პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები

ალბუმანი 200გ/ლ

Albuman® 200g/l

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადნიდერლანდი
მოქმედი ნივთიერება
_ (human albumin)
ფორმა და შეფუთვა
200გ/ლ (20გ/100მლ) 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
მწარმოებელი
Prothya Biosolutions Netherlands B.V., ნიდერლანდი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, სისხლის შემცვლელები და პლაზმის ცილების ფრაქციები
ATC კოდი
B05AA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044173
რეგისტრირებულია
21 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 21 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ემ ელ სი მედიკალი“
ურთიერთქმედების შემოწმებაალბუმანი 200გ/ლ და სხვა წამალი ერთად

ალბუმანი 200გ/ლ — ინსტრუქცია ქართულად

უკუჩვენებები

როდის არ შეიძლება ამ წამლის გამოყენება? თუ თქვენ ალერგიული ხართ ამ წამლის რომელიმე ნივთიერების მიმართ. ეს ნივთიერებები შეგიძლიათ იხილოთ ამ ფურცლის მე-6 პუნქტში.

როდის უნდა იყოთ განსაკუთრებული სიფრთხილით ამ წამალთან მიმართებით? დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, სანამ ამ წამალს გამოიყენებდეთ.

თუ მკურნალობის დროს ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, რომელიც გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, გონების დაკარგვის შეგრძნებით ან სხვა სიმპტომებით, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მედდას, რადგან ინფუზია უნდა შეწყდეს და შესაძლოა საჭირო გახდეს შოკის საწინააღმდეგო სამედიცინო საშუალებების გამოყენება.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ალბუმანის გამოყენებისას, თუ თქვენ გაქვთ შემდეგი დაავადებები:

გულის უკმარისობა

მომატებული არტერიული წნევა

გადიდებული ვენები საყლაპავში (საყლაპავის ვარიკოზი)

სითხის დაგროვება ფილტვებში (ფილტვის შეშუპება)

სისხლდენისკენ მიდრეკილება

ერითროციტების მძიმე დეფიციტი (მძიმე ანემია)

შარდის შეკავება, მაგალითად, თირკმლის ფუნქციის უკმარისობის გამო

იმ წამლების შემთხვევაში, რომლებიც მზადდება ადამიანის სისხლისგან ან პლაზმისგან, საჭიროა გატარდეს გარკვეული ზომები ინფექციების გადაცემის თავიდან ასაცილებლად. ეს ზომები მოიცავს, მათ შორის, სისხლისა და პლაზმის დონორების ფრთხილად შერჩევას, რათა გამოირიცხოს ინფექციების მტარებლობა, და თითოეული დონაციის შემოწმებას ვირუსებზე ან სხვა ინფექციებზე. პრეპარატის წარმოებისას ასევე მიიღება ზომები ვირუსების ინაქტივაციის ან გამოცალკევების მიზნით. მიუხედავად ამ ზომებისა, იმ მედიკამენტების შეყვანისას, რომლებიც მზადდება ადამიანის სისხლის ან პლაზმისგან, ინფექციის გადაცემის რისკი სრულად ვერ გამოირიცხება. ეს ეხება როგორც უცნობ, ისე ახლად წარმოქმნილ ვირუსებს ან სხვა დაავადების გამომწვევებს.

ალბუმინით დამზადებულ პრეპარატებზე ვირუსის გადაცემის შესახებ ცნობები არ არსებობს, როდესაც ისინი ევროპის ფარმაკოპეის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბმისად მზადდება. ასეთ პრეპარატებს განეკუთვნება ალბუმანი. გირჩევთ, რომ ჩაიწეროთ პრეპარატის დასახელება და პარტიის ნომერი ალბუმინის ყოველი ინფუზიისას, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს პარტიების მოძებნა. იყენებთ სხვა წამლებსაც? თუ ალბუმანთან ერთად სხვა წამლებსაც იღებთ, ან ცოტა ხნის წინ გაქვთ მიღებული ან შეიძლება მალე მიიღოთ, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ რომ შეიძლება ორსულად იყოთ, გსურთ დაორსულება ან ძუძუთი კვებავთ, ასეთ შემთხვევაში, ამ წამლის გამოყენებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მძღოლის უნარი და მექანიზმების გამოყენება ალბუმანს არ აქვს მავნე ეფექტი სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარებზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალბუმანის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს (სამზარეულოს მარილის ძირითად კომპონენტს).

ალბუმან 200 გ/ლ-ის 50 მლ საინექციო ფლაკონი შეიცავს 115 მგ ნატრიუმს. ეს შეესაბამება რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური დოზის 6%-ს მოზრდილებისთვის.

ალბუმან 200 გ/ლ-ის 100 მლ საინექციო ფლაკონი შეიცავს 230 მგ ნატრიუმს. ეს შეესაბამება რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური დოზის 12%-ს მოზრდილებისთვის.

ეს უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებულ დიეტაზე.

  • როგორ უნდა გამოიყენოთ ეს წამალი? ალბუმანის ადმინისტრირება წარმოებს ნელი ინფუზიით. ექიმმა ან მედდამ უნდა განსაზღვროს ხსნარის მოცულობა და ინფუზიის სიჩქარე თქვენთვის. დოზა და ინფუზიის სიჩქარე მორგებულია თქვენს პირად საჭიროებებზე. საჭირო დოზა დამოკიდებულია თქვენს სიმაღლესა და წონაზე, მდგომარეობის სიმძიმესა და სითხისა და ცილის დანაკარგზე.

ალბუმანი შეიძლება პირდაპირ ინტრავენურად იქნას შეყვანილი, მაგრამ ასევე შეიძლება განზავდეს იზოტონურ ხსნარში (მაგალითად, 5% გლუკოზაში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდში). ალბუმინის ხსნარი არ უნდა განზავდეს საინექციო წყლით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი. ალბუმინი არ უნდა შეურიოთ სხვა წამლებს, მთლიან სისხლს ან ერითროციტებს. ინფუზიის დროს კონტროლდება თქვენი არტერიული წნევა, გულის რითმი, სისხლის მიმოქცევა და სუნთქვა, რათა ექიმი დარწმუნდეს, რომ დოზა სწორად არის მორგებული.

თუ ძალიან ბევრი გამოიყენეთ: ჭარბი დოზისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერვოლემია. სიმპტომებია: თავის ტკივილი, ქოშინი (დისპნეა) და მომატებული არტერიული წნევა. თუ ეს სიმპტომები გამოვლინდა, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. შესაძლებელია დაინიშნოს მკურნალობა ზედმეტი სითხის მოსაშორებლად.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები როგორც ყველა წამალს, ამ წამალსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. თუმცა არა ყოველთვის.

იშვიათად არსებული გვერდითი მოვლენები (თავს იჩენს 1000 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში): სისხლის წვის შეგრძნება, კანის გამონაყარი ძლიერი ქავილით და ბურთულების წარმოქმნით (ურტიკარია, ჭინჭრის ციება), სიცხე და გულისრევა. ეს რეაქციები ჩვეულებრივ სწრაფად ქრება, როდესაც ინფუზიის სიჩქარე ნელდება ან ინფუზია სრულდება.

ძალიან იშვიათად არსებული გვერდითი მოვლენები (თავს იჩენს 10 000 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში): მძიმე ალერგიული რეაქცია, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა, სიფერმკრთალე, მოუსვენრობა, აჩქარებული სუსტი გულისცემა, ცივი კანი და გონების დაკარგვა სისხლძარღვების უეცარი გაფართოების გამო (ანაფილაქტიკური შოკი). ასეთ შემთხვევებში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება თუ გაქვთ გვერდითი მოვლენები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შემთხვევებსაც, როდესაც გვერდითი მოვლენა ამ ფურცელში არ არის მითითებული.

ამ ფურცელში არ არის მითითებული ყველა გვერდითი მოვლენა. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების პირდაპირ შეტყობინება ნიდერლანდების გვერდითი მოვლენების ცენტრში Lareb, ვებგვერდზე: www.lareb.nl. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ უნდა შეინახოთ ეს წამალი? შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვადის გასვლის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი მითითებულია კოლოფზე EXP-ის შემდეგ. იქ წერია თვე და წელი. ვადის გასვლის თარიღი აღნიშნავს ამ თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ საყინულეში. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

არ გამოიყენოთ ეს წამალი, თუ შეამჩნევთ, რომ ხსნარი ამღვრეულია ან შეიცავს ნალექს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ალბუმინი არასტაბილურია ან ხსნარი დაბინძურებულია.

წამალი არ გადაღვაროთ ნიჟარაში ან ტუალეტში და არ ჩააგდოთ ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოიქცეთ, თუკი წამალს აღარ იყენებთ. თუ წამალი სწორად იქნება განადგურებული, ის გარემოს არ ავნებს.

  • შეფუთვის შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია

რომელი ნივთიერებები შედის ამ წამალში?

მოქმედი ნივთიერება ამ წამალში არის ადამიანის ალბუმინი 200 გ/ლ; მოთავსებულია 10 გ/50 მლ ან 20 გ/100 მლ საინექციო ფლაკონში.

ამ წამალში შემავალი სხვა ნივთიერებებია: ნატრიუმის კაპრილატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა და საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ალბუმანი და რამდენია თითო შეფუთვაში? ალბუმანი იყიდება 50 მლ ან 100 მლ (შეფუთვის ზომა #1) საინექციო ფლაკონში მოთავსებული საინფუზიო ხსნარის სახით.

ხსნარი გამჭვირვალეა, ოდნავ ბლანტი და თითქმის უფერო, ყვითელი, ქარვისფერი ან მწვანე.

შეიძლება ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს კომერციულად ხელმისაწვდომი.

სიფრთხილის ზომები

ბიოლოგიური პროდუქტების მივკლევადობის გასაუმჯობესებლად, უნდა დარეგისტრირდეს მიღებული პრეპარატის დასახელება და პარტიის ნომერი.

ალერგიული ან ანაფილაქტიკური რეაქციის ეჭვისას საჭიროა ინექციის დაუყოვნებელი შეწყვეტა. შოკის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შოკის სტანდარტული მკურნალობა.

ალბუმინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ გარემოებებში, როდესაც ჰიპერვოლემია და მისი შედეგები ან ჰემოდილუცია შეიძლება პაციენტისთვის განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენდეს. ასეთი გარემოებების მაგალითებია:

დეკომპენსირებული გულის უკმარისობა

ჰიპერტენზია

საყლაპავის ვარიკოზი

ფილტვის შეშუპება

ჰემორაგიული დიათეზი

მძიმე ანემია

თირკმლისა და პოსტრენალური ანურია

200 გ/ლ ადამიანის ალბუმინის კოლოიდურ-ოსმოსური ეფექტი დაახლოებით ოთხჯერ აღემატება სისხლის პლაზმის ეფექტიანობას. ამიტომ, კონცენტრირებული ალბუმინის გამოყენებისას უნდა დარწმუნდეთ, რომ პაციენტი ადეკვატურად ჰიდრატირებულია. პაციენტები ყურადღების ქვეშ უნდა იყვნენ ცირკულაციის გადატვირთვისა და ჰიპერჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.

200 გ/ლ ადამიანის ალბუმინის ხსნარს შედარებით დაბალი ელექტროლიტების შემცველობა აქვს 40 გ/ლ ალბუმინის ხსნართან შედარებით. ალბუმინის შეყვანისას საჭიროა პაციენტის ელექტროლიტური სტატუსის კონტროლი (იხ. პუნქტი 4.2) და საჭირო ზომების მიღება ელექტროლიტების ბალანსის აღსადგენად ან შესანარჩუნებლად.

ალბუმინის ხსნარი არ უნდა განზავდეს საინექციო წყლით, რადგან ამან პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი.

თუ ალბუმინის ხსნარი გამოიყენება სისხლის დიდი მოცულობის შესაცვლელად, საჭიროა კონტროლი კოაგულაციასა და ჰემატოკრიტზე. ასევე საჭიროა უზრუნველყოთ სხვა სისხლის კომპონენტების (კოაგულაციური ფაქტორების, ელექტროლიტების, თრომბოციტებისა და ერითროციტების) ადეკვატური ჩანაცვლება.

ჰიპერვოლემია შეიძლება წარმოიშვას, თუ დოზირება და ინფუზიის სიჩქარე მორგებული არ არის პაციენტის ცირკულაციის მდგომარეობაზე. პირველივე კლინიკური სიმპტომების დროს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა გადატვირთვა (თავის ტკივილი, ქოშინი, ყელის ვენების გაბერვა), მომატებული არტერიული წნევა, მომატებული ვენური წნევა და ფილტვის შეშუპება, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ეს პრეპარატი შეიცავს 100 მმოლ/ლ ნატრიუმს (2,3 გ/ლ):

115 მგ ნატრიუმს 50 მლ საინექციო ფლაკონში, რაც შეესაბამება WHO-ს მიერ რეკომენდებული ნატრიუმის დღიური მაქსიმალური დოზის 6%-ს მოზრდილებისთვის (2 გ ნატრიუმი).

230 მგ ნატრიუმს 100 მლ საინექციო ფლაკონში, რაც შეესაბამება WHO-ს მიერ რეკომენდებული ნატრიუმის დღიური მაქსიმალური დოზის 12%-ს მოზრდილებისთვის (2 გ ნატრიუმი).

ეს უნდა გათვალისწინებულ იქნას პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებულ დიეტაზე.

ადამიანური სისხლის ან პლაზმის პროდუქტების გამოყენებისას ინფექციების პრევენციის სტანდარტული ზომები მოიცავს დონორების ფრთხილად შერჩევას, ინდივიდუალური დონაციების სკრინინგს პლაზმის აუზებში სპეციფიკურ მარკერებზე ინფექციების გამოსარიცხად, და ვირუსების ინაქტივაციის ან გამოცალკევების ეფექტურ წარმოების მეთოდებს. მიუხედავად ამისა, ინფექციის გადაცემის რისკი მთლიანად ვერ გამოირიცხება. ეს ეხება როგორც უცნობ, ასევე ახლად წარმოქმნილ ვირუსებსა და სხვა პათოგენებს.

ალბუმინით დამზადებულ პრეპარატებზე ვირუსის გადაცემის შესახებ ცნობები არ არსებობს, როდესაც ისინი ევროპის ფარმაკოპეის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბმისად მზადდება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა ფორმების ურთიერთქმედებები ადამიანის ალბუმინის და სხვა პრეპარატების სპეციფიკური ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა ორსული ქალების მიმართ ალბუმანის უსაფრთხოება დადგენილი არ არის კონტროლირებული კლინიკური კვლევების მეშვეობით. თუმცა კლინიკური გამოცდილება ალბუმინთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მავნე ეფექტები მოსალოდნელი არ არის ორსულობის მიმდინარეობაზე, ნაყოფზე ან ახალშობილზე.

ნაყოფიერება ალბუმანის ეფექტზე კვლევები არ ჩატარებულა ცხოველებში.

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევები არასაკმარისია იმისთვის, რომ შეფასდეს უსაფრთხოება ნაყოფიერების, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარების, ორსულობის მიმდინარეობისა და პერინატალური თუ პოსტნატალური განვითარების მხრივ. თუმცა ალბუმინი ადამიანის სისხლის ბუნებრივი კომპონენტია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარებზე ალბუმანის ზემოქმედება გამოვლენილი არაა.

  • 8 გვერდითი ეფექტები ისეთი მსუბუქი რეაქციები, როგორიცაა სითბოს შეგრძნება, ურტიკარია, სიცხე და გულისრევა, იშვიათად ვლინდება. ეს რეაქციები ჩვეულებრივ სწრაფად ქრება, როდესაც ინფუზიის სიჩქარე ნელდება ან ინფუზია წყდება. ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს მძიმე რეაქციები, როგორიცაა შოკი. ასეთ შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

ინფექციის გადაცემასთან დაკავშირებული უსაფრთხოების შესახებ იხილეთ პუნქტი 4.4.

სავარაუდო გვერდითი ეფექტების შეტყობინება მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის მიმოქცევაში გაშვების შემდეგ ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა გამოვლინდეს. ეს საშუალებას გვაძლევს მუდმივად ვაკონტროლოთ პრეპარატის სარგებლისა და რისკების ბალანსი. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა აცნობონ ნიდერლანდების გვერდითი მოვლენების ცენტრს Lareb; ვებგვერდი: www.lareb.nl.

  • 9 ზედმეტი დოზირება ჰიპერვოლემია შეიძლება განვითარდეს, თუ დოზა ან ინფუზიის სიჩქარე ძალიან მაღალია. პირველი კლინიკური სიმპტომები გულ-სისხლძარღვთა გადატვირთვისას არის: თავის ტკივილი, ქოშინი, ყელის ვენების გაბერვა, მომატებული არტერიული წნევა, მომატებული ვენური წნევა და ფილტვის შეშუპება. ასეთ შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტის ჰემოდინამიკური პარამეტრები ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს.

გვერდითი მოვლენები

როგორ უნდა შეინახოთ ეს წამალი?

შეფუთვის შინაარსი და სხვა ინფორმაცია

  • რა არის ალბუმანი და რისთვის გამოიყენება ეს წამალი? ალბუმანი შეიცავს ცილას (რომელსაც ალბუმინი ეწოდება), რომელიც სისხლის თხევად კომპონენტში (პლაზმაში) შედის. ალბუმანი მიეკუთვნება მედიკამენტების კატეგორიას, რომელსაც პლაზმის პროდუქტები ჰქვია. ადამიანის ალბუმინი ადამიანის პლაზმის ნორმალური შემადგენელი ნაწილია და ის იგივენაირად მოქმედებს, როგორც ჩანაცვლებითი თერაპიის სახით ორგანიზმში შეყვანილი ალბუმინი. ალბუმინი უზრუნველყოფს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის სტაბილურობას და ჰორმონების, ფერმენტების და სამკურნალო თუ მავნე ნივთიერებების (ტოქსინების) გადამტანი საშუალებაა. ადამიანის ალბუმინი გამოიყენება თქვენი ორგანიზმის სისხლის მოცულობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის, როცა მოცულობის დეფიციტი დადასტურებულია და თქვენი ექიმი საჭიროდ მიიჩნევს ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარებას.

შენახვის პირობები

გახსნის შემდეგ ეს პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

  • 4 შენახვის სპეციალური ზომები შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ საყინულეში. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
  • 5 შეფუთვის სახე და შიგთავსი 50 მლ ან 100 მლ ხსნარი საინექციო ფლაკონში (მინა ტიპი II) საცობით (ბრომბუტილი); შეფუთვის ზომა #1. შესაძლებელია, რომ ყველა შეფუთვის ზომა კომერციულად არ იყოს ხელმისაწვდომი.
  • 6 პრეპარატის განადგურების განსაკუთრებული ზომები და სხვა ინსტრუქციები პრეპარატი შეიძლება პირდაპირ ინტრავენურად იქნას შეყვანილი, მაგრამ ასევე შეიძლება განზავდეს იზოტონურ ხსნარში (მაგ.: 5% გლუკოზაში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდში). ალბუმინის ხსნარი არ უნდა განზავდეს საინექციო წყლით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი.

როცა დიდი მოცულობის ინფუზიაა საჭირო, პროდუქტი უნდა იყოს ოთახის ან სხეულის ტემპერატურამდე გამთბარი.

არ გამოიყენოთ ხსნარი, თუ ის ამღვრეულია ან შეიცავს ნალექს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ცილა არასტაბილურია ან ხსნარი დაბინძურებულია.

ფლაკონის გახსნის შემდეგ, შიგთავსი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

გამოუყენებელი წამლები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პლაზმის შემცვლელები და პლაზმის ცილების ფრაქციები, ATC-კოდი: B05AA01.

ადამიანის ალბუმინი რაოდენობრივად პლაზმაში არსებული ცილების ნახევარზე მეტს წარმოადგენს, ხოლო ღვიძლში ცილის სინთეზის აქტივობის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

ფიზიკურ-ქიმიური მონაცემები: ადამიანის ალბუმინი 200 გ/ლ ჰიპერონკოტიკურია ნორმალურ პლაზმასთან შედარებით.

ალბუმინის ძირითადი ფიზიოლოგიური ფუნქციაა სისხლის ონკოტური წნევის კონტროლი და ნივთიერებათა გადატანა. ალბუმინი უზრუნველყოფს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის სტაბილურობას და ჰორმონების, ფერმენტების და სამკურნალო თუ მავნე ნივთიერებების გადამტანი საშუალებაა.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები ნორმალურ პირობებში ალბუმინის მთლიანი გაცვლადი რაოდენობაა 4–5 გ სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე, საიდანაც 40–45% ინტრავასკულარულ სივრცეშია, ხოლო 55–60% ექსტრავასკულარულ სივრცეში.

გაძლიერებული კაპილარული გამტარიანობა ცვლის ალბუმინის კინეტიკას და იწვევს არანორმალურ დისტრიბუციას ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა მძიმე დამწვრობა ან სეპტიკური შოკი.

ნორმალურ პირობებში ალბუმინის საშუალო ნახევრად დაშლის პერიოდი დაახლოებით 19 დღეა. ცილების სინთეზსა და დაშლას შორის ბალანსი მიიღწევა ე.წ. ფიდბექ-მექანიზმით. ელიმინაცია ხდება ძირითადად უჯრედშიდა სივრცეში და ხორციელდება ლიზოსომური პროტეოლიზით.

ჯანმრთელ ადამიანებში შეყვანილი ალბუმინის 10%-ზე ნაკლები ტოვებს ინტრავასკულარულ სივრცეს ინფუზიის პირველი 2 საათის განმავლობაში. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი ინდივიდუალური განსხვავებები პლაზმის მოცულობაზე მისი გავლენის მხრივ. ზოგიერთ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტში ალბუმინი შესაძლოა დიდი რაოდენობით გადავიდეს ექსტრავასკულარულ სივრცეში და გამოიწვიოს პლაზმის მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება.

  • 3 მონაცემები პრეკლინიკური უსაფრთხოების შესახებ ადამიანის ალბუმინი ადამიანის პლაზმის ბუნებრივი კომპონენტია და იგივე მოქმედება აქვს, როგორც ფიზიოლოგიურ ალბუმინს.

ერთჯერადი დოზებით ცხოველებზე ტოქსიკოლოგიური ტესტების ჩატარება უსარგებლოა, რადგან ეს არ იძლევა ტოქსიკურობის და ლეტალურობის, ან თუნდაც დოზის ეფექტურობის შეფასების საშუალებას. ასევე უსარგებლოა განმეორებითი დოზებით ექსპერიმენტირება, რადგან ცხოველებში ჰეტეროლოგიური პროტეინების მიმართ ანტისხეულების წარმოქმნა დერმატიტს იწვევს.

ამ დრომდე არ გამოვლენილა მონაცემები, რომ ადამიანის ალბუმინს აქვს ემბრიოტოქსიკური, ტერატოგენური ან მუტაგენური პოტენციალი.

არსად გამოვლებნილა მკვეთრი ტოქსიკურობის ნიშნები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

31-145

ალბუმანი 200გ/ლ

ჩანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ალბუმანი 200 გ/ლ ხსნარი ინფუზიისთვის

ადამიანის ალბუმინი წაიკითხეთ ჩანართი ფურცელი მთლიანად, სანამ ამ წამლის გამოყენებას დაიწყებთ, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა, მოგვიანებით ისევ დაგჭირდეთ.

თუ კიდევ გაქვთ შეკითხვები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს წამალი არ გადასცეთ სხვებს, რადგან ის მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. ის შეიძლება საზიანო იყოს სხვებისთვისაც, მაშინაც კი, თუ მათ იგივე ჩივილები აქვთ, რაც თქვენ.

გაქვთ თუ არა გვერდითი მოვლენები, რომლებიც მითითებულია 4-ე პუნქტში? ან გაქვთ გვერდითი მოვლენა, რომელიც ამ ფურცელში არ არის აღნიშნული? მაშინ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ ფურცლის შინაარსი:

რა არის ალბუმანი და რისთვის გამოიყენება ეს წამალი?

როდის არ შეიძლება ამ წამლის გამოყენება ან როდის უნდა იყოთ მასთან განსაკუთრებული სიფრთხილით?

როგორ უნდა გამოიყენოთ ეს წამალი?

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ უნდა შეინახოთ ეს წამალი?

შეფუთვის შინაარსი და სხვა ინფორმაცია

  • რა არის ალბუმანი და რისთვის გამოიყენება ეს წამალი? ალბუმანი შეიცავს ცილას (რომელსაც ალბუმინი ეწოდება), რომელიც სისხლის თხევად კომპონენტში (პლაზმაში) შედის. ალბუმანი მიეკუთვნება მედიკამენტების კატეგორიას, რომელსაც პლაზმის პროდუქტები ჰქვია. ადამიანის ალბუმინი ადამიანის პლაზმის ნორმალური შემადგენელი ნაწილია და ის იგივენაირად მოქმედებს, როგორც ჩანაცვლებითი თერაპიის სახით ორგანიზმში შეყვანილი ალბუმინი. ალბუმინი უზრუნველყოფს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის სტაბილურობას და ჰორმონების, ფერმენტების და სამკურნალო თუ მავნე ნივთიერებების (ტოქსინების) გადამტანი საშუალებაა. ადამიანის ალბუმინი გამოიყენება თქვენი ორგანიზმის სისხლის მოცულობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის, როცა მოცულობის დეფიციტი დადასტურებულია და თქვენი ექიმი საჭიროდ მიიჩნევს ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარებას.
  • როდის არ შეიძლება ამ წამლის გამოყენება ან როდის უნდა იყოთ განსაკუთრებული სიფრთხილით?

როდის არ შეიძლება ამ წამლის გამოყენება? თუ თქვენ ალერგიული ხართ ამ წამლის რომელიმე ნივთიერების მიმართ. ეს ნივთიერებები შეგიძლიათ იხილოთ ამ ფურცლის მე-6 პუნქტში.

როდის უნდა იყოთ განსაკუთრებული სიფრთხილით ამ წამალთან მიმართებით? დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, სანამ ამ წამალს გამოიყენებდეთ.

თუ მკურნალობის დროს ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, რომელიც გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, გონების დაკარგვის შეგრძნებით ან სხვა სიმპტომებით, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მედდას, რადგან ინფუზია უნდა შეწყდეს და შესაძლოა საჭირო გახდეს შოკის საწინააღმდეგო სამედიცინო საშუალებების გამოყენება.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ალბუმანის გამოყენებისას, თუ თქვენ გაქვთ შემდეგი დაავადებები:

გულის უკმარისობა

მომატებული არტერიული წნევა

გადიდებული ვენები საყლაპავში (საყლაპავის ვარიკოზი)

სითხის დაგროვება ფილტვებში (ფილტვის შეშუპება)

სისხლდენისკენ მიდრეკილება

ერითროციტების მძიმე დეფიციტი (მძიმე ანემია)

შარდის შეკავება, მაგალითად, თირკმლის ფუნქციის უკმარისობის გამო

იმ წამლების შემთხვევაში, რომლებიც მზადდება ადამიანის სისხლისგან ან პლაზმისგან, საჭიროა გატარდეს გარკვეული ზომები ინფექციების გადაცემის თავიდან ასაცილებლად. ეს ზომები მოიცავს, მათ შორის, სისხლისა და პლაზმის დონორების ფრთხილად შერჩევას, რათა გამოირიცხოს ინფექციების მტარებლობა, და თითოეული დონაციის შემოწმებას ვირუსებზე ან სხვა ინფექციებზე. პრეპარატის წარმოებისას ასევე მიიღება ზომები ვირუსების ინაქტივაციის ან გამოცალკევების მიზნით. მიუხედავად ამ ზომებისა, იმ მედიკამენტების შეყვანისას, რომლებიც მზადდება ადამიანის სისხლის ან პლაზმისგან, ინფექციის გადაცემის რისკი სრულად ვერ გამოირიცხება. ეს ეხება როგორც უცნობ, ისე ახლად წარმოქმნილ ვირუსებს ან სხვა დაავადების გამომწვევებს.

ალბუმინით დამზადებულ პრეპარატებზე ვირუსის გადაცემის შესახებ ცნობები არ არსებობს, როდესაც ისინი ევროპის ფარმაკოპეის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბმისად მზადდება. ასეთ პრეპარატებს განეკუთვნება ალბუმანი. გირჩევთ, რომ ჩაიწეროთ პრეპარატის დასახელება და პარტიის ნომერი ალბუმინის ყოველი ინფუზიისას, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს პარტიების მოძებნა. იყენებთ სხვა წამლებსაც? თუ ალბუმანთან ერთად სხვა წამლებსაც იღებთ, ან ცოტა ხნის წინ გაქვთ მიღებული ან შეიძლება მალე მიიღოთ, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ რომ შეიძლება ორსულად იყოთ, გსურთ დაორსულება ან ძუძუთი კვებავთ, ასეთ შემთხვევაში, ამ წამლის გამოყენებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მძღოლის უნარი და მექანიზმების გამოყენება ალბუმანს არ აქვს მავნე ეფექტი სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარებზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალბუმანის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს (სამზარეულოს მარილის ძირითად კომპონენტს).

ალბუმან 200 გ/ლ-ის 50 მლ საინექციო ფლაკონი შეიცავს 115 მგ ნატრიუმს. ეს შეესაბამება რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური დოზის 6%-ს მოზრდილებისთვის.

ალბუმან 200 გ/ლ-ის 100 მლ საინექციო ფლაკონი შეიცავს 230 მგ ნატრიუმს. ეს შეესაბამება რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური დოზის 12%-ს მოზრდილებისთვის.

ეს უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებულ დიეტაზე.

  • როგორ უნდა გამოიყენოთ ეს წამალი? ალბუმანის ადმინისტრირება წარმოებს ნელი ინფუზიით. ექიმმა ან მედდამ უნდა განსაზღვროს ხსნარის მოცულობა და ინფუზიის სიჩქარე თქვენთვის. დოზა და ინფუზიის სიჩქარე მორგებულია თქვენს პირად საჭიროებებზე. საჭირო დოზა დამოკიდებულია თქვენს სიმაღლესა და წონაზე, მდგომარეობის სიმძიმესა და სითხისა და ცილის დანაკარგზე.

ალბუმანი შეიძლება პირდაპირ ინტრავენურად იქნას შეყვანილი, მაგრამ ასევე შეიძლება განზავდეს იზოტონურ ხსნარში (მაგალითად, 5% გლუკოზაში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდში). ალბუმინის ხსნარი არ უნდა განზავდეს საინექციო წყლით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი. ალბუმინი არ უნდა შეურიოთ სხვა წამლებს, მთლიან სისხლს ან ერითროციტებს. ინფუზიის დროს კონტროლდება თქვენი არტერიული წნევა, გულის რითმი, სისხლის მიმოქცევა და სუნთქვა, რათა ექიმი დარწმუნდეს, რომ დოზა სწორად არის მორგებული.

თუ ძალიან ბევრი გამოიყენეთ: ჭარბი დოზისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერვოლემია. სიმპტომებია: თავის ტკივილი, ქოშინი (დისპნეა) და მომატებული არტერიული წნევა. თუ ეს სიმპტომები გამოვლინდა, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. შესაძლებელია დაინიშნოს მკურნალობა ზედმეტი სითხის მოსაშორებლად.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები როგორც ყველა წამალს, ამ წამალსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. თუმცა არა ყოველთვის.

იშვიათად არსებული გვერდითი მოვლენები (თავს იჩენს 1000 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში): სისხლის წვის შეგრძნება, კანის გამონაყარი ძლიერი ქავილით და ბურთულების წარმოქმნით (ურტიკარია, ჭინჭრის ციება), სიცხე და გულისრევა. ეს რეაქციები ჩვეულებრივ სწრაფად ქრება, როდესაც ინფუზიის სიჩქარე ნელდება ან ინფუზია სრულდება.

ძალიან იშვიათად არსებული გვერდითი მოვლენები (თავს იჩენს 10 000 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში): მძიმე ალერგიული რეაქცია, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა, სიფერმკრთალე, მოუსვენრობა, აჩქარებული სუსტი გულისცემა, ცივი კანი და გონების დაკარგვა სისხლძარღვების უეცარი გაფართოების გამო (ანაფილაქტიკური შოკი). ასეთ შემთხვევებში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება თუ გაქვთ გვერდითი მოვლენები, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შემთხვევებსაც, როდესაც გვერდითი მოვლენა ამ ფურცელში არ არის მითითებული.

ამ ფურცელში არ არის მითითებული ყველა გვერდითი მოვლენა. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების პირდაპირ შეტყობინება ნიდერლანდების გვერდითი მოვლენების ცენტრში Lareb, ვებგვერდზე: www.lareb.nl. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ უნდა შეინახოთ ეს წამალი? შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვადის გასვლის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი მითითებულია კოლოფზე EXP-ის შემდეგ. იქ წერია თვე და წელი. ვადის გასვლის თარიღი აღნიშნავს ამ თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ საყინულეში. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

არ გამოიყენოთ ეს წამალი, თუ შეამჩნევთ, რომ ხსნარი ამღვრეულია ან შეიცავს ნალექს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ალბუმინი არასტაბილურია ან ხსნარი დაბინძურებულია.

წამალი არ გადაღვაროთ ნიჟარაში ან ტუალეტში და არ ჩააგდოთ ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოიქცეთ, თუკი წამალს აღარ იყენებთ. თუ წამალი სწორად იქნება განადგურებული, ის გარემოს არ ავნებს.

  • შეფუთვის შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია

რომელი ნივთიერებები შედის ამ წამალში?

მოქმედი ნივთიერება ამ წამალში არის ადამიანის ალბუმინი 200 გ/ლ; მოთავსებულია 10 გ/50 მლ ან 20 გ/100 მლ საინექციო ფლაკონში.

ამ წამალში შემავალი სხვა ნივთიერებებია: ნატრიუმის კაპრილატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა და საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ალბუმანი და რამდენია თითო შეფუთვაში? ალბუმანი იყიდება 50 მლ ან 100 მლ (შეფუთვის ზომა #1) საინექციო ფლაკონში მოთავსებული საინფუზიო ხსნარის სახით.

ხსნარი გამჭვირვალეა, ოდნავ ბლანტი და თითქმის უფერო, ყვითელი, ქარვისფერი ან მწვანე.

შეიძლება ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს კომერციულად ხელმისაწვდომი.

მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Prothya Biosolutions Netherlands B.V. Plesmanlaan 125 NL-1066 CX Amsterdam ნიდერლანდები

ეს წამალი რეგისტრირებულია EEA-ს წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებებით:

ფინეთი: Albuman 200 g/l

ნიდერლანდები: Albuman 200 g/l

ისლანდია: Albuman 200 g/l

კვიპროსი: Albuman 200 g/l

შვედეთი: Crealb 200 g/l

ავსტრია: Crealb 200 g/l

გერმანია: Crealb 200 g/l

პოლონეთი: Crealb 200 g/l

სლოვაკეთი: Crealb 200 g/l

ეს ჩანართი ფურცელი ბოლოს განახლდა 2021 წლის ოქტომბერში.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის:

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

  • პრეპარატის სახელწოდება ალბუმანი 200 გ/ლ ხსნარი ინფუზიისთვის
  • ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა ალბუმანი 200 გ/ლ არის ხსნარი, რომელიც ჯამში შეიცავს 200 გ/ლ (20%) ცილას, რომლის მინიმუმ 95% არის ადამიანის ალბუმინი.

ერთი საინექციო ფლაკონი შეიცავს 10 გ/50 მლ ან 20 გ/100 მლ ადამიანის ალბუმინს. ხსნარი ჰიპერონკოტიკურია.

დამხმარე ნივთიერება ცნობილი ეფექტით: ეს პრეპარატი შეიცავს 100 მმოლ/ლ ნატრიუმს (2,3 გ/ლ): 115 მგ ნატრიუმს 50 მლ საინექციო ფლაკონში და 230 მგ ნატრიუმს 100 მლ საინექციო ფლაკონში.

დამხმარე ნივთიერებების სრული სიისთვის იხილეთ პუნქტი 6.1.

  • ფარმაცევტული ფორმა საინფუზიო ხსნარი. ხსნარი გამჭვირვალეა, ოდნავ ბლანტი და თითქმის უფერო, ყვითელი, ქარვისფერი ან მწვანე.
  • კლინიკური მონაცემები
  • 1 თერაპიული ჩვენებები ცირკულირებადი სისხლის მოცულობის აღდგენა და შენარჩუნება, როდესაც დადასტურებულია მოცულობითი დეფიციტი და როდესაც საჭიროა კოლოიდის მიღება. ალბუმანი 200 გ/ლ გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში.
  • 2 დოზირება და გამოყენების წესი ალბუმინის პრეპარატის კონცენტრაცია, დოზირება და ინფუზიის სიჩქარე უნდა მოერგოს პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს.

დოზირება საჭირო დოზა დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლესა და წონაზე, ტრავმისა და დაავადების სიმძიმეზე, სითხისა და ცილის დანაკარგზე. საჭირო დოზის დასადგენად უნდა შეფასდეს ცირკულირებადი მოცულობის ადეკვატურობა და არა პლაზმაში არსებული ალბუმინის დონე.

ადამიანის ალბუმინის გადასხმისას ჰემოდინამიკური მოქმედება რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს. ეს შეიძლება მოიცავდეს:

არტერიულ წნევასა და პულსს

ცენტრალურ ვენურ წნევას

ფილტვის არტერიის წნევას

შარდის გამოყოფას

ელექტროლიტებს

ჰემატოკრიტს/ჰემოგლობინს

პედიატრიული პაციენტები შეზღუდულია მონაცემები ალბუმან 200 გ/ლ-ის გამოყენებაზე ბავშვებსა და მოზარდებში (0–18 წელი); ამიტომ ეს პროდუქტი ამ ჯგუფისთვის მხოლოდ მაშინ უნდა გამოყენებულ იქნას, თუ სარგებელი აშკარად აჭარბებს შესაძლო რისკებს. ბავშვებსა და მოზარდებში დოზირება უნდა მოერგოს პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებს.

მიღების წესი ალბუმან 200 გ/ლ ხსნარი შეიძლება პირდაპირ ინტრავენურად იქნას შეყვანილი, მაგრამ ასევე შეიძლება განზავდეს იზოტონურ ხსნარში (მაგალითად, 5% გლუკოზაში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდში). ინფუზიის სიჩქარე უნდა მოერგოს პციენტის ინდივიდუალურ მდგომარეობასა და ჩვენებას. პლაზმის შემცვლელი თერაპიისას ინფუზიის სიჩქარე უნდა მოერგოს სითხის გამოდევნის სიჩქარეს.

  • 3 უკუჩვენებები აუტანლობა მოქმედი ნივთიერების ან 6.1 პუნქტში ნახსენები რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • 4 განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას მიკვლევადობა: ბიოლოგიური პროდუქტების მივკლევადობის გასაუმჯობესებლად, უნდა დარეგისტრირდეს მიღებული პრეპარატის დასახელება და პარტიის ნომერი.

ალერგიული ან ანაფილაქტიკური რეაქციის ეჭვისას საჭიროა ინექციის დაუყოვნებელი შეწყვეტა. შოკის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შოკის სტანდარტული მკურნალობა.

ალბუმინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ გარემოებებში, როდესაც ჰიპერვოლემია და მისი შედეგები ან ჰემოდილუცია შეიძლება პაციენტისთვის განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენდეს. ასეთი გარემოებების მაგალითებია:

დეკომპენსირებული გულის უკმარისობა

ჰიპერტენზია

საყლაპავის ვარიკოზი

ფილტვის შეშუპება

ჰემორაგიული დიათეზი

მძიმე ანემია

თირკმლისა და პოსტრენალური ანურია

200 გ/ლ ადამიანის ალბუმინის კოლოიდურ-ოსმოსური ეფექტი დაახლოებით ოთხჯერ აღემატება სისხლის პლაზმის ეფექტიანობას. ამიტომ, კონცენტრირებული ალბუმინის გამოყენებისას უნდა დარწმუნდეთ, რომ პაციენტი ადეკვატურად ჰიდრატირებულია. პაციენტები ყურადღების ქვეშ უნდა იყვნენ ცირკულაციის გადატვირთვისა და ჰიპერჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.

200 გ/ლ ადამიანის ალბუმინის ხსნარს შედარებით დაბალი ელექტროლიტების შემცველობა აქვს 40 გ/ლ ალბუმინის ხსნართან შედარებით. ალბუმინის შეყვანისას საჭიროა პაციენტის ელექტროლიტური სტატუსის კონტროლი (იხ. პუნქტი 4.2) და საჭირო ზომების მიღება ელექტროლიტების ბალანსის აღსადგენად ან შესანარჩუნებლად.

ალბუმინის ხსნარი არ უნდა განზავდეს საინექციო წყლით, რადგან ამან პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი.

თუ ალბუმინის ხსნარი გამოიყენება სისხლის დიდი მოცულობის შესაცვლელად, საჭიროა კონტროლი კოაგულაციასა და ჰემატოკრიტზე. ასევე საჭიროა უზრუნველყოთ სხვა სისხლის კომპონენტების (კოაგულაციური ფაქტორების, ელექტროლიტების, თრომბოციტებისა და ერითროციტების) ადეკვატური ჩანაცვლება.

ჰიპერვოლემია შეიძლება წარმოიშვას, თუ დოზირება და ინფუზიის სიჩქარე მორგებული არ არის პაციენტის ცირკულაციის მდგომარეობაზე. პირველივე კლინიკური სიმპტომების დროს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა გადატვირთვა (თავის ტკივილი, ქოშინი, ყელის ვენების გაბერვა), მომატებული არტერიული წნევა, მომატებული ვენური წნევა და ფილტვის შეშუპება, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ეს პრეპარატი შეიცავს 100 მმოლ/ლ ნატრიუმს (2,3 გ/ლ):

115 მგ ნატრიუმს 50 მლ საინექციო ფლაკონში, რაც შეესაბამება WHO-ს მიერ რეკომენდებული ნატრიუმის დღიური მაქსიმალური დოზის 6%-ს მოზრდილებისთვის (2 გ ნატრიუმი).

230 მგ ნატრიუმს 100 მლ საინექციო ფლაკონში, რაც შეესაბამება WHO-ს მიერ რეკომენდებული ნატრიუმის დღიური მაქსიმალური დოზის 12%-ს მოზრდილებისთვის (2 გ ნატრიუმი).

ეს უნდა გათვალისწინებულ იქნას პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებულ დიეტაზე.

ადამიანური სისხლის ან პლაზმის პროდუქტების გამოყენებისას ინფექციების პრევენციის სტანდარტული ზომები მოიცავს დონორების ფრთხილად შერჩევას, ინდივიდუალური დონაციების სკრინინგს პლაზმის აუზებში სპეციფიკურ მარკერებზე ინფექციების გამოსარიცხად, და ვირუსების ინაქტივაციის ან გამოცალკევების ეფექტურ წარმოების მეთოდებს. მიუხედავად ამისა, ინფექციის გადაცემის რისკი მთლიანად ვერ გამოირიცხება. ეს ეხება როგორც უცნობ, ასევე ახლად წარმოქმნილ ვირუსებსა და სხვა პათოგენებს.

ალბუმინით დამზადებულ პრეპარატებზე ვირუსის გადაცემის შესახებ ცნობები არ არსებობს, როდესაც ისინი ევროპის ფარმაკოპეის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბმისად მზადდება.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან. სხვა ფორმების ურთიერთქმედებები ადამიანის ალბუმინის და სხვა პრეპარატების სპეციფიკური ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
  • 6 ნაყოფიერება, ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა ორსული ქალების მიმართ ალბუმანის უსაფრთხოება დადგენილი არ არის კონტროლირებული კლინიკური კვლევების მეშვეობით. თუმცა კლინიკური გამოცდილება ალბუმინთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მავნე ეფექტები მოსალოდნელი არ არის ორსულობის მიმდინარეობაზე, ნაყოფზე ან ახალშობილზე.

ნაყოფიერება ალბუმანის ეფექტზე კვლევები არ ჩატარებულა ცხოველებში.

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევები არასაკმარისია იმისთვის, რომ შეფასდეს უსაფრთხოება ნაყოფიერების, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარების, ორსულობის მიმდინარეობისა და პერინატალური თუ პოსტნატალური განვითარების მხრივ. თუმცა ალბუმინი ადამიანის სისხლის ბუნებრივი კომპონენტია.

  • 7 ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და მექანიზმების გამოყენებაზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარებზე ალბუმანის ზემოქმედება გამოვლენილი არაა.

  • 8 გვერდითი ეფექტები ისეთი მსუბუქი რეაქციები, როგორიცაა სითბოს შეგრძნება, ურტიკარია, სიცხე და გულისრევა, იშვიათად ვლინდება. ეს რეაქციები ჩვეულებრივ სწრაფად ქრება, როდესაც ინფუზიის სიჩქარე ნელდება ან ინფუზია წყდება. ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს მძიმე რეაქციები, როგორიცაა შოკი. ასეთ შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

ინფექციის გადაცემასთან დაკავშირებული უსაფრთხოების შესახებ იხილეთ პუნქტი 4.4.

სავარაუდო გვერდითი ეფექტების შეტყობინება მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის მიმოქცევაში გაშვების შემდეგ ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა გამოვლინდეს. ეს საშუალებას გვაძლევს მუდმივად ვაკონტროლოთ პრეპარატის სარგებლისა და რისკების ბალანსი. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა აცნობონ ნიდერლანდების გვერდითი მოვლენების ცენტრს Lareb; ვებგვერდი: www.lareb.nl.

  • 9 ზედმეტი დოზირება ჰიპერვოლემია შეიძლება განვითარდეს, თუ დოზა ან ინფუზიის სიჩქარე ძალიან მაღალია. პირველი კლინიკური სიმპტომები გულ-სისხლძარღვთა გადატვირთვისას არის: თავის ტკივილი, ქოშინი, ყელის ვენების გაბერვა, მომატებული არტერიული წნევა, მომატებული ვენური წნევა და ფილტვის შეშუპება. ასეთ შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტის ჰემოდინამიკური პარამეტრები ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს.
  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები ფარმაკოთერაპიული კატეგორია: პლაზმის შემცვლელები და პლაზმის ცილების ფრაქციები, ATC-კოდი: B05AA01.

ადამიანის ალბუმინი რაოდენობრივად პლაზმაში არსებული ცილების ნახევარზე მეტს წარმოადგენს, ხოლო ღვიძლში ცილის სინთეზის აქტივობის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

ფიზიკურ-ქიმიური მონაცემები: ადამიანის ალბუმინი 200 გ/ლ ჰიპერონკოტიკურია ნორმალურ პლაზმასთან შედარებით.

ალბუმინის ძირითადი ფიზიოლოგიური ფუნქციაა სისხლის ონკოტური წნევის კონტროლი და ნივთიერებათა გადატანა. ალბუმინი უზრუნველყოფს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის სტაბილურობას და ჰორმონების, ფერმენტების და სამკურნალო თუ მავნე ნივთიერებების გადამტანი საშუალებაა.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები ნორმალურ პირობებში ალბუმინის მთლიანი გაცვლადი რაოდენობაა 4–5 გ სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე, საიდანაც 40–45% ინტრავასკულარულ სივრცეშია, ხოლო 55–60% ექსტრავასკულარულ სივრცეში.

გაძლიერებული კაპილარული გამტარიანობა ცვლის ალბუმინის კინეტიკას და იწვევს არანორმალურ დისტრიბუციას ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა მძიმე დამწვრობა ან სეპტიკური შოკი.

ნორმალურ პირობებში ალბუმინის საშუალო ნახევრად დაშლის პერიოდი დაახლოებით 19 დღეა. ცილების სინთეზსა და დაშლას შორის ბალანსი მიიღწევა ე.წ. ფიდბექ-მექანიზმით. ელიმინაცია ხდება ძირითადად უჯრედშიდა სივრცეში და ხორციელდება ლიზოსომური პროტეოლიზით.

ჯანმრთელ ადამიანებში შეყვანილი ალბუმინის 10%-ზე ნაკლები ტოვებს ინტრავასკულარულ სივრცეს ინფუზიის პირველი 2 საათის განმავლობაში. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი ინდივიდუალური განსხვავებები პლაზმის მოცულობაზე მისი გავლენის მხრივ. ზოგიერთ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტში ალბუმინი შესაძლოა დიდი რაოდენობით გადავიდეს ექსტრავასკულარულ სივრცეში და გამოიწვიოს პლაზმის მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება.

  • 3 მონაცემები პრეკლინიკური უსაფრთხოების შესახებ ადამიანის ალბუმინი ადამიანის პლაზმის ბუნებრივი კომპონენტია და იგივე მოქმედება აქვს, როგორც ფიზიოლოგიურ ალბუმინს.

ერთჯერადი დოზებით ცხოველებზე ტოქსიკოლოგიური ტესტების ჩატარება უსარგებლოა, რადგან ეს არ იძლევა ტოქსიკურობის და ლეტალურობის, ან თუნდაც დოზის ეფექტურობის შეფასების საშუალებას. ასევე უსარგებლოა განმეორებითი დოზებით ექსპერიმენტირება, რადგან ცხოველებში ჰეტეროლოგიური პროტეინების მიმართ ანტისხეულების წარმოქმნა დერმატიტს იწვევს.

ამ დრომდე არ გამოვლენილა მონაცემები, რომ ადამიანის ალბუმინს აქვს ემბრიოტოქსიკური, ტერატოგენური ან მუტაგენური პოტენციალი.

არსად გამოვლებნილა მკვეთრი ტოქსიკურობის ნიშნები.

  • ფარმაცევტული მონაცემები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების სია ნატრიუმის კაპრილატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა, საინექციო წყალი.
  • 2 შეუთავსებლობის შემთხვევები ეს პრეპარატი არ უნდა იქნას შერეული სხვა წამლებთან, მთლიან სისხლთან ან კონცენტრირებულ ერითროციტებთან (გარდა 6.6 პუნქტში ნახსენები ხსნარებისა).
  • 3 ვარგისიანობის ვადა 3 წელი. გახსნის შემდეგ ეს პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
  • 4 შენახვის სპეციალური ზომები შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ საყინულეში. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
  • 5 შეფუთვის სახე და შიგთავსი 50 მლ ან 100 მლ ხსნარი საინექციო ფლაკონში (მინა ტიპი II) საცობით (ბრომბუტილი); შეფუთვის ზომა #1. შესაძლებელია, რომ ყველა შეფუთვის ზომა კომერციულად არ იყოს ხელმისაწვდომი.
  • 6 პრეპარატის განადგურების განსაკუთრებული ზომები და სხვა ინსტრუქციები პრეპარატი შეიძლება პირდაპირ ინტრავენურად იქნას შეყვანილი, მაგრამ ასევე შეიძლება განზავდეს იზოტონურ ხსნარში (მაგ.: 5% გლუკოზაში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდში). ალბუმინის ხსნარი არ უნდა განზავდეს საინექციო წყლით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი.

როცა დიდი მოცულობის ინფუზიაა საჭირო, პროდუქტი უნდა იყოს ოთახის ან სხეულის ტემპერატურამდე გამთბარი.

არ გამოიყენოთ ხსნარი, თუ ის ამღვრეულია ან შეიცავს ნალექს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ცილა არასტაბილურია ან ხსნარი დაბინძურებულია.

ფლაკონის გახსნის შემდეგ, შიგთავსი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

გამოუყენებელი წამლები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

  • მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Prothya Biosolutions Netherlands B.V. Plesmanlaan 125 NL-1066 CX Amsterdam ნიდერლანდები
  • ბაზარზე დაშვების ნებართვის ნომერი RVG 103595
  • ბაზარზე დაშვების ნებართვის გაცემის/განახლების თარიღი პირველი ნებართვის თარიღი: 15-06-2009 უკანასკნელად განახლების თარიღი: 15-04-2012
  • ტექსტის გადახედვის თარიღი ბოლო ცვლილება ეხება მე-7 პუნქტს: 2021 წლის 5 ოქტომბერი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა