არიფამი ნაჩვენებია ჩანაცვლებითი პრეპარატის სახის ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობისას, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ინდაპამიდს და ამლოდიპინს იგივე დოზებით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ინდაპამიდი (indapamide) + ამლოდიპინი (amlodipine)
- ფორმა და შეფუთვა
- 1,5მგ+5მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30 (2X15)
- მწარმოებელი
- Anpharm Przedsiebiorstwo Farmaceutyczne S.A. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Les laboratoires Servier Industrie(საფრანგეთი)), პოლონეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კალციუმის არხების ბლოკატორები, კალციუმის არხების ბლოკატორები და დიურეზული საშუალებები
- ATC კოდი
- C08GA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044638
- რეგისტრირებულია
- 22 იანვარი 2026, მოქმედებს 1 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Les Laboratoires Servier (საფრანგეთი)
- განმცხადებელი
- ლე ლაბორატუა სერვიეს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
არიფამი 1,5მგ/5მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
არიფამი ნაჩვენებია ჩანაცვლებითი პრეპარატის სახის ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობისას, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ინდაპამიდს და ამლოდიპინს იგივე დოზებით.
მიღების წესი და დოზირება
ამ პრეპარატის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება. თუ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარტის რეკომენდებული დოზაა - 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, უმჯობესია დილით.
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის დაყოლებით.
თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი არიფამი
ძალიან დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს დაქვეითებული, სახიფათოდ დაბალი წნევაც. შეიძლება აღგენიშნოთ თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტე ან დაკარგოთ გონება. შეიძლება გაგინვითარდეთ გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობის შეცვლა. წნევის მნიშვნელოვანმა დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი. კანი შეიძლება შეხებისას გახდეს ცივი და ნოტიო, თქვენ შეიძლება გონება დაკარგოთ.
თქვენს ფილტვებში შეიძლება დაგროვდეს ჭარბი სითხე (ფილტვის შეშუპება) რამაც გამოიწვიოს ქოშინი, რომელიც შეიძლება განვითარდეს მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ.
თუ თქვენ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობის არიფამი დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ დაგავიწყდათ არიფამის მიღება
არ ინერვიულოთ. თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა. შემდეგი დოზა მიიღეთ საჭირო დროს. არ გააორმაგოთ დოზა, გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.
თუ წყვეტთ არიფამის მიღებას
რადგან მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, პრეპარატის მიღების შეწყვეგტამდე მიმართეთ თქვეს ექიმს. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, სხვა სულფონამიდების, დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ
თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ)
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა
ჰიპოკალიემია
ჰიპოტენზიის მძიმე ფორმა
შოკი (კარდიოგენური შოკის ჩათვლით)
მარცხენა პარკუჭის გამოსავალი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგალითად, აორტის სარქვლის გამოხატული სტენოზი)
ჰემოდინამიკურად არასტაბილური გულის უკმარისობა, მიოკარდიუიმს მწვავე ინფარქტის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები
არიფამის მიღების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს თუ ადრე გადატანილი გაქვთ ან ამჟამად აღგენიშნებათ შემდეგი მდგომარეობებიდან ერთი მაინც:
ცოტა ხნის წინ გადატანილი გულის შეტევა,
თუ თქვენ გაწუხებთ გულის უკმარისობა, გულის შეკუმშვათა სიხშირის დარღვევა, გულის იშემიური დაავადება (გულის დაავადება გამოწვეული სისხლძარღვებში სისხლის არასაკმარისი ნაკადით),
თუ აღგენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
თუ დაგიქვეითდათ მხედველობის სიმახვილე ან გაგიჩნდათ ტკივილები თვალებში. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძაღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული გამონაჟონი) ან თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომი, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს არიფამის მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათისნ-კვირის შემდეგ. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. პენიცილინზე ან სულფონამიდზე ალერგიის შემთხვევაში, შესაძლოა აღმოჩნდეთ ამ სიმპტომების წარმოშობის მაღალი რისკის ჯგუფში.
თუ თქვენ ძლიერ მოგემატათ არტერიული წნევა (ჰიპერტენზული კრიზი),
თქვენ მიეკუთვნებით ხანდაზმული პაციენტების ჯგუფს და გჭირდებათ დოზის მომატება,
თუ თქვენ ღებულობთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს,
თუ თქვენ იკვებებით არასრულფასოვნად,
თუ თქვენ აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
თუ თქვენ აღგენიშნებათ დიაბეტი,
თუ თქვენ აღგენიშნებათ პოდაგრა,
თუ თქვენთვის აუცილებელია ჩაიტაროთ ანალიზი პარათიროიდული ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად,
თუ აღგენიშნებათ სინათლეზე მგრძნობელობის რეაქციები. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ნატრიუმის და კალიუმის დაბალი დონის ან კალციუმის მაღალი დონის გამოსავლენად. თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე მდგომარეობა შეიძლება თქვენ გეხებოდეთ, თუ გაგიჩნდათ კითხვები და ეჭვები ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვნს ექიმს ან ფარმაცევტს.
სპორტსმენები უნდა იყვნენ ინფორმირებულები, იმის შესახებ, რომ არიფამი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს (ინდაპამიდი), რომელსაც შეუძლია დადებითი რეაქციის ჩვენება დოპინგის ტესტზე.
ბავშვები და მოზარდები
არიფამი არ უნდა დაინეშნოს ბავშვებს და მოზარდებს.
სხვა სამკურნალო პრეპარატები და არიფამი
თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან უნდა მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენ არ უნდა მიიღოთ არიფამი:
ლითიუმთან ერთად (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების მკურნალობისთვის, როგორიც არის მანია, ბიპოლარული აშლილობა და რეკურენტული დეპრესია) სისხლში ლითიუმის დონის გაზრდის რისკის გამო,
დანტროლენთან ერთად (ინფუზია, გამოყენებული სხეულის ტემპერატურის სერიოზული დარღვევებისას).
თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოჩამოთვლილ პრეპარატს, აუცილებლად ჩააყენეთ ექიმი საქმის კურსში, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს განსაკუთრებული სიფრთხილე:
სხვა სამკურნალო საშუალებები მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ,
გულის რითმის დარღვევის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, იბუტილიდი, დოფეტილიდი, ბრეტილიუმი),
პრეპარატები ფსიქიკური დარაღვევების სამკურნალოდ, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვ. (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ნეიროლეპსიური საშუალებები, (როგორიცაა ამისულპრიდი, სულპრიდი, სილტოპრიდი, ტიაპრიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი),
ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ, მდგომარეობის, რომელიც იწვევს ტკივილს გულმკერდის არეში),
ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების სამკურნალოდ),
ვინკამინი ი/ვ (გამოიყენება კოგნიტური დარღვევების სამკურნალოდ კლინიკური გამოვლინებებით, მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით, ხანდაზმულ პაციენტებში),
ჰალოფანტრინი (ანტიპარაზიტული პრეპარატი, გამოიყენება მალარიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ),
პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ),
ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკუნალოდ, ისეთის როგორიცაა თივის ცხელება (მაგალითად, მიზოლასტინი, ასტემიზოლი, ტერფენადინი);
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ტკივილის მოსახსნელად (მაგალითად იბუპროფენი) ან ასპირინის მაღალი დოზები,
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ),
პერორალური კორტიკოსტეროიდები, გამოყენებული სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მძიმე ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით,
პრეპარატები დიგიტალისის ფუძეზე (გულის დაავადებების სამკურნალოდ),
მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები,
ბაკლოფენი (კუნთების რიგიდობის სამკურნალოდ, რომლებიც ვითარდება ისეთი დაავადებებისას, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი),
კალიუმის დამზოგველი დიურეზულები (ამილორიდი, სპირინოლაქტონი, ტრიამტერინი),
მეტფორმინი (დიაბეტის სამკურნალოდ),
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები (გამოიყენება გამოკვლევის ჩატარებისას რენტგენის სხივებით),
კალციუმის ტაბლეტები ან კალციუმის სხვა დანამატები,
იმუნოდეპრესიული პრეპარატები (აკონტროლებენ ორგანიზის იმუნურ რეაქციებს), რომელიც გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ ან ტრასნპლანტაციის შემდგომ (ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი)
სიროლიმუსი, ევროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ეგრედ წოდებულ mTor ინჰიბიტორების კლასს (პრეპარატები რომლებიც ცვლიან იმუნური სისტემის მუშაობას),
ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ამფოტერიცინ B ინექციისთვის),
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ეგრედწოდებული პროტეაზას ინჰიბიტორები, გამოყენებული აივ-ის სამკურნალოდ),
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები (მაგალითად, რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, სპარფლოქსაცინი, მოკსიფლოქსაცინი),
hypericum perforatum (კრაზანა),
ვერაპამილი, დილთიაზემი (გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები),
სიმვასტატინი, პრეპარატი, ქოლესტერინის შესამცირებლად),
ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),
მეთადონი (გამოიყენება ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ).
არიფამის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ არიფამს არ უნდა მიიღონ გრეიფრუტი ან გრეიფფრუტის წვენი, რადგან მისმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მოქმედი ნივთიერების - ამლოდიპინის დონის მომატება, რამაც შეიძლება განაპირობოს არიფამის ჰიპოტენზური ეფექტის არაპროგნოზირებადი მომატება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ინდაპამიდთან დაკავშირებული:
არარეკომენდებული კომბინაციები:
ლითიუმი:
პლაზმაში ლითიუმის მომატებული დონე ჭარბი დოზირების სიმპტომებით, ისევე როგორც უმარილო დიიეტის შემთხვევაში (შარდით ლითიუმის გამოყოფის შემცირება). თუმცა თუ დიურეზულების გამოყენება აუცილებელია, საჭიროა დოზის კორექცია და პლაზმაში ლითიუმის დონის მონიტორინგი.
კომბინაციები, რომელთა გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა:
ორმიმართულებიანი ტაქიკარდიის გამომწვევი პრეპარატები, შეზღუდვის გარეშე ჩართვით:
Iა კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დოზოპირამიდი),
III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგალითად, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმი),
ზოგიერთი ანტიფსიქოზური პრეპარატი:
ფენოთიაზინები (მაგალითად, ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი),
ბუტიროფენონები (მაგალითად, დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი)
სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატები (მაგალითად, პიმოზიდი),
სხვა სუბსტანციები: (მაგალიტად, ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ერითრომიცინი ი/ვ, ჰალოფენტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, სპარფოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ვინკამინი ი/ვ, მეთადონი, ასთემიზოლი, ტერფენადინი).
პარკუჭოვანი არითიმის განვითარების მომატებული რისკი, კერძოდ, ორმიმართულებიანი ტაქიკარდიის (ჰიპოკალიემია წარმოადგენს რისკ-ფაქტორს).
მოცემული კომბინაციით თერაპიის დაწყებამდე უნდა დარწმუნდნენ ჰიპოკალიემიის არ არსებობაში და აუცილებლობისას უნდა ჩატარდეს კორექცია. კლინიკური მონიტორინგი, პლაზმაში ელექტროლიტების დონის მონიტორინგი და ეკგ-მონიტორინგი.
ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებში უნდა დაინიშნოს პრეპარატები, რომლებიც არ იწვევს ორმიმართულებიან ტაქიკარდიას.
აასს (გამოყენების სისტემური მეთოდი) ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით, აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზები (≥3 გ/დღე-ღამეში):
შესაძლებელია ინდაპამიდის ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითება.
თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ორგანიზმის გაუწყლოება (გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება). უნდა განხორციელდეს პაციენტის ჰიდრატაცია; თერაპიის დასაწყისში უნდა ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები:
იმ შემთხვევაში როდესაც აგფ ინჰიბიტორებით თერაპია იწყება ნატრიუმის დეფიციტის ფონზე (განსაკუთრებით თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებში), არსებობს უეცარი ჰიპოტენზიის ან/და თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი.
ჰიპერტენზიისას თუ დიურეზულებით წინა მკურნალობამ გამოიწვია ნატრიუმის დეფიციტი აუცილებელია:
ან დიურეზული საშუალების მიღების შეწყვეტა აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობამდე 3 დღთ ადრე და შემდეგ აუცილებლობისას, ჰიპოკალიემიური დიურეზულის მიღების დაწყება
ან აგფ ინჰიბიტორების დაბალი საწყისი დოზის დანიშვნა და შემდეგ მისი თანდათან მომატება.
გულის შეგუბებითი უკმარისობისას, აგფ ინჰიბიტორების მიღება უნდა დაიწყოს ძალიან დაბალი დოზით, შეძლებისდაგვარად, ჰიპოკალიემიური დიურეზულის დოზის დაქვეითების შემდეგ.
ყველა შემთხვევაში აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის პირველი კვირის განმავლობაში, უნდა ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი (პლაზმაში კრეატინინის დონე).
ჰიპოკალიემიის გამომწვევი სხვა პრეპარატები: ამფოტერიცინ В (ი/ვ) გლუკო- და მინერალკორტიკოიდები (გამოყენების სისტემური მეთოდი), ტეტრაკოზაკტიდი, საფაღარათე მასტიმულირებელი საშუალებები:
ჰიპოკალიემიის განვითარების მომატებული რისკი (ადიტიური ეფექტი).
პლაზმაში კალიუმის დონის მონიტორინგი და მისი კორექცია აუცილებლობის შემთხვევაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის შესახებ ახსოვდეთ სათითურას პრეპარატებით თერაპიისას. უნდა გამოიყენონ არამასტიმულურებელი სააფღარათე საშუალებები.
სათითურას ფუძველზე შემუშავებული პრეპარატები:
ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია ახდენენ სათითურას ტოქსიური ეფექტისადმი წინასწარგანწყობას.
უნდა ჩატარდეს პლაზმაში კალიუმის, მაგნიუმის დონის მონიტორინგი, ეკგ მონიტორინგი და აუცილებლობისას განხორციელდეს თერაპიის კორექცია.
ბაკლოფენი:
ჰიპოტენზიური ეფექტის მომატება
უნდა მოხდეს პაციენტის ჰიდრატაცია; თერაპიის დასაწყისში ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
ალოპურინოლი:
ინდაპამიდით თანმხლებმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ალოპურინოლზე ალერგიული რეაქციების სიხშირე.
სამკურნალო საშუალებების საყურადღებო კომბინაციები:
კალიუმის დამზოგველი დიურეზულები (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი)
თუმცა ეს კომბინაცია მიზანშეწონილია ზოგიერთ პაციენტში, მაინც არსებობს ჰიპოკალიემიის ან ჰიპერკალიემიის (განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობთ ან დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში) რისკი. საჭიროა პლაზმაში კალიუმის დონის მონიტორინგი, ეკგ-მონიტორინგი და აუცილებლობისას, თერაპიის გადახედვა.
მეტფორმინი:
მომატებულია მეტფორმინით გამოწვეული რძემჟავა აციდოზის რისკი, თირკმლის შესაძლო ფუნქციური უკმარისობის შედეგად, დიურეზულების, განსაკუთრებით მარყუჟოვანი დიურეზულების ფონზე. მეტფორმინი არ უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში თუ კრეატინინის დონე პლაზმაში აჭარბებს 15მგ/ლ-ს (135მკმოლ/ლ) მამაკაცებში და 12მგ/ლ (110მკმოლ/ლ) ქალებში.
იოდის შემცველი საკონტრასტო საშუალებები:
დიურეზულების მიღებით გამოწვეული ორგანიზმის გაუწყლოებისას, არსებობს თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი, კერძოდ, იოდშემცველი საკონტრასტო საშუალებების მაღალი დოზების გამოყენებისას.
იოდირებული პრეპარატის შეყვანამდე უნდა უზრუნველყონ პაციენტის აუცილებელი რეჰიდრატაცია.
იმიპრამინის ჯგუფის ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები:
ანტიჰიპერტენზიული მოქმედების გაძლიერება და ორთოსტაზული ჰიპოტენზიის მომატებული რისკი (ადიტიური ეფექტი).
კალციუმი (მარილები):
ჰიპერკალციემიის რისკი შარდით კალციუმის გამოყოფის შემცირების გამო.
ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი:
პლაზმაში კრეატინინის კონტენტრაციის მომატებული რისკი, სისტემურ სისხლის მიმოქცევაში არსებული ციკლოსპორინის დონის ცვლილების გარეშე წყლის/ნატრიუმის დეფიციტის არ არსებობის დროსაც.
კორტიკოსტეროიდები, ტეტრაკოზაკტიდი (გამოყენების სისტემური მეთოდი)
დაქვეითებული ჰიპოტენზიური ეფექტი (წყლის/ნატრიუმის შეკავება, რაც დაკავშირებულია კორტიკოსტეროიდების მიღებასთან.
ამლოდიპინთან დაკავშირებული:
დანტროლენი (ინფუზია): ვერაპამილის და დანტროლენის ინტრავენურად შეყვანისას ცხოველებში აღნიშნულია პარკუჭების ფიბრილაციის და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის შემთხვევები ლეტალური გამოსავლით, რაც დაკავშირებულია ჰიპერკალიემიასთნ. ჰიპერკალიემიის რისკის გამო რეკომენდებულია კალციუმის არხების ბლოკერების კომბინირეული გამოყენება როგორიცაა ამლოდიპინი, პაციენტებში, ავთვისებიანი ჰიპერთერმით და ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მკურნალობისას.
ამლოდიპინის გრეიპფრუტთან ან გრეიპფრუტის წვენთან ერთად მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან ზოგიერთ პაციენტში ბიოშეღწევადობა შეიძლება გაიზარდოს, რაც იწვევს წნევის დაქვეითების ეფექტის გაძლიერებას.
CYP3A4 ინჰიბიტორები: ამლოდიპინის იზოფერმენტ CYP3A4 ძლიერ ან ზომიერ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ (პროტეაზას ინჰიბიტორები, აზოლის ფუნგიციდები, მაკროლიდები, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, ვერაპამილი ან დილთიაზემი), შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მომატება. ფარმაკოკინეტიკის ამ ვარიაცების კლინიკური გამოხატულება შეიძლება უფრო აშკარა იყოს ხანდაზმულ პაციენტებში. ამგვარად, შეიძება საჭირო გახდეს კლინიკური დაკვირვება და დოზის შერჩევა.
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კლარითრომიცინს და ამლოდიპინს, მომატებულია ჰიპოტენზიის რისკი. ამლოდიპინის და კლარითრომიცინის ერთად დანიშვნისას, რეკომენდებულია პაციენტებზე ინტენსიური დაკვირვება.
CYP3A4 ინდუქტორები:
CYP3A4 ცნობილ ინდუქტორებთან ერთად დანიშვნისას, შეიძლება შეიცვალოს პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაცია. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი და დოზის კორექცია, როგორც კომბინირებული თერაპიის დროს, ასევე მის შემდეგ. განსაკუთრებით CYP3A4 ძლიერი ინდუქტორების (რიფამპიცინი, კრაზანა) გამოყენებისას.
ამლოდიპინის მოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებზე
წნევის შემცირების ამლოდიპინის ეფექტს ავსებს არტერიული წნევის შემამცირებელი, ჰიპოტენზიური მოქმედებების მქონე სხვა პრეპარატებით გამოწვეული ეფექტი.
სამკურნალო პრეპარატების ურთიერთქმედების კლინიკურ კვლევებში, ამლოდიპინი გავლენას არ ახდენდა ატორავასტატინის, დიგოქსინის და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ტაკროლიმუსი: ამლოდიპინთან ერთად გამოყენებისას, არსებობს სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მომატების რისკი. ტაკროლიმუსის ტოქსიკურობის პროფილაქტიკისთვის, ამლოდიპინის იმ პაციენტისთვის დანიშვნისას რომელიც ტაკროლიმუსს იღებს, საჭიროა სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლი და აუცილებლბისას მისი დოზის კორექცია.
რაპამიცინის მექანიკური სამიზნის ინჰიბიტორები (mTOR): mTOR ინჰიბიტორები (სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი): CYP3A სუბსტრატები. ამლოდიპინი – CYP3A სუსტი ინჰიბიტორი. mTOR ინჰიბიტორებთან ერთად დანიშვნისას ამლოდიპინმა შეიძლება გააძლიეროს მათი ექსპოზიცია.
ციკლოსპორინი: ჯანმრთელ მოხალისეებში ან სხვა ჯგუფებში ციკლოსპორინს და ამლოდიპინს შორის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა, იმ პაციეტნების გარდა, რომლებსაც ჩაუტარდათ თირკმლის გადანერგვა, რომლებსაც აღენიშნებოდათ ციკლოსპორინის კონცენტრაციის მომატება თერაპიული აქტივობის ვარდნისას (საშუალოდ 0% – 40%-ით). პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია და იღებენ ამლოდიპინს, საჭიროა ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლი და აუცილებლობისას მისი დოზის დაქვეითება.
სიმვასტატინი: 10მგ ამლოდიპინის და 80მგ სიმვასტატინის კომბინირებულმა, მრავალჯერადმა გამოყენებამ გამოიწვია სიმვასტატინის ექსპოზიციის 77%-ით ზრდა, ცალკე სიმვასტატინის გამოყენებასთან შედარებით. სიმვასტატინის დღიურმა დოზამ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს არ უნდა გადააჭარბოს 20მგ-ს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აგრეთვე გაქვთ ორსულობაზე ეჭვი ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარტის მიღებამდე გაიარეთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. მოცემული პრეპარტი ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის. თუ იგეგმება ორსულობა ან დგინდება ორსულობის ფაქტი, რაც შეიძლება ადრე უნდა განხორციელდეს ალტერნატულ თერაპიაზე გადასვლა.
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, არიფამის მიღება რეკომენდებული არ არის. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ამას, დაუყოვნებლივ ჩააყენეთ ექიმი საქმის კურსში.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების გამოყენება
არიფამმა შეიძლება იმოქმედოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ტაბლეტის მიღების შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ, აღგენიშნებათ თავბრუსხვევა, დაღლილობა ან თავის ტკივილი, არ დაჯდეთ საჭესთან, არ მართოთ მექანიზმები და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. მოცემულ შემთხვევაში უარი უნდა თქვათ ავტომობილის მართვაზე და მომატებული ყურადღების მომთხოვნ სხვა ქმედებებს.
არიფამი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ აღგენიშნებათ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
არიფამი შეიცავს ნატრიუმს
არიფამის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1მმოლ ნატრიუმს (23გ), რაც ნიშნავს, რომ ფაქტიურად არ შეიცავს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არიფამი ახდენს უმნიშვნელო ან ზომიერ გავლენას სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.
- ინდაპამიდი არ მოქმედებს ყურადღებაზე, მაგრამ ზოგიერთ პაციენტებს შეიძლება აღნიშნოს არტერიული წნევის დაქვეითებასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეაქცია, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში და სხვა ჰიპოტენზიური საშუალების დამატებისას. შედეგად, შეიძლება შემცირდეს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარი.
- ამლოდიპინი შეიძლება უმნიშვნელო ან ზომიერ გავლენას ახდენდეს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პაციენტს რომელიც იღებს ამლოდიპინს აღენიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა ან გულისრევა, რეაქციის სისწრაფე შეიძლება დაქვეითდეს. რეკომენდებულია სიფრთხილე, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატმა ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ Dშეწყვიტეთ მოცემული მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ შემდეგი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, რომლებიც შესაძლოა იყოს სერიოზული:
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში),
Eენის და ყელის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის სერიოზულ გაძნელებას (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, რომელიც შეიძლება განვითარდეს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
კანის სერიოზული რეაქციები, მოცულობითი გამონაყარის, ჭინჭრის ციების, მთელი სხეულის კანის გაწითლების, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების წარმოქმნის, კანის აქერცვლის და შეშუპების, ლორწოვანი გარსების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკურ ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციების ჩათვლით (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
გულის შეტევა, (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
გულისცემის რითმის დარღვევა (არაგავრცელებული გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა (ორმიმართული ტაქიკარდია) (სიხშირე უცნობია),
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილები მუცელში და ზურგში, ახლავს შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში).
კუნთური სისუსტე, სპაზმები, მტკივნეული მგრძნობელობა ან ტკივილები, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის დროს ან ტემპერატურის მომატებისას – ეს მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთური ქსოვილის უჯრედების რღვევის ანომალური პროცესით. (სიხშირე უცნობია).
განვითარების სიხშირის შემცირების მიხედვით სხვა გვედითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები: (აღინიშნება 10-დან 1 პაციენტზე მეტს):
შეშუპება (სითხის შეკავება).
გავრცელებული გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 10-დან არა უმეტეს 1 პაციენტში.
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში),
მხედველობის დარღვევა, თვალებში გაორება
გულისცემის გახშირება (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), ჰიპერემია,
ქოშინი,
მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება (გულისრევა), ნაწლავების მუშაობის შეცვლა, დიარეა, ყაბზობა, საკვების მოუნელებლობა,
კოჭ-წვივის სახსრის შეშუპება, დაღლილობა, სისუსტე, კუნთური სპაზმები,
სისხლში კალიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე,
კანის გამონაყარი.
არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტს
ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა,
ტრემორი,
გემოვნების ცვლილება,
კიდურების დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა,
ყურებში შუილი,
დაბალი არტერიული წნევა,
სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და არტერიული წნევის დაწევა
გულის წასვლა,
ცემინება/სურდო, გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი),
ხველა,
პირის ღრუს სიმშრალე, ღებინება,
თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის ფერის ცვლილება, ჭინჭრის ციება,
შარდის გამოყოფის დარღვევა, მოშარდვის ხშირი სურვილები ღამით, ხშირი შარდვა,
იმპოტენცია (ერექციის მიღწევის და შენარჩუნების შეუძლებლობა),
ერექციის მიღწევის შეუძლებლობა; მამაკაცებში დისკომფორტის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში ან სარძევე ჯირკვლების გადიდება,
ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა,
სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი,
სხეულის მასის მომატება, სხეულის მასის შემცირება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 1000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში
ცნობიერების დაბინდვა,
თავბრუსხვევის შეგრძნება,
სისხლში ქლორიდის დაბალი შემცველობა,
სისხლში მაგნიუმის დაბალი შემცველობა
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 10000 დან არა უმეტეს 1 პაციენტში.
სისხლში უჯრედული ელემენტების ცვლილება, როგორიც არის თრომბოციტოპენია (თრომბოცირტების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს მსუბუქ სილურჯეებს და ცხვირიდან სისხლდენას), ლეიკოპენია (ლეკოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის აუხსნელი მომატება, ყელის ტკივილი ან სხვა გრიპის მსგავსი სიმპტომები - ამ შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს) და ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება),
სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია),
სისხლში კალციუმის დონის მომატება,
ნერვული დარღვევები, რომელიც იწვევს სისუსტეს, ჩხვლეტას და დაბუჟებას,
ღრძილების შეშუპება,
მუცლის შებერილობა (გასტრიტი),
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი დიაგნოსტიკური ტესტის შედეგზე; ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, შესძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება (ტვინის დაზიანება, გამოწვეული ღვიძლის დაავადებით),
თირკმლის დაავადებები,
კუნთების მომატებული დაჭიმულობა,
სისხლძარღვების ანთება, ხშირად ახლავს კანის გამონაყარი,
სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):
შეიძლება აღინიშნოს ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები; ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი, თქვენი მდგომარეობის შეფასების მიზნით. შეიძლება აღინიშნოს ლაბორატორიული პარამეტრების შემდეგი ცვლილებები:
- სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და არტერიული წნევის დაქვეითება.
- შარდმჟავას დონის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს პოდაგრის (სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ფეხების სახსრებში) მიმდინარეობა,
- სისხლში გლუკოზის დონის მომატება, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში,
ანომალიები ეკგ-ზე,
ახლომხედველობა (მიოპია),
არამკაფიო მხედველობა,
მხედველობის სიმახვილის შემცირება, ან თვალების ტკივილი მარალი წნევის გამო (თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის აკუმულაციის შესაძლო ნიშნები (ქორიოიდული გამომაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა).
ტრემორი, რიგიდული პოზა, ნიღბისებური სახე, შენელებული მოძრაობები,
სიარულის რწევითი, არაბალანსირებული სტილი.
თუ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი) თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
შეტყობინება გვერდით ეფექტებზე
თუ თქვენ გაგიჩნდათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს აგრეთვე ეხება ნებისმიერ გვერდით ეფქტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში.
გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით თქვენ გვეხმარებით სამკურნალო პრეპარატზე მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.
ჭარბი დოზა
ადამიანში პრეპარატის არიფამი დოზის გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ინდაპამიდთან დაკავშირებული:
სიმპტომები
ნაჩვენები იყო, რომ ინდაპამიდი ტოქსიკური არ არის 40მგ-მდე დოზით, რომელიც თერაპიულს 27-ჯერ აღემატება.
მწვავე მოწამვლის სიმპტომები პირველ რიგში ვლინდება წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია). კლინიკურ გამოვლინებას მიეკუთვნება გულისრევა, ღებინება, ჰიპოტენზია, კრუნჩხვები, ვერტიგო, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, პოლიურია ან ოლიგურია, შესაძლოა ანურიამდეც (გამოწვეული ჰიპოვოლემიით).
არის შეტყობინებები ფილტვის არაკარდიოგენური შეშუპების იშვიათ შემთხვევებზე, ამლოდიპინის დოზის გადაჭარბების შედეგად; შეშუპება შეიძლება დაიწყოს დაგვიანებით (პრეპარატის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ) და საჭიროებს ხელოვნურ ვენტილაციას. ადრეული რეანიმაციული ღონიოსძიებები (მათ შორის სითხეებით დატვირთვა) პერფუზიისა და გულის გამონატყორცნის მხარდასაჭერად, შეიძლება იყოს დამაჩქარებელი ფაქტორები.
თერაპია
პირველადი ზომები მოიცავს შიგნიით მიღებული ნივთიერების სწრაფ გამოყოფას კუჭის ამორეცხვით და/ან აქტივირებული ნახშირის შეყვანით წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შემდგომი აღდგენით სპეციალიზებულ დაწესებულებაში.
ამლოდიპინთან დაკავშირებული:
ადამიანებში დოზის განგებ გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.
სიმპტომები
არსებული მონაცემების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დოზის მწვავე გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი პერიფერიული ვაზოდილატაცია და რეფლექტორული ტაქიკარდია. აღწერილია გამოხატული და მდგრადი სისტემური ჰიპოტენზია, მათ შორის შოკით და ლეტალური გამოსავლით.
თერაპია
ამლოდიპინით გამოწვეული კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია, საჭიროებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის აქტიურ მხარდაჭერას, გულის ფუნქციის და გარეგანი სუნთქვის ფუნქცის ხშირი კონტროლით, კიდურების წამოწევით და მოცირკულირე სისხლის მოცულობის და დიურეზის ინტენსიური კონტროლით.
ვაზოკონსტრიქციული საშუალება შეიძლება სასარგებლო იყოს სისხლძარღვთა ტონუსის და არტერიული წნევის შენარჩუნებისთვის იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს მისი გამოყენების უკუჩვენება. კალციუმის გლუკონატის ინტრავენურად შეყვანამ შეიძლება სასარგებლოდ იქმომედოს კალციუმის არხების ბლოკერების ნეიტრალიზაციის ეფექტზე. ზოგიერთ შემთხვევაში მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა. ჯანმრთელ მოხალისეებში აქტივირებული ნახშირის გამოყენებამ 10მგ ამლოდიპინის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში, აჩვენა ამლოდიპინის შეწოვის სისწრაფის დაქვეითება. დიალიზი არააეფექტურია, რადგან ამლოდიპინს მაღალი კავშირი აქვს პლაზმის ცილებთან.
შემადგენლობა
- რა არის არიფამი და რა შემთხვევაში გამოიყენება
არიფამი ინიშნება ჩანაცვლებითი პრეპარატის სახით მაღალი არტერიული წნევის მკურნალობისას (ჰიპერტენზია) პაციენტებში, რომლებიც ინდაპამიდს და ამლოდიპინს იღებენ ცალკე ტაბლეტების სახით, იმავე დოზებით.
არიფამი შეიცავს ორ მოქმედ ნივთირებას: ინდაპამიდი და ამლოდიპინი.
ინდაპამიდი წარმოადგენს დიურეზულ საშუალებას. დიურეზული საშუალებები ზრდის თირკმელებით გამოყოფილი შარდის რაოდენობას. თუმცა ინდაპამიდი გამოირჩევა სხვა დიურეზულებისგან, რადგან ის იწვევს თირკმელებით შარდის გამოყოფის მხოლოდ უმნიშვნელო გაძლიერებას. ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის არხების მაბლოკირებელს (მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების კლასს, რომელსაც ეწოდება დიჰიდროპირიდინები). მოქმედებს სისხლძარღვების მოდუნების გზით, რის შედეგედაც მათში სისხლი ადვილად გადის. ორივე მოქმედი ნივთიერება აქვეითებს არტერიულ წნევას.
- რა უნდა ვიცოდეთ არიფამის მიღების დაწყებამდე
არიფამი არ უნდა მიიღოთ
თუ თქვენ გაქვთ ალერგია ინდაპამიდზე ან ნებისმიერ სხვა სულფანილამიდურ პრეპარატზე (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებების კლასი), ამლოდიპინზე ან კალციუმის არხების ნებისმიერ სხვა მაბლოკირებელზე (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებების კლასი) ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე. (ჩამოთვლილია განყოფილებაში 6). ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ქავილით, კანის გაწითლებით და სუნთქვის გაძნელებით.
თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია),
თუ აღგენიშნებათ აორტის სარქველის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გული წყვეტს ორგანიზმის სისხლით საკმარისად მომარაგებას),
თუ გულის შეტევის შედეგად აღგენიშნებათ გულის უკმარისობა,
თუ აღგენიშნებათ თირკმელების სერიოზული დაავადება,
თუ აღგენიშნებათ ღვიძლის სერიოზული დაავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაზიანება, გამოწვეული ღვიძლის დაავადებით),
თუ გაქვთ სისხლში კალიუმის დაბალი დონე.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს და კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაზე ან კონტეინერზე. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
წამლები არ გადააგდოთ კანალიზაციაში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გადავყაროთ წამლები, რომელთა მიღებაც დასრულებულია. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კალციუმის ანტაგონისტები და დიურეზულები
ათქ კოდი: C08GA02
მოქმედების მექანიზმი
ინდაპამიდი მიეკუთვნება სულფონამიდის წარმოებულებს, ინდოლის რგოლით და ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოა თიაზიდურ დიურეზულებთანნ, რომლებიც აინჰიბირებენ ნატრიუმის იონების რეაბსორბციას, ნეფრონის მარყუჟის კორტიკალურ სეგმენტში. ამასთან იზრდება თირკმლით ნატრიუმის, ქლორის და უფრო ნაკლები ხარისხით კალიუმის და მაგნიუმის იონების გამოყოფა, რასაც ახლავს დიურეზის გაძლიერება და ჰიპოტენზიური ეფექტი.
ამლოდიპინი - კალციუმის იონების ნაკადის ინჰიბიტორი, დიჰიდროპირიდინის ჯგუფის (კალციუმის ნელი არხების ბლოკერი ან კალციუმის იონების ანტაგონისტი); ის აინჰიბირებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადინებას კარდიომიოციტებში და სისხლძარღვის კედლის გლუვკუნთოვან უჯრედებში.
ამლოდიპინის ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმი, განპირობებულია პირდაპირი მომადუნებელი მოქმედებით სისხლძარღვის კედლის გლუვკუნთოვან ურჯედებზე.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
II და III ფაზის კლინიკურ კვლევებში, ინდაპამიდის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას, დოზებით, რომლებიც არ ახდენს გამოხატულ დიურეზულ ეფექტს, გამოვლინდა 24 საათიანი ჰიპოტენზიური ეფექტი.
ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიული აქტივობა დაკავშირებულია მსხვილი არტერიების ელასტიურ თვისებების გაუმჯობესებასთან, არტერიოლური და საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირებასთან.
ინდაპამიდი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას.
თიაზიდები და თიაზიდის მსავსი დიურეზულები გარკვეული დოზისას, აღწევს თერაპიული ეფექტის პლატოს, მაშინ როდესაც, გვერდითი ეფექტრების სიხშირე ზრდას აგრძელეს. ამიტომ პრეპარატის დოზა არ უნდა გაზარდონ თუ თერაპიული ეფექტი მიუღწეული არ არის.
მოკლე, საშუალო ხანგრძლივობის და ხანგრძლივ კვლევებში არტერიულ ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში ნაჩვენები იყო, რომ ინდაპამიდი:
. გავლენას არ ახდენს ლიპიდურ ცვლაზე: ტრიგლიცერიდების, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეზე;
. გავლენას არ ახდენს ნახშირწყლების ცვლის მაჩვენებლებზე, მათ შორის შაქრიანი დიაბეტით და ჰიპერტენზით დაავადებულ პაციენტებში
ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში ამლოდიპინის ერთჯერადი დოზის დღე-ღამეში ერთხელ მიღება, უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურდ მნიშვნელოვან დაქვეითებას როგორც ზურგზე მწოლიარე ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში, 24 საათის განმავლობაში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტის ნელი განვითარების გამო, მწვავე ჰიპოტენზია ამლოდიპინისთვის დამახასიათებელი არ არის.
ამლოდიპინი არ განაპირობებს არასასურველ მეტაბოლურ რეაქციებს, გავლენას არ ახდენს ლიპიდური პროფილის მაჩვენებლებზე და შეიძლება გამოყენებული იყოს ასთმით, შაქრიანი დიაბეტით და პოდაგრით დაავადებულ პაციენტებში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
არიფამი შესწავლილი არ არის გართულებების და სიკვდილიანობის მხრივ.
ამლოდიპინის შემთხვევაში ჩატარდა რანდომიზებული, ორმაგი, ბრმა, სიკვდილიანობის და გართულებების კვლევა - ანტიჰიპერტენზიული და ჰიპოლიპიდემიური თერაპიის კვლევა მიოკარდიუმის ინფარქტის პრევენციისთვის - (ALLHAT) - ჩატარდა უახლესი სამკურნალო თერაპიის შედარების მიზნით: ამლოდიპინის მიღება 2,5-10მგ/დღე-ღამეში (კალციუმის არხების ბლოკერები ან ლიზინოპრილით 10-40მგ/დღე-ღამეში (აგფ ინჰიბიტორი) პირველი ხაზის თერაპიის სახით თიაზიდურ დიურეზულებთან შედარებით - ქლორტალიდონი 12,5-25მგ/დღე-ღამეში, მსუბუქი და საშუალო ხარისხის ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში.
სულ რანდომიზებული იყო არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებილი 55 წლის და უფროსი ასაკის 33 357 პაციენტი, რომლებზე დაკვირვებაც ხდებოდა საშუალოდ 4,9 წლის განმავლობაში. პაციენტებს აღენიშნებოდათ გიდ-ს მინიმუმ ერთი რისკ-ფაქტორი, შემდეგის ჩათვლით: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, გადატანული >6 თვემდე ადრე კვლევაში ჩართვამდე ან სხვაგვარად დადატურებული ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადება (სულ 51.5%), მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი (36,1%) ქ-მსლპ <35მგ/დლ (11.6%), მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, დიაგნოსტირებული ელექტროკარდიოგრამით ან ექოკარდიოგრაფიით (20,9%), მოწევა (21.9%).
ეფექტურობის შეფასების პირველად კრიტერიუმს წარმოადგენს გულის იშემიური დაავადების სიხშირის კომბინირებული მაჩვენებელი, ლეტალური გამოსავლით და მიოკარდიუიმის ინფარქტის მაჩვენებელი არალეტალური გამოსავლით. შეფასების პირველადი კრიტერიუმის მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავება ამლოდიპინით თერაპიას და ქლორტალიდონით თერაპიას შორის არ აღინიშნა: RR 0,98 (სი 95% (0,90-1,07) p=0,65). შეფასების მეორად კრიტერიუმებს შორის, გულის უკმარისობის განვითარბეის სიხშირე (გულ-სისხლძარღვთა კომბინირებული კრიტერიუმის შეფასების კომპონენტი) მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო ამლოდპინის ჯგუფში, ქლორტალიდონთან შედარებით (10,2% და 7,7%, RR 1,38, (სი 95% [1,25-1,52] p<0,001)). მიუხედავად ამისა ,მნიშვნელოვანი განსხვავება გარდაცვალების საერთოსიხშირეს შორის ამლოდიპინით და ქლორტალიდონით თერაპიას შორის არ აღინიშნა RR 0,96 სი 95% [0,89-1,02] p=0,20.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში არიფამის გამოყენების მონაცემები არ არსებბს.
მედიკამენტების შეფასების ევროპულმა სააგენტომ მოიხსნა არიფამით ჰიპერტენზიის თერაპიის კვლევების წარმოდგენის პასუხისმგებლობა ბავშვების და მოზარდების ყველა ქვეჯგუფში (ინფორმაცია ბავშვებში და მოზარდებში გამოყენების შესახებ იხ. პარაგრაფში 4.2).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ინდაპამიდის და ამლოდიპინის კომბინირებული გამოყენებისას ამ პრეპარატების ცალკე მიღებასთან შედარებით მათი ფარმაკოკინეტიკური თვისებები არ იცვლება.
ინდაპამიდი:
ინდაპამიდი 1,5მგ გამოდის შენელებული გამოთავისუფლების საშუალების სახით, რომლის ფუძეს წარმოადგენს სპეციალური მატრიქსი-მტარებელი, რომელიც უზრუნველყოფს ინდაპამიდის თანდათან კონტროლირებულ გამოთავისუფლებას.
აბსორბცია:
გამოთავისუფლებული ინდაპამიდი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. საკვების მიღება უმნიშვნელოდ ზრდის პრეპარატის შეწოვის სისწრაფეს, გავლენას არ ახდენს აქტიური ნივთიერების სრულ შეწოვაზე.
პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ერთჯერადი დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ. განმეორებითი მიღებისას პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის მერყეობა მცირდება. არსებობს პრეპარატის შეწოვის მაჩვენებლების ინდივიდუალური ვარიაბელობა.
განაწილება:
პრეპარატის დაახლოებით 79% უკავშირდება პლამის ცილებს.
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 14-24 საათს (საშუალოდ 18 საათი).
წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 7 დღის შემდეგ.
განმეორებითი მიღებისას პრეპარატის კუმულაცია არ აღინიშნება.
გამოყოფა:
ინდაპამიდი გამოიყოფა არააქტიური მეტაბოლიტების სახით, ძირითადად თირკმელებით (შეყვანილი დოზის 70%) და ნაწლავით 922%).
მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები:
თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება.
ამლოდიპინი:
ამლოდიპინი გამოდის სწრაფი გამოთავისუფლების სამკურნალო საშუალების სახით.
აბსორბცია, განაწილება, პლაზმის ცილებთან კავშირი:
თეაპიული დოზების პერორალური მიღების შემდეგ ამლოდიპინი კარგად შეიწოვება, სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%-ს. განაწილების მოცულობა შეადენს დაახლობით 21ლ/კგ-ს. invitro კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ მოცირკულირე ამლოდიპინის დაახლოებით 97,5% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
საკვების მიღება გავლენას არ ახდენს ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე.
ბიოტრანსფორმაცია/გამოყოფა
ნაჩვენები იყო, რომ მოცირკულირე ამლოდიპინის 97.5% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
პლაზმიდან ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 35-50 საათს, რაც იძლევა პრეპარატის დღე-ღამეში ერთხელ მიღების საშუალებას. ამლოდიპინი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით: 10% უცვლელი სახით, მეტაბოლიტების 60% გამოიყოფა შარდით.
გამოყენება ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში:
კლინიკური მონაცემების რაოდენობა, ამლოდიპინის გამოყენებისას, ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, ძალიან შეზღუდულია. ღვიძლის უკმარისობთ დაავადებულ პაციენტებში აღინიშნებოდა ამლოდიპინის კლირენსის დაქვეითება ნახევარგამოყოფის პერიოდის შემდგომი გაზრდით და AUC გაძლიერებით დაახლოებით 40-60%-ით.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
პლაზმაში ამლოდიპინის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო ერთნაირია ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა პაციენტებში. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ამლოდიპინის კლირენსი ნაწილობრივ ნელდება AUC-ს და ნახევარამოყოფის პერიოდის მომატებით შედეგად.
AUC-ს და ნახევარგამოყოფის პერიოდის მომატება გულის შეგუბებითი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში შეესაბამებოდა მოლოდინს გამოკვლეული ასაკობრივი ჯგუფისთვის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ანოტაცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
არიფამი 1,5მგ/5მგ, მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები
არიფამი 1,5მგ/10მგ, მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები
ინდაპამიდი/ამლოდიპინი
პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი ბოლომდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება ის კიდევ დაგჭირდეთ.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი მისაღებად დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
თუ თქვენ გაგინვითარდათ რაიმე გვერდით ეფექტები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს აგრეთვე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. იხ. განყოფილება 4.
ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია
- რა არის არიფამი და რა შემთხვევებში გამოიყენება
- რისი ცოდნაა აუცილებელი არიფამის მიღების დაწყებამდე
- როგორ მიიღება არიფამი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება არიფამი
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის არიფამი და რა შემთხვევაში გამოიყენება
არიფამი ინიშნება ჩანაცვლებითი პრეპარატის სახით მაღალი არტერიული წნევის მკურნალობისას (ჰიპერტენზია) პაციენტებში, რომლებიც ინდაპამიდს და ამლოდიპინს იღებენ ცალკე ტაბლეტების სახით, იმავე დოზებით.
არიფამი შეიცავს ორ მოქმედ ნივთირებას: ინდაპამიდი და ამლოდიპინი.
ინდაპამიდი წარმოადგენს დიურეზულ საშუალებას. დიურეზული საშუალებები ზრდის თირკმელებით გამოყოფილი შარდის რაოდენობას. თუმცა ინდაპამიდი გამოირჩევა სხვა დიურეზულებისგან, რადგან ის იწვევს თირკმელებით შარდის გამოყოფის მხოლოდ უმნიშვნელო გაძლიერებას. ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის არხების მაბლოკირებელს (მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების კლასს, რომელსაც ეწოდება დიჰიდროპირიდინები). მოქმედებს სისხლძარღვების მოდუნების გზით, რის შედეგედაც მათში სისხლი ადვილად გადის. ორივე მოქმედი ნივთიერება აქვეითებს არტერიულ წნევას.
- რა უნდა ვიცოდეთ არიფამის მიღების დაწყებამდე
არიფამი არ უნდა მიიღოთ
თუ თქვენ გაქვთ ალერგია ინდაპამიდზე ან ნებისმიერ სხვა სულფანილამიდურ პრეპარატზე (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებების კლასი), ამლოდიპინზე ან კალციუმის არხების ნებისმიერ სხვა მაბლოკირებელზე (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებების კლასი) ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე. (ჩამოთვლილია განყოფილებაში 6). ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ქავილით, კანის გაწითლებით და სუნთქვის გაძნელებით.
თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია),
თუ აღგენიშნებათ აორტის სარქველის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გული წყვეტს ორგანიზმის სისხლით საკმარისად მომარაგებას),
თუ გულის შეტევის შედეგად აღგენიშნებათ გულის უკმარისობა,
თუ აღგენიშნებათ თირკმელების სერიოზული დაავადება,
თუ აღგენიშნებათ ღვიძლის სერიოზული დაავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაზიანება, გამოწვეული ღვიძლის დაავადებით),
თუ გაქვთ სისხლში კალიუმის დაბალი დონე.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების წესები მიღებისას
არიფამის მიღების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს თუ ადრე გადატანილი გაქვთ ან ამჟამად აღგენიშნებათ შემდეგი მდგომარეობებიდან ერთი მაინც:
ცოტა ხნის წინ გადატანილი გულის შეტევა,
თუ თქვენ გაწუხებთ გულის უკმარისობა, გულის შეკუმშვათა სიხშირის დარღვევა, გულის იშემიური დაავადება (გულის დაავადება გამოწვეული სისხლძარღვებში სისხლის არასაკმარისი ნაკადით),
თუ აღგენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
თუ დაგიქვეითდათ მხედველობის სიმახვილე ან გაგიჩნდათ ტკივილები თვალებში. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძაღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული გამონაჟონი) ან თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომი, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს არიფამის მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათისნ-კვირის შემდეგ. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. პენიცილინზე ან სულფონამიდზე ალერგიის შემთხვევაში, შესაძლოა აღმოჩნდეთ ამ სიმპტომების წარმოშობის მაღალი რისკის ჯგუფში.
თუ თქვენ ძლიერ მოგემატათ არტერიული წნევა (ჰიპერტენზული კრიზი),
თქვენ მიეკუთვნებით ხანდაზმული პაციენტების ჯგუფს და გჭირდებათ დოზის მომატება,
თუ თქვენ ღებულობთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს,
თუ თქვენ იკვებებით არასრულფასოვნად,
თუ თქვენ აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
თუ თქვენ აღგენიშნებათ დიაბეტი,
თუ თქვენ აღგენიშნებათ პოდაგრა,
თუ თქვენთვის აუცილებელია ჩაიტაროთ ანალიზი პარათიროიდული ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად,
თუ აღგენიშნებათ სინათლეზე მგრძნობელობის რეაქციები. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ნატრიუმის და კალიუმის დაბალი დონის ან კალციუმის მაღალი დონის გამოსავლენად. თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე მდგომარეობა შეიძლება თქვენ გეხებოდეთ, თუ გაგიჩნდათ კითხვები და ეჭვები ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვნს ექიმს ან ფარმაცევტს.
სპორტსმენები უნდა იყვნენ ინფორმირებულები, იმის შესახებ, რომ არიფამი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს (ინდაპამიდი), რომელსაც შეუძლია დადებითი რეაქციის ჩვენება დოპინგის ტესტზე.
ბავშვები და მოზარდები
არიფამი არ უნდა დაინეშნოს ბავშვებს და მოზარდებს.
სხვა სამკურნალო პრეპარატები და არიფამი
თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან უნდა მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენ არ უნდა მიიღოთ არიფამი:
ლითიუმთან ერთად (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების მკურნალობისთვის, როგორიც არის მანია, ბიპოლარული აშლილობა და რეკურენტული დეპრესია) სისხლში ლითიუმის დონის გაზრდის რისკის გამო,
დანტროლენთან ერთად (ინფუზია, გამოყენებული სხეულის ტემპერატურის სერიოზული დარღვევებისას).
თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოჩამოთვლილ პრეპარატს, აუცილებლად ჩააყენეთ ექიმი საქმის კურსში, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს განსაკუთრებული სიფრთხილე:
სხვა სამკურნალო საშუალებები მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ,
გულის რითმის დარღვევის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, იბუტილიდი, დოფეტილიდი, ბრეტილიუმი),
პრეპარატები ფსიქიკური დარაღვევების სამკურნალოდ, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვ. (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ნეიროლეპსიური საშუალებები, (როგორიცაა ამისულპრიდი, სულპრიდი, სილტოპრიდი, ტიაპრიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი),
ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ, მდგომარეობის, რომელიც იწვევს ტკივილს გულმკერდის არეში),
ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების სამკურნალოდ),
ვინკამინი ი/ვ (გამოიყენება კოგნიტური დარღვევების სამკურნალოდ კლინიკური გამოვლინებებით, მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით, ხანდაზმულ პაციენტებში),
ჰალოფანტრინი (ანტიპარაზიტული პრეპარატი, გამოიყენება მალარიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ),
პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ),
ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკუნალოდ, ისეთის როგორიცაა თივის ცხელება (მაგალითად, მიზოლასტინი, ასტემიზოლი, ტერფენადინი);
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ტკივილის მოსახსნელად (მაგალითად იბუპროფენი) ან ასპირინის მაღალი დოზები,
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ),
პერორალური კორტიკოსტეროიდები, გამოყენებული სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მძიმე ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით,
პრეპარატები დიგიტალისის ფუძეზე (გულის დაავადებების სამკურნალოდ),
მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები,
ბაკლოფენი (კუნთების რიგიდობის სამკურნალოდ, რომლებიც ვითარდება ისეთი დაავადებებისას, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი),
კალიუმის დამზოგველი დიურეზულები (ამილორიდი, სპირინოლაქტონი, ტრიამტერინი),
მეტფორმინი (დიაბეტის სამკურნალოდ),
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები (გამოიყენება გამოკვლევის ჩატარებისას რენტგენის სხივებით),
კალციუმის ტაბლეტები ან კალციუმის სხვა დანამატები,
იმუნოდეპრესიული პრეპარატები (აკონტროლებენ ორგანიზის იმუნურ რეაქციებს), რომელიც გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ ან ტრასნპლანტაციის შემდგომ (ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი)
სიროლიმუსი, ევროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ეგრედ წოდებულ mTor ინჰიბიტორების კლასს (პრეპარატები რომლებიც ცვლიან იმუნური სისტემის მუშაობას),
ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ამფოტერიცინ B ინექციისთვის),
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ეგრედწოდებული პროტეაზას ინჰიბიტორები, გამოყენებული აივ-ის სამკურნალოდ),
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები (მაგალითად, რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, სპარფლოქსაცინი, მოკსიფლოქსაცინი),
hypericum perforatum (კრაზანა),
ვერაპამილი, დილთიაზემი (გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები),
სიმვასტატინი, პრეპარატი, ქოლესტერინის შესამცირებლად),
ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),
მეთადონი (გამოიყენება ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ).
არიფამის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ არიფამს არ უნდა მიიღონ გრეიფრუტი ან გრეიფფრუტის წვენი, რადგან მისმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მოქმედი ნივთიერების - ამლოდიპინის დონის მომატება, რამაც შეიძლება განაპირობოს არიფამის ჰიპოტენზური ეფექტის არაპროგნოზირებადი მომატება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აგრეთვე გაქვთ ორსულობაზე ეჭვი ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარტის მიღებამდე გაიარეთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. მოცემული პრეპარტი ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის. თუ იგეგმება ორსულობა ან დგინდება ორსულობის ფაქტი, რაც შეიძლება ადრე უნდა განხორციელდეს ალტერნატულ თერაპიაზე გადასვლა.
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, არიფამის მიღება რეკომენდებული არ არის. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ამას, დაუყოვნებლივ ჩააყენეთ ექიმი საქმის კურსში.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების გამოყენება
არიფამმა შეიძლება იმოქმედოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ტაბლეტის მიღების შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ, აღგენიშნებათ თავბრუსხვევა, დაღლილობა ან თავის ტკივილი, არ დაჯდეთ საჭესთან, არ მართოთ მექანიზმები და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. მოცემულ შემთხვევაში უარი უნდა თქვათ ავტომობილის მართვაზე და მომატებული ყურადღების მომთხოვნ სხვა ქმედებებს.
არიფამი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ აღგენიშნებათ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
არიფამი შეიცავს ნატრიუმს
არიფამის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1მმოლ ნატრიუმს (23გ), რაც ნიშნავს, რომ ფაქტიურად არ შეიცავს.
- როგორ მიიღება არიფამი
ამ პრეპარატის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება. თუ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარტის რეკომენდებული დოზაა - 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, უმჯობესია დილით.
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის დაყოლებით.
თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი არიფამი
ძალიან დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს დაქვეითებული, სახიფათოდ დაბალი წნევაც. შეიძლება აღგენიშნოთ თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტე ან დაკარგოთ გონება. შეიძლება გაგინვითარდეთ გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობის შეცვლა. წნევის მნიშვნელოვანმა დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი. კანი შეიძლება შეხებისას გახდეს ცივი და ნოტიო, თქვენ შეიძლება გონება დაკარგოთ.
თქვენს ფილტვებში შეიძლება დაგროვდეს ჭარბი სითხე (ფილტვის შეშუპება) რამაც გამოიწვიოს ქოშინი, რომელიც შეიძლება განვითარდეს მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ.
თუ თქვენ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობის არიფამი დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ დაგავიწყდათ არიფამის მიღება
არ ინერვიულოთ. თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა. შემდეგი დოზა მიიღეთ საჭირო დროს. არ გააორმაგოთ დოზა, გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.
თუ წყვეტთ არიფამის მიღებას
რადგან მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, პრეპარატის მიღების შეწყვეგტამდე მიმართეთ თქვეს ექიმს. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატმა ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ Dშეწყვიტეთ მოცემული მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ შემდეგი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, რომლებიც შესაძლოა იყოს სერიოზული:
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში),
Eენის და ყელის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის სერიოზულ გაძნელებას (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, რომელიც შეიძლება განვითარდეს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
კანის სერიოზული რეაქციები, მოცულობითი გამონაყარის, ჭინჭრის ციების, მთელი სხეულის კანის გაწითლების, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების წარმოქმნის, კანის აქერცვლის და შეშუპების, ლორწოვანი გარსების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკურ ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციების ჩათვლით (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
გულის შეტევა, (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
გულისცემის რითმის დარღვევა (არაგავრცელებული გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა (ორმიმართული ტაქიკარდია) (სიხშირე უცნობია),
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილები მუცელში და ზურგში, ახლავს შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში).
კუნთური სისუსტე, სპაზმები, მტკივნეული მგრძნობელობა ან ტკივილები, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის დროს ან ტემპერატურის მომატებისას – ეს მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთური ქსოვილის უჯრედების რღვევის ანომალური პროცესით. (სიხშირე უცნობია).
განვითარების სიხშირის შემცირების მიხედვით სხვა გვედითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები: (აღინიშნება 10-დან 1 პაციენტზე მეტს):
შეშუპება (სითხის შეკავება).
გავრცელებული გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 10-დან არა უმეტეს 1 პაციენტში.
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში),
მხედველობის დარღვევა, თვალებში გაორება
გულისცემის გახშირება (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), ჰიპერემია,
ქოშინი,
მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება (გულისრევა), ნაწლავების მუშაობის შეცვლა, დიარეა, ყაბზობა, საკვების მოუნელებლობა,
კოჭ-წვივის სახსრის შეშუპება, დაღლილობა, სისუსტე, კუნთური სპაზმები,
სისხლში კალიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე,
კანის გამონაყარი.
არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტს
ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა,
ტრემორი,
გემოვნების ცვლილება,
კიდურების დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა,
ყურებში შუილი,
დაბალი არტერიული წნევა,
სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და არტერიული წნევის დაწევა
გულის წასვლა,
ცემინება/სურდო, გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი),
ხველა,
პირის ღრუს სიმშრალე, ღებინება,
თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის ფერის ცვლილება, ჭინჭრის ციება,
შარდის გამოყოფის დარღვევა, მოშარდვის ხშირი სურვილები ღამით, ხშირი შარდვა,
იმპოტენცია (ერექციის მიღწევის და შენარჩუნების შეუძლებლობა),
ერექციის მიღწევის შეუძლებლობა; მამაკაცებში დისკომფორტის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში ან სარძევე ჯირკვლების გადიდება,
ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა,
სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი,
სხეულის მასის მომატება, სხეულის მასის შემცირება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 1000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში
ცნობიერების დაბინდვა,
თავბრუსხვევის შეგრძნება,
სისხლში ქლორიდის დაბალი შემცველობა,
სისხლში მაგნიუმის დაბალი შემცველობა
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: აღინიშნება 10000 დან არა უმეტეს 1 პაციენტში.
სისხლში უჯრედული ელემენტების ცვლილება, როგორიც არის თრომბოციტოპენია (თრომბოცირტების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს მსუბუქ სილურჯეებს და ცხვირიდან სისხლდენას), ლეიკოპენია (ლეკოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის აუხსნელი მომატება, ყელის ტკივილი ან სხვა გრიპის მსგავსი სიმპტომები - ამ შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს) და ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება),
სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია),
სისხლში კალციუმის დონის მომატება,
ნერვული დარღვევები, რომელიც იწვევს სისუსტეს, ჩხვლეტას და დაბუჟებას,
ღრძილების შეშუპება,
მუცლის შებერილობა (გასტრიტი),
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი დიაგნოსტიკური ტესტის შედეგზე; ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, შესძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება (ტვინის დაზიანება, გამოწვეული ღვიძლის დაავადებით),
თირკმლის დაავადებები,
კუნთების მომატებული დაჭიმულობა,
სისხლძარღვების ანთება, ხშირად ახლავს კანის გამონაყარი,
სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):
შეიძლება აღინიშნოს ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები; ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი, თქვენი მდგომარეობის შეფასების მიზნით. შეიძლება აღინიშნოს ლაბორატორიული პარამეტრების შემდეგი ცვლილებები:
- სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და არტერიული წნევის დაქვეითება.
- შარდმჟავას დონის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს პოდაგრის (სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ფეხების სახსრებში) მიმდინარეობა,
- სისხლში გლუკოზის დონის მომატება, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში,
ანომალიები ეკგ-ზე,
ახლომხედველობა (მიოპია),
არამკაფიო მხედველობა,
მხედველობის სიმახვილის შემცირება, ან თვალების ტკივილი მარალი წნევის გამო (თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის აკუმულაციის შესაძლო ნიშნები (ქორიოიდული გამომაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა).
ტრემორი, რიგიდული პოზა, ნიღბისებური სახე, შენელებული მოძრაობები,
სიარულის რწევითი, არაბალანსირებული სტილი.
თუ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი) თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
შეტყობინება გვერდით ეფექტებზე
თუ თქვენ გაგიჩნდათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს აგრეთვე ეხება ნებისმიერ გვერდით ეფქტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში.
გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით თქვენ გვეხმარებით სამკურნალო პრეპარატზე მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.
- როგორ ინახება არიფამი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს და კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაზე ან კონტეინერზე. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
წამლები არ გადააგდოთ კანალიზაციაში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გადავყაროთ წამლები, რომელთა მიღებაც დასრულებულია. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს არიფამი
მოქმედი ნივთიერებები – ინდაპამიდი და ამლოდიპინი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 1.5მგ ინდაპამიდს და 6,935მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 5მგ ამლოდიპინს. ერთი ტაბლეტი შეიცავს 1,5მგ ინდაპამიდს და 13.87მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 10მგ ამლოდიპინს.
სხვა ინგრედიენტები:
- არიფამი 1,5მგ/5მგ და 1,5მგ/10მგ ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი,
ჰიპრომელოზა (E464), მაგნიუმის სტეარატი (E572), პოვიდონი (E1201), სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, დიკალციუმის დიჰიდროფოსფატი,
მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468),
პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი,
არიფამის 1,5მგ/5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E572), ტიტანის დიოქსიდი (E171),
არიფამის 1,5მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა (E464), რკინის წითელი ოქსიდი (E172), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E572), ტიტანის დიოქსიდი (E171).
როგორ გამოიყურება არიფამი და შეფუთვის შემადგენლობა
არიფამი 1,5მგ/5მგ – მოდიფიცირებული გამოთავისუფლების, აპკიანი გარსით დაფარული, თეთრი, მრგვალი, ტაბლეტები, დიამეტრი 9მმ, გრავირებით ერთ მხარეს.
არიფამი 1,5მგ/10მგ - მოდიფიცირებული გამოთავისუფლების, აპკიანი გარსით დაფარული, ვარდისფერი, მრგვალი, ტაბლეტები, დიამეტრი 9მმ, გრავირებით ერთ მხარეს.
ტაბლეტები გამოდის კონტურულ-უჯრედული შეფუთვებში, 30 ტაბლეტი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
Les Laboratoires Servier
(ლე ლაბორატუარ სერვიე)
50, rue Carnot
92284 Suresnes cedex-France (საფრანგეთი)
მწარმოებელი
ANPHARM Przedsibiorstwo Farmaceutyczne S.A. ul. Annopol 6 B, 03-236 Warszawa, POLAND
Les Laboratoires Servier Industrie, 905 route de Saran 45520 Gidy – France45520 Gidy - France (საფრანგეთი)
ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი: აპრილი 2025
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


