პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ალორტია

Alortia®

რეცეპტით100მგ+5მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

- არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებისათვის, რომელთათვის ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია ამლოდიპინით და ლოზარტანით).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლოსარტანი (losartan) + ამლოდიპინი (amlodipine)
ფორმა და შეფუთვა
100მგ+5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების და კალციუმის არხების ბლოკატორები
ATC კოდი
C09DB06
რეგისტრაციის ნომერი
რ-041104
რეგისტრირებულია
23 მაისი 2024, მოქმედებს 23 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაალორტია და სხვა წამალი ერთად

ალორტია — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებისათვის, რომელთათვის ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია ამლოდიპინით და ლოზარტანით).

მიღების წესი და დოზირება

შიგნით, 1 ჯერ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად, მცირე რაოდენობით წყლის დაყოლებით.

პრეპარატ ალორტიას® რეკომენდებული დოზა - 1 ტაბლეტი დღეში.

პრეპარატ ალორტიას® 5 მგ + 50 მგ დოზით უნიშნავენ პაციენტებს, რომლებმაც ვერ მიაღწიეს აწ ადეკვატურ კონტროლს ამლოდიპინის გამოყენებისას 5 მგ დოზით ან ლოზარტანის გამოყენებისას 50 მგ დოზით მინოთერაპიაში.

პრეპარატ ალორტიას® 5 მგ + 100 მგ დოზით უნიშნავენ პაციენტებს, რომლებმაც ვერ მიაღწიეს აწ ადეკვატურ კონტროლს ლოზარტანის გამოყენებისას 100 მგ დოზით ან პრეპარატ ალორტიას® გამოყენებისას 5 მგ + 50 მგ დოზით.

პრეპარატ ალორტიას® 10 მგ + 50 მგ დოზით უნიშნავენ პაციენტებს, რომლებმაც ვერ მიაღწიეს აწ ადეკვატურ კონტროლს ამლოდიპინის გამოყენებისას 10 მგ დოზით ან პრეპარატ ალორტიას® გამოყენებისას 5 მგ + 50 მგ დოზით.

პრეპარატ ალორტიას® 10 მგ + 100 მგ დოზით უნიშნავენ პაციენტებს, რომლებმაც ვერ მიაღწიეს აწ ადეკვატურ კონტროლს პრეპარატ ალორტიას® გამოყენებისას 5 მგ +100 მგ ან 10 მგ + 50 მგ დოზით.

დოზა შეირჩევა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების დოზების ადრე ჩატარებული ტიტრირების შემდეგ. თუ საჭირო იქნება ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერების დოზის ცვლილება ფიქსირებული კომბინირებული პრეპარატის შემადგენლობაში (მაგალითად, კვლავ დიაგნოსტირებულ დაავადებასთან, პაციენტის მდგომარეობასთან ან მედიკამენტურ ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით), აუცილებელია ცალკეული კომპონენტების დოზების ინდივიდუალური შერჩევა.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ + 100 მგ.

პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ ლოზარტანს და ამლოდიპინს, შეიძლება გადაყვანილი იქნან პრეპარატ ალორტიაზე®, რომელიც შეიცავს ლოზარტანს და ამლოდიპინს იგივე დოზებით.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

კკ 50-დან 20 მლ-მდე/წთ დროს დოზის კორექცია არ არის საჭირო.

პრეპარატი ალორტია® უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის 20 მლ/წთ-ზე ნაკლები კკ-ით და პაციენტებისათვის, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”).

პაციენტები დაბალი მსმ-ით

პაციენტებში დაბალი მსმ-ით (მაგალითად, დიურეზულების მაღალი დოზებით მკურნალობის შედეგად და ა.შ.) ლოზარტანის საწყისი დოზა უნდა შევამციროთ 25 მგ-მდე 1 ჯერ დღეში. იმის გამო, რომ პრეპარატ ალორტიას® არ გააჩნია დოზირება, რომელიც შეიცავს 25 მგ ლოზარტანს, ეს დოზა დანიშნული უნდა იქნას ლოზარტანით მონოთერაპიაში.

პრეპარატ ალორტიას® გამოყენების წინ აუცილებელია მსმ და ნატრიუმის შემცველობის აღდგენა სისხლის პლაზმაში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (9 ქულაზე ნაკლები ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით) ანამნეზში რეკომენდირებულია ლოზარტანის უფრო დაბალი დოზების გამოყენება. იმის გამო, რომ პრეპარატ ალორტიას® არ გააჩნია დოზირება, რომელიც შეიცავს 25 მგ ლოზარტანს, ეს დოზა დანიშნული უნდა იქნას ლოზარტანით მონოთერაპიაში.

პრეპარატ ალორტიას® გამოყენება შესაძლებელია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (9 ქულაზე ნაკლები ჩაილ-პიუს შკალის მიხედვით), რომელთათვის ექიმის გადაწყვეტილებით რეკომენდირებულია ლოზარტანის 50 მგ დოზით გამოყენება.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე უფროსი) შემცირებული კლირენსის გამო ამლოდიპინით თერაპიის დაწყება რეკომენდებულია დოზით 2,5 მგ 1 ჯერ დღეში. იმის გამო, რომ პრეპარატ ალორტიას® არ გააჩნია დოზირება, რომელიც შეიცავს 2,5 მგ ამლოდიპინს, ეს დოზა დანიშნული უნდა იქნას ამლოდიპინით მონოთერაპიაში.

ბავშვები და მოზარდები

არ არის რეკომენდებული პრეპარატ ალორტიას® დანიშვნა ბავშვებსა და 18 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში, რადგანაც არ არსებობს მონაცემები გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ პაციენტთა ამ ჯგუფში.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერებების და/ან დამხმარე კონპონენტების მიმართ.
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (იხ. ნაწილი “გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში”).
  • ღვიძლის მძიმე უკმარისობა (9 ქულაზე მეტი ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით).
  • მარცხენა პარკუჭის გამავალი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგალითად, ჰემოდინამიკურად გამოხატული აორტის სტენოზი).
  • ჰემოდინამიკურად არასტაბილური გულის უკმარისობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ.
  • შოკი (კარდიოგენური შოკის ჩათვლით).
  • 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).
  • მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 90 სინდ.სვ.მმ -ზე ნაკლები).
  • თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (კკ 20 მლ/წთ-ზე ნაკლები), გამოყენება ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში.
  • ერთდროულად გამოყენება ალისკირენთან ან ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევებით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (გფს) 60 მლ/წთ/1,73 მ2 -ზე ნაკლები).
  • ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი.

სიფრთხილის ზომები

პაციენტები დაბალი მსმ-ით

პაციენტები შემცირებული მოცირკულირე სისხლის მოცულობით (მაგალითად, დიურეზულების მაღალი დოზების მიღების, გამოხატული დიარეის, ღებინების და ჰიპოვოლემიის გამომწვევი სხვა მდგომარეობების დროს) პრეპარატ ალორტიას® თერაპიის დასაწყისში შეიძლება განვითარდეს სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია. პრეპარატ ალორტიას® გამოყენებამდე მსმ დეფიციტი აღმოფხვრილი უნდა იქნას.

პაციენტებისათვის, რომლებისთვისაც ლოზარტანის დღიური დოზა შეადგენს 25 მგ-ს, არ არის რეკომენდებული პრეპარატ ალორტიას® გამოყენება (იხ. ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”).

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები, რომლებიც ამლოდიპინს ეხება

ხანგრძლივი T1/2 წყალობით ვაზოდილატაცია, რომელიც განვითარდა ამლოდიპინის მიღების წყალობით, შეიძლება შენარჩუნდეს მისი მოხსნის შემდეგ.

ამგვარად, სხვა ვაზოდილატატორის გამოყენება ამლოდიპინის მოხსნის შემდეგ სიფრთხილით უნდა ჩატარდეს, აუცილებელია დოზის, დოზირების ინტერვალის ინდივიდუალური შეფასება და პაციენტის მდგომარეობის აქტიური კონტროლი.

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სხეულის მასის და მარილის მოხმარების კონტროლი, შესაბამისი დიეტის დანიშვნა. აუცილებელია კბილების ჰიგიენის დაცვა და სტომატოლოგთან ხშირი ვიზიტი (ღრძილების ტკივილის, სისხლდენის და ჰიპერპლაზიის პრევენციისთვის).

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები, რომლებიც ლოზარტანს ეხება

ჰიპერკალიემია (კალიუმის შემცველობა სისხლის პლაზმაში >5,5 მმოლ/ლ) აღინიშნებოდა პაციენტთა 1,5%-ში, რომლებიც იღებდნენ ლოზარტანს მონოთერაპიის სახით. არცერთი ასეთი შემთხვევა არ საჭიროებდა პრეპარატის მოხსნას. კალიშემანარჩუნებელი დიურეზულების (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, ეპლერენონი), კალიუმის პრეპარატების, კალიშემცველი მარილების შემცვლელების ერთდროულად გამოყენება, ასევე პრეპარატებისა, რომელთა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის ზრდა (მაგალითად, ჰეპარინი), ლოზარტანთან უნდა იქნას დასაბუთებული (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვეევით), კალიუმის შემცველობა კი სისხლის პლაზმაში უნდა იყოს კონტროლის ქვეშ.

ლოზარტანის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ტრანზიტორული არტერიული ჰიპოტენზია, რასაც ახლავს შოკი, გულყრა და ქოშინი.

პრეპარატი ალორტია® სიფრთხილოთ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში:

  • დაბალი მსმ-ით;
  • რომლებიც იმყოფებიან დიეტაზე მარილის შეზღუდვით.

ჰიპერმგრძმობელობის რეაქციები

პაციენტებში ანგიონევროზული შეშუპებით ანამნეზში (ხორხის, ხმის იოგების, სახის, ტუჩების ხახის და/ან ენის შეშუპება) აუცილებელია პრეპარატ ალორტიას® გამოყენების კონტროლი (იხ. ნაწილი “გვერდითი მოქმედება”).

აორტული ან მიტრალური სტენოზები, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია

სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც გააჩნიათ ვაზოდილატაციური მოქმედება, არა II სიფრთხილით უნდა იქნან გამოყენებული პაციენტებში აორტული ან მიტრალური სტენოზებით, ჰოკმპ-ით.

გულის ქრონიკული უკმარისობა

ისევე, როგორც სხვა სს-ის გამოყენებისას, რომლებიც ახდენენ მოქმედებას რაას-ზე, პაციენტებში გქუ-ით და თირკმელების ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე, არსებობს მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის ან თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევის განვითარების რისკი.

რადგანაც არ არსებობს ლოზარტანის გამოყენების საკმარისი გამოცდილება პაციენტებში გქუ-ით და თირკმელების ფუნქციის თანხმლები მძიმე დარღვევით, პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით (IV ფუნქციური კლასი NYHA კლასიფიკაციის მიხედვით), ასევე პაციენტებში გულის უკმარისობით და სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომატური არითმიებით, პრეპარატი ალორტია® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტთა ამ ჯგუფებში.

გულის იშემიური დაავადება და ცერებროვასკულარული დაავადებები

ვაზოდილატაციური მოქმედების მქონე სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, არა II სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით ან ცერებროვასკულარული დაავადებებით, რადგანაც აწ გადაჭარბებულმა დაწევამ პაციენტთა ამ ჯგუფში შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარება.

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი

რადგანაც პაციენტებში პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმით, როგორც წესი, არ აღინიშნება დადებითი პასუხი ჰიპოტენზიური საშუალებებით თერაპიაზე, რომლებიც მოქმედებენ რაას ინჰიბირების გზით, პრეპარატ ალორტიას® გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტთა ამ ჯგუფში.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

ფარმაკოკინეტიკური კვლევების მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ პაციენტებში ღვიძლის ციროზით აღინიშნება ლოზარტანის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა სისხლის პლაზმაში. არ არის რეკომენდირებული პრეპარატ ალორტიას® გამოყენება პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (9 ქულაზე მეტი ჩაილდ-პიუს შკალით), ასევე პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით (9 ქულაზე ნაკლები ჩაილდ-პიუს შკალით), რომელთათვის რეკომენდირებულია ლოზარტანის დოზის შემცირება 25 მგ-მდე დღეში.

პაციენტები თირკმლის უკმარისობით

რაას ინჰიბირების შედეგად ზოგიერთ განწყობილ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლოზარტანს, აღინიშნებოდა შექცევადი პრეპარატის მოხსნისას თირკმელების ფუნქციის ცვლილებები.

პაციენტებში, რომელთა თირკმელების ფუნქცია შეიძლება დამოკიდებული იყოს რაას აქტივობაზე (მაგალითად, NYHA კლასიფიკაციის მიხედვით III-IV ფუნქციური კლასის გქუ დროს), აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას ახლდა ოლიგურია და/ან მზარდი აზოტემია და, იშვიათად, თირკმლის მწვავე უკმარისობა და/ან ლეტალური დასასრული. მსგავსი სურათი აღინიშნებოდა ლოზარტანის გამოყენების დროსაც ასეთ პაციენტებში. კლინიკურ კვლევებში აგფ ინჰიბიტორების გამოყენება პაციენტებში თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით, იწვევდა კრეატინინის და შარდოვანას ნარჩენი აზოტის კონცენტრაციის ზრდას სისხლის პლაზმაში. მსგავსი ეფექტი აღინიშნებოდა ლოზარტანის მიღებისას პაციენტთა მოცემულ ჯგუფში, მაგრამ იგი შექცევადი იყო პრეპარატის მოხსნისას. პრეპარატი ალორტია® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზით ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზით.

სპეციალური ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ

პრეპარატი ალორტია შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ არ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება შემდეგი მდგომარეობების დროს: ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია.

ზემოქმედება საქმიანობის პოტენციურად საშიში სახეობების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციებს (მაგალითად, ავტოტრანსპორტის მართვა, მუშაობა მოძრავ მექანიზმებთან)

საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და სხვა ტექნიკურ საშუალებებთან მუშაობის დროს, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, თავბრუსხვევის განვითარების რისკის გათვალისწინებით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატ ალორტიას® ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას. ამიტომ სხვადასხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ერთდროული გამოყენება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამლოდიპინი

ამლოდიპინის ერთდროულად გამოყენება თიაზიდურ დიურეზულებთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან ან აგფ ინჰიბიტორებთან ითვლება უსაფრთხოდ.

სხვა კნაბ-სგან განსხვავებით ამლოდიპინის (კნაბ III თაობა) კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ ყოფილა აღმოჩენილი არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, მათ შორის ინდომეტაცინთან ერთდროულად გამოყენებისას.

შესაძლებელია კნაბ-ის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების გაძლიერება ერთდროულად გამოყენებისას თიაზიდურ და “მარყუჟულ” დიურეზულებთან, აგფ ინჰიბიტორებთან და ნიტრატებთან, ასევე ერთდროულად გამოყენებისას ალფა1-ადრენობლოკატორებთან, ნეიროლეფსიურებთან.

ამლოდიპინის ერთდროული გამოყენება CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორებთან საჭიროებს არტერიული ჰიპოტენზიის და პერიფერიული შეშუპებების სიმპტომების სათანადო კონტროლს. დღეში 180 მგ დოზით დილთიაზემის და დღეში 5 მგ დოზით ამლოდიპინის ერთდროულად გამოყენებისას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ამლოდიპინის სისტემური კონცენტრაცია იზრდება 60%-ით. ერითრომიცინი ერთდროულად გამოყენებისას ზრდის ამლოდიპინის ჩმახ სისხლის პლაზმაში ახალგაზრდა პაციენტებში 22%-ით, ხოლო ხანდაზნული ასაკის პაციენტებში - 50%-ით. ამავე დროს, CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერმა ინჰიბიტორებმა (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი) შეიძლება გაზარდონ ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უფრო დიდი ხარისხით.

მიუხედავად იმისა, რომ ამლოდიპინის და CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორების (მაგალითად, რიფამპიცინი, ჩვეულებრივი კრაზანა) ურთიერთქმედების ზუსტი რაოდენობრივი შეფასება არ არის მიღებული, მათი ერთდროულად გამოყენების ფონზე რეკომენდირებულია აწ რეგულარული კონტროლი.

ბეტა-ადრენობლოკატორებმა ამლოდიპინთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიონ ქრონიკული გულის უკმარისობის გამწვავება.

ამლოდიპინთან ერთად გამოყენებისას ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ გამოიწვიონ გქუ-ის მიმდინარეობის გამწვავება.

თუმცა ამლოდიპინის შესწავლისას უარყოფითი ინოტროპული მოქმედება ჩვეულებრივ არ აღინიშნებოდა, მიუხედავად ამისა, ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გააძლიერონ QT ინტერვალის გახანგრძლივების გამომწვევი ანტიარითმიული საშუალებების უარყოფითი ინოტროპული მოქმედების გამოხატულება (მაგალითად, ამიოდარონი და ქინიდინი).

100 მგ სილდენაფილის ერთჯერადი მიღება პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით არ ახდენს ზეგავლენას ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკის პარამეტრებზე.

10 მგ დოზით ამლოდიპინის განმეორებით და 80 მგ დოზით ატორვასტატინის ერთად მიღებას არ ახლავს თან ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ეთანოლი (სასმელები, რომლებიც ალკოჰოლს შეიცავენ): ამლოდიპინი ერთჯერადად და განმეორებით გამოყენებისას 10 მგ დოზით არ მოქმედებს ეთანოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

ნეიროლეფსიურები და იზოფლურანი აძლიერებენ დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას.

დანტროლენის ინტრავენურად შეყვანისას ამლოდიპინით თერაპიის ფონზე შესაძლებელია კოლაფსი, არითმიები, გულის შეკუმშვათა სიძლიერის დაქვეითება და ჰიპერკალიემია.

კალციუმის პრეპარატებს შეუძლიათ კნაბ ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შემცირება.

ამლოდიპინის ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია ნეიროტოქსიურობის გამოვლინების გაძლიერება (გულისრევა, ღებინება, დიარეა, ატაქსია, ტრემორი, ხმაური ყურებში).

არ ახდენს ზემოქმედებას სისხლის შრატში დიგოქსინის კონცენტრაციაზე და მის თიკმლისმიერ კლირენსზე.

არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ვარფარინის მოქმედებაზე (პროთრომბინის დრო).

ციმეტიდინი არ მოქმედებს ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე.

In vitro კვლევებში ამლოდიპინი არ მოქმედებს დიგოქსინის, ფენიტოინის, ვარფარინის და ინდომეტაცინის სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირებაზე.

240 მგ გრეიპფრუტის წვენის და 10 მგ ამლოდიპინის ერთდროულ ერთჯერად მიღებას შიგნით არ ახლავს ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება.

ალუმინი- ან მაგნიუმის შემცველი ანტაციდების ერთჯერადი მიღება არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე.

ამლოდიპინთან ერთდროულად გამოყენებისას არსებობს ტაკროლიმუსის კონცენტრაციის ზრდის რისკი სისხლის პლაზმაში, მაგრამ ამ ურთიერთქმედების ფარმაკოკინეტიკური მექანიზმი არ არის მთლიანად შესწავლილი. ტაკროლიმუსის ტოქსიკური მოქედების პრევენციისთვის ამლოდიპინთან ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა ტაკროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლირება სისხლის პლაზმაში და ტაკროლიმუსის დოზის კორექტირება საჭიროების შემთხვევაში.

კლარითრომიცინი წარმოადგენს CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორს. ამლოდიპინის და კლარითრომიცინის ერთდროულად გამოყენებისას მომატებულია არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი. რეკომენდირებულია სათანადო სამედიცინო დაკვირვება პაციენტებზე, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს კლარითრომიცინთან ერთად.

mTOR ინჰიბიტორები (Mammalian Target of Rapamycin - რაპამიცინის სამიზნე ძუძუმწოვართა უჯრედებში), მაგალითად, სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი წარმოადგენენ CYP3A4 იზოფერმენტის სუბსტრატებს. ამლოდიპინი წარმოადგენს CYP3A4 იზოფერმენტის სუსტ ინჰიბიტორს. mTOR ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისას ამლოდიპინს შეუძლია mTOR ინჰიბიტორების დაქვემდებარების ზრდა.

სამკურნალო საშუალებების კვლევები ციკლოსპორინის და ამლოდიპინის გამოყენებით ჯანმრთელ მოხალისეებში ან პაციენტთა სხვა ჯგუფებში არ ჩატარებულა. გარდა პაციენტებისა, რომლებმაც გადაიტანეს თირკმლის ტრანსპლანტაცია, რომლებსაც აღენიშნებოდათ ციკლოსპორინის ვარიაბელური მინიმალური კონცენტრაციები (საშუალო მნიშვნელობები: 0% - 40%). ამლოდიპინის ერთდროულად გამოყენებისას პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს თირკმლის ტრანსპლანტაცია, საჭიროა ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლირება სისხლის პლაზმაში და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დოზის შემცირება.

პრეპარატის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ამლოდიპინი არ მოქმედებს ატორვასტატინის, დიგოქსინის ან ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე.

10 მგ ამლოდიპინის და 80 მგ სიმვასტატინის მრავალჯერადი ერთდროული გამოყენება იწვევს სიმვასტატინის ექსპოზიციის 77%-ით ზრდას. სიმვასტატინის დოზა ამლოდიპონთან ერთდროულად გამოყენებისას არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს 1 ჯერ დღეში.

ლოზარტანი

ისევე, როგორც სხვა საშაულებების გამოყენებისას, რომლებიც ახდენენ ანგიოთენზინი II წარმოქმნის და მისი ეფექტების ბლოკირებას, კალიუმის შემნახველი დიურეზულების (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, ეპლერენონი), კალიუმის პრეპარატების და კალიუმის შემცველი მარილების შემცვლელების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის შემცველობის ზრდა სისხლის შრატში.

ისევე, როგორც სხვა სს-ის გამოყენებისას, რომლებიც მოქმედებენ ნატრიუმის გამოყოფაზე, ლოზარტანს შეუძლია ლითიუმის გამოყოფის შემცირება, ამიტომ ლითიუმის პრეპარატების და არა II-ბის ერთდროულად გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის სათანადო მონიტორინგი.

ზოგიერთ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ ასაპ-ით, ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით, აგფ ინჰიბიტორების და/ან არა II-ის ერთდროულად გამოყენებამ, ლოზარტანის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება, თირკმლის მწვავე უკმარისობის (თმუ) განვითარებამდე. ჩვეულებრივ ეს ეფექტი შექცევადია. ასაპ-ებს, ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით, შეუძლიათ არა II-ის ეფექტის შემცირება, ლოზარტანის ჩათვლით. ამიტომ არა II-ის ეფექტი შეიძლება შესუსტებული იქნას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას, კერძოდ, ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორების. ამგვარად, ამლოდიპინი/ლოზარტანის კომბინაციის ერთდროული გამოყენება ასაპ-ებთან სიფრთხილით უნდა ჩატარდეს პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით.

რაას ორმაგი ბლოკადა (აგფ ინჰიბიტორების და არა II-ის ერთდროულად გამოყენება) პაციენტებში ათეროსკლეროზით, გქუ ან შაქრიანი დიაბეტით სამიზნე-ორგანოების დაზიანებით ასოცირებულია არტერიული ჰიპოტენზიის, გულყრის, ჰიპერკალიემიის და თირკმელების ფუნქციის დარღვევის (თმუ-ს ჩათვლით) განვითარების უფრო მაღალ სიხშირესთან, ერთ-ერთი ჩამოთვლილი ჯგუფებიდან პრეპარატის გამოყენებასთან შედარებით. რაას ორმაგი ბლოკადა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში თირკმელების ფუნქციის სათანადო კონტროლის ქვეშ.

ლოზარტანის ალისკირენთან ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმელების ფუნქციის დარღვევებით (კკ 60 მლ/წთ-ზე ნაკლები) და არ არის რეკომენდებულია სხვა პაციენტებში.

არ აღნიშნულა ლოზარტანის ფარმაკოკინეტიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი, დიგოქსინი, ვარფარინი, ციმეტიდინი და ფენობარბიტალი. რიფამპიცინის, მედიკამენტური მეტაბოლიზმის ინდურქტორის, მიღება ამცირებს ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

კლინიკურ კვლევებში შესწავლილი იყო CYP3A4 იზოფერმენტის ორი ინჰიბიტორის გამოყენება. კეტოკონაზოლი არ მოქმედებდა ლოზარტანის მეტაბოლიზმზე აქტიურ მეტაბოლიტამდე ლოზარტანის ინტრავენური შეყვანის შემდეგ. ერითრომიცინი არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს ლოზარტანის ფარმაკოკინეტიკაზე შიგნით მიღებისას.

ფლუკონაზოლი, CYP2C9 იზოფერმენტის ინჰიბიტორი, ამცირებს ლოზარტანის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციას და ზრდის ლოზარტანის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, მაგრამ ლოზარტანის და CYP2C9 იზოფერმენტის ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენების ფარმაკოდინამიკური მნიშვნელობა არ არის დადგენილი. ნაჩვენებია, რომ პაციენტებში, რომლებშიც არ ხდება ლოზარტანის მეტაბოლიზირება აქტიურ მეტაბოლიტად, არსებობს CYP2C9 იზოფერმენტის ძალიან იშვიათი და სპეციფიკური დეფიციტი. ეს მონაცემები მოწმობენ იმაზე, რომ ლოზარტანის მეტაბოლიზმი აქტიურ მეტაბილიტამდე განპირობებულია ძირითადად CYP2C9 იზოფერმენტით, და არა CYP3A4 იზოფერმენტით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატ ალორტიას® გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია, ორსულობის დადგომის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

სამკურნალო საშუალებებმა (სს), რომლებიც მოქმედებენ რაას-ზე, შეიძლება გამოიწვიონ ნაყოფის და ახალშობილის დაზიანებები და სიკვდილი ორსულებში გამოყენებისას. აღწერილია აგფ-ს ინჰიბიტორების გამოყენების ერთეული შემთხვევები ორსულობის დროს.

რაას-ზე უშუალოდ ზემოქმედების მქონე სს-ის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრებში დაკავშირებულია ნაყოფის ისეთ დაზიანებებთან და ახალშობილებში გართულებებთან, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, თავის ქალას ძვლების ნეონატალური ჰიპოპლაზია, ანურია, თირკმლის შექცევადი და შეუქცევადი უკმარისობა. ასევე აღნიშნილი იყო ოლიგოჰიდრამნიონის შემთხვევები, რომლის განვითარება სავარაუდოდ მოხდა ნაყოფის თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის შედეგად. ასეთ შემთხვევებში ოლიგოჰიდრამნიონი ასოციებული იყო კიდურების კონტრაქტურასთან, ქალა-სახის დეფორმაციებთან და ნაყოფის ფილტვების ჰიპოპლაზიასთან. გარდა ამისა, აღნიშნული იყო ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების და არტერიული სადინრის შეუხორცებლობის შემთხვევები, მაგრამ კავშირი ანგიოთენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებასთან ამ შემთხვევებში აღმოჩენილი არ ყოფილა. ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები, სავარაუდოდ, არ წარმოადგენენ არა II-ის გამოყენების შედეგს ორსულობის I ტრიმესტრში. ორსულები, რომლებიც იღებენ არა II-ს ორსულობის I ტრიმესტრში, აუცილებლად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი არა II-ის გამოყენების შედეგების შესახებ ორსულობის II და III ტრიმესტრებში.

ორსულობის ვადის მიხედვით ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად შეიძლება გამოყენებული იქნას სტრესული ტესტი, არასტრესული ტესტი ან ნაყოფის ბიოფიზიოლოგიური პროფილის განსაზღვრა. პაციენტებმა და ექიმმა უნდა იცოდნენ, რომ ოლიგოჰიდრამნიონი ვითარდება ნაყოფის შეუქცევადი დაზიანების შემთხვევაში. ახალშობილები, რომელთა დედებიც იღებდნენ ორსულობის დროს ანგიოთენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ, არტერიული ჰიპოტენზიის, ოლიგურიის და ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის გათვალისწინებით. ოლიგურიის განვითარების დროს, პირველ რიგში, აუცილებელია აწ და თირკმლის პერფუზიის კორექტირება. გაცვლითი ჰემოტრანსფუზია ან ჰემოდიალიზი აუცილებელია არტერიული ჰიპოტენზიის კორექციისათვის და/ან თირკმელების ფუნქციის ჩანაცვლებისათვის.

ამლოდიპინი

ამლოდიპინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს არ არის დადგენილი. ცხოველებზე ცდებში აღინიშნებოდა რეპროდუქციული ტოქსიკურობის ნიშნები ამლოდიპინის მაღალი დოზების გამოყენებისას.

ამლოდიპინის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია უსაფრთხო ჰიპოტენზიური ალტერნატიული თერაპიის არარსებობის დროს და თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის.

ლოზარტანი

ორსულობის II და III ტრიმესტრებში სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ, რომლებიც მოქმედებენ რაას-ზე, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანებები ან ნაყოფის სიკვდილიც კი, ამიტომ ორსულობის დაგეგმვისას ან მისი დადგომისას, საჭიროა ლოზარტანის მიღების შეწყვეტა და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიულ ჰიპოტენზიურ თერაპიაზე გადაყვანა უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით. თირკმლის პერფუზია ნაყოფში, რომელიც დამოკიდებულია რაას-ზე, ვითარდება ორსულობის II ტრიმესტრიდან, ამიტომ რისკი ნაყოფისთვის იზრდება ლოზარტანის მიღებისას ორსულობის II და III ტრიმესტრებში.

ლაქტაციის პერიოდი

უცნობია ხდება თუ არა ამლოდიპინის და/ან ლოზარტანის გამოყოფა დედის რძეში, წინაკლინიკურ კვლევებში ცხოველებში აღინიშნებოდა ამლოდიპინის და/ან ლოზარტანის აქტიური მეტაბოლიტის მნიშვნელოვანი კონცენტრაციები დედის რძეში.

პრეპარატ ალორტიას® გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

ამლოდიპინი

ზოგიერთ პაციენტებში კალციუმის არხების ბლოკატორების გამოყენებისას აღინიშნებოდა სპერმატოზოიდის თავის შექცევადი ბიოქიმიური ცვლილებები. კლინიკური მონაცემები ფერტილობაზე ამლოდიპინის პოტენციური ზემოქმედების შესახებ არ არის სამკარისი. იყო შეტყობინებები, რომ ვირთხებზე კვლევებში გამოვლენილია გვერდითი მოქმედება ვირთხების მამრების ფერტილობაზე.

ლოზარტანი

in vitro და in vivo კვლევებში ლოზარტანის მუტაგენური თვისებები არ არის აღმოჩენილი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და სხვა ტექნიკურ საშუალებებთან მუშაობის დროს, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, თავბრუსხვევის განვითარების რისკის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯმო) გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიკაცია: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან ˂1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან ˂1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან ˂1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (˂1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).

ლოზარტანი და ამლოდიპინი

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

  • ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
  • არახშირი: ძილიანობა

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

  • არახშირი: ვერტიგო

დარღვევები გულის მხრივ

  • არახძირი: გულისცემის შეგრძნება

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

  • არახშირი: სახის კანთან სისხლის “მოწოლის” შეგრძნება, ორთოსტაზული ჰიპოტენზია (დოზადამოკიდებული ორთოსტაზური რეაქციების ჩათვლით)**

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გუმლკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

  • არახშირი: დისკომფორტი მუცლის არეში, დისპეფსია, გულისრევა, რეფლუქს-აზოფაგიტი

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

  • არახშირი: კანის ქავილი, ჭინჭრის ციება

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ

  • არახშირი: ხშირი შარდვა (პოლაკიურია)

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას

  • არახშირი: შეშუპებები/პერიფერიული შეშუპებები, სისუსტე, დისკომფორტი გულმკერდის არეში, ტკივილი გულმკერდში, სწრაფად დანაყრების შეგრძნება.

ლოზარტანი

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

  • სიხშირე უცნობია: საშარდე გზების ინფექცია

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

  • სიხშირე უცნობია: თრომბოციტოპენია, ანემია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

  • იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება*, ვასკულიტი, ჰემორაგიული ვასკულიტის ჩათვლით (შენლეინ-გენოხის პურპურა), მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

ფსიქიკის დარღვევები

  • სიხშირე უცნობია: დეპრესია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

  • ხშირი: თავბრუსხვევა
  • არახშირი: ძილიანობა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა
  • სიხშირე უცნობია: დისგევზია, შაკიკი

  • ხშირი: ვერტიგო
  • სიხშირე უცნობია: ხმაური ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

  • არახშირი: გულისცემის შეგრძნება, სტენოკარდია

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ

  • არახშირი: ორთოსტაზული ჰიპოტენზია (დოზადამოკიდებული ორტოსტაზული რეაქციის ჩათვლით)**

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

  • სიხშირე უცნობია: ხველა

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

  • არახშირი: მუცლის ტკივილი, ყაბზობა
  • სიხშირე უცნობია: პანკრეატიტი, დიარეა

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

  • იშვიათი: ჰეპატიტი
  • სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

  • არახშირი: გამონაყარი კანზე
  • სიხშირე უცნობია: კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, ფოტომგრძნობელობა

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

  • სიხშირე უცნობია: მიალგია, ართრალგია, რაბდომილიოზი, ზურგის ტკივილი

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ

  • სიხშირე უცნობია: ერექტილური დისფუნქცია/იმპოტენცია

ზოგადი აშლილობები და დარღვევეი შეყვანის ადგილას

  • არახშირი: შეშუპებები/პერიფერიული შეშუპებები, მომატებული დაღლილობა, ასტენია
  • სიხშირე უცნობია: შეუძლოდ ყოფნა, გრიპის მაგვარი სიმპტომები

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

  • ხშირი: ჰიპერკალიემია
  • იშვიათი: ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება (ალტ)***
  • სიხშირე უცნობია: ჰიპონატრიემია

ამლოდიპინი

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

  • ძალიან იშვიათი: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

  • ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება*, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

  • ძალიან იშვიათი: ჰიპერგლიკემია

ფსიქიკის დარღვევები

  • არახშირი: უძილობა, განწყობის ლაბილურობა (შფოთვის ჩათვლით), დეპრესია
  • იშვიათი: გონების დაბინდვა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

  • ხშირი: თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი
  • არახშირი: პარესთეზია, ჰიპესთეზია, ტრემორი, დისგევზია
  • ძალიან იშვიათი: კუნთების ჰიპერტონუსი, პერიფერიული ნეიროპათია
  • სიხშირე უცნობია: ექსტრაპირამიდული დარღვევები

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

  • ხშირი: მხედველობის დარღვევები (მათ შორის დიპლოპია)

  • არახშირი: ხმაური ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

  • ხშირი: გულისცემის შეგრძნება
  • არახშირი: არითმია (ბრადიკარდიის, პარკუჭების ტაქიკარდიის და წინაგულების ფრიალის ჩათვლით)
  • ძალიან იშვიათი: მიოკარდიუმის ინფარქტი

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ

  • ხშირი: სახის კანთან სისხლის “მოწოლის” შეგრძნება
  • არახშირი: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება
  • ძალიან იშვიათი: ვასკულიტი

  • ხშირი: ქოშინი
  • არახშირი: რინიტი
  • ძალიან იშვიათი: ხველა

  • ხშირი: მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გულისრევა, დეფეკაციის რეჟიმის ცვლილება (დიარეის და ყაბზობის ჩათვლით)
  • არახშირი: გულისრევა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, წყურვილი
  • ძალიან იშვიათი: გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია, პანკრეატიტი

  • ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი, სიყვითლე, “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის ზრდა

  • არახშირი: გამონაყარი კანზე, ალოპეცია, პურპურა, კანის ფერის ცვლილება, მომატებული ოფლიანობა, ეგზანტემა, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება
  • ძალიან იშვიათი: ფოტოგრძნობელობა, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, ექსფოლიაზური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი

  • ხშირი: კოჭის შეშუპება, კუნთების კრუნჩხვები
  • არახშირი: მიალგია, ართრალგია

  • არახშირი: გახშირებული შარდვა (პოლაკიურია); მოშარდვის მტკივნეული სურვილი, ნიქტურია

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ

  • არახშირი: ერექტილური დისფუნქცია/იმპოტენცია, გინეკომასტია

  • ძალიან ხშირი: შეშუპებები/პერიფერიული შეშუპებები
  • ხშირი: მომატებული დაღლილობა, ასტენია
  • არახშირი: შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი

ლაბორატორიული და ისნტრუმენტალური მონაცემები

  • არახშირი: სხეულის მასის მომატება, სხეულის მასის შემცირება
  • ხორხის, ხმის იოგების, სახის, ხახის და/ან ენის შეშუპების ჩათვლით (სასუნთქი გზების ობსტრუქციის განვითარებით), ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში სხვა პრეპარატებით მკურნალობისას, აგფ ინჰიბიტორების ჩათვლით.

  • *განსაკუთრებით პაციენტებში შემცირებული მოცირკულირე სისხლის მოცულობით (მაგალითად, პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით ან დიურეზულებით მაღალი დოზებით მკურნალობის შემდეგ).
  • **ჩვეულებრივ ალაგდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

ჭარბი დოზა

ამლოდიპინი/ლოზარტანი ფიქსირებული კომბინაციით ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი. ქვემოთ მოყვანილია მონაცემები ამლოდიპინის და ლოზარტანის ჭარბი დოზირების შესახებ, რომლებიც მიიღებოდა ცალ-ცალკე.

ამლოდიპინი

სიპტომები: აწ-ს გამოხატული დაწევა რეფლექტორული ტაქიკარდიის და ჭარბი პერიფერიული ვაზოდილატაციის შესაძლო განვითარებით (მძიმე და მდგრადი არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი, მათ შორის შოკის და ლეტალური დასასრულის განვითარებით).

მკურნალობა: აქტივირებული ნახშირის მიღება (აქტივირებული ნახშირის გამოყენება ჯანმრთელ მოხალისეებში მაშინათვე ან 10 მგ ამლოდიპინის შიგნით მიღებიდან 2 საათის განმავლობაში იწვევდა მისი შეწოვის მნიშვნელოვან დაქვეითებას). საჭიროების შემთხვევაში ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა. კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზია ამლოდიპინის ჭარბი დოზირების დროს საჭიროებს კომპლექსური ზომების ჩატარებას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის ნორმალიზებისთვის, საჭიროა ქვედა კიდურების შემაღლებულ მდგომარეობაში მოთავსება, მუდმივი კონტროლის განხორციელება გულის და სასუნთქი სისტემის ფუნქციურ მაჩვენებლებზე, მსმ და დიურეზზე. ინტენსიური სიმპტომური თერაპია. სისხლძარღვების ტონუსის და აწ-ს აღდგენისათვის იყენებენ სისხლძარღვების შემავიწროვებელ პრეპარატებს (მათი გამოყენებისადმი უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში), კალციუმის არხების ბლოკადის აღმოფხვრის მიზნით - კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

ლოზარტანი

არსებობს შეზღუდული მონაცემები ლოზარტანის ჭარბი დოზის შესახებ.

სიმპტომები: აწ გამოხატული დაწევა, ტაქიკარდია; ბრადიკარდია, განპირობებული პარასიმპატიკური (ვაგუსური) სტიმულირებით.

მკურნალობა: სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია. ჰემოდიალიზი ლოზარტანისთვის და მისი აქტიური მეტაბოლიტისთვის არაეფექტურია.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: კალიუმის ლოზარტანი და ამლოდიპინის ბესილატი.

ალორტია® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 50 მგ/5 მგ

აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ კალიუმის ლოზარტანს და 6,94 მგ ამლოდიპინის ბესილატს, 5 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.

ალორტია® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 50 მგ/10 მგ

აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ კალიუმის ლოზარტანს და 13,88 მგ ამლოდიპინის ბესილატს, 10 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.

ალორტია® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 100 მგ/5 მგ

აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს 100 მგ კალიუმის ლოზარტანს და 6,94 მგ ამლოდიპინის ბესილატს, 5 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.

ალორტია® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 100 მგ/10 მგ

აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს 100 მგ კალიუმის ლოზარტანს და 13,88 მგ ამლოდიპინის ბესილატს, 10 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერებები:

ბირთვი: ცელაქტოზა1, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102), პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ტიპი A), რკინის საღებარი ყვითელი ოქსიდი (E 172), კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ოპადრაი თეთრი2, რკინის საღებარი წითელი ოქსიდი (E 172)*, რკინის საღებარი ყვითელი ოქსიდი (E 172)**.

1 ცელაქტოზა: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ცელულოზა.

2 ოპადრაი თეთრი: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი, ტალკი.

  • არის აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებში 50 მგ/5 მგ, 50 მგ/10 მგ და 100 მგ/5 მგ
  • * არის აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებში 50 მგ/5 მგ და 100 მგ/10 მგ

აღწერილობა

ტაბლეტები 50 მგ/5 მგ: ოვალური, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული მოყავისფრო-ნარინჯისფერი აპკიანი გარსით.

ტაბლეტები 50 მგ/10 მგ: ოვალური, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული წითელ-მოყავისფრო აპკიანი გარსით.

ტაბლეტები 100 მგ/5 მგ: ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული ვარდისფერი აპკიანი გარსით.

ტაბლეტები 100 მგ/10 მგ: ღია-მოყვითალო-მოყავისფრო, ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული ღია-მოყავისფრო ყვითელი ფერის აპკიანი გარსით.

შენახვის პირობები

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალება (კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორი + ანგიოთენზინი II რეცეპტორების ანტაგონისტი)

ათქ კოდი: C09DB06

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატი ალორტია® წარმოადგენს ორი აქტიური კომპონენტის კომბინაციას ერთმანეთის შემავსებელი ანტიჰიპერტენზიული მოქმედებით: ამლოდიპინის (“ნელი” კალციუმის არხების ბლოკატორი (ნკაბ)) და ლოზარტანის (ანგიოთენზინი II რეცეპტორების ანტაგონისტი (არა II)). პრეპარატის აქტიურ კომპონენტებს გააჩნიათ ანტიჰიპერტენზიული მოქმედების სხვადასხვა მექანიზმი: ამლოდიპინი იწვევს სისხლძარღვთა გაფართოვებას საერთო პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირებით (სპსწ), ლოზარტანი ზემოქმედებას ახდენს რენინ-ანგიოთენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (რაას) (აინჰიბირებს ანგიოთენზინი II-ის ეფექტებს), რაც იწვევს არტერიული წნევის (აწ) უფრო გამოხატულ დაწევას ასეთთან შედარებით თითოეული პრეპარატით მონოთერაპიის ფონზე.

ამლოდიპინი

ამლოდიპინი - დიჰიდროპირიდინის წარმოებული, ბლოკავს კალციუმის “ნელ” არხებს და ამცირებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ მიწოდებას კარდიომიოციტებსა და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში. ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება დაკავშირებულია პირდაპირ მომადუნებელ ეფექტზე არტერიული სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე. პრეკლინიკურ კვლევებში ამლოდიპინი ახდენდა უფრო გამოხატულ მოქმედებას სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებზე კარდიომიოციტებთან შედარებით. ამლოდიპონი არ ახდენს ნეგატიურ მოქმედებას ატრიოვენტრიკულარულ გამტარობაზე, არც მიოკარდიუმის კუმშვადობაზე. ამცირებს თირკმელების სისხლძარღვების წინააღმდეგობას და ზრდის თირკმლის სისხლის მიმოქცევას.

ამლოდიპინის კვლევებმა პაციენტებში II-IV ფუნქციური კლასის გულის ქრონიკული უკმარისობით (გქუ) NYHA კლასიფიკაციის მიხედვით (ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის კლასიფიკაცია) აჩვენეს, რომ ამლოდიპინი არ ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ტოლერანტობაზე ფიზიკური დატვირთვის, განდევნის ფრაქციის ან სისხლის პლაზმაში ლიპიდების და გლუკოზის კონცენტრაციის მიმართ. ამლოდიპინის შიგნით ერთჯერადი მიღების შემდეგ მოქმედება იწყება 2-4 საათის შემდეგ და შენარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან არანაკლებ 4 კვირის შემდეგ. ამლოდიპინი ამცირებს არტერიულ წნევას პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან “მწოლიარე” და “მჯდომარე” მდგომარეობაში, ასევე ფიზიკური დატვირთვის დროს. ფარმაკოდინამიკური ეფექტის თანდათან განვითარების წყალობით ამლოდიპინი არ იწვევს არტერიული წნევის მკვეთრ დაწევას ან რეფლექტორულ ტაქიკარდიას. ამლოდიპინი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპეფრტროფიის გამოხატულებას. ჰემოდინამიკური ეფექტები ნარჩუნდება უცვლელად ამლოდიპინის ხანგრძლივი გამოყენებისას.

ლოზარტანი

ლოზარტანი - სინთეტიკური ანგიოთენზინი II რეცეპტორების ანტაგონისტი (ტიპი AT1), შიგნით მისაღებად. ანგიოტენზინი II წარმოადგენს ძლიერ ვაზოკონსტრიქტორს, რაას-ის ძირითად აქტიურ ჰორმონს, აგრეთვე გადამწყვეტ პათოფიზიოლოგიურ რგოლს არტერიული ჰიპერტენზიის (აჰ) განვითარებისას. ანგიოტენზინი II უკავშირდება AT1-რეცეპტორებს, რომლებიც არიან ბევრ ქსოვილებში (სისხლძარღვთა გლუვ-კუნთოვან ქსოვილებში, თირკმელზედა ჯირკვალში, თირკმელებში, გულში) და ასრულებს მთავარ ბიოლოგიურ ფუნქციას, ვაზოკონსტრიქციის და ალდოსტერონის გამოთავისუფლების ჩათვლით. ანგიოტენზინი II აგრეთვე ახდენს სისხლძარღვთა გლუვ-კუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციის სტიმულირებას.

ლოზარტანი სელექციურად აბლოკირებს AT1-რეცეპტორებს. ლოზარტანი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური კარბოქსილირებული მეტაბოლიტი (E-3174), როგორც in vitro, ისე in vivo პიროებში ახდენს ანგიოტენზინი II-ის ყველა ფიზიოლოგიური ეფექტის ბლოკირებას, მისი წყაროსა და სინთეზის გზებისაგან დამოუკიდებლად.

ლოზარტანს არ გააჩნია აგონისტის თვისებები და არ აბლოკირებს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მონაწილეობენ გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის რეგულაციაში. ლოზარტანი არ ახდენს ანგიოტენზინ-გადრამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბირებას, რომელიც ხელს უყწობს ბრადიკინინის დაშლას. შესაბამისად, არ იწვევს ბრადიკინინით განპირობებული არასასუველი ეფექტების სიხშირის ზრდას.

ლოზარტანით მკურნალობისას რენინის სეკრეციის რეგულაციის დათრგუნვა ანგიოტენზინი II-ის ზემოქმედებით “უარყოფითი” უკუკავშირის მექანიზმით იწვევს სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობის (პრა) ზრდას, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში ანგიოტენზინი II-ის კონცენტრაციის მომატებას. მაგრამ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი და ალდოსტერონის კონცენტრაციის შემცირება სისხლის პლაზმაში ნარჩუნდება, რაც მიუთითებს AT1-რეცეპტორების ეფექტურ ბლოკადაზე. ლოზარტანის მიღების შეწყვეტის შემდეგ სისხლის პრა და ანგიოტენზინი II-ის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 3 დღის განმავლობაში მცირდება საწყის მნიშვნელობამდე.

ფარმაკოკინეტიკა

ამლოდიპინი

შეწოვა

თერაპიული დოზებით შიგნით მიღებისას ამლოდიპინი კარგად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 6-12 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიომისაწვდომობა შეადგენს 64-დან 80%-მდე. საკვების მიღება არ მოქმედებს ამლოდიპინის შეწოვაზე.

განაწილება

განაწილების მოცულობა (Vd) შეადგენს დაახლოებით 21ლ/კგ. წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღების დაწყებიდან 7-8 დღის შემდეგ. შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან - 98%.

მეტაბოლიზმი

ამლოდიპინი ექვემდებარება ნელ, მაგრამ აქტიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში “პირველი გავლის” მნიშვნელოვანი ეფექტის არარსებობისას. მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ მნივნელოვანი ფარმაკოლოგიური აქტივობა.

გამოყოფა

ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 30-40 საათს. პლაზმური კლორენსი შეადგენს 7 მლ/წთ/კგ. მეტაბოლიტების დაახლოებით 60% და ამლოდიპინის 10% უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით, 20-25% - ნაწლავით.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგიფებში

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ამლოდიპინის გამოყენების გამოცდილება პაციეტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შეზღუდულია. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით აღინიშნება T1/2 გახანგრძლივება.

ლოზარტანი

შეწოვა

ლოზარტანი შიგნით მიღების შემდეგ კარგად შეიწოვება. ლოზარტანის სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 33%. ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1 საათში და 3-4 საათში, შესაბამისად.

განაწილება

ლოზარტანი და მისი აქტიური მეტაბოლიტი სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება 99%-ით (ძირითადად ალბუმინს). ლოზარტანის Vd შეადგენს 34 ლიტრს.

მეტაბოლიზმი

ლოზარტანი ექვემდებარება მეტაბოლიზმს “პირველადი გავლის” დროს ღვიძლში აქტიური კარბოქსილირებული მეტაბოლიტის (E-3174) და სხვა არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ლოზარტანის პერორალურად ან ინტრავენურად შეყვანილი დოზის დაახლოებით 14% გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად. რადიოაქტიური ნახშირით მონიშნული ლოზარტანის კალიუმის (14C ლოზარტანი) პერორალური მიღების ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ, რადიოაქტიული ნიშნულის უმეტესი ნაწილი სისხლის ნაკადში შეესაბამებოდა ლოზარტანს და მის აქტიურ მეტაბოლიტს. ლოზარტანის ბიოტრანსფორმაციის მინიმალური დონე მის აქტიურ მეტაბოლიტად აღინიშნებოდა დაახლოებით პაციენტთა 1%-ში, რომლებიც მონაწილეობდნენ კლინიკურ კვლევებში.

გამოყოფა

ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 600 მლ/წთ და 50 მლ/წთ, შესაბამისად. ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს - 74 მლ/წთ და 26 მლ/წთ, შესაბამისად.

ლოზარტანის შიგნით მიღებისას დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით და 6% გამოიყოფა თირკმელებით აქტიური მეტგაბოლიტის სახით. ლოზარტანს და მის აქტიური მეტაბოლიტს გააჩნიათ ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა 200 მგ-მდე დოზით შიგნით მიღებისას.

ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში შიგნით მიღებისას მცირდება პოლიექსპონენციალურად საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდით T1/2 დაახლოებით 2 სთ და 6-9 სთ, შესაბამისად. 100 მგ დოზით, რომელიც მიიღება 1 ჯერ დღეში, არც ლოზარტანი, არც მისი აქტიური მეტაბოლიტი არ კუმულირდება სისხლის პლაზმაში. ლოზარტანი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით ნაღველით. 14C ლოზარტანის პერორალური მიღების და ინტრავენური შეყვანის შემდეგ ადამიანებში რადიოაქტიურობის 35% და 43%, შესაბამისად, ლოზარტანისა და მისი მეტაბოლიტისა გამოიყოფოდა თირკმელებით და 58% და 50%, შესაბამისად, ნაწლავებით.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში

ხანდაზმული პაციენტები

ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში ხანდაზმული ასაკის პაციენტებში აჰ-ით მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ამ მაჩვენებლებისაგან ახალგაზრდა პაციებტებში აჰ-ით.

სქესი

ლოზარტანის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში ქალებში აჰ-ით 2 ჯერ აღემატებოდა შესაბამის მნიშვნელობებს მამაკაცებში აჰ-ით. აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციები მამაკაცებსა და ქალებში არ განსხვავდებოდა.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის ალკოჰოლური ციროზით ლოზარტანის შიგნით მიღებისას, ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში იზრდებოდა 5 და 1,7 ჯერ, შესაბამისად, ანალოგიურ მაშვენებლებთან შედარებით მამრობითი სქესის ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

ლოზარტანის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არ იცვლება პაციენტებში კრეატინინის კლირენსით (კკ) >10 მლ/წთ. ლოზარტანის ფართობი “კონცენტრაცია-დრო” მრუდის ქვეშ (AUC) დიალიზზე მყოფ პაციენტებში, იყო დაახლოებით 2-ჯერ მეტი ლოზარტანის AUC-თან შედარებით პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით. აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არ იცვლება პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღევით ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში. არც ლოზარტანი, არც მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის მეშვეობით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ალორტია®

Alortia®

სავაჭრო დასახელება

ალორტია®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ლოზარტანი/ამლოდიპინი

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

გამოყენების ჩვენებები

  • არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებისათვის, რომელთათვის ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია ამლოდიპინით და ლოზარტანით).

გამოყენების წესი და დოზირება

შიგნით, 1 ჯერ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად, მცირე რაოდენობით წყლის დაყოლებით.

პრეპარატ ალორტიას® რეკომენდებული დოზა - 1 ტაბლეტი დღეში.

პრეპარატ ალორტიას® 5 მგ + 50 მგ დოზით უნიშნავენ პაციენტებს, რომლებმაც ვერ მიაღწიეს აწ ადეკვატურ კონტროლს ამლოდიპინის გამოყენებისას 5 მგ დოზით ან ლოზარტანის გამოყენებისას 50 მგ დოზით მინოთერაპიაში.

პრეპარატ ალორტიას® 5 მგ + 100 მგ დოზით უნიშნავენ პაციენტებს, რომლებმაც ვერ მიაღწიეს აწ ადეკვატურ კონტროლს ლოზარტანის გამოყენებისას 100 მგ დოზით ან პრეპარატ ალორტიას® გამოყენებისას 5 მგ + 50 მგ დოზით.

პრეპარატ ალორტიას® 10 მგ + 50 მგ დოზით უნიშნავენ პაციენტებს, რომლებმაც ვერ მიაღწიეს აწ ადეკვატურ კონტროლს ამლოდიპინის გამოყენებისას 10 მგ დოზით ან პრეპარატ ალორტიას® გამოყენებისას 5 მგ + 50 მგ დოზით.

პრეპარატ ალორტიას® 10 მგ + 100 მგ დოზით უნიშნავენ პაციენტებს, რომლებმაც ვერ მიაღწიეს აწ ადეკვატურ კონტროლს პრეპარატ ალორტიას® გამოყენებისას 5 მგ +100 მგ ან 10 მგ + 50 მგ დოზით.

დოზა შეირჩევა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების დოზების ადრე ჩატარებული ტიტრირების შემდეგ. თუ საჭირო იქნება ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერების დოზის ცვლილება ფიქსირებული კომბინირებული პრეპარატის შემადგენლობაში (მაგალითად, კვლავ დიაგნოსტირებულ დაავადებასთან, პაციენტის მდგომარეობასთან ან მედიკამენტურ ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით), აუცილებელია ცალკეული კომპონენტების დოზების ინდივიდუალური შერჩევა.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ + 100 მგ.

პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ ლოზარტანს და ამლოდიპინს, შეიძლება გადაყვანილი იქნან პრეპარატ ალორტიაზე®, რომელიც შეიცავს ლოზარტანს და ამლოდიპინს იგივე დოზებით.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

კკ 50-დან 20 მლ-მდე/წთ დროს დოზის კორექცია არ არის საჭირო.

პრეპარატი ალორტია® უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის 20 მლ/წთ-ზე ნაკლები კკ-ით და პაციენტებისათვის, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე (იხ. ნაწილი “უკუჩვენებები”).

პაციენტები დაბალი მსმ-ით

პაციენტებში დაბალი მსმ-ით (მაგალითად, დიურეზულების მაღალი დოზებით მკურნალობის შედეგად და ა.შ.) ლოზარტანის საწყისი დოზა უნდა შევამციროთ 25 მგ-მდე 1 ჯერ დღეში. იმის გამო, რომ პრეპარატ ალორტიას® არ გააჩნია დოზირება, რომელიც შეიცავს 25 მგ ლოზარტანს, ეს დოზა დანიშნული უნდა იქნას ლოზარტანით მონოთერაპიაში.

პრეპარატ ალორტიას® გამოყენების წინ აუცილებელია მსმ და ნატრიუმის შემცველობის აღდგენა სისხლის პლაზმაში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (9 ქულაზე ნაკლები ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით) ანამნეზში რეკომენდირებულია ლოზარტანის უფრო დაბალი დოზების გამოყენება. იმის გამო, რომ პრეპარატ ალორტიას® არ გააჩნია დოზირება, რომელიც შეიცავს 25 მგ ლოზარტანს, ეს დოზა დანიშნული უნდა იქნას ლოზარტანით მონოთერაპიაში.

პრეპარატ ალორტიას® გამოყენება შესაძლებელია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (9 ქულაზე ნაკლები ჩაილ-პიუს შკალის მიხედვით), რომელთათვის ექიმის გადაწყვეტილებით რეკომენდირებულია ლოზარტანის 50 მგ დოზით გამოყენება.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე უფროსი) შემცირებული კლირენსის გამო ამლოდიპინით თერაპიის დაწყება რეკომენდებულია დოზით 2,5 მგ 1 ჯერ დღეში. იმის გამო, რომ პრეპარატ ალორტიას® არ გააჩნია დოზირება, რომელიც შეიცავს 2,5 მგ ამლოდიპინს, ეს დოზა დანიშნული უნდა იქნას ამლოდიპინით მონოთერაპიაში.

ბავშვები და მოზარდები

არ არის რეკომენდებული პრეპარატ ალორტიას® დანიშვნა ბავშვებსა და 18 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში, რადგანაც არ არსებობს მონაცემები გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ პაციენტთა ამ ჯგუფში.

გვერდითი მოქმედება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯმო) გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიკაცია: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან ˂1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან ˂1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან ˂1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (˂1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).

ლოზარტანი და ამლოდიპინი

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

  • ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
  • არახშირი: ძილიანობა

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

  • არახშირი: ვერტიგო

დარღვევები გულის მხრივ

  • არახძირი: გულისცემის შეგრძნება

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

  • არახშირი: სახის კანთან სისხლის “მოწოლის” შეგრძნება, ორთოსტაზული ჰიპოტენზია (დოზადამოკიდებული ორთოსტაზური რეაქციების ჩათვლით)**

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გუმლკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

  • არახშირი: დისკომფორტი მუცლის არეში, დისპეფსია, გულისრევა, რეფლუქს-აზოფაგიტი

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

  • არახშირი: კანის ქავილი, ჭინჭრის ციება

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ

  • არახშირი: ხშირი შარდვა (პოლაკიურია)

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას

  • არახშირი: შეშუპებები/პერიფერიული შეშუპებები, სისუსტე, დისკომფორტი გულმკერდის არეში, ტკივილი გულმკერდში, სწრაფად დანაყრების შეგრძნება.

ლოზარტანი

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

  • სიხშირე უცნობია: საშარდე გზების ინფექცია

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

  • სიხშირე უცნობია: თრომბოციტოპენია, ანემია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

  • იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება*, ვასკულიტი, ჰემორაგიული ვასკულიტის ჩათვლით (შენლეინ-გენოხის პურპურა), მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

ფსიქიკის დარღვევები

  • სიხშირე უცნობია: დეპრესია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

  • ხშირი: თავბრუსხვევა
  • არახშირი: ძილიანობა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა
  • სიხშირე უცნობია: დისგევზია, შაკიკი

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

  • ხშირი: ვერტიგო
  • სიხშირე უცნობია: ხმაური ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

  • არახშირი: გულისცემის შეგრძნება, სტენოკარდია

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ

  • არახშირი: ორთოსტაზული ჰიპოტენზია (დოზადამოკიდებული ორტოსტაზული რეაქციის ჩათვლით)**

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

  • სიხშირე უცნობია: ხველა

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

  • არახშირი: მუცლის ტკივილი, ყაბზობა
  • სიხშირე უცნობია: პანკრეატიტი, დიარეა

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

  • იშვიათი: ჰეპატიტი
  • სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

  • არახშირი: გამონაყარი კანზე
  • სიხშირე უცნობია: კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, ფოტომგრძნობელობა

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

  • სიხშირე უცნობია: მიალგია, ართრალგია, რაბდომილიოზი, ზურგის ტკივილი

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ

  • სიხშირე უცნობია: ერექტილური დისფუნქცია/იმპოტენცია

ზოგადი აშლილობები და დარღვევეი შეყვანის ადგილას

  • არახშირი: შეშუპებები/პერიფერიული შეშუპებები, მომატებული დაღლილობა, ასტენია
  • სიხშირე უცნობია: შეუძლოდ ყოფნა, გრიპის მაგვარი სიმპტომები

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

  • ხშირი: ჰიპერკალიემია
  • იშვიათი: ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება (ალტ)***
  • სიხშირე უცნობია: ჰიპონატრიემია

ამლოდიპინი

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

  • ძალიან იშვიათი: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

  • ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება*, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

  • ძალიან იშვიათი: ჰიპერგლიკემია

ფსიქიკის დარღვევები

  • არახშირი: უძილობა, განწყობის ლაბილურობა (შფოთვის ჩათვლით), დეპრესია
  • იშვიათი: გონების დაბინდვა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

  • ხშირი: თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი
  • არახშირი: პარესთეზია, ჰიპესთეზია, ტრემორი, დისგევზია
  • ძალიან იშვიათი: კუნთების ჰიპერტონუსი, პერიფერიული ნეიროპათია
  • სიხშირე უცნობია: ექსტრაპირამიდული დარღვევები

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

  • ხშირი: მხედველობის დარღვევები (მათ შორის დიპლოპია)

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

  • არახშირი: ხმაური ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

  • ხშირი: გულისცემის შეგრძნება
  • არახშირი: არითმია (ბრადიკარდიის, პარკუჭების ტაქიკარდიის და წინაგულების ფრიალის ჩათვლით)
  • ძალიან იშვიათი: მიოკარდიუმის ინფარქტი

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ

  • ხშირი: სახის კანთან სისხლის “მოწოლის” შეგრძნება
  • არახშირი: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება
  • ძალიან იშვიათი: ვასკულიტი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

  • ხშირი: ქოშინი
  • არახშირი: რინიტი
  • ძალიან იშვიათი: ხველა

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

  • ხშირი: მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გულისრევა, დეფეკაციის რეჟიმის ცვლილება (დიარეის და ყაბზობის ჩათვლით)
  • არახშირი: გულისრევა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, წყურვილი
  • ძალიან იშვიათი: გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია, პანკრეატიტი

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

  • ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი, სიყვითლე, “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის ზრდა

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

  • არახშირი: გამონაყარი კანზე, ალოპეცია, პურპურა, კანის ფერის ცვლილება, მომატებული ოფლიანობა, ეგზანტემა, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება
  • ძალიან იშვიათი: ფოტოგრძნობელობა, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, ექსფოლიაზური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

  • ხშირი: კოჭის შეშუპება, კუნთების კრუნჩხვები
  • არახშირი: მიალგია, ართრალგია

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ

  • არახშირი: გახშირებული შარდვა (პოლაკიურია); მოშარდვის მტკივნეული სურვილი, ნიქტურია

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ

  • არახშირი: ერექტილური დისფუნქცია/იმპოტენცია, გინეკომასტია

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას

  • ძალიან ხშირი: შეშუპებები/პერიფერიული შეშუპებები
  • ხშირი: მომატებული დაღლილობა, ასტენია
  • არახშირი: შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი

ლაბორატორიული და ისნტრუმენტალური მონაცემები

  • არახშირი: სხეულის მასის მომატება, სხეულის მასის შემცირება
  • ხორხის, ხმის იოგების, სახის, ხახის და/ან ენის შეშუპების ჩათვლით (სასუნთქი გზების ობსტრუქციის განვითარებით), ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში სხვა პრეპარატებით მკურნალობისას, აგფ ინჰიბიტორების ჩათვლით.
  • ხორხის, ხმის იოგების, სახის, ხახის და/ან ენის შეშუპების ჩათვლით (სასუნთქი გზების ობსტრუქციის განვითარებით), ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში სხვა პრეპარატებით მკურნალობისას, აგფ ინჰიბიტორების ჩათვლით.
  • *განსაკუთრებით პაციენტებში შემცირებული მოცირკულირე სისხლის მოცულობით (მაგალითად, პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით ან დიურეზულებით მაღალი დოზებით მკურნალობის შემდეგ).
  • **ჩვეულებრივ ალაგდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერებების და/ან დამხმარე კონპონენტების მიმართ.
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (იხ. ნაწილი “გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში”).
  • ღვიძლის მძიმე უკმარისობა (9 ქულაზე მეტი ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით).
  • მარცხენა პარკუჭის გამავალი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგალითად, ჰემოდინამიკურად გამოხატული აორტის სტენოზი).
  • ჰემოდინამიკურად არასტაბილური გულის უკმარისობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ.
  • შოკი (კარდიოგენური შოკის ჩათვლით).
  • 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).
  • მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 90 სინდ.სვ.მმ -ზე ნაკლები).
  • თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (კკ 20 მლ/წთ-ზე ნაკლები), გამოყენება ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში.
  • ერთდროულად გამოყენება ალისკირენთან ან ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევებით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (გფს) 60 მლ/წთ/1,73 მ2 -ზე ნაკლები).
  • ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი.

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

პრეპარატ ალორტიას® გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია, ორსულობის დადგომის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

სამკურნალო საშუალებებმა (სს), რომლებიც მოქმედებენ რაას-ზე, შეიძლება გამოიწვიონ ნაყოფის და ახალშობილის დაზიანებები და სიკვდილი ორსულებში გამოყენებისას. აღწერილია აგფ-ს ინჰიბიტორების გამოყენების ერთეული შემთხვევები ორსულობის დროს.

რაას-ზე უშუალოდ ზემოქმედების მქონე სს-ის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრებში დაკავშირებულია ნაყოფის ისეთ დაზიანებებთან და ახალშობილებში გართულებებთან, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, თავის ქალას ძვლების ნეონატალური ჰიპოპლაზია, ანურია, თირკმლის შექცევადი და შეუქცევადი უკმარისობა. ასევე აღნიშნილი იყო ოლიგოჰიდრამნიონის შემთხვევები, რომლის განვითარება სავარაუდოდ მოხდა ნაყოფის თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის შედეგად. ასეთ შემთხვევებში ოლიგოჰიდრამნიონი ასოციებული იყო კიდურების კონტრაქტურასთან, ქალა-სახის დეფორმაციებთან და ნაყოფის ფილტვების ჰიპოპლაზიასთან. გარდა ამისა, აღნიშნული იყო ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების და არტერიული სადინრის შეუხორცებლობის შემთხვევები, მაგრამ კავშირი ანგიოთენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებასთან ამ შემთხვევებში აღმოჩენილი არ ყოფილა. ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები, სავარაუდოდ, არ წარმოადგენენ არა II-ის გამოყენების შედეგს ორსულობის I ტრიმესტრში. ორსულები, რომლებიც იღებენ არა II-ს ორსულობის I ტრიმესტრში, აუცილებლად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი არა II-ის გამოყენების შედეგების შესახებ ორსულობის II და III ტრიმესტრებში.

ორსულობის ვადის მიხედვით ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად შეიძლება გამოყენებული იქნას სტრესული ტესტი, არასტრესული ტესტი ან ნაყოფის ბიოფიზიოლოგიური პროფილის განსაზღვრა. პაციენტებმა და ექიმმა უნდა იცოდნენ, რომ ოლიგოჰიდრამნიონი ვითარდება ნაყოფის შეუქცევადი დაზიანების შემთხვევაში. ახალშობილები, რომელთა დედებიც იღებდნენ ორსულობის დროს ანგიოთენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ, არტერიული ჰიპოტენზიის, ოლიგურიის და ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის გათვალისწინებით. ოლიგურიის განვითარების დროს, პირველ რიგში, აუცილებელია აწ და თირკმლის პერფუზიის კორექტირება. გაცვლითი ჰემოტრანსფუზია ან ჰემოდიალიზი აუცილებელია არტერიული ჰიპოტენზიის კორექციისათვის და/ან თირკმელების ფუნქციის ჩანაცვლებისათვის.

ამლოდიპინი

ამლოდიპინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს არ არის დადგენილი. ცხოველებზე ცდებში აღინიშნებოდა რეპროდუქციული ტოქსიკურობის ნიშნები ამლოდიპინის მაღალი დოზების გამოყენებისას.

ამლოდიპინის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია უსაფრთხო ჰიპოტენზიური ალტერნატიული თერაპიის არარსებობის დროს და თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის.

ლოზარტანი

ორსულობის II და III ტრიმესტრებში სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ, რომლებიც მოქმედებენ რაას-ზე, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანებები ან ნაყოფის სიკვდილიც კი, ამიტომ ორსულობის დაგეგმვისას ან მისი დადგომისას, საჭიროა ლოზარტანის მიღების შეწყვეტა და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიულ ჰიპოტენზიურ თერაპიაზე გადაყვანა უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით. თირკმლის პერფუზია ნაყოფში, რომელიც დამოკიდებულია რაას-ზე, ვითარდება ორსულობის II ტრიმესტრიდან, ამიტომ რისკი ნაყოფისთვის იზრდება ლოზარტანის მიღებისას ორსულობის II და III ტრიმესტრებში.

ლაქტაციის პერიოდი

უცნობია ხდება თუ არა ამლოდიპინის და/ან ლოზარტანის გამოყოფა დედის რძეში, წინაკლინიკურ კვლევებში ცხოველებში აღინიშნებოდა ამლოდიპინის და/ან ლოზარტანის აქტიური მეტაბოლიტის მნიშვნელოვანი კონცენტრაციები დედის რძეში.

პრეპარატ ალორტიას® გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

ამლოდიპინი

ზოგიერთ პაციენტებში კალციუმის არხების ბლოკატორების გამოყენებისას აღინიშნებოდა სპერმატოზოიდის თავის შექცევადი ბიოქიმიური ცვლილებები. კლინიკური მონაცემები ფერტილობაზე ამლოდიპინის პოტენციური ზემოქმედების შესახებ არ არის სამკარისი. იყო შეტყობინებები, რომ ვირთხებზე კვლევებში გამოვლენილია გვერდითი მოქმედება ვირთხების მამრების ფერტილობაზე.

ლოზარტანი

in vitro და in vivo კვლევებში ლოზარტანის მუტაგენური თვისებები არ არის აღმოჩენილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატ ალორტიას® ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას. ამიტომ სხვადასხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ერთდროული გამოყენება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამლოდიპინი

ამლოდიპინის ერთდროულად გამოყენება თიაზიდურ დიურეზულებთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან ან აგფ ინჰიბიტორებთან ითვლება უსაფრთხოდ.

სხვა კნაბ-სგან განსხვავებით ამლოდიპინის (კნაბ III თაობა) კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ ყოფილა აღმოჩენილი არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, მათ შორის ინდომეტაცინთან ერთდროულად გამოყენებისას.

შესაძლებელია კნაბ-ის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების გაძლიერება ერთდროულად გამოყენებისას თიაზიდურ და “მარყუჟულ” დიურეზულებთან, აგფ ინჰიბიტორებთან და ნიტრატებთან, ასევე ერთდროულად გამოყენებისას ალფა1-ადრენობლოკატორებთან, ნეიროლეფსიურებთან.

ამლოდიპინის ერთდროული გამოყენება CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორებთან საჭიროებს არტერიული ჰიპოტენზიის და პერიფერიული შეშუპებების სიმპტომების სათანადო კონტროლს. დღეში 180 მგ დოზით დილთიაზემის და დღეში 5 მგ დოზით ამლოდიპინის ერთდროულად გამოყენებისას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ამლოდიპინის სისტემური კონცენტრაცია იზრდება 60%-ით. ერითრომიცინი ერთდროულად გამოყენებისას ზრდის ამლოდიპინის ჩმახ სისხლის პლაზმაში ახალგაზრდა პაციენტებში 22%-ით, ხოლო ხანდაზნული ასაკის პაციენტებში - 50%-ით. ამავე დროს, CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერმა ინჰიბიტორებმა (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი) შეიძლება გაზარდონ ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უფრო დიდი ხარისხით.

მიუხედავად იმისა, რომ ამლოდიპინის და CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორების (მაგალითად, რიფამპიცინი, ჩვეულებრივი კრაზანა) ურთიერთქმედების ზუსტი რაოდენობრივი შეფასება არ არის მიღებული, მათი ერთდროულად გამოყენების ფონზე რეკომენდირებულია აწ რეგულარული კონტროლი.

ბეტა-ადრენობლოკატორებმა ამლოდიპინთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიონ ქრონიკული გულის უკმარისობის გამწვავება.

ამლოდიპინთან ერთად გამოყენებისას ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ გამოიწვიონ გქუ-ის მიმდინარეობის გამწვავება.

თუმცა ამლოდიპინის შესწავლისას უარყოფითი ინოტროპული მოქმედება ჩვეულებრივ არ აღინიშნებოდა, მიუხედავად ამისა, ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გააძლიერონ QT ინტერვალის გახანგრძლივების გამომწვევი ანტიარითმიული საშუალებების უარყოფითი ინოტროპული მოქმედების გამოხატულება (მაგალითად, ამიოდარონი და ქინიდინი).

100 მგ სილდენაფილის ერთჯერადი მიღება პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით არ ახდენს ზეგავლენას ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკის პარამეტრებზე.

10 მგ დოზით ამლოდიპინის განმეორებით და 80 მგ დოზით ატორვასტატინის ერთად მიღებას არ ახლავს თან ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ეთანოლი (სასმელები, რომლებიც ალკოჰოლს შეიცავენ): ამლოდიპინი ერთჯერადად და განმეორებით გამოყენებისას 10 მგ დოზით არ მოქმედებს ეთანოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

ნეიროლეფსიურები და იზოფლურანი აძლიერებენ დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას.

დანტროლენის ინტრავენურად შეყვანისას ამლოდიპინით თერაპიის ფონზე შესაძლებელია კოლაფსი, არითმიები, გულის შეკუმშვათა სიძლიერის დაქვეითება და ჰიპერკალიემია.

კალციუმის პრეპარატებს შეუძლიათ კნაბ ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შემცირება.

ამლოდიპინის ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია ნეიროტოქსიურობის გამოვლინების გაძლიერება (გულისრევა, ღებინება, დიარეა, ატაქსია, ტრემორი, ხმაური ყურებში).

არ ახდენს ზემოქმედებას სისხლის შრატში დიგოქსინის კონცენტრაციაზე და მის თიკმლისმიერ კლირენსზე.

არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ვარფარინის მოქმედებაზე (პროთრომბინის დრო).

ციმეტიდინი არ მოქმედებს ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე.

In vitro კვლევებში ამლოდიპინი არ მოქმედებს დიგოქსინის, ფენიტოინის, ვარფარინის და ინდომეტაცინის სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირებაზე.

240 მგ გრეიპფრუტის წვენის და 10 მგ ამლოდიპინის ერთდროულ ერთჯერად მიღებას შიგნით არ ახლავს ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება.

ალუმინი- ან მაგნიუმის შემცველი ანტაციდების ერთჯერადი მიღება არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე.

ამლოდიპინთან ერთდროულად გამოყენებისას არსებობს ტაკროლიმუსის კონცენტრაციის ზრდის რისკი სისხლის პლაზმაში, მაგრამ ამ ურთიერთქმედების ფარმაკოკინეტიკური მექანიზმი არ არის მთლიანად შესწავლილი. ტაკროლიმუსის ტოქსიკური მოქედების პრევენციისთვის ამლოდიპინთან ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა ტაკროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლირება სისხლის პლაზმაში და ტაკროლიმუსის დოზის კორექტირება საჭიროების შემთხვევაში.

კლარითრომიცინი წარმოადგენს CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორს. ამლოდიპინის და კლარითრომიცინის ერთდროულად გამოყენებისას მომატებულია არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი. რეკომენდირებულია სათანადო სამედიცინო დაკვირვება პაციენტებზე, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს კლარითრომიცინთან ერთად.

mTOR ინჰიბიტორები (Mammalian Target of Rapamycin - რაპამიცინის სამიზნე ძუძუმწოვართა უჯრედებში), მაგალითად, სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ევეროლიმუსი წარმოადგენენ CYP3A4 იზოფერმენტის სუბსტრატებს. ამლოდიპინი წარმოადგენს CYP3A4 იზოფერმენტის სუსტ ინჰიბიტორს. mTOR ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისას ამლოდიპინს შეუძლია mTOR ინჰიბიტორების დაქვემდებარების ზრდა.

სამკურნალო საშუალებების კვლევები ციკლოსპორინის და ამლოდიპინის გამოყენებით ჯანმრთელ მოხალისეებში ან პაციენტთა სხვა ჯგუფებში არ ჩატარებულა. გარდა პაციენტებისა, რომლებმაც გადაიტანეს თირკმლის ტრანსპლანტაცია, რომლებსაც აღენიშნებოდათ ციკლოსპორინის ვარიაბელური მინიმალური კონცენტრაციები (საშუალო მნიშვნელობები: 0% - 40%). ამლოდიპინის ერთდროულად გამოყენებისას პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს თირკმლის ტრანსპლანტაცია, საჭიროა ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლირება სისხლის პლაზმაში და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დოზის შემცირება.

პრეპარატის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ამლოდიპინი არ მოქმედებს ატორვასტატინის, დიგოქსინის ან ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე.

10 მგ ამლოდიპინის და 80 მგ სიმვასტატინის მრავალჯერადი ერთდროული გამოყენება იწვევს სიმვასტატინის ექსპოზიციის 77%-ით ზრდას. სიმვასტატინის დოზა ამლოდიპონთან ერთდროულად გამოყენებისას არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს 1 ჯერ დღეში.

ლოზარტანი

ისევე, როგორც სხვა საშაულებების გამოყენებისას, რომლებიც ახდენენ ანგიოთენზინი II წარმოქმნის და მისი ეფექტების ბლოკირებას, კალიუმის შემნახველი დიურეზულების (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, ეპლერენონი), კალიუმის პრეპარატების და კალიუმის შემცველი მარილების შემცვლელების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის შემცველობის ზრდა სისხლის შრატში.

ისევე, როგორც სხვა სს-ის გამოყენებისას, რომლებიც მოქმედებენ ნატრიუმის გამოყოფაზე, ლოზარტანს შეუძლია ლითიუმის გამოყოფის შემცირება, ამიტომ ლითიუმის პრეპარატების და არა II-ბის ერთდროულად გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის სათანადო მონიტორინგი.

ზოგიერთ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ ასაპ-ით, ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით, აგფ ინჰიბიტორების და/ან არა II-ის ერთდროულად გამოყენებამ, ლოზარტანის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება, თირკმლის მწვავე უკმარისობის (თმუ) განვითარებამდე. ჩვეულებრივ ეს ეფექტი შექცევადია. ასაპ-ებს, ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით, შეუძლიათ არა II-ის ეფექტის შემცირება, ლოზარტანის ჩათვლით. ამიტომ არა II-ის ეფექტი შეიძლება შესუსტებული იქნას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას, კერძოდ, ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორების. ამგვარად, ამლოდიპინი/ლოზარტანის კომბინაციის ერთდროული გამოყენება ასაპ-ებთან სიფრთხილით უნდა ჩატარდეს პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით.

რაას ორმაგი ბლოკადა (აგფ ინჰიბიტორების და არა II-ის ერთდროულად გამოყენება) პაციენტებში ათეროსკლეროზით, გქუ ან შაქრიანი დიაბეტით სამიზნე-ორგანოების დაზიანებით ასოცირებულია არტერიული ჰიპოტენზიის, გულყრის, ჰიპერკალიემიის და თირკმელების ფუნქციის დარღვევის (თმუ-ს ჩათვლით) განვითარების უფრო მაღალ სიხშირესთან, ერთ-ერთი ჩამოთვლილი ჯგუფებიდან პრეპარატის გამოყენებასთან შედარებით. რაას ორმაგი ბლოკადა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში თირკმელების ფუნქციის სათანადო კონტროლის ქვეშ.

ლოზარტანის ალისკირენთან ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმელების ფუნქციის დარღვევებით (კკ 60 მლ/წთ-ზე ნაკლები) და არ არის რეკომენდებულია სხვა პაციენტებში.

არ აღნიშნულა ლოზარტანის ფარმაკოკინეტიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი, დიგოქსინი, ვარფარინი, ციმეტიდინი და ფენობარბიტალი. რიფამპიცინის, მედიკამენტური მეტაბოლიზმის ინდურქტორის, მიღება ამცირებს ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

კლინიკურ კვლევებში შესწავლილი იყო CYP3A4 იზოფერმენტის ორი ინჰიბიტორის გამოყენება. კეტოკონაზოლი არ მოქმედებდა ლოზარტანის მეტაბოლიზმზე აქტიურ მეტაბოლიტამდე ლოზარტანის ინტრავენური შეყვანის შემდეგ. ერითრომიცინი არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს ლოზარტანის ფარმაკოკინეტიკაზე შიგნით მიღებისას.

ფლუკონაზოლი, CYP2C9 იზოფერმენტის ინჰიბიტორი, ამცირებს ლოზარტანის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციას და ზრდის ლოზარტანის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, მაგრამ ლოზარტანის და CYP2C9 იზოფერმენტის ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენების ფარმაკოდინამიკური მნიშვნელობა არ არის დადგენილი. ნაჩვენებია, რომ პაციენტებში, რომლებშიც არ ხდება ლოზარტანის მეტაბოლიზირება აქტიურ მეტაბოლიტად, არსებობს CYP2C9 იზოფერმენტის ძალიან იშვიათი და სპეციფიკური დეფიციტი. ეს მონაცემები მოწმობენ იმაზე, რომ ლოზარტანის მეტაბოლიზმი აქტიურ მეტაბილიტამდე განპირობებულია ძირითადად CYP2C9 იზოფერმენტით, და არა CYP3A4 იზოფერმენტით.

განსაკუთრებული მითითებები

პაციენტები დაბალი მსმ-ით

პაციენტები შემცირებული მოცირკულირე სისხლის მოცულობით (მაგალითად, დიურეზულების მაღალი დოზების მიღების, გამოხატული დიარეის, ღებინების და ჰიპოვოლემიის გამომწვევი სხვა მდგომარეობების დროს) პრეპარატ ალორტიას® თერაპიის დასაწყისში შეიძლება განვითარდეს სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია. პრეპარატ ალორტიას® გამოყენებამდე მსმ დეფიციტი აღმოფხვრილი უნდა იქნას.

პაციენტებისათვის, რომლებისთვისაც ლოზარტანის დღიური დოზა შეადგენს 25 მგ-ს, არ არის რეკომენდებული პრეპარატ ალორტიას® გამოყენება (იხ. ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”).

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები, რომლებიც ამლოდიპინს ეხება

ხანგრძლივი T1/2 წყალობით ვაზოდილატაცია, რომელიც განვითარდა ამლოდიპინის მიღების წყალობით, შეიძლება შენარჩუნდეს მისი მოხსნის შემდეგ.

ამგვარად, სხვა ვაზოდილატატორის გამოყენება ამლოდიპინის მოხსნის შემდეგ სიფრთხილით უნდა ჩატარდეს, აუცილებელია დოზის, დოზირების ინტერვალის ინდივიდუალური შეფასება და პაციენტის მდგომარეობის აქტიური კონტროლი.

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სხეულის მასის და მარილის მოხმარების კონტროლი, შესაბამისი დიეტის დანიშვნა. აუცილებელია კბილების ჰიგიენის დაცვა და სტომატოლოგთან ხშირი ვიზიტი (ღრძილების ტკივილის, სისხლდენის და ჰიპერპლაზიის პრევენციისთვის).

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები, რომლებიც ლოზარტანს ეხება

ჰიპერკალიემია (კალიუმის შემცველობა სისხლის პლაზმაში >5,5 მმოლ/ლ) აღინიშნებოდა პაციენტთა 1,5%-ში, რომლებიც იღებდნენ ლოზარტანს მონოთერაპიის სახით. არცერთი ასეთი შემთხვევა არ საჭიროებდა პრეპარატის მოხსნას. კალიშემანარჩუნებელი დიურეზულების (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, ეპლერენონი), კალიუმის პრეპარატების, კალიშემცველი მარილების შემცვლელების ერთდროულად გამოყენება, ასევე პრეპარატებისა, რომელთა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის ზრდა (მაგალითად, ჰეპარინი), ლოზარტანთან უნდა იქნას დასაბუთებული (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვეევით), კალიუმის შემცველობა კი სისხლის პლაზმაში უნდა იყოს კონტროლის ქვეშ.

ლოზარტანის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ტრანზიტორული არტერიული ჰიპოტენზია, რასაც ახლავს შოკი, გულყრა და ქოშინი.

პრეპარატი ალორტია® სიფრთხილოთ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში:

  • დაბალი მსმ-ით;
  • რომლებიც იმყოფებიან დიეტაზე მარილის შეზღუდვით.

ჰიპერმგრძმობელობის რეაქციები

პაციენტებში ანგიონევროზული შეშუპებით ანამნეზში (ხორხის, ხმის იოგების, სახის, ტუჩების ხახის და/ან ენის შეშუპება) აუცილებელია პრეპარატ ალორტიას® გამოყენების კონტროლი (იხ. ნაწილი “გვერდითი მოქმედება”).

აორტული ან მიტრალური სტენოზები, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია

სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც გააჩნიათ ვაზოდილატაციური მოქმედება, არა II სიფრთხილით უნდა იქნან გამოყენებული პაციენტებში აორტული ან მიტრალური სტენოზებით, ჰოკმპ-ით.

გულის ქრონიკული უკმარისობა

ისევე, როგორც სხვა სს-ის გამოყენებისას, რომლებიც ახდენენ მოქმედებას რაას-ზე, პაციენტებში გქუ-ით და თირკმელების ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე, არსებობს მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის ან თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევის განვითარების რისკი.

რადგანაც არ არსებობს ლოზარტანის გამოყენების საკმარისი გამოცდილება პაციენტებში გქუ-ით და თირკმელების ფუნქციის თანხმლები მძიმე დარღვევით, პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით (IV ფუნქციური კლასი NYHA კლასიფიკაციის მიხედვით), ასევე პაციენტებში გულის უკმარისობით და სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომატური არითმიებით, პრეპარატი ალორტია® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტთა ამ ჯგუფებში.

გულის იშემიური დაავადება და ცერებროვასკულარული დაავადებები

ვაზოდილატაციური მოქმედების მქონე სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, არა II სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით ან ცერებროვასკულარული დაავადებებით, რადგანაც აწ გადაჭარბებულმა დაწევამ პაციენტთა ამ ჯგუფში შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარება.

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი

რადგანაც პაციენტებში პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმით, როგორც წესი, არ აღინიშნება დადებითი პასუხი ჰიპოტენზიური საშუალებებით თერაპიაზე, რომლებიც მოქმედებენ რაას ინჰიბირების გზით, პრეპარატ ალორტიას® გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტთა ამ ჯგუფში.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

ფარმაკოკინეტიკური კვლევების მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ პაციენტებში ღვიძლის ციროზით აღინიშნება ლოზარტანის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა სისხლის პლაზმაში. არ არის რეკომენდირებული პრეპარატ ალორტიას® გამოყენება პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (9 ქულაზე მეტი ჩაილდ-პიუს შკალით), ასევე პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით (9 ქულაზე ნაკლები ჩაილდ-პიუს შკალით), რომელთათვის რეკომენდირებულია ლოზარტანის დოზის შემცირება 25 მგ-მდე დღეში.

პაციენტები თირკმლის უკმარისობით

რაას ინჰიბირების შედეგად ზოგიერთ განწყობილ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლოზარტანს, აღინიშნებოდა შექცევადი პრეპარატის მოხსნისას თირკმელების ფუნქციის ცვლილებები.

პაციენტებში, რომელთა თირკმელების ფუნქცია შეიძლება დამოკიდებული იყოს რაას აქტივობაზე (მაგალითად, NYHA კლასიფიკაციის მიხედვით III-IV ფუნქციური კლასის გქუ დროს), აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას ახლდა ოლიგურია და/ან მზარდი აზოტემია და, იშვიათად, თირკმლის მწვავე უკმარისობა და/ან ლეტალური დასასრული. მსგავსი სურათი აღინიშნებოდა ლოზარტანის გამოყენების დროსაც ასეთ პაციენტებში. კლინიკურ კვლევებში აგფ ინჰიბიტორების გამოყენება პაციენტებში თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით, იწვევდა კრეატინინის და შარდოვანას ნარჩენი აზოტის კონცენტრაციის ზრდას სისხლის პლაზმაში. მსგავსი ეფექტი აღინიშნებოდა ლოზარტანის მიღებისას პაციენტთა მოცემულ ჯგუფში, მაგრამ იგი შექცევადი იყო პრეპარატის მოხსნისას. პრეპარატი ალორტია® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზით ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზით.

სპეციალური ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ

პრეპარატი ალორტია შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ არ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება შემდეგი მდგომარეობების დროს: ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია.

ზემოქმედება საქმიანობის პოტენციურად საშიში სახეობების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციებს (მაგალითად, ავტოტრანსპორტის მართვა, მუშაობა მოძრავ მექანიზმებთან)

საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და სხვა ტექნიკურ საშუალებებთან მუშაობის დროს, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, თავბრუსხვევის განვითარების რისკის გათვალისწინებით.

ჭარბი დოზა

ამლოდიპინი/ლოზარტანი ფიქსირებული კომბინაციით ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი. ქვემოთ მოყვანილია მონაცემები ამლოდიპინის და ლოზარტანის ჭარბი დოზირების შესახებ, რომლებიც მიიღებოდა ცალ-ცალკე.

ამლოდიპინი

სიპტომები: აწ-ს გამოხატული დაწევა რეფლექტორული ტაქიკარდიის და ჭარბი პერიფერიული ვაზოდილატაციის შესაძლო განვითარებით (მძიმე და მდგრადი არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი, მათ შორის შოკის და ლეტალური დასასრულის განვითარებით).

მკურნალობა: აქტივირებული ნახშირის მიღება (აქტივირებული ნახშირის გამოყენება ჯანმრთელ მოხალისეებში მაშინათვე ან 10 მგ ამლოდიპინის შიგნით მიღებიდან 2 საათის განმავლობაში იწვევდა მისი შეწოვის მნიშვნელოვან დაქვეითებას). საჭიროების შემთხვევაში ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა. კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზია ამლოდიპინის ჭარბი დოზირების დროს საჭიროებს კომპლექსური ზომების ჩატარებას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის ნორმალიზებისთვის, საჭიროა ქვედა კიდურების შემაღლებულ მდგომარეობაში მოთავსება, მუდმივი კონტროლის განხორციელება გულის და სასუნთქი სისტემის ფუნქციურ მაჩვენებლებზე, მსმ და დიურეზზე. ინტენსიური სიმპტომური თერაპია. სისხლძარღვების ტონუსის და აწ-ს აღდგენისათვის იყენებენ სისხლძარღვების შემავიწროვებელ პრეპარატებს (მათი გამოყენებისადმი უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში), კალციუმის არხების ბლოკადის აღმოფხვრის მიზნით - კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

ლოზარტანი

არსებობს შეზღუდული მონაცემები ლოზარტანის ჭარბი დოზის შესახებ.

სიმპტომები: აწ გამოხატული დაწევა, ტაქიკარდია; ბრადიკარდია, განპირობებული პარასიმპატიკური (ვაგუსური) სტიმულირებით.

მკურნალობა: სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია. ჰემოდიალიზი ლოზარტანისთვის და მისი აქტიური მეტაბოლიტისთვის არაეფექტურია.

გამოშვების ფორმა

10 ტაბლეტი ოპა/ალ/პვქ ფოლგისა და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.

3 ბლისტერს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა