ატროვენტი
ATROVENT®
პრეპარატ ატროვენტის® მოქმედი ნივთიერებაა იპრატროპიუმის ბრომიდი (ანტიქოლინერგული საშუალება),რომელიც ადუნებს სასუნთქი გზების გლუვ კუნთებს და აფართოებს ბრონქებს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- იპრატროპიუმი (ipratropium)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,25მგ/მლ 20მლ საინჰალაციო ხსნარი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Istituto de Angeli S.R.L., იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ანტიქოლინერგული საშუალებები
- ATC კოდი
- R03BB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035981
- რეგისტრირებულია
- 27 ივლისი 2022, მოქმედებს 27 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- PharmaLex GmbH (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „სოლუტივო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ატროვენტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატ ატროვენტის® მოქმედი ნივთიერებაა იპრატროპიუმის ბრომიდი (ანტიქოლინერგული საშუალება),რომელიც ადუნებს სასუნთქი გზების გლუვ კუნთებს და აფართოებს ბრონქებს.
გამოყენების ჩვენება
პრეპარატი ატროვენტი® ნაჩვენებია მოზრდილების და 0 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ შემდეგი მდგომარეობების დროს:
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
ქრონიკული ბრონქიტი
ფილტვის ემფიზემა (ფილტვის ჰაერის მომატება)
ბრონქული ასთმა
თუ გაუმჯობესება არ აღინიშნა ან გრძნობთ გაუარესებას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
დოზირების რეჟიმი ირჩევა ინდივიდუალურად 20 წვეთიდან გათვლით - დაახლოებით 1მლ (1 წვეთი=0,0125მგ იპრატროპიუმის ბრომიდი უწყლო).
მკურნალობის დროს პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
შემანარჩუნებელი მკურნალობა
2,0მლ (40 წვეთი=0,5მგ)-3-4 ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-8,0მლ (2მგ).
მწვავე ბრონქოსპაზმი
2,0 მლ (40 წვეთი=0,5მგ).
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დოზირების რეჟიმი მოზრდილების ანალოგიურია. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ დანიშნულებით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
შემანარჩუნებელი მკურნალობა
6-12 წლის ბავშვები
1,0 მლ (20 წვეთი=0,25მგ) 3-4 ჯერ დღე-ღამეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-4,0მლ (1მგ).
6 წლამდე ასაკის ბავშვები
0,4-1,0მლ (8-20 წვეთი=0,1-0,25მგ) 3-4-ჯერ დღე-ღამეში.

1,0 მლ (20 წვეთი=0,25მგ)
6 წლამდე ასაკის ბავშვები
0,4-1,0 მლ (8-20 წვეთი=0,1-0,25მგ).
მნიშვნელოვანია
მწვავე ბრონქოსპაზმისას თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს განმეორებითი ინჰალაცია ინჰალაციებს შორის ინტერვალის დაზუსტებით თქვენი მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის, ასევე შეიძლება დანიშნოს ß2-ადრენომიმეტურ საშუალებებთან ერთად გამოყენება.
მიღების გზა და (ან) მეთოდი
პრეპარატი ატროვენტი® განკუთვნილია მხოლოდ ნებულაიზერით ინჰალაციური გამოყენებისთვის, არ შეიძლება მისი შიგნით მიღება.
ნებულაიზერით გამოყენებული ხსნარი უნდა შეისუნთქონ მუნდშტუკით, ან მუნდშტუკის არ არსებობისას გამოიყენონ სახესთან მჭიდროდ დასამაგრებელი ნიღაბი.
დაიცავით სიფრთხილე, რომ ხსნარი არ მოხვდეს თვალში!
მკურნალი ექიმის დანიშნული პრეპარატ ატროვენტის® დოზა განაზავეთ 3-4მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში (ფიზიოლოგიური ხსნარი) და გამოიყენეთ ნებულაიზერით ინჰალაციის დროს.
მნიშვნელოვანია
ხსნარი ყოველთვის მოამზადეთ უშუალოდ ინჰალაციის წინ
მოახდილეთ გამოყენებული ხსნარის ნარჩენების უტილიზაცია
განზავებული ხსნარი გამოიყენეთ მაშინვე (არ შეინახოთ და არ მოამზადოთ წინასწარ)
ინჰალაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მოდელის ნებულაიზერი
ყოველი ინჰალაციის შემდეგ გარეცხეთ საინჰალაციო მოწყობილობა.
თერაპიის ხანგრძლივობა
თქვენი თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ და დამოკიდებულია მიმდინარე დაავადებაზე და არასასურველი რეაქციების სიმძიმის ხარისხზე.
შესაბამისად, დამოუკიდებლად არ უნდა შეცვალოთ და შეწყვიტოთ თერაპია.
თუ მიიღეთ საჭიროზე დიდი რაოდენობით პრეპარატი ატროვენტი®
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას, რადგან დოზის მომატება არ უზრუნველყოფს დამატებით თერაპიულ სარგებელს, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი არასასურველი (გვერდითი) რეაქციები, როგორიცაა პირის სიმშრალე, მხედველობის დარღვევა, გულისცემის გახშირება.
უკუჩვენებები
- თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს ალერგია გაქვთ იპრატროპიუმის ბრომიდზე, ატროპინზე და მის მწარმოებლებზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე, რაც ჩამოთვლილია ინსტრუქციის მე-6 პარაგრაფში.
- თუ ორსულად ხართ (I ტრიმესტრი)
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ატროვენტის® გამოყენებამდე გაიერეთ მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს (იხ. პარაგრაფი 4 „შესაძლო არასასურველი რეაქციები“).
დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს თუ გაქვთ სუნთქვის უეცარი გაძნელება, რომელიც სწრაფად უარესდება (ქოშინის გაძლიერება). დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ მკურნალ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობის ნიშნები,რასაც პარადოქსული ბრონქოსპაზმი ეწოდება (ქოშინის უეცარი განვითარება).
აუცილებლად გააფრთხილეთ მკურნალი ექიმი, თუ რომელიმე მითითებული მდგომარება გეხებათ თქვენ ან თქვენს ბავშვს:
შარდის გამოყოფის დარღვევა (მაგალითად შარდის ბუშტის ყელის გადაკეთვა წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის გამო)
მუკოვისციდოზი (მემკვიდრული დაავადება, რომელიც აზიანებს ფილტვებს, კუჭქვეშა ჯირკვალს, გარეგანი სეკრეციის ჯირკვლებს) ამ შემთხვევაში შესაძლებელია წინასწარგანწყობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევისადმი.
წინასწარგანწყობა გლაუკომის გარკვეული ფორმის განვითარებისადმი (დახურულკუთხოვანი გლაუკომა).
ასეთი პაციენტებისთვის პრეპარატი ატროვენტი® შეიძლება დაინიშნოს სიფრთხილით.
თქვენი მდგომარეობის შესახებ დროულად შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, რათა მან დანიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ პრეპარატ ატროვენტის® გამოყენების შემდეგ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ შემდეგი რეაქციები:
კანის გამონაყარი;
ენის, ტუჩების და სახის მასიური შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება)
პირ-ხახის შეშუპება
მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი)
სუნთქვის შეტევის მსგავსი გაძნელება (ბრონქოსპაზმი)
არ დაუშვათ პრეპარატის თვალებში მოხვედრა!
ნებულაიზერით ინჰალაციის დროს პრეპარატი ატროვენტი® შეიძლება მოხვდეს თვალებში და გამოიწვიოს გართულებები. თვალებში ხსნარის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ მუნდშტუკი ან სახესთან მჭიდროდ დასამაგრებელი ნიღაბი (იხ. პარაგრაფი 3 „პრეპარატ ატროვენტის® გამოყენება“).
მიმართეთ ოფთალმოლოგს, თუ პრეპარატის თვალებში მოხვედრისას თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები (ერთი ან რამდენიმე)
თვალების ტკივილი და დისკომფორტი;
არამკვეთრი მხედველობა;
ორეოლას გაჩენა (ნათება) საგნებზე და ფერადი ლაქები თვალების წინ;
რქოვანას შეშუპება;
თვალების სიწითლე;
თვალშიდა წნევის მომატება;
გუგის გაფართოება (მიდრიაზი)
თუ ვითარდება ამ სიმპტომების ნებისმირი კომბინაცია, საჭიროა თვალის წვეთების გამოყენება ექიმთან შეთანხმებით.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო თუ გაქვთ მიდრეკილება დახურულკუთხოვანი გლაუკომისადმი, რადგან ზემოაღნიშნული სიმპტომების გაჩენა შეიძლება მიუთითებდეს გლაუკომის განვითარებაზე.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ბავშვებსა და მოზარდებში. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს შეატყობინეთ იმის შესახებ,რომ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეგიძლიათ დაიწყოთ რაიმე სხვა საშუალების გამოყენება.
შემდეგი პრეპარატები შეიძლება აძლიერებდეს ატროვენტის® ბრონქოდილატაციურ მოქმედებას:
ß-ადრენერგული საშუალებები (გამოიყენება ბრონქული ასთმის ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ)
ქსანტინის წარმოებულები (გამოიყენება ბრონქული ასთმის, ასთმური სტატუსის, ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის სამკურნალოდ)
რეკომენდებული არ არის
პრეპარატ ატროვენტის® ხანგრძლივი ერთდროული გამოყენება სხვა ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად (გამოიყენება ბრონქული ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ)
პრეპარატ ატროვენტის ერთდროული გამოყენება კრომოგლიცის მჟავას საინჰალაციო ხსნართან ერთად, რადგან ხსნარების შერევამ შეიძლება გამოიწვიოს ნალექის წარმოქმნა (პრეციპიტაციის რეაქცია).
შემდეგი პრეპარატები აძლიერებენ პრეპარატ ატროვენტის® ანტიქოლინერგულ ეფექტს (ბრონქების გაფართოება და არასასურველი რეაქციების განვითარება):
პარკინსონის საწიმააღმდეგო პრეპარატები (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ)
ქინიდინი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ)
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
თუ ანამნეზში გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა,პრეპარატ ატროვენტის® და ß ადრენომიმეტური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას (მაგ. ასთმის შეტევის კუპირებისთვის გამოყენებული პრეპარატები) შეიძლება გაიზარდოს დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკი.
პრეპარატი ატროვენტი® შეიძლება გამოყენებული იყოს კომბინირებული ინჰალაციებისთვის ისეთ ხსნარებთან ერთად როგორიცაა: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი, ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი, ფენოტეროლის ჰიდრობრომიდი.
გაიარეთ მკურნალი ექიმის კონსულტაცია, თუ არ იცით როდის უნდა გამოიყენოთ ასეთი პრეპარატები პრეპარატ ატროვენტთან® ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან ორსულობას გეგმავთ, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე გაიარეთ მკურნალი ექიმის კონსულტაცია.
ორსულ და მეძუძურ ქალებზე პრეპარატის კლინიკური გავლენის მონაცემები არ არსებობს.
ორსულობა
პრეპარატი ატროვენტი®არ გამოიყენოთ ორსულობის I ტრიმესტრში.
თუ ორსულად ხართ (II ან III ტრიმესტრი) პრეპარატის გამოყენება შეგიძლიათ, თუ მკურნალმა ექიმმა ამის რეკომენდაცია გასცა და იცოდა თქვენი ორსულობის შესახებ.
თუ დაორსულდით მოცემული პრეპარატის გამოყენების პერიოდში, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ.
ძუძუთი კვება
ძუძუთ კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეგიძლიათ, თუ მკურნალმა ექიმმა გასცა ამის რეკომენდაცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის გავლენის კვლევები არ ჩატარებულა.
პრეპარატ ატროვენტის® გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ისეთი არასასურველი რეაქციები როგორიცაა: თავბრუსხვევა, კუნთების უნებლიე შეკუმშვები, კანკალი (ტრემორი), მხედველობის ფოკუსირების დარღვევა სხვადასხვა სიშორეზე ყურებისას (თვალების აკომოდაციის დარღვევა), გუგების დროებითი გაფართოება (მიდრიაზი),არამკვეთრი მხედველობა.
თუ აღგენიშნებათ მსგავსი არასასურველი რეაქციები, თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობისგან, მითითებული რეაქციების გაქრობამდე.
პრეპარატი ატროვენტი® შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული ბრონქოსპაზმი.
პრეპარატ ატროვენტის® გამოყენება
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ გამოყენების ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის რეკომენდაციების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ატროვენტმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციები:
ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
სუნთქვის შეტევის მსგავსი გაძნელება, გამოწვეული სასუნთქი გზების შევიწროებით ან ბრონქების კუნთების სპაზმით (პარადოქსული ბრონქოსპაზმი ან ბრონქოსპაზმი);
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ენის, ტუჩების, სახის, პირ-ხახის მასიური შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება)
გულისცემის გახშირება (პარკუჭოვანი ტაქიკარდია)
უეცარი მოხრჩობა, გამოწვეული ხორხის სპაზმით (ლარინგოსპაზმი)
მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო ალერგიული რეაქცია, რომლის ნიშნებიც შეიძლება იყოს თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, გონების კარგვა (ანაფილაქსიური რეაქცია).
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში)
წინაგულების ქაოტური ელექტრული აქტივობა და პარკუჭების არარეგულარული შეკუმშვა, რასაც ახლავს გულისცემის გახშირება, მკერდში სიმძიმის შეგრძნება, ქოშინი (წინაგულების ფიბრილაცია)
თქვენი მდგომარეობის შეფასებისას, ექიმმა შეიძლება შეცვალოს მკურნალობის სქემა, გადაწყვიტოს მკურნალობის შეწყვეტა ან შეამციროს დოზა.
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს პრეპარატ ატროვენტის® გამოყენებისას:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
თავის ტკივილი;
თავბრუსხვევა;
ხორხის გაღიზიანება;
ხველა;
პირის სიმშრალე;
გულისრევა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევა (მუცლის ტკივილი, დიარეის, ყაბზობის გამოვლინება და სხვ.)
ნაკლებად ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
მომატებული მგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია)
არამკვეთრი მხედველობა;
გუგების გაფართოება (მიდრიაზი);
თვალშიდა წნევის მომატება;
გლაუკომა;
თვალების ტკივილი;
ორეოლის (ნათების) გაჩენა საგნების ირგვლივ;
სიწითლე თვალების კონიუნქტივის მიდამოში (კონიუნქტივის ჰიპერემია)
რქოვანას შეშუპება;
გულისცემის გაძლიერება;
ხორხის შეშუპება;
ხორხის სიმშრალე;
დიარეა;
ყაბზობა;
ღებინება;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი);
პირის შეშუპება;
გამონაყარი;
ქავილი;
შარდის გამოყოფის შეკავება
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
მხედველობის ფოკუსის დარღვევა სხვადასხვა სიშორეზე ყურებისას;
გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება;
ჭინჭრის ციება (ალერგიული რეაქცია)
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ ექიმის კონსულტაცია. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, იმაზეც, რომელიც ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ (იხ.ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
რუსეთის ფედერაცია:
მისამართი: 109012 ქ.მოსკოვი, სლავიანსკის მოედანი 4, კორპ 1
ჯანდაცვის სფეროს ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)
ტელეფონი: +7 800-550-99-03
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
საიტი: http:// roszdravnadzor.gov.ru/
ბელარუსის რესპუბლიკა
მისამართი: 220037, ქ.მინსკი, ტოვარიშჩესკი პერეულოკ 2а
რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ჯანდაცვის ექსპერტიზის და ცდების ცენტრი“ ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო
ტელ/ფაქსი: +375 (17) 242-00-29
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
საიტი: http://rceth.by
პრეპარატ ატროვენტის® შენახვა
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ისე რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.
პრეპარატი არ მიიღოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია ბალონზე ან მუყაოს კოლოფზე. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე.
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, გაყინვა არ შეიძლება.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შენიშნეთ პრეპარატის გამოუსადეგობის აშკარა ნიშნები.
პრეპარატი არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში.დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორც უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია, რომელიც აღარ გამოიყენება.
ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ჭარბი დოზა
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ატროვენტის® მიღება
გამოტოვებულის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
შემდეგი ინჰალაცია შეასრულეთ დანიშნული დოზით და ჩვეულ დროს. თუ სისტემატურად გავიწყდებათ ინჰალაციის ჩატარება დანიშნული დოზით, არსებობს ქოშინის გაძლიერების რისკი.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ატროვენტის® გამოყენება
ამ შემთხვევაში შესაძლებელია ქოშინის გაძლიერება ცალკეული გარემოებებისას.
ამიტომ პრეპარატ ატროვენტით® მკურნალობა არ შეაჩეროთ ან შეწყვიტოთ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
შემადგენლობა
პრეპარატი ატროვენტი® შეიცავს
მოქმედი ნივთიერებაა იპრატროპიუმის ბრომიდი
საინჰალაციო ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 0,25მგ იპრატროპიუმის ბრომიდს, უწყლოს (მონოჰიდრატის სახით).
სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა 1н, გამოხდილი წყალი.
ატორვენტის® აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
საინჰალაციო ხსნარი.
გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო ხსნარი, პრაქტიკულად ნაწილაკებისგან თავისუფალი.
20მლ ქარვისფერ მინის ფლაკონში პოლიეთილენის საწვეთურით და ჩამოსაცმელი პოლიპროპილენის თავსახურით, პირველი გახსნის კონტროლით. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად (ფურცელი-ჩანართი) თავსდება მუყაოს კოლოფში პირველი გახსნის კონტროლით.
შენახვის პირობები
3 წელი.
- 4 უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. გაყინვა არ შეიძლება.
- 5 პირველადი შეფუთვის ხასიათი და შემადგენლობა
20მლ ქარვისფერი მინის ფლაკონში პოლიეთილენის საწვეთურით და ჩამოსაცმელი პოლიპროპილენის თავსახურით პირველი გახსნის კონტროლით. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად (ფურცელი-ჩანართი) თავსდება მუყაოს კოლოფში, პირველი გახსნის კონტროლით.
- 6 უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის ან ნარჩენების განადგურებისას, რომლებიც მიღებულია სამკურნალო პრეპარატის გამოყენების და პრეპარატის სხვა მანიპულაციების შემდეგ
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. სხვა საინჰალაციო საშუალებები, გამოყენებული სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალოდ; ანტიქოლინერგული საშუალებები.
ათქ კოდი: R03BB01.
მოქმედების მექანიზმი
ბრონქოდილატაციური საშუალება. ბლოკავს ტრაქეობრონქული ხის გლუვი კუნთების M-ქოლინორეცეპტორებს და თრგუნავს რეფლექტორულ ბრონქოკონსტრიქციას. აცეტილქოლინის მოლეკულასთან სტრუქტურული მსგავსების გამო წარმოადგენს მის კონკურენტულ ანტაგონისტს.
ფარმაკოდინამიური ეფექტები
ანტიქოლინერგული საშუალებები ხელს უშლის კალციუმის იონების უჯრედშიდა კონცენტრაციის მომატებას, რაც ხდება აცეტილქოლინის მუსკარინულ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით, რომლებიც განლაგებულია ბრონქების გლუვ კუნთებში.
კალციუმის იონების გამოთავისუფლება ხდება მეორადი შუამავლების (მედიატორები) საშუალებით, რომელთა რიცხვშიც შედის იტფ (ინოზიტოლ ტრიფოსფატი) და დაგ (დიაცილგლიცეროლი). ეფექტურად უშლის ხელს ბრონქების შევიწროებას, რაც ხდება სიგარეტის ბოლის, ცივი ჰაერის შესუნთქვით, სხვადასხვა ბრონქოსპაზმური ნივთიერების მოქმედებით, ასევე ხსნის ბრონქების სპაზმს, რაც დაკავშირებულია ცდომილი ნერვის გავლენასთან.
ინჰალაციური გამოყენებისას პრაქტიკულად არ ახდენს რეზორბციულ მოქმედებას. პრეპარატ ატროვენტის ინჰალაციის შემდეგ განვითარებული ბრონქოდილატაცია ძირითადად წარმოადგენს ფილტვებზე პრეპარატის ადგილობრივი და სპეციფიური მოქმედების და არა მისი სისტემური გავლენის შედეგს. იპრატროპიუმის ბრომიდი უარყოფით გავლენას არ ახდენს სასუნთქი გზების ლორწოვანის სეკრეციაზე, მუკოცილიარულ კლირენსზე და აირთა ცვლაზე.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
კონტროლირებულ 85-90 დღიან კვლევებში, რომელიც ტარდება ბრონქოსპაზმის მქონე პაციენტებში, რაც გამოწვეულია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, ქრონიკული ბრონქიტით და ემფიზემით, ფილტვების ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნებოდა 15 წუთის განმავლობაში, მაქსიმუმს აღწევდა 1-2 საათში და ნარჩუნდებოდა 4-6 საათი.
ბავშვები
პრეპარატ ატროვენტის ბრონქოლიზური მოქმედება ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში მწვავე ბრონქოსპაზმის მკურნალობისას აღინიშნებოდა კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები. ამ კვლევების უმრავლესობაში პრეპარატი გამოიყენებოდა საინჰალაციო ბეტა-აგონისტებთან კომბინაციაში.
შეზღუდული ინფორმაციის მიუხედავად, არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ პრეპარატი ატროვენტი სამკურნალო მოქმედებას ახდენს ბრონქოსპაზმზე ბავშვებში სიცოცხლის პირველ წლებში, რომლებსაც აღენიშნებათ ვირუსული ბრონქიოლიტი და ბრონქ-ფილტვის დისპლაზია.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პრეპარატ ატროვენტის თერაპიული ეფექტი განპირობებულია სასუნთქ გზებზე ადგილობრივი ზემოქმედებით. ბრონქოდილატაცია არ არის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების დინამიკის პარალელური.
ინჰალაციის შემდეგ ფილტვებში ხვდება (სამკურნალწამლო ფორმის და ინჰალაციის ტექნიკის მიხედვით) პრეპარატის შეყვანილი დოზის 10-30%. დოზის დიდი ნაწილი გადაიყლაპება და გადის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
პრეპარატის დოზის ნაწილი, რომელიც ფილტვებს აღწევს, სწრაფად ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში (რამდენიმე წუთის განმავლობაში).
საწყისი შენაერთის თირკმლით ჯამური ექსკრეცია (24 საათის განმავლობაში) შეადგენს შიგნით შეყვანილი დოზის 1%-ზე ნაკლებს, შეადგენს პერორალური დოზის 1%-ზე ნაკლებს და ინჰალაციური დოზის დაახლოებით 3-13%-ს. ამ მონაცემების საფუძველზე გამოთვლილია, რომ იპრატროპიუმის ბრომიდის საერთო სისტემური ბიომისაწვდომლობა პერორალური და ინჰალაციური გამოყენებისას შეადგენს 2 და 7-28%-ს. ამგვარად, იპრატროპიუმის ბრომიდის დოზის ჩაყლაპული ნაწილის სისტემური მოქმედება უმნიშვნელოა.
განაწილება
კინეტიკური პარამეტრები, რომლებიც ახასიათებს იპრატროპიუმის ბრომიდის განაწილებას, გამოთვლილია პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციიდან ინტრავენური შეყვანის შემდეგ. აღინიშნება სისხლის პლაზმაში სწრაფი ორფაზოვანი დაქვეითება. წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა (Vdss) შეადგენს დაახლოებით 176ლ (≈2,4ლ/კგ). პრეპარატი მინიმალურად (20%-ზე ნაკლები) უკავშირდება პლაზმის ცილებს.პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იპრატროპიუმი, რომელიც წარმოადგენს მეოთხეულ ამონიუმის ნაერთს,არ აღწევს პლაცენტაში და ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
ცნობილი მეტაბოლიტები ან ძალიან სუსტ აფინურობას ავლენს მუსკარინული რეცეპტორებისადმი, ან აფინურობა არ არსებობს,ამიტომ ისინი ითვლება არააქტიურად.
ბიოტრანსფორმაცია
ინტრავენური შეყვანის შემდეგ დოზის დაახლოებით 60% მეტაბოლიზდება ღვიძლში დაჟანგვის გზით.
ცნობილია მეტაბოლიტები, რომლებიც წარმოიქმნება ჰიდროლიზის, დეჰიდრატაციის ან ჰიდროქსიმეთილის ჯგუფის ელიმინაციით ტროპოვის მჟავიდან.
ელიმინაცია
ნახევარგამოყოფის პერიოდი ტერმინალურ ფაზაში შეადგენს დაახლოებით 1,6 საათს.
იპრატროპიუმის ბრომიდის საერთო კლირენსი შეადგენს 2,3ლ/წთ-ს, თირკმლით კლირენსი-0,9ლ/წთ-ს.
იზოტოპით დანიშნული დოზის (საწყისი შენაერთის და ყველა მეტაბოლიტის ჩათვლით) თირკმლით ჯამური ექსკრეცია შეადგენდა 9,3%-ს შიგნით მიღების შემდეგ და ინჰალაციის შემდეგ 3.2%-ს. იზოტოპით დანიშნული საერთო დოზა,რომელიც გამოიყოფოდა ნაწლავით, შეადგენდა 88,5%-ს შიგნით მიღების შემდეგ და 69,4%-ს ინჰალაციის შემდეგ. ამგვარად, იზოტოპით დანიშნული დოზის გამოყოფა ინტრავენური შეყვანის შემდეგ ხორციელდება, როგორც წესი თირკმელებით. საწყისი შენაერთის და მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3,6 საათს.
ხაზოვნება/არახაზოვნება
მონაცემები არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია-ინფორმაცია პაციენტისთვის
ატროვენტი®
0,25მგ/მლ საინჰალაციო ხსნარი
მოქმედი ნივთიერება: იპრატროპიუმის ბრომიდი
პრეპარატის გამოყენების წინ სრულად წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ინსტრუქცია, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს
პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ ან თქვენს ბავშვს. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს, იმ შემთხვევაშიც თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას გავს
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთ რეაქციებზეც, რომლებიც მე-4 პარაგრაფში ჩამოთვლილი არ არის
ინსტრუქციის შინაარსი
- რას წარმოადგენს პრეპარატი ატროვენტი® და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ატროვენტის® გამოყენების დაწყებამდე
- პრეპარატ ატროვენტის® გამოყენება
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
- პრეპარატ ატროვენტის® შენახვა
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს პრეპარატი ატროვენტი® და რისთვის გამოიყენება
პრეპარატ ატროვენტის® მოქმედი ნივთიერებაა იპრატროპიუმის ბრომიდი (ანტიქოლინერგული საშუალება),რომელიც ადუნებს სასუნთქი გზების გლუვ კუნთებს და აფართოებს ბრონქებს.
გამოყენების ჩვენება
პრეპარატი ატროვენტი® ნაჩვენებია მოზრდილების და 0 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ შემდეგი მდგომარეობების დროს:
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
ქრონიკული ბრონქიტი
ფილტვის ემფიზემა (ფილტვის ჰაერის მომატება)
ბრონქული ასთმა
თუ გაუმჯობესება არ აღინიშნა ან გრძნობთ გაუარესებას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ატროვენტის® გამოყენების დაწყებამდე
უკუჩვენება
არ გამოიყენოთ პრეპარატი ატროვენტი®
- თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს ალერგია გაქვთ იპრატროპიუმის ბრომიდზე, ატროპინზე და მის მწარმოებლებზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე, რაც ჩამოთვლილია ინსტრუქციის მე-6 პარაგრაფში.
- თუ ორსულად ხართ (I ტრიმესტრი)
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატ ატროვენტის® გამოყენებამდე გაიერეთ მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს (იხ. პარაგრაფი 4 „შესაძლო არასასურველი რეაქციები“).
დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს თუ გაქვთ სუნთქვის უეცარი გაძნელება, რომელიც სწრაფად უარესდება (ქოშინის გაძლიერება). დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ მკურნალ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობის ნიშნები,რასაც პარადოქსული ბრონქოსპაზმი ეწოდება (ქოშინის უეცარი განვითარება).
აუცილებლად გააფრთხილეთ მკურნალი ექიმი, თუ რომელიმე მითითებული მდგომარება გეხებათ თქვენ ან თქვენს ბავშვს:
შარდის გამოყოფის დარღვევა (მაგალითად შარდის ბუშტის ყელის გადაკეთვა წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის გამო)
მუკოვისციდოზი (მემკვიდრული დაავადება, რომელიც აზიანებს ფილტვებს, კუჭქვეშა ჯირკვალს, გარეგანი სეკრეციის ჯირკვლებს) ამ შემთხვევაში შესაძლებელია წინასწარგანწყობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევისადმი.
წინასწარგანწყობა გლაუკომის გარკვეული ფორმის განვითარებისადმი (დახურულკუთხოვანი გლაუკომა).
ასეთი პაციენტებისთვის პრეპარატი ატროვენტი® შეიძლება დაინიშნოს სიფრთხილით.
თქვენი მდგომარეობის შესახებ დროულად შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, რათა მან დანიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ პრეპარატ ატროვენტის® გამოყენების შემდეგ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ შემდეგი რეაქციები:
კანის გამონაყარი;
ენის, ტუჩების და სახის მასიური შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება)
პირ-ხახის შეშუპება
მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი)
სუნთქვის შეტევის მსგავსი გაძნელება (ბრონქოსპაზმი)
არ დაუშვათ პრეპარატის თვალებში მოხვედრა!
ნებულაიზერით ინჰალაციის დროს პრეპარატი ატროვენტი® შეიძლება მოხვდეს თვალებში და გამოიწვიოს გართულებები. თვალებში ხსნარის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ მუნდშტუკი ან სახესთან მჭიდროდ დასამაგრებელი ნიღაბი (იხ. პარაგრაფი 3 „პრეპარატ ატროვენტის® გამოყენება“).
მიმართეთ ოფთალმოლოგს, თუ პრეპარატის თვალებში მოხვედრისას თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები (ერთი ან რამდენიმე)
თვალების ტკივილი და დისკომფორტი;
არამკვეთრი მხედველობა;
ორეოლას გაჩენა (ნათება) საგნებზე და ფერადი ლაქები თვალების წინ;
რქოვანას შეშუპება;
თვალების სიწითლე;
თვალშიდა წნევის მომატება;
გუგის გაფართოება (მიდრიაზი)
თუ ვითარდება ამ სიმპტომების ნებისმირი კომბინაცია, საჭიროა თვალის წვეთების გამოყენება ექიმთან შეთანხმებით.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო თუ გაქვთ მიდრეკილება დახურულკუთხოვანი გლაუკომისადმი, რადგან ზემოაღნიშნული სიმპტომების გაჩენა შეიძლება მიუთითებდეს გლაუკომის განვითარებაზე.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ბავშვებსა და მოზარდებში. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობით.
სხვა პრეპარატები და პრეპარატი ატროვენტი®
მკურნალ ექიმს შეატყობინეთ იმის შესახებ,რომ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეგიძლიათ დაიწყოთ რაიმე სხვა საშუალების გამოყენება.
შემდეგი პრეპარატები შეიძლება აძლიერებდეს ატროვენტის® ბრონქოდილატაციურ მოქმედებას:
ß-ადრენერგული საშუალებები (გამოიყენება ბრონქული ასთმის ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ)
ქსანტინის წარმოებულები (გამოიყენება ბრონქული ასთმის, ასთმური სტატუსის, ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის სამკურნალოდ)
რეკომენდებული არ არის
პრეპარატ ატროვენტის® ხანგრძლივი ერთდროული გამოყენება სხვა ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად (გამოიყენება ბრონქული ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ)
პრეპარატ ატროვენტის ერთდროული გამოყენება კრომოგლიცის მჟავას საინჰალაციო ხსნართან ერთად, რადგან ხსნარების შერევამ შეიძლება გამოიწვიოს ნალექის წარმოქმნა (პრეციპიტაციის რეაქცია).
შემდეგი პრეპარატები აძლიერებენ პრეპარატ ატროვენტის® ანტიქოლინერგულ ეფექტს (ბრონქების გაფართოება და არასასურველი რეაქციების განვითარება):
პარკინსონის საწიმააღმდეგო პრეპარატები (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ)
ქინიდინი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ)
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
თუ ანამნეზში გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა,პრეპარატ ატროვენტის® და ß ადრენომიმეტური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას (მაგ. ასთმის შეტევის კუპირებისთვის გამოყენებული პრეპარატები) შეიძლება გაიზარდოს დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკი.
პრეპარატი ატროვენტი® შეიძლება გამოყენებული იყოს კომბინირებული ინჰალაციებისთვის ისეთ ხსნარებთან ერთად როგორიცაა: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი, ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი, ფენოტეროლის ჰიდრობრომიდი.
გაიარეთ მკურნალი ექიმის კონსულტაცია, თუ არ იცით როდის უნდა გამოიყენოთ ასეთი პრეპარატები პრეპარატ ატროვენტთან® ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან ორსულობას გეგმავთ, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე გაიარეთ მკურნალი ექიმის კონსულტაცია.
ორსულ და მეძუძურ ქალებზე პრეპარატის კლინიკური გავლენის მონაცემები არ არსებობს.
ორსულობა
პრეპარატი ატროვენტი®არ გამოიყენოთ ორსულობის I ტრიმესტრში.
თუ ორსულად ხართ (II ან III ტრიმესტრი) პრეპარატის გამოყენება შეგიძლიათ, თუ მკურნალმა ექიმმა ამის რეკომენდაცია გასცა და იცოდა თქვენი ორსულობის შესახებ.
თუ დაორსულდით მოცემული პრეპარატის გამოყენების პერიოდში, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ.
ძუძუთი კვება
ძუძუთ კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეგიძლიათ, თუ მკურნალმა ექიმმა გასცა ამის რეკომენდაცია.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის გავლენის კვლევები არ ჩატარებულა.
პრეპარატ ატროვენტის® გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ისეთი არასასურველი რეაქციები როგორიცაა: თავბრუსხვევა, კუნთების უნებლიე შეკუმშვები, კანკალი (ტრემორი), მხედველობის ფოკუსირების დარღვევა სხვადასხვა სიშორეზე ყურებისას (თვალების აკომოდაციის დარღვევა), გუგების დროებითი გაფართოება (მიდრიაზი),არამკვეთრი მხედველობა.
თუ აღგენიშნებათ მსგავსი არასასურველი რეაქციები, თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობისგან, მითითებული რეაქციების გაქრობამდე.
პრეპარატი ატროვენტი® შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსული ბრონქოსპაზმი.
პრეპარატ ატროვენტის® გამოყენება
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ გამოყენების ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის რეკომენდაციების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
რეკომენდებული დოზა
დოზირების რეჟიმი ირჩევა ინდივიდუალურად 20 წვეთიდან გათვლით - დაახლოებით 1მლ (1 წვეთი=0,0125მგ იპრატროპიუმის ბრომიდი უწყლო).
მკურნალობის დროს პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
შემანარჩუნებელი მკურნალობა
2,0მლ (40 წვეთი=0,5მგ)-3-4 ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-8,0მლ (2მგ).
მწვავე ბრონქოსპაზმი
2,0 მლ (40 წვეთი=0,5მგ).
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დოზირების რეჟიმი მოზრდილების ანალოგიურია. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ დანიშნულებით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
შემანარჩუნებელი მკურნალობა
6-12 წლის ბავშვები
1,0 მლ (20 წვეთი=0,25მგ) 3-4 ჯერ დღე-ღამეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-4,0მლ (1მგ).
6 წლამდე ასაკის ბავშვები
0,4-1,0მლ (8-20 წვეთი=0,1-0,25მგ) 3-4-ჯერ დღე-ღამეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-4,0მლ (1მგ).
მწვავე ბრონქოსპაზმი
6-12 წლის ბავშვები
1,0 მლ (20 წვეთი=0,25მგ)
6 წლამდე ასაკის ბავშვები
0,4-1,0 მლ (8-20 წვეთი=0,1-0,25მგ).
მნიშვნელოვანია
მწვავე ბრონქოსპაზმისას თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს განმეორებითი ინჰალაცია ინჰალაციებს შორის ინტერვალის დაზუსტებით თქვენი მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის, ასევე შეიძლება დანიშნოს ß2-ადრენომიმეტურ საშუალებებთან ერთად გამოყენება.
მიღების გზა და (ან) მეთოდი
პრეპარატი ატროვენტი® განკუთვნილია მხოლოდ ნებულაიზერით ინჰალაციური გამოყენებისთვის, არ შეიძლება მისი შიგნით მიღება.
ნებულაიზერით გამოყენებული ხსნარი უნდა შეისუნთქონ მუნდშტუკით, ან მუნდშტუკის არ არსებობისას გამოიყენონ სახესთან მჭიდროდ დასამაგრებელი ნიღაბი.
დაიცავით სიფრთხილე, რომ ხსნარი არ მოხვდეს თვალში!
მკურნალი ექიმის დანიშნული პრეპარატ ატროვენტის® დოზა განაზავეთ 3-4მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში (ფიზიოლოგიური ხსნარი) და გამოიყენეთ ნებულაიზერით ინჰალაციის დროს.
მნიშვნელოვანია
ხსნარი ყოველთვის მოამზადეთ უშუალოდ ინჰალაციის წინ
მოახდილეთ გამოყენებული ხსნარის ნარჩენების უტილიზაცია
განზავებული ხსნარი გამოიყენეთ მაშინვე (არ შეინახოთ და არ მოამზადოთ წინასწარ)
ინჰალაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მოდელის ნებულაიზერი
ყოველი ინჰალაციის შემდეგ გარეცხეთ საინჰალაციო მოწყობილობა.
თერაპიის ხანგრძლივობა
თქვენი თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ და დამოკიდებულია მიმდინარე დაავადებაზე და არასასურველი რეაქციების სიმძიმის ხარისხზე.
შესაბამისად, დამოუკიდებლად არ უნდა შეცვალოთ და შეწყვიტოთ თერაპია.
თუ მიიღეთ საჭიროზე დიდი რაოდენობით პრეპარატი ატროვენტი®
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას, რადგან დოზის მომატება არ უზრუნველყოფს დამატებით თერაპიულ სარგებელს, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი არასასურველი (გვერდითი) რეაქციები, როგორიცაა პირის სიმშრალე, მხედველობის დარღვევა, გულისცემის გახშირება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს სიმპტომური მკურნალობის დანიშვნისთვის.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ატროვენტის® მიღება
გამოტოვებულის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
შემდეგი ინჰალაცია შეასრულეთ დანიშნული დოზით და ჩვეულ დროს. თუ სისტემატურად გავიწყდებათ ინჰალაციის ჩატარება დანიშნული დოზით, არსებობს ქოშინის გაძლიერების რისკი.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ატროვენტის® გამოყენება
ამ შემთხვევაში შესაძლებელია ქოშინის გაძლიერება ცალკეული გარემოებებისას.
ამიტომ პრეპარატ ატროვენტით® მკურნალობა არ შეაჩეროთ ან შეწყვიტოთ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ატროვენტმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციები:
ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
სუნთქვის შეტევის მსგავსი გაძნელება, გამოწვეული სასუნთქი გზების შევიწროებით ან ბრონქების კუნთების სპაზმით (პარადოქსული ბრონქოსპაზმი ან ბრონქოსპაზმი);
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ენის, ტუჩების, სახის, პირ-ხახის მასიური შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება)
გულისცემის გახშირება (პარკუჭოვანი ტაქიკარდია)
უეცარი მოხრჩობა, გამოწვეული ხორხის სპაზმით (ლარინგოსპაზმი)
მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო ალერგიული რეაქცია, რომლის ნიშნებიც შეიძლება იყოს თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, გონების კარგვა (ანაფილაქსიური რეაქცია).
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში)
წინაგულების ქაოტური ელექტრული აქტივობა და პარკუჭების არარეგულარული შეკუმშვა, რასაც ახლავს გულისცემის გახშირება, მკერდში სიმძიმის შეგრძნება, ქოშინი (წინაგულების ფიბრილაცია)
თქვენი მდგომარეობის შეფასებისას, ექიმმა შეიძლება შეცვალოს მკურნალობის სქემა, გადაწყვიტოს მკურნალობის შეწყვეტა ან შეამციროს დოზა.
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს პრეპარატ ატროვენტის® გამოყენებისას:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
თავის ტკივილი;
თავბრუსხვევა;
ხორხის გაღიზიანება;
ხველა;
პირის სიმშრალე;
გულისრევა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევა (მუცლის ტკივილი, დიარეის, ყაბზობის გამოვლინება და სხვ.)
ნაკლებად ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
მომატებული მგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია)
არამკვეთრი მხედველობა;
გუგების გაფართოება (მიდრიაზი);
თვალშიდა წნევის მომატება;
გლაუკომა;
თვალების ტკივილი;
ორეოლის (ნათების) გაჩენა საგნების ირგვლივ;
სიწითლე თვალების კონიუნქტივის მიდამოში (კონიუნქტივის ჰიპერემია)
რქოვანას შეშუპება;
გულისცემის გაძლიერება;
ხორხის შეშუპება;
ხორხის სიმშრალე;
დიარეა;
ყაბზობა;
ღებინება;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი);
პირის შეშუპება;
გამონაყარი;
ქავილი;
შარდის გამოყოფის შეკავება
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
მხედველობის ფოკუსის დარღვევა სხვადასხვა სიშორეზე ყურებისას;
გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება;
ჭინჭრის ციება (ალერგიული რეაქცია)
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ ექიმის კონსულტაცია. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, იმაზეც, რომელიც ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ (იხ.ქვემოთ). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
რუსეთის ფედერაცია:
მისამართი: 109012 ქ.მოსკოვი, სლავიანსკის მოედანი 4, კორპ 1
ჯანდაცვის სფეროს ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)
ტელეფონი: +7 800-550-99-03
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
საიტი: http:// roszdravnadzor.gov.ru/
ბელარუსის რესპუბლიკა
მისამართი: 220037, ქ.მინსკი, ტოვარიშჩესკი პერეულოკ 2а
რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ჯანდაცვის ექსპერტიზის და ცდების ცენტრი“ ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო
ტელ/ფაქსი: +375 (17) 242-00-29
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
საიტი: http://rceth.by
პრეპარატ ატროვენტის® შენახვა
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ისე რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.
პრეპარატი არ მიიღოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია ბალონზე ან მუყაოს კოლოფზე. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე.
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, გაყინვა არ შეიძლება.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შენიშნეთ პრეპარატის გამოუსადეგობის აშკარა ნიშნები.
პრეპარატი არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში.დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორც უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია, რომელიც აღარ გამოიყენება.
ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი ატროვენტი® შეიცავს
მოქმედი ნივთიერებაა იპრატროპიუმის ბრომიდი
საინჰალაციო ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 0,25მგ იპრატროპიუმის ბრომიდს, უწყლოს (მონოჰიდრატის სახით).
სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა 1н, გამოხდილი წყალი.
ატორვენტის® აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
საინჰალაციო ხსნარი.
გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო ხსნარი, პრაქტიკულად ნაწილაკებისგან თავისუფალი.
20მლ ქარვისფერ მინის ფლაკონში პოლიეთილენის საწვეთურით და ჩამოსაცმელი პოლიპროპილენის თავსახურით, პირველი გახსნის კონტროლით. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად (ფურცელი-ჩანართი) თავსდება მუყაოს კოლოფში პირველი გახსნის კონტროლით.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
გერმანია
ბერინგერ ინგელჰაიმ ინტერნეიშენელ გმბჰ
ბინგერშტრასსე 173, 55216 რაინის ინგელჰაიმი, გერმანია
ტელ: +49 6132 77 0
ფაქსი: +49 6132 72 0
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
ინსტიტუტ დე ანგელსი ს.რ.ლ
ლოკალიტა პრულლი N 130/C , 50066, რეგელო, ფლორენცია, იტალია.
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების შემთხვევაში უნდა მიმართონ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს ან სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს:
რუსეთის ფედერაცია:
შპს „ბერინგერ ინგელჰაიმ“
125171 ქ.მოსკოვი, ლენინგრადის შოსე 16ა, კორპ 3.
ტელ.: +7 (495) 544 50 44
ფაქსი:+7 (495) 544 56 20
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
ბელარუსის რესპუბლიკა
ბერინგერ ინგელჰაიმ ინტერნეიშენელ გმბჰ
ბინგერშტრასსე 173, 55216 რაინის ინგელჰაიმი, გერმანია
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
გამოყენების ინსტრუქცია გადახედილია 05/2025
ინფორმაციის სხვა წყაროები
პრეპარატის შესახებ დეტალური ცნობები მოცემულია კავშირის ვებ-გვერდზე: http://eec.eaeunion.org/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.