ალეფინი
Allefin
ალეფინი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი. დიფენჰიდრამინი თრგუნავს ჰისტამინის (პასუხისმგებელია ალერგიულ რეაქციებზე) მოქმედებას და აქვს ქავილის საწინააღმდეგო ეფექტი. ლიდოკაინს აქვს ლოკალური საანესთეზიო ეფექტი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიფენჰიდრამინი (diphenhydramine) + ლიდოკაინი (lidocaine)
- ფორმა და შეფუთვა
- (20მგ+10მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- „PRZEDSIĘBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK“ S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ამინოალკილური ეთერები
- ATC კოდი
- R06AA52
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044971
- რეგისტრირებულია
- 11 მარტი 2026, მოქმედებს 11 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
ალეფინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ალეფინი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი. დიფენჰიდრამინი თრგუნავს ჰისტამინის (პასუხისმგებელია ალერგიულ რეაქციებზე) მოქმედებას და აქვს ქავილის საწინააღმდეგო ეფექტი. ლიდოკაინს აქვს ლოკალური საანესთეზიო ეფექტი. მედიკამენტი აქვეითებს სიწითლეს, შესივებასა და კანის ექსუდაციას.
ჩვენებები:
ალეფინი ნაჩვენებია მოზრდილებისათვის, მოზარდებისა და 2 წლის ასაკიდან ბავშვებისათვის კანის ანთებითი და ალერგიული რეაქციების სიმპტომური მკურნალობისათვის, რომლებსაც თან ახლავს ქავილი და გამოწვეულია გარეგანი ფაქტორებით, მათ შორის მწერების ნაკბენებით, მცენარეებთან (მაგ.: ჭინჭართან) კონტაქტით.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.
ალეფინი განკუთვნილია კანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის.
დოზირება
მცირე რაოდენობით გელის წასმა უნდა მოხდეს დაზიანებულ კანზე და უნდა განაწილდეს ნაზად. საჭიროების მიხედვით შეიძლება გამოყენებულ იქნას დღეში 2-3-ჯერ.
ბავშვებში გამოყენება
არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ალეფინის დოზის გადაჭარბებისას
არადანიშნულებით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ლიდოკაინის დოზის გადაჭარბების შემთხვევები. ლიდოკაინმა შეიძლება იმოქმედოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავბრუსხვევას და პირის ირგვლივ დაბუჟებას, მხედველობის ფოკუსირების გაძნელებას და ყურებში ხმაურს, გულისრევას, ღებინებას. არტერიული წნევის დაცემას.
ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მედიკამენტის გამოყენება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ალეფინის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთნ ან ექთანთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერებების (დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდის, ლიკოკაინის ჰიდროქლორიდი) ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
ექსუდაციური და ფოლიკულური დერმატოზების შემთხვევაში;
2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის ზომები
ალეფინის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.
მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ნევროლოგიური დამბლის და გულის უკმარისობის დროს.
არ უნდა მოხდეს ალეფინით ნამკურნალებ კანზე მზის სხივების ზემოქმედება.
ბავშვები და მოზარდები
მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. განსაკუთრებით, ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
მედიკამენტები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2D6 ფერმენტით, როგორიცაა: მეტოპროლოლი და ვენლაფაქსინი (დიფენჰიდრამინი თრგუნავს CYP2D6 ფერმენტის ეფექტს, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ პრეპარატებზე);
სულფონამიდების ჯგუფის ანტიბაქტერიული მედიკამენტები (ლიდოკაინი აქვეითებს მათ ეფექტს);
IB კლასის ანტიარითმიული პრეპარატები ან სხვა ლოკალური საანესთეზიო საშუალებები (ამ მედიკამენტის კუმულაციური გვერდითი მოვლენების რისკის გამო);
ე.წ. მაო ინჰიბიტორების ჯგუფის მედიკამენტები (გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების დროს);
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
ფენოთიაზინის ანტიფსიქოზური საშუალებები;
ანტიკოაგულანტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ორსულობა
ლიდოკაინი გადის პლაცენტარულ ბარიერს, თუმცა არ იქნა გამოვლენილი საზიანო ეფექტები ნაყოფზე ცხოველებზე კვლევებში. კვლევების სიმცირის გამო, რომლებიც დაადასტურებდა მედიკამენტის უსაფრთხოებას ორსულობის დროს, ალეფინის გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება
ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძეში, მაგრამ მცირე რაოდენობით, რაც არ წარმოადგენს რაიმე რისკს ბავშვისთვის. კვლევების სიმცირის გამო, რომლებიც დაადასტურებდა მედიკამენტის უსაფრთხოებას ძუძუთი კვების დროს, ალეფინის გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ალეფინს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.
ალეფინი შეიცავს პროპილენგლიკოლს.
მედიკამენტი შეიცავს 60 მგ პროპილენგლიკოლს 1 გ გელში.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ამ დრომდე არ არის აღწერილი გვერდითი მოვლენების სიხშირის ზრდა დიფენჰიდრამინის და ლიდოკაინის ადგილობრივი გამოყენებისას.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
ერითემა, ალერგიული რეაქცია.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით:
ალ. იეროზოლიმსკის 181C, 02-222 ვარშავა
ტელ.: +48 22 49 21 301, ფაქსი: +48 22 49 21 309
ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელისათვის.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია დიფენჰირამინის ჰიდროქლორიდი და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი. 1 გ გელი შეიცავს 20 მგ დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდს და 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: პროპილენგლიკოლი (E1520), ჰიდროქსიეთილცელულოზა, ციტრონელის ეთერზეთი, დინატრიუმედეტატი, გაწმენდილი წყალი.
ალეფინის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ალეფინი არის გამჭვირვალე ან გაუმჭვირვალე, უფერო ან მოთეთრო ფერის გელი ციტრონელის დამახასიათებელი არომატით.
შეფუთვის ზომები: 20 გ, 30 გ
შეფუთვა წარმოდგენილია ალუმინის ტუბით, რომელსაც აქვს მემბრანა, შიგნიდან დაფარულია ეპოქსი-ფენოლის ლაქით, თავდახურულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ხრახნიანი თავსახურით, რომელსაც აქვს სახვრეტი, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შეფუთვის ზომა: 5 გ
შეფუთვა წარმოდგენილია ალუმინის ტუბით, რომელიც შიგნიდან დაფარულია ეპოქსი-ფენოლის ლაქით, თავდახურულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ხრახნიანი თავსახურით და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25ºC-ის ქვემოთ, არ შეიძლება მაცივარში შენახვა ან გაყინვა.
შენახვის ვადა პირველად გახსნის შემდეგ: 3 წელი, მაგრამ არაუგვიანეს შეფუთვაზე მითითებულ გამოყენების ვადისა.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ალეფინი (20 მგ+ 10 მგ)/გ, გელი
დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი + ლიდოკაინის ჰიდროქლოროდი
მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის მითითებების შესაბამისად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს ან მისი მდგომარეობა უარესდება.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ალეფინი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ალეფინის გამოყენებამდე;
ალეფინის გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ალეფინის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ალეფინი და მისი გამოყენება
ალეფინი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი. დიფენჰიდრამინი თრგუნავს ჰისტამინის (პასუხისმგებელია ალერგიულ რეაქციებზე) მოქმედებას და აქვს ქავილის საწინააღმდეგო ეფექტი. ლიდოკაინს აქვს ლოკალური საანესთეზიო ეფექტი. მედიკამენტი აქვეითებს სიწითლეს, შესივებასა და კანის ექსუდაციას.
ჩვენებები:
ალეფინი ნაჩვენებია მოზრდილებისათვის, მოზარდებისა და 2 წლის ასაკიდან ბავშვებისათვის კანის ანთებითი და ალერგიული რეაქციების სიმპტომური მკურნალობისათვის, რომლებსაც თან ახლავს ქავილი და გამოწვეულია გარეგანი ფაქტორებით, მათ შორის მწერების ნაკბენებით, მცენარეებთან (მაგ.: ჭინჭართან) კონტაქტით.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ალეფინის გამოყენებამდე
დაუშვებელია ალეფინის გამოყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერებების (დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდის, ლიკოკაინის ჰიდროქლორიდი) ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
ექსუდაციური და ფოლიკულური დერმატოზების შემთხვევაში;
2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ალეფინის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.
მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ნევროლოგიური დამბლის და გულის უკმარისობის დროს.
არ უნდა მოხდეს ალეფინით ნამკურნალებ კანზე მზის სხივების ზემოქმედება.
ბავშვები და მოზარდები
მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა მედიკამენტები და ალეფინი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. განსაკუთრებით, ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
მედიკამენტები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2D6 ფერმენტით, როგორიცაა: მეტოპროლოლი და ვენლაფაქსინი (დიფენჰიდრამინი თრგუნავს CYP2D6 ფერმენტის ეფექტს, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ პრეპარატებზე);
სულფონამიდების ჯგუფის ანტიბაქტერიული მედიკამენტები (ლიდოკაინი აქვეითებს მათ ეფექტს);
IB კლასის ანტიარითმიული პრეპარატები ან სხვა ლოკალური საანესთეზიო საშუალებები (ამ მედიკამენტის კუმულაციური გვერდითი მოვლენების რისკის გამო);
ე.წ. მაო ინჰიბიტორების ჯგუფის მედიკამენტები (გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების დროს);
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
ფენოთიაზინის ანტიფსიქოზური საშუალებები;
ანტიკოაგულანტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ორსულობა
ლიდოკაინი გადის პლაცენტარულ ბარიერს, თუმცა არ იქნა გამოვლენილი საზიანო ეფექტები ნაყოფზე ცხოველებზე კვლევებში. კვლევების სიმცირის გამო, რომლებიც დაადასტურებდა მედიკამენტის უსაფრთხოებას ორსულობის დროს, ალეფინის გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება
ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძეში, მაგრამ მცირე რაოდენობით, რაც არ წარმოადგენს რაიმე რისკს ბავშვისთვის. კვლევების სიმცირის გამო, რომლებიც დაადასტურებდა მედიკამენტის უსაფრთხოებას ძუძუთი კვების დროს, ალეფინის გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ალეფინს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.
ალეფინი შეიცავს პროპილენგლიკოლს.
მედიკამენტი შეიცავს 60 მგ პროპილენგლიკოლს 1 გ გელში.
ალეფინის გამოყენების წესი
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.
ალეფინი განკუთვნილია კანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის.
დოზირება
მცირე რაოდენობით გელის წასმა უნდა მოხდეს დაზიანებულ კანზე და უნდა განაწილდეს ნაზად. საჭიროების მიხედვით შეიძლება გამოყენებულ იქნას დღეში 2-3-ჯერ.
ბავშვებში გამოყენება
არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ალეფინის დოზის გადაჭარბებისას
არადანიშნულებით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ლიდოკაინის დოზის გადაჭარბების შემთხვევები. ლიდოკაინმა შეიძლება იმოქმედოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავბრუსხვევას და პირის ირგვლივ დაბუჟებას, მხედველობის ფოკუსირების გაძნელებას და ყურებში ხმაურს, გულისრევას, ღებინებას. არტერიული წნევის დაცემას.
ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მედიკამენტის გამოყენება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ალეფინის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთნ ან ექთანთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ამ დრომდე არ არის აღწერილი გვერდითი მოვლენების სიხშირის ზრდა დიფენჰიდრამინის და ლიდოკაინის ადგილობრივი გამოყენებისას.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
ერითემა, ალერგიული რეაქცია.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით:
ალ. იეროზოლიმსკის 181C, 02-222 ვარშავა
ტელ.: +48 22 49 21 301, ფაქსი: +48 22 49 21 309
ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელისათვის.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ალეფინის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25ºC-ის ქვემოთ, არ შეიძლება მაცივარში შენახვა ან გაყინვა.
შენახვის ვადა პირველად გახსნის შემდეგ: 3 წელი, მაგრამ არაუგვიანეს შეფუთვაზე მითითებულ გამოყენების ვადისა.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ალეფინი
აქტიური ნივთიერებებია დიფენჰირამინის ჰიდროქლორიდი და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი. 1 გ გელი შეიცავს 20 მგ დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდს და 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: პროპილენგლიკოლი (E1520), ჰიდროქსიეთილცელულოზა, ციტრონელის ეთერზეთი, დინატრიუმედეტატი, გაწმენდილი წყალი.
ალეფინის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ალეფინი არის გამჭვირვალე ან გაუმჭვირვალე, უფერო ან მოთეთრო ფერის გელი ციტრონელის დამახასიათებელი არომატით.
შეფუთვის ზომები: 20 გ, 30 გ
შეფუთვა წარმოდგენილია ალუმინის ტუბით, რომელსაც აქვს მემბრანა, შიგნიდან დაფარულია ეპოქსი-ფენოლის ლაქით, თავდახურულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ხრახნიანი თავსახურით, რომელსაც აქვს სახვრეტი, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შეფუთვის ზომა: 5 გ
შეფუთვა წარმოდგენილია ალუმინის ტუბით, რომელიც შიგნიდან დაფარულია ეპოქსი-ფენოლის ლაქით, თავდახურულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ხრახნიანი თავსახურით და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Przedsiębiorstwo Produkcji Farmaceutycznej HASCO-LEK S.A.
ul. Żmigrodzka 242E, 51-131 Wrocław,
Poland
პრზედსიებიორსტვო პროდუქციი ფარმაცეუტიჟნეი ჰასკო-ლეკ ს.ა.
ულ. ზმიგროძკა 242ე, 51-131 ვროცლავი
ინფორმაცია წამალზე:
ტელ.: 22 742 00 22
e-mail: [email protected]
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 09/2023
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


