პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E)

ALPHA-TOCOPHEROL ACETATE (VITAMIN E)

ურეცეპტოდ100მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

დღიური დოზა, მგ დღიური დოზა წვეტებში, ხსნარი 300 მგ/მლ დღიური დოზა წვეტებში, ხსნარი 100 მგ/მლ დღიური დოზა წვეტებში, ხსნარი 50 მგ/მლ შენიშვნები კუნთების დისტროფიის, ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის, ნერვ-კუნთოვანისისტემის სხვა დაავადებების დროს 50-100 მგ 4-8 წვეთი 13-25 წვეტი - მიიღება 30-60 დღე, კურსის განმეორებით 2-3 …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (alpha tocopheryl acetate)
ფორმა და შეფუთვა
100მგ/მლ 20მლ შიგნით მისაღები ზეთოვანი ხსნარი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
«Technolog» PJSC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ვიტამინების სხვა მარტივი პრეპარატები
ATC კოდი
A11HA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-039015
რეგისტრირებულია
6 სექტემბერი 2023, მოქმედებს 6 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Technolog» PJSC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ნიფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) და სხვა წამალი ერთად

ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დღიური დოზა, მგ

დღიური დოზა წვეტებში, ხსნარი 300 მგ/მლ

დღიური დოზა წვეტებში, ხსნარი 100 მგ/მლ

დღიური დოზა წვეტებში, ხსნარი

50 მგ/მლ

შენიშვნები

კუნთების დისტროფიის, ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის, ნერვ-კუნთოვანისისტემის სხვა დაავადებების დროს

50-100 მგ

4-8 წვეთი

13-25 წვეტი

-

მიიღება 30-60 დღე, კურსის განმეორებით 2-3 თვის შემდეგ.

მამაკაცებში სპერმატოგენეზის და პოტენციის დარღვევებისას

100-300 მგ

8-25 წვეთი

-

-

ჰორმონალურ თერაპიასთან კომბინაციაში ინიშნება 30 დღის განმავლობაში.

ორსულობის შეწყვეთის საშიშროების დროს

100-150 მგ

8-13 წვეთი

25-37 წვეთი

-

მიიღება 7-14 დღის განმავლობაში.

აბორტის ან ნაყოფის განვითარების გაუარესების დროს

100-150 მგ

8-13 წვეთი

25-37 წვეთი

-

ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ორსულობის პირველი 2-3 თვის განმავლობაში.

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების, ათეროსკლეროზის, მიოკარდიოდისტროფიის დროს

100 მგ

8 წვეთი

25 წვეთი

-

მკურნალობის კურსი 20-40 დღე მკურნალობის შესაძლო განმეორებით 3-6 თვის შემდეგ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თერაპიის დროს

50-100 მგ

4-8 წვეთი

13-25 წვეთი

-

მიიღება 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 1-3 კვირა.

დერმატოლოგიური დაავადებების დროს

50-100 მგ

4-8 წვეთი

13-25 წვეთი

-

მკურნალობის კურსი შეადგენს 20-40 დღეს.

ახალშობილების ჰემოლიზური სიყვითლის დროს, ჩვილ ბავშვებში კაპილარების მომატებული განვლადობის, ჰიპოტროფიის, რაქიტის, განვითარების დარღვევების, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების (სკლეროდერმიის, იუვენილური რევმატოიდული ართრიტის), ჰიპოქრომული ანემიის დროს

5-10 მგ

-

1-2 წვეთი

2-5 წვეთი

მკურნაობის კურსის ვადას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად.

ბავშვები.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში დაბადებიდან შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და დაკვირვების ქვეშ.

მიღების წესი და დოზირება

ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (E ვიტამინი) ინიშნება შიგნით.

1 მლ ხსნარი შეიცავს შესაბამისად 50 მგ ან 100 მგ, ან 300 მგ E ვიტამინს (1 მლ ხსნარი შეიცავს 25 წვეთს საცობი-საწვეთურით).

უკუჩვენებები

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მძიმე კარდიოსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, E ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი, თირეოტოქსიკოზი.

სიფრთხილის ზომები

სიფრთხილით ინიშნება ათეროსკლეროზის, თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის დროს. პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული დოზირების და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის დაცვა, ჭარბი დოზირების და Е ჰიპერვიტამინოზის აღნიშვნის თავიდან ასაცილებად.

პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შედედების დროის კონტროლირება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ შეიძლება E ვიტამინის გამოყენება შიგნით რკინის, ვერცხლის პრეპარატებთან, ტუტესთან მორეაგირე საშუალებებთან, არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან ერთად.

E ვიტამინი აადვილებს რეტინოლის შეწოვას და ათვისებას, ხელს უშლის რა A ავიტამინოზის განვითარებას.

E ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები ავლენენ ანტაგონისტურ მოქმედებას K ვიტამინის მიმართ.

E ვიტამინი აძლიერებს სტეროიდული და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ნატრიუმის დიკლოფენაკის, იბუპროფენის, პრედნიზოლონის და ა.შ.) მოქმედებას; ამცირებს გულის გლიკოზიდების (დიგიტოქსინის, დოგოქსინის და ა.შ.), A და D ვიტამინების ტოქსიკურ მოქმედებას.

E ვიტამინს შეუძლია კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობის ზრდა ეპილეფსიით დაავადებულ პირებში, რომლებსაც სისხლში მომატებული აქვთ ლიპიდების წყალბადოვანი დაჟანგვის პროდუქტების კონცენტრაცია.

ქოლესტირამინი, კოლესტიპოლი, მინერალური ზეთები ამცირებენ E ვიტამინის შეწოვას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია ექიმის დანიშნულებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თავბრუსხვევის, მხედველობის დაბინდვის აღნიშვნის შემთხვევაში, საჭიროა ავტოტრანსპორტის მართვისა ან სხვა მექანიზნმებთან მუშაობისაგან თავის შეკავება.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები (მათ შორის ქავილი, კანის ჰიპერემია). E ვიტამინის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის შედედების დაქვეითება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლის გადიდება, კრეატინურია, დაღლილობის შეგრძნების აღნიშვნა, სისუსტე, თავის ტიკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა.

ჭარბი დოზა

რეკომენდირებული დოზების გამოყენებისას გვერდითი რეაქციები არ ვლინდება. E ვიტამინის მაღალი დოზების გამოყენებამ (400-800 მგ დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები თვალების მხრივ, დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა ან სპაზმები მუცელში, ძალიან ძლიერი დაღლილობა ან სისუსტე.

ძალიან მაღალმა დოზებმა (800 მგ-ზე მეტი დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენების რისკის ზრდა პაციენტებში K ვიტამინის დეფიციტით; ფარისერი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლიზმის დარღვევა და თრიმბოფლებიტის და თრომბოემბოლიის აღნიშვნის რისკის ზრდა მგრძნობიარე პაციენტებში, კრეატინკინაზას აქტივობის ზრდა, ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის ზრდა სისხლის შრატში, შარდში ესტროგენების და ანდროგენების შემცველობის ზრდა.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმტომატური თერაპია.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ვიტამინი E-აცეტატი;

1 მლ პრეპარატი შეიცავს ვიტამინ E-აცეტატს, 100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით - 50 მგ, ან 100 მგ, ან 300 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი.

სამკურნალო ფორმა. ზეთოვანი ორალური ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ზეთოვანი სითხე ღია-მოყვითალოდან მუქ-ყვითელ ფერამდე, მძაღე სუნის გარეშე. დასაშვებია მომწვანო შეფერილობა.

შენახვის პირობები

2 წელი.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

20 მლ ხსნარი მინამასის ფლაკონში, დახუფული საცობ-საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით. თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინების სხვა მარტივი პრეპარატები. ტოკოფეროლი (ვიტამინი E). ათქ კოდი A11HA03.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა. ვიტამინი E წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ საშუალებას, რომელიც იცავს ორგანიზმის სხვადასხვა ენდოგენურ ნივთიერებებს დაჟანგვისაგან. აბრკოლებს ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვის პროცესს, რომელიც აქტივირდება მრავალი დაავადების დროს. მონაწილეობას იღებს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, ჰემის და ცილების ბიოსინთეზში, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაში, უჯრედების პროლიფერაციაში. E ვიტამინის დეფიციტის დროს ვითარდება დეგენერაციული ცვლილებები კუნთებში, იზრდება კაპილარების განვლადობა და მტვრევადობა, ხდება სათესლე მილაკების და სათესლე ჯირკვლის ეპითელიუმის გადაგვარება, აღინიშნება დეგენერაციული პროცესები ნერვულ ქსოვილსა და ჰეპატოციტებში. E ვიტამინის უკმარისობამ შეიძლება განაპირობოს ახალშობილების ჰემოლიზური სიყვითლე, მალაბსორბციის სინდრომი, სტეატორეა.

ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატი შეიწოვება ნაწლავში ცხიმების და ნაღვლის მჟავების არსებობისას, შეწოვის მექანიზმი - პასიური დიფუზია. ტრანსპორტირდება სისხლის β-ლიპოპროტეიდებით, მაქსიმალური შემცველობა მიიღწევა მიღებიდან მე-4 საათისათვის. გამოიყოფა განავალით, შარდით გამოიყოფა კონიუგატები და ტოკოფერონის მჟავა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (E ვიტამინი)

ALPHA-TOCOPHEROL ACETATE (VITAMIN E)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: ვიტამინი E-აცეტატი;

1 მლ პრეპარატი შეიცავს ვიტამინ E-აცეტატს, 100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით - 50 მგ, ან 100 მგ, ან 300 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი.

სამკურნალო ფორმა. ზეთოვანი ორალური ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ზეთოვანი სითხე ღია-მოყვითალოდან მუქ-ყვითელ ფერამდე, მძაღე სუნის გარეშე. დასაშვებია მომწვანო შეფერილობა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ვიტამინების სხვა მარტივი პრეპარატები. ტოკოფეროლი (ვიტამინი E). ათქ კოდი A11HA03.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა. ვიტამინი E წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ საშუალებას, რომელიც იცავს ორგანიზმის სხვადასხვა ენდოგენურ ნივთიერებებს დაჟანგვისაგან. აბრკოლებს ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვის პროცესს, რომელიც აქტივირდება მრავალი დაავადების დროს. მონაწილეობას იღებს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, ჰემის და ცილების ბიოსინთეზში, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაში, უჯრედების პროლიფერაციაში. E ვიტამინის დეფიციტის დროს ვითარდება დეგენერაციული ცვლილებები კუნთებში, იზრდება კაპილარების განვლადობა და მტვრევადობა, ხდება სათესლე მილაკების და სათესლე ჯირკვლის ეპითელიუმის გადაგვარება, აღინიშნება დეგენერაციული პროცესები ნერვულ ქსოვილსა და ჰეპატოციტებში. E ვიტამინის უკმარისობამ შეიძლება განაპირობოს ახალშობილების ჰემოლიზური სიყვითლე, მალაბსორბციის სინდრომი, სტეატორეა.

ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატი შეიწოვება ნაწლავში ცხიმების და ნაღვლის მჟავების არსებობისას, შეწოვის მექანიზმი - პასიური დიფუზია. ტრანსპორტირდება სისხლის β-ლიპოპროტეიდებით, მაქსიმალური შემცველობა მიიღწევა მიღებიდან მე-4 საათისათვის. გამოიყოფა განავალით, შარდით გამოიყოფა კონიუგატები და ტოკოფერონის მჟავა.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში:

  • სხვადასხვა ხასიათის და გენეზის კუნთების დისტროფია;
  • სახსრების და მყეს-კუნთოვანი კონტრაქტურა (დიუპიუტრენის კონტრაქტურა);
  • ზურგის ტვინის დაზიანებები (გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი);
  • შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, დერმატომიოზიტი, რევმატიზმი და ფიბროზიტი);
  • მამაკაცების სასქესო ჯირკვლების ფუნქციის და მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ორსულობის შეწყვეტის საშიშროების დროს;
  • პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანებები, სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფია, ჰიპერტონიული დაავადება;
  • კანის ალერგიული და წყლულოვანი დაზიანებები, ფსორიაზი;
  • ფარისებრი ჯირკვლის ენდოკრინული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი;
  • პაროდონტოზი;
  • პათოლოგიები, რომლებიც საჭიროებენ ანტიოქსიდანტურ თერაპიას.
  • ბავშვებში - ახალშობილების ჰემოლიზური სიყვითლის, ჩვილებში კაპილარების მომატებული განვლადობის, ჰიპოტროფიის, რაქიტის, განვითარების დარღვევების, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების (სკლეროდერმია, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი), ჰიპოქრომული ანემიის სამკურნალოდ.

უკუჩვენებები.

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მძიმე კარდიოსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, E ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი, თირეოტოქსიკოზი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

არ შეიძლება E ვიტამინის გამოყენება შიგნით რკინის, ვერცხლის პრეპარატებთან, ტუტესთან მორეაგირე საშუალებებთან, არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან ერთად.

E ვიტამინი აადვილებს რეტინოლის შეწოვას და ათვისებას, ხელს უშლის რა A ავიტამინოზის განვითარებას.

E ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები ავლენენ ანტაგონისტურ მოქმედებას K ვიტამინის მიმართ.

E ვიტამინი აძლიერებს სტეროიდული და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (ნატრიუმის დიკლოფენაკის, იბუპროფენის, პრედნიზოლონის და ა.შ.) მოქმედებას; ამცირებს გულის გლიკოზიდების (დიგიტოქსინის, დოგოქსინის და ა.შ.), A და D ვიტამინების ტოქსიკურ მოქმედებას.

E ვიტამინს შეუძლია კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობის ზრდა ეპილეფსიით დაავადებულ პირებში, რომლებსაც სისხლში მომატებული აქვთ ლიპიდების წყალბადოვანი დაჟანგვის პროდუქტების კონცენტრაცია.

ქოლესტირამინი, კოლესტიპოლი, მინერალური ზეთები ამცირებენ E ვიტამინის შეწოვას.

გამოყენების თავისებურებანი.

სიფრთხილით ინიშნება ათეროსკლეროზის, თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის დროს. პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული დოზირების და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის დაცვა, ჭარბი დოზირების და Е ჰიპერვიტამინოზის აღნიშვნის თავიდან ასაცილებად.

პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შედედების დროის კონტროლირება.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია ექიმის დანიშნულებით.

რეაქციის სისწრაფეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.

თავბრუსხვევის, მხედველობის დაბინდვის აღნიშვნის შემთხვევაში, საჭიროა ავტოტრანსპორტის მართვისა ან სხვა მექანიზნმებთან მუშაობისაგან თავის შეკავება.

გამოყენების წესი და დოზირება.

ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (E ვიტამინი) ინიშნება შიგნით.

1 მლ ხსნარი შეიცავს შესაბამისად 50 მგ ან 100 მგ, ან 300 მგ E ვიტამინს (1 მლ ხსნარი შეიცავს 25 წვეთს საცობი-საწვეთურით).

ჩვენებები

დღიური დოზა, მგ

დღიური დოზა წვეტებში, ხსნარი 300 მგ/მლ

დღიური დოზა წვეტებში, ხსნარი 100 მგ/მლ

დღიური დოზა წვეტებში, ხსნარი

50 მგ/მლ

შენიშვნები

კუნთების დისტროფიის, ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის, ნერვ-კუნთოვანისისტემის სხვა დაავადებების დროს

50-100 მგ

4-8 წვეთი

13-25 წვეტი

-

მიიღება 30-60 დღე, კურსის განმეორებით 2-3 თვის შემდეგ.

მამაკაცებში სპერმატოგენეზის და პოტენციის დარღვევებისას

100-300 მგ

8-25 წვეთი

-

-

ჰორმონალურ თერაპიასთან კომბინაციაში ინიშნება 30 დღის განმავლობაში.

ორსულობის შეწყვეთის საშიშროების დროს

100-150 მგ

8-13 წვეთი

25-37 წვეთი

-

მიიღება 7-14 დღის განმავლობაში.

აბორტის ან ნაყოფის განვითარების გაუარესების დროს

100-150 მგ

8-13 წვეთი

25-37 წვეთი

-

ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ორსულობის პირველი 2-3 თვის განმავლობაში.

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების, ათეროსკლეროზის, მიოკარდიოდისტროფიის დროს

100 მგ

8 წვეთი

25 წვეთი

-

მკურნალობის კურსი 20-40 დღე მკურნალობის შესაძლო განმეორებით 3-6 თვის შემდეგ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თერაპიის დროს

50-100 მგ

4-8 წვეთი

13-25 წვეთი

-

მიიღება 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 1-3 კვირა.

დერმატოლოგიური დაავადებების დროს

50-100 მგ

4-8 წვეთი

13-25 წვეთი

-

მკურნალობის კურსი შეადგენს 20-40 დღეს.

ახალშობილების ჰემოლიზური სიყვითლის დროს, ჩვილ ბავშვებში კაპილარების მომატებული განვლადობის, ჰიპოტროფიის, რაქიტის, განვითარების დარღვევების, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების (სკლეროდერმიის, იუვენილური რევმატოიდული ართრიტის), ჰიპოქრომული ანემიის დროს

5-10 მგ

-

1-2 წვეთი

2-5 წვეთი

მკურნაობის კურსის ვადას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად.

ბავშვები.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში დაბადებიდან შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და დაკვირვების ქვეშ.

ჭარბი დოზირება.

რეკომენდირებული დოზების გამოყენებისას გვერდითი რეაქციები არ ვლინდება. E ვიტამინის მაღალი დოზების გამოყენებამ (400-800 მგ დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები თვალების მხრივ, დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა ან სპაზმები მუცელში, ძალიან ძლიერი დაღლილობა ან სისუსტე.

ძალიან მაღალმა დოზებმა (800 მგ-ზე მეტი დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენების რისკის ზრდა პაციენტებში K ვიტამინის დეფიციტით; ფარისერი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლიზმის დარღვევა და თრიმბოფლებიტის და თრომბოემბოლიის აღნიშვნის რისკის ზრდა მგრძნობიარე პაციენტებში, კრეატინკინაზას აქტივობის ზრდა, ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის ზრდა სისხლის შრატში, შარდში ესტროგენების და ანდროგენების შემცველობის ზრდა.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმტომატური თერაპია.

გვერდითი რეაქციები.

ალერგიული რეაქციები (მათ შორის ქავილი, კანის ჰიპერემია). E ვიტამინის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის შედედების დაქვეითება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლის გადიდება, კრეატინურია, დაღლილობის შეგრძნების აღნიშვნა, სისუსტე, თავის ტიკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა.

ვარგისიანობის ვადა. 2 წელი.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

20 მლ ხსნარი მინამასის ფლაკონში, დახუფული საცობ-საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით. თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.

კერძო სააქციო საზოგადოება „ტექნოლოგი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

20300, უკრაინა, ქალაქი უმანი, ჩერკასკის ოლქი, ქ. სტარაია პრორეზნაია, 8.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა