კატარაქტის ოპერციის შემდგომი ტკივილისა და ანთების პროფილაქტიკა და მკურნალობა; კატარაქტის ოპერაციის შემდგომ მაკულური შეშუპების განვითარების რისკის შემცირება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებში გამოსაყენებლად. გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნეპაფენაკი (nepafenac)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,1% (1მგ/მლ) 5მლ თვალის წვეთები, სუსპენზია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
- ATC კოდი
- S01BC10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036126
- რეგისტრირებულია
- 5 აგვისტო 2022, მოქმედებს 5 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აპფექტო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კატარაქტის ოპერციის შემდგომი ტკივილისა და ანთების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
კატარაქტის ოპერაციის შემდგომ მაკულური შეშუპების განვითარების რისკის შემცირება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებში გამოსაყენებლად.
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები, ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით
კატარაქტის ოპერციის შემდგომი ტკივილისა და ანთების პროფილაქტიკა და მკურნალობა
პრეპარატის 1 წვეთის ინსტილაცია თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში 3-ჯერ დღეში. მკურნალობა იწყება ოპერაციამდე 1 დღით ადრე და გრძელდება პოსტოპერაციულად 2 კვირის განმავლობაში (ოპერაციის დღის ჩათვლით). ქირურგიულ ჩარევამდე 30-120 წუთით ადრე პრეპარატის 1 წვეთი დამატებით უნდა იქნას ჩაწვეთებული საოპეარციო თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში. ექიმის მითითებების გათვალისწინებით, პოსტოპერაციულ პერიოდში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს პირველი 3 კვირის განმავლობაში.
კატარაქტის ოპერაციის შემდგომ მაკულური შეშუპების განვითარების რისკის შემცირება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში
პრეპარატის 1 წვეთის ინსტილაცია დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში 3-ჯერ დღეში. მკურნალობა იწყება ოპერაციამდე 1 დღით ადრე. ქირურგიულ ჩარევამდე 30-120 წუთით ადრე პრეპარატის 1 წვეთი დამატებით უნდა იქნას ჩაწვეთებული საოპერაციო თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში. პოსტოპერაციულ პერიოდში მკურნალობა გრძელდება 60 დღე (ოპერაციის დღის ჩათვლით) ექიმის მითითებების გათვალისწინებით.
პაციენტების სპეციალური ჯგუფები
პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
ღვიძლის დაავადებების ან თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. ნეპაფენაკი გამოიყოფა ორგანიზმიდან ძირითადად ბიოტრანსფორმაციის გზით, სამკურნალო საშუალების სისტემური ზემოქმედება ორგანიზმზე თვალის წვეთების სახით ადგილობრივი გამოყენებისას უმნიშვნელოა. თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვები
ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის (მონაცემები არ არსებობს). პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული დამატებითი მონაცემების მიღებამდე.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის განსხვავებები არ არის აღმოჩენილი.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.
საჭიროა პაციენტების ინფორმირება პრეპარატის გამოყენებამდე ფლაკონის შენჯღრევის აუცილებლობის შესახებ. დამცავი თავსახურის მოხსნის შემდეგ, პრეპარატის გამოყენებამდე ფლაკონს მოაცილეთ უსაფრთხოების რგოლი.
თუ საჭიროა პრეპარატის გამოყენება სხვა ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან კომბინაციაში ადგილობრივი გამოყენებისათვის, ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წუთს. თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.
მიკროორგანიზმებით საწვეთურის და ფლაკონის შიგთავსის კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მოვერიდოთ საწვეთურის შეხებას ქუთუთოებთან და მიმდებარე ქსოვილებთან, ასევე სხვა ზედაპირებთან.
საჭიროა პაციენტების ინფორმირება პრეპარატის გამოყენების შემდეგ ფლაკონის მჭიდროდ დახურვის აუცილებლობის შესახებ.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე უნდა ჩაიწვეთოთ პრეპარატის 1 წვეთი და შემდეგ გააგრძელოთ მკურნალობა დადგენილი სქემის მიხედვით. არ გამოიყენოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
მომატებული მგრძნობელობა სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ;
ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი ანამნეზში, დაკავშირებული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი არ არის განკუთვნილი ინექციისა და პერორალური მიღებისათვის.
საჭიროა პაციენტების ინფორმირება პრეპარატით მკურნალობისას მზის სხივების ზემოქმედებისგან თავის არიდების აუცილებლობის შესახებ.
ეფექტები მხედველობის ორგანოს მხრივ
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს კერატიტი. ზოგიერთ წინასწარგანწყობის მქონე პაციენტში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევა, რქოვანას გათხელება, ეროზია, დაწყლულება ან რქოვანას პერფორაცია. ზემოაღნიშნულ ცვლილებებს შესაძლოა ახლდეს მხედველობის დაკარგვა. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევის ნიშნები, საჭიროა პრეპარატის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რქოვანას მდგომარეობის სათანადო მონიტორინგის ჩატარება.
როგორც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, ასევე გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას, შეხორცების პროცესი შეიძლება დაქვეითდეს ან გახანგრძლივდეს. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთობლივი გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს პოტენციური ნეგატიური ზემოქმედების გაძლიერება შეხორცების პროცესზე. ამიტომ, ნეპაფენაკის თვალის წვეთების სახით და კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რქოვანას მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების მაღალი რისკი.
პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებული მონაცემების თანახმად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ადგილობრივად გამოყენებისას პაციენტებში გართულებებით ოფთალმოლოგიური ქირურგიური ჩარევების შემდეგ, რქოვანას დენერვაციით, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტებით, შაქრიანი დიაბეტით, თვალის ზედაპირის დაავადებებით (მაგალითად, მშრალი თვალის სინდრომი), რევმატოიდული ართრიტით, ან რომლებსაც დროის ხანმოკლე ინტერვალის განმავლობაში ჩაუტარდათ განმეორებითი ოფთალმოლოგიური ოპერაციები, შეიძლება გაიზარდოს რქოვანას მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი, რასაც შეიძლება ახლდეს მხედველობის დაკარგვა. ასეთ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ადგილობრივი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გახანგრძლივებული ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს რქოვანას მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი და სიმძიმე.
ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის ფონზე ოფთალმოლოგიური ქირურგიული ჩარევების ჩატარებისას შეიძლება აღინიშნოს თვალის ქსოვილების სისხლდენის მომატება (ჰიფემის აღნიშვნის ჩათვლით). აპფექტო სიფრთხილით გამოიყენება სისხლდენისადმი მიდრეკილ პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ სხვა მედიკამენტით, რომელმაც შეიძლება გაახანგრძლივოს სისხლდენის დრო.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს ადგილობრივი გამოყენებისას შეუძლიათ თვალის მწვავე ინფექციის სიმპტომების შენიღბვა. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს არ გააჩნიათ რაიმე ანტიმიკრობული მოქმედება. თვალის ინფექციის განვითარების შემთხვევაში, ანტიბაქტერიული პრეპარატების ადგილობრივი გამოყენებისთვის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
კონტაქტური ლინზები
კატარაქტის შემდეგომ პოსტოპერაციულ პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება. ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ ნეპაფენაკის თვალის წვეთებით, არ უნდა ატარონ კონტაქტური ლინზები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია ექიმის მითითების თანახმად.
ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციები
ნეპაფენაკის გამოყენებისას არსებობს ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციების განვითარების რისკი, რომელიც დაკავშირებულია აცეტილსალიცილის მჟავას, ფენილძმარმჟავას წარმოებულების და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ადრე გამოყენებასთან.
დამხმარე ნივთიერებები
აპფექტო შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს (0,05 მგ/მლ პრეპარატის 1 მლ-ში), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, მშრალი თვალის სიმპტომების განვითარება ან დარღვევები საცრემლე აპკის და რქოვანას მხრივ, მათ შორის წერტილოვანი კერატოპათია და/ან ტოქსიკური წყლულოვანი კერატოპათია.
ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება აბსორბირდეს რბილი კონტაქტური ლინზების მიერ და შეცვალოს მათი ფერი. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები პრეპარატის გამოყენებამდე და შეგიძლიათ ჩაისვათ ჩაწვეთებიდან სულ მცირე 15 წუთის შემდეგ.
აპფექტო სიფრთხილით გამოიყენება მშრალი თვალის სინდრომიან და რქოვანას შესაძლო დაზიანებების მქონე პაციენტებში.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა პაციენტებში სათანადო მონიტორინგის ჩატარება.
თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ აღგენიშნებათ უჩვეულო შეგრძნებები, ჩხვლეტის შეგრძნება ან ტკივილი თვალებში, უნდა მიმართოთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
In vitro კვლევებში დადგენილია, რომ ნეპაფენაკი და ამფენაკი არ აინჰიბირებენ ადამიანის ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტებს (CYP1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 იზოფერმენტები) 3000 ნგ/მლ-მდე კონცენტრაციებში. ამიტომ, ნაკლებსავარაუდოა, რომ ნეპაფენაკის სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას მოხდება ურთიერთქმედება მეტაბოლიზმის დონეზე, განპირობებული ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტებით; გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღინიშნოს მედიკამენტური ურთიერთქმედებები, განპირობებული შეკავშირებით სისხლის პლაზმის ცილებთან.
გამოყოფა
ჯანმრთელ მოხალისეებში რადიოაქტიური ნიშნულით მონიშნული 14C-ნეპაფენაკის პერორალური მიღებისას დადგინდა, რომ სამკურნალო საშუალება გამოიყოფა ორგანიზიდან ძირითადად თირკმელებით (დაახლოებით 85%) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტით (დაახლოებით 6%). შარდში ნეპაფენაკის და ამფენაკის კონცენტრაცია იყო რაოდენობრივი განსაზღვრის დონეზე უფრო დაბალი.
ნეპაფენაკის ერთჯერადი გამოყენების შემდეგ თვალის წვეთების სახით (1 მგ/მლ სუსპენზია) 25 პაციენტში ქირურგიული ჩარევით კატარაქტის მოცილების შემდეგ ნეპაფენაკის და ამფენაკის მაქსიმალური კონცენტრაციები თვალშიგა სითხეში მიიღწეოდა 1 საათის შემდეგ (განისაზღვრა ჩაწვეთებიდან 15, 30, 45 და 60 წუთის შემდეგ) და საშუალოდ შეადგენდნენ 177 ნგ/მლ და 44,8 ნგ/მლ, შესაბამისად.
ზემოაღნიშნული მონაცემები მიუთითებს რქოვანაში სამკურნალო საშუალების მაღალ შეღწევადობაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს სათანადო მონაცემები ორსულობის პერიოდში ქალებში ნეპაფენაკის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ სამკურნალო საშუალებას გააჩნია რეპროდუქციული ტოქსიურობა. პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია. ვინაიდან სისტემური ზემოქმედება ქალებში ნეპაფენაკის გამოყენებისას თვალის წვეთების სახით არა ორსულობის დროს უმნიშვნელოა, ვარაუდობენ, რომ ორსულობის დროს ქალებში სამკურნალო საშუალების ადგილობრივი გამოყენებისას არსებული რისკი უმნიშვნელოა. მიუხედავად ამისა, პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეგატიურ გავლენასთან ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, და/ან მშობიარობაზე, და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე, ამიტომ არ არის რეკომენდებული აპფექტოს გამოყენება ქალებში ორსულობის პერიოდში.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა ნეპაფენაკი ადამიანის დედის რძეში; ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სამკურნალო საშუალება გამოიყოფა ვირთაგვებში დედის რძეში. მოსალოდნელი არ არის, რომ პრეპარატი გავლენას მოახდენს ბავშვებზე, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე, ვინაიდან მისი სისტემური ზემოქმედება ქალებში ლაქტაციის პერიოდში უმნიშვნელოა. აპფექტო შეიძლება გამოყენებული იქნას ქალებში ძუძუთი კვების დროს.
ფერტილობა
მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ ადამიანების ფერტილობაზე არ არსებობს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
აპფექტო არ ახდენს ან მცირდ მქმედებს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
მხედველობის სიმახვილის დროებითმა დაქვეითებამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე, ამიტომ, პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ მსგავსი არასასურველი რეაქციების აღნიშვნის შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს სატრანსპორტო საშუალებები ან მექანიზმები მხედველობის სრულ აღდგენამდე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
რეპროდუქციული ასაკის ქალები
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატით, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
კლინიკურ კვლევებში 2314 პაციენტის მონაწილეობით, ნეპაფენაკის გამოყენებისას 1 მგ/მლ სუსპენზიის სახით ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა წერტილოვანი კერატიტი, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში და ქუთუთოების კიდეებზე ქერქის წარმოქმნა (დაფიქსირდა პაციენტთა 0,2-0,4%-ში).
პაციენტები შაქრიანი დიაბეტით
ორ კლინიკურ კვლევაში შაქრიანი დიაბეტის მქონე 209 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იყენებდნენ ნეპაფენაკს 1 მგ/მლ სუსპენზიის სახით 60 დღის განმავლობაში, ქირურგიული ჩარევით კატარაქტის მოცილებასთან დაკავშირებული პოსტოპერაციული მაკულური შეშუპების განვითარების პროფილაქტიკისათვის, ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქცია, როგორიცაა წერტილოვანი კერატიტი (რეგისტრირებულია პაციენტთა 3%-ში, კატეგორია „ხშირად“). სხვა ყველაზე ხშირად რეგისტრირებულ გვერდით რეაქციებს მიეკუთვნებოდა რქოვანას ეპითელიუმის დეფექტები და ალერგიული დერმატიტი (განვითარდა პაციენტების 1% და 0,5%-ში, შესაბამისად, კატეგორია „არახშირად“).
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი
არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში ნეპაფენაკის გამოყენებისას თვალის წვეთების ფორმით (1 მგ/მლ და 3 მგ/მლ სუსპენზია), ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში, არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირად - კერატიტი, წერტილოვანი კერატიტი, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტები, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ქუთუთოების კიდეებზე ქერქის წარმოქმნა; იშვიათად - ირიტი, ქოროიდული გამონაჟონი, ნადები რქოვანაზე, თვალის ტკივილი, მხედველობითი დისკომფორტი, თვალების სიმშრალე, ბლეფარიტი, თვალების გაღიზიანება, თვალების ქავილი, გამონადენი თვალებიდან, ალერგიული კონიუნქტივიტი, გაძლიერებული ცრემლდენა, კონიუნქტივის ჰიპერემია; სიხშირე უცნობია - რქოვანას პერფორაცია, რქოვანას შეხორცების პროცესის დარღვევა, რქოვანას დაბინდვა, რქოვანაზე ნაწიბურების წარმოქმნა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, თვალის შეშუპება, წყლულოვანი კერატიტი, რქოვანას გათხელება, მხედველობის მკაფიოობის დარღვევა.
სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია - არტერიული წნევის მომატება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად - გულისრევა; სიხშირე უცნობია - ღებინება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - ელასტოლიზისი (დერმატოქალაზისი), ალერგიული დერმატიტი.
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
შეზღუდულია მონაცემები ნეპაფენაკის თვალის წვეთების სახით (1 მგ/მლ სუსპენზია) ხანგრძლივი გამოყენების შესახებ პოსტოპერაციული მაკულური შეშუპების პროფილაქტიკისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქირურგიული ჩარევით კატარაქტის მოცილებასთან, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. მხედველობის ორგანოს მხრივ არასასურველი რეაქციები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს უფრო ხშირად, ვიდრე პაციენტების ზოგად პოპულაციაში.
პაციენტებში რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევის ნიშნებით, რქოვანას პერფორაციის ჩათვლით, აუცილებელია პრეპარატის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რქოვანას მდგომარეობის სათანადო მონიტორინგის ჩატარება.
პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ნეპაფენაკის თვალის წვეთების სახით გამოყენებისას (1 მგ/მლ სუსპენზია), პაციენტებში აღინიშნებოდა რქოვანას ეპითელიუმის დეფექტების/დაზიანების განვითარების შემთხვევები. ზემოაღნიშნული ცვლილებების სიმძიმე ვარირებდა რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის უმნიშვნელო დარღვევიდან მძიმე დარღვევებამდე, რომლის დროსაც აუცილებელი გახდა მხედველობის აღსადგენად მიმართული ქირურგიული ჩარევა ან/და მკურნალობის ჩატარება.
პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებული მონაცემების თანახმად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ადგილობრივი გამოყენებისას პაციენტებში გართულებებით ოფთალმოლოგიური ქირურგიული ჩარავების შემდეგ, რქოვანას დენერვაციით, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტებით, შაქრიანი დიაბეტით, თვალის ზედაპირის დაავადებებით (მაგალითად, მშრალი თვალის სინდრომი), რევმატოიდული ართრიტით, ან რომლებსაც დროის მოკლე ინტერვალით ჩაუტარდათ განმეორებითი ოფთალმოლოგიური ოპერაციები, შეიძლება გაიზარდოს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი რქოვანას მხრივ, რომლებსაც შეიძლება ახლდეს მხედველობის დაკარგვა. ნეპაფენაკის თვალის წვეთების სახით (1 მგ/მლ სუსპენზია) გამოყენებისას პოსტოპერაციული მაკულური შეშუპების განვითარების პროფილაქტიკისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქირურგიული ჩარევით კატარაქტის მოცილებასთან, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ნებისმიერი დამატებითი რისკ-ფაქტორები, აუცილებელია მოსალოდნელი სარგებელი/პოტენციური რისკის შეფარდების განმეორებითი შეფასების ჩატარება და ასეთ პაციენტებზე სათანადო დაკვირვების უზრუნველყოფა.
ბავშვები
ბავშვებში და მოზარდებში ნეპაფენაკის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული ან ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხდველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატის ჭარბ დოზირებას ადგილობრივი გამოყენებისას ან შიგნით შემთხვევით მიღებისას, თან ახლდეს ტოქსიური ეფექტების განვითარება.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნეპაფენაკი 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, პროპილენგლიკოლი, კარბომერი 974P, ნატრიუმის ქლორიდი, გუარის გუმფისი, ნატრიუმის კარმელოზა, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S01BC10
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.“, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ნეპაფენაკი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების (ასას) წინამორბედი, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ადგილობრივი გამოყენებისას ნეპაფენაკი აღწევს რქოვანაში; თვალში ქსოვილური ჰიდროლაზების ზემოქმედებით ნეპაფენაკიდან წარმოიქმნება ასას ამფენაკი. ამფენაკი აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას (პროსტაგლანდინ Н-სინთაზა), რომელიც მონაწილეობს პროსტაგლანდინების სინთეზში.
მეორადი ფარმაკოლოგიური ეფექტები
ბოცვრებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ნეპაფენაკი, პროსტაგლანდინის Е2 (РGE2) სინთეზის ინჰიბირებასთან ერთად, ამცირებს ჰემატორეტინული ბარიერის განვლადობას. Ex vivo პირობებში ერთჯერადად ადგილობრივი გამოყენებისას ნეპაფენაკი აინჰიბირებდა პროსტაგლანდინების სინთეზს თვალის ფერად გარსში/ცილიარულ სხეულში (85-95%-ით), ბადურასა და სისხლძარღვოვან გარსში (55%-ით) 6 და 4 საათის განმავლობაში, შესაბამისად.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ქსოვილების სისხლით მომარაგების ხარისხის მიხედვით ნეპაფენაკი ექვემდებარება ჰიდროლიზს ძირითადად თვალის ბადურაში/სისხლძარღვოვან გარსში, აგრეთვე ირისში/ცილიარულ სხეულსა და რქოვანაში.
კლინიკური კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ თვალის წვეთების სახით ადგილობრივად გამოყენებისას სამკურნალო საშუალება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას თვალშიგა წნევაზე.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ქირურგიული ჩარევით კატარაქტის მოცილებასთან დაკავშირებული პოსტოპერაციული ტკივილისა და ანთების პროფილაქტიკა და მკურნალობა
ჩატარებული იყო 3 ძირითადი კვლევა, დაკავშირებული ნეპაფენაკის 1 მგ/მლ სუსპენზიის ფორმით (1 წვეთი 3-ჯერ დღეში) გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესაფასებლად ქირურგიული ჩარევით კატარაქტის მოცილებასთან დაკავშირებული პოსტოპერაციული ტკივილისა და ანთების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის (შედარების პრეპარატების სახით იყენებდნენ პლაცებოს და/ან კეტოროლაკის ტრომეტამოლს). ამ კვლევებში მკურნალობას იწყებდნენ ქირურგიულ ჩარევამდე 1 დღით ადრე და აგრძელებდნენ პოსტოპერაციული პერიოდის პირველი 2-4 კვირის განმავლობაში (ოპერაციის დღის ჩათვლით). ამასთანავე, პაციენტთა უმეტესობა იღებდა პროფილაქტიკურ ანტიბიოტიკოთერაპიას (თითოეულ საცდელ ცენტრში დამტკიცებული კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად).
ორ ორმაგ ბრმა რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევაში პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ნეპაფენაკის 1 მგ/მლ სუსპენზიის სახით, ანთებითი პროცესის გამოხატულება (უჯრედების არსებობა თვალშიგა სითხეში და მისი შემღვრევა), დაწყებული ადრეული პოსტოპერაციული პერიოდიდან და მკურნალობის დასრულებამდე, იყო მნიშვნელოვნად დაბალი ასეთთან შედარებით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებო თერაპიას.
ორმაგ ბრმა რანდომიზირებულ კვლევაში პლაცებოს გამოყენებით და აქტიური კონტროლით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ნეპაფენაკით 1 მგ/მლ სუსპენზიის სახით, ანთებითი პროცესის გამოხატულება მნიშვნელოვნად ნაკლები იყო ასეთთან შედარებით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მკურნალობას პლაცებოთი. ნეპაფენაკის ეფექტი ანთების და ტკივილის შესამცირებლად შედარებული იყო კეტოროლაკის ეფექტთან 5 მგ/მლ დოზით, ამასთან ნეპაფენაკის ინსტილაციები რამდენადმე უკეთესად გადაიტანებოდა.
მნიშვნელოვნად უფრო მეტი პაციენტი (პროცენტულად) ნეპაფენაკის 1 მგ/მლ სუსპენზიის სახით გამოყენებისას აღნიშნავდა თვალებში ტკივილის არარსებობას ქირურგიული ჩარევით კატარაქტის მოცილების შემდეგ იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ მკურნალობას პლაცებოთი.
ქირურგიული ჩარევით კატარაქტის მოცილებასთან დაკავშირებული პოსტოპერაციული მაკულური შეშუპების განვითარების რისკის შემცირება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში
ნეპაფენაკის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად 1 მგ/მლ სუსპენზიის სახით პოსტოპერაციული მაკულური შეშუპების განვითარების პროფილაქტიკისთვის, რომელიც დაკავშირებული იყო ქირურგიული ჩარევით კატარაქტის მოცილებასთან, ჩატარდა ოთხი კვლევა (ორი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მონაწილეობით და ორი პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც არ ჰქონდათ შაქრიანი დიაბეტი). ამ კვლევებში მკურნალობას იწყებდნენ ქირურგიულ ჩარევამდე 1 დღით ადრე და აგრძელებდნენ ოპერაციის შემდგომ პერიოდში 90 დღის განმავლობაში (ოპერაციის დღის ჩათვლით).
ერთ ორმაგად ბრმა, რანდომიზირებულ, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში პაციენტების მონაწილეობით დიაბეტური რეტინოპათიით, მნიშვნელოვნად მეტ პაციენტს (პროცენტული თვალსაზრისით), რომლებიც იღებდნენ პლაცებო თერაპიას, განუვითარდა მაკულური შეშუპება (16,7%) იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ ნეპაფენაკით 1 მგ/მლ სუსპენზიის ფორმით (3,2%). უფრო მეტ პაციენტს (პროცენტულად), რომლებიც იღებდნენ პლაცებო თერაპიას, აღენიშნებოდათ მხედველობის სიმახვილის დაქვეითება 5 ასოზე მეტით მკურნალობის 7-დან 90 დღემდე (ან გამოკვლევაში ადრეულ ეტაპზე მონაწილეობის შეწყვეტა) (11, 5%) პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ნეპაფენაკით მკურნალობდნენ (5,6%). მხედველობის სიმახვილის მატება 15 ასოთი დაფიქსირდა პაციენტთა უფრო მეტ რაოდენობაში (პროცენტული თვალსაზრისით), რომლებიც მკურნალობდნენ ნეპაფენაკით, პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი (56,8% და 41,9%, შესაბამისად, p = 0,019).
ბავშვები
სამკურნალო საშუალებების ევროპული სააგენტო არ მოითხოვს კვლევების შედეგების წარდგენას, რომლებიც დაკავშირებულია ნეპაფენაკის გამოყენებასთან თვალის წვეთების სახით პოსტოპერაციული ტკივილისა და ანთების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე პოსტოპერაციული მაკულური შეშუპების განვითარების პროფილაქტიკისათვის, დაკავშირებულის ქირურგიული ჩარევით კატარაქტის მოცილებასთან, ბავშვთა ყველა ასაკობრივ ქვეჯგუფში.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ნეპაფენაკის გამოყენებისას 1 მგ/მლ სუსპენზიის ფორმით (თითო წვეთი ორივე თვალში 3-ჯერ დღეში), პაციენტთა უმეტესობას ინსტილაციიდან 2 და 3 საათის შემდეგ ნეპაფენაკი და ამფენაკი, შესაბამისად, აღენიშნებოდა სისხლის პლაზმაში უმნიშვნელო, მაგრამ რაოდენობრივად განსაზღვრად კონცენტრაციებში; ნეპაფენაკის და ამფენაკის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში წონასწორულ მდგომარეობაში საშუალოდ შეადგენდა 0,310 ± 0,104 ნგ/მლ და 0,422 ± 0,121 ნგ/მლ, შესაბამისად.
განწილება
ამფენაკს გააჩნია მაღალი აფინურობა სისხლის შრატის ალბუმინთან. In vitro კვლევებში სამკურნალო საშუალების შეკავშირების ხარისხი ვირთაგვას ალბუმინთან, ადამიანის ალბუმინთან და ადამიანის სისხლის შრატთან შეადგენდა 98,4%, 95,4% და 99,1%-ს შესაბამისად.
ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში, პერორალურად ერთჯერადად და მრავალჯერადად რადიოაქტიურად ნიშნული 14C-ნეპაფენაკი შეყვანისას, დადგინდა, რომ პრეპარატი მნიშვნელოვანი ხარისხით ნაწილდება ორგანიზმში.
ბოცვრებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ ადგილობრივი გამოყენებისას ხდება ნეპაფენაკის ლოკალური განაწილება თვალის წინა და უკანა სეგმენტში (ბადურა და სისხლძარღვოვანი გარსი).
მეტაბოლიზმი
თვალში ადგილობრივი გამოყენებისას ნეპაფენაკი განიცდის შედარებით სწრაფ ჰიდროლიზს ქსოვილის ჰიდროლაზების ზემოქმედებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება აქტიური ნაერთი ამფენაკი. შემდგომში ამფენაკი ინტენსიურად მეტაბოლიზდება, მისი ბიოტრანსფორმაციის პროცესში (არომატული რგოლის ჰიდროქსილირება, კონიუგირება გლუკურონის მჟავასთან) წარმოიქმნება უფრო პოლარული მეტაბოლიტები.
რადიოქრომატოგრაფიული ანალიზის მონაცემების თანახმად (ჰიდროლიზამდე და მის შემდეგ β-გლუკურონიდაზას მონაწილეობით), ყველა მეტაბოლიტი გლუკურონის მჟავასთან კონიუგირებულ ფორმაშია, ამფენაკის გარდა. ამფენაკი წარმოადგენს ძირითად მეტაბოლიტს, რომელიც აღინიშნება სისხლის პლაზმაში (სისხლის პლაზმაში რადიოაქტიული ნიშნულით მონიშნული ნაერთების საერთო რაოდენობის 13%). მეორე მეტაბოლიტი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება სისხლის პლაზმაში, არის 5-ჰიდროქსინეპაფენაკი (მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევისას სისხლის პლაზმაში რადიოაქტიური ნიშნულით მონიშნული ნაერთების საერთო რაოდენობის 9%).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
აპფექტო
სავაჭრო დასახელება
აპფექტო, Apfecto
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ნეპაფენაკი, Nepafenac
სამკურნალო ფორმა
თვალის წვეთები 0,1%
აღწერილობა: ყვითელი ფერის სუსპენზია.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნეპაფენაკი 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, პროპილენგლიკოლი, კარბომერი 974P, ნატრიუმის ქლორიდი, გუარის გუმფისი, ნატრიუმის კარმელოზა, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S01BC10
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
In vitro კვლევებში დადგენილია, რომ ნეპაფენაკი და ამფენაკი არ აინჰიბირებენ ადამიანის ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტებს (CYP1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 იზოფერმენტები) 3000 ნგ/მლ-მდე კონცენტრაციებში. ამიტომ, ნაკლებსავარაუდოა, რომ ნეპაფენაკის სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას მოხდება ურთიერთქმედება მეტაბოლიზმის დონეზე, განპირობებული ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტებით; გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღინიშნოს მედიკამენტური ურთიერთქმედებები, განპირობებული შეკავშირებით სისხლის პლაზმის ცილებთან.
გამოყოფა
ჯანმრთელ მოხალისეებში რადიოაქტიური ნიშნულით მონიშნული 14C-ნეპაფენაკის პერორალური მიღებისას დადგინდა, რომ სამკურნალო საშუალება გამოიყოფა ორგანიზიდან ძირითადად თირკმელებით (დაახლოებით 85%) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტით (დაახლოებით 6%). შარდში ნეპაფენაკის და ამფენაკის კონცენტრაცია იყო რაოდენობრივი განსაზღვრის დონეზე უფრო დაბალი.
ნეპაფენაკის ერთჯერადი გამოყენების შემდეგ თვალის წვეთების სახით (1 მგ/მლ სუსპენზია) 25 პაციენტში ქირურგიული ჩარევით კატარაქტის მოცილების შემდეგ ნეპაფენაკის და ამფენაკის მაქსიმალური კონცენტრაციები თვალშიგა სითხეში მიიღწეოდა 1 საათის შემდეგ (განისაზღვრა ჩაწვეთებიდან 15, 30, 45 და 60 წუთის შემდეგ) და საშუალოდ შეადგენდნენ 177 ნგ/მლ და 44,8 ნგ/მლ, შესაბამისად.
ზემოაღნიშნული მონაცემები მიუთითებს რქოვანაში სამკურნალო საშუალების მაღალ შეღწევადობაზე.
გამოყენების ჩვენებები
კატარაქტის ოპერციის შემდგომი ტკივილისა და ანთების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
კატარაქტის ოპერაციის შემდგომ მაკულური შეშუპების განვითარების რისკის შემცირება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებში გამოსაყენებლად.
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი
დოზირება
მოზრდილები, ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით
კატარაქტის ოპერციის შემდგომი ტკივილისა და ანთების პროფილაქტიკა და მკურნალობა
პრეპარატის 1 წვეთის ინსტილაცია თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში 3-ჯერ დღეში. მკურნალობა იწყება ოპერაციამდე 1 დღით ადრე და გრძელდება პოსტოპერაციულად 2 კვირის განმავლობაში (ოპერაციის დღის ჩათვლით). ქირურგიულ ჩარევამდე 30-120 წუთით ადრე პრეპარატის 1 წვეთი დამატებით უნდა იქნას ჩაწვეთებული საოპეარციო თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში. ექიმის მითითებების გათვალისწინებით, პოსტოპერაციულ პერიოდში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს პირველი 3 კვირის განმავლობაში.
კატარაქტის ოპერაციის შემდგომ მაკულური შეშუპების განვითარების რისკის შემცირება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში
პრეპარატის 1 წვეთის ინსტილაცია დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში 3-ჯერ დღეში. მკურნალობა იწყება ოპერაციამდე 1 დღით ადრე. ქირურგიულ ჩარევამდე 30-120 წუთით ადრე პრეპარატის 1 წვეთი დამატებით უნდა იქნას ჩაწვეთებული საოპერაციო თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში. პოსტოპერაციულ პერიოდში მკურნალობა გრძელდება 60 დღე (ოპერაციის დღის ჩათვლით) ექიმის მითითებების გათვალისწინებით.
პაციენტების სპეციალური ჯგუფები
პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
ღვიძლის დაავადებების ან თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. ნეპაფენაკი გამოიყოფა ორგანიზმიდან ძირითადად ბიოტრანსფორმაციის გზით, სამკურნალო საშუალების სისტემური ზემოქმედება ორგანიზმზე თვალის წვეთების სახით ადგილობრივი გამოყენებისას უმნიშვნელოა. თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვები
ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის (მონაცემები არ არსებობს). პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული დამატებითი მონაცემების მიღებამდე.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის განსხვავებები არ არის აღმოჩენილი.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.
საჭიროა პაციენტების ინფორმირება პრეპარატის გამოყენებამდე ფლაკონის შენჯღრევის აუცილებლობის შესახებ. დამცავი თავსახურის მოხსნის შემდეგ, პრეპარატის გამოყენებამდე ფლაკონს მოაცილეთ უსაფრთხოების რგოლი.
თუ საჭიროა პრეპარატის გამოყენება სხვა ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან კომბინაციაში ადგილობრივი გამოყენებისათვის, ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წუთს. თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.
მიკროორგანიზმებით საწვეთურის და ფლაკონის შიგთავსის კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მოვერიდოთ საწვეთურის შეხებას ქუთუთოებთან და მიმდებარე ქსოვილებთან, ასევე სხვა ზედაპირებთან.
საჭიროა პაციენტების ინფორმირება პრეპარატის გამოყენების შემდეგ ფლაკონის მჭიდროდ დახურვის აუცილებლობის შესახებ.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე უნდა ჩაიწვეთოთ პრეპარატის 1 წვეთი და შემდეგ გააგრძელოთ მკურნალობა დადგენილი სქემის მიხედვით. არ გამოიყენოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
მომატებული მგრძნობელობა სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ;
ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი ანამნეზში, დაკავშირებული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან.
არასასურველი რეაქციები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
კლინიკურ კვლევებში 2314 პაციენტის მონაწილეობით, ნეპაფენაკის გამოყენებისას 1 მგ/მლ სუსპენზიის სახით ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა წერტილოვანი კერატიტი, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში და ქუთუთოების კიდეებზე ქერქის წარმოქმნა (დაფიქსირდა პაციენტთა 0,2-0,4%-ში).
პაციენტები შაქრიანი დიაბეტით
ორ კლინიკურ კვლევაში შაქრიანი დიაბეტის მქონე 209 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იყენებდნენ ნეპაფენაკს 1 მგ/მლ სუსპენზიის სახით 60 დღის განმავლობაში, ქირურგიული ჩარევით კატარაქტის მოცილებასთან დაკავშირებული პოსტოპერაციული მაკულური შეშუპების განვითარების პროფილაქტიკისათვის, ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქცია, როგორიცაა წერტილოვანი კერატიტი (რეგისტრირებულია პაციენტთა 3%-ში, კატეგორია „ხშირად“). სხვა ყველაზე ხშირად რეგისტრირებულ გვერდით რეაქციებს მიეკუთვნებოდა რქოვანას ეპითელიუმის დეფექტები და ალერგიული დერმატიტი (განვითარდა პაციენტების 1% და 0,5%-ში, შესაბამისად, კატეგორია „არახშირად“).
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი
არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში ნეპაფენაკის გამოყენებისას თვალის წვეთების ფორმით (1 მგ/მლ და 3 მგ/მლ სუსპენზია), ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში, არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის შემცირების მიხედვით.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირად - კერატიტი, წერტილოვანი კერატიტი, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტები, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ქუთუთოების კიდეებზე ქერქის წარმოქმნა; იშვიათად - ირიტი, ქოროიდული გამონაჟონი, ნადები რქოვანაზე, თვალის ტკივილი, მხედველობითი დისკომფორტი, თვალების სიმშრალე, ბლეფარიტი, თვალების გაღიზიანება, თვალების ქავილი, გამონადენი თვალებიდან, ალერგიული კონიუნქტივიტი, გაძლიერებული ცრემლდენა, კონიუნქტივის ჰიპერემია; სიხშირე უცნობია - რქოვანას პერფორაცია, რქოვანას შეხორცების პროცესის დარღვევა, რქოვანას დაბინდვა, რქოვანაზე ნაწიბურების წარმოქმნა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, თვალის შეშუპება, წყლულოვანი კერატიტი, რქოვანას გათხელება, მხედველობის მკაფიოობის დარღვევა.
სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია - არტერიული წნევის მომატება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად - გულისრევა; სიხშირე უცნობია - ღებინება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - ელასტოლიზისი (დერმატოქალაზისი), ალერგიული დერმატიტი.
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
შეზღუდულია მონაცემები ნეპაფენაკის თვალის წვეთების სახით (1 მგ/მლ სუსპენზია) ხანგრძლივი გამოყენების შესახებ პოსტოპერაციული მაკულური შეშუპების პროფილაქტიკისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქირურგიული ჩარევით კატარაქტის მოცილებასთან, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. მხედველობის ორგანოს მხრივ არასასურველი რეაქციები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს უფრო ხშირად, ვიდრე პაციენტების ზოგად პოპულაციაში.
პაციენტებში რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევის ნიშნებით, რქოვანას პერფორაციის ჩათვლით, აუცილებელია პრეპარატის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რქოვანას მდგომარეობის სათანადო მონიტორინგის ჩატარება.
პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ნეპაფენაკის თვალის წვეთების სახით გამოყენებისას (1 მგ/მლ სუსპენზია), პაციენტებში აღინიშნებოდა რქოვანას ეპითელიუმის დეფექტების/დაზიანების განვითარების შემთხვევები. ზემოაღნიშნული ცვლილებების სიმძიმე ვარირებდა რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის უმნიშვნელო დარღვევიდან მძიმე დარღვევებამდე, რომლის დროსაც აუცილებელი გახდა მხედველობის აღსადგენად მიმართული ქირურგიული ჩარევა ან/და მკურნალობის ჩატარება.
პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებული მონაცემების თანახმად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ადგილობრივი გამოყენებისას პაციენტებში გართულებებით ოფთალმოლოგიური ქირურგიული ჩარავების შემდეგ, რქოვანას დენერვაციით, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტებით, შაქრიანი დიაბეტით, თვალის ზედაპირის დაავადებებით (მაგალითად, მშრალი თვალის სინდრომი), რევმატოიდული ართრიტით, ან რომლებსაც დროის მოკლე ინტერვალით ჩაუტარდათ განმეორებითი ოფთალმოლოგიური ოპერაციები, შეიძლება გაიზარდოს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი რქოვანას მხრივ, რომლებსაც შეიძლება ახლდეს მხედველობის დაკარგვა. ნეპაფენაკის თვალის წვეთების სახით (1 მგ/მლ სუსპენზია) გამოყენებისას პოსტოპერაციული მაკულური შეშუპების განვითარების პროფილაქტიკისთვის, რომელიც დაკავშირებულია ქირურგიული ჩარევით კატარაქტის მოცილებასთან, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ნებისმიერი დამატებითი რისკ-ფაქტორები, აუცილებელია მოსალოდნელი სარგებელი/პოტენციური რისკის შეფარდების განმეორებითი შეფასების ჩატარება და ასეთ პაციენტებზე სათანადო დაკვირვების უზრუნველყოფა.
ბავშვები
ბავშვებში და მოზარდებში ნეპაფენაკის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული ან ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხდველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ არის განკუთვნილი ინექციისა და პერორალური მიღებისათვის.
საჭიროა პაციენტების ინფორმირება პრეპარატით მკურნალობისას მზის სხივების ზემოქმედებისგან თავის არიდების აუცილებლობის შესახებ.
ეფექტები მხედველობის ორგანოს მხრივ
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს კერატიტი. ზოგიერთ წინასწარგანწყობის მქონე პაციენტში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევა, რქოვანას გათხელება, ეროზია, დაწყლულება ან რქოვანას პერფორაცია. ზემოაღნიშნულ ცვლილებებს შესაძლოა ახლდეს მხედველობის დაკარგვა. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევის ნიშნები, საჭიროა პრეპარატის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რქოვანას მდგომარეობის სათანადო მონიტორინგის ჩატარება.
როგორც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, ასევე გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას, შეხორცების პროცესი შეიძლება დაქვეითდეს ან გახანგრძლივდეს. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთობლივი გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს პოტენციური ნეგატიური ზემოქმედების გაძლიერება შეხორცების პროცესზე. ამიტომ, ნეპაფენაკის თვალის წვეთების სახით და კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რქოვანას მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების მაღალი რისკი.
პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებული მონაცემების თანახმად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ადგილობრივად გამოყენებისას პაციენტებში გართულებებით ოფთალმოლოგიური ქირურგიური ჩარევების შემდეგ, რქოვანას დენერვაციით, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტებით, შაქრიანი დიაბეტით, თვალის ზედაპირის დაავადებებით (მაგალითად, მშრალი თვალის სინდრომი), რევმატოიდული ართრიტით, ან რომლებსაც დროის ხანმოკლე ინტერვალის განმავლობაში ჩაუტარდათ განმეორებითი ოფთალმოლოგიური ოპერაციები, შეიძლება გაიზარდოს რქოვანას მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი, რასაც შეიძლება ახლდეს მხედველობის დაკარგვა. ასეთ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ადგილობრივი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გახანგრძლივებული ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს რქოვანას მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი და სიმძიმე.
ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის ფონზე ოფთალმოლოგიური ქირურგიული ჩარევების ჩატარებისას შეიძლება აღინიშნოს თვალის ქსოვილების სისხლდენის მომატება (ჰიფემის აღნიშვნის ჩათვლით). აპფექტო სიფრთხილით გამოიყენება სისხლდენისადმი მიდრეკილ პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ სხვა მედიკამენტით, რომელმაც შეიძლება გაახანგრძლივოს სისხლდენის დრო.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს ადგილობრივი გამოყენებისას შეუძლიათ თვალის მწვავე ინფექციის სიმპტომების შენიღბვა. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს არ გააჩნიათ რაიმე ანტიმიკრობული მოქმედება. თვალის ინფექციის განვითარების შემთხვევაში, ანტიბაქტერიული პრეპარატების ადგილობრივი გამოყენებისთვის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
კონტაქტური ლინზები
კატარაქტის შემდეგომ პოსტოპერაციულ პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება. ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ ნეპაფენაკის თვალის წვეთებით, არ უნდა ატარონ კონტაქტური ლინზები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია ექიმის მითითების თანახმად.
ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციები
ნეპაფენაკის გამოყენებისას არსებობს ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციების განვითარების რისკი, რომელიც დაკავშირებულია აცეტილსალიცილის მჟავას, ფენილძმარმჟავას წარმოებულების და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ადრე გამოყენებასთან.
დამხმარე ნივთიერებები
აპფექტო შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს (0,05 მგ/მლ პრეპარატის 1 მლ-ში), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, მშრალი თვალის სიმპტომების განვითარება ან დარღვევები საცრემლე აპკის და რქოვანას მხრივ, მათ შორის წერტილოვანი კერატოპათია და/ან ტოქსიკური წყლულოვანი კერატოპათია.
ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება აბსორბირდეს რბილი კონტაქტური ლინზების მიერ და შეცვალოს მათი ფერი. ამოიღეთ კონტაქტური ლინზები პრეპარატის გამოყენებამდე და შეგიძლიათ ჩაისვათ ჩაწვეთებიდან სულ მცირე 15 წუთის შემდეგ.
აპფექტო სიფრთხილით გამოიყენება მშრალი თვალის სინდრომიან და რქოვანას შესაძლო დაზიანებების მქონე პაციენტებში.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა პაციენტებში სათანადო მონიტორინგის ჩატარება.
თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ აღგენიშნებათ უჩვეულო შეგრძნებები, ჩხვლეტის შეგრძნება ან ტკივილი თვალებში, უნდა მიმართოთ ექიმს.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
აპფექტო არ ახდენს ან მცირდ მქმედებს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
მხედველობის სიმახვილის დროებითმა დაქვეითებამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე, ამიტომ, პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ მსგავსი არასასურველი რეაქციების აღნიშვნის შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს სატრანსპორტო საშუალებები ან მექანიზმები მხედველობის სრულ აღდგენამდე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
რეპროდუქციული ასაკის ქალები
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატით, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები.
ორსულობა
არ არსებობს სათანადო მონაცემები ორსულობის პერიოდში ქალებში ნეპაფენაკის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ სამკურნალო საშუალებას გააჩნია რეპროდუქციული ტოქსიურობა. პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია. ვინაიდან სისტემური ზემოქმედება ქალებში ნეპაფენაკის გამოყენებისას თვალის წვეთების სახით არა ორსულობის დროს უმნიშვნელოა, ვარაუდობენ, რომ ორსულობის დროს ქალებში სამკურნალო საშუალების ადგილობრივი გამოყენებისას არსებული რისკი უმნიშვნელოა. მიუხედავად ამისა, პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეგატიურ გავლენასთან ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, და/ან მშობიარობაზე, და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე, ამიტომ არ არის რეკომენდებული აპფექტოს გამოყენება ქალებში ორსულობის პერიოდში.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა ნეპაფენაკი ადამიანის დედის რძეში; ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სამკურნალო საშუალება გამოიყოფა ვირთაგვებში დედის რძეში. მოსალოდნელი არ არის, რომ პრეპარატი გავლენას მოახდენს ბავშვებზე, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე, ვინაიდან მისი სისტემური ზემოქმედება ქალებში ლაქტაციის პერიოდში უმნიშვნელოა. აპფექტო შეიძლება გამოყენებული იქნას ქალებში ძუძუთი კვების დროს.
ფერტილობა
მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ ადამიანების ფერტილობაზე არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
In vitro კვლევებში დადგინდა, რომ პრეპარატს გააჩნია სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების და სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების უმნიშვნელო პოტენციალი.
პროსტაგლანდინების ანალოგები
მონაცემები პროსტაგლანდინის ანალოგებისა და ნეპაფენაკის ერთობლივი გამოყენების შესახებ თვალის წვეთების სახით შეზღუდულია. ზემოაღნიშნული სამკურნალო საშუალებების მოქმედების მექანიზმების გათვალისწინებით, მათი კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროულად ადგილობრივი გამოყენებისას შეილება აღინიშნოს პოტენციური ნეგატიური ზემოქმედების გაძლიერება შეხორცების პროცესთან მიმართებაში. თვალის წვეთების ფორმით ნეპაფენაკის კომბინირებული გამოყენებისას სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ზრდიან სისხლდენის დროს, შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი.
ჭარბი დოზირება
ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატის ჭარბ დოზირებას ადგილობრივი გამოყენებისას ან შიგნით შემთხვევით მიღებისას, თან ახლდეს ტოქსიური ეფექტების განვითარება.
გამოშვების ფორმა
თვალის წვეთები 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში საცობი-საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, აღჭურვილი დამცავი რგოლით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.“, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.