ამლიპინი
Amlipin
ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში. ამლიპინი ნაჩვენებია ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის ერთდროული განცალკევებული მიღების ალტერნატივის სახით დოზებით, რომლებიც უზრუნველყოფს არტერიული წნევის (აწ) სათანადო კონტროლს ზრდასრულ პაციენტებში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამლოდიპინი (amlodipine) + ლიზინოპრილი (lisinopril)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ + 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და კალციუმის არხების ბლოკატორები
- ATC კოდი
- C09BB03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044623
- რეგისტრირებულია
- 16 იანვარი 2026, მოქმედებს 16 იანვარი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ამლიპინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში.
ამლიპინი ნაჩვენებია ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის ერთდროული განცალკევებული მიღების ალტერნატივის სახით დოზებით, რომლებიც უზრუნველყოფს არტერიული წნევის (აწ) სათანადო კონტროლს ზრდასრულ პაციენტებში.
მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებული დოზა - 1 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 1 ტაბლეტი.
როგორც წესი, პრეპარატები, რომლებიც შედგება სამკურნალო საშუალებების ფიქსირებული დოზების კომბინაციისგან, არ არის ნაჩვენები დაავადებების საწყისი თერაპიის სახით.
ამლიპინი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის დოზები, რომლებსაც შეიცავს პრეპარატი, შეესაბამება სამკურნალო საშუალებების ცალკე დადგენილ ეფექტურ შემანარჩუნებელ დოზებს. თერაპიის დროს კომბინაციის რომელიმე კომპონენტის დოზის ცვლილების აუცილებლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია კომბინაციის შერჩევა, რომელიც შეიცავს სამკურნალო საშუალებას შესაბამისი დოზით, ან გადასვლა სამკურნალო საშუალებების განცალკევებულ მიღებაზე.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
პრეპარატის ოპტიმალური საწყისი და შემანარჩუნებელი დოზის დასადგენად თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის დოზების ცალკე ინდივიდუალურად შერჩევა.
ამლიპინით თერაპიის დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, სისხლის შრატში კალიუმის და ნატრიუმის დონის კონტროლი. თუ ამლიპინით მკურნალობის ფონზე აღინიშნება თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის მიღების გაგრძელება ცალ-ცალკე, სათანადოდ შერჩეულ დოზებში.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
არ არსებობს რეკომენდაციები ამლიპინის დოზირებასთან დაკავშირებით პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი ხარისხის ღვიძლის უკმარისობით, ამიტომ პრეპარატის გამოყენებისას ასეთ პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის დაცვა; თერაპია დაწყებული უნდა იქნას პრეპარატის მინიმალური დოზის გამოყენებით. პრეპარატის ოპტიმალური საწყისი და შემანარჩუნებელი დოზის დასადგენად პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით საჭიროა ცალ-ცალკე ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის დოზების ინდივიდუალურად შერჩევა.
ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების კვლევები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა; ასეთ პაციენტებში ამლოდიპინით თერაპია უნდა დაიწყოს სამკურნალო საშუალების მინიმალური დოზის გამოყენებით, შემდეგ შეიძლება დოზის თანდათან გაზრდა.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)
ამლიპინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
კლინიკურ კვლევებში ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის ეფექტურობისა და უსაფრთხოების პროფილებში ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები არ აღნიშნულა. პრეპარატის ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზის დასადგენად ინდივიდუალური წესით საჭიროა ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის დოზების ცალკეულად შერჩევა.
ბავშვები
ამლიპინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
გამოყენების წესი
ტაბლეტების მიღება ხდება პერორალურად, კვების მიუხედავად.
უკუჩვენებები
ამლოდიპინი
- ჰიპერმგრძნობელობა ამლოდიპინის ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულების მიმართ;
- მძიმე არტერიული ჰიპოტენზია;
- შოკი (მათ შორის კარდიოგენური შოკი);
- მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგალითად, მძიმე ხარისხის აორტალური სტენოზი);
- გულის ჰემოდინამიკურად არასტაბილური უკმარისობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ.
ლიზინოპრილი
ჰიპერმგრძნობელობა ლიზინოპრილის ან აგფ სხვა ინჰიბიტორების მიმართ;
ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან;
საკუბიტრილისა და ვალსარტანის კომბინაციის ერთდროული გამოყენება (ლიზინოპრილით თერაპია უნდა დაიწყოს საკუბიტრილისა და ვალსარტანის კომბინაციის ბოლო დოზის მიღებიდან არა უადრეს 36 საათისა);
მემკვიდრული ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება;
ორსულობის II და III ტრიმესტრები;
ალისკირენის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება (შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 60 მლ/წთ/1,73 მ2-ზე ნაკლები)).
ამლიპინი
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ორსულობის დაგეგმვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდები.
ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უკუჩვენება ეხება ამლიპინს.
სიფრთხილის ზომები
ამლოდიპინი
ამლოდიპინის უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტებში ჰიპერტენზიული კრიზით დადგენილი არ არის.
პაციენტები გულის უკმარისობით
ამლოდიპინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში გულის უკმარისობით. გრძელვადიან პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით (III და IV კლასი NYHA-ს მიხედვით) პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იტარებდნენ თერაპიას ამლოდიპინით, ფილტვის შეშუპების განვითარების სიხშირე აღემატებოდა ასეთს პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იტარებდნენ პლაცებო თერაპიას. კალციუმის არხების ბლოკატორები, მათ შორის ამლოდიპინი, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით, ვინაიდან შეიძლება გაიზარდოს გულ-სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების და ლეტალური გამოსავლის რისკი.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით აღინიშნება ამლოდიპინისთვის ნახევარგამოყოფის პერიოდისა და AUC-ის მაჩვენებლების ზრდა, არ არსებობს რეკომენდაციები სამკურნალო საშუალების დოზირებასთან დაკავშირებით ასეთ პაციენტებში. თერაპია უნდა დაიწყოს ამლოდიპინის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით, მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის დოზის გაზრდისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე უკმარისობით ამლოდიპინის დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს, ამასთან, უზრუნველყოფილ უნდა იქნას პაციენტებზე სათანადო სამედიცინო დაკვირვება.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ამლოდიპინის დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილებები სისხლის პლაზმაში არ არის დამოკიდებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხზე. ამლოდიპინი არ გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზის საშუალებით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ამლოდიპინის დოზის გაზრდისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
ლიზინოპრილი
სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია
სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია იშვიათად აღინიშნება პაციენტებში გაურთულებელი არტერიული ჰიპერტენზიით. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი იზრდება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებისას, მაგალითად, შარდმდენების მიღების, მარილის დაბალი შემცველობით დიეტის დაცვის, დიალიზის ჩატარების, ღებინების, დიარეის შედეგად, ან პაციენტებში მძიმე რენინ-დამოკიდებული არტერიული ჰიპერტენზიით.
სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია რეგისტრირდებოდა პაციენტებში გულის უკმარისობით (თანმხლები თირკმლის უკმარისობით ან მის გარეშე). არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი იზრდება პაციენტებში გულის უკმარისობის მძიმე ფორმებით, რაც უკავშირდება მარყუჟოვანი შარდმდენების მაღალი დოზების გამოყენებას, ჰიპონატრიემიის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის განვითარებას. პაციენტები, რომლებსაც აქვთ არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების მაღალი რისკი, მკურნალობის დასაწყისში და ლიზინოპრილის დოზის კორექციის დროს, უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სათანადო დაკვირვებით. პაციენტები გულის იშემიური დაავადებით ან ცერებროვასკულური დაავადებებით, რომლებშიც არტერიული წნევის მნიშვნელოვან შემცირებას შეიძლება თან ახლდეს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარება ან მწვავე ცერებროვასკულური დარღვევა, ასევე უნდა იმყოფებოდნენ სათანადო დაკვირვების ქვეშ.
არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოვათავსოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში; საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენურად შეყვანა. ტრანზიტორული არტერიული ჰიპოტენზია არ წარმოადგენს ლიზინოპრილის შემდგომი გამოყენების უკუჩვენებას; სამკურნალო საშუალება, როგორც წესი, შეიძლება გამოყენებულ იქნას არტერიული წნევის მომატების შემდეგ მოცირკულირე სისხლის მოცულობის ზრდის ფონზე.
ზოგიერთ პაციენტში გულის უკმარისობით ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევისას, ლიზინოპრილის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისტემური არტერიული წნევის დამატებითი შემცირება. ეს ეფექტი მოსალოდნელია და როგორც წესი, არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას. თუ არტერიულ ჰიპოტენზიას თან ახლავს კლინიკური სიმპტომების განვითარება, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან სამკურნალო საშუალების გამოყენების შეწყვეტა.
არტერიული ჰიპოტენზია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს
არ არის რეკომენდებული ლიზინოპრილით თერაპიის დაწყება პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ჰემოდინამიკური დარღვევების განვითარების რისკი ვაზოდილატატორებით მკურნალობის შემდეგ (პაციენტები სისტოლური არტერიული წნევით 100 მმ. ვწყ. სვ. და ნაკლები, პაციენტები კარდიოგენური შოკით). თუ მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პირველი 3 დღის განმავლობაში სისტოლური არტერიული წნევა შეადგენს 120 მმ. ვწყ. სვ. და ნაკლებს, ლიზინოპრილის დოზა უნდა შემცირდეს. თუ სისტოლური არტერიული წნევა შეადგენს 100 მმ. ვწყ. სვ. და ნაკლებს, სამკურნალო საშუალების შემანარჩუნებელი დოზა უნდა შემცირდეს 5 მგ-მდე ან დროებით 2,5 მგ-მდე. იმ შემთხვევებში, როდესაც არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 90 მმ. ვწყ. სვ-ზე) რეგისტრირდება 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ლიზინოპრილით თერაპია უნდა შეწყდეს.
აორტის სარქვლის სტენოზი, მიტრალური სარქვლის სტენოზი, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
სხვა აგფ ინჰიბიტორების მსგავსად, ლიზინოპრილი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მიტრალური სარქვლის სტენოზით და მარცხენა პარკუჭის გამავალი ტრაქტის ობსტრუქციით, მაგალითად აორტის სტენოზის ან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს.
თირკმლის უკმარისობა
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (Clcr ნაკლები 80 მლ/წთ-ზე) ლიზინოპრილის საწყისი დოზა უნდა შეირჩეს Clcr-ის გათვალისწინებით (იხ. ცხრილი 1), ხოლო შემდგომში მკურნალობაზე პაციენტის პასუხის მიხედვით. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა მოხდეს სისხლში კალიუმის და კრეატინინის დონის რეგულარული კონტროლი.
ცხრილი 1. ლიზინოპრილის დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის დროს
კრეატინინის კლირენსი (Clcr)
საწყისი დოზა
10 მლ/წთ-ზე ნაკლები (დიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით)
2,5 მგ/დღე-ღამეში*
10-30 მლ/წთ
2,5-5 მგ/დღე-ღამეში
31-80 მლ/წთ
5-10 მგ/დღე-ღამეში
- დოზა და/ან გამოყენების ჯერადობა უნდა დარეგულირდეს არტერიული წნევის დონის გათვალისწინებით.
პაციენტებში გულის უკმარისობით, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის საწყის ეტაპზე, არტერიულმა ჰიპოტენზიამ შეიძლება განაპირობოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი დაქვეითება. იყო ცნობები ასეთ პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების შესახებ, რაც, როგორც წესი, შექცევადი იყო.
ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებში თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზით ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზით, რომლებიც იღებდნენ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით, რეგისტრირდებოდა სისხლში შარდოვანას დონის და სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, როგორც წესი, შექცევადი მკურნალობის შეწყვეტისას (უფრო მაღალი რისკი დამახასიათებელია პაციენტებისთვის თირკმლის უკმარისობით). პაციენტებში თანმხლები რინოვასკულური არტერიული ჰიპერტენზიით აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი. ასეთ პაციენტებში თერაპია უნდა დაიწყოს ლიზინოპრილის დაბალი დოზის გამოყენებით და უზრუნველყოფილი უნდა იქნას პაციენტებზე სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა; სამკურნალო საშუალების დოზის კორექტირება სიფრთხილით უნდა მოხდეს. ლიზინოპრილით თერაპიის პირველი კვირეების განმავლობაში შარდმდენების მიღება უნდა შეწყდეს, რადგან მათმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ზემოხსენებული ცვლილებების განვითარებას, ასევე აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, მნიშვნელოვანი რენოვასკულური დაავადებების არარსებობისას, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, შეინიშნებოდა სისხლში შარდოვანას დონის უმნიშვნელო ტრანზიტორული და სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის ზრდა, განსაკუთრებით ლიზინოპრილის კომბინირებული გამოყენებისას შარდმდენებთან. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის უკვე არსებული დარღვევებით, ზემოთ მითითებული ცვლილებების განვითარების რისკი იზრდება. ასეთ სიტუაციებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება და/ან შარდმდენებით და/ან ლიზინოპრილით თერაპიის შეწყვეტა.
პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით და თირკმელების ფუნქციის დარღვევების ნიშნებით (სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაცია აღემატება 177 მკმოლ/ლ-ს და/ან პროტეინურია 500 მგ-ზე მეტი დღე-ღამეში), არ არის რეკომენდებული ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყება. თუ ლიზინოპრილით თერაპიის დროს ვითარდება თირკმელების ფუნქციის დარღვევები (სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაცია აღემატება 265 მკმოლ/ლ-ს ან ორჯერ აღემატება სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციას მკურნალობის დაწყებამდე), განხილულ უნდა იქნას საკითხი სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტის შესახებ.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები/ანგიონევროზული შეშუპება
პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით, ლიზინოპრილის ჩათვლით, იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, სახმო ნაპრალის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება; ზემოხსენებული ცვლილებები შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ პერიოდში. ასეთ სიტუაციებში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სამკურნალო საშუალების გამოყენება და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა, ასევე აუცილებელია პაციენტებზე სათანადო სამედიცინო დაკვირვების უზრუნველყოფა სიმპტომების სრულ გაქრობამდე. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მხოლოდ ენის შეშუპება ვითარდება და არ აღინიშნება სუნთქვის უკმარისობა, შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტზე ხანგრძლივი დაკვირვება, ვინაიდან ანტიჰისტამინური საშუალებებით და კორტიკოსტეროიდებით თერაპია შეიძლება იყოს არასაკმარისად ეფექტური.
ანგიონევროზული შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ხორხის ან ენის შეშუპება, ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევდა ლეტალურ გამოსავალს. პაციენტებში ენის, სახმო ნაპრალის ან ხორხის შეშუპებით, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სასუნთქ გზებზე ოპერაციული ჩარევა, სასუნთქი გზების ობსტრუქციის რისკი იზრდება. ამ პაციენტებში საჭიროა სასწრაფოდ ჩატარდეს გადაუდებელი მკურნალობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ადრენალინის შეყვანას და/ან ზედა სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფას. ასეთ სიტუაციებში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, სანამ სიმპტომები მთლიანად არ გაქრება.
Aნგიონევროზული შეშუპების აღნიშვნის სიხშირე აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას უფრო მაღალია ნეგროიდული რასის პაციენტებში, სხვა რასის პაციენტებთან შედარებით.
პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევები, რომელიც არ უკავშირდებოდა აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს.
აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება საკუბიტრილისა და ვალსარტანის კომბინაციასთან უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკის გამო. საკუბიტრილისა და ვალსარტანის კომბინაციით თერაპიის დაწყება აუცილებელია ლიზინოპრილის ბოლო დოზის მიღებიდან არაუადრეს 36 საათისა. ლიზინოპრილით მკურნალობა უნდა დაიწყოს საკუბიტრილისა და ვალსარტანის კომბინაციის ბოლო დოზის მიღებიდან არაუადრეს 36 საათისა.
აგფ ინჰიბიტორების ერთობლივი გამოყენებისას რაცეკადოტრილთან, რაპამიცინის წარმოებულებთან (ფერმენტ mTORკინაზას (რაპამიცინის სამიზნე ძუძუმწოვრების უჯრედებში) ინჰიბიტორები, მაგალითად, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი), აგრეთვე ვილდაგლიპტინთან, ანგიონევროზული შეშუპების, მაგალითად, სასუნთქი გზების ან ენის შეშუპების (სუნთქვის უკმარისობით ან მის გარეშე) რისკი შეიძლება გაიზარდოს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობას, სიფრთხილით უნდა იქნას დაწყებული თერაპია რაცეკადოტრილით, რაპამიცინის წარმოებულებით და ვილდაგლიპტინით.
ანაფილაქტოიდური რეაქციები ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში
იყო ცნობები ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების შემთხვევების შესახებ აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას დიალიზზე მყოფ პაციენტებში, მაღალი დინების დიალიზური მემბრანების გამოყენებით (მაგალითად, AN69). ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია საკითხის განხილვა სხვა ტიპის დიალიზური მემბრანის, ან სხვა ფარმაკოთერაპიული ჯგუფის ჰიპოტენზიური პრეპარატის გამოყენების შესახებ.
ანაფილაქტოიდური რეაქციები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის პროცედურის ჩატარებისას
იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის პროცედურის ჩატარების დროს დექსტრან სულფატის გამოყენებით, აღინიშნებოდა სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციები. ზემოხსენებული რეაქციების განვითარების პრევენციის მიზნით, აგფ ინჰიბიტორების გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს აფერეზის პროცედურის ჩატარებამდე.
დესენსიბილიზაცია
ანაფილაქტოიდური რეაქციები აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით მადესენსიბილიზებელი მკურნალობის დროს, მაგალითად, სიფრიფანაფრთიანების შხამით. ზემოხსენებული რეაქციების განვითარების პრევენციის მიზნით, აგფ ინჰიბიტორების გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს დესენსიბილიზაციის პროცედურის ჩატარებამდე (აგფ ინჰიბიტორების შემთხვევითი გამოყენებისას ანაფილაქტოიდური რეაქციები კვლავ აღინიშნებოდა).
ღვიძლის უკმარისობა
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას, პაციენტებს აღენიშნებოდათ სინდრომი, რომელიც იწყებოდა ქოლესტაზური სიყვითლით, პროგრესირებდა ღვიძლის ფულმინანტური ნეკროზის განვითარებამდე და (ზოგჯერ) იწვევდა სიკვდილს; ამ სინდრომის მექანიზმი უცნობია. სიყვითლის განვითარებისას ან სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მნიშვნელოვანი ზრდის დროს, აუცილებელია ლიზინოპრილის გამოყენების შეწყვეტა და პაციენტზე სათანადო სამედიცინო დაკვირვების უზრუნველყოფა.
ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი
აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას რეგისტრირდებოდა ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიის და ანემიის შემთხვევები. პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით და სხვა თანმხლები ფაქტორების არარსებობისას ნეიტროპენია იშვიათად აღინიშნება. ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი ატარებს შექცევად ხასიათს აგფ ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ. ლიზინოპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების მქონე პაციენტებში, იმუნოსუპრესიული თერაპიის ჩატარებისას, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობის დროს, ასევე ამ თანმხლები ფაქტორების კომბინირებისას, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმელების ფუნქციის უკვე არსებული დარღვევებით. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ პაციენტებს უვითარდებოდათ მძიმე ინფექციური დაავადებები, რომლის დროსაც ინტენსიური ანტიბიოტიკოთერაპია არაეფექტური იყო. ზემოთ მითითებულ პაციენტებში, ლიზინოპრილით მკურნალობის დროს, რეკომენდებულია სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის პერიოდული კონტროლი, ხოლო პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ უნდა აცნობონ ექიმს ინფექციური დაავადების ნებისმიერი ნიშნის გამოვლენის შესახებ.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის (რაას) სისტემის ორმაგი ბლოკადა
არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენებისას იზრდება არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიისა და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) განვითარების რისკი. ამ მიზეზით, არ არის რეკომენდებული რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებისას.
იმ შემთხვევაში, როდესაც რაას-ის ორმაგი ბლოკადა აბსოლუტურად აუცილებლად ითვლება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დაკვირვება პაციენტებზე და რეგულარულად ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის, სისხლში ელექტროლიტების დონისა და არტერიული წნევის სათანადო მონიტორინგი. არ არის რეკომენდებული აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროულად გამოყენება პაციენტებში დიაბეტური ნეფროპათიით.
რასობრივი კუთვნილება
ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევები აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას ნეგროიდული რასის პაციენტებში აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე სხვა რასის პაციენტებში.
სხვა აგფ ინჰიბიტორების მსგავსად, ლიზინოპრილი შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს არტერიული წნევის დაქვეითების თვალსაზრისით ნეგროიდული რასის პაციენტებში, სხვა რასის პაციენტებთან შედარებით, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ნეგროიდული რასის პაციენტთა პოპულაციაში იმ პირთა სიჭარბით, ვისაც სისხლში რენინის დაბალი შემცველობა აღენიშნება.
ხველა
აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე აღინიშნება ხველა, რომელიც, როგორც წესი, არაპროდუქტიულია, მუდმივია და ქრება აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. ხველის დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას საჭიროა აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან დაკავშირებული ხველის გათვალისწინება.
ქირურგიული ჩარევა/ზოგადი ანესთეზია
ქირურგიული ჩარევების ან ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას არტერიული ჰიპოტენზიის გამომწვევი სამკურნალო საშუალებების გამოყენებით, ლიზინოპრილს შეუძლია დაბლოკოს რენინის კომპენსატორული გამოყოფით განპირობებული ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნა. ზემოხსენებულ მექანიზმთან დაკავშირებული არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, მისი კორექტირება შესაძლებელია Bმოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდის გზით.
ჰიპერკალიემია
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ აგფ ინჰიბიტორებით, შეიძლება აღინიშნოს ჰიპერკალიემია, ვინაიდან აგფ ინჰიბიტორები არღვევენ ალდოსტერონის გამოთავისუფლებას. როგორც წესი, ზემოაღნიშნული ცვლილებები არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. მაგრამ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით, შაქრიანი დიაბეტით და/ან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კალიუმის შემცველ პრეპარატებს (მათ შორის კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები), კალიუმის შემანარჩუნებელ შარდმდენებს (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), სისხლის შრატში კალიუმის დონის ზრდის განმაპირობებელ სხვა სამკურნალო საშუალებებს (მაგალითად, ჰეპარინი, ტრიმეტოპრიმი ან კო-ტრიმოქსაზოლი (ტრიმეტოპრიმის და სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია)), და განსაკუთრებით ალდოსტერონის ანტაგონისტებს ან ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორებს, შეიძლება ჰიპერკალიემია აღინიშნოს. პაციენტებში, რომლებიც იტარებენ აგფ ინჰიბიტორებით თერაპიას, კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენები და ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, ამასთან აუცილებელია სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის და თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
პაციენტები შაქრიანი დიაბეტით
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იტარებენ თერაპიას პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებით ან ინსულინით, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლი.
ლითიუმის პრეპარატები
როგორც წესი, ლიზინოპრილის და ლითიუმის პრეპარატების კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ამლოდიპინი
სხვა წამლების ზემოქმედება ამლოდიპინზე
CYP3A4 ინჰიბიტორები
CYP3A4 ძლიერ ან ზომიერ ინჰიბიტორებთან (პროტეაზას ინჰიბიტორები, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები აზოლის ჯგუფიდან, ანტიბიოტიკები მაკროლიდების ჯგუფიდან, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, ვერაპამილი ან დილთიაზემი) ერთდროული გამოყენებისას, ამლოდიპინის სისტემური ზემოქმედება შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს და, შესაბამისად, იზრდება არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი. ზემოთ მოყვანილი ფარმაკოკინეტიკური წამლისმიერი ურთიერთქმედების კლინიკური გამოვლინებები შეიძლება უფრო გამოხატული იყოს ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთ სიტუაციებში უნდა ჩატარდეს პაციენტების კლინიკური სტატუსის კონტროლი და ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ამლოდიპინის დოზის კორექცია.
CYP3A4 ინდუქტორები
CYP3A4 ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენებისას ამლოდიპინის კონცენტრაციის მნიშვნელობები სისხლის პლაზმაში შეიძლება ვარირებდეს. ამიტომ, უნდა მოხდეს არტერიული წნევის კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, ამლოდიპინის დოზა უნდა დარეგულირდეს როგორც CYP3A4 ინდუქტორებთან კომბინირებული გამოყენების დროს, ასევე გამოყენების შემდეგ, განსაკუთრებით CYP3A4 ძლიერ ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინი და პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას (Hypericum perforatum)).
არ არის რეკომენდებული ამლოდიპინის ერთდროული გამოყენება გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან, ვინაიდან ზოგიერთ პაციენტში ამ დროს შეიძლება გაიზარდოს სამკურნალო საშუალების ბიოშეღწევადობა და გაძლიერდეს მისი ჰიპოტენზიური მოქმედება.
დანტროლენი (ინფუზია)
ცხოველებზე ჩატარებულ გამოკვლევებში დადგინდა, რომ ვერაპამილის და დანტროლენის შეყვანისას (ინტრავენური ინფუზია) ვითარდება ჰიპერკალიემიასთან დაკავშირებული პარკუჭების ფიბრილაცია ფატალური შედეგით და გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკთან დაკავშირებით რეკომენდებულია თავიდან იქნას აცილებული დანტროლენის ერთდროულად გამოყენება კალციუმის არხების ბლოკატორებთან, როგორიცაა ამლოდიპინი, ავთვისებიანი ჰიპერთერმიის განვითარებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში, აგრეთვე უშუალოდ ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მკურნალობისას.
ამლოდიპინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე
ამლოდიპინი ახდენს ადიტიურ მოქმედებას არტერიული წნევის შემცირებასთან მიმართებაში კომბინირებული გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც გააჩნიათ ჰიპოტენზიული მოქმედება.
ტაკროლიმუსი
ამლოდიპინთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში არსებობს სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის გაზრდის რისკი, ამ ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი. იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ამლოდიპინის ტაკროლიმუსთან კომბინირებული გამოყენება, ტაკროლიმუსის ტოქსიკური ეფექტის განვითარების თავიდან ასაცილებლად, უნდა მოხდეს მისი კონცენტრაციის კონტროლი სისხლში და, საჭიროების შემთხვევაში, დოზის კორექცია.
რაპამიცინის წარმოებულები
რაპამიცინის წარმოებულები, როგორიცაა სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი, არიან CYP3-ს სუბსტრატები და ამლოდიპინი არის CYP3A სუსტი ინჰიბიტორი. ამიტომ, ამლოდიპინთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს რაპამიცინის წარმოებულების სისტემური ეფექტი.
ციკლოსპორინი
ამლოდიპინისა და ციკლოსპორინის ურთიერთქმედების კვლევები ჯანმრთელ მოხალისეებსა და პაციენტების სხვა ჯგუფებში, გარდა იმ პაციენტებისა, რომლებსაც ჩაუტარდათ თირკმლის გადანერგვა (ასეთ პაციენტებში აღინიშნებოდა ციკლოსპორინის ნარჩენი კონცენტრაციის მომატება სისხლში საშუალოდ 0%-დან 40%-მდე) არ ჩატარებულა.
ამლოდიპინისა და ციკლოსპორინის კომბინირებული გამოყენებისას პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს თირკმლის გადანერგვა, უნდა ჩატარდეს ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლი სისხლში და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შემცირდეს მისი დოზა.
სიმვასტატინი
ამლოდიპინთან (10 მგ) ერთდროულად მრავალჯერადი გამოყენებისას სიმვასტატინის (80 მგ) სისტემური ეფექტი იზრდებოდა 77%-ით, ასეთთან შედარებით სიმვასტატინის მონოთერაპიის დროს. სიმვასტატინის დოზა პაციენტებში, რომლებიც ამლოდიპინით თერაპიას ღებულობენ, არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს დღე-ღამეში.
ამლოდიპინი არ ახდენდა გავლენას ატორვასტატინის, დიგოქსინის და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.
ლიზინოპრილი
ჰიპოტენზიული საშუალებები
ლიზინოპრილის ერთდროული გამოყენებისას სხვა ჰიპოტენზიულ საშუალებებთან (მაგალითად, ნიტროგლიცერინი ან ნიტრატის მსგავსი სხვა საშუალებები, სხვა ვაზოდილატატორები) შეიძლება აღინიშნოს სამკურნალო საშუალებების ადიტიური მოქმედება არტერიული წნევის შემცირებასთან მიმართებაში.
კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოთენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენება (რაას-ის ორმაგი ბლოკადა) დაკავშირებულია გვერდითი რეაქციების აღნიშვნის უფრო მაღალ სიხშირესთან, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით), რაას-ზე მოქმედი სამკურნალო საშუალებების მონოთერაპიასთან შედარებით.
სამკურნალო საშუალებები, რომელთა გამოყენებისას იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი
აგფ ინჰიბიტორების ერთობლივი გამოყენება საკუბიტრილისა და ვალსარტანის კომბინაციასთან უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკის გამო.
აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას რაპამიცინის წარმოებულებთან (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი), ნეიტრალური ენდოპეპტიდაზას ინჰიბიტორებთან (მაგალითად, რაცეკადოტრილი), ვილდაგლიპტინთან ან პლაზმინოგენის ქსოვილოვან აქტივატორთან შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი.
დიურეზულები
დიურეზულების გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლიზინოპრილით თერაპიას, როგორც წესი, აღინიშნება სამკურნალო საშუალებების ადიტიური მოქმედება არტერიული წნევის შემცირებასთან მიმართებაში.
ცალკეულ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას შარდმდენებით, განსაკუთრებით მოკლე დროით, შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, მკურნალობის სქემაში ლიზინოპრილის დამატებისას. სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი შეიძლება დაყვანილი იქნას მინიმუმამდე, თუ ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე შეწყდება დიურეზულების გამოყენება.
კალიუმის შემცველი პრეპარატები, კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენები, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატება
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაცია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ლიზინოპრილით, არის ნორმალური მნიშვნელობების ფარგლებში, ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ჰიპერკალიემია. კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენების (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის შემცველი პრეპარატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ლიზინოპრილთან ერთად გამოყენების შემთხვევაში კალიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. ლიზინოპრილის კომბინირებული გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატება, როგორიცაა ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი (ტრიმეტოპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია), საჭიროა სიფრთხილის დაცვა (ტრიმეტოპრიმი შეიძლება მოქმედებდეს კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზული საშუალების - ამილორიდის მსგავსად). ლიზინოპრილის ზემოხსენებული კომბინაციების გამოყენება არ არის რეკომენდებული; იმ შემთხვევებში, როდესაც ამგვარი კომბინაციების გამოყენება გახდება საჭირო, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა და კალიუმის დონის ხშირი კონტროლი სისხლის შრატში.
ლიზინოპრილის გამოყენებისას შარდმდენებთან ერთად, რომლებსაც კალიუმი გამოყავთ ორგანიზმიდან, შეიძლება შემცირდეს შარდმდენების მიღებასთან დაკავშირებული ჰიპოკალიემია.
ციკლოსპორინი
აგფ ინჰიბიტორებისა და ციკლოსპორინის კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია, ამიტომ ამგვარი კომბინაციების გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის კონტროლი.
ჰეპარინი
აგფ ინჰიბიტორებისა და ჰეპარინის კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია, ამიტომ ამგვარი კომბინაციების გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის კონტროლი.
ლითიუმის პრეპარატები
აგფ ინჰიბიტორების ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას იყო შეტყობინებები სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი ზრდის და მისი ტოქსიკური ზემოქმედების შემთხვევების შესახებ. თიაზიდურ შარდმდენებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ლითიუმის ტოქსიკური ეფექტის განვითარების რისკი, ხოლო ლითიუმის უკვე არსებული ინტოქსიკაციის სიმძიმე, რომელიც ვითარდება აგფ ინჰიბიტორების გამოყენების ფონზე, შეიძლება გაიზარდოს. ლიზინოპრილის გამოყენება ლითიუმის პრეპარატებთან ერთად არ არის რეკომენდებული, თუმცა, თუ ასეთი კომბინაციების გამოყენების საჭიროება არსებობს, აუცილებელია სისხლის შრატში ლითიუმის დონის სათანადო კონტროლი.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა დღე-ღამეში 3 გ ან მეტი დოზით
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა დოზებში, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, მე-2 ტიპის ციკლოოქსიგენაზას სელექტიური ინჰიბიტორები და არასელექტიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) შეიძლება შემცირდეს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური ეფექტი. აგფ ინჰიბიტორებისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს თირკმელების ფუნქციის დარღვევების სიმძიმე, მწვავე თირკმლის უკმარისობის ჩათვლით, ასევე შეიძლება გაიზარდოს კალიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში, განსაკუთრებით პაციენტებში უკვე არსებული თირკმელების უკმარისობით; ზემოხსენებული ცვლილებები, როგორც წესი, შექცევადია. ასეთი კომბინაციები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, თირკმლის ფუნქციის კონტროლი უნდა ჩატარდეს მკურნალობის საწყის ეტაპზე და შემდგომ მკურნალობის პროცესში, ხოლო პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხის საკმარისი რაოდენობა.
ოქროს პრეპარატები
ვაზოდილატაციის სიმპტომები, წამოხურების, გულისრევის, თავბრუსხვევისა და არტერიული ჰიპოტენზიის ჩათვლით, რომლებიც ვითარდება ოქროს პრეპარატების საინექციო ფორმების (მაგალითად, ნატრიუმის უროთიომალატი) გამოყენების შედეგად და შეიძლება მკვეთრად გამოხატული იყოს, უფრო ხშირად აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებით თერაპიას.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები/ანტიფსიქოზური საშუალებები/საანესთეზიო საშუალებები
ზოგიერთ საანესთეზიო საშუალებებთან, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებთან და ანტიფსიქოზურ საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური მოქმედება.
სიმპათომიმეტურები
სიმპათომიმეტურებთან ერთად გამოყენებისას აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური მოქმედება შეიძლება შემცირდეს.
ჰიპოგლიკემიური საშუალებები
ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, ჰიპოგლიკემიური საშუალებების (ინსულინი და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) მოქმედება შეიძლება გაიზარდოს, ამასთან იზრდება ჰიპოგლიკემიის რისკი. კომბინირებული თერაპიის პირველი კვირეების განმავლობაში და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ზემოთ მოყვანილი ცვლილებების რისკი იზრდება.
აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოლიტიკები, β-ბლოკატორები, ნიტრატის მსგავსი პრეპარატები
ლიზინოპრილის გამოყენება შესაძლებელია ერთდროულად აცეტილსალიცილის მჟავასთან დოზებში, რომლებიც ახდენენ ანტიაგრეგანტულ მოქმედებას, თრომბოლიტიკებან, β-ბლოკატორებთან და/ან ნიტრატის მსგავს საშუალებებთან.
ამლიპინი
ამლოდიპინთან და ლიზინოპრილთან დაკავშირებული ყველა ზემოხსენებული ურთიერთქმედება ეხება ამლიპინს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამლოდიპინი
ორსულობა
ორსულობის პერიოდში ქალებში ამლოდიპინის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამლოდიპინს მაღალი დოზებით გააჩნია რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
ორსულობის პერიოდში ქალებში ამლოდიპინის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც არ არსებობს უფრო უსაფრთხო ალტერნატიული მკურნალობა და ასევე, როდესაც დაავადება თავისთავად უფრო დიდ რისკს უქმნის დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას.
ლაქტაცია
ამლოდიპინი გამოიყოფა დედის რძეში. სამკურნალო საშუალების ოდენობის პროცენტული მაჩვენებლის ინტერკვარტილური დიაპაზონი, რომელსაც იღებს ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვი დედის დოზასთან მიმართებაში, შეადგენს 3-7%-ს, მაქსიმუმ - 15%-ს. ამლოდიპინის მოქმედება ბავშვზე უცნობია. ძუძუთი კვების გაგრძელება/შეწყვეტის ან ამლოდიპინით თერაპიის გაგრძელება/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, საჭიროა დედისთვის სამკურნალო საშუალების მიღებით განპირობებული სარგებელის და ბავშვისთვის ძუძუთი კვების უპირატესობების გათვალისწინება.
ფერტილობა
იყო ცნობები სპერმატოზოიდების თავებში შექცევადი ბიოქიმიური ცვლილებების შესახებ ზოგიერთ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას კალციუმის არხების ბლოკატორებით. ფერტილობაზე ამლოდიპინის პოტენციური გავლენის შესახებ კლინიკური მონაცემების რაოდენობა არასაკმარისია. ვირთაგვებზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამკურნალო საშუალება უარყოფითად მოქმედებს ფერტილობაზე მამრებში.
ლიზინოპრილი
ორსულობა
აგფ ინჰიბიტორების გამოყენება არ არის რეკომენდებული პირველ ტრიმესტრში და უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში.
ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგების საფუძველზე შეუძლებელია ზუსტი დასკვნის გაკეთება ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების მიღებით განპირობებული ტერატოგენური ეფექტების განვითარების რისკის შესახებ, მაგრამ არ შეიძლება გამოირიცხოს რისკის უმნიშვნელო ზრდა. პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, გადაყვანილ უნდა იქნან თერაპიაზე ალტერნატიული ჰიპოტენზიური საშუალებებით გამოყენების უსაფრთხოების ცნობილი პროფილით ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის გაგრძელება უკიდურესად აუცილებელია. ორსულობის დადგენისას აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს თერაპია ალტერნატიული ჰიპოტენზიური საშუალებებით.
დადგენილია, რომ ქალებში ორსულობის II და III ტრიმესტრებში გამოყენებისას აგფ ინჰიბიტორები ტოქსიკურ გავლენას ახდენენ ნაყოფზე (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიონი, თავის ქალის ძვლების ოსიფიკაციის შეფერხება) და ახალშობილზე (თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია).
ორსულობის პერიოდში ქალებში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას, მეორე ტრიმესტრიდან მოყოლებული, რეკომენდებულია ნაყოფის თირკმელებისა და თავის ქალის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება.
არტერიული ჰიპოტენზიის ნიშნების გამოვლენის მიზნით რეკომენდებულია ახალშობილთა სათანადო მონიტორინგის ჩატარება, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში იღებდნენ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით.
ლაქტაცია
ლაქტაციის პერიოდში ქალებში სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ ქალებში ლიზინოპრილის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული. სასურველია გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ჰიპოტენზიური საშუალებები, რომლებსაც აქვთ გამოყენების ცნობილი უსაფრთხოების პროფილი ლაქტაციის პერიოდში, განსაკუთრებით ახალშობილების ან დღენაკლული ბავშვების ძუძუთი კვების დროს.
ამლიპინი
ორსულობა
არ არის რეკომენდებული ამლიპინის გამოყენება ქალებში ორსულობის დაგეგმვის და ორსულობის პერიოდებში.
პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას გადაყვანილ უნდა იქნან ალტერნატიული ჰიპოტენზიური საშუალებებით თერაპიაზე გამოყენების ცნობილი უსაფრთხოების პროფილით ორსულობის პერიოდში.
არ არსებობს მონაცემები ამლიპინის გამოყენების შესახებ ქალებში ორსულობის პერიოდში სათანადო კონტროლირებადი კლინიკური კვლევების ჩარჩოებში. ორსულობის დადგენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროების შემთხვევაში დაწყებულ იქნას ალტერნატიული მკურნალობა ჰიპოტენზიური საშუალებებით გამოყენების ცნობილი უსაფრთხოების პროფილით ორსულობის დროს.
ლაქტაცია
ამლიპინი არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ძუძუთი კვების დროს (არ არსებობს მონაცემები ლაქტაციის პერიოდში ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ). სასურველია ალტერნატიული ჰიპოტენზიური პრეპარატების გამოყენება ლაქტაციის დროს გამოყენების ცნობილი უსაფრთხოების პროფილით, განსაკუთრებით ახალშობილებისა და დღენაკლული ბავშვების ძუძუთი კვების პერიოდში.
ფერტილობა
არ არსებობს მონაცემები ფერტილობაზე ამლიპინის გავლენის შესახებ სათანადო კონტროლირებადი კლინიკური გამოკვლევების ჩარჩოებში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამლოდიპინი
ამლოდიპინმა შეიძლება მოახდინოს უმნიშვნელო ან ზომიერად გამოხატული გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე, სამკურნალო საშუალების გამოყენების ფონზე თავბრუსხვევის, თავის ტკივილის, დაღლილობის და გულისრევის განვითარებისას რეაქციის სიჩქარე შეიძლება შემცირდეს. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის დროს, განსაკუთრებით ამლოდიპით მკურნალობის დაწყებისას.
ლიზინოპრილი
ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის დროს პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ლიზინოპრილის გამოყენების ფონზე, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან დაღლილობა.
ამლიპინი
ზემოთ მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით, ამლიპინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).
გვერდითი მოვლენები
ამლიპინი
კონტროლირებადი კლინიკური კვლევის მონაცემების თანახმად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 195 პაციენტმა, არასასურველი რეაქციების აღნიშვნის სიხშირე ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის ერთდროული გამოყენებისას არ აღემატებოდა ასეთს სამკურნალო საშუალებების ცალ-ცალკე გამოყენებისას; ამასთან, არასასურველი რეაქციები არ განსხვავდებოდა ადრე დარეგისტირებული არასასურველი რეაქციებისგან, რომლებიც დაკავშირებული იყო ამლოდიპინის და/ან ლიზინოპრილის გამოყენებასთან. არასასურველი რეაქციები, როგორც წესი, იყო უმნიშვნელოდ გამოხატული და ხანმოკლე, იშვიათ შემთხვევებში მათ განვითარებას ახლდა მკურნალობის შეწყვეტა. ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის კომბინაციის გამოყენებისას ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თავის ტკივილი (8%), ხველა (5%) და თავბრუსხვევა (3%). ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის კომბინაციის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს არასასურველი რეაქციები, რომლებიც დარეგისტრირებულია სამკურნალო საშუალებების ცალ-ცალკე გამოყენებისას.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA მიხედვით. თითოეული კატეგორიის ფარგლებში არასასურველი რეაქციების კლასიფიცირება ხდება აღნიშვნის სიხშირის მიხედვით და წარმოდგენილია მისი კლების თანმიმდევრობით.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემებით). თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის შემცირების შესაბამისად.
ამლოდიპინი
ამლოდიპინის გამოყენებისას ყველაზე ხშირად რეგისტრირდებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პალპიტაცია, წამოხურება, მუცლის ტკივილი, გულისრევა, კოჭ-წვივის არის შეშუპება, შეშუპებები და დაღლილობა.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ალერგიული რეაქციები.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპერგლიკემია.
ფსიქიკის დარღვევები: არახშირად - დეპრესია, განწყობის ცვლილებები (შფოთვის ჩათვლით), უძილობა; იშვიათად - ცნობიერების არევა.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში); არახშირად - ტრემორი, დისგევზია, გონების დაკარგვა, ჰიპესთეზია, პარესთეზია; ძალიან იშვიათად - ჰიპერტონუსი, პერიფერიული ნეიროპათია; სიხშირე უცნობია – ექსტრაპირამიდული დარღვევები.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - მხედველობის დარღვევები (დიპლოპიის ჩათვლით).
სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: არახშირად - ხმაური ყურებში.
გულის მხრივ: ხშირად - პალპიტაცია; არახშირად - არითმია (მათ შორის ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია და წინაგულების ფიბრილაცია); ძალიან იშვიათად - მიოკარდიუმის ინფარქტი.
სისხლძარღვების მხრივ: ხშირად - წამოხურება; არახშირად - არტერიული ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად - ვასკულიტი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ხშირად - ქოშინი; არახშირად - ხველა, რინიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეფსია, ნაწლავის პერისტალტიკის დარღვევა (დიარეისა და ყაბზობის ჩათვლით); არახშირად - ღებინება, პირის სიმშრალე; ძალიან იშვიათად - პანკრეატიტი, გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰეპატიტი, სიყვითლე, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ძირითადად ქოლესტაზთან დაკავშირებული).
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - ალოპეცია, პურპურა, კანის ფერის შეცვლა, მომატებული ოფლიანობა, ქავილი, გამონაყარი კანზე, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კვინკეს შეშუპება, ფოტომგრძნობელობის რეაქციები; სიხშირე უცნობია - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად – კოჭ-წვივის არის შეშუპება, კუნთების სპაზმები, იშვიათად - ართრალგია, მიალგია, ზურგის ტკივილი.
თირკმლებისა და საშარდე გზების მხრის: არახშირად - შარდვის დარღვევა, ნიქტურია, ხშირი შარდვა.
სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: არახშირად - იმპოტენცია, გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები, განპირობებული გამოყენების წესით: ძალიან ხშირად - შეშუპება; ხშირად - დაღლილობა, ასთენია; არახშირად - ტკივილი გულმკერდში, ტკივილი, სისუსტე.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: არახშირად - სხეულის წონის მატება, სხეულის წონის კლება.
ლიზინოპრილი
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - სისხლში ჰემოგლობინის დონის შემცირება, ჰემატოკრიტის შემცირება; ძალიან იშვიათად - ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, ლიმფადენოპათია, აუტოიმუნური დაავადება.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათად - ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპოგლიკემია.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; არახშირად - პარესთეზია, ვერტიგო, გემოვნების დარღვევა; იშვიათად - ყნოსვის დარღვევა; სიხშირე უცნობია - გონების დაკარგვა.
ფსიქიკის დარღვევები: იშვიათად - განწყობის ცვლილებები, ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები; იშვიათად - ცნობიერების არევა; სიხშირე უცნობია - დეპრესიის სიმპტომები.
გულის მხრივ: არახშირად - პალპიტაცია, ტაქიკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, რაც ალბათ გამოხატულ არტერიულ ჰიპოტენზიასთან არის დაკავშირებული, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში.
სისხლძარღვების მხრივ: ხშირად - ორთოსტატიკური ეფექტები (არტერიული ჰიპოტენზიის ჩათვლით); არახშირად - რეინოს სინდრომი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, რომელიც ალბათ გამოხატულ არტერიულ ჰიპოტენზიასთან არის დაკავშირებული, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ხშირად - ხველა; არახშირად - რინიტი; ძალიან იშვიათად - ბრონქოსპაზმი, სინუსიტი, ალერგიული ალვეოლიტი/ეოზინოფილური პნევმონია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, ღებინება; არახშირად - გულისრევა, მუცლის ტკივილი და დისპეფსია; იშვიათად - პირის სიმშრალე; ძალიან იშვიათად - პანკრეატიტი, ინტესტინალური ანგიონევროზული შეშუპება.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰეპატიტი (ჰეპატოცელულური, ქოლესტაზური), სიყვითლე და ღვიძლის უკმარისობა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი, ქავილი; იშვიათად - ჭინჭრის ციება, ალოპეცია, ფსორიაზი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები/ანგიონევროზული შეშუპება: სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, სახმო ნაპრალის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება; ძალიან იშვიათად - მომატებული ოფლიანობა, პემფიგუსი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, კანის ფსევდოლიმფომა.
დარეგისტრირებულია სიმპტომოკომპლექსის განვითარების შემთხვევები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ერთს ან რამდენიმეს შემდეგი სიმპტომებიდან: სხეულის ტემპერატურის მატება, ვასკულიტი, მიალგია, ართრალგია/ართრიტი, ანტინუკლეარული ანტისხეულების კვლევის დადებითი შედეგები, ერითროციტების დალექვის სიჩქარის ზრდა, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი, გამონაყარი, ფოტომგრძნობელობის რეაქციები ან სხვა ცვლილებები კანის მხრივ.
თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: ხშირად - თირკმლის ფუნქციის დარღვევა; იშვიათად - ურემია, თირკმლის მწვავე უკმარისობა; ძალიან იშვიათად - ოლიგურია/ანურია.
სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: არახშირად - იმპოტენცია; იშვიათად - გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და გამოყენების წესით განპირობებული დარღვევები: არახშირად - დაღლილობა, ასთენია.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: არახშირად - სისხლში შარდოვანას დონის მომატება, სისხლის შრატში კრეატინინის დონის მომატება, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის ზრდა, ჰიპერკალიემია; იშვიათად - სისხლის შრატში ბილირუბინის დონის მომატება, ჰიპონატრიემია.
უსაფრთხოების კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ ლიზინოპრილი, როგორ წესი, კარგად გადაიტანება ბავშვებში არტერიული ჰიპერტენზიით; პაციენტების ამ ასაკობრივ ჯგუფში სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების პროფილი მსგავსია ასეთისა მოზრდილებში.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც აღწერილი არ არის ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
ამლოდიპინი
მონაცემები ადამიანებში ამლოდიპინის განზრახ ჭარბი დოზირების შესახებ შეზღუდულია.
სიმპტომები
ამჟამად არსებული მონაცემების მიხედვით, ამლოდიპინის მწვავე ჭარბი დოზირებისას შეიძლება განვითარდეს გამოხატული პერიფერიული ვაზოდილატაცია, ასევე რეფლექტორული ტაქიკარდია. იყო შეტყობინებები გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევების შესახებ, შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მათ შორის შოკის განვითარებით და სიკვდილით.
იშვიათად იყო შეტყობინებები, ამლოდიპინის ჭარბი დოზირების შედეგად ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპების შესახებ, რომელსაც შეიძლება დაყოვნებული დასაწყისი ჰქონდეს (მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ) და საჭირო გახდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს ადრეული რეანიმაციული ღონისძიებები (სითხეებით დატვირთვის ჩათვლით) პერფუზიის და გულის გამოტყორცნის შესანარჩუნებლად.
მკურნალობა
ამლოდიპინის გადაჭარბებულ დოზასთან დაკავშირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზიის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოთავსება (ქვედა კიდურების ამაღლებული პოზიციით), გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის შენარჩუნების უზრუნველყოფა და გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის და დიურეზის მუდმივი კონტროლი.
სისხლძარღვთა ტონუსის და არტერიული წნევის აღსადგენად მიზანშეწონილია სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებების გამოყენება (გამოყენების უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში). კალციუმის გლუკონატის ინტრავენურად შეყვანისას შესაძლებელია კალციუმის არხების ბლოკირებასთან დაკავშირებული ეფექტების უკუგანვითარება.
ზოგიერთ შემთხვევაში კუჭის ამორეცხვა შეიძლება ეფექტური იყოს. დადგენილია, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში ამლოდიპინის (10 მგ) მიღებიდან 2 საათში აქტივირებული ნახშირის გამოყენებისას მცირდებოდა სამკურნალო საშუალების შეწოვის სიჩქარე.
რადგანაც ამლოდიპინს აქვს სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხი, სამკურნალო საშუალება არ გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზის მეშვეობით.
ლიზინოპრილი
სიმპტომები
მონაცემები ლიზინოპრილის ჭარბი დოზირების შესახებ ადამიანებში შეზღუდულია.
აგფ ინჰიბიტორებით ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული სიმპტომებია: არტერიული ჰიპოტენზია, ცირკულატორული შოკი, ელექტროლიტების ბალანის დარღვევები, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერვენტილაცია, ტაქიკარდია, პალპიტაცია, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, შფოთვა და ხველა.
მკურნალობა
ლიზინოპრილის ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია ინტრავენურად ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას საჭიროა პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოთავსება (ქვედა კიდურების ამაღლებული პოზიციით).
თუ შესაძლებელია, განხილული უნდა იქნას საკითხი ანგიოტენზინ II-ის (ინფუზია) და/ან კატექოლამინების (ინტრავენური შეყვანა) გამოყენების შესახებ. იმ შემთხვევებში, როდესაც ლიზინოპრილის მიღების შემდეგ მცირე დრო გავიდა, საჭიროა ზომების მიღება, რომლებიც მიმართულია ორგანიზმიდან სამკურნალო საშუალების გამოყოფაზე (მაგალითად, ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, მაადსორბირებელი საშუალებების და ნატრიუმის სულფატის გამოყენება). ლიზინოპრილი გამოიყოფა სისტემური ცირკულაციიდან ჰემოდიალიზის საშუალებით. მედიკამენტური თერაპიის მიმართ რეზისტენტული ბრადიკარდიის განვითარებისას ნაჩვენებია კარდიოსტიმულატორის დაყენება. აუცილებელია სასიცოცხლო ორგანოებისა და სისტემების, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის და სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის ხშირი მონიტორინგი.
ამლიპინი
არ არსებობს მონაცემები ამლიპინის გადაჭარბებული დოზირების შესახებ ადამიანებში.
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მწვავე პერიფერიული ვაზოდილატაცია გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიით, სისხლძარღვების მწვავე უკმარისობით, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევებით, თირკმლის უკმარისობით, ჰიპერვენტილაციით, ტაქიკარდიით, პალპიტაციით, ბრადიკარდიით, თავბრუსხვევით, შფოთვით და ხველით. პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება, საჭიროა პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოთავსება, გულ-სისხლძარღვთა და რესპირაციული სისტემების ფუნქციების შენარჩუნების უზრუნველყოფა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისა და სისტემების, არტერიული წნევის, Bმოცირკულირე სისხლის მოცულობის, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის, აგრეთვე სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი. იმ შემთხვევებში, როდესაც გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია ვითარდება, საჭიროა პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოთავსება (ქვედა კიდურების ამაღლებული პოზიციით); თუ სათანადო ეფექტი არ აღინიშნება ხსნარების ინტრავენური შეყვანისას, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებების გამოყენება (გამოყენების უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში). თუ შესაძლებელია, განხილული უნდა იქნას საკითხი ანგიოტენზინ II-ის გამოყენების შესახებ (ინფუზია). კალციუმის გლუკონატის ინტრავენურად შეყვანისას შესაძლებელია კალციუმის არხების ბლოკირებასთან დაკავშირებული ეფექტის უკუგანვითარება.
ლიზინოპრილი გამოიყოფა სისტემური სისხლის ნაკადიდან ჰემოდიალიზის საშუალებით, ამასთან არ არის რეკომენდებული მაღალი დინების დიალიზის მემბრანების (მაგალითად, AN69) გამოყენება.
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული ღონისძიებები უტილიზაციის და სხვა სამუშაოების შესრულებისას
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
“ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.”-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. N#50 გუნეშლი ბაგჯილარი/სტამბოლი)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების კომბინირებული პრეპარატები. ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები კალციუმის არხების ბლოკატორებთან კომბინაციაში. ათქ კოდი C09BB03
ამლიპინი არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას, ამლოდიპინს და ლიზინოპრილს, ფიქსირებული დოზებით.
ამლოდიპინი
ამლოდიპინი არის კალციუმის იონების შემავალი ნაკადის ინჰიბიტორი (კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი ან კალციუმის ანტაგონისტი) დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ჯგუფიდან; იგი აფერხებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადატანას კარდიომიოციტებსა და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში.
ამლოდიპინის ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია სამკურნალო საშუალების პირდაპირ მომადუნებელ ზემოქმედებასთან სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე.
ანტიანგინალური მოქმედების მექანიზმი ზუსტად არ არის ცნობილი, ამლოდიპინი ამცირებს მიოკარდიუმის იშემიას შემდეგის ხარჯზე:
პერიფერიული არტერიოლების გაფართოება (ამით პრეპარატი ამცირებს სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვა); ვინაიდან გულის შეკუმშვათა სიხშირე სტაბილური რჩება, გულზე დატვირთვის შემცირება იწვევს ენერგიის მოხმარების და ჟანგბადზე მიოკარდიუმის მოთხოვნილების შემცირებას);
სავარაუდოდ, ძირითადი კორონარული არტერიების და კორონარული არტერიოლების გაფართოება, როგორც ნორმალური სისხლის მიმოქცევის უბნებში, ასევე იშემიის ზონებში (ამრიგად, სამკურნალო საშუალება ზრდის მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდებას სტენოკარდიის მქონე პაციენტებში, რომელიც დაკავშირებულია კორონარული არტერიების სპაზმთან (პრინცმეტალის სტენოკარდია ან ვარიანტული სტენოკარდია)).
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას 24 საათის განმავლობაში აღინიშნება არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაწევა, როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ამლოდიპინი ნელა იწყებს მოქმედებას, ამიტომ სამკურნალო საშუალების გამოყენებისას მწვავე არტერიული ჰიპოტენზიის განვითერება არ არის დამახასიათებელი.
სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას იზრდება ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობა, დრო სტენოკარდიის შეტევის განვითარებამდე და დრო ST სეგმენტის 1 მმ-ით დაწევამდე, მცირდება სტენოკარდიის შეტევების სიხშირე და ნიტროგლიცერინის ტაბლეტების მიღების საჭიროება.
ამლოდიპინის გამოყენებისას არ აღნიშნულა მეტაბოლური დარღვევები ან ლიპიდების დონის ცვლილებები სისხლის პლაზმაში, ამიტომ სამკურნალო საშუალება შეიძლება გამოყენებული იქნას პაციენტებში ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტით და პოდაგრით.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
გამოყენება პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით
ამლოდიპინის გამოყენების ეფექტურობა კლინიკურად მნიშვნელოვანი შედეგების გამოვლენის პროფილაქტიკისთვის შეფასდა დამოუკიდებელ, მულტიცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში 1997 პაციენტის მონაწილეობით გულის იშემიური დაავადებით (CAMELOT); 2 წლის განმავლობაში პაციენტები იღებდნენ ამლოდიპინს (5-10 მგ, 663 პაციენტი), ენალაპრილს (10-20 მგ, 673 პაციენტი) ან პლაცებოს (655 პაციენტი) სტანდარტულ თერაპიასთან ერთად (სტატინები, β-ბლოკატორები, შარდმდენები და აცეტილსალიცილის მჟავა). კვლევის შედეგები (იხ. ცხრილი 2) მიუთითებენ იმაზე, რომ ამლოდიპინის გამოყენებისას პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით მცირდება სტენოკარდიასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა და კორონარული არტერიების რევასკულარიზაციასთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევების რაოდენობა.
ცხრილი 2. კლინიკურად მნიშვნელოვანი შედეგების გამოვლენის სიხშირე პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით (CAMELOT კვლევის მონაცემების თამახმად)
კლინიკურად მნიშვნელოვანი შედეგები
კლინიკურად მნიშვნელოვანი შედეგების გამოვლენის სიხშირე, რაოდენობა (%)
ამლოდიპინი პლაცებოსთან შედარებით
ამლოდიპინი
პლაცებო
ენალაპრილი
რისკის კოეფიციენტი (95% ნდობის ინტერვალი)
p
პირველადი საბოლოო წერტილი
არასასურველი კარდიოვასკულური გართულებები
110 (16,6)
151 (23,1)
136 (20,2)
0,69 (0,54-0,88)
0,003
ცალკეული შედეგები
კორონარული არტერიების რევასკულარიზაცია
78 (11,8)
103 (15,7)
95 (14,1)
0,73 (0,54-0,98)
0,03
სტენოკარდიასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია
51 (7,7)
84 (12,8)
86 (12,8)
0,58 (0,41-0,82)
0,002
მიოკარდიუმის ინფარქტი (ლეტალური გამოსავლის გარეშე)
14 (2,1)
19 (2,9)
11 (1,6)
0,73 (0,37-1,46)
0,37
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა
6 (0,9)
12 (1,8)
8 (1,2)
0,50 (0,19-1,32)
0,15
კარდიოვასკულურ გართულებასთან დაკავშირებული სიკვდილი
5 (0,8)
2 (0,3)
5 (0,7)
2,46 (0,48-12,7)
0,27
გულის ქრონიკულ უკმარისობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია
3 (0,5)
5 (0,8)
4 (0,6)
0,59 (0,14-2,47)
0,46
გულის გაჩერება, დაკავშირებული რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებასთან
0
4 (0,6)
1 (0,1)
-
0,04
პირველად დიაგნოსტირებული პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება
5 (0,8)
2 (0,3)
8 (1,2)
2,6 (0,50-13,4)
0,24
გამოყენება პაციენტებში გულის უკმარისობით
ჰემოდინამიკის კვლევის შედეგები და ფიზიკური დატვირთვის შეფასებით მიმდინარე კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (II-IV კლასი ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის კლასიფიკაციით (NYHA)) ამლოდიპინის გამოყენებისას დაავადების სიმძიმის ხარისხი არ იზრდება (ფიზიკური დატვირთვისადმი ამტანობის, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის მაჩვენებლების და კლინიკური სიმპტომების შეფასება).
პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევის (PRAISE) შედეგების მიხედვით, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (III და IV კლასი NYHA მიხედვით), რომლებიც იღებდნენ თერაპიას დიგოქსინით, შარდმდენებით და ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით (აგფ ინჰიბიტორები), ამლოდიპინის ერთდროულად გამოყენებისას, სიკვდილის რისკი ან ლეტალური გამოსავლის კომბინირებული რისკი და გართულებების განვითარების რისკი გულის უკმარისობის დროს არ გაზრდილა.
შემდგომი გრძელვადიანი, პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევის (PRAISE-2) მონაცემები მიუთითებს, რომ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (III და IV კლასი NYHA მიხედვით) გულის იშემიური დაავადების კლინიკური სიმპტომების ან ობიექტური ნიშნების გარეშე, რომლებიც იღებდნენ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით, საგულე გლიკოზიდებით და შარდმდენებით მუდმივი დოზების გამოყენებით, ამლოდიპინის ერთდროული მიღებისას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი არ შეცვლილა. ასეთ პაციენტებში ამლოდიპინის გამოყენებისას უფრო ხშირად ფიქსირდებოდა ფილტვების შეშუპების შემთხვევები.
მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების პროფილაქტიკა (ALLHAT კვლევა)
რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა კლინიკურ კვლევაში მსუბუქი და ზომიერი ხარისხის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ჩატარდა ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შეფასება მკურნალობის ახალი სქემების გამოყენებისას: კალციუმის არხების ბლოკატორი (კაბ) ამლოდიპინი (სადღეღამისო დოზა 2,5-10 მგ) ან აგფ ინჰიბიტორი ლიზინოპრილი (სადღეღამისო დოზა 10-40 მგ) პირველი რიგის თერაპიის სახით თიაზიდურ შარდმდენთან ქლორტალიდონთან შედარებით (სადღეღამისო დოზა 12,5-25 მგ); რანდომიზებული იყო 55 წლისა და უფროსი ასაკის 33357 პაციენტი და იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ საშუალოდ 4,9 წლის განმავლობაში. ყველა პაციენტს ჰქონდა გულის იშემიური დაავადების მინიმუმ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი, მიოკარდიუმის ინფარქტის ჩათვლით ან მწვავე ცერებროვასკულური დარღვევა ანამნეზში (კვლევაში ჩართვამდე სულ მცირე 6 თვით ადრე) ან დოკუმენტურად დადასტურებული გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადება, განპირობებული ათეროსკლეროზით (სულ 51,5%), შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 (36,1%), სისხლში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე 35 მგ/დლ-ზე ნაკლები (11,6%), მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია (20,9%, ელექტროკარდიოგრაფიის ან ექოკარდიოგრაფიის მიხედვით), მოწევა (კვლევაში ჩართვის მომენტისთვის) (21,9%).
პირველადი საბოლოო წერტილი იყო შეფასება კომბინირებული რისკისა გულის იშემიური დაავადების ლეტალური გამოსავლით ან მიოკარდიუმის ინფარქტისა ლეტალური გამოსავლის გარეშე, ამლოდიპინით თერაპიასა და ქლორტალიდონით თერაპიას შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ იქნა ნაპოვნი (შეფარდებითი რისკის მნიშვნელობა შეადგენდა 0,98; 95% ნდობის ინტერვალი: 0,90-1,07, p = 0,65).
მეორად საბოლოო წერტილებს შორის გულის უკმარისობის გამოვლენის სიხშირე (გულ-სისხლძარღვთა გართულებების განვითარების კომბინირებული რისკი) მნიშვნელოვნად მაღალი იყო პაციენტთა ჯგუფში, რომლებსაც უტარდებოდათ თერაპია ამლოდიპინით, ასეთთან შედარებით პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ქლორტალიდონით (10,2% და 7,7% შესაბამისად, ფარდობითი რისკის მნიშვნელობა შეადგენდა 1,38, 95% ნდობის ინტერვალი: 1,25-1,52, p <0,001). მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი სხვაობები სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლებში ამლოდიპინით თერაპიაზე მყოფ პაციენტთა ჯგუფსა და ქლორტალიდონით თერაპიაზე მყოფ პაციენტთა ჯგუფს შორის აღმოჩენილი არ ყოფილა (ფარდობითი რისკის მნიშვნელობა შეადგენდა 0,96, 95% ნდობის ინტერვალი: 0,89-1,02, p = 0,20).
6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები
კვლევაში 6-17 წლის ასაკის 268 ბავშვის მონაწილეობით, უპირატესად მეორადი არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებიც იღებდნენ ამლოდიპინს 2,5 მგ და 5,0 მგ დოზებით ან პლაცებოს, დადგენილი იქნა, რომ სამკურნალო საშუალების გამოყენებისას (2,5 მგ და 5,0 მგ დოზები), სისტოლური წნევა მნიშვნელოვნად მცირდებოდა, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას. სამკურნალო საშუალების ორ დოზას შორის (2,5 მგ და 5,0 მგ) არ ყოფილა აღმოჩენილი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები სისტოლური წნევის შემცირებასთან მიმართებაში. არ ჩატარებულა ამლოდიპინის გრძელვადიანი ზემოქმედების კვლევები ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებასა და ზოგად განვითარებაზე. ამლოდიპინის გამოყენების გრძელვადიანი ეფექტურობა ბავშვებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდასრულ ასაკში შემცირების მიზნით დადგენილი არ არის.
ლიზინოპრილი
მოქმედების მექანიზმი
ლიზინოპრილი არის პეპტიდილდიპეპტიდაზას ინჰიბიტორი. ის აინჰიბირებს აგფ-ს, რომელიც უზრუნველყოფს ანგიოტენზინ I-ის ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნას. ანგიოტენზინ II-ს გააჩნია სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება, ასევე ასტიმულირებს ალდოსტერონის სეკრეციას თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში. აგფ-ის ინჰიბირება იწვევს სისხლში ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის დაქვეითებას, რის შედეგადაც მცირდება მისი ვაზოკონსტრიქტორული მოქმედება და ალდოსტერონის გამოთავისუფლება ქვეითდება. ალდოსტერონის დონის შემცირებისას, სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს კალიუმის კონცენტრაცია.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
მიუხედავად იმისა, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ბლოკადა ითვლება ლიზინოპრილის ჰიპოტენზიური მოქმედების მთავარ მექანიზმად, მას ასევე შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებსაც აღენიშნებათ რენინის აქტიურობის დაბალი დონე. აგფ იდენტურია კინინაზა II-ისა, ფერმენტის, რომელიც ახდენს ბრადიკინინის გახლეჩვას. ბრადიკინინი არის პეპტიდი, გამოხატული ვაზოდილატაციური ეფექტით. დღემდე არ არის ცნობილი, ხელს უწყობს თუ არა ბრადიკინინის დონის მომატება ლიზინოპრილის თერაპიულ ეფექტს.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ლიზინოპრილის ზემოქმედება (მაღალი დოზები - 32,5 მგ ან 35 მგ დღე-ღამეში ერთხელ; დაბალი დოზები - 2,5 მგ ან 5 მგ დღეში ერთხელ) ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე გულის უკმარისობის დროს შეფასდა კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 3164 პაციენტმა, შემდგომი დაკვირვების პერიოდის მედიანა შეადგენდა 46 თვეს (პაციენტები, რომლებმაც გაიარეს გამოკვლევა). სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით გამოყენებისას აღინიშნებოდა საერთო სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის (ნებისმიერი მიზეზით) კომბინირებული რისკის შემცირება 12%-ით (p = 0.002) და საერთო სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის (გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული მიზეზით) რისკის შემცირება 8%-ით (p = 0,036) ასეთთან შედარებით სამკურნალო საშუალების დაბალი დოზებით გამოყენებისას. ასევე დადგენილია ზოგადი სიკვდილიანობის რისკის (8%; p = 0,128) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობის რისკის (10%; p = 0,073) შემცირება. მონაცემების რეტროსპექტული ანალიზის შედეგები მიუთითებს გულის უკმარისობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის შემცირებაზე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილს მაღალი დოზებით, 24%-ით (p = 0,002) ანალოგიურ პარამეტრებთან შედარებით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილს დაბალი დოზებით. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სამკურნალო საშუალებას მაღალი და დაბალი დოზებით, დაავადების სიმპტომების სიმძიმის შემცირების მხრივ არანაირი განსხვავება არ არის აღმოჩენილი.
ზემოთ მითითებული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ლიზინოპრილის უსაფრთხოების ზოგადი პროფილები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას სამკურნალო საშუალების მაღალი და დაბალი დოზებით, ერთმანეთის მსგავსია არასასურველი რეაქციების ტიპისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით. ჩატარდა აგფ-ის ინჰიბირებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი უარყოფითი რეაქციების კორექცია, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა, იშვიათ შემთხვევებში, მათი განვითარებისას, საჭირო გახდა თერაპიის შეწყვეტა. ხველა ნაკლებად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილის მაღალ დოზებს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სამკურნალო საშუალებას დაბალი დოზებით.
GISSI-3 კვლევაში (2X2 ფაქტორიალური დიზაინი) 19394 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილს ან ნიტროგლიცერინს ცალკეულად ან სამკურნალო საშუალებების კომბინაციას 6 კვირის განმავლობაში (მკურნალობა დაიწყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განვითარებიდან 24 საათში), დადგენილია, რომ ლიზინოპრილის გამოყენებისას ლეტალური გამოსავლის რისკი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მცირდებოდა 11%-ით (კონტროლთან შედარებით, 2p = 0,03). ნიტროგლიცერინის გამოყენებისას ლეტალური გამოსავლის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება არ აღნიშნულა. ლიზინოპრილისა და ნიტროგლიცერინის კომბინაციის გამოყენებისას, ლეტალური გამოსავლის რისკი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მცირდებოდა 17%-ით (კონტროლთან შედარებით, 2p = 0,02). ხანდაზმული (70 წელზე უფროსი) ასაკის და მდედრობითი სქესის პაციენტებში, რომლებიც წინასწარ იყვნენ მიკუთვნებული ლეტალური გამოსავლის მაღალი რისკის ჯგუფს, აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი შემცირება ლეტალური გამოსავლის კომბინირებული რისკისა, რომელიც დაკავშირებული იყო გულის ფუნქციის დარღვევებთან. ლეტალური გამოსავლის კომბინირებული რისკი 6 თვის შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდებოდა ყველა პაციენტში, მათ შორის ლეტალური გამოსავლის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ლიზინოპრილით ან ლიზინოპრილით და ნიტროგლიცერინით 6 კვირის განმავლობაში, რაც მიუთითებს ლიზინოპრილის პროფილაქტიკურ მოქმედებაზე. ისევე, როგორც სხვა ვაზოდილატორების გამოყენებისას, ლიზინოპრილის გამოყენების დროს იზრდებოდა არტერიული ჰიპოტენზიის და თირკმელების ფუნქციის დარღვევების აღნიშვნის სიხშირე, მაგრამ ეს ცვლილებები არ იყო დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლის პროპორციულ ზრდასთან.
ორმაგ ბრმა, რანდომიზებულ, მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევაში (ლიზინოპრილის და კალციუმის არხების ბლოკატორის ეფექტურობის შედარება) 335 პაციენტის მონაწილეობით არტერიული ჰიპერტენზიით და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით, მიმდინარე ნეფროპათიის საწყისი სტადიით (მიკროალბუმინურია), დადგენილია, რომ ლიზინოპრილის გამოყენებისას 10-20 მგ დოზებით ერთხელ დღე-ღამეში 12 თვის განმავლობაში სისტოლური/დიასტოლური წნევა მცირდება 13/10 მმ-ით ვრც. წყლ. სვ., ხოლო ალბუმინის გამოყოფა შარდით მცირდება 40%-ით. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას კალციუმის არხების ბლოკატორებით, აღინიშნებოდა არტერიული წნევის ისეთივე შემცირება, თუმცა, შარდით ალბუმინის გამოყოფის შემცირების ხარისხის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალი იყო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ლიზინოპრილით აგფ-ის ინჰიბირება განაპირობებს როგორც სამკურნალო საშუალების ჰიპოტენზიურ მოქმედებას, ასევე დამატებით მოქმედებას მიკროალბუმინურიის შემცირებასთან მიმართებაში თირკმლის ქსოვილზე პირდაპირი ზემოქმედების გამო.
ლიზინოპრილი არ ახდენს გავლენას სისხლში გლუკოზის დონეზე, სამკურნალო საშუალების გამოყენებისას გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbAlc) დონე სისხლში მნიშვნელოვნად არ იცვლება.
საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ რაას-ზე
ორ დიდ, რანდომიზებულ, კონტროლირებად კვლევაში ONTARGET და VA NEPHRON-D შეისწავლიდნენ აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების კომბინაციების გამოყენებას.
ONTARGET კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულური დაავადებებით ანამნეზში ან შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით, მიმდინარე სამიზნე ორგანოების დადასტურებული დაზიანებით. VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით და დიაბეტური ნეფროპათიით.
ზემოთ მოყვანილი კვლევების შედეგები მიუთითებს სამკურნალო საშუალებების კომბინაციის გამოყენების მნიშვნელოვანი უპირატესობის არარსებობაზე გართულებების აღნიშვნის სიხშირის შემცირებასთან მიმართებაში თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სიკვდილიანობის მხრივ, ამავდროულად, ჰიპერკალიემიის, თირკმელების დაზიანების და/ან არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი იყო უფრო მაღალი, ასეთებთან შედარებით მონოთერაპიის დროს. ეს მონაცემები შეიძლება ეხებოდეს აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების სხვა კომბინაციებს, სამკურნალო საშუალებების მსგავსი ფარმაკოდინამიკური პროფილების გათვალისწინებით. ამიტომ, დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროულად გამოყენება.
ALTITUDE კვლევის მსვლელობისას პაციენტებში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით და თირკმელების ქრონიკული დაავადებებით და/ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით შეისწავლიდნენ ალისკირენის გამოყენების უპირატესობებს აგფ ინჰიბიტორით ან ანგიოთენზინ II რეცეპტორების ბლოკატორით სტანდარტულ თერაპიაზე დამატების სახით. კვლევა შეწყდა ადრეულ ეტაპზე არასასურველი რეაქციების განვითარების მაღალი რისკის გამო. პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ალისკირენს, უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, აღინიშნებოდა ლეტალური გამოსავლის შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, და ინსულტები, ასევე არასასურველი რეაქციები, მათ შორის მძიმე (ჰიპერკალიემია, არტერიული ჰიპოტენზია, თირკმლის ფუნქციის დარღვევები).
ბავშვები
კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 6-16 წლის ასაკის 115 ბავშვმა არტერიული ჰიპერტენზიით, დადგენილი იქნა, რომ ლიზინოპრილის გამოყენების 2 კვირის შემდეგ დიასტოლური არტერიული წნევა შემცირდა დოზაზე დამოკიდებულებით (50 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტები იღებდნენ სამკურნალო საშუალებას დღე-ღამეში ერთხელ 0,625 მგ, 2,5 ან 20 მგ დოზით; 50 კგ ან მეტი წონის პაციენტები იღებდნენ სამკურნალო საშუალებას დღე-ღამეში ერთხელ 1,25 მგ, 5 მგ ან 40 მგ დოზით). მყარი ჰიპოტენზიური მოქმედება აღინიშნებოდა ლიზინოპრილის გამოყენებისას 1,25 მგ-ზე მეტი დოზებით.
რანდომიზაციის შემდეგ მკურნალობის შეწყვეტის ფაზაში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას პლაცებოთი, დიასტოლური არტერიული წნევა იზრდებოდა უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილს საშუალო და მაღალი დოზებით (სხვაობა ზრდაში შეადგენდა დაახლოებით 9 მმ ვრც. წყლ. სვ.). ზოგიერთ დემოგრაფიულ ქვეჯგუფში (განაწილება ასაკის, ტანერის სტადიის, სქესის და რასის მიხედვით) აღინიშნა სამკურნალო საშუალების მყარი დოზადამოკიდებული ჰიპოტენზიური მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ამლოდიპინი
შეწოვა, განაწილება, შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან
თერაპიული დოზებით პერორალური მიღების შემდეგ ამლოდიპინი მნიშვნელოვნად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში (Cmax) მიიღწევა 6-12 საათში. ამლოდიპინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%-ს, სამკურნალო საშუალების განაწილების მოცულობა შეადგენს 21 ლ/კგ. In vitro კვლევებში დადგინდა, რომ ამლოდიპინის სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 97,5%-ს.
საკვების მიღება არ მოქმედებს ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე.
ბიოტრანსფორმაცია/გამოყოფა
ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 35-50 საათს სამკურნალო საშუალების დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას. ამლოდიპინი მეტწილად მეტაბოლიზდება ღვიძლში, სამკურნალო საშუალების ბიოტრანსფორმაციის პროცესში წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები. ამლოდიპინის შეყვანილი დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით, ხოლო სამკურნალო საშუალების შეყვანილი დოზის 10% გამოიყოფა უცვლელი სახით.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
კლინიკური მონაცემები ამლოდიპინის გამოყენების შესახებ ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეზღუდულია. ღვიძლის ფუნქციის უკმარისობის მქონე პაციენტებში მცირდება სამკურნალო საშუალების კლირენსი, რის შედეგადაც იზრდება მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი და იზრდება ფართობის მნიშვნელობა მრუდის ქვეშ `კონცენტრაცია-დრო~ (AUC) (დაახლოებით 40-60%-ით).
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
დროის მნიშვნელობა Cmax-ის მიღწევამდე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მსგავსია ასეთისა უფრო ახალგაზრდა პაციენტებში. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში აღინიშნება ამლოდიპინის კლირენსის შემცირების ტენდენცია, რის შედეგადაც იზრდება AUC-ის და ნახევარგამოყოფის პერიოდის მნიშვნელობები. AUC-ის და ნახევარგამოყოფის პერიოდის მნიშვნელობების ზრდა პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით შეესაბამებოდა მოსალოდნელს ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.
ბავშვები
ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები შეფასდა პოპულაციის კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 1-17 წლის ასაკის …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ამლიპინი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ამლიპინი, Amlipin
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება და ჯგუფური დასახელება
ამლოდიპინი + ლიზინოპრილი
Amlodipine + Lisinopril
შემადგელობა
ამლიპინი 5/5 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) 5 მგ,
ლიზინოპრილი (ლიზინოპრილის დიჰიდრატის ფორმით) 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი 1500, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II 85F250057 წითელი (პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, პონსო 4R, სანსეტი ყვითელი FCF, ტარტრაზინი, რკინის ოქსიდი შავი).
ამლიპინი 5/10 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) 5 მგ,
ლიზინოპრილი (ლიზინოპრილის დიჰიდრატის ფორმით) 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი 1500, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II 85F18422 თეთრი (პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი).
ამლიპინი 10/10 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) 10 მგ,
ლიზინოპრილი (ლიზინოპრილის დიჰიდრატის ფორმით) 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი 1500, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II 85F250057 წითელი (პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, პონსო 4R, სანსეტი ყვითელი FCF, ტარტრაზინი, რკინის ოქსიდი შავი).
ამლიპინი 10/20 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) 10 მგ,
ლიზინოპრილი (ლიზინოპრილის დიჰიდრატის ფორმით) 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი 1500, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II 85F18422 თეთრი (პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი).
წამლის ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა:
ამლიპინი 5/5 მგ
მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული წითელიდან აგურისფერ-წითლამდე ფერის აპკიანი გარსით.
ამლიპინი 5/10 მგ
მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით.
ამლიპინი 10/10 მგ
მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული წითელიდან აგურისფერ- წითლამდე ფერის აპკიანი გარსით, გამყოფი ნაჭდევით ერთ მხარეს.
ამლიპინი 10/20 მგ
მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით, გამყოფი ნაჭდევით ერთ მხარეს.
გამოყენების ჩვენებები
ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში.
ამლიპინი ნაჩვენებია ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის ერთდროული განცალკევებული მიღების ალტერნატივის სახით დოზებით, რომლებიც უზრუნველყოფს არტერიული წნევის (აწ) სათანადო კონტროლს ზრდასრულ პაციენტებში.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
რეკომენდებული დოზა - 1 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 1 ტაბლეტი.
როგორც წესი, პრეპარატები, რომლებიც შედგება სამკურნალო საშუალებების ფიქსირებული დოზების კომბინაციისგან, არ არის ნაჩვენები დაავადებების საწყისი თერაპიის სახით.
ამლიპინი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის დოზები, რომლებსაც შეიცავს პრეპარატი, შეესაბამება სამკურნალო საშუალებების ცალკე დადგენილ ეფექტურ შემანარჩუნებელ დოზებს. თერაპიის დროს კომბინაციის რომელიმე კომპონენტის დოზის ცვლილების აუცილებლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია კომბინაციის შერჩევა, რომელიც შეიცავს სამკურნალო საშუალებას შესაბამისი დოზით, ან გადასვლა სამკურნალო საშუალებების განცალკევებულ მიღებაზე.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
პრეპარატის ოპტიმალური საწყისი და შემანარჩუნებელი დოზის დასადგენად თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის დოზების ცალკე ინდივიდუალურად შერჩევა.
ამლიპინით თერაპიის დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, სისხლის შრატში კალიუმის და ნატრიუმის დონის კონტროლი. თუ ამლიპინით მკურნალობის ფონზე აღინიშნება თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის მიღების გაგრძელება ცალ-ცალკე, სათანადოდ შერჩეულ დოზებში.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
არ არსებობს რეკომენდაციები ამლიპინის დოზირებასთან დაკავშირებით პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი ხარისხის ღვიძლის უკმარისობით, ამიტომ პრეპარატის გამოყენებისას ასეთ პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის დაცვა; თერაპია დაწყებული უნდა იქნას პრეპარატის მინიმალური დოზის გამოყენებით. პრეპარატის ოპტიმალური საწყისი და შემანარჩუნებელი დოზის დასადგენად პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით საჭიროა ცალ-ცალკე ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის დოზების ინდივიდუალურად შერჩევა.
ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების კვლევები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა; ასეთ პაციენტებში ამლოდიპინით თერაპია უნდა დაიწყოს სამკურნალო საშუალების მინიმალური დოზის გამოყენებით, შემდეგ შეიძლება დოზის თანდათან გაზრდა.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)
ამლიპინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
კლინიკურ კვლევებში ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის ეფექტურობისა და უსაფრთხოების პროფილებში ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები არ აღნიშნულა. პრეპარატის ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზის დასადგენად ინდივიდუალური წესით საჭიროა ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის დოზების ცალკეულად შერჩევა.
ბავშვები
ამლიპინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
გამოყენების წესი
ტაბლეტების მიღება ხდება პერორალურად, კვების მიუხედავად.
უკუჩვენებები
ამლოდიპინი
- ჰიპერმგრძნობელობა ამლოდიპინის ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულების მიმართ;
- მძიმე არტერიული ჰიპოტენზია;
- შოკი (მათ შორის კარდიოგენური შოკი);
- მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგალითად, მძიმე ხარისხის აორტალური სტენოზი);
- გულის ჰემოდინამიკურად არასტაბილური უკმარისობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ.
ლიზინოპრილი
ჰიპერმგრძნობელობა ლიზინოპრილის ან აგფ სხვა ინჰიბიტორების მიმართ;
ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან;
საკუბიტრილისა და ვალსარტანის კომბინაციის ერთდროული გამოყენება (ლიზინოპრილით თერაპია უნდა დაიწყოს საკუბიტრილისა და ვალსარტანის კომბინაციის ბოლო დოზის მიღებიდან არა უადრეს 36 საათისა);
მემკვიდრული ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება;
ორსულობის II და III ტრიმესტრები;
ალისკირენის შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება (შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 60 მლ/წთ/1,73 მ2-ზე ნაკლები)).
ამლიპინი
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ორსულობის დაგეგმვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდები.
ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უკუჩვენება ეხება ამლიპინს.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ამლოდიპინი
ამლოდიპინის უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტებში ჰიპერტენზიული კრიზით დადგენილი არ არის.
პაციენტები გულის უკმარისობით
ამლოდიპინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში გულის უკმარისობით. გრძელვადიან პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით (III და IV კლასი NYHA-ს მიხედვით) პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იტარებდნენ თერაპიას ამლოდიპინით, ფილტვის შეშუპების განვითარების სიხშირე აღემატებოდა ასეთს პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იტარებდნენ პლაცებო თერაპიას. კალციუმის არხების ბლოკატორები, მათ შორის ამლოდიპინი, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით, ვინაიდან შეიძლება გაიზარდოს გულ-სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების და ლეტალური გამოსავლის რისკი.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით აღინიშნება ამლოდიპინისთვის ნახევარგამოყოფის პერიოდისა და AUC-ის მაჩვენებლების ზრდა, არ არსებობს რეკომენდაციები სამკურნალო საშუალების დოზირებასთან დაკავშირებით ასეთ პაციენტებში. თერაპია უნდა დაიწყოს ამლოდიპინის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით, მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის დოზის გაზრდისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე უკმარისობით ამლოდიპინის დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს, ამასთან, უზრუნველყოფილ უნდა იქნას პაციენტებზე სათანადო სამედიცინო დაკვირვება.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ამლოდიპინის დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილებები სისხლის პლაზმაში არ არის დამოკიდებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხზე. ამლოდიპინი არ გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზის საშუალებით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ამლოდიპინის დოზის გაზრდისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
ლიზინოპრილი
სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია
სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია იშვიათად აღინიშნება პაციენტებში გაურთულებელი არტერიული ჰიპერტენზიით. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი იზრდება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებისას, მაგალითად, შარდმდენების მიღების, მარილის დაბალი შემცველობით დიეტის დაცვის, დიალიზის ჩატარების, ღებინების, დიარეის შედეგად, ან პაციენტებში მძიმე რენინ-დამოკიდებული არტერიული ჰიპერტენზიით.
სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია რეგისტრირდებოდა პაციენტებში გულის უკმარისობით (თანმხლები თირკმლის უკმარისობით ან მის გარეშე). არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი იზრდება პაციენტებში გულის უკმარისობის მძიმე ფორმებით, რაც უკავშირდება მარყუჟოვანი შარდმდენების მაღალი დოზების გამოყენებას, ჰიპონატრიემიის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის განვითარებას. პაციენტები, რომლებსაც აქვთ არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების მაღალი რისკი, მკურნალობის დასაწყისში და ლიზინოპრილის დოზის კორექციის დროს, უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სათანადო დაკვირვებით. პაციენტები გულის იშემიური დაავადებით ან ცერებროვასკულური დაავადებებით, რომლებშიც არტერიული წნევის მნიშვნელოვან შემცირებას შეიძლება თან ახლდეს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარება ან მწვავე ცერებროვასკულური დარღვევა, ასევე უნდა იმყოფებოდნენ სათანადო დაკვირვების ქვეშ.
არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოვათავსოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში; საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენურად შეყვანა. ტრანზიტორული არტერიული ჰიპოტენზია არ წარმოადგენს ლიზინოპრილის შემდგომი გამოყენების უკუჩვენებას; სამკურნალო საშუალება, როგორც წესი, შეიძლება გამოყენებულ იქნას არტერიული წნევის მომატების შემდეგ მოცირკულირე სისხლის მოცულობის ზრდის ფონზე.
ზოგიერთ პაციენტში გულის უკმარისობით ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევისას, ლიზინოპრილის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისტემური არტერიული წნევის დამატებითი შემცირება. ეს ეფექტი მოსალოდნელია და როგორც წესი, არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას. თუ არტერიულ ჰიპოტენზიას თან ახლავს კლინიკური სიმპტომების განვითარება, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან სამკურნალო საშუალების გამოყენების შეწყვეტა.
არტერიული ჰიპოტენზია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს
არ არის რეკომენდებული ლიზინოპრილით თერაპიის დაწყება პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ჰემოდინამიკური დარღვევების განვითარების რისკი ვაზოდილატატორებით მკურნალობის შემდეგ (პაციენტები სისტოლური არტერიული წნევით 100 მმ. ვწყ. სვ. და ნაკლები, პაციენტები კარდიოგენური შოკით). თუ მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პირველი 3 დღის განმავლობაში სისტოლური არტერიული წნევა შეადგენს 120 მმ. ვწყ. სვ. და ნაკლებს, ლიზინოპრილის დოზა უნდა შემცირდეს. თუ სისტოლური არტერიული წნევა შეადგენს 100 მმ. ვწყ. სვ. და ნაკლებს, სამკურნალო საშუალების შემანარჩუნებელი დოზა უნდა შემცირდეს 5 მგ-მდე ან დროებით 2,5 მგ-მდე. იმ შემთხვევებში, როდესაც არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 90 მმ. ვწყ. სვ-ზე) რეგისტრირდება 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ლიზინოპრილით თერაპია უნდა შეწყდეს.
აორტის სარქვლის სტენოზი, მიტრალური სარქვლის სტენოზი, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
სხვა აგფ ინჰიბიტორების მსგავსად, ლიზინოპრილი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მიტრალური სარქვლის სტენოზით და მარცხენა პარკუჭის გამავალი ტრაქტის ობსტრუქციით, მაგალითად აორტის სტენოზის ან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს.
თირკმლის უკმარისობა
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (Clcr ნაკლები 80 მლ/წთ-ზე) ლიზინოპრილის საწყისი დოზა უნდა შეირჩეს Clcr-ის გათვალისწინებით (იხ. ცხრილი 1), ხოლო შემდგომში მკურნალობაზე პაციენტის პასუხის მიხედვით. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა მოხდეს სისხლში კალიუმის და კრეატინინის დონის რეგულარული კონტროლი.
ცხრილი 1. ლიზინოპრილის დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის დროს
კრეატინინის კლირენსი (Clcr)
საწყისი დოზა
10 მლ/წთ-ზე ნაკლები (დიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით)
2,5 მგ/დღე-ღამეში*
10-30 მლ/წთ
2,5-5 მგ/დღე-ღამეში
31-80 მლ/წთ
5-10 მგ/დღე-ღამეში
- დოზა და/ან გამოყენების ჯერადობა უნდა დარეგულირდეს არტერიული წნევის დონის გათვალისწინებით.
პაციენტებში გულის უკმარისობით, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის საწყის ეტაპზე, არტერიულმა ჰიპოტენზიამ შეიძლება განაპირობოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი დაქვეითება. იყო ცნობები ასეთ პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების შესახებ, რაც, როგორც წესი, შექცევადი იყო.
ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებში თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზით ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზით, რომლებიც იღებდნენ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით, რეგისტრირდებოდა სისხლში შარდოვანას დონის და სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, როგორც წესი, შექცევადი მკურნალობის შეწყვეტისას (უფრო მაღალი რისკი დამახასიათებელია პაციენტებისთვის თირკმლის უკმარისობით). პაციენტებში თანმხლები რინოვასკულური არტერიული ჰიპერტენზიით აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი. ასეთ პაციენტებში თერაპია უნდა დაიწყოს ლიზინოპრილის დაბალი დოზის გამოყენებით და უზრუნველყოფილი უნდა იქნას პაციენტებზე სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა; სამკურნალო საშუალების დოზის კორექტირება სიფრთხილით უნდა მოხდეს. ლიზინოპრილით თერაპიის პირველი კვირეების განმავლობაში შარდმდენების მიღება უნდა შეწყდეს, რადგან მათმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ზემოხსენებული ცვლილებების განვითარებას, ასევე აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, მნიშვნელოვანი რენოვასკულური დაავადებების არარსებობისას, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, შეინიშნებოდა სისხლში შარდოვანას დონის უმნიშვნელო ტრანზიტორული და სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის ზრდა, განსაკუთრებით ლიზინოპრილის კომბინირებული გამოყენებისას შარდმდენებთან. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის უკვე არსებული დარღვევებით, ზემოთ მითითებული ცვლილებების განვითარების რისკი იზრდება. ასეთ სიტუაციებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება და/ან შარდმდენებით და/ან ლიზინოპრილით თერაპიის შეწყვეტა.
პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით და თირკმელების ფუნქციის დარღვევების ნიშნებით (სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაცია აღემატება 177 მკმოლ/ლ-ს და/ან პროტეინურია 500 მგ-ზე მეტი დღე-ღამეში), არ არის რეკომენდებული ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყება. თუ ლიზინოპრილით თერაპიის დროს ვითარდება თირკმელების ფუნქციის დარღვევები (სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაცია აღემატება 265 მკმოლ/ლ-ს ან ორჯერ აღემატება სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციას მკურნალობის დაწყებამდე), განხილულ უნდა იქნას საკითხი სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტის შესახებ.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები/ანგიონევროზული შეშუპება
პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით, ლიზინოპრილის ჩათვლით, იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, სახმო ნაპრალის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება; ზემოხსენებული ცვლილებები შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ პერიოდში. ასეთ სიტუაციებში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სამკურნალო საშუალების გამოყენება და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა, ასევე აუცილებელია პაციენტებზე სათანადო სამედიცინო დაკვირვების უზრუნველყოფა სიმპტომების სრულ გაქრობამდე. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მხოლოდ ენის შეშუპება ვითარდება და არ აღინიშნება სუნთქვის უკმარისობა, შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტზე ხანგრძლივი დაკვირვება, ვინაიდან ანტიჰისტამინური საშუალებებით და კორტიკოსტეროიდებით თერაპია შეიძლება იყოს არასაკმარისად ეფექტური.
ანგიონევროზული შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ხორხის ან ენის შეშუპება, ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევდა ლეტალურ გამოსავალს. პაციენტებში ენის, სახმო ნაპრალის ან ხორხის შეშუპებით, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სასუნთქ გზებზე ოპერაციული ჩარევა, სასუნთქი გზების ობსტრუქციის რისკი იზრდება. ამ პაციენტებში საჭიროა სასწრაფოდ ჩატარდეს გადაუდებელი მკურნალობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ადრენალინის შეყვანას და/ან ზედა სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფას. ასეთ სიტუაციებში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, სანამ სიმპტომები მთლიანად არ გაქრება.
Aნგიონევროზული შეშუპების აღნიშვნის სიხშირე აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას უფრო მაღალია ნეგროიდული რასის პაციენტებში, სხვა რასის პაციენტებთან შედარებით.
პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევები, რომელიც არ უკავშირდებოდა აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს.
აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება საკუბიტრილისა და ვალსარტანის კომბინაციასთან უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკის გამო. საკუბიტრილისა და ვალსარტანის კომბინაციით თერაპიის დაწყება აუცილებელია ლიზინოპრილის ბოლო დოზის მიღებიდან არაუადრეს 36 საათისა. ლიზინოპრილით მკურნალობა უნდა დაიწყოს საკუბიტრილისა და ვალსარტანის კომბინაციის ბოლო დოზის მიღებიდან არაუადრეს 36 საათისა.
აგფ ინჰიბიტორების ერთობლივი გამოყენებისას რაცეკადოტრილთან, რაპამიცინის წარმოებულებთან (ფერმენტ mTORკინაზას (რაპამიცინის სამიზნე ძუძუმწოვრების უჯრედებში) ინჰიბიტორები, მაგალითად, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი), აგრეთვე ვილდაგლიპტინთან, ანგიონევროზული შეშუპების, მაგალითად, სასუნთქი გზების ან ენის შეშუპების (სუნთქვის უკმარისობით ან მის გარეშე) რისკი შეიძლება გაიზარდოს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობას, სიფრთხილით უნდა იქნას დაწყებული თერაპია რაცეკადოტრილით, რაპამიცინის წარმოებულებით და ვილდაგლიპტინით.
ანაფილაქტოიდური რეაქციები ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში
იყო ცნობები ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების შემთხვევების შესახებ აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას დიალიზზე მყოფ პაციენტებში, მაღალი დინების დიალიზური მემბრანების გამოყენებით (მაგალითად, AN69). ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია საკითხის განხილვა სხვა ტიპის დიალიზური მემბრანის, ან სხვა ფარმაკოთერაპიული ჯგუფის ჰიპოტენზიური პრეპარატის გამოყენების შესახებ.
ანაფილაქტოიდური რეაქციები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის პროცედურის ჩატარებისას
იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის პროცედურის ჩატარების დროს დექსტრან სულფატის გამოყენებით, აღინიშნებოდა სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციები. ზემოხსენებული რეაქციების განვითარების პრევენციის მიზნით, აგფ ინჰიბიტორების გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს აფერეზის პროცედურის ჩატარებამდე.
დესენსიბილიზაცია
ანაფილაქტოიდური რეაქციები აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით მადესენსიბილიზებელი მკურნალობის დროს, მაგალითად, სიფრიფანაფრთიანების შხამით. ზემოხსენებული რეაქციების განვითარების პრევენციის მიზნით, აგფ ინჰიბიტორების გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს დესენსიბილიზაციის პროცედურის ჩატარებამდე (აგფ ინჰიბიტორების შემთხვევითი გამოყენებისას ანაფილაქტოიდური რეაქციები კვლავ აღინიშნებოდა).
ღვიძლის უკმარისობა
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას, პაციენტებს აღენიშნებოდათ სინდრომი, რომელიც იწყებოდა ქოლესტაზური სიყვითლით, პროგრესირებდა ღვიძლის ფულმინანტური ნეკროზის განვითარებამდე და (ზოგჯერ) იწვევდა სიკვდილს; ამ სინდრომის მექანიზმი უცნობია. სიყვითლის განვითარებისას ან სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მნიშვნელოვანი ზრდის დროს, აუცილებელია ლიზინოპრილის გამოყენების შეწყვეტა და პაციენტზე სათანადო სამედიცინო დაკვირვების უზრუნველყოფა.
ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი
აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას რეგისტრირდებოდა ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიის და ანემიის შემთხვევები. პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით და სხვა თანმხლები ფაქტორების არარსებობისას ნეიტროპენია იშვიათად აღინიშნება. ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი ატარებს შექცევად ხასიათს აგფ ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ. ლიზინოპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების მქონე პაციენტებში, იმუნოსუპრესიული თერაპიის ჩატარებისას, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობის დროს, ასევე ამ თანმხლები ფაქტორების კომბინირებისას, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმელების ფუნქციის უკვე არსებული დარღვევებით. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ პაციენტებს უვითარდებოდათ მძიმე ინფექციური დაავადებები, რომლის დროსაც ინტენსიური ანტიბიოტიკოთერაპია არაეფექტური იყო. ზემოთ მითითებულ პაციენტებში, ლიზინოპრილით მკურნალობის დროს, რეკომენდებულია სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის პერიოდული კონტროლი, ხოლო პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ უნდა აცნობონ ექიმს ინფექციური დაავადების ნებისმიერი ნიშნის გამოვლენის შესახებ.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის (რაას) სისტემის ორმაგი ბლოკადა
არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენებისას იზრდება არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიისა და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) განვითარების რისკი. ამ მიზეზით, არ არის რეკომენდებული რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებისას.
იმ შემთხვევაში, როდესაც რაას-ის ორმაგი ბლოკადა აბსოლუტურად აუცილებლად ითვლება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დაკვირვება პაციენტებზე და რეგულარულად ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის, სისხლში ელექტროლიტების დონისა და არტერიული წნევის სათანადო მონიტორინგი. არ არის რეკომენდებული აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროულად გამოყენება პაციენტებში დიაბეტური ნეფროპათიით.
რასობრივი კუთვნილება
ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევები აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას ნეგროიდული რასის პაციენტებში აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე სხვა რასის პაციენტებში.
სხვა აგფ ინჰიბიტორების მსგავსად, ლიზინოპრილი შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს არტერიული წნევის დაქვეითების თვალსაზრისით ნეგროიდული რასის პაციენტებში, სხვა რასის პაციენტებთან შედარებით, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ნეგროიდული რასის პაციენტთა პოპულაციაში იმ პირთა სიჭარბით, ვისაც სისხლში რენინის დაბალი შემცველობა აღენიშნება.
ხველა
აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე აღინიშნება ხველა, რომელიც, როგორც წესი, არაპროდუქტიულია, მუდმივია და ქრება აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. ხველის დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას საჭიროა აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან დაკავშირებული ხველის გათვალისწინება.
ქირურგიული ჩარევა/ზოგადი ანესთეზია
ქირურგიული ჩარევების ან ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას არტერიული ჰიპოტენზიის გამომწვევი სამკურნალო საშუალებების გამოყენებით, ლიზინოპრილს შეუძლია დაბლოკოს რენინის კომპენსატორული გამოყოფით განპირობებული ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნა. ზემოხსენებულ მექანიზმთან დაკავშირებული არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, მისი კორექტირება შესაძლებელია Bმოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდის გზით.
ჰიპერკალიემია
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ აგფ ინჰიბიტორებით, შეიძლება აღინიშნოს ჰიპერკალიემია, ვინაიდან აგფ ინჰიბიტორები არღვევენ ალდოსტერონის გამოთავისუფლებას. როგორც წესი, ზემოაღნიშნული ცვლილებები არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. მაგრამ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით, შაქრიანი დიაბეტით და/ან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კალიუმის შემცველ პრეპარატებს (მათ შორის კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები), კალიუმის შემანარჩუნებელ შარდმდენებს (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), სისხლის შრატში კალიუმის დონის ზრდის განმაპირობებელ სხვა სამკურნალო საშუალებებს (მაგალითად, ჰეპარინი, ტრიმეტოპრიმი ან კო-ტრიმოქსაზოლი (ტრიმეტოპრიმის და სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია)), და განსაკუთრებით ალდოსტერონის ანტაგონისტებს ან ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორებს, შეიძლება ჰიპერკალიემია აღინიშნოს. პაციენტებში, რომლებიც იტარებენ აგფ ინჰიბიტორებით თერაპიას, კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენები და ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, ამასთან აუცილებელია სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის და თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
პაციენტები შაქრიანი დიაბეტით
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იტარებენ თერაპიას პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებით ან ინსულინით, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლი.
ლითიუმის პრეპარატები
როგორც წესი, ლიზინოპრილის და ლითიუმის პრეპარატების კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ორსულობა
არ არის რეკომენდებული აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყება ორსულობის პერიოდში. პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, გადაყვანილ უნდა იქნან ალტერნატიული ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით თერაპიაზე ორსულობის პერიოდში გამოყენების უსაფრთხოების ცნობილი პროფილით, გარდა შემთხვევებისა, როდესაც აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის გაგრძელება მიიჩნევა უკიდურესად აუცილებლად. ორსულობის დადგენისას აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაიწყოს თერაპია ალტერნატიული ჰიპოტენზიური საშუალებებით.
ამლიპინი
ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა ზემოხსენებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები ეხება ამლიპინს.
დამხმარე ნივთიერებები
ამლიპინი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ე.ი. პრაქტიკულად `არ შეიცავს ნატრიუმს~.
ამლიპინი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებთ გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ამლიპინი 5/5 მგ და ამლიპინი 10/10 მგ შეიცავს საღებავებს სანსეტ ყვითელს FCF, პონსო 4R და ტარტრაზინს, რომელთაგან თითოეულმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ამლოდიპინი
სხვა წამლების ზემოქმედება ამლოდიპინზე
CYP3A4 ინჰიბიტორები
CYP3A4 ძლიერ ან ზომიერ ინჰიბიტორებთან (პროტეაზას ინჰიბიტორები, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები აზოლის ჯგუფიდან, ანტიბიოტიკები მაკროლიდების ჯგუფიდან, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, ვერაპამილი ან დილთიაზემი) ერთდროული გამოყენებისას, ამლოდიპინის სისტემური ზემოქმედება შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს და, შესაბამისად, იზრდება არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი. ზემოთ მოყვანილი ფარმაკოკინეტიკური წამლისმიერი ურთიერთქმედების კლინიკური გამოვლინებები შეიძლება უფრო გამოხატული იყოს ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთ სიტუაციებში უნდა ჩატარდეს პაციენტების კლინიკური სტატუსის კონტროლი და ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ამლოდიპინის დოზის კორექცია.
CYP3A4 ინდუქტორები
CYP3A4 ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენებისას ამლოდიპინის კონცენტრაციის მნიშვნელობები სისხლის პლაზმაში შეიძლება ვარირებდეს. ამიტომ, უნდა მოხდეს არტერიული წნევის კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, ამლოდიპინის დოზა უნდა დარეგულირდეს როგორც CYP3A4 ინდუქტორებთან კომბინირებული გამოყენების დროს, ასევე გამოყენების შემდეგ, განსაკუთრებით CYP3A4 ძლიერ ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინი და პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას (Hypericum perforatum)).
არ არის რეკომენდებული ამლოდიპინის ერთდროული გამოყენება გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან, ვინაიდან ზოგიერთ პაციენტში ამ დროს შეიძლება გაიზარდოს სამკურნალო საშუალების ბიოშეღწევადობა და გაძლიერდეს მისი ჰიპოტენზიური მოქმედება.
დანტროლენი (ინფუზია)
ცხოველებზე ჩატარებულ გამოკვლევებში დადგინდა, რომ ვერაპამილის და დანტროლენის შეყვანისას (ინტრავენური ინფუზია) ვითარდება ჰიპერკალიემიასთან დაკავშირებული პარკუჭების ფიბრილაცია ფატალური შედეგით და გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკთან დაკავშირებით რეკომენდებულია თავიდან იქნას აცილებული დანტროლენის ერთდროულად გამოყენება კალციუმის არხების ბლოკატორებთან, როგორიცაა ამლოდიპინი, ავთვისებიანი ჰიპერთერმიის განვითარებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში, აგრეთვე უშუალოდ ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მკურნალობისას.
ამლოდიპინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე
ამლოდიპინი ახდენს ადიტიურ მოქმედებას არტერიული წნევის შემცირებასთან მიმართებაში კომბინირებული გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც გააჩნიათ ჰიპოტენზიული მოქმედება.
ტაკროლიმუსი
ამლოდიპინთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში არსებობს სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის გაზრდის რისკი, ამ ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი. იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ამლოდიპინის ტაკროლიმუსთან კომბინირებული გამოყენება, ტაკროლიმუსის ტოქსიკური ეფექტის განვითარების თავიდან ასაცილებლად, უნდა მოხდეს მისი კონცენტრაციის კონტროლი სისხლში და, საჭიროების შემთხვევაში, დოზის კორექცია.
რაპამიცინის წარმოებულები
რაპამიცინის წარმოებულები, როგორიცაა სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი, არიან CYP3-ს სუბსტრატები და ამლოდიპინი არის CYP3A სუსტი ინჰიბიტორი. ამიტომ, ამლოდიპინთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს რაპამიცინის წარმოებულების სისტემური ეფექტი.
ციკლოსპორინი
ამლოდიპინისა და ციკლოსპორინის ურთიერთქმედების კვლევები ჯანმრთელ მოხალისეებსა და პაციენტების სხვა ჯგუფებში, გარდა იმ პაციენტებისა, რომლებსაც ჩაუტარდათ თირკმლის გადანერგვა (ასეთ პაციენტებში აღინიშნებოდა ციკლოსპორინის ნარჩენი კონცენტრაციის მომატება სისხლში საშუალოდ 0%-დან 40%-მდე) არ ჩატარებულა.
ამლოდიპინისა და ციკლოსპორინის კომბინირებული გამოყენებისას პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს თირკმლის გადანერგვა, უნდა ჩატარდეს ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლი სისხლში და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შემცირდეს მისი დოზა.
სიმვასტატინი
ამლოდიპინთან (10 მგ) ერთდროულად მრავალჯერადი გამოყენებისას სიმვასტატინის (80 მგ) სისტემური ეფექტი იზრდებოდა 77%-ით, ასეთთან შედარებით სიმვასტატინის მონოთერაპიის დროს. სიმვასტატინის დოზა პაციენტებში, რომლებიც ამლოდიპინით თერაპიას ღებულობენ, არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს დღე-ღამეში.
ამლოდიპინი არ ახდენდა გავლენას ატორვასტატინის, დიგოქსინის და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.
ლიზინოპრილი
ჰიპოტენზიული საშუალებები
ლიზინოპრილის ერთდროული გამოყენებისას სხვა ჰიპოტენზიულ საშუალებებთან (მაგალითად, ნიტროგლიცერინი ან ნიტრატის მსგავსი სხვა საშუალებები, სხვა ვაზოდილატატორები) შეიძლება აღინიშნოს სამკურნალო საშუალებების ადიტიური მოქმედება არტერიული წნევის შემცირებასთან მიმართებაში.
კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოთენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენება (რაას-ის ორმაგი ბლოკადა) დაკავშირებულია გვერდითი რეაქციების აღნიშვნის უფრო მაღალ სიხშირესთან, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით), რაას-ზე მოქმედი სამკურნალო საშუალებების მონოთერაპიასთან შედარებით.
სამკურნალო საშუალებები, რომელთა გამოყენებისას იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი
აგფ ინჰიბიტორების ერთობლივი გამოყენება საკუბიტრილისა და ვალსარტანის კომბინაციასთან უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკის გამო.
აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას რაპამიცინის წარმოებულებთან (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი), ნეიტრალური ენდოპეპტიდაზას ინჰიბიტორებთან (მაგალითად, რაცეკადოტრილი), ვილდაგლიპტინთან ან პლაზმინოგენის ქსოვილოვან აქტივატორთან შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი.
დიურეზულები
დიურეზულების გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლიზინოპრილით თერაპიას, როგორც წესი, აღინიშნება სამკურნალო საშუალებების ადიტიური მოქმედება არტერიული წნევის შემცირებასთან მიმართებაში.
ცალკეულ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას შარდმდენებით, განსაკუთრებით მოკლე დროით, შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, მკურნალობის სქემაში ლიზინოპრილის დამატებისას. სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი შეიძლება დაყვანილი იქნას მინიმუმამდე, თუ ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე შეწყდება დიურეზულების გამოყენება.
კალიუმის შემცველი პრეპარატები, კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენები, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატება
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაცია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ლიზინოპრილით, არის ნორმალური მნიშვნელობების ფარგლებში, ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ჰიპერკალიემია. კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენების (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის შემცველი პრეპარატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ლიზინოპრილთან ერთად გამოყენების შემთხვევაში კალიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. ლიზინოპრილის კომბინირებული გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატება, როგორიცაა ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი (ტრიმეტოპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია), საჭიროა სიფრთხილის დაცვა (ტრიმეტოპრიმი შეიძლება მოქმედებდეს კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზული საშუალების - ამილორიდის მსგავსად). ლიზინოპრილის ზემოხსენებული კომბინაციების გამოყენება არ არის რეკომენდებული; იმ შემთხვევებში, როდესაც ამგვარი კომბინაციების გამოყენება გახდება საჭირო, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა და კალიუმის დონის ხშირი კონტროლი სისხლის შრატში.
ლიზინოპრილის გამოყენებისას შარდმდენებთან ერთად, რომლებსაც კალიუმი გამოყავთ ორგანიზმიდან, შეიძლება შემცირდეს შარდმდენების მიღებასთან დაკავშირებული ჰიპოკალიემია.
ციკლოსპორინი
აგფ ინჰიბიტორებისა და ციკლოსპორინის კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია, ამიტომ ამგვარი კომბინაციების გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის კონტროლი.
ჰეპარინი
აგფ ინჰიბიტორებისა და ჰეპარინის კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია, ამიტომ ამგვარი კომბინაციების გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის კონტროლი.
ლითიუმის პრეპარატები
აგფ ინჰიბიტორების ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას იყო შეტყობინებები სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი ზრდის და მისი ტოქსიკური ზემოქმედების შემთხვევების შესახებ. თიაზიდურ შარდმდენებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ლითიუმის ტოქსიკური ეფექტის განვითარების რისკი, ხოლო ლითიუმის უკვე არსებული ინტოქსიკაციის სიმძიმე, რომელიც ვითარდება აგფ ინჰიბიტორების გამოყენების ფონზე, შეიძლება გაიზარდოს. ლიზინოპრილის გამოყენება ლითიუმის პრეპარატებთან ერთად არ არის რეკომენდებული, თუმცა, თუ ასეთი კომბინაციების გამოყენების საჭიროება არსებობს, აუცილებელია სისხლის შრატში ლითიუმის დონის სათანადო კონტროლი.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა დღე-ღამეში 3 გ ან მეტი დოზით
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა დოზებში, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, მე-2 ტიპის ციკლოოქსიგენაზას სელექტიური ინჰიბიტორები და არასელექტიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) შეიძლება შემცირდეს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური ეფექტი. აგფ ინჰიბიტორებისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს თირკმელების ფუნქციის დარღვევების სიმძიმე, მწვავე თირკმლის უკმარისობის ჩათვლით, ასევე შეიძლება გაიზარდოს კალიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში, განსაკუთრებით პაციენტებში უკვე არსებული თირკმელების უკმარისობით; ზემოხსენებული ცვლილებები, როგორც წესი, შექცევადია. ასეთი კომბინაციები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, თირკმლის ფუნქციის კონტროლი უნდა ჩატარდეს მკურნალობის საწყის ეტაპზე და შემდგომ მკურნალობის პროცესში, ხოლო პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხის საკმარისი რაოდენობა.
ოქროს პრეპარატები
ვაზოდილატაციის სიმპტომები, წამოხურების, გულისრევის, თავბრუსხვევისა და არტერიული ჰიპოტენზიის ჩათვლით, რომლებიც ვითარდება ოქროს პრეპარატების საინექციო ფორმების (მაგალითად, ნატრიუმის უროთიომალატი) გამოყენების შედეგად და შეიძლება მკვეთრად გამოხატული იყოს, უფრო ხშირად აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებით თერაპიას.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები/ანტიფსიქოზური საშუალებები/საანესთეზიო საშუალებები
ზოგიერთ საანესთეზიო საშუალებებთან, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებთან და ანტიფსიქოზურ საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური მოქმედება.
სიმპათომიმეტურები
სიმპათომიმეტურებთან ერთად გამოყენებისას აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური მოქმედება შეიძლება შემცირდეს.
ჰიპოგლიკემიური საშუალებები
ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, ჰიპოგლიკემიური საშუალებების (ინსულინი და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) მოქმედება შეიძლება გაიზარდოს, ამასთან იზრდება ჰიპოგლიკემიის რისკი. კომბინირებული თერაპიის პირველი კვირეების განმავლობაში და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ზემოთ მოყვანილი ცვლილებების რისკი იზრდება.
აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოლიტიკები, β-ბლოკატორები, ნიტრატის მსგავსი პრეპარატები
ლიზინოპრილის გამოყენება შესაძლებელია ერთდროულად აცეტილსალიცილის მჟავასთან დოზებში, რომლებიც ახდენენ ანტიაგრეგანტულ მოქმედებას, თრომბოლიტიკებან, β-ბლოკატორებთან და/ან ნიტრატის მსგავს საშუალებებთან.
ამლიპინი
ამლოდიპინთან და ლიზინოპრილთან დაკავშირებული ყველა ზემოხსენებული ურთიერთქმედება ეხება ამლიპინს.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ამლოდიპინი
ორსულობა
ორსულობის პერიოდში ქალებში ამლოდიპინის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამლოდიპინს მაღალი დოზებით გააჩნია რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
ორსულობის პერიოდში ქალებში ამლოდიპინის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც არ არსებობს უფრო უსაფრთხო ალტერნატიული მკურნალობა და ასევე, როდესაც დაავადება თავისთავად უფრო დიდ რისკს უქმნის დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას.
ლაქტაცია
ამლოდიპინი გამოიყოფა დედის რძეში. სამკურნალო საშუალების ოდენობის პროცენტული მაჩვენებლის ინტერკვარტილური დიაპაზონი, რომელსაც იღებს ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვი დედის დოზასთან მიმართებაში, შეადგენს 3-7%-ს, მაქსიმუმ - 15%-ს. ამლოდიპინის მოქმედება ბავშვზე უცნობია. ძუძუთი კვების გაგრძელება/შეწყვეტის ან ამლოდიპინით თერაპიის გაგრძელება/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, საჭიროა დედისთვის სამკურნალო საშუალების მიღებით განპირობებული სარგებელის და ბავშვისთვის ძუძუთი კვების უპირატესობების გათვალისწინება.
ფერტილობა
იყო ცნობები სპერმატოზოიდების თავებში შექცევადი ბიოქიმიური ცვლილებების შესახებ ზოგიერთ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას კალციუმის არხების ბლოკატორებით. ფერტილობაზე ამლოდიპინის პოტენციური გავლენის შესახებ კლინიკური მონაცემების რაოდენობა არასაკმარისია. ვირთაგვებზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამკურნალო საშუალება უარყოფითად მოქმედებს ფერტილობაზე მამრებში.
ლიზინოპრილი
ორსულობა
აგფ ინჰიბიტორების გამოყენება არ არის რეკომენდებული პირველ ტრიმესტრში და უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში.
ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგების საფუძველზე შეუძლებელია ზუსტი დასკვნის გაკეთება ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების მიღებით განპირობებული ტერატოგენური ეფექტების განვითარების რისკის შესახებ, მაგრამ არ შეიძლება გამოირიცხოს რისკის უმნიშვნელო ზრდა. პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, გადაყვანილ უნდა იქნან თერაპიაზე ალტერნატიული ჰიპოტენზიური საშუალებებით გამოყენების უსაფრთხოების ცნობილი პროფილით ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის გაგრძელება უკიდურესად აუცილებელია. ორსულობის დადგენისას აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს თერაპია ალტერნატიული ჰიპოტენზიური საშუალებებით.
დადგენილია, რომ ქალებში ორსულობის II და III ტრიმესტრებში გამოყენებისას აგფ ინჰიბიტორები ტოქსიკურ გავლენას ახდენენ ნაყოფზე (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიონი, თავის ქალის ძვლების ოსიფიკაციის შეფერხება) და ახალშობილზე (თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია).
ორსულობის პერიოდში ქალებში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას, მეორე ტრიმესტრიდან მოყოლებული, რეკომენდებულია ნაყოფის თირკმელებისა და თავის ქალის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება.
არტერიული ჰიპოტენზიის ნიშნების გამოვლენის მიზნით რეკომენდებულია ახალშობილთა სათანადო მონიტორინგის ჩატარება, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში იღებდნენ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით.
ლაქტაცია
ლაქტაციის პერიოდში ქალებში სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ ქალებში ლიზინოპრილის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული. სასურველია გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ჰიპოტენზიური საშუალებები, რომლებსაც აქვთ გამოყენების ცნობილი უსაფრთხოების პროფილი ლაქტაციის პერიოდში, განსაკუთრებით ახალშობილების ან დღენაკლული ბავშვების ძუძუთი კვების დროს.
ამლიპინი
ორსულობა
არ არის რეკომენდებული ამლიპინის გამოყენება ქალებში ორსულობის დაგეგმვის და ორსულობის პერიოდებში.
პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას გადაყვანილ უნდა იქნან ალტერნატიული ჰიპოტენზიური საშუალებებით თერაპიაზე გამოყენების ცნობილი უსაფრთხოების პროფილით ორსულობის პერიოდში.
არ არსებობს მონაცემები ამლიპინის გამოყენების შესახებ ქალებში ორსულობის პერიოდში სათანადო კონტროლირებადი კლინიკური კვლევების ჩარჩოებში. ორსულობის დადგენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროების შემთხვევაში დაწყებულ იქნას ალტერნატიული მკურნალობა ჰიპოტენზიური საშუალებებით გამოყენების ცნობილი უსაფრთხოების პროფილით ორსულობის დროს.
ლაქტაცია
ამლიპინი არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ძუძუთი კვების დროს (არ არსებობს მონაცემები ლაქტაციის პერიოდში ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ). სასურველია ალტერნატიული ჰიპოტენზიური პრეპარატების გამოყენება ლაქტაციის დროს გამოყენების ცნობილი უსაფრთხოების პროფილით, განსაკუთრებით ახალშობილებისა და დღენაკლული ბავშვების ძუძუთი კვების პერიოდში.
ფერტილობა
არ არსებობს მონაცემები ფერტილობაზე ამლიპინის გავლენის შესახებ სათანადო კონტროლირებადი კლინიკური გამოკვლევების ჩარჩოებში.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ამლოდიპინი
ამლოდიპინმა შეიძლება მოახდინოს უმნიშვნელო ან ზომიერად გამოხატული გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე, სამკურნალო საშუალების გამოყენების ფონზე თავბრუსხვევის, თავის ტკივილის, დაღლილობის და გულისრევის განვითარებისას რეაქციის სიჩქარე შეიძლება შემცირდეს. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის დროს, განსაკუთრებით ამლოდიპით მკურნალობის დაწყებისას.
ლიზინოპრილი
ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის დროს პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ლიზინოპრილის გამოყენების ფონზე, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან დაღლილობა.
ამლიპინი
ზემოთ მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით, ამლიპინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).
არასასურველი რეაქციები
ამლიპინი
კონტროლირებადი კლინიკური კვლევის მონაცემების თანახმად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 195 პაციენტმა, არასასურველი რეაქციების აღნიშვნის სიხშირე ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის ერთდროული გამოყენებისას არ აღემატებოდა ასეთს სამკურნალო საშუალებების ცალ-ცალკე გამოყენებისას; ამასთან, არასასურველი რეაქციები არ განსხვავდებოდა ადრე დარეგისტირებული არასასურველი რეაქციებისგან, რომლებიც დაკავშირებული იყო ამლოდიპინის და/ან ლიზინოპრილის გამოყენებასთან. არასასურველი რეაქციები, როგორც წესი, იყო უმნიშვნელოდ გამოხატული და ხანმოკლე, იშვიათ შემთხვევებში მათ განვითარებას ახლდა მკურნალობის შეწყვეტა. ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის კომბინაციის გამოყენებისას ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თავის ტკივილი (8%), ხველა (5%) და თავბრუსხვევა (3%). ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის კომბინაციის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს არასასურველი რეაქციები, რომლებიც დარეგისტრირებულია სამკურნალო საშუალებების ცალ-ცალკე გამოყენებისას.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA მიხედვით. თითოეული კატეგორიის ფარგლებში არასასურველი რეაქციების კლასიფიცირება ხდება აღნიშვნის სიხშირის მიხედვით და წარმოდგენილია მისი კლების თანმიმდევრობით.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემებით). თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის შემცირების შესაბამისად.
ამლოდიპინი
ამლოდიპინის გამოყენებისას ყველაზე ხშირად რეგისტრირდებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პალპიტაცია, წამოხურება, მუცლის ტკივილი, გულისრევა, კოჭ-წვივის არის შეშუპება, შეშუპებები და დაღლილობა.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ალერგიული რეაქციები.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპერგლიკემია.
ფსიქიკის დარღვევები: არახშირად - დეპრესია, განწყობის ცვლილებები (შფოთვის ჩათვლით), უძილობა; იშვიათად - ცნობიერების არევა.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში); არახშირად - ტრემორი, დისგევზია, გონების დაკარგვა, ჰიპესთეზია, პარესთეზია; ძალიან იშვიათად - ჰიპერტონუსი, პერიფერიული ნეიროპათია; სიხშირე უცნობია – ექსტრაპირამიდული დარღვევები.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - მხედველობის დარღვევები (დიპლოპიის ჩათვლით).
სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: არახშირად - ხმაური ყურებში.
გულის მხრივ: ხშირად - პალპიტაცია; არახშირად - არითმია (მათ შორის ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია და წინაგულების ფიბრილაცია); ძალიან იშვიათად - მიოკარდიუმის ინფარქტი.
სისხლძარღვების მხრივ: ხშირად - წამოხურება; არახშირად - არტერიული ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად - ვასკულიტი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ხშირად - ქოშინი; არახშირად - ხველა, რინიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისპეფსია, ნაწლავის პერისტალტიკის დარღვევა (დიარეისა და ყაბზობის ჩათვლით); არახშირად - ღებინება, პირის სიმშრალე; ძალიან იშვიათად - პანკრეატიტი, გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰეპატიტი, სიყვითლე, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ძირითადად ქოლესტაზთან დაკავშირებული).
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - ალოპეცია, პურპურა, კანის ფერის შეცვლა, მომატებული ოფლიანობა, ქავილი, გამონაყარი კანზე, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კვინკეს შეშუპება, ფოტომგრძნობელობის რეაქციები; სიხშირე უცნობია - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად – კოჭ-წვივის არის შეშუპება, კუნთების სპაზმები, იშვიათად - ართრალგია, მიალგია, ზურგის ტკივილი.
თირკმლებისა და საშარდე გზების მხრის: არახშირად - შარდვის დარღვევა, ნიქტურია, ხშირი შარდვა.
სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: არახშირად - იმპოტენცია, გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები, განპირობებული გამოყენების წესით: ძალიან ხშირად - შეშუპება; ხშირად - დაღლილობა, ასთენია; არახშირად - ტკივილი გულმკერდში, ტკივილი, სისუსტე.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: არახშირად - სხეულის წონის მატება, სხეულის წონის კლება.
ლიზინოპრილი
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - სისხლში ჰემოგლობინის დონის შემცირება, ჰემატოკრიტის შემცირება; ძალიან იშვიათად - ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, ლიმფადენოპათია, აუტოიმუნური დაავადება.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათად - ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპოგლიკემია.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; არახშირად - პარესთეზია, ვერტიგო, გემოვნების დარღვევა; იშვიათად - ყნოსვის დარღვევა; სიხშირე უცნობია - გონების დაკარგვა.
ფსიქიკის დარღვევები: იშვიათად - განწყობის ცვლილებები, ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები; იშვიათად - ცნობიერების არევა; სიხშირე უცნობია - დეპრესიის სიმპტომები.
გულის მხრივ: არახშირად - პალპიტაცია, ტაქიკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, რაც ალბათ გამოხატულ არტერიულ ჰიპოტენზიასთან არის დაკავშირებული, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში.
სისხლძარღვების მხრივ: ხშირად - ორთოსტატიკური ეფექტები (არტერიული ჰიპოტენზიის ჩათვლით); არახშირად - რეინოს სინდრომი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, რომელიც ალბათ გამოხატულ არტერიულ ჰიპოტენზიასთან არის დაკავშირებული, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ხშირად - ხველა; არახშირად - რინიტი; ძალიან იშვიათად - ბრონქოსპაზმი, სინუსიტი, ალერგიული ალვეოლიტი/ეოზინოფილური პნევმონია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, ღებინება; არახშირად - გულისრევა, მუცლის ტკივილი და დისპეფსია; იშვიათად - პირის სიმშრალე; ძალიან იშვიათად - პანკრეატიტი, ინტესტინალური ანგიონევროზული შეშუპება.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰეპატიტი (ჰეპატოცელულური, ქოლესტაზური), სიყვითლე და ღვიძლის უკმარისობა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი, ქავილი; იშვიათად - ჭინჭრის ციება, ალოპეცია, ფსორიაზი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები/ანგიონევროზული შეშუპება: სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, სახმო ნაპრალის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება; ძალიან იშვიათად - მომატებული ოფლიანობა, პემფიგუსი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, კანის ფსევდოლიმფომა.
დარეგისტრირებულია სიმპტომოკომპლექსის განვითარების შემთხვევები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ერთს ან რამდენიმეს შემდეგი სიმპტომებიდან: სხეულის ტემპერატურის მატება, ვასკულიტი, მიალგია, ართრალგია/ართრიტი, ანტინუკლეარული ანტისხეულების კვლევის დადებითი შედეგები, ერითროციტების დალექვის სიჩქარის ზრდა, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი, გამონაყარი, ფოტომგრძნობელობის რეაქციები ან სხვა ცვლილებები კანის მხრივ.
თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: ხშირად - თირკმლის ფუნქციის დარღვევა; იშვიათად - ურემია, თირკმლის მწვავე უკმარისობა; ძალიან იშვიათად - ოლიგურია/ანურია.
სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: არახშირად - იმპოტენცია; იშვიათად - გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და გამოყენების წესით განპირობებული დარღვევები: არახშირად - დაღლილობა, ასთენია.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: არახშირად - სისხლში შარდოვანას დონის მომატება, სისხლის შრატში კრეატინინის დონის მომატება, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის ზრდა, ჰიპერკალიემია; იშვიათად - სისხლის შრატში ბილირუბინის დონის მომატება, ჰიპონატრიემია.
უსაფრთხოების კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ ლიზინოპრილი, როგორ წესი, კარგად გადაიტანება ბავშვებში არტერიული ჰიპერტენზიით; პაციენტების ამ ასაკობრივ ჯგუფში სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების პროფილი მსგავსია ასეთისა მოზრდილებში.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც აღწერილი არ არის ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზირება
ამლოდიპინი
მონაცემები ადამიანებში ამლოდიპინის განზრახ ჭარბი დოზირების შესახებ შეზღუდულია.
სიმპტომები
ამჟამად არსებული მონაცემების მიხედვით, ამლოდიპინის მწვავე ჭარბი დოზირებისას შეიძლება განვითარდეს გამოხატული პერიფერიული ვაზოდილატაცია, ასევე რეფლექტორული ტაქიკარდია. იყო შეტყობინებები გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევების შესახებ, შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მათ შორის შოკის განვითარებით და სიკვდილით.
იშვიათად იყო შეტყობინებები, ამლოდიპინის ჭარბი დოზირების შედეგად ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპების შესახებ, რომელსაც შეიძლება დაყოვნებული დასაწყისი ჰქონდეს (მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ) და საჭირო გახდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს ადრეული რეანიმაციული ღონისძიებები (სითხეებით დატვირთვის ჩათვლით) პერფუზიის და გულის გამოტყორცნის შესანარჩუნებლად.
მკურნალობა
ამლოდიპინის გადაჭარბებულ დოზასთან დაკავშირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზიის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოთავსება (ქვედა კიდურების ამაღლებული პოზიციით), გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის შენარჩუნების უზრუნველყოფა და გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის და დიურეზის მუდმივი კონტროლი.
სისხლძარღვთა ტონუსის და არტერიული წნევის აღსადგენად მიზანშეწონილია სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებების გამოყენება (გამოყენების უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში). კალციუმის გლუკონატის ინტრავენურად შეყვანისას შესაძლებელია კალციუმის არხების ბლოკირებასთან დაკავშირებული ეფექტების უკუგანვითარება.
ზოგიერთ შემთხვევაში კუჭის ამორეცხვა შეიძლება ეფექტური იყოს. დადგენილია, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში ამლოდიპინის (10 მგ) მიღებიდან 2 საათში აქტივირებული ნახშირის გამოყენებისას მცირდებოდა სამკურნალო საშუალების შეწოვის სიჩქარე.
რადგანაც ამლოდიპინს აქვს სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხი, სამკურნალო საშუალება არ გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზის მეშვეობით.
ლიზინოპრილი
სიმპტომები
მონაცემები ლიზინოპრილის ჭარბი დოზირების შესახებ ადამიანებში შეზღუდულია.
აგფ ინჰიბიტორებით ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული სიმპტომებია: არტერიული ჰიპოტენზია, ცირკულატორული შოკი, ელექტროლიტების ბალანის დარღვევები, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერვენტილაცია, ტაქიკარდია, პალპიტაცია, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, შფოთვა და ხველა.
მკურნალობა
ლიზინოპრილის ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია ინტრავენურად ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას საჭიროა პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოთავსება (ქვედა კიდურების ამაღლებული პოზიციით).
თუ შესაძლებელია, განხილული უნდა იქნას საკითხი ანგიოტენზინ II-ის (ინფუზია) და/ან კატექოლამინების (ინტრავენური შეყვანა) გამოყენების შესახებ. იმ შემთხვევებში, როდესაც ლიზინოპრილის მიღების შემდეგ მცირე დრო გავიდა, საჭიროა ზომების მიღება, რომლებიც მიმართულია ორგანიზმიდან სამკურნალო საშუალების გამოყოფაზე (მაგალითად, ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, მაადსორბირებელი საშუალებების და ნატრიუმის სულფატის გამოყენება). ლიზინოპრილი გამოიყოფა სისტემური ცირკულაციიდან ჰემოდიალიზის საშუალებით. მედიკამენტური თერაპიის მიმართ რეზისტენტული ბრადიკარდიის განვითარებისას ნაჩვენებია კარდიოსტიმულატორის დაყენება. აუცილებელია სასიცოცხლო ორგანოებისა და სისტემების, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის და სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის ხშირი მონიტორინგი.
ამლიპინი
არ არსებობს მონაცემები ამლიპინის გადაჭარბებული დოზირების შესახებ ადამიანებში.
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მწვავე პერიფერიული ვაზოდილატაცია გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიით, სისხლძარღვების მწვავე უკმარისობით, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევებით, თირკმლის უკმარისობით, ჰიპერვენტილაციით, ტაქიკარდიით, პალპიტაციით, ბრადიკარდიით, თავბრუსხვევით, შფოთვით და ხველით. პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება, საჭიროა პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოთავსება, გულ-სისხლძარღვთა და რესპირაციული სისტემების ფუნქციების შენარჩუნების უზრუნველყოფა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისა და სისტემების, არტერიული წნევის, Bმოცირკულირე სისხლის მოცულობის, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის, აგრეთვე სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი. იმ შემთხვევებში, როდესაც გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია ვითარდება, საჭიროა პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოთავსება (ქვედა კიდურების ამაღლებული პოზიციით); თუ სათანადო ეფექტი არ აღინიშნება ხსნარების ინტრავენური შეყვანისას, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებების გამოყენება (გამოყენების უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში). თუ შესაძლებელია, განხილული უნდა იქნას საკითხი ანგიოტენზინ II-ის გამოყენების შესახებ (ინფუზია). კალციუმის გლუკონატის ინტრავენურად შეყვანისას შესაძლებელია კალციუმის არხების ბლოკირებასთან დაკავშირებული ეფექტის უკუგანვითარება.
ლიზინოპრილი გამოიყოფა სისტემური სისხლის ნაკადიდან ჰემოდიალიზის საშუალებით, ამასთან არ არის რეკომენდებული მაღალი დინების დიალიზის მემბრანების (მაგალითად, AN69) გამოყენება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების კომბინირებული პრეპარატები. ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები კალციუმის არხების ბლოკატორებთან კომბინაციაში. ათქ კოდი C09BB03
ამლიპინი არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას, ამლოდიპინს და ლიზინოპრილს, ფიქსირებული დოზებით.
ამლოდიპინი
ამლოდიპინი არის კალციუმის იონების შემავალი ნაკადის ინჰიბიტორი (კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი ან კალციუმის ანტაგონისტი) დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ჯგუფიდან; იგი აფერხებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადატანას კარდიომიოციტებსა და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში.
ამლოდიპინის ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია სამკურნალო საშუალების პირდაპირ მომადუნებელ ზემოქმედებასთან სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე.
ანტიანგინალური მოქმედების მექანიზმი ზუსტად არ არის ცნობილი, ამლოდიპინი ამცირებს მიოკარდიუმის იშემიას შემდეგის ხარჯზე:
პერიფერიული არტერიოლების გაფართოება (ამით პრეპარატი ამცირებს სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვა); ვინაიდან გულის შეკუმშვათა სიხშირე სტაბილური რჩება, გულზე დატვირთვის შემცირება იწვევს ენერგიის მოხმარების და ჟანგბადზე მიოკარდიუმის მოთხოვნილების შემცირებას);
სავარაუდოდ, ძირითადი კორონარული არტერიების და კორონარული არტერიოლების გაფართოება, როგორც ნორმალური სისხლის მიმოქცევის უბნებში, ასევე იშემიის ზონებში (ამრიგად, სამკურნალო საშუალება ზრდის მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდებას სტენოკარდიის მქონე პაციენტებში, რომელიც დაკავშირებულია კორონარული არტერიების სპაზმთან (პრინცმეტალის სტენოკარდია ან ვარიანტული სტენოკარდია)).
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას 24 საათის განმავლობაში აღინიშნება არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაწევა, როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ამლოდიპინი ნელა იწყებს მოქმედებას, ამიტომ სამკურნალო საშუალების გამოყენებისას მწვავე არტერიული ჰიპოტენზიის განვითერება არ არის დამახასიათებელი.
სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას იზრდება ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობა, დრო სტენოკარდიის შეტევის განვითარებამდე და დრო ST სეგმენტის 1 მმ-ით დაწევამდე, მცირდება სტენოკარდიის შეტევების სიხშირე და ნიტროგლიცერინის ტაბლეტების მიღების საჭიროება.
ამლოდიპინის გამოყენებისას არ აღნიშნულა მეტაბოლური დარღვევები ან ლიპიდების დონის ცვლილებები სისხლის პლაზმაში, ამიტომ სამკურნალო საშუალება შეიძლება გამოყენებული იქნას პაციენტებში ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტით და პოდაგრით.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
გამოყენება პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით
ამლოდიპინის გამოყენების ეფექტურობა კლინიკურად მნიშვნელოვანი შედეგების გამოვლენის პროფილაქტიკისთვის შეფასდა დამოუკიდებელ, მულტიცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში 1997 პაციენტის მონაწილეობით გულის იშემიური დაავადებით (CAMELOT); 2 წლის განმავლობაში პაციენტები იღებდნენ ამლოდიპინს (5-10 მგ, 663 პაციენტი), ენალაპრილს (10-20 მგ, 673 პაციენტი) ან პლაცებოს (655 პაციენტი) სტანდარტულ თერაპიასთან ერთად (სტატინები, β-ბლოკატორები, შარდმდენები და აცეტილსალიცილის მჟავა). კვლევის შედეგები (იხ. ცხრილი 2) მიუთითებენ იმაზე, რომ ამლოდიპინის გამოყენებისას პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით მცირდება სტენოკარდიასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა და კორონარული არტერიების რევასკულარიზაციასთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევების რაოდენობა.
ცხრილი 2. კლინიკურად მნიშვნელოვანი შედეგების გამოვლენის სიხშირე პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით (CAMELOT კვლევის მონაცემების თამახმად)
კლინიკურად მნიშვნელოვანი შედეგები
კლინიკურად მნიშვნელოვანი შედეგების გამოვლენის სიხშირე, რაოდენობა (%)
ამლოდიპინი პლაცებოსთან შედარებით
ამლოდიპინი
პლაცებო
ენალაპრილი
რისკის კოეფიციენტი (95% ნდობის ინტერვალი)
p
პირველადი საბოლოო წერტილი
არასასურველი კარდიოვასკულური გართულებები
110 (16,6)
151 (23,1)
136 (20,2)
0,69 (0,54-0,88)
0,003
ცალკეული შედეგები
კორონარული არტერიების რევასკულარიზაცია
78 (11,8)
103 (15,7)
95 (14,1)
0,73 (0,54-0,98)
0,03
სტენოკარდიასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია
51 (7,7)
84 (12,8)
86 (12,8)
0,58 (0,41-0,82)
0,002
მიოკარდიუმის ინფარქტი (ლეტალური გამოსავლის გარეშე)
14 (2,1)
19 (2,9)
11 (1,6)
0,73 (0,37-1,46)
0,37
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა
6 (0,9)
12 (1,8)
8 (1,2)
0,50 (0,19-1,32)
0,15
კარდიოვასკულურ გართულებასთან დაკავშირებული სიკვდილი
5 (0,8)
2 (0,3)
5 (0,7)
2,46 (0,48-12,7)
0,27
გულის ქრონიკულ უკმარისობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია
3 (0,5)
5 (0,8)
4 (0,6)
0,59 (0,14-2,47)
0,46
გულის გაჩერება, დაკავშირებული რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებასთან
0
4 (0,6)
1 (0,1)
-
0,04
პირველად დიაგნოსტირებული პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება
5 (0,8)
2 (0,3)
8 (1,2)
2,6 (0,50-13,4)
0,24
გამოყენება პაციენტებში გულის უკმარისობით
ჰემოდინამიკის კვლევის შედეგები და ფიზიკური დატვირთვის შეფასებით მიმდინარე კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (II-IV კლასი ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის კლასიფიკაციით (NYHA)) ამლოდიპინის გამოყენებისას დაავადების სიმძიმის ხარისხი არ იზრდება (ფიზიკური დატვირთვისადმი ამტანობის, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის მაჩვენებლების და კლინიკური სიმპტომების შეფასება).
პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევის (PRAISE) შედეგების მიხედვით, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (III და IV კლასი NYHA მიხედვით), რომლებიც იღებდნენ თერაპიას დიგოქსინით, შარდმდენებით და ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით (აგფ ინჰიბიტორები), ამლოდიპინის ერთდროულად გამოყენებისას, სიკვდილის რისკი ან ლეტალური გამოსავლის კომბინირებული რისკი და გართულებების განვითარების რისკი გულის უკმარისობის დროს არ გაზრდილა.
შემდგომი გრძელვადიანი, პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევის (PRAISE-2) მონაცემები მიუთითებს, რომ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (III და IV კლასი NYHA მიხედვით) გულის იშემიური დაავადების კლინიკური სიმპტომების ან ობიექტური ნიშნების გარეშე, რომლებიც იღებდნენ თერაპიას აგფ ინჰიბიტორებით, საგულე გლიკოზიდებით და შარდმდენებით მუდმივი დოზების გამოყენებით, ამლოდიპინის ერთდროული მიღებისას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი არ შეცვლილა. ასეთ პაციენტებში ამლოდიპინის გამოყენებისას უფრო ხშირად ფიქსირდებოდა ფილტვების შეშუპების შემთხვევები.
მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების პროფილაქტიკა (ALLHAT კვლევა)
რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა კლინიკურ კვლევაში მსუბუქი და ზომიერი ხარისხის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ჩატარდა ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შეფასება მკურნალობის ახალი სქემების გამოყენებისას: კალციუმის არხების ბლოკატორი (კაბ) ამლოდიპინი (სადღეღამისო დოზა 2,5-10 მგ) ან აგფ ინჰიბიტორი ლიზინოპრილი (სადღეღამისო დოზა 10-40 მგ) პირველი რიგის თერაპიის სახით თიაზიდურ შარდმდენთან ქლორტალიდონთან შედარებით (სადღეღამისო დოზა 12,5-25 მგ); რანდომიზებული იყო 55 წლისა და უფროსი ასაკის 33357 პაციენტი და იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ საშუალოდ 4,9 წლის განმავლობაში. ყველა პაციენტს ჰქონდა გულის იშემიური დაავადების მინიმუმ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი, მიოკარდიუმის ინფარქტის ჩათვლით ან მწვავე ცერებროვასკულური დარღვევა ანამნეზში (კვლევაში ჩართვამდე სულ მცირე 6 თვით ადრე) ან დოკუმენტურად დადასტურებული გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადება, განპირობებული ათეროსკლეროზით (სულ 51,5%), შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 (36,1%), სისხლში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე 35 მგ/დლ-ზე ნაკლები (11,6%), მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია (20,9%, ელექტროკარდიოგრაფიის ან ექოკარდიოგრაფიის მიხედვით), მოწევა (კვლევაში ჩართვის მომენტისთვის) (21,9%).
პირველადი საბოლოო წერტილი იყო შეფასება კომბინირებული რისკისა გულის იშემიური დაავადების ლეტალური გამოსავლით ან მიოკარდიუმის ინფარქტისა ლეტალური გამოსავლის გარეშე, ამლოდიპინით თერაპიასა და ქლორტალიდონით თერაპიას შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ იქნა ნაპოვნი (შეფარდებითი რისკის მნიშვნელობა შეადგენდა 0,98; 95% ნდობის ინტერვალი: 0,90-1,07, p = 0,65).
მეორად საბოლოო წერტილებს შორის გულის უკმარისობის გამოვლენის სიხშირე (გულ-სისხლძარღვთა გართულებების განვითარების კომბინირებული რისკი) მნიშვნელოვნად მაღალი იყო პაციენტთა ჯგუფში, რომლებსაც უტარდებოდათ თერაპია ამლოდიპინით, ასეთთან შედარებით პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ქლორტალიდონით (10,2% და 7,7% შესაბამისად, ფარდობითი რისკის მნიშვნელობა შეადგენდა 1,38, 95% ნდობის ინტერვალი: 1,25-1,52, p <0,001). მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი სხვაობები სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლებში ამლოდიპინით თერაპიაზე მყოფ პაციენტთა ჯგუფსა და ქლორტალიდონით თერაპიაზე მყოფ პაციენტთა ჯგუფს შორის აღმოჩენილი არ ყოფილა (ფარდობითი რისკის მნიშვნელობა შეადგენდა 0,96, 95% ნდობის ინტერვალი: 0,89-1,02, p = 0,20).
6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები
კვლევაში 6-17 წლის ასაკის 268 ბავშვის მონაწილეობით, უპირატესად მეორადი არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებიც იღებდნენ ამლოდიპინს 2,5 მგ და 5,0 მგ დოზებით ან პლაცებოს, დადგენილი იქნა, რომ სამკურნალო საშუალების გამოყენებისას (2,5 მგ და 5,0 მგ დოზები), სისტოლური წნევა მნიშვნელოვნად მცირდებოდა, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას. სამკურნალო საშუალების ორ დოზას შორის (2,5 მგ და 5,0 მგ) არ ყოფილა აღმოჩენილი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები სისტოლური წნევის შემცირებასთან მიმართებაში. არ ჩატარებულა ამლოდიპინის გრძელვადიანი ზემოქმედების კვლევები ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებასა და ზოგად განვითარებაზე. ამლოდიპინის გამოყენების გრძელვადიანი ეფექტურობა ბავშვებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდასრულ ასაკში შემცირების მიზნით დადგენილი არ არის.
ლიზინოპრილი
მოქმედების მექანიზმი
ლიზინოპრილი არის პეპტიდილდიპეპტიდაზას ინჰიბიტორი. ის აინჰიბირებს აგფ-ს, რომელიც უზრუნველყოფს ანგიოტენზინ I-ის ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნას. ანგიოტენზინ II-ს გააჩნია სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება, ასევე ასტიმულირებს ალდოსტერონის სეკრეციას თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში. აგფ-ის ინჰიბირება იწვევს სისხლში ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის დაქვეითებას, რის შედეგადაც მცირდება მისი ვაზოკონსტრიქტორული მოქმედება და ალდოსტერონის გამოთავისუფლება ქვეითდება. ალდოსტერონის დონის შემცირებისას, სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს კალიუმის კონცენტრაცია.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
მიუხედავად იმისა, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ბლოკადა ითვლება ლიზინოპრილის ჰიპოტენზიური მოქმედების მთავარ მექანიზმად, მას ასევე შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებსაც აღენიშნებათ რენინის აქტიურობის დაბალი დონე. აგფ იდენტურია კინინაზა II-ისა, ფერმენტის, რომელიც ახდენს ბრადიკინინის გახლეჩვას. ბრადიკინინი არის პეპტიდი, გამოხატული ვაზოდილატაციური ეფექტით. დღემდე არ არის ცნობილი, ხელს უწყობს თუ არა ბრადიკინინის დონის მომატება ლიზინოპრილის თერაპიულ ეფექტს.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ლიზინოპრილის ზემოქმედება (მაღალი დოზები - 32,5 მგ ან 35 მგ დღე-ღამეში ერთხელ; დაბალი დოზები - 2,5 მგ ან 5 მგ დღეში ერთხელ) ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე გულის უკმარისობის დროს შეფასდა კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 3164 პაციენტმა, შემდგომი დაკვირვების პერიოდის მედიანა შეადგენდა 46 თვეს (პაციენტები, რომლებმაც გაიარეს გამოკვლევა). სამკურნალო საშუალების მაღალი დოზებით გამოყენებისას აღინიშნებოდა საერთო სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის (ნებისმიერი მიზეზით) კომბინირებული რისკის შემცირება 12%-ით (p = 0.002) და საერთო სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის (გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული მიზეზით) რისკის შემცირება 8%-ით (p = 0,036) ასეთთან შედარებით სამკურნალო საშუალების დაბალი დოზებით გამოყენებისას. ასევე დადგენილია ზოგადი სიკვდილიანობის რისკის (8%; p = 0,128) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობის რისკის (10%; p = 0,073) შემცირება. მონაცემების რეტროსპექტული ანალიზის შედეგები მიუთითებს გულის უკმარისობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის შემცირებაზე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილს მაღალი დოზებით, 24%-ით (p = 0,002) ანალოგიურ პარამეტრებთან შედარებით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილს დაბალი დოზებით. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სამკურნალო საშუალებას მაღალი და დაბალი დოზებით, დაავადების სიმპტომების სიმძიმის შემცირების მხრივ არანაირი განსხვავება არ არის აღმოჩენილი.
ზემოთ მითითებული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ლიზინოპრილის უსაფრთხოების ზოგადი პროფილები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას სამკურნალო საშუალების მაღალი და დაბალი დოზებით, ერთმანეთის მსგავსია არასასურველი რეაქციების ტიპისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით. ჩატარდა აგფ-ის ინჰიბირებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი უარყოფითი რეაქციების კორექცია, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა, იშვიათ შემთხვევებში, მათი განვითარებისას, საჭირო გახდა თერაპიის შეწყვეტა. ხველა ნაკლებად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილის მაღალ დოზებს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სამკურნალო საშუალებას დაბალი დოზებით.
GISSI-3 კვლევაში (2X2 ფაქტორიალური დიზაინი) 19394 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილს ან ნიტროგლიცერინს ცალკეულად ან სამკურნალო საშუალებების კომბინაციას 6 კვირის განმავლობაში (მკურნალობა დაიწყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განვითარებიდან 24 საათში), დადგენილია, რომ ლიზინოპრილის გამოყენებისას ლეტალური გამოსავლის რისკი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მცირდებოდა 11%-ით (კონტროლთან შედარებით, 2p = 0,03). ნიტროგლიცერინის გამოყენებისას ლეტალური გამოსავლის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება არ აღნიშნულა. ლიზინოპრილისა და ნიტროგლიცერინის კომბინაციის გამოყენებისას, ლეტალური გამოსავლის რისკი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მცირდებოდა 17%-ით (კონტროლთან შედარებით, 2p = 0,02). ხანდაზმული (70 წელზე უფროსი) ასაკის და მდედრობითი სქესის პაციენტებში, რომლებიც წინასწარ იყვნენ მიკუთვნებული ლეტალური გამოსავლის მაღალი რისკის ჯგუფს, აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი შემცირება ლეტალური გამოსავლის კომბინირებული რისკისა, რომელიც დაკავშირებული იყო გულის ფუნქციის დარღვევებთან. ლეტალური გამოსავლის კომბინირებული რისკი 6 თვის შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდებოდა ყველა პაციენტში, მათ შორის ლეტალური გამოსავლის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ლიზინოპრილით ან ლიზინოპრილით და ნიტროგლიცერინით 6 კვირის განმავლობაში, რაც მიუთითებს ლიზინოპრილის პროფილაქტიკურ მოქმედებაზე. ისევე, როგორც სხვა ვაზოდილატორების გამოყენებისას, ლიზინოპრილის გამოყენების დროს იზრდებოდა არტერიული ჰიპოტენზიის და თირკმელების ფუნქციის დარღვევების აღნიშვნის სიხშირე, მაგრამ ეს ცვლილებები არ იყო დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლის პროპორციულ ზრდასთან.
ორმაგ ბრმა, რანდომიზებულ, მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევაში (ლიზინოპრილის და კალციუმის არხების ბლოკატორის ეფექტურობის შედარება) 335 პაციენტის მონაწილეობით არტერიული ჰიპერტენზიით და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით, მიმდინარე ნეფროპათიის საწყისი სტადიით (მიკროალბუმინურია), დადგენილია, რომ ლიზინოპრილის გამოყენებისას 10-20 მგ დოზებით ერთხელ დღე-ღამეში 12 თვის განმავლობაში სისტოლური/დიასტოლური წნევა მცირდება 13/10 მმ-ით ვრც. წყლ. სვ., ხოლო ალბუმინის გამოყოფა შარდით მცირდება 40%-ით. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას კალციუმის არხების ბლოკატორებით, აღინიშნებოდა არტერიული წნევის ისეთივე შემცირება, თუმცა, შარდით ალბუმინის გამოყოფის შემცირების ხარისხის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალი იყო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ლიზინოპრილით აგფ-ის ინჰიბირება განაპირობებს როგორც სამკურნალო საშუალების ჰიპოტენზიურ მოქმედებას, ასევე დამატებით მოქმედებას მიკროალბუმინურიის შემცირებასთან მიმართებაში თირკმლის ქსოვილზე პირდაპირი ზემოქმედების გამო.
ლიზინოპრილი არ ახდენს გავლენას სისხლში გლუკოზის დონეზე, სამკურნალო საშუალების გამოყენებისას გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbAlc) დონე სისხლში მნიშვნელოვნად არ იცვლება.
საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ რაას-ზე
ორ დიდ, რანდომიზებულ, კონტროლირებად კვლევაში ONTARGET და VA NEPHRON-D შეისწავლიდნენ აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების კომბინაციების გამოყენებას.
ONTARGET კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულური დაავადებებით ანამნეზში ან შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით, მიმდინარე სამიზნე ორგანოების დადასტურებული დაზიანებით. VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით და დიაბეტური ნეფროპათიით.
ზემოთ მოყვანილი კვლევების შედეგები მიუთითებს სამკურნალო საშუალებების კომბინაციის გამოყენების მნიშვნელოვანი უპირატესობის არარსებობაზე გართულებების აღნიშვნის სიხშირის შემცირებასთან მიმართებაში თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სიკვდილიანობის მხრივ, ამავდროულად, ჰიპერკალიემიის, თირკმელების დაზიანების და/ან არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი იყო უფრო მაღალი, ასეთებთან შედარებით მონოთერაპიის დროს. ეს მონაცემები შეიძლება ეხებოდეს აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების სხვა კომბინაციებს, სამკურნალო საშუალებების მსგავსი ფარმაკოდინამიკური პროფილების გათვალისწინებით. ამიტომ, დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროულად გამოყენება.
ALTITUDE კვლევის მსვლელობისას პაციენტებში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით და თირკმელების ქრონიკული დაავადებებით და/ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით შეისწავლიდნენ ალისკირენის გამოყენების უპირატესობებს აგფ ინჰიბიტორით ან ანგიოთენზინ II რეცეპტორების ბლოკატორით სტანდარტულ თერაპიაზე დამატების სახით. კვლევა შეწყდა ადრეულ ეტაპზე არასასურველი რეაქციების განვითარების მაღალი რისკის გამო. პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ალისკირენს, უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, აღინიშნებოდა ლეტალური გამოსავლის შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, და ინსულტები, ასევე არასასურველი რეაქციები, მათ შორის მძიმე (ჰიპერკალიემია, არტერიული ჰიპოტენზია, თირკმლის ფუნქციის დარღვევები).
ბავშვები
კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 6-16 წლის ასაკის 115 ბავშვმა არტერიული ჰიპერტენზიით, დადგენილი იქნა, რომ ლიზინოპრილის გამოყენების 2 კვირის შემდეგ დიასტოლური არტერიული წნევა შემცირდა დოზაზე დამოკიდებულებით (50 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტები იღებდნენ სამკურნალო საშუალებას დღე-ღამეში ერთხელ 0,625 მგ, 2,5 ან 20 მგ დოზით; 50 კგ ან მეტი წონის პაციენტები იღებდნენ სამკურნალო საშუალებას დღე-ღამეში ერთხელ 1,25 მგ, 5 მგ ან 40 მგ დოზით). მყარი ჰიპოტენზიური მოქმედება აღინიშნებოდა ლიზინოპრილის გამოყენებისას 1,25 მგ-ზე მეტი დოზებით.
რანდომიზაციის შემდეგ მკურნალობის შეწყვეტის ფაზაში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას პლაცებოთი, დიასტოლური არტერიული წნევა იზრდებოდა უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილს საშუალო და მაღალი დოზებით (სხვაობა ზრდაში შეადგენდა დაახლოებით 9 მმ ვრც. წყლ. სვ.). ზოგიერთ დემოგრაფიულ ქვეჯგუფში (განაწილება ასაკის, ტანერის სტადიის, სქესის და რასის მიხედვით) აღინიშნა სამკურნალო საშუალების მყარი დოზადამოკიდებული ჰიპოტენზიური მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ამლოდიპინი
შეწოვა, განაწილება, შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან
თერაპიული დოზებით პერორალური მიღების შემდეგ ამლოდიპინი მნიშვნელოვნად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში (Cmax) მიიღწევა 6-12 საათში. ამლოდიპინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%-ს, სამკურნალო საშუალების განაწილების მოცულობა შეადგენს 21 ლ/კგ. In vitro კვლევებში დადგინდა, რომ ამლოდიპინის სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 97,5%-ს.
საკვების მიღება არ მოქმედებს ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე.
ბიოტრანსფორმაცია/გამოყოფა
ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 35-50 საათს სამკურნალო საშუალების დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას. ამლოდიპინი მეტწილად მეტაბოლიზდება ღვიძლში, სამკურნალო საშუალების ბიოტრანსფორმაციის პროცესში წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები. ამლოდიპინის შეყვანილი დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით, ხოლო სამკურნალო საშუალების შეყვანილი დოზის 10% გამოიყოფა უცვლელი სახით.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
კლინიკური მონაცემები ამლოდიპინის გამოყენების შესახებ ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეზღუდულია. ღვიძლის ფუნქციის უკმარისობის მქონე პაციენტებში მცირდება სამკურნალო საშუალების კლირენსი, რის შედეგადაც იზრდება მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი და იზრდება ფართობის მნიშვნელობა მრუდის ქვეშ `კონცენტრაცია-დრო~ (AUC) (დაახლოებით 40-60%-ით).
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
დროის მნიშვნელობა Cmax-ის მიღწევამდე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მსგავსია ასეთისა უფრო ახალგაზრდა პაციენტებში. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში აღინიშნება ამლოდიპინის კლირენსის შემცირების ტენდენცია, რის შედეგადაც იზრდება AUC-ის და ნახევარგამოყოფის პერიოდის მნიშვნელობები. AUC-ის და ნახევარგამოყოფის პერიოდის მნიშვნელობების ზრდა პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით შეესაბამებოდა მოსალოდნელს ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.
ბავშვები
ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები შეფასდა პოპულაციის კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 1-17 წლის ასაკის 74 ბავშვი (6-12 წლის ასაკის 34 პაციენტი, 13-17 წლის ასაკის 28 პაციენტი) არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებიც იღებდნენ სამკურნალო საშუალებას 1,25-20 მგ დოზით დღე-ღამეში ერთხელ ან ორჯერ შიგნით. 6-12 წლის ბავშვებში და 13-17 წლის მოზარდებში ამლოდიპინის კლირენსი შეადგენდა: ბიჭები - 22,5 ლ/სთ და 27,4 ლ/სთ შესაბამისად, გოგონები - 16,4 ლ/სთ და 21,3 ლ/სთ შესაბამისად. აღინიშნებოდა სისხლში ამლოდიპინის კონცენტრაციის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ინდივიდთაშორისი ვარიაბელობა. შეზღუდულია მონაცემები ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ლიზინოპრილი
ლიზინოპრილი არის პერორალური გამოყენებისას აქტიური აგფ ინჰიბიტორი, რომელიც არ შეიცავს სულფჰიდრილურ ჯგუფს.
შეწოვა
ლიზინოპრილის პერორალურად მიღებისას Cmax მიიღწევა დაახლოებით 7 საათის შემდეგ, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა ტენდენცია დროის უმნიშვნელო ზრდისკენ Cmax-ის მიღწევამდე. მონაცემების საფუძველზე შარდით ლიზინოპრილის გამოყოფის შესახებ დადგენილია, რომ 5-80 მგ დოზის დიაპაზონში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სამკურნალო საშუალების შეწოვის ხარისხის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს დაახლოებით 25%-ს (ინდივიდთაშორისი ვარიაბელობა 6-60%). პაციენტებში გულის უკმარისობით ლიზინოპრილის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მცირდება დაახლოებით 16%-ით. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის ბიოშეღწევადობაზე.
განაწილება
ლიზინოპრილი არ უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, სისხლში მოცირკულირე აგფ-ის გარდა. ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ ლიზინოპრილი უმნიშვნელო ხარისხით აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
გამოყოფა
ლიზინოპრილი არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას და გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით უცვლელი სახით. მრავალჯერადი გამოყენებისას სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის ეფექტური პერიოდი შეადგენს 12,6 საათს. ლიზინოპრილის კლირენსი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს დაახლოებით 50 მლ/წთ. სამკურნალო საშუალების კონცენტრაციის შემცირების პროცესი სისხლის შრატში ხასიათდება ხანგრძლივი ტერმინალური ფაზის არსებობით, ორგანიზმში ლიზინოპრილის დაგროვება არ ხდება. ტერმინალური ფაზის არსებობა, სავარაუდოთ, განპირობებულია აგფ-თან ლიზინოპრილის შეკავშირების პროცესების გაჯერებით, მისი ხანგრძლივობა არ არის დამოკიდებული სამკურნალო საშუალების დოზაზე.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით და ღვიძლის ციროზით ლიზინოპრილის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მცირდება დაახლოებით 30%-ით (შარდით ლიზინოპრილის გამოყოფის შესახებ მონაცემების მიხედვით). ამასთან, კლირენსის დაქვეითების გამო, სამკურნალო საშუალების სისტემური ზემოქმედება იზრდება დაახლოებით 50%-ით ასეთთან შედარებით ჯანმრთელ მოხალისეებში.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ორგანიზმიდან ლიზინოპრილის გამოყოფის სიჩქარე მცირდება (სამკურნალო საშუალება გამოიყოფა თირკმელებით). ამ ცვლილებებს კლინიკური მნიშვნელობა გააჩნია მხოლოდ მაშინ, როდესაც გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე შეადგენს 30 მლ/წთ-ზე ნაკლებს. პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი (Clcr) 30-80 მლ/წთ) AUC-ის საშუალო მნიშვნელობები იზრდება 13%-ით, თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (Clcr 5-30 მლ/წთ) AUC საშუალო მნიშვნელობა იზრდება 4,5-ჯერ.
ლიზინოპრილი ორგანიზმიდან გამოიდევნება დიალიზის საშუალებით. ჰემოდიალიზის ოთხსაათიანი პროცედურის ჩატარების შემდეგ სისხლის პლაზმაში ლიზინოპრილის კონცენტრაცია საშუალოდ 60%-ით მცირდება, ხოლო სამკურნალო საშუალების კლირენსი შეადგენს 40-55 მლ/წთ.
პაციენტები გულის უკმარისობით
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ლიზინოპრილის შეწოვა მცირდება დაახლოებით 16%-ით, ხოლო სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლში იზრდება (AUC-ის მნიშვნელობა იზრდება საშუალოდ 125%-ით; შარდით ლიზინოპრილის გამოყოფის შესახებ მონაცემების მიხედვით) ანალოგიურ პარამეტრებთან შედარებით ჯანმრთელ მოხალისეებში.
ბავშვები
ლიზინოპრილის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები შეფასდა 6-16 წლის ასაკის 29 ბავშვში არტერიული ჰიპერტენზიით, რომელთა გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე შეადგენდა 30 მლ/წთ/1,73 მ2-ზე მეტს. სამკურნალო საშუალების გამოყენებისას 0,1-0,2 მგ/კგ დოზებში წონასწორულ მდგომარეობაში Cmax მიიღწეოდა 6 საათში, შეწოვის ხარისხი შეადგენდა დაახლოებით 28%-ს (შარდით ლიზინოპრილის გამოყოფის შესახებ მონაცემების მიხედვით); ზემოთ მითითებული პარამეტრები მსგავსი იყო ანალოგიური პარამეტრებისა მოზრდილებში.
AUC და Cmax მნიშვნელობები ბავშვებში ამ კვლევაში მსგავსი იყო ასეთებისა მოზრდილებში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში აღინიშნა სისხლში ლიზინოპრილის კონცენტრაციის და AUC-ის უფრო მაღალი მაჩვენებლები (დაახლოებით 60%-ით) ასეთთან შედარებით უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში.
ამლიპინი
ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (AUC, Cmax, Cmax-ის მიღწევის დრო, ნახევარგამოყოფის პერიოდი) მათი კომბინირებული გამოყენებისას არ განსხვავდება ასეთისგან სამკურნალო საშუალებების ცალ-ცალკე გამოყენებისას. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინა
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


