ალდარა
ALDARA
ალდარა, თეთრი-მსუბუქად ყვითელი ფერის კრემია, რომელიც საშეტის (პაკეტის) სახელით წოდებულ, ერთჯერადი გამოყენების შეფუთვაშია მოთავსებული. ალდარას შეფუთვის კოლოფში წარმოდგენილია თითოეულში 250 მგ კრემის შემცველი 6, 12 ანდა 24 ცალი საშეტი. ალდარა, მოქმედი ნივთიერების სახით იმიკიმოდს შეიცავს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- იმიკვიმოდი (imiquimod)
- ფორმა და შეფუთვა
- 5% ადგილობრივი გამოყენების კრემი საშეტი №12
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ანტივირუსული საშუალებები
- ATC კოდი
- D06BB10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0466
- რეგისტრირებულია
- 30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ალდარა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ალდარა, თეთრი-მსუბუქად ყვითელი ფერის კრემია, რომელიც საშეტის (პაკეტის) სახელით წოდებულ, ერთჯერადი გამოყენების შეფუთვაშია მოთავსებული. ალდარას შეფუთვის კოლოფში წარმოდგენილია თითოეულში 250 მგ კრემის შემცველი 6, 12 ანდა 24 ცალი საშეტი.
ალდარა, მოქმედი ნივთიერების სახით იმიკიმოდს შეიცავს.
იმიკიმოდი, იმუნური პასუხის მოდულატორია, მეჭეჭების წარმომქმნელი ვირუსების და სიმსივნის საწინააღმდეგოდ მოქმედი (ანტი-სიმსივნური) ეფექტური აგენტია.
ალდარა, სამი განსხვავებული მდგომარეობის დროს გამოიყენება. ექიმი, ალდარას ქვემოთ მოცემული მდგომარეობების სამკურნალოდ გამოგიწერთ:
გენიტალური მიდამოების (სასქესო ორგანოების) და ანუსის ორგვლივ კანის ზედაპირზე მეჭეჭები (condlomata akuminata)
ზედაპირული ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა
აღნიშნული, წარმოადგენს გავრცელებულ, სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელების დაბალი ალბათობის და ნელი განვითარების მქონე კანის სიმსივნეს. ძირითადად ვლინდება, საშუალო და ხანდაზმული ასაკის, ღია ფერის კანის ფერის მქონე პირებში, დაავადების განვითარებისას მნიშვნელოვან როლს ასრულებს მზის სხივების ქვეშ ხანგრძლივი დროით მოხვედრა. თუ, დაავადების მკურნალობა არ განხორციელდება, შეიძლება გამოიწვიოს კანის ფორმის დარღვევა, განსაკუთრებით სახის მიდამოში. ამიტომ, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია.
აქტინური კერატოზი
აქტინური კერატოზი, ხშირად მთელი სიცოცხლის განავლობაში მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ დარჩენილ პირებში, კანის გავრცელებულ ზედაპირზე ვლინდება. კანის ზედაპირი ზოგიერთ შემთვევაში შეიძლება ფერადი იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში მორუხო, ვარდისფერი ანდა ყავისფერი ფერის. დაზიანებები შეიძლება იყოს ბრტყელი ანდა ბალთისებრი ანდა კანის ზედაპირზე შეიძლება ბუშტუკოვანი, უხეში, მკვრივი და მეჭეჭის მსგავსი ცვლილებები განვითრდეს. ალდარა, გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში სახის და თმიანი კანის ზედაპირზე ბრტყელი აქტინური კერატოზის დროს.
ალდარა, ორგანიზმის საკუთარ იმუნურ სისტემას ბაზალუჯრედოვანი კარცინომის, აქტინური კერატოზის ანდა მეჭეჭების განვითარების გამომწვევის ვირუსების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ნივთიერებების წარმოებაში ეხმარება.
- ალდარას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.
ალდარა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, მანამდე ალდარა ანდა მსგავსი წამლები უკვე გამოიყენეთ, აღნიშნული მკურნალობის დაწყებამდე თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, თქვენს ექიმს აცნოებთ.
თუ, კანის იმ მიდამოში, რომელზეც მკურნალობა იგეგმება, მანამდე სხვა წამალს იყენებდით ანდა იმავე მიდამოში ქირურგიული მკურნალობა გაქვთ ჩატარებული, აღნიშნული მიდამოს გამოჯანმრთელებამდე ალდარა არ გამოიყენოთ.
ალდარას ცხვირის ღრუსთან, ტუჩებთან და თვალებთან კონტაქტს მოერიდეთ. თუ, შემთხვევით აღნიშნულ მიდამოებთან კონტაქტი გექნებათ, წყლით ჩამოიბანეთ და კრემი აღნიშნულ ზედაპირებს მოაშორეთ.
ალდარა, მხოლოდ კანის ზედაპირზე გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, საშოს ანდა ანუსის შიგნითა ნაწილებში არ გამოიყენოთ.
კრემის, მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდირებული რაოდენობა გამოიყენეთ, დოზა არ გადააჭარბოთ.
ალდარას, კანის ზედაპირზე გამოყენების შემდეგ, ზედაპირი სახვევით ანდა მსგავსი მასალით არ დაფაროთ.
თუ, მკურნალობის ქვეშ არსებული მიდამო ძალიან გაღიზიანდება, კანის ზედაპირზე არსებული კრემი საპნით და წყლით ჩამორეცხეთ, კრემი მოიშორეთ. პრობლემის ალაგებისთანავე, კრემის გამოყენება შეგიძლიათ განაახლოთ
თუ, სისხლის ანალიზში ცვლილებები გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ალდარას, მოქმედების მექანიზმის გამო, არსებობს მკურნალობის ქვეშ არსებულ კანის მიდამოში ანთებითი პროცესის (გავრცელებული) გამწვავების ალბათობა.
თუ, ალდარას სასქესო ორგანოების მიდამოებში არსებული მეჭეჭების სამკურნალოდ იყენებთ, ქვემოთ მოცემული გაფრთხილებები გაითვალისწინეთ:
მამაკაცები, რომელთაც ჩუჩის ქვეშ აქვთ მეჭეჭები, ყოველდღე ჩუჩა უკან უნდა გადაიწიონ და აღნიშნული მიდამოს ჰიგიენური დამუშავება განახორციელონ. თუ, ყოველდღიური ჰიგიენური დაბანა არ განხორციელდება, შეიძლება გამოვლინდეს, კანის დაჭიმულობა, შეშუპება და კანის ნახეთქების მსგავსი ნიშნები, შესაბამისად, ჩუჩის უკან გადაწევის გაძნელებაც. თუ, აღნიშნული ნიშნები გამოვლინდება, მაშინვე მკურნალობა შეაჩერეთ და თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, ღია ჭრილობები გაქვთ, ამ ჭრილობების შეხორცებამდე, ალდარას გამოყენება არ დაიწყოთ.
თუ, სასქესო ორგანოების ანდა ანუსის შიგნითა ნაწილებში მეჭეჭები გაქვთ: ალდარა, საშარდზე გზების შიგნითა ნაწილში, საშოს შიგნითა ზედაპირზე, საშვილოსნოს ყელის ანდა ანუსის შიგნითა ნაწილებში არ გამოიყენოთ.
თუ, რომელიმე დაავადების ანდა ამჟამად მიღებაში არსებული რომელიმე წამლის გამო იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, აღნიშნული წამალი რეკომენდირებულზე მეტი დროით (მკურნალობის მეტი კურსი) არ გამოიყენოთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
თუ, აივ (შიდსის გამომწვევი) დადებითი ხართ, თქვენს ექიმს აცნობეთ, რადგანაც დაფიქსირებულია, რომ ალდარას აივ დადებით ავადმყოფებში გამოყენება ეფექტური არ არის. თუ, მეჭეჭების არსებობის დროს სქესობრივი კონტაქტის გადაწყვეტილებას მიიღებთ, სქესობრივ აქტივობამდე ალდარა არ გამოიყენოთ, სქესობრივი აქტივობის შემდეგ გამოიყენეთ. ალდარას გამოყენების დროს, ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტისთვის გამოყენებული პრეზერვატივის/კონდომის ანდა დიაფრაგმის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს, ამიტომ სქესობრივ აქტივობამდე და სქესობრივი კონტაქტის დროს კრემი მოცილებული უნდა იქნას. არ დაგავიწყდეთ, რომ ალდარა აივ ინფექციის ანდა სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების კონტაგიოზურობის (დაავადების გავრცელების) წინააღმდეგ არ დაგიცავთ.
თუ, ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის ანდა აქტინური კერატოზის მკურნალობას იტარებთ, ქვემოთ მოცემული გაფრთხილებები გაითვალისწინეთ:
მზის ნათურები ანდა რუჯის საწოლები (სოლარიუმი)არ გამოიყენოთ და ალდარათი მკურნალობის დროს შეძლებისდაგვარად, მზის სხივების ქვეშ მოხვედრას მოერიდეთ. გარეთ გასვლის დროს დამცავი ტანისამოსი და ფართო ფარფლიანი ქუდი გამოიყენეთ.
ალდარას გამოყენების დროს და კანის პრობლემის გამოჯანმრთელებამდე, მკურნალობის ქვეშ არსებული კანის ფერი ნორმალური კანისგან განსხვავებული იქნება.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან რომელიმე წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ალდარას გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
ალდარას გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებსა და საკვებთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
მიღების წესი და დოზირება
ალდარა, ყოველთვის ექიმის მიერ რეკომენდირებული ფორმით გამოიყენეთ.
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
აღნიშნული წამალი, ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
წამლის გამოყენებამდე და შემდეგ, ხელები კარგად დაიბანეთ. ალდარას გამოყენების შემდეგ კანის შესაბამისი ზედაპირი სახვევით ანდა მსგავსი მასალით არ დაფაროთ.
კრემის გამოყენების დროს, ყოველთვის ახალი საშეტი გახსენით. გამოყენების შემდეგ დარჩენილი კრემი გადააგდეთ. კრემის გამოყენების შემდეგ, გახსნილი საშეტი მისი შემდგომი გამოყენების მიზნით არ შეინახოთ.
ალდარას გამოყენების ფორმა და ხანგრძლივობა გენიტალური მეჭეჭების დროს, ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის ანდა აქტინური კერატოზის დროს განსხვავებულია.
გამოყენების გზა და მეთოდი:
6 ფოტო- რომელიც კრემის გამოყენებას ასახავს
თუ, გენიტალური მეჭეჭების მკურნალობას იტარებთ:
რეკომენდაციები გამოყენებისთვის-(ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი)
- დაწოლამდე, ხელები და კანის მიდამო (სამკურნალო არე) საპნით და წყლით დაიბანეთ, დაიმშრალეთ.
- ახალი საშეტი გახსენით და თითის წვერით კრემი აიღეთ.
- სუფთა, მშრალი მეჭეჭის ზედაპირზე ალდარას თხელი ფენა დაიტანეთ და კრემი კანის ზედაპირზე დაიზილეთ მანამ, სანამ კანში არ შეიწოვება.
- კრემის კანზე დატანების შემდეგ გახსნილი საშეტი გადააგდეთ და ხელები საპნით და წყლით დაიბანეთ.
- ალდარა, მეჭეჭების ზედაპირზე 6-10 საათის განმავლობაში დატოვეთ. ამ დროის განმავლობაში შხაპი ანდა აბაზანა არ მიიღოთ.
- კანი, ალდარას გამოყენების მიდამო 6-10 საათის შემდეგ საპნით და წყლით დაიბანეთ.
ალდარა, კვირაში 3-ჯერ გამოიყენეთ. მაგალითად, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. ერთი საშეტი კრემი, 20სმ2 მიდამოსთვის საკმარისია.
მამაკაცებში, ჩუჩის კანზე მეჭეჭის არსებობისას, საჭიროა ჩუჩის კანის ყოველდღე უკან გადაწევა და შიგნითა ზედაპირის ჩამობანა და სისუფთავე.
ალდარას გამოყენება, მეჭეჭების სრულად ალაგებამდე გააგრძელეთ (მკურნალობის ქვეშ მყოფი ქალების ნახევარში 8 კვირის განმავლობაში, მამაკაცების ნახევარში კი 12 კვირის განმავლობაში დაზიანებები სრულად უნდა ალაგდეს, ზოგიერთ ავადმყოფთან მეჭეჭები შეიძლება 4 კვირაშიც ალაგდეს).
ალდარა, ყოველი მეჭეჭების (კონდილომების)პერიოდის მკურბალობისას, 16 კვირაზე მეტი დროით არ გამოიყენოთ.
თუ, ფიქრობთ, რომ ალდარას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმ ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის მკურნალობას იტარებთ:
რეკომენდაციები გამოყენებისთვის-(ორშაბათი, სამშაბათი,ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი)

- კანის სამკურნალო მიდამოში და ამ მიდამოს ირგვლივ 1 სმ მოშორებით ალდარას თხელი ფენა დაიტანეთ და კრემი კანის ზედაპირზე დაიზილეთ მანამ, სანამ კანში არ შეიწოვება.

- ალდარა, კანის ზედაპირზე 8 საათის განმავლობაში დატოვეთ. ამ დროის განმავლობაში შხაპი ანდა აბაზანა არ მიიღოთ.
- კანი, ალდარას გამოყენების მიდამო 8 საათის შემდეგ საპნით და წყლით დაიბანეთ.
ალდარა, 6 კვირის განმავლობაში, კვირაში 5-ჯერ, ერთმანეთის მიყოლებით, ზედიზედ 5 დღის განმავლობაში ყოველდღე, დაზიანებული მიდამოსა და 1 სმ ირგვლივი არეში საკმარისი რაოდენობით გამოიყენეთ. მაგალითად, კრემი ორშაბათიდან პარასკევამდე, ყოველდღე გამოიყენეთ. აღნიშნულ შემთხვევაში, კრემი შაბათს და კვირას არ გამოიყენოთ.
თუ, აქტინური კერატოზის მკურნალობას იტარებთ:

- კანის სამკურნალო არეში ალდარას თხელი ფენა დაიტანეთ და კრემი კანის ზედაპირზე დაიზილეთ მანამ, სანამ კანში არ შეიწოვება.

ალდარა, კვირაში 3-ჯერ გამოიყენეთ. მაგალითად, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. ერთი საშეტი კრემი, 25სმ2 მიდამოსთვის საკმარისია.
მკურნალობა 4 კვირის განმავლობაში გააგრძელეთ. მკურნალობის პირველი ეტაპის დასრულებიდან 4 კვირის შემდეგ, ექიმი კანის მდგომარეობას შეაფასებს. თუ, ყველა დაზიანება სრულად არ ალაგდება, შეიძლება საჭირო გახდეს კიდევ დამატებით 4 კვირიანი მკურნალობის კურსის განხორციელება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ალდარას ბავშვებში გამოყენება რეკომენდირებული არ არის. გენიტალური მეჭეჭების, ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის და აქტინური კერატოზის დროს, ბავშვებსა და მოზარდებში იმიკიმოდის გამოყენებასთან დაკავშირებით მონაცემები არ არსებობს.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ალდარათი მკურნალობის დროს, ხანდაზმულ ავადმყოფებსა და ახალგაზრდა ავადმყოფებს შორის წამლის ეფექტურობის და უსაფრთხოების მხრივ განსხვავება არ დაფიქსირებულა.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების და ღვიძლის უკმარისობა:
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობა არ არსებობს.
ექიმი, ალდარათი მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. მკურნალობა ნაადრევად არ შეწყვიტოთ, რადგანაც მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობასა და ფორმაზე.
თუ,ფიქრობთ, რომ ალდარას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ალდარას საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ:
თუ, ალდარას საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
კრემის ზედმეტი რაოდენობა საპნით და წყლით ჩამოიბანეთ. კანის რეაქციის ალაგების შემდეგ, შეიძლება მკურნალობის გაგრძელება.
თუ, შემთხვევით ალდარა გადაგეყლაპათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
თუ, ალდარას გამოყენება დაგავიწყდებათ:
თუ, ერთი დოზა გამოტოვეთ, როგორც კი გაიხსნებთ, კრემი გამოიყენეთ და შემდეგ, მკურნალობის ჩვეული გეგმის მიხედვით კრემის გამოყენება გააგრძელეთ. კრემი, დღეში მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ, არ გადააჭარბოთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.
მოვლენები, რომელიც ალდარათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
რაიმე სახის ეფექტი დაფიქსირებული არ არის.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ალდარას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ალდარას გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
ხელების, ფეხების, მაჯების, სახის, ტუჩების შეშუპება ანდა განსაკუთრებით, პირის ღრუს და ხახის შეშუპება, რომელიც სუნთქვის და ყლპავის გაძნელებას იწვევს.
ყველა ზემოთ აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ალდარას მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება გახდეს საჭირო.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება,თქვენს ექიმს აცნობეთ:
კანზე პატარა, წითელი ფერის უბნების სახით დაწყებული და პატარა სამიზნის მსგავსი შესახედაობის, კანის პროგრესირებადი დაზიანებები და ლაქები, ასევე შეიძლება გამოვლინდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები:
ქავილი
ცხელება
ზოგადად ავად ყოფნის შეგრძნება
სახსრების ტკივილი
მხედველობის პრობლემები
წვის შეგრძნება
თვალების ტკივილი და ქავილი
პირის ღრუში იარები
ქალებში მტკივნეული შარდვა
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდით ეფექტებია. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება.
ზოგიერთ ავადმყოფთან, კანის იმ მონაკვეთში, სადაც ალდარა გამოიყენება, შეიძლება გამოვლინდეს კანის ფერის ცვლილება. აღნიშნული ცვლილებები გარკვეული დროს შემდეგ უნდა ალაგდეს, თუმცა ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება კანის ფერის ცვლილება დარჩეს. თუ, ალდარას გამოყენების დროს კანის არასასურველი (მწვავე) რეაქცია გამოვლინდება, კრემის გამოყენება შეაჩერეთ. კანის აღნიშნული მიდამო საპნით და წყლით ჩამოიბანეთ და თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
ზოგიერთ ავადმყოფთან, შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში ცვლილებები, მაჩვენებლების დაქვეითება. აღნიშნული მდგომარეობა, შეიძლება ინფექციის მიმართ მგრძნობელობას უფრო გაზრდის, შეიძლება გამოიწვიოს კანის უფრო ადვილი დაზიანება და სისხლჩაქცევების განვითარება ანდა სისუსტის შეგრძნება. თუ, აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმე თქვენტან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ავადმყოფთა ძალინ მცირე რიცხვში, მკურნალობის ქვეშ მყოფ კანის მიდამოში ანდა ირგვლივ შეიძლება გამოვლინდეს თმის ანდა ბეწვის ცვენა.
აღნიშნული, ალდარას მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.
ალდარას გამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ, ალდარას გამოყენების დროს თავს ცუდად გრძნობთ, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
თუ, გენიტალური მეჭეჭების მკურნალობას იტარებთ:
ალდარას გამოყენებისას არასასურველი ეფექტების უმრავლესობა კანის ლოკალური ეფექტებიდან გამომდინარეობს.
ძალიან გავრცელებული:
სიწითლე
კანზე ნახეთქები, ბალთა-ბალთა გამონაყარი და შესივება
კანქვეშა გამკვრივება, პატარა ღია იარები, გამოჯანმრთელების დროს ქერქის წარმოქმნა და კანქვეშ პატარა ბუშტუკები
ქავილი, წვის შეგრძნება, გამოყენების ადგილას ტკივილი
ყველა ზემოთ აღნიშნული რეაქციის უმრავლესობა მსუბუქი ხარისხისაა და მკურნალობის შეჩერების შემდეგ დაახლოებით 2 კვირაში ალაგდება.
გავრცელებული:
თავის ტკივილი
ნაკლებად გავრცელებული:
ცხელება და სურდოს მსგავსი ნიშნები
სახსრების და კუნთების ტკივილი
საშვილოსნოს პროლაფსი
ერექციის პრობლემები
ქალებში სქესობრივი კონტაქტის დროს ტკივილი
ჭარბი ოფლიანობა
ავად ყოფნის შეგრძნება
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ სიმპტომები
ყურებში ხმაური
სახის და კისრის არეში სიწითლე
დაღლილობა
თავბრუსხვევა
მიგრენი
დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება
უძილობა,დეპრესია
მადის დაკარგვა
ლიმფური კვანძების შესივება
ბაქტერიული, ვირუსული (მარტივი ჰერპესი) ანდა სოკოვანი ინფექციები
რძიანას ჩათვლით ვაგინალური ინფექცია
ყელის ტკივილი და ხველა, გაცივების სიმპტომები
ძალიან იშვიათი:
კრემის, რეკომენდირებულზე უფრო მეტი რაოდენობით გამოყენებისას, შეიძლება გამოვლინდეს კანის მკვეთრი და მტკივნეული რეაქციები, ზოგიერთ ქალში შეიძლება გამოვლინდეს საშოს მტკივნეული რეაქციის სახით, იშვიათად საშარდზე გზების მხრივ ტკივილის სახით, ასეთი რეაქციების დროს, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ, საჭიროა სასწრაფო მედიკამენტოზური მკურნალობის განხორციელება.
თუ, ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის მკურნალობას იტარებთ:
ალდარას გამოყენებისას, არასასურველი ეფექტების უმრავლესობა კანის ლოკალური ეფექტებიდან გამომდინარეობს. კანის ლოკალური რეაქციები, წამლის სასურველი სახით მოქმედების მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
ძალიან გავრცელებული:
მსუბუქი ქავილი
გავრეცელებული:
კანის დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება
კანზე პატარა, შეშუპებული უბნები
ტკივილი, წვის შეგრძნება, გაღიზიანება, სისხლდენა, სიწითლე ანდა კანზე გამონაყარი
თუ, მკურნალობის დროს კანის რეაქციები ძალიან შემაწუხებელი იქნება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ. ექიმმა, შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში ალდარას გამოყენების შეჩერება გთხოვოთ.
თუ, ჩირქოვანი ანდა სხვა ინფექციის ნიშნები ვლინდება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ. კანის რეაქციების გარდა, შეიძლება გამოვლინდეს სხვა გავრცელებული გვერდითი ეფექტები ლიმფური კვანძების შესივების და ზურგის ტკივილის სახით.
ნაკლებად გავრცელებული:
კრემის გამოყენების ადგილას გამონადენი, ანთებითი პროცესის განვითარება, შესივება, ქერქის მოდება, კანის დაზიანება, ბუშტუკები, დერმატიტი (კანის ანთება) ანდა დისკომფორტი
ავად ყოფნის შეგრძნება
პირის სიმშრალე
სურდოს მსგავსი ნიშნები
დაღლილობა
თუ, აქტინური კრატოზის მკურნალობას იტარებთ:

გამოყენების ადგილას ქავილი
გავრცელებული:
გამოყენების ადგილას ტკივილი, წვა, გაღიზიანება ანდა სიწითლე

თუ, ჩირქოვანი ანდა სხვა ინფექციის ნიშნები ვლინდება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ. კანის რეაქციების გარდა, შეიძლება გამოვლინდეს სხვა გავრცელებული გვერდითი ეფექტები, თავის ტკივილის, უმადობის, გულისრევის, კუნთების ტკივილის, სახსრების ტკივილის და დაღლილობის სახით.
ნაკლებად გავრცელებული:
გამოყენების ადგილას სისხლდენა, ანთებითი პროცესი, ქავილი, მგრძნობელობა, შესივება, კანზე პატარა შესივებული უბნები, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, ქერქის მოდება, ნაწიბურის განვითარება, წყლულის განვითარება ანდა შეხურება ანდა დისკომფორტის შეგრძნება
ცხვირის ღრუში ანთება, ცხვირის გაჭედვა, სურდო ანდა სურდოს მსგავსი სიმპტომები
დეპრესია
თვალის გაღიზიანება
თვალის ქუთუთოების შეშუპება
ყელის ტკივილი
დიარეა
აქტინური კერატოზი (მთელი ცხოვრების მანძილზე მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ დარჩენილ ადამიანებში კანის უხეში უბნები)
სიწითლე
სახის შეშუპება
წყლულები
ხელების და ფეხების ტკივილი
ცხელება
სისუსტე
კანკალი
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

- ალდარას შენახვა
ალდარა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ალდარა არ გამოიყენოთ.
საშეტების გახსნის და ერთხელ გამოყენების შემდეგ, განმეორებით აღარ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
შპს. მედა ფარმა ილაჩ სან ვე თიჯ
ორთაქოი/ბეშიქთაში/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
C.P.M. ContractPharma GmbHFeldkirchen-Westeerham /გერმანია
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 01.06.2020-ში დამოწმებულია.
მედა 6041/08
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარემცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ორსულობის დროს ალდარას გამოყენების შედეგად მოსალოდნელი სარგებელი/ზიანის შესახებ ინფორმაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ალდარას მუცლად მყოფ ნაყოფზე გააჩნია პირდაპირი და ირიბი მავნე ზემოქმედება.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დადასტურება, მაშინვე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება -ლაქტცია
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.
ალდარათი მკურნალობის დროს, ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ. რადგანაც იმიკიმოდის (მოქმედი ნივთიერება) დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ალდარას გამოყენებისას, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.
ალდარას შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
მეთილჰიდროქსიბენზოატმა (E218) და პროპილჰიდროქსიბენზოატმა (E216) შეიძლება ალერგიული რეაქციების (დიდი ალბათობით დაგვიანებული) განვითარება გამოიწვიოს. ცეტილის სპირტმა და სტეარილის სპირტმა შეიძლება კანის რეაქციების (კონტაქტური დერმატიტის მსგავსი) განვითარება გამოიწვიოს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
ალდარასთან შეუთავსებელი წამალი უცნობია.
კანის ზედაპირზე გამოყენებისას, სხვა რომელიმე წამალთან ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა.
იმუნური სისტემის სტიმულაციის ეფექტის გამო, იმუნური სისტემის დამთრგუნავი წამლის გამოყენებისას, სიფრთხილეა საჭირო.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ალდარა 5 % კრემი
განკუთვნილია კანზე გარეგანი გამოყენებისთვის
მოქმედი ნივთიერება: თითოეული საშეტი (პაკეტი), კრემის 250 მგ 12,5 მგ იმიკიმოდს შეიცავს (5% კრემის თითოეული 100 მგ 5 მგ იმიკიმოდს შეიცავს).
დამხმარე ნივთიერებები: იზოსტეარინის მჟავა, ბენზილის სპირტი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი, პოლისორბატ 60, სორბიტანის სტეარატი, გლიცერინი, მეთილჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილჰიდროქსიბენზოატი (E216), ქსანტანის რეზინი, სუფთა წყალი.
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება ალდარა?
ალდარას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება ალდარა?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
ალდარას შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება ალდარა?
ალდარა, თეთრი-მსუბუქად ყვითელი ფერის კრემია, რომელიც საშეტის (პაკეტის) სახელით წოდებულ, ერთჯერადი გამოყენების შეფუთვაშია მოთავსებული. ალდარას შეფუთვის კოლოფში წარმოდგენილია თითოეულში 250 მგ კრემის შემცველი 6, 12 ანდა 24 ცალი საშეტი.
ალდარა, მოქმედი ნივთიერების სახით იმიკიმოდს შეიცავს.
იმიკიმოდი, იმუნური პასუხის მოდულატორია, მეჭეჭების წარმომქმნელი ვირუსების და სიმსივნის საწინააღმდეგოდ მოქმედი (ანტი-სიმსივნური) ეფექტური აგენტია.
ალდარა, სამი განსხვავებული მდგომარეობის დროს გამოიყენება. ექიმი, ალდარას ქვემოთ მოცემული მდგომარეობების სამკურნალოდ გამოგიწერთ:
გენიტალური მიდამოების (სასქესო ორგანოების) და ანუსის ორგვლივ კანის ზედაპირზე მეჭეჭები (condlomata akuminata)
ზედაპირული ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა
აღნიშნული, წარმოადგენს გავრცელებულ, სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელების დაბალი ალბათობის და ნელი განვითარების მქონე კანის სიმსივნეს. ძირითადად ვლინდება, საშუალო და ხანდაზმული ასაკის, ღია ფერის კანის ფერის მქონე პირებში, დაავადების განვითარებისას მნიშვნელოვან როლს ასრულებს მზის სხივების ქვეშ ხანგრძლივი დროით მოხვედრა. თუ, დაავადების მკურნალობა არ განხორციელდება, შეიძლება გამოიწვიოს კანის ფორმის დარღვევა, განსაკუთრებით სახის მიდამოში. ამიტომ, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია.
აქტინური კერატოზი
აქტინური კერატოზი, ხშირად მთელი სიცოცხლის განავლობაში მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ დარჩენილ პირებში, კანის გავრცელებულ ზედაპირზე ვლინდება. კანის ზედაპირი ზოგიერთ შემთვევაში შეიძლება ფერადი იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში მორუხო, ვარდისფერი ანდა ყავისფერი ფერის. დაზიანებები შეიძლება იყოს ბრტყელი ანდა ბალთისებრი ანდა კანის ზედაპირზე შეიძლება ბუშტუკოვანი, უხეში, მკვრივი და მეჭეჭის მსგავსი ცვლილებები განვითრდეს. ალდარა, გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში სახის და თმიანი კანის ზედაპირზე ბრტყელი აქტინური კერატოზის დროს.
ალდარა, ორგანიზმის საკუთარ იმუნურ სისტემას ბაზალუჯრედოვანი კარცინომის, აქტინური კერატოზის ანდა მეჭეჭების განვითარების გამომწვევის ვირუსების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ნივთიერებების წარმოებაში ეხმარება.
- ალდარას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.
ალდარა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, მანამდე ალდარა ანდა მსგავსი წამლები უკვე გამოიყენეთ, აღნიშნული მკურნალობის დაწყებამდე თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, თქვენს ექიმს აცნოებთ.
თუ, კანის იმ მიდამოში, რომელზეც მკურნალობა იგეგმება, მანამდე სხვა წამალს იყენებდით ანდა იმავე მიდამოში ქირურგიული მკურნალობა გაქვთ ჩატარებული, აღნიშნული მიდამოს გამოჯანმრთელებამდე ალდარა არ გამოიყენოთ.
ალდარას ცხვირის ღრუსთან, ტუჩებთან და თვალებთან კონტაქტს მოერიდეთ. თუ, შემთხვევით აღნიშნულ მიდამოებთან კონტაქტი გექნებათ, წყლით ჩამოიბანეთ და კრემი აღნიშნულ ზედაპირებს მოაშორეთ.
ალდარა, მხოლოდ კანის ზედაპირზე გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, საშოს ანდა ანუსის შიგნითა ნაწილებში არ გამოიყენოთ.
კრემის, მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდირებული რაოდენობა გამოიყენეთ, დოზა არ გადააჭარბოთ.
ალდარას, კანის ზედაპირზე გამოყენების შემდეგ, ზედაპირი სახვევით ანდა მსგავსი მასალით არ დაფაროთ.
თუ, მკურნალობის ქვეშ არსებული მიდამო ძალიან გაღიზიანდება, კანის ზედაპირზე არსებული კრემი საპნით და წყლით ჩამორეცხეთ, კრემი მოიშორეთ. პრობლემის ალაგებისთანავე, კრემის გამოყენება შეგიძლიათ განაახლოთ
თუ, სისხლის ანალიზში ცვლილებები გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ალდარას, მოქმედების მექანიზმის გამო, არსებობს მკურნალობის ქვეშ არსებულ კანის მიდამოში ანთებითი პროცესის (გავრცელებული) გამწვავების ალბათობა.
თუ, ალდარას სასქესო ორგანოების მიდამოებში არსებული მეჭეჭების სამკურნალოდ იყენებთ, ქვემოთ მოცემული გაფრთხილებები გაითვალისწინეთ:
მამაკაცები, რომელთაც ჩუჩის ქვეშ აქვთ მეჭეჭები, ყოველდღე ჩუჩა უკან უნდა გადაიწიონ და აღნიშნული მიდამოს ჰიგიენური დამუშავება განახორციელონ. თუ, ყოველდღიური ჰიგიენური დაბანა არ განხორციელდება, შეიძლება გამოვლინდეს, კანის დაჭიმულობა, შეშუპება და კანის ნახეთქების მსგავსი ნიშნები, შესაბამისად, ჩუჩის უკან გადაწევის გაძნელებაც. თუ, აღნიშნული ნიშნები გამოვლინდება, მაშინვე მკურნალობა შეაჩერეთ და თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, ღია ჭრილობები გაქვთ, ამ ჭრილობების შეხორცებამდე, ალდარას გამოყენება არ დაიწყოთ.
თუ, სასქესო ორგანოების ანდა ანუსის შიგნითა ნაწილებში მეჭეჭები გაქვთ: ალდარა, საშარდზე გზების შიგნითა ნაწილში, საშოს შიგნითა ზედაპირზე, საშვილოსნოს ყელის ანდა ანუსის შიგნითა ნაწილებში არ გამოიყენოთ.
თუ, რომელიმე დაავადების ანდა ამჟამად მიღებაში არსებული რომელიმე წამლის გამო იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, აღნიშნული წამალი რეკომენდირებულზე მეტი დროით (მკურნალობის მეტი კურსი) არ გამოიყენოთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
თუ, აივ (შიდსის გამომწვევი) დადებითი ხართ, თქვენს ექიმს აცნობეთ, რადგანაც დაფიქსირებულია, რომ ალდარას აივ დადებით ავადმყოფებში გამოყენება ეფექტური არ არის. თუ, მეჭეჭების არსებობის დროს სქესობრივი კონტაქტის გადაწყვეტილებას მიიღებთ, სქესობრივ აქტივობამდე ალდარა არ გამოიყენოთ, სქესობრივი აქტივობის შემდეგ გამოიყენეთ. ალდარას გამოყენების დროს, ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტისთვის გამოყენებული პრეზერვატივის/კონდომის ანდა დიაფრაგმის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს, ამიტომ სქესობრივ აქტივობამდე და სქესობრივი კონტაქტის დროს კრემი მოცილებული უნდა იქნას. არ დაგავიწყდეთ, რომ ალდარა აივ ინფექციის ანდა სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების კონტაგიოზურობის (დაავადების გავრცელების) წინააღმდეგ არ დაგიცავთ.
თუ, ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის ანდა აქტინური კერატოზის მკურნალობას იტარებთ, ქვემოთ მოცემული გაფრთხილებები გაითვალისწინეთ:
მზის ნათურები ანდა რუჯის საწოლები (სოლარიუმი)არ გამოიყენოთ და ალდარათი მკურნალობის დროს შეძლებისდაგვარად, მზის სხივების ქვეშ მოხვედრას მოერიდეთ. გარეთ გასვლის დროს დამცავი ტანისამოსი და ფართო ფარფლიანი ქუდი გამოიყენეთ.
ალდარას გამოყენების დროს და კანის პრობლემის გამოჯანმრთელებამდე, მკურნალობის ქვეშ არსებული კანის ფერი ნორმალური კანისგან განსხვავებული იქნება.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან რომელიმე წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ალდარას გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
ალდარას გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებსა და საკვებთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
ორსულობა:
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარემცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ორსულობის დროს ალდარას გამოყენების შედეგად მოსალოდნელი სარგებელი/ზიანის შესახებ ინფორმაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ალდარას მუცლად მყოფ ნაყოფზე გააჩნია პირდაპირი და ირიბი მავნე ზემოქმედება.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დადასტურება, მაშინვე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება -ლაქტცია
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.
ალდარათი მკურნალობის დროს, ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ. რადგანაც იმიკიმოდის (მოქმედი ნივთიერება) დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ალდარას გამოყენებისას, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.
ალდარას შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
მეთილჰიდროქსიბენზოატმა (E218) და პროპილჰიდროქსიბენზოატმა (E216) შეიძლება ალერგიული რეაქციების (დიდი ალბათობით დაგვიანებული) განვითარება გამოიწვიოს. ცეტილის სპირტმა და სტეარილის სპირტმა შეიძლება კანის რეაქციების (კონტაქტური დერმატიტის მსგავსი) განვითარება გამოიწვიოს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
ალდარასთან შეუთავსებელი წამალი უცნობია.
კანის ზედაპირზე გამოყენებისას, სხვა რომელიმე წამალთან ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა.
იმუნური სისტემის სტიმულაციის ეფექტის გამო, იმუნური სისტემის დამთრგუნავი წამლის გამოყენებისას, სიფრთხილეა საჭირო.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება ალდარა ?
ალდარა, ყოველთვის ექიმის მიერ რეკომენდირებული ფორმით გამოიყენეთ.
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
აღნიშნული წამალი, ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
წამლის გამოყენებამდე და შემდეგ, ხელები კარგად დაიბანეთ. ალდარას გამოყენების შემდეგ კანის შესაბამისი ზედაპირი სახვევით ანდა მსგავსი მასალით არ დაფაროთ.
კრემის გამოყენების დროს, ყოველთვის ახალი საშეტი გახსენით. გამოყენების შემდეგ დარჩენილი კრემი გადააგდეთ. კრემის გამოყენების შემდეგ, გახსნილი საშეტი მისი შემდგომი გამოყენების მიზნით არ შეინახოთ.
ალდარას გამოყენების ფორმა და ხანგრძლივობა გენიტალური მეჭეჭების დროს, ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის ანდა აქტინური კერატოზის დროს განსხვავებულია.
გამოყენების გზა და მეთოდი:
6 ფოტო- რომელიც კრემის გამოყენებას ასახავს
თუ, გენიტალური მეჭეჭების მკურნალობას იტარებთ:
რეკომენდაციები გამოყენებისთვის-(ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი)
- დაწოლამდე, ხელები და კანის მიდამო (სამკურნალო არე) საპნით და წყლით დაიბანეთ, დაიმშრალეთ.
- ახალი საშეტი გახსენით და თითის წვერით კრემი აიღეთ.
- სუფთა, მშრალი მეჭეჭის ზედაპირზე ალდარას თხელი ფენა დაიტანეთ და კრემი კანის ზედაპირზე დაიზილეთ მანამ, სანამ კანში არ შეიწოვება.
- კრემის კანზე დატანების შემდეგ გახსნილი საშეტი გადააგდეთ და ხელები საპნით და წყლით დაიბანეთ.
- ალდარა, მეჭეჭების ზედაპირზე 6-10 საათის განმავლობაში დატოვეთ. ამ დროის განმავლობაში შხაპი ანდა აბაზანა არ მიიღოთ.
- კანი, ალდარას გამოყენების მიდამო 6-10 საათის შემდეგ საპნით და წყლით დაიბანეთ.
ალდარა, კვირაში 3-ჯერ გამოიყენეთ. მაგალითად, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. ერთი საშეტი კრემი, 20სმ2 მიდამოსთვის საკმარისია.
მამაკაცებში, ჩუჩის კანზე მეჭეჭის არსებობისას, საჭიროა ჩუჩის კანის ყოველდღე უკან გადაწევა და შიგნითა ზედაპირის ჩამობანა და სისუფთავე.
ალდარას გამოყენება, მეჭეჭების სრულად ალაგებამდე გააგრძელეთ (მკურნალობის ქვეშ მყოფი ქალების ნახევარში 8 კვირის განმავლობაში, მამაკაცების ნახევარში კი 12 კვირის განმავლობაში დაზიანებები სრულად უნდა ალაგდეს, ზოგიერთ ავადმყოფთან მეჭეჭები შეიძლება 4 კვირაშიც ალაგდეს).
ალდარა, ყოველი მეჭეჭების (კონდილომების)პერიოდის მკურბალობისას, 16 კვირაზე მეტი დროით არ გამოიყენოთ.
თუ, ფიქრობთ, რომ ალდარას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმ ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის მკურნალობას იტარებთ:
რეკომენდაციები გამოყენებისთვის-(ორშაბათი, სამშაბათი,ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი)
- დაწოლამდე, ხელები და კანის მიდამო (სამკურნალო არე) საპნით და წყლით დაიბანეთ, დაიმშრალეთ.
- ახალი საშეტი გახსენით და თითის წვერით კრემი აიღეთ.
- კანის სამკურნალო მიდამოში და ამ მიდამოს ირგვლივ 1 სმ მოშორებით ალდარას თხელი ფენა დაიტანეთ და კრემი კანის ზედაპირზე დაიზილეთ მანამ, სანამ კანში არ შეიწოვება.
- კრემის კანზე დატანების შემდეგ გახსნილი საშეტი გადააგდეთ და ხელები საპნით და წყლით დაიბანეთ.
- ალდარა, კანის ზედაპირზე 8 საათის განმავლობაში დატოვეთ. ამ დროის განმავლობაში შხაპი ანდა აბაზანა არ მიიღოთ.
- კანი, ალდარას გამოყენების მიდამო 8 საათის შემდეგ საპნით და წყლით დაიბანეთ.
ალდარა, 6 კვირის განმავლობაში, კვირაში 5-ჯერ, ერთმანეთის მიყოლებით, ზედიზედ 5 დღის განმავლობაში ყოველდღე, დაზიანებული მიდამოსა და 1 სმ ირგვლივი არეში საკმარისი რაოდენობით გამოიყენეთ. მაგალითად, კრემი ორშაბათიდან პარასკევამდე, ყოველდღე გამოიყენეთ. აღნიშნულ შემთხვევაში, კრემი შაბათს და კვირას არ გამოიყენოთ.
თუ, აქტინური კერატოზის მკურნალობას იტარებთ:
რეკომენდაციები გამოყენებისთვის-(ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი)
- დაწოლამდე, ხელები და კანის მიდამო (სამკურნალო არე) საპნით და წყლით დაიბანეთ, დაიმშრალეთ.
- ახალი საშეტი გახსენით და თითის წვერით კრემი აიღეთ.
- კანის სამკურნალო არეში ალდარას თხელი ფენა დაიტანეთ და კრემი კანის ზედაპირზე დაიზილეთ მანამ, სანამ კანში არ შეიწოვება.
- კრემის კანზე დატანების შემდეგ გახსნილი საშეტი გადააგდეთ და ხელები საპნით და წყლით დაიბანეთ.
- ალდარა, კანის ზედაპირზე 8 საათის განმავლობაში დატოვეთ. ამ დროის განმავლობაში შხაპი ანდა აბაზანა არ მიიღოთ.
- კანი, ალდარას გამოყენების მიდამო 8 საათის შემდეგ საპნით და წყლით დაიბანეთ.
ალდარა, კვირაში 3-ჯერ გამოიყენეთ. მაგალითად, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. ერთი საშეტი კრემი, 25სმ2 მიდამოსთვის საკმარისია.
მკურნალობა 4 კვირის განმავლობაში გააგრძელეთ. მკურნალობის პირველი ეტაპის დასრულებიდან 4 კვირის შემდეგ, ექიმი კანის მდგომარეობას შეაფასებს. თუ, ყველა დაზიანება სრულად არ ალაგდება, შეიძლება საჭირო გახდეს კიდევ დამატებით 4 კვირიანი მკურნალობის კურსის განხორციელება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ალდარას ბავშვებში გამოყენება რეკომენდირებული არ არის. გენიტალური მეჭეჭების, ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის და აქტინური კერატოზის დროს, ბავშვებსა და მოზარდებში იმიკიმოდის გამოყენებასთან დაკავშირებით მონაცემები არ არსებობს.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ალდარათი მკურნალობის დროს, ხანდაზმულ ავადმყოფებსა და ახალგაზრდა ავადმყოფებს შორის წამლის ეფექტურობის და უსაფრთხოების მხრივ განსხვავება არ დაფიქსირებულა.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების და ღვიძლის უკმარისობა:
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობა არ არსებობს.
ექიმი, ალდარათი მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. მკურნალობა ნაადრევად არ შეწყვიტოთ, რადგანაც მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობასა და ფორმაზე.
თუ,ფიქრობთ, რომ ალდარას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ალდარას საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ:
თუ, ალდარას საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
კრემის ზედმეტი რაოდენობა საპნით და წყლით ჩამოიბანეთ. კანის რეაქციის ალაგების შემდეგ, შეიძლება მკურნალობის გაგრძელება.
თუ, შემთხვევით ალდარა გადაგეყლაპათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
თუ, ალდარას გამოყენება დაგავიწყდებათ:
თუ, ერთი დოზა გამოტოვეთ, როგორც კი გაიხსნებთ, კრემი გამოიყენეთ და შემდეგ, მკურნალობის ჩვეული გეგმის მიხედვით კრემის გამოყენება გააგრძელეთ. კრემი, დღეში მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ, არ გადააჭარბოთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.
მოვლენები, რომელიც ალდარათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
რაიმე სახის ეფექტი დაფიქსირებული არ არის.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ალდარას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ალდარას გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
ხელების, ფეხების, მაჯების, სახის, ტუჩების შეშუპება ანდა განსაკუთრებით, პირის ღრუს და ხახის შეშუპება, რომელიც სუნთქვის და ყლპავის გაძნელებას იწვევს.
ყველა ზემოთ აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ალდარას მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება გახდეს საჭირო.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება,თქვენს ექიმს აცნობეთ:
კანზე პატარა, წითელი ფერის უბნების სახით დაწყებული და პატარა სამიზნის მსგავსი შესახედაობის, კანის პროგრესირებადი დაზიანებები და ლაქები, ასევე შეიძლება გამოვლინდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები:
ქავილი
ცხელება
ზოგადად ავად ყოფნის შეგრძნება
სახსრების ტკივილი
მხედველობის პრობლემები
წვის შეგრძნება
თვალების ტკივილი და ქავილი
პირის ღრუში იარები
ქალებში მტკივნეული შარდვა
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდით ეფექტებია. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება.
ზოგიერთ ავადმყოფთან, კანის იმ მონაკვეთში, სადაც ალდარა გამოიყენება, შეიძლება გამოვლინდეს კანის ფერის ცვლილება. აღნიშნული ცვლილებები გარკვეული დროს შემდეგ უნდა ალაგდეს, თუმცა ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება კანის ფერის ცვლილება დარჩეს. თუ, ალდარას გამოყენების დროს კანის არასასურველი (მწვავე) რეაქცია გამოვლინდება, კრემის გამოყენება შეაჩერეთ. კანის აღნიშნული მიდამო საპნით და წყლით ჩამოიბანეთ და თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
ზოგიერთ ავადმყოფთან, შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში ცვლილებები, მაჩვენებლების დაქვეითება. აღნიშნული მდგომარეობა, შეიძლება ინფექციის მიმართ მგრძნობელობას უფრო გაზრდის, შეიძლება გამოიწვიოს კანის უფრო ადვილი დაზიანება და სისხლჩაქცევების განვითარება ანდა სისუსტის შეგრძნება. თუ, აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმე თქვენტან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ავადმყოფთა ძალინ მცირე რიცხვში, მკურნალობის ქვეშ მყოფ კანის მიდამოში ანდა ირგვლივ შეიძლება გამოვლინდეს თმის ანდა ბეწვის ცვენა.
აღნიშნული, ალდარას მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.
ალდარას გამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ, ალდარას გამოყენების დროს თავს ცუდად გრძნობთ, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
თუ, გენიტალური მეჭეჭების მკურნალობას იტარებთ:
ალდარას გამოყენებისას არასასურველი ეფექტების უმრავლესობა კანის ლოკალური ეფექტებიდან გამომდინარეობს.
ძალიან გავრცელებული:
სიწითლე
კანზე ნახეთქები, ბალთა-ბალთა გამონაყარი და შესივება
კანქვეშა გამკვრივება, პატარა ღია იარები, გამოჯანმრთელების დროს ქერქის წარმოქმნა და კანქვეშ პატარა ბუშტუკები
ქავილი, წვის შეგრძნება, გამოყენების ადგილას ტკივილი
ყველა ზემოთ აღნიშნული რეაქციის უმრავლესობა მსუბუქი ხარისხისაა და მკურნალობის შეჩერების შემდეგ დაახლოებით 2 კვირაში ალაგდება.
გავრცელებული:
თავის ტკივილი
ნაკლებად გავრცელებული:
ცხელება და სურდოს მსგავსი ნიშნები
სახსრების და კუნთების ტკივილი
საშვილოსნოს პროლაფსი
ერექციის პრობლემები
ქალებში სქესობრივი კონტაქტის დროს ტკივილი
ჭარბი ოფლიანობა
ავად ყოფნის შეგრძნება
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ სიმპტომები
ყურებში ხმაური
სახის და კისრის არეში სიწითლე
დაღლილობა
თავბრუსხვევა
მიგრენი
დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება
უძილობა,დეპრესია
მადის დაკარგვა
ლიმფური კვანძების შესივება
ბაქტერიული, ვირუსული (მარტივი ჰერპესი) ანდა სოკოვანი ინფექციები
რძიანას ჩათვლით ვაგინალური ინფექცია
ყელის ტკივილი და ხველა, გაცივების სიმპტომები
ძალიან იშვიათი:
კრემის, რეკომენდირებულზე უფრო მეტი რაოდენობით გამოყენებისას, შეიძლება გამოვლინდეს კანის მკვეთრი და მტკივნეული რეაქციები, ზოგიერთ ქალში შეიძლება გამოვლინდეს საშოს მტკივნეული რეაქციის სახით, იშვიათად საშარდზე გზების მხრივ ტკივილის სახით, ასეთი რეაქციების დროს, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ, საჭიროა სასწრაფო მედიკამენტოზური მკურნალობის განხორციელება.
თუ, ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის მკურნალობას იტარებთ:
ალდარას გამოყენებისას, არასასურველი ეფექტების უმრავლესობა კანის ლოკალური ეფექტებიდან გამომდინარეობს. კანის ლოკალური რეაქციები, წამლის სასურველი სახით მოქმედების მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
ძალიან გავრცელებული:
მსუბუქი ქავილი
გავრეცელებული:
კანის დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება
კანზე პატარა, შეშუპებული უბნები
ტკივილი, წვის შეგრძნება, გაღიზიანება, სისხლდენა, სიწითლე ანდა კანზე გამონაყარი
თუ, მკურნალობის დროს კანის რეაქციები ძალიან შემაწუხებელი იქნება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ. ექიმმა, შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში ალდარას გამოყენების შეჩერება გთხოვოთ.
თუ, ჩირქოვანი ანდა სხვა ინფექციის ნიშნები ვლინდება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ. კანის რეაქციების გარდა, შეიძლება გამოვლინდეს სხვა გავრცელებული გვერდითი ეფექტები ლიმფური კვანძების შესივების და ზურგის ტკივილის სახით.
ნაკლებად გავრცელებული:
კრემის გამოყენების ადგილას გამონადენი, ანთებითი პროცესის განვითარება, შესივება, ქერქის მოდება, კანის დაზიანება, ბუშტუკები, დერმატიტი (კანის ანთება) ანდა დისკომფორტი
ავად ყოფნის შეგრძნება
პირის სიმშრალე
სურდოს მსგავსი ნიშნები
დაღლილობა
თუ, აქტინური კრატოზის მკურნალობას იტარებთ:
ალდარას გამოყენებისას, არასასურველი ეფექტების უმრავლესობა კანის ლოკალური ეფექტებიდან გამომდინარეობს. კანის ლოკალური რეაქციები, წამლის სასურველი სახით მოქმედების მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
ძალიან გავრცელებული:
გამოყენების ადგილას ქავილი
გავრცელებული:
გამოყენების ადგილას ტკივილი, წვა, გაღიზიანება ანდა სიწითლე
თუ, მკურნალობის დროს კანის რეაქციები ძალიან შემაწუხებელი იქნება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ. ექიმმა, შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში ალდარას გამოყენების შეჩერება გთხოვოთ.
თუ, ჩირქოვანი ანდა სხვა ინფექციის ნიშნები ვლინდება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ. კანის რეაქციების გარდა, შეიძლება გამოვლინდეს სხვა გავრცელებული გვერდითი ეფექტები, თავის ტკივილის, უმადობის, გულისრევის, კუნთების ტკივილის, სახსრების ტკივილის და დაღლილობის სახით.
ნაკლებად გავრცელებული:
გამოყენების ადგილას სისხლდენა, ანთებითი პროცესი, ქავილი, მგრძნობელობა, შესივება, კანზე პატარა შესივებული უბნები, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, ქერქის მოდება, ნაწიბურის განვითარება, წყლულის განვითარება ანდა შეხურება ანდა დისკომფორტის შეგრძნება
ცხვირის ღრუში ანთება, ცხვირის გაჭედვა, სურდო ანდა სურდოს მსგავსი სიმპტომები
დეპრესია
თვალის გაღიზიანება
თვალის ქუთუთოების შეშუპება
ყელის ტკივილი
დიარეა
აქტინური კერატოზი (მთელი ცხოვრების მანძილზე მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ დარჩენილ ადამიანებში კანის უხეში უბნები)
სიწითლე
სახის შეშუპება
წყლულები
ხელების და ფეხების ტკივილი
ცხელება
სისუსტე
კანკალი
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
- ალდარას შენახვა
ალდარა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ალდარა არ გამოიყენოთ.
საშეტების გახსნის და ერთხელ გამოყენების შემდეგ, განმეორებით აღარ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
შპს. მედა ფარმა ილაჩ სან ვე თიჯ
ორთაქოი/ბეშიქთაში/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
C.P.M. ContractPharma GmbHFeldkirchen-Westeerham /გერმანია
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 01.06.2020-ში დამოწმებულია.
მედა 6041/08
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.