ჰემოროი, უკანალის ნაპრალები მოზრდილებში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- extractum belladonnae spissum + თუთია (zinc) + ქსეროფორმი (xeroform)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.10გ + 0.02გ + 0.05გ რექტალური სუპოზიტორია №10 (2X5)
- მწარმოებელი
- "Monpharm" PJSC, უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ჰემოროიდული კვანძების და ანალური ნაპრალების სამკურნალო სხვა საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- C05AX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041868
- რეგისტრირებულია
- 15 აგვისტო 2024, მოქმედებს 15 აგვისტო 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- "Monpharm" PJSC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ნიფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ანუზოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰემოროი, უკანალის ნაპრალები მოზრდილებში.
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება რექტალურად. შეიყვანება სწორ ნაწლავში - 1 სუპოზიტორია 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 7 სუპოზიტორია. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და სამკურნალო ეფექტის გამოხატულობაზე.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. მოციმციმე არითმია, ტაქიკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, მიტრალური სტენოზი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია. მწვავე სისხლდენა. თირეოტოქსიკოზი. ჰიპერთერმული სინდრომი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რომლებსაც ახლავს გაუვალობა (საყლაპავის აქალაზია, პილორუსის სტენოზი, ნაწლავის ატონია). დახურულკუთხოვანი გლაუკომა. თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა. მიასთენია gravis. წინამდებარე ჯირკვლის ადენომა დეკომპენსაციის სტადიაში, შარდის მწვავე შეკავება.
განსაკუთრებული სიფრთხილე.
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით საშარდე გზების ობსტრუქციის გარეშე; დაუნის დაავადებით; ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს; რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს; დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარის დროს, რომელიც არის რეფლუქს-ეზოფაგიტთან ერთად; არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს; მეგაკოლონის დროს; პაციენტებში ქსეროსტომიით; ხანდაზმულ ავადმყოფებში ან დასუსტებულ ავადმყოფებში; ფილტვების ქრონიკული დაავადებებისას შექცევადი ობსტრუქციის გარეშე; ფილტვების ქრონიკული დაავადებებისას, რომლებიც მიმდინარეობს სქელი სეკრეტის დაბალი პროდუცირებით, რომელიც ძნელად გამოიყოფა, განსაკუთრებით დასუსტებულ ავადმყოფებში; ვეგეტატიური (ავტონომიური) ნეიროპათიის დროს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან პრეპარატის გამოყენებისას წარმოიქმნება გულის არითმია; ქინიდინთან, ნოვოკაინამიდთან - ქოლინოლიზური ეფექტის სინერგიზმი აღინიშნება; შროშანის პრეპარატებთან, ტანინთან აღინიშნება ფიზიკო-ქიმიური ურთიერთქმედება, რაც ეფექტების ურთიერთდასუსტებას იწვევს. ანუზოლი ამცირებს ნარკოტიკული საშუალებების მოქმედების ხანგრძლივობასა და სიღმეს, ასუსტებს ოპიატების ანალგეზიურ მოქმედებას. დიმედროლთან ან დიპრაზინთან ერთად გამოყენებისას ატროპინის მოქმედება ძლიერდება; ნიტრატებთან, ჰალოპერიდოლთან, სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდებთან - იზრდება თვალშიდა წნევის აწევის ალბათობა, სერტრალინთან - ძლიერდება ორივე პრეპარატის დეპრესიული ეფექტი, სპირონოლაქტონთან, მინოქსიდილთან - მცირდება სპირონოლაქტონისა და მინოქსიდილის ეფექტი, პენიცილინებთან - ძლიერდება ორივე პრეპარატის ეფექტი, ნიზატიდინთან - ძლიერდება ნიზატიდინის მოქმედება, კეტოკონაზოლთან - მცირდება კეტოკონაზოლის შეწოვა, ასკორბინის მჟავასთან და ატაპულგიტთან - ქვეითდება ანუზოლის მოქმედება, პილოკარპინთან - მცირდება პილოკარპინის ეფექტი გლაუკომის მკურნალობისას, ოქსპრენოლონთან - მცირდება პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ოქტადინის ზემოქმედებით შესაძლებელია პრეპარატის ჰიპოსეკრეტორული მოქმედების შემცირება, ასუსტებს М-ქოლინომიმეტურებისა და ანტიქოლინესთერაზული საშუალებების მოქმედებას. სულფანილამიდურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას იზრდება თირკმელების დაზიანების რისკი, კალიუმის შემცველ პრეპარატებთან - შესაძლებელია ნაწლავის წყლულების წარმოქმნა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან - იზრდება კუჭის წყლულისა და სისხლდენების წარმოქმნის რიკსი. ანუზოლის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ანტიმუსკარინული ეფექტის მქონე სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას: М-ქოლინობლოკატორები, პარკინსონის საწინააღმდეგო პეპარატები (ამანტადინი), სპაზმოლიზურები, ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება, ბუთიროფენონის ჯგუფის პრეპარატები, ფენოთიაზინები, დისპირამიდები, ქინიდინი და ტრიციკლური ანტიდეპრესიულები, მონოამინების ნეირონული უკუმიტაცების არასლექციური ინჰიბიტორები.
ანუზოლის ზემოქმედებით პერისტალტიკის დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა სამკურნალო საშუალებების შეწოვის შეცვლა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
უკუნაჩვენებია.
ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სისწრაფეზე ზეგავლენის უნარი. ისეთი გვერდითი რეაქციების გამოვლინების შესაძლებლობის გათვალისწინებით, როგორებიცაა თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, აკომოდაციის დარღვევა, პრეპარატის გამოყენების დროს საჭროა თავის შეკავება ავტოტრანსპორტის მართვისაგან ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან.
ბავშვები. არ გამოიყენოთ.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: სიმშრალე პირში, წყურვილის შეგრძნება, გემოს შეგრძნების დარღვევა, დისფაგია, ნაწლავის მოტორიკის დაქვეითება ატონიამდე, სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის ტონუსის შემცირება, ყაბზობა, დიარეა.
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: შარდვის გაძნელება და შეკავება.
კარდიალური დარღვევები: ტაქიკარდია; გულისცემის შეგრძნება, არითმია, ექსტრასისტოლიის ჩათვლით; მიოკარდიუმის იშემია.
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები: სახის სიწითლე, წამოხურებების შეგრძნება.
ნევროლოგიური დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნევროზულობა, უძილობა.
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ: გუგების გაფართოება, ფოტოფობია, აკომოდაციის დამბლა, თვალშიდა წნევის აწევა, მხედველობის დროებითი დარღვევები.
დარღვევები სასუნთქი სისტემისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: წებოვანი სეკრეტის წარმოქმნა, რომლის ამოხველებაც ძნელია.
ცვლილებები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: მათ შორის გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: ოფლის გამოყოფის შემცირება, კანის სიმშრალე, დიზართრია, წვა უკანალის არეში.
რაიმე არასასურველი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: გვერდითი რეაქციების გამოვლინების გაძლიერება, ღებინება, გულისრევა, არტერიული წნევის დაწევა, აგზნებადობა, ტრემორი, კრუნჩხვები, უძილობა, ძილიანობა, ჰალუცინაციები, გაღიზიანებადობა, ჰიპერთერმია. ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, სუნთქვისა და სისხლძარღვების მამოძრავებელი ცენტრების დათრგუნვა, შარდის შეკავება, ჰიპერთერმია.
მკურნალობა. კუჭის ამორეცხვა, ქოლინომიმეტურებისა და ანტიქოლინესტერაზული საშუალებების პარენტერალურად შეყვანა. ჰიპერთერმიისას ნაჩვენებია სველი დაზელვები და სიცხის დამწევი საშუალებები, აგზნებადობის დროს - ნატრიუმის თიოპენტალის ან ნატრიუმის ოქსიბუთირატის შეყვანა, მიდრიაზის დროს - ადგილობრივად თვალის წვეთების სახით ფოსფაკოლი, ფიზოსტიგმინი, პილოკარპინი. გლაუკომის შეტევის განვითარების შემთხვევაში კონიუნქტივალურ პარკში დაუყოვნებლივ უნდა ჩაიწვეთოს პილოკარპინის 1% ხსნარი ყოველ საათში 2 წვეთი და კანქვეშ შეიყვანება პროზერინის 0,05% ხსნარი 1 მლ 3-4-ჯერ დღეში.
შენახვის პირობები
2 წელი.
შენახვის პირობები. ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 150C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
5 სუპოზიტორია სტრიპში. 2 სტრიპი კოლოფში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებლის სახელწოდება და ადგილმდებარეობა.
სსს „მონფარმი“. უკრაინა, 19100, ჩერკასკის ოლქი, ქ. მონასტირიშჩე, ზავოდსკაიას ქ., 8.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰემოროისა და ანალური ნაპრალების ადგილობრივი გამოყენების საშუალებები.
ათქ კოდი C05A X03.
ანუზოლის თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების ეფექტებით, კერძოდ ანტისეპტიკური, წებოვანი, გამომშრობი, სპაზმოლიზური, გამაყუჩებელი, რომლებიც ხელს უწყობს სწორი ნაწლავის ლორწოვანის ჭრილობების შეხორცებას.
სწორ ნაწლავში სუპიზოტორიის შეყვანისას პრეპარატის ეფექტი 15-90 წუთში ვლინდება. ალკალოიდების რეზორბციული მოქმედების ხანგრძლივობა 2-დან 6 საათამდე მერყეობს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
ანუზოლი
(ANUSOLUM)
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები: 1 სუპოზიტორია შეიცავს 100 მგ (0,1 გ) ქსეროფორმს, 1,5% 20 მგ (0,02 გ) ბელადონას სქელ ექსტრაქტს (Belladonnae extractum spissum) ალკალოიდების ჯამის შემადგენლობაზე გადაანგარიშებით, 50 მგ (0,05 გ) თუთიის სულფატს;
დამხმარე ნივთიერება: მყარი ცხიმი, გლიცერინი.
წამლის ფორმა.
რექტალური სუპოზიტორიები.
ყვითელი ფერის სუპოზიტორიები მოყავისფრო ან მომწვანო შეფერილობით, ქსეროფორმის სუნით. დაიშვება ოდნავ შესამჩნევი თეთრი ნადების წარმოქმნა სუპოზიტორიის ზედაპირზე.
მწარმოებლის დასახელება და ადგილმდებარეობა.
სსს „მონფარმი“. უკრაინა, 19100, ჩერკასკის ოლქი, ქ. მონასტირიშჩე, ზავოდსკაიას ქ., 8.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ჰემოროისა და ანალური ნაპრალების ადგილობრივი გამოყენების საშუალებები.
ათქ კოდი C05A X03.
ანუზოლის თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების ეფექტებით, კერძოდ ანტისეპტიკური, წებოვანი, გამომშრობი, სპაზმოლიზური, გამაყუჩებელი, რომლებიც ხელს უწყობს სწორი ნაწლავის ლორწოვანის ჭრილობების შეხორცებას.
სწორ ნაწლავში სუპიზოტორიის შეყვანისას პრეპარატის ეფექტი 15-90 წუთში ვლინდება. ალკალოიდების რეზორბციული მოქმედების ხანგრძლივობა 2-დან 6 საათამდე მერყეობს.
გამოყენების ჩვენებები. ჰემოროი, უკანალის ნაპრალები მოზრდილებში.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. მოციმციმე არითმია, ტაქიკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, მიტრალური სტენოზი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია. მწვავე სისხლდენა. თირეოტოქსიკოზი. ჰიპერთერმული სინდრომი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რომლებსაც ახლავს გაუვალობა (საყლაპავის აქალაზია, პილორუსის სტენოზი, ნაწლავის ატონია). დახურულკუთხოვანი გლაუკომა. თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა. მიასთენია gravis. წინამდებარე ჯირკვლის ადენომა დეკომპენსაციის სტადიაში, შარდის მწვავე შეკავება.
განსაკუთრებული სიფრთხილე.
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით საშარდე გზების ობსტრუქციის გარეშე; დაუნის დაავადებით; ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს; რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს; დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარის დროს, რომელიც არის რეფლუქს-ეზოფაგიტთან ერთად; არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს; მეგაკოლონის დროს; პაციენტებში ქსეროსტომიით; ხანდაზმულ ავადმყოფებში ან დასუსტებულ ავადმყოფებში; ფილტვების ქრონიკული დაავადებებისას შექცევადი ობსტრუქციის გარეშე; ფილტვების ქრონიკული დაავადებებისას, რომლებიც მიმდინარეობს სქელი სეკრეტის დაბალი პროდუცირებით, რომელიც ძნელად გამოიყოფა, განსაკუთრებით დასუსტებულ ავადმყოფებში; ვეგეტატიური (ავტონომიური) ნეიროპათიის დროს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. უკუნაჩვენებია.
ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სისწრაფეზე ზეგავლენის უნარი. ისეთი გვერდითი რეაქციების გამოვლინების შესაძლებლობის გათვალისწინებით, როგორებიცაა თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, აკომოდაციის დარღვევა, პრეპარატის გამოყენების დროს საჭროა თავის შეკავება ავტოტრანსპორტის მართვისაგან ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან.
ბავშვები. არ გამოიყენოთ.
გამოყენების წესი და დოზები. გამოიყენება რექტალურად. შეიყვანება სწორ ნაწლავში - 1 სუპოზიტორია 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 7 სუპოზიტორია. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და სამკურნალო ეფექტის გამოხატულობაზე.
ჭარბი დოზა.
სიმპტომები: გვერდითი რეაქციების გამოვლინების გაძლიერება, ღებინება, გულისრევა, არტერიული წნევის დაწევა, აგზნებადობა, ტრემორი, კრუნჩხვები, უძილობა, ძილიანობა, ჰალუცინაციები, გაღიზიანებადობა, ჰიპერთერმია. ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, სუნთქვისა და სისხლძარღვების მამოძრავებელი ცენტრების დათრგუნვა, შარდის შეკავება, ჰიპერთერმია.
მკურნალობა. კუჭის ამორეცხვა, ქოლინომიმეტურებისა და ანტიქოლინესტერაზული საშუალებების პარენტერალურად შეყვანა. ჰიპერთერმიისას ნაჩვენებია სველი დაზელვები და სიცხის დამწევი საშუალებები, აგზნებადობის დროს - ნატრიუმის თიოპენტალის ან ნატრიუმის ოქსიბუთირატის შეყვანა, მიდრიაზის დროს - ადგილობრივად თვალის წვეთების სახით ფოსფაკოლი, ფიზოსტიგმინი, პილოკარპინი. გლაუკომის შეტევის განვითარების შემთხვევაში კონიუნქტივალურ პარკში დაუყოვნებლივ უნდა ჩაიწვეთოს პილოკარპინის 1% ხსნარი ყოველ საათში 2 წვეთი და კანქვეშ შეიყვანება პროზერინის 0,05% ხსნარი 1 მლ 3-4-ჯერ დღეში.
გვერდითი ეფექტები.
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: სიმშრალე პირში, წყურვილის შეგრძნება, გემოს შეგრძნების დარღვევა, დისფაგია, ნაწლავის მოტორიკის დაქვეითება ატონიამდე, სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის ტონუსის შემცირება, ყაბზობა, დიარეა.
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: შარდვის გაძნელება და შეკავება.
კარდიალური დარღვევები: ტაქიკარდია; გულისცემის შეგრძნება, არითმია, ექსტრასისტოლიის ჩათვლით; მიოკარდიუმის იშემია.
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები: სახის სიწითლე, წამოხურებების შეგრძნება.
ნევროლოგიური დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნევროზულობა, უძილობა.
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ: გუგების გაფართოება, ფოტოფობია, აკომოდაციის დამბლა, თვალშიდა წნევის აწევა, მხედველობის დროებითი დარღვევები.
დარღვევები სასუნთქი სისტემისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: წებოვანი სეკრეტის წარმოქმნა, რომლის ამოხველებაც ძნელია.
ცვლილებები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: მათ შორის გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: ოფლის გამოყოფის შემცირება, კანის სიმშრალე, დიზართრია, წვა უკანალის არეში.
რაიმე არასასურველი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები.
მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან პრეპარატის გამოყენებისას წარმოიქმნება გულის არითმია; ქინიდინთან, ნოვოკაინამიდთან - ქოლინოლიზური ეფექტის სინერგიზმი აღინიშნება; შროშანის პრეპარატებთან, ტანინთან აღინიშნება ფიზიკო-ქიმიური ურთიერთქმედება, რაც ეფექტების ურთიერთდასუსტებას იწვევს. ანუზოლი ამცირებს ნარკოტიკული საშუალებების მოქმედების ხანგრძლივობასა და სიღმეს, ასუსტებს ოპიატების ანალგეზიურ მოქმედებას. დიმედროლთან ან დიპრაზინთან ერთად გამოყენებისას ატროპინის მოქმედება ძლიერდება; ნიტრატებთან, ჰალოპერიდოლთან, სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდებთან - იზრდება თვალშიდა წნევის აწევის ალბათობა, სერტრალინთან - ძლიერდება ორივე პრეპარატის დეპრესიული ეფექტი, სპირონოლაქტონთან, მინოქსიდილთან - მცირდება სპირონოლაქტონისა და მინოქსიდილის ეფექტი, პენიცილინებთან - ძლიერდება ორივე პრეპარატის ეფექტი, ნიზატიდინთან - ძლიერდება ნიზატიდინის მოქმედება, კეტოკონაზოლთან - მცირდება კეტოკონაზოლის შეწოვა, ასკორბინის მჟავასთან და ატაპულგიტთან - ქვეითდება ანუზოლის მოქმედება, პილოკარპინთან - მცირდება პილოკარპინის ეფექტი გლაუკომის მკურნალობისას, ოქსპრენოლონთან - მცირდება პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ოქტადინის ზემოქმედებით შესაძლებელია პრეპარატის ჰიპოსეკრეტორული მოქმედების შემცირება, ასუსტებს М-ქოლინომიმეტურებისა და ანტიქოლინესთერაზული საშუალებების მოქმედებას. სულფანილამიდურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას იზრდება თირკმელების დაზიანების რისკი, კალიუმის შემცველ პრეპარატებთან - შესაძლებელია ნაწლავის წყლულების წარმოქმნა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან - იზრდება კუჭის წყლულისა და სისხლდენების წარმოქმნის რიკსი. ანუზოლის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ანტიმუსკარინული ეფექტის მქონე სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას: М-ქოლინობლოკატორები, პარკინსონის საწინააღმდეგო პეპარატები (ამანტადინი), სპაზმოლიზურები, ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება, ბუთიროფენონის ჯგუფის პრეპარატები, ფენოთიაზინები, დისპირამიდები, ქინიდინი და ტრიციკლური ანტიდეპრესიულები, მონოამინების ნეირონული უკუმიტაცების არასლექციური ინჰიბიტორები.
ანუზოლის ზემოქმედებით პერისტალტიკის დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა სამკურნალო საშუალებების შეწოვის შეცვლა.
ვარგისობის ვადა. 2 წელი.
შენახვის პირობები. ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 150C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
5 სუპოზიტორია სტრიპში. 2 სტრიპი კოლოფში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებლის სახელწოდება და ადგილმდებარეობა.
სსს „მონფარმი“. უკრაინა, 19100, ჩერკასკის ოლქი, ქ. მონასტირიშჩე, ზავოდსკაიას ქ., 8.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


