პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები

აკნელეკი

Acnelec

ურეცეპტოდ1მგ/გინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
მოქმედი ნივთიერება
ადაპალენი (adapalene)
ფორმა და შეფუთვა
1მგ/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1
მწარმოებელი
Przedsiębiorstwo Farmaceutyczne Jelfa SA, პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები, აკნეს სამკურნალო რეტინოიდები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ATC კოდი
D10AD03
რეგისტრაციის ნომერი
რ-034605
რეგისტრირებულია
10 მარტი 2022, მოქმედებს 10 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებააკნელეკი და სხვა წამალი ერთად

აკნელეკი — ინსტრუქცია ქართულად

სიფრთხილის ზომები

აკნელეკის კრემის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატ აკნელეკის კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

დაიცავით ტუჩები, თვალები და ლორწოვანი გარსები პრეპარატთან კონტაქტისგან. პრეპარატის შემთხვევით მოხვედრისას პირის ღრუში, თვალებში ან ლორწოვან გარსებზე - ჩამოიბანეთ ისინი დიდი რაოდენობით წყლით.

სახის კანის სიწითლე, გაღიზიანება და სიმშრალე შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დაწყებიდან მალევე. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს რამდენიმე დღით, სანამ აღნიშნული სიმპტომები არ გაქრება.

პრეპარატის გამოყენების შედეგად კლებულობს რქოვანას შრის სისქე, და კანი ხდება უფრო მგრძნობიარე ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ადგილობრივად გამოყენებული წამლებისა თუ კოსმეტიკური საშუალებების მიმართ.

ამიტომ, აკნელეკის კრემით მკურნალობისას, მოერიდეთ ულტრაიისფერ და მზის სხივების ჭარბ ზემოქმედებას (მაგალითად, გამოიყენეთ ქუდი და მზისგან დამცავი საშუალება) და არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის ან კანის დამჭიმავი ეფექტის მქონე საშუალებები.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი აკნელეკი კრემი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პრეპარატის აკნელეკი კრემის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი ღებულობს ან ახლახანს იღებდა, ასევე ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომლის გამოყენებასაც აპირებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატი აკნელეკის კრემი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს ან თუ პაციენტი გეგმავს დაორსულებას. დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის. თუ ექიმი გირჩევთ პრეპარატის გამოყენებას ძუძუთი კვების დროს, არ წაისვათ აკნელეკის კრემი გულმკერდის არეში, რათა თავიდან აიცილოთ ბავშვის კონტაქტი პრეპარატთან.

სატრსანპორტო საშუალებების ტარება და მექანიზმებთან მუშაობა

არ ყოფილა აღმოჩენილი აკნელეკის კრემის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიზმებთან მუშაობის უნარზე და ფსიქო/ფიზიკურ მდგომარეობაზე.

აკნელეკის კრემი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარჰიდროქსიბენზოატს.

შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია დაგვიანებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები).

როგორ უნდა იქნას გამოყენებული აკნელეკის კრემი

ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული ექიმის რჩევის მიხედვით. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

აკნელეკის კრემი დატანილი უნდა იქნას დღეში ერთხელ, სასურველია საღამოს. მკურნალობას იწყებენ პრეპარატის მცირე რაოდენობის კანზე დატანით, თვალებისა და ტუჩების ირგვლივ არეზე, აგრეთვე ნასოლაბიურ ნაკეცებზე მოხვედრის გარეშე, დაბანიდან და პირსახოცით კანის გაწმენდიდან 10-15 წუთის შემდეგ. პრეპარატის გამოყენების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ.

თუ მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ გამოჯანმრთელება არ მოხდა, უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.

გამოყენება ბავშვებისთვის

აკნელეკის კრემი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის.

აკნელეკის კრემის გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობით გამოყენება

პრეპარატის ჭარბი რაოდენობის დატანება არ აჩქარებს და არ აუმჯობესებს მკურნალობის შედეგს და შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სიწითლე, აქერცვლა ან კანის გაღიზიანების სხვა ნიშნები.

პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ აკნელეკის კრემის გამოყენება

პრეპარატი უნდა იქნას დატანილი რაც შეიძლება მალე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დატანის დრო, არ არის საჭირო ორმაგი დოზის გამოყენება, გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის აღნიშვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება: სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება და თავბრუსხვევა. ეს შეიძლება იყოს კვინკეს შეშუპების ან სერიოზული ალერგიული რეაქციის სიმპტომი (მათი აღნიშვნის სიხშირე უცნობია და არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ხშირი გვერდითი ეფექტები (1-ზე ნაკლები შემთხვევა 10 პაციენტში):

კანის სიმშრალე,

კანის გაღიზიანება,

კანის წვის შეგრძნება,

კანის სიწითლე (ერითემა).

არახშირი გვერდითი ეფექტები (1 შემთხვევაზე ნაკლები 100 პაციენტზე):

კონტაქტური დერმატიტი, გაღიზიანება, ეგზემა,

კანის დისკომფორტი,

მზის დამწვრობა,

კანის ქავილი,

კანის აქერცვლა,

აკნე (აკნეს გამწვავება).

აღნიშვნის სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით):

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი,

კანის ტკივილი,

კანის შეშუპება,

ქუთუთოების ქავილი,

ქუთუთოების გაღიზიანება,

ქუთუთოების სიწითლე,

ქუთუთოების შეშუპება,

ღია კანის გამუქება,

მუქი კანის გაღიავება,

დამწვრობა დატანის ადგილზე.

შემოსული იყო შეტყობინებები დატანის ადგილზე დამწვრობის შესახებ (ძირითადად ზედაპირულის, ასევე II-III ხარისხის დამწვრობების შესახებ).

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

რაიმე გვერდითი ეფექტის აღნიშვნის შემთხვევაში, ნებისმიერი ეფექტის ჩათვლით, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება შეიძლება უშუალოდ სამკურნალო პრეპარატების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის სამმართველოს სამკურნალო პრეპარატების არასასურველი ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტში: იერუსალიმის ხეივანი 181C, 02-222, ვარშავა, ტელ.: + 48 22 49 21 301, ფაქსი: + 48 22 49 21 309

ვებ-საიტი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი ეფექტების შესახებ, ასევე შეიძლება ეცნობოს სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ საშუალებას გვაძლევთ შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ უნდა იქნას შენახული აკნელეკის კრემი

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. ტუბის პირველი გახსნის შემდეგ ვარგისობის ვადა შეადგენს 6 თვეს.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მიეკუთვნება თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება სამკურნალო საშუალებების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაცია. ასეთი ქმედება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შემადგენლობა

რას წარმოადგენს აკნელეკი კრემი და მისი ჩვენებები

აკნელეკის კრემი აქტიური სუბსტანციის სახით შეიცავს ადაპალენს, რომელიც მოქმედებს რეტინოიდების მსგავსად (ძლიერმოქმედი წამლების ჯგუფი, რომლებიც გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ).

ადაპალენი კანზე ადგილობრივად დატანისას, ხელს უწყობს ეპიდერმისის კერატინიზაციისა და დიფერენციაციის პროცესების ნორმალიზებას, ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას და ამცირებს ანთებით ცვლილებებს (პაპულები და პუსტულები). ადაპალენს გააჩნია უფრო ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ვიდრე რეტინოიდებს.

აკნელეკი, ნაჩვენებია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იუვენილური აკნეს (Acne vulgaris), კომედონალური და მაკულოპაპულური გამონაყარის სამკურნალოდ.

რისი ცოდნაა საჭირო აკნელეკის კრემის გამოყენებამდე

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული შემდეგი პაციენტებისათვის

  • ორსული პაციენტები
  • პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას
  • თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ადაპალენის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში)
  • თუ პაციენტს აქვს იუვენილური აკნეს მძიმე ფორმა ან აკნეს გამონაყარი იკავებს კანის მნიშვნელოვან ზედაპირს
  • თუ კანი დაზიანებულია, დამწვარია ან მასზე არის აკნესგან განსხვავებული ბუნების ეგზემა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

აკნელეკი, 1 მგ/გ კრემი

ადაპალენი (Adapalenum)

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით შეისწავლეთ წინამდებარე ინსტრუქციის შინაარსი, რადგან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ წინამდებარე ინსტრუქცია; შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი გამოწერილია კონკრეტული პირისათვის და არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის გადაცემა. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანს, თუნდაც მისი დაავადების სიმპტომები ემთხვეოდეს თქვენსას.

თუ პაციენტს აღენიშნა რაიმე გვერდითი ეფექტები, ნებისმიერი გვერდითი ეფექტის ჩათვლით, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ინსტრუქციაში, აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.

ინსტრუქციის შინაარსი:

რას წარმოადგენს აკნელეკის კრემი და მისი ჩვენებები

რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის აკნელეკის კრემი გამოყენებამდე?

როგორ უნდა იქნას გამოყენებული აკნელეკის კრემი?

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ უნდა იქნას შენახული აკნელეკის კრემი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს აკნელეკი კრემი და მისი ჩვენებები

აკნელეკის კრემი აქტიური სუბსტანციის სახით შეიცავს ადაპალენს, რომელიც მოქმედებს რეტინოიდების მსგავსად (ძლიერმოქმედი წამლების ჯგუფი, რომლებიც გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ).

ადაპალენი კანზე ადგილობრივად დატანისას, ხელს უწყობს ეპიდერმისის კერატინიზაციისა და დიფერენციაციის პროცესების ნორმალიზებას, ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას და ამცირებს ანთებით ცვლილებებს (პაპულები და პუსტულები). ადაპალენს გააჩნია უფრო ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ვიდრე რეტინოიდებს.

აკნელეკი, ნაჩვენებია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იუვენილური აკნეს (Acne vulgaris), კომედონალური და მაკულოპაპულური გამონაყარის სამკურნალოდ.

რისი ცოდნაა საჭირო აკნელეკის კრემის გამოყენებამდე

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული შემდეგი პაციენტებისათვის

  • ორსული პაციენტები
  • პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას
  • თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ადაპალენის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში)
  • თუ პაციენტს აქვს იუვენილური აკნეს მძიმე ფორმა ან აკნეს გამონაყარი იკავებს კანის მნიშვნელოვან ზედაპირს
  • თუ კანი დაზიანებულია, დამწვარია ან მასზე არის აკნესგან განსხვავებული ბუნების ეგზემა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

აკნელეკის კრემის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატ აკნელეკის კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

დაიცავით ტუჩები, თვალები და ლორწოვანი გარსები პრეპარატთან კონტაქტისგან. პრეპარატის შემთხვევით მოხვედრისას პირის ღრუში, თვალებში ან ლორწოვან გარსებზე - ჩამოიბანეთ ისინი დიდი რაოდენობით წყლით.

სახის კანის სიწითლე, გაღიზიანება და სიმშრალე შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დაწყებიდან მალევე. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს რამდენიმე დღით, სანამ აღნიშნული სიმპტომები არ გაქრება.

პრეპარატის გამოყენების შედეგად კლებულობს რქოვანას შრის სისქე, და კანი ხდება უფრო მგრძნობიარე ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ადგილობრივად გამოყენებული წამლებისა თუ კოსმეტიკური საშუალებების მიმართ.

ამიტომ, აკნელეკის კრემით მკურნალობისას, მოერიდეთ ულტრაიისფერ და მზის სხივების ჭარბ ზემოქმედებას (მაგალითად, გამოიყენეთ ქუდი და მზისგან დამცავი საშუალება) და არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის ან კანის დამჭიმავი ეფექტის მქონე საშუალებები.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი აკნელეკი კრემი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პრეპარატის აკნელეკი კრემის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

ექიმს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი ღებულობს ან ახლახანს იღებდა, ასევე ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომლის გამოყენებასაც აპირებს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და გავლენა ფერტილობაზე

პრეპარატი აკნელეკის კრემი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს ან თუ პაციენტი გეგმავს დაორსულებას. დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის. თუ ექიმი გირჩევთ პრეპარატის გამოყენებას ძუძუთი კვების დროს, არ წაისვათ აკნელეკის კრემი გულმკერდის არეში, რათა თავიდან აიცილოთ ბავშვის კონტაქტი პრეპარატთან.

სატრსანპორტო საშუალებების ტარება და მექანიზმებთან მუშაობა

არ ყოფილა აღმოჩენილი აკნელეკის კრემის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიზმებთან მუშაობის უნარზე და ფსიქო/ფიზიკურ მდგომარეობაზე.

აკნელეკის კრემი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარჰიდროქსიბენზოატს.

შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია დაგვიანებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები).

როგორ უნდა იქნას გამოყენებული აკნელეკის კრემი

ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული ექიმის რჩევის მიხედვით. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

აკნელეკის კრემი დატანილი უნდა იქნას დღეში ერთხელ, სასურველია საღამოს. მკურნალობას იწყებენ პრეპარატის მცირე რაოდენობის კანზე დატანით, თვალებისა და ტუჩების ირგვლივ არეზე, აგრეთვე ნასოლაბიურ ნაკეცებზე მოხვედრის გარეშე, დაბანიდან და პირსახოცით კანის გაწმენდიდან 10-15 წუთის შემდეგ. პრეპარატის გამოყენების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ.

თუ მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ გამოჯანმრთელება არ მოხდა, უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.

გამოყენება ბავშვებისთვის

აკნელეკის კრემი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის.

აკნელეკის კრემის გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობით გამოყენება

პრეპარატის ჭარბი რაოდენობის დატანება არ აჩქარებს და არ აუმჯობესებს მკურნალობის შედეგს და შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სიწითლე, აქერცვლა ან კანის გაღიზიანების სხვა ნიშნები.

პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ აკნელეკის კრემის გამოყენება

პრეპარატი უნდა იქნას დატანილი რაც შეიძლება მალე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დატანის დრო, არ არის საჭირო ორმაგი დოზის გამოყენება, გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის აღნიშვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება: სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება და თავბრუსხვევა. ეს შეიძლება იყოს კვინკეს შეშუპების ან სერიოზული ალერგიული რეაქციის სიმპტომი (მათი აღნიშვნის სიხშირე უცნობია და არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ხშირი გვერდითი ეფექტები (1-ზე ნაკლები შემთხვევა 10 პაციენტში):

კანის სიმშრალე,

კანის გაღიზიანება,

კანის წვის შეგრძნება,

კანის სიწითლე (ერითემა).

არახშირი გვერდითი ეფექტები (1 შემთხვევაზე ნაკლები 100 პაციენტზე):

კონტაქტური დერმატიტი, გაღიზიანება, ეგზემა,

კანის დისკომფორტი,

მზის დამწვრობა,

კანის ქავილი,

კანის აქერცვლა,

აკნე (აკნეს გამწვავება).

აღნიშვნის სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით):

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი,

კანის ტკივილი,

კანის შეშუპება,

ქუთუთოების ქავილი,

ქუთუთოების გაღიზიანება,

ქუთუთოების სიწითლე,

ქუთუთოების შეშუპება,

ღია კანის გამუქება,

მუქი კანის გაღიავება,

დამწვრობა დატანის ადგილზე.

შემოსული იყო შეტყობინებები დატანის ადგილზე დამწვრობის შესახებ (ძირითადად ზედაპირულის, ასევე II-III ხარისხის დამწვრობების შესახებ).

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

რაიმე გვერდითი ეფექტის აღნიშვნის შემთხვევაში, ნებისმიერი ეფექტის ჩათვლით, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება შეიძლება უშუალოდ სამკურნალო პრეპარატების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის სამმართველოს სამკურნალო პრეპარატების არასასურველი ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტში: იერუსალიმის ხეივანი 181C, 02-222, ვარშავა, ტელ.: + 48 22 49 21 301, ფაქსი: + 48 22 49 21 309

ვებ-საიტი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი ეფექტების შესახებ, ასევე შეიძლება ეცნობოს სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ საშუალებას გვაძლევთ შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ უნდა იქნას შენახული აკნელეკის კრემი

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. ტუბის პირველი გახსნის შემდეგ ვარგისობის ვადა შეადგენს 6 თვეს.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მიეკუთვნება თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება სამკურნალო საშუალებების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაცია. ასეთი ქმედება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

აკნელეკის კრემის შემცველობა

პრეპარატის მოქმედი ნივთიერება - ადაპალენი.

1 გ კრემი შეიცავს 1 მგ ადაპალენს.

სხვა ინგრედიენტები: მეთილპარჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილპარჰიდროქსიბენზოატი (E 216), დინატრიუმის ედეტატი, გლიცერინი, კარბომერი 974 P, მეთილგლუკოზის ჰექსოსტეარატი, მაკროგოლი 20 მეთილ გლუკოზის ჰექსოსტეარატი, სკვალანი, ციკლომეთიკონი 5, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყურება აკნელეკის კრემი და შეფუთვის შიგთავსი

აკნელეკის კრემი არის თეთრი ან თითქმის თეთრი ერთგვაროვანი მასა დამახასიათებელი სუნით.

ალუმინის ტუბი მემბრანით, შიგნიდან დაფარული ლაქით, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ყელით და თავსახურით, 30 გრ კრემის შემცველობით, მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

„ბაუშ ჰელს ირლანდია ლიმიტედ“

3013, ლეიკ დრაივი

სიტივესტ ბიზნეს კამპუსი

დუბლინი 24, D24PPT3

ირლანდია

მწარმოებელი

ფარმაცევტული ქარხანა ელფა ს.ს

ვინსენტეგო პოლას ქ. 21

58-500 ელენია გურა

პოლონეთი

საინფორმაციო ინსტრუქციის ბოლო განახლება: 22 ივნისი.2020.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა