პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ამბისომე

AMBISOME

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ამბისომეს მოქმედი ნივთიერებას ამფოტერიცინ B წარმოადგენს. ამბისომეს თითოეული ფლაკონი, პატარა ცხიმოვანი უჯრედების ნაწილაკებში (ლიპოზომებში) მოთავსებულ 50 მილიგრამ ამფოტერინიც B -ს შეიცავს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამფოტერიცინი (amphotericin)
ფორმა და შეფუთვა
50მგ ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიბიოტიკები
ATC კოდი
J02AA01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0636
რეგისტრირებულია
8 დეკემბერი 2023, მოქმედებს 8 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაამბისომე და სხვა წამალი ერთად

ამბისომე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ამბისომეს მოქმედი ნივთიერებას ამფოტერიცინ B წარმოადგენს. ამბისომეს თითოეული ფლაკონი, პატარა ცხიმოვანი უჯრედების ნაწილაკებში (ლიპოზომებში) მოთავსებულ 50 მილიგრამ ამფოტერინიც B -ს შეიცავს.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დანარჩენი ნივთიერებებია: ჰიდროგენიზებული ფოსფატიდინქოლინი, ქოლესტერინი, დისტეაროილფოსფატიდილგლიცეროლი, ალფა ტოკოფეროლი, შაქრის ერთერთი სახეობა საქაროზა, დინატრიუმის სუქცინატ ჰექსაჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და მარილმავა.

ამბისომე, ინფუზიისთვის (ვენური გზით გამოყენებისთვის) მომზადებული, გაყინულ-გამომშრალი (ლიოფილიზებული) ფხვნილია.

ამბისომე, სტერილური, ღია ყვითელი ფერის ფხვნილია, რომელიც მოხმარებისთვის წარმოდგენილია 15 მილილიტრიან მინის ფლაკონში. ფლაკონი შედგება დახურვის სისტემისგან, რეზინის საცობის და მოსახდელი პლასტმასის სახურავის მქონე ალუმინის რგოლისგან. ერთ კოლოფში 10 ფლაკონი და 10 ფილტრია მოთავსებული. თითოეულ კოლოფი წარმოდგენილია 10 ფლაკონით და 10 ფილტრის შეფუთვით.

ამბისომე, სოკოვანი ინფექციის წინააღმდეგ ეფექტური (ანტიფუნგალური) ანტიბიოტიკია და ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს გამოიყენება:

სოკოვანი ინფექიცით გამოწვეული სერიოზული, სისტემური ინფექციების სპეციფიკური მკურნალობა.

ავთვისებიანი (მალიგნირებული) სისხლის დაავადებების და ან ციტოტოქსიკური და ან იმუნური სისტემის დამთრგუნავი (იმუნოსუპრესიული) წამლების გამოყენებასთან დაკავშირებული, ,,ნეიტროფილების’’ სახელით ცნობილი სისხლის თეთრი უჯრედების ერთერთი სახეობის რაოდენობის შემცირების მქონე ავადმყოფების (ნეიტროპენიის მქონე ავადმყოფებში), სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა.

პარაზიტებით გამოწვეული ვისცერალური ლეიშმანიოზის სახელით წოდებული დაავადების მკურნალობა.

  • ამბისომეს გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

პრეპარატის პირველი გამოყენებისას, ექიმი ამბისომეს მცირე დოზას დაგინიშნავთ. სრული დოზის ინფუზიამდე, ექიმი დაახლოებით 30 წუთი დაელოდება, რათა ალერგიული რეაქციების გამოვლინების ნიშნები განსაზღვროს.

ამბისომე, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

თუ, ამფოტერიცინ B და ან ამბისომეს შემადგენლობაში არსებული რომელიმე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ, გარდა იმ მდგომაროებისა, როცა არსებულ მდგომარეობას თქვენთვის სასიცოცლო მნიშვნელობა აქვს და მხოლოდ ამბისომეთი მკურნალობა დაგეხმარებათ.

თუ, ამბისომეს მიმართ ადრე სერიოზული ანაფილაქსიური /ანაფილაქტოიდური რეაქცია გამოგივლინდათ (სახის შეწითლება, ქავილი, ავად ყოფნის მდგომარეობა, სახის, პირის ღრუს და სასუნთქი გზების შეშუპება, რომელიც სუნთქვის გაძნელებას იწვევს, აღნიშნული ნიშნების უეცარი გამოვლინება, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები)

აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება უსიმპტომო სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როცა მხოლოდ კანის სინჯების დროს ვლინდება ინფექციის პოზიტიურობა.

ამბისომე, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ;

სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციის პირისპირ ხართ. აღნიშნული მდგომარეობის შემთხვევში, ექიმი ინფუზიას შეაჩერებს.

სავარაუდოდ ინფუზიასთან დაკავშირებული სხვა რეაქციების გამოვლინდება. აღნიშნული მდგომარეობის გამოვლინებისას, ექიმი ამბისომეს ინფუზიას შეანელებს მაქსიმალურად ( დაახლოებით 2 სთ), ისე რომ ინფუზიის დრო გახანგრძლივდეს. ექიმმა, ინფუზისთან დაკავშირებული რეაქციების თავიდან აცილების და ან მკურნალობის მიზნით შეიძლება გამოიყენოს დიფენჰიდრამინი (ანტიჰისტამინური პრეპარატი), პარაცეტამოლი და პეტიდინი (ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი) და /და ან ჰიდროკორტიზონის (იმუნური სისტემის პასუხის შენელების ფუნქციის მქონე ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი) მსგავსი წამლები.

თუ, თირკმლების ფუნციის დარღვევის გამომწვევ სხვა წამლებს ღებულობთ. ამბისომეს მიღებამ შეიძლება თირკმელზე დამაზიანებელი ეფექტი იქონიოს. თქვენი ექიმი და ან ექთანი, თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში კრეატინინის ანორმალური მაჩვენებლების (თირკმლის ფუნქციის მაჩვენებელი, სისხლში არსებული ქიმიური აგენტი) და ელექტროლიების დონის (განსაკუთრებით კალიუმის და მაგნიუმის)განსაზღვრისთვის რეგულაურლად სისხლის ანალიზებს გადაამოწმებს. აღნიშნული კვლევები განსაკუთღებით მნიშვნელოვანი მაშინ, თუ თირკმელზე უარყოფითი გავლენის მქონე სხვა წამლებსაც ღებულობთ. სისხლის ნიმუშის ანალიზების გაკეთება მნიშვნელოვანია როგორც ღვიძლის ფუნქციების შეფასებისთვის, ასევე სხეულში სისხლის ახალი უჯრედების და თრომბოციტების წარმოქმნის უნარის განსაზღვისთვის.

თუ, სისხლის ანალიზების შედეგებით სისხლში კალიუმის დონე დაბალია-

თუ ზემოთ მოცემული მდგომაროება გამოვლინდება, თქვენი ექიმი ამბისომეს გამოყენების პერიოდში კალიუმის მხარდამჭერ თერაპიას დაგინიშნავთ.

თუ, სისხლის ანალიზების შედეგებით თირკმლის ფუნქციების დარღვევა და ან სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება გამოვლინდება, თქვენი ექიმი ამბისომეს დოზას შეამცირებს და ან მკურნალობას შეწყვეტს.

თუ, თქვენ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიოკოციტების) ტრანსფუზია (მთლიანად სისხლის და ან სისხლის ნაერთების ვენური გზით შეყვანა) გიკეთდებათ და ან ხანმოკლე დროის უკან გაიკეთეთ- სისხლის თეთრი უჯრედების ტრანსფუზიის დროს და ან დასრულების შემდეგ, ამბისომეს ინფუზიის გაკეთების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების უეცარი და სერიოზული პრობლემები. თქვენი ექიმი, ფილტვების პრობლემების განვითარების რისკის შემცირების მიზნით ინფუზიებს შეძლებისდაგვარად გარკვეული შუალედური პერიოდებით გაკეთებას გირჩევთ და ფილტვების ფუნქციებს ხშირად გადაამოწმებს.

თუ, თირკმლების უკმარისობის გამო ჰემოდიალიზი (ფილტრაცია) გიკეთდებათ, თქვენს ექიმს ამბისომეთი მკურნალობის დაწყება ჰემოდიალიზის დასრულების შემდეგ შეუძლია.

თუ, დიაბეტით ხართ დაავადებული, გაითვალისწინეთ, რომ ამბისომეს თითოეული ფლაკონი დაახლოებით 900 მილიგრამ შაქრის ერთერთ სახეობას, საქაროზას შეიცავს.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ამბისომეს გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად

გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ ახასიათებს.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

თქვენი ექიმი, დაავადების შესაბამისად წამლის დოზას განსაზღვარვს და ინფუზიას განახორციელებს.

ამბისომეს ინფუზია, ყოველთვის ექიმის და ან ექთნის მიერ უნდა განხორციელდეს.

შეყვანის გზა და მეთოდი:

პრეპარატის გამოყენებამდე, ამბისომე ჯერ ინექციისთვის საჭირო სტერილურ ხსნარში უნდა გაიხსნას და შემდეგ დექსტროზის შემცველ ხსნარში უნდა განზავდეს. აუცილებლად, ვენაში ინფუზიის სახით უნდა შეიყვანოს. ამბისომე, სხვა არცერთი მეთოდით სხეულში არ შეიყვანება. ამბისომე, მარილოვან ხსნარებს და ან სხვა წამლებს და ან ელექტროლიტებს არ უნდა იქნა შეურიოთ.

ამბისომე, სხვა ამფოტერიცინ B-ს შემცველი პროდუქტებით ვერ შეიცვლება.

პირველად გამოყენებამდე

ამბისომეს პირველი მიღებისას, ექიმი მინიმალურ დოზის ინფუზიას განახორციელებს. მთლიანი დოზის ინფუზიის გაგრძელებამდე, ექიმი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში დაელოდება, დაგაყოვნებთ, აღნიშნული დროის განმავლობაში რაიმე სახის ალერგიული რეაქციის გამოვლინების არსებობას განსაზღვრავს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ზრდასრულებში გამოყენება:

ამბისომეს დოზა, სხეულის წონაზეა დამოკიდებული და თითოეული ავადმყოფისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება.

სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ (დადასტურებულ და ან საეჭვო შემთხვევაში), ამბისომეს ინფუზია ჩვეულებრივი სახით ყოველდღე, 1 კგ წონაზე 1 მილიგრამის სახით გამოითვლება და დაიწყება. თუ ექიმი, უფრო მაღლი დოზის საჭიროებას გადაწყვეტს, მიღებული დღიური დოზის გაზრდა შეიძლება 1კგ წონაზე 5 მილიგრამამდე.

ვისცერალური ლეიშმანიოზის სამკურნალოდ, ამბისომე ჩვეულებრივ 21 დღის განმავლობაში, 1 კგ წონაზე 1-1,5 მილიგრამის სახით მიიცემა და ან 10 დღის განმავლობაში 1 კგ წონაზე 3 მილიგრამის სახით ინფუზიის სახით.

იმუნური უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, მაგალითად აივ პოზიტიურ ავადმყოფებში 21 დღის განამვლობაში, დღეში/1 კგ წონაზე 1-1,5 მილიგრამის სახით დოზა მიიღება.

ინფექციის განმეორების რისკის არსებობის გამო, შეიძლება საჭირო გახდეს შემანარჩუნებელი მკურნალობა და ან განმეორებითი მკურნალობის კურსის ჩატარება.

ჩვეულებრივ, ინფუზია 30-60 წუთი გრძელდება, თუმცა დღეში /კგ წონაზე 5 მილიგრამზე მეტი დოზის შემთხვევებში, ინფუზია შეიძლება 2 საათამდეც გაგრძელდეს.

ამბისომეს ინტრავენური ინფუზიის დოზა ძირითადად 0.20 მგ/მილილიტრიდან და 2 მგ/მილილიტრს შორისაა.

ბავშვებში გამოყენება:

ამბისომე, 1 თვიდან-18 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ გამოყენებულია. ამბისომეს პედიატრიული დოზა, ზრდასრულების მსგავსად წონის მიხედვით გამოითვლება. ამბისომე, 1 თვეზე მცირე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულ ავადმყოფებში, ინფუზიის დოზისა და ან შეყვანის სიხშირის ცვლილება საჭირო არ არის.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფები:

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში ამბისომეს დოზას წარმოადგენს:1 კგ წონაზე 1-5 მილიგრამს შორის. ინფუზიის დოზის და მიღების სიხშირის ცვლილება საჭირო არ არის. თქვენი ექიმი და ან ექთანი, ამბისომეთი მკურნალობის დროს თირკმლის ფუნქციების გადამოწმებისთვის რეგულარულად სისხლის ანალიზების გაკეთებას მოითხოვს.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მქონე ავადმყოფებში, დოზების რეკომენდაციების მხრივ მონაცემები არ არსებობს. ამ ავადმყოფებში რეგულარულად უნდა გაკეთდეს ლაბორატორიული კვლევები.

თუ, ფიქრობთ, რომ ამბისომეს ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ამბისომეს საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ამბისომეს საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ექიმის ინფუზიას მაშინვე შეაჩერებს. ამის შემდეგ თირკმლის და ღვიძლის ფუნქციებს, კლინიკურ მდგომარეობას, სისხლის შრატში ელექტროლიტების მაჩვენებლებს, სისხლის ანალიზს ახლოდან გააკონტროლებს, ჭარბი დოზირების შემთხვევაში მხარდამჭერ მკურნალობებს დაგინიშნავთ.

თუ, ამბისომეს მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ამბისომეთი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ამბისომეთი მკურნალობის დასრულების შემდეგ გამოვლენილი შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ რაიმე სახის მონაცემი არ არსებობს. ექიმის მითითების გარეშე წამლის გამოყენება არ შეწყვიტოთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ამბისომეს შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

ცნობილია, ამბისომეს შემადგენლობაში არსებული მოქმედი ნივთიერების-ამფოტერიცინ B -ს მიმართ გამოვლენილი სერიოზული გვერდითი ეფექტები.

უნდა აღინიშნოს, რომ სპეციფიკური ნაერთების არსებობის გამო ამბისომე უფრო იშვიათ და უფრო ნაკლებად სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარებას იწვევს.

ცხელება, კანკალი და შემცივნება ინფუზიის დროს გამოვლენილი, ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციებიდან ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია. ინფუზიასთან დაკავშირებული, უფრო ნაკლები სიხშირით გამოვლენილი რეაქციებია ასევე: მკერდში მოჭერის შეგრძნება, ტკივილი მკერდში, სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება (დიდი ალბათობით ხიხინით), სახის შეხურება, ნორმალურთან შედარებით გულისცემის სიხშირის მომატება, დაბალი არტერიული წნევა და ძვალ-კუნთოვანი ტკივილები (რომელიც წარმოდგენილია სახსრების ტკივილის, ზურგის ტკივილის და ძვლების ტკივილის სახით). აღნიშნული გვერდითი ეფექტები ინფუზიის დასრულებისას სწრაფად ალაგდება. ზემოთ ჩამოთვლილი რეაქციები ამბისომეს მომდევნო ინფუზიის დროს და ან უფრო ნელი ინფუზიის დროს (2 სთ განმავლობაში) შეიძლება საერთოდ არ გამოვლინდეს. თქვენი ექიმი, ინფუზიასთან დაკაშირებული გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების და ან ინფუზიის დროს უკვე გამოვლენილი რეაქციების მკურნალობის მიზნით შეიძლება სხვა წამლებსაც გამოგიწერთ. თუ, ინფუზიასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი ეფექტი გამოგივლინდათ, ექიმი ამბისომეს ინფუზიას მაშინვე შეაჩერებს. მომავალში აღნიშნული მკურნალობა უკვე აღარ უნდა ჩაიტაროთ.

ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები ამბისომეთი მკურნალობის პროცესში არის გამოვლენილი:

ძალიან გავრცელებული (10 ავადმყოფიდან >1 შემთხვევაში გამოვლენის ალბათობის მქონე):

სისხლში კალიუმის დაბალი დონე და მასთან დაკავშირებული დაღლილობის შეგრძნება და ან გაბრუება და ან კუნთოვანი სისუსტე და ან კუნთების კრუნჩხვები

გულისრევა და ღებინება

ცხელება, კანკალი და ან შემცივნება

გავრცელებული (10 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 შემთხვევაში გამოვლენის ალბათობის მქონე):

სისხლში მაგნიუმის, კალციუმის და ან ნატრიუმის მაჩვენებელების დაბალი დონე და მასთან დაკავშირებული დაღილობის შეგრძნება და ან გაბრუება და ან კუნთოვანი სისუსტე და ან კუნთების კრუნჩხვები

სისხლში შაქრის მაღალი დონე

თავის ტკივილი

ნორმალურთან შედარებით გულისცემის სიხშირის მომატება

სისხლძარღვების გაფართოება, დაბალი არტერიული წნევა და სახის შეხურება

სუნთქვის გაძნელება

დიარეა, მუცლის ტკივილი

სისხლის და ან შარდის ანალიზებით თირკმლის და ან ღვძლის ფუნქციების დარღვევა

კანზე გამონაყარი

მკერდის და ან ზურგის ტკივილი

ნაკლებად გავრცელებული (ყოველი 100 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 შემთხვევაში გამოვლენის ალბათობის მქონე):

კანში სისხლჩაქევები, განსაზღვრული მიზეზის არ მქონე სისხლჩქევები და ან ჭრილობების შემდეგ ხანგრძლივი სისხლდენა

ანაფიულაქტოიდური რეაქცია (იხილეთ ნაწილი 2- აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციის მითითებულ ნაწილში მოცემულია ინფორმაცია ანაფილაქტოიდურ რეაქციასთან დაკავშირებით)

გულყრები (კონვულსიები)

სუნთქვის გაძნელება (ხიხინის თანხლებით)

ამბისომეს ინფუზიის ვენის ირგვლივ ტკივილი და შესივება

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები ამბისომეს ინფუზიის პროცესში გამოვლინდა და მათი გამოვლინების სიხშირე უცნობია:

ანემია (სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, მსუბუქი აქტივობის შემდეგ სუნთქვის გაძნელება და სიფერმკრთალე)

ანაფილაქსიური და მგრძნობელობის რეაქციები (იხილეთ ნაწილი 2- აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციის მითითებულ ნაწილში მოცემულია ინფორმაცია ანაფილაქტოიდურ რეაქციასთან დაკავშირებით)

მიოკარდიუმის ინფარქტი და გულის ნორმალური რითმის დარღვევები

თირკმლების უკმარისობა და თირკმლის ფუნქციების დაქვეითება

ტუჩის, თვალის ირგვლივ კანზე და კანზე სერიოზული შეშუპება

კუნთოვანი დარღვევები/სისუსტე

ძვლების და სახსრების ტკივილი

სისხლში ფოსფორის ანალიზის შედეგებზე ზემოქმედება

ამბისომეს მომხმარებელი ავადმყოფებიდან მიღებული სისხლის ნიმუშების -PHOSm ტესტის სახელით წოდებული სპეციფიკური სისტემით გამოკვლევისას, ვლინდება სისხლში ფოსფორის დონის მაღალი დონე, რომელიც შეიძლება რეალობა არ იყოს.

თუ, ტესტის ანალიზით ფოსფორის მაღალი მაჩვენებელები ვლინდება, ანალიზის გადამოწმების მიზნით უნდა გაკეთდეს სხვა ტიპის სისტემის ანალიზი და დამატებითი კვლევები.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს (TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ამბისომეს შენახვა

ამბისომე, საავადმყოფოს აფთიაქებში ინახება.

ამბისომე, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

გაუხსნელი ფლაკონები- <250C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. ნაწილობრივ გამოყენებული ფლაკონები კი შემდგომი გამოყენებისთვის არ შეინახოთ.

ამბისომე, ეს არის ერთჯერადი დოზის, დაცვის სისტემის არ მქონე, სტერილური, გაყინული-გამომშრალი ყვთელი ფერის ფხვნილი, ინექციისთვის იხსნება წყალში და ვენაში ინფუზიამდე ხდება მისი დექსტროზით განზავება. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გახსნის და განზავების შემდეგ მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. თუ, პრეპარატი მაშინვე არ იქნება გამოყენებული, გამოყენებამდე არსებული შენახვის დროს და პირობები ექიმის და ან ფარმაცევტის პასუხისმგებლობის ქვეშაა, პრეპარატის შერევის (ინექციისთვის ფხვნილის წყალში გახსნა ) და განზავებისთვის აუცილებელი პირობების დაცვა, მიკრობიოლოგიურად გადამდები ინფექციების თავიდან აცილება კონტროლირებადი პირობების დაცვით უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვეულებრივ 2-80C ტემპერატურაზე 24 საათზე მეტი დრო არ უნდა დაყოვნდეს.

შერევა (ინექციისთვის ფხვნილის წყალში გახსნა) და დექსტროზით განზავება კონტროლირებად პირობებში უნდა გაკეთდეს. წამლის გამოყენების დეტალების შესახებ ინფორმაცია ქვემოთაა მოცემული:

ფხვნილის ინექციისთვის წყალში გახსნისას, ქვემოთ მოცემული სახით უნდა იქნას შენახული:

მინის ფლაკონში, სინათლის ზემოქმედების ქვეშ 250C ტემპერატურაზე ±20C 24 საათი.

მინის ფლაკონში 2-80C ტემპერატურაზე 7 დღემდე.

პოლიპროპილენის შპრიცში 2-80C ტემპერატურაზე 7 დღემდე.

ინექციისთვის ფხვნილის წყალში გახსნის და დექსტროზით განზავების შემთხვევაში: 2-80C ტემპერატურაზე 7 დღემდე შეინახება, თუ განზავებისთვის გამოყენებული იქნება PVC და ან პოლიოლეფინის პარკები, პრეპარატი შეიძლება შენახული იქნას 250C ტემპერატურაზე ±20C 72 საათამდე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ამბისომე არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტის შეფუთვაზე დაზიანებას და ან ჩაზნექას შეამჩნევთ და ან პროდუქტში სხვა ნივთიერების შემცველობას შეამჩნევთ, ამბისომე არ გამოიყენოთ.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. Gilead Sciences წამლის ვაჭრობა

იჩერენქოის დასახლება, უმუთის ქ.N: 10/12, სართული:21.

მთავარი ოფისი. 34752. ათაშეჰირი, სტამბოლი

ტელ:0216 559 03 00

წარმოების ადგილი:

Gilead Sciences Ireland UC.

IDA Business/Technology park

Carrigtohill, Country Cork

ირლანდია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 22.01.2015-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ამბისომეს, ორსულ ქალებში გამოყენების შემთხვევაში უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

თუ, ორსულად ხართ და თუ წამლის გამოყენებით მიღებული სარგებელი აჭარბებს მუცლად მყოფი ბავშვის მიმართ არსებულ პოტენციურ რისკებს, ექიმი პრეპარატს გამოიყენებს.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დადასტურდება, კონსულატაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს დაუკავშირდით.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.

ამბისომეს დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია. ამბისომეს გამოყენების დროს ძუძუთი კვების გაგრძელების და ან შეწყვეტის საკითხი, ბავშვის მიმართ გამოვლენილი შესაძლო რისკების და დედის მიმართ სარგებელის თანაფარდობის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამბისომეს ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. (იხილეთ ნაწილი 4-შესაძლო გვერდითი ეფექტები)

ამბისომეს შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ამბისომეს თითოეული ფლაკონი დაახლოებით 900 მილიგრამ შაქარს (საქაროზას) შეიცავს.

თუ, მანამდე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ქვემოთ მოცემული წამლების ამფოტერიცინ B-სთან ურთიერთქმდება ცნობილია, ეს პრებარატები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ამბისომეთან.

თირკმლის დაზიანების გამომწვევი წამლები ქვემოთაა მოცემული:

ციკლოსპორინის მსგავსი, სხეულის ზოგადი დაცვითი აქტივობის დამაქვეითებელი (იმუნოსპურესორი) წამლები.

გებტამიცინი, ნეომიცინი და სტრეპტომიცინის შემცველი და ამინოგლიკოზიდების სახელით ცნობილი ანტიბიოტიკების ჯგუფიდან რომელიმე წამალი.

ლეიშმანიოზით და აივ ინფექციით დაავადებული ავადმყოფების პნევმონიის სამკრუნალოდ გამოყენებული წამალი-პენტამიდინი.

კალიუმის დონის დამაქვეითებელი წამლები ქვემოთაა მოცემული:

კორტიკოსტეროიდები (იმუნური სისტემის პასუხის დაქვეითებით მოქმედი ანთების საწინააღმდეგო წამლები) და კორტიკოტროპინი (ადენოკორტიკოტროპული ჰორმონი-აკტჰ), სტრესული მდგომარეობების საწინააღმდეგოდ სხეულის მიერ ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების წარმოების დონის კონტროლის მიზნით გამოიყენება.

წარმოებული შარდის მოცულობის მომატების გამომწვევი წამლები (დიურეტიკები), მაგ. ფუროსემიდი.

საგულე გლიკოზიდები, გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები. ამბისომეს მიღებამ შეიძლება სისხლში კალიუმის დონე დააქვეითოს, რაც საგულე გლიკოზიდების გვერდით ეფექტებს უფრო გაუარესებს (გულის რითმის ცვლილებები)

განივზოლიანი კუთების მომადუნებელი (მაგ.ტუბოკურარინი). ამბისომეს მიღებამ შეიძლება კუნთის მომადუნებელი ეფექტი გააძლიეროს.

სხვა წამლები

ფლუზიტოზინის მსგავსი ანტიფუნგალური წამლები- ამბისომეს მიღებამ შეიძლება ფლუზიოტზინის გვერდითი ეფექტები უფრო გააძლიეროს (სხეულის მიერ სისხლის ახალი უჯრედების წარმოების უნარის ცვლილება, რაც სისხლის ანალიზით გამოვლინდება).

მეტოტრექსატი, დოქსორუბიცინი, კარმუსტინი და ციკლოფოსფამიდის მსგავსი სიმსივნის საწინააღმდეგო (ანტინეოპლაზიური) წამლები. ამ ტიპის წამლების ამბისომესთან ერთად მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს თირკლების დაზიანება, სუნთქვა ხიხინით და ან სუნთქვის გაძნელება და დაბალი არტერიული წნევა.

სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიოციტების) ტრანსფუზიები-ლეიკოციტების ტრანსფუზიის დროს და ან დასრულებისთანავე, ამფოტერიცინ B მიმღებ ავადმყოფებში შეიძლება განვითარდეს ფილტვების უეცარი და სერიოზული პრობლემები. ამიტომ რეკომენდირებულია ინფუზიების დიდი შუალედებით გაკეთება, ასევე ფილტვების ფუნქციის კონტროლი.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია GİLEAD

ამბისომეR 50 მგ

ი.ვ. ინფუზიისთვის ლიოფილიზებული ფხვნილის შემცველი ფლაკონი

განკუთვნილია ი.ვ. (ვენური გზით) გამოყენებისთვის

მოქმედი ნივთიერება: თითოეული ფლაკონი მოქმედი ნივთიერების სახით ლიპოზომების შიგნით (ცხიმის პატარა ნაწილაკები) მოთავსებულ 50მგ ამფოტერიცინს B (50.000 ერთეული) შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროგენიზებული სოიოს ფოსფატიდინქოლინი, ქოლესტერინი (ცხვრის მატყლისგან მიღებული), დისტეაროილფოსფატიდილ-გლიცეროლი (მსხვილფეხა რქოსანის კაზეინიდან მიღებული), ალფა ტოკოფეროლი, შაქარი (საქაროზა), დინატრიუმის სუქცინატ ჰექსაჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და მარილმავა.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ამბისომე?

ამბისომეს გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ამბისომე?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ამბისომეს შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ამბისომე ?

ამბისომეს მოქმედი ნივთიერებას ამფოტერიცინ B წარმოადგენს. ამბისომეს თითოეული ფლაკონი, პატარა ცხიმოვანი უჯრედების ნაწილაკებში (ლიპოზომებში) მოთავსებულ 50 მილიგრამ ამფოტერინიც B -ს შეიცავს.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დანარჩენი ნივთიერებებია: ჰიდროგენიზებული ფოსფატიდინქოლინი, ქოლესტერინი, დისტეაროილფოსფატიდილგლიცეროლი, ალფა ტოკოფეროლი, შაქრის ერთერთი სახეობა საქაროზა, დინატრიუმის სუქცინატ ჰექსაჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და მარილმავა.

ამბისომე, ინფუზიისთვის (ვენური გზით გამოყენებისთვის) მომზადებული, გაყინულ-გამომშრალი (ლიოფილიზებული) ფხვნილია.

ამბისომე, სტერილური, ღია ყვითელი ფერის ფხვნილია, რომელიც მოხმარებისთვის წარმოდგენილია 15 მილილიტრიან მინის ფლაკონში. ფლაკონი შედგება დახურვის სისტემისგან, რეზინის საცობის და მოსახდელი პლასტმასის სახურავის მქონე ალუმინის რგოლისგან. ერთ კოლოფში 10 ფლაკონი და 10 ფილტრია მოთავსებული. თითოეულ კოლოფი წარმოდგენილია 10 ფლაკონით და 10 ფილტრის შეფუთვით.

ამბისომე, სოკოვანი ინფექციის წინააღმდეგ ეფექტური (ანტიფუნგალური) ანტიბიოტიკია და ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს გამოიყენება:

სოკოვანი ინფექიცით გამოწვეული სერიოზული, სისტემური ინფექციების სპეციფიკური მკურნალობა.

ავთვისებიანი (მალიგნირებული) სისხლის დაავადებების და ან ციტოტოქსიკური და ან იმუნური სისტემის დამთრგუნავი (იმუნოსუპრესიული) წამლების გამოყენებასთან დაკავშირებული, ,,ნეიტროფილების’’ სახელით ცნობილი სისხლის თეთრი უჯრედების ერთერთი სახეობის რაოდენობის შემცირების მქონე ავადმყოფების (ნეიტროპენიის მქონე ავადმყოფებში), სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა.

პარაზიტებით გამოწვეული ვისცერალური ლეიშმანიოზის სახელით წოდებული დაავადების მკურნალობა.

  • ამბისომეს გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

პრეპარატის პირველი გამოყენებისას, ექიმი ამბისომეს მცირე დოზას დაგინიშნავთ. სრული დოზის ინფუზიამდე, ექიმი დაახლოებით 30 წუთი დაელოდება, რათა ალერგიული რეაქციების გამოვლინების ნიშნები განსაზღვროს.

ამბისომე, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

თუ, ამფოტერიცინ B და ან ამბისომეს შემადგენლობაში არსებული რომელიმე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ, გარდა იმ მდგომაროებისა, როცა არსებულ მდგომარეობას თქვენთვის სასიცოცლო მნიშვნელობა აქვს და მხოლოდ ამბისომეთი მკურნალობა დაგეხმარებათ.

თუ, ამბისომეს მიმართ ადრე სერიოზული ანაფილაქსიური /ანაფილაქტოიდური რეაქცია გამოგივლინდათ (სახის შეწითლება, ქავილი, ავად ყოფნის მდგომარეობა, სახის, პირის ღრუს და სასუნთქი გზების შეშუპება, რომელიც სუნთქვის გაძნელებას იწვევს, აღნიშნული ნიშნების უეცარი გამოვლინება, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები)

აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება უსიმპტომო სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როცა მხოლოდ კანის სინჯების დროს ვლინდება ინფექციის პოზიტიურობა.

ამბისომე, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ;

სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციის პირისპირ ხართ. აღნიშნული მდგომარეობის შემთხვევში, ექიმი ინფუზიას შეაჩერებს.

სავარაუდოდ ინფუზიასთან დაკავშირებული სხვა რეაქციების გამოვლინდება. აღნიშნული მდგომარეობის გამოვლინებისას, ექიმი ამბისომეს ინფუზიას შეანელებს მაქსიმალურად ( დაახლოებით 2 სთ), ისე რომ ინფუზიის დრო გახანგრძლივდეს. ექიმმა, ინფუზისთან დაკავშირებული რეაქციების თავიდან აცილების და ან მკურნალობის მიზნით შეიძლება გამოიყენოს დიფენჰიდრამინი (ანტიჰისტამინური პრეპარატი), პარაცეტამოლი და პეტიდინი (ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი) და /და ან ჰიდროკორტიზონის (იმუნური სისტემის პასუხის შენელების ფუნქციის მქონე ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი) მსგავსი წამლები.

თუ, თირკმლების ფუნციის დარღვევის გამომწვევ სხვა წამლებს ღებულობთ. ამბისომეს მიღებამ შეიძლება თირკმელზე დამაზიანებელი ეფექტი იქონიოს. თქვენი ექიმი და ან ექთანი, თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში კრეატინინის ანორმალური მაჩვენებლების (თირკმლის ფუნქციის მაჩვენებელი, სისხლში არსებული ქიმიური აგენტი) და ელექტროლიების დონის (განსაკუთრებით კალიუმის და მაგნიუმის)განსაზღვრისთვის რეგულაურლად სისხლის ანალიზებს გადაამოწმებს. აღნიშნული კვლევები განსაკუთღებით მნიშვნელოვანი მაშინ, თუ თირკმელზე უარყოფითი გავლენის მქონე სხვა წამლებსაც ღებულობთ. სისხლის ნიმუშის ანალიზების გაკეთება მნიშვნელოვანია როგორც ღვიძლის ფუნქციების შეფასებისთვის, ასევე სხეულში სისხლის ახალი უჯრედების და თრომბოციტების წარმოქმნის უნარის განსაზღვისთვის.

თუ, სისხლის ანალიზების შედეგებით სისხლში კალიუმის დონე დაბალია-

თუ ზემოთ მოცემული მდგომაროება გამოვლინდება, თქვენი ექიმი ამბისომეს გამოყენების პერიოდში კალიუმის მხარდამჭერ თერაპიას დაგინიშნავთ.

თუ, სისხლის ანალიზების შედეგებით თირკმლის ფუნქციების დარღვევა და ან სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება გამოვლინდება, თქვენი ექიმი ამბისომეს დოზას შეამცირებს და ან მკურნალობას შეწყვეტს.

თუ, თქვენ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიოკოციტების) ტრანსფუზია (მთლიანად სისხლის და ან სისხლის ნაერთების ვენური გზით შეყვანა) გიკეთდებათ და ან ხანმოკლე დროის უკან გაიკეთეთ- სისხლის თეთრი უჯრედების ტრანსფუზიის დროს და ან დასრულების შემდეგ, ამბისომეს ინფუზიის გაკეთების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების უეცარი და სერიოზული პრობლემები. თქვენი ექიმი, ფილტვების პრობლემების განვითარების რისკის შემცირების მიზნით ინფუზიებს შეძლებისდაგვარად გარკვეული შუალედური პერიოდებით გაკეთებას გირჩევთ და ფილტვების ფუნქციებს ხშირად გადაამოწმებს.

თუ, თირკმლების უკმარისობის გამო ჰემოდიალიზი (ფილტრაცია) გიკეთდებათ, თქვენს ექიმს ამბისომეთი მკურნალობის დაწყება ჰემოდიალიზის დასრულების შემდეგ შეუძლია.

თუ, დიაბეტით ხართ დაავადებული, გაითვალისწინეთ, რომ ამბისომეს თითოეული ფლაკონი დაახლოებით 900 მილიგრამ შაქრის ერთერთ სახეობას, საქაროზას შეიცავს.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ამბისომეს გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად

გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ ახასიათებს.

ორსულობა:

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ამბისომეს, ორსულ ქალებში გამოყენების შემთხვევაში უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

თუ, ორსულად ხართ და თუ წამლის გამოყენებით მიღებული სარგებელი აჭარბებს მუცლად მყოფი ბავშვის მიმართ არსებულ პოტენციურ რისკებს, ექიმი პრეპარატს გამოიყენებს.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დადასტურდება, კონსულატაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს დაუკავშირდით.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.

ამბისომეს დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია. ამბისომეს გამოყენების დროს ძუძუთი კვების გაგრძელების და ან შეწყვეტის საკითხი, ბავშვის მიმართ გამოვლენილი შესაძლო რისკების და დედის მიმართ სარგებელის თანაფარდობის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ამბისომეს ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. (იხილეთ ნაწილი 4-შესაძლო გვერდითი ეფექტები)

ამბისომეს შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ამბისომეს თითოეული ფლაკონი დაახლოებით 900 მილიგრამ შაქარს (საქაროზას) შეიცავს.

თუ, მანამდე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ქვემოთ მოცემული წამლების ამფოტერიცინ B-სთან ურთიერთქმდება ცნობილია, ეს პრებარატები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ამბისომეთან.

თირკმლის დაზიანების გამომწვევი წამლები ქვემოთაა მოცემული:

ციკლოსპორინის მსგავსი, სხეულის ზოგადი დაცვითი აქტივობის დამაქვეითებელი (იმუნოსპურესორი) წამლები.

გებტამიცინი, ნეომიცინი და სტრეპტომიცინის შემცველი და ამინოგლიკოზიდების სახელით ცნობილი ანტიბიოტიკების ჯგუფიდან რომელიმე წამალი.

ლეიშმანიოზით და აივ ინფექციით დაავადებული ავადმყოფების პნევმონიის სამკრუნალოდ გამოყენებული წამალი-პენტამიდინი.

კალიუმის დონის დამაქვეითებელი წამლები ქვემოთაა მოცემული:

კორტიკოსტეროიდები (იმუნური სისტემის პასუხის დაქვეითებით მოქმედი ანთების საწინააღმდეგო წამლები) და კორტიკოტროპინი (ადენოკორტიკოტროპული ჰორმონი-აკტჰ), სტრესული მდგომარეობების საწინააღმდეგოდ სხეულის მიერ ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების წარმოების დონის კონტროლის მიზნით გამოიყენება.

წარმოებული შარდის მოცულობის მომატების გამომწვევი წამლები (დიურეტიკები), მაგ. ფუროსემიდი.

საგულე გლიკოზიდები, გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები. ამბისომეს მიღებამ შეიძლება სისხლში კალიუმის დონე დააქვეითოს, რაც საგულე გლიკოზიდების გვერდით ეფექტებს უფრო გაუარესებს (გულის რითმის ცვლილებები)

განივზოლიანი კუთების მომადუნებელი (მაგ.ტუბოკურარინი). ამბისომეს მიღებამ შეიძლება კუნთის მომადუნებელი ეფექტი გააძლიეროს.

სხვა წამლები

ფლუზიტოზინის მსგავსი ანტიფუნგალური წამლები- ამბისომეს მიღებამ შეიძლება ფლუზიოტზინის გვერდითი ეფექტები უფრო გააძლიეროს (სხეულის მიერ სისხლის ახალი უჯრედების წარმოების უნარის ცვლილება, რაც სისხლის ანალიზით გამოვლინდება).

მეტოტრექსატი, დოქსორუბიცინი, კარმუსტინი და ციკლოფოსფამიდის მსგავსი სიმსივნის საწინააღმდეგო (ანტინეოპლაზიური) წამლები. ამ ტიპის წამლების ამბისომესთან ერთად მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს თირკლების დაზიანება, სუნთქვა ხიხინით და ან სუნთქვის გაძნელება და დაბალი არტერიული წნევა.

სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიოციტების) ტრანსფუზიები-ლეიკოციტების ტრანსფუზიის დროს და ან დასრულებისთანავე, ამფოტერიცინ B მიმღებ ავადმყოფებში შეიძლება განვითარდეს ფილტვების უეცარი და სერიოზული პრობლემები. ამიტომ რეკომენდირებულია ინფუზიების დიდი შუალედებით გაკეთება, ასევე ფილტვების ფუნქციის კონტროლი.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ამბისომე?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

თქვენი ექიმი, დაავადების შესაბამისად წამლის დოზას განსაზღვარვს და ინფუზიას განახორციელებს.

ამბისომეს ინფუზია, ყოველთვის ექიმის და ან ექთნის მიერ უნდა განხორციელდეს.

შეყვანის გზა და მეთოდი:

პრეპარატის გამოყენებამდე, ამბისომე ჯერ ინექციისთვის საჭირო სტერილურ ხსნარში უნდა გაიხსნას და შემდეგ დექსტროზის შემცველ ხსნარში უნდა განზავდეს. აუცილებლად, ვენაში ინფუზიის სახით უნდა შეიყვანოს. ამბისომე, სხვა არცერთი მეთოდით სხეულში არ შეიყვანება. ამბისომე, მარილოვან ხსნარებს და ან სხვა წამლებს და ან ელექტროლიტებს არ უნდა იქნა შეურიოთ.

ამბისომე, სხვა ამფოტერიცინ B-ს შემცველი პროდუქტებით ვერ შეიცვლება.

პირველად გამოყენებამდე

ამბისომეს პირველი მიღებისას, ექიმი მინიმალურ დოზის ინფუზიას განახორციელებს. მთლიანი დოზის ინფუზიის გაგრძელებამდე, ექიმი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში დაელოდება, დაგაყოვნებთ, აღნიშნული დროის განმავლობაში რაიმე სახის ალერგიული რეაქციის გამოვლინების არსებობას განსაზღვრავს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ზრდასრულებში გამოყენება:

ამბისომეს დოზა, სხეულის წონაზეა დამოკიდებული და თითოეული ავადმყოფისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება.

სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ (დადასტურებულ და ან საეჭვო შემთხვევაში), ამბისომეს ინფუზია ჩვეულებრივი სახით ყოველდღე, 1 კგ წონაზე 1 მილიგრამის სახით გამოითვლება და დაიწყება. თუ ექიმი, უფრო მაღლი დოზის საჭიროებას გადაწყვეტს, მიღებული დღიური დოზის გაზრდა შეიძლება 1კგ წონაზე 5 მილიგრამამდე.

ვისცერალური ლეიშმანიოზის სამკურნალოდ, ამბისომე ჩვეულებრივ 21 დღის განმავლობაში, 1 კგ წონაზე 1-1,5 მილიგრამის სახით მიიცემა და ან 10 დღის განმავლობაში 1 კგ წონაზე 3 მილიგრამის სახით ინფუზიის სახით.

იმუნური უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, მაგალითად აივ პოზიტიურ ავადმყოფებში 21 დღის განამვლობაში, დღეში/1 კგ წონაზე 1-1,5 მილიგრამის სახით დოზა მიიღება.

ინფექციის განმეორების რისკის არსებობის გამო, შეიძლება საჭირო გახდეს შემანარჩუნებელი მკურნალობა და ან განმეორებითი მკურნალობის კურსის ჩატარება.

ჩვეულებრივ, ინფუზია 30-60 წუთი გრძელდება, თუმცა დღეში /კგ წონაზე 5 მილიგრამზე მეტი დოზის შემთხვევებში, ინფუზია შეიძლება 2 საათამდეც გაგრძელდეს.

ამბისომეს ინტრავენური ინფუზიის დოზა ძირითადად 0.20 მგ/მილილიტრიდან და 2 მგ/მილილიტრს შორისაა.

ბავშვებში გამოყენება:

ამბისომე, 1 თვიდან-18 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ გამოყენებულია. ამბისომეს პედიატრიული დოზა, ზრდასრულების მსგავსად წონის მიხედვით გამოითვლება. ამბისომე, 1 თვეზე მცირე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულ ავადმყოფებში, ინფუზიის დოზისა და ან შეყვანის სიხშირის ცვლილება საჭირო არ არის.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფები:

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში ამბისომეს დოზას წარმოადგენს:1 კგ წონაზე 1-5 მილიგრამს შორის. ინფუზიის დოზის და მიღების სიხშირის ცვლილება საჭირო არ არის. თქვენი ექიმი და ან ექთანი, ამბისომეთი მკურნალობის დროს თირკმლის ფუნქციების გადამოწმებისთვის რეგულარულად სისხლის ანალიზების გაკეთებას მოითხოვს.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მქონე ავადმყოფებში, დოზების რეკომენდაციების მხრივ მონაცემები არ არსებობს. ამ ავადმყოფებში რეგულარულად უნდა გაკეთდეს ლაბორატორიული კვლევები.

თუ, ფიქრობთ, რომ ამბისომეს ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ამბისომეს საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ამბისომეს საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ექიმის ინფუზიას მაშინვე შეაჩერებს. ამის შემდეგ თირკმლის და ღვიძლის ფუნქციებს, კლინიკურ მდგომარეობას, სისხლის შრატში ელექტროლიტების მაჩვენებლებს, სისხლის ანალიზს ახლოდან გააკონტროლებს, ჭარბი დოზირების შემთხვევაში მხარდამჭერ მკურნალობებს დაგინიშნავთ.

თუ, ამბისომეს მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ამბისომეთი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ამბისომეთი მკურნალობის დასრულების შემდეგ გამოვლენილი შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ რაიმე სახის მონაცემი არ არსებობს. ექიმის მითითების გარეშე წამლის გამოყენება არ შეწყვიტოთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ამბისომეს შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

ცნობილია, ამბისომეს შემადგენლობაში არსებული მოქმედი ნივთიერების-ამფოტერიცინ B -ს მიმართ გამოვლენილი სერიოზული გვერდითი ეფექტები.

უნდა აღინიშნოს, რომ სპეციფიკური ნაერთების არსებობის გამო ამბისომე უფრო იშვიათ და უფრო ნაკლებად სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარებას იწვევს.

ცხელება, კანკალი და შემცივნება ინფუზიის დროს გამოვლენილი, ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციებიდან ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია. ინფუზიასთან დაკავშირებული, უფრო ნაკლები სიხშირით გამოვლენილი რეაქციებია ასევე: მკერდში მოჭერის შეგრძნება, ტკივილი მკერდში, სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება (დიდი ალბათობით ხიხინით), სახის შეხურება, ნორმალურთან შედარებით გულისცემის სიხშირის მომატება, დაბალი არტერიული წნევა და ძვალ-კუნთოვანი ტკივილები (რომელიც წარმოდგენილია სახსრების ტკივილის, ზურგის ტკივილის და ძვლების ტკივილის სახით). აღნიშნული გვერდითი ეფექტები ინფუზიის დასრულებისას სწრაფად ალაგდება. ზემოთ ჩამოთვლილი რეაქციები ამბისომეს მომდევნო ინფუზიის დროს და ან უფრო ნელი ინფუზიის დროს (2 სთ განმავლობაში) შეიძლება საერთოდ არ გამოვლინდეს. თქვენი ექიმი, ინფუზიასთან დაკაშირებული გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების და ან ინფუზიის დროს უკვე გამოვლენილი რეაქციების მკურნალობის მიზნით შეიძლება სხვა წამლებსაც გამოგიწერთ. თუ, ინფუზიასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი ეფექტი გამოგივლინდათ, ექიმი ამბისომეს ინფუზიას მაშინვე შეაჩერებს. მომავალში აღნიშნული მკურნალობა უკვე აღარ უნდა ჩაიტაროთ.

ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები ამბისომეთი მკურნალობის პროცესში არის გამოვლენილი:

ძალიან გავრცელებული (10 ავადმყოფიდან >1 შემთხვევაში გამოვლენის ალბათობის მქონე):

სისხლში კალიუმის დაბალი დონე და მასთან დაკავშირებული დაღლილობის შეგრძნება და ან გაბრუება და ან კუნთოვანი სისუსტე და ან კუნთების კრუნჩხვები

გულისრევა და ღებინება

ცხელება, კანკალი და ან შემცივნება

გავრცელებული (10 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 შემთხვევაში გამოვლენის ალბათობის მქონე):

სისხლში მაგნიუმის, კალციუმის და ან ნატრიუმის მაჩვენებელების დაბალი დონე და მასთან დაკავშირებული დაღილობის შეგრძნება და ან გაბრუება და ან კუნთოვანი სისუსტე და ან კუნთების კრუნჩხვები

სისხლში შაქრის მაღალი დონე

თავის ტკივილი

ნორმალურთან შედარებით გულისცემის სიხშირის მომატება

სისხლძარღვების გაფართოება, დაბალი არტერიული წნევა და სახის შეხურება

სუნთქვის გაძნელება

დიარეა, მუცლის ტკივილი

სისხლის და ან შარდის ანალიზებით თირკმლის და ან ღვძლის ფუნქციების დარღვევა

კანზე გამონაყარი

მკერდის და ან ზურგის ტკივილი

ნაკლებად გავრცელებული (ყოველი 100 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 შემთხვევაში გამოვლენის ალბათობის მქონე):

კანში სისხლჩაქევები, განსაზღვრული მიზეზის არ მქონე სისხლჩქევები და ან ჭრილობების შემდეგ ხანგრძლივი სისხლდენა

ანაფიულაქტოიდური რეაქცია (იხილეთ ნაწილი 2- აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციის მითითებულ ნაწილში მოცემულია ინფორმაცია ანაფილაქტოიდურ რეაქციასთან დაკავშირებით)

გულყრები (კონვულსიები)

სუნთქვის გაძნელება (ხიხინის თანხლებით)

ამბისომეს ინფუზიის ვენის ირგვლივ ტკივილი და შესივება

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები ამბისომეს ინფუზიის პროცესში გამოვლინდა და მათი გამოვლინების სიხშირე უცნობია:

ანემია (სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, მსუბუქი აქტივობის შემდეგ სუნთქვის გაძნელება და სიფერმკრთალე)

ანაფილაქსიური და მგრძნობელობის რეაქციები (იხილეთ ნაწილი 2- აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციის მითითებულ ნაწილში მოცემულია ინფორმაცია ანაფილაქტოიდურ რეაქციასთან დაკავშირებით)

მიოკარდიუმის ინფარქტი და გულის ნორმალური რითმის დარღვევები

თირკმლების უკმარისობა და თირკმლის ფუნქციების დაქვეითება

ტუჩის, თვალის ირგვლივ კანზე და კანზე სერიოზული შეშუპება

კუნთოვანი დარღვევები/სისუსტე

ძვლების და სახსრების ტკივილი

სისხლში ფოსფორის ანალიზის შედეგებზე ზემოქმედება

ამბისომეს მომხმარებელი ავადმყოფებიდან მიღებული სისხლის ნიმუშების -PHOSm ტესტის სახელით წოდებული სპეციფიკური სისტემით გამოკვლევისას, ვლინდება სისხლში ფოსფორის დონის მაღალი დონე, რომელიც შეიძლება რეალობა არ იყოს.

თუ, ტესტის ანალიზით ფოსფორის მაღალი მაჩვენებელები ვლინდება, ანალიზის გადამოწმების მიზნით უნდა გაკეთდეს სხვა ტიპის სისტემის ანალიზი და დამატებითი კვლევები.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს (TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ამბისომეს შენახვა

ამბისომე, საავადმყოფოს აფთიაქებში ინახება.

ამბისომე, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

გაუხსნელი ფლაკონები- <250C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. ნაწილობრივ გამოყენებული ფლაკონები კი შემდგომი გამოყენებისთვის არ შეინახოთ.

ამბისომე, ეს არის ერთჯერადი დოზის, დაცვის სისტემის არ მქონე, სტერილური, გაყინული-გამომშრალი ყვთელი ფერის ფხვნილი, ინექციისთვის იხსნება წყალში და ვენაში ინფუზიამდე ხდება მისი დექსტროზით განზავება. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გახსნის და განზავების შემდეგ მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. თუ, პრეპარატი მაშინვე არ იქნება გამოყენებული, გამოყენებამდე არსებული შენახვის დროს და პირობები ექიმის და ან ფარმაცევტის პასუხისმგებლობის ქვეშაა, პრეპარატის შერევის (ინექციისთვის ფხვნილის წყალში გახსნა ) და განზავებისთვის აუცილებელი პირობების დაცვა, მიკრობიოლოგიურად გადამდები ინფექციების თავიდან აცილება კონტროლირებადი პირობების დაცვით უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვეულებრივ 2-80C ტემპერატურაზე 24 საათზე მეტი დრო არ უნდა დაყოვნდეს.

შერევა (ინექციისთვის ფხვნილის წყალში გახსნა) და დექსტროზით განზავება კონტროლირებად პირობებში უნდა გაკეთდეს. წამლის გამოყენების დეტალების შესახებ ინფორმაცია ქვემოთაა მოცემული:

ფხვნილის ინექციისთვის წყალში გახსნისას, ქვემოთ მოცემული სახით უნდა იქნას შენახული:

მინის ფლაკონში, სინათლის ზემოქმედების ქვეშ 250C ტემპერატურაზე ±20C 24 საათი.

მინის ფლაკონში 2-80C ტემპერატურაზე 7 დღემდე.

პოლიპროპილენის შპრიცში 2-80C ტემპერატურაზე 7 დღემდე.

ინექციისთვის ფხვნილის წყალში გახსნის და დექსტროზით განზავების შემთხვევაში: 2-80C ტემპერატურაზე 7 დღემდე შეინახება, თუ განზავებისთვის გამოყენებული იქნება PVC და ან პოლიოლეფინის პარკები, პრეპარატი შეიძლება შენახული იქნას 250C ტემპერატურაზე ±20C 72 საათამდე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ამბისომე არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტის შეფუთვაზე დაზიანებას და ან ჩაზნექას შეამჩნევთ და ან პროდუქტში სხვა ნივთიერების შემცველობას შეამჩნევთ, ამბისომე არ გამოიყენოთ.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. Gilead Sciences წამლის ვაჭრობა

იჩერენქოის დასახლება, უმუთის ქ.N: 10/12, სართული:21.

მთავარი ოფისი. 34752. ათაშეჰირი, სტამბოლი

ტელ:0216 559 03 00

წარმოების ადგილი:

Gilead Sciences Ireland UC.

IDA Business/Technology park

Carrigtohill, Country Cork

ირლანდია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 22.01.2015-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა