პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ამლესა

Amlessa®

რეცეპტით8მგ+5მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

ამლესა® ინიშნება მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) და/ან გულის სტაბილური კორონარული დაავადების (დაავადება, როდესაც გულის მიმართულებით სისხლის გადატუმბვა მცირდება ან იბლოკება) სამკურნალოდ. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
8მგ+5მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
KRKA, d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და კალციუმის არხების ბლოკატორები
ATC კოდი
C09BB04
რეგისტრაციის ნომერი
რ-038678
რეგისტრირებულია
20 ივლისი 2023, მოქმედებს 20 ივლისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA, d.d., Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაამლესა და სხვა წამალი ერთად

ამლესა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ამლესა® ინიშნება მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) და/ან გულის სტაბილური კორონარული დაავადების (დაავადება, როდესაც გულის მიმართულებით სისხლის გადატუმბვა მცირდება ან იბლოკება) სამკურნალოდ. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პერინდოპრილს და ამლოდიპინს, ორი დამოუკიდებელი ტაბლეტის ნაცვლად შეიძლება მიიღონ პრეპარატი ამლესა®, რომელიც შეიცავს ორივე კომპონენტს.

ამლესა® - ეს არის ორი აქტიური კომპონენტის კომბინაცია: პერინდოპრილი და ამლოდიპინი. პერინდოპრილი არის აგფ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორი. ამლოდიპინი არის კალციუმის ანტაგონისტი (და მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომლებსაც ეწოდებათ დიჰიდროპირიდინები). სისხლძარღვების გაფართოებით და მოდუნებით, ისინი ავლენენ კომბინირებულ მოქმედებას, რაც ამსუბუქებს სისხლის გამავლობას და გადატუმბვას.

  • რისი ცოდნა არის საჭირო პრეპარატ ამლესას® მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

ფიქსირებული დოზების კომბინაცია არ არის განკუთვნილი ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დასაწყებად. დოზების შეცვლის საჭიროებისას, რეკომენდებულია ცალკეული კომპონენტების ინდივიდუალური შერჩევა.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით და ხანდაზმული პაციენტები (იხ. ნაწილები 4.4 და 5.2)

ვინაიდან ამ კატეგორიის პაციენტებში პერინდოპრილატის გამოყოფა შენელებულია, შესაბამისად, ჩვეულებრივი სამედიცინო მეთვალყურეობა უნდა მოიცავდეს კრეატინინის და კალიუმის დონის ხშირ კონტროლს.

პრეპარატ ამლესას® დანიშვნა შესაძლებელია პაციენტებში კრეატინინის კლირენსით ≥60 მლ/წთ და არ არის მისაღები პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <60 მლ/წთ. ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია თითოეული კომპონენტის დოზის ცალკე ინდივიდუალური შერჩევა. ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილება შრატში არ კორელირებს თირკმელების ფუნქციის დარღვევის ხარისხთან.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. ნაწილები 4.4 და 5.2)

ამ კატეგორიის პაციენტებისთვის დოზირების რეჟიმი არ არის დადგენილი, აღნიშნული კომბინაციის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ბავშვთა ასაკის პაციენტები

ამლესას® გამოყენება არ უნდა მოხდეს ბავშვებში და მოზარდებში, რადგან პერინდოპრილის და ამლოდიპინის ეფექტურობა და ამტანობა მონოთერაპიის ან კომბინაციის სახით ამ კატეგორიის პაციენტებში არ არის შესწავლილი.

გამოყენების წესი

ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

მიიღება დღეში 1-ჯერ 1 ტაბლეტი, უმჯობესია დილით ჭამის წინ.

უკუჩვენებები

თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პერინდოპრილის ერბუმინის (ტრეტ-ბუთილამინის) ან სხვა ნებისმიერი აგფ ინჰიბიტორის, ამლოდიპინის ბესილატის ან სხვა ნებისმიერი დიჰიდროპირიდინის ან პრეპარატ ამლესას® სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

თუ თქვენ ხართ 3 თვეზე მეტი ვადის ორსული. ორსულობის ადრეულ ვადებში პრეპარატის მიღებისგან სასურველია თავის შეკავება (იხ. ნაწილი ორსულობის შესახებ);

თუ ადრე აგფ სხვა ინჰიბიტორების მიღებისას გქონიათ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის სტვენითი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან ფართო გამონაყარი კანზე, ან ასეთი სიმპტომები ქონია თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს (ასეთ მოვლენას ეწოდება ანგიოშეშუპება);

კარდიოგენული შოკის (მდგომარეობა, როცა თქვენ გულს არ შეუძლია ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობით სისხლის გადატუმბვა), აორტის სტენოზის (აორტის სარქველის შევიწროება) ან არასტაბილური სტენოკარდიის (ტკივილი მკერდში, რომელიც შეიძლება განვითარდეს მოსვენებულ მდგომარეობაში) დროს;

ძალიან დაბალი არტერიული წნევის დროს (მძიმე ჰიპოტენზია);

გულის უკმარისობის დროს (როცა გულს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობით სისხლის გადატუმბვა, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან პერიფერიულ შეშუპებას) გულის შეტევის შემდეგ;

თუ თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და თქვენ იღებთ ალისკირენის შემცველ არტერიული წნევის დასაწევ პრეპარატებს;

თუ თქვენ ხართ დიალიზზე ან გიტარდებათ ნებისმიერი სხვა ტიპის სისხლის ფილტრაცია. ზოგიერთი გამოყენებული ტექნოლოგიის დროს, ამლესა® შესაძლებელია არ იყოს თქვენთვის შესაფერისი;

თუ თქვენ გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები თირკმელებში სისხლის არასაკმარისი მიწოდებით (თირკმლის არტერიის სტენოზი);

თუ თქვენ იღებდით ან იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ, რადგან იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი (სწრაფად განვითარებული კანქვეშა შეშუპება ყელის მიდამოში).

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს პრეპარატ ამლესას® მიღების დაწყებამდე:

  • თუ თქვენ გაქვთ ჰიპერტროფული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (არტერიის შევიწროება, რომლითაც თირკმელები მარაგდება სისხლით);
  • თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა;
  • თუ თქვენ გაქვთ ძალიან მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტონიული კრიზი);
  • თუ თქვენ გაქვთ გულის სხვა დაავადებები;
  • თუ თქვენ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ფუნქცია;
  • თუ თქვენ დარღვეული გაქვთ თირკმელების ფუნქცია ან გიტარდებათ დიალიზი;
  • თუ თქვენს სისხლში ზედმეტად მომატებულია ჰორმონი ალდოსტერონის დონე (პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი);
  • თუ თქვენ გაქვთ სისტემური წითელი მგლურას ან სკლეროდერმიის ტიპის კოლაგენოზი (შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება);
  • თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი;
  • თუ თქვენ იცავთ დიეტას მარილის შემცირებული შემცველობით ან იღებთ კალიუმის შემცველ მარილის ჩამნაცვლებლებს (ძალიან მნიშვნელოვანია სისხლში დაბალანსებული იყოს კალიუმის შემცველობა);
  • თუ თქვენ იღებთ არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებულ რომელიმე ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებას: ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (არბ) (ასევე ცნობილები არიან სარტანების სახელით - მაგალითად, ვალსარტანი, თელმისარტანი, ირბესარტანი), ძირითადად, თუ თქვენ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმელების დაავადებები; ალისკირენი. თქვენმა ექიმმა შესაძლებელია პერიოდულად შეამოწმოს თირკმელების ფუნქცია, არტერიული წნევა, ელექტროლიტების რაოდენობა (მაგალითად, კალიუმი) სისხლში. იხ. ნაწილი „არ მიიღოთ ამლესა®“;
  • თუ თქვენ იღებთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებიდან რომელიმეს, ანგიოშეშუპების განვითარების რისკი იზრდება: რაცეკადოტრილი (გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ); პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების განდევნის საწინააღმდეგოდ და სიმსივნური დაავადებების დროს (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი); საკუბიტრილი (ხელმისაწვდომია ფიქსირებულ დოზით ვალსარტანთან კომბინაციის სახით), რომელიც გამოიყენება გულის ხანგრძლივი უკმარისობის სამკურნალოდ; ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინ და სხვა პრეპარატები და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ეგრედწოდებული გლიპტინების კლასს (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ);
  • თუ თქვენ ხართ ნეგროიდული რასის წარმომადგენელი, რადგან შესაძლებელია მომატებული გქონდეთ ანგიოშეშუპების განვითარების რისკი და ეს პრეპარატი შესაძლებელია ნაკლებად ეფექტური იყოს, თეთრი რასის პაციენტებთან შედარებით.

ანგიოშეშუპება.

ანგიოშეშუპება (მძიმე ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებით გაძნელებული ყლაპვით ან სუნთქვით) ვითარდებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, პერინდოპრილის ჩათვლით. ეს შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის პროცესის ნებისმიერ დროს. ასეთი სიმპტომების განვითარებისას, საჭიროა ამლესას® მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. იხ. ნაწილი 4.

შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თვლით, რომ ხართ ორსულად (ან შესაძლებელია დაორსულდეთ). ამლესა® არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ვადაზე. პრეპარატის მიღება ასევე არ უნდა მოხდეს ორსულობის მე-3 თვის შემდეგ, რადგან ამ ვადაზე პრეპარატმა შესაძლებელია მიაყენოს სერიოზული ზიანი ბავშვს (იხ. ნაწილი ,,ორსულობა და ძუძუთი კვება“).

პრეპარატი ამლესას® მიღებისას, თქვენ ასევე უნდა აცნობოთ ექიმს შემდეგი:

  • თუ თქვენ გიწევთ ანესთეზიის გაკეთება ან უნდა ჩაგიტარდეთ სერიოზული ქირურგიული ოპერაცია;
  • თუ თქვენ ახლო წარსულში გქონდათ დიარეა ან გულისრევა;
  • თუ თქვენ იტარებთ დსლპ აფერეზს (ქოლესტერინის აპარატული გამოყოფა სისხლიდან);
  • თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ დესენსიბილიზაციის კურსი, რათა შემცირდეს მგრძნობელობა ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენის ალერგიული ეფექტის მიმართ.

ბავშვები და მოზარდები

ამლესა® არ არის რეკომენდებული ბავშვების და მოზარდების სამკურნალოდ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ თქვენ იღებთ, ადრე იღებდით ან გეგმავთ სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას, ამის შესახებ შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.

მოერიდეთ ამლესას® და შემდეგი პრეპარატების ერთად გამოყენებას:

  • ლითიუმი (გამოიყენება მანიების ან დეპრესიის სამკურნალოდ);
  • ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);
  • კალიშემნახველი პრეპარატები (ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატები ან მარილის ჩამნაცვლებელი კალიუმის შემცველები, სხვა პრეპარატები, რომლებმაც შესაძლებელია გაზარდონ კალიუმის დონე ორგანიზმში (მაგალითად, ჰეპარინი, თრომბების განვითარების პრევენციისთვის სისხლის გასათხელებლად გამოსაყენებლი პრეპარატი; ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი, ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების დროს),
  • კალიშემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი სადღეღამისო დოზით 12,5 მგ-დან 50 მგ-მდე.

ამლესას® თერაპიულ ეფექტზე შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების მიღებამ. აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ შემდეგ პრეპარატებს, რადგან მათი მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა:

  • მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები, დიურეზულების ჩათვლით (პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობას);
  • პრეპარატები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იღებენ დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი) ან გადანერგილი ორგანოების განდევნის პრევენციისთვის (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ეგრედწოდებული ძრმ ინჰიბიტორების კლასს). იხ. ნაწილი "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები",
  • საკუბიტრილი/ვალსარტანი (გამოიყენებიან გულის უკმარისობის ხანგრძლივი მკურნალობისთვის): იხ. ნაწილი „არ მიიღოთ ამლესა®“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“;
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგალითად, იბუპროფენი) ტკივილის მოსახსნელად ან აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზები (ნივთიერება, რომელიც ბევრი წამლის შემადგენლობაშია, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ტემპერატურის შესამცირებლად, ასევე სისხლის შედედების პრევენციისთვის),
  • დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ინსულინი);
  • მენტალური აშლილობების სამკურნალო პრეპარატები, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვა (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესიულები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, იმიპრამინის მსგავსი პრეპარატები, ნეიროლეფსიურები);
  • იმუნოდეპრესიულები (პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს), რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის ოპერაციების შემდეგ (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი);
  • ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი (ინფექციების სამკურნალოდ);
  • ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ);
  • პროკაინამიდი (არარეგულარული გულის რითმის სამკურნალოდ);
  • სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები, ნიტრატების ჩათვლით (პრეპარატები, რომლებიც აფართოებენ სისხლძარღვებს);
  • ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის ან ასთმის სამკურნალოდ);
  • ბაკლოფენი ან დანტროლენი (ინფუზია), რომლებიც გამოიყენება კუნთების სპასტიკურობის სამკურნალოდ, ისეთი დაავადებების, როგორის არის გაფანტული სკლეროზი; დანტროლენი ასევე გამოიყენება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის სამკურნალოდ ანესთეზიის დროს (სიმპტომები მოიცავს ძალიან მაღალ ტემპერატურას და კუნთების სპასტიკურობას);
  • ზოგიერთი ანტიბიოტიკი, როგორებიც არიან რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ);
  • კრაზანა ჩვეულებრივი (კრაზანა),
  • სიმვასტატინი (ქოლესტერინის შესამცირებელი წამალი),
  • ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორებიც არიან კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი;
  • იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენებიან სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
  • ალფა-ბლოკატორები, გამოიყენებიან გადიდებული პროსტატის სამკურნალოდ, როგორებიც არიან პრაზოზინი, ალფუზოსინი, დოქსაზოზინი, ტამსულოზინი, ტერაზოზინი;
  • ამიფოსტინი (გამოიყენება სხვა სამედიცინო პრეპარატებით ან კიბოს მკურნალობის დროს გამოყენებული სხივური თერაპიით გამოწვეული არასასურველი რეაქციების პროფილაქტიკისთვის ან შემცირებისთვის);
  • კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, მძიმე ასთმის და რევმატიული ართრიტის ჩათვლით);
  • ოქროს შემცველი მარილები, განსაკუთრებით ვენაში შეყვანისას (გამოიყენება რევმატიული ართრიტის სიმპტომების სამკურნალოდ);
  • ტაკროლიმუსი (გამოიყენება თქვენი ორგანიზმის იმუნური პასუხის კონტროლისთვის, თქვენ ორგანიზმს ეხმარება გადანერგილი ორგანოს მიღებაში);
  • რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ეწოდებათ პროტეაზას ინჰიბიტორები, გამოიყენებიან აივ-ინფექციის სამკურნალოდ);

თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები, თუ თქვენ იღებთ ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ბლოკატორს (არბ) ან ალისკირენს. იხ. ნაწილი ,,არ მიიღოთ ამლესა®“ და ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“.

ამლესა® საკვებთან და სასმელთან

ამლესა® მიიღება ჭამის წინ.

გრეიპფრუტის ან გრეიპფრუტის წვენის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აქტიური კომპონენტის ამლოდიპინის დონის მატება სისხლში, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ამლესას® გამოყენებით გამოწვეული წნევის უეცარი დაწევა. შესაბამისად, გრეიპფრუტის წვენის და გრეიპფრუტის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ ამლესას®.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ასევე ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

ორსულობა

თქვენი ექიმი მოგცემთ პრეპარატი ამლესას® მიღების შეწყვეტის რეკომენდაციას დაორსულებამდე ან ორსულობის ფაქტის დადასტურების შემდეგ, და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. პრეპარატ ამლესას® მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ვადაზე და უკუნაჩვენებია, თუ ორსულობის ვადა აღემატება 3 თვეს, რადგან ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.

ძუძუთი კვება

ნაჩვენებია, რომ ამლოდიპინი მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე. პრეპარატი ამლესას® მიღება მეძუძურ ქალებში არ არის რეკომენდებული. თქვენმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ სხვა სახის მკურნალობა, თუ თქვენ გსურთ ბავშვის ძუძუთი კვების გაგრძელებას, განსაკუთრებით, თუ თქვენი ბავშვი არის ახალშობილი ან დაიბადა დროზე ადრე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამლესა® არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე, მაგრამ თქვენ შესაძლებელია იგრძნოთ ძლიერი თავბრუსხვევა ან სისუსტე სისხლის დაბალი წნევის გამო, რამაც შესაძლებელია იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ასეთი არასასურველი რეაქციების განვითარებისას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და მექანიზმები.

  • პრეპარატ ამლესას® მიღება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული.

როგორ და როდის უნდა მოხდეს ამლესას® მიღება?

ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია დილით, ჭამის წინ, გადაიყლაპება მთლიანად წყლის დაყოლებით, სასურველია ყოველდღე ერთი და იგივე დროს. ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას. ჩვეულებრივ დოზა - 1 ტაბლეტი დღეში. პრეპარატი ამლესა®, როგორც წესი, ინიშნება პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ პერინდოპრილს და ამლოდიპინს ცალ-ცალკე ტაბლეტების სახით.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი ამლესა®

თუ თქვენ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარების უახლოეს განყოფილებას ან დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ყველაზე მოსალოდნელი სიმპტომი ჭარბი დოზის მიღებისას არის არტერიული წნევის დაწევა, რის გამოც თქვენ შესაძლებელია იგრძნოთ თავბრუსხვევა ან დაკარგოთ გონება. ასეთი სიმპტომების განვითარებისას, მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა და აწიეთ ფეხები, ამან შესაძლებელია შეამსუბუქოს თქვენი მდგომარეობა.

ფილტვებში შეიძლება დაგროვდეს ზედმეტი სითხე (ფილტვების შეშუპება), ქოშინის გამოწვევით, რომელიც შეიძლება განვითარდეს მიღებიდან 24-48 საათში.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატი ამლესას® მიღება

მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება ყოველდღე, რადგან რეგულარული მიღების დროს მკურნალობა უფრო ეფექტურია. თუმცა, თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატი ამლესას® დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ ამლესას® მიღება

ვინაიდან პრეპარატი ამლესა® განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის, მისი მიღების შეწყვეტამდე თქვენ უნდა მიმართოთ რჩევისთვის ექიმს.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვით მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამლესამ® შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველა ადამინში.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მაშინვე მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ შეამჩნიეთ შემდეგი:

  • ხმის მოულოდნელი ჩახლეჩვა, ტკივილი მკერდში, ქოშინი, გაძნელებული სუნთქვა;
  • ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
  • ენის და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის ძლიერ გაძნელებას;
  • კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის კანზე გამოხატული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაწითლება მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, კანის აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი) და სხვა ალერგიული რეაქციები;
  • გულის შეტევა, უჩვეულოდ სწრაფი და ანომალური გულისცემა, ან ტკივილი მკერდში;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცელში ან ზურგში ძალიან ცუდად ყოფნით.

აღწერილი შეტყობინებული ხშირი არასასურველი რეაქციები. თუ თქვენ გაქვთ ეს ნიშნები და ისინი გრძელდებიან კვირაზე მეტი, დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.

ძალიან ხშირი (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

შეშუპება (სითხის შეკავება);

ხშირი (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), დაბუჟება ან ჩხვლეტა კიდურებში, მხედველობის დარღვევა (მათ შორის გაორება თვალებში), ხმაური ყურებში (მომატებული მგრძნობელობა ხმაურის მიმართ), ძლიერი გულისცემა (საკუთარი გულის დარტყმის შეგრძნება), ლოყების სიწითლე, გულყრის წინა მდგომარეობა სისხლის დაბალი წნევის გამო, ხველა, ქოშინი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, გემოს შეგრძნების დარღვევა, დისპეფსია ან მონელების გაძნელება, შეცვლილი განავალი, დიარეა, ყაბზობა, ალერგიული რეაქციები (როგორიც არის კანზე გამონაყარი, ქავილი), კუნთების კრუნჩხვები, სისუსტე, დაღლილობა, წვივ-ტერფის სახსრის შეშუპება (პერიფერიული შეშუპება).

სხვა არასასურველი რაქციები. თუ ზოგიერთი მათგანი არის სერიოზული ან თქვენ შეამჩნიეთ ისეთი არასასურველი რეაქციები, რომლებიც არ არიან ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

არახშირი არასასურველი რეაქციები (100-დან 1 ადამიანში)

ხასიათის ცვალებადობა, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, ძილის დარღვევა, კანკალი, გულყრები, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, არარეგულარული გულის შეკუმშვები, რინიტი (ცხვირის შეგუბება ან სურდო), თმის ცვენა, წითელი ლაქები კანზე, კანის ფერის შეცვლა, ტკივილი ზურგში, ართრალგია (ტკივილი სახსრებში), მიალგია (ტკივილი კუნთებში), ტკივილი მკერდში, შარდვის დარღვევა, გახშირებული შარდვა, მათ შორის ღამით, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, ბრონქოსპაზმი (შებოჭილობა მკერდში, გართულებული სუნთქვა, ქოშინი), პირის სიმშრალე, ანგიონევროზული შეშუპება (ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ხროტინი, სახის ან ენის შეშუპება), ბუშტუკები, თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, ერექციული დისფუნქცია, ჭარბი ოფლიანობა, ეოზინოფილების სიჭარბე (სისხლის თეთრი უჯრედები), დისკომფორტი ან მკერდის გაზრდა მამაკაცებში, წონის მატება ან კლება, ტაქიკარდია, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), შუქის მგრძნობელობის რეაქციები (კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ), ცხელება, სისუსტე, ლაბორატორიული მაჩვენებლების შეცვლა, კალიუმის მაღალი დონე სისხლში, რაც შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, ნატრიუმის დაბალი დონე, ჰიპოგლიკემია (შაქრის ძალიან დაბალი დონე სისხლში) დიაბეტით დაავადებულებში, შარდოვანას და კრეატინინის შემცველობის მატება სისხლში.

იშვიათი (1000-დან 1 ადამიანში)

თირკმლის მწვავე უკმარისობა, ადჰ ასს (ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი) წოდებული მდგომარეობის სიმპტომები: შარდის გამუქება, ცუდად ყოფნა (ღებინება) ან შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), კუნთების სპაზმები, გონების დაბინდვა და კრუნჩხვები, დიურეზის დაქვეითება ან არქონა, ფსორიაზის გამწვავება, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები: ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, ბილირუბინის მაღალი დონე შრატში).

ძალიან იშვიათი (10000-დან 1 ადამიანში)

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (სტენოკარდია, ინფარქტი და ინსულტი), ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), ქუთუთოების, სახის და ტუჩების შეშუპება, ენის და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის სერიოზულ გართულებას, კანის მძიმე რეაქციები, ინტენსიური კანის გამონაყარის ჩათვლით, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, კანის აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), მულტიფორმული ერითემა (კანზე გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება წითელი ქავადი ლაქებით სახეზე, ხელებზე ან ფეხებზე), მგრძნობელობა შუქის მიმართ, სისხლის მაჩვენებლების ცვლილება, როგორიც არის, სისხლის თეთრი უჯრედების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის დარღვევა, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცელში და ზურგში და თან ახლავს შეუძლოდ ყოფნა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების მატება, რაც შესაძლებელია მოქმედებდეს ზოგიერთ სამედიცინო ანალიზზე, მუცლის შებერილობა (გასტრიტი), ნერვული აშლილობა, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტა ან დაბუჟება, კუნთების დაჭიმულობის მატება, ღრძილების შეშუპება, შაქრის სიჭარბე სისხლში (ჰიპერგლიკემია).

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით დადგენა არ არის შესაძლებელი):

კანკალი, კუნთების ტონუსის მომატება, ნიღბისმაგვარი სახე, ნელი მოძრაობები და ფრატუნი, არამდგრადი სიარული, ფერის შეცვლა, ფეხის და ხელის თითების ტკივილი და დაბუჟება (რეინოს ფენომენი).

შეტყობინება არასასურველ რეაქციებზე

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს მიეკუთვნება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. არასასურველ რეაქციებზე შეტყობინებით, თქვენ დაეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოებაზე უფრო მეტი მონაცემის მიღებაში.

  • პრეპარატი ამლესას® შენახვა

ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალ შეფუთვაში შუქისგან და ნესტისგან დაცვის მიზნით.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ჭარბი დოზა

პრეპარატი ამლესათი® ჭარბი დოზის ინფორმაცია ადამიანებში არ არის.

ამლოდიპინით განზრახ ჭარბი დოზის მონაცემები ადამიანში შეზღუდულია. ამლოდიპინით მნიშვნელოვანმა ჭარბმა დოზამ შესაძლებელია გამოიწვიოს პერიფერიული ვაზოდილატაცია შემდგომი გამოხატული, და შესაძლებელია, ხანგრძლივი სისტემური ჰიპოტენზიით. ამლოდიპინის ჭარბი დოზით გამოწვეული ჰიპოტენზია საჭიროებს პაციენტზე მეთვალყურეობას ინტენსიური თერაპიის კარდიოლოგიურ განყოფილებაში. ვაზოკონსტრიქტორებმა შესაძლებელია აღადგინონ სისხლძარღვების ტონუსი და არტერიული წნევა, იმ პირობით, თუ მათი მიღება არ არის უკუნაჩვენები. კალციუმის არხების ბლოკადის მოსახსნელად შესაძლებელია ეფექტური იყოს კალციუმის გლუკონატის ვენაში შეყვანა. ამლოდიპინი არ გამოიყოფა დიალიზით.

იშვიათად იყო შეტყობინებები ფილტვების შეშუპების შესახებ ამლოდიპინის ჭარბი დოზის შედეგად, რომელიც შეიძლება დაგვიანებული დაწყებით გამოვლინდეს (შიგნით მიღებიდან 24-48 საათში) და საჭიროებს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას. პერფუზიისა და გულის წუთმოცულობის შესანარჩუნებლად ადრეული რეანიმაციული ღონისძიებები (სითხით გადატვირთვის ჩათვლით) შეიძლება მაპროვოცირებელი ფაქტორები აღმოჩნდეს.

პერინდოპრილით ჭარბი დოზის მონაცემები შეზღუდულია. აგფ ინჰიბიტორებით ჭარბი დოზის სიმპტომები შესაძლებელია მოიცავდნენ ჰიპოტენზიას, ცირკულატორულ შოკს, ელექტროლიზური ბალანსის დარღვევას, თირკმელების უკმარისობას, ჰიპერვენტილაციას, ტაქიკარდიას, გულისცემას, ბრადიკარდიას, თავბრუსხვევას, შფოთვას და ხველას. რეკომენდებულია ვენაში მარილის იზოტონური ხსნარის ინფუზიის შეყვანა. ჰიპოტენზიის განვითარებისას პაციენტი უნდა დაწვეს ზურგზე, აწეული ფეხებით. თუ არის შესაძლებელი, ხორციელდება ანგიოტენზინ II ინფუზიის სახით და/ან კატექოლამინების ვენაში შეყვანა. პერინდოპრილის გამოყოფა სისტემური სისხლის მიმოქცევიდან შესაძლებელია ჰემოდიალიზის გზით (იხ. ნაწილი 4.4). ბრადიკარდიის დროს, რომელიც არ ემორჩილება სამკურნალწამლო თერაპიას, ნაჩვენებია რითმის მატარებლის დაყენება (პეისმეიკერი). საჭიროა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებლების, ასევე შრატში კრეატინინის და ელექტროლიზების კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი.

შემადგენლობა

პრეპარატი ამლესას® შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის პერინდოპრილის ტრეტ-ბუთილამინი და ამლოდიპინი.

ტაბლეტები 4 მგ/5 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს (რაც შეესაბამება 3,34 მგ პერინდოპრილს) და 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით).

ტაბლეტები 4 მგ/10 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს (რაც შეესაბამება 3,34 მგ პერინდოპრილს) და 10 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით).

ტაბლეტები 8 მგ/5 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს (რაც შეესაბამება 6,68 მგ პერინდოპრილს) და 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით).

ტაბლეტები 8 მგ/10 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს (რაც შეესაბამება 6,68 მგ პერინდოპრილს) და 10 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, კალციუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატი ამლესას® გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ტაბლეტები 4 მგ/5 მგ: მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით.

ტაბლეტები 4 მგ/10 მგ: ოვალური, ორმხრივამოზნექილი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ნაზოლით ერთ მხარეს. ნაზოლი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის თანაბარ ნაწილებად გასაყოფად, ამასთანავე შეიძლება გამოყენება ტაბლეტის გადასატეხად მისი გადაყლაპვის გაადვილების მიზნით.

ტაბლეტები 8 მგ/5 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით.

ტაბლეტები 8 მგ/10 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით და ნაზოლით ერთ მხარეზე. ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ ნაწილად.

10 ტაბლეტი ბლისტერში (ოპა/ალ/პვქ//ალუმინის ფოლგა). 3 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყლებში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორ ნადგურდება პრეპარატი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემო პირობების დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რენინ-ანგიოტენზიურ სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალებები. აგფ ინჰიბიტორები კალციუმის არხების ბლოკატორებთან კომბინაციაში. ათქ კოდი: C09BB04.

პერინდოპრილი

მოქმედების მექანიზმი

პერინდოპრილი - ფერმენტის ინჰიბიტორი, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ანგიოტენზინ II-ად (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი, აგფ). გარდამქმნელი ფერმენტი, ან კინაზა, არის ეკზოპეპტიდაზა, რომელიც უზრუნველყოფს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას სისხლძარღვთა შემავიწროებელ ანგიოტენზინ II-ად, ასევე იწვევს სისხლძარღვთა გამაფართოებელი ბრადიკინინის დეგრადაციას არააქტიურ ჰეპტაპეპტიდად. აგფ აქტივობის დათრგუნვა იწვევს ანგიოტენზინ II დონის დაწევას და რენინის აქტივობის მატებას შრატში, ალდოსტერონის სეკრეციის შესუსტებას, ასევე მოცირკულირე და ადგილობრივი კალიკრეინ-კინინური სისტემის აქტივობის მატებას და პროსტაგლანდინის სისტემის გააქტიურებას. შესაძლებელია, ეს მექანიზმი ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას აგფ ინჰიბიტორის მიღების შედეგად და ნაწილობრივად იწვევს ზოგიერთ გვერდით ეფექტს (მაგალითად, ხველა). პერინდოპრილი მოქმედებს თავისი აქტიური მეტაბოლიტის - პერინდოპრილატის მეშვეობით. სხვა მეტაბოლიტებს არ გამოუვლენიათ in vitro დამთრგუნველი მოქმედება აგფ-ის მიმართ.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ჰიპერტენზია

პერინდოპრილი აქტიურია არტერიული ჰიპერტენზიის ნებისმიერ სტადიაზე: მსუბუქი, ზომიერი, მძიმე. აღინიშნება სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის დაწევა როგორც მწოლიარე, ასევე ფეხზე მდგომ მდგომარეობაში.

პერინდოპრილი ამცირებს პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობას, რაც იწვევს არტერიული წნევის დაწევას, შედეგად ძლიერდება პერიფერიული სისხლის მიმოქცევა გულის შეკუმშვის სიხშირის შეცვლის გარეშე. თირკმელების სისხლის მიმოქცევა იზრდება, მაშინ, როცა გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (გფს) უცვლელი რჩება.

ანტიჰიპერტენზიული ეფექტი თავის მაქსიმუმს აღწევს პერინდოპრილის ერთჯერადი მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში: ნარჩენი ეფექტი შეადგენს 87%-100% მაქსიმალურიდან. არტერიული წნევის დაწევა ხდება სწრაფად. პაციენტებში, რომლებიც კარგად პასუხობენ მკურნალობას, წნევის ნორმალიზება მიიღწევა ერთი თვის განმავლობაში და ნარჩუნდება ტაქიფილაქსიის განვითარების გარეშე. თერაპიის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის ეფექტის განვითარებას.

პერინდოპრილი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. ადამიანში დამტკიცებული იყო მისი სისხლძარღვთა გამაფართოებელი თვისებები. პრეპარატი აუმჯობესებს მსხვილი არტერიების ელასტიურობას და ამცირებს კედლის სისქის თანაფარდობას სანათურთან მცირე სისხლძარღვებში.

პაციენტები გულის სტაბილური იშემიური დაავადებით

ჩატარებული იყო ოთხწლიანი, მრავალცენტრული, საერთაშორისო, რანდომიზირებული, პლაცებო-კონტროლირებადი კლინური კვლევა EUROPA. 18 წელზე უფროსი ასაკის 12218 პაციენტი რანდომიზირებული იყო 8 მგ პერინდოპრილის ტრეტ-ბუთილამინის (10 მგ პერინდოპრილის არგინინის ეკვივალენტურია) (n=6110) ან პლაცებოს (n=6108) მისაღებად. გამოსაკვლევ პოპულაციაში დადგენილი იყო კორონარული არტერიების დაავადება გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნების გარეშე. მთლიანობაში, პაციენტების 90% წარსულში გადატანილი ქონდათ მიოკარდის ინფარქტი და/ან კორონარული არტერიის რევასკულარიზაცია. მათი უმრავლესობა გამოსაკვლევ პრეპარატს დამატებით იღებდა ტრადიციულად მიღებულ თერაპიასთან, რომელიც მოიცავდა თრომბოციტების ინჰიბიტორებს, ჰიპოლიპიდემიურ პრეპარატებს და ბეტა-ბლოკატორებს.

ეფექტურობის ძირითადი კრიტერიუმი იყო შემთხვევათა ერთობლიობა (გულ-სისხლძარღვთა სიკვდილობა, მიოკარდის არაფატალური ინფარქტი და/ან გულის გაჩერება წარმატებული რეანიმაციით). პერინდოპრილის ტრეტ-ბუთილამინის 8 მგ (რაც არის 10 მგ პერინდოპრილის არგინინის ეკვივალენტური) დღეში ერთხელ მიღება იწვევდა პირველადი საბოლოო წერტილების მნიშვნელოვან აბსოლუტურ შემცირებას 1,9%-ით (ფარდობითი რისკის შემცირება 20%-ით, (95%CI (9,4;28,6) – p<0,001). პაციენტებში მიოკარდის ინფარქტით და/ან რევასკულარიზაციით ანამნეზში აღინიშნებოდა პირველადი საბოლოო წერტილების აბსოლუტურ შემცირება 2,2%-ით, რაც შეესაბამება ფარდობითი რისკის შემცირებას 22,4%-ით (95%CI (12,0;31,6) – p<0,001), პლაცებოსთან შედარებით.

ორ მსხვილ რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევაში (ONTARGET (თელმისარტანით მონოთერაპიის და რამიპრილთან კომბინაციის შედარება) და VA NEPHRON-D (ნეფროპათიის კვლევა დიაბეტის დროს, ჩატარებული აშშ ვეტერანთა საქმის დეპარტამენტის მიერ)) შესწავლილი იყო აგფ ინჰიბიტორების ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან კომბინაცია.

რენინ-ანგიოტენზი-ადლოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადის კლინიკური გამოცდის მონაცემები

ONTARGET - კვლევა, რომელიც ჩატარდა პაციენტებში კარდიოვასკულარული და ცერებროვასკულარული დარღვევით ანამნეზში ან 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით, რომელსაც თან ახლდა სამიზნე ორგანოების დაზიანების ნიშნები. VA NEPHRON-D - კვლევა 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებით.

მონოთერაპიასთან შედარებით მოცემულ კვლევებს არ გამოუვლენიათ თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვოვანი გართულებების და სიკვდილიანობის სიხშირის მნიშვნელოვანი შემცირება, მაშინ, როცა ვლინდებოდა ჰიპერკალიემიის, თირკმელების მწვავე დაზიანების და/ან ჰიპოტენზიის განვითარების მომატებული რისკი. ანალოგიური ფარმაკოდინამიური თვისებების გათვალისწინებით, მოცემულ შედეგებს ასევე აქვთ კავშირი სხვა აგფ ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან. ზემოთ მითითებული ინფორმაციის გათვალისწინებით, არ უნდა მოხდეს აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე ავადმყოფებში.

ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) - კვლევა, რომლის მიზანი იყო აგფ ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებით სტანდარტულ თერაპიასთან ალისკირენის დამატების უპირატესობის შეფასება 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და თირკმელების ქრონიკული დაავადებების და/ან გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფებში. კვლევა შეწყდა ვადამდე არასასურველი შედეგების განვითარების მომატებული რისკის გამო. პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, გულ-სისხლძარღვების გამო სიკვდილი და ინსულტი უფრო ხშირად ვითარდებოდა ალისკირენის ჯგუფში, ასევე, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, გამოკვლეული გვერდითი რეაქციები და სერიოზული გვერდითი ეფექტები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმელების ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირად დარეგისტრირებული იყო ალისკირენის ჯგუფში.

ამლოდიპინი

მოქმედების მექანიზმი

ამლოდიპინი - კალციუმის იონების ანტაგონისტი, რომელიც ბლოკავს კალციუმის იონების მიწოდებას მიოკარდის და სისხლძარღვების კუნთების უჯრედებში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი რელაქსაციური მოქმედებით. სტენოკარდიის დროს ამლოდიპინის მოქმედების ზუსტი მექანიზმი არ არის დადგენილი, მაგრამ ცნობილია შემდეგი ორი გზა:

  • ამლოდიპინი აფართოებს პერიფერიულ არტერიოლებს და ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვა), რაც იწვევს მიოკარდით ენერგიის მოხმარების და ჟანგბადის მოთხოვნილების შემცირებას.
  • ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი შესაძლებელია ასევე დაკავშირებული იყოს მსხვილი კორონარული არტერიების და არტერიოლების გაფართოებასთან, რაც იწვევს მიოკარდში ჟანგბადის მიწოდების გაზრდას პაციენტებში ვაზოსპასტური სტენოკარდიით (პრინცმეტალის სტენოკარდია).

პაციენტებში ჰიპერტენზიით, ამლოდიპინის მიღება დღეში ერთჯერ უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაწევას (როგორც მწოლიარე, ასევე ფეხზე მდგომ პირობებში) 24 საათის განმავლობაში.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

პაციენტებში სტენოკარდიით ამლოდიპინის ერთჯერადი სადღეღამისო მიღება ახანგრძლივებს ფიზიკური დატვირთვის შესრულების საერთო დროს, აფერხებს სტენოკარდიის შეტევის განვითარების დაწყებას და ზრდის დროს ST სეგმენტის დეპრესიის განვითარებამდე 1 მმ-ით, ასევე ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს და ნიტროგლიცერინის ტაბლეტების მოხმარების საჭიროებას.

ამლოდიპინი არ იწვევს არასასურველ მეტაბოლურ ეფექტებს ან ლიპიდების დონის ცვლილებას სისხლის შრატში, ამიტომ, მისი გამოყენება შესაძლებელია პაციენტებში ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტით და პოდაგრით.

გულის შეტევის პროფილაქტიკისთვის (ALLHAT Trial) ანტიჰიპერტენზიული და ლიპიდების შემამცირებელი თერაპია გამოკვლეული იყო ახალი სამკურნალო საშუალებების (ამლოდიპინი ან აგფ ინჰიბიტორი პირველი ხაზის სახით) თიაზიდურ შარდმდენებთან შედარების მიზნით, მსუბუქი და ზომიერი ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. კვლევებს არ გამოუვლენიათ მნიშვნელოვანი სხვაობა გულ-სისხლძარღვთა შედეგებში ამლოდიპინის საფუძველზე ჩატარებულ თერაპიასა და თიაზიდური დიურეზულების საფუძველზე ჩატარებულ თერაპიას შორის.

ბავშვთა ასაკის პაციენტები

კვლევებში 6-დან 17 წლამდე ასაკის 268 ბავშვის მონაწილეობით, უპირატესად მეორადი არტერიული ჰიპერტენზიით, ამლოდიპინი 2,5 მგ და 5,0 მგ დოზით შედარებული იყო პლაცებოსთან. კვლევებმა აჩვენეს, რომ პლაცებოსთან შედარებით, ორივე დოზა მნიშვნელოვნად ამცირებს სისტოლურ არტერიულ წნევას. დოზებს შორის სხვაობა არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

ამლოდიპინის გრძელვადიანი ზემოქმედება ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებაზე და საერთო განვითარებაზე არ არის შესწავლილი. ამლოდიპინით თერაპიის გრძელვადიანი ეფექტურობა ბავშვთა ასაკში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და მოზრდილებში სიკვდილობის შესამცირებლად, ასევე არ არის დადგენილი.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პერინდოპრილის და ამლოდიპინის შეწოვის სიჩქარე და ხარისხი როგორც მონოპრეპარატების, ასევე პრეპარატ ამლესას® შემადგენლობაში, არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

პერინდოპრილი

შეწოვა

შიგნით მიღების შემდეგ, პერინდოპრილი სწრაფად შეიწოვება და აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას 1 საათის განმავლობაში; ნახევარდაშლის პერიოდი პლაზმაში - 1 საათი.

პერინდოპრილი არის პროწამალი - მიღებული დოზის 27% სისხლის მიმოქცევაში ხვდება აქტიური მეტაბოლიტის - პერინდოპრილატის ფორმით. აქტიური მეტაბოლიტის, პერინდოპრილატის გარდა, პერინდოპრილი იძლევა ხუთ არააქტიურ მეტაბოლიტს. პერინდოპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მიიღწევა 3-4 საათის შემდეგ.

საკვების მიღება ამცირებს პერინდოპრილის პერინდოპრილატად გარდაქმნას, ე.ი. ამცირეს მის ბიოშეღწევადობას. შესაბამისად, პერინდოპრილის მიღება უნდა მოხდეს შიგნით, დღეში ერთხელ, დილით, ჭამამდე.

დამტკიცებული იყო ხაზოვანი დამოკიდებულება პერინდოპრილის დოზას და პლაზმაში მის ექსპოზიციას შორის.

განაწილება

შეუერთებელი პერინდოპრილატის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,2 ლ/კგ. პერინდოპრილატის შეერთება პლაზმის ცილებთან, ძირითადად ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტთან, შეადგენს 20%-ს და დამოკიდებულია პრეპარატის კონცენტრაციაზე.

გამოყოფა

პერინდოპრილატი გამოიყოფა შარდით. შეუერთებელი ფრაქციის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 17 საათს. გათანაბრებული მდგომარეობა მიიღწევა 4 დღის განმავლობაში.

ხანდაზმული პაციენტები, გულის უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა

პერინდოპრილატის გამოყოფა შემცირებულია ხანდაზმულ ადამიანებში და პაციენტებში გულის ან თირკმელების უკმარისობით (იხ. ნაწილი 4.2). ამიტომ, ასეთ პაციენტებზე სამედიცინო მეთვალყურეობა უნდა მოიცავდეს კრეატინინის და კალიუმის დონის ხშირ მონიტორინგს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

დიალიზის დროს პერინდოპრილატის კლირენსი შეადგენს 70 მლ/წთ.

პერინდოპრილის კინეტიკა იცვლება პაციენტებში ღვიძლის ციროზით: საწყისი მოლეკულის ღვიძლისმიერი კლირენსი მცირდება ნახევარჯერ. თუმცა, წარმოქმნილი პერინდოპრილატის რაოდენობა არ მცირდება, ამიტომ, დოზის კორექცია პაციენტების მითითებულ კატეგორიაში არ არის საჭირო (იხ. ნაწილები 4.2 და 4.4).

ამლოდიპინი

შეწოვა, განაწილება, შეერთება პლაზმის ცილებთან

ამლოდიპინი კარგად შეიწოვება თერაპიულ დოზებში შიგნით მიღებისას და აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას შრატში მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%. გადანაწილების მოცულობა უდრის დაახლოებით 21 ლ/კგ. საკვების მიღება არ მოქმედებს ბიოშეღწევადობაზე. In vitro კვლევებმა აჩვენეს, რომ მოცირკულირე ამლოდიპინის დაახლოებით 97,5% შეკავშირებულია შრატის ცილებთან.

ბიოტრანსფორმაცია/გამოყოფა

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის საბოლოო დრო შეადგენს 35-50 საათს და მუდმივია პრეპარატის დღეში ერთხელ მიღებისას.

ამლოდიპინი მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდით, 10% - უცვლელი ამლოდიპინის სახით.

ხანდაზმული პაციენტები

ამლოდიპინის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შრატში ერთნაირია ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში. ამ უკანასკნელებში ვლინდებოდა ამლოდიპინის კლირენსის შემცირების ტენდენცია, რაც იწვევდა AUC და ნახევარგამოყოფის დროის გაზრდას. დოზირების რეკომენდებული რეჟიმი მათთვის და ახალგაზრდა პირებისთვის ერთნაირია, თუმცა დოზის მატება უნდა მოხდეს სიფრთხილის ზომების დაცვით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში ამლოდიპინის გამოყენებასთან დაკავშირებით მოწოდებულია შეზღუდული კლინიკური მონაცემები. პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, ამლოდიპინის კლირენსი მცირდებოდა უმნიშვნელოდ, რაც იწვევდა ნაწილობრივად გამოყოფის დროის გაზრდას და AUC მატებას დაახლოებით 40-60%-ით.

ბავშვთა ასაკის პაციენტები

ფარმაკოკინეტიკული კვლევა ჩატარებული იყო ჰიპერტენზიის მქონე 12 თვიდან 17 წლამდე ასაკის 74 ბავშვში (34 პაციენტი 6-12 წლის და 28 პაციენტი 13-17 წლის ასაკის), რომლებიც ამლოდიპინს იღებდნენ 1,25 მგ-დან 20 მგ-მდე დოზირებით დღეში ერთხელ ან ორჯერ. 6-12 წლის ბავშვებში და 13-17 წლის მოზარდებში ტიპიური კლირენსი შიგნით მიღებისას (CL/F) იყო 22,5 და 27,4 ლ/სთ შესაბამისად მამრობით სქესში და 16,4 და 21,3 ლ/სთ შესაბამისად მდედრობითი სქესის პაციენტებში. გამოვლინდა ექსპოზიციის დიდი ცვალებადობა ცალკეულ პაციენტებს შორის. არსებული მონაცემები 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეზღუდულია.

  • 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

პერინდოპრილი

ქრონიკული პერორალური ტოქსიკურობის კვლევებში (ვირთაგვები და მაიმუნები) სამიზნე ორგანო არის თირკმელი შექცევადი დაზიანებით.

In vitro და in vivo კვლევებში მუტაგენობა არ გამოვლენილა.

რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებში (ვირთაგვები, თაგვები, ბოცვრები და მაიმუნები) ემბრიოტოქსიკურობის ან ტერატოგენობის ნიშნები არ გამოვლენილა. თუმცა, ნაჩვენები იყო, რომ ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, როგორც კლასი, იწვევენ არასასურველ მოქმედებას ნაყოფის მოგვიანებით განვითარებაზე, რაც იწვევს ნაყოფის სიკვდილს და თანდაყოლილ დეფექტებს მღრღნელებში და ბოცვრებში: ვლინდება თირკმელების დაზიანება და პერი- და პოსტნატალური სიკვდილობის მატება.

ვირთაგვებზე და თაგვებზე ჩატარებულ ხანგრძლივ კვლევებში კანცეროგენობა არ გამოვლენილა.

ამლოდიპინი

კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, ფერტილობის დარღვევა

ვირთაგვებს და თაგვებს, რომელთა მკურნალობა ხდებოდა ამლოდიპინით რაციონში ორი წლის განმავლობაში კონცენტრაციებში, რომელიც გათვლილი იყო 0,5, 1,25 და 2,5 მგ/კგ/დღეში დოზის ყოველდღიური დონის უზრუნველყოფის მიზნით, კანცეროგენობის რაიმე ნიშანი არ გამოვლენილა. ყველაზე მაღალი დოზა (თაგვებისთვის - მიახლოებული რეკომენდებულ კლინიკურ დოზასთან 10 მგ მგ/მ2 საფუძველზე, ხოლო ვირთაგვებში - მასზე ორჯერ მეტი*) მიახლოებული იყო მაქსიმალურ ასატან დოზასთან თაგვებისთვის, მაგრამ არა ვირთაგვებისთვის.

მუტაგენობის კვლევებს არ გამოუვლენიათ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებული ეფექტები, არც გენების, და არც ქრომოსომების დონეზე.

რეპროდუქციის კვლევებმა აჩვენეს, რომ კალციუმის ანტაგონისტები იწვევენ ემბრიოტოქსიკურ და/ან ტერატოგენულ ეფექტებს ზოგიერთ სახეობაში, ძირითადად ჩონჩხის დისტალური მანკების განვითარების სახით.

არ გამოვლენილა ზეგავლენა ფერტილობაზე ვირთაგვებში, რომლებიც ამლოდიპინს იღებდნენ (მამრები 64 დღის და მდედრები 14 დღის განმავლობაში შეჯვარებამდე) 10 მგ/კგ/დღეში დოზით (8-ჯერ * მეტი ადამიანისთვის რეკომენდებული დოზაზე 10 მგ მგ/მ2-ზე საფუძველზე). ვირთაგვებზე ჩატარებულ სხვა კვლევაში, რომელშიც მამრ ვირთაგვებში ამლოდიპინის ბესილატი შეიყვანებოდა 30 დღის განმავლობაში დოზით, რომელიც უტოლდებოდა ადამიანის დოზას მგ/კგ-ზე გადაანგარიშებით, აღმოჩენილი იყო ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის და ტესტოსტერონის დონის შემცირება შრატში, ასევე სპერმატოზოიდების სიმკვრივის და მომწიფებული სპერმატოზოიდების და სერტოლის უჯრედების რაოდენობის შემცირება.

ვირთაგვების და თაგვების რეპროდუქციულმა კვლევებმა აჩვენეს მშობიარობის თარიღის გადავადება, ხანგრძლივი მშობიარობა და ახალშობილების შემცირებული სიცოცხლისუნარიანობა დოზირებისას, რომელიც დაახლოებით 50-ჯერ აღემატება ადამიანისთვის განკუთვნილ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას, მგ/კგ საფუძველზე.

  • პაციენტის 50 კგ წონიდან გამომდინარე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ამლესა® ტაბლეტები 4 მგ/5 მგ, 4 მგ/10 მგ, 8 მგ/5 მგ, 8 მგ/10 მგ

პერინდოპრილი/ამლოდიპინი (Perindopril/Amlodipine)

პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვებით მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
  • პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს იმ შემთხვევაშიც, თუ მათი დაავადების სიმპტომები არის თქვენი სიმპტომების მსგავსი. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის.
  • ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. მითითებული რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 ნაწილში.

ფურცელ-ჩანართი შინაარსი:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ამლესა® და რისთვის გამოიყენება
  • რისი ცოდნა არის საჭირო პრეპარატი ამლესას® მიღებამდე
  • პრეპარატ ამლესას® გამოყენება
  • შესაძლო არასასურველი რეაქციები
  • პრეპარატი ამლესას® შენახვა
  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა მონაცემები
  • რას წარმოადგენს პრეპარატი ამლესა® და რისთვის გამოიყენება

ამლესა® ინიშნება მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) და/ან გულის სტაბილური კორონარული დაავადების (დაავადება, როდესაც გულის მიმართულებით სისხლის გადატუმბვა მცირდება ან იბლოკება) სამკურნალოდ. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პერინდოპრილს და ამლოდიპინს, ორი დამოუკიდებელი ტაბლეტის ნაცვლად შეიძლება მიიღონ პრეპარატი ამლესა®, რომელიც შეიცავს ორივე კომპონენტს.

ამლესა® - ეს არის ორი აქტიური კომპონენტის კომბინაცია: პერინდოპრილი და ამლოდიპინი. პერინდოპრილი არის აგფ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორი. ამლოდიპინი არის კალციუმის ანტაგონისტი (და მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომლებსაც ეწოდებათ დიჰიდროპირიდინები). სისხლძარღვების გაფართოებით და მოდუნებით, ისინი ავლენენ კომბინირებულ მოქმედებას, რაც ამსუბუქებს სისხლის გამავლობას და გადატუმბვას.

  • რისი ცოდნა არის საჭირო პრეპარატ ამლესას® მიღებამდე

არ მიიღოთ ამლესა®:

თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პერინდოპრილის ერბუმინის (ტრეტ-ბუთილამინის) ან სხვა ნებისმიერი აგფ ინჰიბიტორის, ამლოდიპინის ბესილატის ან სხვა ნებისმიერი დიჰიდროპირიდინის ან პრეპარატ ამლესას® სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

თუ თქვენ ხართ 3 თვეზე მეტი ვადის ორსული. ორსულობის ადრეულ ვადებში პრეპარატის მიღებისგან სასურველია თავის შეკავება (იხ. ნაწილი ორსულობის შესახებ);

თუ ადრე აგფ სხვა ინჰიბიტორების მიღებისას გქონიათ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის სტვენითი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან ფართო გამონაყარი კანზე, ან ასეთი სიმპტომები ქონია თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს (ასეთ მოვლენას ეწოდება ანგიოშეშუპება);

კარდიოგენული შოკის (მდგომარეობა, როცა თქვენ გულს არ შეუძლია ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობით სისხლის გადატუმბვა), აორტის სტენოზის (აორტის სარქველის შევიწროება) ან არასტაბილური სტენოკარდიის (ტკივილი მკერდში, რომელიც შეიძლება განვითარდეს მოსვენებულ მდგომარეობაში) დროს;

ძალიან დაბალი არტერიული წნევის დროს (მძიმე ჰიპოტენზია);

გულის უკმარისობის დროს (როცა გულს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობით სისხლის გადატუმბვა, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან პერიფერიულ შეშუპებას) გულის შეტევის შემდეგ;

თუ თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და თქვენ იღებთ ალისკირენის შემცველ არტერიული წნევის დასაწევ პრეპარატებს;

თუ თქვენ ხართ დიალიზზე ან გიტარდებათ ნებისმიერი სხვა ტიპის სისხლის ფილტრაცია. ზოგიერთი გამოყენებული ტექნოლოგიის დროს, ამლესა® შესაძლებელია არ იყოს თქვენთვის შესაფერისი;

თუ თქვენ გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები თირკმელებში სისხლის არასაკმარისი მიწოდებით (თირკმლის არტერიის სტენოზი);

თუ თქვენ იღებდით ან იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ, რადგან იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი (სწრაფად განვითარებული კანქვეშა შეშუპება ყელის მიდამოში).

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს პრეპარატ ამლესას® მიღების დაწყებამდე:

  • თუ თქვენ გაქვთ ჰიპერტროფული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (არტერიის შევიწროება, რომლითაც თირკმელები მარაგდება სისხლით);
  • თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა;
  • თუ თქვენ გაქვთ ძალიან მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტონიული კრიზი);
  • თუ თქვენ გაქვთ გულის სხვა დაავადებები;
  • თუ თქვენ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ფუნქცია;
  • თუ თქვენ დარღვეული გაქვთ თირკმელების ფუნქცია ან გიტარდებათ დიალიზი;
  • თუ თქვენს სისხლში ზედმეტად მომატებულია ჰორმონი ალდოსტერონის დონე (პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი);
  • თუ თქვენ გაქვთ სისტემური წითელი მგლურას ან სკლეროდერმიის ტიპის კოლაგენოზი (შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება);
  • თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი;
  • თუ თქვენ იცავთ დიეტას მარილის შემცირებული შემცველობით ან იღებთ კალიუმის შემცველ მარილის ჩამნაცვლებლებს (ძალიან მნიშვნელოვანია სისხლში დაბალანსებული იყოს კალიუმის შემცველობა);
  • თუ თქვენ იღებთ არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებულ რომელიმე ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებას: ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (არბ) (ასევე ცნობილები არიან სარტანების სახელით - მაგალითად, ვალსარტანი, თელმისარტანი, ირბესარტანი), ძირითადად, თუ თქვენ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმელების დაავადებები; ალისკირენი. თქვენმა ექიმმა შესაძლებელია პერიოდულად შეამოწმოს თირკმელების ფუნქცია, არტერიული წნევა, ელექტროლიტების რაოდენობა (მაგალითად, კალიუმი) სისხლში. იხ. ნაწილი „არ მიიღოთ ამლესა®“;
  • თუ თქვენ იღებთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებიდან რომელიმეს, ანგიოშეშუპების განვითარების რისკი იზრდება: რაცეკადოტრილი (გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ); პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების განდევნის საწინააღმდეგოდ და სიმსივნური დაავადებების დროს (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი); საკუბიტრილი (ხელმისაწვდომია ფიქსირებულ დოზით ვალსარტანთან კომბინაციის სახით), რომელიც გამოიყენება გულის ხანგრძლივი უკმარისობის სამკურნალოდ; ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინ და სხვა პრეპარატები და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ეგრედწოდებული გლიპტინების კლასს (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ);
  • თუ თქვენ ხართ ნეგროიდული რასის წარმომადგენელი, რადგან შესაძლებელია მომატებული გქონდეთ ანგიოშეშუპების განვითარების რისკი და ეს პრეპარატი შესაძლებელია ნაკლებად ეფექტური იყოს, თეთრი რასის პაციენტებთან შედარებით.

ანგიოშეშუპება.

ანგიოშეშუპება (მძიმე ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებით გაძნელებული ყლაპვით ან სუნთქვით) ვითარდებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, პერინდოპრილის ჩათვლით. ეს შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის პროცესის ნებისმიერ დროს. ასეთი სიმპტომების განვითარებისას, საჭიროა ამლესას® მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. იხ. ნაწილი 4.

შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თვლით, რომ ხართ ორსულად (ან შესაძლებელია დაორსულდეთ). ამლესა® არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ვადაზე. პრეპარატის მიღება ასევე არ უნდა მოხდეს ორსულობის მე-3 თვის შემდეგ, რადგან ამ ვადაზე პრეპარატმა შესაძლებელია მიაყენოს სერიოზული ზიანი ბავშვს (იხ. ნაწილი ,,ორსულობა და ძუძუთი კვება“).

პრეპარატი ამლესას® მიღებისას, თქვენ ასევე უნდა აცნობოთ ექიმს შემდეგი:

  • თუ თქვენ გიწევთ ანესთეზიის გაკეთება ან უნდა ჩაგიტარდეთ სერიოზული ქირურგიული ოპერაცია;
  • თუ თქვენ ახლო წარსულში გქონდათ დიარეა ან გულისრევა;
  • თუ თქვენ იტარებთ დსლპ აფერეზს (ქოლესტერინის აპარატული გამოყოფა სისხლიდან);
  • თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ დესენსიბილიზაციის კურსი, რათა შემცირდეს მგრძნობელობა ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენის ალერგიული ეფექტის მიმართ.

ბავშვები და მოზარდები

ამლესა® არ არის რეკომენდებული ბავშვების და მოზარდების სამკურნალოდ.

სხვა პრეპარატები და ამლესა®

თუ თქვენ იღებთ, ადრე იღებდით ან გეგმავთ სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას, ამის შესახებ შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.

მოერიდეთ ამლესას® და შემდეგი პრეპარატების ერთად გამოყენებას:

  • ლითიუმი (გამოიყენება მანიების ან დეპრესიის სამკურნალოდ);
  • ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);
  • კალიშემნახველი პრეპარატები (ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატები ან მარილის ჩამნაცვლებელი კალიუმის შემცველები, სხვა პრეპარატები, რომლებმაც შესაძლებელია გაზარდონ კალიუმის დონე ორგანიზმში (მაგალითად, ჰეპარინი, თრომბების განვითარების პრევენციისთვის სისხლის გასათხელებლად გამოსაყენებლი პრეპარატი; ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი, ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების დროს),
  • კალიშემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი სადღეღამისო დოზით 12,5 მგ-დან 50 მგ-მდე.

ამლესას® თერაპიულ ეფექტზე შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების მიღებამ. აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ შემდეგ პრეპარატებს, რადგან მათი მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა:

  • მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები, დიურეზულების ჩათვლით (პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობას);
  • პრეპარატები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იღებენ დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი) ან გადანერგილი ორგანოების განდევნის პრევენციისთვის (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ეგრედწოდებული ძრმ ინჰიბიტორების კლასს). იხ. ნაწილი "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები",
  • საკუბიტრილი/ვალსარტანი (გამოიყენებიან გულის უკმარისობის ხანგრძლივი მკურნალობისთვის): იხ. ნაწილი „არ მიიღოთ ამლესა®“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“;
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგალითად, იბუპროფენი) ტკივილის მოსახსნელად ან აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზები (ნივთიერება, რომელიც ბევრი წამლის შემადგენლობაშია, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ტემპერატურის შესამცირებლად, ასევე სისხლის შედედების პრევენციისთვის),
  • დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ინსულინი);
  • მენტალური აშლილობების სამკურნალო პრეპარატები, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვა (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესიულები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, იმიპრამინის მსგავსი პრეპარატები, ნეიროლეფსიურები);
  • იმუნოდეპრესიულები (პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს), რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის ოპერაციების შემდეგ (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი);
  • ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი (ინფექციების სამკურნალოდ);
  • ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ);
  • პროკაინამიდი (არარეგულარული გულის რითმის სამკურნალოდ);
  • სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები, ნიტრატების ჩათვლით (პრეპარატები, რომლებიც აფართოებენ სისხლძარღვებს);
  • ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის ან ასთმის სამკურნალოდ);
  • ბაკლოფენი ან დანტროლენი (ინფუზია), რომლებიც გამოიყენება კუნთების სპასტიკურობის სამკურნალოდ, ისეთი დაავადებების, როგორის არის გაფანტული სკლეროზი; დანტროლენი ასევე გამოიყენება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის სამკურნალოდ ანესთეზიის დროს (სიმპტომები მოიცავს ძალიან მაღალ ტემპერატურას და კუნთების სპასტიკურობას);
  • ზოგიერთი ანტიბიოტიკი, როგორებიც არიან რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ);
  • კრაზანა ჩვეულებრივი (კრაზანა),
  • სიმვასტატინი (ქოლესტერინის შესამცირებელი წამალი),
  • ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორებიც არიან კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი;
  • იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენებიან სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
  • ალფა-ბლოკატორები, გამოიყენებიან გადიდებული პროსტატის სამკურნალოდ, როგორებიც არიან პრაზოზინი, ალფუზოსინი, დოქსაზოზინი, ტამსულოზინი, ტერაზოზინი;
  • ამიფოსტინი (გამოიყენება სხვა სამედიცინო პრეპარატებით ან კიბოს მკურნალობის დროს გამოყენებული სხივური თერაპიით გამოწვეული არასასურველი რეაქციების პროფილაქტიკისთვის ან შემცირებისთვის);
  • კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, მძიმე ასთმის და რევმატიული ართრიტის ჩათვლით);
  • ოქროს შემცველი მარილები, განსაკუთრებით ვენაში შეყვანისას (გამოიყენება რევმატიული ართრიტის სიმპტომების სამკურნალოდ);
  • ტაკროლიმუსი (გამოიყენება თქვენი ორგანიზმის იმუნური პასუხის კონტროლისთვის, თქვენ ორგანიზმს ეხმარება გადანერგილი ორგანოს მიღებაში);
  • რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ეწოდებათ პროტეაზას ინჰიბიტორები, გამოიყენებიან აივ-ინფექციის სამკურნალოდ);

თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები, თუ თქვენ იღებთ ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ბლოკატორს (არბ) ან ალისკირენს. იხ. ნაწილი ,,არ მიიღოთ ამლესა®“ და ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“.

ამლესა® საკვებთან და სასმელთან

ამლესა® მიიღება ჭამის წინ.

გრეიპფრუტის ან გრეიპფრუტის წვენის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აქტიური კომპონენტის ამლოდიპინის დონის მატება სისხლში, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ამლესას® გამოყენებით გამოწვეული წნევის უეცარი დაწევა. შესაბამისად, გრეიპფრუტის წვენის და გრეიპფრუტის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ ამლესას®.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ასევე ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

ორსულობა

თქვენი ექიმი მოგცემთ პრეპარატი ამლესას® მიღების შეწყვეტის რეკომენდაციას დაორსულებამდე ან ორსულობის ფაქტის დადასტურების შემდეგ, და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. პრეპარატ ამლესას® მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ვადაზე და უკუნაჩვენებია, თუ ორსულობის ვადა აღემატება 3 თვეს, რადგან ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.

ძუძუთი კვება

ნაჩვენებია, რომ ამლოდიპინი მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე. პრეპარატი ამლესას® მიღება მეძუძურ ქალებში არ არის რეკომენდებული. თქვენმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ სხვა სახის მკურნალობა, თუ თქვენ გსურთ ბავშვის ძუძუთი კვების გაგრძელებას, განსაკუთრებით, თუ თქვენი ბავშვი არის ახალშობილი ან დაიბადა დროზე ადრე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ამლესა® არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე, მაგრამ თქვენ შესაძლებელია იგრძნოთ ძლიერი თავბრუსხვევა ან სისუსტე სისხლის დაბალი წნევის გამო, რამაც შესაძლებელია იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ასეთი არასასურველი რეაქციების განვითარებისას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და მექანიზმები.

  • პრეპარატ ამლესას® მიღება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული.

როგორ და როდის უნდა მოხდეს ამლესას® მიღება?

ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია დილით, ჭამის წინ, გადაიყლაპება მთლიანად წყლის დაყოლებით, სასურველია ყოველდღე ერთი და იგივე დროს. ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას. ჩვეულებრივ დოზა - 1 ტაბლეტი დღეში. პრეპარატი ამლესა®, როგორც წესი, ინიშნება პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ პერინდოპრილს და ამლოდიპინს ცალ-ცალკე ტაბლეტების სახით.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი ამლესა®

თუ თქვენ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარების უახლოეს განყოფილებას ან დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ყველაზე მოსალოდნელი სიმპტომი ჭარბი დოზის მიღებისას არის არტერიული წნევის დაწევა, რის გამოც თქვენ შესაძლებელია იგრძნოთ თავბრუსხვევა ან დაკარგოთ გონება. ასეთი სიმპტომების განვითარებისას, მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა და აწიეთ ფეხები, ამან შესაძლებელია შეამსუბუქოს თქვენი მდგომარეობა.

ფილტვებში შეიძლება დაგროვდეს ზედმეტი სითხე (ფილტვების შეშუპება), ქოშინის გამოწვევით, რომელიც შეიძლება განვითარდეს მიღებიდან 24-48 საათში.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატი ამლესას® მიღება

მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება ყოველდღე, რადგან რეგულარული მიღების დროს მკურნალობა უფრო ეფექტურია. თუმცა, თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატი ამლესას® დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ ამლესას® მიღება

ვინაიდან პრეპარატი ამლესა® განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის, მისი მიღების შეწყვეტამდე თქვენ უნდა მიმართოთ რჩევისთვის ექიმს.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვით მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამლესამ® შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველა ადამინში.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მაშინვე მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ შეამჩნიეთ შემდეგი:

  • ხმის მოულოდნელი ჩახლეჩვა, ტკივილი მკერდში, ქოშინი, გაძნელებული სუნთქვა;
  • ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
  • ენის და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის ძლიერ გაძნელებას;
  • კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის კანზე გამოხატული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაწითლება მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, კანის აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი) და სხვა ალერგიული რეაქციები;
  • გულის შეტევა, უჩვეულოდ სწრაფი და ანომალური გულისცემა, ან ტკივილი მკერდში;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცელში ან ზურგში ძალიან ცუდად ყოფნით.

აღწერილი შეტყობინებული ხშირი არასასურველი რეაქციები. თუ თქვენ გაქვთ ეს ნიშნები და ისინი გრძელდებიან კვირაზე მეტი, დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.

ძალიან ხშირი (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

შეშუპება (სითხის შეკავება);

ხშირი (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), დაბუჟება ან ჩხვლეტა კიდურებში, მხედველობის დარღვევა (მათ შორის გაორება თვალებში), ხმაური ყურებში (მომატებული მგრძნობელობა ხმაურის მიმართ), ძლიერი გულისცემა (საკუთარი გულის დარტყმის შეგრძნება), ლოყების სიწითლე, გულყრის წინა მდგომარეობა სისხლის დაბალი წნევის გამო, ხველა, ქოშინი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, გემოს შეგრძნების დარღვევა, დისპეფსია ან მონელების გაძნელება, შეცვლილი განავალი, დიარეა, ყაბზობა, ალერგიული რეაქციები (როგორიც არის კანზე გამონაყარი, ქავილი), კუნთების კრუნჩხვები, სისუსტე, დაღლილობა, წვივ-ტერფის სახსრის შეშუპება (პერიფერიული შეშუპება).

სხვა არასასურველი რაქციები. თუ ზოგიერთი მათგანი არის სერიოზული ან თქვენ შეამჩნიეთ ისეთი არასასურველი რეაქციები, რომლებიც არ არიან ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

არახშირი არასასურველი რეაქციები (100-დან 1 ადამიანში)

ხასიათის ცვალებადობა, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, ძილის დარღვევა, კანკალი, გულყრები, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, არარეგულარული გულის შეკუმშვები, რინიტი (ცხვირის შეგუბება ან სურდო), თმის ცვენა, წითელი ლაქები კანზე, კანის ფერის შეცვლა, ტკივილი ზურგში, ართრალგია (ტკივილი სახსრებში), მიალგია (ტკივილი კუნთებში), ტკივილი მკერდში, შარდვის დარღვევა, გახშირებული შარდვა, მათ შორის ღამით, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, ბრონქოსპაზმი (შებოჭილობა მკერდში, გართულებული სუნთქვა, ქოშინი), პირის სიმშრალე, ანგიონევროზული შეშუპება (ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ხროტინი, სახის ან ენის შეშუპება), ბუშტუკები, თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, ერექციული დისფუნქცია, ჭარბი ოფლიანობა, ეოზინოფილების სიჭარბე (სისხლის თეთრი უჯრედები), დისკომფორტი ან მკერდის გაზრდა მამაკაცებში, წონის მატება ან კლება, ტაქიკარდია, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), შუქის მგრძნობელობის რეაქციები (კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ), ცხელება, სისუსტე, ლაბორატორიული მაჩვენებლების შეცვლა, კალიუმის მაღალი დონე სისხლში, რაც შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, ნატრიუმის დაბალი დონე, ჰიპოგლიკემია (შაქრის ძალიან დაბალი დონე სისხლში) დიაბეტით დაავადებულებში, შარდოვანას და კრეატინინის შემცველობის მატება სისხლში.

იშვიათი (1000-დან 1 ადამიანში)

თირკმლის მწვავე უკმარისობა, ადჰ ასს (ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი) წოდებული მდგომარეობის სიმპტომები: შარდის გამუქება, ცუდად ყოფნა (ღებინება) ან შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), კუნთების სპაზმები, გონების დაბინდვა და კრუნჩხვები, დიურეზის დაქვეითება ან არქონა, ფსორიაზის გამწვავება, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები: ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, ბილირუბინის მაღალი დონე შრატში).

ძალიან იშვიათი (10000-დან 1 ადამიანში)

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (სტენოკარდია, ინფარქტი და ინსულტი), ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), ქუთუთოების, სახის და ტუჩების შეშუპება, ენის და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის სერიოზულ გართულებას, კანის მძიმე რეაქციები, ინტენსიური კანის გამონაყარის ჩათვლით, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, კანის აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), მულტიფორმული ერითემა (კანზე გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება წითელი ქავადი ლაქებით სახეზე, ხელებზე ან ფეხებზე), მგრძნობელობა შუქის მიმართ, სისხლის მაჩვენებლების ცვლილება, როგორიც არის, სისხლის თეთრი უჯრედების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის დარღვევა, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცელში და ზურგში და თან ახლავს შეუძლოდ ყოფნა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების მატება, რაც შესაძლებელია მოქმედებდეს ზოგიერთ სამედიცინო ანალიზზე, მუცლის შებერილობა (გასტრიტი), ნერვული აშლილობა, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტა ან დაბუჟება, კუნთების დაჭიმულობის მატება, ღრძილების შეშუპება, შაქრის სიჭარბე სისხლში (ჰიპერგლიკემია).

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით დადგენა არ არის შესაძლებელი):

კანკალი, კუნთების ტონუსის მომატება, ნიღბისმაგვარი სახე, ნელი მოძრაობები და ფრატუნი, არამდგრადი სიარული, ფერის შეცვლა, ფეხის და ხელის თითების ტკივილი და დაბუჟება (რეინოს ფენომენი).

შეტყობინება არასასურველ რეაქციებზე

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს მიეკუთვნება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. არასასურველ რეაქციებზე შეტყობინებით, თქვენ დაეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოებაზე უფრო მეტი მონაცემის მიღებაში.

  • პრეპარატი ამლესას® შენახვა

ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალ შეფუთვაში შუქისგან და ნესტისგან დაცვის მიზნით.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა 3 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყლებში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორ ნადგურდება პრეპარატი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემო პირობების დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა მონაცემები

პრეპარატი ამლესას® შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის პერინდოპრილის ტრეტ-ბუთილამინი და ამლოდიპინი.

ტაბლეტები 4 მგ/5 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს (რაც შეესაბამება 3,34 მგ პერინდოპრილს) და 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით).

ტაბლეტები 4 მგ/10 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს (რაც შეესაბამება 3,34 მგ პერინდოპრილს) და 10 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით).

ტაბლეტები 8 მგ/5 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს (რაც შეესაბამება 6,68 მგ პერინდოპრილს) და 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით).

ტაბლეტები 8 მგ/10 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს (რაც შეესაბამება 6,68 მგ პერინდოპრილს) და 10 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, კალციუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატი ამლესას® გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ტაბლეტები 4 მგ/5 მგ: მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით.

ტაბლეტები 4 მგ/10 მგ: ოვალური, ორმხრივამოზნექილი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ნაზოლით ერთ მხარეს. ნაზოლი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის თანაბარ ნაწილებად გასაყოფად, ამასთანავე შეიძლება გამოყენება ტაბლეტის გადასატეხად მისი გადაყლაპვის გაადვილების მიზნით.

ტაბლეტები 8 მგ/5 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით.

ტაბლეტები 8 მგ/10 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით და ნაზოლით ერთ მხარეზე. ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ ნაწილად.

10 ტაბლეტი ბლისტერში (ოპა/ალ/პვქ//ალუმინის ფოლგა). 3 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა