი დოზის მიღებამდე (პრედოზის კონცენტრაცია) შემცირდა, დაახლოებით, 50%-ით პერორალურ ამოქსიცილინს პლუს კლავულანის მჟავის მიღების შემდეგ. დოზის მიღებამდე არსებულ დონეში მომხდარი ცვლილება შეიძლება ზუსტად არ წარმოადგენდეს MPA-ს ექსპოზიციის საერთო ცვლილებას.
პენიცილინებმა შეიძლება დააქვეითოს მეთოტრექსატის გამოყოფა და გამოიწვიოს ტოქსიკურობის შესაძლო ზრდა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებზე (თაგვებსა და ვირთაგვებში დოზებზე, რომლებიც 10-ჯერ აჭარბებს ადამიანის დოზას) ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებში პერორალური და პარენტერალური მიღებისას აუგმენტინს არ გამოუვლენია ტერატოგენული ეფექტი. ერთჯერად კვლევაში, რომელშიც მონაწილეოდნენ ქალები, რომელთაც ჰქონდათ ვადაზე ადრე, სანაყოფე ბუშტის ნაადრევი რღვევა (pPROM), აღინიშნა, რომ აუგმენტინით პროფილაქტიკური მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ახალშობილებში ნეკროზული ენტეროკოლიტის გაზრდილ რისკთან. ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, პრეპარატი ფეხმძიმობის დროს არ უნდა დაინიშნოს, თუ ექიმი არ ჩათვლის ამას აუცილებლობად.
ლაქტაცია
აუგმენტინი შეიძლება დაინიშნოს ლაქტაციის დროს. სენსიბილიზაციის რისკის გარდა, რაც დაკავშირებულია ნარჩენი რაოდენობების გამოყოფასთან დედის რძეში, არ არის ცნობილი რაიმე საზიანო გავლენა ძუძუთი კვებზე მყოფ ჩვილზე.
გვერდითი მოვლენები
მონაცემები გაფართოებული კლინიკური კვლევებიდან გამოყენებულ იქნა, რათა განსაზღვრულიყო გვერდითი ეფექტების სიხშირე ძალიან ხშირიდან იშვიათამდე. სხვა არასასურველი მოვლენების სიხშირე (როგორიცაა <1/10.000 სიხშირით განვითარება) ძირითადად, განისაზღვრა პოსტმარკეტინგული მონაცემების მიხედვით და მიუთითებს უფრო შეტყობინების სიხშირეს, ვიდრე ჭეშმარიტ სიხშირეს.
ქვემოთ მოცემული შეთანხმება გამოყენებულია სიხშირის კლასიფიკაციისათვის:
ძალიან ხშირი ≥1/10
ხშირი ≥1/100 და <1/10
არახშირი ≥1/1,000 და <1/100
იშვიათი ≥1/10,000 და <1/1,000
ძალიან იშვიათი <1/10,000
ინფექციები და ინვაზია
ხშირი: კან-ლორწოვანის კანდიდოზი
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
იშვიათი: შექცევადი ლეიკოპენია (მათ შორის ნეიტროპენია) და თრომბოციტოპენია
ძალიან იშვიათი: შექცევადი აგრანულოციტოზი და ჰემოლიზური ანემია. სისხლდენის დროის და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება
იმუნური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: გემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი/მაკროფაგების აქტივაციის სინდრომი, ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები), შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი. ჰიპერმგრძნობელობითი ვასკულიტი (იხ. ასევე კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები).
ნერვული სისტემის დარღვევები
არახშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
ძალიან იშვიათი: შექცევადი ჰიპერაქტიურობა, ასეპტიკური მენინგიტი, კრუნჩხვები. კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დაქვეითებული თირკმლის ფუნქცია ან იღებენ მაღალ დოზებს.
კარდიალური დარღვევები
ძალიან იშვიათი: კუნისის სინდრომი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
მოზდილები:
ძალიან ხშირი: ფაღარათი
ხშირი: გულისრევა, ღებინება
ბავშვები:
ხშირი: ფაღარათი, გულისრევა, ღებინება
ყველა პოპულაცია:
გულისრევა ხშირად დაკავშირებულია მაღალ პერორალურ დოზებთან. თუ კუჭ-ნაწლავის რეაქციები ვლინდება, მათი შემცირება შესაძლებელია აუგმენტინის მიღებით კვების დასაწყისში.
არახშირი: დისპეფსია
ძალიან იშვიათი: ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და ჰემორაგიული კოლიტი, წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი – იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
შავი თმიანი ენა.
ძალიან იშვიათად ბავშვებში აღინიშნა კბილების ზედაპირული ფერის ცვლილება. პირის ღრუს კარგი ჰიგიენა ახდენს კბილების ფერის ცვლილების პრევენციას, რადგან მისი მოცილება შესაძლებელია კბილების გახეხვით.
ჰეპატობილიარული დარღვევები:
არახშირი: AST-ს და/ან ALT-ს დონის ზომიერი მომატება აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბეტა-ლაქტამური კლასის ანტიბიოტიკებით, თუმცა ამ შედეგების მნიშვნელობა უცნობია.
ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი და ქოლესტაზური სიყვითლე. ეს მოვლენები აღინიშნა სხვა პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიღების დროს.
ღვიძლისმიერი მოვლენები უპირატესად აღინიშნა მამაკაცებში და ხანდაზმულ პაციენტებში და შეიძლება დაკავშირებული იყოს გახანგრძლივებულ მკურნალობასთან. ეს მოვლენები ძალიან იშვიათად აღინიშნა ბავშვებში.
ნიშნები და სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დროს ან მკურნალობიდან ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არ გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა. ღვიძლისმიერი მოვლენები შეიძლება იყოს მძიმე ხასიათის და უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სიკვდილი. თითქმის ყველა შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებოდათ მძიმე თანმხლები დაავადება ან იღებდნენ თანმხლებ მედიკამენტებს, რომლებსაც ღვიძლისმიერი პოტენციური ეფექტები ჰქონდათ.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
არახშირი: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება
იშვიათი: მულტიფორმული ერითემა
ძალიან იშვიათი: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და კანის ნაოჭებისა და მოხრის ადგილების წამალთან დაკავშირებული სიმეტრიული ეგზანთემა (SDRIFE) (ბაბუინის სინდრომი) (იხ. ასევე იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები).
თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობითი დერმატიტის რეაქცია, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ხაზოვანი IgA-დამოკიდებული ბულოზური დერმატოზი.
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
ძალიან იშვიათი: ინტერსტიციული ნეფრიტი, კრისტალურია (იხ. დოზის გადაჭარბება).
ჭარბი დოზა
შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის სიმპტომები და სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა. კუჭ-ნაწლავის სიმპტომების მკურნალობა უნდა მოხდეს სიმპტომურად, წყლისა და ელექტროლიტების ბალანსზე ყურადღების მიქცევით.
აღინიშნა ამოქსიცილინის კრისტალურია, რომელმაც ზოგიერთ შემთხვევებში გამოიწვია თირკმლის უკმარისობა (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
აუგმენტინი ცირკულაციიდან შეიძლება გამოდევნილ იქნეს ჰემოდიალიზის საშუალებით.
შემადგენლობა
თეთრი ან მოთეთრო ფერის მშრალი ფხვნილი წყალში განსაზავებლად, რათა მიღებულ იქნეს თეთრიდან მოყვითალო-ყავისფრამდე ფერის სუსპენზია შერეული ხილის არომატით.
აუგმენტინი 228 მგ/5 მლ სუსპენზია: განზავების შემდეგ თითოეული 5 მლ შეიცავს 200 მგ ამოქსიცილინს (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით) და 28.5 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანატის სახით).
აუგმენტინი 457 მგ/5 მლ სუსპენზია: განზავების შემდეგ თითოეული 5 მლ შეიცავს 400 მგ ამოქსიცილინს (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით) და 57 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანატის სახით).
კლინიკური ინფორმაცია
შენახვის პირობები
შენახვა
შენახვის პირობები დეტალურად მოცემულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება მშრალ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისაგან დასაცავად.
განზავების შემდეგ სუსპენზია შენახულ უნდა იქნეს მაცივარში (2ºC - 8ºC) და გამოყენებულ იქნეს 7 დღის განმავლობაში. დაუშვებელია გაყინვა (იხ. ასევე გამოყენება და მოხმარება).
კონტეინერის ფორმა და შემადგენლობა
აუგმენტინი სუსპენზიის მოსამზადებლად ბოთლებში
გამჭვირვალე მინის ბოთლები შეიცავენ ფხვნილს, რომელიც უნდა განზავდეს. ბოთლებს შეიძლება ჰქონდეთ ალუმინის ჩასახრახნი თავსახური დასალუქი რგოლით ან პლასტმასის, ბავშვისთვის უსაფრთხო თავსახური, მოსახსნელი ფოლგის სარჩულიანი ლუქით ბოთლზე. პუნქტირის ხაზი დატანილია ბოთლის ეტიკეტზე. ბოთლებს შეიძლება თან ახლდეს პლასტმასის დოზატორი ხელსაწყო.
აუგმენტინი სუსპენზიის მოსამზადებლად საშეტებში (მხოლოდ 457 მგ ფარმაცევტული ფორმისათვის)
ერთჯერადი გამოყენების ქაღალდის/ალუმინის/პოლიეთილენის მრავალშრიანი საშეტები, რომლებიც შეიცავენ ფხვნილს განსაზავებლად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ათქ კოდი
ანატომიურ-თერაპიული-ქიმიური (ათქ) კოდი: J01CR02
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პენიცილინების კომბინაციები, ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორების ჩათვლით
ბევრი ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა გამოწვეულია ბაქტერიული ფერმენტებით, რომლებიც შლიან ანტიბიოტიკს, სანამ ის დაიწყებს პათოგენზე ზემოქმედებას. აუგმენტინის სუსპენზიაში შემავალი კლავულანატი განსაზღვრავს ამ დამცველობით მექანიზმს ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტების ბლოკირებით, რაც ორგანიზმებს მგრძნობიარეს ხდის ამოქსიცილინის სწრაფი ბაქტერიციდული ეფექტის მიმართ კონცენტრაციებზე, რაც სწრაფად მიიღწევა ორგანიზმში.
კლავულანატს თავისთავად სუსტი ანტიბაქტერიული მოქმედება გააჩნია, თუმცა ამოქსიცილინთან ერთად, როგორც ეს წარმოდგენილია აუგმენტინში, ის წარმოქმნის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკურ საშუალებას, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც ჰოსპიტალური მკურნალობის, ისე ზოგადი პრაქტიკის დროს.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზმები კატეგორიზებულია აუგმენტინის მიმართ მათი in vitro მგრძნობელობის მიხედვით.
მიკროორგანიზმებისin vitro მგრძნობელობა აუგმენტინის მიმართ
აუგმენტინისკლინიკური ეფექტურობა კლინიკურ კვლევებში აღნიშნულია ვარსკვლავით (*).
ორგანიზმები, რომლებიც არ წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზას, იდენტიფიცირებულები არიან ნიშნით (†). თუ იზოლატი მგრძნობიარეა ამოქსიცილინის მიმართ, ის მიჩნეულია აუგმენტინის მიმართ მგრძნობიარედ.
ძირითადი მგრძნობიარე სახეობები
გრამ-დადებითი აერობები:
Bacillius anthracis
Enteroccus faecalis
Listeria monocytogenes
Nocardia asteroids
Streptococcus pyogenes*†
Streptococcus agalactiae*†
Streptococcus spp. (სხვა ბეტა-ჰემოლიზური) *†
Staphylococcus aureus (მეთიცილინმგრძნობიარე)*
Staphylococcus saprophyticus (მეთიცილინმგრძნობიარე)*
კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები (მეთიცილინმგრძნობიარე)
გრამ-უარყოფითი აერობები:
Bordetella pertussis
Haemophilus influenzae*
Haemophilus parainfluenzae
Helicobacter pylori
Moraxella catarrhalis*
Neisseria gonorrhoeae
Pasteurella multocida
Vibrio cholera
სხვა:
Borrelia burgdorferi
Leptospira ictterohaemorrhagiae
Treponema pallidum
გრამ-დადებითი ანაერობები:
Clostridium spp.
Peptococcus niger
Peptostreptococcus magnus
Peptostreptococcus micros
Peptostreptococcus spp.
გრამ-უარყოფითი ანაერობები:
Bacteroides fragilis
Bacteroides spp.
Capnocytophaga spp.
Eikenella corrodens
Fusobacterium nucleatum
Fusobacterium spp.
Porphyromonas spp.
Prevotella spp.
სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემური იყოს
გრამ-უარყოფითი აერობები:
Escherichia coli*
Klebsiella oxytoca
Klebsiella pneumoniae*
Klebsiella spp.
Proteus mirabilis
Proteus vulgaris
Proteus spp.
Salmonella spp.
Shigella spp.
გრამ-დადებითი აერობები:
Corynebacterium spp.
Enterococcus faecium
Streptococcus pneumoniae*†
Viridans group streptococcus
ბუნებრივად რეზისტენტული ორგანიზმები
გრამ-უარყოფითი აერობები:
Acinetobacter sp.
Citrobacter freundii
Enterobacter spp.
Hafnia alvei
Legionella pneumophila
Morganella morganii
Providencia spp.
Pseudomonas sp.
Serratia sp.
Stenotrophomonas maltophilia
Yersinia enterolitica
სხვა:
Chlamydiapneumoniae
Chlamydiapsittaci
Chlamydiaspp.
Coxiella burnetti
Mycoplasma spp
ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები ემორჩილებიან აუგმენტინით მკურნალობას, მასში ამოქსიცილინის შემცველობის გამო. ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით და აუგმენტინის მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი ორგანიზმებით გამოწვეული შერეული ინფექციების მკურნალობა უნდა მოხდეს აუგმენტინით.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
აუგმენტინი 228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ სუსპენზიის ორი კომპონენტი, ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა, სრულად დისოცირებულები არიან წყალხსნარში ფიზიოლოგიურ pH-ზე. ორივე კომპონენტი სწრაფად და კარგად შეიწოვება შიგნით მიღების დროს. აუგმენტინის შეწოვა ოპტიმიზირებულია, როცა მისი მიღება ხდება კვების დასაწყისში.
მოზრდილებში საშუალო AUC მაჩვენებლები ამოქსიცილინისათვის ძირითადად იგივეა, რაც აუგმენტინი 875/125 მგ ტაბლეტის ორჯერ დღეში დოზირების ან აუგმენტინი 500/125 მგ ტაბლეტის სამჯერ დღეში დოზირების დროს. არ აღინიშნა განსხვავება 875 მგ ორჯერ დღეში და 500 მგ სამჯერ დღეში დოზირების სქემების დროს ამოქსიცილინის T1/2 ან Cmax შედარებისას ამოქსიცილინის განსხვავებული დოზების მიღების შემდეგ ნორმალიზაციისას. ასევე, არ იქნა ნანახი განსხვავება კლავულანატის T1/2, Cmax ან AUC მაჩვენებლების კუთხით, შესაბამისი დოზის ნორმალიზაციის შემდეგ.
აუგმენტინის დოზის მიღების დროს, კვების დაწყებასთან მიმართებაში, არ აქვს ამოქსიცილინის ფარმაკოკინეტიკაზე რაიმე გამოხატული ეფექტები მოზრდილებში. აუგმენტინის 875/125 მგ ტაბლეტის კვლევაში დოზირების დროს, საკვების მიღებასთან მიმართებაში, ჰქონდა გამოხატული ეფექტი კლავულანატის ფარმაკოკინეტიკაზე. კლავულანატის AUC-სთვის და Cmax-სთვის უმაღლესი საშუალო მაჩვენებლები და უმცირესი პირთაშორისი ვარიაბელობა მიღწეული იქნა აუგმენტინის დანიშვნით კვების დასაწყისში იმ მდგომარეობებთან შედარებით, როცა წამლის მიღება ხდებოდა უზმოზე ან კვების დაწყებიდან 30 ან 150 წუთის შემდეგ.
საშუალო Cmax, Tmax, T1/2 და AUC სიდიდეები ამოქსიცილინისა და კლავულანატისთვის მოცემულია ქვემოთ, როცა 875 მგ/125 მგ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის მიღება ხდებოდა კვების დაწყებისას.
საშუალო ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები
მიღებული წამალი
აუგმენტინი 1 გ
დოზა (მგ)
Cmax (მგ/მლ)
Tmax*
(სთ)
AUC (მგ.სთ/ლ)
T1/2 (სთ)
ამოქსიცილინი
875
12,4
1,5
29,9
1,36
კლავულანატი
125
3,3
1,3
6,88
0,92
- მედიანა მაჩვენებლები
ამოქსიცილინის შრატის კონცენტრაციები, რომლებიც მიიღწევა აუგმენტინით, მსგავსია მხოლოდ ამოქსიცილინის ექვივალენტური დოზების პერორალური მიღებით წარმოქმნილი კონცენტრაციისა.
განაწილება.
აუგმენტინის ორი კომპონენტის ფარმაკოკინეტიკა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. როგორც კლავულანატს, ისე ამოქსიცილინს ახასიათებს შრატში დაკავშირების დაბალი დონეები; დაახლოებით 70% თავისუფალი რჩება შრატში.
აუგმენტინის დოზის გაორმაგება იწვევს შრატში მისი დონის დაახლოებით გაორმაგებას.
არაკლინიკური ინფორმაცია
არ არის დამატებითი შესაბამისი ინფორმაცია.
ფარმაცევტული ინფორმაცია
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
აუგმენტინიის მშრალი ფხვნილი სუსპენზიისათვის შეიცავს გუმის ფისს, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდს, სუქცინის მჟავას, სილიციუმის დიოქსიდს, ასპარტამს და მშრალ არომატებს (ჟოლო, ფორთოხალი “1”, ფორთოხალი “2” და ოქროსფერი სიროფი).
ზოგიერთი ამ დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციისათვის იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
აუგმენტინი
228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ სუსპენზია –
შერეული ხილის არომატით
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი – კალიუმის კლავულანატი
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თეთრი ან მოთეთრო ფერის მშრალი ფხვნილი წყალში განსაზავებლად, რათა მიღებულ იქნეს თეთრიდან მოყვითალო-ყავისფრამდე ფერის სუსპენზია შერეული ხილის არომატით.
აუგმენტინი 228 მგ/5 მლ სუსპენზია: განზავების შემდეგ თითოეული 5 მლ შეიცავს 200 მგ ამოქსიცილინს (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით) და 28.5 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანატის სახით).
აუგმენტინი 457 მგ/5 მლ სუსპენზია: განზავების შემდეგ თითოეული 5 მლ შეიცავს 400 მგ ამოქსიცილინს (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით) და 57 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანატის სახით).
კლინიკური ინფორმაცია
ჩვენებები
აუგმენტინი გამოყენებულ უნდა იქნეს ანტიბიოტიკების გამოყენების ადგილობრივი ოფიციალური გაიდლაინებისა და მგრძნობელობის შესახებ ადგილობრივი მონაცემების შესაბამისად.
აუგმენტინის სუსპენზია (228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ) ორჯერ დღეში პერორალურად მისაღებად ნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი ბაქტერიული ინფექციების ხანმოკლე მკურნალობისათვის, როცა ეჭვია, რომ მათი გამომწვევი მიზეზი ამოქსიცილინის მიმართ რეზისტენტული ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამებია. სხვა შემთხვევაში განხილული უნდა იქნეს მხოლოდ ამოქსიცილინის გამოყენება.
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის ყელ-ყურ-ცხვირის), როგორიცაა: მორეციდივე ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, წილოვანი პნევმონია და ბრონქოპნევმონია.
საშარდე გზების ინფექციები, როგორიცაა: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, როგორიცაა: ცელულიტი, ცხოველის ნაკბენები.
სტომატოლოგიური ინფექციები, როგორიცაა: კბილის მძიმე აბსცესი გავრცელებადი ცელულიტით.
აუგმენტინისადმი მგრძნობელობა შეიცვლება გეოგრაფიულად და დროის მიხედვით (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ფარმაკოლოგიური თვისებები, ფარმაკოდინამიკა). თუ ხელმისაწვდომია, განხილულ უნდა იქნეს ადგილობრივი მგრძნობელობის მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში აღებულ უნდა იქნეს მიკრობიოლოგიური ნიმუშები და გაკეთდეს მგრძნობელობის ანალიზი.
შერეული ინფექციების, რომლებიც გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმების კომბინაციით აუგმენტინის მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელ ორგანიზმებთან, მკურნალობა შეიძლება აუმგენტინის 228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ სუსპენზიით. ეს ინფექციები არ საჭიროებენ ბეტა-ლაქტამაზას მიმართ რეზისტენტული სხვა ანტიბიოტიკის დამატებას.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, წონასა და თირკმლის ფუნქციაზე და ინფექციის სიმძიმეზე.
დოზირება ყველგან მოცემულია ამოქსიცილინი/კლავულანატის შემცველობის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დოზირება განსაზღვრულია ინდივიდუალური კომპონენტის მიხედვით.
კუჭ-ნაწლავის შესაძლო აუტანლობის შესამცირებლად ინიშნება ჭამის დაწყებისას. აუგმენტინის აბსორბცია ოპტიმალურია, როცა მისი მიღება ხდება კვების დასაწყისში. მკურნალობამ არ უნდა გადააჭარბოს 14 დღეს განხილვის გარეშე.
თერაპია შეიძლება დაიწყოს პარენტერალურად და გაგრძელდეს შიგნით მისაღები პრეპარატით.
სუსპენზიისთვის აუგმენტინის ბოთლის სახით მოწოდებულ შეფუთვას შეიძლება თან ახლდეს პლასტმასის დოზატორი ხელსაწყო. სუსპენზიის მოსამზადებლად იხ. გამოყენება და მოხმარება.
ჩვეულებრივი რეკომენდებული დღიური დოზაა:
დაბალი დოზა: 25/3.6 – 45/6.4 მგ/კგ/დღეში გაყოფილი ორ დოზად, მსუბუქიდან საშუალომდე სიმძიმის ინფექციების დროს (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა.: მორეციდივე ტონზილიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები და კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები);
მაღალი დოზა: 45/6.4 – 70/10 მგ/კგ/დღეში გაყოფილი ორ დოზად, უფრო სერიოზული ინფექციების დროს (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგ.: შუა ყურის ანთება და სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგ.: ბრონქოპნევმონია და საშარდე გზების ინფექციები).
არ არის კლინიკური მონაცემები ხელმისაწვდომი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 45/6.4 მგ/კგ/დღეში მეტ დოზაზე გამოყენების შესახებ.
არ არის კლინიკური მონაცემები აუგმენტინი 228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ სუსპენზიის დოზირების რეკომენდაციების შესახებ 2 თვემდე ასაკის ბავშვებში.
ცხრილში მოცემულია ბავშვებში დოზირების რეკომენდაციები.
2 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები
აუგმენტინი 228 მგ/5 მლ სუსპენზია
სხეულის წონა (კგ)
უფრო დაბალი დოზის ინტერვალისათვის
(მლ ყოველ 12 საათში)
უფრო მაღალი დოზის ინტერვალისათვის
(მლ ყოველ 12 საათში)
12-16
17-26
5
10
10
15
აუგმენტინი 457 მგ/5 მლ სუსპენზია
სხეულის წონა (კგ)
უფრო დაბალი დოზის ინტერვალისათვის
(მლ ყოველ 12 საათში)
უფრო მაღალი დოზის ინტერვალისთვის
(მლ ყოველ 12 საათში)
12-16
17-26
27-35
36-დან <40
- 5
5
- 5
10
5
- 5
10
- 5
2 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები
Aუგმენტინი 457 მგ/5 მლ სუსპენზია
სხეულის წონა
(კგ)
უფრო დაბალი დოზა 25/3.6 მგ/კგ/დღეში
(მლ ყოველ 12 საათში)
უფრო მაღალი დოზა
45/6.4 მგ/კგ/დღეში
(მლ ყოველ 12 საათში)
2
- 3
- 6
3
- 5
- 8
4
- 6
- 1
5
- 8
- 4
6
- 9
- 7
7
- 1
- 0
8
- 3
- 3
9
- 4
- 5
10
- 6
- 8
11
- 7
- 1
12
- 9
- 4
13
- 0
- 7
14
- 2
- 9
15
- 3
- 2
თირკმლის დაზიანება
დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე მეტია.
აუგმენტინის 228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ სუსპენზია არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია.
ღვიძლის დაზიანება
ინიშნება სიფრთხილით; ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს რეგულარული ინტერვალებით. მონაცემები არასაკმარისია, რათა მოხდეს დოზირების რეკომენდაციის გაცემა.
უკუჩვენებები
აუგმენტინი უკუნაჩვენებია
პაციენტებში, რომელთაც აქვთ ბეტა-ლაქტამების, მაგ.: პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზი;
პაციენტებში, რომელთაც აქვთ აუგმენტინთან ასოცირებული სიყვითლის/ღვიძლის დისფუნქციის ანამნეზი.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აუგმენტინით თერაპიის დაწყებამდე საჭიროა ანამნეზის გულდასმით შეკრება ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების შესახებ პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ალერგენების მიმართ.
მძიმე და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქტოიდური და მძიმე კანისმიერი გვერდითი რეაქციები) აღინიშნა პაციენტებში პენიცილინით თერაპიის დროს. ეს რეაქციები უფრო მეტად მოსალოდნელია განვითარდეს პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზის მქონე პირებში (იხ. უკუჩვენებები). ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ასევე შეიძლება პროგრესირდეს კუნისის სინდრომამდე - მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ამ რეაქციების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მკერდის არეში ტკივილს, რომელიც ვითარდება აუგმენტინის მიმართ ალერგიულ რეაქციასთან ერთად (იხ. გვერდითი რეაქციები). წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი აღწერილ იქნა ძირითადად ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ აუგმენტინს (იხ. გვერდითი რეაქციები). წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი ალერგიული რეაქციაა, რომლის წამყვანი სიმპტომია გახანგრძლივებული ღებინება (სამკურნალო პროდუქტის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ), კანის ალერგიული ან რესპირატორული სიმპტომების გარეშე. შემდგომი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს, მოდუნებას, ფაღარათს, ჰიპოტენზიას ან ნეიტროფილურ ლეიკოციტოზს. მძიმე შემთხვევებში წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი შეიძლება პროგრესირდეს შოკამდე. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში აუგმენტინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი ალტერნატიული თერაპია.
მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები მოითხოვს დაუყოვნებლივ გადაუდებელ მკურნალობას ადრენალინით. შეიძლება ასევე საჭირო გახდეს ჟანგბადი, ინტრავენური (ი.ვ.) სტეროიდები და სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა (შენარჩუნება) (მათ შორის ინტუბაცია).
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (ჰლჰ)/მაკროფაგების აქტივაციის სინდრომი (მას) აღწერილ იქნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინის კლავულანატს (იხ. გვერდითი რეაქციები). ჰლჰ/მას არის იმუნიტეტის პათოლოგიური აქტივაციის სინდრომი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. ჰლჰ/მას-ის კლინიკური ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ცხელებას, გამონაყარს, ნევროლოგიურ სიმპტომებს, ჰეპატოსპლენომეგალიას, ლიმფადენოპათიას, ციტოპენიას, შრატში ფერიტინის მაღალ დონეს, ჰიპერტრიგლიცერიდემიას და ღვიძლის ფუნქციისა და კოაგულაციის ნორმიდან გადახრას.
პაციენტები, რომლებსაც განუვითარდათ ეს ნიშნები და სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეფასდნენ და განხილულ უნდა იქნეს ჰლჰ/მას-ის დიაგნოზი. აუგმენტინით თერაპია უნდა შეწყდეს, თუ არ დადგინდება ჰლჰ/მას-ის ალტერნატიული ეტიოლოგია.
აუგმენტინი არ უნდა დაინიშნოს, თუ ეჭვია ინფექციურ მონონუკლეოზზე, რადგან აღინიშნა ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული წითელას მსგავსი გამონაყარის განვითარება ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ.
გახანგრძლივებულმა გამოყენებამ ხანდახან შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების გამრავლება.
ფსევდომემბრანოზული კოლიტი აღინიშნა ანტიბიოტიკების მიღების დროს და სიმძიმის მიხედვით შეიძლება ცვალებადობდეს მსუბუქიდან სიცოცხლისათვის სახიფათომდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს ეს დიაგნოზი იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფაღარათი ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ. გახანგრძლივებული ან სერიოზული ფაღარათის დროს, ან თუ პაციენტს აღენიშნება მუცლის კოლიკა, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროა პაციენტის შემდგომი გამოკვლევა.
პროთრომბინის დროის გახანგრძლივება (გაზრდილი INR) იშვიათად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აუგმენტინს და პერორალურ ანტიკოაგულანტებს. ანტიკოაგულანტების ერთდროულად დანიშვნისას საჭიროა სათანადო მონიტორინგი. პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია შეიძლება საჭირო იყოს ანტიკოაგულაციის საჭირო დონის შესანარჩუნებლად.
ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებები აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ აუგმენტინს. ამ ცვლილებების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, ამიტომ აუგმენტინი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
ქოლესტაზური სიყვითლე, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე, მაგრამ ძირითადად შექცევადი, იშვიათად აღინიშნა. ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 6 კვირამდე.
თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში აუგმენტინი 228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ სუსპენზია არ არის რეკომენდებული.
შემცირებული დიურეზის მქონე პაციენტებში ძალიან იშვიათად აღინიშნა კრისტალურია, უპირატესად პარენტერალური თერაპიის დროს. ამოქსიცილინის მაღალი დოზების მიღებისას რეკომენდებულია სითხის ადექვატური რაოდენობით მიღების და ადექვატური დიურეზის შენარჩუნება, რათა შემცირდეს ამოქსიცილინის კრისტალურიის განვითარების ალბათობა (იხ. დოზის გადაჭარბება).
აუგმენტინის 228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ სუსპენზიები შეიცავენ ასპარტამს, რაც წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს და ამიტომ, სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებში.
ურთიერთქმედებები
არ არის რეკომენდებული პრობენეციდის ერთდროული გამოყენება. პრობენეციდი აქვეითებს ამოქსიცილინის თირკმლის მილაკოვან სეკრეციას. აუგმენტინთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამოქსიცილინის, მაგრამ არა კლავულანის მჟავის, დონის გაზრდა და გახანგრძლივება სისხლში.
ალოპურინოლის კომბინირებულმა მიღებამ ამოქსიცილინის თერაპიის დროს შეიძლება გაზარდოს კანის ალერგიული რეაქციების რისკი. არ არის მონაცემები აუგმენტინისა და ალოპურინოლის ერთდროული გამოყენების შესახებ.
როგორც წესი, სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, აუგმენტინმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნაწლავის ფლორაზე, რაც იწვევს ესტროგენის დაბალ რეაბსორბციას და კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების დაქვეითებულ ეფექტურობას.
ლიტერატურაში აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მომატების იშვიათი შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ აცენოკუმაროლით ან ვარფარინით მკურნალობაზე და დაენიშნათ ამოქსიცილინის მკურნალობის კურსი. თუ აუცილებელია ერთდროული დანიშვნა, აუგმენტინის დამატების ან მოხსნის დროს საჭიროა პროთრომბინის დროის ან საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მონიტორინგი.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მიკოფენოლატის მოფეტილს, მიკოფენოლის მჟავის აქტიური მეტაბოლიტის სისხლში კონცენტრაცია შემდეგი დოზის მიღებამდე (პრედოზის კონცენტრაცია) შემცირდა, დაახლოებით, 50%-ით პერორალურ ამოქსიცილინს პლუს კლავულანის მჟავის მიღების შემდეგ. დოზის მიღებამდე არსებულ დონეში მომხდარი ცვლილება შეიძლება ზუსტად არ წარმოადგენდეს MPA-ს ექსპოზიციის საერთო ცვლილებას.
პენიცილინებმა შეიძლება დააქვეითოს მეთოტრექსატის გამოყოფა და გამოიწვიოს ტოქსიკურობის შესაძლო ზრდა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ცხოველებზე (თაგვებსა და ვირთაგვებში დოზებზე, რომლებიც 10-ჯერ აჭარბებს ადამიანის დოზას) ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებში პერორალური და პარენტერალური მიღებისას აუგმენტინს არ გამოუვლენია ტერატოგენული ეფექტი. ერთჯერად კვლევაში, რომელშიც მონაწილეოდნენ ქალები, რომელთაც ჰქონდათ ვადაზე ადრე, სანაყოფე ბუშტის ნაადრევი რღვევა (pPROM), აღინიშნა, რომ აუგმენტინით პროფილაქტიკური მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ახალშობილებში ნეკროზული ენტეროკოლიტის გაზრდილ რისკთან. ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, პრეპარატი ფეხმძიმობის დროს არ უნდა დაინიშნოს, თუ ექიმი არ ჩათვლის ამას აუცილებლობად.
ლაქტაცია
აუგმენტინი შეიძლება დაინიშნოს ლაქტაციის დროს. სენსიბილიზაციის რისკის გარდა, რაც დაკავშირებულია ნარჩენი რაოდენობების გამოყოფასთან დედის რძეში, არ არის ცნობილი რაიმე საზიანო გავლენა ძუძუთი კვებზე მყოფ ჩვილზე.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
გვერდითი ეფექტები ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ გამოვლენილა.
გვერდითი მოვლენები
მონაცემები გაფართოებული კლინიკური კვლევებიდან გამოყენებულ იქნა, რათა განსაზღვრულიყო გვერდითი ეფექტების სიხშირე ძალიან ხშირიდან იშვიათამდე. სხვა არასასურველი მოვლენების სიხშირე (როგორიცაა <1/10.000 სიხშირით განვითარება) ძირითადად, განისაზღვრა პოსტმარკეტინგული მონაცემების მიხედვით და მიუთითებს უფრო შეტყობინების სიხშირეს, ვიდრე ჭეშმარიტ სიხშირეს.
ქვემოთ მოცემული შეთანხმება გამოყენებულია სიხშირის კლასიფიკაციისათვის:
ძალიან ხშირი ≥1/10
ხშირი ≥1/100 და <1/10
არახშირი ≥1/1,000 და <1/100
იშვიათი ≥1/10,000 და <1/1,000
ძალიან იშვიათი <1/10,000
ინფექციები და ინვაზია
ხშირი: კან-ლორწოვანის კანდიდოზი
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
იშვიათი: შექცევადი ლეიკოპენია (მათ შორის ნეიტროპენია) და თრომბოციტოპენია
ძალიან იშვიათი: შექცევადი აგრანულოციტოზი და ჰემოლიზური ანემია. სისხლდენის დროის და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება
იმუნური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: გემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი/მაკროფაგების აქტივაციის სინდრომი, ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები), შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი. ჰიპერმგრძნობელობითი ვასკულიტი (იხ. ასევე კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები).
ნერვული სისტემის დარღვევები
არახშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
ძალიან იშვიათი: შექცევადი ჰიპერაქტიურობა, ასეპტიკური მენინგიტი, კრუნჩხვები. კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დაქვეითებული თირკმლის ფუნქცია ან იღებენ მაღალ დოზებს.
კარდიალური დარღვევები
ძალიან იშვიათი: კუნისის სინდრომი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
მოზდილები:
ძალიან ხშირი: ფაღარათი
ხშირი: გულისრევა, ღებინება
ბავშვები:
ხშირი: ფაღარათი, გულისრევა, ღებინება
ყველა პოპულაცია:
გულისრევა ხშირად დაკავშირებულია მაღალ პერორალურ დოზებთან. თუ კუჭ-ნაწლავის რეაქციები ვლინდება, მათი შემცირება შესაძლებელია აუგმენტინის მიღებით კვების დასაწყისში.
არახშირი: დისპეფსია
ძალიან იშვიათი: ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და ჰემორაგიული კოლიტი, წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი – იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
შავი თმიანი ენა.
ძალიან იშვიათად ბავშვებში აღინიშნა კბილების ზედაპირული ფერის ცვლილება. პირის ღრუს კარგი ჰიგიენა ახდენს კბილების ფერის ცვლილების პრევენციას, რადგან მისი მოცილება შესაძლებელია კბილების გახეხვით.
ჰეპატობილიარული დარღვევები:
არახშირი: AST-ს და/ან ALT-ს დონის ზომიერი მომატება აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბეტა-ლაქტამური კლასის ანტიბიოტიკებით, თუმცა ამ შედეგების მნიშვნელობა უცნობია.
ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი და ქოლესტაზური სიყვითლე. ეს მოვლენები აღინიშნა სხვა პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიღების დროს.
ღვიძლისმიერი მოვლენები უპირატესად აღინიშნა მამაკაცებში და ხანდაზმულ პაციენტებში და შეიძლება დაკავშირებული იყოს გახანგრძლივებულ მკურნალობასთან. ეს მოვლენები ძალიან იშვიათად აღინიშნა ბავშვებში.
ნიშნები და სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დროს ან მკურნალობიდან ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არ გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა. ღვიძლისმიერი მოვლენები შეიძლება იყოს მძიმე ხასიათის და უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სიკვდილი. თითქმის ყველა შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებოდათ მძიმე თანმხლები დაავადება ან იღებდნენ თანმხლებ მედიკამენტებს, რომლებსაც ღვიძლისმიერი პოტენციური ეფექტები ჰქონდათ.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
არახშირი: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება
იშვიათი: მულტიფორმული ერითემა
ძალიან იშვიათი: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და კანის ნაოჭებისა და მოხრის ადგილების წამალთან დაკავშირებული სიმეტრიული ეგზანთემა (SDRIFE) (ბაბუინის სინდრომი) (იხ. ასევე იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები).
თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობითი დერმატიტის რეაქცია, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ხაზოვანი IgA-დამოკიდებული ბულოზური დერმატოზი.
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
ძალიან იშვიათი: ინტერსტიციული ნეფრიტი, კრისტალურია (იხ. დოზის გადაჭარბება).
დოზის გადაჭარბება
შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის სიმპტომები და სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა. კუჭ-ნაწლავის სიმპტომების მკურნალობა უნდა მოხდეს სიმპტომურად, წყლისა და ელექტროლიტების ბალანსზე ყურადღების მიქცევით.
აღინიშნა ამოქსიცილინის კრისტალურია, რომელმაც ზოგიერთ შემთხვევებში გამოიწვია თირკმლის უკმარისობა (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
აუგმენტინი ცირკულაციიდან შეიძლება გამოდევნილ იქნეს ჰემოდიალიზის საშუალებით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ათქ კოდი
ანატომიურ-თერაპიული-ქიმიური (ათქ) კოდი: J01CR02
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პენიცილინების კომბინაციები, ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორების ჩათვლით
ბევრი ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა გამოწვეულია ბაქტერიული ფერმენტებით, რომლებიც შლიან ანტიბიოტიკს, სანამ ის დაიწყებს პათოგენზე ზემოქმედებას. აუგმენტინის სუსპენზიაში შემავალი კლავულანატი განსაზღვრავს ამ დამცველობით მექანიზმს ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტების ბლოკირებით, რაც ორგანიზმებს მგრძნობიარეს ხდის ამოქსიცილინის სწრაფი ბაქტერიციდული ეფექტის მიმართ კონცენტრაციებზე, რაც სწრაფად მიიღწევა ორგანიზმში.
კლავულანატს თავისთავად სუსტი ანტიბაქტერიული მოქმედება გააჩნია, თუმცა ამოქსიცილინთან ერთად, როგორც ეს წარმოდგენილია აუგმენტინში, ის წარმოქმნის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკურ საშუალებას, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც ჰოსპიტალური მკურნალობის, ისე ზოგადი პრაქტიკის დროს.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზმები კატეგორიზებულია აუგმენტინის მიმართ მათი in vitro მგრძნობელობის მიხედვით.
მიკროორგანიზმებისin vitro მგრძნობელობა აუგმენტინის მიმართ
აუგმენტინისკლინიკური ეფექტურობა კლინიკურ კვლევებში აღნიშნულია ვარსკვლავით (*).
ორგანიზმები, რომლებიც არ წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზას, იდენტიფიცირებულები არიან ნიშნით (†). თუ იზოლატი მგრძნობიარეა ამოქსიცილინის მიმართ, ის მიჩნეულია აუგმენტინის მიმართ მგრძნობიარედ.
ძირითადი მგრძნობიარე სახეობები
გრამ-დადებითი აერობები:
Bacillius anthracis
Enteroccus faecalis
Listeria monocytogenes
Nocardia asteroids
Streptococcus pyogenes*†
Streptococcus agalactiae*†
Streptococcus spp. (სხვა ბეტა-ჰემოლიზური) *†
Staphylococcus aureus (მეთიცილინმგრძნობიარე)*
Staphylococcus saprophyticus (მეთიცილინმგრძნობიარე)*
კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები (მეთიცილინმგრძნობიარე)
გრამ-უარყოფითი აერობები:
Bordetella pertussis
Haemophilus influenzae*
Haemophilus parainfluenzae
Helicobacter pylori
Moraxella catarrhalis*
Neisseria gonorrhoeae
Pasteurella multocida
Vibrio cholera
სხვა:
Borrelia burgdorferi
Leptospira ictterohaemorrhagiae
Treponema pallidum
გრამ-დადებითი ანაერობები:
Clostridium spp.
Peptococcus niger
Peptostreptococcus magnus
Peptostreptococcus micros
Peptostreptococcus spp.
გრამ-უარყოფითი ანაერობები:
Bacteroides fragilis
Bacteroides spp.
Capnocytophaga spp.
Eikenella corrodens
Fusobacterium nucleatum
Fusobacterium spp.
Porphyromonas spp.
Prevotella spp.
სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემური იყოს
გრამ-უარყოფითი აერობები:
Escherichia coli*
Klebsiella oxytoca
Klebsiella pneumoniae*
Klebsiella spp.
Proteus mirabilis
Proteus vulgaris
Proteus spp.
Salmonella spp.
Shigella spp.
გრამ-დადებითი აერობები:
Corynebacterium spp.
Enterococcus faecium
Streptococcus pneumoniae*†
Viridans group streptococcus
ბუნებრივად რეზისტენტული ორგანიზმები
გრამ-უარყოფითი აერობები:
Acinetobacter sp.
Citrobacter freundii
Enterobacter spp.
Hafnia alvei
Legionella pneumophila
Morganella morganii
Providencia spp.
Pseudomonas sp.
Serratia sp.
Stenotrophomonas maltophilia
Yersinia enterolitica
სხვა:
Chlamydiapneumoniae
Chlamydiapsittaci
Chlamydiaspp.
Coxiella burnetti
Mycoplasma spp
ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები ემორჩილებიან აუგმენტინით მკურნალობას, მასში ამოქსიცილინის შემცველობის გამო. ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით და აუგმენტინის მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი ორგანიზმებით გამოწვეული შერეული ინფექციების მკურნალობა უნდა მოხდეს აუგმენტინით.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
აუგმენტინი 228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ სუსპენზიის ორი კომპონენტი, ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა, სრულად დისოცირებულები არიან წყალხსნარში ფიზიოლოგიურ pH-ზე. ორივე კომპონენტი სწრაფად და კარგად შეიწოვება შიგნით მიღების დროს. აუგმენტინის შეწოვა ოპტიმიზირებულია, როცა მისი მიღება ხდება კვების დასაწყისში.
მოზრდილებში საშუალო AUC მაჩვენებლები ამოქსიცილინისათვის ძირითადად იგივეა, რაც აუგმენტინი 875/125 მგ ტაბლეტის ორჯერ დღეში დოზირების ან აუგმენტინი 500/125 მგ ტაბლეტის სამჯერ დღეში დოზირების დროს. არ აღინიშნა განსხვავება 875 მგ ორჯერ დღეში და 500 მგ სამჯერ დღეში დოზირების სქემების დროს ამოქსიცილინის T1/2 ან Cmax შედარებისას ამოქსიცილინის განსხვავებული დოზების მიღების შემდეგ ნორმალიზაციისას. ასევე, არ იქნა ნანახი განსხვავება კლავულანატის T1/2, Cmax ან AUC მაჩვენებლების კუთხით, შესაბამისი დოზის ნორმალიზაციის შემდეგ.
აუგმენტინის დოზის მიღების დროს, კვების დაწყებასთან მიმართებაში, არ აქვს ამოქსიცილინის ფარმაკოკინეტიკაზე რაიმე გამოხატული ეფექტები მოზრდილებში. აუგმენტინის 875/125 მგ ტაბლეტის კვლევაში დოზირების დროს, საკვების მიღებასთან მიმართებაში, ჰქონდა გამოხატული ეფექტი კლავულანატის ფარმაკოკინეტიკაზე. კლავულანატის AUC-სთვის და Cmax-სთვის უმაღლესი საშუალო მაჩვენებლები და უმცირესი პირთაშორისი ვარიაბელობა მიღწეული იქნა აუგმენტინის დანიშვნით კვების დასაწყისში იმ მდგომარეობებთან შედარებით, როცა წამლის მიღება ხდებოდა უზმოზე ან კვების დაწყებიდან 30 ან 150 წუთის შემდეგ.
საშუალო Cmax, Tmax, T1/2 და AUC სიდიდეები ამოქსიცილინისა და კლავულანატისთვის მოცემულია ქვემოთ, როცა 875 მგ/125 მგ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავის მიღება ხდებოდა კვების დაწყებისას.
საშუალო ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები
მიღებული წამალი
აუგმენტინი 1 გ
დოზა (მგ)
Cmax (მგ/მლ)
Tmax*
(სთ)
AUC (მგ.სთ/ლ)
T1/2 (სთ)
ამოქსიცილინი
875
12,4
1,5
29,9
1,36
კლავულანატი
125
3,3
1,3
6,88
0,92
- მედიანა მაჩვენებლები
ამოქსიცილინის შრატის კონცენტრაციები, რომლებიც მიიღწევა აუგმენტინით, მსგავსია მხოლოდ ამოქსიცილინის ექვივალენტური დოზების პერორალური მიღებით წარმოქმნილი კონცენტრაციისა.
განაწილება.
აუგმენტინის ორი კომპონენტის ფარმაკოკინეტიკა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. როგორც კლავულანატს, ისე ამოქსიცილინს ახასიათებს შრატში დაკავშირების დაბალი დონეები; დაახლოებით 70% თავისუფალი რჩება შრატში.
აუგმენტინის დოზის გაორმაგება იწვევს შრატში მისი დონის დაახლოებით გაორმაგებას.
არაკლინიკური ინფორმაცია
არ არის დამატებითი შესაბამისი ინფორმაცია.
ფარმაცევტული ინფორმაცია
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
აუგმენტინიის მშრალი ფხვნილი სუსპენზიისათვის შეიცავს გუმის ფისს, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდს, სუქცინის მჟავას, სილიციუმის დიოქსიდს, ასპარტამს და მშრალ არომატებს (ჟოლო, ფორთოხალი “1”, ფორთოხალი “2” და ოქროსფერი სიროფი).
ზოგიერთი ამ დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციისათვის იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.
შენახვის ვადა
შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
შენახვა
შენახვის პირობები დეტალურად მოცემულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება მშრალ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისაგან დასაცავად.
განზავების შემდეგ სუსპენზია შენახულ უნდა იქნეს მაცივარში (2ºC - 8ºC) და გამოყენებულ იქნეს 7 დღის განმავლობაში. დაუშვებელია გაყინვა (იხ. ასევე გამოყენება და მოხმარება).
კონტეინერის ფორმა და შემადგენლობა
აუგმენტინი სუსპენზიის მოსამზადებლად ბოთლებში
გამჭვირვალე მინის ბოთლები შეიცავენ ფხვნილს, რომელიც უნდა განზავდეს. ბოთლებს შეიძლება ჰქონდეთ ალუმინის ჩასახრახნი თავსახური დასალუქი რგოლით ან პლასტმასის, ბავშვისთვის უსაფრთხო თავსახური, მოსახსნელი ფოლგის სარჩულიანი ლუქით ბოთლზე. პუნქტირის ხაზი დატანილია ბოთლის ეტიკეტზე. ბოთლებს შეიძლება თან ახლდეს პლასტმასის დოზატორი ხელსაწყო.
აუგმენტინი სუსპენზიის მოსამზადებლად საშეტებში (მხოლოდ 457 მგ ფარმაცევტული ფორმისათვის)
ერთჯერადი გამოყენების ქაღალდის/ალუმინის/პოლიეთილენის მრავალშრიანი საშეტები, რომლებიც შეიცავენ ფხვნილს განსაზავებლად.
შეუთავსებლობა
არ არის ცნობილი.
გამოყენება და მოხმარება
აუგმენტინის სუსპენზია ბოთლებში
გამოყენებამდე ბოთლები ალუმინის ხრახნიანი თავსახურით უნდა შემოწმდეს, რომ თავსახურის დასალუქი რგოლი ხელუხლებელია ალტერნატიულად, ბოთლები პლასტმასის ბავშვისთვის უსაფრთხო თავსახურით უნდა შემოწმდეს გამოყენებამდე, რომ ფოლგის სარჩულიანი ბოთლის ლუქი ინტაქტურია.
გამოყენების დროს მშრალი ფხვნილი უნდა განზავდეს, რათა წარმოიქმნას შიგნით მისაღები სუსპენზია, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ:
ბოთლი უნდა გადმოტრიალდეს და შეინჯღრეს, რათა ფხვნილი გაფხვიერდეს;
უნდა დაემატოს წყლის მოცულობა (მითითებულია ქვემოთ). უნდა გადმოტრიალდეს და შეინჯღრეს;
ალტერნატიულად, ბოთლი უნდა აივსოს წყლით ბოთლის ეტიკეტზე აღნიშნული ნიშნულის ქვემოთ. უნდა გადმოტრიალდეს და კარგად შეინჯღრეს, შემდეგ ბოლომდე, ნიშნულამდე უნდა შეივსოს წყლით. უნდა გადმოტრიალდეს და ისევ შეინჯღრეს;
სრული დისპერსიისათვის საჭიროა 5 წუთით დაყოვნება;
თითოეული დოზის მიღების წინ კარგად უნდა შეინჯღრეს.
აუგმენტინი 228 მგ/5 მლ სუსპენზია
ავსების წონა (გ)
წყლის მოცულობა, რომელიც უნდა დაემატოს განსაზავებლად (მლ)
განზავებული პერორალური სუსპენზიის საბოლოო მოცულობა (მლ)
7,7
15,4
64
128
70
140
აუგმენტინი 457 მგ/5 მლ სუსპენზია
ავსების წონა (გ)
წყლის მოცულობა, რომელიც უნდა დაემატოს განსაზავებლად (მლ)
განზავებული პერორალური სუსპენზიის საბოლოო მოცულობა (მლ)
6,3
12,6
25,2
31
62
124
35
70
140
პლასტმასის დოზატორი ხელსაწყო შეიძლება მოთავსებული იყოს შეფუთვაში, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს სწორი დოზირებისათვის.
გამოუყენებელი სუსპენზია გადაგდებულ უნდა იქნეს 7 დღის შემდეგ.
აუგმენტინი სუსპენზია საშეტებში
თითოეული ერთჯერადი საშეტი შეიცავს ფხვნილს აუგმენტინი 457 მგ/5 მლ სუსპენზიის 2,5 მლ დოზისათვის. გამოყენების დროს ორალური სუსპენზიის მისაღებად მშრალი ფხვნილი უნდა განზავდეს ქვემოთ აღწერილის შესაბამისად:
გამოყენებამდე საშეტი უნდა შემოწმდეს, რომ ხელუხლებელია;
საშეტი უნდა გაიჭრას პუნქტირის ხაზის გასწვრივ;
შიგთავსი უნდა გადმოიყაროს ჭიქაში;
ნახევარი საშეტი უნდა გაივსოს წყლით;
უნდა ჩაისხას ჭიქაში. საჭიროა მორევა, რომ გაიხსნას;
განზავების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დაილიოს.
თუ საჭიროა ერთდროულად ერთზე მეტი საშეტის მიღება, მაშინ ისინი შეიძლება შეერიოს ერთსა და იმავე ჭიქაში.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ყველა გამოშვების ფორმა არ არის წარმოდგენილი ყველა ქვეყანაში.
ვერსიის ნომერი: GDS30/IPI19
გამოცემის თარიღი: 2025 18 ივლისი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



