ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ასმადა

ASMADA

ურეცეპტოდ150მგ+30,39მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ასმადა გამოიყენება მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ. არასტაბილური სტენოკარდია და სტაბილური სტენოკარდია; მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
hydroxide + acetylsalicylic acid
ფორმა და შეფუთვა
150მგ+30,39მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №40 (2X20)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, გარდა ჰეპარინისა
ATC კოდი
B01AC30
რეგისტრაციის ნომერი
რ-045325
რეგისტრირებულია
30 აპრილი 2026, მოქმედებს 30 აპრილი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაასმადა და სხვა წამალი ერთად

ასმადა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ასმადა გამოიყენება მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ.

არასტაბილური სტენოკარდია და სტაბილური სტენოკარდია;

მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;

განმეორებითი გარდამავალი იშემიური შეტევის (გიშ) და განმეორებითი იშემიური ინსულტის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც ადრე გადატანილი აქვთ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

სისხლძარღვებზე ოპერაციისა და ინვაზიური ჩარევების შემდეგ თრომბოზული გართულებების პროფილაქტიკა (როგორიცაა კორონარული არტერიის შუნტირება, საძილე არტერიის ენდარტერექტომია, არტერიოვენური შუნტირება, კორონარული არტერიის ანგიოპლასტიკა და სტენტირება, და საძილე არტერიის ანგიოპლასტიკა).

მიღების წესი და დოზირება

დოზირების რეჟიმი

არასტაბილური და სტაბილური სტენოკარდია

პრეპარატ ასმადას 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) 75-150 მგ დოზით, დღე-ღამეში ერთხელ.

მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა

პრეპარატ ასმადას 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ასმ-ს 75-150 მგ დოზით, დღე-ღამეში ერთხელ.

განმეორებითი გიშ-ის და განმეორებითი იშემიური ინსულტის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც ადრე გადატანილი აქვთ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა

სისხლძარღვებზე ოპერაციისა და ინვაზიური ჩარევების შემდეგ თრომბოზული გართულებების პროფილაქტიკა (როგორიცაა კორონარული არტერიის შუნტირება, საძილე არტერიის ენდარტერექტომია, არტერიოვენური შუნტირება, კორონარული არტერიის ანგიოპლასტიკა და სტენტირება, და საძილე არტერიის ანგიოპლასტიკა)

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

პრეპარატი ასმადა უკუნაჩვენებია თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში. სიფრთხილეა საჭირო თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რადგან აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობის და თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

პრეპარატი ასმადა უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში. სიფრთხილეა საჭირო ამ მედიკამენტის გამოყენებისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ბავშვები

აცეტილსალიცილის მჟავასა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის კომბინაციის შემცველი მედიკამენტების უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს. პრეპარატ ასმადას გამოყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში უკუნაჩვენებია.

ამ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ჩვენებისთვის, იმ მიღების წესის მიხედვით და იმ დოზებში, რომელიც მოცემულია ინსტრუქციებში.

მიღების წესი

პრეპარატი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით. საჭიროების შემთხვევაში, ტაბლეტები შეიძლება შუაზე გაიტეხოს, ჩაიღეჭოს ან წინასწარ დაიფშვნას.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას, პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ;

სისხლჩაქცევა თავის ტვინში;

მიდრეკილება სისხლდენისადმი (K ვიტამინის დეფიციტი, თრომბოციტოპენია, ჰემორაგიული დიათეზი);

სალიცილატების და აასს-ების მიღებით გამოწვეული ბრონქული ასთმა;

ბრონქული ასთმის, მორეციდივე ცხვირის და პარანაზალური წიაღების პოლიპოზის და აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს-ების, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) ინჰიბიტორების მიმართ აუტანლობის (მათ შორის ანამნეზში) სრული ან ნაწილობრივი კომბინაცია;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული და წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში);

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები);

III-IV ფუნქციური კლასის ქრონიკული გულის უკმარისობა, ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) კლასიფიკაციის მიხედვით;

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, ასევე ბრონქული ასთმის შეტევები და სხვა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რისკ-ფაქტორებია ანამნეზში ბრონქული ასთმის შეტევები, თივის ცხელება, ცხვირის პოლიპოზი, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ასევე ალერგიული რეაქციები სხვა პრეპარატებზე (მაგ., კანისმიერი რეაქციები, ქავილი, ჭინჭრის ციება).

აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმძიმის სისხლდენა ქირურგიული ჩარევის დროს და მის შემდეგ. დაგეგმილ ქირურგიულ ჩარევამდე რამდენიმე დღით ადრე, სისხლდენის რისკი უნდა შეფასდეს იშემიური გართულებების რისკთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზებს. თუ სისხლდენის განვითარების რისკი მაღალია, აცეტილსალიცილის მჟავას მიღება უნდა შეწყდეს. აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენება ანტიკოაგულანტებთან, თრომბოლიზურ საშუალებებთან და ანტითრომბოციტარულ პრეპარატებთან ერთად ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.

აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზებში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის განვითარება მიდრეკილების მქონე პაციენტებში (შარდმჟავას შემცირებული გამოყოფით).

აცეტილსალიცილის მჟავას და მეთოტრექსატის ერთად გამოყენება დაკავშირებულია ჰემატოპოეზურ სისტემაში გვერდითი მოვლენების გაზრდილ სიხშირესთან.

აცეტილსალიცილის მჟავას მაღალ დოზებს აქვთ ჰიპოგლიკემიური ეფექტი, რაც გასათვალისწინებელია პრეპარატის დანიშვნისას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს და ინსულინს.

სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების (გკს) და სალიცილატების ერთდროული გამოყენება ამცირებს სალიცილატის კონცენტრაციას სისხლში, ხოლო სისტემური სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სალიცილატით დოზის გადაჭარბება.

მეტამიზოლმა და ზოგიერთმა აასს-მ (მათ შორის იბუპროფენმა და ნაპროქსენმა) შეიძლება შეასუსტოს აცეტილსალიცილის მჟავას მაინჰიბირებელი ეფექტი თრომბოციტების აგრეგაციაზე. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას და გეგმავენ მეტამიზოლის ან აასს-ების მიღებას, ეს საკითხი უნდა განიხილონ მკურნალ ექიმთან.

აცეტილსალიცილის მჟავას რეკომენდებული თერაპიული დოზის გადაჭარბება დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკთან.

ხანგრძლივი ანტიაგრეგაციული თერაპიისთვის აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზით გამოყენებისას, ხანდაზმულ პაციენტებში სიფრთხილეა საჭირო კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკის გამო.

აცეტილსალიცილის მჟავას და ალკოჰოლის ერთად მიღება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანების და სისხლდენის დროის გახანგრძლივების რისკს.

თირკმლის არტერიის დაზიანების, გულის ქრონიკული უკმარისობის, ჰიპოვოლემიის, სერიოზული ქირურგიული ჩარევის, სეფსისის ან მასიური სისხლდენის შემთხვევების გამო სისხლის მიმოქცევის დარღვევის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, პრეპარატი ასმადა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის მწვავე უკმარისობის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი.

გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის მძიმე შემთხვევებში, აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი და ჰემოლიზური ანემია. ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ჰემოლიზის განვითარების რისკი, მოიცავს ცხელებას, მწვავე ინფექციებს და პრეპარატის მაღალ დოზებს.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატები არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ან არ ახლავს ცხელება. გარკვეული ვირუსული დაავადებები, განსაკუთრებით A ტიპის გრიპი, B ტიპის გრიპი და ჩუტყვავილა, შეიცავს რეის სინდრომის განვითარების რისკს, რომელიც ძალიან იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატი გამოიყენება თანმხლები თერაპიის სახით, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადასტურებული არ არის. ამ დაავადებებთან დაკავშირებული უკონტროლო ღებინება შეიძლება იყოს რეის სინდრომის სიმპტომი.

პრეპარატის თვითნებურად მიღებისას არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ ხანგრძლივობას ან რეკომენდებულ დოზას. თუ დაავადების სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება, რეკომენდებულია ექიმთან მიმართვა.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში, რომელბსაც აქვთ პოდაგრა, ჰიპერურიკემია, ანამნეზში არსებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ბრონქული ასთმა, თივის ცხელება, ცხვირის პოლიპოზი, ანალგეტიკური საშუალებების, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, ანტირევმატული პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ასევე ალერგიული რეაქციები სხვა ნივთიერებების მიმართ, მოსალოდნელი ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში (მათ შორის მცირე, მაგალითად, კბილის ამოღება); ორსულობის მეორე ტრიმესტრი 20 კვირამდე პერიოდში.

სიფრთხილეა საჭირო შემდეგი პრეპარატების თანმხლები მიღებისას: მეტოტრექსატი 15 მგ-ზე ნაკლები დოზით კვირაში; ანტიკოაგულანტური საშუალებები, თრომბოლიზური ან სხვა ანტიაგრეგანტული საშუალებები; მეტამიზოლი და აასს-ები (მათ შორის იბუპროფენი, ნაპროქსენი), დიგოქსინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები (სულფონილშარდოვანას წარმოებულები) და ინსულინი, ვალპროის მჟავა, ეთანოლი და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები.

თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელიმე, პრეპარატის გამოყენებამდე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

შეუთავსებლობა

მონაცემები არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატ ასმადას და მეთოტრექსატის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მეთოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიურობა თირკმლის კლირენსის შემცირების და პლაზმურ ცილებთან შეკავშირებიდან მისი გამოდევნის გამო. მეთოტრექსატთან ერთად კვირაში 15 მგ-ზე მეტი დოზების მიღება უკუნაჩვენებია. მეთოტრექსატთან ერთად კვირაში 15 მგ-ზე ნაკლები დოზით გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი სიფრთხილით, იმ შემთხვევაში თუ პაციენტისთვის სარგებელი აღემატება რისკს.

პრეპარატის და სალიცილატების შემცველი სხვა აასს-ების ერთდროულად გამოყენებისას მაღალი დოზებით აღინიშნება წყლულოვანი მოქმედების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის მომატებული რისკი.

ერთდროული გამოყენებისას, აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს შემდეგი სამკურნალო საშუალებების მოქმედებას:

მეთოტრექსატი თირკმლისმიერი კლირენსის შემცირებისა და ცილებთან შეკავშირების მისი გამოდევნის გამო;

ჰეპარინი და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები თრომბოციტების დისფუნქციის და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ცილებთან შეკავშირების გამოდევნის გამო;

თრომბოლიზური, ანტიაგრეგანტული და ანტიკოაგულანტური პრეპარატები;

დიგოქსინი, მისი თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცირების გამო;

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები (სულფონილშარდოვანას წარმოებულები) და ინსულინი, აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზების ჰიპოგლიკემიური თვისებების და სულფონილშარდოვანას წარმოებულების პლაზმურ ცილებთან შეკავშირებიდან გამოდევნის გამო;

ვალპროის მჟავა ცილებთან შეკავშირებიდან მისი გამოდევნის გამო.

მეტამიზოლთან და ზოგიერთ აასს-ებთან (მათ შორის იბუპროფენთან და ნაპროქსენთან) ერთად გამოყენებისას (იმავე დღის განმავლობაში), აღინიშნება აცეტილსალიცილის მჟავას მიერ გამოწვეული თრომბოციტების ფუნქციის შეუქცევადი ინჰიბირების ანტაგონიზმი.

ამ ეფექტის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. აცეტილსალიცილის მჟავას და მეტამიზოლის ან აასს-ების (მათ შორის იბუპროფენის ან ნაპროქსენის) კომბინირებული მიღება არ არის რეკომენდებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, აცეტილსალიცილის მჟავას კარდიოპროტექტორული ეფექტების შემცირების პოტენციალის გამო.

აცეტილსალიცილის მჟავას და ეთანოლის (ალკოჰოლის) ერთად მიღებისას, იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანების და სისხლდენის დროის გახანგრძლივების რისკი აცეტილსალიცილის მჟავასა და ეთანოლის ურთიერთგამაძლიერებელი ეფექტების გამო.

აცეტილსალიცილის მჟავა ასუსტებს ურიკოზურიული საშუალებების (ბენზბრომარონი) ეფექტს შარდმჟავას კონკურენტული მილაკოვანი ელიმინაციის გამო.

სალიცილატების ელიმინაციის გაძლიერებით, სისტემური კორტიკოსტეროიდები ასუსტებენ მათ მოქმედებას.

ანტაციდები და ქოლესტირამინი ამცირებენ პრეპარატის შეწოვას.

აცეტილსალიცილის მჟავისა და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს ერთდროული გამოყენება შესაძლოა ზრდიდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის რისკს პოტენციური სინერგიული ეფექტის გამო.

დიურეზული საშუალებებისა და აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზით ერთდროული გამოყენება დაკავშირებულია გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირებასთან თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის შემცირების გამო.

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებისდა აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზების კომბინაცია დაკავშირებულია გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირებასთან ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების ინჰიბირების გამო. გარდა ამისა, შეინიშნება აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების პერიოდი;

გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი;

მეთოტრექსატთან ერთდროული გამოყენება (კვირაში 15 მგ-ზე მეტი);

18 წლამდე ასაკის ბავშვები.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100 მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000 მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირი - რკინადეფიციტური ანემია (დაკავშირებული სისხლდენასთან); იშვიათი - ჰემორაგიული ანემია; სიხშირე უცნობია - ჰემოლიზი, ჰემოლიზური ანემია (დაკავშირებული გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის მძიმე ფორმებთან).

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირი - ჰიპერმგრძნობელობა, პრეპარატის აუტანლობა, ალერგიული შეშუპება და ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება); იშვიათი - ანაფილაქსიური რეაქციები; სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური შოკი.

ნერვული სისტემის მხრივ: часто - ხშირი - თავბრუსხვევა; არახშირი - ჰემორაგიული ინსულტი ან ქალასშიდა სისხლჩაქცევა (ლეტალური შედეგის შემთხვევები დაფიქსირდა ერთნაირი სიხშირით <0.1%-ში აცეტილსალიცილის მჟავით თერაპიის მიმღებ პაციენტებში და პლაცებოს მიმღებ პაციენტებში).

სმენის ორგანოებისა და ლაბირინთის მხრივ: ხშირი- ხმაური ყურებში.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - კარდიორესპირატორული დისტრეს სინდრომი (დაკავშირებული მძიმე ალერგიულ რეაქციებთან).

სისხლძარღვების მხრივ: არახშირი - ჰემატომები; იშვიათი - ჰემორაგია, კუნთოვანი სისხლჩაქცევები; სიხშირე უცნობია - სისხლდენა სამედიცინო ჩარევის დროს.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: ხშირი - ცხვირიდან სისხლდენა, რინიტი; არახშირი - ცხვირის დახშობა; სიხშირე უცნობია - ასპირინით გამოწვეული ბონქული ასთმა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი: დისპეფსია, ტკივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და მუცლის არეში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა; არახშირი: ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულები და ეროზიები; იშვიათი: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის პერფორირებული წყლულები.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირი - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; იშვიათი - ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირი - კანისმიერი გამონაყარი, ქავილი; არახშირი - ჭინჭრის ციება.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: ხშირი - სისხლდენა შარდ-სასქესო გზებიდან; იშვიათი - თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის მწვავე უკმარისობა (პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევებით, რომლებიც აღენიშნებათ აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატებით მკურნალობის დაწყებამდე).

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება. თუ პაციენტს სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული გვერდითი მოვლენა განუვითარდება ან ახალი გვერდითი რეაქცია აღინიშნა, რომელიც ამ პარაგრაფში არ არის აღწერილი, გთხოვთ, ამის შესახებ შეატყობინოთ ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

საშუალო ხარისხის დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტინიტუსი, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება; სიმპტომური თერაპია.

მძიმე ხარისხის დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: ციებ-ცხელება, ჰიპერვენტილაცია, კეტოაციდოზი, რესპირატორული ალკალოზი, კომა, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვითი უკმარისობა, გამოხატული ჰიპოგლიკემია.

მკურნალობა: სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია სპეციალიზებულ განყოფილებებში გადაუდებელი თერაპიისთვის (კუჭის ამორეცხვა, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის განსაზღვრა, ტუტე და ფორსირებული ტუტე დიურეზი, ჰემოდიალიზი, ხსნარების, აქტივირებული ნახშირის შეყვანა, სიმპტომური თერაპია). ტუტე დიურეზი ტარდება pH-ის 7.5-8 მნიშვნელობებამდე. ფორსირებული ტუტე დიურეზი უნდა ჩატარდეს, როდესაც სისხლის პლაზმაში სალიცილატების კონცენტრაცია მოზრდილებში 500 მგ/ლ-ზე (3.6 მმოლ/ლ) და ბავშვებში 300 მგ/ლ-ზე (2.2 მმოლ/ლ) მეტია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

ასმადა 75 მგ/15,2 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა 75 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი 15,2 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი® თეთრი YS-1-7040 (ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი).

ასმადა 150 მგ/30,39 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა 150 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი 30,39 მგ.

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

აღწერა:

ასმადა 75 მგ/15,2 მგ: გულის ფორმის, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ასმადა 150 მგ/30,39 მგ: ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს გამყოფი ღარით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (ჰეპარინის გარდა) კომბინაციებში. ათქ კოდი: B01AC30.

ასმადა არის კომბინირებული სამკურნალო საშუალება ანტიაგრეგანტული მოქმედებით.

მოქმედების მექანიზმი

აცეტილსალიცილის მჟავა შეუქცევადად აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას (ცოგ-1), რითიც ბლოკავს თრომბოქსან A2-ის სინთეზს და თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას. ითვლება, რომ აცეტილსალიცილის მჟავას თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების სხვა მექანიზმებიც აქვს, რაც აფართოებს მისი გამოყენების დიაპაზონს სხვადასხვა სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს. აცეტილსალიცილის მჟავას ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტები.

მაგნიუმის ჰიდროქსიდმა შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭის ლორწოვანი გარსის დაცვას აცეტილსალიცილის მჟავას ზემოქმედებისგან.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აცეტილსალიცილის მჟავა

შეწოვა

პერორალურად მიღების შემდეგ, აცეტილსალიცილის მჟავა სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. შეწოვის დროს და მის შემდეგ, აცეტილსალიცილის მჟავა გარდაიქმნება მის მთავარ მეტაბოლიტად, სალიცილის მჟავად. აცეტილსალიცილის მჟავის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 20 წუთის შემდეგ, ხოლო სალიცილის მჟავა პიკს აღწევს 1-2 საათის შემდეგ. საკვებთან ერთად მიღებისას აღინიშნება აცეტილსალიცილის მჟავის შეწოვის შენელება, შეწოვის ხარისხზე გავლენის გარეშე.

აცეტილსალიცილის მჟავის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70%-ია, თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს, რადგან აცეტილსალიცილის მჟავა ფერმენტების მოქმედებით განიცდის პრესისტემურ ჰიდროლიზს (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსსა და ღვიძლში) სალიცილის მჟავად. სალიცილის მჟავის ბიოშეღწევადობა 80-100%-ია.

განაწილება

აცეტილსალიცილის მჟავა და სალიცილის მჟავა მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმურ ცილებს და სწრაფად ნაწილდება მთელ ორგანიზმში. სალიცილის მჟავას შეკავშირების ხარისხი პლაზმურ ცილებთან დამოკიდებულია კონცენტრაციაზე. სალიცილის მჟავა კვეთს პლაცენტას და გამოიყოფა დედის რძეში.

ბიოგარდაქმნა

აცეტილსალიცილის მჟავას ძირითადი მეტაბოლიტია სალიცილის მჟავა. სალიცილის მჟავა მეტაბოლიზდება ღვიძლში სალიცილის მჟავას, სალიცილის მჟავის ფენოლური გლუკურონიდის, სალიცილგლუკურონიდის და გენტისინის მჟავას წარმოქმნით.

გამოყოფა

აცეტილსალიცილის მჟავას ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 15 წუთია, რადგან აცეტილსალიცილის მჟავას ფერმენტების მინაწილეობით ის სწრაფად ჰიდროლიზდება სალიცილის მჟავად ნაწლავში, ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. სალიცილის მჟავის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათია, მაგრამ ის შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს აცეტილსალიცილის მჟავას დიდი დოზების (3.0 გ-ზე მეტი) ერთდროული მიღებისას ფერმენტული სისტემების გაჯერების გამო. სალიცილის მჟავა და მისი მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა.

მაგნიუმის ჰიდროქსიდი

შეწოვა

მაგნიუმის ჰიდროქსიდს ახასიათებს დაბალი შეწოვა და არ ახდენს სისტემურ მოქმედებას.

განაწილება და ბიოგარდაქმნა

მაგნიუმის ჰიდროქსიდი არ მეტაბოლიზდება.

გამოყოფა

მაგნიუმის ჰიდროქსიდი გამოიყოფა ნაწლავებით.

გამოყენებული მაგნიუმის ჰიდროქსიდის დოზები გავლენას არ ახდენს აცეტილსალიცილის მჟავას ბიოშეღწევადობაზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების დღიდან.

არ შეიძლება გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ასმადა

სამკურნალო საშუალების დასახელება

ასმადა, Asmada

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება

აცეტილსალიცილის მჟავა + მაგნიუმის ჰიდროქსიდი

Acetylsalicylic acid + Magnesium hydroxide

შემადგენლობა

ასმადა 75 მგ/15,2 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა 75 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი 15,2 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი® თეთრი YS-1-7040 (ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი).

ასმადა 150 მგ/30,39 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა 150 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი 30,39 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი® თეთრი YS-1-7040 (ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი).

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

აღწერა:

ასმადა 75 მგ/15,2 მგ: გულის ფორმის, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ასმადა 150 მგ/30,39 მგ: ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს გამყოფი ღარით.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ასმადა გამოიყენება მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ.

არასტაბილური სტენოკარდია და სტაბილური სტენოკარდია;

მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;

განმეორებითი გარდამავალი იშემიური შეტევის (გიშ) და განმეორებითი იშემიური ინსულტის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც ადრე გადატანილი აქვთ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

სისხლძარღვებზე ოპერაციისა და ინვაზიური ჩარევების შემდეგ თრომბოზული გართულებების პროფილაქტიკა (როგორიცაა კორონარული არტერიის შუნტირება, საძილე არტერიის ენდარტერექტომია, არტერიოვენური შუნტირება, კორონარული არტერიის ანგიოპლასტიკა და სტენტირება, და საძილე არტერიის ანგიოპლასტიკა).

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირების რეჟიმი

არასტაბილური და სტაბილური სტენოკარდია

პრეპარატ ასმადას 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) 75-150 მგ დოზით, დღე-ღამეში ერთხელ.

მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა

პრეპარატ ასმადას 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ასმ-ს 75-150 მგ დოზით, დღე-ღამეში ერთხელ.

განმეორებითი გიშ-ის და განმეორებითი იშემიური ინსულტის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც ადრე გადატანილი აქვთ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა

პრეპარატ ასმადას 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ასმ-ს 75-150 მგ დოზით, დღე-ღამეში ერთხელ.

სისხლძარღვებზე ოპერაციისა და ინვაზიური ჩარევების შემდეგ თრომბოზული გართულებების პროფილაქტიკა (როგორიცაა კორონარული არტერიის შუნტირება, საძილე არტერიის ენდარტერექტომია, არტერიოვენური შუნტირება, კორონარული არტერიის ანგიოპლასტიკა და სტენტირება, და საძილე არტერიის ანგიოპლასტიკა)

პრეპარატ ასმადას 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ასმ-ს 75-150 მგ დოზით, დღე-ღამეში ერთხელ.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

პრეპარატი ასმადა უკუნაჩვენებია თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში. სიფრთხილეა საჭირო თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რადგან აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობის და თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

პრეპარატი ასმადა უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში. სიფრთხილეა საჭირო ამ მედიკამენტის გამოყენებისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ბავშვები

აცეტილსალიცილის მჟავასა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის კომბინაციის შემცველი მედიკამენტების უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს. პრეპარატ ასმადას გამოყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში უკუნაჩვენებია.

ამ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ჩვენებისთვის, იმ მიღების წესის მიხედვით და იმ დოზებში, რომელიც მოცემულია ინსტრუქციებში.

მიღების წესი

პრეპარატი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით. საჭიროების შემთხვევაში, ტაბლეტები შეიძლება შუაზე გაიტეხოს, ჩაიღეჭოს ან წინასწარ დაიფშვნას.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას, პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ;

სისხლჩაქცევა თავის ტვინში;

მიდრეკილება სისხლდენისადმი (K ვიტამინის დეფიციტი, თრომბოციტოპენია, ჰემორაგიული დიათეზი);

სალიცილატების და აასს-ების მიღებით გამოწვეული ბრონქული ასთმა;

ბრონქული ასთმის, მორეციდივე ცხვირის და პარანაზალური წიაღების პოლიპოზის და აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს-ების, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) ინჰიბიტორების მიმართ აუტანლობის (მათ შორის ანამნეზში) სრული ან ნაწილობრივი კომბინაცია;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული და წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში);

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები);

III-IV ფუნქციური კლასის ქრონიკული გულის უკმარისობა, ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) კლასიფიკაციის მიხედვით;

ორსულობა (ორსულობის პირველი ტრიმესტრი, მეორე ტრიმესტრი 20 კვირის შემდეგ და მესამე ტრიმესტრი);

ძუძუთი კვების პერიოდი;

გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი;

მეთოტრექსატთან ერთდროული გამოყენება (კვირაში 15 მგ-ზე მეტი);

18 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, ასევე ბრონქული ასთმის შეტევები და სხვა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რისკ-ფაქტორებია ანამნეზში ბრონქული ასთმის შეტევები, თივის ცხელება, ცხვირის პოლიპოზი, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ასევე ალერგიული რეაქციები სხვა პრეპარატებზე (მაგ., კანისმიერი რეაქციები, ქავილი, ჭინჭრის ციება).

აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმძიმის სისხლდენა ქირურგიული ჩარევის დროს და მის შემდეგ. დაგეგმილ ქირურგიულ ჩარევამდე რამდენიმე დღით ადრე, სისხლდენის რისკი უნდა შეფასდეს იშემიური გართულებების რისკთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზებს. თუ სისხლდენის განვითარების რისკი მაღალია, აცეტილსალიცილის მჟავას მიღება უნდა შეწყდეს. აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენება ანტიკოაგულანტებთან, თრომბოლიზურ საშუალებებთან და ანტითრომბოციტარულ პრეპარატებთან ერთად ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.

აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზებში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის განვითარება მიდრეკილების მქონე პაციენტებში (შარდმჟავას შემცირებული გამოყოფით).

აცეტილსალიცილის მჟავას და მეთოტრექსატის ერთად გამოყენება დაკავშირებულია ჰემატოპოეზურ სისტემაში გვერდითი მოვლენების გაზრდილ სიხშირესთან.

აცეტილსალიცილის მჟავას მაღალ დოზებს აქვთ ჰიპოგლიკემიური ეფექტი, რაც გასათვალისწინებელია პრეპარატის დანიშვნისას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს და ინსულინს.

სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების (გკს) და სალიცილატების ერთდროული გამოყენება ამცირებს სალიცილატის კონცენტრაციას სისხლში, ხოლო სისტემური სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სალიცილატით დოზის გადაჭარბება.

მეტამიზოლმა და ზოგიერთმა აასს-მ (მათ შორის იბუპროფენმა და ნაპროქსენმა) შეიძლება შეასუსტოს აცეტილსალიცილის მჟავას მაინჰიბირებელი ეფექტი თრომბოციტების აგრეგაციაზე. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას და გეგმავენ მეტამიზოლის ან აასს-ების მიღებას, ეს საკითხი უნდა განიხილონ მკურნალ ექიმთან.

აცეტილსალიცილის მჟავას რეკომენდებული თერაპიული დოზის გადაჭარბება დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკთან.

ხანგრძლივი ანტიაგრეგაციული თერაპიისთვის აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზით გამოყენებისას, ხანდაზმულ პაციენტებში სიფრთხილეა საჭირო კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკის გამო.

აცეტილსალიცილის მჟავას და ალკოჰოლის ერთად მიღება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანების და სისხლდენის დროის გახანგრძლივების რისკს.

თირკმლის არტერიის დაზიანების, გულის ქრონიკული უკმარისობის, ჰიპოვოლემიის, სერიოზული ქირურგიული ჩარევის, სეფსისის ან მასიური სისხლდენის შემთხვევების გამო სისხლის მიმოქცევის დარღვევის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, პრეპარატი ასმადა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის მწვავე უკმარისობის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი.

გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის მძიმე შემთხვევებში, აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი და ჰემოლიზური ანემია. ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ჰემოლიზის განვითარების რისკი, მოიცავს ცხელებას, მწვავე ინფექციებს და პრეპარატის მაღალ დოზებს.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატები არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ან არ ახლავს ცხელება. გარკვეული ვირუსული დაავადებები, განსაკუთრებით A ტიპის გრიპი, B ტიპის გრიპი და ჩუტყვავილა, შეიცავს რეის სინდრომის განვითარების რისკს, რომელიც ძალიან იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატი გამოიყენება თანმხლები თერაპიის სახით, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადასტურებული არ არის. ამ დაავადებებთან დაკავშირებული უკონტროლო ღებინება შეიძლება იყოს რეის სინდრომის სიმპტომი.

პრეპარატის თვითნებურად მიღებისას არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ ხანგრძლივობას ან რეკომენდებულ დოზას. თუ დაავადების სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება, რეკომენდებულია ექიმთან მიმართვა.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში, რომელბსაც აქვთ პოდაგრა, ჰიპერურიკემია, ანამნეზში არსებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ბრონქული ასთმა, თივის ცხელება, ცხვირის პოლიპოზი, ანალგეტიკური საშუალებების, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, ანტირევმატული პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ასევე ალერგიული რეაქციები სხვა ნივთიერებების მიმართ, მოსალოდნელი ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში (მათ შორის მცირე, მაგალითად, კბილის ამოღება); ორსულობის მეორე ტრიმესტრი 20 კვირამდე პერიოდში.

სიფრთხილეა საჭირო შემდეგი პრეპარატების თანმხლები მიღებისას: მეტოტრექსატი 15 მგ-ზე ნაკლები დოზით კვირაში; ანტიკოაგულანტური საშუალებები, თრომბოლიზური ან სხვა ანტიაგრეგანტული საშუალებები; მეტამიზოლი და აასს-ები (მათ შორის იბუპროფენი, ნაპროქსენი), დიგოქსინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები (სულფონილშარდოვანას წარმოებულები) და ინსულინი, ვალპროის მჟავა, ეთანოლი და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები.

თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელიმე, პრეპარატის გამოყენებამდე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

შეუთავსებლობა

მონაცემები არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პრეპარატ ასმადას და მეთოტრექსატის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მეთოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიურობა თირკმლის კლირენსის შემცირების და პლაზმურ ცილებთან შეკავშირებიდან მისი გამოდევნის გამო. მეთოტრექსატთან ერთად კვირაში 15 მგ-ზე მეტი დოზების მიღება უკუნაჩვენებია. მეთოტრექსატთან ერთად კვირაში 15 მგ-ზე ნაკლები დოზით გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი სიფრთხილით, იმ შემთხვევაში თუ პაციენტისთვის სარგებელი აღემატება რისკს.

პრეპარატის და სალიცილატების შემცველი სხვა აასს-ების ერთდროულად გამოყენებისას მაღალი დოზებით აღინიშნება წყლულოვანი მოქმედების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის მომატებული რისკი.

ერთდროული გამოყენებისას, აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს შემდეგი სამკურნალო საშუალებების მოქმედებას:

მეთოტრექსატი თირკმლისმიერი კლირენსის შემცირებისა და ცილებთან შეკავშირების მისი გამოდევნის გამო;

ჰეპარინი და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები თრომბოციტების დისფუნქციის და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ცილებთან შეკავშირების გამოდევნის გამო;

თრომბოლიზური, ანტიაგრეგანტული და ანტიკოაგულანტური პრეპარატები;

დიგოქსინი, მისი თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცირების გამო;

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები (სულფონილშარდოვანას წარმოებულები) და ინსულინი, აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზების ჰიპოგლიკემიური თვისებების და სულფონილშარდოვანას წარმოებულების პლაზმურ ცილებთან შეკავშირებიდან გამოდევნის გამო;

ვალპროის მჟავა ცილებთან შეკავშირებიდან მისი გამოდევნის გამო.

მეტამიზოლთან და ზოგიერთ აასს-ებთან (მათ შორის იბუპროფენთან და ნაპროქსენთან) ერთად გამოყენებისას (იმავე დღის განმავლობაში), აღინიშნება აცეტილსალიცილის მჟავას მიერ გამოწვეული თრომბოციტების ფუნქციის შეუქცევადი ინჰიბირების ანტაგონიზმი.

ამ ეფექტის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. აცეტილსალიცილის მჟავას და მეტამიზოლის ან აასს-ების (მათ შორის იბუპროფენის ან ნაპროქსენის) კომბინირებული მიღება არ არის რეკომენდებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, აცეტილსალიცილის მჟავას კარდიოპროტექტორული ეფექტების შემცირების პოტენციალის გამო.

აცეტილსალიცილის მჟავას და ეთანოლის (ალკოჰოლის) ერთად მიღებისას, იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანების და სისხლდენის დროის გახანგრძლივების რისკი აცეტილსალიცილის მჟავასა და ეთანოლის ურთიერთგამაძლიერებელი ეფექტების გამო.

აცეტილსალიცილის მჟავა ასუსტებს ურიკოზურიული საშუალებების (ბენზბრომარონი) ეფექტს შარდმჟავას კონკურენტული მილაკოვანი ელიმინაციის გამო.

სალიცილატების ელიმინაციის გაძლიერებით, სისტემური კორტიკოსტეროიდები ასუსტებენ მათ მოქმედებას.

ანტაციდები და ქოლესტირამინი ამცირებენ პრეპარატის შეწოვას.

აცეტილსალიცილის მჟავისა და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს ერთდროული გამოყენება შესაძლოა ზრდიდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის რისკს პოტენციური სინერგიული ეფექტის გამო.

დიურეზული საშუალებებისა და აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზით ერთდროული გამოყენება დაკავშირებულია გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირებასთან თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის შემცირების გამო.

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებისდა აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზების კომბინაცია დაკავშირებულია გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირებასთან ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების ინჰიბირების გამო. გარდა ამისა, შეინიშნება აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა აცეტილსალიცილის მჟავას რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში სალიცილატების მაღალი დოზები დაკავშირებულია ნაყოფის მანკების შემთხვევების ზრდასთან. ორსულობის პირველ ტრიმესტრში აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატების გამოყენება უკუნაჩვენებია. მეორე ტრიმესტრში, 20 კვირამდე, სალიცილატები უნდა დაინიშნოს მხოლოდ რისკისა და სარგებლის საგულდაგულო შეფასებით. აასს-ების გამოყენება უკუნაჩვენებია ქალებში ორსულობის მე-20 კვირიდან, ახალშობილში ოლიგოჰიდრამნიონის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის (ნეონატალური თირკმლის დისფუნქცია) პოტენციალის გამო.

ორსულობის ბოლო ტრიმესტრში სალიცილატების მაღალი დოზები (300 მგ-ზე მეტი დღეში) იწვევს მშობიარობის შეფერხებას, ნაყოფში არტერიული სადინრის ნაადრევ დახურვას, დედასა და ნაყოფში სისხლდენის გაძლიერებას, ხოლო უშუალოდ მშობიარობის წინ მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ქალასშიდა სისხლჩაქცევა, განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში.

ძუძუთი კვების პერიოდი

სალიცილატები და მათი მეტაბოლიტები მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. არსებული კლინიკური მონაცემები არასაკმარისია ამ პრეპარატის ძუძუთი კვების დროს გამოყენების ან არ გამოყენების შესაფერისობის დასადგენად. ძუძუთი კვების დროს აცეტილსალიცილის მჟავას დანიშვნამდე უნდა შეფასდეს თერაპიის პოტენციური სარგებელი ჩვილისთვის პოტენციურ რისკთან შედარებით.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატით მკურნალობის დროს სიფრთხილეა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და პოტენციურად საშიში საქმიანობების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100 მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000 მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირი - რკინადეფიციტური ანემია (დაკავშირებული სისხლდენასთან); იშვიათი - ჰემორაგიული ანემია; სიხშირე უცნობია - ჰემოლიზი, ჰემოლიზური ანემია (დაკავშირებული გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის მძიმე ფორმებთან).

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირი - ჰიპერმგრძნობელობა, პრეპარატის აუტანლობა, ალერგიული შეშუპება და ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება); იშვიათი - ანაფილაქსიური რეაქციები; სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური შოკი.

ნერვული სისტემის მხრივ: часто - ხშირი - თავბრუსხვევა; არახშირი - ჰემორაგიული ინსულტი ან ქალასშიდა სისხლჩაქცევა (ლეტალური შედეგის შემთხვევები დაფიქსირდა ერთნაირი სიხშირით <0.1%-ში აცეტილსალიცილის მჟავით თერაპიის მიმღებ პაციენტებში და პლაცებოს მიმღებ პაციენტებში).

სმენის ორგანოებისა და ლაბირინთის მხრივ: ხშირი- ხმაური ყურებში.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - კარდიორესპირატორული დისტრეს სინდრომი (დაკავშირებული მძიმე ალერგიულ რეაქციებთან).

სისხლძარღვების მხრივ: არახშირი - ჰემატომები; იშვიათი - ჰემორაგია, კუნთოვანი სისხლჩაქცევები; სიხშირე უცნობია - სისხლდენა სამედიცინო ჩარევის დროს.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: ხშირი - ცხვირიდან სისხლდენა, რინიტი; არახშირი - ცხვირის დახშობა; სიხშირე უცნობია - ასპირინით გამოწვეული ბონქული ასთმა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი: დისპეფსია, ტკივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და მუცლის არეში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა; არახშირი: ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულები და ეროზიები; იშვიათი: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის პერფორირებული წყლულები.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირი - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; იშვიათი - ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირი - კანისმიერი გამონაყარი, ქავილი; არახშირი - ჭინჭრის ციება.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: ხშირი - სისხლდენა შარდ-სასქესო გზებიდან; იშვიათი - თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის მწვავე უკმარისობა (პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევებით, რომლებიც აღენიშნებათ აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატებით მკურნალობის დაწყებამდე).

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება. თუ პაციენტს სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული გვერდითი მოვლენა განუვითარდება ან ახალი გვერდითი რეაქცია აღინიშნა, რომელიც ამ პარაგრაფში არ არის აღწერილი, გთხოვთ, ამის შესახებ შეატყობინოთ ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემის შესაბამისად.

დოზის გადაჭარბება

საშუალო ხარისხის დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტინიტუსი, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება; სიმპტომური თერაპია.

მძიმე ხარისხის დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: ციებ-ცხელება, ჰიპერვენტილაცია, კეტოაციდოზი, რესპირატორული ალკალოზი, კომა, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვითი უკმარისობა, გამოხატული ჰიპოგლიკემია.

მკურნალობა: სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია სპეციალიზებულ განყოფილებებში გადაუდებელი თერაპიისთვის (კუჭის ამორეცხვა, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის განსაზღვრა, ტუტე და ფორსირებული ტუტე დიურეზი, ჰემოდიალიზი, ხსნარების, აქტივირებული ნახშირის შეყვანა, სიმპტომური თერაპია). ტუტე დიურეზი ტარდება pH-ის 7.5-8 მნიშვნელობებამდე. ფორსირებული ტუტე დიურეზი უნდა ჩატარდეს, როდესაც სისხლის პლაზმაში სალიცილატების კონცენტრაცია მოზრდილებში 500 მგ/ლ-ზე (3.6 მმოლ/ლ) და ბავშვებში 300 მგ/ლ-ზე (2.2 მმოლ/ლ) მეტია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (ჰეპარინის გარდა) კომბინაციებში. ათქ კოდი: B01AC30.

ასმადა არის კომბინირებული სამკურნალო საშუალება ანტიაგრეგანტული მოქმედებით.

მოქმედების მექანიზმი

აცეტილსალიცილის მჟავა შეუქცევადად აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას (ცოგ-1), რითიც ბლოკავს თრომბოქსან A2-ის სინთეზს და თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას. ითვლება, რომ აცეტილსალიცილის მჟავას თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების სხვა მექანიზმებიც აქვს, რაც აფართოებს მისი გამოყენების დიაპაზონს სხვადასხვა სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს. აცეტილსალიცილის მჟავას ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტები.

მაგნიუმის ჰიდროქსიდმა შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭის ლორწოვანი გარსის დაცვას აცეტილსალიცილის მჟავას ზემოქმედებისგან.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აცეტილსალიცილის მჟავა

შეწოვა

პერორალურად მიღების შემდეგ, აცეტილსალიცილის მჟავა სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. შეწოვის დროს და მის შემდეგ, აცეტილსალიცილის მჟავა გარდაიქმნება მის მთავარ მეტაბოლიტად, სალიცილის მჟავად. აცეტილსალიცილის მჟავის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 20 წუთის შემდეგ, ხოლო სალიცილის მჟავა პიკს აღწევს 1-2 საათის შემდეგ. საკვებთან ერთად მიღებისას აღინიშნება აცეტილსალიცილის მჟავის შეწოვის შენელება, შეწოვის ხარისხზე გავლენის გარეშე.

აცეტილსალიცილის მჟავის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70%-ია, თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს, რადგან აცეტილსალიცილის მჟავა ფერმენტების მოქმედებით განიცდის პრესისტემურ ჰიდროლიზს (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსსა და ღვიძლში) სალიცილის მჟავად. სალიცილის მჟავის ბიოშეღწევადობა 80-100%-ია.

განაწილება

აცეტილსალიცილის მჟავა და სალიცილის მჟავა მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმურ ცილებს და სწრაფად ნაწილდება მთელ ორგანიზმში. სალიცილის მჟავას შეკავშირების ხარისხი პლაზმურ ცილებთან დამოკიდებულია კონცენტრაციაზე. სალიცილის მჟავა კვეთს პლაცენტას და გამოიყოფა დედის რძეში.

ბიოგარდაქმნა

აცეტილსალიცილის მჟავას ძირითადი მეტაბოლიტია სალიცილის მჟავა. სალიცილის მჟავა მეტაბოლიზდება ღვიძლში სალიცილის მჟავას, სალიცილის მჟავის ფენოლური გლუკურონიდის, სალიცილგლუკურონიდის და გენტისინის მჟავას წარმოქმნით.

გამოყოფა

აცეტილსალიცილის მჟავას ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 15 წუთია, რადგან აცეტილსალიცილის მჟავას ფერმენტების მინაწილეობით ის სწრაფად ჰიდროლიზდება სალიცილის მჟავად ნაწლავში, ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. სალიცილის მჟავის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათია, მაგრამ ის შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს აცეტილსალიცილის მჟავას დიდი დოზების (3.0 გ-ზე მეტი) ერთდროული მიღებისას ფერმენტული სისტემების გაჯერების გამო. სალიცილის მჟავა და მისი მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა.

მაგნიუმის ჰიდროქსიდი

შეწოვა

მაგნიუმის ჰიდროქსიდს ახასიათებს დაბალი შეწოვა და არ ახდენს სისტემურ მოქმედებას.

განაწილება და ბიოგარდაქმნა

მაგნიუმის ჰიდროქსიდი არ მეტაბოლიზდება.

გამოყოფა

მაგნიუმის ჰიდროქსიდი გამოიყოფა ნაწლავებით.

გამოყენებული მაგნიუმის ჰიდროქსიდის დოზები გავლენას არ ახდენს აცეტილსალიცილის მჟავას ბიოშეღწევადობაზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების დღიდან.

არ შეიძლება გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

20 ტაბლეტი ბლისტერზე. 2 ან 5 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

30 ან 100 ტაბლეტი პლასტმასის ფლაკონში ბავშვებისგან დამცავი ხრახნიანი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემმუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარი / სტამბოლი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა