ანტი-პოტასიუმი® წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც გამოდის გრანულების ფორმით და გამოიყენება სისხლში ჭარბი კალიუმის შესამცირებლად. ანტი-პოტასიუმი® აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პოლისტირენის სულფონატის კალციუმის მარილს. პრეპარატი მოთავსებულია პაკეტებში და შეფუთულია მუყაოს კოლოფებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (polystyrene sulfonate calcium salt)
- ფორმა და შეფუთვა
- 880მგ/გ გრანულები, პაკეტი №20
- მწარმოებელი
- _
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, ჰიპერკალიემიისა და ჰიპერფოსფატემიის სამკურნალო პრეპარატები
- ATC კოდი
- V03AE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0241
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ანტი-კალიუმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ანტი-პოტასიუმი® წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც გამოდის გრანულების ფორმით და გამოიყენება სისხლში ჭარბი კალიუმის შესამცირებლად. ანტი-პოტასიუმი® აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პოლისტირენის სულფონატის კალციუმის მარილს. პრეპარატი მოთავსებულია პაკეტებში და შეფუთულია მუყაოს კოლოფებში. თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 20, 60 ან 120 პაკეტი. ანტი-პოტასიუმი® გამოიყენება კალიუმის რაოდენობის შესამცირებლად სისხლში შემდეგ შემთხვევები:
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში, დიალიზის პროცედურების შორის პერიოდში, სისხლში კალიუმის სიჭარბის სამკურნალოდ და მისი პრევენციის მიზნით;
კალიუმით ინტოქსიკაციის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:
ანტი-პოტასიუმი®-ს გამოყენება შესაძლებელია პერორალური ან რექტალური გზით. თითოეული პაკეტი შეიცავს 15 გრამ ანტი-პოტასიუმი®-ს გრანულებს.
მოზრდილებში ჰიპერკალემიის (კალიუმის ჭარბი რაოდენობა სისხლში) სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი დოზები:
პერორალურად: 1 პაკეტი (15 გ) 2-4-ჯერ დღეში. რექტალურად: 2 პაკეტი (30 გ) 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სისხლში კალიუმის დონეზე. კალიუმის დონე უნდა შემოწმდეს რეგულარულად. მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლში კალიუმის დონეს და განსაზღვრავს მკურნალობის დასრულების დროს.
მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია დაბალი კალიუმის შემცველი დიეტა.
მიღების გზა და მეთოდი:
ანტი-პოტასიუმი®-ს გამოყენება შესაძლებელია პერორალური ან რექტალური გზით.
პერორალურად: ანტი-პოტასიუმი® მიიღება საკვებთან ან სითხეებთან შერევით. 1 პაკეტი (15 გრ) ანტი-პოტასიუმი® იხსნება 100 მლ წყალში, რძეში, ჩაიში ან ყავაში და ისმევა დაუყოვნებლივ (განულების გარსის დაშლამდე). ხილის წვენში პრეპარატის შერევა არ უნდა მოხდეს, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. ხილის წვენის მიღება ასევე არ უნდა მოხდეს ანტი-პოტასიუმი® -ს შემდეგ. გემოს გასაუმჯობესებლად, შესაძლებელია თაფლის, სიროფის, შაქრის ან დამატკბობელის დამატება.
რექტალურად: 2 პაკეტი (30 გრ) იხსნება 100-200 მლ სითხეში (წყალში ან გლუკოზას 5% ხსნარში) და თბება ოთახის ტემპერატურაზე. რექტალურად შეიყვანება ოყნის გამოყენებით (შემაკავებელი ოყნა), რაც უზრუნველყოფს პრეპარატისნაწლავებში დაყოვნებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შეყვანილი სითხე უნდა გაჩერდეს არაუმცირეს 4 საათის განმავლობაში.
უკეთესი ეფექტურობის გამო, უპირატესობა ენიჭება გამოყენების პერორალურ გზას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
საერთო დღიურ დოზას შეადგენს 0.5-1 გ/კგ, რაც ნაწილდება რამდენიმე მიღებაზე.
გამოყენება ხანში შესული ასაკის პირებში:
ხანში შესული ასაკის პირებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს (თირკმელების უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა და სხვ):
ზემოხსენებული მდგომარეობების დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ეარპასის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში შემავალი აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
თუ სისხლში კალიუმის რაოდენობა ნორმაზე ნაკლებია (ჰიპოკალემია);
თუ პაციენტს მომატებული აქვს კალციუმის რაოდენობა სისხლში (ჰიპერკალცემია) ან აქვს მდგომარეობები, რომლებიც ასოცირებულია ჰიპერკალცმიასთან, მაგ. ჰიპერპარათირეოზი (პარათჰორმონის მომატებული რაოდენობა), ძვლის ტვინის სიმსივნე (მრავლობითი მიელომა), სარკოიდოზი (დაავადება, რომელიც აზიანებს სხვადასხვა ორგანოს) ან კიბო, რომელიც გავრცელებულია სხვადასხვა ორგანოებში (მეტასტაზური კიბო);
თუ პაციენტს აქვს ნაწლავების ობსტრუქციით მიმდინარე დაავადება;
ახალშობილებში.
ანტი-პოტასიუმი® გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:
თუ პაციენტი იმყოფება კალციუმის მაღალი დოზის შემცველ დიეტაზე ან დიდი ხნის განმავლობაში ღებულობს კალციუმის შემცველ პრეპარატებს. აღნიშნულ შემთხვევებში, სისხლში კალციუმის შემცველობა რეგულარულად უნდა შემოწმდეს;
სისხლში კალიუმის დონის ზედმეტად დაქვეითების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია კალიუმის მონიტორინგი;
თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს მაგნიუმის შემცველობა სისხლში (ჰიპომაგნემია);
თუ პაციენტი ღებულობს საგულე გლიკოზიდებს (დიგიტალისს);
თუ პაციენტი ღებულობს მაგნიუმის შემცველ საფაღარათე საშუალებებს;
თუ პაციენტი ღებულობს შარდმდენ პრეპარატებს;
თუ პაციენტი ღებულობს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს (ანტი-პოტასიუმი®-ს და ტეტრაციკლინების მიღებათა შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 2 სთ);
თუ პაციენტი ღებულობს ანტიქოლინერგულ პრეპარატებს (აქვეითებენ ნერვული სისტემის და გლუვი კუნთების სტიმულაციას);
ანტი-პოტასიუმი® არ მიიღება სორბიტოლთან ერთად (სორბიტოლი გამოიყენება როგორც დამატკბობელი ან ნაწლავთა მასტიმულირებელი საშუალება);
ბავშვებში რექტალური გზით გამოყენების შემთხვევაში;
ასპირაციის (სასუნთქი გზების ობსტრუქცია) თავიდან ასაცილებლად საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. ფისის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას (როგორიცაა ანტი-პოტასიუმი® ) საჭიროა პაციენტის სწორ პოზაში მოთავსება, რათა არ განვითარდეს ასპირაცია (სასუნთქი გზების ობსტრუქცია) და მასთან ასოცირებული გართულებები ფილტვის და ბრონქული გზების მხრივ (ბრონქოპულმონარული გართულებები).
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სორბიტოლი (პერორალური ან რექტალური): სორბიტოლის და ნატრიუმის პოლისტირენის სულფონატის ერთდროულად გამოყენებამ შესაძლოა განაპირობოს უჯრედების სიკდილი მსხვილი ნაწლავის მიდამოში. აღნიშნულის გათვალისწინებით, აღნიშნული კომბინაციის გამოყენება რეკომენდებული არ არის;
სხვა კალციუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა სისხლში კალციუმის დონის მონიტორინგი;
ანტი-პოტასიუმთან® ერთად დიგიტალისის შემცველი პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა დაქვეითდეს კალიუმის შემცველობა სისხლში და გაიზარდოს აღნიშნული პრეპარატების ტოქსიურობის ან კარდილოგიური გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი (მაგ. გულის რითმის დარღვევები ან გულის ელექტროგამტარებლობის დარღვევა);
შარდმდენებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში იზრდება ჰიპოკალემიის (კალიუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში) განვითარების რისკი;
ანტი-პოტასიუმი® აქვეითებს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების და რკინის შემცველი პრეპარატების ეფექტურობას. აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, მიღებათა შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 2 საათზე მცირე;
ანტიქოლინერგული პრეპარატები (აქვეითებენ ნერვული სისტემის და გლუვი კუნთების სტიმულაციას) ამცირებენ ნაწლავთა პერისტალტიკას და ზრდიან საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს;
ნივთიერებები, რომლებიც გაცემენ დადებითად (+) დამუხტულ იონებს (კათიონები): პოლისტირენის სულფონატის კალციუმის მარილმა შესაძლოა შეასუსტოს კალიუმის ბმადობის ეფექტურობა;
არაშეწოვადი ანტაციდები (ამცირებენ მჟავიანობას კუჭში) და საფაღარათე საშუალებები, რომლებიც გაცემენ დადებითად (+) დამუხტულ იონებს (კათიონები): მათ შორის მაგნიუმის ჰიდროქსიდი და ალუმინის კარბონატი. არსებობს ცნობები სისხლში pH-ის მომატების შემთხვევების შესახებ, როდესაც კათიონების დონორი არაშეწოვადი ანტაციდები და საფაღარათე საშუალებები გამოიყენებოდა კათიონშემცვლელი ფისის პრეპარატებთან კომბინაციაში;
ალუმინის ჰიდროქსიდი: ფისის შემცველი (ნატრიუმის ფორმით) პრეპარატების და ალუმინის ჰიდროქსიდის ერთად გამოყენებისას, არსებობს ცნობები ნაწლავების ობსტრუქციის შემთხვევების შესახებ, ალუმინის ჰიდროქსიდის აკუმულაციის გამო;
ანტი-პოტასიუმმა შესაძლოა დააქვეითოს ლითიუმის (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების, მათ შორის ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ) შეწოვის ხარისხი;
ანტი-პოტასიუმმა შესაძლოა დააქვეითოს ლევოთიროქსინის (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების სამკურნალოდ) შეწოვის ხარისხი.
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით, პრეპრატის პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი მოქმედება ორსულობაზე, ნაყოფის განვითარებაზე, ორსულობაზე ან პოსტნატალურ პერიოდზე გამოვლენილი არ არის. ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. ყველა სხვა წამლის მსგავსად, ორსულობის პერიოდში, ანტი-პოტასიუმი®-ს დანიშვნამდე, მკურნალი ექიმი დაკვირვებით შეაფასებს მოსალოდნელ სარგებელსა და რისკებს.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატს არ ახასიათებს უარყოფითი მოქმედება ლაქტაციაზე, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა. უცნობია, ხვდება თუ არა პოლისტირენის სულფონატი დედის რძეში. სხვა პრეპარატების მსგავსად, ანტი-პოტასიუმი® -ის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. ყველა სხვა წამლის მსგავსად, ლაქტაციის პერიოდში, ანტი-პოტასიუმი®-ს დანიშვნამდე, მკურნალი ექიმი დაკვირვებით შეაფასებს მოსალოდნელ სარგებელსა და რისკებს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ანტი-პოტასიუმში® შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
1 გრ ანტი-პოტასიუმი® შეიცავს 13 მგ ნატრიუმის ციკლამატს. აღნიშნული გასათვალისწინებელია ნატრიუმის შემზღუდველ დიეტაზე მყოფი პირებისთვის.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება
სხვა პრეპარატების მსგავსად, ანტი-პოტასიუმმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები, რაც ასოცირებულია სისხლში კალიუმის რაოდენობის დაქვეითებასთან (ჰიპოკალემია) ან კალციუმის რაოდენობის მომატებასთან (ჰიპერკალცემია).
იშვიათი: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, კუჭის გაღიზიანება, მადის დაკარგვა და ფაღარათი; მწვავე ბრონქიტი და/ან პნევმონია კალციუმის პოლისტირენის სულფონატის ფრაგმენტების ჩასუნთქვის გამო.
ძალიან იშვიათი: ნაწლავთა ობსტრუქცია, განავალის აკუმულკაცია ბავშვებში, პრეპარატის რექტალური გზით გამოყენებისას; ბეზოარების ფორმირება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, პრეპარატის პერორალური გზით მიღებისას.
უცნობი სიხშირის: გასტროინტესტინალური წყლულები ან ქსოვილის სიკვდილი (ნეკროზი), რაც იწვევს ნაწლავთა პერფორაციას; კალიუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში, მაგნიუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში, კალციუმის რაოდენობის სიჭარბე სისხლში (ჰიპერკალცემია).
არსებპბს ცნობები ჰიპერკალცემიის განვითარების შესახებ დიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ კალციუმის ფისის შემცველ პრეპარატებს და თირკმელების ქრონიკული დაზიანების მქონე ზოგიერთ პაციენტში.
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ანტი-პოტასიუმი®-თ დოზის გადაჭარბება, ჩვეულებრივ, იწვევს სისხლში კალიუმის დონის ვარდნას. აღნიშნული შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ნიშნებით, მათ შორის დაღლილობით, კუნთების სისუსტით, გასტროპარეზი, წვრილი ნაწლავის ნაწილობრივი დამბლა (თეძოს ნაწლავის), ელექტროლიტური დარღვევები (მეტაბოლური აციდოზი), გაღიზიანებადობა (სტიმულზე გაძლიერებული რეაქცია), კონფუზია, გონებრივი პროცესების შენელება, რეფლექსების დაქვეითება. დროთა განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს დამბლა. მსგავს შემთხვევაში, რესპირატორული არესტი (სუნთქვის გაჩერება) წარმოადგენს საშიშ გართულებას. ძალიან მძიმე შემთხვევებში, ძლიერმა ჰიპოკალემიამ შესაძლოა განაპირობოს კომის განვითარება. ცვლილებები გულის ელექტრული აქტივობის მხრივ შესაძლოა თავსებადი იყოს ჰიპოკალემიასთან ან ჰიპერკალცემიასთან. შესაძლოა განვითარდეს არითმიები. თირკმელების თანმხლები დაზიანების არსებობის შემთხვევაში, თირკმლის მძიმე უკმარისობის კლინიკური სურათი შეიძლება შეინიღბოს ჰიპერკალემიის მიერ.
მკურნალობა: სისხლში ელექტროლიტური ბალანსის აღსადგენად საჭიროა შესაბამისი ზომების გატარება. საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ფისის მოსაცილებლად საჭიროა გამწმენდი ოყნის ან ნაწლავების მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება. ზედოზირების საწყის ეტაპზე, პრეპარატის მოცილება უნდა მოხდეს კუჭის ამორეცხვით (ან იპეკაკუანას სიროფის მეშვეობით). შემდეგ, საჭიროა ოყნის გამოყენება. ჰიპოკალემიის სიმპტომების მკურნალობა ასევე უნდა მოხდეს სისხლში კალიუმის და კალციუმის დონის მუდმივი მონიტორინგის პირობებში. კალციუმის დაკარგვის შესამცირებლად, შესაძლებელია კორტიკოსტეროიდების გამოყენება, ჰემოდიალიზთან ერთად.
პრეპარატის ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ უნდა მოხდეს.
მკურნალობის შეწყვეტასთა ასოცირებული მოვლენები
განსაკუთრებული მოვლენების განვითარება მოსალოდნელი არ არის.
შენახვის პირობები
ინახება თავისივე კოლოფში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ოთახის (არაუმეტეს 25C) ტემპერატურაზე. გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.
დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
ლიცენზიის მფლობელი:
ASSOS İlaç, Kimya, Gıda Ürünleri Üretim ve Tic. A.Ş.
Ümraniye, İstanbul, Türkiye.
ასსოს ილაკ, კიმია, გიდა ურუნლერი ურეტიმ ვე ტიკ., ა.ს.
უმრაიე, სტამბული, თურქეთი
წარმოების ადგილი:
MEDICE Arzneimittel Pütter GmbH & Co. KG, Iserlohn, Almanya adına Drogsan İlaçları San. ve Tic. A.Ş. Çubuk, Ankara, Türkiye.
მედიქე არზეიმიტელ პუტერ GmbH & Co. ქეიჯი, ისერლონი, გერმანია, დროგსან ილაცლარი სან. ვე ტიკ. ა.ს.-ის დაკვეთით - კუბუკი, ანკარა, თურქეთი
ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 28/12/2018
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ანტი-პოტასიუმი® 880 მგ/გ გრანულა
პერორალური ან რექტალური გამოყენებისთვის
აქტიური ნივთიერებები: 1 გრამი გრანულა შეიცავს 880 მგ პოლისტირენის სულფონატის კალციუმის მარილს.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილ ცელულოზა, ნატრიუმის ციკლამატი (E952), ვანილის არომატიზატორი.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.
კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ანტი-პოტასიუმი® და რისთვის გამოიყენება ის
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ანტი-პოტასიუმი®-ს გამოყენებამდე
ანტი-პოტასიუმი®-ს გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ანტი-პოტასიუმი®-ს შენახვის წესი
სათაურები მოცემულია.
რას წარმოადგენს ანტი-პოტასიუმი® და რისთვის გამოიყენება ის
ანტი-პოტასიუმი® წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც გამოდის გრანულების ფორმით და გამოიყენება სისხლში ჭარბი კალიუმის შესამცირებლად. ანტი-პოტასიუმი® აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პოლისტირენის სულფონატის კალციუმის მარილს. პრეპარატი მოთავსებულია პაკეტებში და შეფუთულია მუყაოს კოლოფებში. თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 20, 60 ან 120 პაკეტი. ანტი-პოტასიუმი® გამოიყენება კალიუმის რაოდენობის შესამცირებლად სისხლში შემდეგ შემთხვევები:
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში, დიალიზის პროცედურების შორის პერიოდში, სისხლში კალიუმის სიჭარბის სამკურნალოდ და მისი პრევენციის მიზნით;
კალიუმით ინტოქსიკაციის სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა ანტი-პოტასიუმი®-ს გამოყენებამდე
ანტი-პოტასიუმი® არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში შემავალი აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
თუ სისხლში კალიუმის რაოდენობა ნორმაზე ნაკლებია (ჰიპოკალემია);
თუ პაციენტს მომატებული აქვს კალციუმის რაოდენობა სისხლში (ჰიპერკალცემია) ან აქვს მდგომარეობები, რომლებიც ასოცირებულია ჰიპერკალცმიასთან, მაგ. ჰიპერპარათირეოზი (პარათჰორმონის მომატებული რაოდენობა), ძვლის ტვინის სიმსივნე (მრავლობითი მიელომა), სარკოიდოზი (დაავადება, რომელიც აზიანებს სხვადასხვა ორგანოს) ან კიბო, რომელიც გავრცელებულია სხვადასხვა ორგანოებში (მეტასტაზური კიბო);
თუ პაციენტს აქვს ნაწლავების ობსტრუქციით მიმდინარე დაავადება;
ახალშობილებში.
ანტი-პოტასიუმი® გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:
თუ პაციენტი იმყოფება კალციუმის მაღალი დოზის შემცველ დიეტაზე ან დიდი ხნის განმავლობაში ღებულობს კალციუმის შემცველ პრეპარატებს. აღნიშნულ შემთხვევებში, სისხლში კალციუმის შემცველობა რეგულარულად უნდა შემოწმდეს;
სისხლში კალიუმის დონის ზედმეტად დაქვეითების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია კალიუმის მონიტორინგი;
თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს მაგნიუმის შემცველობა სისხლში (ჰიპომაგნემია);
თუ პაციენტი ღებულობს საგულე გლიკოზიდებს (დიგიტალისს);
თუ პაციენტი ღებულობს მაგნიუმის შემცველ საფაღარათე საშუალებებს;
თუ პაციენტი ღებულობს შარდმდენ პრეპარატებს;
თუ პაციენტი ღებულობს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს (ანტი-პოტასიუმი®-ს და ტეტრაციკლინების მიღებათა შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 2 სთ);
თუ პაციენტი ღებულობს ანტიქოლინერგულ პრეპარატებს (აქვეითებენ ნერვული სისტემის და გლუვი კუნთების სტიმულაციას);
ანტი-პოტასიუმი® არ მიიღება სორბიტოლთან ერთად (სორბიტოლი გამოიყენება როგორც დამატკბობელი ან ნაწლავთა მასტიმულირებელი საშუალება);
ბავშვებში რექტალური გზით გამოყენების შემთხვევაში;
ასპირაციის (სასუნთქი გზების ობსტრუქცია) თავიდან ასაცილებლად საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. ფისის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას (როგორიცაა ანტი-პოტასიუმი® ) საჭიროა პაციენტის სწორ პოზაში მოთავსება, რათა არ განვითარდეს ასპირაცია (სასუნთქი გზების ობსტრუქცია) და მასთან ასოცირებული გართულებები ფილტვის და ბრონქული გზების მხრივ (ბრონქოპულმონარული გართულებები).
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საკვებთან და სითხეებთან ერთად.
ანტი-პოტასიუმი® მიიღება საკვებთან ან სითხეებთან შერევით. 1 პაკეტი (15 გრ) ანტი-პოტასიუმი® იხსნება 100 მლ წყალში, რძეში, ჩაიში ან ყავაში და ისმევა დაუყოვნებლივ (განულების გარსის დაშლამდე). ხილის წვენში პრეპარატის შერევა არ უნდა მოხდეს, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. ხილის წვენის მიღება ასევე არ უნდა მოხდეს ანტი-პოტასიუმი® -ს შემდეგ. გემოს გასაუმჯობესებლად, შესაძლებელია თაფლის, სიროფის, შაქრის ან დამატკბობელის დამატება.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით, პრეპრატის პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი მოქმედება ორსულობაზე, ნაყოფის განვითარებაზე, ორსულობაზე ან პოსტნატალურ პერიოდზე გამოვლენილი არ არის. ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. ყველა სხვა წამლის მსგავსად, ორსულობის პერიოდში, ანტი-პოტასიუმი®-ს დანიშვნამდე, მკურნალი ექიმი დაკვირვებით შეაფასებს მოსალოდნელ სარგებელსა და რისკებს.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატს არ ახასიათებს უარყოფითი მოქმედება ლაქტაციაზე, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა. უცნობია, ხვდება თუ არა პოლისტირენის სულფონატი დედის რძეში. სხვა პრეპარატების მსგავსად, ანტი-პოტასიუმი® -ის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. ყველა სხვა წამლის მსგავსად, ლაქტაციის პერიოდში, ანტი-პოტასიუმი®-ს დანიშვნამდე, მკურნალი ექიმი დაკვირვებით შეაფასებს მოსალოდნელ სარგებელსა და რისკებს.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ანტი-პოტასიუმში® შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
1 გრ ანტი-პოტასიუმი® შეიცავს 13 მგ ნატრიუმის ციკლამატს. აღნიშნული გასათვალისწინებელია ნატრიუმის შემზღუდველ დიეტაზე მყოფი პირებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
სორბიტოლი (პერორალური ან რექტალური): სორბიტოლის და ნატრიუმის პოლისტირენის სულფონატის ერთდროულად გამოყენებამ შესაძლოა განაპირობოს უჯრედების სიკდილი მსხვილი ნაწლავის მიდამოში. აღნიშნულის გათვალისწინებით, აღნიშნული კომბინაციის გამოყენება რეკომენდებული არ არის;
სხვა კალციუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა სისხლში კალციუმის დონის მონიტორინგი;
ანტი-პოტასიუმთან® ერთად დიგიტალისის შემცველი პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა დაქვეითდეს კალიუმის შემცველობა სისხლში და გაიზარდოს აღნიშნული პრეპარატების ტოქსიურობის ან კარდილოგიური გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი (მაგ. გულის რითმის დარღვევები ან გულის ელექტროგამტარებლობის დარღვევა);
შარდმდენებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში იზრდება ჰიპოკალემიის (კალიუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში) განვითარების რისკი;
ანტი-პოტასიუმი® აქვეითებს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების და რკინის შემცველი პრეპარატების ეფექტურობას. აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, მიღებათა შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 2 საათზე მცირე;
ანტიქოლინერგული პრეპარატები (აქვეითებენ ნერვული სისტემის და გლუვი კუნთების სტიმულაციას) ამცირებენ ნაწლავთა პერისტალტიკას და ზრდიან საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს;
ნივთიერებები, რომლებიც გაცემენ დადებითად (+) დამუხტულ იონებს (კათიონები): პოლისტირენის სულფონატის კალციუმის მარილმა შესაძლოა შეასუსტოს კალიუმის ბმადობის ეფექტურობა;
არაშეწოვადი ანტაციდები (ამცირებენ მჟავიანობას კუჭში) და საფაღარათე საშუალებები, რომლებიც გაცემენ დადებითად (+) დამუხტულ იონებს (კათიონები): მათ შორის მაგნიუმის ჰიდროქსიდი და ალუმინის კარბონატი. არსებობს ცნობები სისხლში pH-ის მომატების შემთხვევების შესახებ, როდესაც კათიონების დონორი არაშეწოვადი ანტაციდები და საფაღარათე საშუალებები გამოიყენებოდა კათიონშემცვლელი ფისის პრეპარატებთან კომბინაციაში;
ალუმინის ჰიდროქსიდი: ფისის შემცველი (ნატრიუმის ფორმით) პრეპარატების და ალუმინის ჰიდროქსიდის ერთად გამოყენებისას, არსებობს ცნობები ნაწლავების ობსტრუქციის შემთხვევების შესახებ, ალუმინის ჰიდროქსიდის აკუმულაციის გამო;
ანტი-პოტასიუმმა შესაძლოა დააქვეითოს ლითიუმის (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების, მათ შორის ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ) შეწოვის ხარისხი;
ანტი-პოტასიუმმა შესაძლოა დააქვეითოს ლევოთიროქსინის (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების სამკურნალოდ) შეწოვის ხარისხი.
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
- ანტი-პოტასიუმი®-ს გამოყენების წესი
სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:
ანტი-პოტასიუმი®-ს გამოყენება შესაძლებელია პერორალური ან რექტალური გზით. თითოეული პაკეტი შეიცავს 15 გრამ ანტი-პოტასიუმი®-ს გრანულებს.
მოზრდილებში ჰიპერკალემიის (კალიუმის ჭარბი რაოდენობა სისხლში) სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი დოზები:
პერორალურად: 1 პაკეტი (15 გ) 2-4-ჯერ დღეში. რექტალურად: 2 პაკეტი (30 გ) 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სისხლში კალიუმის დონეზე. კალიუმის დონე უნდა შემოწმდეს რეგულარულად. მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლში კალიუმის დონეს და განსაზღვრავს მკურნალობის დასრულების დროს.
მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია დაბალი კალიუმის შემცველი დიეტა.
მიღების გზა და მეთოდი:
ანტი-პოტასიუმი®-ს გამოყენება შესაძლებელია პერორალური ან რექტალური გზით.
პერორალურად: ანტი-პოტასიუმი® მიიღება საკვებთან ან სითხეებთან შერევით. 1 პაკეტი (15 გრ) ანტი-პოტასიუმი® იხსნება 100 მლ წყალში, რძეში, ჩაიში ან ყავაში და ისმევა დაუყოვნებლივ (განულების გარსის დაშლამდე). ხილის წვენში პრეპარატის შერევა არ უნდა მოხდეს, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. ხილის წვენის მიღება ასევე არ უნდა მოხდეს ანტი-პოტასიუმი® -ს შემდეგ. გემოს გასაუმჯობესებლად, შესაძლებელია თაფლის, სიროფის, შაქრის ან დამატკბობელის დამატება.
რექტალურად: 2 პაკეტი (30 გრ) იხსნება 100-200 მლ სითხეში (წყალში ან გლუკოზას 5% ხსნარში) და თბება ოთახის ტემპერატურაზე. რექტალურად შეიყვანება ოყნის გამოყენებით (შემაკავებელი ოყნა), რაც უზრუნველყოფს პრეპარატისნაწლავებში დაყოვნებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შეყვანილი სითხე უნდა გაჩერდეს არაუმცირეს 4 საათის განმავლობაში.
უკეთესი ეფექტურობის გამო, უპირატესობა ენიჭება გამოყენების პერორალურ გზას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
საერთო დღიურ დოზას შეადგენს 0.5-1 გ/კგ, რაც ნაწილდება რამდენიმე მიღებაზე.
გამოყენება ხანში შესული ასაკის პირებში:
ხანში შესული ასაკის პირებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს (თირკმელების უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა და სხვ):
ზემოხსენებული მდგომარეობების დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ეარპასის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ანტი-პოტასიუმი®-თ დოზის გადაჭარბება, ჩვეულებრივ, იწვევს სისხლში კალიუმის დონის ვარდნას. აღნიშნული შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ნიშნებით, მათ შორის დაღლილობით, კუნთების სისუსტით, გასტროპარეზი, წვრილი ნაწლავის ნაწილობრივი დამბლა (თეძოს ნაწლავის), ელექტროლიტური დარღვევები (მეტაბოლური აციდოზი), გაღიზიანებადობა (სტიმულზე გაძლიერებული რეაქცია), კონფუზია, გონებრივი პროცესების შენელება, რეფლექსების დაქვეითება. დროთა განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს დამბლა. მსგავს შემთხვევაში, რესპირატორული არესტი (სუნთქვის გაჩერება) წარმოადგენს საშიშ გართულებას. ძალიან მძიმე შემთხვევებში, ძლიერმა ჰიპოკალემიამ შესაძლოა განაპირობოს კომის განვითარება. ცვლილებები გულის ელექტრული აქტივობის მხრივ შესაძლოა თავსებადი იყოს ჰიპოკალემიასთან ან ჰიპერკალცემიასთან. შესაძლოა განვითარდეს არითმიები. თირკმელების თანმხლები დაზიანების არსებობის შემთხვევაში, თირკმლის მძიმე უკმარისობის კლინიკური სურათი შეიძლება შეინიღბოს ჰიპერკალემიის მიერ.
მკურნალობა: სისხლში ელექტროლიტური ბალანსის აღსადგენად საჭიროა შესაბამისი ზომების გატარება. საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ფისის მოსაცილებლად საჭიროა გამწმენდი ოყნის ან ნაწლავების მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება. ზედოზირების საწყის ეტაპზე, პრეპარატის მოცილება უნდა მოხდეს კუჭის ამორეცხვით (ან იპეკაკუანას სიროფის მეშვეობით). შემდეგ, საჭიროა ოყნის გამოყენება. ჰიპოკალემიის სიმპტომების მკურნალობა ასევე უნდა მოხდეს სისხლში კალიუმის და კალციუმის დონის მუდმივი მონიტორინგის პირობებში. კალციუმის დაკარგვის შესამცირებლად, შესაძლებელია კორტიკოსტეროიდების გამოყენება, ჰემოდიალიზთან ერთად.
პრეპარატის ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ უნდა მოხდეს.
მკურნალობის შეწყვეტასთა ასოცირებული მოვლენები
განსაკუთრებული მოვლენების განვითარება მოსალოდნელი არ არის.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება
სხვა პრეპარატების მსგავსად, ანტი-პოტასიუმმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები, რაც ასოცირებულია სისხლში კალიუმის რაოდენობის დაქვეითებასთან (ჰიპოკალემია) ან კალციუმის რაოდენობის მომატებასთან (ჰიპერკალცემია).
იშვიათი: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, კუჭის გაღიზიანება, მადის დაკარგვა და ფაღარათი; მწვავე ბრონქიტი და/ან პნევმონია კალციუმის პოლისტირენის სულფონატის ფრაგმენტების ჩასუნთქვის გამო.
ძალიან იშვიათი: ნაწლავთა ობსტრუქცია, განავალის აკუმულკაცია ბავშვებში, პრეპარატის რექტალური გზით გამოყენებისას; ბეზოარების ფორმირება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, პრეპარატის პერორალური გზით მიღებისას.
უცნობი სიხშირის: გასტროინტესტინალური წყლულები ან ქსოვილის სიკვდილი (ნეკროზი), რაც იწვევს ნაწლავთა პერფორაციას; კალიუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში, მაგნიუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში, კალციუმის რაოდენობის სიჭარბე სისხლში (ჰიპერკალცემია).
არსებპბს ცნობები ჰიპერკალცემიის განვითარების შესახებ დიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ კალციუმის ფისის შემცველ პრეპარატებს და თირკმელების ქრონიკული დაზიანების მქონე ზოგიერთ პაციენტში.
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
- ანტი-პოტასიუმი®-ს შენახვის წესი
ინახება თავისივე კოლოფში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ოთახის (არაუმეტეს 25C) ტემპერატურაზე. გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.
დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
ლიცენზიის მფლობელი:
ASSOS İlaç, Kimya, Gıda Ürünleri Üretim ve Tic. A.Ş.
Ümraniye, İstanbul, Türkiye.
ასსოს ილაკ, კიმია, გიდა ურუნლერი ურეტიმ ვე ტიკ., ა.ს.
უმრაიე, სტამბული, თურქეთი
წარმოების ადგილი:
MEDICE Arzneimittel Pütter GmbH & Co. KG, Iserlohn, Almanya adına Drogsan İlaçları San. ve Tic. A.Ş. Çubuk, Ankara, Türkiye.
მედიქე არზეიმიტელ პუტერ GmbH & Co. ქეიჯი, ისერლონი, გერმანია, დროგსან ილაცლარი სან. ვე ტიკ. ა.ს.-ის დაკვეთით - კუბუკი, ანკარა, თურქეთი
ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 28/12/2018
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




