პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

არიქსტრა 2.5მგ/0.5მლ

AriXtra™ 2.5mg/0.5ml

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

ვენური თრომბოემბოლიების გამოვლინებების პროფილაქტიკა (VTE) იმ პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან ქვედა კიდურების მნიშვნელოვან ქირურგიულ ოპერაციებს, როგორიცაა: ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მათ შორის ხანგრძლივი პროფილაქტიკა; მუხლის რეპლანტაციის ოპერაცია; თეძოს რეპლანტაციის ოპერაცია; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფონდაპარინუქსი (fondaparinux)
ფორმა და შეფუთვა
2.5მგ/0.5მლ 0.5მლ ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი მზა შპრიცი №10
მწარმოებელი
Aspen Notre Dame de Bondeville, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, ანტითრომბოზული სხვა საშუალებები
ATC კოდი
B01AX05
რეგისტრაციის ნომერი
რ-024527
რეგისტრირებულია
27 თებერვალი 2018, მოქმედებს 27 თებერვალი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ფარმკაპიტალი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაარიქსტრა 2.5მგ/0.5მლ და სხვა წამალი ერთად

არიქსტრა 2.5მგ/0.5მლ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვენური თრომბოემბოლიების გამოვლინებების პროფილაქტიკა (VTE) იმ პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან ქვედა კიდურების მნიშვნელოვან ქირურგიულ ოპერაციებს, როგორიცაა:

ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მათ შორის ხანგრძლივი პროფილაქტიკა;

მუხლის რეპლანტაციის ოპერაცია;

თეძოს რეპლანტაციის ოპერაცია;

ვენური თრომბოემბოლიების გამოვლინებების პროფილაქტიკა (VTE) იმ პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან მუცლის ღრუს ოპერაციებს და რომლებიც არიან თრომბოემბოლიური გართულებების რისკის ქვეშ.

ვენური თრომბოემბოლიების გამოვლიენებების პროფილაქტიკა (VTE) იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან თრომბოემბოლიური გართულებების რისკის ქვეშ, რომელიც წარმოადგენს შეზღუდული მოძრაობის შედეგს მწვავე დაავადების დროს.

მწვავე ღრმა ვენური თრომბოზის მკურნალობა (DVT).

მწვავე პულმონური ემბოლიზმის მკურანალობა (PE).

არასტაბილური ანგინას ან მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (UA/NSTEMI), მწვავე კორონარული სინდრომი სიკვდილის პრევენციისთვის, მიოკარდიუმის ინფარქტი რეფრაქტერული იშემიის შემდეგ. არიქსტრა ამცირებდა სიკვდილიანობას UA/NSTEMI-ს მქონე პაციენტებში.

მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა ST სეგმენტის ელევაციით (STEMI), მწვავე კორონარული სინდრომი სიკვდილის პრევენციისთვის და მიოკარდიუმის რე-ინფარქტის პრევენცია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ თრომბოლიზური საშუალებებით ან რომლებიც არ იღებენ რეპერფუზიულ თერაპიას. არიქსტრა ამცირებდა სიკვდილობას STEMI-ს მქონე პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება

კანქვეშ შეყვანა

შეყვანის ადგილად შეიძელება გამოყენებული იქნას მარჯვენა და მარცხენა წინალატერალურ და მარჯვენა და მარცხენა უკანა ლატერალურ მუცლის კედლებს შორის ადგილი. წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენებისას სამკურნალო პრეპარატის დანაკარგის თავიდან ასაცილებლად არ გამოდევნოთ ჰაერის ბუშტები ინიექციამდე. შეჰყავთ საჩვეენბელ თითსა და ცერა თითს შორის მოქცეულ კანის ნაკეცში, პერპენდიკულარულად, კანის ნაკეცის მთელ სიგრძეზე. კანის ნაკეცი უნდა იყოს მოთავსებული თითებს შორის მთელი ინიექციის განმავლობაში.

არიქსტრას გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის მითითებით. პაციენეტებს ინიექციის საკუთარ თავზე გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს ექიმი და მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. კანქვეშა ინიექციების შესასწავლად უნდა ჩატარდეს შესაბამისი ტრენინგი. საკუთარ თავზე ინიექციის ჩატარების ტექნიკა აღწერილია ფურცელ-ჩანართში (იხილე გამოყენების/მართვის ინსტრუქცია).

ინტრავენური გამოყენება (პირველი დოზა მხოლოდ STEMI-ს მქონე პაციენტებში)

ინტრავენური გამოყენების დროს ვენაში შეჰყავთ მზა ხსნარი ან შეყვანა ხდება მცირე მოცულობის (25 ან 50 მლ) 0.9%-იანი მარილიანი ხსნარის ფლაკონის გამოყენებით. სამკურნალო პრეპარატის დანაკარგის თავიდან ასაცილებლად არ გამოდევნოთ ჰაერის ბუშტები ინიექციამდე. ინიექციის შემდეგ ინტრავენური მილი კარგად უნდა ჩაირეცხოს მარილიანი ხსნარით, რათა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი სრულად მიიღეთ. მინი ფლაკონის გამოყენებისას ინფუზია უნდა გაგრძელდეს 1-2 წუთი.

მოზრდილები

VTE-ს პროფილაქტიკა

ორთოპედიული და აბდომინალური ქირურგია: არიქსტრას რეკომენდებული დოზა არის 2.5 მგ ერთხელ დღეში, კანქვეშ, ოპერაციის შემდეგ.

პირველი დოზის შეყვანა უნდა მოხდეს ქირურგიული ოპერაციის დამთავრებიდან არა უადრეს 6 საათში და მხოლოდ ჰემოსტასის მიღწევის პირობებში (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ვენური თრომბოემბოლიების რისკის შემცირებამდე, ჩვეულებრივ სანამ პაციენტი გაეწერება, სულ მცირე 5-9 დღე ოპერაციის შემდეგ. გამოცდილება აჩვენებს, რომ თეძოს მოტეხილობის მქონე პაციენტებში ოპერაციის შემდეგ VTE-ს რისკი გრძელდება 9 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. ასეთი პაციენტებისათვის რეკომენდებულია დამატებით არიქსტრას პროფილაქტიკური გამოყენება 24 დღის განმავლობაში (იხილე კლინიკური კვლევები).

თრომბოემბოლიური გართულებების რისკის მქონე პაციენტები: არიქსტრას რეკომენდირებული დოზა არის 2.5 მგ ერთხელ დღეში, კანქვეშ შეყვანის გზით. მკურნალობის ხანგრძლივობა 6-დან 14 დღემდე კლინიკურად იქნა შესწავლილი (იხ. კლინიკური კვლევები).

DVT-ს და PE-ს მკურნალობა

არიქსტრას რეკომენდებული დოზა კანქვეშა ინიექციებისთვის არის:

5 მგ – 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში;

  • 5 მგ – 50–100 კგ სხეულის მასის მქონე პაციენტებში;

10 მგ – 100 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებში.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 5 დღის განმავლობაშიE და არ უნდა შეწყდეს სანამ არ იქნება შესაძლებელი პერორალური ანტიკოაგუალანტებით ადექვატური თერაპიის ჩატარაება (საერთაშორისო ნორმირებული კოეფიცეინტი 2-დან 3-მდე.). რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს K ვიტამინის ანტაგონისტების ერთდროული გამოყენება, ჩვეულებრივ 72 საათის განმავლობაში. ჩვეულებრივ არიქსტრათი მკურნალობის ხანგრძლივობა 5_9 დღეს შეადგენს (იხილე კლინიკური კვლევები).

არასტაბილური სტენოკარდიის/ ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (UA/NSTEMI) მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა

არიქსტრას რეკომენდებული დოზაა 2.5 მგ ერთხელ დღეში, კანქვეშ. მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად დიაგნოსის დასმის შემდეგ და გაგრძელდეს 8 დღე ან საავადმყოფოდან გაწერამდე.

თუ არიქსტრათი მკურნალობის დროს პაციენტს უნდა ჩაუტარდეს კანქვეშა კორონარული ჩარევა (PCI), ამ პროცედურის დროს სტანდარტულად უნდა გამოიყენონ არაფრაქციონირებული ჰეპარინი (UFH), სისხლდენის განვითარების რისკის გათვალისწინებით, არიქსტრას ბოლო შეყვანის დროის ჩათვლით (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

კათეტერის მოხსნის შემდეგ კანქვეშ არიქსტრას კვლავ გამოყენება განისაზღვრება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. UA/NSTEMI კლინიკურ კვლევაში არიქსტრას გამოყენება განახლდა კათეტერის მოხსნიდან სულ მცირე 2 საათის შემდეგ. პაციენტებში, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ კორონარული არტერიის შუნტირება (CABG), შეძლებისდაგვარად, არიქსტრა არ უნდა იყოს გამოყენებული ოპერაციამდე 24 საათის განმავლობაში, ხოლო მისი გამოყენება შეიძლება განახლდეს 48 საათის შემდეგ ოპერაციის დასრულებიდან.

ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა (STEMI)

არიქსტრას რეკომენდებული დოზაა 2.5 მგ ერთხელ დღეში. პირველი დოზის გამოყენება ხდება ინტრავენურად, შემდეგის _ კანქვეშ. მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე დიაგნოზის შემდეგ და გაგრძელდეს 8 დღე ან საავადმყოფოდან გაწერამდე.

კათეტერის მოხსნის შემდეგ კანქვეშ არიქსტრას კვლავ გამოყენება განისაზღვრება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. STEMI კლინიკურ კვლევაში არიქსტრას გამოყენება ხდებოდა არაუადრეს 3 საათისა პროცედურის დასრულების შემდეგ. პაციენტებში, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ კორონარული არტერიის შუნტირება (CABG), შეძლებისდაგვარად, არიქსტრა არ უნდა იყოს გამოყენებული ოპერაციამდე 24 საათის განმავლობაში, ხოლო მისი გამოყენება შეიძლება განახლდეს 48 საათის შემდეგ ოპერაციის დასრულებიდან.

სპეციალური ჯგუფები

ბავშვები

არ არის დადგენილი არიქსტრას უსაფრთხოება და ეფექტუროჰა 17 წლამდე ასაკის პაცეინტებში (იხ. კლინიკური კვლევები).

ხანდაზმულები (75 წლიდან)

არიქსტრა დიდი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულებში, რადგან ასაკთან ერთად თირკმლის ფუნქცია სუსტდება. (იხილეთ თირკმლის უკმარისობა, გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები). იმ პაციენეტებში, რომლებიც უტარდებათ ქირურგიულ ოპერაცია, არიქსტრას პირველი დოზის შეყვანა მოითხოვს წესების მკაცრ დაცვას (იხილე გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის პაცეინტები

50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის პაცეინტები იმყოფებიან სისხლდენის მომატებული რისკის ქვეშ (იხილე გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები). იმ პაციენეტებში, რომლებიც უტარდებათ ქირურგიულ ოპერაცია, არიქსტრას პირველი დოზის შეყვანა მოითხოვს წესების მკაცრ დაცვას (იხილე გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

თირკმლის უკმარისობა

VTE პრევენცია

30 მლ/წთ ან მეტი კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში დოზის შემცირება საჭირო არ არის.

20_30 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში, როდესაც ექიმი საზღვრავს, რომ თრომბოპროფილაქტიკის სარგებელი აჭარბებს რისკს, რეკომენდებულია 2.5 მგ დოზა დღეგამოშვებით (ყოველი დოზა დაახლოებით 48 საათში) (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები, ფარმაკოკინეტიკა).

20 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში არიქსტრას გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები). ქირურგიული პროცედურებისას არიქსტრას პირველი დოზა მოითხოვს მკაცრ განსაზღვრას.

იმ პაციენეტებში, რომლებიც უტარდებათ ქირურგიულ ოპერაცია, არიქსტრას პირველი დოზის შეყვანა მოითხოვს წესების მკაცრ დაცვას

VTE მკურნალობა

არიქსტრა არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები აქვთ (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

UA/NSTEMI და STEMI მკურნალობა

არიქსტრა არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლები აქვთ (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები). დოზის შემცირება საჭირო არ არის პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 20 მლ/წთ ან მეტი.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში არიქსტრას დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილე ფარმაკოკინეტიკა). არიქსტრა დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მწვავე უკამრისობის მქონე პაციენტებში (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

უკუჩვენებები

არიქსტრას ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ არსებული მომატებული მგრძნობელობა.

აქტიური, კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა.

მწავვე ბაქტერიული ენდოკარდიტი.

სიფრთხილის ზომები

მიღების გზა _ არიქსტრა არ უნდა გამოიყენოთ ინტრამუსკულარულად (იხ. დოზირება და გამოყენება).

PCI და კათეტერის თრომბოზის რისკი – STEMI-ს პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ პირველადი PCI რეპერფუზიისთვის, არიქსტრას გამოყენება ამ პროცედურამდე და მის დროს რეკომენდებული არ არის. UA/NSTEMI და STEMI პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ არაპირველადი PCI არიქსტრას გამოყენება მონო ანტიკოაგულანტის სახით პროცედურის დროს რეკომენდებული არ არის, აქედან გამომდინარე უნდა გამოიყენონ არაფრაქციონირებული ჰეპარინი სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით (იხ. დოზირება და გამოყენება).

კლინიკურ კვლევაში შედარდა UFH დოზირების ორი რეჟიმი არაპირდაპირი PCI დროს, ფონდაპარინუქსით ნამკურნალები UA/NSTEMI პაციენტები იყვნენ რანდომიზებულნი, იღებდნენ ან UFH სტანდარტულ დოზას (საშუალო დოზა 85 ერთ/კგ) ან “UFH დაბალ დოზას” (საშუალო დოზა 50 ერთ/კგ). პერი-PCI დიდი სისხლდენის სიხშირე იყო 1.2% სტანდარტული დოზის და 1.4% დაბალი დოზის გამოყენებისას (იხ. კლინიკური კვლევები).

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა კათეტერის თრომბოზის დაბალი, მაგრამ გაზრდილი რისკი პაციენტებში, რომლებიც მხოლოდ არიქსტრათი მკურნალობდნენ PCI დროს საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. არაპირველადი PCI დროს UA/NSTEMI პაციენტებში სიხშირე იყო 1.0 და 0.3% (არიქსტრა vs. ენოქსაპარინი) და პირველადი PCI დროს STEMI პაციენტებში სიხშირე იყო 1.2 და 0% (არიქსტრა vs. კონტროლი). ფონდაპარინუქსით ნამკურნალები UA/NSTEMI პაციენტები იყვნენ რანდომიზებული, იღებდნენ UFH სტანდარტულ ან დაბალ დოზას არაპირველადი PCI დროს, კათეტერის თრომბოზის სიხშირე იყო 0.1 და 0.5% (იხ. კლინიკური კვლევები).

ჰემორრაგია - არიქსტრა სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად უნდა გამოიყენონ სიფრთხილით ჰემორაგიის მაღალი რისკის დროს (კონგენიტალური ან შეძენილი სისხლდენით მიმდინარე დაავადებები, აქტიური წყლულოვანი გასტროინტესტინური დაავადება, ტვინის, სპინალური ან ოფთალმოლოგიური ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ხანმოკლე დროში განვითარებული ახალი ინტრაკრანიალური ჰემორაგია).

VTE პრევენცია და მკურნალობა

სხვა სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც ზრდის ჰემორაგიის რისკს K ვიტამინის ანტაგონისტების გარდა, რომლებიც გამოიყენება ერთდროულად VTE მკურნალობისთვის არ უნდა მიიღონ არიქსტრასთან ერთად. თუ ერთად მიღება აუცილებელია, რეკომენდებულია მკაცრი მონიტორინგი (იხ. ურთიერთქმედება).

VTE პრევენცია ოპერაციის შემდეგ (არიქსტრას პირველი ინიექციის დროის განსაზღვრა)

პირველი ინიექციის დროის განსაზღვრა მოითხოვს მკაცრ განხილვას.

პირველი დოზის გამოყენება უნდა მოხდეს არაუადრეს 6 საათისა ოპერაციის შემდეგ და მხოლოდ ჰემოსტაზის მიღწევის შემდეგ. 6 საათზე ადრე მიღება დაკავშირებულია დიდი სისხლდენის რისკის ზრდასთან. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან პაციენტები 75 წლის ასაკის ზემოთ, 50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით ან თირკმლის უკმარისობით, როდესაც კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე ნაკლებია.

UA/NSTEMI და STEMI მკურნალობა

არიქსტრა უნდა გამოიყენონ სიფრთხილით პაციეტნებში, რომლებსაც მკურნალობენ სხვა პრეპარატებით, რომლებიც ზრდის ჰემორაგიის რისკს (როგორიცაა GPIIb/IIIa ინჰიბიტორები ან თრომბოლიზური საშუალებები).

სპინალური/ეპიდურული ანესთეზია/ზურგის ტვინის პუნქცია – ეპიდურული ან სპინალური ჰემატომები რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ან პერმანენტული დამბლები, შეიძლება განპირობებული იყოს ანტიკოაგულანტებისა და სპინალური/ეპიდურალური ანესთეზიის ან სპინალური პუნქციის გამოყენებით. ამ იშვიათი შემთხვევების რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს ეპიდურალური კათეტერების ან ჰემოსტაზზე მოქმედი სხვა სამკურნალო საშუელებების ერთდროული პოსტოპერაციული გამოყენებისას.

ხანდაზმულები – ხანდაზმულებში მაღალია სისხლდენის განვითარების რისკი. ვინაიდან თირკმლის ფუნქცია ზოგადად სუსტდება ასაკთან ერთად, ხანდაზმულ პაციენტებში მცირდება არიქსტრას ელიმინაცია და იზრდება ექსპოზიცია. არიქსტრა დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულებში (იხილე დოზირება და გამოყენება).

სხეულის დაბალი მასა – 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტები იმყოფებიან სისხლდენის მომატებული რისკის ქვეშ. არიქსტრას ელიმინაცია მცირდება სხეულის მასის შემცირებასთან ერთად. ასეთ პაციენტებში არიქსტრა განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება (იხილე დოზირება და გამოყენება).

თირკმლის უკმარისობა _ ფონდაპარინუქსის პლაზმის კლირენსის იზრდება თირკმლის უკმარისობის სიმძიმის ხარისხსთან ერთად და ასოცირებულია ჰემორაგიის გაზრდილ რისკთან (იხილე ფარმაკოკინეტიკა). თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით 30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის დროს, მაღალია სისხლდენის ეპიზოდების და VTE-ს რისკი.

VTE პრევენცია

შეზღუდულია კლინიკური მონაცემები ფონდაპარინუქსის გამოყენების შესახებ VTE პრევენციისთვის 20 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში. აქედან გამომდინარე არიქსტრა რეკომენდებული არ არის ამ პაციენტებში გამოყენებისთვის (იხ. დოზირება და გამოყენება, ფარმაკოკინეტიკა).

VTE მკურნალობა

შეზღუდულია კლინიკური მონაცემები ფონდაპარინუქსის გამოყენების შესახებ VTE მკურნალობისთვის 30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში. აქედან გამომდინარე არიქსტრა რეკომენდებული არ არის ამ პაციენტებში გამოყენებისთვის (იხ. დოზირება და გამოყენება, ფარმაკოკინეტიკა).

UA/NSTEMI-ს და STEMI-ს მკურნალობა

შეზღუდულია კლინიკური მონაცემები არიქსტრას გამოყენების შესახებ UA/NSTEMI-ს და STEMI-ს მკურნალობისთვის 20_30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში. აქედან გამომდინარე ექიმმა უნდა განსაზღვროს მკურნალობის სარგებელი აჭარბებს თუ არა რისკს (იხ. დოზირება და გამოყენება, ფარმაკოკინეტიკა).

არიქსტრა არ არის რეკომენდებული 20 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის მწვავე უკმარისობა – იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გაზრდილი პროთრომბინის დრო, არიქსტრას გამოყენება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით, სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს კოაგულაციური ფაქტორის შესაძლო დეფიციტით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა (იხილე დოზირება და გამოყენება).

ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია _ არიქსტრა არ უკავშირდება თრომბოციტების მე-4 ფაქტორს და არ შედის ჯვარედინ რეაქციაში იმ პაციენტების შრატთან, რომლებსაც აქვთ ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია (HIT) - ტიპი II. იგი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაცეინტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია. არიქსტრას ეფექტურობა და უსაფრთხოება ოფიციალურად არ არის შესწავლილი HIT - ტიპი II-ში. არსებობს იშვიათი მონაცემები ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის (HIT) შესახებ არიქტრათი ნამკურნალებ პაციენტებში. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არიქსტრას გამოყენებასა და ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის (HIT) განვითარებას შორის დადგენილი არ არის.

ლატექსზე ალერგია - შპრიცის ნემსის ნაწილი შეიცავს მშრალ ნატურალურ ლატექსს, რაც შეიძლება ალერგიული რეაქციის მიზეზი გახდეს ლატექსის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

in vitro ფონდაპარინუქსი მნიშვნელოვნად არ აინჰიბირებს ციტოქრომის ჯგუფის ფერმენტებს CYP450s-ს (CYP1A2, CYP2A6, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP2E1 ან CYP3A4). შესაბამისად, in vivo არ არის მოსალოდნელი არიქსტრას და იმ სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება, მეტაბოლიზმის ინჰიბირების დონეზე, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP-სისტემის მეშვეობით.

ვინაიდან ფონდაპარინუქსი მნიშვნელოვნად არ უკავშირდება პლაზმის პროტეინებს, გარდა ATIII-სა, არ არის მოსალოდნელი რაიმე სახის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან პროტეინების დაკავშირების შეცვლით.

ფონდაპარინუქსით განხორციელებული კლინიკური კვლევებით ვარფარინის (პერორალური ანტიკოაგულანტი), აცეტილსალიცილის მჟავას (თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი), პიროქსიკამის (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი) და დიგოქსინის (საგულე გლიკოზიდი) ერთდროული გამოყენება არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ფონდაპარინუქსის ფარმაკოკინეტიკაზე და ფარმაკოდინამიკაზე. გარდა ამისა, ფონდაპარინუქსი არ მოქმედებს ვარფარინის INR აქტივობზე, სისხლდენის დროზე აცეტილსალიცილის მჟავით ან პიროქსიკამით მკურნალობის პერიოდში, დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოფდინამიკაზე წონასწორულ მდგომარეობაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არსებობს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კლინიკური მონაცემები ორსულობასთან დაკავშირებით. არიქსტრას დანიშვნა არ შეიძლება ორსულებში, თუ სარგებელი არ აჭარბებს რისკს. (იხილე არაკლინიკური ინფორმაცია).

ლაქტაცია

ფონდაპარინუქსი გადადის ვირთხების ლაქტატში, მაგრამ არ არის ცნობილი გადადის თუ არა იგი ქალების ლაქტატში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში არიქსტრას დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

პრეპარტის ეფექტები ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვისას.

არ არის ჩატარებული რაიმე სახის კვლევები პრეპარტის მოქმედების შესახებ ავტომობილის და სხვა მექანიზემბის მართვაზე.

უარყოფითი რეაქციები

უარყოფითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ ორგანოთა სისტემების კლასების, სიხშირის და ჩვენებების მიხედვით. სიხშირე კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არც ისე ხშირად (≥1/1 000, <1/100), იშვიათად (≥1/10 000, <1/1 000), ძალიან იშვიათად (≥1/10 000). ეს უარყოფითი რეაციები გასატვალისწინებელია ქირურგიულ ან სამედიცინო კონტექსტში ჩვენებების დროს.

კლინიკური კვლევების მონაცემები

ინფექციები და ინვაზიები

იშვიათად: პოსტოპერაციული ჭრილობის ინფექციები.

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ხშირად: ანემია, სისხლდენა (სხვადასხვა ლოკალიზაციის, მათ შორის ინტრტაკრანიალური/ინტრაცერებრული და რეტროპერიტონიალური სისხლდენის ცალკეული შემთხვევები), პურპურა.

არც ისე ხშირად: თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, ანომალური თრომბოციტები, კოაგულაციური დარღვევები.

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათად: ალერგიული რეაქციები (მათ შორის, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტოიდური/ანაფილაქსიური რეაქციების იშვიათი შემთხვევები).

მეტაბოლიზმი და კვებითი დარღვევები

იშვიათად: ჰიპოკალემია.

ნერვული სისტემის დარღვევები

არც ისე ხშირად: თავის ტკივილი.

იშვიათად: მოუსვენრობა, დაბნეულობა, თავბრუსხვევა, სომნოლენცია, ვერტიგო.

ვასკულარული დარღვევები

იშვიათად: ჰიპოტენზია.

რესპირატორული, თორაკული და მედიასტინალური დარღვევევბი

იშვიათად: დისპნოე, ხველა.

გასტროინტესტინალური დარღვევევბი

არც ისე ხშირად: გულისრევა, ღებინება.

იშვიათად: მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გასტრიტები, ყაბზობა, დიარეა.

ჰეპატობილიარული დარღვევევბი

არც ისე ხშირად: ღვიძლის ფუნქციების ანომალური ტესტი, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.

იშვიათად: ბილირუბიუნემია.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები

არც ისე ხშირად: გამონაყარი, ქავილი, გამონადენი ჭრილობიდან.

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილების მდგომარეობა

ხშირად: შეშუპება.

არც ისე ხშირად: ცხელება.

იშვიათად: რეაქცია ინიექციის ადგილას, ტკივილი გულმკერდის არეში, ფეხის ტკივილი, გადაღლა, ჰიპერემია, სინკოპე.

ჭარბი დოზა

სიმპტომები და ნიშნები

ზემოთ მოცემულ რეკომენდებულ დოზებზე მაღალი დოზებით გამოყენებისას არიქსტრამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი.

მკურნალობა

ჭარბმა დოზირების შედეგად შეიძლება განვითარდეს სისხლდენა, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მოხსნა და პირველადი მიზეზის კვლევა. გასათვალისწინებელია შესაბამისი თერაპიის დაწყება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სისხლდენის ოპერაციული გზით შეჩერებას, სისხლის დანაკარგის შევსებას, ახალი პლაზმის გადასხმას, პლაზმაფერეზს.

ფარმაკოლოგიური თვისეებები

შემადგენლობა

ყოველი შპრიცი შეიცავს 2.5 მგ ნატრიუმის ფონდაპარინუქსს 0.5 მლ საინიექციო ხსნარში. ხსნარი არის გამჭვირვალე და უფერო სითხე.

ყოველი შპრიცი შეიცავს 5.0 მგ ნატრიუმის ფონდაპარინუქსს 0.4 მლ საინიექციო ხსნარში. ხსნარი არის გამჭვირვალე, უფეროდან ოდნავ ყვითელ ფერამდე.

ყოველი შპრიცი შეიცავს 7.5 მგ ნატრიუმის ფონდაპარინუქსს 0.6 მლ საინიექციო ხსნარში. ხსნარი არის გამჭვირვალე, უფეროდან ოდნავ ყვითელ ფერამდე.

ყოველი შპრიცი შეიცავს 10.0 მგ ნატრიუმის ფონდაპარინუქსს 0.8 მლ საინიექციო ხსნარში. ხსნარი არის გამჭვირვალე, უფეროდან ოდნავ ყვითელ ფერამდე.

შენახვის პირობები

თუ არიქსტრას ჩამატება ხდება 0.9% ნატრიუმის ქლორიდის მინიფლაკონში, სასურველია მისი დაუყოვნებელი გამოყენება, თუმცა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე შენახვა 24 საათის განმავლობაში.

უსაფრთხოების სპეციალური ზომები შენახვისას

არ გაყინოთ.

კონტეინერის ტიპი და შემცველობა

არიქსტრას წინასწარ შევსებული ერთჯერადი შპრიცი დამზადებულია I ტიპის შუშის კორპუსისგან (1 მლ), რომელსაც უმაგრდება 27 ზომა X 12.7 მმ ნემსი და რომელიც თავდახურულია ბრომბუთილის, ზოგჯერ ქრომბუთილის ელასტომერული დგუშიანი სახურავით.

არიქსტრა 2.5 მგ/0.5 მლ გამოდის 2, 7, 10 და 20 მზა შპრიცში ლურჯი დგუშით და უსაფრთხოების ავტომატური სისტემით.

არიქსტრა 5.0 მგ/0.4 მლ გამოდის 2 და 10 წინასწარ შევსებულ შპრიცში ნარინჯისფერი დგუშით და უსაფრთხოების ავტომატური სისტემით.

არიქსტრა 7.5 მგ/ 0.6 მლ გამოდის 2 და 10 წინასწარ შევსებულ შპრიცში წითელი დგუშით და უსაფრთხოების ავტომატური სისტემით.

არიქსტრა 10.0 მგ/0.8 მლ გამოდის 2 და 10 წინასწარ შევსებულ შპრიცში იასამნისფერი დგუშით და უსაფრთხოების ავტომატური სისტემით.

ყველა შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

გამოყენების ინსტრუქცია

პარენტერალური ხსნარი გამოყენებადე უნდა შემოწმდეს ვიზულაურად მყარი ნაწილაკების შემცველობასა და ფერის ცვლილებაზე.

არიქსტრა განკუთვნილია კანქვეშ შეყვანისათვის ან ინტრავენური ინიექციებისათვის. დაუშვებელია მისი ინტრამუსკულარული გამოყენება.

კანქვეშა ინიექცია ხორციელდება ისევე, როგორც კლასიკური შპრიცით ჩატარებული ინიექცია. ინტრავენური გამოყენება უნდა მოხდეს უშუალოდ ინტრავენურ კათეტერში პირდაპირ შეყვანით ან მცირე მოცულობის (25 მლ ან 50 მლ) 0.9%-იანი მარილიანი ხსნარის მინიფლაკონით.

არიქსტრას წინასწარ შევსებული შპრიცი დამზადებულია ნემსის ავტომატური დამცვითი სისტემით, რათა თავიდან იქნას აცილებული ნემსით ჩხვლეტის ტრავმები ინიექციის შემდეგ.

კანქვეშ შეყვანის ტექნიკა აღწერილია გამოყენების ინსტრუქციაში.

გამოუყენებელი პროდუქტის უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით.

ყველა ქვეყანაში ყველა სახის შეფუთვა წარმოდგენილი არ არის.

საფეხურებრივი ინსტრუქცია

შპრიცის ნაწილები:

ნემსის უძრავი დამცავი

დგუში

თითის დასაჭერი

უსაფრთხოების მანჟეტი

გამოყენების ინსტრუქცია

კარგად დაიბანეთ ხელი საპნით და წყლით. გაიმშრალეთ პირსახოცით.

ამოიღეთ შპრიცი კოლოფიდან და შეამოწმეთ:

ვარგისობის ვადა;

  • 5 მგ ხსნარი უნდა იყოს გამჭირვალე და უფერო, არ უნდა შეიცავდეს ნაწილაკებს;

5, 7.5 და 10 მგ ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო ან ოდნავ ყვითელი, არ უნდა შეიცავდეს ნაწილაკებს.

შპრიცი უნდა იყოს გაუხსნელი და დაუზიანებელი.

კომფორტულად დაჯექით ან დაწექით

აირჩიეთ ადგილი მუცლის ქვედა ნაწილში, სულ მცირე 5 სმ-ით ქვემოთ ჭიპიდან (ნახატი A).

ყოველ ჯერზე შეცვალეთ ინიექციის ადგილი - ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. ეს შეგიმცირებთ არასასიამოვნო შეგრძნებას ინიექციის დროს.

თუ მუცლის ქვედა ნაწილში ინიექციის ჩატარება შეუძლებელია, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექთანს ან ექიმს.

გაიწმინდეთ საინიექციო არე სპირტიანი ბურთულით.

4660900196215ნემსს მოხსენით დამცავი თავსახური _ ერთხელ შემოტრიალეთ (ნახატი B1)

და შემდეგ მოქაჩეთ ზემოთ შპრიცის კორპუსიდან (ნახატი B 2).

გადააგდეთ ნემსის დამცავი.

მნიშვნელოვანი შენიშვნა:

არ შეეხოთ ნემსს ინიექციამდე ან არ შეახოთ იგი რაიმე ზედაპირს.

ჰაერის მცირე ბუშტუკკების არსებობა შპრიცში დასაშვებია.

არ ეცადოთ გამოდევნოთ ჰაერის ბუშტუკები ინიექციის გაკეთებამდე, რომ თავიდან აიცილოთ პრეპარატის დანაკარგი.

4660900482600ფაქიზად მოათავსეთ გაწმენდილი კანის ადგილი ნაკეცისში. გეჭიროთ ნაკეცი ცერა თითსა და საჩვენებლ თითს შორის მთელი ინიექციის განმავლობაში. (ნახატი C).

4660900271145მყარად გეჭიროთ შპრიცი თითის დასაჭერით. შეიყვანეთ ნემსი მთელ სიგრძეზე 900 კუთხით კანის ნაკეცში (ნახატი D).

4660900309880შეუშვით შპრიცის მთლიანი შიგთავსი საცობზე თითის სულ ბოლომდე დაწოლით (ნახატი E).

4660900474345აუშვით საცობს თითი და ნემსი ავტომატურად ამოვა კანიდან, ჩააბრუნეთ იგი დამცავ მანჟეტში, სადაც იგი პერმანენტულად ჩაიკეტება (ნახატი F).

არ ჩააგდოთ გამოყენებული შპრიცი საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გაანადგურეთ იგი, როგორც გირჩევთ თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი.

წარმოებულია:

ასპენ ნოტრ დამ დე ბონდევილი

ნოტრ დამ დე ბონდევილი, საფარანგეთი

გამოცემის თარიღი: სექტემბერი, 2014 წელი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტითრომბული საშუალება.

ათქ კოდი

B01AX05

მოქმედების მექნიზმი

ფონადაპარინუქსი წარმოადგენს გააქტივებული X ფაქტორის (Xa) სინთეზურ და სელექციურ ინჰიბიტორს. ფონდაპარინუქსის ანტითრომბული აქტივობა არის Xa ფაქტორის სელექციური ინჰიბირების შედეგი და განპირობებულია ანტითრომბინ-III-ით (AT III). AT III-თან სელექციური კავშირის მეშვეობით ფონდაპარინუქსი აძლიერებს (დაახლოებით 300-ჯერ) Xa ფაქტორის ნეიტრალიზაციას AT III- ით. Xa ფაქტორის ნეიტრალიზაცია წყვეტს სისხლის კოაგულაციის კასკადს და აინჰიბირებს ორივეს – თრომბინის წარმოქმნას და თრომბის წარმოქმნას.

ფონდაპარინუქსი არ ახდენს თრომბინის (აქტივირებული ფაქტორი II) ინაქტივაციას და არ აქვს რაიმე უკვე ცნობილი ზეგავლენა თრომბოციტების ფუნქციაზე.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

  • 5 მგ დოზით ფონდაპარინუქს არ აქვს რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჩვეულებრივ კოაგულაციის ტესტზე, როგორიცაა გააქტივებული ფრაგმენტული თრომბოპლასტინის დრო (aPTT), გააქტივებული შედედების დრო (ACT) ან პროთრომბინის დრო (PT), საერთაშორისო ნორმირებული კოეფიციენტის (INR) კრიტერიუმები პლაზმაში, ასევე სისხლდენის დროსა და ფიბრინოლიზურ აქტივობაზე. თუმცა 2.5 მგ დოზით მიღებისას აღინიშნა გაზრდილი aPTT-ს იშვიათი სპონტანური მონაცემები.

ფონდაპარინუქსი არ შედის ჯვარედინ რეაქციაში იმ პაციენტების შრატთან, რომლებსაც აქვთ ჰეპარინით გამოწვეული II ტიპის თრომბოციტოპენია (HIT).

ანტი-Xa აქტივობა

ფონდაპარინუქსის ფარმაკოდინამიკა/ფარმკოკინეტიკა განპირობებულია ფონდაპარინუქსის პლაზმური კონცენტრაციით, რომელიც განისაზღვრება ანტი-ფაქტორ Xa-ს აქტივობით. მხოლოდ ფონდაპარინუქსის გამოყენება შეიძლება ანტი-Xa-ს ანალიზის გამოსაკვლევად. ჰეპარინის საერთაშორისო სტანდარტები და დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინი არ არის შესაფერისი ასეთი გამოყენებისთვის. შედეგად, ფონდაპარინუქსის კონცენტრაცია გამოისახება ფონდაპარინუქს კალიბრატორ/ლიტრის მილიგრამებით.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

კანქვეშ ინიექციის შემდეგ ფონდაპარინუქსი სრულად და სწრაფად შეიწოვება (აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 100%-ია). 2.5 მგ არიქსტრას კანქვეშ ერთჯერადი ინიექციის შემედეგ ჯანმრთელ ახალგაზრდა პაციენტებში, მაქსიმალური კონცენტრაცია Cmax პლაზმაში შეადგენს საშუალოდ 0.34 მგ/ლ-ს და მიიღწევა დაახლოებით 2 საათში.

მაქსიმალური კონცენტრაციის Cmax–ის ნახევარი დოზირებიდან საშუალოდ 25 წუთში მიიღწევა.

ხანდაზმულ ჯანმრთელ პაციენტებში ფონდაპარინუქსის ფარმაკოკინეტიკა სწორხაზოვანია 2-8 მგ დოზების დიაპაზონში კანქვეშ შეყვანის დროს. ერთხელ დღეში შეყვანისას წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3_4 დღის შემდეგ და 1.3-ჯერ იზრდება Cmax და AUC.

ერთჯერადად ინტრავენური ნაკადის სახით შეყვანის შემდეგ ჯანმრთელ ხანდაზმულ სუბიექტებში ფონდაპარინუქსის ფარმაკოკინეტიკა სწორხაზოვნად შეესაბამება თერაპიულ დიაპაზონს.

მენჯ-ბარძაყის სახსრის ოპერაციის შემდეგ პაციენტებში 2.5 მგ არიქსტრას კანქვეშ შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში საშუალოდ 0.39-0.50 მგ/ლ-ს შეადგენდა და დაახლოებით 3 საათში მიიღწეოდა. ამ პაციენტებში მინიმალური წონასწორული კონცენტრაცია 0.14-0.19 მგ/ლ-ს შეადგენდა.

ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის მკურნალობის დროს ერთხელ დღეში, სხეულის მასის მიხედვით 5 მგ (სხეულის მასა 50 მგ-ზე ნაკლები), 7.5 მგ (სხეულის მასა 50-100 კგ) და 10 მგ (სხეულის მასა 100 კგ-ზე მეტი) არიქსტრას დანიშვნისას, აღინიშნებოდა პიკური და მინიმალური პლაზმური კონცენტრაციებს მსგავსი მაჩვენებლები სხეულის მასის ყველა კატეგორიისთვის. საშუალო წონასწორული პლაზმური კონცენტრაცია არის 1.20_1.26 მგ/ლ-ის ფარგლებში. საშუალო მდგრადი მდგომარეობის პლაზმური კონცენტრაცია არის 0.46-0.62 მგ/ლ-ს ფარგლებში.

განაწილება

ჯანმრთელ მოზრდილებში, ფონდაპარინუქსის ვენაში ან კანქვეშ შეყვანისას იგი ძირითადად სისხლში ნაწილდება და უმნიშვნელო მოცულობით ექსტრავასკულარულ სითხეში. განაწილების მოცულობა შეადგენს 7-11 ლ-ს. in vitro ფონდაპარინუქსი მნიშვნელოვნად (სულ მცირე 94%) და განსაზღვრულად უკავშირდება ანტითრომბინ-III-ს (AT III), მნიშვნელოვნად არ უკავშირდება სხვა პლაზმურ პროტეინებს, მათ შორის თრომბოციტების ფაქტორს 4 (PF4) ან სისხლის წითელ უჯრედებს.

მეტაბოლიზმი

in vivo მეტაბოლიზმი არ არის გამოკვლეული, რამდენადაც მიღებული დოზის მნიშვნელოვანი რაოდენობა ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით.

ელიმინაცია

ფონდაპარინუქსი ძირითადად უცვლელი სახით, შარდით გამოიყოფა. ჯანმრთელ ინდივიდებში ერთჯერადი დოზის 64_77% გამოიყოფა შარდით 72 საათში. ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ ახალგაზრდა სუბიექტებში დაახლოებით 17 საათს შეადგენს, ჯანმრთელ ხანდაზმულ პირებში _ დაახლოებით 21 საათს.

პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით, ფონდაპარინუქსის საშუალო კლლირენსი არის 7.82 მლ/წთ.

პაციენტთა სპეციალური პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ფონდაპარინუქსის ელიმინაცია გახანგრძლივებულია, რადგან ელიმინაციის ძირითად გზა არის თირკმლისმიერი ექსკრეცია, პრეპარატის უცვლელი სახით გამოყოფა. იმ პაცეინტებში, რომლებიც გადიან პროფილაქტიკის კურსს თეძოს ძვლის მოტეხილობის შემდეგ, ფონდაპარინუქსის საერთო კლირენსი თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით დაახლოებით 25%-ით ნაკლებია თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ), დაახლოებით 40%-ით ნაკლებია თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) და დაახლოებით 55%-ით ნაკლებია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პირებში (30 მლ/წთ-ზე ნაკლები). ამასთან დაკავშირებული ნახევარგამოყოფის პერიოდი შედაგენდა 29 საათს თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, ხოლო 72 საათს თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. მსგავსი კავშირი ფონდაპარინუქსის კლირენსსა და თირკმლის უკმარისობის შორის აღინიშნებოდა DVT მკურნალობის დროს.

VTE პრევენცია

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკის მოდელი მიღებული იყო პაციენტების მონაცემებიდან, რომლებსაც უტარდებოდათ მნიშვნელოვანი ორთოპედიული ოპერაციები ქვემო კიდურებზე და რომლებიც იღებდნენ ფონდაპარინუქსს, მათ შორის იყო პაციენტები საკმაოდ დაბალი კრეატინინის კლირენსით _ 23.5 მლ/წთ. ამ მოდელში ფამრაკოკინეტიკის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ფონდაპარინუქსის პროგნოზირებადი საშუალო მაჩვენებელი 20-30 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში, რომლებშიც დღეგამოშვებით ინიშნებოდა 2.5 მგ ფონდაპარინუქსი ისეთივე იყო, როგორიც თირკმლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ), რომლებშიც ინიშნებოდა 2.5 მგ ერთხელ დღეში (იხ. დოზირება და გამოყენება, გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

ღვიძლის უკმარისობა

ფონდაპარინუქსის შეუკავშირებელი კონცენტრაციები სავარაუდოდ უცვლელი რჩება პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით და აქედან გამომდინარე დოსის კორექცია საჭირო არ არის. ერთჯერადი, კანქვეშა დოზის შემდეგ სუბიექტებში ღვიძლის საშუალო უკმარისობით (ჩაილდ პიუს კატეგორია B), Cmax და AUC დაქვეითდა 22% და 39%-ით შესაბამისად, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით. ფონდაპარინუქსის უფრო დაბალი პლაზმური კონცენტრაცია განპირობებულია ATIII-თან შემცირებული კავშირით, ვინაიდან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ATIII-ის კონცენტრაცია პლაზმაში დაბალია. ამდაგვარად იზრდება ფონდაპარინუქსის თირკმლის კლირენსი. არიქსტრას ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის პაციენტებში ღვიძლის მწვავე უკმარისობით (იხ. დოზირება და გამოყენება, გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

ბავშვები

არიქსტრას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები აღწერილი იყო პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში სისხლის ნიმუშების მონაცემებით 24 პედიატრიულ პაციენტში (1-18 წლის). დღეში ხდებოდა 0.1 მგ/კგ-ს შეყვანა კანქვეშ, ფონდაპარინუქსის ექსპოზიცია რეკომენდებული დოზების გამოყენებისას DVT ან PE მკურნალობის დროს მოზრდილების მსგავსი იყო (იხ. კლინიკური კვლევები).

ხანდაზმულები

ფონდაპარინუქსის ელიმინაცია ხანგრძლივდება 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. კვლევაში, რომელიც აფასებდა 2.5 მგ არიქსტრას გამოყენებას პროფილაქტიკისთვის ბარძაყის მოტეხილობის ან ბარძაყის ელექტიური ქირურგიული ოპერაციისას, ფონდაპარინუქსის საერთო კლირენსი დაახლოებით 25%-ით დაბალი იყო 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში 65 წელზე უმცროს პირებთან შედარებით. მსგავსი კავშირი ფონდაპარინუქსის კლირენსსა და ასაკს შორის აღინიშნებოდა პაციენტებში DVT მკურნალობის დროს.

სქესი

სხეულის მასის მიხედვით დოსის კორექციის შემდეგ რაიმე განსხავვება სქესის მიხედვით არ აღინიშნებოდა.

რასა

რასასთან დაკავშირებული ფარმაკოკინეტიკური განსხვავებები არ არის შესწავლილი შესაბამისი სახით. თუმცა, აზიელებში (იაპონელები) ჩატარებულმა კვლვებმა არ აჩვენა რაიმე ტიპის განსხვავება პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ პროფილში კავკასიელებში ჩატარებულ კვლევებთან შედარებით. ამის მსგავსად, ორთოპედიულ ოპერაციებს დაქვემდებარებულ პაციენტებში განხორციელებულ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზებზე დაყრდნობით არ იყო აღმოჩენილი პლაზმური კლირენსის განსხავავებები შავკანიან და კავკასიელ პაციენტებს შორის.

სხეულის მასა

50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის პაციენტებში ნატრიუმის ფონდაპარინუქსის საერთო კლირენსი შემცირებულია დაახლოებით 30%-ით (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

კლინიკური კვლევები

ვენური თრომბოემბოლიების გამოვლინებების პროფილაქტიკა (VTE) იმ პაციენტებში, რომლებიც ექვემდებერაბიან ქვედა კიდურების მნიშვნელოვან ორთოპედიულ ოპერაციებს 9 დღიანი მკურნალობის ფონზე.

კლინიკური კვლევა მოიცავს პაციენტებს, რომლებიც ექვემდებარებიან ქვედა კიდურების ორთოპედიულ ოპერაციებს, როგორიცაა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მუხლის ოპერაცია ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება. 2.5 მგ არიქსტრა დღეში ერხელ ოპერაციიდან 6-8 საათის შემდეგ შეადარეს 40 მგ ენოქსაპარინს დღეში ერთხელ ოპერაციიდან 12 საათის შემდეგ, ან 30 მგ დღეში ორჯერ ოპერაციიდან 12-24 საათის შემდეგ. ორივე მკურნალობა განხორციელდა 7±2 დღის განმავლობაში.

შემაჯამებელ ანალიზში არიქსტრა დაკავშირებული იყო VTE-ს მნიშვნელოვან შემცირებასთან ენოქსაპარინთან შედარებით (შესაბამისად 6.8% 13.7%-ის საპირისპიროდ) წარმოდგენილი ოპერაციის ტიპისგან დამოუკიდებლად. საბოლოო მაჩვენებლების უმრავლესობა უმთავრესად შედგებოდა დისტალური DTV-სგან, თუმცა პროქსიმალური DTV–ს ინციდენტები მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. სიმპტომური VTE–ს ინციდენტები, მათ შორის PE, სამკურნალო ჯგუფებს შორის მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა.

კვლევებში, რომლებშიც იყენებდნენ 40 მგ ენოქსაპირინს დღეში ერთხელ ოპერაციამდე 12 საათით ადრე, მნიშვნელოვანი სისხლდენა აღინიშნა არიქსტრათი მკურნალობის ფონზე 3.3% პაციენტში, ხოლო ენოქსაპირინით მკურნალობის ფონზე _ 2.6% პაციენტში. რეკომენდებული რეჟიმის მიხედვით არიქსტრათი ნამკურნალებ პაციენტებში (6 საათი ოპერაციის შემდეგ) მნიშვნელოვანი სისხლდენის კოეფიციენტი შედგენდა 2.8%-ს. 30 მგ ენოქსაპირინით მკურნალობისას დღეში ორჯერ ოპერაციიდან 12-24 საათის შემდეგ, მნიშვნელოვანი სისხლდენა აღინიშნა არიქსტრას რეკომენდებული დოზით ნამკურნალები პაციენტების 1.9%-ში ენოქსაპირინით ნამკურნალები პაციენტების 1.1%-თან შედარებით.

გახანგრძლივებული პროფილაქტიკა: ვენური თრომბოემბოლიების გამოვლიენებების პროფილაქტიკა (VTE) იმ პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან ბარძაყის მოტეხილობის ოპერაციებს 1 კვირიანი საწყისი პროფილაქტიკის შემდეგ 24 დღიანი მკურნალობის ფონზე

  • 5 მგ არიქსტრათი მკურნალობის შემდეგ 7±1 დღის განმავლობაში ბარძაყის მოტეხილობის მქონე პაციენტები რანდომიზებული იყვნენ ორ ჯგუფად დამატებითი მკურნალობით 21±2 დღის განმავლობაში: 2.5 მგ არტიქსტრას გამოყენება ერთჯერ დღეში ან პლაცებო.

არიქსტრას გახანგრძლივებულმა პროფილაქტიკამ მოგვაწოდა VTE-ს საერთო წილში მნიშვნელოვანი კლება პლაცებოსთან შედარებით (შესაბამისად 1.4% 35%-ის საპირისპიროდ). არიქსტრამ აგრეთვე გამოიწვია სიმპტომური VTE მნიშვნელოვანი შემცირება (0.3% 2.7%-თან შედარებით). მასიური სისხლდენა, ყველა განვითარებული ოპერაციის ადგილას და არა ფატალური, აღინიშნა არიქსტრათი ნამკურნალები პაციენტების 2.4%-ში პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 0.6%-თან შედარებით.

ვენური თრომბოემბოლიების გამოვლინებების პროფილაქტიკა (VTE) იმ პაციენტებში, რომლებიც ექვემდებერაბიან აბდომინალურ ოპერაციებს თრომბოემბოლიური გამოვლინებების რისკით

პაციენეტბი რანდომიზირებული იყვნენ 2.5 მგ არიქსტრას და 50000 სე დალტეპარინის ერთხელ დღეში მიღების მიხედვით. ერთი 2500 სე პრეოპერაციული ინიექციით და პირველი 2500 სე პოსტოპერაციული ინიექციით, 7±2 დღის განმავლობაში აბდომინური ოპერაციის შემდეგ.

არიქსტრა არ იყო ნაკლები დალტეპარინთან შედარებით (VTE კოეფიციენტი 4.6% 6.1%-ის საპირისპიროდ). სიმპტომური VTE-ს შემთხვევათა რიცხვი მსგავსი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფში (0.4% არიქსტრაზე 0.3%-ის საპირისპიროდ დალტეპარინზე).

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ სიმსივნის ოპერაცია და რომლებიც წარმოადგენდნენ კლინიკური კვლევის ძირითად ქვეჯგუფს (პოპულაციის 69%) VTE-ს სიხშირე იყო 4.7% არიქსტრას ჯგუფში და 7.7% დელტაპარინის ჯგუფში. დიდი სისხლდენა აღინიშნა 3.4%-ში არიქსტრას ჯგუფში და 2.4%-ში დელტაპარინის ჯგუფში. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიქსტრათი რეკომენდებული რეჟიმით (6 საათის შემდეგ ოპერაციიდან) მოცულობითი სისხლდენის სიხშირე იყო 2.8%.

VTE-ს პრევენცია სამედიცინო პაციენტებში

მძიმე დაავადებების, ძირითადად წოლითი რეჟიმის მქონე ბოლო 4 დღის განმავლობაში, 60 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმული პაციენტები რანდომიზებული იყვნენ ან 2.5 მგ არიქსტრას ერთხელ დღეში მიღების მიხედვით ან პლაცებოს გამოყენებითი 6-14 დღის განმავლობაში. არიქსტრამ მნიშვნელოვნად შეამცირა VTE-ს საერთო წილი პლაცებოსთან შედარებით (5.6% 10.5%-ის საპირისპიროდ). მოვლენების უმრავლესობა იყო ასიმპტომური დისტალური DVT. არიქსტრამ აგრეთვე მნიშვნელოვნად შეამცირა ფატალური PE-ს სიხშირე (0.0% 1.2%-თან შედარებით). დიდი სისხლდენა აღინიშნა ყოველი ჯგუფის ერთ პაციენტში (0.2%).

ღრმა ვენუური თრომბოზის (DVT) და პულმონალური ემბოლიის მკურნალობა (PE).

DVT

იმ პაციენტებში, რომლებსაც დადგენილი ჰქონდათ მწვავე სიმპტომური DVT, 5 მგ (სხეულის მასა 50 კგ-ზე ნაკლები), 7.5 მგ (სხეულის მასა 50-100 კგ) ან 10 მგ (სხეულის მასა 100 კგ-ზე მეტი) არიქსტრა დღეში ერთხელ შედარებული იქნა 1 მგ/კგ ენოქსაპირინთან კანქვეშ დღეში ორჯერ. პაციენტებს მკურნალობდნენ სულ მცირე 5 დღის განმავლობაში K ვიტამინის ანტაგონისტებთან ერთად 90±7 დღის განმავლობაში რეგულარული დოზებით, 2-3 INR-ის მაჩვენებლის მიღწევამდე.

არიქსტრა არ იყო ნაკლები ენოქსაპარინთან შედარებით (VTE კოეფიციენტები 3.9% და 4.1% შესაბამისად 97-ე დღეს). საწყის სამკურნალო პერიოდში არიქსტრას პაციენტებში მნიშვნელოვანი სისხლდენის წილი იყო დაახლოებით 1.1%, 1.2%-თან შედარებით ენოქსაპარინით ნამკურნალებ პაციენტებში.

PE

იმ პაციენტებში, რომლებსაც დადგენილი ჰქონდათ მწვავე სიმპტომური PE, 5 მგ (სხეულის მასა 50 კგ-ზე ნაკლები), 7.5 მგ (სხეულის მასა 50-100 კგ) ან 10 მგ (სხეულის მასა 100 კგ-ზე მეტი) არიქსტრა დღეში ერთხელ შედარებული იქნა არაფრაქცირებულ ჰეპარინთან (UFH) ინტრავენური ბოლუსით (500 სე), რომელსაც მოჰყვებოდა ინტრავენური ინფუზია, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო 1.5_2.5-ჯერ PPT საკონტროლო მაჩვენებელი. პაციენტებს მკურნალობდნენ სულ მცირე 5 დღის განმავლობაში K ვიტამინის ანტაგონისტებთან ერთად 90±7 დღის განმავლობაში რეგულარული დოზით, 2-3 INR-ის მაჩვენებლის მიღწევამდე.

არიქსტრა არ იყო ნაკლები UFH-თან შედარებით (VTE კოეფიციენტი 3.8% 5.0%-ის საპირისპიროდ, შესაბამისად). საწყის სამკურნალო პერიოდში არიქსტრას პაციენტებში მნიშვნელოვანი სისხლდენის წილი იყო დაახლოებით 1.3%, 1.1% UHF-თან შეადრებით.

არასტაბილური სტენოკარდიის ან ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა (UA/NSTEMI)

ორმაგ ბრმა რანდომიზებულ, არა სრულყოფილ კვლევაში (OASIS 5) შეფასდა 2.5 მგ არიქსტრას უსაფრთხოება და ეფექტურობა ერთხელ დღეში კანქვეშ შეყვანისას ენოქსაპარინთან შედარებით _ 1 მგ/კგ კანქვეშ მიღებისას 2-ჯერ დღეში დაახლოებით 20000 პაციენტში UA/NSTEMI-თ. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 6 დღე არიქსტრას ჯგუფში და 5 დღე ენოქსაპარინის ჯგუფში. პაციენტების საშუალო ასაკი შეადგენდა 67 წელს, დაახლოებით 60% იყო მინიმუმ 65 წლის. პაციენტების დაახლოებით 40 და 17%-ს აღენიშნებოთა მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) ან საშუალო (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) თირკმლის უკმარისობა.

პირველადი შეფასების წერტილი იყო სიკვდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის და რეფრაქტერული იშემიის ჯამი რანდომიზაციის 9 დღის განმავლობაში. არიქსტრა ისევე ეფექტური იყო, როგორც ენოქსაპარინი პირველადი შეფასების წერტილში. არიქსტრათი ან ენოქსაპარინით ნამკურნალებ პაციენტებში 5.8% და 5.7%-ს განუვითარდა მოვლენა მე-9 დღისთვის (რისკის კოეფიციენტი 1.01, 95% CI, 0.90, 1.13, ცალმხრივი არაინფერიული p მნიშვნელობა = 0.003). აღინიშნა ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობის 17%-იანი შემცირება არიქსტრას სასარგებლოდ 30 დღისთვის (არიქსტრა 2.9%, ენოქსაპარინი 3.5%, საფრთხის კოეფიციენტი 0.83, 95% CI, 0.71, 0.97, p = 0.02), რაც ცხადი გახდა 14 დღისთვის (არიქსტრა 2.1%, ენოქსაპარინი 2.4%, საფრთხის კოეფიციენტი 0.86, 95% CI, 0.72, 1.04, p = 0.14) და შენარჩუნდა 180 დღემდე (არიქსტრა 5.7%, ენოქსაპარინი 6.4%, საფრთხის კოეფიციენტი 0.89, 95% CI, 0.80, 1.00, p = 0.05). არიქსტრას და ენოქსაპარინის ეფექტები მიოკარდიუმის ინფარქტის და რეფრაქტერული იშემიის მხრივ მსგავსი იყო. ეფექტურობის კვლევები შეთავსებადი იყო დემოგრაფიულ ჯგუფებში, ხანდაზმულების და თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტების ჩათვლით, თანმხლები თერაპიის და ჩარევების გათვალისწინებით. ენოქსაპარინთან შედარებით არიქსტრათი მკურნალობა სტატისტიკურად და კლინიკურად დაკავშირებული იყო დიდი სისხლდენების მნიშვნელოვან შემცირებასთან. მე-9 დღეს მნიშვნელოვანი სისხლდენის სიხშირე არიქსტრას და ენოქსაპარინისთვის შეადგენდა 2.1% და 4.1%-ს (საფრთხის კოეფიციენტი 0.52, 95% CI, 0.44, 0.61, p < 0.001). ენოქსაპარინთან შედარებით არიქსტრას გამოყენებისას მნიშვნელოვანი სისხლდენის უფრო დაბალი სიხშირე აღინიშნებოდა აგრეთვე თირკლის დაზიანების მქონე პაციენტებში და როდესაც არიქსტრა გამოიყენებოდა ასპირინთან, თიენოპირიდინებთან ან GPIIb/IIIa ინჰიბიტორებთან ერთად. პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ CABG ოპერაციები, მნიშვნელოვანი სისხლდენის სიხშირე მე-9 დღეს არიქსტრას და ენოქსაპარინის ჯგუფში ერთმანეთის მსგავსი იყო (9.7 და 9.8%).

არასტაბილური სტენოკარდიის ან ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ შემდგომი PCI UFH-თი დამატებითი თერაპიის ფონზე

UA/NSTEMI მაღალი რისკის მქონე 3235 პაციენტში, რომლებსაც ჩაუტარდათ ანგიოგრაფია და მკურნალობდნენ ფონდაპარინუქსით (OASIS 8/FUTURA), 2026 პაციენტი PCI ჩვენებით იყო რანდომიზებული, რომლებშიც დამატებითი დაინიშნა UFH-ის ორი ორმაგი ბრმა რეჟიმიდან ერთ-ერთი. ყველა პაციენტში დაინიშნა 2.5 მგ ფონდაპარინუქსი კანქვეშ ერთხელ დღეში 8 დღის განმავლობაში ან საავადმყოფოდან გაწერამდე. რანდომიზებული პაციენტები იღებდნენ ან UFH-ის “დაბალ” დოზას (50 ერთ/კგ დაგეგმილი GPIIb/IIIa გამოყენების მიუხედავად, არა ACT-ის მიხედვით) ან UFH-ს “სტანდარტულ” დოზას (არ გამოიყენებოდა GPIIb/IIIa, 85 ერთ/კგ ACT-ის მიხედვით; დაგეგმილი GPIIb/IIIa გამოყენება: 60ერთ/კგ, ACT-ის მიხედვით) უშუალოდ PCI დაწყებამდე.

ფონდაპარინუქსით მკურნალობის ძირითადი ხასიათი და ხანგრძლივობა შედარებული იყო ორივე UFH ჯგუფში. პირველადი გამოსავალი იყო პერი-PCI (განისაზღვრება როგორც რანდომიზების დრო - 48 საათი PCI პროცედურის შემდეგ) მცირე ან დიდი სისხლდენა ან გართულებები მსხვილი სისხლძარღვების მხრივ.

გამოსავალი

სიხშირე

სარწმუნოობის კოეფიციენტი

(95%CI)

p მნიშვნელობა

UFH

დაბალი დოზა

N = 1024

UFH სტანდარტული დოზა

N = 1002

პირველადი

პრე-PCI უმნიშვნელო ან მოცულობითი სისხლდენა, ან მსხვილი სისხლძარღვების გართულებები

  • 7%
  • 8%
  • 80

(0.54, 1.19)

  • 267

მეორეული

პრე-PCI დიდი

სისხლდენა

პრე-PCI მცირე სისხლდენა

მსხვილი სისხლძარღვების გართულებები

პრე-PCI დიდი

სისხლდენა ან სიკვდილი MI ან TVR 30 დღეს

სიკვდილი MI ან TVR 30 დღეს

  • 4%
  • 7%
  • 2%
  • 8%
  • 5%
  • 2%
  • 7%
  • 3%
  • 9%
  • 9%
  • 14 (0.53, 2.49)
  • 40 (0.16, 0.97
  • 74 (0.47, 1.18)
  • 51 (1.0, 2.28)
  • 58 (0.98, 2.53)
  • 734
  • 042
  • 207
  • 051
  • 059
  • : სანდოობის კოეფიციენტი: დაბალი დოზა/სტანდარტული დოზა

შენიშვნა: MI-მიოკარდიუმის ინფარქტი.

TVR-სამიზნე სისხლძარღვის რევასკულარიზაცია.

კათეტერის თრომბოზის სიხშირე იყო 0.1% (1/1002) და 0.5% (5/1024) პაციენტებში, რომლებიც რანდომიზებული იყვნენ UFH “სტანდარტული დოზით” და “დაბალი დოზით” PCI დროს.

ოთხ არარანდომიზებულ პაციენტში (0.3%) აღინიშნებოდა თრომბი დიაგნოსტიკურ კათეტერში კორონარული ანგიოგრაფიისას. 12 პაციენტში (0.37%) აღინიშნებოდა თრომბი არტერიულ კათეტერში, რომლებიდანას 7 პაციენტში აღინიშნებოდა ანგიოგრაფიის დროს და 5 პაციენტში _ PCI-ის დროს.

ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა (STEMI)

ორმაგ ბრმა, რანდომიზებულ კვლევაში (OASIS 6) შეფასდა 2.5 მგ არიქსტრას ერთხელ დღეში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 8 დღის განმავლობაში ან საავადმყოფოდან გაწერამდე, ჩვეულ მკურნალობასთან შედარებით (პლაცებო ან UFH) დაახლოებით 1200 პაციენტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ STEMI. ყველა პაციენტში ტარდებოდა STEMI-ის სტანდარტული მკურნალობა მკვლევარების გადაწყვეტილებით, პირველადი PCI რეპერფუზიის (31%), თრომბოლიზური საშუალებების გამოყენებით (45%) ან რეპერფუზიის გარეშე (24%). პაციენტების საშუალო ასაკი იყო 61 წელი და დაახლოებით 40% იყო მინიმუმ 65 წლის. პაციენტების დაახლოებით 40%-ს და 14% აღენიშნებოდა თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) ან საშუალო ხარისხის (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) უკმარისობა. პირველადი შედარების წერტილი იყო სიკვდილის და მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივის ჯამი რანდომიზაციის 30 დღის განმავლობაში. არიქსტრა უპირატესი იყო პირველადი საბოლოო წერტილის კონტროლისთვის. 9.7%-სა და 11.1%-ში აღინიშნებოდა მოვლენები 30-ე დღისათვის (რისკის კოეფიციენტი 0.87, 95% CI, 0.77, 0.96, p = 0.008). ეს სტატისტიკურად …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

არიქსტრაTM

ნატრიუმის ფონდაპარინუქსი (ფონდაპარინუქსი)

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:

ყოველი შპრიცი შეიცავს 2.5 მგ ნატრიუმის ფონდაპარინუქსს 0.5 მლ საინიექციო ხსნარში. ხსნარი არის გამჭვირვალე და უფერო სითხე.

ყოველი შპრიცი შეიცავს 5.0 მგ ნატრიუმის ფონდაპარინუქსს 0.4 მლ საინიექციო ხსნარში. ხსნარი არის გამჭვირვალე, უფეროდან ოდნავ ყვითელ ფერამდე.

ყოველი შპრიცი შეიცავს 7.5 მგ ნატრიუმის ფონდაპარინუქსს 0.6 მლ საინიექციო ხსნარში. ხსნარი არის გამჭვირვალე, უფეროდან ოდნავ ყვითელ ფერამდე.

ყოველი შპრიცი შეიცავს 10.0 მგ ნატრიუმის ფონდაპარინუქსს 0.8 მლ საინიექციო ხსნარში. ხსნარი არის გამჭვირვალე, უფეროდან ოდნავ ყვითელ ფერამდე.

ფარმაცევტული ფორმა

საინიექციო ხსნარი კანქვეშ და ინტრავენური გამოყენებისთვის.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენება

ვენური თრომბოემბოლიების გამოვლინებების პროფილაქტიკა (VTE) იმ პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან ქვედა კიდურების მნიშვნელოვან ქირურგიულ ოპერაციებს, როგორიცაა:

ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მათ შორის ხანგრძლივი პროფილაქტიკა;

მუხლის რეპლანტაციის ოპერაცია;

თეძოს რეპლანტაციის ოპერაცია;

ვენური თრომბოემბოლიების გამოვლინებების პროფილაქტიკა (VTE) იმ პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან მუცლის ღრუს ოპერაციებს და რომლებიც არიან თრომბოემბოლიური გართულებების რისკის ქვეშ.

ვენური თრომბოემბოლიების გამოვლიენებების პროფილაქტიკა (VTE) იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან თრომბოემბოლიური გართულებების რისკის ქვეშ, რომელიც წარმოადგენს შეზღუდული მოძრაობის შედეგს მწვავე დაავადების დროს.

მწვავე ღრმა ვენური თრომბოზის მკურნალობა (DVT).

მწვავე პულმონური ემბოლიზმის მკურანალობა (PE).

არასტაბილური ანგინას ან მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (UA/NSTEMI), მწვავე კორონარული სინდრომი სიკვდილის პრევენციისთვის, მიოკარდიუმის ინფარქტი რეფრაქტერული იშემიის შემდეგ. არიქსტრა ამცირებდა სიკვდილიანობას UA/NSTEMI-ს მქონე პაციენტებში.

მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა ST სეგმენტის ელევაციით (STEMI), მწვავე კორონარული სინდრომი სიკვდილის პრევენციისთვის და მიოკარდიუმის რე-ინფარქტის პრევენცია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ თრომბოლიზური საშუალებებით ან რომლებიც არ იღებენ რეპერფუზიულ თერაპიას. არიქსტრა ამცირებდა სიკვდილობას STEMI-ს მქონე პაციენტებში.

დოზირება და გამოყენება

გამოყენების მეთოდი

კანქვეშ შეყვანა

შეყვანის ადგილად შეიძელება გამოყენებული იქნას მარჯვენა და მარცხენა წინალატერალურ და მარჯვენა და მარცხენა უკანა ლატერალურ მუცლის კედლებს შორის ადგილი. წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენებისას სამკურნალო პრეპარატის დანაკარგის თავიდან ასაცილებლად არ გამოდევნოთ ჰაერის ბუშტები ინიექციამდე. შეჰყავთ საჩვეენბელ თითსა და ცერა თითს შორის მოქცეულ კანის ნაკეცში, პერპენდიკულარულად, კანის ნაკეცის მთელ სიგრძეზე. კანის ნაკეცი უნდა იყოს მოთავსებული თითებს შორის მთელი ინიექციის განმავლობაში.

არიქსტრას გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის მითითებით. პაციენეტებს ინიექციის საკუთარ თავზე გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს ექიმი და მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. კანქვეშა ინიექციების შესასწავლად უნდა ჩატარდეს შესაბამისი ტრენინგი. საკუთარ თავზე ინიექციის ჩატარების ტექნიკა აღწერილია ფურცელ-ჩანართში (იხილე გამოყენების/მართვის ინსტრუქცია).

ინტრავენური გამოყენება (პირველი დოზა მხოლოდ STEMI-ს მქონე პაციენტებში)

ინტრავენური გამოყენების დროს ვენაში შეჰყავთ მზა ხსნარი ან შეყვანა ხდება მცირე მოცულობის (25 ან 50 მლ) 0.9%-იანი მარილიანი ხსნარის ფლაკონის გამოყენებით. სამკურნალო პრეპარატის დანაკარგის თავიდან ასაცილებლად არ გამოდევნოთ ჰაერის ბუშტები ინიექციამდე. ინიექციის შემდეგ ინტრავენური მილი კარგად უნდა ჩაირეცხოს მარილიანი ხსნარით, რათა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი სრულად მიიღეთ. მინი ფლაკონის გამოყენებისას ინფუზია უნდა გაგრძელდეს 1-2 წუთი.

მოზრდილები

VTE-ს პროფილაქტიკა

ორთოპედიული და აბდომინალური ქირურგია: არიქსტრას რეკომენდებული დოზა არის 2.5 მგ ერთხელ დღეში, კანქვეშ, ოპერაციის შემდეგ.

პირველი დოზის შეყვანა უნდა მოხდეს ქირურგიული ოპერაციის დამთავრებიდან არა უადრეს 6 საათში და მხოლოდ ჰემოსტასის მიღწევის პირობებში (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ვენური თრომბოემბოლიების რისკის შემცირებამდე, ჩვეულებრივ სანამ პაციენტი გაეწერება, სულ მცირე 5-9 დღე ოპერაციის შემდეგ. გამოცდილება აჩვენებს, რომ თეძოს მოტეხილობის მქონე პაციენტებში ოპერაციის შემდეგ VTE-ს რისკი გრძელდება 9 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. ასეთი პაციენტებისათვის რეკომენდებულია დამატებით არიქსტრას პროფილაქტიკური გამოყენება 24 დღის განმავლობაში (იხილე კლინიკური კვლევები).

თრომბოემბოლიური გართულებების რისკის მქონე პაციენტები: არიქსტრას რეკომენდირებული დოზა არის 2.5 მგ ერთხელ დღეში, კანქვეშ შეყვანის გზით. მკურნალობის ხანგრძლივობა 6-დან 14 დღემდე კლინიკურად იქნა შესწავლილი (იხ. კლინიკური კვლევები).

DVT-ს და PE-ს მკურნალობა

არიქსტრას რეკომენდებული დოზა კანქვეშა ინიექციებისთვის არის:

5 მგ – 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში;

  • 5 მგ – 50–100 კგ სხეულის მასის მქონე პაციენტებში;

10 მგ – 100 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებში.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 5 დღის განმავლობაშიE და არ უნდა შეწყდეს სანამ არ იქნება შესაძლებელი პერორალური ანტიკოაგუალანტებით ადექვატური თერაპიის ჩატარაება (საერთაშორისო ნორმირებული კოეფიცეინტი 2-დან 3-მდე.). რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს K ვიტამინის ანტაგონისტების ერთდროული გამოყენება, ჩვეულებრივ 72 საათის განმავლობაში. ჩვეულებრივ არიქსტრათი მკურნალობის ხანგრძლივობა 5_9 დღეს შეადგენს (იხილე კლინიკური კვლევები).

არასტაბილური სტენოკარდიის/ ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (UA/NSTEMI) მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა

არიქსტრას რეკომენდებული დოზაა 2.5 მგ ერთხელ დღეში, კანქვეშ. მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად დიაგნოსის დასმის შემდეგ და გაგრძელდეს 8 დღე ან საავადმყოფოდან გაწერამდე.

თუ არიქსტრათი მკურნალობის დროს პაციენტს უნდა ჩაუტარდეს კანქვეშა კორონარული ჩარევა (PCI), ამ პროცედურის დროს სტანდარტულად უნდა გამოიყენონ არაფრაქციონირებული ჰეპარინი (UFH), სისხლდენის განვითარების რისკის გათვალისწინებით, არიქსტრას ბოლო შეყვანის დროის ჩათვლით (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

კათეტერის მოხსნის შემდეგ კანქვეშ არიქსტრას კვლავ გამოყენება განისაზღვრება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. UA/NSTEMI კლინიკურ კვლევაში არიქსტრას გამოყენება განახლდა კათეტერის მოხსნიდან სულ მცირე 2 საათის შემდეგ. პაციენტებში, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ კორონარული არტერიის შუნტირება (CABG), შეძლებისდაგვარად, არიქსტრა არ უნდა იყოს გამოყენებული ოპერაციამდე 24 საათის განმავლობაში, ხოლო მისი გამოყენება შეიძლება განახლდეს 48 საათის შემდეგ ოპერაციის დასრულებიდან.

ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა (STEMI)

არიქსტრას რეკომენდებული დოზაა 2.5 მგ ერთხელ დღეში. პირველი დოზის გამოყენება ხდება ინტრავენურად, შემდეგის _ კანქვეშ. მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე დიაგნოზის შემდეგ და გაგრძელდეს 8 დღე ან საავადმყოფოდან გაწერამდე.

თუ არიქსტრათი მკურნალობის დროს პაციენტს უნდა ჩაუტარდეს კანქვეშა კორონარული ჩარევა (PCI), ამ პროცედურის დროს სტანდარტულად უნდა გამოიყენონ არაფრაქციონირებული ჰეპარინი (UFH), სისხლდენის განვითარების რისკის გათვალისწინებით, არიქსტრას ბოლო შეყვანის დროის ჩათვლით (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

კათეტერის მოხსნის შემდეგ კანქვეშ არიქსტრას კვლავ გამოყენება განისაზღვრება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. STEMI კლინიკურ კვლევაში არიქსტრას გამოყენება ხდებოდა არაუადრეს 3 საათისა პროცედურის დასრულების შემდეგ. პაციენტებში, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ კორონარული არტერიის შუნტირება (CABG), შეძლებისდაგვარად, არიქსტრა არ უნდა იყოს გამოყენებული ოპერაციამდე 24 საათის განმავლობაში, ხოლო მისი გამოყენება შეიძლება განახლდეს 48 საათის შემდეგ ოპერაციის დასრულებიდან.

სპეციალური ჯგუფები

ბავშვები

არ არის დადგენილი არიქსტრას უსაფრთხოება და ეფექტუროჰა 17 წლამდე ასაკის პაცეინტებში (იხ. კლინიკური კვლევები).

ხანდაზმულები (75 წლიდან)

არიქსტრა დიდი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულებში, რადგან ასაკთან ერთად თირკმლის ფუნქცია სუსტდება. (იხილეთ თირკმლის უკმარისობა, გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები). იმ პაციენეტებში, რომლებიც უტარდებათ ქირურგიულ ოპერაცია, არიქსტრას პირველი დოზის შეყვანა მოითხოვს წესების მკაცრ დაცვას (იხილე გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის პაცეინტები

50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის პაცეინტები იმყოფებიან სისხლდენის მომატებული რისკის ქვეშ (იხილე გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები). იმ პაციენეტებში, რომლებიც უტარდებათ ქირურგიულ ოპერაცია, არიქსტრას პირველი დოზის შეყვანა მოითხოვს წესების მკაცრ დაცვას (იხილე გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

თირკმლის უკმარისობა

VTE პრევენცია

30 მლ/წთ ან მეტი კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში დოზის შემცირება საჭირო არ არის.

20_30 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში, როდესაც ექიმი საზღვრავს, რომ თრომბოპროფილაქტიკის სარგებელი აჭარბებს რისკს, რეკომენდებულია 2.5 მგ დოზა დღეგამოშვებით (ყოველი დოზა დაახლოებით 48 საათში) (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები, ფარმაკოკინეტიკა).

20 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში არიქსტრას გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები). ქირურგიული პროცედურებისას არიქსტრას პირველი დოზა მოითხოვს მკაცრ განსაზღვრას.

იმ პაციენეტებში, რომლებიც უტარდებათ ქირურგიულ ოპერაცია, არიქსტრას პირველი დოზის შეყვანა მოითხოვს წესების მკაცრ დაცვას

VTE მკურნალობა

30 მლ/წთ ან მეტი კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში დოზის შემცირება საჭირო არ არის.

არიქსტრა არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები აქვთ (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

UA/NSTEMI და STEMI მკურნალობა

არიქსტრა არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლები აქვთ (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები). დოზის შემცირება საჭირო არ არის პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 20 მლ/წთ ან მეტი.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში არიქსტრას დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილე ფარმაკოკინეტიკა). არიქსტრა დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მწვავე უკამრისობის მქონე პაციენტებში (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

უკუჩვენებები

არიქსტრას ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ არსებული მომატებული მგრძნობელობა.

აქტიური, კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა.

მწავვე ბაქტერიული ენდოკარდიტი.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

მიღების გზა _ არიქსტრა არ უნდა გამოიყენოთ ინტრამუსკულარულად (იხ. დოზირება და გამოყენება).

PCI და კათეტერის თრომბოზის რისკი – STEMI-ს პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ პირველადი PCI რეპერფუზიისთვის, არიქსტრას გამოყენება ამ პროცედურამდე და მის დროს რეკომენდებული არ არის. UA/NSTEMI და STEMI პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ არაპირველადი PCI არიქსტრას გამოყენება მონო ანტიკოაგულანტის სახით პროცედურის დროს რეკომენდებული არ არის, აქედან გამომდინარე უნდა გამოიყენონ არაფრაქციონირებული ჰეპარინი სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით (იხ. დოზირება და გამოყენება).

კლინიკურ კვლევაში შედარდა UFH დოზირების ორი რეჟიმი არაპირდაპირი PCI დროს, ფონდაპარინუქსით ნამკურნალები UA/NSTEMI პაციენტები იყვნენ რანდომიზებულნი, იღებდნენ ან UFH სტანდარტულ დოზას (საშუალო დოზა 85 ერთ/კგ) ან “UFH დაბალ დოზას” (საშუალო დოზა 50 ერთ/კგ). პერი-PCI დიდი სისხლდენის სიხშირე იყო 1.2% სტანდარტული დოზის და 1.4% დაბალი დოზის გამოყენებისას (იხ. კლინიკური კვლევები).

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა კათეტერის თრომბოზის დაბალი, მაგრამ გაზრდილი რისკი პაციენტებში, რომლებიც მხოლოდ არიქსტრათი მკურნალობდნენ PCI დროს საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. არაპირველადი PCI დროს UA/NSTEMI პაციენტებში სიხშირე იყო 1.0 და 0.3% (არიქსტრა vs. ენოქსაპარინი) და პირველადი PCI დროს STEMI პაციენტებში სიხშირე იყო 1.2 და 0% (არიქსტრა vs. კონტროლი). ფონდაპარინუქსით ნამკურნალები UA/NSTEMI პაციენტები იყვნენ რანდომიზებული, იღებდნენ UFH სტანდარტულ ან დაბალ დოზას არაპირველადი PCI დროს, კათეტერის თრომბოზის სიხშირე იყო 0.1 და 0.5% (იხ. კლინიკური კვლევები).

ჰემორრაგია - არიქსტრა სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად უნდა გამოიყენონ სიფრთხილით ჰემორაგიის მაღალი რისკის დროს (კონგენიტალური ან შეძენილი სისხლდენით მიმდინარე დაავადებები, აქტიური წყლულოვანი გასტროინტესტინური დაავადება, ტვინის, სპინალური ან ოფთალმოლოგიური ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ხანმოკლე დროში განვითარებული ახალი ინტრაკრანიალური ჰემორაგია).

VTE პრევენცია და მკურნალობა

სხვა სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც ზრდის ჰემორაგიის რისკს K ვიტამინის ანტაგონისტების გარდა, რომლებიც გამოიყენება ერთდროულად VTE მკურნალობისთვის არ უნდა მიიღონ არიქსტრასთან ერთად. თუ ერთად მიღება აუცილებელია, რეკომენდებულია მკაცრი მონიტორინგი (იხ. ურთიერთქმედება).

VTE პრევენცია ოპერაციის შემდეგ (არიქსტრას პირველი ინიექციის დროის განსაზღვრა)

პირველი ინიექციის დროის განსაზღვრა მოითხოვს მკაცრ განხილვას.

პირველი დოზის გამოყენება უნდა მოხდეს არაუადრეს 6 საათისა ოპერაციის შემდეგ და მხოლოდ ჰემოსტაზის მიღწევის შემდეგ. 6 საათზე ადრე მიღება დაკავშირებულია დიდი სისხლდენის რისკის ზრდასთან. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან პაციენტები 75 წლის ასაკის ზემოთ, 50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით ან თირკმლის უკმარისობით, როდესაც კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე ნაკლებია.

UA/NSTEMI და STEMI მკურნალობა

არიქსტრა უნდა გამოიყენონ სიფრთხილით პაციეტნებში, რომლებსაც მკურნალობენ სხვა პრეპარატებით, რომლებიც ზრდის ჰემორაგიის რისკს (როგორიცაა GPIIb/IIIa ინჰიბიტორები ან თრომბოლიზური საშუალებები).

სპინალური/ეპიდურული ანესთეზია/ზურგის ტვინის პუნქცია – ეპიდურული ან სპინალური ჰემატომები რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ან პერმანენტული დამბლები, შეიძლება განპირობებული იყოს ანტიკოაგულანტებისა და სპინალური/ეპიდურალური ანესთეზიის ან სპინალური პუნქციის გამოყენებით. ამ იშვიათი შემთხვევების რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს ეპიდურალური კათეტერების ან ჰემოსტაზზე მოქმედი სხვა სამკურნალო საშუელებების ერთდროული პოსტოპერაციული გამოყენებისას.

ხანდაზმულები – ხანდაზმულებში მაღალია სისხლდენის განვითარების რისკი. ვინაიდან თირკმლის ფუნქცია ზოგადად სუსტდება ასაკთან ერთად, ხანდაზმულ პაციენტებში მცირდება არიქსტრას ელიმინაცია და იზრდება ექსპოზიცია. არიქსტრა დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულებში (იხილე დოზირება და გამოყენება).

სხეულის დაბალი მასა – 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტები იმყოფებიან სისხლდენის მომატებული რისკის ქვეშ. არიქსტრას ელიმინაცია მცირდება სხეულის მასის შემცირებასთან ერთად. ასეთ პაციენტებში არიქსტრა განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება (იხილე დოზირება და გამოყენება).

თირკმლის უკმარისობა _ ფონდაპარინუქსის პლაზმის კლირენსის იზრდება თირკმლის უკმარისობის სიმძიმის ხარისხსთან ერთად და ასოცირებულია ჰემორაგიის გაზრდილ რისკთან (იხილე ფარმაკოკინეტიკა). თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით 30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის დროს, მაღალია სისხლდენის ეპიზოდების და VTE-ს რისკი.

VTE პრევენცია

შეზღუდულია კლინიკური მონაცემები ფონდაპარინუქსის გამოყენების შესახებ VTE პრევენციისთვის 20 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში. აქედან გამომდინარე არიქსტრა რეკომენდებული არ არის ამ პაციენტებში გამოყენებისთვის (იხ. დოზირება და გამოყენება, ფარმაკოკინეტიკა).

VTE მკურნალობა

შეზღუდულია კლინიკური მონაცემები ფონდაპარინუქსის გამოყენების შესახებ VTE მკურნალობისთვის 30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში. აქედან გამომდინარე არიქსტრა რეკომენდებული არ არის ამ პაციენტებში გამოყენებისთვის (იხ. დოზირება და გამოყენება, ფარმაკოკინეტიკა).

UA/NSTEMI-ს და STEMI-ს მკურნალობა

შეზღუდულია კლინიკური მონაცემები არიქსტრას გამოყენების შესახებ UA/NSTEMI-ს და STEMI-ს მკურნალობისთვის 20_30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში. აქედან გამომდინარე ექიმმა უნდა განსაზღვროს მკურნალობის სარგებელი აჭარბებს თუ არა რისკს (იხ. დოზირება და გამოყენება, ფარმაკოკინეტიკა).

არიქსტრა არ არის რეკომენდებული 20 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის მწვავე უკმარისობა – იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გაზრდილი პროთრომბინის დრო, არიქსტრას გამოყენება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით, სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს კოაგულაციური ფაქტორის შესაძლო დეფიციტით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა (იხილე დოზირება და გამოყენება).

ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია _ არიქსტრა არ უკავშირდება თრომბოციტების მე-4 ფაქტორს და არ შედის ჯვარედინ რეაქციაში იმ პაციენტების შრატთან, რომლებსაც აქვთ ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია (HIT) - ტიპი II. იგი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაცეინტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია. არიქსტრას ეფექტურობა და უსაფრთხოება ოფიციალურად არ არის შესწავლილი HIT - ტიპი II-ში. არსებობს იშვიათი მონაცემები ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის (HIT) შესახებ არიქტრათი ნამკურნალებ პაციენტებში. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არიქსტრას გამოყენებასა და ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის (HIT) განვითარებას შორის დადგენილი არ არის.

ლატექსზე ალერგია - შპრიცის ნემსის ნაწილი შეიცავს მშრალ ნატურალურ ლატექსს, რაც შეიძლება ალერგიული რეაქციის მიზეზი გახდეს ლატექსის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში.

ურთიერთქმედება

in vitro ფონდაპარინუქსი მნიშვნელოვნად არ აინჰიბირებს ციტოქრომის ჯგუფის ფერმენტებს CYP450s-ს (CYP1A2, CYP2A6, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP2E1 ან CYP3A4). შესაბამისად, in vivo არ არის მოსალოდნელი არიქსტრას და იმ სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება, მეტაბოლიზმის ინჰიბირების დონეზე, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP-სისტემის მეშვეობით.

ვინაიდან ფონდაპარინუქსი მნიშვნელოვნად არ უკავშირდება პლაზმის პროტეინებს, გარდა ATIII-სა, არ არის მოსალოდნელი რაიმე სახის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან პროტეინების დაკავშირების შეცვლით.

ფონდაპარინუქსით განხორციელებული კლინიკური კვლევებით ვარფარინის (პერორალური ანტიკოაგულანტი), აცეტილსალიცილის მჟავას (თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი), პიროქსიკამის (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი) და დიგოქსინის (საგულე გლიკოზიდი) ერთდროული გამოყენება არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ფონდაპარინუქსის ფარმაკოკინეტიკაზე და ფარმაკოდინამიკაზე. გარდა ამისა, ფონდაპარინუქსი არ მოქმედებს ვარფარინის INR აქტივობზე, სისხლდენის დროზე აცეტილსალიცილის მჟავით ან პიროქსიკამით მკურნალობის პერიოდში, დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოფდინამიკაზე წონასწორულ მდგომარეობაში.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

არსებობს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კლინიკური მონაცემები ორსულობასთან დაკავშირებით. არიქსტრას დანიშვნა არ შეიძლება ორსულებში, თუ სარგებელი არ აჭარბებს რისკს. (იხილე არაკლინიკური ინფორმაცია).

ლაქტაცია

ფონდაპარინუქსი გადადის ვირთხების ლაქტატში, მაგრამ არ არის ცნობილი გადადის თუ არა იგი ქალების ლაქტატში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში არიქსტრას დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

პრეპარტის ეფექტები ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვისას.

არ არის ჩატარებული რაიმე სახის კვლევები პრეპარტის მოქმედების შესახებ ავტომობილის და სხვა მექანიზემბის მართვაზე.

უარყოფითი რეაქციები

უარყოფითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ ორგანოთა სისტემების კლასების, სიხშირის და ჩვენებების მიხედვით. სიხშირე კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არც ისე ხშირად (≥1/1 000, <1/100), იშვიათად (≥1/10 000, <1/1 000), ძალიან იშვიათად (≥1/10 000). ეს უარყოფითი რეაციები გასატვალისწინებელია ქირურგიულ ან სამედიცინო კონტექსტში ჩვენებების დროს.

კლინიკური კვლევების მონაცემები

ინფექციები და ინვაზიები

იშვიათად: პოსტოპერაციული ჭრილობის ინფექციები.

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ხშირად: ანემია, სისხლდენა (სხვადასხვა ლოკალიზაციის, მათ შორის ინტრტაკრანიალური/ინტრაცერებრული და რეტროპერიტონიალური სისხლდენის ცალკეული შემთხვევები), პურპურა.

არც ისე ხშირად: თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, ანომალური თრომბოციტები, კოაგულაციური დარღვევები.

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათად: ალერგიული რეაქციები (მათ შორის, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტოიდური/ანაფილაქსიური რეაქციების იშვიათი შემთხვევები).

მეტაბოლიზმი და კვებითი დარღვევები

იშვიათად: ჰიპოკალემია.

ნერვული სისტემის დარღვევები

არც ისე ხშირად: თავის ტკივილი.

იშვიათად: მოუსვენრობა, დაბნეულობა, თავბრუსხვევა, სომნოლენცია, ვერტიგო.

ვასკულარული დარღვევები

იშვიათად: ჰიპოტენზია.

რესპირატორული, თორაკული და მედიასტინალური დარღვევევბი

იშვიათად: დისპნოე, ხველა.

გასტროინტესტინალური დარღვევევბი

არც ისე ხშირად: გულისრევა, ღებინება.

იშვიათად: მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გასტრიტები, ყაბზობა, დიარეა.

ჰეპატობილიარული დარღვევევბი

არც ისე ხშირად: ღვიძლის ფუნქციების ანომალური ტესტი, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.

იშვიათად: ბილირუბიუნემია.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები

არც ისე ხშირად: გამონაყარი, ქავილი, გამონადენი ჭრილობიდან.

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილების მდგომარეობა

ხშირად: შეშუპება.

არც ისე ხშირად: ცხელება.

იშვიათად: რეაქცია ინიექციის ადგილას, ტკივილი გულმკერდის არეში, ფეხის ტკივილი, გადაღლა, ჰიპერემია, სინკოპე.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები და ნიშნები

ზემოთ მოცემულ რეკომენდებულ დოზებზე მაღალი დოზებით გამოყენებისას არიქსტრამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი.

მკურნალობა

ჭარბმა დოზირების შედეგად შეიძლება განვითარდეს სისხლდენა, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მოხსნა და პირველადი მიზეზის კვლევა. გასათვალისწინებელია შესაბამისი თერაპიის დაწყება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სისხლდენის ოპერაციული გზით შეჩერებას, სისხლის დანაკარგის შევსებას, ახალი პლაზმის გადასხმას, პლაზმაფერეზს.

ფარმაკოლოგიური თვისეებები

ფარმაკოდინამიკა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტითრომბული საშუალება.

ათქ კოდი

B01AX05

მოქმედების მექნიზმი

ფონადაპარინუქსი წარმოადგენს გააქტივებული X ფაქტორის (Xa) სინთეზურ და სელექციურ ინჰიბიტორს. ფონდაპარინუქსის ანტითრომბული აქტივობა არის Xa ფაქტორის სელექციური ინჰიბირების შედეგი და განპირობებულია ანტითრომბინ-III-ით (AT III). AT III-თან სელექციური კავშირის მეშვეობით ფონდაპარინუქსი აძლიერებს (დაახლოებით 300-ჯერ) Xa ფაქტორის ნეიტრალიზაციას AT III- ით. Xa ფაქტორის ნეიტრალიზაცია წყვეტს სისხლის კოაგულაციის კასკადს და აინჰიბირებს ორივეს – თრომბინის წარმოქმნას და თრომბის წარმოქმნას.

ფონდაპარინუქსი არ ახდენს თრომბინის (აქტივირებული ფაქტორი II) ინაქტივაციას და არ აქვს რაიმე უკვე ცნობილი ზეგავლენა თრომბოციტების ფუნქციაზე.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

  • 5 მგ დოზით ფონდაპარინუქს არ აქვს რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჩვეულებრივ კოაგულაციის ტესტზე, როგორიცაა გააქტივებული ფრაგმენტული თრომბოპლასტინის დრო (aPTT), გააქტივებული შედედების დრო (ACT) ან პროთრომბინის დრო (PT), საერთაშორისო ნორმირებული კოეფიციენტის (INR) კრიტერიუმები პლაზმაში, ასევე სისხლდენის დროსა და ფიბრინოლიზურ აქტივობაზე. თუმცა 2.5 მგ დოზით მიღებისას აღინიშნა გაზრდილი aPTT-ს იშვიათი სპონტანური მონაცემები.

ფონდაპარინუქსი არ შედის ჯვარედინ რეაქციაში იმ პაციენტების შრატთან, რომლებსაც აქვთ ჰეპარინით გამოწვეული II ტიპის თრომბოციტოპენია (HIT).

ანტი-Xa აქტივობა

ფონდაპარინუქსის ფარმაკოდინამიკა/ფარმკოკინეტიკა განპირობებულია ფონდაპარინუქსის პლაზმური კონცენტრაციით, რომელიც განისაზღვრება ანტი-ფაქტორ Xa-ს აქტივობით. მხოლოდ ფონდაპარინუქსის გამოყენება შეიძლება ანტი-Xa-ს ანალიზის გამოსაკვლევად. ჰეპარინის საერთაშორისო სტანდარტები და დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინი არ არის შესაფერისი ასეთი გამოყენებისთვის. შედეგად, ფონდაპარინუქსის კონცენტრაცია გამოისახება ფონდაპარინუქს კალიბრატორ/ლიტრის მილიგრამებით.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

კანქვეშ ინიექციის შემდეგ ფონდაპარინუქსი სრულად და სწრაფად შეიწოვება (აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 100%-ია). 2.5 მგ არიქსტრას კანქვეშ ერთჯერადი ინიექციის შემედეგ ჯანმრთელ ახალგაზრდა პაციენტებში, მაქსიმალური კონცენტრაცია Cmax პლაზმაში შეადგენს საშუალოდ 0.34 მგ/ლ-ს და მიიღწევა დაახლოებით 2 საათში.

მაქსიმალური კონცენტრაციის Cmax–ის ნახევარი დოზირებიდან საშუალოდ 25 წუთში მიიღწევა.

ხანდაზმულ ჯანმრთელ პაციენტებში ფონდაპარინუქსის ფარმაკოკინეტიკა სწორხაზოვანია 2-8 მგ დოზების დიაპაზონში კანქვეშ შეყვანის დროს. ერთხელ დღეში შეყვანისას წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3_4 დღის შემდეგ და 1.3-ჯერ იზრდება Cmax და AUC.

ერთჯერადად ინტრავენური ნაკადის სახით შეყვანის შემდეგ ჯანმრთელ ხანდაზმულ სუბიექტებში ფონდაპარინუქსის ფარმაკოკინეტიკა სწორხაზოვნად შეესაბამება თერაპიულ დიაპაზონს.

მენჯ-ბარძაყის სახსრის ოპერაციის შემდეგ პაციენტებში 2.5 მგ არიქსტრას კანქვეშ შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში საშუალოდ 0.39-0.50 მგ/ლ-ს შეადგენდა და დაახლოებით 3 საათში მიიღწეოდა. ამ პაციენტებში მინიმალური წონასწორული კონცენტრაცია 0.14-0.19 მგ/ლ-ს შეადგენდა.

ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის მკურნალობის დროს ერთხელ დღეში, სხეულის მასის მიხედვით 5 მგ (სხეულის მასა 50 მგ-ზე ნაკლები), 7.5 მგ (სხეულის მასა 50-100 კგ) და 10 მგ (სხეულის მასა 100 კგ-ზე მეტი) არიქსტრას დანიშვნისას, აღინიშნებოდა პიკური და მინიმალური პლაზმური კონცენტრაციებს მსგავსი მაჩვენებლები სხეულის მასის ყველა კატეგორიისთვის. საშუალო წონასწორული პლაზმური კონცენტრაცია არის 1.20_1.26 მგ/ლ-ის ფარგლებში. საშუალო მდგრადი მდგომარეობის პლაზმური კონცენტრაცია არის 0.46-0.62 მგ/ლ-ს ფარგლებში.

განაწილება

ჯანმრთელ მოზრდილებში, ფონდაპარინუქსის ვენაში ან კანქვეშ შეყვანისას იგი ძირითადად სისხლში ნაწილდება და უმნიშვნელო მოცულობით ექსტრავასკულარულ სითხეში. განაწილების მოცულობა შეადგენს 7-11 ლ-ს. in vitro ფონდაპარინუქსი მნიშვნელოვნად (სულ მცირე 94%) და განსაზღვრულად უკავშირდება ანტითრომბინ-III-ს (AT III), მნიშვნელოვნად არ უკავშირდება სხვა პლაზმურ პროტეინებს, მათ შორის თრომბოციტების ფაქტორს 4 (PF4) ან სისხლის წითელ უჯრედებს.

მეტაბოლიზმი

in vivo მეტაბოლიზმი არ არის გამოკვლეული, რამდენადაც მიღებული დოზის მნიშვნელოვანი რაოდენობა ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით.

ელიმინაცია

ფონდაპარინუქსი ძირითადად უცვლელი სახით, შარდით გამოიყოფა. ჯანმრთელ ინდივიდებში ერთჯერადი დოზის 64_77% გამოიყოფა შარდით 72 საათში. ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ ახალგაზრდა სუბიექტებში დაახლოებით 17 საათს შეადგენს, ჯანმრთელ ხანდაზმულ პირებში _ დაახლოებით 21 საათს.

პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით, ფონდაპარინუქსის საშუალო კლლირენსი არის 7.82 მლ/წთ.

პაციენტთა სპეციალური პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ფონდაპარინუქსის ელიმინაცია გახანგრძლივებულია, რადგან ელიმინაციის ძირითად გზა არის თირკმლისმიერი ექსკრეცია, პრეპარატის უცვლელი სახით გამოყოფა. იმ პაცეინტებში, რომლებიც გადიან პროფილაქტიკის კურსს თეძოს ძვლის მოტეხილობის შემდეგ, ფონდაპარინუქსის საერთო კლირენსი თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით დაახლოებით 25%-ით ნაკლებია თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ), დაახლოებით 40%-ით ნაკლებია თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) და დაახლოებით 55%-ით ნაკლებია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პირებში (30 მლ/წთ-ზე ნაკლები). ამასთან დაკავშირებული ნახევარგამოყოფის პერიოდი შედაგენდა 29 საათს თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, ხოლო 72 საათს თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. მსგავსი კავშირი ფონდაპარინუქსის კლირენსსა და თირკმლის უკმარისობის შორის აღინიშნებოდა DVT მკურნალობის დროს.

VTE პრევენცია

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკის მოდელი მიღებული იყო პაციენტების მონაცემებიდან, რომლებსაც უტარდებოდათ მნიშვნელოვანი ორთოპედიული ოპერაციები ქვემო კიდურებზე და რომლებიც იღებდნენ ფონდაპარინუქსს, მათ შორის იყო პაციენტები საკმაოდ დაბალი კრეატინინის კლირენსით _ 23.5 მლ/წთ. ამ მოდელში ფამრაკოკინეტიკის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ფონდაპარინუქსის პროგნოზირებადი საშუალო მაჩვენებელი 20-30 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში, რომლებშიც დღეგამოშვებით ინიშნებოდა 2.5 მგ ფონდაპარინუქსი ისეთივე იყო, როგორიც თირკმლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ), რომლებშიც ინიშნებოდა 2.5 მგ ერთხელ დღეში (იხ. დოზირება და გამოყენება, გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

ღვიძლის უკმარისობა

ფონდაპარინუქსის შეუკავშირებელი კონცენტრაციები სავარაუდოდ უცვლელი რჩება პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით და აქედან გამომდინარე დოსის კორექცია საჭირო არ არის. ერთჯერადი, კანქვეშა დოზის შემდეგ სუბიექტებში ღვიძლის საშუალო უკმარისობით (ჩაილდ პიუს კატეგორია B), Cmax და AUC დაქვეითდა 22% და 39%-ით შესაბამისად, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით. ფონდაპარინუქსის უფრო დაბალი პლაზმური კონცენტრაცია განპირობებულია ATIII-თან შემცირებული კავშირით, ვინაიდან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ATIII-ის კონცენტრაცია პლაზმაში დაბალია. ამდაგვარად იზრდება ფონდაპარინუქსის თირკმლის კლირენსი. არიქსტრას ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის პაციენტებში ღვიძლის მწვავე უკმარისობით (იხ. დოზირება და გამოყენება, გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

ბავშვები

არიქსტრას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები აღწერილი იყო პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში სისხლის ნიმუშების მონაცემებით 24 პედიატრიულ პაციენტში (1-18 წლის). დღეში ხდებოდა 0.1 მგ/კგ-ს შეყვანა კანქვეშ, ფონდაპარინუქსის ექსპოზიცია რეკომენდებული დოზების გამოყენებისას DVT ან PE მკურნალობის დროს მოზრდილების მსგავსი იყო (იხ. კლინიკური კვლევები).

ხანდაზმულები

ფონდაპარინუქსის ელიმინაცია ხანგრძლივდება 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. კვლევაში, რომელიც აფასებდა 2.5 მგ არიქსტრას გამოყენებას პროფილაქტიკისთვის ბარძაყის მოტეხილობის ან ბარძაყის ელექტიური ქირურგიული ოპერაციისას, ფონდაპარინუქსის საერთო კლირენსი დაახლოებით 25%-ით დაბალი იყო 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში 65 წელზე უმცროს პირებთან შედარებით. მსგავსი კავშირი ფონდაპარინუქსის კლირენსსა და ასაკს შორის აღინიშნებოდა პაციენტებში DVT მკურნალობის დროს.

სქესი

სხეულის მასის მიხედვით დოსის კორექციის შემდეგ რაიმე განსხავვება სქესის მიხედვით არ აღინიშნებოდა.

რასა

რასასთან დაკავშირებული ფარმაკოკინეტიკური განსხვავებები არ არის შესწავლილი შესაბამისი სახით. თუმცა, აზიელებში (იაპონელები) ჩატარებულმა კვლვებმა არ აჩვენა რაიმე ტიპის განსხვავება პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ პროფილში კავკასიელებში ჩატარებულ კვლევებთან შედარებით. ამის მსგავსად, ორთოპედიულ ოპერაციებს დაქვემდებარებულ პაციენტებში განხორციელებულ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზებზე დაყრდნობით არ იყო აღმოჩენილი პლაზმური კლირენსის განსხავავებები შავკანიან და კავკასიელ პაციენტებს შორის.

სხეულის მასა

50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის პაციენტებში ნატრიუმის ფონდაპარინუქსის საერთო კლირენსი შემცირებულია დაახლოებით 30%-ით (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

კლინიკური კვლევები

ვენური თრომბოემბოლიების გამოვლინებების პროფილაქტიკა (VTE) იმ პაციენტებში, რომლებიც ექვემდებერაბიან ქვედა კიდურების მნიშვნელოვან ორთოპედიულ ოპერაციებს 9 დღიანი მკურნალობის ფონზე.

კლინიკური კვლევა მოიცავს პაციენტებს, რომლებიც ექვემდებარებიან ქვედა კიდურების ორთოპედიულ ოპერაციებს, როგორიცაა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მუხლის ოპერაცია ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება. 2.5 მგ არიქსტრა დღეში ერხელ ოპერაციიდან 6-8 საათის შემდეგ შეადარეს 40 მგ ენოქსაპარინს დღეში ერთხელ ოპერაციიდან 12 საათის შემდეგ, ან 30 მგ დღეში ორჯერ ოპერაციიდან 12-24 საათის შემდეგ. ორივე მკურნალობა განხორციელდა 7±2 დღის განმავლობაში.

შემაჯამებელ ანალიზში არიქსტრა დაკავშირებული იყო VTE-ს მნიშვნელოვან შემცირებასთან ენოქსაპარინთან შედარებით (შესაბამისად 6.8% 13.7%-ის საპირისპიროდ) წარმოდგენილი ოპერაციის ტიპისგან დამოუკიდებლად. საბოლოო მაჩვენებლების უმრავლესობა უმთავრესად შედგებოდა დისტალური DTV-სგან, თუმცა პროქსიმალური DTV–ს ინციდენტები მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. სიმპტომური VTE–ს ინციდენტები, მათ შორის PE, სამკურნალო ჯგუფებს შორის მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა.

კვლევებში, რომლებშიც იყენებდნენ 40 მგ ენოქსაპირინს დღეში ერთხელ ოპერაციამდე 12 საათით ადრე, მნიშვნელოვანი სისხლდენა აღინიშნა არიქსტრათი მკურნალობის ფონზე 3.3% პაციენტში, ხოლო ენოქსაპირინით მკურნალობის ფონზე _ 2.6% პაციენტში. რეკომენდებული რეჟიმის მიხედვით არიქსტრათი ნამკურნალებ პაციენტებში (6 საათი ოპერაციის შემდეგ) მნიშვნელოვანი სისხლდენის კოეფიციენტი შედგენდა 2.8%-ს. 30 მგ ენოქსაპირინით მკურნალობისას დღეში ორჯერ ოპერაციიდან 12-24 საათის შემდეგ, მნიშვნელოვანი სისხლდენა აღინიშნა არიქსტრას რეკომენდებული დოზით ნამკურნალები პაციენტების 1.9%-ში ენოქსაპირინით ნამკურნალები პაციენტების 1.1%-თან შედარებით.

გახანგრძლივებული პროფილაქტიკა: ვენური თრომბოემბოლიების გამოვლიენებების პროფილაქტიკა (VTE) იმ პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან ბარძაყის მოტეხილობის ოპერაციებს 1 კვირიანი საწყისი პროფილაქტიკის შემდეგ 24 დღიანი მკურნალობის ფონზე

  • 5 მგ არიქსტრათი მკურნალობის შემდეგ 7±1 დღის განმავლობაში ბარძაყის მოტეხილობის მქონე პაციენტები რანდომიზებული იყვნენ ორ ჯგუფად დამატებითი მკურნალობით 21±2 დღის განმავლობაში: 2.5 მგ არტიქსტრას გამოყენება ერთჯერ დღეში ან პლაცებო.

არიქსტრას გახანგრძლივებულმა პროფილაქტიკამ მოგვაწოდა VTE-ს საერთო წილში მნიშვნელოვანი კლება პლაცებოსთან შედარებით (შესაბამისად 1.4% 35%-ის საპირისპიროდ). არიქსტრამ აგრეთვე გამოიწვია სიმპტომური VTE მნიშვნელოვანი შემცირება (0.3% 2.7%-თან შედარებით). მასიური სისხლდენა, ყველა განვითარებული ოპერაციის ადგილას და არა ფატალური, აღინიშნა არიქსტრათი ნამკურნალები პაციენტების 2.4%-ში პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 0.6%-თან შედარებით.

ვენური თრომბოემბოლიების გამოვლინებების პროფილაქტიკა (VTE) იმ პაციენტებში, რომლებიც ექვემდებერაბიან აბდომინალურ ოპერაციებს თრომბოემბოლიური გამოვლინებების რისკით

პაციენეტბი რანდომიზირებული იყვნენ 2.5 მგ არიქსტრას და 50000 სე დალტეპარინის ერთხელ დღეში მიღების მიხედვით. ერთი 2500 სე პრეოპერაციული ინიექციით და პირველი 2500 სე პოსტოპერაციული ინიექციით, 7±2 დღის განმავლობაში აბდომინური ოპერაციის შემდეგ.

არიქსტრა არ იყო ნაკლები დალტეპარინთან შედარებით (VTE კოეფიციენტი 4.6% 6.1%-ის საპირისპიროდ). სიმპტომური VTE-ს შემთხვევათა რიცხვი მსგავსი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფში (0.4% არიქსტრაზე 0.3%-ის საპირისპიროდ დალტეპარინზე).

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ სიმსივნის ოპერაცია და რომლებიც წარმოადგენდნენ კლინიკური კვლევის ძირითად ქვეჯგუფს (პოპულაციის 69%) VTE-ს სიხშირე იყო 4.7% არიქსტრას ჯგუფში და 7.7% დელტაპარინის ჯგუფში. დიდი სისხლდენა აღინიშნა 3.4%-ში არიქსტრას ჯგუფში და 2.4%-ში დელტაპარინის ჯგუფში. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიქსტრათი რეკომენდებული რეჟიმით (6 საათის შემდეგ ოპერაციიდან) მოცულობითი სისხლდენის სიხშირე იყო 2.8%.

VTE-ს პრევენცია სამედიცინო პაციენტებში

მძიმე დაავადებების, ძირითადად წოლითი რეჟიმის მქონე ბოლო 4 დღის განმავლობაში, 60 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმული პაციენტები რანდომიზებული იყვნენ ან 2.5 მგ არიქსტრას ერთხელ დღეში მიღების მიხედვით ან პლაცებოს გამოყენებითი 6-14 დღის განმავლობაში. არიქსტრამ მნიშვნელოვნად შეამცირა VTE-ს საერთო წილი პლაცებოსთან შედარებით (5.6% 10.5%-ის საპირისპიროდ). მოვლენების უმრავლესობა იყო ასიმპტომური დისტალური DVT. არიქსტრამ აგრეთვე მნიშვნელოვნად შეამცირა ფატალური PE-ს სიხშირე (0.0% 1.2%-თან შედარებით). დიდი სისხლდენა აღინიშნა ყოველი ჯგუფის ერთ პაციენტში (0.2%).

ღრმა ვენუური თრომბოზის (DVT) და პულმონალური ემბოლიის მკურნალობა (PE).

DVT

იმ პაციენტებში, რომლებსაც დადგენილი ჰქონდათ მწვავე სიმპტომური DVT, 5 მგ (სხეულის მასა 50 კგ-ზე ნაკლები), 7.5 მგ (სხეულის მასა 50-100 კგ) ან 10 მგ (სხეულის მასა 100 კგ-ზე მეტი) არიქსტრა დღეში ერთხელ შედარებული იქნა 1 მგ/კგ ენოქსაპირინთან კანქვეშ დღეში ორჯერ. პაციენტებს მკურნალობდნენ სულ მცირე 5 დღის განმავლობაში K ვიტამინის ანტაგონისტებთან ერთად 90±7 დღის განმავლობაში რეგულარული დოზებით, 2-3 INR-ის მაჩვენებლის მიღწევამდე.

არიქსტრა არ იყო ნაკლები ენოქსაპარინთან შედარებით (VTE კოეფიციენტები 3.9% და 4.1% შესაბამისად 97-ე დღეს). საწყის სამკურნალო პერიოდში არიქსტრას პაციენტებში მნიშვნელოვანი სისხლდენის წილი იყო დაახლოებით 1.1%, 1.2%-თან შედარებით ენოქსაპარინით ნამკურნალებ პაციენტებში.

PE

იმ პაციენტებში, რომლებსაც დადგენილი ჰქონდათ მწვავე სიმპტომური PE, 5 მგ (სხეულის მასა 50 კგ-ზე ნაკლები), 7.5 მგ (სხეულის მასა 50-100 კგ) ან 10 მგ (სხეულის მასა 100 კგ-ზე მეტი) არიქსტრა დღეში ერთხელ შედარებული იქნა არაფრაქცირებულ ჰეპარინთან (UFH) ინტრავენური ბოლუსით (500 სე), რომელსაც მოჰყვებოდა ინტრავენური ინფუზია, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო 1.5_2.5-ჯერ PPT საკონტროლო მაჩვენებელი. პაციენტებს მკურნალობდნენ სულ მცირე 5 დღის განმავლობაში K ვიტამინის ანტაგონისტებთან ერთად 90±7 დღის განმავლობაში რეგულარული დოზით, 2-3 INR-ის მაჩვენებლის მიღწევამდე.

არიქსტრა არ იყო ნაკლები UFH-თან შედარებით (VTE კოეფიციენტი 3.8% 5.0%-ის საპირისპიროდ, შესაბამისად). საწყის სამკურნალო პერიოდში არიქსტრას პაციენტებში მნიშვნელოვანი სისხლდენის წილი იყო დაახლოებით 1.3%, 1.1% UHF-თან შეადრებით.

არასტაბილური სტენოკარდიის ან ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა (UA/NSTEMI)

ორმაგ ბრმა რანდომიზებულ, არა სრულყოფილ კვლევაში (OASIS 5) შეფასდა 2.5 მგ არიქსტრას უსაფრთხოება და ეფექტურობა ერთხელ დღეში კანქვეშ შეყვანისას ენოქსაპარინთან შედარებით _ 1 მგ/კგ კანქვეშ მიღებისას 2-ჯერ დღეში დაახლოებით 20000 პაციენტში UA/NSTEMI-თ. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 6 დღე არიქსტრას ჯგუფში და 5 დღე ენოქსაპარინის ჯგუფში. პაციენტების საშუალო ასაკი შეადგენდა 67 წელს, დაახლოებით 60% იყო მინიმუმ 65 წლის. პაციენტების დაახლოებით 40 და 17%-ს აღენიშნებოთა მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) ან საშუალო (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) თირკმლის უკმარისობა.

პირველადი შეფასების წერტილი იყო სიკვდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის და რეფრაქტერული იშემიის ჯამი რანდომიზაციის 9 დღის განმავლობაში. არიქსტრა ისევე ეფექტური იყო, როგორც ენოქსაპარინი პირველადი შეფასების წერტილში. არიქსტრათი ან ენოქსაპარინით ნამკურნალებ პაციენტებში 5.8% და 5.7%-ს განუვითარდა მოვლენა მე-9 დღისთვის (რისკის კოეფიციენტი 1.01, 95% CI, 0.90, 1.13, ცალმხრივი არაინფერიული p მნიშვნელობა = 0.003). აღინიშნა ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობის 17%-იანი შემცირება არიქსტრას სასარგებლოდ 30 დღისთვის (არიქსტრა 2.9%, ენოქსაპარინი 3.5%, საფრთხის კოეფიციენტი 0.83, 95% CI, 0.71, 0.97, p = 0.02), რაც ცხადი გახდა 14 დღისთვის (არიქსტრა 2.1%, ენოქსაპარინი 2.4%, საფრთხის კოეფიციენტი 0.86, 95% CI, 0.72, 1.04, p = 0.14) და შენარჩუნდა 180 დღემდე (არიქსტრა 5.7%, ენოქსაპარინი 6.4%, საფრთხის კოეფიციენტი 0.89, 95% CI, 0.80, 1.00, p = 0.05). არიქსტრას და ენოქსაპარინის ეფექტები მიოკარდიუმის ინფარქტის და რეფრაქტერული იშემიის მხრივ მსგავსი იყო. ეფექტურობის კვლევები შეთავსებადი იყო დემოგრაფიულ ჯგუფებში, ხანდაზმულების და თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტების ჩათვლით, თანმხლები თერაპიის და ჩარევების გათვალისწინებით. ენოქსაპარინთან შედარებით არიქსტრათი მკურნალობა სტატისტიკურად და კლინიკურად დაკავშირებული იყო დიდი სისხლდენების მნიშვნელოვან შემცირებასთან. მე-9 დღეს მნიშვნელოვანი სისხლდენის სიხშირე არიქსტრას და ენოქსაპარინისთვის შეადგენდა 2.1% და 4.1%-ს (საფრთხის კოეფიციენტი 0.52, 95% CI, 0.44, 0.61, p < 0.001). ენოქსაპარინთან შედარებით არიქსტრას გამოყენებისას მნიშვნელოვანი სისხლდენის უფრო დაბალი სიხშირე აღინიშნებოდა აგრეთვე თირკლის დაზიანების მქონე პაციენტებში და როდესაც არიქსტრა გამოიყენებოდა ასპირინთან, თიენოპირიდინებთან ან GPIIb/IIIa ინჰიბიტორებთან ერთად. პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ CABG ოპერაციები, მნიშვნელოვანი სისხლდენის სიხშირე მე-9 დღეს არიქსტრას და ენოქსაპარინის ჯგუფში ერთმანეთის მსგავსი იყო (9.7 და 9.8%).

არასტაბილური სტენოკარდიის ან ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ შემდგომი PCI UFH-თი დამატებითი თერაპიის ფონზე

UA/NSTEMI მაღალი რისკის მქონე 3235 პაციენტში, რომლებსაც ჩაუტარდათ ანგიოგრაფია და მკურნალობდნენ ფონდაპარინუქსით (OASIS 8/FUTURA), 2026 პაციენტი PCI ჩვენებით იყო რანდომიზებული, რომლებშიც დამატებითი დაინიშნა UFH-ის ორი ორმაგი ბრმა რეჟიმიდან ერთ-ერთი. ყველა პაციენტში დაინიშნა 2.5 მგ ფონდაპარინუქსი კანქვეშ ერთხელ დღეში 8 დღის განმავლობაში ან საავადმყოფოდან გაწერამდე. რანდომიზებული პაციენტები იღებდნენ ან UFH-ის “დაბალ” დოზას (50 ერთ/კგ დაგეგმილი GPIIb/IIIa გამოყენების მიუხედავად, არა ACT-ის მიხედვით) ან UFH-ს “სტანდარტულ” დოზას (არ გამოიყენებოდა GPIIb/IIIa, 85 ერთ/კგ ACT-ის მიხედვით; დაგეგმილი GPIIb/IIIa გამოყენება: 60ერთ/კგ, ACT-ის მიხედვით) უშუალოდ PCI დაწყებამდე.

ფონდაპარინუქსით მკურნალობის ძირითადი ხასიათი და ხანგრძლივობა შედარებული იყო ორივე UFH ჯგუფში. პირველადი გამოსავალი იყო პერი-PCI (განისაზღვრება როგორც რანდომიზების დრო - 48 საათი PCI პროცედურის შემდეგ) მცირე ან დიდი სისხლდენა ან გართულებები მსხვილი სისხლძარღვების მხრივ.

გამოსავალი

სიხშირე

სარწმუნოობის კოეფიციენტი

(95%CI)

p მნიშვნელობა

UFH

დაბალი დოზა

N = 1024

UFH სტანდარტული დოზა

N = 1002

პირველადი

პრე-PCI უმნიშვნელო ან მოცულობითი სისხლდენა, ან მსხვილი სისხლძარღვების გართულებები

  • 7%
  • 8%
  • 80

(0.54, 1.19)

  • 267

მეორეული

პრე-PCI დიდი

სისხლდენა

პრე-PCI მცირე სისხლდენა

მსხვილი სისხლძარღვების გართულებები

პრე-PCI დიდი

სისხლდენა ან სიკვდილი MI ან TVR 30 დღეს

სიკვდილი MI ან TVR 30 დღეს

  • 4%
  • 7%
  • 2%
  • 8%
  • 5%
  • 2%
  • 7%
  • 3%
  • 9%
  • 9%
  • 14 (0.53, 2.49)
  • 40 (0.16, 0.97
  • 74 (0.47, 1.18)
  • 51 (1.0, 2.28)
  • 58 (0.98, 2.53)
  • 734
  • 042
  • 207
  • 051
  • 059
  • : სანდოობის კოეფიციენტი: დაბალი დოზა/სტანდარტული დოზა

შენიშვნა: MI-მიოკარდიუმის ინფარქტი.

TVR-სამიზნე სისხლძარღვის რევასკულარიზაცია.

კათეტერის თრომბოზის სიხშირე იყო 0.1% (1/1002) და 0.5% (5/1024) პაციენტებში, რომლებიც რანდომიზებული იყვნენ UFH “სტანდარტული დოზით” და “დაბალი დოზით” PCI დროს.

ოთხ არარანდომიზებულ პაციენტში (0.3%) აღინიშნებოდა თრომბი დიაგნოსტიკურ კათეტერში კორონარული ანგიოგრაფიისას. 12 პაციენტში (0.37%) აღინიშნებოდა თრომბი არტერიულ კათეტერში, რომლებიდანას 7 პაციენტში აღინიშნებოდა ანგიოგრაფიის დროს და 5 პაციენტში _ PCI-ის დროს.

ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა (STEMI)

ორმაგ ბრმა, რანდომიზებულ კვლევაში (OASIS 6) შეფასდა 2.5 მგ არიქსტრას ერთხელ დღეში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 8 დღის განმავლობაში ან საავადმყოფოდან გაწერამდე, ჩვეულ მკურნალობასთან შედარებით (პლაცებო ან UFH) დაახლოებით 1200 პაციენტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ STEMI. ყველა პაციენტში ტარდებოდა STEMI-ის სტანდარტული მკურნალობა მკვლევარების გადაწყვეტილებით, პირველადი PCI რეპერფუზიის (31%), თრომბოლიზური საშუალებების გამოყენებით (45%) ან რეპერფუზიის გარეშე (24%). პაციენტების საშუალო ასაკი იყო 61 წელი და დაახლოებით 40% იყო მინიმუმ 65 წლის. პაციენტების დაახლოებით 40%-ს და 14% აღენიშნებოდა თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) ან საშუალო ხარისხის (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) უკმარისობა. პირველადი შედარების წერტილი იყო სიკვდილის და მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივის ჯამი რანდომიზაციის 30 დღის განმავლობაში. არიქსტრა უპირატესი იყო პირველადი საბოლოო წერტილის კონტროლისთვის. 9.7%-სა და 11.1%-ში აღინიშნებოდა მოვლენები 30-ე დღისათვის (რისკის კოეფიციენტი 0.87, 95% CI, 0.77, 0.96, p = 0.008). ეს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სარგებელი აღინიშნა მე-9 დღეს და შენარჩუნდა 180 დღის განმავლობაში. აღინიშნა ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილის 13%-ით შემცირება არიქსტრას სასარგებლოდ 30 დღისთვის, (არიქსტრა _ 7.8%, კონტროლი _ 8,9%, რისკის კოეფიციენტი _ 0.87, 95% CI, 0.77, 0.98, p = 0.02) ცხადი გახდა მე-9 დღისთვის (არიქსტრა 6.1%, კონტროლი 7%, რისკის კოეფიციენტი 0.86, 95% CI, 0.75, 0.99, p = 0.04) და შენარჩუნდა 180 დღის განმავლობაში (არიქსტრა 9.9%, კონტროლი 11.1%, რისკის კოეფიციენტი 0.88, 95% CI, 0.79, 0.99, p = 0.03).

პაციენტებში, რომლებშიც რეპერფუზიისთვის არჩეული იყო თრომბოლიზური საშუალება, არიქსტრამ შეამცირა სიკვდილის და მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივის რისკი 30-ე დღისთვის. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თრომბოლიზურ საშუალებებს და არიქსტრას ან საკონტროლო საშუალებას, 10.9%-სა და 13.6%-ში აღინიშნებოდა მოვლენები 30-ე დღისათვის (რისკის კოეფიციენტი 0.79, 95% CI, 0.68, 0.93, p = 0.003).

პაციენტებში, რომლებშიც რეპერფუზიისთვის არჩეული იქნა პირველადი PCI არ აღინიშნებოდა არიქსტრას ეფექტური სარგებელი. სიკვდილის და მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივის სიხშირე 30-ე დღისთვის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიქსტრათი და საკონტროლო საშუალებით იყო 6.0% და 4.8% (საფრთხის კოეფიციენტი 1.26, 95% CI, 0.96, 1.66, p = 0.1).

პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ პირველადი PCI-ით ან თრომბოლიზური საშუალებების გარეშე, არიქსტრამ შეამცირა სიკვდილის და მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივის რისკი 30-ე დღისთვის. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიქსტრათი ან საკონტროლო საშუალებით 12.1%-ს და 15.0%-ს აღენიშნებოდა მოვლენები 30-ე დღისათვის (რისკის კოეციფიენტი 0.79, 95% CI, 0.65, 0.97, p = 0.023). ეფექტურობის კვლევები შედარებული იყო დემოგრაფიული ქვეჯგუფების მიხედვით, ხანდაზმულების და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების ჩათვლით, თანმხლები მედიკამენტების გათვალისწინებით.

არიქსტრათი მკურნალბა დაკავშირებული არ იყო სისხლდენის გაძლიერებულ რისკთან მთელ პოპულაციაში ან დემოგრაფიულ ქვეჯფუგებში, ხანდაზმულების და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების ჩათვლით, როდესაც მისი გამოყენება ხდებოდა ასპირინთან და თიენოპირიდინებთან ერთად. საერთო ჯამში, არიქსტრათი ნამკურნალები პაციენტების 1.1%-ს და საკონტროლო საშუალებით ნამკურნალები პაციენტების 1.4%-ში აღინიშნა მწვავე ჰემორაგია, განსაზღვრული მოდიფიცირებული თრომბოლიზისის მიხედვით მიოკარდიუმის ინფარქტის კრიტერიუმებით (TIMI), მე-9 დღისთვის. პაციენტებში, რომლებშიც რეპერფუზიისთვის არჩეული იყო თრომბოლიზური საშუალება, მწვავე ჰემორაგიის სიხშირე მე-9 დღისთვის იყო 1.3% არიქსტრას შემთხვევაში და 2.0% საკონტროლო საშუალების გამოყენებისას. პაციენტებში, რომლებშიც პირველადი PCI იქნა არჩეული რეპერფუზიისთვის, მწვავე ჰემორაგიის სიხშირე მე-9 დღისთვის იყო 1.0% არიქსტრას გამოყენებისას და 0.4%-ში საკონტროლო საშუალების გამოყენებისას, პაციენტებში რომლებიც მკურნალობდნენ PCI ან თრომბოლიზური საშუალებების გარეშე, მწვავე ჰემორაგიის სიხშირე მე-9 დღისთვის იყო 1.2 % არიქსტრას გამოყენებისას და 1.5% საკონტროლო საშუალების გამოყენებისას.

პაციენტებში (n=234), რომლებსაც უტარდებოდათ არაპირველადი PCI, აღინიშნა, რომ ისინი იღებდნენ დამატებით UFH–ს ანტიკოაგულაციისთვის პროცედურის დროს (238 პროცედურა), მწვავე ჰემორაგიის სიხშირე PCI შემდეგ, მე-9 დღისთვის იყო დაბალი, არიქსტრას (2.1%; 5 შემთხვევა) და საკონტროლო საშუალების გამოყენების მსგავსი (1.3%; 3 შემთხვევა).

არიქსტრათი ნამკურნალებ STEMI-ის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ არაპირველადი PCI [n=311 (318 პროცედურა)] და რომლებშიც პროცედურის დროს რეკომენდებული იყო UFH ანტიკოაგულაციისთვის, აღინიშნებოდა კათეტერის თრომბის ერთი შემთხვევა. თუმცა ეს პაციენტი იღებდა UFH მკურნალობას კათეტერის თრომბის დასაშლელად და არა წინა PCI დროს.

პაციენტების დაახლოებით 1%-ს ჩაუტარდა CABG ოპერაცია. ამ პაციენტებში მწვავე ჰემორაგიის სიხშირე მე-9 დღისთვის იყო 6.9% არიქსტრას და 17.1% საკონტროლო საშუალების გამოყენებისას.

გამოყენება პედიატრულ პაციენტებში

არიქსტრას უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრულ პაციენტებში დადგენილი არ არის.

ღია კვლევაში 24 პედიატრიულ პაციენტს დაესვა ვენური თრომბოზის დიაგნოზი კვლევის დასაწყისში (ერთი პაციენტის გარდა, რომელსაც აღენიშნებოდა არტერიული თრომბოზი), გამოიყენებოდა არიქსტრა. პაციენტებს არ აღენიშნებოთად ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია (HIT), ერთი პაციენტის გარდა, რომელსაც ანამნეზში HIT აღენიშნებოდა ექსტრაკორპორალური ცირკულაციის მემბრანით ოქსიგენაციის შემდეგ. პაციენტების უმრავლესობას შეადგენდნენ ესპანელები (67%), 58% იყო მამრობითი სქესის. 10 პაციენტი იყო 1_≤5 წლის (სხეულის მასა 8-20 კგ), 7 პაციენტი იყო 6_≤12 წლის (სხეულის მასა 17-47 კგ) და 7 პაციენტი იყო 13-≤18 წლის (სხეულის მასა 47_130 კგ). არიქსტრა გამოიყენებოდა საწყისი დოზით 0.1 მგ/კგ კანქვეშ ერთხელ დღეში. დოზირების ცვლილება ხდებოდა შრატში ნატრიუმის ფონდაპარინუქსის პიკური კონცენტრაციის მისაღწევად (0.5_1 მგ/დლ). ერთი პაციენტი ამავდროულად იღებდა ვარფარინს და არიქსტრას 3 დღის განმავლობაში კვლევის დროს. ამ კვლევაში მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა იყო 3.5 დღე.

ამ კვლევის მიზანი იყო არიქსტრას ფარმაკოკინეტიკის და უსაფრთხოების შეფასება პედიატრიულ პოპულაციაში. პაციენტების უმრავლესობაში (88%) ფონდაპარინუქსის სამიზნე კონცენტრაცია მიღწეული იყო პირველი დოზის შემდეგ. ფარმაკოკინეტიკის მოდელირებამ აჩვენა, რომ 0.1 მგ/კგ ფონდაპარინუქსის ერთხელ დღეში გამოყენებისას ისეთივე კონცენტრაციები მიიღწევოდა, როგორც მოზრდილებში, რომლებიც არიქსტრას გამოიყენებდნენ DVT-ს ან PE-ს სამკურნალოდ. ასაკობრივ ჯგუფებს შორის ფონდაპარინუქსის სამიზნე კონცენტრაციის მიღწევაში მკვეთრი განსხვავება არ აღინიშნებოდა. ორ პაციენტში აღინიშნებოდა სისხლდენა კვლევის დროს. ერთს აღენიშნა ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, რომელსაც ახლდა ინტრაკრანიალური სისხლდენა თერაპიის 5 დღეს, საჭირო გახდა არიქსტრას მოხსნა: მცირე გასტროინტესტინური სისხლდენა აღინიშნა სხვა პაციენტში მე-5 დღეს, რამაც გამოიწვია არიქსტრას დროებით მოხსნა.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ნატრიუმის ფონდაპარინუქსის კანცენოგენური პოტენციალის შესაფასებლად ხანგრძლივი კვლევები ცხოველებში არ ჩატარებულა. ნატრიუმის ფონდაპარინუქსი არ აღმოჩნდა ტოქსიკური Ames ტესტში (მუტაციის სიხშირის მიხედვით კანცეროგენობაზე ჩატარებული ტესტი), თაგვების ლიმფომას უჯრედების (L5178Y/TK+/-) წინა მუტაციური ტესტში, ადამიანის ლიმფოციტების ქრომოსომების აბერაციის ტესტში, ვირთხების ჰეპატოციტური დაუგეგმავი დნმ-ის სინთეზის (UDS) ტესტში ან ვირთხების მიკრობირთვული ტესტში.

რეპროდუქციული კვლევები განხორციელდა მაკე ვირთხებში და ბოცვრებში (AUC მიხედვით დაახლოებით 5 და 12-ჯერ მეტი ექსპოზიციით, ვიდრე ადამიანებში, დოზით 2.5 მგ ან 2 და 4-ჯერ მეტი ექსპოზიციით, ვიდრე ადამიანებში, დოზით 7.5 მგ) და არ გამოვლინდა ფერტილობაზე ან ნაყოფის დაზიანებაზე უარყოფითი ზეგავლენა. იმის გამო, რომ რეპროდუქციული კვლევები ყოველთვის არ შეიძლება იყოს ადამიანის პასუხის მაპროგნოზირებელი, არიქსტრა არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში სანამ არ დადგინდება, რომ VTE-ს რისკი აჭარბებს ნაყოფზე მიყენებულ პოტენციურ რისკს.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ნატრიუმის ქლორიდი

საინიექციო წყალი

მარილმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH-ის დასარეგულირებლად საჭიროების შემთხვევაში.

შეუთავსებლობა

შეთავსების კვლევების არარსებობის გამო, არიქისტრა არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად.

შენახვის ვადა

შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

თუ არიქსტრას ჩამატება ხდება 0.9% ნატრიუმის ქლორიდის მინიფლაკონში, სასურველია მისი დაუყოვნებელი გამოყენება, თუმცა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე შენახვა 24 საათის განმავლობაში.

უსაფრთხოების სპეციალური ზომები შენახვისას

არ გაყინოთ.

კონტეინერის ტიპი და შემცველობა

არიქსტრას წინასწარ შევსებული ერთჯერადი შპრიცი დამზადებულია I ტიპის შუშის კორპუსისგან (1 მლ), რომელსაც უმაგრდება 27 ზომა X 12.7 მმ ნემსი და რომელიც თავდახურულია ბრომბუთილის, ზოგჯერ ქრომბუთილის ელასტომერული დგუშიანი სახურავით.

არიქსტრა 2.5 მგ/0.5 მლ გამოდის 2, 7, 10 და 20 მზა შპრიცში ლურჯი დგუშით და უსაფრთხოების ავტომატური სისტემით.

არიქსტრა 5.0 მგ/0.4 მლ გამოდის 2 და 10 წინასწარ შევსებულ შპრიცში ნარინჯისფერი დგუშით და უსაფრთხოების ავტომატური სისტემით.

არიქსტრა 7.5 მგ/ 0.6 მლ გამოდის 2 და 10 წინასწარ შევსებულ შპრიცში წითელი დგუშით და უსაფრთხოების ავტომატური სისტემით.

არიქსტრა 10.0 მგ/0.8 მლ გამოდის 2 და 10 წინასწარ შევსებულ შპრიცში იასამნისფერი დგუშით და უსაფრთხოების ავტომატური სისტემით.

ყველა შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

გამოყენების ინსტრუქცია

პარენტერალური ხსნარი გამოყენებადე უნდა შემოწმდეს ვიზულაურად მყარი ნაწილაკების შემცველობასა და ფერის ცვლილებაზე.

არიქსტრა განკუთვნილია კანქვეშ შეყვანისათვის ან ინტრავენური ინიექციებისათვის. დაუშვებელია მისი ინტრამუსკულარული გამოყენება.

კანქვეშა ინიექცია ხორციელდება ისევე, როგორც კლასიკური შპრიცით ჩატარებული ინიექცია. ინტრავენური გამოყენება უნდა მოხდეს უშუალოდ ინტრავენურ კათეტერში პირდაპირ შეყვანით ან მცირე მოცულობის (25 მლ ან 50 მლ) 0.9%-იანი მარილიანი ხსნარის მინიფლაკონით.

არიქსტრას წინასწარ შევსებული შპრიცი დამზადებულია ნემსის ავტომატური დამცვითი სისტემით, რათა თავიდან იქნას აცილებული ნემსით ჩხვლეტის ტრავმები ინიექციის შემდეგ.

კანქვეშ შეყვანის ტექნიკა აღწერილია გამოყენების ინსტრუქციაში.

გამოუყენებელი პროდუქტის უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით.

ყველა ქვეყანაში ყველა სახის შეფუთვა წარმოდგენილი არ არის.

საფეხურებრივი ინსტრუქცია

შპრიცის ნაწილები:

ნემსის უძრავი დამცავი

დგუში

თითის დასაჭერი

უსაფრთხოების მანჟეტი

გამოყენების ინსტრუქცია

კარგად დაიბანეთ ხელი საპნით და წყლით. გაიმშრალეთ პირსახოცით.

ამოიღეთ შპრიცი კოლოფიდან და შეამოწმეთ:

ვარგისობის ვადა;

  • 5 მგ ხსნარი უნდა იყოს გამჭირვალე და უფერო, არ უნდა შეიცავდეს ნაწილაკებს;

5, 7.5 და 10 მგ ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო ან ოდნავ ყვითელი, არ უნდა შეიცავდეს ნაწილაკებს.

შპრიცი უნდა იყოს გაუხსნელი და დაუზიანებელი.

კომფორტულად დაჯექით ან დაწექით

აირჩიეთ ადგილი მუცლის ქვედა ნაწილში, სულ მცირე 5 სმ-ით ქვემოთ ჭიპიდან (ნახატი A).

ყოველ ჯერზე შეცვალეთ ინიექციის ადგილი - ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. ეს შეგიმცირებთ არასასიამოვნო შეგრძნებას ინიექციის დროს.

თუ მუცლის ქვედა ნაწილში ინიექციის ჩატარება შეუძლებელია, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექთანს ან ექიმს.

გაიწმინდეთ საინიექციო არე სპირტიანი ბურთულით.

4660900196215ნემსს მოხსენით დამცავი თავსახური _ ერთხელ შემოტრიალეთ (ნახატი B1)

და შემდეგ მოქაჩეთ ზემოთ შპრიცის კორპუსიდან (ნახატი B 2).

გადააგდეთ ნემსის დამცავი.

მნიშვნელოვანი შენიშვნა:

არ შეეხოთ ნემსს ინიექციამდე ან არ შეახოთ იგი რაიმე ზედაპირს.

ჰაერის მცირე ბუშტუკკების არსებობა შპრიცში დასაშვებია.

არ ეცადოთ გამოდევნოთ ჰაერის ბუშტუკები ინიექციის გაკეთებამდე, რომ თავიდან აიცილოთ პრეპარატის დანაკარგი.

4660900482600ფაქიზად მოათავსეთ გაწმენდილი კანის ადგილი ნაკეცისში. გეჭიროთ ნაკეცი ცერა თითსა და საჩვენებლ თითს შორის მთელი ინიექციის განმავლობაში. (ნახატი C).

4660900271145მყარად გეჭიროთ შპრიცი თითის დასაჭერით. შეიყვანეთ ნემსი მთელ სიგრძეზე 900 კუთხით კანის ნაკეცში (ნახატი D).

4660900309880შეუშვით შპრიცის მთლიანი შიგთავსი საცობზე თითის სულ ბოლომდე დაწოლით (ნახატი E).

4660900474345აუშვით საცობს თითი და ნემსი ავტომატურად ამოვა კანიდან, ჩააბრუნეთ იგი დამცავ მანჟეტში, სადაც იგი პერმანენტულად ჩაიკეტება (ნახატი F).

არ ჩააგდოთ გამოყენებული შპრიცი საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გაანადგურეთ იგი, როგორც გირჩევთ თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი.

წარმოებულია:

ასპენ ნოტრ დამ დე ბონდევილი

ნოტრ დამ დე ბონდევილი, საფარანგეთი

გამოცემის თარიღი: სექტემბერი, 2014 წელი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა