პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები

აკლიფი

AKLIEF®

რეცეპტით50მკგ/გინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

აკლიფი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ტრიფაროტენს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით რეტინოიდები. აკლიფი გამოიყენება სახეზე და/ან ტანზე ჩვეულებრივი აკნეს (Acne Vulgaris) კანისმიერი მკურნალობისთვის 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, როდესაც ვლინდება ბევრი კომედონი (თეთრი და შავი წერტილები), პაპულები …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტრიფაროტენი (trifarotene)
ფორმა და შეფუთვა
50მკგ/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი პოლიპროპილენის მრავალდოზიანი კონტეინერი საჰაერო ვაკუუმ-ტუმბოთი №1
მწარმოებელი
Laboratoires Galderma, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები, აკნეს სამკურნალო რეტინოიდები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ATC კოდი
D10AD06
რეგისტრაციის ნომერი
რ-036094
რეგისტრირებულია
5 აგვისტო 2022, მოქმედებს 5 აგვისტო 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Galderma S.A. (შვეიცარია)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააკლიფი და სხვა წამალი ერთად

აკლიფი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აკლიფი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ტრიფაროტენს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით რეტინოიდები.

აკლიფი გამოიყენება სახეზე და/ან ტანზე ჩვეულებრივი აკნეს (Acne Vulgaris) კანისმიერი მკურნალობისთვის 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, როდესაც ვლინდება ბევრი კომედონი (თეთრი და შავი წერტილები), პაპულები და პუსტულები (ანთებითი ჩირქოვანი გამონაყარი).

რისი ცოდნაა საჭირო აკლიფის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მნიშვნელოვანი: აკლიფი განკუთვნილია 12 წლიდან და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის მხოლოდ სახის და/ან ტანის კანზე გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი სხეულის სხვა ნაწილებზე. არ გადაყლაპოთ.

შეინახეთ აკლიფი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოყენების წესი

ტუმბოს პირველად გამოყენებამდე მოამზადეთ იგი რამდენჯერმე დაჭერით (მაქსიმუმ 10-ჯერ), სანამ მცირე რაოდენობის პრეპარატი არ გამოიყოფა. ტუმბო ახლა მზად არის გამოსაყენებლად. წაისვით აკლიფის კრემის თხელი ფენა სახის დაზიანებულ უბნებზე (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი,მარჯვენა და მარცხენა ლოყები) და ტანის დაზიანებული ადგილეზე დღეში ერთხელ, საღამოს, სუფთა და მშრალ კანზე:

ტუმბოს ერთი (1) ამოქმედება საკმარისი უნდა იყოს სახის (ანუ შუბლის, ლოყების, ცხვირის და ნიკაპის) დასაფარად.

ტუმბოს ორი (2) ამოქმედება საკმარისი უნდა იყოს ტანის ზედა ნაწილის დასაფარად (ანუ ზურგის მიღწევადი უკანა ნაწილი, მხრები და მკერდი). ერთი (1) დამატებითი ტუმბოს ამოქმედება შეიძლება გამოყენებულ იქნას ზურგის შუა და ქვედა ნაწილზე, თუ აკნე იქაც გავრცელებულია.

ერთ დღეში ტუმბოს ოთხზე მეტი (4) ამოქმედება რეკომენდებული არ არის.

მოერიდეთ თვალებთან, ქუთუთოებთან, ტუჩებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს, მაგალითად ცხვირის ან პირის ღრუს შიგნით. თუ კრემი შემთხვევით მოგიხვდათ რომელიმე ამ უბანზე, მაშინვე ჩამოიბანეთ იგი უხვი თბილი წყლით.

დაიბანეთ ხელები კრემის წასმისთანავე.

თქვენ უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი ისეთი სიხშირით, როგორსაც საჭიროება მოითხოვს, აკლიფით მკურნალობის დაწყებიდანვე. დამატენიანებლის გამოყენება შეიძლება აკლიფის წასმამდე ან მისი წასმის შემდეგ, საკმარისი ინტერვალის დაცვით, რათა კანი გაშრეს დამატენიანებელსა და აკლიფის გამოყენებას შორის.

თქვენ ექიმი გეტყვით რამდენ ხანს დაგჭირდებათ აკლიფის გამოყენება. სამთვიანი მკურნალობის შემდეგ, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს აკნეს შემდგომი გაუმჯობესების შეფასება.

გამოყენება ბავშვებში

აკლიფის გამოყენება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი რაოდენობის აკლიფი

თუ გამოიყენებთ იმაზე მეტ აკლიფს, ვიდრე საჭიროა თქვენს კანზე, თქვენ ვერ მოიცილებთ აკნეს უფრო სწრაფად, მაგრამ თქვენი კანი შეიძლება გაღიზიანდეს, აიქერცლის და გაწითლდეს. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ საჭიროზე მეტ აკლიფს.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მოწამვლის ეროვნულ ცენტრს, თუ:

ბავშვმა შემთხვევით გამოიყენა ეს პრეპარატი;

თქვენ ან ვინმე სხვამ შემთხვევით გადაყლაპეთ ეს პრეპარატი.

ექიმი გირჩევთ რა ქმედებების განხორციელებაა საჭირო.

თუ დაგავიწყდათ აკლიფის გამოყენება

თუ დაგავიწყდათ აკლიფის გამოყენება საღამოს, გამოიყენეთ იგი მეორე საღამოს. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

თუ შეწყვიტეთ აკლიფის გამოყენება

ლაქები (თეთრი წერტილები, შავი წერტილები და ანთებითი ჩირქოვანი გამონაყარი) შემცირდება მხოლოდ ამ პრეპარატის რამდენიმე გამოყენების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ აკლიფის გამოყენება ექიმის დანიშნულებით.

თუ გაგიჩნდებათ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ქალი, რომელიც გეგმავს ორსულობას ან ხართ ორსულად (იხ. პუნქტი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);

თუ გაქვთ ალერგია ტრიფაროტენის ან ამ პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

სიფრთხილის ზომები

სიწითლე, აქერცვლა, სიმშრალე და სუსხვა/წვა შეიძლება აღინიშნოს აკლიფის კრემის გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები. რეკომენდებულია დამატენიანებლის გამოყენება მკურნალობის დაწყებისას, რაც ხელს შეუწყობს მსგავსი რეაქციების თავიდან აცილებას. თუ სიმპტომები გამოვლინდება, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატენიანებლის გამოყენება (თუ უკვე არ იყენებთ), კრემის ნაკლები სიხშირით გამოყენება ან ხანმოკლე დროით შეწყვეტა. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, ამ ზომების მიუხედავად, შეიძლება საჭირო გახდეს კრემის გამოყენების შეწყვეტა.

აკლიფის გამოყენება არ შეიძლება ჭრილობებზე, ნაკაწრებზე, გახეხილ ან ეგზემატურ კანზე.

აკლიფი არ უნდა მოხვდეს თვალში, ქუთუთოებზე, ტუჩებზე ან ლორწოვან გარსებზე. თუ პროდუქტი შემთხვევით მოხვდება თვალში, დაუყოვნებლით ჩამოიბანეთ უხვი თბილი წყლით. ფრთხილად იყავით კანის მგრძნობიარე უბნებზე წასმისას, როგორიცაა კისერი ან იღლიები.

სიფრთხილეა საჭირო, როდესაც აკლიფის კრემი გამოიყენება კანზე გამოსაყენებელ სხვა სამკურნალო საშუალებთან ერთდროულად, კოსმეტიკური საშუალებების ჩათვლით (იხ. ასევე პუნქტი „სხვა სამკურნალო საშუალებები და აკლიფი“).

არ გამოიყენოთ „ცვილი“, როგორც დეპილაციის მეთოდი აკლიფით დამუშავებულ კანზე.

თუ პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ გამოვლინდება მგრძნობელობის რეაქცია, აკლიფის გამოყენება უნდა შეწყდეს.

აკლიფის გამოყენება არ შეიძლება მზით დამწვარ კანზე. მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება, მათ შორის მზის ნათურები ან ფოტოთერაპია. რეკომენდებულია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება მზისგან დამცავი ფაქტორით (SPF) მინიმუმ 30 და დამცავი ტანსაცმლის გამოყენება (როგორიცაა ქუდი და პერანგი) დამუშავებულ ადგილებზე, როდესაც შეუძლებელია ზემოქმედების თავიდან აცილება. თუ მაინც დაგეწვათ მზეზე სახე, მკერდი, მხრები ან ზურგი, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება დაზიანებულ უბნებზე, სანამ კანი არ აღდგება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, თუ იყენებთ კოსმეტიკურ საშუალებებს ან აკნეს სამკურნალო საშუალებებს - ამქერცლავი, გამაღიზიანებელი ან საშრობი ეფექტებით, ვინაიდან მათ შეიძლება ჰქონდეთ დამატებითი გამაღიზიანებელი მოქმედება სამკურნალო საშუალებასთან ერთად. თუ კანი გაღიზიანდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ აკლიფი თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ დაორსულებას. თქვენს ექიმს შეუძლია მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ძუძუთი კვება

აკლიფის გამოყენებისას არსებობს რისკი, რომ კრემში შემავალი მოქმედი ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში და ახალშობილის/ჩვილის რისკი არ არის გამორიცხული. თქვენ და თქვენმა ექიმმა უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ თავი შეიკავოთ აკლიფით თერაპიისგან, ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.

მეძუძურმა ქალებმა არ უნდა გამოიყენონ აკლიფი გულმკერდის ან მკერდის არეში, ჩვილ ბავშვებში გადაყლაპვის და/ან კონტაქტური ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

აკლიფს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

აკლიფი შეიცავს პროპილენგლიკოლს (E1520), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ეს პრეპარატი, ასევე შეიცავს 50 მგ სპირტს (ეთანოლს) თითოეულ გრამში, რაც 5% w/w -ის ექვივალენტურია. ამან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

რეაქციები გამოყენების ადგილზე, როგორიცაა სიწითლე, აქერცვლა, სიმშრალე და კანის სუსხვა/წვა ხშირად ვლინდება აკლიფის კრემის გამოყენებისას. იხ. პუნქტი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ ინფორმაციისთვის, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუკი გივლინდებათ ასეთი სიმპტომები.

აკლიფმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე):

გაღიზიანება წასმის ადგილას, ქავილი, მზისდამწვრობა.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე):

კანის ტკივილი;

მშრალი კანი;

გაუფერულება (კანის პიგმენტაციის დაკარგვა);

ეროზია (კანის დაკარგვა);

გამონაყარი;

შეშუპება;

კანის გაღიზიანება;

აკნე;

ალერგიული დერმატიტი (კანისმიერი ალერგია);

ერითემა (სიწითლე).

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე):

ურტიკარია (ჭინჭრის ციება);

ბუშტუკები;

ეგზემა „ასტეატოზური“ (მშრალი კანი აქერცვლით და ნახეთქებით);

სებორეული დერმატიტი (წითელი, აქერცლილი კანი და ქავილი);

კანის წვის შეგრძნება;

ნახეთქები კანზე;

კანის ჰიპერპიგმენტაცია (კანის პიგმენტაციის გამუქება);

ქუთუთოს აქერცვლა (ქუთუთოს კანის პილინგი) ან შეშუპება (ქუთუთოს კანის შეშუპება);

გახეთქილი ტუჩები;

სიწითლე (სახის გაწითლება).

შეტყობინებები გვერდითი მოვლენები შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის აღნიშვნის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ გვერდითი მოვლენების ეროვნული რეგისტრაციის სისტემის მეშვეობით, რომელიც მოცემულია V დანართში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ უნდა იქნას შენახული აკლიფი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე და ტუბზე/ტუმბოზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

გადააგდეთ ტუბი ან ტუმბო პირველი გახსნიდან 6 თვის შემდეგ.

ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

არ გადააგდოთ გამოუყენებელი აკლიფის კრემი საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.

ჭარბი დოზა

აკლიფი განკუთვნილია დღეში ერთხელ მხოლოდ კანზე გამოსაყენებლად.

თუ პრეპარატი გამოიყენება ჭარბი რაოდენობით, ამით არ მიიღწევა უფრო სწრაფი ან უკეთესი შედეგი და შეიძლება აღინიშნოს სიწითლე, აქერცვლა ან კანის დისკომფორტი. ამ შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და დაელოდეთ სანამ კანი არ აღდგება.

შემთხვევითი გადაყლაპვის შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული შესაბამისი სიმპტომური ზომები. პრეპარატის ქრონიკულმა მიღებამ შიგნით შეიძლება გამოიწვიოს ისეთივე გვერდითი მოვლენები, როგორც A ვიტამინის ჭარბმა პერორალურმა მიღებამ.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებაა ტრიფაროტენი, ერთი გრამი კრემი შეიცავს 50 მიკროგრამ ტრიფაროტენს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია ალანტოინი, სიმულგელი 600 PHA (აკრილამიდის და ნატრიუმის აკრილოილდიმეთილტაურატის კოპოლიმერი, იზოჰექსადეკანი, პოლისორბატი 80, სორბიტან ოლეატი), ციკლომეტიკონი, ეთანოლი, ფენოქსიეთანოლი, პროპილენგლიკოლი (E1520), ტრიგლიცერიდების საშუალო ჯაჭვი და გაწმენდილი წყალი.

აკლიფის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

აკლიფი არის თეთრი და ერთგვაროვანი კრემი.

აკლიფი მოცემულია ტუბში, რომელიც შეიცავს 5 გრამ კრემს ან ტუმბოში 15, 30 ან 75 გრამი კრემით.

შეფუთვის ზომები 1 ტუბი ან 1 ტუმბო.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

Galderma SA (გალდერმა სა)

Zählerweg 10 (ზაჰლერვაგ 10),

6300 ზუგი,

შვეიცარია

შენახვის პირობები

2 წელი.

პირველი გახსნის შემდეგ: გამოიყნება 6 თვის განმავლობაში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

  • 5 შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

[ტუბი]

[5 გ]

თეთრი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენი (LDPE)/ალუმინი (Al)/მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ლამინირებული ტუბები თეთრი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) თავით და თეთრი პოლიპროპილენის (PP) თავსახურით.

[მრავალდოზიანი კონტეინერი საჰაერო-ვაკუუმ ტუმბოთი]

[15 გ; 30 გ; 75 გ]

პოლიპროპილენის (PP)/მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) თეთრი უჰაერო ბოთლი დახურულია თეთრი პოლიპროპილენის (PP) ტუმბოთი და თეთრი პოლიპროპილენის (PP) თავსახურით.

შეფუთვის ზომები: 1 ტუბი 5 გ; 1 ბოთლი 15, 30 ან 75 გ.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

  • 6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის დროს

ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

Galderma SA (გალდერმა სა)

Zählerweg 10 (ზაჰლერვაგ 10),

6300 ზუგი,

შვეიცარია

ფარმაკოლოგიური თვისებები

რეტინოიდები აკნეს დროს ადგილობრივი გამოყენებისთვის, ათქ კოდი: D10AD06

მოქმედების მექანიზმი

აკლიფის კრემი შეიცავს 50 მიკროგრამ (მკგ/გ) (w/w) ტრიფაროტენს, რომელიც არის ქიმიურად სტაბილური, ტერფენილ მჟავას წარმოებული და ახასიათებს რეტინოიდების მსგავსი აქტივობა. იგი არის ძლიერი RARγ აგონისტი (რეტინოიდული მჟავების რეცეპტორის γ აგონისტი), რომელიც ხასიათდება მისი მაღალი სპეციფიკურობით ამ რეცეპტორის მიმართ RARα-თან და RARβ-თან შედარებით (50-ჯერ და 8-ჯერ, შესაბამისად, რეტინოიდ X რეცეპტორის (RXR) აქტივობის გარეშე).

გარდა ამისა, ტრიფაროტენი მოდულირებას უკეთებს რეტინოიდის სამიზმე გენებს (დიფერენციაცია და ანთებითი პროცესები) იმორტალიზებულ კერატინოციტებში და აღადგენს ეპიდერმისს.

ფარმაკოდინამიკური მოქმედება

ტრიფაროტენმა Rhino-mouse (რინო-თაგვის) მოდელში აჩვენა შესამჩნევი კომედოლიტური აქტივობა კომედონების რაოდენობის შემცირებით და ეპიდერმისის სისქის შესამჩნევი მომატებით. ამ მოდელში ტრიფაროტენმა წარმოქმნა ისეთივე კომედოლიტური ეფექტი, როგორც სხვა ცნობილმა რეტინოიდებმა, დაახლოებით 10-ჯერ დაბალი დოზით.

ტრიფაროტენმა, ასევე, აჩვენა ანთების საწინააღმდეგო და დეპიგმენტაციური მოქმედება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

აკლიფის კრემი, რომელიც გამოიყენებოდა დღეში ერთხელ საღამოს, შეფასდა 12 კვირის განმავლობაში 2 რანდომიზებულ, მულტიცენტრულ, პარალელური ჯგუფის, ორმაგ-ბრმა, გადამტან-კონტროლირებადი იდენტური დიზაინის კვლევებში. ისინი ჩატარდა 9 წლის და უფროსი ასაკის 2420 პაციენტის მონაწილეობით, რომლებსაც ჰქონდათ ზომიერი ჩვეულებრივი აკნე სახესა და ტანზე.

აკნეს სიმძიმე შეფასდა მკვლევარის გლობალური შეფასების (IGA) ხუთპუნქტიანი შკალით სახისთვის და ექიმის გლობალური შეფასებით (PGA) ტანისთვის, ამასთან ზომიერი სიმძიმის ჩვეულებრივი აკნე განისაზღვრა ქულით 3 - როგორც ზომიერი (იხ. ცხრილი 2).

ცხრილი SEQ Table \* ARABIC 2 მკვლევარის გლობალური შეფასების და ექიმის გლობალური შეფასები შკალები

0

სუფთა

სუფთა კანი ანთებითი ან არაანთებითი დაზიანების გარეშე.

1

თითქმის სუფთა

რამდენიმე მიმოფანტული კომედონი და რამდენიმე პატარა პაპულა.

2

მსუბუქი

ადვილად ცნობადი; ზედაპირის ნახევარზე ნაკლები დაფარულია. ზოგი კომედონი, ზოგი პაპულა და პუსტულები.

3

ზომიერი

ზედაპირის ნახევარზე მეტი დაფარულია. ბევრი კომედონები, პაპულები და პუსტულები. შეიძლება იყოს ერთი კვანძი.

4

მძიმე

მთლიანი ზედაპირი დაფარულია. დაფარულია კომედონებით, მრავალრიცხოვანი პაპულებითა და პუსტულებით. შეიძლება იყოს რამდენიმე კვანძი.

ორივე გადამწვეტ კვლევაში იყო სამი იდენტური მნიშვნელობის მქონე ეფექტურობის საბოლოო წერტილი 1) წარმატების მაჩვენებელი IGA და PGA შედეგებზე დაყრდნობით (სუბიექტების პროცენტული მაჩვენებელი „სუფთა“ და „თითქმის სუფთა“ და სულ მცირე 2-ქულიანი ცვლილებით საწყისიდან) და აბსოლუტური და პროცენტული ცვლილება საწყისიდან, 2) ანთებითი და 3) არაანთებითი დაზიანების რაოდენობა მე-12 კვირას.

საერთო ჯამში, სუბიექტების 87% იყო თეთრკანიანი და 55% ქალი. ოცდათოთხმეტი (1.4%) სუბიექტი იყო 9-დან 11 წლამდე, 1128 (47%) სუბიექტი იყო 12-დან 17 წლამდე და 1258 (52%) სუბიექტი იყო 18 წლის და უფროსი ასაკის. ყველა პაციენტს ჰქონდა ზომიერი ჩვეულებრივი აკნე სახეზე და 99%-ს - ტანზე. საწყის ეტაპზე სუბიექტებს ჰქონდათ 7-დან 200-მდე (საშუალოდ 36) ანთებითი დაზიანება სახეზე და 0-დან 220-მდე (საშუალოდ 38) - ტანზე. დამატებით, სუბიექტებს ჰქონდათ 21-305 (საშუალოდ 52) არა-ანთებითი დაზიანება სახეზე და 0-260 (საშუალოდ 46) - ტანზე.

IGA-ის და PGA-ის წარმატების მაჩვენებლები, აკნეთი დაზიანების რაოდენობის საშუალო აბსოლუტური და პროცენტული შემცირება საწყისიდან 12-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, წარმოდგენილია შემდეგ ცხრილებში:

ცხრილი 3 სახის აკნეს გაუმჯობესება მკვლევარის გლობალური შეფასების მიხედვით და დაზიანების რაოდენობის ცვლილება მე-12 კვირისთვის (მკურნალობის განზრახვა; მრავალჯერადი იმპუტაცია)

პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილები

კვლევა 18251

კვლევა 18252

აკლიფის კრემი

გადამტანი კრემი

აკლიფის კრემი

გადამტანი კრემი

N= 612

N= 596

N= 602

N=610

IGA-ის წარმატების მაჩვენებელი (%)

(სულ მცირე 2-ქულიანი გაუმჯობესება და IGA „სუფთა“ (0) ან "თითქმის სუფთა“ (1))

  • 4
  • 5
  • 3
  • 7

პროცენტული განსხვავება გადანტანთან (95% CI)

  • 8 (4.8, 14.8) p ˂ 0.001

-

  • 6 (11.3, 22.0)

p ˂ 0.001

-

ანთებითი დაზიანებები

საშუალო აბსოლუტური ცვლილება საწყისიდან

საშუალო დაზიანება (SE)

  • 19.0 (0.50)
  • 15.4 (0.51)
  • 24.2 (0.51)
  • 18.7 (0.51)

საშუალო დაზიანების განსხვავება გადანტანთან (95% CI)

  • 3.6 (-4.9, -2.2) p ˂ 0.001

-

  • 5.6 (-6.9, -4.3)

p ˂ 0.001

-

საშუალო პროცენტული ცვლილება საწყისიდან (%)

საშუალო (SE)

  • 7 (0.52)
  • 3 (0.64)
  • 0 (0.51)
  • 6 (0.58 )

საშუალო პროცენტული ცვლილება საწყისიდან

  • 54.4

p ˂ 0.001 vs. გადამტანი

  • 44.8
  • 66.2

p ˂ 0.001 vs. გადამტანი

  • 51.2

არა-ანთებითი დაზიანებები

საშუალო აბსოლუტური ცვლილება საწყისიდან

საშუალო დაზიანება (SE)

  • 25.0 (0.87)
  • 17.9 (0.87)
  • 30.1 (0.71)
  • 21.6 (0.71)

საშუალო დაზიანების განსხვავება გადანტანთან (95% CI)

  • 7.1 (-9.4, -4.8) p ˂ 0.001

-

  • 8.5 (-10.3, -6.6) p ˂ 0.001

-

საშუალო პროცენტული ცვლილება საწყისიდან (%)

საშუალო (SE)

  • 0 (1.08)
  • 5 (1.22)
  • 6 (0.71)
  • 9 (0.97)

საშუალო პროცენტული ცვლილება საწყისიდან

  • 49.7

p ˂ 0.001 vs. გადამტანი

  • 35.7
  • 57.7

p ˂ 0.001 vs. გადამტანი

  • 43.9

ცხრილი 4 ტანის აკნეს გაუმჯობესება ექიმების გლობალური შეფასების მიხედვით და დაზიანების რაოდენობის ცვლილება მე-12 კვირისთვის (მკურნალობის განზრახვა ტანზე; მრავალჯერადი იმპუტაცია)

მეორადი საბოლოო წერტილები

კვლევა 18251

კვლევა 18252

აკლიფის კრემი

გადამტანი კრემი

აკლიფის კრემი

გადამტანი კრემი

N= 600

N=585

N= 598

N=609

PGA-ის წარმატების მაჩვენებელი (%)

(სულ მცირე 2-ქულიანი გაუმჯობესება და PGA „სუფთა“ (0) ან "თითქმის სუფთა“ (1))

  • 7
  • 0
  • 6
  • 9

პროცენტული განსხვავება გადანტანთან (95% CI)

  • 7 (5.4, 16.1)

p ˂ 0.001

-

  • 7 (7.2, 18.2)

p ˂ 0.001

-

ანთებითი დაზიანებები

საშუალო აბსოლუტური ცვლილება საწყისიდან

საშუალო დაზიანება (SE)

  • 21.4 (0.54)
  • 18.8 (0.55)
  • 25.5 (0.59)
  • 19.8 (0.58)

საშუალო დაზიანების განსხვავება გადანტანთან (95% CI)

  • 2.5 (-4.0, -1.1) p ˂ 0.001

-

  • 5.7 (-7.2, -4.2) p ˂ 0.001

-

საშუალო პროცენტული ცვლილება საწყისიდან (%)

საშუალო (SE)

  • 9 (0.60)
  • 9 (0.64)
  • 5 (0.57)
  • 8 (0.71)

საშუალო პროცენტული ცვლილება საწყისიდან

  • 57.4

p ˂ 0.001 vs. გადამტანი

  • 50.0
  • 65.4

p ˂ 0.001 vs. გადამტანი

  • 51.1

არა-ანთებითი დაზიანებები

საშუალო აბსოლუტური ცვლილება საწყისიდან

საშუალო დაზიანება (SE)

  • 21.9 (0.93)
  • 17.8 (0.94)
  • 25.9 (0.67)
  • 20.8 (0.66)

საშუალო დაზიანების განსხვავება გადანტანთან (95% CI)

  • 4.1 (-6.6, -1.7) p = 0.001

-

  • 5.0 (-6.8, -3.3)

p ˂ 0.001

-

საშუალო პროცენტული ცვლილება საწყისიდან (%)

საშუალო (SE)

  • 5 (1.01)
  • 4 (1.17)
  • 5 (0.78)
  • 5 (0.77)

საშუალო პროცენტული ცვლილება საწყისიდან

  • 49.1

p ˂ 0.001 vs. გადამტანი

  • 40.3
  • 55.2

p ˂ 0.001 vs. გადამტანი

  • 45.1

პედიატრიული პოპულაცია

ასაკობრივი ჯგუფი 9-დან 11 წლამდე: მე-3 ფაზის კვლევებში ამ ასაკის სულ 34 ბავშვი იყო ჩართული - მათგან 19 კვლევაში 18251 და 15 კვლევაში 18252. ამ ასაკობრივ ჯგუფში პაციენტების რაოდენობა დაბალი იყო და ეფექტურობის დემონსტრირება ვერ მოხერხდა.

ასაკობრივი ჯგუფი 12-დან 17 წლამდე: მე–3 ფაზის კვლევებში 12-დან 17 წლამდე ასაკის 1128 ბავშვი იყო ჩართული, ზომიერი ჩვეულებრივი აკნეთი: 573 მათგანი 18251 კვლევაში და 555 ბავშვი 18252 კვლევაში.

IGA-ის და PGA-ის წარმატების მაჩვენებლები, აკნეთი დაზიანების რაოდენობის საშუალო აბსოლუტური და პროცენტული შემცირება საწყისიდან 12-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, წარმოდგენილია შემდეგ ცხრილებში:

ცხრილი 5 სახის აკნეს გაუმჯობესება მკვლევარის გლობალური შეფასების მიხედვით და დაზიანების რაოდენობის ცვლილება მე-12 კვირისთვის 12-დან 17 წლამდე ასაკის პირებში (მკურნალობის განზრახვა პოპულაცია; მრავალჯერადი იმპუტაცია)

პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილები

კვლევა 18251

კვლევა 18252

აკლიფის კრემი

გადამტანი კრემი

აკლიფის კრემი

გადამტანი კრემი

(n= 304)

(n=269)

(n= 267)

(n=288)

IGA-ის წარმატების მაჩვენებელი (%)

სულ მცირე 2-ქულიანი გაუმჯობესება და IGA „სუფთა“ (0) ან "თითქმის სუფთა“ (1)

  • 6
  • 7
  • 8
  • 4

წარმატების პროცენტული განსხვავება გადანტანთან (95% CI)

  • 9 (4.3, 17.6)

p < 0.001

-

  • 4 (7.9, 23.0)

p < 0.001

-

ანთებითი დაზიანებები

საშუალო აბსოლუტური ცვლილება საწყისიდან

  • 18.7
  • 14.8
  • 24.0
  • 18.7

საშუალო განსხვავება გადანტანთან (95% CI)

  • 3.8 (-6.5, -1.2)

p < 0.001

-

  • 5.3 (-8.1, -2.6)

p < 0.001

-

არა-ანთებითი დაზიანებები

საშუალო აბსოლუტური ცვლილება საწყისიდან

  • 26.5
  • 16.8
  • 33.8
  • 22.8

საშუალო განსხვავება გადანტანთან (95% CI)

  • 9.6 (-13.8, -5.4)

p < 0.001

-

  • 11.0 (-15.2, -6.8)

p < 0.001

-

ცხრილი 6 ტანის აკნეს გაუმჯობესება ექიმების გლობალური შეფასების მიხედვით და დაზიანების რაოდენობის ცვლილება მე-12 კვირისთვის 12-დან 17 წლამდე ასაკის პირებში (მკურნალობის განზრახვა ტანის პოპულაცია; მრავალჯერადი იმპუტაცია)

მეორადი საბოლოო წერტილები

კვლევა 18251

კვლევა 18252

აკლიფის კრემი

გადამტანი კრემი

აკლიფის კრემი

გადამტანი კრემი

(n= 302)

(n=269)

(n= 267)

(n=288)

PGA-ის წარმატების მაჩვენებელი (%)

სულ მცირე 2-ქულიანი გაუმჯობესება და PGA „სუფთა“ (0) ან "თითქმის სუფთა“ (1)

  • 8
  • 0
  • 7
  • 8

წარმატების პროცენტული განსხვავება გადანტანთან (95% CI)

  • 8 (3.5, 18.1)

p < 0.001

-

  • 9 (5.0, 20.8)

p < 0.001

-

ანთებითი დაზიანებები

საშუალო აბსოლუტური ცვლილება საწყისიდან

  • 21.4
  • 18.0
  • 25.4
  • 19.2

საშუალო განსხვავება გადანტანთან (95% CI)

  • 3.4 (-6.3, -0.5)

p < 0.001

-

  • 6.2 (-9.2, -3.3)

p < 0.001

-

არა-ანთებითი დაზიანებები

საშუალო აბსოლუტური ცვლილება საწყისიდან

  • 22.2
  • 17.2
  • 25.7
  • 20.1

საშუალო განსხვავება გადანტანთან (95% CI)

  • 5.0 (-9.1, -0.8)

p < 0.001

-

  • 5.7 (-9.1, -2.2)

p < 0.001

-

გრძელვადიანი ეფექტურობა

ერთწლიან ღია-ეტიკეტურ უსაფრთხოების მე-3 კვლევაში, სადაც მონაწილეობდა 9 წლის უფროსი ასაკის, სახის და ტანის ჩვეულებრივი აკნეს მქონე 453 პაციენტი, აკლიფის კრემმა აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება IGA-ის და PGA-ის წარმატების მაჩვენებლების გაზრდით:

  • 6%–დან მე-12 კვირისთვის ვიზიტზე 65.1%-მდე 52-ე კვირისთვის ვიზიტზე სახისთვის და
  • 6%-დან მე-12 კვირისთვის ვიზიტზე 66.9%-დან 52-ე კვირისთვის ვიზიტზე ტანისთვის, შესაბამისად.

IGA-ის და PGA-ის წარმატება იგივე სუბიექტის მიერ გაიზარდა 22.0%-დან მე-12 კვირისთვის 57.9%-მდე 52-ე კვირისთვის.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა

ტრიფაროტენის შეწოვა აკლიფის კრემიდან შეფასდა ზრდასრულ და პედიატრიულ (10-17 წლის) სუბიექტებში, რომლებსაც ჰქონდათ ჩვეულებრივი აკნე. სუბიექტები მკურნალობდნენ დღეში ერთხელ 30 დღის განმავლობაში, 2 გრამი აკლიფით, რომელსაც ისვამდნენ სახეზე, მხრებზე, მკერდსა და ზურგის ზედა ნაწილზე.

საერთო ჯამში, სისტემური ზემოქმედების დონე იყო დაბალი და მსგავსი მოზრდილებსა და პედიატრიულ პოპულაციებში.

4-კვირიანი მკურნალობის შემდეგ ცხრამეტიდან შვიდ (37%) ზრდასრულ სუბიექტს პლაზმაში ჰქონდა ტრიფაროტენის რაოდენობრივი დონე. Cmax მერყეობდა რაოდენობრივი ზღვრის ქვემოდან (LOQ <5 პგ/მლ) 10 პგ/მლ-მდე, ხოლო AUC0-24სთ მერყეობდა 75-დან 104 პგ.სთ/მლ-მდე.

პედიატრიული სუბიექტებში ჩვიდმეტიდან სამმა (18%) აჩვენა რაოდენობრივი სისტემური ზემოქმედება. Cmax მერყეობდა რაოდენობრივი ზღვრის ქვემოდან (LOQ <5 პგ/მლ) პგ/მლ-მდე, ხოლო AUC0-24სთ მერყეობდა მერყეობდა 89-დან 106 პგ.სთ/მლ-მდე.

სტაბილური წონასწორობის მდგომარეობა მიღწეული იყო როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში, 2-კვირანი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. გრძელვადიანი გამოყენებისას პრეპარატის დაგროვება მოსალოდნელი არ არის.

განაწილება

ტრიფაროტენი კანში აღწევს ექსპონენციალური განაწილებით რქოვანი ფენიდან ეპიდერმისამდე და დერმამდე.

In vitro კვლევამ აჩვენა, რომ ტრიფაროტენი 99,9%-ზე მეტად არის შეკავშირებული პლაზმურ ცილებთან. ტრიფაროტენის მნიშვნელოვანი შეკავშირება ერითროციტებთან არ დაფიქსირებულა.

ბიოგარდაქმნა

ადამიანის ღვიძლის მიკროსომების და რეკომბინანტული CYP450 ფერმენტების in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ტრიფაროტენი მეტაბოლიზდება ძირითადად CYP2C9-ით, CYP3A4-ით, CYP2C8-ით და უფრო მცირე ხარისხით CYP2B6-ით.

ფარმაკოკინეტიკური მედიკამენტების ურთიერთქმედების პოტენციალი

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ აკლიფის კრემი სისტემურად მიღწეული კონცენტრაციების დონეზე ადგილობრივი გამოყენების შემდეგ არ აინჰიბირებს CYP450-ის იზოფერმენტებს CYP1A2-ს, 2B6-ს, 2C8-ს, 2C9-ს, 2C19-ს, 2D6-ს და 3A4-ს და არ აინდუცირებს CYP1A2-ს, 2B6-ს ან 3A4-ს.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ აკლიფის კრემი სისტემურად მიღწეული კონცენტრაციების დონეზე ადგილობრივი გამოყენების შემდეგ არ აინჰიბირებს არც MATE-ის, OATP-ის, OAT-ის ან OCT-ის მიტაცების ტრანსპორტერებს და არც BCRP-ის, PgP-ის, BSEP-ის ან MPR-ის ეფლუქსის ტრანსპორტერებს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

აკლიფი 50 მკგ/გ კრემი

ტრიფაროტენი

აღნიშნული პრეპარატი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს საშუალებას იძლევა სწრაფად გამოვლინდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შეტყობინებით. იხილეთ მე-4 პუნქტის ბოლო ნაწილი გვერდითი მოვლენების შესახებ.

მთლიანად და ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ წინამდებარე ინსტრუქცია. შესაძლებელია ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ პირადად თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, დაავადების იგივე ნიშნების არსებობის შემთხვევაშიც კი.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს აკლიფი და რისთვის გამოიყენება

რისი ცოდნაა საჭირო აკლიფის გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება აკლიფი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ უნდა იქნას შენახული აკლიფი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს აკლიფი და რისთვის გამოიყენება

აკლიფი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ტრიფაროტენს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით რეტინოიდები.

აკლიფი გამოიყენება სახეზე და/ან ტანზე ჩვეულებრივი აკნეს (Acne Vulgaris) კანისმიერი მკურნალობისთვის 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, როდესაც ვლინდება ბევრი კომედონი (თეთრი და შავი წერტილები), პაპულები და პუსტულები (ანთებითი ჩირქოვანი გამონაყარი).

რისი ცოდნაა საჭირო აკლიფის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ აკლიფი:

თუ ხართ ქალი, რომელიც გეგმავს ორსულობას ან ხართ ორსულად (იხ. პუნქტი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);

თუ გაქვთ ალერგია ტრიფაროტენის ან ამ პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

სიწითლე, აქერცვლა, სიმშრალე და სუსხვა/წვა შეიძლება აღინიშნოს აკლიფის კრემის გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები. რეკომენდებულია დამატენიანებლის გამოყენება მკურნალობის დაწყებისას, რაც ხელს შეუწყობს მსგავსი რეაქციების თავიდან აცილებას. თუ სიმპტომები გამოვლინდება, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატენიანებლის გამოყენება (თუ უკვე არ იყენებთ), კრემის ნაკლები სიხშირით გამოყენება ან ხანმოკლე დროით შეწყვეტა. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, ამ ზომების მიუხედავად, შეიძლება საჭირო გახდეს კრემის გამოყენების შეწყვეტა.

აკლიფის გამოყენება არ შეიძლება ჭრილობებზე, ნაკაწრებზე, გახეხილ ან ეგზემატურ კანზე.

აკლიფი არ უნდა მოხვდეს თვალში, ქუთუთოებზე, ტუჩებზე ან ლორწოვან გარსებზე. თუ პროდუქტი შემთხვევით მოხვდება თვალში, დაუყოვნებლით ჩამოიბანეთ უხვი თბილი წყლით. ფრთხილად იყავით კანის მგრძნობიარე უბნებზე წასმისას, როგორიცაა კისერი ან იღლიები.

სიფრთხილეა საჭირო, როდესაც აკლიფის კრემი გამოიყენება კანზე გამოსაყენებელ სხვა სამკურნალო საშუალებთან ერთდროულად, კოსმეტიკური საშუალებების ჩათვლით (იხ. ასევე პუნქტი „სხვა სამკურნალო საშუალებები და აკლიფი“).

არ გამოიყენოთ „ცვილი“, როგორც დეპილაციის მეთოდი აკლიფით დამუშავებულ კანზე.

თუ პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ გამოვლინდება მგრძნობელობის რეაქცია, აკლიფის გამოყენება უნდა შეწყდეს.

აკლიფის გამოყენება არ შეიძლება მზით დამწვარ კანზე. მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება, მათ შორის მზის ნათურები ან ფოტოთერაპია. რეკომენდებულია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება მზისგან დამცავი ფაქტორით (SPF) მინიმუმ 30 და დამცავი ტანსაცმლის გამოყენება (როგორიცაა ქუდი და პერანგი) დამუშავებულ ადგილებზე, როდესაც შეუძლებელია ზემოქმედების თავიდან აცილება. თუ მაინც დაგეწვათ მზეზე სახე, მკერდი, მხრები ან ზურგი, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება დაზიანებულ უბნებზე, სანამ კანი არ აღდგება.

სხვა სამკურნალო საშუალებები და აკლიფი

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, თუ იყენებთ კოსმეტიკურ საშუალებებს ან აკნეს სამკურნალო საშუალებებს - ამქერცლავი, გამაღიზიანებელი ან საშრობი ეფექტებით, ვინაიდან მათ შეიძლება ჰქონდეთ დამატებითი გამაღიზიანებელი მოქმედება სამკურნალო საშუალებასთან ერთად. თუ კანი გაღიზიანდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

არ გამოიყენოთ აკლიფი თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ დაორსულებას. თქვენს ექიმს შეუძლია მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ძუძუთი კვება

აკლიფის გამოყენებისას არსებობს რისკი, რომ კრემში შემავალი მოქმედი ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში და ახალშობილის/ჩვილის რისკი არ არის გამორიცხული. თქვენ და თქვენმა ექიმმა უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ თავი შეიკავოთ აკლიფით თერაპიისგან, ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.

მეძუძურმა ქალებმა არ უნდა გამოიყენონ აკლიფი გულმკერდის ან მკერდის არეში, ჩვილ ბავშვებში გადაყლაპვის და/ან კონტაქტური ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

აკლიფს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

აკლიფი შეიცავს პროპილენგლიკოლს (E1520), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ეს პრეპარატი, ასევე შეიცავს 50 მგ სპირტს (ეთანოლს) თითოეულ გრამში, რაც 5% w/w -ის ექვივალენტურია. ამან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.

როგორ გამოიყენება აკლიფი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მნიშვნელოვანი: აკლიფი განკუთვნილია 12 წლიდან და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის მხოლოდ სახის და/ან ტანის კანზე გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი სხეულის სხვა ნაწილებზე. არ გადაყლაპოთ.

შეინახეთ აკლიფი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოყენების წესი

ტუმბოს პირველად გამოყენებამდე მოამზადეთ იგი რამდენჯერმე დაჭერით (მაქსიმუმ 10-ჯერ), სანამ მცირე რაოდენობის პრეპარატი არ გამოიყოფა. ტუმბო ახლა მზად არის გამოსაყენებლად. წაისვით აკლიფის კრემის თხელი ფენა სახის დაზიანებულ უბნებზე (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი,მარჯვენა და მარცხენა ლოყები) და ტანის დაზიანებული ადგილეზე დღეში ერთხელ, საღამოს, სუფთა და მშრალ კანზე:

ტუმბოს ერთი (1) ამოქმედება საკმარისი უნდა იყოს სახის (ანუ შუბლის, ლოყების, ცხვირის და ნიკაპის) დასაფარად.

ტუმბოს ორი (2) ამოქმედება საკმარისი უნდა იყოს ტანის ზედა ნაწილის დასაფარად (ანუ ზურგის მიღწევადი უკანა ნაწილი, მხრები და მკერდი). ერთი (1) დამატებითი ტუმბოს ამოქმედება შეიძლება გამოყენებულ იქნას ზურგის შუა და ქვედა ნაწილზე, თუ აკნე იქაც გავრცელებულია.

ერთ დღეში ტუმბოს ოთხზე მეტი (4) ამოქმედება რეკომენდებული არ არის.

მოერიდეთ თვალებთან, ქუთუთოებთან, ტუჩებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს, მაგალითად ცხვირის ან პირის ღრუს შიგნით. თუ კრემი შემთხვევით მოგიხვდათ რომელიმე ამ უბანზე, მაშინვე ჩამოიბანეთ იგი უხვი თბილი წყლით.

დაიბანეთ ხელები კრემის წასმისთანავე.

თქვენ უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი ისეთი სიხშირით, როგორსაც საჭიროება მოითხოვს, აკლიფით მკურნალობის დაწყებიდანვე. დამატენიანებლის გამოყენება შეიძლება აკლიფის წასმამდე ან მისი წასმის შემდეგ, საკმარისი ინტერვალის დაცვით, რათა კანი გაშრეს დამატენიანებელსა და აკლიფის გამოყენებას შორის.

თქვენ ექიმი გეტყვით რამდენ ხანს დაგჭირდებათ აკლიფის გამოყენება. სამთვიანი მკურნალობის შემდეგ, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს აკნეს შემდგომი გაუმჯობესების შეფასება.

გამოყენება ბავშვებში

აკლიფის გამოყენება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი რაოდენობის აკლიფი

თუ გამოიყენებთ იმაზე მეტ აკლიფს, ვიდრე საჭიროა თქვენს კანზე, თქვენ ვერ მოიცილებთ აკნეს უფრო სწრაფად, მაგრამ თქვენი კანი შეიძლება გაღიზიანდეს, აიქერცლის და გაწითლდეს. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ საჭიროზე მეტ აკლიფს.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მოწამვლის ეროვნულ ცენტრს, თუ:

ბავშვმა შემთხვევით გამოიყენა ეს პრეპარატი;

თქვენ ან ვინმე სხვამ შემთხვევით გადაყლაპეთ ეს პრეპარატი.

ექიმი გირჩევთ რა ქმედებების განხორციელებაა საჭირო.

თუ დაგავიწყდათ აკლიფის გამოყენება

თუ დაგავიწყდათ აკლიფის გამოყენება საღამოს, გამოიყენეთ იგი მეორე საღამოს. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

თუ შეწყვიტეთ აკლიფის გამოყენება

ლაქები (თეთრი წერტილები, შავი წერტილები და ანთებითი ჩირქოვანი გამონაყარი) შემცირდება მხოლოდ ამ პრეპარატის რამდენიმე გამოყენების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ აკლიფის გამოყენება ექიმის დანიშნულებით.

თუ გაგიჩნდებათ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

რეაქციები გამოყენების ადგილზე, როგორიცაა სიწითლე, აქერცვლა, სიმშრალე და კანის სუსხვა/წვა ხშირად ვლინდება აკლიფის კრემის გამოყენებისას. იხ. პუნქტი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ ინფორმაციისთვის, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუკი გივლინდებათ ასეთი სიმპტომები.

აკლიფმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე):

გაღიზიანება წასმის ადგილას, ქავილი, მზისდამწვრობა.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე):

კანის ტკივილი;

მშრალი კანი;

გაუფერულება (კანის პიგმენტაციის დაკარგვა);

ეროზია (კანის დაკარგვა);

გამონაყარი;

შეშუპება;

კანის გაღიზიანება;

აკნე;

ალერგიული დერმატიტი (კანისმიერი ალერგია);

ერითემა (სიწითლე).

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე):

ურტიკარია (ჭინჭრის ციება);

ბუშტუკები;

ეგზემა „ასტეატოზური“ (მშრალი კანი აქერცვლით და ნახეთქებით);

სებორეული დერმატიტი (წითელი, აქერცლილი კანი და ქავილი);

კანის წვის შეგრძნება;

ნახეთქები კანზე;

კანის ჰიპერპიგმენტაცია (კანის პიგმენტაციის გამუქება);

ქუთუთოს აქერცვლა (ქუთუთოს კანის პილინგი) ან შეშუპება (ქუთუთოს კანის შეშუპება);

გახეთქილი ტუჩები;

სიწითლე (სახის გაწითლება).

შეტყობინებები გვერდითი მოვლენები შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის აღნიშვნის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ გვერდითი მოვლენების ეროვნული რეგისტრაციის სისტემის მეშვეობით, რომელიც მოცემულია V დანართში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ უნდა იქნას შენახული აკლიფი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე და ტუბზე/ტუმბოზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

გადააგდეთ ტუბი ან ტუმბო პირველი გახსნიდან 6 თვის შემდეგ.

ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

არ გადააგდოთ გამოუყენებელი აკლიფის კრემი საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს აკლიფი

მოქმედი ნივთიერებაა ტრიფაროტენი, ერთი გრამი კრემი შეიცავს 50 მიკროგრამ ტრიფაროტენს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია ალანტოინი, სიმულგელი 600 PHA (აკრილამიდის და ნატრიუმის აკრილოილდიმეთილტაურატის კოპოლიმერი, იზოჰექსადეკანი, პოლისორბატი 80, სორბიტან ოლეატი), ციკლომეტიკონი, ეთანოლი, ფენოქსიეთანოლი, პროპილენგლიკოლი (E1520), ტრიგლიცერიდების საშუალო ჯაჭვი და გაწმენდილი წყალი.

აკლიფის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

აკლიფი არის თეთრი და ერთგვაროვანი კრემი.

აკლიფი მოცემულია ტუბში, რომელიც შეიცავს 5 გრამ კრემს ან ტუმბოში 15, 30 ან 75 გრამი კრემით.

შეფუთვის ზომები 1 ტუბი ან 1 ტუმბო.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

Galderma SA (გალდერმა სა)

Zählerweg 10 (ზაჰლერვაგ 10),

6300 ზუგი,

შვეიცარია

მწარმოებელი

Laboratoires Galderma (ლაბორატორის გალდერმა)

Z.I. Montdésir (ზ.ი. მონტდესირი)

74540 Alby-sur-Chéran (ალბუ-სურ-შერანი)

საფრანგეთი

ეს სამკურნალო საშუალება ლიცენზირებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი დასახელებით:

ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ისლანდია, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი: Aklief

გერმანია და იტალია: Selgamis

ინსტრუქცია ბოლოს გადაიხედა: 2020 წლის 18 დეკემბერს

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა