პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაზოპროტექტორები

ანტროლინი

ANTROLIN®

რეცეპტით0,3%+1,5%ინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ანალური ნაპრალების და პროქტალგიის მკურნალობა, რომლებიც როგორც წესი დაკავშირებულია ანალური სფინქტერის ჰიპერტონუსთან.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნიფედიპრეს (nifedipine) + ლიდოკაინი (lidocaine)
ფორმა და შეფუთვა
0,3%+1,5% 30გ რექტალური გამოყენების კრემი ტუბი №1 კანულით
მწარმოებელი
Vamfarma Srl, იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაზოპროტექტორები, ჰემოროიდული კვანძების (ბუასილის) და ანალური ნაპრალების სამკურნალო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
ATC კოდი
C05AX
რეგისტრაციის ნომერი
რ-044365
რეგისტრირებულია
20 ნოემბერი 2025, მოქმედებს 17 ივლისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ეს კა იმპექსი“
ურთიერთქმედების შემოწმებაანტროლინი და სხვა წამალი ერთად

ანტროლინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ანალური ნაპრალების და პროქტალგიის მკურნალობა, რომლებიც როგორც წესი დაკავშირებულია ანალური სფინქტერის ჰიპერტონუსთან.

მიღების წესი და დოზირება

  • დაწექით საწოლზე მარცხენა გვერდზე;
  • მოახრახნეთ ტუბს თავსახური და მიახრახნეთ კანულა, გამოდევნეთ მცირე რაოდენობით კრემი კანულის გასაპოხად და მოათავსეთ ანუსში;
  • მოუჭირეთ ტუბის ბოლოს, რათა გამოდევნოთ ტუბიდან დაახლოებით ერთი სანტიმეტრი (ტუბის შემცველობის ერთი სანტიმეტრი შეიცავს დაახლოებით 2,5 – 3 გ კრემს).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების და განსაკუთრებით ლიდოკაინის (და სხვა ადგილობრივი მსგავსი ამიდური სტრუქტურის მქონე საანესტეზიოების) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

დადასტურებული ან საეჭვო ორსულობა და ლაქტაცია (ასევე იხილეთ „სპეციალური გაფრთხილებები“).

სერიოზული ჰიპოტენზიური მდგომარეობა და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები

კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას, პრეპარატის შესაძლო სისტემური შეწოვის შედეგად განვითარებული არასასურველი ეფექტები არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ანტროლინი რექტალური კრემი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, ლორწოვანი გარსების სერიოზული დაზიანებით და ფლოგოზით დასამუშავებელ მიდამოში, რადგან ამ სიტუაციებში შეიძლება მოხდეს აქტიური ნივთიერებების გადაჭარბებული შეწოვა. გარდა ამისა, სამკურნალო პროდუქტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დიაბეტიან პაციენტებში ან ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ანტროლინი რექტალური კრემით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე 18 წლამდე ასაკის პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბეტა-ბლოკატორებით ან ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებით.

არტერიული წნევის კონტროლი რეკომენდებულია მკურნალობის დასაწყისში და პერიოდულად მთელი მისი ხანგრძლივობის განმავლობაში. მკურნალობის წარუმატებლობის (სიმპტომების გაუმჯობესების არარსებობის ან გაუარესების) შემთხვევაში, მკურნალობა წყდება და სხვა ზომების მისაღებად უნდა მიმართოთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნიფედიპინის არსებობის გამო, ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ეფექტი ანტროლინი რექტალური კრემის გამოყენებისას, შეიძლება გაძლიერდეს. პროპრანოლოლი ახანგრძლივებს ლიდოკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდს და ზრდის ნიფედიპინის პლაზმურ დონეს. ციმეტიდინს შეუძლია გაზარდოს ლიდოკაინისა და ნიფედიპინის პლაზმური დონეები. ანტროლინი რექტალური კრემის ერთდროულმა გამოყენებამ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დიგოქსინით, შეიძლება გამოიწვიოს დიგოქსინის პლაზმური დონის მატება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნიფედიპინი და ლიდოკაინი კვეთს პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში. ვირთაგვებში და ბოცვრებში ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ნიფედიპინი იწვევს ტერატოგენულ ეფექტს. ლიდოკაინი არ ავლენს რაიმე რისკს ნაყოფისთვის. მაგრამ პროდუქტის გამოყენება ორსულებში და მეძუძურ ქალებში რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები

რეაქციები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ქავილი, ჰიპერემია და სისხლდენა შეიძლება განვიტარდეს ადგილობრივად. ეს ეფექტები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ლიდოკაინის შემცველი პრეპარატების ადგილობრივმა გამოყენებამ გამოიწვია ალერგიული რეაქციები (ყველაზე სერიოზულ შემთხვევებში ანაფილაქსიური შოკი).

კლინიკური კვლევის ფაზაში არ გამოვლენილა არასასურველი ეფექტები (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პერიფერიული ვაზოდილატაცია, ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა და ტრემორი) ორი აქტიური ნივთიერების შესაძლო სისტემური შეწოვის გამო.

გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით: სუნთქვის გაძნელება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ არნიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ან ახსნილი ამ ინსტრუქციაში.

ADR Reporting Website: https://medicinesauthority.gov.mt/adrportal

ჭარბი დოზა

ანტროლინი რექტალური კრემის დოზის გადაჭარბებისას სისტემური ტოქსიკურობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. პროდუქტის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ მოწამვლის შემთხვევაში, სისტემური ეფექტები უნდა იყოს ისეთივე, როგორც ჩვეულებრივ, გამოწვეული აქტიური ნივთიერებებით მიღების სხვა გზებით. ნიფედიპინით მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ცნობიერების დარღვევა, მათ შორის კომა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემის რითმის ცვლილება და კარდიოგენური შოკი. რაც შეეხება მკურნალობას, შეიძლება გამოყენებულ იქნას ბეტა-სიმპატომიმეტური საშუალებები გულისცემის რითმის ბრადიკარდიის დროს და მძიმე ჰიპოტენზიის შემთხვევაში, კალციუმის გლუკონატი (10-20 მლ ინტრავენური 10% ხსნარი, ნელა) და შესაძლოა დოფამინი ან ნორადრენალინი.

ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებზე და ლიდოკაინზე ტოქსიკური რეაქციების დიდი ნაწილი გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე; ვლინდება „გაბრუება“ და თავბრუსხვევა, რასაც ხშირად მოჰყვება ვიზუალური და სმენის მხრივ დარღვევები, როგორიცაა აკომოდაციის სირთულე და ტინიტუსი. ყველაზე მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ცნს-ის დეპრესია და კრუნჩხვები. მკურნალობა სიმპტომურია.

შემადგენლობა

100გ კრემი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები: ნიფედიპინი 0.3გ - ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1.5გ. შემავსებლები: თეთრი ვაზელინი, პროპილენგლიკოლი, საშუალო-ჯაჭვიანი თხევადი გლიცერიდები, პოლიეთილენგლიკოლის სტეარატი; ცეტოსტეარილის სპირტი, გლიცერილ მონოსტეარატი, ნატრიუმის მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.

შენახვის პირობები

შეამოწმეთ კონტეინერზე მითითებული ვარგისობის ვადა.

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში. არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა ეხება სამკურნალო პროდუქტს დაუზიანებელ შეფუთვაში, სათანადოდ შენახულს.

პროდუქტის შენახვის ვადა მისი პირველი გახსნიდან არის 30 დღე (ჩაინიშნეთ პირველი გახსნის თარიღი ყუთზე მითითებულ ადგილზე).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ეს წამალი შეიცავს ნიფედიპინს, დიჰიდროპირიდინს - კალციუმის არხების ბლოკერს, რომელიც ადგილობრივი გამოყენებისას ახდენს დამამშვიდებელ ეფექტს პერიფერიულ გლუვ კუნთებზე და ამცირებს შიდა ანალური სფინქტერის ტონუსს. ნიფედიპინის მოქმედება ინტეგრირებულია პროდუქტში ზედაპირული ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების, ლიდოკაინის არსებობით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო

ფურცელი-ჩანართი

ანტროლინი® 0,3%+,1,5%

რექტალური კრემი

ათქ კოდი: C05AX – ნიფედიპინი + ლიდოკაინი

30გ ტუბი

შემადგენლობა

100გ კრემი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები: ნიფედიპინი 0.3გ - ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1.5გ. შემავსებლები: თეთრი ვაზელინი, პროპილენგლიკოლი, საშუალო-ჯაჭვიანი თხევადი გლიცერიდები, პოლიეთილენგლიკოლის სტეარატი; ცეტოსტეარილის სპირტი, გლიცერილ მონოსტეარატი, ნატრიუმის მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

რექტალური კრემი. 30გ კრემის ალუმინის ტუბში, კანულით, მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ეს წამალი შეიცავს ნიფედიპინს, დიჰიდროპირიდინს - კალციუმის არხების ბლოკერს, რომელიც ადგილობრივი გამოყენებისას ახდენს დამამშვიდებელ ეფექტს პერიფერიულ გლუვ კუნთებზე და ამცირებს შიდა ანალური სფინქტერის ტონუსს. ნიფედიპინის მოქმედება ინტეგრირებულია პროდუქტში ზედაპირული ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების, ლიდოკაინის არსებობით.

თერაპიული ჩვენება

ანალური ნაპრალების და პროქტალგიის მკურნალობა, რომლებიც როგორც წესი დაკავშირებულია ანალური სფინქტერის ჰიპერტონუსთან.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების და განსაკუთრებით ლიდოკაინის (და სხვა ადგილობრივი მსგავსი ამიდური სტრუქტურის მქონე საანესტეზიოების) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

დადასტურებული ან საეჭვო ორსულობა და ლაქტაცია (ასევე იხილეთ „სპეციალური გაფრთხილებები“).

სერიოზული ჰიპოტენზიური მდგომარეობა და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას, პრეპარატის შესაძლო სისტემური შეწოვის შედეგად განვითარებული არასასურველი ეფექტები არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ანტროლინი რექტალური კრემი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, ლორწოვანი გარსების სერიოზული დაზიანებით და ფლოგოზით დასამუშავებელ მიდამოში, რადგან ამ სიტუაციებში შეიძლება მოხდეს აქტიური ნივთიერებების გადაჭარბებული შეწოვა. გარდა ამისა, სამკურნალო პროდუქტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დიაბეტიან პაციენტებში ან ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ანტროლინი რექტალური კრემით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე 18 წლამდე ასაკის პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბეტა-ბლოკატორებით ან ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებით.

არტერიული წნევის კონტროლი რეკომენდებულია მკურნალობის დასაწყისში და პერიოდულად მთელი მისი ხანგრძლივობის განმავლობაში. მკურნალობის წარუმატებლობის (სიმპტომების გაუმჯობესების არარსებობის ან გაუარესების) შემთხვევაში, მკურნალობა წყდება და სხვა ზომების მისაღებად უნდა მიმართოთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან

ნიფედიპინის არსებობის გამო, ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ეფექტი ანტროლინი რექტალური კრემის გამოყენებისას, შეიძლება გაძლიერდეს. პროპრანოლოლი ახანგრძლივებს ლიდოკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდს და ზრდის ნიფედიპინის პლაზმურ დონეს. ციმეტიდინს შეუძლია გაზარდოს ლიდოკაინისა და ნიფედიპინის პლაზმური დონეები. ანტროლინი რექტალური კრემის ერთდროულმა გამოყენებამ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დიგოქსინით, შეიძლება გამოიწვიოს დიგოქსინის პლაზმური დონის მატება.

სპეციალური გაფრთხილებები

პრეპარატის ადგილობრივმა გამოყენებამ გადაჭარბებული დოზებით და/ან ხანგრძლივ პერიოდში შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაციის ფენომენი და ადგილობრივი ჰიპერემია და სისხლდენა, რომლებიც ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს

ნიფედიპინი და ლიდოკაინი კვეთს პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში. ვირთაგვებში და ბოცვრებში ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ნიფედიპინი იწვევს ტერატოგენულ ეფექტს. ლიდოკაინი არ ავლენს რაიმე რისკს ნაყოფისთვის. მაგრამ პროდუქტის გამოყენება ორსულებში და მეძუძურ ქალებში რეკომენდებული არ არის.

გაფრთხილებები, რომლებიც დაკავშირებულია ზოგიერთ დამხმარე კომპონენტთან

ანტროლინი რექტალური კრემი შეიცავს ნატრიუმის მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატს და პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული და ასევე დაგვიანებული რეაქციები. გარდა ამისა, ანტროლინი რექტალური კრემი შეიცავს პროპილენგლიკოლს და ცეტოსტეარილის სპირტს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).

შეინახეთ სამკურნალო პროდუქტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.

დოზა, გამოყენების წესი და დრო

ენდორექტალური და პერიანალური აპლიკაციებისთვის.

წაისვით კრემი დღეში 2-ჯერ მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში.

გამოყენების მეთოდი

  • დაწექით საწოლზე მარცხენა გვერდზე;
  • მოახრახნეთ ტუბს თავსახური და მიახრახნეთ კანულა, გამოდევნეთ მცირე რაოდენობით კრემი კანულის გასაპოხად და მოათავსეთ ანუსში;
  • მოუჭირეთ ტუბის ბოლოს, რათა გამოდევნოთ ტუბიდან დაახლოებით ერთი სანტიმეტრი (ტუბის შემცველობის ერთი სანტიმეტრი შეიცავს დაახლოებით 2,5 – 3 გ კრემს).

დოზის გადაჭარბება

ანტროლინი რექტალური კრემის დოზის გადაჭარბებისას სისტემური ტოქსიკურობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. პროდუქტის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ მოწამვლის შემთხვევაში, სისტემური ეფექტები უნდა იყოს ისეთივე, როგორც ჩვეულებრივ, გამოწვეული აქტიური ნივთიერებებით მიღების სხვა გზებით. ნიფედიპინით მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ცნობიერების დარღვევა, მათ შორის კომა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემის რითმის ცვლილება და კარდიოგენური შოკი. რაც შეეხება მკურნალობას, შეიძლება გამოყენებულ იქნას ბეტა-სიმპატომიმეტური საშუალებები გულისცემის რითმის ბრადიკარდიის დროს და მძიმე ჰიპოტენზიის შემთხვევაში, კალციუმის გლუკონატი (10-20 მლ ინტრავენური 10% ხსნარი, ნელა) და შესაძლოა დოფამინი ან ნორადრენალინი.

ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებზე და ლიდოკაინზე ტოქსიკური რეაქციების დიდი ნაწილი გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე; ვლინდება „გაბრუება“ და თავბრუსხვევა, რასაც ხშირად მოჰყვება ვიზუალური და სმენის მხრივ დარღვევები, როგორიცაა აკომოდაციის სირთულე და ტინიტუსი. ყველაზე მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ცნს-ის დეპრესია და კრუნჩხვები. მკურნალობა სიმპტომურია.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

რეაქციები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ქავილი, ჰიპერემია და სისხლდენა შეიძლება განვიტარდეს ადგილობრივად. ეს ეფექტები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ლიდოკაინის შემცველი პრეპარატების ადგილობრივმა გამოყენებამ გამოიწვია ალერგიული რეაქციები (ყველაზე სერიოზულ შემთხვევებში ანაფილაქსიური შოკი).

კლინიკური კვლევის ფაზაში არ გამოვლენილა არასასურველი ეფექტები (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პერიფერიული ვაზოდილატაცია, ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა და ტრემორი) ორი აქტიური ნივთიერების შესაძლო სისტემური შეწოვის გამო.

გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით: სუნთქვის გაძნელება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ არნიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ან ახსნილი ამ ინსტრუქციაში.

ADR Reporting Website: https://medicinesauthority.gov.mt/adrportal

ვარგისობის ვადა და შენახვა:

შეამოწმეთ კონტეინერზე მითითებული ვარგისობის ვადა.

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში. არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა ეხება სამკურნალო პროდუქტს დაუზიანებელ შეფუთვაში, სათანადოდ შენახულს.

პროდუქტის შენახვის ვადა მისი პირველი გახსნიდან არის 30 დღე (ჩაინიშნეთ პირველი გახსნის თარიღი ყუთზე მითითებულ ადგილზე).

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ ეს წამალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ და პირველი გახსნიდან 30 დღის შემდეგ

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბოლო გადასინჯვის თარიღი: 03/2023

სავაჭრო ლიოცენზიის მფლობელი

Neopharmed Gentili S.p.A.

Via San Giuseppe Cottolengo, 15

20143 - Milan

საბოლოო პროდუქტის მწარმოებელი და მაკონტროლებელი

New.Fa.Dem. S.r.l. რეგისტრირებული ოფისით და წარმოების ადგილით Viale Ferrovia dello Stato Zona A.S.I. 80014 - Giugliano in Campania (NA).

Vamfarma Srl – Via Kennedy, 5 26833 Comazzo (LO) Italy

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა