ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ანტიფლუ

Antiflu

ურეცეპტოდ325მგ+5მგ+2მგინსტრუქცია ქართულადაშშ
რისთვის გამოიყენება

მწვავე რესპირატორული დაავადებების და გრიპის სიმტომატური მკურნალობა, რომელთაც ახლავს სხეულის ტემპერატურის აწევა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთ–სახსროვანი ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, რინორეა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფენილეფრინი (phenylephrine) + acetaminophen + chlorpheniramine
ფორმა და შეფუთვა
325მგ+5მგ+2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12 (1X12)
მწარმოებელი
Contract Pharmacal Corp., აშშ
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE51
რეგისტრაციის ნომერი
რ-045334
რეგისტრირებულია
30 აპრილი 2026, მოქმედებს 30 აპრილი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bayer Consumer Care AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
Bayer Consumer Care AG-ის მინდობილი პირი სალომე მესხი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაანტიფლუ და სხვა წამალი ერთად

ანტიფლუ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მწვავე რესპირატორული დაავადებების და გრიპის სიმტომატური მკურნალობა, რომელთაც ახლავს სხეულის ტემპერატურის აწევა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთ–სახსროვანი ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, რინორეა.

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით.

უფროსები: 1-2 ტაბლეტი, აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ მიღება ყოველ 4-6 საათში, მაგრამ არაუმეტეს 8 ტაბლეტისა დღე–ღამეში.

ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 ტაბლეტი, აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ მიღება ყოველ 4-6 საათში.

12 წლამდე ბავშვებისთვის პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია პრეპარატის დღე–ღამური დოზის შემცირება და მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.

გვერდითი ქმედებები

აცეტამინოფენი

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად–გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, შეკრულობა, დიარეა ან მეტეორიზმი. პრეპარატის მნიშვნელოვანი დოზის ხანგრძლივად მიღებისას – ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, ჰეპატოტოქსიკური მოქმედება.

სისხლის სისტემის მხრივ: ძალზე იშვიათად – ჰემოლიტიკური ანემია, მეტგემოგლობინემია, თრომბოციტოპენია, ერთეულ შემთხვევებში – აპლასტიკური ანემია, პანციტოპენია, სულფჰემოგლობინემია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის კოლიკა, ასეპტიკური პიურია, ინტერსტიციალური გლომერულონეფრიტი, ძალზე იშვიათად – ნეფროტოქსიკური მოქმედება, პაპილარული ნეკროზი.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ჰიპერემია, ძალზე იშვიათად – ბრონქიალური ობსტრუქცია, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენს–ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ერთეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური შოკი, ანგინონევროზული შეშუპება.

ზოგჯერ შეიმჩნევა ალერგიული ტიპის რეაქციები, ასთმური შეტევის ჩათვლით, პაციენტებში, რომლებსაც აცეტილსალიცილმჟავის აუტანლობა აქვთ.

სხვა: იშვიათად – ჰიპოგლიკემია, საერთო სისუსტე, გაძლიერებული ოფლის გამოყოფა.

ქლორფენირამინის მალეატი

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, პირის და ხახის სიმშრალე.

მხედველობის ორგანოების მხრივ: ძალზე იშვიათად – მიდრიაზი, აკომოდაციის დარღვევა, შიდა წნევის აწევა.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – ტაქიკარდია.

ცნს–ის მხრივ: იშვიათად – ძილიანობა, თავის ტკივილი, ტრემორი.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ძალზე იშვიათად – შარდის შეკავება და სტრანგურია (შარდვის გაძნელება).

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი

ცნს–ის მხრის: იშვიათად – თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების არევა.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – ტაქიკარდია, რეფლექტორული ბრადიკარდია, ქოშინი, გულის ტკივილი, არტერიული წნევის აწევა (განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში), არითმია.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა.

უკუჩვენებები

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ღვიძლის და/ან თირკმელების გამოკვეთილი დარღვევები, გლუკოზა–6–ფოსფატდეჰიდროგენაზას ფერმენტის დეფიციტი, სისხლის დაავადებები, მძიმე გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, მიდრეკილება სისხლძარღვთა სპაზმისადმი, გლაუკომის გლაუკომის დახურულკუთხოვანი ფორმა, შარდვის გართულება წინამდებარე ჯირკვლის ადენომისას, ფილტვების ეფიზემა ან ქრონიკული ბრონქიტი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერთირეოზი, ბრონქიალური ასთმა, ფეოქრომაციტომა, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია, ალკოჰოლიზმი, მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად მიღება და მაო–ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში, ორსულობა, ლაქტაცია.

დოზის გადამეტება

უფროსებში და 12 წლის ზემოთ ბავშვებში 10 გ აცეტამინოფენზე მეტის მიღებისას შესაძლოა მოხდეს ღვიძლის დაზიანება. 5 გ აცეტამინოფენის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება პირებში შემდეგი რისკის ფაქტორებით (იხ.ქვემოთ):

  • ხანგრძლივი მკურნალობა კარბამაზეპინით, ფენობარბიტალით, ფენიტოინით, პრიმიდონით, რიფამპიცინით, კრაზანით ან სხვა პრეპარატებით, რომლებიც ახდენენ ღვიძლის ფერმენტების ინდუცირებას;
  • ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
  • გლუტატიონის აშკარა დეფიციტი (შესაძლოა გამოვლინდეს საჭმლის მონელების დარღვევისას, მუკოვიციდოზისას, აივ–ინფექციებისას, შიმშილობისას, კახექსიისას).

აცეტამინოფენის დოზის გადამეტების სიმპტომები: პირველ დღეს–სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია და მუცლის ტკივილი. ღვიძლის დაზიანება შეინიშნება პრეპარატის მიღებიდან 12-48 საათის შემდეგ. შესაძლებელია გლუკოზის მეტაბოლიზმის ცვლილებები და მეტაბოლური აციდოზი. მძიმე მოწამვლისას შესაძლოა მოხდეს თირკმლის უკმარისობის პროგრესირება ენცეფალოპათიის, სისხლდენის, ჰიპოგლიკემიის, ტვინის შეშუპების, სიკვდილის განვითარებამდე. თუ პაციენტს გაუჩნდა ჩივილები წელის ტკივილზე, ჰემატურიასა და პროტეინურიაზე, ეჭვი უნდა მივიტანოთ მწვავე თირკმლის უკმარისობაზე მწვავე ტუბულარული ნეკროზით, რაც შესაძლოა შეინიშნოს ღვიძლის დაზიანების არარსებობის დროსაც კი.

მკურნალობა:

უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ. საჭიროა ჰოსპიტალიზაცია სიმპტომების გამოვლენის ხარისხის მიუხედავად, ორგანოების დაზიანების რისკის გამო.

აქტივირებული ნახშირის მიღება ეფექტურია, თუ აცეტამინოფენის მიღებიდან გასულია არაუმეტეს 1 საათისა. აცეტამინოფენის პლაზმური კონცენტრაციები უნდა შეფასდეს მიღებიდან 4 საათის შემდეგ. აცეტამინოფენის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში შეიძლება ჩატარდეს მკურნალობა N–აცეტილცისტეინით (აუცილებლობის შემთხვევაში–შიდავენურად). მაქსიმალური ეფექტი–8 საათის ფარგლებში აცეტამინოფენის ზედმეტი დოზის მიღებიდან, შემდეგ მკვეთრად ეცემა. ღებინების არარსებობის შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს მეთიონინი პერორალურად.

ფენილეფრინი

ფენილეფრინის დოზის გადამეტების სიმპტომები–იხ. შესაბამის განყოფილებაში აღწერილი გვერდითი ეფექტები. გარდა ამისა, შესაძლებელია ჰიპერტენზია და რეფლექტორული ბრადიკარდია. ფენილეფრინის რაოდენობა, რომელსაც შეუძლია სერიოზული გამოვლინებების გამოწვევა, ბევრად ნაკლებია პარაცეტამოლის შესაბამის რაოდენობაზე, რომელიც საკმარისია ღვიძლის ტოქსიკურობის განსავითარებლად.

მკურნალობა. სიმპტომატური. გამოკვეთილი ჰიპერტენზიის წარმოქმნისას მიზანშეწონილია ალფა–ადრენობლოკატორების, მაგალითად ფენტოლამინის გამოყენება.

ქლორფენირამინი

დოზის გადამეტების სიმპტომები: შესაძლებელია სედაცია, ცნს–ის პარადოქსალური აღგზნება, კრუნჩხვა, ანტიქოლინერგიული ეფექტები, დისტონიური რეაქციები, არითმია.

მკურნალობა. სიმპტომატური და ხელშემწყობი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გულის, სასუნთქი, თვიძლის და თირკმლის ფუნქციებს, წყალ–ელექტროლიტურ ბალანსს. უკუჩვენების და ბოლო დროს დოზის გადამეტების არარსებობისას – აქტივირებული ნახშირი პერორალურად (ეს შედარებით უფრო ეფექტურია, თუ პრეპარატის მიღებიდან ერთ საათზე მეტი არაა გასული). ჰიპერტონიისა და არითმიის მკურნალობა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ. კრუნჩხვის წარმოქმნისას ეფექტურია დიაზეპამი. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ჰემოპერფუზია.

სიფრთხილის ზომები

მკურნალობის ხანგრძლივობა–არაუმეტეს 3 დღისა. საკმაო თერაპიული ეფექტის არარსებობისას, მაღალი ტემპერატურისას, რომელიც ნარჩუნდება 3 დღეზე მეტი ხნის მკურნალობის ფონზე, აგრეთვე ახალი სიმპტომების გაჩენისას საჭიროა მხედველობაში იქონიოთ უფრო სერიოზული დაავადებების შესაძლებლობა და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას ღვიძლის, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის გადამეტების რისკთან დაკავშირებით. პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები, ეპილეფსია, რეინოს სინდრომი, პროსტატის გადიდება, პრეპარატის მიღების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატი არ უნდა მიიღოთ დეკონჰესტამინთან და გაციების და გრიპის სიმპტომების შემამსუბუქებელ სხვა პრეპარატებთან ერთად.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავი შეიკავოთ ალკოჰოლის, საძილე და დამამშვიდებელი (ტრანკვილიზატორების) სამკურნალწამლო საშუალებების მიღებისგან.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცეტამინოფენის ჰეპატო– და ნეფროტოქსიკურობა ძლიერდება ბარბიტურატებთან, ალკოჰოლთან კომბინირებისას. აცეტამინოფენი ანელებს ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების გამოყოფას. ტეტრაციკლინები ზრდის ანემიის და მეტჰემოგლობინემიის განვითარების რისკს აცეტამინოფენის მიღებისას. აცეტამინოფენის შეწოვის სისწრაფე შეიძლება გაიზარდოს მეტოკლოპრამიდსა და დომპერიდონთან ერთად მიღებისას და შემცირდეს ქოლესტირამინთან ერთად მიღებისას. ხანგრძლივი რეგულარული მიღებისას აცეტამინოფენი აძლიერებს ვარფარინის და სხვა კუმარინების ანტიკოაგულანტურ ეფექტს და ზრდის სისხლდენის რისკს, იშვიათი მიღებისას არსებით გავლენას არ ახდენს.

საძილე და სედატური საშუალებების, ნეიროლეპტიკების, ტრანკვილიზატორების, ალკოჰოლის ერთდროული მიღება არსებითად აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ქლორფენირამინის მალეატის დამთრგუნველ გავლენას. ქლორფენირამინი ახდენს მეტაბოლიზმის ინჰიბირებას და ზრდის ფენიტოინის ტოქსიკურობის რისკს. ლოპინავირს შეუძლია გაზარდოს ქლორფენირამინის პლაზმური კონცენტრაცია. ქლორფენირამინი აძლიერებს ატრიპონის, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების სპაზმოლიტიკების, პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების ანტიქოლინერგიულ ქმედებას.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ასუსტებს რეზერპინის და ოქტადინის ჰიპოტენზურ ქმედებას. მონოამინოქსიდაზის და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზული კრიზის განვითარება. ფენილეფრინის სხვა სიმპატომიმეტურ ამინებთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულსისხლძარღვთა გვერდითი ეფექტების რისკის. ფენილეფრინმა შესაძლოა შეასუსტოს ბეტა–ბლოკატორების და ანტიჰიპერტენზული პრეპარატების ეფექტი და გაზარდოს არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი და სხვა არასასურველი ეფექტები გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა ამიტრიპტილინი) ფენილეფრინთან ერთად მიღებისას ზრდის გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი რეაქციების განვითარების ალბათობას. ინჰალაციური ანესთეზიის ჩატარების წინ ფენილეფრინის მიღება ზრდის გულის რითმის დარღვევის რისკს. ფენილეფრინის დიგოქსინთან და გულის გლიკოზიდებთან ერთად მიღება ხრდის გულის არითმიის და ინფარქტის განვითარების რისკს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავი აარიდოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, მექანიზმებთან მუშაობას და სხვა პოტენციურად საშიშ საქმიანობას.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები (1 ტაბლეტი): აცეტამინოფენი (აცეტამინოფენის გრანულების* სახით) 325 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 5 მგ, ქლორფენირამინის მალეატი 2 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინმჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კაჟის დიოქსიდი კოლოიდური, D&C ყვითელი N10 ლაქი (E104), მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მინერალური ზეთი, მაგნიუმის სილიკატი, პოლიეთილენგლიკოლი.

  • გრანულების შემადგენლობაში შედის: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, პოვიდონი, სტეარინმჟავა, ნატრიუმის სახამებლის გლიკონატი.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა

12 ტაბლეტი პოლივინილქლორიდ/ალუმინის ბლისტერში. ბლისტერი ფურცელ–ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი

ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ,

პეტერ მერიან–შტრასე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია

კონტრაქტ ფარმაკალ კორპორეიშნ,

135 ადამს ავენიუ, ხოპოგი, ნიუ–იორკი, 11788, აშშ

ფარმაკოლოგიური თვისებები

აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და სუსტ ანთებისსაწინააღმდეგო ქმედებას. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვაში და ჰიპოთალამუსში თერმორეგულაციის ცენტრზე გავლენაში.

ქლორფენირამინის მალეატი – ანტიჰისტამინური საშუალება, H1 –ჰისტამინერგული რეცეპტორების ბლოკატორი. აქვს ალერგიის საწინააღმდეგო ქმედება, ამცირებს შეშუპებას და ცხვირის, ცხვირ–ხახის და ცხვირის დამატებითი ღრუების ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას, ამცირებს სურდოს და ცრემლდენას.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – α–ადრენომიმეტიკი, რომელიც სისხლძარღვების შემავიწროვებელი ქმედების ხარჯზე ამცირებს შეშუპებას და ზედა სასუნთქი გზების და ცხვირის დამატებითი ღრუების ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას.

ფარმაკოკინეტიკა

აცეტამინოფენი სწრაფად და სრულიად აბსორბირდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 30-60 წუთის შემდეგ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-2,5 საათს და ხანგრძლივდება ღვიძლის დაავადებებით დაავადებულ პირებში.

აცეტამინოფენი ძირითადად მეტაბოლიზირდება ღვიძლში გლუკურონის მჟავასა და გოგირდმჟავასთან კონიუგაციის ხარჯზე, ნაწილობრივ განიცდის დეაციტილირებას ან ფიდროქსილირებას. გამოიყოფა შარდთან ერთად (85% 24 საათის განმავლობაში). გამოყოფა ნელდება თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში აცეტამინოფენის და მისი მეტაბოლიზმის პროდუქტების დაგროვება ორგანიზმში.

ქლორფენირამინის მალეატი კარგად შეიწოვება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან, აღწევს სხვადასხვა ქსოვილებში, ცნს–ის ჩათვლით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12–დან 15–მდე საათს. მეტაბოლიზირდება ძირითადად ღვიძლში. გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების ფორმით და ნაწილობრივ უცვლელი სახით.

ფენილეფრინი შეიწოვება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან, მაგრამ აქვს შეზღუდული ბიოშეღწევადობა პრესისტემური მეტაბოლიზმის გამო.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ანტიფლუ (ANTIFLU)

გარსით დაფარული ტაბლეტები

ფურცელ-ჩანართი

(პაციენტებისათვის)

სავაჭრო დასახელება

ანტიფლუ

სამკურნალწამლო ფორმა

გარსით დაფარული

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი

სხვა ანალგეტიკები და სიცხის დამწევი საშუალებები. პარაცეტამოლი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში (ფსიქოლეპტიკების გარდა).

აღწერილობა

კაფსულისმაგვარი ღია ყვითელი ფერის ტაბლეტები, გამჭვირვალე აპკით დაფარული, ტვიფრული აღნიშვნით “AntiFlu” ცალ მხარეს.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები (1 ტაბლეტი): აცეტამინოფენი (აცეტამინოფენის გრანულების* სახით) 325 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 5 მგ, ქლორფენირამინის მალეატი 2 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინმჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კაჟის დიოქსიდი კოლოიდური, D&C ყვითელი N10 ლაქი (E104), მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მინერალური ზეთი, მაგნიუმის სილიკატი, პოლიეთილენგლიკოლი.

  • გრანულების შემადგენლობაში შედის: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, პოვიდონი, სტეარინმჟავა, ნატრიუმის სახამებლის გლიკონატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და სუსტ ანთებისსაწინააღმდეგო ქმედებას. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვაში და ჰიპოთალამუსში თერმორეგულაციის ცენტრზე გავლენაში.

ქლორფენირამინის მალეატი – ანტიჰისტამინური საშუალება, H1 –ჰისტამინერგული რეცეპტორების ბლოკატორი. აქვს ალერგიის საწინააღმდეგო ქმედება, ამცირებს შეშუპებას და ცხვირის, ცხვირ–ხახის და ცხვირის დამატებითი ღრუების ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას, ამცირებს სურდოს და ცრემლდენას.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – α–ადრენომიმეტიკი, რომელიც სისხლძარღვების შემავიწროვებელი ქმედების ხარჯზე ამცირებს შეშუპებას და ზედა სასუნთქი გზების და ცხვირის დამატებითი ღრუების ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას.

ფარმაკოკინეტიკა

აცეტამინოფენი სწრაფად და სრულიად აბსორბირდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 30-60 წუთის შემდეგ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-2,5 საათს და ხანგრძლივდება ღვიძლის დაავადებებით დაავადებულ პირებში.

აცეტამინოფენი ძირითადად მეტაბოლიზირდება ღვიძლში გლუკურონის მჟავასა და გოგირდმჟავასთან კონიუგაციის ხარჯზე, ნაწილობრივ განიცდის დეაციტილირებას ან ფიდროქსილირებას. გამოიყოფა შარდთან ერთად (85% 24 საათის განმავლობაში). გამოყოფა ნელდება თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში აცეტამინოფენის და მისი მეტაბოლიზმის პროდუქტების დაგროვება ორგანიზმში.

ქლორფენირამინის მალეატი კარგად შეიწოვება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან, აღწევს სხვადასხვა ქსოვილებში, ცნს–ის ჩათვლით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12–დან 15–მდე საათს. მეტაბოლიზირდება ძირითადად ღვიძლში. გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების ფორმით და ნაწილობრივ უცვლელი სახით.

ფენილეფრინი შეიწოვება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან, მაგრამ აქვს შეზღუდული ბიოშეღწევადობა პრესისტემური მეტაბოლიზმის გამო.

გამოყენების ჩვენება

მწვავე რესპირატორული დაავადებების და გრიპის სიმტომატური მკურნალობა, რომელთაც ახლავს სხეულის ტემპერატურის აწევა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთ–სახსროვანი ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, რინორეა.

გამოყენების წესი და დოზები

ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით.

უფროსები: 1-2 ტაბლეტი, აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ მიღება ყოველ 4-6 საათში, მაგრამ არაუმეტეს 8 ტაბლეტისა დღე–ღამეში.

ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 ტაბლეტი, აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ მიღება ყოველ 4-6 საათში.

12 წლამდე ბავშვებისთვის პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია პრეპარატის დღე–ღამური დოზის შემცირება და მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.

გვერდითი ქმედებები

აცეტამინოფენი

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად–გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, შეკრულობა, დიარეა ან მეტეორიზმი. პრეპარატის მნიშვნელოვანი დოზის ხანგრძლივად მიღებისას – ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, ჰეპატოტოქსიკური მოქმედება.

სისხლის სისტემის მხრივ: ძალზე იშვიათად – ჰემოლიტიკური ანემია, მეტგემოგლობინემია, თრომბოციტოპენია, ერთეულ შემთხვევებში – აპლასტიკური ანემია, პანციტოპენია, სულფჰემოგლობინემია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის კოლიკა, ასეპტიკური პიურია, ინტერსტიციალური გლომერულონეფრიტი, ძალზე იშვიათად – ნეფროტოქსიკური მოქმედება, პაპილარული ნეკროზი.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ჰიპერემია, ძალზე იშვიათად – ბრონქიალური ობსტრუქცია, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენს–ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ერთეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური შოკი, ანგინონევროზული შეშუპება.

ზოგჯერ შეიმჩნევა ალერგიული ტიპის რეაქციები, ასთმური შეტევის ჩათვლით, პაციენტებში, რომლებსაც აცეტილსალიცილმჟავის აუტანლობა აქვთ.

სხვა: იშვიათად – ჰიპოგლიკემია, საერთო სისუსტე, გაძლიერებული ოფლის გამოყოფა.

ქლორფენირამინის მალეატი

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, პირის და ხახის სიმშრალე.

მხედველობის ორგანოების მხრივ: ძალზე იშვიათად – მიდრიაზი, აკომოდაციის დარღვევა, შიდა წნევის აწევა.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – ტაქიკარდია.

ცნს–ის მხრივ: იშვიათად – ძილიანობა, თავის ტკივილი, ტრემორი.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ძალზე იშვიათად – შარდის შეკავება და სტრანგურია (შარდვის გაძნელება).

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი

ცნს–ის მხრის: იშვიათად – თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების არევა.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – ტაქიკარდია, რეფლექტორული ბრადიკარდია, ქოშინი, გულის ტკივილი, არტერიული წნევის აწევა (განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში), არითმია.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა.

უკუჩვენება

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ღვიძლის და/ან თირკმელების გამოკვეთილი დარღვევები, გლუკოზა–6–ფოსფატდეჰიდროგენაზას ფერმენტის დეფიციტი, სისხლის დაავადებები, მძიმე გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, მიდრეკილება სისხლძარღვთა სპაზმისადმი, გლაუკომის გლაუკომის დახურულკუთხოვანი ფორმა, შარდვის გართულება წინამდებარე ჯირკვლის ადენომისას, ფილტვების ეფიზემა ან ქრონიკული ბრონქიტი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერთირეოზი, ბრონქიალური ასთმა, ფეოქრომაციტომა, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია, ალკოჰოლიზმი, მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად მიღება და მაო–ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში, ორსულობა, ლაქტაცია.

დოზის გადამეტება

უფროსებში და 12 წლის ზემოთ ბავშვებში 10 გ აცეტამინოფენზე მეტის მიღებისას შესაძლოა მოხდეს ღვიძლის დაზიანება. 5 გ აცეტამინოფენის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება პირებში შემდეგი რისკის ფაქტორებით (იხ.ქვემოთ):

  • ხანგრძლივი მკურნალობა კარბამაზეპინით, ფენობარბიტალით, ფენიტოინით, პრიმიდონით, რიფამპიცინით, კრაზანით ან სხვა პრეპარატებით, რომლებიც ახდენენ ღვიძლის ფერმენტების ინდუცირებას;
  • ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
  • გლუტატიონის აშკარა დეფიციტი (შესაძლოა გამოვლინდეს საჭმლის მონელების დარღვევისას, მუკოვიციდოზისას, აივ–ინფექციებისას, შიმშილობისას, კახექსიისას).

აცეტამინოფენის დოზის გადამეტების სიმპტომები: პირველ დღეს–სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია და მუცლის ტკივილი. ღვიძლის დაზიანება შეინიშნება პრეპარატის მიღებიდან 12-48 საათის შემდეგ. შესაძლებელია გლუკოზის მეტაბოლიზმის ცვლილებები და მეტაბოლური აციდოზი. მძიმე მოწამვლისას შესაძლოა მოხდეს თირკმლის უკმარისობის პროგრესირება ენცეფალოპათიის, სისხლდენის, ჰიპოგლიკემიის, ტვინის შეშუპების, სიკვდილის განვითარებამდე. თუ პაციენტს გაუჩნდა ჩივილები წელის ტკივილზე, ჰემატურიასა და პროტეინურიაზე, ეჭვი უნდა მივიტანოთ მწვავე თირკმლის უკმარისობაზე მწვავე ტუბულარული ნეკროზით, რაც შესაძლოა შეინიშნოს ღვიძლის დაზიანების არარსებობის დროსაც კი.

მკურნალობა:

უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ. საჭიროა ჰოსპიტალიზაცია სიმპტომების გამოვლენის ხარისხის მიუხედავად, ორგანოების დაზიანების რისკის გამო.

აქტივირებული ნახშირის მიღება ეფექტურია, თუ აცეტამინოფენის მიღებიდან გასულია არაუმეტეს 1 საათისა. აცეტამინოფენის პლაზმური კონცენტრაციები უნდა შეფასდეს მიღებიდან 4 საათის შემდეგ. აცეტამინოფენის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში შეიძლება ჩატარდეს მკურნალობა N–აცეტილცისტეინით (აუცილებლობის შემთხვევაში–შიდავენურად). მაქსიმალური ეფექტი–8 საათის ფარგლებში აცეტამინოფენის ზედმეტი დოზის მიღებიდან, შემდეგ მკვეთრად ეცემა. ღებინების არარსებობის შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს მეთიონინი პერორალურად.

ფენილეფრინი

ფენილეფრინის დოზის გადამეტების სიმპტომები–იხ. შესაბამის განყოფილებაში აღწერილი გვერდითი ეფექტები. გარდა ამისა, შესაძლებელია ჰიპერტენზია და რეფლექტორული ბრადიკარდია. ფენილეფრინის რაოდენობა, რომელსაც შეუძლია სერიოზული გამოვლინებების გამოწვევა, ბევრად ნაკლებია პარაცეტამოლის შესაბამის რაოდენობაზე, რომელიც საკმარისია ღვიძლის ტოქსიკურობის განსავითარებლად.

მკურნალობა. სიმპტომატური. გამოკვეთილი ჰიპერტენზიის წარმოქმნისას მიზანშეწონილია ალფა–ადრენობლოკატორების, მაგალითად ფენტოლამინის გამოყენება.

ქლორფენირამინი

დოზის გადამეტების სიმპტომები: შესაძლებელია სედაცია, ცნს–ის პარადოქსალური აღგზნება, კრუნჩხვა, ანტიქოლინერგიული ეფექტები, დისტონიური რეაქციები, არითმია.

მკურნალობა. სიმპტომატური და ხელშემწყობი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გულის, სასუნთქი, თვიძლის და თირკმლის ფუნქციებს, წყალ–ელექტროლიტურ ბალანსს. უკუჩვენების და ბოლო დროს დოზის გადამეტების არარსებობისას – აქტივირებული ნახშირი პერორალურად (ეს შედარებით უფრო ეფექტურია, თუ პრეპარატის მიღებიდან ერთ საათზე მეტი არაა გასული). ჰიპერტონიისა და არითმიის მკურნალობა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ. კრუნჩხვის წარმოქმნისას ეფექტურია დიაზეპამი. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ჰემოპერფუზია.

სიფრთხილის ზომები

მკურნალობის ხანგრძლივობა–არაუმეტეს 3 დღისა. საკმაო თერაპიული ეფექტის არარსებობისას, მაღალი ტემპერატურისას, რომელიც ნარჩუნდება 3 დღეზე მეტი ხნის მკურნალობის ფონზე, აგრეთვე ახალი სიმპტომების გაჩენისას საჭიროა მხედველობაში იქონიოთ უფრო სერიოზული დაავადებების შესაძლებლობა და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას ღვიძლის, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის გადამეტების რისკთან დაკავშირებით. პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები, ეპილეფსია, რეინოს სინდრომი, პროსტატის გადიდება, პრეპარატის მიღების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატი არ უნდა მიიღოთ დეკონჰესტამინთან და გაციების და გრიპის სიმპტომების შემამსუბუქებელ სხვა პრეპარატებთან ერთად.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავი შეიკავოთ ალკოჰოლის, საძილე და დამამშვიდებელი (ტრანკვილიზატორების) სამკურნალწამლო საშუალებების მიღებისგან.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.

გავლენა ავტომობილის ტარებასა და მექანიზმების მართვის უნარზე

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავი აარიდოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, მექანიზმებთან მუშაობას და სხვა პოტენციურად საშიშ საქმიანობას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან

აცეტამინოფენის ჰეპატო– და ნეფროტოქსიკურობა ძლიერდება ბარბიტურატებთან, ალკოჰოლთან კომბინირებისას. აცეტამინოფენი ანელებს ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების გამოყოფას. ტეტრაციკლინები ზრდის ანემიის და მეტჰემოგლობინემიის განვითარების რისკს აცეტამინოფენის მიღებისას. აცეტამინოფენის შეწოვის სისწრაფე შეიძლება გაიზარდოს მეტოკლოპრამიდსა და დომპერიდონთან ერთად მიღებისას და შემცირდეს ქოლესტირამინთან ერთად მიღებისას. ხანგრძლივი რეგულარული მიღებისას აცეტამინოფენი აძლიერებს ვარფარინის და სხვა კუმარინების ანტიკოაგულანტურ ეფექტს და ზრდის სისხლდენის რისკს, იშვიათი მიღებისას არსებით გავლენას არ ახდენს.

საძილე და სედატური საშუალებების, ნეიროლეპტიკების, ტრანკვილიზატორების, ალკოჰოლის ერთდროული მიღება არსებითად აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ქლორფენირამინის მალეატის დამთრგუნველ გავლენას. ქლორფენირამინი ახდენს მეტაბოლიზმის ინჰიბირებას და ზრდის ფენიტოინის ტოქსიკურობის რისკს. ლოპინავირს შეუძლია გაზარდოს ქლორფენირამინის პლაზმური კონცენტრაცია. ქლორფენირამინი აძლიერებს ატრიპონის, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების სპაზმოლიტიკების, პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების ანტიქოლინერგიულ ქმედებას.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ასუსტებს რეზერპინის და ოქტადინის ჰიპოტენზურ ქმედებას. მონოამინოქსიდაზის და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზული კრიზის განვითარება. ფენილეფრინის სხვა სიმპატომიმეტურ ამინებთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულსისხლძარღვთა გვერდითი ეფექტების რისკის. ფენილეფრინმა შესაძლოა შეასუსტოს ბეტა–ბლოკატორების და ანტიჰიპერტენზული პრეპარატების ეფექტი და გაზარდოს არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი და სხვა არასასურველი ეფექტები გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა ამიტრიპტილინი) ფენილეფრინთან ერთად მიღებისას ზრდის გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი რეაქციების განვითარების ალბათობას. ინჰალაციური ანესთეზიის ჩატარების წინ ფენილეფრინის მიღება ზრდის გულის რითმის დარღვევის რისკს. ფენილეფრინის დიგოქსინთან და გულის გლიკოზიდებთან ერთად მიღება ხრდის გულის არითმიის და ინფარქტის განვითარების რისკს.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა

12 ტაბლეტი პოლივინილქლორიდ/ალუმინის ბლისტერში. ბლისტერი ფურცელ–ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი

ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ,

პეტერ მერიან–შტრასე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია

კონტრაქტ ფარმაკალ კორპორეიშნ,

135 ადამს ავენიუ, ხოპოგი, ნიუ–იორკი, 11788, აშშ

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა