ალოტენდინის® ტაბლეტები (ბისოპროლოლი/ამლოდიპინი) ნაჩვენებია მომატებული არტერიული წნევის (არტერიული ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ, ჩამანაცვლებელი თერაპიის სახით პაციენტებში, დაავადების ცალცალკე ორივე ნივთიერების იმავე დოზებით მიღებისას საკმარისი კონტროლით, რაც არის ფიქსირებულ კომბინაციაში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამლოდიპინი (amlodipine) + ბისოპროლოლი (bisoprolol)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ+10მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ბეტა ბლოკატორები, ბეტა მაბლოკირებელი საშუალებები და კალციუმის არხების ბლოკატორები
- ATC კოდი
- C07FB07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043032
- რეგისტრირებულია
- 25 მარტი 2025, მოქმედებს 25 მარტი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- EGIS Pharmaceuticals Plc (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ალოტენდინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ალოტენდინის® ტაბლეტები (ბისოპროლოლი/ამლოდიპინი) ნაჩვენებია მომატებული არტერიული წნევის (არტერიული ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ, ჩამანაცვლებელი თერაპიის სახით პაციენტებში, დაავადების ცალცალკე ორივე ნივთიერების იმავე დოზებით მიღებისას საკმარისი კონტროლით, რაც არის ფიქსირებულ კომბინაციაში.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
დოზირების რეჟიმი
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა – თქვენი ექიმის მიერ დანიშნული განსაზღვრული დოზირების ერთი ტაბლეტი.
პაციენტთა სპეციალური ჯგუფები
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა
ჩვეულებრივ, ღვიძლისა და თირკმლის მსუბუქი ან საშუალო ფუნქციური უკმარისობისას საჭირო არ არის დოზის კორექცია.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევებისას დოზირება შეიძლება შეიცვალოს.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში საჭირო არ არის დოზის კორექცია, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო დოზის მომატებისას.
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
ალოტენდინის® ტაბლეტები რეკომენდებული არ არის ბავშვებისათვის, ვინაიდან პაციენტთა ამ კატეგორიაში მოცემული პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებული არ არის.
გამოყენების წესი
ალოტენდინის® ტაბლეტების მიღება საჭიროა მოხდეს დილით, საკვების მიღების მიუხედავად, სითხის მცირე რაოდენობის მიყოლებით და დაუღეჭავად.
ნაზოლი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის მოსახერხებლად მიღებისათვის და დაგეხმარებათ ტაბლეტის გატეხვაში, თუ თქვენთვის სიძნელეს წარმოადგენს მისი მთლიანად მიღება.
თუ მიგაჩნიათ, რომ ალოტენდინის® ტაბლეტების თერაპიული ეფექტი ძალიან დიდია ან არასაკმარისია, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალო ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი რაოდენობის ალოტენდინის® ტაბლეტები
შესაძლოა განვითარდეს სითხის დაგროვება ფილტვებში (ფილტვების შეშუპება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი პრეპარატის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგაც კი.
თუ მიიღეთ ალოტენდინის® ტაბლეტების იმაზე დიდი დოზა, ვიდრე დანიშნული გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
თუ დაგავიწყდათ ალოტენდინის® ტაბლეტის მიღება
ეცადეთ, რომ გამოტოვებული დოზა მიიღოთ, რაც შეიძლება სწრაფად. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით, ვინაიდან, ამ გზით ვერ შეძლებთ კომპენსირებას, არამედ გაზრდით ჭარბი დოზის რისკს.
თუ შეწყვიტეთ ალოტენდინის® მიღება
არ შეწყვიტოთ სამკურნალო საშუალების მიღება ერთბაშად და არ შეცვალოთ რეკომენდებული დოზა, თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის დროებით გაუარესება. არ შეიძლება მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტა, რაც განსაკუთრებით ეხება გულის ვენური არტერიების დაავადებების მქონე პაციენტებს. თუ საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ამლოდიპინზე, ბისოპროლოლზე (აქტიური ნივთიერებები), დიგიროპირინის ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 8;
თუ გაქვთ მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გამოტყორცნის სერიოზული პრობლემა (აორტის გამოხატული შევიწროვება);
თუ გაქვთ გულის მწვავე უკმარისობა, ან გულის უკმარისობა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, ან გართულებული გულის უკმარისობა, რაც მოითხოვს ვენებში პრეპარატების შეყვანას გულის კუნთების შეკუმშვის გასაძლიერებლად;
თუ გაქვთ გულის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული შოკი (ასეთ შემთხვევებში არტერიული წნევა ძალიან დაბალია და სისხლის ნაკადი მიდრეკილია კოლაფსისკენ);
თუ გაქვთ გულის დაავადება, რომელიც ხასიათდება შეკუმშვების ძალიან ნელი სიხშირით ან არარეგულარული შეკუმშვებით (მე-2 ან მე-3 ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, სინოატრიალური ბლოკადა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი);
გულის შეკუმშვების სიხშირის გამოხატული შენელების შემთხვევაში;
არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების შემთხვევაში;
თუ გაქვთ მძიმე ბრონქული ასთმა;
ფეხის ტერფების ან ხელის მტევნების არტერიების სერიოზული დაავადებები, ისეთი როგორიც არის რეინოს დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია მგრძნობელობის დაქვეითება, ხელის და ფეხის თითებზე კანის გაბუჟება და გაფერმკრთალება სიცივის ზემოქმედების ფონზე;
არანამკურნალები ფეოქრომოციტომის დროს, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებით იშვიათ თირკმელზედა ჯირკვლის ტვინის შრის სიმსივნეს.
მეტაბოლური ცვლილებებისას, როდესაც სისხლის pH იცვლება დამჟავებისკენ.
თუ ვარაუდობთ, რომ გაქვთ რომელიმე ზემოთ მოცემული მდგომარეობა, რჩევა ჰკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ რამდენად დასაშვებია თქვენთვის ამ პრეპარატის მიღება.
სიფრთხილის ზომები
ალოტენდინის® გამოყენების წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ქვემოთ მოცემული მდგომარეობებისას ალოტენდინი® გამოიყენება სიფრთხილით, ამიტომ, აუცილებლად უთხარით თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლული მდგომარეობა:
ხანდაზმული ასაკი;
გულის უკმარისობა;
შაქრიანი დიაბეტი სისხლში შაქრის დონის მნიშვნელოვანი მერყეობით;
მკაცრი დიეტა/მკაცრი შიმშილი;
პარარელურად ჩატარებული ანტიალერგიული (მადესენსიბილიზირებელი) მკურნალობა (მაგ. ალერგიული რინიტის პროფილაქტიკის მიზნით), ვინაიდან პრეპარატ ალოტენდინის® მიღებისას შEიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია და ალერგიული რეაქცია შეიძლება გახდეს უფრო მძიმე;
გულის გამტარი სისტემის საშუალო სიმძიმის დარღვევები (პირველი ხარისხის ავ-ბლოკადა);
გულის ზოგიერთი დაავადება, მაგ. გულის რითმის დარღვევა ან გულის კუნთის სისხლძარღვების სპაზმი, რამაც შEიძლება გამოიწვიოს კორონარული არტერიების პერფუზიის დარღვევა (პრინცმეტალის სტენოკარდია);
კიდურების მძიმე სისხლძარღვოვანი დაავადებები;
ფსორიაზი (არსებული ან განკურნებული დაავადება დამახასიათებელი ქერცლოვანი გამონაყარით კანზე);
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება (ჰიპერთირეოზი);
ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები;
ნამკურნალები ფეოქრომოციტომა, რომელიც წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის ტვინის შრის განსაკუთრებულ იშვიათ სიმსივნეს;
სასუნთქი ორგანოების არამძიმე, ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის ბრონქული ასთმა ან ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებება;
თუ დაგეგმილია ქირურგიული ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით, გააფრთხილეთ ანესთეზიოლოგი, რომ იღებთ ალოტენდინის® ტაბლეტებს, ვინაიდან ამ პრეპარატს შეუძლია გავლენა იქონიოს თქვენს რეაქციაზე ნარკოზის მიმართ.
ზემოთ ჩამოთვლილი გადახრების არსებობისას, თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, რომ აუცილებელია განსაკუთრებული დახმარება (მაგ. დამატებითი ფარმაკოთერაპია).
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
ეს პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ამ პრეპარატის თერაპიული და გვერდითი ეფექტები შეიძლება შეიცვალოს სხვა, იმავდროულად გამოყენებული პრეპარატების გავლენით.
ურთიერთქმედები შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა სამკურნალო საშუალებები გამოიყენება დროის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.
უთხარით თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის იღებდით ან გეგმავთ, რომ მიიღოთ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ.
რეკომენდებული არ არის შემდეგი პრეპარატების ალოტენდინთან® ერთად მიღება:
კალციუმის არხის ბლოკატორები ვერაპამილისა და დილთიაზემის ტიპის: ეს პრეპარატები გამოიყენება მომატებული არტერიული წნევისა და ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სამკურნალოდ.
ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური საშუალებები (მაგ. კლონიდინი, მეთილდოპა, მოქსონოდინი, რილმენიდინი): ექიმთან კონსულტაციის წინ არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატების მიღება.
შემდეგი პრეპარატები შეიძლება დაინიშნოს ალოტენდინის® ტაბლეტებთან ერთად მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, განსაკუთრებული სიფრთხილით და სამედიცინო დაკვირვების შესაძლებლობისას არსებობისას:
დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის არხების ბლოკატორები (როგორიც არის ფელოდიპინი, ნიფედიპინი): ეს პრეპარატები გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და სტენოკარდიის მკურნალობისთვის.
გარკვეული პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ გულის რითმზე (ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი, ამიოდარონი). ეს პრეპარატები გამოიყენება არითმიებისა და გულის რითმის სხვა დარღვევების სამკურნალოდ.
ადგილობრივი გამოყენების ბეტა-ადრენობლოკატორების (მაგ. თვალის წვეთები გლაუკომის მკურნალობისას).
პარასიმპატომიმეტიკები. ეს პრეპარატები გამოიყენება გლუვი მუსკულატურის ფუნქციის გასაძლიერებლად კუჭის, წვრილი ნაწლავის, შარდის ბუშტის დაავადებების, აგრეთვე გლაუკომის დროს.
ინსულინი და შიგნით მისაღები პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები.
საძილე და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.
გულის გლიკოზიდები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ). ეს პრეპარატები შეიძლება დაინიშნოს სახსრების ანთების, ტკივილისა და ართრიტის სამკურნალოდ.
სიმპატომიმეტიკები (მაგ. იზოპრენალინი, დობუტამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი). ეს პრეპარატები გამოიყენება გადაუდებელ სიტუაციებში სისხლის მიმოქცევის სერიოზული დარღვევების სამკურნალოდ.
ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც იწვევს არტერიული წნევის დაწევას თერაპიული ან არასასურველი გვერდითი ეფექტების შედეგად (მაგ. ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინი).
დანტროლენის საინფუზიო ფორმა – სხეულის ტემპერატურის რეგულირების მძიმე ცვლილებების სამკურნალოდ.
ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი – პრეპარატები იმუნური სისტემის კონტროლისთვის.
სიმვასტატინი – პრეპარატი, რომელიც სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
ციკლოსპორინი – პრეპარატი, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას.
თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგი პრეპარატების ალოტენდინის® ტაბლეტებთან ერთად დანიშვნის შესახებ:
მეფლოკინი, რომელიც გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისათვის.
მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ვ ინჰიბიტორების გარდა), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ ამლოდიპინის ან ბისოპროლოლის მეტაბოლიზმზე
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი – სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები;
რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ);
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები)
კრაზანა (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი);
ერგოტამინის წარმოებულები (გინეკოლოგიური სისხლდენების სამკურნალო პრეპარატები).
ალოტენდინის® ტაბლეტების მიღება საკვებ პროდუქტებთან და სასმელთან ერთად
არ არის რეკომენდებული გრეიფრუტის ან გრეიფრუტის წვენის მიღება ალოტენდინის® ტაბლეტებით მკურნალობის დროს, ვინაიდან გრეიფრუტმა და გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მოქმედი ნივთიერების - ალოტენდინის® დონის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მოულოდნელი დაცემა (ანუ პრეპარატ ალოტენდინის® ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება).
ალოტენდინის® ტაბლეტები და ალკოჰოლი
ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ამ პრეპარატის ჰიპოტენზიური (არტერიული წნევის დამწევი) ეფექტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, უთხარით ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობა
გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ არ არსებობს სათანადო გამოცდილება ამ პრეპარატის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ, ის შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ექიმის მიერ რისკისა და სარგებლის ინდივიდუალური შეფასების შემდეგ, ამიტომ არ დაგავიწყდეთ ექიმის გაფრთხილება შესაძლო ან დაგეგმილი ორსულობის შესახებ.
პრეპარატის ორსულობის დროს დანიშვნისას შეიძლება საჭირო გახდეს ნაყოფისა და ახალშობილის მდგომარეობის მონიტორინგი.
ძუძუთი კვება
ამლოდიპინი გამოიყოფა დედის რძეში. ბავშვის ორგანიზმში ხვდება დედის მიერ მიღებული დოზის დაახლოებით 3-7% (ინტერკვარტილური ინტერვალი). არ არის ცნობილი, მოქმედებს თუ არა ამლოდიპინი ბავშვის ორგანიზმზე.
არ არსებობს ინფორმაცია ბისოპროლოლის გამოყოფის შესახებ დედის რძეში.
ამგვარად, პრეპარატ ალოტენდინის® დანიშვნა ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატ ალოტენდინის® ტაბლეტებმა შეიძლება გააუარესონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი, გამოიწვიონ რა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა ან გულისრევა, განსაკუთრებით, როდესაც იწყებთ მკურნალობას ან გიცვლიან მკურნალობის სქემას, აგრეთვე ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში – ამიტომ ექიმი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა დოზაზე შეგიძლიათ სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა.
ნატრიუმის შემცველობა
პრეპარატი შეიცავს 1მმოლ (23მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს:
მძიმე რეაქციები კანის მხრივ, მათ შორის გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის გაწითლება სხეულის მთელ ზედაპირზე, ძლიერი გამონაყარი, ბუშტუკების გაჩენა, კანის აქერცვლა/აშრევება და შეშუპება. ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი) (ძალიან იშვიათად – 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)
კანის და ლორწოვანი გარსების მწვავე შეშუპება, უპირველეს ყოვლისა, სახის, ქუთუთოების, ტუჩების, სახსრების, სასქესო ორგანოების, ხმოვანი მილის, ხახის და ენის (ანგიონევროზული შეშუპება) (ძალიან იშვიათად – 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში);
მიოკარდიუმის ინფარქტი (ძალიან იშვიათად – 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში), გულის რითმის დარღვევა (100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში);
პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მჭრელი ტკივილი მუცელში და ზურგში, ძალიან ცუდი შეგრძნებით) (ძალიან იშვიათად – 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში).
სხვა არასასურველ რეაქციებს მიეკუთვნება:
ძალიან ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს): შეშუპება (სითხის შეკავება).
ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 10-დან არა უმეტეს 1 ადამიანს): თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით, მკურნალობის დასაწყისში), მხედველობის დარღვევა (მათ შორის მხედველობის გაორება), გულისცემა, სისხლის მოწოლა, ქოშინი, მუცლის ტკივილი, ხელის და ფეხის გულების შეშუპება, კუნთების სპაზმი, დაღლილობა, კიდურებში დაბუჟებისა და შემცივნების შეგრძნება, კუჭ-ნაწლავური აშლილობები: გულისრევა, ღებინება, საკვების მონელების დარღვევა (დისპეფსია), ნაწლავის ფუნქციის ცვლილება (მათ შორის დიარეა და ყაბზობა).
არახშირად (შეიძლება განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): უძილობა, ხასიათის ცვლილება (შფოთვის მდგომარეობების ჩათვლით), დეპრესია, გონების ხანმოკლე დაკარგვა (სინკოპე), ჰიპესთეზია, პარესთეზიები, გემოს ცვლილება (დისგევზია), ტრემორი, მხედველობის დარღვევა (დიპლოპიის ჩათვლით), შუილი ყურებში, არტერიული წნევის დაწევა (არტერიული ჰიპოტენზია), ხველა, სურდო, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (დიარეისა და ყაბზობის ჩათვლით), დისპეფსია, პირის სიმშრალე, ალოპეცია (თმის ცვენა), მცირე სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვანებზე (პურპურა), კანის ფერის შეცვლა, მომატებული ოფლიანობა, ქავილი, კანზე გამონაყარი, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ართრალგია (სახსრების ტკივილი), მიალგია (კუნთების ტკივილი), კუნთების კრუნჩხვები, ზურგის ტკივილი, გახშირებული შარდვა, შარდვის დარღვევა, ნიქტურია (ღამით შარდვა), იმპოტენცია, სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში, ტკივილი მკერდის არეში, ასთენია, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, სხეულის მასის მომატება ან შემცირება, ძილის დარღვევა, გულის გამტარობის დარღვევა, არსებული გულის უკმარისობის გაუარესება, გულის შეკუმშვების შენელება (ბრადიკარდია), ბრონქოსპაზმი ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში ან ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები ანამნეზში, კუნთების სისუსტე, დაუძლურება*.
- ძირითადად, ასეთი სიმპტომები ვითარდება მკურნალობის დასაწყისში, ჩვეულებრივ წარმოადგენს არამძიმეს და გადის 1-2 კვირის შემდეგ.
იშვიათად (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არა უმეტეს 1 ადამიანს): ცნობიერების არევა, სისხლში ტრიგლიცერიდების კონცენტრაციების მომატება, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები (მცდარი აღქმა, რაც ვლინდება აღმოჩენადი გამაღიზიანებელბის არარსებობისას, რეალური შეგრძნებების მსგავსად და პაციენტს რეალურად ეჩვენება), საცრემლე სითხის სეკრეციის დაქვეითება (გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ თქვენ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს), სმენის დარღვევა, ალერგიული რინიტი, ჰეპატიტი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, სისხლის მოწოლა, გამონაყარი, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.
ძალიან იშვიათად (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან არა უმეტეს 1 ადამიანს): სისხლის თეთრი სხეულებისა და სისხლის ფირფიტების რაოდენობის მომატება, ალერგიული რეაქციები, სისხლში შაქრის დონის მომატება, ჰიპერტონია, პერიფერიული ნევროპათია, გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის რითმის დარღვევა, მცირე სისხლძარღვების კეროვანი ანთებები (ვასკულიტი), ხველა, გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია, პანკრეატიტი, სიყვითლე, მწვავედ განვითარებული კანისა და ლორწოვანის შეშუპება წითელი ბუშტუკების წარმოქმნით (მულტიფორმული ერითემა), კანის გავრცელებული სიწითლე, ქავილის წარმოქმნით (ექსფოლიაციური დერმატიტი), სინათლის მიმართ მგრძნობელობა, კონიუნქტივიტი; ბისოპროლოლის (პრეპარატის მოქმედი ნივთიერების) მსგავსმა მოქმედების მექანიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ფსორიაზი ან გააუარესოს მისი მიმდინარეობა, ან გახდეს ფსორიაზისმაგვარი კანის ცვლილების განვითარების მიზეზი.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია): კანკალი, რიგიდული ზურგი, ნიღბისმაგვარი სახე, შენელებული მოძრაობა, არეული სიარულის მანერა წონასწორობის დარღვევით, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასწევე შეგიძლიათ შეატყობინოთ სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების შესახებ არასასურველი რეაქციების მონაცემთა ბაზას, მათ შორის პრეპარატის არაეფექტურობის შესახებაც.
არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
ამლოდიპინი:
მიღებულია ძალიან იშვიათი შეტყობინებები დოზის განზრახ გადაჭარბების შესახებ ადამიანში:
დოზის გადაჭარბების სიმპტომები
არსებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანმა დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული სისხლძარღვების გამოხატული გაფართოება, შესაძლო რეფლექტორული ტაქიკარდიით. დაფიქსირდა გამოხატული და სავარაუდოდ ხანგრძლივი არტერიული ჰიპოტენზია შოკის განვითარებამდე, ლეტალური შედეგით.
იშვიათ შემთხვევებში შემოდიოდა შეტყობინებები ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპების შესახებ ამლოდიპინის ჰიპერდოზირების შემდეგ, რომელიც შეიძლება განვითარდეს არა უცაბედად (მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ) და მოითხოვოს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ადრეული სარეანიმაციო ღონისძიებები (მათ შორის სითხის გადატვირთვა) პერფუზიის და გულის გადატყორცნის შესანარჩუნებლად შეიძლება აღმოჩნდეს მაპროვოცირებელი ფაქტორები.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა:
ამლოდიპინის დოზის მასიური გადაჭარბებისას, შეიძლება განვითარდეს ჭარბი პერიფერიული ვაზოდილატაცია, გამოხატული და მდგრადი არტერიული ჰიპოტენზიით. კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზიის შემთხვევაში, აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის აქტიური შენარჩუნება, გულის მოქმედების და სუნთქვის მონიტორინგი, ქვედა კიდურების აწევა, მოცირკულირე სითხის და დიურეზის მოცულობის კონტროლი.
ვაზოკონსტრიქტორული საშუალებების მიღება, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სისხლძარღვთა ტონუსის და არტერიული წნვის აღდგენისთვის, იმ შემთხვევაში თუ არ არის უკუნაჩვენები მათი გამოყენება.
კალციუმის გლუკონატის ინტრავენურმა შეყვანამ, შეძლება ხელი შეუწყოს კალციუმის არხების ბლოკადის მოხსნას.
თუ გავითვალისწინებთ პრეპარატის ხანგრძლივ შეწოვას, კუჭის ამორეცხვა შეიძლება აღმოჩნდეს ეფექტური პროცედურა. ახალგაზრდა მოხალისეებში აქტივირებული ნახშირის მიღებამ 2 საათით ადრე 10მგ-იანი ამლოდიპინის შეყვანამდე, შეამცირა ამლოდიპინის შეწოვის სიჩქარე.
ვინაიდან პრეპარატს გააჩნია სისხლის პლაზმურ ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხი, ამიტომ დიალიზი ვერ იძლევა სათანადო შედეგს.
ბისოპროლოლი:
დოზის გადაჭარბების სიმპტომები:
ბეტა-ბლოკატორებით დოზის გადაჭარბებისას, ყველაზე ხშირად მოსალოდნელი სიმპტომებია: ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი, გულის მწვავე უკმარისობა და ჰიპოგლიკემია. არსებობს ფართო ინდივიდუალური ცვალდებადობა მგრძნობელობის თვალსაზრისით და რეაქცია ბისოპროლოლის ერთჯერად მაღალ დოზაზე: აშკარაა, რომ გულის პათოლოგიის მქონე პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ბისოპროლოლის ეფექტებზე.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბისოპროლოლის მიღების შეწყვეტა და დაიწყოს მხარდამჭერი და სიმპტომური მკურნალობა. შეზღუდული მონაცემები იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ბისოპროლოლი ძალიან რთულად დიალიზირდება.
მოსალოდნელი ფარმაკოლოგიური მოქმედების და სხვა ბეტა-ბლოკატორების რეკომენდაციების საფუძველზე, კლინიკური აუცილებლობისას უნდა იქნას განხილული შემდეგი საერთო ზომები.
ბრადიკარდია: ატროპინის ინტრავენური შეყვანა. თუ ექნება არასაკმარისი მოქმედება, სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იზოპრენალინი ან სხვა დადებითი ქრონოტროპული მოქმედების საშუალება. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს რითმის ხელოვნური მატარებლის ტრანსვენურად დაყენება.
არტერიული ჰიპოტენზია: ინტრავენური ინფუზია და ვაზოპრესორები. შეიძლება სასარგებლო იყოს გლუკაგონის ინტრავენური შეყვანა.
AB-ბლოკადა (მეორე ან მესამე ხარისხის): აუცილებელია პაციენტებზე საგულდაგულო დაკვირვება და იზოპრენალინის ინფუზიის გაკეთება ან შესაძლოა, მათ დასჭირდეთ რითმის ხელოვნური მატარებლის იმპლანტაცია ვენიდან.
გულის უკმარისობის მოულოდნელი გაუარესება: უნდა დაინიშნოს დიურეზული საშუალებები ინტრავენური შეყვანით, დადებითი ინოტროპული მოქმედების პრეპარატები, ვაზოდილატატორები.
ბრონქოსპაზმი: ისეთი ბრონქოდილატატური საშუალებების მიღება, როგორიცაა იზოპრენალინი, β2-სიმპატომიმეტური საშუალებები და/ან ამინოფილინი.
ჰიპოგლიკემია: გლუკოზის ინტრავენური შეყვანა.
შეზღუდული მონაცემების საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბისოპროლილი პრაქტიკულად არ გამოიდევნება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
ალოტენდინი® ტაბლეტები 5მგ/5მგ
5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი, 5 მგ ამლოდიპინი (6.95 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით)
ალოტენდინი® ტაბლეტები 5მგ/10მგ
5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი და 10 მგ ამლოდიპინი (13.90 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით)
ალოტენდინი® ტაბლეტები 10მგ/5მგ
10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი და 5 მგ ამლოდიპინი (6.95 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით)
ალოტენდინი® ტაბლეტები 10მგ/10მგ
10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი და 10 მგ ამლოდიპინი (13.90 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით).
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.
ალოტენდინის® ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
გარეგნული სახე
ალოტენდინი® ტაბლეტები 5მგ/5მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მოგრძო ფორმის, ოდნავ ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები სუნის გარეშე, ნაზოლით* ერთ მხარეს და გრავირებით MS მეორე მხარეს.
ალოტენდინი® ტაბლეტები 5მგ/10მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი გლუვი ოდნავ ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები სუნის გარეშე, ნაზოლით* ერთ მხარეს და გრავირებით MS მეორე მხარეს.
ალოტენდინი® ტაბლეტები 10მგ/5მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ოვალური ფორმის, ოდნავ ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები სუნის გარეშე, ნაზოლით* ერთ მხარეს და გრავირებით MS მეორე მხარეს.
ალოტენდინი® ტაბლეტები 10მგ/10მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი ფორმის, ოდნავ ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები სუნის გარეშე, ნაზოლით* ერთ მხარეს და გრავირებით MS მეორე მხარეს.
- გამყოფი ზოლი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტების მოსახერხებელი მიღებისათვის.
შეფუთვა:
პრეპარატი შეფუთულია ბლისტერებში, ერთ ტაბლეტში 7 ან 10 ტაბლეტი.
4X7 (28 ტაბლეტი), 8X7 (56 ტაბლეტი), 3X10 (30 ტაბლეტი) ან 9X10 (90 ტაბლეტი) სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 300C-ზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ აღმოაჩენთ დაზიანების ხილულ ნიშნებს (მაგ. ფერის ცვლილებას).
- ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე. პრეპარატი არ გამოიყენოთ მისი ხარისხის აშკარა ნიშნების გაუარესებისას.
პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სელექტიური ბეტა-ბლოკატორები და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები.
ათქ კოდი: C07FB07
ამლოდიპინი
ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი:
ამლოდიპინი აინჰიბირებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ დენს მიოკარდიუმის და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში (კალციუმის არხების ნელი ბლოკატორი ან კალციუმის ანტაგონისტი).
ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირ რელაქსაციურ მოქმედებასთან, რაც იწვევს პერიფერიული სიხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირებას.
ზუსტი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც შემსუბუქდება სტენოკარდიის სიმპტომები, ბოლომდე დადგენილი არ არის და მოიცავს ორ გზას:
ამლოდიპინი აფართოებს პერიფერიულ არტერიოლებს და ამ გზით ამცირებს საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვას).
ვინაიდან აღნიშნული არ იწვევს რეფლექტორულ ტაქიკარდიას, მიოკარდიუმის მიერ ენერგიის ხარჯვა და ჟანგბადზე მოთხოვნა მცირდება.
ძირითადი კორონარული არტერიების და არტერიოლების გაფართოების ხარჯზე, როგორც ნორმალურ ასევე იშემიზირებულ უბნებზე, ხდება ჟანგბადის მიწოდების გაუმჯობესება. ზემოხსენებული მექანიზმის ხარჯზე უმჯობესდება მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდება, კორონარული არტერიების სპაზმის დროსაც კი (ვარიანტული სტენოკარდია და პრინცმეტალის სტენოკარდია).
ამლოდიპინის ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები:
არტერიული ჰიპერტენზიისას პრეპარატის მიღება დღეში ერთხელ უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშნველოვან დაქვეითებას, როგორც ზურგზე მწოლიარე, ასევე მდგომიარე პოზიციაში, 24 საათის განმავლობაში. პრეპარატის ნელი მოქმედების დაწყების გამო, მწვავე არტერიულ ჰიპოტენზიის განვითარება დამახასიათებელი არ არის.
სტენოკარდიის მქონე პაციენტებში პრეპარატის დღეღამური ერთჯერადი მიღება ზრდის საერთო დატვირთვების დროს, დროს სტენოკარდიის შეტევის დაწყებამდე და დროს ST სეგმენტის გამოხატულ დეპრესიამდე, ასევე, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების და ნიტროგლიცერინის ტაბლეტების მოხმარების სიხშირეს.
ამლოდიპინის გამოყენება არ არის დაკავშირებული გვერდითი მეტაბოლური ეფექტების განვითარებასთან: არ იზრდება სისხლის პლაზმაში ლიპიდების დონე, სისხლში გლუკოზის დონე და შარდმჟავა; პრეპარატი, ასევე, შეიძლება დაინიშნოს ასთმით დაავადებულ პაციენტებში.
ბისოპროლოლი
ბისოპროლოლის მოქმედების მექანიზმი:
ბისოპროლოლი წარმოადგენს ძლიერ მაღალ-სელექტიურ β1-ადრენობლოკატორს, შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობის (ISA) გარეშე. მას, ასევე არ აქვს მნიშვნელოვანი მემბრანო-მასტაბილიზირებელი თვისებები.
ბისოპროლოლს გააჩნია დაბალი აფინობა ბრონქებისა და სისხლძარღვების გლუვი კუნთების β2-რეცეპტორებისადმი, ასევე, β2-რეცეპტორებისადმი, რომლებიც მონაწილეობენ მეტაბოლიზმის რეგულირებაში. სწორედ ამიტომ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბისოპროლოლი მთლიანობაში მოქმედებდეს სასუნთქი გზების რეზისტენტობასა და β2-ით განპირობებულ მეტაბოლურ ეფექტებზე. Β1-ის არჩევითობა ვრცელდება თერაპიული დოზირების ფარგლებს გარეთ. ბისოპროლოლს არ გააჩნია გამოხატული უარყოფითი ინოტროპული მოქმედება.
ბისოპროლოლის მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა პერორალურად მიღების შემდეგ 3-4 საათში.
დღე-ღამეში პრეპარატის ერჯერადად მიღების შემდეგ, პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი (10-12 საათი) უზრუნველყოფს 24-საათიან მოქმედებას.
ჩვეულებრივ, მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა 2 კვირის შემდეგ.
პაციენტებში, რომელთაც აქვთ გულის კორონარული პათოლოგია ქრონიკული გულის უკმარისობის გარეშე, მწვავე დანიშნვნის შემთხვევაში, ბისოპროლოლი ამცირებს გულის შეკუმშვის სიხშირეს და დარტყმით მოცულობას და ამგვარად, ამცირებს გულის წუთმოცულობას და ჟანგბადის მოხმარებას. ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში, თავდაპირველად მომატებული პერიფერიული წინააღმდეგობა მცირდება.
ბეტა-ბლოკატორების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება, სხვა დანარჩენთან ერთად, დაკავშირებულია რენინის მოქმედების დაქვეითებასთან.
ბისოპროლოლის ფარმაკოდინამიური მახასიათებლები:

კომბინირებული პრეპარატი
კომბინირებული პრეპარატის ფარმაკოდინამიური მახასიათებლები:
მოცემული კომბინაცია საშუალებას იძლევა გაძლიერდეს ანტიჰიპერტენზიული და ანტიანგინალური მოქმედება, ორი მოქმედი ნივთიერების ურთიერთშემავსებელი მოქმედების მექანიზმის ხარჯზე: კალციუმის ანტაგონისტის ვაზოსელექტიური მოქმედება - ამლოდიპინი (პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირება) და ბეტა-ბლოკატორის კარდიოსელექტიური მოქმედება - ბისოპროლოლი (წუთმოცულობის შემცირება).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ამლოდიპინი:
შეწოვა:
პერორალურად მიღების შემდეგ, ამლოდიპინი კარგად შეიწოვება და პიკური მაჩვენებელი სისხლში მიიღწევა მიღებიდან 6-12 საათში. საკვების მიღება არ მოქმედებს მის ბიოშეღწევადობაზე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%-ს.
განაწილება:
განაწილების მოცულობა უდრის 21ლ/კგ-ს. წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (5-15ნგ/მლ) მიიღწევა ყოველდღიური მიღებიდან 7-8 დღის შემდეგ. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სისხლის მიმოქცევაში მოცირკულირე ამლოდიპინის 93-98% უკავშირდება პლაზმურ ცილებს.
ბიოგარდაქმნა და გამოყოფა:
ამლოდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება (დაახლოებით 90%-ით) ღვიძლით პირიდინის არააქტიურ წარმოებულებამდე. თავდაპირველი ნაერთის 10% და არააქტიური მეტაბოლიტების 60% გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო 20-25% - ნაწლავით.
სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის შემცირებას აქვს ორფაზიანი ხასიათი. სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი სრულდება დაახლოებით 35-50 საათში, და შეესაბამება ერთჯერად დოზირებას დღე-ღამეში.
საერთო კლირენსი უდრის 7მლ/წთ/კგ-ს (60კგ წონის მქონე პაციენტში - 25ლ/სთ-ში). ხანდაზმულ პაციენტებში ეს მაჩვენებელი შეადგენს 19ლ/სთ-ს.
ხანდაზმული პაციენტები
ამლოდიპინის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო სისხლის პლაზმაში მსგავსია ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში. ამლოდიპინის კლირენს გააჩნია შემცირების ტნედენცია ხანდაზმულებში, რის შედეგადაც იზრდება AUC-ის მაჩვენებელი და ნახევარგამოყოფის პერიოდი. AUC-ის მაჩვენებლის მომატება და ნახევარგამოყოფის პერიოდი, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეესაბამებოდა ასაკობრივი ჯგუფების კვლევების მოსალოდნელ შედეგებს (იხ. პარაგრაფი 4.4).
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
ამლოდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება (დაახლოებით 90%-ით) არააქტიურ კომპონენტებად. თავდაპირველი ნაერთის 10% გამოიყოფა თირკმელებით შეუცვლელი ფორმით. ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციის ცვლილებები არ არის დამოკიდებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხზე. ასეთ პაციენტებს შეიძლება დაენიშნოთ ამლოდიპინის ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზები. ამლოდიპინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მონაცემები ამლოდიპინის გამოყენების შესახებ ძალიან შეზღუდულია. ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია კლირენსის შემცირებით, იზრდება ნახევრადგამოყოფის პერიოდი, ხოლო ამლოდიპინის AUC-ის მნიშვნელობა იზრდება 40-60%-ით.
ბისოპროლოლი:
შეწოვა:
შიგნით მიღების შემდეგ, ბისოპროლოლი თითქმის მთლიანად (>90%) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ღვიძლში პირველადი გავლის სუსტი ეფექტის შედეგად (დაახლოებით 10%), პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღების შემდეგ, შეადგენს დაახლოებით 90%-ს.
განაწილება:
განაწილების მოცულობა უდრის 3,5ლ/კგ-ს. ბისოპროლოლის შეკავშირება სისხლის პლაზმურ ცილებთან არის 30%.
ბიოგარდაქმნა და გამოყოფა:
ბისოპროლოლი გამოიყოფა ორგანიზმიდან ორი გზით: 50% მეტაბოლიზდება ღვიძლით არააქტიურ მეტაბოლიტებად, რომლებიც შემდეგ გამოიყოფა თირკმელებით. დარჩენილი 50% გამოიყოფა თირკმელებით, შეუცვლელი ფორმით. ვინაიდან, გამოყოფა თირკმელებით და ღვიძლით თანაბრად ხდება, ამიტომ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში დოზირების კორექცია არ არის საჭირო. საერთო კლირენსი შეადგენს, დაახლოებით 15ლ/სთ-ს.
პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს, დაახლოებით 10-12 საათს.
ხაზოვნება
ბისოპროლოლის კინეტიკა არის ხაზობრივი და არ არის დამოკიდებული ასაკზე.
კომბინირებული პრეპარატი
ორ პრეპარატს შორის ურთიერთქმედების ფარმაკოკინეტიკური კვლევა არ ჩატარებულა. ბიოექვივალენტობის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მაშინაც კი თუ არსებობს ასეთი ურთიერთქმედება, ასეთი ჰიპოთეზური ურთიერთქმედების ხარისხი ალოტენდინის® კომბინირებული პრეპარატით მკურნალობისას, იქნება ისეთივე, როგორიც ინდივიდუალური კომპონენტების ცალ-ცალკე მიღებისას, იმავე დოზებით, როგორიც არის პრეპარატ ალოტენდინში®.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
(ინფორმაცია პაციენტისათვის)
ალოტენდინი®
(ბისოპროლოლი/ამლოდიპინი)
ტაბლეტები 5მგ/5მგ, 5მგ/10მგ, 10მგ/5მგ, 10მგ/10მგ
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რომელშიც მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმტომები გავს თქვენსას.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. პუნქტი 4).
წინამდებარე დანართ ფურცელში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
- რა არის პრეპარატი ალოტენდინის® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ალოტენდინის® ტაბლეტების მიღების დაწყებამდე
- როგორ მიიღება პრეპარატ ალოტენდინის® ტაბლეტები
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება პრეპარატ ალოტენდინის® ტაბლეტები
- ვარგისიანობის ვადა
- აფთიაქიდან გაცემის წესი
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის პრეპარატი ალოტენდინის® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
ალოტენდინის® ტაბლეტები (ბისოპროლოლი/ამლოდიპინი) ნაჩვენებია მომატებული არტერიული წნევის (არტერიული ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ, ჩამანაცვლებელი თერაპიის სახით პაციენტებში, დაავადების ცალცალკე ორივე ნივთიერების იმავე დოზებით მიღებისას საკმარისი კონტროლით, რაც არის ფიქსირებულ კომბინაციაში.
- რა უნდა იცოდეთ ალოტენდინის® ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ ალოტენდინის® ტაბლეტები
თუ გაქვთ ალერგია ამლოდიპინზე, ბისოპროლოლზე (აქტიური ნივთიერებები), დიგიროპირინის ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 8;
თუ გაქვთ მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გამოტყორცნის სერიოზული პრობლემა (აორტის გამოხატული შევიწროვება);
თუ გაქვთ გულის მწვავე უკმარისობა, ან გულის უკმარისობა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, ან გართულებული გულის უკმარისობა, რაც მოითხოვს ვენებში პრეპარატების შეყვანას გულის კუნთების შეკუმშვის გასაძლიერებლად;
თუ გაქვთ გულის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული შოკი (ასეთ შემთხვევებში არტერიული წნევა ძალიან დაბალია და სისხლის ნაკადი მიდრეკილია კოლაფსისკენ);
თუ გაქვთ გულის დაავადება, რომელიც ხასიათდება შეკუმშვების ძალიან ნელი სიხშირით ან არარეგულარული შეკუმშვებით (მე-2 ან მე-3 ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, სინოატრიალური ბლოკადა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი);
გულის შეკუმშვების სიხშირის გამოხატული შენელების შემთხვევაში;
არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების შემთხვევაში;
თუ გაქვთ მძიმე ბრონქული ასთმა;
ფეხის ტერფების ან ხელის მტევნების არტერიების სერიოზული დაავადებები, ისეთი როგორიც არის რეინოს დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია მგრძნობელობის დაქვეითება, ხელის და ფეხის თითებზე კანის გაბუჟება და გაფერმკრთალება სიცივის ზემოქმედების ფონზე;
არანამკურნალები ფეოქრომოციტომის დროს, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებით იშვიათ თირკმელზედა ჯირკვლის ტვინის შრის სიმსივნეს.
მეტაბოლური ცვლილებებისას, როდესაც სისხლის pH იცვლება დამჟავებისკენ.
თუ ვარაუდობთ, რომ გაქვთ რომელიმე ზემოთ მოცემული მდგომარეობა, რჩევა ჰკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ რამდენად დასაშვებია თქვენთვის ამ პრეპარატის მიღება.
სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას
ალოტენდინის® გამოყენების წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ქვემოთ მოცემული მდგომარეობებისას ალოტენდინი® გამოიყენება სიფრთხილით, ამიტომ, აუცილებლად უთხარით თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლული მდგომარეობა:
ხანდაზმული ასაკი;
გულის უკმარისობა;
შაქრიანი დიაბეტი სისხლში შაქრის დონის მნიშვნელოვანი მერყეობით;
მკაცრი დიეტა/მკაცრი შიმშილი;
პარარელურად ჩატარებული ანტიალერგიული (მადესენსიბილიზირებელი) მკურნალობა (მაგ. ალერგიული რინიტის პროფილაქტიკის მიზნით), ვინაიდან პრეპარატ ალოტენდინის® მიღებისას შEიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია და ალერგიული რეაქცია შეიძლება გახდეს უფრო მძიმე;
გულის გამტარი სისტემის საშუალო სიმძიმის დარღვევები (პირველი ხარისხის ავ-ბლოკადა);
გულის ზოგიერთი დაავადება, მაგ. გულის რითმის დარღვევა ან გულის კუნთის სისხლძარღვების სპაზმი, რამაც შEიძლება გამოიწვიოს კორონარული არტერიების პერფუზიის დარღვევა (პრინცმეტალის სტენოკარდია);
კიდურების მძიმე სისხლძარღვოვანი დაავადებები;
ფსორიაზი (არსებული ან განკურნებული დაავადება დამახასიათებელი ქერცლოვანი გამონაყარით კანზე);
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება (ჰიპერთირეოზი);
ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები;
ნამკურნალები ფეოქრომოციტომა, რომელიც წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის ტვინის შრის განსაკუთრებულ იშვიათ სიმსივნეს;
სასუნთქი ორგანოების არამძიმე, ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის ბრონქული ასთმა ან ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებება;
თუ დაგეგმილია ქირურგიული ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით, გააფრთხილეთ ანესთეზიოლოგი, რომ იღებთ ალოტენდინის® ტაბლეტებს, ვინაიდან ამ პრეპარატს შეუძლია გავლენა იქონიოს თქვენს რეაქციაზე ნარკოზის მიმართ.
ზემოთ ჩამოთვლილი გადახრების არსებობისას, თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, რომ აუცილებელია განსაკუთრებული დახმარება (მაგ. დამატებითი ფარმაკოთერაპია).
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
ეს პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო.
სხვა პრეპარატები და ალოტენდინი®
ამ პრეპარატის თერაპიული და გვერდითი ეფექტები შეიძლება შეიცვალოს სხვა, იმავდროულად გამოყენებული პრეპარატების გავლენით.
ურთიერთქმედები შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა სამკურნალო საშუალებები გამოიყენება დროის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.
უთხარით თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის იღებდით ან გეგმავთ, რომ მიიღოთ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ.
რეკომენდებული არ არის შემდეგი პრეპარატების ალოტენდინთან® ერთად მიღება:
კალციუმის არხის ბლოკატორები ვერაპამილისა და დილთიაზემის ტიპის: ეს პრეპარატები გამოიყენება მომატებული არტერიული წნევისა და ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სამკურნალოდ.
ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური საშუალებები (მაგ. კლონიდინი, მეთილდოპა, მოქსონოდინი, რილმენიდინი): ექიმთან კონსულტაციის წინ არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატების მიღება.
შემდეგი პრეპარატები შეიძლება დაინიშნოს ალოტენდინის® ტაბლეტებთან ერთად მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, განსაკუთრებული სიფრთხილით და სამედიცინო დაკვირვების შესაძლებლობისას არსებობისას:
დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის არხების ბლოკატორები (როგორიც არის ფელოდიპინი, ნიფედიპინი): ეს პრეპარატები გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და სტენოკარდიის მკურნალობისთვის.
გარკვეული პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ გულის რითმზე (ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი, ამიოდარონი). ეს პრეპარატები გამოიყენება არითმიებისა და გულის რითმის სხვა დარღვევების სამკურნალოდ.
ადგილობრივი გამოყენების ბეტა-ადრენობლოკატორების (მაგ. თვალის წვეთები გლაუკომის მკურნალობისას).
პარასიმპატომიმეტიკები. ეს პრეპარატები გამოიყენება გლუვი მუსკულატურის ფუნქციის გასაძლიერებლად კუჭის, წვრილი ნაწლავის, შარდის ბუშტის დაავადებების, აგრეთვე გლაუკომის დროს.
ინსულინი და შიგნით მისაღები პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები.
საძილე და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.
გულის გლიკოზიდები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ). ეს პრეპარატები შეიძლება დაინიშნოს სახსრების ანთების, ტკივილისა და ართრიტის სამკურნალოდ.
სიმპატომიმეტიკები (მაგ. იზოპრენალინი, დობუტამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი). ეს პრეპარატები გამოიყენება გადაუდებელ სიტუაციებში სისხლის მიმოქცევის სერიოზული დარღვევების სამკურნალოდ.
ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც იწვევს არტერიული წნევის დაწევას თერაპიული ან არასასურველი გვერდითი ეფექტების შედეგად (მაგ. ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინი).
დანტროლენის საინფუზიო ფორმა – სხეულის ტემპერატურის რეგულირების მძიმე ცვლილებების სამკურნალოდ.
ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი – პრეპარატები იმუნური სისტემის კონტროლისთვის.
სიმვასტატინი – პრეპარატი, რომელიც სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
ციკლოსპორინი – პრეპარატი, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას.
თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგი პრეპარატების ალოტენდინის® ტაბლეტებთან ერთად დანიშვნის შესახებ:
მეფლოკინი, რომელიც გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისათვის.
მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ვ ინჰიბიტორების გარდა), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ ამლოდიპინის ან ბისოპროლოლის მეტაბოლიზმზე
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი – სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები;
რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ);
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები)
კრაზანა (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი);
ერგოტამინის წარმოებულები (გინეკოლოგიური სისხლდენების სამკურნალო პრეპარატები).
ალოტენდინის® ტაბლეტების მიღება საკვებ პროდუქტებთან და სასმელთან ერთად
არ არის რეკომენდებული გრეიფრუტის ან გრეიფრუტის წვენის მიღება ალოტენდინის® ტაბლეტებით მკურნალობის დროს, ვინაიდან გრეიფრუტმა და გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მოქმედი ნივთიერების - ალოტენდინის® დონის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მოულოდნელი დაცემა (ანუ პრეპარატ ალოტენდინის® ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება).
ალოტენდინის® ტაბლეტები და ალკოჰოლი
ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ამ პრეპარატის ჰიპოტენზიური (არტერიული წნევის დამწევი) ეფექტი.
ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, უთხარით ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობა
გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ არ არსებობს სათანადო გამოცდილება ამ პრეპარატის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ, ის შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ექიმის მიერ რისკისა და სარგებლის ინდივიდუალური შეფასების შემდეგ, ამიტომ არ დაგავიწყდეთ ექიმის გაფრთხილება შესაძლო ან დაგეგმილი ორსულობის შესახებ.
პრეპარატის ორსულობის დროს დანიშვნისას შეიძლება საჭირო გახდეს ნაყოფისა და ახალშობილის მდგომარეობის მონიტორინგი.
ძუძუთი კვება
ამლოდიპინი გამოიყოფა დედის რძეში. ბავშვის ორგანიზმში ხვდება დედის მიერ მიღებული დოზის დაახლოებით 3-7% (ინტერკვარტილური ინტერვალი). არ არის ცნობილი, მოქმედებს თუ არა ამლოდიპინი ბავშვის ორგანიზმზე.
არ არსებობს ინფორმაცია ბისოპროლოლის გამოყოფის შესახებ დედის რძეში.
ამგვარად, პრეპარატ ალოტენდინის® დანიშვნა ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატ ალოტენდინის® ტაბლეტებმა შეიძლება გააუარესონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი, გამოიწვიონ რა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა ან გულისრევა, განსაკუთრებით, როდესაც იწყებთ მკურნალობას ან გიცვლიან მკურნალობის სქემას, აგრეთვე ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში – ამიტომ ექიმი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა დოზაზე შეგიძლიათ სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა.
ნატრიუმის შემცველობა
პრეპარატი შეიცავს 1მმოლ (23მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
- როგორ მიიღება ალოტენდინის® ტაბლეტები
ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
დოზირების რეჟიმი
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა – თქვენი ექიმის მიერ დანიშნული განსაზღვრული დოზირების ერთი ტაბლეტი.
პაციენტთა სპეციალური ჯგუფები
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა
ჩვეულებრივ, ღვიძლისა და თირკმლის მსუბუქი ან საშუალო ფუნქციური უკმარისობისას საჭირო არ არის დოზის კორექცია.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევებისას დოზირება შეიძლება შეიცვალოს.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში საჭირო არ არის დოზის კორექცია, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო დოზის მომატებისას.
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
ალოტენდინის® ტაბლეტები რეკომენდებული არ არის ბავშვებისათვის, ვინაიდან პაციენტთა ამ კატეგორიაში მოცემული პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებული არ არის.
გამოყენების წესი
ალოტენდინის® ტაბლეტების მიღება საჭიროა მოხდეს დილით, საკვების მიღების მიუხედავად, სითხის მცირე რაოდენობის მიყოლებით და დაუღეჭავად.
ნაზოლი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის მოსახერხებლად მიღებისათვის და დაგეხმარებათ ტაბლეტის გატეხვაში, თუ თქვენთვის სიძნელეს წარმოადგენს მისი მთლიანად მიღება.
თუ მიგაჩნიათ, რომ ალოტენდინის® ტაბლეტების თერაპიული ეფექტი ძალიან დიდია ან არასაკმარისია, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალო ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი რაოდენობის ალოტენდინის® ტაბლეტები
შესაძლოა განვითარდეს სითხის დაგროვება ფილტვებში (ფილტვების შეშუპება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი პრეპარატის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგაც კი.
თუ მიიღეთ ალოტენდინის® ტაბლეტების იმაზე დიდი დოზა, ვიდრე დანიშნული გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
თუ დაგავიწყდათ ალოტენდინის® ტაბლეტის მიღება
ეცადეთ, რომ გამოტოვებული დოზა მიიღოთ, რაც შეიძლება სწრაფად. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით, ვინაიდან, ამ გზით ვერ შეძლებთ კომპენსირებას, არამედ გაზრდით ჭარბი დოზის რისკს.
თუ შეწყვიტეთ ალოტენდინის® მიღება
არ შეწყვიტოთ სამკურნალო საშუალების მიღება ერთბაშად და არ შეცვალოთ რეკომენდებული დოზა, თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის დროებით გაუარესება. არ შეიძლება მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტა, რაც განსაკუთრებით ეხება გულის ვენური არტერიების დაავადებების მქონე პაციენტებს. თუ საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
როგორც ყველა პრეპარატმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს:
მძიმე რეაქციები კანის მხრივ, მათ შორის გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის გაწითლება სხეულის მთელ ზედაპირზე, ძლიერი გამონაყარი, ბუშტუკების გაჩენა, კანის აქერცვლა/აშრევება და შეშუპება. ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი) (ძალიან იშვიათად – 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)
კანის და ლორწოვანი გარსების მწვავე შეშუპება, უპირველეს ყოვლისა, სახის, ქუთუთოების, ტუჩების, სახსრების, სასქესო ორგანოების, ხმოვანი მილის, ხახის და ენის (ანგიონევროზული შეშუპება) (ძალიან იშვიათად – 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში);
მიოკარდიუმის ინფარქტი (ძალიან იშვიათად – 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში), გულის რითმის დარღვევა (100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში);
პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მჭრელი ტკივილი მუცელში და ზურგში, ძალიან ცუდი შეგრძნებით) (ძალიან იშვიათად – 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში).
სხვა არასასურველ რეაქციებს მიეკუთვნება:
ძალიან ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს): შეშუპება (სითხის შეკავება).
ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 10-დან არა უმეტეს 1 ადამიანს): თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით, მკურნალობის დასაწყისში), მხედველობის დარღვევა (მათ შორის მხედველობის გაორება), გულისცემა, სისხლის მოწოლა, ქოშინი, მუცლის ტკივილი, ხელის და ფეხის გულების შეშუპება, კუნთების სპაზმი, დაღლილობა, კიდურებში დაბუჟებისა და შემცივნების შეგრძნება, კუჭ-ნაწლავური აშლილობები: გულისრევა, ღებინება, საკვების მონელების დარღვევა (დისპეფსია), ნაწლავის ფუნქციის ცვლილება (მათ შორის დიარეა და ყაბზობა).
არახშირად (შეიძლება განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): უძილობა, ხასიათის ცვლილება (შფოთვის მდგომარეობების ჩათვლით), დეპრესია, გონების ხანმოკლე დაკარგვა (სინკოპე), ჰიპესთეზია, პარესთეზიები, გემოს ცვლილება (დისგევზია), ტრემორი, მხედველობის დარღვევა (დიპლოპიის ჩათვლით), შუილი ყურებში, არტერიული წნევის დაწევა (არტერიული ჰიპოტენზია), ხველა, სურდო, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (დიარეისა და ყაბზობის ჩათვლით), დისპეფსია, პირის სიმშრალე, ალოპეცია (თმის ცვენა), მცირე სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვანებზე (პურპურა), კანის ფერის შეცვლა, მომატებული ოფლიანობა, ქავილი, კანზე გამონაყარი, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ართრალგია (სახსრების ტკივილი), მიალგია (კუნთების ტკივილი), კუნთების კრუნჩხვები, ზურგის ტკივილი, გახშირებული შარდვა, შარდვის დარღვევა, ნიქტურია (ღამით შარდვა), იმპოტენცია, სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში, ტკივილი მკერდის არეში, ასთენია, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, სხეულის მასის მომატება ან შემცირება, ძილის დარღვევა, გულის გამტარობის დარღვევა, არსებული გულის უკმარისობის გაუარესება, გულის შეკუმშვების შენელება (ბრადიკარდია), ბრონქოსპაზმი ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში ან ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები ანამნეზში, კუნთების სისუსტე, დაუძლურება*.
- ძირითადად, ასეთი სიმპტომები ვითარდება მკურნალობის დასაწყისში, ჩვეულებრივ წარმოადგენს არამძიმეს და გადის 1-2 კვირის შემდეგ.
იშვიათად (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არა უმეტეს 1 ადამიანს): ცნობიერების არევა, სისხლში ტრიგლიცერიდების კონცენტრაციების მომატება, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები (მცდარი აღქმა, რაც ვლინდება აღმოჩენადი გამაღიზიანებელბის არარსებობისას, რეალური შეგრძნებების მსგავსად და პაციენტს რეალურად ეჩვენება), საცრემლე სითხის სეკრეციის დაქვეითება (გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ თქვენ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს), სმენის დარღვევა, ალერგიული რინიტი, ჰეპატიტი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, სისხლის მოწოლა, გამონაყარი, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.
ძალიან იშვიათად (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან არა უმეტეს 1 ადამიანს): სისხლის თეთრი სხეულებისა და სისხლის ფირფიტების რაოდენობის მომატება, ალერგიული რეაქციები, სისხლში შაქრის დონის მომატება, ჰიპერტონია, პერიფერიული ნევროპათია, გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის რითმის დარღვევა, მცირე სისხლძარღვების კეროვანი ანთებები (ვასკულიტი), ხველა, გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია, პანკრეატიტი, სიყვითლე, მწვავედ განვითარებული კანისა და ლორწოვანის შეშუპება წითელი ბუშტუკების წარმოქმნით (მულტიფორმული ერითემა), კანის გავრცელებული სიწითლე, ქავილის წარმოქმნით (ექსფოლიაციური დერმატიტი), სინათლის მიმართ მგრძნობელობა, კონიუნქტივიტი; ბისოპროლოლის (პრეპარატის მოქმედი ნივთიერების) მსგავსმა მოქმედების მექანიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ფსორიაზი ან გააუარესოს მისი მიმდინარეობა, ან გახდეს ფსორიაზისმაგვარი კანის ცვლილების განვითარების მიზეზი.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია): კანკალი, რიგიდული ზურგი, ნიღბისმაგვარი სახე, შენელებული მოძრაობა, არეული სიარულის მანერა წონასწორობის დარღვევით, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასწევე შეგიძლიათ შეატყობინოთ სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების შესახებ არასასურველი რეაქციების მონაცემთა ბაზას, მათ შორის პრეპარატის არაეფექტურობის შესახებაც.
არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ ინახება პრეპარატი ალოტენდინი®
ინახება არა უმეტეს 300C-ზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ აღმოაჩენთ დაზიანების ხილულ ნიშნებს (მაგ. ფერის ცვლილებას).
- ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე. პრეპარატი არ გამოიყენოთ მისი ხარისხის აშკარა ნიშნების გაუარესებისას.
პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ალოტენდინის® ტაბლტები
მოქმედი ნივთიერება:
ალოტენდინი® ტაბლეტები 5მგ/5მგ
5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი, 5 მგ ამლოდიპინი (6.95 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით)
ალოტენდინი® ტაბლეტები 5მგ/10მგ
5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი და 10 მგ ამლოდიპინი (13.90 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით)
ალოტენდინი® ტაბლეტები 10მგ/5მგ
10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი და 5 მგ ამლოდიპინი (6.95 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით)
ალოტენდინი® ტაბლეტები 10მგ/10მგ
10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი და 10 მგ ამლოდიპინი (13.90 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით).
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი, სილიკა დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.
ალოტენდინის® ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
გარეგნული სახე
ალოტენდინი® ტაბლეტები 5მგ/5მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მოგრძო ფორმის, ოდნავ ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები სუნის გარეშე, ნაზოლით* ერთ მხარეს და გრავირებით MS მეორე მხარეს.
ალოტენდინი® ტაბლეტები 5მგ/10მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი გლუვი ოდნავ ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები სუნის გარეშე, ნაზოლით* ერთ მხარეს და გრავირებით MS მეორე მხარეს.
ალოტენდინი® ტაბლეტები 10მგ/5მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ოვალური ფორმის, ოდნავ ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები სუნის გარეშე, ნაზოლით* ერთ მხარეს და გრავირებით MS მეორე მხარეს.
ალოტენდინი® ტაბლეტები 10მგ/10მგ
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი ფორმის, ოდნავ ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები სუნის გარეშე, ნაზოლით* ერთ მხარეს და გრავირებით MS მეორე მხარეს.
- გამყოფი ზოლი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტების მოსახერხებელი მიღებისათვის.
შეფუთვა:
პრეპარატი შეფუთულია ბლისტერებში, ერთ ტაბლეტში 7 ან 10 ტაბლეტი.
4X7 (28 ტაბლეტი), 8X7 (56 ტაბლეტი), 3X10 (30 ტაბლეტი) ან 9X10 (90 ტაბლეტი) სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38, უნგრეთი
საწარმოო მოედანი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ., 118-120, უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.