პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ბეტა ბლოკატორები

ატენოლოლი სოფარმა

ATENOLOL SOPHARMA

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
მოქმედი ნივთიერება
ატენოლოლი (atenolol)
ფორმა და შეფუთვა
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მწარმოებელი
SOPHARMA AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბეტა-ბლოკატორები, სელექციური ბეტა-ბლოკატორები
ATC კოდი
C07AB03
რეგისტრაციის ნომერი
რ-035479
რეგისტრირებულია
7 ივნისი 2022, მოქმედებს 7 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაატენოლოლი სოფარმა და სხვა წამალი ერთად

ატენოლოლი სოფარმა — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ატენოლოლი სოფარმა ისე, როგორც ეს გირჩიათ თქვენმა ექიმმა. თუ თქვენ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ატენოლოლი სოფარმათი მკურნალობა იწყება მცირე დოზებით და იზრდება თანდათანობით, ყოველკვირეული ინტერვალით. მიიღება 1 ან 2-ჯერ დღეში პერორალურად, წყლის დაყოლებით.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 25 მგ მოზრდილები: საწყისი დოზა 1 ტაბლეტი 1 - 2ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალი ექიმი ცვლის მიღების დოზას დღეში 4 ტაბლეტამდე.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 50 მგ მოზრდილები: საწყისი დოზა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალი ექიმი ცვლის მიღების დოზას დღეში 2 ტაბლეტამდე.

თუ თქვენ გრძნობთ, რომ წამლის ეფექტი არის ზედმეტად ძლიერი ან სუსტი, შეატყობინეთ ექიმს.

თუ თქვენ მიიღეთ ატენოლოლი სოფარმას საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ ამ პრეპარატის ჭარბი დოზა, შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი: დაღლილობა, თავბრუსხვევა, გულის რითმის დარღვევა, ბრონქოსპაზმი. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ გამოტოვეთ ატენოლოლი სოფარმას მისაღები დოზა

მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე, მაგრამ თუ დადგა დრო შემდეგი დოზისთვის მიიღეთ ის ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დანიშნულების მიხედვით.

თუ თქვენ შეაჩერეთ ატენოლოლი სოფარმას მიღება

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე !

ატენოლოლი სოფარმას მიღების შეჩერება უნდა მოხდეს თანდათანობით, 7-14 დღის მანძილზე. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები პრეპარატთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • ხართ ალერგიული (მაღალმგრძნობიარე) აქტიური ნივთიერებისა ან ამ პროდუქტის სხვა შემადგენელი კომპონენტებისადმი;
  • გულის უკმარისობის დროს (გულის დაავადებები, რაც იწვევს მსუბუქ დაღლილობას, ქოშინს, კოჭების შეშუპებას და სხვ.) ჰემოდინამიკის დეკომპენსაცია (გულის კუნთის სისუსტე);
  • გულის II და III ხარისხის ბლოკადები (წინაგულებსა და გულის კამერებს შორის გამტარობის დარღვევა)
  • სინუსური ბრადიკარდის დროს (შენელებული პულსი 45 დარტყმაზე ნაკლები წუთში);
  • ჰიპოტენზიის დროს (სისხლის დაბალი წნევა);
  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მწვავე ფორმით დარღვევებისას;
  • სინუსური კვანძების სისუსტის სინდრომის დროს ( სინუსური კვანძებიდან წინაგულზე გადაცემის დარღვევები)
  • კარდიოგენური შოკის დროს;
  • არანამკურნალევი ფეოქრომოციტომის დროს (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონპროდუცირებადი სიმსივნე)
  • მეტაბოლური აციდოზის დროს (სისხლის გაზრდილი მჟავიანობა).

მიაქციეთ სპეციალური ყურადღება ატენოლოლი სოფარმას მიღებისას :

  • თუ თქვენ გაწუხებთ ასთმა ან ალერგიული დაავადებები;
  • თუ გაქვთ Prinzmetal- ის ანგინა (არასტაბილური სტენოკარდიის სახეობა, გულმკერდის არეში სპეციფიკური ტკივილებით);
  • გულის ბლოკადის არსებობისას;
  • თუ გაწუხებთ გულის ქრონიკული უკმარისობა (გულის დაავადებები, რასაც მიჰყავხართ დაღლილობამდე, სუნთქვის გართულებამდე, ტერფის შეშუპებამდე და სხვ.) და მკურნალობთ დიგოქსინით ან/ და დიურეტიკი პრეპარატებით.
  • პერიფერიული სისხლმომარაგების დარღვევისას;
  • თუ გაქვთ დიაბეტი ან სისხლში შაქრის დონის მკვეთრად დაქვეითების (ჰიპოგლიკემია) შემთხვევები, რადგან ატენოლოლმა შეუძლია შენიღბოს ჰიპოგლიკემიის ზოგიერთი სიმპტომი და გაართულოს ანტიდიაბეტური პრეპარატების ზუსტი დოზირება;
  • თუ გაწუხებთ თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება), რადგან ატენოლოლს შეუძლია გადაფაროს ამ დაავადების გამოვლენის მომენტი (აჩქარებული გულისცემა);
  • თუ გაქვთ ფსორიაზი (კანის დაავადება);
  • თუ გაქვთ თირკმლების დაავადება
  • თუ მიმდინარეობს ფეოქრომოციტომას მკურნალობა;
  • თუ იგეგმება ქირურგიული ოპერაციები ( სტომატოლოგიური პროცედურის ჩათვლით).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ღებულობდით, ამჟამად ღებულობთ ან შესაძლოა მომავალში მიიღებთ სხვა პრეპარატებს. შესაძლოა მკურნალობაზე გავლენა იქონიოს თუ თქვენ ატენოლოლი სოფარმასთან ერთად ღებულობთ ამ პრეპარატებს: ანტიარითმური საშუალებები (ხინიდინი, პროკაინამიდი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი), დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალოდ), კალციუმის ანტაგონისტები (ვერაპამილი, დილტიაზემი, ნიფედიპინი, ნიმოდიპინი), ინსულინი და ორალური ანტიდიაბეტური პროდუქცია (მაგ., გლიბენკლამიდი), გამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ინდომეტაცინი, იბუპროფენი), ბრონქული ასთმის სამკურნალო საშუალებები (სალბუტამოლი, იზოპრენალინი და სხვ.); ანესთეზიები (ჰალოთანი), მაღალი წნევის მკურნალობა (რეზერპინი, კლონიდინი, ალფა-მეთილდოფა); ნერვული კუნთების რელაქსანტები (გალამინი, ტუბოკურარინი).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად, ან თვლით რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით.

ატენოლოლის გამოყენება ორსულობის I-სა და მე-II ტრიმესტრებში წარმოადგენს ნაყოფისათვის საშიშროების რისკს. გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მისი მიღება ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება. ატენოლოლი სოფარმას მიღება უნდა შეწყდეს ძუძუთი კვების დროს.

მანქანის მართვა და მანქანებთან მუშაობა:

აუცილებელია ატენოლოლი სოფარმას მიღება დიდი ყურადღებით ავტომობილის მართვის დროს, რადგან ის დაბლა წევს წნევას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ატენოლოლი სოფარმას შემცველობასთან დაკავშირებით

ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმი გეტყვით, რომ გაქვთ რაიმე სახის შაქარზე უარყოფითი რეაქცია, დაუკავშირდით მას ატენოლოლის მიღებამდე.

ეს წამალი შეიცავს ხორბლის სახამებელს და პრობლემის შექმნის ალბათობა არის ძალიან მცირე, თუ თქვენ გაქვთ ცელიაკია (გლუტენის აუტანლობა). იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ალერგია ხორბალზე (განსხვავდება ცელიაკიისგან), თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს წამალი.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატს, ასევე ატენოლოლ სოფარმასაც შესაძლოა გააჩნდეს არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველა პაციენტს არ აღენიშნება.

ატენოლოლის სოფარმასგან გამოწვეული უკუჩვენებები ძირითადად გარდამავალია და იშვიათად მოითხოვს მკურნალობის შეჩერებას.

შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ გაგიჩნათ შემდეგი სიმპტომები: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილები (შესაძლოა დაგივარდეთ სისხლის წნევა), ჩხვლეტა ხელებსა და ფეხებში, ბრონქოსპაზმი ბრონქიალური ასთმის დროს, ძილის დარღვევა, ხასიათის ცვლილება, კოშმარები, დაბნეულობა, ფსიქოზი, ჰალუცინაციები, ნელი გულისცემა, გულის უკმარისობა, გულის ბლოკადა, კიდურების შეციება, დაბალი წნევა, პერიოდული კოჭლობა, ხელის და ფეხის თითების გაშრობა, რის შედეგადაც ის ხდება ფერკმთალი და შებოჭილი (რეინოს ფენომენი); მხედველობის დარღვევა, თვალების სიმშრალე, ღვიძლის ფერმენტების მომატება, ღვიძლის დაზიანება; იმპოტენცია; დაღლილობა; ფსორიაზის გაუარესება, გამონაყარი, თავის არეში ნაწილობრივი თმის ცვენა, მძიმე ალერგიული რეაქცია სახის და ყელის შეშუპებით, სისხლის დაავადება, კანზე და ლორწოვან გარსზე სისხლჩაქცევები (პურპურა),შემცირებული თრომბოციტების რაოდენობა, რაც ზრდის სისხლჩაქცევებისა და სისხლდენის რისკს.

თუ რომელიმე არასაურველი გევრდითი რეაქცია მიიღებს სერიოზულ სახეს ან შეამჩნევთ სხვას, რაც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 25 მგ

აქტიური ნივთიერება ატენოლოლი 25 მგ ერთ ტაბლეტში.

სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, ცელულოზა, მიკროკრისტალური ; ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი; ჟელატინი; ტალკი; სილიციუმის დიოქსიდი, კოლოიდური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი; ოპადრაი II ყვითელი (E464, E171, E172).

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 50 მგ

აქტიური ნივთიერება ატენოლოლი 50 მგ ერთ ტაბლეტში.

სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, ცელულოზა, მიკროკრისტალური; ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი; ჟელატინი; ტალკი; სილიციუმის დიოქსიდი, კოლიდიური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი; ოპადრაი II თეთრი (E464, E171).

როგორ გამოიყურება ატენოლოლი სოფარმა და რას მოიცავს შეფუთვა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 25 მგ - ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, დიამეტრით 6 მმ.

10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები PVC/ალუმინის ბლისტერზე;

3 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს ყუთში ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 50 მგ - თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, დიამეტრით 8 მმ.

გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:

სს „სოფარმა“, ბულგარეთი, ქ. სოფია, 1220

„ილიენსკო შოსე“-ს ქ. # 16

ინსტრუქციის ბოლო დამტკიცების თარიღი : მაისი, 2010 წ.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, 250 - ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ატენოლოლი სოფარმა შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადას შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელიც უკვე აღარ გჭირდებათ.ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებელთათვის

სარეკომენდაციო ვერსია

ატენოლოლი სოფარმა 25 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

Atenolol Sopharma 25 mg

film-coated tablets

ატენოლოლი სოფარმა 50 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

Atenolol Sopharma 50 mg

film-coated tablets

ატენოლოლი (atenolol)

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს წამალი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს, რომ არ მიაყენოთ მათ ზიანი, რადგან მათი სიმპტომები შესაძლოა იყოს განსხვავებული.

თუ თქვენ გამოგივლინდათ არასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რას შეიცავს ეს ინსტრუქცია:

  • რას წარმოადგენს ატენოლოლი სოფარმა და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ ატენოლოლი სოფარმას მიღებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ ატენოლოლი სოფარმა
  • შესაძლო არასასურველი რეაქციები
  • როგორ შევინახოთ ატენოლოლი სოფარმა
  • რას შეიცავს შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს ატენოლოლი სოფარმა და რისთვის გამოიყენება ის. ატენოლოლი სოფარმა არის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ბეტა-ბლოკატორების ჯგუფს. ახასიათებს ანტიჰიპერენზიური (სისხლის წნევის დამწევი) და ანტისტენოკარდეიული მოქმედება (ამცირებს გულის შეკუმშვის ძალას, ანელებს გულისცემის სიხშირის რიტმს).

გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (სისხლის მომატებული წნევა); გულისცემის რიტმის კონტროლისთვის, სტენოკარდია; მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის ადრეულ ფაზაში სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის აღდგენით პერიოდში.

რა უნდა იცოდეთ ატენოლოლი სოფარმას გამოყენებამდე.

არ გამოიყენოთ ატენოლოლი სოფარმა, თუ:

  • ხართ ალერგიული (მაღალმგრძნობიარე) აქტიური ნივთიერებისა ან ამ პროდუქტის სხვა შემადგენელი კომპონენტებისადმი;
  • გულის უკმარისობის დროს (გულის დაავადებები, რაც იწვევს მსუბუქ დაღლილობას, ქოშინს, კოჭების შეშუპებას და სხვ.) ჰემოდინამიკის დეკომპენსაცია (გულის კუნთის სისუსტე);
  • გულის II და III ხარისხის ბლოკადები (წინაგულებსა და გულის კამერებს შორის გამტარობის დარღვევა)
  • სინუსური ბრადიკარდის დროს (შენელებული პულსი 45 დარტყმაზე ნაკლები წუთში);
  • ჰიპოტენზიის დროს (სისხლის დაბალი წნევა);
  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მწვავე ფორმით დარღვევებისას;
  • სინუსური კვანძების სისუსტის სინდრომის დროს ( სინუსური კვანძებიდან წინაგულზე გადაცემის დარღვევები)
  • კარდიოგენური შოკის დროს;
  • არანამკურნალევი ფეოქრომოციტომის დროს (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონპროდუცირებადი სიმსივნე)
  • მეტაბოლური აციდოზის დროს (სისხლის გაზრდილი მჟავიანობა).

მიაქციეთ სპეციალური ყურადღება ატენოლოლი სოფარმას მიღებისას :

  • თუ თქვენ გაწუხებთ ასთმა ან ალერგიული დაავადებები;
  • თუ გაქვთ Prinzmetal- ის ანგინა (არასტაბილური სტენოკარდიის სახეობა, გულმკერდის არეში სპეციფიკური ტკივილებით);
  • გულის ბლოკადის არსებობისას;
  • თუ გაწუხებთ გულის ქრონიკული უკმარისობა (გულის დაავადებები, რასაც მიჰყავხართ დაღლილობამდე, სუნთქვის გართულებამდე, ტერფის შეშუპებამდე და სხვ.) და მკურნალობთ დიგოქსინით ან/ და დიურეტიკი პრეპარატებით.
  • პერიფერიული სისხლმომარაგების დარღვევისას;
  • თუ გაქვთ დიაბეტი ან სისხლში შაქრის დონის მკვეთრად დაქვეითების (ჰიპოგლიკემია) შემთხვევები, რადგან ატენოლოლმა შეუძლია შენიღბოს ჰიპოგლიკემიის ზოგიერთი სიმპტომი და გაართულოს ანტიდიაბეტური პრეპარატების ზუსტი დოზირება;
  • თუ გაწუხებთ თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება), რადგან ატენოლოლს შეუძლია გადაფაროს ამ დაავადების გამოვლენის მომენტი (აჩქარებული გულისცემა);
  • თუ გაქვთ ფსორიაზი (კანის დაავადება);
  • თუ გაქვთ თირკმლების დაავადება
  • თუ მიმდინარეობს ფეოქრომოციტომას მკურნალობა;
  • თუ იგეგმება ქირურგიული ოპერაციები ( სტომატოლოგიური პროცედურის ჩათვლით).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ღებულობდით, ამჟამად ღებულობთ ან შესაძლოა მომავალში მიიღებთ სხვა პრეპარატებს. შესაძლოა მკურნალობაზე გავლენა იქონიოს თუ თქვენ ატენოლოლი სოფარმასთან ერთად ღებულობთ ამ პრეპარატებს: ანტიარითმური საშუალებები (ხინიდინი, პროკაინამიდი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი), დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალოდ), კალციუმის ანტაგონისტები (ვერაპამილი, დილტიაზემი, ნიფედიპინი, ნიმოდიპინი), ინსულინი და ორალური ანტიდიაბეტური პროდუქცია (მაგ., გლიბენკლამიდი), გამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ინდომეტაცინი, იბუპროფენი), ბრონქული ასთმის სამკურნალო საშუალებები (სალბუტამოლი, იზოპრენალინი და სხვ.); ანესთეზიები (ჰალოთანი), მაღალი წნევის მკურნალობა (რეზერპინი, კლონიდინი, ალფა-მეთილდოფა); ნერვული კუნთების რელაქსანტები (გალამინი, ტუბოკურარინი).

ორსულობა და ძუძუთი კვება:

თუ თქვენ ხართ ორსულად, ან თვლით რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით.

ატენოლოლის გამოყენება ორსულობის I-სა და მე-II ტრიმესტრებში წარმოადგენს ნაყოფისათვის საშიშროების რისკს. გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მისი მიღება ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება. ატენოლოლი სოფარმას მიღება უნდა შეწყდეს ძუძუთი კვების დროს.

მანქანის მართვა და მანქანებთან მუშაობა:

აუცილებელია ატენოლოლი სოფარმას მიღება დიდი ყურადღებით ავტომობილის მართვის დროს, რადგან ის დაბლა წევს წნევას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ატენოლოლი სოფარმას შემცველობასთან დაკავშირებით

ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმი გეტყვით, რომ გაქვთ რაიმე სახის შაქარზე უარყოფითი რეაქცია, დაუკავშირდით მას ატენოლოლის მიღებამდე.

ეს წამალი შეიცავს ხორბლის სახამებელს და პრობლემის შექმნის ალბათობა არის ძალიან მცირე, თუ თქვენ გაქვთ ცელიაკია (გლუტენის აუტანლობა). იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ალერგია ხორბალზე (განსხვავდება ცელიაკიისგან), თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს წამალი.

როგორ გამოიყენება ატენოლოლი სოფარმა

ყოველთვის გამოიყენეთ ატენოლოლი სოფარმა ისე, როგორც ეს გირჩიათ თქვენმა ექიმმა. თუ თქვენ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ატენოლოლი სოფარმათი მკურნალობა იწყება მცირე დოზებით და იზრდება თანდათანობით, ყოველკვირეული ინტერვალით. მიიღება 1 ან 2-ჯერ დღეში პერორალურად, წყლის დაყოლებით.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 25 მგ მოზრდილები: საწყისი დოზა 1 ტაბლეტი 1 - 2ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალი ექიმი ცვლის მიღების დოზას დღეში 4 ტაბლეტამდე.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 50 მგ მოზრდილები: საწყისი დოზა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალი ექიმი ცვლის მიღების დოზას დღეში 2 ტაბლეტამდე.

თუ თქვენ გრძნობთ, რომ წამლის ეფექტი არის ზედმეტად ძლიერი ან სუსტი, შეატყობინეთ ექიმს.

თუ თქვენ მიიღეთ ატენოლოლი სოფარმას საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ ამ პრეპარატის ჭარბი დოზა, შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი: დაღლილობა, თავბრუსხვევა, გულის რითმის დარღვევა, ბრონქოსპაზმი. ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ გამოტოვეთ ატენოლოლი სოფარმას მისაღები დოზა

მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე, მაგრამ თუ დადგა დრო შემდეგი დოზისთვის მიიღეთ ის ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დანიშნულების მიხედვით.

თუ თქვენ შეაჩერეთ ატენოლოლი სოფარმას მიღება

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე !

ატენოლოლი სოფარმას მიღების შეჩერება უნდა მოხდეს თანდათანობით, 7-14 დღის მანძილზე. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები პრეპარატთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

როგორც ყველა პრეპარატს, ასევე ატენოლოლ სოფარმასაც შესაძლოა გააჩნდეს არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველა პაციენტს არ აღენიშნება.

ატენოლოლის სოფარმასგან გამოწვეული უკუჩვენებები ძირითადად გარდამავალია და იშვიათად მოითხოვს მკურნალობის შეჩერებას.

შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ გაგიჩნათ შემდეგი სიმპტომები: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილები (შესაძლოა დაგივარდეთ სისხლის წნევა), ჩხვლეტა ხელებსა და ფეხებში, ბრონქოსპაზმი ბრონქიალური ასთმის დროს, ძილის დარღვევა, ხასიათის ცვლილება, კოშმარები, დაბნეულობა, ფსიქოზი, ჰალუცინაციები, ნელი გულისცემა, გულის უკმარისობა, გულის ბლოკადა, კიდურების შეციება, დაბალი წნევა, პერიოდული კოჭლობა, ხელის და ფეხის თითების გაშრობა, რის შედეგადაც ის ხდება ფერკმთალი და შებოჭილი (რეინოს ფენომენი); მხედველობის დარღვევა, თვალების სიმშრალე, ღვიძლის ფერმენტების მომატება, ღვიძლის დაზიანება; იმპოტენცია; დაღლილობა; ფსორიაზის გაუარესება, გამონაყარი, თავის არეში ნაწილობრივი თმის ცვენა, მძიმე ალერგიული რეაქცია სახის და ყელის შეშუპებით, სისხლის დაავადება, კანზე და ლორწოვან გარსზე სისხლჩაქცევები (პურპურა),შემცირებული თრომბოციტების რაოდენობა, რაც ზრდის სისხლჩაქცევებისა და სისხლდენის რისკს.

თუ რომელიმე არასაურველი გევრდითი რეაქცია მიიღებს სერიოზულ სახეს ან შეამჩნევთ სხვას, რაც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ატენოლოლი სოფარმას შენახვის წესი

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, 250 - ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ატენოლოლი სოფარმა შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადას შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელიც უკვე აღარ გჭირდებათ.ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია:

რას შეიცავს ატენოლოლი სოფარმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 25 მგ

აქტიური ნივთიერება ატენოლოლი 25 მგ ერთ ტაბლეტში.

სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, ცელულოზა, მიკროკრისტალური ; ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი; ჟელატინი; ტალკი; სილიციუმის დიოქსიდი, კოლოიდური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი; ოპადრაი II ყვითელი (E464, E171, E172).

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 50 მგ

აქტიური ნივთიერება ატენოლოლი 50 მგ ერთ ტაბლეტში.

სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, ცელულოზა, მიკროკრისტალური; ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი; ჟელატინი; ტალკი; სილიციუმის დიოქსიდი, კოლიდიური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი; ოპადრაი II თეთრი (E464, E171).

როგორ გამოიყურება ატენოლოლი სოფარმა და რას მოიცავს შეფუთვა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 25 მგ - ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, დიამეტრით 6 მმ.

10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები PVC/ალუმინის ბლისტერზე;

3 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს ყუთში ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 50 მგ - თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, დიამეტრით 8 მმ.

10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები PVC/ალუმინის ბლისტერზე;

3 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს ყუთში ინსტრუქციასთან ერთად.

გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:

სს „სოფარმა“, ბულგარეთი, ქ. სოფია, 1220

„ილიენსკო შოსე“-ს ქ. # 16

ინსტრუქციის ბოლო დამტკიცების თარიღი : მაისი, 2010 წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა