- მოქმედი ნივთიერება
- ლიდოკაინი (lidocaine) + ალანტოინი (allantoin)
- ფორმა და შეფუთვა
- 10,25მგ + 10,25მგ რექტალური სუპოზიტორია №12
- მწარმოებელი
- Thornton & Ross Ltd., დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ჰემოროიდული კვანძების (ბუასილის) და ანალური ნაპრალების სამკურნალო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-022339
- რეგისტრირებულია
- 19 მაისი 2017, მოქმედებს 19 მაისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „ეი-ბი-სი ფარმაცია“
- GMP
- -
ანოდეზინი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
გამოყენების წინ და შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა
პრეპარატის გამოყენებამდე, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიცალოს ნაწლავები
სუპოზიტორია ამოღებულ უნდა იქნას დამცავი ფირფიტიდან მისი კუთხის მოხევის ან გაჭრის შედეგად
სუპოზიტორია უნდა მოთავსდეს რაც შეიძლება ღრმად სწორ ნაწლავში.
მოზრდილები, 12+ ასაკი: ერთი სუპოზიტორია უნდა მოთავსდეს რექტალურად ღამით და დილით კუჭის მოქმედების შემდეგ.
არ გამოიყენება ბავშვებში, თუ არ არის ექიმის მიერ დანიშნული.
თუ სიმპტომები გრძელდება 7 დღეზე მეტ ხანს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
!შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.
სიფრთხილის ზომები
მედიკამენტი არ გამოიყენება, თუ პაციენტს აღენიშნება
ალერგია მედიკამენტის ნებისმიერ ინგრედიენტზე.
!საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება
მუდმივი ხასიათის ტკივილი ან სისხლდენა ანუსიდან, განსაკუთრებით, თუ შეიცვალა კუჭის მოქმედების ხასიათი
მუცლის შეშუპება
წონაში კლება დიეტის გარეშე.
!ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენებამდე ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს. ძუძუთი კვების შემთხვევაში, პრეპარატის ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება, ლიდოკაინი, შეიწოვება და ხვდება დედის რძეში.
გვერდითი მოვლენები
შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (როგორიცაა მაგ.: გამონაყარი, ქავილი, ხმაურიანი სუნთქვა) ან დიარეა. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმთან ან ფარმავეცტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ყვთელი ბარათის სქემის საშუალებით ვებ-გვერდზე: HYPERLINK "http://www.mhra.gov.uk/yellowcard" www.mhra.gov.uk/yellowcard
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
- ინფორმაცია ბრაილის შრიფტით
ანოდეზინი
სუპოზიტორიები
შენახვის პირობები
გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული თარიღის მიხედვით.
- შენახვის სპეციალური პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
- სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოუყენებლი სამედიცინო პროდუქტების ან ამ პროდუქტის ნარჩენი ნივთიერებების განადგურების შესახებ საჭიროების შემთხვევაში
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე
კოლოფი
- სამკურნალწამლო პროდუქტის დასახელება
ანოდეზინი
სუპოზიტორიები
(ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, ალანტოინი)
ორმაგი მოქმედება
ჰემოროიდი/ბუასილის ეფექტური სამკურნალო საშუალება
- აქტიური ნივთიერება
აქტიური ნივთიერება 1 სუპოზიტორიაში: ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10.25 მგ, ალანტოინი 10.25 მგ
- დამხმარე ნივთიერებები
ასევე შეიცავს: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდს, ვიტეპსოლს და გამოხდილ წყალს.
- ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა
სუპოზიტორია
- მიღების წესი და მეთოდი
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა შეფუთვაზე არსებული ინსტრუქციის წაკითხვა
- განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- სხვა სპეციალური გაფრთხილებები საჭიროების შემთხვევაში
- შენახის ვადა:
შენახვის ვადა:
გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული თარიღის მიხედვით.
- შენახვის სპეციალური პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
- სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოუყენებლი სამედიცინო პროდუქტების ან ამ პროდუქტის ნარჩენი ნივთიერებების განადგურების შესახებ საჭიროების შემთხვევაში
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი
Thornton and Ross Ltd.,
Huddersfield, HD7 5QH, UK
თორნტონ ენდ როს ლტდ
ჰადერსფილდი, HD7 5QH, გაერთიანებული სამეფო
ანოდეზინი წარმოადგენს თორნტონ ენდ როს ლტდ-ს სავაჭრო ნიშანს.
- სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
PL00240/0071
- სერიული ნომერი
სერია:
- გაცემის წესი
- გამოყენების ინსტრუქცია
მედიკამენტის გამოყენება:
ანოდეზინის სუპოზიტორიები ხსნიან ჰემოროიდული კვანძების ტკივილსა და გაღიზიანებას. პრეპარატი შეიცავს ლიდოკაინს, ადგილობრივ ანესთეტიკს ტკივილის მოსახსნელად და ალანტოინს დაზიანებული არის შესახორცებლად.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ანოდეზინის სუპოზიტორიების გამოყენებამდე
მედიკამენტი არ გამოიყენება, თუ პაციენტს აღენიშნება
ალერგია მედიკამენტის ნებისმიერ ინგრედიენტზე.
!საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება
მუდმივი ხასიათის ტკივილი ან სისხლდენა ანუსიდან, განსაკუთრებით, თუ შეიცვალა კუჭის მოქმედების ხასიათი
მუცლის შეშუპება
წონაში კლება დიეტის გარეშე.
!ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენებამდე ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს. ძუძუთი კვების შემთხვევაში, პრეპარატის ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება, ლიდოკაინი, შეიწოვება და ხვდება დედის რძეში.
გამოყენების წესი
გამოყენების წინ და შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა
პრეპარატის გამოყენებამდე, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიცალოს ნაწლავები
სუპოზიტორია ამოღებულ უნდა იქნას დამცავი ფირფიტიდან მისი კუთხის მოხევის ან გაჭრის შედეგად
სუპოზიტორია უნდა მოთავსდეს რაც შეიძლება ღრმად სწორ ნაწლავში.
მოზრდილები, 12+ ასაკი: ერთი სუპოზიტორია უნდა მოთავსდეს რექტალურად ღამით და დილით კუჭის მოქმედების შემდეგ.
არ გამოიყენება ბავშვებში, თუ არ არის ექიმის მიერ დანიშნული.
თუ სიმპტომები გრძელდება 7 დღეზე მეტ ხანს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
!შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (როგორიცაა მაგ.: გამონაყარი, ქავილი, ხმაურიანი სუნთქვა) ან დიარეა. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმთან ან ფარმავეცტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ყვთელი ბარათის სქემის საშუალებით ვებ-გვერდზე: HYPERLINK "http://www.mhra.gov.uk/yellowcard" www.mhra.gov.uk/yellowcard
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
- ინფორმაცია ბრაილის შრიფტით
ანოდეზინი
სუპოზიტორიები
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


