პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ატროპინის სულფატი

Atropine sulfate

ურეცეპტოდ10მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

გუგის დიაგნოსტიკური გაფართოება თვალის ფსკერის გამოკვლევისას, თვალის ბუნებრივი რეფრაქციის განსაზღვრის მიზნით აკომოდაციის დამბლის მისაღწევად, თვალის ანთებითი დაავადებების, ტრავმების და ბადურის ცენტრალური არტერიის ემბოლიების, სპაზმის კომპლექსურ თერაპიაში.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Atropine Sulfate)
ფორმა და შეფუთვა
10მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი მინის ფლაკონი №1 საწვეთურიან თავსახურთან ერთად
მწარმოებელი
„PHARMEX GROUP“ LLC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიქოლინერგული საშუალებები
ATC კოდი
S01FA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-037377
რეგისტრირებულია
21 თებერვალი 2023, მოქმედებს 21 თებერვალი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„PHARMEX GROUP“ LLC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაატროპინის სულფატი და სხვა წამალი ერთად

ატროპინის სულფატი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გუგის დიაგნოსტიკური გაფართოება თვალის ფსკერის გამოკვლევისას, თვალის ბუნებრივი რეფრაქციის განსაზღვრის მიზნით აკომოდაციის დამბლის მისაღწევად, თვალის ანთებითი დაავადებების, ტრავმების და ბადურის ცენტრალური არტერიის ემბოლიების, სპაზმის კომპლექსურ თერაპიაში.

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობის მიზნით მოზრდილებსა და 7 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 წვეთი 2-6-ჯერ დღეში. გუგების მაქსიმალური გაფართოება ატროპინით, რომელიც თვალის კუნთების მოდუნებას უწყობს ხელს და პათოლოგიური პროცესის რეგრესიას აჩქარებს, 30-40 წუთის შემდეგ აღინიშნება და 7-10 დღის განმავლობაში შენარჩუნდება, აკომოდაციის დამბლა – შესაბამისად, 1-3 საათის შემდეგ ვითარდება და 8-12 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ბავშვები. 7 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.

ბავშვებში პრეპარატი ნაკლები კონცენტრაციებით ინიშნება (0.125%, 0.25%, 0.5%).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, როდესაც გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა შეიძლება არ იყოს სასურველი: მოციმციმე არითმია, ტაქიკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, მიტრალური სტენოზი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია. მწვავე სისხლდენა. თირეოტოქსიკოზი. ჰიპერთერმული სინდრომი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს გაუვალობა (საყლაპავის აქალაზია, პილორუსის სტენოზი, ნაწლავების ატონია). გლაუკომა. ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა. Miastenia gravis. შარდის შეკავება ან მის მიმართ მიდრეკილება. ტვინის დაზიანება.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები.

წვეთების სახით პრეპარატის კონიუნქტივის ტომარაში შეყვანისას, საჭიროა საცრემლე გზების უბანზე დაწოლა, რათა აცილებული იქნას ხსნარის საცრემლე არხში მოხვედრა და მისი შეწოვა. ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში მიზანშეწონილია ატროპინის სულფატის ძირითადად მკურნალობის მიზნით გამოყენება, ხოლო დიაგნოსტიკისათვის უმჯობესია ნაკლები ხანგრძლივობის მიდრიაზული საშუალებების, კერძოდ, ჰომატროპინის გამოყენება (მაქსიმალური მიდრიაზი – 40-60 წუთის შემდეგ, გუგების გაფართოების ხანგრძლიობა და აკომოდაციის დამბლა – 1-2 დღე).

სუბკონიუნქტივური ან პარაბულბარული შეყვანისას ტაქიკარდიის შემცირების მიზნით ინიშნება ვალიდოლი ენის ქვეშ.

საცრემლე არხიდან პირხახაში თვალის წვეთების მოხვედრისას და გადაყლაპვისას გასათვალისწინებელია ატროპინის სისტემური მოქმედება, რის გამოც იგი სიფრთხილით ინიშნება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში საშარდე გზების ობსტრუქციის გარეშე, დაუნის სინდრომის, ბავშვთა ცერებრული დამბლის, რეფლუქს-ეზოფაგიტის, რეფლუქს-ეზოფაგიტთან ასოცირებული დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, მეგაკოლონის დროს, ქსეროსტომიის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებში, ფილტვების ქრონიკული დაავადების დროს შექცევადი ობსტრუქციის გარეშე, ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობს ბლანტი ნახველის მცირე პროდუქციით და რომელიც ძნელად გამოიყოფა, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებსა და დასუსტებულ პაციენტებში, ვეგეტაციური (ავტონომური) ნეირიპათიის დროს.

მონაცემები ატროპინის სულფატის გამოყენებისას კონტაქტური ლინზების გამოყენების შესახებ არ არსებობს.

სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ (60 წელზე მეტი ასაკის) პაციენტებში.

მკურნალობისას დამატებით ნებისმიერი სხვა თვალის წვეთების გამოყენების საჭიროების შემთხვევაში ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი 15 წუთზე ნაკლები არ უნდა იყოს.

სიფრთხილის ზომები

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ატროპინის სულფატის მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას ვითარდება გულის რიტმის დარღვევები; ქინიდინთან, ნოვოკაინამიდთან – აღინიშნება ქოლინოლიზური ეფექტის პოტენცირება.

შროშანის შემცველ პრეპარატებთან, ტანინთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ფიზიკურ-ქიმიური ურთიერთქმედება, რაც ეფექტების შესუსტებას იწვევს.

ატროპინის სულფატი ამცირებს ნარკოტიკული საშუალებების მოქმედების ხანგრძლივობას და სიღრმეს, ამცირებს ოპიატების ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

დიმედროლთან ან დიპრაზინთან ერთდროული გამოყენებისას ატროპინის მოქმედება ძლიერდება. ატროპინის სულფატთან ერთდროული გამოყენებისას ნიტრატები, ჰალოპერიდოლი, სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები ზრდიან თვალის შიდა წნევას; სერტრალინთან ერთად გამოყენებისას ძლიერდება ორივე პრეპარატის დეპრესიული ეფექტი. ატროპინი ამცირებს სპირონოლაქტონის, მინოქსიდილის ეფექტებს; პენიცილინთან კომბინაციაში - ძლიერდება ორივე პრეპარატის ეფექტი; აძლიერებს ნიზატიდინის მოქმედებას; ამცირებს კეტოკონაზოლის შეწოვას; ასკორბინის მჟავა და ატანულგიტი ამცირებენ ატროპინის მოქმედებას; ამცირებს პილოკარპინის ეფექტს გლაუკომის მკურნალობისას; ამცირებს ოქსპრენოლოლის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. ოქტადინმა შეიძლება შეამციროს ატროპინის ჰიპოსეკრეტორული მოქმედება, რომელიც ასუსტებს მ-ქოლინომიმეტური და ანტიქოლინესთერაზული საშუალებების მოქმედებას. სულფანილამიდურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება თირკმლის დაზიანების რისკი, კალიუმის შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში შესაძლებელია წყლულების წარმოქმნა ნაწლავებში, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება კუჭის წლულის და სისხლდენების განვითარების რისკი.

ატროპინის სულფატის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ანტიმუსკარინული ეფექტის მქონე სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, მაგ., მ-ქოლინობლოკატორები, ანტიპარკინსონული პრეპარატები (ამანტადინი), სპაზმოლიზური, ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალებები, ასევე ბუტიროფენონის, ფენოთიაზინის, დისპირამიდის, ქინიდინის და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მონოამინების ნეირონალური უკუმიტაცების არასელექციური ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატები.

ატროპინის მოქმედებით გამოწვეულმა პერისტალტიკის ინჰიბირებამ შეიძლება შეცვალოს სხვა სამკურნალო საშუალებების აბსორბცია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ძუძუთი კვების პერიოდში დედის მიერ თვალის წვეთების გამოყენებისას, სისტემური ეფექტების შესაძლო განვითარების შემთხვევაში, ატროპინი აღწევს დედის რძეში და შეიძლება ბავშვში სუნთქვის დათრგუნვა და ძილიანობა გამოიწვიოს. ძუძუთი კვების პერიოდში ატროპინის სულფატის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვზე ტოქსიკური ზეგავლენის საშიშროების გამო.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებისაგან, რომლებიც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას, ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს და მხედველობის სიმახვილეს მოითხოვს.

გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი მოქმედება: ქუთუთოების კანის ჰიპერემია, კონიუნქტივის, ქუთუთოების და თვალის კაკლის ჰიპერემია და შეშუპება, ქავილი, ფოტოფობია, მიდრიაზი, აკომოდაციის დამბლა, თვალის შიდა წნევის მომატება.

სისტემური მოქმედება: პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება, გემოს შეგრძნების დარღვევები, დისფაგია, ნაწლავების მოტორიკის დარღვევა ატონიის განვითარებამდე, ყაბზობა, შარდის შეკავება, შარდის ბუშტის ატონია, ტაქიკარდია, არითმიები, მათ შორის, ექსტრასისტოლია, მიოკარდიუმის იშემია, სახის სიწითლე, პერიოდულად სიმხურვალის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ნევროზულობა, უძილობა, დიზართრია, მხედველობის დარღვევა; ბრონქების სეკრეტორული აქტივობის და ტონუსის შემცირება, რაც იწვევს ბლანტი ნახველის წარმოქმნას, რომელიც რთულად გამოიყოფა; გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი, კანის სიმშრალე, კანის სიწითლე, შეშუპება, ალერგიული რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ტაქტილური შეგრძნების დარღვევები, სხეულის ტემპერატურის მომატება, ოფლიანობის შემცირება.

ნატრიუმის მეტაბისულფიტის შემცველობის გამო შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

ჭარბი დოზა

პრეპარატს კარგი ამტანობა ახასიათებს, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გვერდითი მოქმედების გაძლიერება.

სიმპტომები: გვერდითი რეაქციების გაძლიერება, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება, აგზნებადობა, ტრემორი, კრუნჩხვები, უძილობა, ძილიანობა, ჰალუცინაციები, გაღიზიანება, ჰიპერთერმია, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, სუნთქვის და სისხძარღვთა ცენტრების აქტივობის დათრგუნვა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ქოლინომიმეტური და ანტიქოლინესთერაზული საშუალებების პარენტერალური შეყვანა. ჰიპერთერმიის დროს სველი პირსახოცით სხეულის გაწმენდა და სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება; აგზნების დროს - ნატრიუმის თიოპენტალის ან ნატრიუმის ოქსიბუტირატის ინტრავენური შეყვანა; მიდრიაზის დროს - ადგილობრივად თვალის წვეთების სახით ფოსფაკოლის, ფიზოსტიგმინის, პილოკარპინის გამოყენება. გლაუკომის შეტევის განვითარების შემთხვევაში კონიუნქტივის ტომარაში იწვეთებენ 1% პილოკარპინის ხსნარის 2 წვეთს ყოველ 1 სთ-ში და კანქვეშ შეჰყავთ 1 მლ 0.05% პროზერინის ხსნარი 3-4-ჯერ დღეში.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: atropine;

1 მლ შეიცავს 10 მგ ატროპინის სულფატს;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

სამკურნალო ფორმა.

თვალის წვეთები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფერო გამჭვირვალე სითხე.

კლინიკური ინფორმაცია:

შენახვის პირობები

3 წელი.

ხსნარის ვარგისობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ – 14 დღე.

სიფრილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პირველადი შეფუთვის ტიპი და შემცველობა.

5 მლ ფლაკონში.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებების ან მისი ნარჩენების უტილიზაციის დროს.

არ არსებობს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ათქ კოდი.

გრძნობათა ორგანოებზე მოქმედი საშუალებები. მიდრიაზული და ციკლოპლეგიური საშუალებები.

ათქ კოდი: S01F A01.

ფარმაკოდინამიკა.

ატროპინის სულფატი ამცირებს სანერწყვე და სხვა ჯირკვლების სეკრეციას, იწვევს ტაქიკარდიას, აუმჯობესებს ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობას, აქვეითებს ორგანოების გლუვი კუნთების ტონუსს, გამოხატულად აფართოებს გუგებს (ამასთან, შესაძლებელია თვალშიგა წნევის მომატება), იწვევს აკომოდაციის დამბლას.

მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ატროპინის მიერ მ-ქოლინორეცეპტორების შერჩევითი ბლოკადის უნარით (ნაკლებად მოქმედებს ნ-ქოლინორეცეპტორებზე), რის შედეგადაც ისინი კარგავენ მგრძნობელობას აცეტილქოლინის მიმართ, რომელიც პოსტგანგლიური პარასიმპათიკური ნერვული დაბოლოებების უბანში წარმოიქნება. ატროპინის ქოლინორეცეპტორებთან დაკავშირების უნარი აიხსნება მის მოლეკულაში ფრაგმენტის არსებობით, რომელიც ენდოგენური ლიგანდის – აცეტილქოლინის – მოლეკულასთან მსგავსებას ანიჭებს. გუგა, რომელიც ატროპინის ზემოქმედებით გაფართოვდა, ქოლინომიმეტური საშუალებების ინსტილაციით არ ვიწროვდება. მაქსიმალური მიდრიაზი 30-40 წუთის შემდეგ დგება და 7-10 დღის განმავლობაში ნარჩუნდება, აკომოკაციის დამბლა – შესაბამისად, 1-3 საათის შემდეგ და 8-12 დღის განმავლობაში ნარჩუნდება.

ატროპინის სისტემური ეფექტი მისი ანტიქოლინერგული (ქოლინოლიზური) მოქმედებით არის განპირობებული, რომელიც სანერწყვე, კუჭის, ბრონქული, საოფლე ჯირკვლების, კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციის დათრგუნვით, გულის შეკუმშვათა გახშირებით (მცირდება გულზე ცდომილი ნერვის შემაკავებელი მოქმედება), გლუვკუნთოვანი ორგანოების ტონუსის დაქვეითებით (ბრონქები, მუცლის ღრუს ორგანოები და სხვა) ვლინდება.

ატროპინი, ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლის შედეგად, მოქმედებს ცენტრალურ ნევრულ სისტემაზე. პრეპარატი პარკინსონიზმით დაავადებულებში ამცირებს კუნთების ტონუსს და ტრემორს (ცენტრალური ქოლინოლიზური მოქმედება), თერაპიულ დოზებში იწვევს სუნთქვის ცენტრის აგზნებას, ატროპინის დიდი დოზები იწვევენ მოძრაობის და ფსიქიკურ დარღვევებს, კრუნჩხვებს, ჰალუცინაციურ მოვლენებს, სუნთქვის დამბლას.

ფარმაკოკინეტიკა.

საცრემლე არხის გავლით ცხვირხახაში მოხვედრილი თვალის წვეთების გადაყლაპვისას გასათვალისწინებელია ატროპინის სისტემური ზემოქმედება, რადგან პრეპარატი ადვილად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 50%-ს, ნახევარგამოყოფის პერიოდი – 13-38 საათს. ატროპინის 50% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. მეტაბოლიზდება ღვიძლში, ექსკრეცია თირკმლების საშუალებით ხდება, 50% გამოიყოფა უცვლელი სახით.

უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები.

არ არსებობს.

ფარმაცევტული ინფორმაცია.

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:

ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების ზოგადი დახასიათება (SPC)

სამკურნალო საშუალების დასახელება, დოზირება, სამკურნალო ფორმა.

ატროპინის სულფატი, თვალის წვეთები, 10 მგ/მლ.

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: atropine;

1 მლ შეიცავს 10 მგ ატროპინის სულფატს;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

სამკურნალო ფორმა.

თვალის წვეთები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფერო გამჭვირვალე სითხე.

კლინიკური ინფორმაცია:

თერაპიული ჩვენებები.

გუგის დიაგნოსტიკური გაფართოება თვალის ფსკერის გამოკვლევისას, თვალის ბუნებრივი რეფრაქციის განსაზღვრის მიზნით აკომოდაციის დამბლის მისაღწევად, თვალის ანთებითი დაავადებების, ტრავმების და ბადურის ცენტრალური არტერიის ემბოლიების, სპაზმის კომპლექსურ თერაპიაში.

გამოყენების წესი და დოზები.

მკურნალობის მიზნით მოზრდილებსა და 7 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 წვეთი 2-6-ჯერ დღეში. გუგების მაქსიმალური გაფართოება ატროპინით, რომელიც თვალის კუნთების მოდუნებას უწყობს ხელს და პათოლოგიური პროცესის რეგრესიას აჩქარებს, 30-40 წუთის შემდეგ აღინიშნება და 7-10 დღის განმავლობაში შენარჩუნდება, აკომოდაციის დამბლა – შესაბამისად, 1-3 საათის შემდეგ ვითარდება და 8-12 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ბავშვები. 7 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.

ბავშვებში პრეპარატი ნაკლები კონცენტრაციებით ინიშნება (0.125%, 0.25%, 0.5%).

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, როდესაც გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა შეიძლება არ იყოს სასურველი: მოციმციმე არითმია, ტაქიკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, მიტრალური სტენოზი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია. მწვავე სისხლდენა. თირეოტოქსიკოზი. ჰიპერთერმული სინდრომი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს გაუვალობა (საყლაპავის აქალაზია, პილორუსის სტენოზი, ნაწლავების ატონია). გლაუკომა. ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა. Miastenia gravis. შარდის შეკავება ან მის მიმართ მიდრეკილება. ტვინის დაზიანება.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები.

წვეთების სახით პრეპარატის კონიუნქტივის ტომარაში შეყვანისას, საჭიროა საცრემლე გზების უბანზე დაწოლა, რათა აცილებული იქნას ხსნარის საცრემლე არხში მოხვედრა და მისი შეწოვა. ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში მიზანშეწონილია ატროპინის სულფატის ძირითადად მკურნალობის მიზნით გამოყენება, ხოლო დიაგნოსტიკისათვის უმჯობესია ნაკლები ხანგრძლივობის მიდრიაზული საშუალებების, კერძოდ, ჰომატროპინის გამოყენება (მაქსიმალური მიდრიაზი – 40-60 წუთის შემდეგ, გუგების გაფართოების ხანგრძლიობა და აკომოდაციის დამბლა – 1-2 დღე).

სუბკონიუნქტივური ან პარაბულბარული შეყვანისას ტაქიკარდიის შემცირების მიზნით ინიშნება ვალიდოლი ენის ქვეშ.

საცრემლე არხიდან პირხახაში თვალის წვეთების მოხვედრისას და გადაყლაპვისას გასათვალისწინებელია ატროპინის სისტემური მოქმედება, რის გამოც იგი სიფრთხილით ინიშნება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში საშარდე გზების ობსტრუქციის გარეშე, დაუნის სინდრომის, ბავშვთა ცერებრული დამბლის, რეფლუქს-ეზოფაგიტის, რეფლუქს-ეზოფაგიტთან ასოცირებული დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, მეგაკოლონის დროს, ქსეროსტომიის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებში, ფილტვების ქრონიკული დაავადების დროს შექცევადი ობსტრუქციის გარეშე, ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობს ბლანტი ნახველის მცირე პროდუქციით და რომელიც ძნელად გამოიყოფა, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებსა და დასუსტებულ პაციენტებში, ვეგეტაციური (ავტონომური) ნეირიპათიის დროს.

მონაცემები ატროპინის სულფატის გამოყენებისას კონტაქტური ლინზების გამოყენების შესახებ არ არსებობს.

სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ (60 წელზე მეტი ასაკის) პაციენტებში.

მკურნალობისას დამატებით ნებისმიერი სხვა თვალის წვეთების გამოყენების საჭიროების შემთხვევაში ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი 15 წუთზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.

ატროპინის სულფატის მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას ვითარდება გულის რიტმის დარღვევები; ქინიდინთან, ნოვოკაინამიდთან – აღინიშნება ქოლინოლიზური ეფექტის პოტენცირება.

შროშანის შემცველ პრეპარატებთან, ტანინთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ფიზიკურ-ქიმიური ურთიერთქმედება, რაც ეფექტების შესუსტებას იწვევს.

ატროპინის სულფატი ამცირებს ნარკოტიკული საშუალებების მოქმედების ხანგრძლივობას და სიღრმეს, ამცირებს ოპიატების ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

დიმედროლთან ან დიპრაზინთან ერთდროული გამოყენებისას ატროპინის მოქმედება ძლიერდება. ატროპინის სულფატთან ერთდროული გამოყენებისას ნიტრატები, ჰალოპერიდოლი, სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები ზრდიან თვალის შიდა წნევას; სერტრალინთან ერთად გამოყენებისას ძლიერდება ორივე პრეპარატის დეპრესიული ეფექტი. ატროპინი ამცირებს სპირონოლაქტონის, მინოქსიდილის ეფექტებს; პენიცილინთან კომბინაციაში - ძლიერდება ორივე პრეპარატის ეფექტი; აძლიერებს ნიზატიდინის მოქმედებას; ამცირებს კეტოკონაზოლის შეწოვას; ასკორბინის მჟავა და ატანულგიტი ამცირებენ ატროპინის მოქმედებას; ამცირებს პილოკარპინის ეფექტს გლაუკომის მკურნალობისას; ამცირებს ოქსპრენოლოლის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. ოქტადინმა შეიძლება შეამციროს ატროპინის ჰიპოსეკრეტორული მოქმედება, რომელიც ასუსტებს მ-ქოლინომიმეტური და ანტიქოლინესთერაზული საშუალებების მოქმედებას. სულფანილამიდურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება თირკმლის დაზიანების რისკი, კალიუმის შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში შესაძლებელია წყლულების წარმოქმნა ნაწლავებში, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება კუჭის წლულის და სისხლდენების განვითარების რისკი.

ატროპინის სულფატის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ანტიმუსკარინული ეფექტის მქონე სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, მაგ., მ-ქოლინობლოკატორები, ანტიპარკინსონული პრეპარატები (ამანტადინი), სპაზმოლიზური, ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალებები, ასევე ბუტიროფენონის, ფენოთიაზინის, დისპირამიდის, ქინიდინის და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მონოამინების ნეირონალური უკუმიტაცების არასელექციური ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატები.

ატროპინის მოქმედებით გამოწვეულმა პერისტალტიკის ინჰიბირებამ შეიძლება შეცვალოს სხვა სამკურნალო საშუალებების აბსორბცია.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ძუძუთი კვების პერიოდში დედის მიერ თვალის წვეთების გამოყენებისას, სისტემური ეფექტების შესაძლო განვითარების შემთხვევაში, ატროპინი აღწევს დედის რძეში და შეიძლება ბავშვში სუნთქვის დათრგუნვა და ძილიანობა გამოიწვიოს. ძუძუთი კვების პერიოდში ატროპინის სულფატის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვზე ტოქსიკური ზეგავლენის საშიშროების გამო.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა ავტომატიზირებული სისტემების გამოყენების უნარზე.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებისაგან, რომლებიც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას, ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს და მხედველობის სიმახვილეს მოითხოვს.

გვერდითი რეაქციები.

ადგილობრივი მოქმედება: ქუთუთოების კანის ჰიპერემია, კონიუნქტივის, ქუთუთოების და თვალის კაკლის ჰიპერემია და შეშუპება, ქავილი, ფოტოფობია, მიდრიაზი, აკომოდაციის დამბლა, თვალის შიდა წნევის მომატება.

სისტემური მოქმედება: პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება, გემოს შეგრძნების დარღვევები, დისფაგია, ნაწლავების მოტორიკის დარღვევა ატონიის განვითარებამდე, ყაბზობა, შარდის შეკავება, შარდის ბუშტის ატონია, ტაქიკარდია, არითმიები, მათ შორის, ექსტრასისტოლია, მიოკარდიუმის იშემია, სახის სიწითლე, პერიოდულად სიმხურვალის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ნევროზულობა, უძილობა, დიზართრია, მხედველობის დარღვევა; ბრონქების სეკრეტორული აქტივობის და ტონუსის შემცირება, რაც იწვევს ბლანტი ნახველის წარმოქმნას, რომელიც რთულად გამოიყოფა; გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი, კანის სიმშრალე, კანის სიწითლე, შეშუპება, ალერგიული რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ტაქტილური შეგრძნების დარღვევები, სხეულის ტემპერატურის მომატება, ოფლიანობის შემცირება.

ნატრიუმის მეტაბისულფიტის შემცველობის გამო შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

ჭარბი დოზირება.

პრეპარატს კარგი ამტანობა ახასიათებს, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გვერდითი მოქმედების გაძლიერება.

სიმპტომები: გვერდითი რეაქციების გაძლიერება, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება, აგზნებადობა, ტრემორი, კრუნჩხვები, უძილობა, ძილიანობა, ჰალუცინაციები, გაღიზიანება, ჰიპერთერმია, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, სუნთქვის და სისხძარღვთა ცენტრების აქტივობის დათრგუნვა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ქოლინომიმეტური და ანტიქოლინესთერაზული საშუალებების პარენტერალური შეყვანა. ჰიპერთერმიის დროს სველი პირსახოცით სხეულის გაწმენდა და სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება; აგზნების დროს - ნატრიუმის თიოპენტალის ან ნატრიუმის ოქსიბუტირატის ინტრავენური შეყვანა; მიდრიაზის დროს - ადგილობრივად თვალის წვეთების სახით ფოსფაკოლის, ფიზოსტიგმინის, პილოკარპინის გამოყენება. გლაუკომის შეტევის განვითარების შემთხვევაში კონიუნქტივის ტომარაში იწვეთებენ 1% პილოკარპინის ხსნარის 2 წვეთს ყოველ 1 სთ-ში და კანქვეშ შეჰყავთ 1 მლ 0.05% პროზერინის ხსნარი 3-4-ჯერ დღეში.

ფარმაკოლოგიური თვისებები. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ათქ კოდი.

გრძნობათა ორგანოებზე მოქმედი საშუალებები. მიდრიაზული და ციკლოპლეგიური საშუალებები.

ათქ კოდი: S01F A01.

ფარმაკოდინამიკა.

ატროპინის სულფატი ამცირებს სანერწყვე და სხვა ჯირკვლების სეკრეციას, იწვევს ტაქიკარდიას, აუმჯობესებს ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობას, აქვეითებს ორგანოების გლუვი კუნთების ტონუსს, გამოხატულად აფართოებს გუგებს (ამასთან, შესაძლებელია თვალშიგა წნევის მომატება), იწვევს აკომოდაციის დამბლას.

მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ატროპინის მიერ მ-ქოლინორეცეპტორების შერჩევითი ბლოკადის უნარით (ნაკლებად მოქმედებს ნ-ქოლინორეცეპტორებზე), რის შედეგადაც ისინი კარგავენ მგრძნობელობას აცეტილქოლინის მიმართ, რომელიც პოსტგანგლიური პარასიმპათიკური ნერვული დაბოლოებების უბანში წარმოიქნება. ატროპინის ქოლინორეცეპტორებთან დაკავშირების უნარი აიხსნება მის მოლეკულაში ფრაგმენტის არსებობით, რომელიც ენდოგენური ლიგანდის – აცეტილქოლინის – მოლეკულასთან მსგავსებას ანიჭებს. გუგა, რომელიც ატროპინის ზემოქმედებით გაფართოვდა, ქოლინომიმეტური საშუალებების ინსტილაციით არ ვიწროვდება. მაქსიმალური მიდრიაზი 30-40 წუთის შემდეგ დგება და 7-10 დღის განმავლობაში ნარჩუნდება, აკომოკაციის დამბლა – შესაბამისად, 1-3 საათის შემდეგ და 8-12 დღის განმავლობაში ნარჩუნდება.

ატროპინის სისტემური ეფექტი მისი ანტიქოლინერგული (ქოლინოლიზური) მოქმედებით არის განპირობებული, რომელიც სანერწყვე, კუჭის, ბრონქული, საოფლე ჯირკვლების, კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციის დათრგუნვით, გულის შეკუმშვათა გახშირებით (მცირდება გულზე ცდომილი ნერვის შემაკავებელი მოქმედება), გლუვკუნთოვანი ორგანოების ტონუსის დაქვეითებით (ბრონქები, მუცლის ღრუს ორგანოები და სხვა) ვლინდება.

ატროპინი, ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლის შედეგად, მოქმედებს ცენტრალურ ნევრულ სისტემაზე. პრეპარატი პარკინსონიზმით დაავადებულებში ამცირებს კუნთების ტონუსს და ტრემორს (ცენტრალური ქოლინოლიზური მოქმედება), თერაპიულ დოზებში იწვევს სუნთქვის ცენტრის აგზნებას, ატროპინის დიდი დოზები იწვევენ მოძრაობის და ფსიქიკურ დარღვევებს, კრუნჩხვებს, ჰალუცინაციურ მოვლენებს, სუნთქვის დამბლას.

ფარმაკოკინეტიკა.

საცრემლე არხის გავლით ცხვირხახაში მოხვედრილი თვალის წვეთების გადაყლაპვისას გასათვალისწინებელია ატროპინის სისტემური ზემოქმედება, რადგან პრეპარატი ადვილად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 50%-ს, ნახევარგამოყოფის პერიოდი – 13-38 საათს. ატროპინის 50% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. მეტაბოლიზდება ღვიძლში, ექსკრეცია თირკმლების საშუალებით ხდება, 50% გამოიყოფა უცვლელი სახით.

უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები.

არ არსებობს.

ფარმაცევტული ინფორმაცია.

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:

ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

შეუთავსებლობის ზირითადი სემთხვევები.

არ არსებობს.

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

ხსნარის ვარგისობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ – 14 დღე.

სიფრილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პირველადი შეფუთვის ტიპი და შემცველობა.

5 მლ ფლაკონში.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებების ან მისი ნარჩენების უტილიზაციის დროს.

არ არსებობს.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ფარმექს ჯგუფი”.

უკრაინა, 08301, კიევის ოლქი, ქალაქი ბორისპოლი, შევჩენკოს ქუჩა, სახლი 100.

მწარმოებელი.

სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი.

№ R-024749

სამკურნალო საშუალების პირველი რეგისტრაციის თარიღი.

  • 01.2018 წ.

ზოგადი დახასიათების ტექსტის გადახეთვის თარიღი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა