პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ალკა-ზელტცერი

Alka-Seltzer®

ურეცეპტოდ324მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

სუსტიდან ზომიერად ძლიერ ტკივილამდე. სხეულის მაღალი ტემპერატურა. ყურადღება მიაქციეთ გამოყენების ჩვენებებს ბავშვებსა და მოზრდილებში (იხ. განყოფილება ,,სიფრთხილის ზომები“)

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Acetylsalicylic Acid)
ფორმა და შეფუთვა
324მგ შუშხუნა ტაბლეტი ლიმონის გემოთი №10 (5X2)
მწარმოებელი
Bayer Bitterfeld GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, სალიცილის მჟავა და წარმოებულები
ATC კოდი
N02BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-040738
რეგისტრირებულია
12 აპრილი 2024, მოქმედებს 12 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bayer Consumer Care AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
Bayer Consumer Care AG-ის მინდობილი პირი სალომე მესხი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაალკა-ზელტცერი და სხვა წამალი ერთად

ალკა-ზელტცერი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სუსტიდან ზომიერად ძლიერ ტკივილამდე.

სხეულის მაღალი ტემპერატურა.

ყურადღება მიაქციეთ გამოყენების ჩვენებებს ბავშვებსა და მოზრდილებში (იხ. განყოფილება ,,სიფრთხილის ზომები“)

მიღების წესი და დოზირება

გახსენით ტაბლეტი/ტაბლეტები ჭიქა წყალში და დალიეთ.

მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: ერთჯერადი დოზა შეადგენს 1-2 შუშხუნა ტაბლეტს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 ტაბლეტს. აუცილებლობის შემთხვევაში ერთჯერადი დოზის მიღება შეიძლება 4-8 საათიანი ინტერვალით დღეღამეში 3-ჯერამდე.

ხანდაზმულებისთვის: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს, უფრო ძლიერი ტკივილის ან ცხელების შემთხვევაში იღებენ 2 ტაბლეტს. ორივე შემთხვევაში, აუცილებლობისას, შეიძლება მიღების განმეორება, მაგრამ არანაკლებ 4-საათიანი ინტერვალისა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს.

პაციენტები თირკმლების ფუნქციის დარღვევით: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა აცეტილსალიცილის მჟავა სიფრთხილით უნდა მიიღონ (იხ. განყოფილება „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ღვიძის უკმარისობის მქონე პაციენტებმა აცეტილსალიცილის მჟავა სიფრთხილით უნდა მიიღონ (იხ. განყოფილება „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

მკურნალობის ხანგრძლივობა (ექიმის კონსულტაციის გარეშე) არ უნდა აჭარბებდეს 5 დღეს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და 3 დღეს - როგორც სიცხის დამწევი საშუალება.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას და ასაპ-ის ჯგუფის სხვა პრეპარატების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ: აქტიური პეპტიური წყლული, ჰემორაგიული დიათეზი, კვირაში ერთხელ ან მეტჯერ 15 მგ მეთოტრექსატის ერთდროული გამოყენება; სალიცილატებით ან ანთებისსაწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების მიღებით გამოწვეული ასთმა, თირკმლის და/ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა, გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობა, ორსულობა (მესამე ტრიმესტრი); ბავშვები და 15 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდები.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი განსაკუთრებით სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

მომატებული მგრძნობელობა სხვა ანალგეზიურ/ანთების საწინააღმდეგო/ანტირევმატიულ საშუალებებზე და სხვა სახის ალერგიულ ნივთიერებებზე; ასმ-ამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, ბრონქული ასთმის შეტევა, განსაკუთრებით ანამნეზში ალერგიის (მაგალითად, კანის რეაქციით, ქავილით, ჭინჭრის ციებით), ბრონქული ასთმის, თივის ცხელების ან ცხვირის პოლიპოზის, ბრონქ-ფილტვის ქრონიკული დაავადებების არსებობისას; ანტიკოაგულანტებთან ერთდროული თერაპია, კუჭის წყლული ან ანამნეზში საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა; ღვიძლის შეზღუდული ფუნქცია; პაციენტებისთვის თირკმლის დისფუნქციით ან გულ-სისხლძარღვოვანი სისხლის მიმოქცევის დაქვეითებით: ასმ-ამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციური დარღვევის რისკის ზრდა ან თირკმლის მწვავეს უკმარისობა; ოპერაციამდე (ასევე მცირე ჩარევებისას, როგორიც არის კბილის ამოღება) შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის მიმართ მიდრეკილება; პაციენტებისთვის გლუკოზო-6-დეჰიდროგენაზას დეფიციტით: ასმ-ამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი ან ჰემოლიზური ანემია. ჰემოლიზის რისკი იზრდება მაღალი დოზირებისას, მაღალი ტემპერატურისას ან მწვავე ინფექციებისას.

ალკა-ზელტცერის ერთი ტაბლეტი შეიცავს 477 მგ ნატრიუმს, რაც გასათვალისწინებელია ნატრიუმის შემზღუდველი დიეტის დროს.

ნატრიუმის ბენზოატის შემცველობამ წინასწარგანწყობილ შესაბამის პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები კანის და ლორწოვანი გარსების გაღიზიანების სახით. ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, რომელიც იწვევს კვლავ პრეპარატის გამოყენებას, რაც თავის მხრივ ისევ იწვევს თავის ტკივილის გახანგრძლივებას.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ხანგრძლივი დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობის რისკით (ანალგეტიკური ნეფროპათია). აღნიშნული რისკი განსაკუთრებით იზრდება სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების კომბინირებული მიღების დროს.

ასმ მცირე დოზებით ამცირებს შარდმჟავას გამოყოფას. პაციენტებში დიურეზის შემცირების მიმართ მიდრეკილებით, შესაძლოა პოდაგრის გამწვავება.

15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებმა ასმ უნდა მიიღონ ექიმის დაკვირვების ქვეშ და მხოლოდ მაშინ, როცა სხვა პრეპარატები არაეფექტურია. ბავშვებში და 15 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში ასმ-ას გამოყენებისას ვირუსული დაავადებებისას, როგორიცაა A და B ტიპის გრიპი, ჩუტყვავილა, არსებობს რეიეს სინდრომის განვითარების რისკი. რეიეს სინდრომის სიმპტომებია: გახანგრძლივებული ღებინება, მწვავე ენცეფალოპათია, ღვიძლის გადიდება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აძლიერებს მეთოტრექსატის ჰეპატოტოქსიკურობას, ანთების საწინააღმდეგო აგენტების მიერ მისი თირკმლის კლირენსის შემცირებას და სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირიდან მისი გამოძევების გამო.

აძლიერებს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, ჰეპარინის, სულფანილამიდების, ტრიიოდთირონინის, რეზერპინის ეფექტებს.

ანტიკოაგულანტები, თრომბოლიტიკები და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები და სხვა ასაპ-ები მაღალ დოზებში, სინერგული ეფექტის გამო, ზრდის წყლულოვანი დაავადების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს.

სისხლის პლაზმაში დიგოქსინის, ბარბიტურატების, ლითიუმის პრეპარატების კონცენტრაცია იზრდება თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცირების გამო.

ანტიდიაბეტური პრეპარატები (მაგალითად, ინსულინი, სულფანილშარდოვანა) ზრდის ჰიპოგლიკემიურ ეფექტს.

დიურეტიკები ასმ-ას მაღალ დოზებთან ერთად კომბინაციაში და ანგიონტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები, ამცირებს გორგლოვან ფილტრაციას.

მკურნალობის დროს სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენება ამცირებს სისხლის პლაზმაში სალიცილატების კონცენტრაციას, ხოლო მიღების შეწყვეტის შემდეგ -ზრდის სალიცილატებით ჭარბი დოზირების რისკს: კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების მომატებული რისკი.

იზრდება ვალპროისმჟავას ტოქსიკურობა, მისი პლაზმის ცილებთან კავშირიდან გამოძევების ხარჯზე.

ალკოჰოლი ზრდის კნტ-ის ლორწოვანზე დამაზიანებელ ზემოქმედებას, ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის განვითარების რისკს.

ამცირებს ურიკოზურიული პრეპარატების (მაგალითად: ბენზბრომარონი, პრობენეციდი), ჰიპოტენზიური საშუალებების და დიურეტიკების ეფექტებს.

მაგნიუმის ან/და ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდები ანელებენ და აუარესებენ ასმ-ას შეწოვას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებმა შეიძლება არასასურველი გავლენა იქონიოს ორსულობის მიმდინარეობაზე ან/და ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ორსულობის ადრეულ ვადებზე ნაყოფის მოწყვეტის და მანკების განვითარების რისკი მატულობს დოზირების და პრეპარატის მიღების ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად.

არ მიიღოთ ალკა-ზელტცერი ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა უკიდურესად აუცილებელი შემთხვევებისა და ექიმის რეკომენდაციით. თუ აუცილებელია ამ პერიოდში მკურნალობა ან როცა ცდილობთ დაორსულებას, დოზირება უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე და რაც შეიძლება დროის მოკლე პერიოდით. თუ იღებთ ალკა-ზელტცერს რამდენიმე დღეზე მეტ ხანს, ორსულობის მე-20 კვირიდან დაწყებული, ამან შესაძლოა გამოიწვიოს მომავალი ბავშვის თირკმელების პრობლემები, რასაც შეუძლია სანაყოფო წყლების რაოდენობის შემცირება (მცირეწყლიანობა), ან გამოიწვიოს სისხლძარღვის (არტერიული სადინარის) შევიწროვება ბავშვის გულში. თუ თქვენთვის აუცილებელია მკურნალობა რამდენიმე დღეზე მეტი ხნით, თქვენს ექიმს შეუძლია მოგცეთ დამატებითი მონიტორინგის რეკომენდაცია.

ორსულობის მე-3 ტრიმესტრის განმავლობაში არსებობს შემდეგი რისკები: თირკმლის დისფუნქცია, რომელმაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და სანაყოფე წყლების ნაკლებობა; ნაყოფში კი გულ-ფილტვის ტოქსიკურობა. დედის და ნაყოფის ორგანიზმში ორსულობის ბოლო თვეებში - შესაძლებელია სისხლის შედედების დროის გაზრდა; ანტი-აგრეგაციული ეფექტი; სამშობიარო მოქმედების შესუსტება.

სალიცილატები და მათი მეტაბოლიტები მცირე რაოდენობით ხვდებიან ლაქტატში. რაც იწვევს ბავშვის ორგანიზმში სისხლდენის განვითარების რისკს, თრომბოციტების ფუნქციის დარღვევის გამო. იმის გამო, რომ დღეისათვის პრეპარატის შემთხვევითი (ერთჯერადი) მიღების შემდეგ არ არის დაფიქსირებული ჩვილზე არასასურველი ზემოქმედების შემთხვევა, ძუძუთი კვების შეწყვეტის აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, რეგულარული ან მაღალი დოზებით გამოყენებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

სამედიცინო პრეპარატები, რომელიც აინჰიბირებენ ციკლოოქსიგენაზას/ პროსტაგლანდინების სინთეზს, იწვევს ქალთა ფერტილობის დარღვევას, რადგანაც გავლენას ახდენს ოვულაციის პროცესზე. ეს პროცესი შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

გავლენას არ ახდენს.

გვერდითი მოვლენები

შემდეგი კლასიფიკაცია გამოიყენება არასასურველი რეაქციების სიხშირის შესაფასებლად: ძალიან ხშირად - შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში, ხშირად - შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, არახშირად - შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, იშვიათად - შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, ძალიან იშვიათად - შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში და სიხშირე ცნობილი არ არის - არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, მათი გამოვლენის სიხშირე ვერ დგინდება.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები: იშვიათად და ძალიან იშვიათად- სერიოზული სისხლდენები, მაგალითად, ცერებრალური სისხლჩაქცევები, განსაკუთრებით, პაციენტებში არაგამოვლენილი აწეული წნევით და/ან ანტიკოაგულანტებით ერთდროული მკურნალობისას, რამაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

სისხლდენა ცხვირიდან, სისხლდენა ღრძილებიდან, კანიდან სისხლდენა ან სისხლდენა უროგენიტალური ტრაქტიდან, სისხლის შედედების გახანგრძლივების ალბათობით. ეფექტის შეწყვეტა ხდება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 4-8 დღის შემდეგ.

არსებობს შტყობინებები ჰემოლიზის და ჰემოლიზური ანემიის შესახებ, პაციენტებში გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას სერიოზული დეფიციტით.

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: იშვიათად - გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, კუჭის წყლული, რომელმაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პერფორაცია; კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, რომელმაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემია; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება. სიხშირე უცნობია: ნაწლავის დიაფრაგმის დაავადებები (განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას).

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სმენის დარღვევა, შუილი ყურებში (ტინიტუსი) და ცნობიერების დარღვევა შესაძლებელია იყოს ზედოზირების ნიშნები (იხ. განყოფილება ,,ზედოზირება“).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები: არახშირად - ალერგიული რეაქციები კანის მხრივ; იშვიათად - ალერგიული რეაქციები კანის მძიმე რეაქციების სახით (მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის ჩათვლით).

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები: იშვიათად - სასუნთქი გზების, კნტ და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ალერგიული რეაქციები, უპირატესად, ასთმის მქონე პაციენტებში. სიმპტომები შეიძლება იყოს: წნევის დაქვეითება, მოხრჩობის შემთხვევები, რინიტი, ცხვირის გაჭედვა, ანაფილაქსიური შოკი ან კვინკეს შეშუპება.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ დარღვევები: ძალიან იშვიათად - ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მომატება.

თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები: თირკმლის ფუნქციური დარღვევები და თირკმლის მწვავე უკმარისობა.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ყველა შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზე, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ არასასურველი რეაქციების (მოქმედების) საინფორმაციო ბაზაში, ასევე მიაწოდოთ ინფორმაცია სამკურნალწამლო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

ხანდაზმულ ადამიანებში საჭიროა ინტოქსიკაციის თავიდან აცილება (თერაპიულმა ჭარბმა დოზირებამ ან სერიოზულმა ინტოქსიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი).

საშუალო სიმძიმის ჭარბი დოზირების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, შუილი ყურებში, სმენის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ცნობიერების არევა. ეს სიმპტომები გაივლის პრეპარატის დოზის შემცირებისას.

მძიმე ჭარბი დოზირება: ცხელება, ჰიპერვენტილაცია, კეტოზი, რესპირატორული ალკალოზი, მეტაბოლური აციდოზი, კომა, კარდიოგენური შოკი, სუნთქვის უკმარისობა, გამოხატული ჰიპოგლიკემია.

მკურნალობა: ჰოსპიტალიზაცია, ლავაჟი, აქტივირებული ნახშირის მიღება, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მონიტორინგი, ტუტე დიურეზი, ჰემოდიალიზი, სითხის დანაკარგის აღდგენა, სიმპტომური თერაპია.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: აცეტილსალიცილის მჟავა 324 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოვიდონი 25, ნატრიუმის საქარინი, ლიმონის არომატიზატორი, ლაიმის არომატიზატორი, დიმეტიკონი, კალციუმის სილიკატი, ნატრიუმის დოკუზატი, ნატრიუმის ბენზოატი.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25o C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანალგეტიკები. სალიცილის მჟავა და მისი წარმოებულები. ათქ კოდი: N02BA01

ფარმაკოლოგიური თვისებები

აცეტილსალიცილის მჟავა მიეკუთვნება მჟავაწარმომქმნელ არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო ნივთიერებას ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ციკლოოქსიგენაზის ენზიმების შეუქცევადი ინჰიბირებით, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროსტაგლანდინების სინთეზში.

აცეტილსალიცილის მჟავა შინაგანად მისაღები დოზით 0,3-დან 1,0გ-მდე გამოიყენება მსუბუქიდან ზომიერად ძლიერი თავის ტკივილის და ორგანიზმის მომატებული ტემპერატურის დროს, მაგალითად: გაციებისას და გრიპისას, ტემპერატურის დაწევისა და კუნთების და სახსრების ტკივილის მკურნალობისთვის.

ასევე გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების მკურნალობისას, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი და მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი. აცეტილსალიცილის მჟავა აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას, რადგან ბლოკავს თრომბოქსინ A2-ის სინთეზს თრომბოციტებში. ამიტომ გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადებების დროს ის ინიშნება დღეში 75-დან 300 მგ-მდე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ალკა-ზელტცერი (ALKA-SELTZER®)

შუშხუნა ტაბლეტები

ფურცელ-ჩანართი (პაციენტებისთვის)

სავაჭრო დასახელება

ალკა-ზელტცერი.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

აცეტილსალიცილის მჟავა (Acetylsalicylic acid).

სამკურნალწამლო ფორმა

შუშხუნა ტაბლეტები

აღწერილობა

მრგვალი, ბრტყელი, თეთრი ფერის ტაბლეტები, ერთ მხარეს მთელ პერიმეტრზე ამობურცულ წრეზე ამოტვიფრულია ,,ALKA SELTZER”. მეორე მხარეს აქვს წაკვეთილი კიდეები.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: აცეტილსალიცილის მჟავა 324 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოვიდონი 25, ნატრიუმის საქარინი, ლიმონის არომატიზატორი, ლაიმის არომატიზატორი, დიმეტიკონი, კალციუმის სილიკატი, ნატრიუმის დოკუზატი, ნატრიუმის ბენზოატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანალგეტიკები. სალიცილის მჟავა და მისი წარმოებულები. ათქ კოდი: N02BA01

ფარმაკოლოგიური თვისებები

აცეტილსალიცილის მჟავა მიეკუთვნება მჟავაწარმომქმნელ არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო ნივთიერებას ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ციკლოოქსიგენაზის ენზიმების შეუქცევადი ინჰიბირებით, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროსტაგლანდინების სინთეზში.

აცეტილსალიცილის მჟავა შინაგანად მისაღები დოზით 0,3-დან 1,0გ-მდე გამოიყენება მსუბუქიდან ზომიერად ძლიერი თავის ტკივილის და ორგანიზმის მომატებული ტემპერატურის დროს, მაგალითად: გაციებისას და გრიპისას, ტემპერატურის დაწევისა და კუნთების და სახსრების ტკივილის მკურნალობისთვის.

ასევე გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების მკურნალობისას, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი და მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი. აცეტილსალიცილის მჟავა აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას, რადგან ბლოკავს თრომბოქსინ A2-ის სინთეზს თრომბოციტებში. ამიტომ გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადებების დროს ის ინიშნება დღეში 75-დან 300 მგ-მდე.

გამოყენების ჩვენებები

სუსტიდან ზომიერად ძლიერ ტკივილამდე.

სხეულის მაღალი ტემპერატურა.

ყურადღება მიაქციეთ გამოყენების ჩვენებებს ბავშვებსა და მოზრდილებში (იხ. განყოფილება ,,სიფრთხილის ზომები“)

მიღების წესი და დოზები

გახსენით ტაბლეტი/ტაბლეტები ჭიქა წყალში და დალიეთ.

მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: ერთჯერადი დოზა შეადგენს 1-2 შუშხუნა ტაბლეტს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 ტაბლეტს. აუცილებლობის შემთხვევაში ერთჯერადი დოზის მიღება შეიძლება 4-8 საათიანი ინტერვალით დღეღამეში 3-ჯერამდე.

ხანდაზმულებისთვის: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს, უფრო ძლიერი ტკივილის ან ცხელების შემთხვევაში იღებენ 2 ტაბლეტს. ორივე შემთხვევაში, აუცილებლობისას, შეიძლება მიღების განმეორება, მაგრამ არანაკლებ 4-საათიანი ინტერვალისა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს.

პაციენტები თირკმლების ფუნქციის დარღვევით: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა აცეტილსალიცილის მჟავა სიფრთხილით უნდა მიიღონ (იხ. განყოფილება „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ღვიძის უკმარისობის მქონე პაციენტებმა აცეტილსალიცილის მჟავა სიფრთხილით უნდა მიიღონ (იხ. განყოფილება „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

მკურნალობის ხანგრძლივობა (ექიმის კონსულტაციის გარეშე) არ უნდა აჭარბებდეს 5 დღეს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და 3 დღეს - როგორც სიცხის დამწევი საშუალება.

არასასურველი რეაქციები

შემდეგი კლასიფიკაცია გამოიყენება არასასურველი რეაქციების სიხშირის შესაფასებლად: ძალიან ხშირად - შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში, ხშირად - შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, არახშირად - შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, იშვიათად - შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, ძალიან იშვიათად - შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში და სიხშირე ცნობილი არ არის - არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, მათი გამოვლენის სიხშირე ვერ დგინდება.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები: იშვიათად და ძალიან იშვიათად- სერიოზული სისხლდენები, მაგალითად, ცერებრალური სისხლჩაქცევები, განსაკუთრებით, პაციენტებში არაგამოვლენილი აწეული წნევით და/ან ანტიკოაგულანტებით ერთდროული მკურნალობისას, რამაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

სისხლდენა ცხვირიდან, სისხლდენა ღრძილებიდან, კანიდან სისხლდენა ან სისხლდენა უროგენიტალური ტრაქტიდან, სისხლის შედედების გახანგრძლივების ალბათობით. ეფექტის შეწყვეტა ხდება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 4-8 დღის შემდეგ.

არსებობს შტყობინებები ჰემოლიზის და ჰემოლიზური ანემიის შესახებ, პაციენტებში გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას სერიოზული დეფიციტით.

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: იშვიათად - გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, კუჭის წყლული, რომელმაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პერფორაცია; კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, რომელმაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემია; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება. სიხშირე უცნობია: ნაწლავის დიაფრაგმის დაავადებები (განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას).

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სმენის დარღვევა, შუილი ყურებში (ტინიტუსი) და ცნობიერების დარღვევა შესაძლებელია იყოს ზედოზირების ნიშნები (იხ. განყოფილება ,,ზედოზირება“).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები: არახშირად - ალერგიული რეაქციები კანის მხრივ; იშვიათად - ალერგიული რეაქციები კანის მძიმე რეაქციების სახით (მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის ჩათვლით).

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები: იშვიათად - სასუნთქი გზების, კნტ და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ალერგიული რეაქციები, უპირატესად, ასთმის მქონე პაციენტებში. სიმპტომები შეიძლება იყოს: წნევის დაქვეითება, მოხრჩობის შემთხვევები, რინიტი, ცხვირის გაჭედვა, ანაფილაქსიური შოკი ან კვინკეს შეშუპება.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ დარღვევები: ძალიან იშვიათად - ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მომატება.

თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები: თირკმლის ფუნქციური დარღვევები და თირკმლის მწვავე უკმარისობა.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ყველა შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზე, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ არასასურველი რეაქციების (მოქმედების) საინფორმაციო ბაზაში, ასევე მიაწოდოთ ინფორმაცია სამკურნალწამლო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას და ასაპ-ის ჯგუფის სხვა პრეპარატების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ: აქტიური პეპტიური წყლული, ჰემორაგიული დიათეზი, კვირაში ერთხელ ან მეტჯერ 15 მგ მეთოტრექსატის ერთდროული გამოყენება; სალიცილატებით ან ანთებისსაწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების მიღებით გამოწვეული ასთმა, თირკმლის და/ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა, გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობა, ორსულობა (მესამე ტრიმესტრი); ბავშვები და 15 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდები.

ჭარბი დოზირება

ხანდაზმულ ადამიანებში საჭიროა ინტოქსიკაციის თავიდან აცილება (თერაპიულმა ჭარბმა დოზირებამ ან სერიოზულმა ინტოქსიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი).

საშუალო სიმძიმის ჭარბი დოზირების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, შუილი ყურებში, სმენის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ცნობიერების არევა. ეს სიმპტომები გაივლის პრეპარატის დოზის შემცირებისას.

მძიმე ჭარბი დოზირება: ცხელება, ჰიპერვენტილაცია, კეტოზი, რესპირატორული ალკალოზი, მეტაბოლური აციდოზი, კომა, კარდიოგენური შოკი, სუნთქვის უკმარისობა, გამოხატული ჰიპოგლიკემია.

მკურნალობა: ჰოსპიტალიზაცია, ლავაჟი, აქტივირებული ნახშირის მიღება, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მონიტორინგი, ტუტე დიურეზი, ჰემოდიალიზი, სითხის დანაკარგის აღდგენა, სიმპტომური თერაპია.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი განსაკუთრებით სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

მომატებული მგრძნობელობა სხვა ანალგეზიურ/ანთების საწინააღმდეგო/ანტირევმატიულ საშუალებებზე და სხვა სახის ალერგიულ ნივთიერებებზე; ასმ-ამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, ბრონქული ასთმის შეტევა, განსაკუთრებით ანამნეზში ალერგიის (მაგალითად, კანის რეაქციით, ქავილით, ჭინჭრის ციებით), ბრონქული ასთმის, თივის ცხელების ან ცხვირის პოლიპოზის, ბრონქ-ფილტვის ქრონიკული დაავადებების არსებობისას; ანტიკოაგულანტებთან ერთდროული თერაპია, კუჭის წყლული ან ანამნეზში საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა; ღვიძლის შეზღუდული ფუნქცია; პაციენტებისთვის თირკმლის დისფუნქციით ან გულ-სისხლძარღვოვანი სისხლის მიმოქცევის დაქვეითებით: ასმ-ამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციური დარღვევის რისკის ზრდა ან თირკმლის მწვავეს უკმარისობა; ოპერაციამდე (ასევე მცირე ჩარევებისას, როგორიც არის კბილის ამოღება) შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის მიმართ მიდრეკილება; პაციენტებისთვის გლუკოზო-6-დეჰიდროგენაზას დეფიციტით: ასმ-ამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი ან ჰემოლიზური ანემია. ჰემოლიზის რისკი იზრდება მაღალი დოზირებისას, მაღალი ტემპერატურისას ან მწვავე ინფექციებისას.

ალკა-ზელტცერის ერთი ტაბლეტი შეიცავს 477 მგ ნატრიუმს, რაც გასათვალისწინებელია ნატრიუმის შემზღუდველი დიეტის დროს.

ნატრიუმის ბენზოატის შემცველობამ წინასწარგანწყობილ შესაბამის პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები კანის და ლორწოვანი გარსების გაღიზიანების სახით. ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, რომელიც იწვევს კვლავ პრეპარატის გამოყენებას, რაც თავის მხრივ ისევ იწვევს თავის ტკივილის გახანგრძლივებას.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ხანგრძლივი დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობის რისკით (ანალგეტიკური ნეფროპათია). აღნიშნული რისკი განსაკუთრებით იზრდება სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების კომბინირებული მიღების დროს.

ასმ მცირე დოზებით ამცირებს შარდმჟავას გამოყოფას. პაციენტებში დიურეზის შემცირების მიმართ მიდრეკილებით, შესაძლოა პოდაგრის გამწვავება.

15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებმა ასმ უნდა მიიღონ ექიმის დაკვირვების ქვეშ და მხოლოდ მაშინ, როცა სხვა პრეპარატები არაეფექტურია. ბავშვებში და 15 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში ასმ-ას გამოყენებისას ვირუსული დაავადებებისას, როგორიცაა A და B ტიპის გრიპი, ჩუტყვავილა, არსებობს რეიეს სინდრომის განვითარების რისკი. რეიეს სინდრომის სიმპტომებია: გახანგრძლივებული ღებინება, მწვავე ენცეფალოპათია, ღვიძლის გადიდება.

ორსულობა და ლაქტაცია

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებმა შეიძლება არასასურველი გავლენა იქონიოს ორსულობის მიმდინარეობაზე ან/და ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ორსულობის ადრეულ ვადებზე ნაყოფის მოწყვეტის და მანკების განვითარების რისკი მატულობს დოზირების და პრეპარატის მიღების ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად.

არ მიიღოთ ალკა-ზელტცერი ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა უკიდურესად აუცილებელი შემთხვევებისა და ექიმის რეკომენდაციით. თუ აუცილებელია ამ პერიოდში მკურნალობა ან როცა ცდილობთ დაორსულებას, დოზირება უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე და რაც შეიძლება დროის მოკლე პერიოდით. თუ იღებთ ალკა-ზელტცერს რამდენიმე დღეზე მეტ ხანს, ორსულობის მე-20 კვირიდან დაწყებული, ამან შესაძლოა გამოიწვიოს მომავალი ბავშვის თირკმელების პრობლემები, რასაც შეუძლია სანაყოფო წყლების რაოდენობის შემცირება (მცირეწყლიანობა), ან გამოიწვიოს სისხლძარღვის (არტერიული სადინარის) შევიწროვება ბავშვის გულში. თუ თქვენთვის აუცილებელია მკურნალობა რამდენიმე დღეზე მეტი ხნით, თქვენს ექიმს შეუძლია მოგცეთ დამატებითი მონიტორინგის რეკომენდაცია.

ორსულობის მე-3 ტრიმესტრის განმავლობაში არსებობს შემდეგი რისკები: თირკმლის დისფუნქცია, რომელმაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და სანაყოფე წყლების ნაკლებობა; ნაყოფში კი გულ-ფილტვის ტოქსიკურობა. დედის და ნაყოფის ორგანიზმში ორსულობის ბოლო თვეებში - შესაძლებელია სისხლის შედედების დროის გაზრდა; ანტი-აგრეგაციული ეფექტი; სამშობიარო მოქმედების შესუსტება.

სალიცილატები და მათი მეტაბოლიტები მცირე რაოდენობით ხვდებიან ლაქტატში. რაც იწვევს ბავშვის ორგანიზმში სისხლდენის განვითარების რისკს, თრომბოციტების ფუნქციის დარღვევის გამო. იმის გამო, რომ დღეისათვის პრეპარატის შემთხვევითი (ერთჯერადი) მიღების შემდეგ არ არის დაფიქსირებული ჩვილზე არასასურველი ზემოქმედების შემთხვევა, ძუძუთი კვების შეწყვეტის აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, რეგულარული ან მაღალი დოზებით გამოყენებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

სამედიცინო პრეპარატები, რომელიც აინჰიბირებენ ციკლოოქსიგენაზას/ პროსტაგლანდინების სინთეზს, იწვევს ქალთა ფერტილობის დარღვევას, რადგანაც გავლენას ახდენს ოვულაციის პროცესზე. ეს პროცესი შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები

აძლიერებს მეთოტრექსატის ჰეპატოტოქსიკურობას, ანთების საწინააღმდეგო აგენტების მიერ მისი თირკმლის კლირენსის შემცირებას და სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირიდან მისი გამოძევების გამო.

აძლიერებს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, ჰეპარინის, სულფანილამიდების, ტრიიოდთირონინის, რეზერპინის ეფექტებს.

ანტიკოაგულანტები, თრომბოლიტიკები და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები და სხვა ასაპ-ები მაღალ დოზებში, სინერგული ეფექტის გამო, ზრდის წყლულოვანი დაავადების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს.

სისხლის პლაზმაში დიგოქსინის, ბარბიტურატების, ლითიუმის პრეპარატების კონცენტრაცია იზრდება თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცირების გამო.

ანტიდიაბეტური პრეპარატები (მაგალითად, ინსულინი, სულფანილშარდოვანა) ზრდის ჰიპოგლიკემიურ ეფექტს.

დიურეტიკები ასმ-ას მაღალ დოზებთან ერთად კომბინაციაში და ანგიონტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები, ამცირებს გორგლოვან ფილტრაციას.

მკურნალობის დროს სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენება ამცირებს სისხლის პლაზმაში სალიცილატების კონცენტრაციას, ხოლო მიღების შეწყვეტის შემდეგ -ზრდის სალიცილატებით ჭარბი დოზირების რისკს: კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების მომატებული რისკი.

იზრდება ვალპროისმჟავას ტოქსიკურობა, მისი პლაზმის ცილებთან კავშირიდან გამოძევების ხარჯზე.

ალკოჰოლი ზრდის კნტ-ის ლორწოვანზე დამაზიანებელ ზემოქმედებას, ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის განვითარების რისკს.

ამცირებს ურიკოზურიული პრეპარატების (მაგალითად: ბენზბრომარონი, პრობენეციდი), ჰიპოტენზიური საშუალებების და დიურეტიკების ეფექტებს.

მაგნიუმის ან/და ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდები ანელებენ და აუარესებენ ასმ-ას შეწოვას.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვაზე გავლენა

გავლენას არ ახდენს.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25o C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა

2 ტაბლეტი ქაღალდის სტრიპში, ლამინირებული ალუმინის ფოლგით; 5 სტრიპი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი

ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია

ბაიერ ბიტტერფელდ გმბჰ

ოტ გრეპპინ, სალეგასტერ შოსსე 1, 06803 ბიტტერფელდ-ვოლფენ, გერმანია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა