პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები

აპრიტანტი IV

APRITANT IV

რეცეპტით150მგინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა, რომელიც მაღალი და ზომიერად ემეტოგენური კიბოს ქიმიოთერაპიასთან არის დაკავშირებული მოზრდილებში, 6 თვის და უფროსი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში. აპრიტანტი IV ინიშნება როგორც კომბინირებული თერაპიის ნაწილი (იხ. პუნქტი 4.2).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფოსაპრეპიტანტი (fosaprepitant)
ფორმა და შეფუთვა
150მგ ლიოფილიზატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
MSN Laboratories Private Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები, ღებინების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები
ATC კოდი
A04AD12
რეგისტრაციის ნომერი
რ-042613
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2024, მოქმედებს 30 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „ზანდრა ლაიფ საიენსის წარმომადგენლობა საქართველოში“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააპრიტანტი IV და სხვა წამალი ერთად

აპრიტანტი IV — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა, რომელიც მაღალი და ზომიერად ემეტოგენური კიბოს ქიმიოთერაპიასთან არის დაკავშირებული მოზრდილებში, 6 თვის და უფროსი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში.

აპრიტანტი IV ინიშნება როგორც კომბინირებული თერაპიის ნაწილი (იხ. პუნქტი 4.2).

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში (18 წლის და უფროსი ასაკის), აპრიტანტის IV რეკომენდებული დოზაა 150 მგ ფოსაპრეპიტანტი 1-ელ დღეს (ქიმიოთერაპიის დღე).

ბავშვებში და მოზარდებში (6 თვიდან 17 წლამდე), აპრიტანტის IV რეკომენდებული დოზა ეფუძნება პაციენტის ასაკსა და წონას. ქიმიოთერაპიული მკურნალობის მიხედვით, აპრიტანტის IV მიცემის ორი გზა არსებობს:

აპრიტანტი IV მიიღება მხოლოდ პირველ დღეს (ქიმიოთერაპიის ერთჯერადი კურსი)

აპრიტანტი IV მიიღება პირველ, მეორე და მესამე დღეებში (ერთჯერადი ან მრავალდღიანი ქიმიოთერაპიის კურსი)

აპრიტანტის პერორალური ფორმულირება შეიძლება დაინიშნოს მე-2 და მე-3 დღეებში აპრიტანტის IV ნაცვლად. გამოყენებამდე ფხვნილი უნდა გაიხსნას და განზავდეს. საინფუზიო ხსნარს მოგცემთ ჯანდაცვის სპეციალისტი, როგორიცაა ექიმი ან მედდა, ინტრავენური ინფუზიის სახით (წვეთოვანი გზით) მოზრდილებში ქიმიოთერაპიის დაწყებამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე ან ბავშვებსა და მოზარდებში 60-90 წუთით ადრე ქიმიოთერაპიის დაწყებამდე. გულისრევისა და ღებინების თავიდან ასაცილებლად თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის კორტიკოსტეროიდი (როგორიცაა დექსამეტაზონი) და '5HT3 ანტაგონისტი' (როგორიცაა ონდანსეტრონი). თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ფოსაპრეპიტანტი, აპრეპიტანტი ან პოლისორბატე 80-ის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).

წამლებით, რომლებიც შეიცავს პიმოზიდს (გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ), ტერფენადინს და ასტემიზოლს (გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ალერგიის და სხვა ალერგიული რეაქციების დროს), ციზაპრიდს (გამოიყენება საჭმლის მომნელებელი პრობლემების სამკურნალოდ). აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ამ მედიკამენტებს, რადგან მკურნალობა უნდა შეიცვალოს აპრიტანტის IV გამოყენებამდე

სიფრთხილის ზომები

აპრიტანტის IV მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რადგან ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წამლის დაშლის მხრივ ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, თქვენს ექიმს შესაძლოა მოუწიოს თქვენი ღვიძლის მდგომარეობაზე მეთვალყურეობის განხორციელება.

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ აპრიტანტი IV 6 თვემდე ასაკის ან 6 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებს, რადგან ის არ არის შესწავლილი აღნიშნულ პოპულაციაში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აპრიტანტმა IV შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტებზე როგორც აპრიტანტით IV მკურნალობის დროს და ასევე მის შემდეგ. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც არ უნდა იქნას მიღებული აპრიტანტთან IV ერთად (როგორიცაა პიმოზიდი, ტერფენადინი, ასტემიზოლი და ცისაპრიდი) ან რომლებიც საჭიროებენ დოზის კორექციას (იხ. ასევე ‘არ გამოიყენოთ აპრიტანტი IV’).

აპრიტანტის IV ან სხვა მედიკამენტების ეფექტურობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს, თუ თქვენ იღებთ აპრიტანტს IV სხვა მედიკამენტებთან ერთად, მათ შორის ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან ერთად. გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ აქ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს:

  • ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, კანის პაჩებს, იმპლანტებს და ზოგიერთ საშვილოსნოსშიდა მოწყობილობას (IUDs), რომელიც ათავისუფლებს ჰორმონებს, შესაძლოა არ იმუშაოს ადეკვატურად აპრიტანტთან IV ერთად მიღებისას. ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა ან დამატებითი არაჰორმონალური ფორმა უნდა იქნას გამოყენებული აპრიტანტით IV მკურნალობის დროს და აპრიტანტის IV გამოყენების შემდეგ 2 თვის განმავლობაში,

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი (იმუნოსუპრესანტები),

ალფენტანილი, ფენტანილი (გამოიყენება ტკივილის სამკურნალოდ),

ქინიდინი ( გამოიყენება არარეგულარული გულისცემის სამკურანლოდ),

ირინოტეკანი, ეტოპოზიდი, ვინორელბინი, იფოსფამიდი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),

ერგოტის ალკალოიდის წარმოებულების შემცველი მედიკამენტები, როგორიცაა ერგოტამინი და დიერგოტამინი (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ),

ვარფარინი, აცენოკუმაროლი (სისხლის გამათხელებელი, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზი),

რიფამპიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ),

ფენიტოინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ),

კარბამაზეპინი (გამოიყენება დეპრესიისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ),

მიდაზოლამი, ტრიაზოლამი, ფენობარბიტალი (მედიკამენტები, რომელიც უზრუნველყოფს სიმშვიდესა და ძილის მოწესრიგებას)

სტ. ჯონ’ს ვორტი (მცენარეული პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ),

პროტეაზას ინჰიბიტორები (გამოიყენება აივ ინფექციების სამკურნალოდ),

კეტოკონაზოლი (გამოიყენება კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ - როდესაც სხეული ჭარბად გამოიმუშავებს კორტიზოლს),

იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები)

ნეფაზოდინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),

დილტიაზემი (მედიკამენტი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურანლოდ),

კორტიკოსტეროიდები (როგორიცაა დექსამეტაზონი),

შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები (როგორიცაა ალპრაზოლამი),

ტოლბუტამიდი (დიაბეტის სამკრუნალო მედიკამენტი)

აცნობეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი სხვა მედიკამენტების ან მცენარეული საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, ახლახან მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აღნიშნული მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

შობადობის კონტროლის შესახებ ინფორმაციისთვის იხ. „ სხვა მედიკამენტები და აპრიტანტი IV”.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ადამიანს აპრიტანტის IV გამოყენების შემდეგ უჩნდება თავბრუსხვევა და ეძინება. აღნიშნული პრეპარატის გამოყენების შემდეგ თავბრუსხვევის და ძილიანობის გამოწვევის შემთხვევაში მოერიდეთ სატრანსპორტო საშუაების მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას (იხ. ‘შესაძლო გვერდითი მოვლენები’).

აპრიტანტი IV შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, აღნიშნულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ აპრიტანტის IV მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ნებისმიერი შემდეგი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა იყოს ძალიან სერიოზული და შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, ან არტერიული წნევის სერიოზული დაქვეითება (სიხშირე უცნობია, არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება); ეს არის სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშნები.

ინფუზიის ადგილზე რეაქციები (ISR) ან მის მახლობლად. ყველაზე მძიმე ISR განვითარდა გარკვეული ტიპის ქიმიოთერაპიული მედიკამენტის დროს, რომელმა გვერდითმა ეფექტმაც შესაძლოა დაწვას კანი ან ბუშტუკები გამოიწვიოს თქვენს კაზე (ვეზიკანტი) მათ შორის მოიცავს ტკივილს, შეშუპებას და სიწითლეს. ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის ქიმიოთერაპიულ მედიკამენტს, გამოიწვია კანის ქსოვილის სიკვდილი (ნეკროზი).

ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა.

ხშირი გვერდითი მოვლენებია (შესაძლოა გამოუვლინდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):

ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა.

თავის ტკივილი,

დაღლილობა,

მადის დაკარგვა,

სლოკინი,

სისხლში გაზრდილი ღვიძლის ფერმენტების რაოდენობა.

არახშირი გვედითი მოვლენებია (შესაძლოა გამოუვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):

თავბრუსხვევა, სისუსტე,

აკნე, გამონაყარი,

შფოთვა,

ბოყინი, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, კუჭის ტკივილი, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი,

გაძლიერებული ტკივილით ან წვის შეგრძნებით შარდვა

სისუსტე, ზოგადად ცუდადყოფნის შეგრძნება,

სახის/კანის სიწითლე, აწითლება,

სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, არტერიული წნევის მომატება,

ცხელება ინფექციის გაზრდილი რისკით, სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითებით,

ინფუზიის ადგილზე ტკივილი, სიწითლე, ქავილი, ინფუზიის ადგილზე ვენის ანთებითი პროცესი.

იშვიათი გვერდითი მოვლენებია (შესაძლოა გამოუვლინდეს 1,000-დან 10მდე ადამიანს):

აზროვნების სირთულე, ენერგიის ნაკლებობა, გემოვნური თვისების დარღვევა,

კანის მგრძნობელობა მზის მიმართ, ჭარბი ოფლიანობა, კანის ცხიმიანობა, წყლულები კანზე, ქავილიანი გამონაყარი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იშვიათი კანის მწვავე რეაქცია),

ეიფორია (უკიდურესი ბედნიერების განცდა), დიზორიენტაცია

ბაქტერიული ინფექცია, სოკოვანი ინფექცია,

მწვავე ყაბზობა, კუჭის წყლული, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთება, ტკივილი პირის ღრუში, შებერილობა,

ხშირი შარდვა, ჩვეულებრივზე მეტი შარდის გამოყოფა, შარდში შაქრის ან სისხლის არსებობა;

გულმკერდის არეში დისკომფორტი, შეშუპება, სიარულის მანერის ცვლილება;

ხველა, ლორწო ყელის უკანა ნაწილში, ყელის გაღიზიანება, ცემინება, ყელის ტკივილი,

თვალიდან გამონადენი და თვალის ქავილი,

ყურში შუილი,

კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე,

გადაჭარბებული წყურვილის შეგრძნება,

ნელი გულისცემა, გულისა და სისხლძარღვების დაავადება,

სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, წონის კლება,

ინფუზიის ადგილის გამაგრება.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში. გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციის შეტყობინებით შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ფოსაპრეპიტანტის მიღება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს ზოგადი მკურნალობა და დაწესდეს მონიტორინგი. აპრეპტიანტის ანტიემეტური აქტივობის გამო, სამკურნალო საშუალებით გამოწვეული ღებინება შეიძლება არ იყოს ეფექტური.

აპრეპიტანტის ამოღება შეუძლებელია ჰემოდიალიზით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ფოსაპრეპიტანტი

თითოეული ფლაკონი შეიცავს 150 მგ ფოსაპრეპიტანტის ექვივალენტურ ფოსაპრეპიტანტ დიმეგლუმინს 245.3 მგ.

სხვა ინგრედიენტებია: დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი-80, ლაქტოზა უწყლო, ნატრიუმის ჰიდროქსიდის, მარილმჟავა, საინექციო წყალი და აზოტის გაზი.

როგორ გამოიყურება აპრიტანტი IV და შეფუთვის შიგთავსი

განზავებამდე: თეთრიდან მოთეთრო ფერის ლიოფილიზებული ფხვნილი 10 მლ მილაკოვანი ტიპის 1 გამჭვირვალე ფლაკონში 13 მმ ბრომობუტილის ორმაგი ჭრილიანი რეზინის საცობით და დალუქული პოლიპროპილენის დისკის მქონე 13 მმ ალუმინის ლუქით.

განზავების შემდეგ: გამჭვირვალე უფეროდან ღია მოყვითალო ფერის ხსნარი ხილული ნაწილაკებისგან თავისუფალი.

შეფუთვა: 1 X 1 ფლაკონები.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

MSN Laboratories Private Limited (მსნ ლაბორატორის პრივატ ლიმიტედი)

“MSN House” („მსნ ჰაუს“), ტერიტ. No.: C-24 სანათნაგარი ინდუსტრიული ზონები,

სანათნაგარი, ჰაიდერაბადი, ტელანგანა,

პინკოდი: 500 018, ინდოეთი.

შენახვის პირობები

შეინახეგთ მედიკამენტი ბავშებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ აღნიშნული მედიკამენტი მუყაოს კოლოფზე და ფლაკონზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. პირველი 2 რიცხვი მიუთითებს თვეზე; შემდეგი 4 რიცხვი მიუთითებს წელზე.

შეინახეთ მაცივარში (2°C - 8°C ტემპერატურაზე).

განზავებული ხსნარი სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.

პრეპარატი არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები, ათქ კოდი: A04AD12.

ფოსაპრეპიტანტი არის აპრეპიტანტამდე არსებული პრეპარატი და ინტრავენურად შეყვანისას სწრაფად გარდაიქმნება აპრეპიტანტად (იხ. პუნქტი 5.2). ფოსაპრეპიტანტის წვლილი საერთო ღებინების საწინააღმდეგო ეფექტში ბოლომდე არ არის გამოვლენილი, მაგრამ გარდამავალი წვლილი საწყის ფაზაში არ არის გამორიცხული. აპრეპიტანტი არის შერჩევითი მაღალი აფინურობის ანტაგონისტი ადამიანის ნივთიერების P ნეიროკინინ 1 (NK1) რეცეპტორების მიმართ. ფოსაპრეპიტანტის ფარმაკოლოგიური ეფექტი მიეკუთვნება აპრეპიტანტს.

ფოსაპრეპიტატის 1 დღიანი რეჟიმი მოზრდილებში

მაღალი ემეტოგენური ქიმიოთერაპია (HEC)

რანდომიზებულ, პარალელურად ორმაგ-ბრმა, აქტიურ კონტროლირებად კვლევაში, აპრიტანტი IV (N=1,147) შედარებული იყო 3-დღიან აპრეპიტანტის რეჟიმთან (N=1,175) ზრდასრულ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ HEC-ის რეჟიმს, რომელიც მოიცავდა ცისპლატინს (≥ 70 მგ/მ2-ზე). ფოსაპრეპიტანტის რეჟიმი შედგებოდა 150 მგ ფოსაპრეპიტანტის 1-ელ დღეს 32 მგ ონდანსეტრონთან ერთად IV 1-ელ დღეს და 12 მგ დექსამეტაზონთან 1-ელ დღეს, 8 მგ მე-2 დღეს და 8 მგ ორჯერ დღეში მე-3 და მე-4 დღეებში. აპრეპიტანტის რეჟიმი შედგებოდა125 მგ აპრეპიტანტისგან 1-ელ დღეს და 80 მგ/დღეში მე-2 და მე-3 დღეებში 32 მგ ონდანსენტრონთან IV 1-ელ დღეს და 12 მგ დექსამეტაზონთან 1-ელ დღეს და დღეში 8 მგ 2-დან 4 დღემდე.

ფოსაპრეპიტანტის პლაცებო, აპრეპიტანტური პლაცებო და დექსამეტაზონის პლაცებო (საღამოს მე-3 და მე-4 დღეს) გამოიყენებოდა “სიბრმავის” (კვლევების უგულებელყოფა) შესანარჩუნებლად (იხ.პუნქტი 4.2). მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ კვლევებში გამოიყენებოდა 32 მგ ონდანსეტრონის ინტრავენური დოზა, ეს აღარ არის რეკომენდებული დოზა. იხილეთ სამკურნალო საშუალების ინფორმაცია შერჩეული 5-HT3 ანტაგონისტის შესაბამისი დოზირების ინფორმაციისთვის.

ეფექტურობა დაფუძნებული იყო შემდეგი ზომების შეფასების მიხედვით: სრული პასუხი როგორც მთლიან, ისე დაგვიანებულ ფაზაში და არა-ღებინების საერთო ფაზაში. აპრიტანტი IV არ ჩამოუვარდებოდა აპრეპიტანტის 3-დღიან რეჟიმს. პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილების შეჯამება ნაჩვენებია ცხრილში 7.

ცხრილი 7: ზრდასრული პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც გადიან მაღალ ემეტოგენურ ქიმიოთერაპიას, რეაგირებენ სამკურნალო ჯგუფისა და ფაზის მიხედვით - ციკლი 1

საბოლოო წერტილები*

ფოსაპრეპიტანსი რეჟიმი

(N =1,106) **

%

აპრეპიტანტის რეჟიმი (N =1,134) **

%

სხვაობა†

(95 % CI)

სრული პასუხი ‡

საერთო ჯამში§

  • 9
  • 3
  • 0.4 (-4.1, 3.3)

დაყოვნებული ფაზა§§

  • 3
  • 2
  • 1 (-3.5, 3.7)

არ არის ღებინება

საერთო ჯამში§

  • 9
  • 6
  • 1.7 (-5.3, 2.0)
  • პირველადი საბოლო წერტილი არის მკაფიო.
  • *N: ზრდასრული პაციენტების გარკვეული რაოდენობა მოიცავს სრული პასუხის პირველად ანალიზს.

†განსხვავებისა და ნდობის ინტერვალი (CI) გამოითვალა „მიეტინენისა“ და „ნურმინენის“ მიერ შემოთავაზებული მეთოდის გამოყენებით და სქესის მიხედვით.

‡ სრული პასუხი = არ არის ღებინება და არ გამოიყენება გადარჩენის თერაპია.

§ საერთო = 0-დან 120 საათამდე ცისპლატინით ქიმიოთერაპიის დაწყებიდან.

§§ დაყოვნებული ფაზა = ცისპლატინით ქიმიოთერაპიის დაწყებიდან 25-დან 120 საათამდე.

ზომიერი ემეტოგენური ქიმიოთერაპია (MEC)

რანდომიზებულ, პარალელურ, ორმაგ-ბრმა, პლაცებოზე-კონტროლირებად კვლევაში, აპრიტანტი IV (N=502) ონდანსეტრონთან და დექსამეტაზონთან ერთად შედარებული იყო ონდანსეტრონთან და მხოლოდ დექსამეტაზონთან (საკონტროლო რეჟიმი) (N=498) მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ზომიერ ემეტოგენურ ქიმიოთერაპიის რეჟიმს. ფოსაპრეპიტანტის რეჟიმი შედგებოდა 150 მგ ფოსაპრეპიტანტით 1-ელ დღეს 8 მგ პერორალურ ონდანსეტრონთან ორმაგი დოზით და 12 მგ პერორალური დექსამეტაზონის კომბინაციაში. მე-2 და მე-3 დღეს, პაციენტები ფოსაპრეპიტანტების ჯგუფში იღებდნენ პლაცებოს ონდანსეტრონისთვის ყოველ 12 საათში. საკონტროლო რეჟიმი შედგებოდა 150 მგ ფოსაპრეპიტანტის პლაცებოსგან IV 1-ელ დღეს 8 მგ პერორალურ ონდანსეტრონისგან ორმაგი დოზით და 20 მგ პერორალური დექსამეტაზონის კომბინაციისგან. მე-2 და მე-3 დღეს, საკონტროლო ჯგუფის პაციენტები იღებდნენ 8 მგ პერორალურ ონდანსეტრონს ყოველ 12 საათში. ფოსაპრეპიტანტის პლაცებო და დექსამეტაზონის პლაცებო (1 დღეს) გამოიყენებოდა “სიბრმავის” (კვლევების უგულებელყოფა) შესანარჩუნებლად.

ფოსაპრეპიტანტის ეფექტურობა შეფასდა მე-8 ცხრილში ჩამოთვლილი პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილების საფუძველზე და ნაჩვენები იყო, რომ აღემატება საკონტროლო რეჟიმს სრული პასუხის თვალსაზრისით დაყოვნებულ და საერთო ფაზებში.

ცხრილი 8: ზრდასრული პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც გადიან ზომიერ ემეტოგენურ ქიმიოთერაპიას, რეაგირებენ სამკურნალო ჯგუფისა და ფაზის მიხედვით

საბოლოო წერტილიები*

ფოსაპრეპიტანტის რეჟიმი

(N =502) **

%

საკონტროლო რეჟიმი (N =498) **

%

P-Value

სრული პასუხი†

დაყოვნებული ფაზა‡

  • 9
  • 5

<0.001

სრული პასუხი†

საერთო ჯამში§

  • 1
  • 9

<0.001

მწვავე ფაზა§§

  • 2

91

  • 184
  • პირველადი საბოლო წერტილი არის მკაფიო.
  • *N: ზრდასრული პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც მოიცავს პოპულაციის მკურნალობას.

† სრული პასუხი = არ არის ღებინება და არ გამოიყენება გადარჩენის თერაპია.

‡დაყოვნებული ფაზა = ქიმიოთერაპიის დაწყებიდან 25-დან 120 საათამდე.

§საერთო ჯამში = 0-დან 120 საათამდე ქიმიოთერაპიის დაწყებიდან.

§§მწვავე= ქიმიოთერაპიის დაწყებიდან 0-დან 24 საათამდე.

სავარაუდო დრო პირველ ღებინებამდე გამოსახულია კაპლან-მეიერის დიაგრამით სურათზე 1.

სურათი 1:

ზრდასრული პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც გადიან ზომიერ ემეტოგენურ ქიმიოთერაპიას, რომელთაც დროთა განმავლობაში უჩერდებათ ღებინება

პედიატრიული პოპულაცია

მე-3 აქტიურ კონტროლირებად, ღია-ეტიკეტირების კლინიკურ კვლევაში, 6 თვიდან 17 წლამდე ასაკის პედიატრიულმა პაციენტებმა მიიღეს მაღალი ან ზომიერი ემეტოგენური ქიმიოთერაპია და 1 დღიანი რეჟიმის რეკომენდებული ფოსაპრეპიტანტის ერთჯერადი დოზა ან მასზე მაღალი დოზა (139 პაციენტი) ან 3-დღიანი რეჟიმის (199 პაციენტი), ონდანსეტრონთან კომბინაციაში დექსამეტაზონით ან მის გარეშე.

პედიატრიული პაციენტები, რომლებიც იღებენ 1-დღიან ფოსაპრეპიტანტის რეჟიმს

პედიატრიულ პაციენტებში 1-დღიანი ფოსაპრეპიტანტის რეჟიმის ეფექტურობამ მოახდინა ექსტრაპოლაცია, რაც ნაჩვენები იყო მოზრდილებში, რომლებიც იღებენ 1-დღიან ფოსაპრეპიტანტის რეჟიმს, როგორც აღწერილია მოზრდილებში ფოსაპრეპიტანტის 1-დღიანი რეჟიმის ქვეგანყოფილებაში.

პედიატრიულ პაციენტებში 1-დღიანი ფოსაპრეპიტანტის რეჟიმის ეფექტურობა მოსალოდნელია, რომ იყოს მსგავსი მოზრდილთა ფოსაპრეპიტანტის 1-დღიანი რეჟიმისა.

პედიატრიული პაციენტები, რომლებიც იღებენ 3-დღიან ფოსაპრეპიტანტის რეჟიმს

პედიატრიულ პაციენტებში 3-დღიანი ფოსაპრეპიტანტის რეჟიმის ეფექტურობა დაფუძნებული იყო იმ მონაცემებზე, რომლებიც იღებდნენ 3 დღიანი პერორალური აპრეპიტანტის რეჟიმს.

პედიატრიულ პაციენტებში 3-დღიანი ფოსაპრეპიტანტის რეჟიმის ეფექტურობა მოსალოდნელია რომ იყოს მსგავსი 3 დღიანი პერორალური აპრეპიტანტის რეჟიმისა.

იხილეთ პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება „ემენდის“ კაფსულებისა და „ემენდის“ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის სრული კლინიკური ინფორმაცია პერორალური აპრეპიტანტით ჩატარებული კვლევების შესახებ.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ფოსაპრეპიტანტი, აპრეპიტანტის წინამდებარე პრეპარატი, ინტრავენურად შეყვანისას სწრაფად გარდაიქმნება აპრეპიტანტად. ფოსაპრეპიტანტის პლაზმური კონცენტრაცია არის რაოდენობრივად დაბალ დონეზე ინფუზიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში.

აპრეპიტანტი ფოსაპრეპიტანტის მიღების შემდეგ

ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში 150 მგ ფოსაპრეპიტანტის ერთჯერადი ინტრავენური დოზის შეყვანის შემდეგ 20 წუთიანი ინფუზიის სახით, აპრეპიტანტის საშუალო AUC0-∞ იყო 35.0 მკგ·სთ/მლ-ზე, ხოლო აპრეპიტანტის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია იყო 4.01 მკგ/მლ-ზე.

განაწილება

აპრეპიტანტი ძლიერად არის დაკავშირებული ცილებთან, საშუალოდ 97%-ით. აპრეპიტანტის წონასწორულ მდგომარეობაში (Vdss) განაწილების საშუალო გეომეტრიული მოცულობა, შეფასებული 150 მგ ფოსაპრეპიტანტის ერთჯერადი ინტრავენური დოზით არის დაახლოებით 82 ლ ადამიანებში.

ბიოტრანსფორმაცია

ფოსაპრეპიტანტი სწრაფად გარდაიქმნა აპრეპიტანტად ინ ვიტრო ინკუბაციებში ღვიძლის პრეპარატებთან ერთად ადამიანიანებში. გარდა ამისა, ფოსაპრეპიტანტმა განიცადა სწრაფი და თითქმის სრული გარდაქმნა აპრეპიტანტად S9 პრეპარატებში ადამიანის სხვა ქსოვილებიდან, მათ შორის თირკმელებიდან, ფილტვებიდან და ნაწლავებიდან. ამრიგად, როგორც ჩანს, ფოსაპრეპიტანტის აპრეპიტანტად გარდაქმნა შეიძლება მოხდეს მრავალ ქსოვილში. ადამიანებში, ინტრავენურად შეყვანილი ფოსაპრეპიტანტი სწრაფად გარდაიქმნა აპრეპიტანტად ინფუზიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში.

აპრეპიტანტი გადის ვრცელ მეტაბოლიზმს. ჯანმრთელ ახალგაზრდა მოზრდილებში აპრეპიტანტი შეადგენს პლაზმაში რადიოაქტიურობის დაახლოებით 19%-ს 72 საათის განმავლობაში [14C]- 100 მგ ფოსაპრეპიტანტის, აპრეპიტანტის წინამდებარე პრეპარატის, ერთჯერადი დოზის ინტრავენური შეყვანის შემდეგ, რაც მიუთითებს მეტაბოლიტების მნიშვნელოვან არსებობაზე პლაზმაში. ადამიანის პლაზმაში გამოვლენილია აპრეპიტანტის თორმეტი მეტაბოლიტი. აპრეპიტანტის მეტაბოლიზმი ძირითადად ხდება მორფოლინის რგოლში და მის გასწვრივ ოქსიდაციის გზით და შედეგად მიღებული მეტაბოლიტების მხოლოდ სუსტი აქტიურობა შეიმჩნეოდა. ადამიანის ღვიძლის მიკროზომების გამოყენებით ინ ვიტრო კვლევები აჩვენებს, რომ აპრეპიტანტი მეტაბოლიზდება ძირითადად CYP3A4-ით და პოტენციურად უმნიშვნელო წვლილით CYP1A2-ისა და CYP2C19-ით.

ყველა მეტაბოლიტი, რომელიც დაფიქსირდა შარდში, განავალსა და პლაზმაში მოყვება 100 მგ [14C]-ფოსაპრეპიტანტის ინტრავენურ დოზას, ასევე დაფიქსირდა [14C]-აპრეპიტანტის პერორალური დოზის შემდეგაც. 245,3 მგ ფოსაპრეპიტანტის დიმეგლუმინის (ექვივალენტური 150 მგ ფოსაპრეპიტანტის) აპრეპიტანტად გარდაქმნისას გამოიყოფა 23,9 მგ ფოსფორის მჟავა და 95,3 მგ მეგლუმინი.

ელიმინაცია

აპრეპიტანტი უცვლელი სახით არ გამოიყოფა შარდში. მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდში და ნაღვლის გავლით ფეკალიების მეშვეობით. ჯანმრთელ სუბიექტებში [14C]-100 მგ ფოსაპრეპიტანტის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ, რადიოაქტიურობის 57% აღდგენილი იყო შარდში და 45% განავალში.

აპრეპიტანტის ფარმაკოკინეტიკა არაწრფივია დოზის კლინიკურ დიაპაზონში. 150 მგ აპრეპიტანტის ინტრავენური დოზის შემდეგ აპრეპიტანტის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით 11 საათი. აპრეპიტანტის საშუალო გეომეტრიული პლაზმური კლირენსი 150 მგ ფოსაპრეპიტანტის ინტრავენური დოზის შემდეგ იყო დაახლოებით 73 მლ/წთ-ში.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში

ღვიძლის უკმარისობა: ფოსაპრეპიტანტი მეტაბოლიზდება სხვადასხვა ექსტრაჰეპატურ ქსოვილებში; ამიტომ, მოსალოდნელი არ არის რომ ღვიძლის უკმარისობამ შეცვალოს ფოსაპრეპიტანტის აპრეპიტანტად გარდაქმნა. ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა (ჩაილდ-პიუ A კლასი) არ ახდენს გავლენას აპრეპიტანტის ფარმაკოკინეტიკაზე კლინიკურად რელევანტური მასშტაბით. ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. დასკვნის გაკეთება აპრეპიტანტის ფარმაკოკინეტიკაზე ღვიძლის ზომიერი უკმარისობის (ჩაილდ-პიუ კლასი B) გავლენის შესახებ არსებული მონაცემებიდან შეუძლებელია. არ არსებობს კლინიკური ან ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუ კლასი C).

თირკმლის უკმარისობა: 240 მგ პერორალური აპრეპიტანტის ერთჯერადი დოზა შეყვანილი იყო პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (CrCl< 30 მლ/წთ-ში) და პაციენტებში თირკმლის ბოლო სტადიის დაავადებით (ESRD), რომლებიც საჭიროებდნენ ჰემოდიალიზს.

პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, საერთო აპრეპიტანტის AUC0-∞ (დაუკავშირებელი და ცილებთან დაკავშირებული) შემცირდა 21%-ით და Cmax შემცირდა 32%-ით, ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. ESRD-ს პაციენტებში, რომლებიც გადიან ჰემოდიალიზს, მთლიანი აპრეპიტანტის AUC0-∞ შემცირდა 42%-ით და Cmax შემცირდა 32%-ით. თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებში აპრეპიტანტის ცილებთან შეკავშირების ზომიერი შემცირების გამო, ფარმაკოლოგიურად აქტიური შეუკავშირებელი აპრეპიტანტის AUC-მ მნიშვნელოვნად არ იმოქმედა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. დოზის მიღებიდან 4 ან 48 საათის შემდეგ ჩატარებულმა ჰემოდიალიზმა მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა აპრეპიტანტის ფარმაკოკინეტიკაზე; დოზის 0.2%-ზე ნაკლები აღდგენილი იყო დიალიზატორში. დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ან ESRD-ის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე.

პედიატრიული პოპულაცია: როგორც 3-დღიანი IV/IV/IV რეჟიმის ნაწილი, აპრეპიტანტის საშუალო AUC0-24სთ სიმულირებული მედიანური პიკური პლაზმური კონცენტრაციით (Cmax) 1-ელ დღეს და მედიანური კონცენტრაციები დღის ბოლოს 1-ელ, მე-2 და მე-3 დღეს პედიატრიულ პაციენტებში (6 თვიდან 17 წლამდე) ნაჩვენებია ცხრილში 9.

ცხრილი 9: აპრეპიტანტის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები 3-დღიანი IV ფოსაპრეპიტანტის რეჟიმისთვის პედიატრიულ პაციენტებში

პოპულაცია

3-დღე IV/IV/IV დოზა

AUC 0-24 hr.

(ng*hr/mL)

Cmax

(ng mL)

C24

(ng mL)

C48

(ng mL)

C72

(ng mL)

12 - 17 წლამდე

115 მგ, 80 მგ, 80 მგ

21,172

2,475

454

424

417

6 - < 12 წლამდე

3 მგ/კგ-ზე, 2 მგ/კგ-ზე, 2 მგ/კგ-ზე

25,901

2,719

518

438

418

2 - < 6 წლამდე

20,568

2,335

336

248

232

6 თვიდან – < 2 წლამდე

16,979

1,916

256

179

167

1-დღიანი IV ფოსაპრეპიტანტის პარამეტრებში, აპრეპიტანტის საშუალო AUC0-24სთ სიმულირებული მედიანური პიკური პლაზმური კონცენტრაციით (Cmax) 1-ელ დღეს და მედიანური კონცენტრაციები დღის ბოლოს 1-ელ, მე-2 და მე-3 დღეს პედიატრიულ პაციენტებში (6 თვიდან < 12 წლამდე) და დაფიქსირებული საშუალო AUC0-24 სთ მედიანური პიკური პლაზმური კონცენტრაციით (Cmax) 1-ელ დღეს და საშუალო კონცენტრაციით 1-ი დღის დასასრულს, მე-2 და მე-3 დღეებში პედიატრიულ პაციენტებში (12-დან 17 წლამდე) ნაჩვენებია ცხრილში 10.

ცხრილი 10: აპრეპიტანტის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები 1-დღიანი IV ფოსაპრეპიტანტის რეჟიმისთვის პედიატრიულ პაციენტებში

პოპულაცია

1-დღე IV

დოზა

AUC 0-24 hr.

(ng*hr/mL)

Cmax

(ng mL)

C24

(ng/mL)

C48

(ng/mL)

C72

(ng/mL)

12 - 17 წლამდე

150 მგ

30,400

3,500

735

NR*

NR*

6 - < 12 წლამდე

4 მგ/კგ-ზე

35,766

3,637

746

227

  • 2

2 - < 6 წლამდე

28,655

3,150

494

108

  • 5

6 თვიდან – <2 წლამდე

5 მგ/კგ-ზე

30,484

3,191

522

112

  • 4
  • NR = არ არის მოხსენებული

აპრეპიტანტის პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზი პედიატრიულ პაციენტებში (6 თვიდან 17 წლამდე ასაკის) ვარაუდობს, რომ სქესი და რასა არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას აპრეპიტანტის ფარმაკოკინეტიკაზე.

კონცენტრაციასა და ეფექტს შორის კავშირი

პოზიტრონის ემისიური ტომოგრაფიის (PET) ვიზუალიზაციის კვლევები, მაღალსპეციფიკური NK1-რეცეპტორის ინდიკატორის გამოყენებით, ჯანმრთელ ახალგაზრდა მამაკაცებში 150 მგ ფოსაპრეპიტანტის ერთჯერადი ინტრავენური დოზის შეყვანისას (N=8) აჩვენა, რომ ფლობს ტვინის NK1 რეცეპტორის ≥ 100%-ს Tmax-ზე 24 საათის განმავლობაში, ≥ 97% 48 საათის განმავლობაში და 41% -დან 75% -მდე 120 საათში, დოზის მიღების შემდეგ. აღნიშნულ კვლევაში ტვინის NK1 რეცეპტორების ფლობა კარგად არის დაკავშირებული აპრეპიტანტის პლაზმურ კონცენტრაციებთან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

შეფუთვის ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებელისთვის

აპრიტანტი IV (ფოსაპრეპიტანტის დიმეგლუმინი საინექციო 150 მგ/ფლაკონი)

მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან მედდას.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში (იხ. პარაგრაფი 4).

შეფუთვის ფურცელ-ჩანართის შინაარსი

რას არის აპრიტანტი IV და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ აპრიტანტი IV მიღებამდე

როგორ მიიღება აპრიტანტი IV

შესაძლო გვედითი მოვლენები

აპრიტანტი IV შენახვის წესი

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას არის აპრიტანტი IV და რისთვის გამოიყენება იგი

აპრიტანტი IV შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ფოსაპრეპიტანტს, რომელიც თქვენს ორგანიზმში გარდაიქმნება აპრეპიტანტად.

ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით "ნეიროკინინ 1 (NK1) რეცეპტორების ანტაგონისტები". თავის ტვინს აქვს სპეციფიკური უბანი, რომელიც აკონტროლებს გულისრევას და ღებინებას. აპრიტანტი IV იწვევს იმ უბნის სიგნალების ბლოკირებას რითაც მცირდება გულისრევა და ღებინება. აპრიტანტი IV სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 თვის ან მეტი ასაკის ბავშვებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევა და ღებინება (კიბოს მკურნალობა), რომელიც არის გულისრევისა და ღებინების ძლიერი ან ზომიერი გამომწვევი.

რა უნდა იცოდეთ აპრიტანტის IV მიღებამდე,

არ მიიღოთ აპრიტანტი IV:

თუ გაქვთ ალერგია ფოსაპრეპიტანტი, აპრეპიტანტი ან პოლისორბატე 80-ის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).

წამლებით, რომლებიც შეიცავს პიმოზიდს (გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ), ტერფენადინს და ასტემიზოლს (გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ალერგიის და სხვა ალერგიული რეაქციების დროს), ციზაპრიდს (გამოიყენება საჭმლის მომნელებელი პრობლემების სამკურნალოდ). აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ამ მედიკამენტებს, რადგან მკურნალობა უნდა შეიცვალოს აპრიტანტის IV გამოყენებამდე

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

აპრიტანტის IV მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რადგან ღვიძლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წამლის დაშლის მხრივ ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, თქვენს ექიმს შესაძლოა მოუწიოს თქვენი ღვიძლის მდგომარეობაზე მეთვალყურეობის განხორციელება.

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ აპრიტანტი IV 6 თვემდე ასაკის ან 6 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებს, რადგან ის არ არის შესწავლილი აღნიშნულ პოპულაციაში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და აპრიტანტი IV

აპრიტანტმა IV შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტებზე როგორც აპრიტანტით IV მკურნალობის დროს და ასევე მის შემდეგ. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც არ უნდა იქნას მიღებული აპრიტანტთან IV ერთად (როგორიცაა პიმოზიდი, ტერფენადინი, ასტემიზოლი და ცისაპრიდი) ან რომლებიც საჭიროებენ დოზის კორექციას (იხ. ასევე ‘არ გამოიყენოთ აპრიტანტი IV’).

აპრიტანტის IV ან სხვა მედიკამენტების ეფექტურობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს, თუ თქვენ იღებთ აპრიტანტს IV სხვა მედიკამენტებთან ერთად, მათ შორის ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან ერთად. გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ აქ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს:

  • ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, კანის პაჩებს, იმპლანტებს და ზოგიერთ საშვილოსნოსშიდა მოწყობილობას (IUDs), რომელიც ათავისუფლებს ჰორმონებს, შესაძლოა არ იმუშაოს ადეკვატურად აპრიტანტთან IV ერთად მიღებისას. ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა ან დამატებითი არაჰორმონალური ფორმა უნდა იქნას გამოყენებული აპრიტანტით IV მკურნალობის დროს და აპრიტანტის IV გამოყენების შემდეგ 2 თვის განმავლობაში,

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი (იმუნოსუპრესანტები),

ალფენტანილი, ფენტანილი (გამოიყენება ტკივილის სამკურნალოდ),

ქინიდინი ( გამოიყენება არარეგულარული გულისცემის სამკურანლოდ),

ირინოტეკანი, ეტოპოზიდი, ვინორელბინი, იფოსფამიდი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),

ერგოტის ალკალოიდის წარმოებულების შემცველი მედიკამენტები, როგორიცაა ერგოტამინი და დიერგოტამინი (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ),

ვარფარინი, აცენოკუმაროლი (სისხლის გამათხელებელი, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზი),

რიფამპიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ),

ფენიტოინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ),

კარბამაზეპინი (გამოიყენება დეპრესიისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ),

მიდაზოლამი, ტრიაზოლამი, ფენობარბიტალი (მედიკამენტები, რომელიც უზრუნველყოფს სიმშვიდესა და ძილის მოწესრიგებას)

სტ. ჯონ’ს ვორტი (მცენარეული პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ),

პროტეაზას ინჰიბიტორები (გამოიყენება აივ ინფექციების სამკურნალოდ),

კეტოკონაზოლი (გამოიყენება კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ - როდესაც სხეული ჭარბად გამოიმუშავებს კორტიზოლს),

იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები)

ნეფაზოდინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),

დილტიაზემი (მედიკამენტი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურანლოდ),

კორტიკოსტეროიდები (როგორიცაა დექსამეტაზონი),

შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები (როგორიცაა ალპრაზოლამი),

ტოლბუტამიდი (დიაბეტის სამკრუნალო მედიკამენტი)

აცნობეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი სხვა მედიკამენტების ან მცენარეული საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, ახლახან მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აღნიშნული მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

შობადობის კონტროლის შესახებ ინფორმაციისთვის იხ. „ სხვა მედიკამენტები და აპრიტანტი IV”.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ადამიანს აპრიტანტის IV გამოყენების შემდეგ უჩნდება თავბრუსხვევა და ეძინება. აღნიშნული პრეპარატის გამოყენების შემდეგ თავბრუსხვევის და ძილიანობის გამოწვევის შემთხვევაში მოერიდეთ სატრანსპორტო საშუაების მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას (იხ. ‘შესაძლო გვერდითი მოვლენები’).

აპრიტანტი IV შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".

როგორ მიიღება აპრიტანტი IV

მოზრდილებში (18 წლის და უფროსი ასაკის), აპრიტანტის IV რეკომენდებული დოზაა 150 მგ ფოსაპრეპიტანტი 1-ელ დღეს (ქიმიოთერაპიის დღე).

ბავშვებში და მოზარდებში (6 თვიდან 17 წლამდე), აპრიტანტის IV რეკომენდებული დოზა ეფუძნება პაციენტის ასაკსა და წონას. ქიმიოთერაპიული მკურნალობის მიხედვით, აპრიტანტის IV მიცემის ორი გზა არსებობს:

აპრიტანტი IV მიიღება მხოლოდ პირველ დღეს (ქიმიოთერაპიის ერთჯერადი კურსი)

აპრიტანტი IV მიიღება პირველ, მეორე და მესამე დღეებში (ერთჯერადი ან მრავალდღიანი ქიმიოთერაპიის კურსი)

აპრიტანტის პერორალური ფორმულირება შეიძლება დაინიშნოს მე-2 და მე-3 დღეებში აპრიტანტის IV ნაცვლად. გამოყენებამდე ფხვნილი უნდა გაიხსნას და განზავდეს. საინფუზიო ხსნარს მოგცემთ ჯანდაცვის სპეციალისტი, როგორიცაა ექიმი ან მედდა, ინტრავენური ინფუზიის სახით (წვეთოვანი გზით) მოზრდილებში ქიმიოთერაპიის დაწყებამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე ან ბავშვებსა და მოზარდებში 60-90 წუთით ადრე ქიმიოთერაპიის დაწყებამდე. გულისრევისა და ღებინების თავიდან ასაცილებლად თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის კორტიკოსტეროიდი (როგორიცაა დექსამეტაზონი) და '5HT3 ანტაგონისტი' (როგორიცაა ონდანსეტრონი). თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, აღნიშნულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ აპრიტანტის IV მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ნებისმიერი შემდეგი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა იყოს ძალიან სერიოზული და შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, ან არტერიული წნევის სერიოზული დაქვეითება (სიხშირე უცნობია, არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება); ეს არის სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშნები.

ინფუზიის ადგილზე რეაქციები (ISR) ან მის მახლობლად. ყველაზე მძიმე ISR განვითარდა გარკვეული ტიპის ქიმიოთერაპიული მედიკამენტის დროს, რომელმა გვერდითმა ეფექტმაც შესაძლოა დაწვას კანი ან ბუშტუკები გამოიწვიოს თქვენს კაზე (ვეზიკანტი) მათ შორის მოიცავს ტკივილს, შეშუპებას და სიწითლეს. ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის ქიმიოთერაპიულ მედიკამენტს, გამოიწვია კანის ქსოვილის სიკვდილი (ნეკროზი).

ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა.

ხშირი გვერდითი მოვლენებია (შესაძლოა გამოუვლინდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):

ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა.

თავის ტკივილი,

დაღლილობა,

მადის დაკარგვა,

სლოკინი,

სისხლში გაზრდილი ღვიძლის ფერმენტების რაოდენობა.

არახშირი გვედითი მოვლენებია (შესაძლოა გამოუვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):

თავბრუსხვევა, სისუსტე,

აკნე, გამონაყარი,

შფოთვა,

ბოყინი, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, კუჭის ტკივილი, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი,

გაძლიერებული ტკივილით ან წვის შეგრძნებით შარდვა

სისუსტე, ზოგადად ცუდადყოფნის შეგრძნება,

სახის/კანის სიწითლე, აწითლება,

სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, არტერიული წნევის მომატება,

ცხელება ინფექციის გაზრდილი რისკით, სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითებით,

ინფუზიის ადგილზე ტკივილი, სიწითლე, ქავილი, ინფუზიის ადგილზე ვენის ანთებითი პროცესი.

იშვიათი გვერდითი მოვლენებია (შესაძლოა გამოუვლინდეს 1,000-დან 10მდე ადამიანს):

აზროვნების სირთულე, ენერგიის ნაკლებობა, გემოვნური თვისების დარღვევა,

კანის მგრძნობელობა მზის მიმართ, ჭარბი ოფლიანობა, კანის ცხიმიანობა, წყლულები კანზე, ქავილიანი გამონაყარი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იშვიათი კანის მწვავე რეაქცია),

ეიფორია (უკიდურესი ბედნიერების განცდა), დიზორიენტაცია

ბაქტერიული ინფექცია, სოკოვანი ინფექცია,

მწვავე ყაბზობა, კუჭის წყლული, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთება, ტკივილი პირის ღრუში, შებერილობა,

ხშირი შარდვა, ჩვეულებრივზე მეტი შარდის გამოყოფა, შარდში შაქრის ან სისხლის არსებობა;

გულმკერდის არეში დისკომფორტი, შეშუპება, სიარულის მანერის ცვლილება;

ხველა, ლორწო ყელის უკანა ნაწილში, ყელის გაღიზიანება, ცემინება, ყელის ტკივილი,

თვალიდან გამონადენი და თვალის ქავილი,

ყურში შუილი,

კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე,

გადაჭარბებული წყურვილის შეგრძნება,

ნელი გულისცემა, გულისა და სისხლძარღვების დაავადება,

სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, წონის კლება,

ინფუზიის ადგილის გამაგრება.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში. გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციის შეტყობინებით შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

აპრიტანტის IV შენახვის წესი

შეინახეგთ მედიკამენტი ბავშებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ აღნიშნული მედიკამენტი მუყაოს კოლოფზე და ფლაკონზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. პირველი 2 რიცხვი მიუთითებს თვეზე; შემდეგი 4 რიცხვი მიუთითებს წელზე.

შეინახეთ მაცივარში (2°C - 8°C ტემპერატურაზე).

განზავებული ხსნარი სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.

პრეპარატი არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს აპრიტანტი IV

აქტიური ნივთიერება არის ფოსაპრეპიტანტი

თითოეული ფლაკონი შეიცავს 150 მგ ფოსაპრეპიტანტის ექვივალენტურ ფოსაპრეპიტანტ დიმეგლუმინს 245.3 მგ.

სხვა ინგრედიენტებია: დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი-80, ლაქტოზა უწყლო, ნატრიუმის ჰიდროქსიდის, მარილმჟავა, საინექციო წყალი და აზოტის გაზი.

როგორ გამოიყურება აპრიტანტი IV და შეფუთვის შიგთავსი

განზავებამდე: თეთრიდან მოთეთრო ფერის ლიოფილიზებული ფხვნილი 10 მლ მილაკოვანი ტიპის 1 გამჭვირვალე ფლაკონში 13 მმ ბრომობუტილის ორმაგი ჭრილიანი რეზინის საცობით და დალუქული პოლიპროპილენის დისკის მქონე 13 მმ ალუმინის ლუქით.

განზავების შემდეგ: გამჭვირვალე უფეროდან ღია მოყვითალო ფერის ხსნარი ხილული ნაწილაკებისგან თავისუფალი.

შეფუთვა: 1 X 1 ფლაკონები.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

MSN Laboratories Private Limited (მსნ ლაბორატორის პრივატ ლიმიტედი)

“MSN House” („მსნ ჰაუს“), ტერიტ. No.: C-24 სანათნაგარი ინდუსტრიული ზონები,

სანათნაგარი, ჰაიდერაბადი, ტელანგანა,

პინკოდი: 500 018, ინდოეთი.

მწარმოებელი

MSN Laboratories Private Limited“

(მსნ ლაბორატორის პრივატ ლიმიტედი)

Formulations Division Unit-II (ფორმულეიშენს დივიჟენ ერთეული-II),

Sy. No. 1277 & 1319 to 1324,

ნანდიგამა (სოფელი & მანდალი),

რანგარედის რაიონი- 509 228, ტელანგანა, ინდოეთი.

აღნიშნული ფურცელ-ჩანართი ბოლოს შესწორდა 2023 წლის ნოემბერში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა