პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები

აკნეტი

AKNET

ურეცეპტოდ(0.5მგ + 20მგ)/გინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

აკნეტი გელი არის აკნეს (ლაქების) სამკურნალო პრეპარატი 30 გ ლამინირებულ ტუბში, რომელიც შეიცავს იზოტრეტინოინს და ერითრომიცინს მოქმედი ნივთიერების სახით. აკნეტი გელი გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი აკნეს სამკურნალოდ და ეფექტურია არაანთებითი და ანთებითი დაზიანებების მკურნალობისას. 2. აკნეტის გამოყენებამდე

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(0.5მგ + 20მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების გელი ლამინირებული ტუბი №1
მწარმოებელი
VEM Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები, აკნეს სამკურნალო რეტინოიდები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ATC კოდი
D10AD54
რეგისტრაციის ნომერი
რ-042482
რეგისტრირებულია
5 დეკემბერი 2024, მოქმედებს 5 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
VEM Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააკნეტი და სხვა წამალი ერთად

აკნეტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აკნეტი გელი არის აკნეს (ლაქების) სამკურნალო პრეპარატი 30 გ ლამინირებულ ტუბში, რომელიც შეიცავს იზოტრეტინოინს და ერითრომიცინს მოქმედი ნივთიერების სახით.

აკნეტი გელი გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი აკნეს სამკურნალოდ და ეფექტურია არაანთებითი და ანთებითი დაზიანებების მკურნალობისას.

  • აკნეტის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

მითითება სათანადო გამოყენებასთან და დოზასთან / გამოყენების სიხშირესთან დაკავშირებით:

აკნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით დაიცავით თქვენი ექიმის რეკომენდაციები.

გელი გამოიყენეთ ერთხელ ან ორჯერ დღეში. ზოგ შემთხვევაში, აკნეტის სრული ეფექტისთვის შეიძლება საჭირო იყოს 6-8 კვირა.

როგორ უნდა წაისვათ აკნეტი:

გაწმინდეთ კანი და წაისვით აკნეტი გელის თხელი ფენა სამკურნალო უბანზე. დაიბანეთ ხელები გელის გამოყენების შემდეგ.

გაღიზიანების შემთხვევაში შეგიძლიათ დამატენიანებლის გამოყენება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულები:

ვინაიდან აკნე ვულგარისი არ აღენიშნებათ ხანდაზმულებს, აკნეტთან დაკავშირებით სპეციალური რეკომენდაციები არ არსებობს.

განსაკუთრებული შემთხვევები:

ცნობები არ არის.

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ აკნეტის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

თუ გამოიყენეთ აკნეტის საჭიროზე მეტი დოზა:

აკნეტის ჭარბი რაოდენობის გამოყენება არ უზრუნველყოფს მკურნალობის უკეთეს შედეგს. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს თვალსაჩინო გაღიზიანება, როგორიცაა სიწითლე, აშრევება ან ქავილი. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ პრეპარატი უფრო იშვიათად ან შეწყვიტეთ მისი გამოყენება რამდენიმე დღის განმავლობაში.

აკნეტის მცირე რაოდენობის (კანზე წასმულ რაოდენობაზე ნაკლები) შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში რაიმე სახის ზიანი მოსალოდნელი არ არის. გამოიბანეთ პირი დიდი რაოდენობის წყლით. ძალიან დიდი რაოდენობით აკნეტის გადაყლაპვის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია ღებინება ან დიარეა.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი აკნეტი, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ აკნეტის გამოყენება:

თუ დაგავიწყდათ აკნეტის გამოყენება, წაისვით ის როგორც კი გაგახსენდებათ. მოგვიანებით, გააგრძელეთ მისი გამოყენება რეკომენდებული დოზით.

არ წაისვათ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.

მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს აკნეტით მკურნალობის შეწყვეტისას:

არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ გამოიყენოთ აკნეტი 12 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

უკუჩვენებები

ხართ ალერგიული ერითრომიცინის, იზოტრეტინოინის ან აკნეტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ

ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას

ბავშვს ძუძუთი კვებავთ

გაქვთ მწვავე ეგზემა, ვარდისფერი ფერიმჟამელები (კანის დაავადება) ან კანის ანთება პირის არეში

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები აკნეტთან დაკავშირებით, თუ:

იყენებთ აკნეტს კანის მგრძნობიარე უბნებზე, როგორიცაა კისრის უკანა ნაწილი.

გაქვთ მგრძნობელობა ან ალერგია ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე.

იმყოფებით მზის სხივების ან სოლარიუმის ზემოქმედების ქვეშ. აკნეტს შეუძლია გაზარდოს მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ; ამიტომ, საჭიროა მზის სხივების ან სოლარიუმის ზემოქმედებისგან თავის დაცვა ან მინიმუმამდე შემცირება.

მიიღეთ მზის დამწვრობა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. ექიმი დროებით შეწყვიტავს თქვენს მკურნალობას.

შეუძლებელია მზის სხივების ზემოქმედებისგან თავის დაცვა, სამკურნალო უბნებზე გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები და დაიფარეთ ტანსაცმლით.

იყენებთ ნებისმიერ სხვა გარეგანი გამოყენების პრეპარატებს.

მოარიდეთ აკნეტი ისეთ უბნებს, როგორიცაა პირი, თვალები, ლორწოვანი გარსები და კანის დაზიანებული ან ეგზემური ზონები. შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში, დაიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით. მოერიდეთ პრეპარატის დაგროვებას კანის ნაკეცებში.

არასათანადო რეაქციის ან მდგომარეობის გაუარესების, ხანგრძლივი ან მძიმე დიარეის ან კუჭის არეში სპაზმის შემთხვევაში შეწყვიტეთ აკნეტის გამოყენება და მიმართეთ თქვენს ექიმს.

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა აკნეტის გამოყენებისას, თუ პაციენტს აქვს (ან ანამნეზში ჰქონდა) ნაწლავის ანთება (რეგიონალური ენტერიტი, წყლულოვანი კოლიტი ან ანტიბიოტიკებით გამოწვეული კოლიტი).

აკნეტს შეუძლია გამოიწვიოს კანის კეროვანი რეაქციები ან თვალისა და პირის, ან სხეულის ღია უბნების გარშემო არსებული ქსოვილების გაღიზიანება, როგორიცაა სასქესო ორგანოები.

თანმხლები ადგილობრივი მკურნალობის შემთხვევაში დაიცავით სიფრთხილის ზომები. კანის გაღიზიანების ან ეგზემის შემთხვევაში საჭიროა აკნეტის გამოყენების სიხშირის შემცირება ან დროებით შეწყვეტა კანის აღდგენამდე და შემდეგ მკურნალობის ხელახლა დაწყება. შეწყვიტეთ მკურნალობა, თუ კანის გაღიზიანება არ გაუმჯობესდა.

თუ გეგმავთ კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებას, როგორიცაა ქიმიური პილინგი, დერმაბრაზია ან კანის ზედაპირის განმეორებითი ლაზერული დამუშავება, აკნეტის წასმამდე დაელოდეთ კანის სრულ აღდგენას.

აკნეტის აალებადი თვისების გამო, პრეპარატის წასმის დროს და მისი გამოყენების შემდეგ თავი შეიკავეთ მოწევისგან.

თუ აღნიშნულიდან რომელიმე გაფრთხილება თქვენ გეხებათ წარსულში დროის ნებისმიერ მონაკვეთში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

აკნეტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ცნობები არ არსებობს.

სიფრთხილის ზომები

თავიდან უნდა იქნას აცილებული კონტაქტი პირის ღრუსთან, თვალებთან, ტუჩებთან, ლორწოვან გარსებთან და აბრაზიულ კანთან. შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში კარგად ჩამოიბანეთ წყლით. ფრთხილად უნდა იყოთ, რომ წამალი არ დაგროვდეს კანის ნაკეცებში. იზოტრეტინოინის გამაღიზიანებელი ბუნების გამო, სიფრთხილეა საჭირო კანის მგრძნობიარე უბნებზე გამოყენებისას, როგორიცაა კისერი.

აკნეს მკურნალობა ადგილობრივი ანტიბიოტიკებით დაკავშირებულია ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებასთან Propionibacterium acnes-ში, ისევე როგორც სხვა ბაქტერიებში (მაგ. Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes). ერითრომიცინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ ორგანიზმებში რეზისტენტობის განვითარება.

თუ მკურნალობის დროს არსებობს კლინიკური ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარების მტკიცებულება (მაგ. ცუდი პასუხი ან მდგომარეობის გაუარესება), უნდა შეწყდეს აკნეტით მკურნალობა.

ვინაიდან აკნეტმა შეიძლება გამოიწვიოს მზის სხივების მიმართ მგრძნობელობის გაზრდა, მზის ან მზის ნათურების მიზანმიმართული ან ხანგრძლივი ზემოქმედება თავიდან უნდა იქნას აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი. მზისგან დამწვრობის შემთხვევაში მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს.

თუ მზის სხივების ზემოქმედების თავიდან აცილება შეუძლებელია, რეკომენდებულია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ ადექვატურ UVB და UVA დაცვას და ასევე მკურნალობის ადგილების დასაფარად დამცავი ტანსაცმლის გამოყენება. თუ პაციენტს აღენიშნება მზისგან დამწვრობა, აუცილებელია მისი მკურნალობა ერითრომიცინის/იზოტრეტინოინის კომბინაციის გამოყენებამდე. ამინდის გაუარესება, როგორიცაა ქარი ან სიცივე, შესაძლოა მეტად გამაღიზიანებელი იყოს პაციენტებისთვის, რომლებიც იყენებენ იზოტრეტინოინის შემცველ პროდუქტებს.

აკნეტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის ან ალერგიის მქონე პაციენტებში.

აკნეს ერთდროული ადგილობრივი თერაპია უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, რადგან შეიძლება იქონიოს კუმულაციური გამაღიზიანებელი ეფექტი. თუ გაღიზიანება ან დერმატიტი განვითარდა, შეამცირეთ გამოყენების სიხშირე ან დროებით შეწყვიტეთ მკურნალობა და განაახლეთ გაღიზიანების შემცირების შემდეგ. გაღიზიანების შენარჩუნების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

აკნეტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი) ან თვალების და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება.

პაციენტებში, რომელთა კანზეც ჩატარდა ისეთი პროცედურები, როგორიცაა დეპილაცია, დერმაბრაზია ან კანის ზედაპირის ლაზერული აღდგენა, მედიკამენტის გამოყენებამდე აუცილებელია კანს მიეცეს გამოკეთების საშუალება. თავიდან უნდა იქნას აცილებული მისი წასმა აბრაზიულ ან ეგზემატურ კანზე.

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა აკნეტის გამოყენებისას პაციენტებში, რომელთაც აქვთ ან ანამნეზში ჰქონდათ რეგიონალური ენტერიტი, წყლულოვანი კოლიტი ან ანტიბიოტიკებით გამოწვეული კოლიტი (ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით). ანტიბიოტიკების მიღებასთან ერთად დაფიქსირდა ფსევდომემბრანული კოლიტი, რომლის სიმძიმე მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე შეიძლება მერყეობდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც ანტიბიოტიკების გამოყენების დროს ან მის შემდეგ განუვითარდათ დიარეა. მიუხედავად იმისა, რომ აკნეტის ადგილობრივი გამოყენებისას მისი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, ხანგრძლივი ან მნიშვნელოვანი დიარეას შემთხვევაში, ან თუ პაციენტი განიცდის მუცლის კრუნჩხვებს, მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ და ჩატარდეს პაციენტის შემდგომი გამოკვლევა.

აკნეტის აალებადი ბუნების გამო, პაციენტები უნდა მოერიდონ მოწევას ან ღია ცეცხლთან ახლოს ყოფნას წასმის დროს და დაუყოვნებლივ გამოყენების შემდეგ.

ვინაიდან აკნეტი შეიცავს ბუტილირებულ ჰიდროქსიტოლუენს და შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი) ან თვალებისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აკნეტი სიფრთხილით გამოიყენება ტოპიკურ ანტიბიოტიკებთან, სამკურნალო საპნებთან/გასაწმენდ საშუალებებთან ან ძლიერი გაშრობის მოქმედების მქონე საპნებთან/გასაწმენდ საშუალებებთან, მაღალი კონცენტრაციით სპირტის შემცველ საშუალებებთან ან/და გამაძლიერებელ საშუალებებთან ერთად. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას მჟანგავ ნივთიერებებთან ერთად (მაგალითად, ბენზოილპეროქსიდი). ამ პრეპარატებთან ერთად აკნეტის გამოყენების შემთხვევაში გამოიყენეთ ისინი დღის სხვადასხვა მონაკვეთში (მაგალითად, ერთი დილით და მეორე საღამოს).

არ შეიძლება აკნეტის შერევა სხვა გელებთან, კრემებთან ან მალამოებთან ერთად. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, აკნეტი ნაკლებად ეფექტური იყოს. ასევე, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აკნეს სამკურნალოდ იყენებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს. არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკებთან, მათ შორის მაკროლიდებთან ან კლინდამიცინთან ერთად.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით ნებისმიერ, რეცეპტით ან ურეცეპტოდ მიღებულ სამკურნალო საშუალებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ აკნეტი, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. ექიმისგან მიიღებთ დამატებით ინფორმაციას.

მკურნალობის პერიოდში შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპტივები. მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ აკნეტი ძუძუთი კვების პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე აკნეტის გავლენის შემსწავლელი კვლევები არ არსებობს. თუმცა, სავარაუდოდ, მას არ აქვს რაიმე სერიოზული გავლენა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აკნეტის კომპონენტებთან დაკავშირებით

ვინაიდან აკნეტი შეიცავს ბუთილჰიდროქსითოლუენს (E321), მან შეიძლება გამოიწვიოს კანის კეროვანი რეაქციები, როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი ან თვალისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება (სხეულის ღია უბნების გარშემო არსებული ქსოვილების გაღიზიანება, როგორიცაა პირი ან სასქესო ორგანოები).

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, გვერდითი მოქმედება შეიძლება განვითარდეს პაციენტებში აკნეტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობელობის შემთხვევაში.

ქვემოთ მითითებული რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ აკნეტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება ყელის, სახის, ტუჩების ან პირის მოულოდნელად შეშუპების გამო. ხელების, ტერფების ან კოჭების შეშუპება, ან ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ქავილით.

კანის სიწითლე, აშრევება, კანის ტკივილი, ქავილი, გაღიზიანება, მგრძნობელობა, კანის წვის შეგრძნება, კანზე ჩხვლეტის შეგრძნება, კანის სიმშრალე პრეპარატის წასმის ადგილზე

მგრძნობელობა სინათლის მიმართ, კანის გაუფერულება ან მუქი შეფერილობის მიღება

თმის ფოლიკულების ანთება პრეპარატის წასმის ადგილზე.

მწვავე ან ხანგრძლივი დიარეა

გვერდითი მოქმედება ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: არსებული ცნობების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი:

კანის ტკივილი

გამონაყარი

კანის გაღიზიანება

ხშირი:

დერმატიტი, ეგზემა და კანის სიმშრალე პრეპარატის წასმის ადგილზე

კანის სიწითლე

კანის აშრევება ან აქერცვლა

კანის წვის შეგრძნება

კანის ქავილი

იშვიათი:

ალერგიული რეაქციები

ქავილი, გამონაყარი

ტკივილი მუცლის არეში

დიარეა

მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ

კანის გაუფერულება

კანის მუქი შეფერილობის მიღება

სახის შეშუპება

თმის ფოლიკულების ანთება პრეპარატის წასმის ადგილზე

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება სერიოზულ სახეს იღებს, ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში.

შეტყობინება შესაძლო გვერდითი რეაქციის შესახებ

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული ამ ჩანართში. გარდა ამისა, გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა შეგიძლიათ თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრში (TÜFAM), საიტის - www.titck.gov.tr ფანჯარაზე – “დეკლარირებული გვერდითი ეფექტები” დაჭერით ან “დეკლარირებული გვერდითი ეფექტები”-ს ნომერზე დარეკვით: 0 800 314 00 08. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

ჭარბი დოზა

შემთხვევით მიღების დროს, შესაძლოა გამოვლინდეს პერორალურად მიღებული ერითრომიცინის შედეგად განვითარებულის მსგავსი გვერდითი მოვლენები (მაგ. გულისრევა, ღებინება, დიარეა).

50 გ-იანი ადგილობრივი ერითრომიცინ/იზოტრეტინოინის კომბინაციის ტუბის პერორალური მიღება იმაზე ნაკლებ ექსპოზიციას გამოიწვევს, ვიდრე პერორალური მიღების იზოტრეტინოინის რეკომენდებული დოზის მიღება.

შედეგად, შეუძლებელია ჭარბი დოზირების სიმპტომებზე (მაგ, A ჰიპერვიტამინოზი) თეორიული დაკვირვება.

შემცველობაში წარმოდგენილია ეთანოლის მნიშვნელოვანი რაოდენობა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია ეთანოლის სისტემური შეწოვის გათვალისწინება.

მკურნალობა

ჭარბი წასმის შედეგად კანის გაღიზიანების ეფექტების გასანეიტრალებად, საჭიროა შესაბამისი სიმპტომატური ზომების მიღება.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

იზოტრეტინოინი 0.05%

ერითრომიცინი 2.00%

დამხმარე ნივთიერებები:

1 გ გელი შეიცავს;

ბუტილირებული ჰიდროქსითოლუენი (ანტიოქსიდანტი).........5.0 მგ

სპირტი (96%)...................................................................................944.5 მგ

სხვა დამხმარე ნივთიერებებისთვის, იხილეთ 6.1.

შენახვის პირობები

შეინახეთ აკნეტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. შეინახეთ აკნეტი ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C-ზე.

აკნეტის გამოყენების შემდეგ მჭიდროთ დაახურეთ ტუბს თავსახური. გელის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით დარწმუნდით, რომ თავსახური სწორად მოერგო ტუბს.

ვინაიდან აკნეტი შეიცავს აალებად ნივთიერებებს, შეინახეთ ის ცეცხლისგან, ალისგან ან მაღალი ტემპერატურისგან დაცულ ადგილზე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ აკნეტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ აკნეტი, თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და შეფუთვის დაზიანებას.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! დანერგეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეგროვების სისტემა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი გამოყენების რეტინოიდები აკნესთვის, იზოტრეტინოინის კომბინაციები

ათქ კოდი: D10AD54

მოქმედების მექანიზმი

ერითრომიცინი

ერითრომიცინი არის მაკროლიდური ანტიბიოტიკი ფართო და არსებითად ბაქტერიოსტატიკური მოქმედებით მრავალი გრამდადებითი და უფრო მცირე რაოდენობით გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ. ერითრომიცინი შექცევადად აკავშირებს ბაქტერიული რიბოსომის 50S ქვედანაყოფს, ბლოკავს ამინომჟავებს შორის პეპტიდური ბმების წარმოქმნას, რითაც აფერხებს ცილების სინთეზს და უჯრედების ზრდას მგრძნობიარე ორგანიზმებში. ორგანიზმიდან და შეყვანილი დოზიდან გამომდინარე, ერითრომიცინი ავლენს ბაქტერიოსტატურ ან ბაქტერიციდულ აქტივობას.

ადგილობრივი გამოყენებისას ერითრომიცინი თრგუნავს Propionibacterium acnes-ს, ცხიმოვანი ფოლიკულების რეზიდენტ ბაქტერიებს, რითაც ამცირებს P. acnes შუამავლობით ტრიგლიცერიდების ჰიდროლიზს ცხიმოვან მჟავებამდე და შესაბამისად ამცირებს ცხიმოვანი მჟავების წარმოქმნას. ერითრომიცინმა ასევე აჩვენა ინჰიბიტორული ეფექტი P. acnes-თან ასოცირებული ანთებითი შუამავლების წარმოებაზე. აქედან გამომდინარე, ის ასევე მუშაობს აკნეს დაზიანებების რაოდენობის შემცირებაზე პირდაპირი ანტიბაქტერიული და არაპირდაპირი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.

იზოტრეტინოინი

იზოტრეტინოინი არის ყველა ტრანს-რეტინოინის მჟავის 13-ცის-იზომერი. ის სტრუქტურულად და ფარმაკოლოგიურად დაკავშირებულია A ვიტამინთან, რომელიც არეგულირებს ეპითელური უჯრედების ზრდას და დიფერენციაციას. ითვლება, რომ ადგილობრივად გამოყენებული იზოტრეტინოინი შედარებითი გზით მოქმედებს მის სტერეოიზომერთან, ტრეტინოინთან, შემდეგი საშუალებებით:

ეპიდერმისში მიტოზის სტიმულირება

  • უჯრედშორისი კოჰეზიის შემცირება რქოვანა შრეში და მომწიფებული კომედონების ელიმინაცია (დახურული და ღია)
  • acne vulgaris-ისთვის დამახასიათებელი ჰიპერკერატოზის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი მიკრომედოს წარმოქმნის დათრგუნვით.
  • დაზიანებების წარმოქმნის პრევენცია ანთებითი პროცესის დათრგუნვის გზით
  • ნაკლებად შეკრული ცხიმოვანი უჯრედების გაზრდილი წარმოების შუამავლობა, რაც, როგორც ჩანს, ხელს უწყობს კომედონების თავდაპირველ გამოდევნას და მათ შემდგომ პრევენციას
  • კანქვეშა შეწოვის ხელშეწყობა სხვა აქტუალურ პრეპარატებთან ერთად მიღებისას.

იზოტრეტინოინს აქვს ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც პოლიმორფონუკლეარული ლეიკოციტების ლეიკოტრიენ-B4 (LTB4) გამოწვეული მიგრაციის ინჰიბირებით ახერხებს შუამავლობას. ადგილობრივად გამოყენებული იზოტრეტინოინით LTB4-ის მიგრაცია ადამიანის კანში მნიშვნელოვნადაა დათრგუნული, მაგრამ მხოლოდ სუსტად ინჰიბირებულია ადგილობრივი ტრეტინოინის მიერ. ეს შეიძლება ითვალისწინებდეს ტოპიკალური იზოტრეტინოინის შემცირებულ უკუქცევის ეფექტს ტოპიკალურ ტრეტინოინთან შედარებით.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ერითრომიცინი

ზუსტი მექანიზმი, რომლითაც ერითრომიცინი ამცირებს acne vulgaris-ის დაზიანებას, ბოლომდე არ არის ცნობილი. თუმცა, ეფექტი, როგორც ჩანს, ნაწილობრივ განპირობებულია პრეპარატის ანტიბაქტერიული აქტივობით და ერითრომიცინის ანთების საწინააღმდეგო ეფექტებით.

იზოტრეტინონი

იზოტრეტინოინი უკავშირდება 3 რეტინოინის მჟავას ბირთვულ რეცეპტორს (RAR) ალფა, ბეტა და გამა და ნაკლები აფინურობით უკავშირდება რეტინოიდულ X რეცეპტორებს (RXR) და უჯრედულ რეტინოინის მჟავას დამაკავშირებელ რეცეპტორს (CRABP).

რეზისტენტობა და ჯვარედინი რეზისტენტობა

აკნეს მკურნალობა მონოთერაპიის სახით გამოყენებული ადგილობრივი ანტიბიოტიკებით, როგორიცაა კლინდამიცინი და ერითრომიცინი, დაკავშირებულია ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებასთან Propionibacterium acnes-ში, ისევე როგორც კომენსალურ ფლორაში (მაგ. S. aureus, S. pyogenes). ერითრომიცინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ ორგანიზმებში ინდუქციური ან კონსტიტუციური წინააღმდეგობის განვითარება.

ჯვარედინი რეზისტენტობა შეიძლება განვითარდეს 23S რიბოსომური რნმ-ის მაკოდირებელი გენების წერტილოვანი მუტაციების შედეგად. ამ წერტილოვანი მუტაციების შედეგად, P. acnes-ის შტამების უმეტესობა, რომლებიც რეზისტენტულია ერითრომიცინის მიმართ, შეიძლება იყოს ჯვარედინი რეზისტენტული კლინდამიცინის მიმართ.

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული ორგანიზმებისთვის. სასურველია წინააღმდეგობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაცია.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა:

კვლევები მხარს უჭერს დასკვნას, რომ ერითრომიცინის და იზოტრეტინოინის სისტემური შეწოვა ერითრომიცინის/იზოტრეტინოინის ადგილობრივი გამოყენებისას დაბალია და არ განსხვავდება ცალკეული სამკურნალო ნივთიერებების შემცველი სამკურნალო პროდუქტებისგან.

ადგილობრივად გამოყენებული გელის ერითრომიცინის, იზოტრეტინოინისა და მისი მეტაბოლიტების პლაზმური დონეები (იზოტრეტინოინი (0.05%), ერითრომიცინი (2.0%) და კომბინაციაში) გაზომილი იყო 2 კვლევაში, რომელიც ჩატარდა აკნეს მქონე პაციენტებში. პირველმა, ღია, 12 კვირიანი ძირითადი კვლევის შემდგომმა კვლევამ, გაზომა აქტიური ნივთიერებების პლაზმური დონეები 24 სუბიექტში მსუბუქი და ზომიერი აკნეთი 4 კვირის განმავლობაში. სუბიექტებმა გამოიყენეს გელი საშუალოდ 0,652 გ ± 0,871 გ თითო წასმისას. მეორე კვლევაში ჩაერთო 51 სუბიექტი ზომიერი და მძიმე აკნეთი და გაიზომა შეწოვა გელის მაქსიმალური გამოყენების შემდეგ acne vulgaris-ის ვრცელ უბანზე (საშუალო ღირებულება 2,078 გ ერთ აპლიკაციაში) ორჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში.

ორივე კვლევამ აჩვენა, რომ იზოტრეტინოინისა და ერითრომიცინის შეწოვა დაბალი იყო.

იზოტრეტინოინის ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური კონცენტრაციები იყო 2ნგ/მლ-ზე ნაკლები, ან იზოტრეტინოინის ბუნებრივი ენდოგენური დონის ფარგლებში 0,5-დან 5ნგ/მლ-მდე. ანალოგიურად, ადგილობრივად გამოყენებული ერითრომიცინი, როგორც ჩანს, არ შეიწოვება კანში (ერითრომიცინის რაოდენობრივი დონე არ იქნა მიღებული არცერთი შესწავლილი ნიმუშიდან) (რაოდენობრივი ზღვარი იყო 0.03 μგ/მლ). იზოტრეტინოინისა და ერითრომიცინის გელ ფორმულირებაში შერწყმა არ ახდენს გავლენას ცალკეული სამკურნალო ნივთიერების შეწოვის მახასიათებლებზე.

განაწილება:

ერითრომიცინის ან იზოტრეტინოინის განაწილება მთელს სხეულში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ არ არის გათვალისწინებული, რადგან არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ კანზე გამოყენების შემდეგ ნაერთები რაიმე გაზომვადი სიდიდით შეიწოვება.

ერითრომიცინის დაახლოებით 65% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალფა 1 მჟავას გლიკოპროტეინს (დაახლოებით 55%).

იზოტრეტინოინის 99,9%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.

მეტაბოლიზმი

არ არსებობს მონაცემები კანზე ერითრომიცინის მეტაბოლიზმზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სისტემური შეყვანის შემდეგ, ერითრომიცინი ინაქტივირდება ღვიძლში დ-დესოზამინის ჯგუფის დემეთილირებით, რეაქცია, რომელიც კატალიზირებულია ციტოქრომ P450 IIA-ით.

ძალიან მცირე მონაცემები არსებობს იზოტრეტინოინის მეტაბოლიზმზე ადამიანის კანზე ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. იზოტრეტინოინი შეიძლება მეტაბოლიზდეს ციტოქრომ P450 ფერმენტებით ან სხვა ენდოგენური ჟანგვითი აგენტებითა და რადიკალებით კანში.

ადამიანებში in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ სამი ძირითადი მეტაბოლიტი გამოვლენილი ადამიანის პლაზმაში იზოტრეტინოინის პერორალური მიღების შემდეგ იყო 4-ოქსო-იზოტრეტინოინი, რეტინოინის მჟავა (ტრეტინოინი) და 4-ოქსო-რეტინოინის მჟავა (4-ოქსო-ტრეტინოინი). in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ყველა ამ მეტაბოლიტს ჰქონდა რეტინოიდური აქტივობა. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ იზოტრეტინოინის მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი ძირითადი ფერმენტებია ციტოქრომ P450 იზოფერმენტები 2C8 და 3A4.

ელიმინაცია:

ადგილობრივად გამოყენებულმა ერითრომიცინმა ან იზოტრეტინოინმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიაღწიონ რაოდენობრივ ზღვარს. თუ ძალიან მცირე რაოდენობით ერითრომიცინი ან იზოტრეტინოინი შეიწოვება, ისინი იჟანგება და გამოიყოფა შესაბამისად ნაღველში ან შარდში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

შეფუთვის ჩანართი

აკნეტი

AKNET

2%+0.05% გელი

კანზე წასასმელი

მოქმედი ნივთიერება: 1 გ გელი შეიცავს 0.5 მგ იზოტრეტინოინს და 20 მგ ერითრომიცინს აქტიური სუბსტანციის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ბუთილჰიდროქსითოლუენი (E321) და სპირტი (96%).

მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით სრულად წაიკითხეთ ეს ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს.

მოცემული პრეპარატის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით ამ ჩანართის მითითებები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

მოცემული ჩანართის შინაარსი:

რას წარმოადგენს აკნეტი და რისთვის გამოიყენება იგი?

აკნეტის გამოყენებამდე

როგორ უნდა გამოიყენოთ აკნეტი

შესაძლო გვერდითი მოქმედება

აკნეტის შენახვის პირობები

  • რას წარმოადგენს აკნეტი და რისთვის გამოიყენება იგი?

აკნეტი გელი არის აკნეს (ლაქების) სამკურნალო პრეპარატი 30 გ ლამინირებულ ტუბში, რომელიც შეიცავს იზოტრეტინოინს და ერითრომიცინს მოქმედი ნივთიერების სახით.

აკნეტი გელი გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი აკნეს სამკურნალოდ და ეფექტურია არაანთებითი და ანთებითი დაზიანებების მკურნალობისას.

  • აკნეტის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ აკნეტი, თუ:

ხართ ალერგიული ერითრომიცინის, იზოტრეტინოინის ან აკნეტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ

ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას

ბავშვს ძუძუთი კვებავთ

გაქვთ მწვავე ეგზემა, ვარდისფერი ფერიმჟამელები (კანის დაავადება) ან კანის ანთება პირის არეში

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები აკნეტთან დაკავშირებით, თუ:

იყენებთ აკნეტს კანის მგრძნობიარე უბნებზე, როგორიცაა კისრის უკანა ნაწილი.

გაქვთ მგრძნობელობა ან ალერგია ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე.

იმყოფებით მზის სხივების ან სოლარიუმის ზემოქმედების ქვეშ. აკნეტს შეუძლია გაზარდოს მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ; ამიტომ, საჭიროა მზის სხივების ან სოლარიუმის ზემოქმედებისგან თავის დაცვა ან მინიმუმამდე შემცირება.

მიიღეთ მზის დამწვრობა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. ექიმი დროებით შეწყვიტავს თქვენს მკურნალობას.

შეუძლებელია მზის სხივების ზემოქმედებისგან თავის დაცვა, სამკურნალო უბნებზე გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები და დაიფარეთ ტანსაცმლით.

იყენებთ ნებისმიერ სხვა გარეგანი გამოყენების პრეპარატებს.

მოარიდეთ აკნეტი ისეთ უბნებს, როგორიცაა პირი, თვალები, ლორწოვანი გარსები და კანის დაზიანებული ან ეგზემური ზონები. შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში, დაიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით. მოერიდეთ პრეპარატის დაგროვებას კანის ნაკეცებში.

არასათანადო რეაქციის ან მდგომარეობის გაუარესების, ხანგრძლივი ან მძიმე დიარეის ან კუჭის არეში სპაზმის შემთხვევაში შეწყვიტეთ აკნეტის გამოყენება და მიმართეთ თქვენს ექიმს.

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა აკნეტის გამოყენებისას, თუ პაციენტს აქვს (ან ანამნეზში ჰქონდა) ნაწლავის ანთება (რეგიონალური ენტერიტი, წყლულოვანი კოლიტი ან ანტიბიოტიკებით გამოწვეული კოლიტი).

აკნეტს შეუძლია გამოიწვიოს კანის კეროვანი რეაქციები ან თვალისა და პირის, ან სხეულის ღია უბნების გარშემო არსებული ქსოვილების გაღიზიანება, როგორიცაა სასქესო ორგანოები.

თანმხლები ადგილობრივი მკურნალობის შემთხვევაში დაიცავით სიფრთხილის ზომები. კანის გაღიზიანების ან ეგზემის შემთხვევაში საჭიროა აკნეტის გამოყენების სიხშირის შემცირება ან დროებით შეწყვეტა კანის აღდგენამდე და შემდეგ მკურნალობის ხელახლა დაწყება. შეწყვიტეთ მკურნალობა, თუ კანის გაღიზიანება არ გაუმჯობესდა.

თუ გეგმავთ კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებას, როგორიცაა ქიმიური პილინგი, დერმაბრაზია ან კანის ზედაპირის განმეორებითი ლაზერული დამუშავება, აკნეტის წასმამდე დაელოდეთ კანის სრულ აღდგენას.

აკნეტის აალებადი თვისების გამო, პრეპარატის წასმის დროს და მისი გამოყენების შემდეგ თავი შეიკავეთ მოწევისგან.

თუ აღნიშნულიდან რომელიმე გაფრთხილება თქვენ გეხებათ წარსულში დროის ნებისმიერ მონაკვეთში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

აკნეტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ცნობები არ არსებობს.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ აკნეტი, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. ექიმისგან მიიღებთ დამატებით ინფორმაციას.

მკურნალობის პერიოდში შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპტივები. მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ აკნეტი ძუძუთი კვების პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე აკნეტის გავლენის შემსწავლელი კვლევები არ არსებობს. თუმცა, სავარაუდოდ, მას არ აქვს რაიმე სერიოზული გავლენა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აკნეტის კომპონენტებთან დაკავშირებით

ვინაიდან აკნეტი შეიცავს ბუთილჰიდროქსითოლუენს (E321), მან შეიძლება გამოიწვიოს კანის კეროვანი რეაქციები, როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი ან თვალისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება (სხეულის ღია უბნების გარშემო არსებული ქსოვილების გაღიზიანება, როგორიცაა პირი ან სასქესო ორგანოები).

გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

აკნეტი სიფრთხილით გამოიყენება ტოპიკურ ანტიბიოტიკებთან, სამკურნალო საპნებთან/გასაწმენდ საშუალებებთან ან ძლიერი გაშრობის მოქმედების მქონე საპნებთან/გასაწმენდ საშუალებებთან, მაღალი კონცენტრაციით სპირტის შემცველ საშუალებებთან ან/და გამაძლიერებელ საშუალებებთან ერთად. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას მჟანგავ ნივთიერებებთან ერთად (მაგალითად, ბენზოილპეროქსიდი). ამ პრეპარატებთან ერთად აკნეტის გამოყენების შემთხვევაში გამოიყენეთ ისინი დღის სხვადასხვა მონაკვეთში (მაგალითად, ერთი დილით და მეორე საღამოს).

არ შეიძლება აკნეტის შერევა სხვა გელებთან, კრემებთან ან მალამოებთან ერთად. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, აკნეტი ნაკლებად ეფექტური იყოს. ასევე, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აკნეს სამკურნალოდ იყენებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს. არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკებთან, მათ შორის მაკროლიდებთან ან კლინდამიცინთან ერთად.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით ნებისმიერ, რეცეპტით ან ურეცეპტოდ მიღებულ სამკურნალო საშუალებას.

  • როგორ უნდა გამოიყენოთ აკნეტი

მითითება სათანადო გამოყენებასთან და დოზასთან / გამოყენების სიხშირესთან დაკავშირებით:

აკნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით დაიცავით თქვენი ექიმის რეკომენდაციები.

გელი გამოიყენეთ ერთხელ ან ორჯერ დღეში. ზოგ შემთხვევაში, აკნეტის სრული ეფექტისთვის შეიძლება საჭირო იყოს 6-8 კვირა.

როგორ უნდა წაისვათ აკნეტი:

გაწმინდეთ კანი და წაისვით აკნეტი გელის თხელი ფენა სამკურნალო უბანზე. დაიბანეთ ხელები გელის გამოყენების შემდეგ.

გაღიზიანების შემთხვევაში შეგიძლიათ დამატენიანებლის გამოყენება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულები:

ვინაიდან აკნე ვულგარისი არ აღენიშნებათ ხანდაზმულებს, აკნეტთან დაკავშირებით სპეციალური რეკომენდაციები არ არსებობს.

განსაკუთრებული შემთხვევები:

ცნობები არ არის.

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ აკნეტის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

თუ გამოიყენეთ აკნეტის საჭიროზე მეტი დოზა:

აკნეტის ჭარბი რაოდენობის გამოყენება არ უზრუნველყოფს მკურნალობის უკეთეს შედეგს. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს თვალსაჩინო გაღიზიანება, როგორიცაა სიწითლე, აშრევება ან ქავილი. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ პრეპარატი უფრო იშვიათად ან შეწყვიტეთ მისი გამოყენება რამდენიმე დღის განმავლობაში.

აკნეტის მცირე რაოდენობის (კანზე წასმულ რაოდენობაზე ნაკლები) შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში რაიმე სახის ზიანი მოსალოდნელი არ არის. გამოიბანეთ პირი დიდი რაოდენობის წყლით. ძალიან დიდი რაოდენობით აკნეტის გადაყლაპვის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია ღებინება ან დიარეა.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი აკნეტი, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ აკნეტის გამოყენება:

თუ დაგავიწყდათ აკნეტის გამოყენება, წაისვით ის როგორც კი გაგახსენდებათ. მოგვიანებით, გააგრძელეთ მისი გამოყენება რეკომენდებული დოზით.

არ წაისვათ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.

მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს აკნეტით მკურნალობის შეწყვეტისას:

არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ გამოიყენოთ აკნეტი 12 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, გვერდითი მოქმედება შეიძლება განვითარდეს პაციენტებში აკნეტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობელობის შემთხვევაში.

ქვემოთ მითითებული რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ აკნეტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება ყელის, სახის, ტუჩების ან პირის მოულოდნელად შეშუპების გამო. ხელების, ტერფების ან კოჭების შეშუპება, ან ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ქავილით.

კანის სიწითლე, აშრევება, კანის ტკივილი, ქავილი, გაღიზიანება, მგრძნობელობა, კანის წვის შეგრძნება, კანზე ჩხვლეტის შეგრძნება, კანის სიმშრალე პრეპარატის წასმის ადგილზე

მგრძნობელობა სინათლის მიმართ, კანის გაუფერულება ან მუქი შეფერილობის მიღება

თმის ფოლიკულების ანთება პრეპარატის წასმის ადგილზე.

მწვავე ან ხანგრძლივი დიარეა

გვერდითი მოქმედება ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: არსებული ცნობების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი:

კანის ტკივილი

გამონაყარი

კანის გაღიზიანება

ხშირი:

დერმატიტი, ეგზემა და კანის სიმშრალე პრეპარატის წასმის ადგილზე

კანის სიწითლე

კანის აშრევება ან აქერცვლა

კანის წვის შეგრძნება

კანის ქავილი

იშვიათი:

ალერგიული რეაქციები

ქავილი, გამონაყარი

ტკივილი მუცლის არეში

დიარეა

მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ

კანის გაუფერულება

კანის მუქი შეფერილობის მიღება

სახის შეშუპება

თმის ფოლიკულების ანთება პრეპარატის წასმის ადგილზე

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება სერიოზულ სახეს იღებს, ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში.

შეტყობინება შესაძლო გვერდითი რეაქციის შესახებ

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული ამ ჩანართში. გარდა ამისა, გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა შეგიძლიათ თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრში (TÜFAM), საიტის - www.titck.gov.tr ფანჯარაზე – “დეკლარირებული გვერდითი ეფექტები” დაჭერით ან “დეკლარირებული გვერდითი ეფექტები”-ს ნომერზე დარეკვით: 0 800 314 00 08. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

  • აკნეტის შენახვის პირობები

შეინახეთ აკნეტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. შეინახეთ აკნეტი ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C-ზე.

აკნეტის გამოყენების შემდეგ მჭიდროთ დაახურეთ ტუბს თავსახური. გელის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით დარწმუნდით, რომ თავსახური სწორად მოერგო ტუბს.

ვინაიდან აკნეტი შეიცავს აალებად ნივთიერებებს, შეინახეთ ის ცეცხლისგან, ალისგან ან მაღალი ტემპერატურისგან დაცულ ადგილზე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ აკნეტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ აკნეტი, თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და შეფუთვის დაზიანებას.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! დანერგეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეგროვების სისტემა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

VEM İlaç San. ve Tic. A.Ş.

Maslak Mahallesi AOS 55. Sokak

42 Maslak A Blok Sit. No: 2/134

Sariyer/სტამბოლი/თურქეთი

მწარმოებელი:

VEM İlaç San. ve Tic. A.Ş.

Ҫerkezköy Organize Sanayi Bölgesi

Karaağaç Mahallesi, Fatih Bulvarı, No:38,

Kapaklı/თექირდაღი/თურქეთი

ინსტრუქცია დამტკიცებულია 2019 წლის 11 მარტს

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა