მწვავე ტკივილის მდგომარეობის, განსაკუთრებით პოსტ-ოპერაციული ტკივილის სიმპტომური მკურნალობა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნეფოპამი (nefopam)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ/2მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №5
- მწარმოებელი
- BIOCODEX, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზიური საშუალებები, ანალგეზიური და ანტიპირეტული სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N02BG06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036704
- რეგისტრირებულია
- 27 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 27 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- BIOCODEX (საფრანგეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აკუპანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მწვავე ტკივილის მდგომარეობის, განსაკუთრებით პოსტ-ოპერაციული ტკივილის სიმპტომური მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
როგორ წესი, 1 ამპულა (ი.ვ. ან ი.მ. გზით) ერთ შეყვანაზე, საჭიროების შემხვევაში, 6 ამპულამდე დღეში.
გამოყენების რეჟიმი და მეთოდი
აკუპანის შეყვანა შეიძლება ღრმა ინტრამუსკულური გზით (ი.მ.) ან ნელი (15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში) ინტრავენური ინფუზიით (ი.ვ.). ი.ვ. გზით შეყვანისას საჭიროა დაწოლა, ისეთი გვერდითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად, როგორიც არის გულისრევა, თავბრუსხვევა და ოფლიანობა.
როგორ იხსნება ამპულები:
ამპულა არის წინასწარ გაჭრილი მის ყელზე არსებულ წერტილში. ფერადი ლაქა იძლევა ორიენტაციის საშუალებას. დაიჭირეთ ამულა, ფერადი წერტილით თქვენსკენ მდგომარეობაში.
ამპულა იხსნება ადვილად, ნახატის მიხედვით, ფერად წერტილზე ცერა თითის დაჭერით, ზემოდან ქვემოთ.
მიღების სიხშირე და დრო
ინექცია შეიძლება გამეორდეს ყოველ 6 საათში (ი.მ. გზა) ან ყოველ 4 საათში (ი.ვ. გზა).
მკურნალობის ხანგრძლივობა
საჭიროა თქვენი ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ხანგრძლივობის მკაცრი დაცვა.
უკუჩვენებები
ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ნეფოპამზე ან აკუპანის ერთ-ერთ კომპონენტზე
ბავშვთა ასაკი 15 წლამდე
ისტორიაში კრუნჩხვითი მდგომარეობა
შარდის შეკავება, დაკავშირებული ურეთრის/პროსტატის დაავადებებთან
მწვავე გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება)
ეჭვის შემთხვევაში სასურველია მიმართოთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
აკუპანის გამოყენებისას არსებობს დამოკიდებულების გაჩენის რისკი.
მორფინის ჯგუფის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, მორფინის ჯგუფის პრეპარატის გამოყენების მკვეთრი შეწყვეტა, იწვევს მოხსნის სინდრომის პროვოკაციას, იმის გამო, რომ აკუპანი არ არის მორფინის ჯგუფის პრეპარატი.
გაფრთხილება გამოყენებისას
ეს მედიკამენტი გამოიყენეთ სიფრთხილით:
ღვიძლის უკმარისობის დროს;
თირკმლის უკმარისობის დროს;
პაციენტებში, გულ-სისხძარღვთა პათოლოგიით, ამ წამლის ტაქიკარდიული (გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა) ეფექტის გამო;
მისი ანტიქოლინერგული ეფექტის გამო, აკუპანით მკურნალობა არ არის სასურველი ხანდაზმულ პაციენტებში.
ეჭვის შემთხვევაში, მორიდების გარეშე, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.
წამლების ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
აკუნანი შეიძლება ურთიერთქმედებდეს სხვა წამლებთან.
წამლების შესაძლო ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, თქვენ სისტემატურად უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს ნებისმიერი სხვა მიმდინარე მკურნალობის შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
გასათვალისწინებელია, რომ ბევრ პრეპარატს ან ნივთიერებას, თითოეულის ეფექტის ერთმანეთზე დამატებით, შეუძლია გაზარდოს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა და გამოიწვიოს სიფხიზლის დაქვეითება.
ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება: მორფინის ჯგუფის პრეპარატები (ანალგეზიური საშუალებები, ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები და წამლისმიერი დამოკიდებულების სამკურნალო ჩანაცვლებითი თერაპიის პრეპარატები), ნეიროლეპტიკები, ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინი, არაბენზოდიაზეპინური ანქსიოლიტიკები (როგორიც არის მეპრობამატი), ჰიპნოტური საშუალებები, სედატიური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი), H1–ჰისტამინური რეცეპტორების სედატიური ბლოკატორები, ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ბაკლოფენი, თალიდომიდი.
+ არასასურველი კომბინაცია
ალკოჰოლის მოხმარება
ალკოჰოლის მოხმარებით იზრდება პრეპარატის სედატიური ეფექტი.
ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლის ან ალკოჰოლის შემცველი პრეპარატების მიღება.
+ კომბინაცია, რომელიც გასათვალისწინებელია
სხვა სედატიური პრეპარატები
მორფინის ჯგუფის პრეპარატები (ანალგეზიური საშუალებები, ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები და წამლისმიერი დამოკიდებულების სამკურნალო ჩანაცვლებითი თერაპიის პრეპარატები), ნეიროლეპტიკები, ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინი, არაბენზოდიაზეპინური ანქსიოლიტიკები (როგორის არის მეპრობამატი), ჰიპნოტური საშუალებები, სედატიური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი), H1–ჰისტამინური რეცეპტორების სედატიური ბლოკატორები, ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ბაკლოფენი, თალიდომიდი.
ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის გაძლიერება. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ წამლის ეფექტი ორსულობის და ლაქტაციის დროს უცნობია. ამის გამო ამ მედიკამენტის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს არ არის სასურველი.
ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თავრუსხვევის რისკის გამო, მძღოლები და მექანიზმების მმართველები უნდა იყონ ყურადღებით.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა აქტიურმა პროდუქტმა, ამ წამალმაც, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები.
ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინებით ან ღებინების გარეშე, ძილიანობა, ოფლიანობა, ინექციის ადგილის მტკივნეულობა.
ასევე შეიმჩნეოდა პრობლემები, როგორიც არის პირის სიმშრალე, გულისცემის გაძლიერება, გულისცემის შეგრძნება, შარდის შეკავება.
უფრო იშვიათად შეინიშნება: აგზნება, გაღიზიანება, სისუსტე, ჰალუცინაციები, ბოროტად გამოყენება, წამლისმიერი დამოკიდებულება, კრუნჩხვები, ალერგიული რეაქციები (ურტიკარია, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი).
უცნობი სიხშირით გამოვლინდა სხვა გვერდითი ეფექტები: კომა, კონფუზია.
აცნობეთ თვენს ექიმს და თქვენს ფარნმაცევტს ყველა იმ გვერდითი ეფექტის შესახებ, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
- შენახვა
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ მეორეულ შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილვ ადგილზე.
ჭარბი დოზა
შემთხვევითმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს შესაძლო პრობლემები გულ-სისხლძარღვოვთა სისტემის მხრივ, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, რომლებიც მოითხოვენ გულის და სუნთქვის ფუნქციების მონიტორინგს და სიმპტომების ჰოსპიტალში მკურნალობას.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ამ მედიკამენტის მიღება
თუ დაგავიწყდათ ერთი ინექციის გაკეთება, შემდეგი შეყვანისას დოზის გაზრდა აუცილებელი არ არის.
მოხსნის სინდრომი
მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომის პროვოკაციას (მოხსნის ან აღკვეთის მდგომარეობა ვითარდება ზოგიერთი წამლების მიღების შეწყვეტისას, დარღვევების გაჩენით ან გაუარესებით).
შემადგენლობა
ნეფოპამი (ჰიდროქლორიდი) – 20მგ
ექსციპიენტები: დინატრიუმ ფოსფატი და ნატრიუმის ფოსფატი, საინექციო წყალი ს.რ. 2მლ.
შენახვის პირობები
3 წელი
- 4 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
შეინახეთ 30°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.
- 5 კონტეინერის ტიპი და შემცველობა
საინექციო ხსნარი 2 მლ-იან შუშის ამპულაში. კოლოფში 5 ამპულა.
- 6 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისთვის
არ არსებობს.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
N, ნერვული სისტემა, ათქ-კოდი: N 02 BG 06
აკუპანი არის არანარკოტიკული ცენტრალური მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ის სტრუქტურულად არ არის დაკავშირებული სხვა ცნობილ ანალგეზიურ საშუალებებთან.
In vitro ფერხდებოდა კატექოლამინების და სეროტონინის ხელახლა შეწოვა ვირთხის სინაპტოზომებში.
In vivo ვლინდებოდა ანტინოციცეპტური აქტივობა ცხოველებში. გამოვლინდა ასევე ანტიჰიპერალგეზიური მოქმედება, თუმცა მისი მექანიზმი ჯერ ბოლომდე არ არის ცნობილი.
კლინიკურ კვლევებში აკუპანმა აჩვენა დადებითი გავლენა პოსტოპერაციულ ტრემორებზე.
აკუპანს არ გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება, არ თრგუნავს სუნთქვას და არ აფერხებს ნაწლავის პერისტალტიკას.
აკუპანი ავლენს ანტიქოლინერგულ აქტივობას.
დაკვირვებამ აჩვენა გულისცემის და არტერიული წნევის დროებითი და ზომიერი მატება.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
20 მგ ინტრამუსკულური ერთჯერადი დოზის შეყვანის შემდეგ, შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) აღინიშნება 0.5-1 სთ-ის (Tmax) შემდეგ და საშუალოდ 25 ნგ/მლ-ს შეადგენს. შრატში ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 5 სთ-ს. იგივე დოზის ი.ვ. შეყვანის შემდეგ შრატში ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 4 სთ-ს.
პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 71-76%-ს.
ბიოტრანსფორმაცია მნიშვნელოვანია, გამოვლენილია სამი ძირითადი მეტაბოლიტი: დესმეთილნეფოპამი, ნეფოპამ N-ოქსიდი და N-გლუკურონიდი.
გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით: მიღებული დოზის 87% აღინიშნება შარდში. მიღებული დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით: შარდში აღმოჩენილი მეტაბოლიტები შეადგენენ ი.ვ. დოზის შესაბამისად 6%, 3% და 36%-ს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
აკუპანი®
ნეფოპამი
- პროდუქტის დასახელება
აკუპანი® საინექციო ხსნარი
შემადგენლობა
ნეფოპამი (ჰიდროქლორიდი) – 20მგ
ექსციპიენტები: დინატრიუმ ფოსფატი და ნატრიუმის ფოსფატი, საინექციო წყალი ს.რ. 2მლ.
ფარმაცევტული ფორმა
საინექციო ხსნარი 2მლ-იან შუშის ამპულაში. კოლოფში 5 ამპულა.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი
სხვა ანალგეზიური და ანტიპირეტული საშუალებები.
ყიდის
BIOCODEX, 22 Rue des Aqueducs, 94250 GENTILLY, France
აწარმოებს
BIOCODEX, 1 avenue Blaise Pascal, 60000 BEAUVAIS, France
- როდის გამოიყენება ეს მედიკამეტი?
მწვავე ტკივილის მდგომარეობის, განსაკუთრებით პოსტ-ოპერაციული ტკივილის სიმპტომური მკურნალობა.
- ყურადღება!
როდის არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება?
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შემდეგ სიტუაციებში:
ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ნეფოპამზე ან აკუპანის ერთ-ერთ კომპონენტზე
ბავშვთა ასაკი 15 წლამდე
ისტორიაში კრუნჩხვითი მდგომარეობა
შარდის შეკავება, დაკავშირებული ურეთრის/პროსტატის დაავადებებთან
მწვავე გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება)
ეჭვის შემთხვევაში სასურველია მიმართოთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.
გაფრთხილება
აკუპანის გამოყენებისას არსებობს დამოკიდებულების გაჩენის რისკი.
მორფინის ჯგუფის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, მორფინის ჯგუფის პრეპარატის გამოყენების მკვეთრი შეწყვეტა, იწვევს მოხსნის სინდრომის პროვოკაციას, იმის გამო, რომ აკუპანი არ არის მორფინის ჯგუფის პრეპარატი.
გაფრთხილება გამოყენებისას
ეს მედიკამენტი გამოიყენეთ სიფრთხილით:
ღვიძლის უკმარისობის დროს;
თირკმლის უკმარისობის დროს;
პაციენტებში, გულ-სისხძარღვთა პათოლოგიით, ამ წამლის ტაქიკარდიული (გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა) ეფექტის გამო;
მისი ანტიქოლინერგული ეფექტის გამო, აკუპანით მკურნალობა არ არის სასურველი ხანდაზმულ პაციენტებში.
ეჭვის შემთხვევაში, მორიდების გარეშე, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.
წამლების ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
აკუნანი შეიძლება ურთიერთქმედებდეს სხვა წამლებთან.
წამლების შესაძლო ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, თქვენ სისტემატურად უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს ნებისმიერი სხვა მიმდინარე მკურნალობის შესახებ.
ორსულობა და ლაქტაცია
ამ წამლის ეფექტი ორსულობის და ლაქტაციის დროს უცნობია. ამის გამო ამ მედიკამენტის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს არ არის სასურველი.
ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
თავრუსხვევის რისკის გამო, მძღოლები და მექანიზმების მმართველები უნდა იყონ ყურადღებით.
- როგორ გამოიყენება ეს მედიკამენტი?
დოზირება
დოზირება არის მკაცრად ინდივიდუალური.
როგორ წესი, 1 ამპულა (ი.ვ. ან ი.მ. გზით) ერთ შეყვანაზე, საჭიროების შემხვევაში, 6 ამპულამდე დღეში.
გამოყენების რეჟიმი და მეთოდი
აკუპანის შეყვანა შეიძლება ღრმა ინტრამუსკულური გზით (ი.მ.) ან ნელი (15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში) ინტრავენური ინფუზიით (ი.ვ.). ი.ვ. გზით შეყვანისას საჭიროა დაწოლა, ისეთი გვერდითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად, როგორიც არის გულისრევა, თავბრუსხვევა და ოფლიანობა.
როგორ იხსნება ამპულები:
ამპულა არის წინასწარ გაჭრილი მის ყელზე არსებულ წერტილში. ფერადი ლაქა იძლევა ორიენტაციის საშუალებას. დაიჭირეთ ამულა, ფერადი წერტილით თქვენსკენ მდგომარეობაში.
ამპულა იხსნება ადვილად, ნახატის მიხედვით, ფერად წერტილზე ცერა თითის დაჭერით, ზემოდან ქვემოთ.
მიღების სიხშირე და დრო
ინექცია შეიძლება გამეორდეს ყოველ 6 საათში (ი.მ. გზა) ან ყოველ 4 საათში (ი.ვ. გზა).
მკურნალობის ხანგრძლივობა
საჭიროა თქვენი ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ხანგრძლივობის მკაცრი დაცვა.
ჭარბი დოზირება
შემთხვევითმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს შესაძლო პრობლემები გულ-სისხლძარღვოვთა სისტემის მხრივ, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, რომლებიც მოითხოვენ გულის და სუნთქვის ფუნქციების მონიტორინგს და სიმპტომების ჰოსპიტალში მკურნალობას.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ამ მედიკამენტის მიღება
თუ დაგავიწყდათ ერთი ინექციის გაკეთება, შემდეგი შეყვანისას დოზის გაზრდა აუცილებელი არ არის.
მოხსნის სინდრომი
მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომის პროვოკაციას (მოხსნის ან აღკვეთის მდგომარეობა ვითარდება ზოგიერთი წამლების მიღების შეწყვეტისას, დარღვევების გაჩენით ან გაუარესებით).
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა აქტიურმა პროდუქტმა, ამ წამალმაც, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები.
ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინებით ან ღებინების გარეშე, ძილიანობა, ოფლიანობა, ინექციის ადგილის მტკივნეულობა.
ასევე შეიმჩნეოდა პრობლემები, როგორიც არის პირის სიმშრალე, გულისცემის გაძლიერება, გულისცემის შეგრძნება, შარდის შეკავება.
უფრო იშვიათად შეინიშნება: აგზნება, გაღიზიანება, სისუსტე, ჰალუცინაციები, ბოროტად გამოყენება, წამლისმიერი დამოკიდებულება, კრუნჩხვები, ალერგიული რეაქციები (ურტიკარია, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი).
უცნობი სიხშირით გამოვლინდა სხვა გვერდითი ეფექტები: კომა, კონფუზია.
აცნობეთ თვენს ექიმს და თქვენს ფარნმაცევტს ყველა იმ გვერდითი ეფექტის შესახებ, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
- შენახვა
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ მეორეულ შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილვ ადგილზე.
- ტექსტის გადახედვის თარიღი
იანვარი 2025
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



