აპო-რიზედრონატი
APO-RISEDRONATE
- მოქმედი ნივთიერება
- risedronic acid
- ფორმა და შეფუთვა
- 35მგ ტაბლეტი №4
- მწარმოებელი
- Apotex Inc., კანადა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ბისფოსფონატები
- ATC კოდი
- M05BA07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023555
- რეგისტრირებულია
- 13 ოქტომბერი 2017, მოქმედებს 13 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
აპო-რიზედრონატი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
ყველა მედიკამენტის მსგავსად, მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის მიღება მოხდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
რეკომენდებული დოზა:
ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსტმენოპაუზის დროს:
1 ტაბლეტი (35 მგ) კვირის განმავლობაში
ოსტეოპოროზის პრევენცია პოსტმენოპაუზის დროს:L
1 ტაბლეტი (35 მგ) კვირის განმავლობაში
მამაკაცებში ოსტეოპოროზის მკურნალობა ძვლების მინერალური სიმკვრივის გასაუმჯობესებლად:
1 ტაბლეტი (35 მგ) კვირის განმავლობაში
მიღების წესი
აპო-რიზედრონატის მიღება უნდა მოხდეს დილით, უზმოზე, პირველი საკვების, სასმელის (წყლის გარდა) და/ან სხვა მედიკამენტის მიღებამდე 30 წუთით ადრე. საკვებმა, მედიკამენტმა ან სასმელმა (წყლის გარდა) შეიძლება გავლენა იქონიოს აპო-რიზედრონატის შეწოვაზე;
აპო-რიზედრონატის თითოეული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი რაოდენობის წყალთან (>120 მლ-ზე ან 1/2 ჭიქაზე), რათა ტაბლეტი მოხვდეს კუჭში, ამასთან, პაციენტი უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში;
აპო-რიზედრონატის მიღებიდან არაუმცირეს 30 წუთის განმავლობაში არ შეიძლება საკვების ან სასმელის მიღება, წყლის გარდა;
პრეპარატის მიღებიდან არაუმცირეს 30 წუთის განმავლობაში პაციენტი არ უნდა დაწვეს. შეიძლება დაჯდომა, დგომა ან სხვა ჩვეულებრივი აქტივობა;
აპო-რიზედრონატის ტაბლეტები არ უნდა დაიღეჭოს, გაიჭრას ან გაისრისოს.
ზემოთ მოცემული რეკომენდაციები ხელს უწყობს აპო-რიზედრონატის სწორად მოქმედებას და საყლაპავის გაღიზიანების თავიდან აცილებას.
პრეპარატის კლინიკური სარგებელი შეიძლება დაქვეითდეს, თუ აპო-რიზედრონატის მიღება არ ხდება მშიერ კუჭზე.
კვირის დოზა (35 მგ კვირის განმავლობაში):
არჩეულ უნდა იქნას კვირის დღე, როცა მოხდება ტაბლეტის მიღება;
არჩეულ დღეს აპო-რიზედრონატის ერთი ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს დილით წყალთან ერთად საკვებისა და სასმელის მიღებამდე.
დოზის გამოტოვება:
კვირის დოზა (35 მგ ტაბლეტი): დოზის გამოტოვებისას ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს იმ დღეს, როცა გაახსენდება პაციენტს. შემდეგ, წამლის მიღება უნდა გაგრძელდეს კვირის არჩეულ დღეს, სქემის მიხედვით. თუ დოზა გამოტოვებულია ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში, დაუშვებელია 2 ტაბლეტის მიღება იმავე დღეს. პაციენტმა უნდა მიიღოს 1 ტაბლეტი და შემდეგ უნდა გააგრძელოს მკურნალობა სქემის მიხედვით.
უკუჩვენებები
თუ პაციენტს აღენიშნება კალციუმის დაბალი დონე სისხლში (ჰიპოკალცემია);
თუ პაციენტი ალერგიულია ნატრიუმის რიზედრონატის ან აპო-რიზედრონატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა:
ნატრიუმის რიზედრონატი
პრეპარატის დამხმარე ნივთიერებებია:
უწყლო ლაქტოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, კროსპოვიდონი, ჰიდროქსიპროპილის ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილის მეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენის გლიკოლი, რკინის წითელი ოქსიდი, ტიტანიუმის დიოქსიდი და რკინის ყვითელი ოქსიდი.
პრეპარატის ფარმაცევტული ფორმები:
აპო-რიზედრონატი 35 მგ წარმოდგენილია ტაბლეტები სახით.
თითოეული სტაფილოსფერი ტაბლეტი შეიცავს 35 მგ ნატრიუმის რიზედრონატს.
სიფრთხილის ზომები
აპო-რიზედრონატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცეტთან კონსულტაცია, თუ:
პაციენტს აღენიშნება თირკმელების, საყლაპავი მილის (მილი, რომლითაც პირის ღრუ უერთდება კუჭს), კუჭის ან ნაწლავების პრობლემები ან დაავადებები;
პაციენტი ვერ იცავს პრეპარატის მიღების ინსტრუქციას (იხ. პრეპარატის მიღების წესი);
პაციენტი არის ფეხმძიმედ ან მეძუძური დედაა;
პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორი: ავთვისებიანი სიმსივნე, დიაბეტი, ქიმიოთერაპია, თავის ან კისრის სხივური თერაპია, იმუნოსუპრესია, პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობა, კორტიკოსტეროიდებით ან ანგიოგენეზის ინჰიბიტორებით (მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ახალი სისხლძარღვების ზრდას და უმეტესად გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ) მკურნალობა;
ჰქონდა ან აქვს ქვედა ყბის ტკივილი, შესივება ან დაბუჟება ან მორყეული კბილები ან პირის ღრუს სხვა სიმპტომები;
აღენიშნება პირის ღრუში წყლულები. შეიძლება გამოიწვიოს ქვედა ყბის ოსტეონეკროზი.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეამოწმოს, თუ პაციენტი
არის მწეველი;
აქვს ან ჰქონდა კბილების და/ან ღრძილების დაავადება;
აქვს კბილების პროთეზი, რომელიც კარგად არ არის მორგებული;
ამავდროულად აღენიშნება სხვა შესაბამისი სამედიცინო მდგომარეობები, როგორებიცაა: ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება (ანემია) ან სისხლის შედედების დარღვევა.
ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს აპო-რიზედრონატით მკურნალობა, სანამ პირის ღრუში არ შეხორცდება წყლულები.
აპო-რიზედრონატით მკურნალობის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს პაციენტის პირის ღრუ და შეიძლება საჭირო გახდეს სტომატოლოგიური გამოკვლევა. სტომატოლოგიური მკურნალობა უნდა ჩატარდეს აპო-რიზედრონატით თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში არ არის რეკომენდებული სტომატოლოგიური პროცედურები. მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, კბილების მოვლა ან რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმება აპო-რიზედრონატით მკურნალობის განმავლობაში. საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა, თუ აპო-რიზედრონატით მკურნალობის განმავლობაში პაციენტს აღენიშნება პირის ღრუს რომელიმე სიმპტომი, როგორიცაა, მაგალითად: კბილების მორყევა, ტკივილი, შესივება, შეუხორცებელი წყლულები ან გამონადენი (ჩირქოვანი ან სეროზული).
ძვლების სიმტკიცისათვის, ასევე, მნიშვნელოვანია კალციუმი და ვიტამინი D. მკურნალმა ექიმმა აპო-რიზედრონატთან ერთად შეიძლება დანიშნოს კალციუმი და ვიტამინი D (იხ. მედიკამენტებთან ურთიერთქმედება).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა მედიკამენტებთან ერთდროულად მიღებისას აპო-რიზედრონატის ეფექტი ან სხვა პრეპარატების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო სფეროს სპეციალისტებს, მათ შორის, ექიმებსა და სტომატოლოგებს, ეცნობოს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით (მათ შორის, ვიტამინები და მცენარეული დანამატები).
ვიტამინები და მინერალური დანამატები, ანტაციდები და სხვა მედიკამენტები, შეიძლება შეიცავდნენ ნივთიერებებს (მაგ.: კალციუმს, მაგნიუმს, ალუმინსა და რკინას), რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ აპო-რიზედრონატის ორგანიზმში შეწოვას. ასეთი პრეპარატებისა და აპო-რიზედრონატის მიღება უნდა მოხდეს დღის სხვადასხვა შუალედში. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატების მიღების წესის შესახებ.
აპო-რიზედრონატის მიღებამ კორტიკოსტეროიდებთან ან ანგიოგენეზის ინჰიბიტორებთან შეიძლება გაზარდოს ქვედა ყბის ოსტეონეკროზის რისკი.
აპო-რიზედრონატი არ მიიღება საკვებთან ერთად, რადგან შეიძლება ხელი შეუშალოს ორგანიზმის მიერ აპო-რიზედრონატის შეწოვას. აპო-რიზედრონატის მიღება უნდა მოხდეს მშიერ კუჭზე (იხ. პრეპარატის მიღების წესი).
გვერდითი მოვლენები
აპო-რიზედრონატის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავების პრობლემები, წყლულების განვითარების ჩათვლით. აპო-რიზედრონატის ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, თუ აღენიშნება ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში და შავი ან სისხლიანი განავალი. აპო-რიზედრონატის მიღება უნდა მოხდეს დანიშნულების შესაბამისად.
აპო-რიზედრონატის გვერდითი მოვლენები: ნატრიუმის რიზედრონატით ოსტეოპოროზის მკურნალობის კლინიკურ კვლევების მიხედვით ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები იყო მუცლის ტკივილი, გულძმარვა და გულისრევა.
აპო-რიზედრონატმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლების, სახსრების ან კუნთების ტკივილი, იშვიათად, ძლიერი ხასიათის. ტკივილი შეიძლება დაიწყოს წამლის მიღების პირველივე დღეს ან აპო-რიზედრონატის მკურნალობიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
იშვიათად პაციენტებს აღენიშნებათ ქვედა ყბის ჭრილობის შეხორცების გაძნელება ნატრიუმის რიზედრონატის ან ამ ჯგუფის სხვა მედიკამენტების მიღებისას. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება პირის ღრუს, კბილების ან ქვედა ყბის ტკივილი ან ღრძილებისა და პირის ღრუს შეხორცების გაძნელება.
ძალიან იშვიათად აღინიშნა ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობების შემთხვევები ამ ჯგუფის მედიკამენტების მიღებისას. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება ახლადაღმოცენებული ან უჩვეულო ტკივილი ბარძაყის, საზარდულის ან თეძოს არეში.
მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, მათი განვითარების სიხშირე და მართვა
სიმპტომები/ეფექტები
ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს
დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა
მხოლოდ გამწვავების შემთხვევაში
ყველა შემთხვევაში
ხშირი (აღინიშნება 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ძვლების, სახსრების ან კუნთების ტკივილი
მუცლის ტკივილი
არახშირი (აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
თვალის ტკივილი, სიწითლე ან ანთება; სინათლისადმი მგრძნობელობა, მხედველობის დაქვეითება
იშვიათი (აღინიშნება 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მტკივნეული ენა
ქვედა ყბის ოსტეონეკროზი: ქვედა ყბის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია დაბუჟების ან სიმძიმის შეგრძნებასთან, ღრძილების შეხორცების გაძნელება, განსაკუთრებით, სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ, კბილების მორყევა, ამოვარდნა, პირის ღრუს წყლულები, მათ შორის შეუხორცებელი, გამონადენი, პირის სიმშრალე, ღრძილების შესივება, ინფექციები, ცუდი სუნი პირიდან ან პირის, კბილების ან ქვედა ყბის ტკივილი
ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ალერგიული და კანის რეაქციები: ჭინჭრის ციება, გამონაყარი (ბუშტუკებით ან მის გარეშე); სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება; მტკივნეული ან გაძნელებული ყლაპვა; სუნთქვის გაძნელება
კალციუმის სისხლში დაბალი დონის სიმპტომები, როგორიცაა: დაბუჟება, ჩხვლეტა ან კუნთების სპაზმები
თეძოს, ბარძაყის, საზარდულის ახლადაღმოცენებული ან უჩვეულო ტკივილი
ეს არ არის გვერდითი მოვლენების სრული სია. აპო-რიზედრონატის მიღებისას ნებისმიერი მოულოდნელი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს ექიმს, ინტოქსიკაციის კონტროლის რეგიონულ ცენტრს ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას.
აპო-რიზედრონატის დოზის გადაჭარბებისას, პაციენტმა უნდა დალიოს ერთი ჭიქა რძე. დაუშვებელია ღებინების გამოწვევა.
შენახვის პირობები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად აპო-რიზედრონატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას;
ტაბლეტები ინახება ორიგინალური შეფუთვით ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C);
ვადაგასული ან არასაჭირო პრეპარატები არ უნდა იქნას შენახული.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ნაწილი III: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
აპო-რიზედრონატი
ნატრიუმის რიზედრონატის ტაბლეტები USP
აღნიშნული ინსტრუქცია წარმოადგენს სამნაწილიანი "პროდუქტის მონოგრაფიის" მე-3 ნაწილს, რომელიც გამოცემულ იქნა კანადაში აპო-რიზედრონატის ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის შემდეგ და შექმნილია სპეციალურად მომხმარებლისთვის. აღნიშნული ინსტრუქცია წარმოადგენს პრეპარატის ზოგად მიმოხილვას და არ მოიცავს სრულ ინფორმაციას აპო-რიზედრონატის შესახებ. ამ პრეპარატის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტის შესახებ
მედიკამენტის გამოყენება:
ოსტეოპოროზის მკურნალობა და პრევენცია პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში;
მამაკაცებში ოსტეოპოროზის მკურნალობა ძვლების მინერალური სიმკვრივის გასაუმჯობესებლად.
მოქმედების მექანიზმი:
აპო-რიზედრონატი წარმოადგენს ბისფოსფონატს, რომელიც ხელს უწყობს ძვლოვანი მასის დანაკარგის შემცირებას. აპო-რიზედრონატი ხელს უწყობს ძვლების სიმკვრივის ზრდას. ოსტეოპოროზის დროს ორგანიზმში იკარგება უფრო მეტი ძვლოვანი მასა, ვიდრე აღდგება, რაც იწვევს ძვლების სიმყიფესა და ადვილად ტეხვადობას (ჩვეულებრივ, ხერხემლის, მაჯის ან ბარძაყის ძვლების). ხერხემლის მოტეხილობამ შეიძლება გამოიწვიოს ზურგის მოხრა, სიმაღლის შემცირება ან ზურგის ტკივილი. აპო-რიზედრონატი აღადგენს ამ დისბალანსს ძვლოვანი მასის გაზრდილი დანაკარგის შემცირების შედეგად. ამიტომ აპო-რიზედრონატი ხელს უწყობს ხერხემლისა და სხვა ძვლების მოტეხილობების რისკის შემცირებას.
არ არის დადგენილი ოსტეოპოროზის დროს აპო-რიზედრონატის გამოყენების ხანგრძლივობა, ამიტომ საჭიროა ექიმთან რეგულარული კონსულტაცია აპო-რიზედრონატით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
შეიძლება საჭირო გახდეს ძვლების სიმკვრივის შემოწმება ძვლების მინერალური სიმკვრივის (BMD) ანალიზის საშუალებით ან მკურნალობის პროგრესის შემოწმება რენტგენოგრაფიულად ძვლოვანი მასის დანაკარგსა ან მოტეხილობებზე.
აპო-რიზედრონატი არ წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელს. უშუალოდ ტკივილის მოსახსნელად ექიმის მიერ ინიშნება სხვა მედიკამენტი.
მედიკამენტი არ გამოიყენება:
თუ პაციენტს აღენიშნება კალციუმის დაბალი დონე სისხლში (ჰიპოკალცემია);
თუ პაციენტი ალერგიულია ნატრიუმის რიზედრონატის ან აპო-რიზედრონატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა:
ნატრიუმის რიზედრონატი
პრეპარატის დამხმარე ნივთიერებებია:
უწყლო ლაქტოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, კროსპოვიდონი, ჰიდროქსიპროპილის ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილის მეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენის გლიკოლი, რკინის წითელი ოქსიდი, ტიტანიუმის დიოქსიდი და რკინის ყვითელი ოქსიდი.
პრეპარატის ფარმაცევტული ფორმები:
აპო-რიზედრონატი 35 მგ წარმოდგენილია ტაბლეტები სახით.
თითოეული სტაფილოსფერი ტაბლეტი შეიცავს 35 მგ ნატრიუმის რიზედრონატს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
აპო-რიზედრონატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცეტთან კონსულტაცია, თუ:
პაციენტს აღენიშნება თირკმელების, საყლაპავი მილის (მილი, რომლითაც პირის ღრუ უერთდება კუჭს), კუჭის ან ნაწლავების პრობლემები ან დაავადებები;
პაციენტი ვერ იცავს პრეპარატის მიღების ინსტრუქციას (იხ. პრეპარატის მიღების წესი);
პაციენტი არის ფეხმძიმედ ან მეძუძური დედაა;
პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორი: ავთვისებიანი სიმსივნე, დიაბეტი, ქიმიოთერაპია, თავის ან კისრის სხივური თერაპია, იმუნოსუპრესია, პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობა, კორტიკოსტეროიდებით ან ანგიოგენეზის ინჰიბიტორებით (მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ახალი სისხლძარღვების ზრდას და უმეტესად გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ) მკურნალობა;
ჰქონდა ან აქვს ქვედა ყბის ტკივილი, შესივება ან დაბუჟება ან მორყეული კბილები ან პირის ღრუს სხვა სიმპტომები;
აღენიშნება პირის ღრუში წყლულები. შეიძლება გამოიწვიოს ქვედა ყბის ოსტეონეკროზი.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეამოწმოს, თუ პაციენტი
არის მწეველი;
აქვს ან ჰქონდა კბილების და/ან ღრძილების დაავადება;
აქვს კბილების პროთეზი, რომელიც კარგად არ არის მორგებული;
ამავდროულად აღენიშნება სხვა შესაბამისი სამედიცინო მდგომარეობები, როგორებიცაა: ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება (ანემია) ან სისხლის შედედების დარღვევა.
ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს აპო-რიზედრონატით მკურნალობა, სანამ პირის ღრუში არ შეხორცდება წყლულები.
აპო-რიზედრონატით მკურნალობის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს პაციენტის პირის ღრუ და შეიძლება საჭირო გახდეს სტომატოლოგიური გამოკვლევა. სტომატოლოგიური მკურნალობა უნდა ჩატარდეს აპო-რიზედრონატით თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში არ არის რეკომენდებული სტომატოლოგიური პროცედურები. მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, კბილების მოვლა ან რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმება აპო-რიზედრონატით მკურნალობის განმავლობაში. საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა, თუ აპო-რიზედრონატით მკურნალობის განმავლობაში პაციენტს აღენიშნება პირის ღრუს რომელიმე სიმპტომი, როგორიცაა, მაგალითად: კბილების მორყევა, ტკივილი, შესივება, შეუხორცებელი წყლულები ან გამონადენი (ჩირქოვანი ან სეროზული).
ძვლების სიმტკიცისათვის, ასევე, მნიშვნელოვანია კალციუმი და ვიტამინი D. მკურნალმა ექიმმა აპო-რიზედრონატთან ერთად შეიძლება დანიშნოს კალციუმი და ვიტამინი D (იხ. მედიკამენტებთან ურთიერთქმედება).
მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
სხვა მედიკამენტებთან ერთდროულად მიღებისას აპო-რიზედრონატის ეფექტი ან სხვა პრეპარატების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო სფეროს სპეციალისტებს, მათ შორის, ექიმებსა და სტომატოლოგებს, ეცნობოს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით (მათ შორის, ვიტამინები და მცენარეული დანამატები).
ვიტამინები და მინერალური დანამატები, ანტაციდები და სხვა მედიკამენტები, შეიძლება შეიცავდნენ ნივთიერებებს (მაგ.: კალციუმს, მაგნიუმს, ალუმინსა და რკინას), რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ აპო-რიზედრონატის ორგანიზმში შეწოვას. ასეთი პრეპარატებისა და აპო-რიზედრონატის მიღება უნდა მოხდეს დღის სხვადასხვა შუალედში. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატების მიღების წესის შესახებ.
აპო-რიზედრონატის მიღებამ კორტიკოსტეროიდებთან ან ანგიოგენეზის ინჰიბიტორებთან შეიძლება გაზარდოს ქვედა ყბის ოსტეონეკროზის რისკი.
აპო-რიზედრონატი არ მიიღება საკვებთან ერთად, რადგან შეიძლება ხელი შეუშალოს ორგანიზმის მიერ აპო-რიზედრონატის შეწოვას. აპო-რიზედრონატის მიღება უნდა მოხდეს მშიერ კუჭზე (იხ. პრეპარატის მიღების წესი).
პრეპარატის მიღების წესი
ყველა მედიკამენტის მსგავსად, მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის მიღება მოხდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
რეკომენდებული დოზა:
ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსტმენოპაუზის დროს:
1 ტაბლეტი (35 მგ) კვირის განმავლობაში
ოსტეოპოროზის პრევენცია პოსტმენოპაუზის დროს:L
1 ტაბლეტი (35 მგ) კვირის განმავლობაში
მამაკაცებში ოსტეოპოროზის მკურნალობა ძვლების მინერალური სიმკვრივის გასაუმჯობესებლად:
1 ტაბლეტი (35 მგ) კვირის განმავლობაში
მიღების წესი
აპო-რიზედრონატის მიღება უნდა მოხდეს დილით, უზმოზე, პირველი საკვების, სასმელის (წყლის გარდა) და/ან სხვა მედიკამენტის მიღებამდე 30 წუთით ადრე. საკვებმა, მედიკამენტმა ან სასმელმა (წყლის გარდა) შეიძლება გავლენა იქონიოს აპო-რიზედრონატის შეწოვაზე;
აპო-რიზედრონატის თითოეული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი რაოდენობის წყალთან (>120 მლ-ზე ან 1/2 ჭიქაზე), რათა ტაბლეტი მოხვდეს კუჭში, ამასთან, პაციენტი უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში;
აპო-რიზედრონატის მიღებიდან არაუმცირეს 30 წუთის განმავლობაში არ შეიძლება საკვების ან სასმელის მიღება, წყლის გარდა;
პრეპარატის მიღებიდან არაუმცირეს 30 წუთის განმავლობაში პაციენტი არ უნდა დაწვეს. შეიძლება დაჯდომა, დგომა ან სხვა ჩვეულებრივი აქტივობა;
აპო-რიზედრონატის ტაბლეტები არ უნდა დაიღეჭოს, გაიჭრას ან გაისრისოს.
ზემოთ მოცემული რეკომენდაციები ხელს უწყობს აპო-რიზედრონატის სწორად მოქმედებას და საყლაპავის გაღიზიანების თავიდან აცილებას.
პრეპარატის კლინიკური სარგებელი შეიძლება დაქვეითდეს, თუ აპო-რიზედრონატის მიღება არ ხდება მშიერ კუჭზე.
კვირის დოზა (35 მგ კვირის განმავლობაში):
არჩეულ უნდა იქნას კვირის დღე, როცა მოხდება ტაბლეტის მიღება;
არჩეულ დღეს აპო-რიზედრონატის ერთი ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს დილით წყალთან ერთად საკვებისა და სასმელის მიღებამდე.
დოზის გამოტოვება:
კვირის დოზა (35 მგ ტაბლეტი): დოზის გამოტოვებისას ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს იმ დღეს, როცა გაახსენდება პაციენტს. შემდეგ, წამლის მიღება უნდა გაგრძელდეს კვირის არჩეულ დღეს, სქემის მიხედვით. თუ დოზა გამოტოვებულია ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში, დაუშვებელია 2 ტაბლეტის მიღება იმავე დღეს. პაციენტმა უნდა მიიღოს 1 ტაბლეტი და შემდეგ უნდა გააგრძელოს მკურნალობა სქემის მიხედვით.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს ექიმს, ინტოქსიკაციის კონტროლის რეგიონულ ცენტრს ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას.
აპო-რიზედრონატის დოზის გადაჭარბებისას, პაციენტმა უნდა დალიოს ერთი ჭიქა რძე. დაუშვებელია ღებინების გამოწვევა.
გვერდითი მოვლენები და მათი მართვა
აპო-რიზედრონატის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავების პრობლემები, წყლულების განვითარების ჩათვლით. აპო-რიზედრონატის ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, თუ აღენიშნება ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში და შავი ან სისხლიანი განავალი. აპო-რიზედრონატის მიღება უნდა მოხდეს დანიშნულების შესაბამისად.
აპო-რიზედრონატის გვერდითი მოვლენები: ნატრიუმის რიზედრონატით ოსტეოპოროზის მკურნალობის კლინიკურ კვლევების მიხედვით ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები იყო მუცლის ტკივილი, გულძმარვა და გულისრევა.
აპო-რიზედრონატმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლების, სახსრების ან კუნთების ტკივილი, იშვიათად, ძლიერი ხასიათის. ტკივილი შეიძლება დაიწყოს წამლის მიღების პირველივე დღეს ან აპო-რიზედრონატის მკურნალობიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
იშვიათად პაციენტებს აღენიშნებათ ქვედა ყბის ჭრილობის შეხორცების გაძნელება ნატრიუმის რიზედრონატის ან ამ ჯგუფის სხვა მედიკამენტების მიღებისას. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება პირის ღრუს, კბილების ან ქვედა ყბის ტკივილი ან ღრძილებისა და პირის ღრუს შეხორცების გაძნელება.
ძალიან იშვიათად აღინიშნა ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობების შემთხვევები ამ ჯგუფის მედიკამენტების მიღებისას. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება ახლადაღმოცენებული ან უჩვეულო ტკივილი ბარძაყის, საზარდულის ან თეძოს არეში.
მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, მათი განვითარების სიხშირე და მართვა
სიმპტომები/ეფექტები
ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს
დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა
მხოლოდ გამწვავების შემთხვევაში
ყველა შემთხვევაში
ხშირი (აღინიშნება 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ძვლების, სახსრების ან კუნთების ტკივილი
მუცლის ტკივილი
არახშირი (აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
თვალის ტკივილი, სიწითლე ან ანთება; სინათლისადმი მგრძნობელობა, მხედველობის დაქვეითება
იშვიათი (აღინიშნება 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მტკივნეული ენა
ქვედა ყბის ოსტეონეკროზი: ქვედა ყბის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია დაბუჟების ან სიმძიმის შეგრძნებასთან, ღრძილების შეხორცების გაძნელება, განსაკუთრებით, სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ, კბილების მორყევა, ამოვარდნა, პირის ღრუს წყლულები, მათ შორის შეუხორცებელი, გამონადენი, პირის სიმშრალე, ღრძილების შესივება, ინფექციები, ცუდი სუნი პირიდან ან პირის, კბილების ან ქვედა ყბის ტკივილი
ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ალერგიული და კანის რეაქციები: ჭინჭრის ციება, გამონაყარი (ბუშტუკებით ან მის გარეშე); სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება; მტკივნეული ან გაძნელებული ყლაპვა; სუნთქვის გაძნელება
კალციუმის სისხლში დაბალი დონის სიმპტომები, როგორიცაა: დაბუჟება, ჩხვლეტა ან კუნთების სპაზმები
თეძოს, ბარძაყის, საზარდულის ახლადაღმოცენებული ან უჩვეულო ტკივილი
ეს არ არის გვერდითი მოვლენების სრული სია. აპო-რიზედრონატის მიღებისას ნებისმიერი მოულოდნელი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მედიკამენტის შენახვის წესი
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად აპო-რიზედრონატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას;
ტაბლეტები ინახება ორიგინალური შეფუთვით ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C);
ვადაგასული ან არასაჭირო პრეპარატები არ უნდა იქნას შენახული.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინება, რომელიც დაკავშირებულია სამკურნალო პროდუქტების მიღებასთან, შესაძლებელია კანადის ჯანდაცვის ორგანოებისათვის:
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ვებ-გვერდზე (http://hc-sc.gc.ca/dhp-mps/medeff/report-declaration/index-eng.php); ინფორმაციის მიღება, თუ როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ რეჟიმში, ფოსტით ან ფაქსით, შესაძლებელია
უფასო ტელეფონის ნომერზე დარეკვით: 1-866-234-2345
შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა მიმართვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთან. სამედიცინო ხასიათის რჩევები არ არის მოწოდებული კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ.
დამატებითი ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციისათვის, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სხვა სპეციალისტთან.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისათვის მომზადებული ინსტრუქციისა და პროდუქტის სრული მონოგრაფიის მიღება შესაძლებელია DISpedia-სთან კონტაქტით, აპოტექსის მედიკამენტთა საინფორმაციო სამსახურში შემდეგ ნომერზე:
1-800-667-4708.
აღნიშნული ინსტრუქციის ნახვა, ასევე, შესაძლებელია ვებგვერდზე http://www.apotex.ca/products.
ინსტრუქცია მომზადდა აპოტექს ინკ. მიერ,
ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.
უკანასკნელი შესწორების თარიღი: 20 ივნისი, 2017
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


